ამ თემაშიც მოგახსენებთ , რომ სხვადასხვა პირების ხელდასხმაზე ხშირად ვწერდით ხოლმე , საკითხის აქტუალურობისა და სწრაფად მზარდობის გამო ახალ თემას ვსნი , სადაც გაცნობით თუ ვის დაესხა ხელი მცხეთა თბილისის ეპარქიაში , ვის მიერ და როდის .
2013 წლის 23 მარტს . თელეთის წმ.გიორგის სახელობის მამათა მონასტერში , გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობაშვილი) მღვდლად დაასხა ხელი ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის დიაკონ გიორგი ჩანტლაძეს , ხოლო დიაკვნად აკურთხა ძალაანთხევის წმ.ბასილი დიდის სახელობის მამათა მონასტრის ბერი-ისააკი (სიორიძე)
23 მარტს , წმ.ნინოს სახელობის მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერში არქიმანდრიტმა ლაზარემ (გაგნიძე) მონაზვნად აღკვეცა ამავე მონასტრის სამონაზვნეები :
მარიამ (ნიაური)-სახელად ეწოდა ანა.
მელანია (ზურაბიშვილი)-სახელად ეწოდა ანასტასია.
2013 წლის 23 მარტს , გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობაშვილი) შავნაბადას წმ.გიორგის სახელობის მამათა მონასტერში , მღვდლად დაასხა ხელი , ამავე მონასტრის ბერ-დიაკონ გრიგოლს(წულაია) .
A.V.M
zaz
2013 წლის 11 მაისს , ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობაშვილი) , მუხათგვერდის 100 000 მოწამის სახელობის ტაძარში , დიაკვნებად დაასხა ხელი :
გიორგი ნადარეიშვილს და ალექსანდრე ცანავას.(ეს უკანასკნელი , ქვაშვეთის წმ.გიორგის სახელობის ტაძარში იმსახურებს)
2013 წლის 30 მაისს , ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობაშვილი) ,მღვდლად დაასხა ხელი დიაკონ გიორგი ზაქარიაძეს , ხოლო დიაკვნად აკურთხა გაგა დოგრაშვილი და სახელას სპირიდონი უწოდა .
მამა გიორგი მიქაელ მთავარანგელოზის , ხოლო დიაკონი სპირიდონი კი ქვაშვეთის წმიდა გიორგის ტაძრებში იმსახურებენ .
2013 წლის 21 ივლისს , თიანეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში , თიანეთისა და ფსავ-ხევსურეთის მიტროპოლიტმა თადეოზმა (იორამაშვილი) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო სემინარიის II კურსის სტუდენტი - ირაკლი გვაზავა . დიაკონი ირაკლი თბილისის ანტონ მარტყოფელის სახელობის ეკლესიაში იმსახურებს .
(ჩემი ჯგუფელია მამა ირაკლი , მაგარი კაცია და უფალი შეეწიოს ამ ჯვრის ტვრთვაში.)
2013 წლის 27 ივლისს , ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობაშვილი) ,მღვდლად დაასხა ხელი დიაკონ გიორგი შენგელაიას , რომელიც სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს...
2013 წლის 8 აგვისტოს , ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობაშვილი) ,მღვდლად დაასხა ხელი დიაკონ დავით აფციაურს , ხოლო დიაკვნად აკურთხა გიორგი ხუბაშვილი . ორივე სასულიერო პირი , სანზონის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში იმსახურებენ .
2013 წლის 16 აგვისტოს , ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობაშვილი) , მღვდლად დაასხა ხელი , დიაკვან ზაზა გაბედავას , ხოლო დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებული გიორგი მეტრეველი .
2013 წლის 19 აგვისტოს , ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობაშვილი) , მღვდლად დაასხა ხელი დიაკვან გაბრიელ ბარბაქაძეს , ხოლო დიაკვნად აკურთხა ნიკოლოზ მაისურაძე .
2013 წლის 5 სექტემბერს , ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპპისკოპოსმა მელქისედეკმა დიაკვნად აკურთხა სამების საპატრიარქო ტაძრის სტიქაროსანი ბექა ქუთელია , რომელიც დასავლეთ ევროპის ეპარქიაში იმსახურებს .
G_saxva
G_saxva
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience