თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ჩვენი პატრიარქი _ პატრიარქის იდეები და მის მიერ მოცემული კურთხევები

პოსტის ავტორი: ილია თარიღი: Oct 28 2007, 10:37 PM

დღეს სამების ტაძარში პატრიარქმა მთელი საქართველო აკურთხა რომ განსაკუთრებით ვილოცოთ ეს კვირა მოგეხსენებათ რო მოსალოდნელია მაშტაბური აქციები...
რაც შეიძლება მეტჯერ წაიკითხეთ მამაო ჩვენო, 50 ფსალმუნი და 90 ფსალმუნი. smile.gif ვინც დაესწრო ქადაგებას გაიგებდით.

პოსტის ავტორი: იოანა თარიღი: Oct 28 2007, 10:38 PM

ციტატა
ვინც დაესწრო ქადაგებას გაიგებდით.


ki.gif

პოსტის ავტორი: NaNN თარიღი: Oct 28 2007, 11:46 PM

დიახ

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Oct 28 2007, 11:46 PM

უფალმა გაგვაძლიეროს !

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Oct 28 2007, 11:48 PM

ციტატა
ეს კვირა განსაკუთრებით ვილოცოთ.


კანონისტ შენ განსაკუთრებით tongue.gif

პოსტის ავტორი: მათველა თარიღი: Oct 28 2007, 11:58 PM


დღეს ვფიქრობდი, საშიშია მართლა არეულობა.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Oct 29 2007, 12:05 AM

მნათე

ციტატა
კანონისტ შენ განსაკუთრებით

გამიკვირდა, შენი პოსტი რომ არ იყო და ეჰა, არც დაგვიწყნია wink.gif

მე რატომ, განსაკუთრებით, არა მგონია საქართველო ფორუმელთაგან ყველაზე მეტად მიყვარდეს..... rolleyes.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Oct 29 2007, 01:16 AM

ციტატა
გამიკვირდა, შენი პოსტი რომ არ იყო და ეჰა, არც დაგვიწყნია


არადსდროს მავიწყდები 2kiss.gif

რაც შეეხება კურთხევას, მშვიდობისთვის ვილოცებ yes.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Oct 29 2007, 03:06 AM

ციტატა(ილია @ Oct 28 2007, 07:37 PM) *

დღეს სამების ტაძარში პატრიარქმა მთელი საქართველო აკურთხა რომ განსაკუთრებით ვილოცოთ ეს კვირა მოგეხსენებათ რო მოსალოდნელია მაშტაბური აქციები...
რაც შეიძლება მეტჯერ წაიკითხეთ მამაო ჩვენო, 50 ფსალმუნი და 90 ფსალმუნი. smile.gif ვინც დაესწრო ქადაგებას გაიგებდით.


რა არის მოსალოდნელი? sad.gif ან რატომ? დაწერეთ რა მოკლედ რას ეხება.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Oct 29 2007, 12:27 PM

staywhite

ციტატა
რა არის მოსალოდნელი? ან რატომ? დაწერეთ რა მოკლედ რას ეხება.

2 ნოემბერს გაერთიანებული ოპოზიცია გეგმავს გრანდიოზულ მიტინგს, და მოსალოდნელი შესაძლო პროვოკაციებისა თუ გართულებების თავიდან ასაცილებლად sad.gif

პოსტის ავტორი: catherina_10 თარიღი: Oct 29 2007, 03:39 PM

დავემორჩილოთ პატრიარქს, ვიმედოვნებ მისი და სრულიად საქართველოს ლოცვა გადაარჩენს ჩვენს ქვეყანას მოსალოდნელი საფრთხისგან

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Oct 29 2007, 05:49 PM

ამ დღეებში განსაკუტრებით უნდა შევეცადოთ არ ცავაგდოთ არცეთი ლოცვა 7 გზის ლოცვების ჩათვლით

პოსტის ავტორი: ვალერი თარიღი: Oct 29 2007, 06:05 PM

ციტატა(ილია @ Oct 28 2007, 10:37 PM) *

დღეს სამების ტაძარში პატრიარქმა მთელი საქართველო აკურთხა რომ განსაკუთრებით ვილოცოთ ეს კვირა მოგეხსენებათ რო მოსალოდნელია მაშტაბური აქციები...
რაც შეიძლება მეტჯერ წაიკითხეთ მამაო ჩვენო, 50 ფსალმუნი და 90 ფსალმუნი. smile.gif ვინც დაესწრო ქადაგებას გაიგებდით.


ტელეკომპანია "ივერიის" საშუალებით მოვისმინე ეს ინფორმაცია. მეც ვილოცებ მშვიდობისთვის.

პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Oct 29 2007, 06:35 PM



მართლა ლოცვაა და ვედრება საჭირო....

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Oct 29 2007, 06:40 PM

ვილოცოთ იმისათვის რომ გონს მოვეგოთ და ერთმანეთის გვერძე დავდგეთ.
უფალს უნდა შევევედროთ საქართველოს გადარჩენა რადგან ახლა გვჭირდება პატიება , ერთმანეთი შეიძულა ქართველობამ და ღმერთმა ქნას გვაპატიოს უფალმა.

პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Oct 29 2007, 06:41 PM

გუშინდელმა ქადაგებამ პატრიარქისა კიდევ უფრო დამარწმუნა მის საოცარ შორსმჭვრეტელობაში! საღამოსვე გამართლდა მისი ვარაუდი და სამეგრელოს ფაქტი არის ამაზრზენი და დასაგმობი! ეს კიდევ რომ არ განმეორდეს რა თქმა უნდა ჩვენი ერის მამის კურთხევა უნდა შევასრულოთ,უფალმა დაგვიფაროს!

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Oct 29 2007, 06:58 PM

გლახა

ციტატა
ღმერთმა დაგვიფაროს ამ ოპოზიციისგან....ფუი ეშმაკს!!!!!!

შენ გგონია, ოპოზიციის ლანძღვა დასაშვებია ააქ???

რით ვეღარ გაიგეთ, რომ ეს პოლიტიკური ფორუმი არ არის!

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Oct 29 2007, 07:24 PM

ციტატა
რით ვეღარ გაიგეთ, რომ ეს პოლიტიკური ფორუმი არ არის!


მართლაც yes.gif

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Oct 29 2007, 07:32 PM

ციტატა(ილია @ Oct 28 2007, 10:37 PM) *

დღეს სამების ტაძარში პატრიარქმა მთელი საქართველო აკურთხა რომ განსაკუთრებით ვილოცოთ ეს კვირა მოგეხსენებათ რო მოსალოდნელია მაშტაბური აქციები...
რაც შეიძლება მეტჯერ წაიკითხეთ მამაო ჩვენო, 50 ფსალმუნი და 90 ფსალმუნი. smile.gif ვინც დაესწრო ქადაგებას გაიგებდით.


sad.gif


ვილოცოთ რათა უფალმა არ დაუშვას წარსულში მომხდარი ტრაგედიების გამეორება sad.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Oct 29 2007, 07:37 PM

ციტატა
ვილოცოთ რათა უფალმა არ დაუშვას წარსულში მომხდარი ტრაგედიების გამეორება


ქრისტე შეგვიწყალე sad.gif

პოსტის ავტორი: ilia003 თარიღი: Oct 30 2007, 11:07 AM

დედა ღვთისმშობელი ფარავდეს საქაართველოს

პოსტის ავტორი: palma თარიღი: Oct 30 2007, 11:52 AM

ღმერთი ფარავდეს ჩვენ პატარა საქართველოს.


პოსტის ავტორი: ილია თარიღი: Oct 30 2007, 12:39 PM

http://www.iveria-tv.ge/index.php?option=com_content&task=view&id=15&temp=2
პატრიარქის ქადაგება.

პოსტის ავტორი: t.d თარიღი: Oct 30 2007, 12:39 PM

ღმერთმა დაგლოცოთ

პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: Oct 30 2007, 03:40 PM

g.gif დაა ...საშიშროება არეულობისა და ქაოსისა მე ვფიქრობ მართლაც მოსალოდნელია,თანაც ამას როცა ერის სულიერი წინამძღოლიც ამბობს.ღმერთმა ქნას ყველაფერი მშვიდობიანად და კარგად დამთავრდეს,და არ გაგვემეორებინოს ქართველებს წარსულის შეცდომები. smile.gif
"უფალო დიდება შენდა,გადაარჩინე და გაამთლიანე საქართველო."[color=#3366FF]

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Oct 30 2007, 07:13 PM

ეგ კურთხევა წლების წინ მისცა პატრიარქმა სრულიად საქართველოს მე როგორც მახსოვს.

7 გზის ლოცვა და რამდენჯერმე 9 და 12 საათიანი ლოცვის წაკითხვა.

განსაკუთრებიღ 12 საათიანი. 3 ჯერ მაინც სამი მეტანიითო.

ეგრე მახსოვს.
მე ვასრულებდი კაი გოგო როცა ვიყავი biggrin.gif


უფალმა გადაარჩინოს საქართველო...

პოსტის ავტორი: t.d თარიღი: Oct 30 2007, 07:18 PM

: :

ციტატა(kato_Bato @ Oct 30 2007, 08:13 PM) *

ეგ კურთხევა წლების წინ მისცა პატრიარქმა სრულიად საქართველოს მე როგორც მახსოვს.

7 გზის ლოცვა და რამდენჯერმე 9 და 12 საათიანი ლოცვის წაკითხვა.

განსაკუთრებიღ 12 საათიანი. 3 ჯერ მაინც სამი მეტანიითო.

ეგრე მახსოვს.
მე ვასრულებდი კაი გოგო როცა ვიყავი biggrin.gif
უფალმა გადაარჩინოს საქართველო...

biggrin.gif biggrin.gif ისე მეც მაგ ვითარებაში ვიყავი მარა ახლა ხვთის წყალობით ყოველდღე მაინც ვკითხულობ კანონებს თან ძან მიხარია ახლა ორ კანონს რო ვკითულობ

პოსტის ავტორი: zura27 თარიღი: Jan 28 2008, 12:52 PM

უწმინდესმა ერთ-ერთ ქადაგებაში მოგვცა ასეცი ლოცვა-კურთხევა, რომ ყოველ დილით მივიდეთ მშობლებთან და ვთხოვოთ დალოცვა, დალოცვის შემდეგ ხელზე ვეამბოროთ, მისი უწმინდესობის თქმით ამ დროს უფალი დაგვლოცავს მათი სახით, ნინოობას 27-ში მან მწუხარება გამოხატა რომ ჩვენ დაგვავიწყდა ეს ლოცვა-კურთხევა და დაგვავალა ყოველ დილით შევასრულოთ!

თუ ვინმემ იცით მისი რაიმე ლოცვა-კურთხევა გთხოვთ დადოთ!

პოსტის ავტორი: ugirsi თარიღი: Feb 7 2008, 10:17 PM

aseve misi locva kurtxevaaa rodesac samebashi avalt sami cre davartkat da cavikitxot 90 psalmuni
zilis locvis shemdegac 90 psalmuni

პოსტის ავტორი: T i N a T i N თარიღი: Feb 19 2008, 01:48 AM

პატრიარქის კურთხევაა--როგორც ჩემმა ხატწერის მასწავლებელმა მითხრა,როცა ხატმწერი ხატს დახატავს და საზღვარგარეთ,მაგალითად საბერძნეთში შესაწირად წაიღებს,უკან უნდა მიაწეროს რომ ქართულია,რადგან თურმე მითვისება იციან და ვერ დაარწმუნებ რომ ესათუის ხატი ქართულია.... sad.gif

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Feb 19 2008, 02:00 AM

მეც გავიხსენებ პატრიარქის რამდენიმე კურთვევას
1)როცა გავიღვიძებთ უნდა მუხლი მოვიყაროთ და მადლობა შევსწიროთ უფალს რომ კიდევ ერთი დღე გაგვითენდა.
2)ეცადეთ ხშირად დალოცოთ ერთმანეთიო.
3)ყოველი შვიდგიზის ლოცვის შემდგომ უნდა თქვათ სამჯერო "ყოვლად წმინდაო სამებაო დიდება შენდა უფალო გადაარჩინე და გაამთლიანე ჩვენი ქვეყანა."
4)მიცვალებულის საფლავზე აუცილებლად უნდა იყოს ჯვარიო.

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Feb 19 2008, 02:07 AM

ციტატა(T i N a T i N @ Feb 18 2008, 10:48 PM) *

პატრიარქის კურთხევაა--როგორც ჩემმა ხატწერის მასწავლებელმა მითხრა,როცა ხატმწერი ხატს დახატავს და საზღვარგარეთ,მაგალითად საბერძნეთში შესაწირად წაიღებს,უკან უნდა მიაწეროს რომ ქართულია,რადგან თურმე მითვისება იციან და ვერ დაარწმუნებ რომ ესათუის ხატი ქართულია.... sad.gif


საწყენია,მაგრამ ფაქტია, რომ აქვთ ტენდენცია სხვა ერების რწმენა-ხელოვნების გაუფასურების. ნამდვილად კაი და მისაღები აზრია,აუცილებელიც (ისიც თუ არ წაშალეს...sad.gif ).

პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: Feb 20 2008, 04:39 AM

ციტატა(staywhite @ Feb 19 2008, 01:07 AM) *

საწყენია,მაგრამ ფაქტია, რომ აქვთ ტენდენცია სხვა ერების რწმენა-ხელოვნების გაუფასურების. ნამდვილად კაი და მისაღები აზრია,აუცილებელიც (ისიც თუ არ წაშალეს...sad.gif ).

sad.gif სამწუხაროდ ეს ტენდენცია დღესაც გრძელდება ბერძნების მიერ,ასე გადაფხიკეს მათ იერუსალიმის ჯვრის მონასტერში დიდი შოთა რუსთაველის ფრესკა,რომელზეც მწვავე რეაგირება მოახდინეს საქართველოდან და მერე აღადგინეს.

smile.gif ჩვენი პატრიარქი გვაკურთხებს:
"მეფე დავით წინასწარმეტყველი ასე ლოცულობდა: „მოიხსენე, უფალო, დავით და ყოველი სიმშვიდე მისი“. დღეს, როცა საოცარი წინააღმდეგობა და ბრძოლაა ადამიანებს შორის, შევთხოვოთ უფალს, რომ როგორც დავით მეფეს მიმადლა სიმშვიდე, ისე მიანიჭოს საქართველოს!"</b>

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Mar 7 2008, 11:28 AM

გუშინ მოგვცა უწმიდესმა კურთხევა, რომ ხშირად წავიკითხოთ იოანეს გამოცხადების ის ადგილი, სადაც უფალი მიმართავს "ფილადელფიის ეკლესიას"

პოსტის ავტორი: -tamar- თარიღი: May 30 2008, 09:29 PM

ციტატა(zura27 @ Jan 28 2008, 01:52 PM) *

უწმინდესმა ერთ-ერთ ქადაგებაში მოგვცა ასეცი ლოცვა-კურთხევა, რომ ყოველ დილით მივიდეთ მშობლებთან და ვთხოვოთ დალოცვა, დალოცვის შემდეგ ხელზე ვეამბოროთ, მისი უწმინდესობის თქმით ამ დროს უფალი დაგვლოცავს მათი სახით, ნინოობას 27-ში მან მწუხარება გამოხატა რომ ჩვენ დაგვავიწყდა ეს ლოცვა-კურთხევა და დაგვავალა ყოველ დილით შევასრულოთ!

თუ ვინმემ იცით მისი რაიმე ლოცვა-კურთხევა გთხოვთ დადოთ!

და როგორ უნდა დაგვლოცონ მშობლებმა, ჩვეულებრივად "ღმერთმა დაგლოცოს" ხო? (იმიტომ ვკითხულობ ამას, რომ ეგრე ხო მარტო სასულიერო პირები გვლოცავენ ხოლმე და მშობელსაც შეუძლიათ ე.ი? unsure.gif

პოსტის ავტორი: t.d თარიღი: May 30 2008, 09:36 PM

ციტატა(-tamar- @ May 30 2008, 10:29 PM) *

და როგორ უნდა დაგვლოცონ მშობლებმა, ჩვეულებრივად "ღმერთმა დაგლოცოს" ხო? (იმიტომ ვკითხულობ ამას, რომ ეგრე ხო მარტო სასულიერო პირები გვლოცავენ ხოლმე და მშობელსაც შეუძლიათ ე.ი? unsure.gif

კი მასე, მშბლის ლოცვა ძალიან დიდ რამეს ნიშნავს.

პოსტის ავტორი: xatia19 თარიღი: May 30 2008, 10:40 PM

ციტატა(T i N a T i N @ Feb 19 2008, 01:48 AM) *

პატრიარქის კურთხევაა--როგორც ჩემმა ხატწერის მასწავლებელმა მითხრა,როცა ხატმწერი ხატს დახატავს და საზღვარგარეთ,მაგალითად საბერძნეთში შესაწირად წაიღებს,უკან უნდა მიაწეროს რომ ქართულია,რადგან თურმე მითვისება იციან და ვერ დაარწმუნებ რომ ესათუის ხატი ქართულია.... sad.gif


ეგ ნამდვილად მასეა, საბერძნეთში ვარ და ვიცი როგორც ხდება ..... აქ ეკლესიაში წმინდა ნინოს ხატი რომ ჩამოვაბრძანეთ ქართველებმა, ბერძნები მერე იძახდნენ წმინდა ნინო ბერძენი იყოო და...... მადამდე ხატი არ ჰქონდათ მისი

პოსტის ავტორი: -tamar- თარიღი: May 31 2008, 10:44 AM

ციტატა(t.d @ May 30 2008, 10:36 PM) *

კი მასე, მშბლის ლოცვა ძალიან დიდ რამეს ნიშნავს.

smile.gif დიდი მადლობა smile.gif

პოსტის ავტორი: natia. თარიღი: May 31 2008, 10:56 AM

t.d
მართალი ხარ როცა დედიკო მლოცავს ძალიან კარგად ვარ ხოლმე

G_I_O_R_G_I_

ციტატა
3)ყოველი შვიდგიზის ლოცვის შემდგომ უნდა თქვათ სამჯერო "ყოვლად წმინდაო სამებაო დიდება შენდა უფალო გადაარჩინე და გაამთლიანე ჩვენი ქვეყანა."

ეჰ როგორ მიჭირს ლოცვა sad.gif ამ ბოლო დროს, კი ვლოცულობ გულში სულ მაგრამ... რომ დავდგე ხატებთან ცოტა დიდი ხნით და ვილოცო მიჭირს

კანონისტი
ციტატა
გუშინ მოგვცა უწმიდესმა კურთხევა, რომ ხშირად წავიკითხოთ იოანეს გამოცხადების ის ადგილი, სადაც უფალი მიმართავს "ფილადელფიის ეკლესიას"

ეგ რომელი ნაწილია? რომელ გვერდზეა?

პოსტის ავტორი: lch თარიღი: May 31 2008, 07:05 PM

ციტატა
ეგ რომელი ნაწილია? რომელ გვერდზეა?

წაიკითხეთ მთლიანად (არ გაწყენთ), იპოვნით და დაიხსომებთ....

პოსტის ავტორი: mak თარიღი: Jun 1 2008, 12:34 PM

პატრიარქმა ასევე მოგვცა კურთხევა ვილოცოთ საქართველოსთვის ანუ ხშირად ვიმეოროთ მამაო ჩვენო 50ფსალმუნი და 90-ე.

3)ყოველი შვიდგიზის ლოცვის შემდგომ უნდა თქვათ სამჯერო "ყოვლად წმინდაო სამებაო დიდება შენდა უფალო გადაარჩინე და გაამთლიანე ჩვენი ქვეყანა." მე მგონი ასე არაა! მარტო ერთხელ უნდა ვთქვათ. უფალო დიდება შენდა! გაადარჩინე და გაამთლიანე საქართველო! ამინ!

G_I_O_R_G_I_

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Jun 2 2008, 02:09 AM

მადლობთ ყველას. . .

ხოდა რა მაინტერესებდა მეც ასე უნდ დავლოცო ხო ადამიანი ღმერთმა დაგლოცოს თქო ?


პოსტის ავტორი: mak თარიღი: Jun 13 2008, 01:26 PM

ციტატა(llaasshhaa @ Jun 2 2008, 02:09 AM) *

მადლობთ ყველას. . .

ხოდა რა მაინტერესებდა მეც ასე უნდ დავლოცო ხო ადამიანი ღმერთმა დაგლოცოს თქო ?

დიახ.

პოსტის ავტორი: orthodox-georgia თარიღი: Jun 14 2008, 01:14 AM

ციტატა(mak @ Jun 13 2008, 01:26 PM) *

დიახ.

ღმერთმა დაგლოცოს



პ.ს. biggrin.gif

პოსტის ავტორი: -tamar- თარიღი: Jun 19 2008, 08:00 PM

ციტატა(mak @ Jun 13 2008, 01:26 PM) *

დიახ.

ანუ შეიძლება მე ვიღაცას ვუთხრა "ღმერთმა დაგლოცოს"-ო და იმანაც მითხრას?? smile.gif ძალიან კარგი, მეც მაინტერესებდა ეგ...

პოსტის ავტორი: mak თარიღი: Jun 22 2008, 06:46 PM

user.gif



ციტატა(orthodox-georgia @ Jun 14 2008, 01:14 AM) *

ღმერთმა დაგლოცოს
პ.ს. biggrin.gif

unsure.gif LD.

პოსტის ავტორი: mak თარიღი: Nov 9 2008, 03:06 PM

პატრიარქის ლოცვა-კურთხევით,სრულიად საქართველომ უნდა ილოცოს ქვეყნის მშვიდობისთვის.წაიკითხეთ და გაამრავლეთ ლოცვა საქართველოს მთლიანობისათვის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნებისათვის ყოვლადწმინდა სამებისადმი.


ჰოი, ყოვლადწმინდაო სამებაო,ერთარსებაო,მიუწვდომე
ლო ძლიერებაო,ერთო ღმერთო,რომელი ყოვლისა ხილულის და უხილავისა შემოქმედი ხარ და უფალი,მიზეზო ყოველთა კეთილთაო,მომეც ჩვენ მადლი შვენიერსა სახელსა შენსა,დიდებად და გალობად ყოვლადპატიოსანსა და დიდად შვენიერსა სახელსა შენსა.სამებაო წმინდაო,სრულებაო ყოველთა არსთაო,მოგვანიჭე ჩვენ მშვიდობა და სიმრთელე მონათა ამათ შენთა,დედისა ღვთისა წილხდომილისა ერისა,სრულიად საქართველოს მართლმადიდებელთა და მას შინა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მიწა-წყლის შვილთა და კვალად აღადგინე ერთობა და მთლიანობა ქვეყნისა ჩვენისა და ღვთივდაცულთა საზღვართა ჩვენთა.ამინ.



''ჯვარისა უფლისათა,ლოცვითა ყოვლადწმინდისა უხრწნელისა ღვთისმშობლისა,ყოველთა წმინდათა წინასწარმეტყველთა,მოციქულთა,
წმინდისა მოციქულთა სწორისა ნინოსითა,წმინდისა ნიკოლოზ დიდი სასწაულმოქმედისა,წმინდის ძლევამოსილისა გიორგისა,ქმინდისა ილია წინასწარმეტყველისა დიდთა მოწამეთა,მეოხებითა ღირსთა და ღმერთშემოსილისა მამათა და ყოველთა ზეციურ ძალთა თანა.ჰოი,დიდო მთავარანგელოზო მიქაელ,ეყავ მფარველ ერსა ჩვენსა ეკლესია_მონასტრებს ჩვენსას,დაიპარე და დაიცავ ჩვენი ქვეყანა ,ჩვენი ოჯახი შინაური და გარე მტრებისგან ,ცეცხლისა და მახვილისაგან,სიკვდილისაგან,შ
იმშილისაგან,სტიქიური უბედურებისაგან ,მოწამლულ ჰაერისაგან,წყლისაგან,ეპიდემი
ით ავადმყოფობისაგან,ცოდვებში დაცემისაგან,ანტიქრისტესაგან და ყოვლისა ბოროტისაგან გვიფარვიდე და გვიცავდე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ!


პოსტის ავტორი: zura27 თარიღი: Mar 30 2009, 03:51 PM

გუშინ უწმინდესმა მოგვცა ესეთი კურთხევა ყოველ დღე წავიკითხოთ ღვთისმშობლის დაუჯდომელი ,,გიხაროდენ სძალო უსძლოო" ყოველდღე

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Mar 30 2009, 06:42 PM

უწმინდესმა მოგვცა კურთხევა,ახალგაზრდულ ცენტრში შეხვედრისას
ადრე დავიძინოთ და ადრე ავდგეთ
ანუ 10-ზე დავიძინოთ და ავდგეთ 6-ზე

ეს ძალიან ძნელია ჩვენს ქვეყანაში,მაგრამ ჩვნ შევპირდით,რომ ვეცდებოდით მაინც smile.gif

პოსტის ავტორი: ბექა თარიღი: Mar 31 2009, 03:26 PM

ციტატა
ანუ 10-ზე დავიძინოთ და ავდგეთ 6-ზე

ვაიმე მე პირიქით ვაკეთებ მგონი :-S :-S

პოსტის ავტორი: zegardeli თარიღი: Apr 2 2009, 09:51 AM

ვბოდიშობ, რომ ამ წერილს აქ ვწერ. ამისათვის ახალი თემის გახსნა არ შეიძლება, მაგრამ არც ის შემიძლია რომ არ გამოვეხმაურო ერთ უგვანო ხომრობას ჩვენს უწმინდესზე, რომელიც სხვაგან გაიხსნა და უკვე დახურულია. ვეკითხები მავანთ, მეტი სახუმარო ვერავინე იპოვეთ?

პოსტის ავტორი: .:Lela:. თარიღი: Apr 2 2009, 08:14 PM

ციტატა(zegardeli @ Apr 2 2009, 09:51 AM) *

ვბოდიშობ, რომ ამ წერილს აქ ვწერ. ამისათვის ახალი თემის გახსნა არ შეიძლება, მაგრამ არც ის შემიძლია რომ არ გამოვეხმაურო ერთ უგვანო ხომრობას ჩვენს უწმინდესზე, რომელიც სხვაგან გაიხსნა და უკვე დახურულია. ვეკითხები მავანთ, მეტი სახუმარო ვერავინე იპოვეთ?

ალაბათ მაგიტომაც დაიხურა ეგ თემა a075.gif

პოსტის ავტორი: zura27 თარიღი: Apr 6 2009, 02:42 PM

ესეიგი მორწმუნე 6 უნდა ადგეს ხო?ეწმინდესმა ესე ბრძანა? მორჩილებით!

პოსტის ავტორი: lch თარიღი: Apr 6 2009, 09:18 PM

ციტატა
ესეიგი მორწმუნე 6 უნდა ადგეს ხო?ეწმინდესმა ესე ბრძანა? მორჩილებით!

ეგრე გამოდის, მითუმეტეს თუ 7 გზის ლოცვებს კითხულობ... პირველი ლოცვა 6-ზეა წასაკითხი... smile.gif

პოსტის ავტორი: zura27 თარიღი: Apr 7 2009, 05:10 PM

კი მარა მაშინ 12 უნდა დაწვე ხო?

თუ როცა დაწვები მაშინაც შეგიძლია წიკითხო

პოსტის ავტორი: lch თარიღი: Apr 9 2009, 10:23 PM

zura27

ციტატა
კი მარა მაშინ 12 უნდა დაწვე ხო?

თუ როცა დაწვები მაშინაც შეგიძლია წიკითხო

7გზის ლოცვები ზუსტად იმ საათზე უნდა წაიკითხო რომელიც არის მითითებული...
ღამე, 12-ზე წაიკითხავ და მერე ან დაწექი დასაჭინებლად ან არა...
დილას გაღვიძების შემდეგ იკითხება დილის ლოცვანი, ხოლო საღამოს ძილის წინ - ძილად მისვლის ლოცვანი....

საერთოდ სასურველია ადრე დაძინება და დილით ადრე გაღვიძება, ჩვენ ცხოვრების ნახევარზე მეტს ძილში ვატარებთ და მერე გვიკვირს რაღაცეები...

პოსტის ავტორი: zuria თარიღი: Apr 10 2009, 01:51 PM

მართალია მთავარია მორჩილება, მორჩილებით აღვასრულოთ უწმინდესის მიერ მოცემული ლოცვა-კურთხევები

პოსტის ავტორი: taa თარიღი: Apr 18 2009, 09:20 PM

ციტატა(inaina @ Mar 30 2009, 07:42 PM) *

უწმინდესმა მოგვცა კურთხევა,ახალგაზრდულ ცენტრში შეხვედრისას
ადრე დავიძინოთ და ადრე ავდგეთ
ანუ 10-ზე დავიძინოთ და ავდგეთ 6-ზე


ვუყურეეე ამ შეხვედრაააააას smile.gif)))))) და საოცრად მომინდა რომ შევასრულოოოოოოო smile.gif)) აბსოლუტურად მართებული წესია, უფლის დაწესებული დღისა და ღამის მიხედვით, ადამიანის ორგანიზმის ბიორიტმია ეს. მუდამ მინდოდა დაახლოებით ასე მეცხოვრა, მაგრამ სამ საათზე ვიძინებდი თითქმის ყოველთვის. ახლა ნელ-ნელა, უფალმა თუ ინება, მივდივარ ადრე დაძინებისკენ smile.gif

ეს რომ გავიგე, 12-ის ნახევარზე შევძელი დაწოლა. და, მოულოდნელად, დილაუთენია გამეღვიძა. დავხედე საათს და... ექვსს აკლა თორმეტი წუთი...

პოსტის ავტორი: lamara თარიღი: Apr 19 2009, 03:59 PM

ეგ შეხვედრა მეც ვნახე და გამიჩნდა ასეთი კითხვა: 7-გზის ლოცვა 12 საათზე როგორღა წავიკითხოთ 10 საათზე თუ დავიძინებთ? სამწუხაროდ ვერ დავესწარი შეხვედრას, რადგან მსახურებაზე უნდა ვყოფილიყავი სამშაბათს 4 საათზე (ადრეც მითქვამს წმ. ილია მართლის ტაძარში ვმსახურობ, აგრარულ ინსტიტუტთან) და ვერ მოვასწრებდი, როგორც ვიცი შეხვედრა 3 საათზე დაიწყო.

პოსტის ავტორი: kent5 თარიღი: Jan 21 2011, 09:55 PM

ვინმემ იქნებ მასწავლოდ პატრიარქთან როგორ მოვხვდე, მაქსიმუმ 3-5 წუთი, მე ადრე ვარ ერთიერთზე მის უწმინდესობასთან ნასაუბრალი, მაგრამ ეგ იყო ადრე, ღმერთმა დაგლოცოთ თუ ვინმეს ხელგეწიფებათ ნუ დამზარდებით, არც სათხოვარი მაქვს და არც მაგდაგვარი რამ, ჩენს საკითხს მხოლოდ და მხოლოდ უწმინდესის კონფედენციაა. პატივისცემითა და ქედმოხრით კენტ5.

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Jan 22 2011, 12:48 AM

kent5
თუ სტიქაროსანი ხარ სამებაში საკურთხეველში ისის თუ გაგიმართლა smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 12 2011, 01:03 AM

კიდევ ერთი წეღანდელის მსგავსი შემთხვევა.
აქ დავდებ იმ პოსტს და თემას დავხურავ...

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II
განჩინება მიცვალებულთა სულის მოსახსენებლად
ყოველი ოჯახი, მძიმედ განიცდის უახლოესი წევრის გარდაცვალებას და გლოვით გამოხატავს თავის წუხილს, მაგრამ ბოლო დროს ეს დამახინჯებული ფორმით ვლინდება. ხშირია შემთხვევა, როცა ახლობლები მრავალი წლის ან მთელი სიცოცხლის მანძილზე არ იხდიან შავ სამოსს და ჩამოშორებულნი არიან ყოველდღიურ ცხოვრებას. უსაზღვრო გლოვა, გოდება, ტირილი მეტყველებს ადამიანის ურწმუნოებაზე; იმაზე, რომ მას არ სწამს ღმერთი, არ სწამს სულის უკვდავება და თვლის, რომ გარდაცვლილი სამუდამოდ დაკარგულია მისთვის; ამით კი ჭირისუფალის უდიდეს ცოდვას იღებს თავის თავზე, რადგან იგი არასწორი ქცევით მეტად ამძიმებს გარდაცვლილის უკვდავ სულს, ამძიმებს თავისი ოჯახის ცხოვრებას. ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანის გარდაცვალება არ ნიშნავს მის მოსპობას. ადამიანის სული ცოცხალია, უკვდავია და იგი მარადიულ ცხოვრებაში იმკვიდრებს იმ ადგილს, რასაც თავისი სარწმუნოებითა და ქცევით იმსახურებს. მიწიერი ჩვენი ცხოვრება არის მომზადება მარადიულობისათვის. იგია თითოეული ჩვენთაგანისათვის უდიდესი გამოცდა. ბედნიერია, ვინც მართლმადიდებელი სარწმუნოებით, სიყვარულითა და კეთილი საქმით წარდგება ამ გარდაუვალი დღის წინაშე და მართალთა სავანის მკვიდრი გახდება. ხშირია შემთხვევა, როცა კეთილი ადამიანი ადრე ტოვებს ამ წუთისოფელს, ანდა მცირე ასაკისა შეერთვის მარადიულობას. ამაშიც ჩვენ უნდა დავინახოთ განგება უფლისა: ღმერთს ისინი ნაკლებად ცოდვილნი მიჰყავს თავისთან. ყოველივე ამის გამო განვაჩინებთ:
1. ავადმყოფს აუცილებლად უნდა მოვუყვანოთ მოძღვარი აღსარებისა და ზიარებისთვის, რადგან წმიდა ზიარება არის საკურნებელი სულისა და ხორცისა და ხშირია შემთხვევა, როცა წმიდა ზიარებით სასწაულებრივად განკურნებულა ადამიანი; ასევე მეტად კარგია ავადმყოფისთვის ზეთის კურთხევა.
2. გარდაცვალების შემთხვევაში პირველივე დღიდან დასაფლავებამდე მიცვალებულის თავთან ჩაუქრობლად უნდა ენთოს სანთელი და კანდელი, უნდა იდგეს ხატი, ხორბალი, წყალი, ღვინო, მარილი, და დღედაღამ ახლობლების მიერ უნდა იკითხებოდეს დავით წინასწარმეტყველის ფსალმუნები.
3. ფსალმუნის კითხვა (თუნდაც დღეს მხოლოდ ერთი კანონის) სასურველია, დასაფლავების შემდეგ ერთი წლის განმავლობაში მაინც გაგრძელდეს.
4. გარდაცვლილს გულზე უნდა ეკიდოს ნაკურთხი ჯვარი.
5. თუ მიცვალებულის ახლობლები მოუნათლავია, კარგია თუ ისინი გარდაცვლილის დასაფლავებამდე მოინათლებიან; თუ მიცვალებულია მოუნათლავი, მისი მონათვლა არ შეიძლება.
6. საერო პანაშვიდების დროს სასურველია საერო სიმღერებისა და მუსიკის ნაცვლად შესრულდეს საეკლესიო საგალობლები.
7. მიცვალებული უნდა დაიკრძალოს გარდაცვალებიდან 3-5 დღის განმავლობაში.
8. მიცვალებულს არ უნდა ჩაატანონ ზედმეტი ტანსაცმელი ან სხვა რაიმე ნივთები.
9. დასაფლავების დღეს, დილით, ან წინა ღამეს მოძღვარმა უნდა აუგოს წესი მიცვალებულს და უკურთხოს საფლავის მიწა, ღვინო, პური, მარილი, წყალი.
10. დასაფლავების დღიდანვე საფლავზე უნდა დაიდგას მღვდლის მიერ ნაკურთხი დროებითი ჯვარი (ხის, ლითონის ან სხვა მასალის), რადგან უჯვრო საფლავს, წმიდა მამების სწავლებით, ეშმაკი ეპატრონება.
11. გარდაცვლილის დაკრძალვის შემდეგ მისი სულის მოსახსენებლად მზადდება მოკრძალებული ქელეხი მხოლოდ უახლოესი ნათესავებისა და ახლობლებისთვის. ქელეხი არ უნდა გაგრძელდეს დიდხანს.
თუ ადამიანი მარხვის დროს გარდაიცვალა, საჭმელი მზადდება მხოლოდ სამარხვო.
12. თუ ადამიანი გარდაიცვალა ხსნილში, კარგია, თუ მისი ახლობდლები გარდაცვლილის დასაფლავებამდე შეინახავენ მარხვას.
13. გარდაცვალებიდან 39-ე დღეს მოძღვარმა უნდა შეასრულოს პანაშვიდი, ხოლო მეორმოცე დღეს და წლისთავზე მიცვალებულისთვის უნდა დამზადდეს საკურთხი და ეკლესიაში შესრულდეს შეკვეთილი წირვა და პანაშვიდი.
14. მიცვალებულის ორმოცი უნდა გადაიხადონ გარდაცვალებიდან ზუსტად მეორმოცე დღეს, ან წინა დღეს, რადგან მეორმოცე დღეს ხდება გარდაცვლილის სულის დამკვიდრება მისთვის განკუთვნის სავანეში.
წლისთავიც უნდა გადაიხადონ გარდაცვალებიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ. ორივე შემთხვევაში მიცვალებულის სული საოხად გამზადებული საჭმელი მარხვაში უნდა იყოს სამარხვო, ხსნილში - სახსნილო.
15. ყოველ წელიწადს მიცვალებულთა ხსენების დღეს (მისი ახლობლები) უნდა ამზადებდნენ საკურთხს, რომელსაც დილით, წირვის დაწყების წინ, მიიტანენ ტაძარში პანაშვიდისთვის.
16. მეტად კარგია თუ მიცვალებულის ახლობლები გააკეთებენ საკურთხს და ეკლესიაში მოძღვარს შეასრულებინებენ პანაშვიდს გარდაცვლილის დაბადების დღეს, გარდაცვალებისა და ანგელოზის დღეებში.
საკურთხი: ზეთი, ღვინო, პური, წანდილი, ან კოლიო (სხვა საჭმელიც შეიძლება).
17. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მიცვალებულისათვის, თუ მისი ახლობლები ყოველ შაბათ-კვირას და დღესასწაულის დღეებში ესწრებიან წირვა-ლოცვას, ეზიარებიან და სეფისკვერს აგზავნიან საკურთხეველში გარდაცვლილის სულის მოსახსენიებლად.
18. ქრისტიანის საფლავი არ უნდა იყოს მდიდრული. მიცვალებულის სულისთვის უკეთესია, თუ თანხა გაჭირვებულთ დაურიგდებათ.
19. მოძღვრის მიერ საფლავის კურთხევა კარგია მიცვალებულთა მოხსენების დღეებში.
20. ორმოცი დღის შემდეგ გარდაცვლილის ტანსაცმელი და ნივთები უნდა დაურიგდეთ გაჭირვებულთ.
21. თვითმკვლელობით აღსრულებულის და მოუნათლავისათვის საეკლესიო წესების შესრულება საეკლესიო კანონების თანახმად აკრძალულია. მათ სახელზე მხოლოდ მოწყალება შეიძლება გაიცეს. საერთოდ მიცვალებულის სახელზე მოწყალების გაცემა მეტად კარგია.
22. თუ ფსიქიკურად დაავადებული ადამიანი მოიკლავს თავს, მისთვის საეკლესიო კანონის თანახმად, საკლესიო წესების შესრულება ნებადართულია.
23. გარდაცვლილის ახლობლებს ეძლევათ ლოცვა-კურთხევა, ატარონ შავი ტანსაცმელი 40 დღე ან არაუმეტეს 1 წელი. ერთი წლის შემდეგ შავი სამოსი აუცილებლად უნდა გაიხადოს ყველამ. შვილის, მეუღლის, ან მეტად ახლობელი ადამიანის სიყვარული უნდა გამოიხატოს არა შავი სამოსის ტარებით, არამედ ლოცვით და მიცვალებულის სულისთვის ღვთის სათნო კეთილ საქმეთა აღსრულებით.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 16 2011, 04:47 PM

რა შეკითხვა მინდა დავსვა ეხლა.
ყველას ახსოვს პატრიარქის კურთხევა-შვილები მშობლებს ხელზე ეამბორეთო
მართლა მაინტერესებს თუ ვინმე ასრულებს ამ კურთხევას?

პოსტის ავტორი: kereselidze lasha თარიღი: Nov 16 2011, 08:25 PM

მე ვასრულებ,ყოველდღე

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 16 2011, 08:40 PM

გაიხარე ლაშა!
პირადად მე ვერა(არა).

პოსტის ავტორი: kereselidze lasha თარიღი: Nov 18 2011, 08:04 PM

რატომ ?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 18 2011, 08:07 PM

ციტატა
რატომ ?

გრძელი საკითხია...
დამნაშავე კი მე ვარ.

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Nov 18 2011, 10:56 PM


უწმინდესის კი არა, ღმერთის კურთხევებს არ ვასრულებ.

ეეჰ..

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 18 2011, 11:06 PM

...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 19 2011, 09:37 PM

მოკლედ კიდევ ერთი ,,ახალი კურთხევის"სესახებ გავიგე,რომელიც თურმე არ ვიცოდი biggrin.gif
თურმე პატრიარქის ,,კურთხევაა"-ტელეფონის კარტებზე რომაა გამოსახული ექვსიანები უნდა წავშალოთ... laugh.gif

პოსტის ავტორი: aia თარიღი: Nov 21 2011, 09:16 PM

ციტატა(lamara @ Apr 19 2009, 03:59 PM) *

7-გზის ლოცვა 12 საათზე როგორღა წავიკითხოთ 10 საათზე თუ დავიძინებთ?

ჩემო კარგოkiss1.gif უწმინდესს ამაზე ჰკითხეს და მან თქვა,რომ ეს კურთხევა კი არ არის, არამედ ჩემი უბრალოდ რჩევააო და 12 საათიანი ლოცვა 10 საათზე წაიკითხეთო.kiss1.gifkiss1.gifkiss1.gifkiss1.gifkiss1.gif

პოსტის ავტორი: dr.house... თარიღი: Nov 21 2011, 09:25 PM

ციტატა(A.V.M @ Nov 19 2011, 09:37 PM) *

მოკლედ კიდევ ერთი ,,ახალი კურთხევის"სესახებ გავიგე,რომელიც თურმე არ ვიცოდი biggrin.gif
თურმე პატრიარქის ,,კურთხევაა"-ტელეფონის კარტებზე რომაა გამოსახული ექვსიანები უნდა წავშალოთ... laugh.gif

ხოოოო? უიიი უიიი.. biggrin.gif biggrin.gif მარტო ტელეფინის კარტაზე რო იყოს რა უჭირს sad.gif

პოსტის ავტორი: aia თარიღი: Nov 22 2011, 01:45 AM

თურმე სამი დღე ყოფილა 50-ე და 90-ე ფსალმუნის 12-12 ჯერ წაკითხვის კურთხევა smile.gif kiss1.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 5 2012, 07:55 PM

,,პატრიარქმა კურთხევა მისცა მრევლს,რომ ეზოში ხელნაკეთი ჯვრები აღმართონ."

ეს კურთხევა უწმინდესს ჯვართამაღლების დღესასწაულზე წარმოუთქვამს.მე კი ეხლა გავიგე.
თქვენ თუ იცოდით ვინმემ ამის შესახებ?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 6 2012, 11:14 AM

უწმინდესის კურთხევა ყოფილა,რომ ყველამ მოვიხსენოთ საპყრობილეში მყოფი იღუმენი ეფრემი

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Aug 13 2012, 06:06 PM

მე ძალიან მომეწონა ეს ინიციატივა.

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Aug 14 2012, 12:59 AM

A.V.M
მე ძალიან მომეწონა....

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 14 2012, 01:00 AM

ლელუაშვილი!
ზუსტად წიგნის განხილვაზე ვამბობდით და რას იტყვი ამის შესახებ?
biggrin.gif

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Aug 14 2012, 01:03 AM

ალბათ ხუთშაბათს შვიდ საათზე მივალ ახალგაზრდულ ცენტრში

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Aug 14 2012, 09:32 AM

მისვლით ნამდვილად ვერ მივალ, მაგრამ წაკითხვით აუცილებლად წავიკითხავ.

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Aug 14 2012, 09:45 PM

მე ვაპირებ და კარგია, თუ ჩვენები წამოვლენ

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 14 2012, 09:59 PM

tamuna m
ირაკლა და გიორგა აპირებდნენ წამოსვლას...

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Aug 14 2012, 10:42 PM

A.V.M
გიორგა არ მოდის ცოცხალი თავით biggrin.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Aug 14 2012, 10:54 PM

ikanosi
რატომ? :^)

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Aug 14 2012, 10:58 PM

tamuna m
რუსთავში ცხოვრობს

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Aug 15 2012, 12:34 AM

ikanosi
და ”ფეისკონტროლია” რუსთაველებზე? biggrin.gif
თუ ტრანსპორტის პრობლემაა?
10-მდე არ დადიან სამარშრუტო ტაქსები? unsure.gif

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Aug 15 2012, 01:05 AM

tamuna m
უარზეა და რა ვქნა ახლა

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 26 2012, 09:55 PM

აბა გვითხარით- რა კურთხევა მოგვცა უწმინდესმა ვინც იყავით ახალგაზრდულ ცენტრში?

პოსტის ავტორი: shuriani თარიღი: Aug 26 2012, 10:18 PM

დაწერეთ რაა მეც მაინტერესებს rolleyes.gif rolleyes.gif

პოსტის ავტორი: ხახაბოელი თარიღი: Aug 26 2012, 10:20 PM

ციტატა(A.V.M @ Aug 26 2012, 09:55 PM) *

აბა გვითხარით- რა კურთხევა მოგვცა უწმინდესმა ვინც იყავით ახალგაზრდულ ცენტრში?
ტერენტი გრანელი.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 26 2012, 11:11 PM

ციტატა
ტერენტი გრანელი.

ჰააააააააააააააააააააააააა
ა......
არ გადამრიოთ ახლა....

ვა...ჩემი უსაყვარლესი პოეტი.(და უფრო მეტი...)
როდისაა სეხვედრა?

სექტემბრისთვის მაინც ყოფილიყო ნეტა...

პოსტის ავტორი: ხახაბოელი თარიღი: Aug 27 2012, 09:35 AM

ციტატა(A.V.M @ Aug 26 2012, 11:11 PM) *

ჰააააააააააააააააააააააააა
ა......
არ გადამრიოთ ახლა....

ვა...ჩემი უსაყვარლესი პოეტი.(და უფრო მეტი...)
როდისაა სეხვედრა?

სექტემბრისთვის მაინც ყოფილიყო ნეტა...

მომავალ კვირა დღეს 7 საათზე იქნება შეხვედრა.

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Aug 27 2012, 02:16 PM

აბა ხუთშაბათობითო?

პოსტის ავტორი: ხახაბოელი თარიღი: Aug 27 2012, 07:39 PM

ხუთშაბათს ერთხელ იყო და უწმინდესმა თქვა კვირაობით შევიკრიბოთო.

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Aug 27 2012, 08:36 PM

A.V.M

ციტატა
ვა...ჩემი უსაყვარლესი პოეტი.(და უფრო მეტი...)

უწმინდესისაც tongue.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 27 2012, 11:32 PM

ციტატა
უწმინდესისაც

ჰოო?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 9 2012, 07:41 PM

პატრიარქი პოზიციას, ოპოზიციას, მთავრობას და მხედრობას მომავალ კვირას ბაგრატის ტაძარში იწვევს
12:57 09-09-2012
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პოზიციას, ოპოზიციას, მთავრობას და მხედრობას მომავალ კვირას ბაგრატის ტაძარში იწვევს. როგორც უწმინდესმა დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას აღნიშნა, მომავალ კვირას იხსნება ბაგრატის ტაძარი და ამასთან დაკავშირებით ის წირვა-ლოცვას ქუთაისში შეასრულებს.
"იქნება ბაგრატის ტაძრის კურთხევა. ტაძრის ამშენებელი მეფე ბაგრატი არის საქართველოს გამაერთიანებელი. ამიტომ ყველას, პოზიციას, ოპოზიციას, მთავრობას, მხედრობას და სრულიად საქართველოს მომავალ კვირას გიწვევთ ბაგრატის ტაძარში", - აღნიშნა ილია მეორემ.


http://www.interpressnews.ge

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 21 2012, 10:04 PM

1-ელ ოქტომბრამდე პატრიარქმა ერს ღვთისმშობლისადმი სავედრებელი ლოცვის თქმის კურთხევა მისცა
20:46 21-09-2012
ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დიდუბეში, ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მიბრძანდა და ღვთისმშობლის პარაკლისი გადაიხადა. პარაკლისის დაწყებამდე პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა და დღესასწაული მიულოცა.
"ჩვენ ვემზადებით არჩევნებისათვის, სადაც ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა. შევთხოვოთ ღვთისმშობელს, დედა საქართველოს გადააფაროს თავისი კალთა, დაიფაროს ხილული და უხილავი მტრებისაგან. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დედამ დაამშვიდოს საქართველო", - აღნიშნა უწმინდესმა ქადაგებისას.
პატრიარქმა ისაუბრა ღვთისმშობლის ერთ-ერთ ლოცვაზე, რომელსაც სასწაულმოქმედი ძალა აქვს, კერძოდ, "მოწყალებისა კარი განგვიღე ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო". უწმინდესის თქმით, ამ ლოცვას ქართველი ხალხი არაერთხელ უხსნია განსაცდელისგან. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა იყო მონღოლების შემოსევის დროს, ქართული ჯარი საფრთხის მომენტში დადგა და მუხლმოდრეკით ევედრებოდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ამ ლოცვით. ახლა მთელი საქართველო დაიწყებს ლოცვას და ეს გაგრძელდება 1-ელ ოქტომბრამდე. როცა გექნებათ დრო, თქვით ეს ლოცვა და ღმერთი უშველის საქართველოს და ჩვენ", - აღნიშნა უწმინდესმა ქადაგებისას.
პატრიარქმა ლოცვა-კურთხევა მისცა ერს, სადაც არ უნდა იყვნენ, გზაში, სახლში თუ ტაძარში, როცა ექნებათ საშუალება მუდმივად იმეორონ ეს ლოცვა. პარაკლისის დასრულების შემდეგ პატრიარქთან ერთად ტაძარში შეკრებილმა მრევლმა რამდენჯერმე გაიმეორა სავედრებელი ლოცვა ღვთისმშობლისადმი.
დიდუბის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში პატრიარქის მიბრძანებასთან დაკავშირებით ეკლესია და ტაძრის ეზო მომლოცველებით სავსეა.
http://www.interpressnews.ge

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 26 2012, 09:03 PM

შეგახსენებთ რომ უწმინდესმა გასცა კურთხევა რომ დღეს,ხვალ და ზეგ ვიმარხულოთ მძიმედ.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 11 2012, 02:00 AM

უწმინდესის კურთხევა რომ იყო წიგნის კითხვის შესახებ.
გრძელდება ისევ ეგ საღამოები?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 19 2013, 06:57 PM

დღეს , ნათისღების ბრწყინვალე დღესასწაულზე აღნიშნა უწმინდესმა რომ რუსეთში მიემგზავრება , ჩვენ კი მოგვცა ლოცვა-კურთხევა რომ ამ პერიოდის განმავლობაში რაც შეიძლება ხშირად წრმოვთქვათ ლოცვა-,,მოწყალებისა კარი განგვიღე.''

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jun 3 2013, 10:19 PM

პატრიარქმა შაბათი წიგნის დღედ დააწესა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ შაბათი წიგნის დღედ დააწესა. როგორც უწმინდესმა დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა , ადამიანებმა ტელევიზიისა და პრესის მიხედვით ბევრი რამ იციან, თუმცა მათი ცოდნა ზედაპირულია.
"რით განსხვავდება ჩვენი და ჩვენი წინაპრების ცოდნა – ისინი ღრმად აზროვნებდნენ, ჩვენ კი ყველაფერს ზერელედ ვუყურებთ. ბევრი რამ ვიცით, მაგრამ – ზედაპირულად. ადამიანი მხოლოდ ტელევიზიით და პრესით არ უნდა დაკმაყოფილდეს. ადამიანის პირველი მეგობარი წიგნი უნდა იყოს. ადამიანი უნდა იყოს მწიგნობარი. ჩვენ უნდა ვკითხულობდეთ წიგნებს – უპირველეს ყოვლისა "ბიბლიას" და შემდეგ სხვა წიგნებს", - ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქმა სტუდენტობის წლები გაიხსენა და აღნიშნა, რომ მისი თანაკურსელების ნაწილი მხოლოდ ლექციით კმაყოფილდებოდა, ნაწილი კი სადილის შემდეგ ბიბლიოთეკაში მიდიოდა და ისტორიულ, ლიტერატურულ, ფილოსოფიურ და ფსიქოლოგიურ წიგნებს ეძებდა. უწმინდესის განმარტებით, მეგობრის გავლენით თავადაც იყო დაინტერესებული ფილოსოფიური ლიტერატურით, თუმცა ვინაიდან მაშინ ამგვარი წიგნების კითხვა იკრძალებოდა, მეგობრებთან ერთად ჩუმად კითხულობდა.
"მინდა, შაბათი დღე წიგნის დღედ დავაწესო, რათა ყოველი ჩვენგანი კითხულობდეს წიგნებს და მიდიოდეს ბიბლიოთეკაში. ბიბლიოთეკები ჩვენი ხალხით

უნდა გაივსოს. იქ ვნახავთ უამრავ საინტერესო წიგნს. საპატრიარქოს ერთ-ერთი მდიდარი ბიბლიოთეკა აქვს და იქ ისეთი წიგნებია, რასაც სხვაგან ვერ ნახავთ. შაბათობით, 10:00-დან 19:00 საათამდე ღია იქნება ბიბლიოთეკები და ჩვენ უნდა მივიდეთ, რათა ვიკითხოთ წიგნები. იქ დაგხვდებათ სათანადო პირობები და ბევრს ისწავლით", - აღნიშნა უწმინდესმა.

პატრიარქმა ციტირების წესის დაცვის აუცილებლობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ წიგნიდან ციტირებისას უნდა მიეთითოს ავტორის გვარი და სახელი, წიგნის დასახელება, გამოცემის წელი და გვერდის ნომერი. "ჩვენს სასწავლებლებში ნაკლებად აქცევენ ყურადღებას სასვენ ნიშნებს – სად უნდა იყოს წერტილი, სად – მძიმე, წერტილ-მძიმე ან ორწერტილი. ეს ადამიანის კულტურის მაჩვენებელია. ყველას გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ შაბათი ლოცვასთან ერთად წიგნის დღეც იქნება. ღმერთმა მოგცეთ ძლიერი, მტკიცე, ჭეშმარიტი სარწმუნოება და დიდი ცოდნა", - ბრძანა უწმინდესმა.

ქადაგების დასასრულს პატრიაარქმა რამდენიმე სასულიერო პირი გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა, ასევე. დალოცა რამდენიმე გვარი და სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზი.

"ინტერპრესნიუსი"


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/books/79107-patriarqma-shabathi-tsignis-dghed-daatsesa.html#ixzz2VB8AbPUu

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 8 2013, 10:01 PM

დამიანი, რომელიც მხოლოდ სიკეთეს აკეთებს მუდამ, კარგი ბედისაა, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. როგორც უწმინდესმა აღნიშნა, ადამიანი ხშირად ფიქრობს, რა უნდა გააკეთოს, რომ ჰქონდეს კარგი ბედი და მშვიდობიანი ცხოვრება. პატრიარქის თქმით, ამისთვის სხვადასხვა საშუალება არსებობს, უპირველეს ყოვლისა კი, საჭიროა ადამიანი იყოს მორწმუნე, უყვარდეს ღმერთი, მოყვასი, ბუნება და ხალხი.

8 სექტემბერი წმინდა მოწამეების ადრიანესა და ნატალიას ხსენების დღეა, ამიტომ ქადაგებისას პატრიარქმა მრევლს თხოვნით მიმართა, ილოცონ მისი დედისთვის, ნატალია კობაიძისთვის.

პატრიარქმა უფალს მადლობა შესწირა, რომ საქართველო ღვთის რჩეული ერია. უწმინდესის თქმით, ასე რომ არ ყოფილიყო, საქარველო ღვთისმშობლის წილხვედრი არ იქნებოდა. "საქართველო თესავს სიკეთეს, არის რჩეული ღვთისა, არის ღვთის მამული, ამიტომ ბედი საქართველოსი არის კეთილი, მშვიდობიანი და აუცილებლად ექნება კეთილი მომავალი", - აღნიშნა უწმინდესმა.

http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/sazogadoeba/35321-qiloceth-chemi-dedisthvisq-patriarqis-thkhovna-mrevls.html

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 9 2013, 03:07 PM

ციტატა(A.V.M @ Oct 11 2012, 03:00 AM) *

უწმინდესის კურთხევა რომ იყო წიგნის კითხვის შესახებ.
გრძელდება ისევ ეგ საღამოები?


პატრიარქმა რომ შაბათი დაადგინა წიგნი კითხვის დღედ, მკითხველები ძალიან მომრავლდნენ ბიბლიოთეკებში... smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 27 2013, 08:53 PM

პატრიარქი 23 მაისს "აფხაზეთობის" აღნიშვნის ინიციატივით გამოვიდა
აფხაზეთის ომში ყველა მხარე დამარცხებულია, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ყოვლადწმინდა სამების ტაძარში საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ ქადაგებისას ბრძანა.

"ვინ არის გამარჯვებული? არც არავინ არ არის. ყველა წაგებულია- ქართველებიც, აფხაზებიც, რუსებიც და ყველა, ვინც მონაწილეობდა ამ საშინელ ტრაგედიაში", - აღნიშნა უწმინდესმა.

პატრიარქის თქმით, იგი 11 წლის განმავლობაში აფხაზეთში მიტროპოლიტად იყო და არ ახსოვს არც ერთი შემთხვევა რაიმე გაუგებრობის აფხაზებსა და ქართველებს შორის. უწმინდესის თქმით, სრული სიყვარული იყო, აფხაზები მიდიოდნენ ქართველებთან და ქართველები - აფხაზებთან.

"ეს იყო ნამდვილი ერთი ოჯახი, ერთი სული და ერთი ხორცი, მაგრამ ეშმაკს ეს შეშურდა და დააპირა ამ ერთობის გაყოფა. მინდა ვთქვა, რომ დღესაც ზოგიერთი ცდილობს ეკლის ხლართები და ბეტონის ღობეები ააშენოს აფხაზებსა და ქართველებს შორის, ოსებსა და ქართველებს შორის, მაგრამ ეს ყველაფერი ამაოა. შინაგანი გაანალიზებით ვგრძნობთ, რომ ამას აკეთებს მტერი. შედეგები ის იქნება, რომ მტერი წაგებული იქნება", - აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქმა.

უწმინდესმა ასევე გაიხსენა აფხაზეთში მისი მიტროპოლიტობის პერიოდი. მისივე თქმით, აფხაზეთი ყველაზე მდიდარი იყო ავტონომიურ რესპუბლიკებს შორის. პატრიარქის თქმით, ქართველები ნაკლებად მიდიოდნენ ეკლესიაში, მაგრამ ნათლობა, ჯვრისწერა, ლოცვა აუცილებლად სრულდებოდა ტაძრებში.

"როცა ვეკითხებოდი, რატომ არ მოდიოდნენ ეკლესიაში, მანდარინის ბაღები გვაქვსო მოსავლელი. ყველაფერი იქ დარჩათ. განსაკუთრებით მინდა გავიხსენო ზოგიერთი ადამიანი - ჟიული შარტავა, ის იყო და არის გმირი. ის იყო უშიშარი. როდესაც ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი აფხაზეთში ომის დროს ჩავიდა, მას აღუპყრია ხელები ცისკენ და უთქვამს - ღმერთმა მე დამსაჯოს, თუ საქართველო გადარჩება. იმ დღეებში ჟიული შარტავა და სხვები დახვრიტეს. ტრაგედიის შემდეგ სრულიად უცნობი პირისგან მივიღე წერილი. ჟიული შარტავას დახვრეტის დროს, ამ უცნობს უკითხავს, თუ ვინ იყო ეს პიროვნება. იგი წერდა, რომ სახელი და გვარი რომ არ დავიწყნოდა ასანთის კოლოფზე ჩაიწერა. თქვენ უნდა იამაყოთ, რომ ასეთი თავდადებული შვილები ყავს საქართველოს, - წერდა უცნობი. ჩვენ მართლაც ვამაყობთ და ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული", - აღნიშნა უწმინდესმა.

პატრიარქმა ასევე მოიხსენია ლორიკ მარშანია, იური ანუა, მღვდელი ანდრია, გაბისკირია და სხვები. პატრიარქმა ბრძანა, რომ ისინი არიან უფლის წინაშე ანთებული სანთლები, რომლებიც არასდროს არ ჩაიწვება.

"სანთელი ილევა, ესენი კი დაუსრულებელი სანთლებია", - აღნიშნა უწმინდესმა.
ამასთან, ქადაგების ბოლოს, პატრიარქმა აღნიშნა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება და დიდი თავდადებისა და ღვაწლისათვის ჯიული შარტავას მიენიჭა ჯილდო წმინდა გიორგის ოქროს ორდენი. "ეს ჯილდო მის ოჯახს გადაეცემა. ღმერთმა დალოცოს მისი უკვდავი სული", - აღნიშნა უწმინდესმა.

კიდევ ერთი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო, წმინდა ნინოს ოქროს ორდენი პატრიარქმა აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს მიანიჭა, რომელიც იბრძვის საქართველოს ერთიანობისათვის. პატრიარქის თქმით, ამ ჯილდოს ტარების უფლება ექნება უზენაესი საბჭოს თავმჯრომარეს, შესაბამისად, ეს ჯილდო პატრიარქმა დღეს გია გვაზავას გადასცა.

ქადაგების დასრულების შემდეგ, უწმინდესმა ტაძარში პანაშვიდი გადაიხადა. პატრიარქმა აღნიშნა, რომ აფხაზეთის ომი ხელოვნურად დაწყებული ომი იყო და ქართველები და აფხაზები გრძნობენ

ამას. მან პანაშვიდის დროს, აფხაზეთის ომში დაცემულთა სულები მოიხსენია.
"ჩვენ დღეს ვლოცავთ არა მარტო ქართველებს, არამედ აფხაზებსაც, სხვა ერის წარმომადგენლებს. მე კიდევ მინდა ვთქვა, რომ ეს ხელოვნურად დაწყებული ომი იყო და ქართველები და აფხაზები გრძნობენ ამას", -აღნიშნა უწმინდესმა.

პარაკლისის ბოლოს, უწმინდესმა ახალი ინიციატივის შესახებ ბრძანა. მისივე თქმით, 23 მაისს, წმინდა მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღეს, "აფხაზეთობას" აღნიშნავენ.

სვიმონ კანანელი აფხაზეთშია დასაფლავებული.


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/86832-patriarqi-23-maiss-qafkhazethobisq-aghnishvnis-iniciativith-gamovida.html#ixzz2g73JtLjq

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 24 2013, 01:53 PM

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II ქართველ ერს ურჩევს, რომ განსაკუთრებული ყურადღება შრომას მიაქციოს. ამის შესახებ პატრიარქმა საკვირაო ქადაგებაზე ისაუბრა.

"ზოგიერთს შრომა დამამცირებლად მიაჩნია. ფიქრობს, რომ დამცირებულია ადამიანი, რომელიც ფიზიკურად შრომობს. როცა უფალი ბრძანებს, რომ ოფლითა შენითა ჭამე პური შენი, ეს სასჯელი კი არ არის, არამედ ლოცვა-კურთხევაა.

ყველა ოჯახს უნდა ჰქონდეს მიწის ნაკვეთი და იქ მოიპოვებდეს ნაყოფს. ეს მოგცემთ თქვენ დიდ სიხარულსა და მადლს. ღმერთმა მოგანიჭოთ სულიწმიდის მადლი, რომ იშრომოთ სადიდებლად ღვთისა და სასარგებლოდ თქვენი სულისა და ხორცისა," - განაცხადა ილია მეორემ.

http://news.ge/ge/news/story/71345-ilia-meore-mitsis-nakveti-yvela-ojakhs-unda-hqondes

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 24 2013, 03:35 PM

კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს საღამოს 10-11 საათზე დაწოლა და დილის 6-ზე ადგომა ურჩია

24-11-2013

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, ისაუბრა რა დროის ფასსა და მნიშვნელობაზე, დღევანდელ ქადაგებაში მრევლს დასაძინებლად ადრე დაწოლა და დილით ადრე ადგომა ურჩია.

პატრიარქმა ევროპის ქვეყნების ის მაგალითი გაიხსენა, სადაც სამსახური 6 ან 7 საათზე იწყება და დაამატა, რომ „ვინც ადრე დგება, მას უფალი მადლს აძლევს“:

„გვიან დგება ქართველი ადამიანი. ვნახოთ, თუნდაც ევროპაში, სხვა ქვეყნებში სამსახური 6 ან 7 საათზე იწყება. უნდა ადგე ექვსის ნახევარზე ან ხუთ საათზე, რომ სამსახურში მისვლა მოასწრო. ვინც ადრე დგება, მას უფალი მადლს აძლევს. ასევე, ვინც ადრე დგება, უნდა დაწვეს სულ გვიან, 10-11 საათზე", - აღნიშნა ქადაგების დროს კათოლიკოს-პატრიარქმა.

ილია მეორემ ოჯახებს ყველა წევრთან ერთად ლოცვისკენ მოუწოდა და ხაზი გაუსვა, რომ ერთად ლოცვა აძლიერებს და კრავს ოჯახებს. კათოლიკოს-პატრიარქი დილით ადრე ადგომას პირველი ლოცვის აღვლენას უკავშირებს:

„როცა ოჯახი ერთად ლოცულობს დილის ლოცვებს ან საღამოს ძილის წინ ლოცვებს ერთად კითხულობენ ან ერთი კითხულობს და სხვები უსმენენ, ეს კრავს და აძლიერებს ოჯახს. დიდ მადლს და სიხარულს ანიჭებს მათ. ერთმანეთი უყვართ და უხარიათ ერთმანეთთან შეხვედრა. ამიტომ ყველას გირჩევთ, რომ დაწვეთ ადრე, არა უგვიანეს 11.00 საათისა და ადგეთ 06:00 საათზე, როცა უნდა წაიკითხოთ დილის ლოცვა", - ბრძანა პატრიარქმა.

http://www.fmabkhazia.com/news/650-%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A5%E1%83%98-%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%90-%E1%83%90%E1%83%93%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%90.html

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 4 2013, 11:18 PM

საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ დღეს, ქადაგებისას პარლამენტისა და ხელისუფლების მიერ თვითმმართველობის კოდექსის განხილვის საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ თვითმმართველობის კანონი თუ განხორციელდა, ეს საქართველოს დაშლა იქნება.

"ჩვენი პარლამენტი და ხელისუფლება დღეს განიხილავს და მსჯელობს თვითმმართველობის საკითხზე. ეს მეტად რთული საკითხია. თუ განხორციელდა, ჩვენ მივალთ საქართველოს დაშლისკენ. ჩვენ ამას არასდროს შევეგუებით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს არ შესრულდეს. საქართველო იყო და იქნება ერთიანი ერი, ერთიანი ქვეყანა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ როცა ძლიერი იყო ხელისეფლება და მის გარშემო მთელი ქვეყანა, ძლიერი იყო საქართველოც.

ჩვენი აზრით, ყოველი რაიონი უშუალოდ დაკავშირებული უნდა იყოს ჩვენს ხელისუფლებასთან. ხელისუფლებამ უნდა იცოდეს ის პრობლემები, რომელიც არსებობს რაიონში. ამას არ სჭირდება შუა რგოლი. ხელისუფლება თვითონ უნდა განიხილავდეს, უნდა შეისწავლოს რა სჭირდება თითოეულ რაიონს. ჩვენი ხელისუფლება უნდა ცდილობდეს, რომ პრობლემა, რომელიც არსებობს ამა თუ იმ რაიონში, იყოს გამოსწორებული. რატომღაც ზოგიერთი ცდილობს, რომ კანონი სასწრაფოდ უნდა იყოს მიღებული. ჩვენი აზრით, ეს უნდა იყოს განხილული მთელი ერის მიერ.

ხალხმა უნდა იმსჯელოს რა არის მისაღები საქართველოსთვის. ამიტომ, არ უნდა ვიჩქაროთ. ხალხი უნდა გაეცნოს თვითმმართველობის ამ კანონს. მე მინდა დიდი პატივისცემით მივმართო ჩვენს პარლამენტს და ხელისუფლებას, გაითვალისწინონ ეს საშიშროება და ნუ ავჩქარდებით ამის მიღებაში," - განაცხადა ილია მეორემ.

http://news.ge/ge/news/story/72564-ilia-meore-tvitmmartvelobis-kanoni-tu-gankhortsielda-es-saqartvelos-dashla-iqneba

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Dec 5 2013, 08:59 AM

A.V.M
უფრო ძირეულად ხომ ვერ ამიხსნით რაზეა საუბარი რა კანონია?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 5 2013, 11:38 PM

G_saxva
მე მხოლოდ ზოგად ჭრილში შემიძლია ლაპარაკი .
უკეთესი იქნება ნინო თუ აგვიხსნის , თავისი სფეროა ...

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Dec 6 2013, 09:06 AM

A.V.M
დაველოდოთ ნინოს თუ შემოვა და მოგვწერს smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 7 2013, 08:29 PM

G_saxva
http://mrdi.gov.ge/images/stories/11.13/codebolo.pdf
აქაა ეგ კანონი...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 22 2013, 10:10 PM

ილია მეორე აღზრდის პროგრამის შემუშავების ინიციატივით გამოდის
14:00 22-12-2013
ილია მეორე აღზრდის პროგრამის შემუშავების ინიციატივით გამოდის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე აღზრდის პროგრამის შემუშავების ინიციატივით გამოდის.
როგორც უწმინდესმა დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, ახალგაზრდები ამთავრებენ უმაღლეს სასწავლებლებს, თუმცა ცოდნა დაბალია, აღზრდა კი საერთოდ არ არის.
პატრიარქმა გელათის აკადემიის გახსნასთან დაკავშირებული დავით აღმაშენებლის სიტყვებიც გაიხსენა – "ეს უნდა იყოს მეორე იერუსალიმი თავისი სულიერებით და ახალი ათინა".
ილია მეორე მიიჩნევს, რომ მეცნიერებმა არა მხოლოდ ცოდნის მიცემაზე, არამედ აღზრდაზეც უნდა იფიქრონ. "აღზრდას არა მხოლოდ ოჯახი, არამედ სკოლა და ეკლესიაც უნდა აძლევდეს. ადამიანი, რომელსაც განათლება და აღზრდა ექნება, ბედნიერი იქნება. მე ვთხოვ ჩვენს მეცნიერებს, იფიქრონ ამ პრობლემაზე. დღეს თითქმის ყველაფრის შემსწავლელი სასწავლებლები არსებობს, მაგრამ ვცხოვრობთ იმ დროს, როდესაც დაიხურა ფილოსოფიის ინსტიტუტი, ფსიქოლოგიის ინსტიტუტი და მრავალი სხვა, რამაც მეტად გაამწვავა ეს საკითხი. იმედი მაქვს, განათლების სამინისტრო იფიქრებს, როგორ შეიძლება შეიქმნას აღზრდის პროგრამა და რა უნდა დაეკისროს სკოლას, ოჯახს თუ ეკლესიას ამ დარგში", - ბრძანა უწმინდესმა.
პატრიარქმა იმედი გამოთქვა, რომ ქართველი მეცნიერები ამ რთულ საკითხს ჩასწვდებიან და აღზრდის კარგი პროგრამა შეიქმნება.
ქადაგების დასასრულს პატრიარქმა მრევლს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის "მოულოდნელი სიხარულის" ხატის დღესასწაული მიულოცა და ისურვა, "მოულოდნელი სიხარული მისცეს მამაზეციერმა სრულიად საქართველოს".
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/264519-ilia-meore-aghzrdis-programis-shemushavebis-iniciativith-gamodis.html

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 30 2013, 12:29 AM

სრულიად-საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მრევლს 1-ელ და 2 იანვარს თევზის მიღების კურთხევა მისცა. როგორც პატრიარქმა დღევანდელი საკვირაო ქადაგების დასასრულს ბრძანა, ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანები თევზს კურთხევის გარეშეც მიირთმევენ.

"ხალხი მაინც მიირთმევს თევზს ახალი წლის დღეებში და ლოცვა- კურთხევა მაინც ჰქონდეს", - ბრძანა პატრიარქმა.
უწმინდესის განმარტებით, საახალწლო პარაკლისი ძველით ახალ წელს შესრულდება.
"ბედნიერი შობა-ახალი წელი გაგითენოთ მამაზეციერმა", - ბრძანა ილია მეორემ.

http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/sazogadoeba/39667-patriarqma-mortsmuneebs-1-el-da-2-ianvars-thevzis-mighebis-kurthkheva-misca.html

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Dec 30 2013, 08:50 AM

ციტატა
ხალხი მაინც მიირთმევს თევზს ახალი წლის დღეებში და ლოცვა- კურთხევა მაინც ჰქონდეს

სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 30 2013, 10:53 PM

პატრიარქმა მრევლს ივანე ჯავახიშვილის "ქართველი ერის ისტორიის" ხუთტომეულის შეძენისკენ მოუწოდა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს ივანე ჯავახიშვილის "ქართველი ერის ისტორიის" ხუთტომეულის შეძენისკენ მოუწოდა. როგორც ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, ის ძალიან სასარგებლო და საჭირო წიგნია.

"მე მოგეცით კურთხევა, იკითხოთ წიგნები. გუშინ აცხადებდნენ, რომ გამოსულია ივანე ჯავახიშვილის "ქართველი ერის ისტორია" და ხუთტომეული 50 ლარი ღირს. ვისაც გაქვთ საშუალება, უნდა იყიდოთ, მასში ბევრი რამ არის საჭირო და სასარგებლო", - ბრძანა უწმინდესმა.

ივანე ჯავახიშვილის "ქართველი ერის ისტორიის" ხუთტომეული გამომცემლობა "პალიტრა L"-მა გამოსცა და მისი შეძენა შესაძლებელია "ბიბლუსის" წიგნის მაღაზიათა ქსელში.


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/books/93591-patriarqma-mrevls-ivane-javakhishvilis-qqarthveli-eris-istoriisq-khuthtomeulis-shedzenisken-moutsoda.html#ixzz2ozBnEkDG

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 14 2014, 12:34 AM

“ ძალიან დიდი პერსპექტივები გვაქვს ღვინის საქმეში, თითქმის არცერთი ქვეყანა არ არის ასეთი მდიდარი. ძალიან დიდი პერსპექტივები გვაქვს წყალში, რომელიც უხვად გვაქვს. ასე რომ, ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი და ჩვენ ვერ ვხედავთ და ვამბობთ, რომ სამუშაო ადგილები არ არისო. სინამდვილეში ყველაფერი გვაქვს. ღმერთმა უხვად მოგვცა ყველაფერი. ”
13 იანვარი, 2014 განაცხადა საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში. ნეტგაზეთის ცნობით, შეხვედრას მცირე და საშუალო ბიზნესის დაწყებისა და განვითარების საკითხით დაინტერესებული ადამიანები ესწრებოდნენ.

http://www.tabula.ge/ge/verbatim/79006-ilia-ii-dzalian-bevri-saqmea-gasaketebeli-da-chven-ver-vxedavt

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 14 2014, 12:48 AM

ილია II: ჩვენ თუ არ მივხედეთ თავს, არც უცხოეთი გვიშველის და არც არაფერი

“ სოფლებში ხშირი შემთხვევაა, როცა საკარმიდამო არ არის მოხნული, დამუშავებული… რა უნდა იმის დამუშავებას?! ძველად ჩვენი ხალხი ოცნებობდა... მე გამიგონია უწმინდესი და უნეტარესი ეფრემ მეორისგან, ჩვენ ვოცნებობდით, რომ ერთი დღის სახნავ-სათესი მოგვცეს ღმერთმაო და არაფერი გაგვიჭირდებაო. ახლა გვაქვს და აღარ ვამუშავებთ, იქ ტრაქტორი არ არის, იქ ბენზინი არ არის. ჩვენ თუ არ მივხედეთ საკუთარ თავს, არც უცხოეთი გვიშველის და არც არაფერი. ჩვენ თვითონ უნდა ვიფიქროთ საკუთარ თავზე. ყოველმა ჩვენგანმა უნდა იფიქროს, მე რას ვაკეთებ, რა მომაქვს ჩვენი ქვეყნისთვის. ”
13 იანვარი, 2014 განაცხადა საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში. ნეტგაზეთის ცნობით, შეხვედრას მცირე და საშუალო ბიზნესის დაწყებისა და განვითარების საკითხით დაინტერესებული ადამიანები ესწრებოდნენ.
http://www.tabula.ge/ge/verbatim/79008-ilia-ii-chven-tu-ar-mivxedet-tavs-arc-ucxoeti-gvishvelis-da-arc-araferi

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 14 2014, 09:44 PM

საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებით დაინტერესებული პირებისთვის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი უძღვებოდა. პატრიარქმა უცხოეთში სხვადასხვა დროს ვიზიტებისას ნანახი საწარმოების შესახებ ისაუბრა, რომელთა მფლობელებმაც ბიზნესის განვითარება მცირე თანხებით დაიწყეს. კერძოდ, ეს იყო რძის, მეფრინველეობის და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მწარმოებელი საწარმოები. უწმინდესმა მაგალითების მოყვანის შემდეგ აღნიშნა, რომ მსგავსი საწარმოების გაკეთება საქართველოშიც შეიძლება და სიღარიბესა და უმუშევრობას არ შეურიგდნენ.
დახურვა

http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/sazogadoeba/40095-adamiani-echveva-usaqmobas-da-sigharibes-ilia-meore.html

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 30 2014, 11:43 PM

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სასჯელაღსრულების ქალთა №5 დაწესებულებას ესტუმრა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა უწმინდესის ინიციატივითა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ორგანიზებით შედგა.

ღონისძიებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილეები გიგა გიორგაძე და არჩილ თალაკვაძე, დეპარტამენტის თავმჯდომარე დიმიტრი დარბაისელი, დეპარტამენტისა და დაწესებულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
ილია მეორემ მსჯავრდებული ქალების მიერ შექმნილი ნივთები დაათვალიერა და მსჯავრდებულები დალოცა.

კათალიკოს-პატრიარქმა პატიმრებს მიმართა და აღნიშნა, რომ მათთვის ილოცებს. ილია მეორემ სასჯელაღსრულების N5 დაწესებულების ბინადრებს თავისი სურვილიც გაანდო - უწმინდესმა სთხოვა საქართველოს პრეზიდენტს,

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრსა და პარლამენტს, ძალა არ დაიშურონ იმისათვის, რომ ციხეში არც ერთი ქალი არ იყოს.

სტუმრის პატივსაცემად მსჯავდებულებმა პოეზიის საღამო გამართეს, სადაც ერთ-ერთი მსჯავრდებული ქალბატონის ლექსები -"გისოსებს მიღმა დაწერილი სტროფები" წაიკითხეს.

პოეზიის საღამოს დასრულების შემდეგ სიონის საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდმა მსჯავრდებული ქალბატოებისთვის რამდენიმე სიმღერა და საგალობელი შეასრულა.

ღონისძიების დასასრულს პატრიარქმა მსჯავრდებულებს საჩუქრები გადასცა.


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/95696-patriarqi-khelisuflebas-sthkhovs-dzala-ar-daishuron-rom-cikheshi-arc-erthi-qali-ar-iyos.html#ixzz2ruesFRI1

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 3 2014, 01:27 AM

მართლმადიდებელის ეკლესიის პატრიარქმა დღეს, 2 თებერვალს საკვირაო ქადაგების დროს სამებაში შეკრებილებს ის დავალება შეახსენა, რაც წინა ქადაგებაზე მისცა.

ილია მეორისთვის უნდა წარედგინათ მოსაზრება, თუ როგორ უნდა გამოიყენონ განწყობის თეორია შრომასთან მიმართებაში. შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინანდელი ქადაგება ილია მეორემ სრულად დაუთმო განწყობის თეორიას და მისი ძეგლის შექმნის ინიციატივითაც გამოვიდა:

" მე თქვენთან მქონდა საუბარი დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორიის შესახებ, რომ ყველაფერში განწყობაა საჭირო. ადამიანი რომ იწყებს საქმეს, უნდა განეწყოს, სულიერი და ფიზიკური ძალები მოიხვეჭოს. მე მოგეცით დავალება, რომ გეფიქრათ დაგეწერათ, როგორ უნდა იქნას განწყობის თეორია გამოყენებული შრომის მიმართ. აბა, ვინ იფიქრა და ვის აქვს დაწერილი ეს ნაშრომი?"- განაცხადა ილია მეორემ.

რამდენიმეწუთიანი დუმილის შემდეგ მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა კვლავ განაგრძო:

" არავის. ესე იგი ჩვენ ცოტა შორს ვართ შრომისაგან და ამიტომ მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ ამას. ჩვენ გვახასიათებს ზედმეტი განცხრომა, სიხარული, მწუხარება, ზომიერება ცოტა გვაკლია ჩვენ. ასევე ცოტა ყურადღება უნდა მივაქციოთ დროს. ჩვენ ვერ ვაქცევთ სათანადო ყურადღებას დროს, მისი ფასი არ ვიცით. მე გერმანიაში ვიყავი და თან მიკვირდა, თან მშურდა, როგორ აფასებენ დროს, პროფესორი, ექიმი თავის სამსახურს დილის 6-7 საათზე იწყებს. ვეკითხებოდი მას, როდის დგებით? 5-ის ნახევარზეო, რასც ვაკეთებ, შუადღემდე ვაკეთებო. ყველაზე ნაყოფიერი არის შუადღემდე გაკეთებული საქმე. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ადრე ადგომა და ადრე დაწოლა, ეს ძალიან ძნელია ჩვენთვის, მაგრამ საჭიროა ჩვენი ცხოვრებისათვის და მომავლისათვის. [...] არ მგონია, რომ გამოუსწორებლები ვართ, აუცილებლად, ღვთის მადლით გამოვსწორდებით და ჩავდგებით კალაპოტში. უპირველეს ყოვლისა ჩემგან უნდა დავიწყოთ ეს გამოსწორება და მერე თქვენგან. " - განაცხადა ილია მეორემ.

http://netgazeti.ge/GE/105/News/27669/


ცუდია...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: May 11 2014, 07:34 PM

ილია მეორე: მივიღეთ განჩინება, ყოველი წლის 17 მაისს იყოს ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღე
ავტორი: თეო ტაბატაძე
11 მაისი, 2014. 14:59
-+
პატრიარქმა 17 მაისი ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოაცხადა. პირველი ასეთი დღესასწაული მიმდინარე წლის 17 მაისს აღინიშნება, - ამის შესახებ მრევლს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას აცნობა.

ილია მეორე სამღვდელოებას აძლევს ლოცვა-კურთხევას, 17 მაისს, 12:00 საათზე ტაძრებში ჩაატარონ პარაკლისი, ნაკურთხი წყლით აკურთხონ ტაძრები, სახლები, ოჯახები და ქუჩები. ოჯახებში ნაკურთხი წყლის პკურების კურთხევას პატრიარქი საერო პირებსაც აძლევს.

პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას ოჯახის სიმტკიცეზე, მშობლებისა და შვილების ურთიერთობებზე იქადაგა და ბრძანა, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თუ როგორ ოჯახში იზრდება ადამიანი.

"ადამიანის ხასიათი, უპირველეს ყოვლისა, ოჯახში ყალიბდება. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ ოჯახში იზრდება ის. ადამიანის ხასიათი, მისი თვისებები, უპირველეს ყოვლისა, დამოკიდებულია ღვთის ლოცვა-კურთხევაზე, დამოკიდებულებულია მშობლებსა და წინაპრებზე და დამოკიდებულია თვით ადამიანზე. თუკი ადამიანი ცდილობს დაინახოს საკუთარი თავი, თუ შეუძლია განიცადოს საკუთარი ცოდვები, ის ბედნიერია, ის გამოსწორდება. მას უფალი აძლევს მადლს და ცოდვებისგან განიწმინდება. ადამიანის ცხოვრება ურთულესი პროცესია, ურთულესი ფერიცვალება. ერთ ადგილზე არც ერთი ადამიანი არ დგას, ყველა თავის ფერისცვალებას განიცდის. ჯოჯოხეთიდან ცალკე აღმართულია კიბე, ამ კიბეზე ზოგი მაღლა მიდის, ზოგი დაბლა. შევთხოვ უფალს, მოგვცეს ძალა და მადლი, რომ ვიაროთ მაღლა და სასუფევლის ღირსი გავხდეთ. რამდენიმე წელია ჩვენ ვფიქრობთ იმის შესახებ და არაერთხელ გვითქვამს, რომ მშობლების კურთხევა ეს არის ღვთის კურთხევა. ამიტომ თქვენ უნდა დალოცოთ თქვენი შვილები, ნაკურთხი ხატით უნდა დალოცოთ ისინი, ყოველდღე შვილები უნდა ემთხვიონ თავიანთ მშობლებს ხელზე. ამ დროს ზეციდან გადმოდის მადლი სულიწმინდისა. განსაკუთრებით საყურადღეობა ურთიერთობა მშობლებსა და შვილებს შორის. შვილებმა ოჯახში ხმამაღალი სიტყვა არ უნდა მოისმინონ. არ უნდა გაიგონონ ცუდი სიტყვა, ლანძღვა-გინება. მათ უნდა ესმოდეთ სიკეთე და ასე გააგრძელებენ ცხოვრებას. ამიტომ ვფიქრობთ, თუ როგორ უნდა ვილოცოთ, როგორ გადავუხადოთ მადლიერება მშობლებს. მივიღეთ ასეთი განჩინება, ყოველი წლის 17 მაისს იყოს ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების მოხსენიების, მშობლების პატივისცემის დღე. ამ დროს მთელი ერი უნდა გამთლიანდეს - მშობლები და შვილები. უნდა აღვავლინოთ ლოცვები, ერთი პირით, ერთი ძალით და ერთი გონებით. სამღვდელოებას ექნება ლოცვა-კურთხევა, ამ დღეს 12 საათზე ჩაატარონ პარაკლისები ტაძრებში და ნაკურთხი წყლით აპკურონ ტაძარი, ოჯახები, ქუჩები, ასევე ლოცვა-კურთხევა ეძლევა საერო ადამიანებს, რომ ნაკურთხი წყლით აკურთხონ ოჯახი და საკუთარი თავი. პირველი ასეთი დღესასწაული იქნება 17 მაისს. თქვენ ნახავთ, როგორ გაძლიერდება თქვენი სული, გონება, სხეული და როგორ გაძლიერდება საქართველო", - ბრძანა პატრიარქმა.
http://www.reportiori.ge/?menuid=3&id=26186

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: May 16 2014, 04:48 PM

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარეს ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 17 მაისი გამოცხადდა ოჯახის სიწმინდისა და მშობლების დღედ. ამ დღეს საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში 12:00 საათზე აღელვლინება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი, რათა დედამ ღვთისამ თავისი მფარველი კალთა გადააფაროს ჩვენს ოჯახებს. შემდეგ მოხდება ეკლესიების მიმდებარე ტერიტორიების და ქუჩების კურთხევა. წმინდა სამების საკათედრო ტაძარში პარაკლისს გადაიხდის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. 12:00 საათიდან დღის ბოლომდე იქ დაბრძანებული იქნება ჩვენი ერის განსაკუთრებული სიწმინდეები – ღვთისმშობლის მიერ ბოძებული წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი და წმინდა დავით გარეჯელის მადლის ქვა, რათა, როგორც მთელ ოჯახებს, ისე ცალკეულ ადამიანებს მიეცეთ შესაძლებლობა ემთხვიონ მათ.
მისი უწმინდესობის კურთხევაა, ამ დღის აღსანიშნავად ტრადიციად დადგინდეს, რომ მშობლებმა მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატებით დალოცონ თავიანთი შვილები. თითოეული ცალ-ცალკე, ხოლო შვილებმა მშობლებს მიართვან საჩუქრები და ტაძარში დაუნთონ სანთლები. მისი უწმინდესობა კი, როგორც ერის სულიერი მამა, პარაკლისის შემდეგ წაიკითხავს სპეციალურ ლოცვას და დალოცავს ყველა მორწმუნეს. იგივეს აღასრულებენ მღვდელმსახურები თავიანთ ეპარქიებში.
ოჯახის სიწმინდე და სიმტკიცე სახელმწიფოს სიძლიერის საფუძველია. ოჯახის სიწმინდის ხელყოფა და არაბუნებრივი და გაუკუღმართებული ურთიერთობების ბუნებრივ მდგომარეობად გამოცხადება საქართველოში მცხოვრები მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის, განურჩევლად აღმსარებლობისა, სრულიად მიუღებელია. რა თქმა უნდა, იგი მიუღებელია მართლმადიდებელი ეკლესიისთვისაც, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეკლესია ებრძვის თუნდაც ამ ცოდვით დაზიანებულ ადამიანს. პირიქით, იგი ზრუნავს მისთვის და იღწვის მისი გამოსწორებისთვის. ეკლესია ამხელს და ებრძვის თავად ცოდვას, მის საჯარო პროპაგანდას, რათა ასეთი დამოკიდებულება მეტად განარისხებს უფალს და ღვთის დიდ სასჯელს იწვევს, ამიტომაც ცდილობს ჩვენი ეკლესია დაიცვას ერი უზნეობის დაკანონებისა და სულიერი ძალადობისგან.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მორწმუნეთა გარკვეული ჯგუფები და ზოგადად, საზოგადოების ნაწილი ამ დღესთან დაკავშირებით აპირებს ქუჩაში მსვლელობებს. საქართველოს საპატრიარქო პატივისცემით მიმართავს მათ და მოუწოდებს, რომ მსვლელობები იყოს მხოლოდ და მხოლოდ ლოცვითი და მშვიდობიანი, რათა ეკლესია იყო და არის წინააღმდეგი ყოველგვარი ძალადობის", - აცხადებენ საპატრიარქოში.


http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/282063-sapatriarqo-mortsmuneebs-moutsodebs-khvalindeli-msvlelobebi-locvithi-da-mshvidobiani-iyos.html

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: May 30 2014, 01:12 AM

გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ ხმამაღალი სიტყვით არ ისაუბროთ თქვენს სახლებში
გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ ხმამაღალი სიტყვით არ ისაუბროთ თქვენს სახლებში
29.05.2014
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის განცხადებით, თანამედროვე კაცობრიობას სიმშვიდე აკლია. ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებული საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ უწმინდესმა მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართა, დღესასწაული მიულოცა და სიმშვიდისა და სიხარულის შესახებ იქადაგა.
"ამაღლების დღეს ჩვენ ვფიქრობთ იმის შესახებ, რა აკლია კაცობრიობას, რა გვაკლია ჩვენ. ზოგი ფიქრობს მხოლოდ მატერიალურზე, ზოგი - სულიერზე. ჩემი აზრით, ყველაზე მეტად კაცობრიობას აკლია სიმშვიდე და სიხარული", - აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.
უწმინდესმა სახარებიდან ის ადგილი მოიშველია, სადაც საუბარია უფლის ამაღლების შესახებ- იესო ქრისტემ ბეთანიისკენ წაიყვანა მოციქულები, აკურთხა ისინი და ზეცად ამაღლდა. პატრიარქის თქმით, მოციქულები დაბრუნდნენ იერუსალიმში, ერთი მხრივ, მოციქულები დამწუხრებული უნდა ყოფილიყვნენ ამ ფაქტის გამო, რომ მაცხოვარმა ისინი დატოვა, მაგრამ სახარებაში წერია, რომ ისინი დაბრუნდნენ "დიდისა სიხარულითა", რადგან ახსოვდათ უფლის სიტყვები, რომ არასოდეს არ მიატოვებდა მოციქულებს. პატრიარქი მიიჩნევს, რომ უფლის ეს ნათქვამი არა მხოლოდ მოციქულებს, არამედ ჩვენც გვეხება.
"როცა ვამბობთ - "ჩვენთან არს ღმერთი", ამით სწორედ ამას ვაღიარებთ. მადლობა უფალს, რომ ჩვენთან არის ღმერთი და მეორე, რაც აკლია კაცობრიობას, ეს არის სიმშვიდე, გეძლევათ ყველას ლოცვა-კურთხევა, შეინარჩუნოთ სიმშვიდე თქვენს გულებში, თქვენს სულებში, ეს ყველაზე მეტად აკლია კაცობრიობას. შევთხოვ უფალს, მოგვცეს სიმშვიდე. სიმშვიდე თუ იქნება, უფალი ჩვენთან იქნება. ამიტომ, მიმართავდა მოციქულებს უფალი ყოველი შეხვედრისას "მშვიდობა თქვენთანა". როდესაც ადამიანში ღვთის მშვიდობაა, მასში სიყვარული და სიხარულია. სიხარული მოდის იმ ადამიანის გულში, რომელსაც უყვარს სხვა ადამიანი, წამს და უყვარს უფალი. ამიტომ, ეცადეთ, სიმშვიდე იყოს თქვენს სახლებში. გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ ხმამაღალი სიტყვით არ ისაუბროთ თქვენს სახლებში", - აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.
მისივე თქმით, ეს წესი ყველამ უნდა დანერგოს და თუ ვინმე ხმამაღალი სიტყვით მიმართავს, თავად სიმშიდით უპასუხოს. "სადაც სიყვარული არ არის, იქ სიძულვილია", - აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქადაგებისას.

სტატიის ავტორი: admin

http://karibche.ambebi.ge/skhvadaskhva/ambioni/824-gedzlevath-locva-kurthkheva-rom-khmamaghali-sityvith-ar-isaubroth-thqvens-sakhlebshi.html

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jun 10 2014, 07:49 PM

პატრიარქი ბიზნესმენებს თხოვნით მიმართავს, ქვეყნის რაიონების მატერიალური განვითარება თავიანთ თავზე აიღონ
12:37 10-06-2014
პატრიარქი ბიზნესმენებს თხოვნით მიმართავს, ქვეყნის რაიონების მატერიალური განვითარება თავიანთ თავზე აიღონ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ბიზნესმენებს თხოვნით მიმართავს, ქვეყნის რაიონების მატერიალური განვითარება თავიანთ თავზე აიღონ.
აღნიშნულთან დაკავშირებით უწმინდესმა განცხადება დღეს ხევსურეთში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად სტუმრობისას გააკეთა.
უწმინდესმა ბერ-მონაზვნებსაც მიმართა და აღნიშნა, რომ სასაზღვრო რაიონებში ახალი მონასტრები უნდა აშენდეს, რათა ჩვენი საზღვრები გავაძლიეროთ.
"მე ბედნიერი ვარ, რომ დღეს ვიმყოფები ხევსურეთში. ბავშვობიდან მესმოდა ჩემი მშობლებისგან, რომ ხევსურეთი და ხევსურები ეს ისეთი კუთხეა, ისეთი ხალხია, რომელიც იცავს ჩვენს კულტურას, ჩვენს წეს-ადათს და აი, დღეს ჩვენ ვიმყოფებით აქ. ვამაყობ იმით, რომ გვყავს მრავალი თავდადებული და ცნობილი ხევსური ჩვენს ისტორიაში, დღევანდელ დღესაც. მინდა, მივმართო ჩვენ ბერ-მონაზვნობას - სასაზღვრო რაიონებში უნდა შეიქმნას მონასტრები, რომ ჩვენ გავაძლიეროთ და დავიცვათ ჩვენი საზღვრები. მე ასევე მინდა, მივმართო ჩვენს ბიზნესმენებს - ყოველმა ბიზნესმენმა უნდა აიღოს თავის თავზე რომელიმე რაიონი, იქნება ეს მთა თუ არა. მათ უნდა აიღონ თავიანთ თავზე და დაეხმაროს რაიონების მატერიალურ განვითარებას. მე იმედი მაქვს, რომ ყველა ბიზნესმენი შეისმენს ჩემს მოწოდებას და ჩვენი საქართველო იქნება ბედნიერი", - განაცხადა უწმინდესმა.

http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/285556-patriarqi-biznesmenebs-thkhovnith-mimarthavs-qveynis-raionebis-materialuri-ganvithareba-thavianth-thavze-aighon.html

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 9 2014, 11:25 AM

ატრიარქმა საგანმანათლებლო პროექტი "წიგნი ყველა სოფელს" დალოცა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საგანმანათლებლო პროექტი "წიგნი ყველა სოფელს" დალოცა.
"დავითიანის" პრეზიდენტის კოტე სვანაძის განცხადებით, 10 აგვისტოს, სამების საკათედრო ტაძრის ეზოს ესტუმრება "მოსიარულე ბიბლიოთეკა" და ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებობა, ბიბლიოთეკას წიგნი აჩუქოს. მისივე თქმით, "წიგნი ყველა სოფელს" არასამთავრობო, სახელმწიფო, საქართველოს საპატრიარქოს და კერძო სექტორის ერთიანი ძალისხმევით და ორგანიზებით, "სტუდენტური ერთობის" და "წიგნის მეგობრის" ინიციატივით განხორციელდა.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ-ი, ბავშვთა და ახალგაზრდების განვითარების ფონდის, "ვისოლ ჯგუფის", საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა "დავითიანნის", ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის, "პალიტრა L"-ის, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის და ქველმოქმედი საზოგადოების მხარდაჭერით სვანეთის, იმერეთის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და აჭარის სოფლების სასკოლო თუ ცენტრალური ბიბლიოთეკები საჭირო წიგნებით მომარაგდება. კოტე სვანაძის განცხადებით, პროექტი რეგიონული ცენტრებიდან მოშორებით მდებარე სოფლების მოსახლეობაში წიგნის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
"პალიტრა L"-ის წარმომადგენლის, სოფო საყევარიშვილის განმარტებით, "პალიტრა L" აღნიშნულ პროექტში ჩართულია. "მსგავს ინიციატივებში "პალიტრა L" აქტიურად არის ჩართული", - აღნიშნა სოფო საყევარიშვილმა.
"ვისოლის" ვიცეპრეზიდენტის, ლევან ფხაკაძის განცხადებით, პროექტის ფარგლებში 1-ელი აგვისტოდან საზოგადოებას შესაძლებობა აქვს დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში განთავსებულ "ვისოლის" ავტოგასამართ სადგურებზე, სუპერმარკეტების ქსელ "სმარტის" და ამერიკული რესტორნების ქსელ "ვენდის" ვაკისა და რუსთაველის ობიექტებზე მიიტანონ წიგნები.
პროექტი "მოსიარულე ბიბლიოთეკა" სტარტს 14 აგვისტოს აიღებს და პირველად კახეთის რეგიონს ესტუმრება. სრულიად საქართველოს კათალიკოს- პატრიარქის, ილია მეორის შეფასებით, პროექტი საკმაოდ საინტერესოა. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, კარგი იქნება თუ ამ წიგნების შეგროვების პროცესში მუსიკაც ჩაერთვება. მისივე თქმით, სიმღერას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
პატრიარქის განცხადებით, რუსეთში იყო ასეთი ხალხი, მოხეტიალეები, დადიოდნენ სოფლებში და ზოგ შემთხვევაში ეძებდნენ, ზოგ შემთხვევაში კი არიგებდნენ წიგნებს. ამას საკმაოდ დიდი შედეგი მოჰყვა.
"დიდი საქმე გაქვთ წამოწყებული. ჩვენ საპატრიარქოში გვაქვს ზედმეტი წიგნები, ასევე ჟურნალები, რომელსაც ჩვენ გამოვცემთ. ეს საკმაოდ საინტერესო წიგნებია და ჩვენ შეგვიძლია ესენი

გაჩუქოთ. ასევე შეგვიძლია ხალხს მოვუწოდოთ, რომ რაც ზედმეტი წიგნი აქვთ, თქვენ გადმოგცეთ. მაგრამ მარტო ჩუქება არ კმარა, წაკითხვა და განხილვა უნდა ამას", - აღნიშნა პატრიარქმა.
მისივე თქმით, წიგნების კითხვას ახალგაზრდების გონებრივი განვითარებისთვის საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს. "მარტო დარიგება არ კმარა. უნდა მოეწყოს მსჯელობები. აუცილებელია მუსიკა, ქართული საგალობლები, ქართული სიმღერები", - ბრძანა უწმინდესმა.


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/108341-patriarqma-saganmanathleblo-proeqti-qtsigni-yvela-sofelsq-daloca.html#ixzz39sSuPO61

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 14 2014, 07:30 PM

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მრევლს კურთხევა მისცა, რომ საქართველოს გაძლიერებისთვის ღვთისმშობლის ლოცვა "მოწყალებისა კარი განმიღე" დღეში თორმეტჯერ თქვას.
როგორც პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, საქართველო დაცული უნდა იყოს ხილული და უხილავი მტრებისგან. "ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ლოცვა, რომ დაცული იყოს საქართველო ხილული და უხილავი მტრებისგან. ამიტომ, გეძლევათ ლოცვა-კურთეხევა, რომ თქვათ ღვთისმშობლის ლოცვა "მოწყალებისა კარი განმიღე" დღეში თორმეტჯერ", - ბრძანა ილია მეორემ.
მანვე დღევანდელი ქადაგებისას სიკეთისა და ბოროტების გარჩევაზე ისაუბრა. უწმინდესის თქმით, ქართველი ხალხი უკვე გრძნობს და არჩევს სად არის კეთილი და სად არის ბოროტი.
"სახარებაში ვკითხულობთ, რომ სადაც არის საუნჯე შენი, იქ არის გული შენი. ადამიანი უნდა დაფიქრდეს, რა არის საუნჯე და სად უნდა იყოს ჩვენი გული. ეს ცხოვრება ჭრელია. სად არის საუნჯე და სად არ არის, სად არის სიმართლე და სად არის სიყალბე, ძალიან ძნელი გასარჩევია. ამიტომ, ღვთის ძალით და ღვთის მადლით უნდა გაეხსნას ადამიანს გონება, რომ იცნოს სად არის კეთილი და სად არის ბოროტება. ჩვენი ხალხი უკვე გრძნობს და არჩევს სად არის კეთილი და სად არის ბოროტება", - აღნიშნა უწმინდესმა.
https://www.facebook.com/557773954264793/photos/a.557790824263106.1073741828.557773954264793/848085815233604/?type=1&permPage=1

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Dec 14 2014, 09:07 PM

A.V.M

ციტატა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მრევლს კურთხევა მისცა, რომ საქართველოს გაძლიერებისთვის ღვთისმშობლის ლოცვა "მოწყალებისა კარი განმიღე" დღეში თორმეტჯერ თქვას.

თორმეტჯერ მაინდამაინც რატომ? 1 ხელ რომ შევთხოვო და სხვა ლოცვით არ მომისმენს უფალი? და საერთოდ ამდენ ლოცვას რო ვავლენთ ღმერთი რაიმე პრივილეგიას გვანიჭებს? განსაკუთრებულად გვისმენს თუ რას აკეთებს? არაა საკმარისი ერთხელ გაუმხილო რა გინდა? მან ხომ ისედაც იცის შენი საჭიროებები ეს ყველაფერი ამდენჯერ დღეში 12 გზის, 6 გზის ყოველ 3 საათში და ყოველ 2 საათში და ესე გაწერილ არაჯანსაღ ურთიერთობას არამგონია ღმერთი მოითხოვდეს ჩვენგან

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 14 2014, 11:45 PM

sanfol
მთლად პატრიარქსაც ნუ ასწავლი ახლა ,რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან .
ზოგადად კი , კითხვა მაქვს - ,, იესო რომ ამბობს ძალიან ხშირად - ,,ჭეშმარიტად , ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ და.ა.შ.'' რატომ იმეორებს ? პრივილეგიას ანიჭებს საკუთარ სიტყვებს თუ ერთი ნათქვამით არ ესმოდა ხალხს ?


პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Dec 15 2014, 11:38 AM

A.V.M
არ ვიცი ნამდვილად, ჭეშმარიტებას მე გადმოგცემთ ჭეშმარიტადო ამას გულისხმობს ალბათ?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 15 2014, 05:58 PM

sanfol
ჭეშმარიტებას მე ადმოგცემთო კი ამბობს , მაგრამ რომ არ გაემეორებინა (და თან რამდენიმეჯერ) არ შეეძლო ? სხვა აზრი გამოვიდოდა ?

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Dec 15 2014, 06:19 PM

A.V.M
გურამ გურამ მაგით რისი თქმა გინდა? აჰა გავიმეორე 2-ჯერ მაგრამ რა ამით?

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Dec 24 2014, 03:14 PM

A.V.M
ღვთისმოსავი არის ის, ვინც გამოხატავს ღრმა პატავისცემას ღვთისადმი. თუმცა მაშინ, როცა ზოგიერთი ღვთისმოსავი თითქოს თაყვანს სცემს ღმერთს, სინამდვილეში არ სწამს და მხოლოდ მორწმუნესავით იქცევა. ზოგჯერ ღვთისმოსავი ადამიანები ცდილობენ, დაუდგინონ სხვადასხვა წესები და წესდება სხვებს, როგორ იცხოვრონ და თაყვანი სცენ ღმერთს. მაგრამ ღმერთს არ სურს ეს. წაიკითხეთ ზოგიერთი ღვთისმოსავის შესახებ. კოლ. 2:18,23

http://qristianuli.wordpress.com/bibliis-leqsikoni/

ასეთი რამ წავიკითხე

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 24 2014, 10:32 PM

sanfol
მოკლედ . თითქმის ნებისმიერ ქმედებას ეკლესიაში თავისი პრაქტიკული და სიმბოლური დანიშნულება აქვს . როდესაც რაიმე წნადადება (ვთქვათ ,, უფალო შეგვიწყალენ'' )ითქმება სამჯერ , წმიდა სამების პირთა რაოდენობას ვიხსენებთ .
-როდესაც სხვა რამ ითქმება 9 ჯერ , ვიხსენებთ ანგელოზთა 9 დასს .
-როდესაც 12-ჯერ , სიმბოლურად ვუკავშირებთ (ან უნდა დავუკავშირთ) ჩვენი აზროვნება - ქრისტეს 12 მოციქულს ; წელიწადის 12 თვეს, რომელიც უფალმა მოგვცა .
-როდესაც 40 ჯერ , მაშინ გვახსენდება იესოს 40 დღიანი მარხვა .
და.ა.შ.
გარდა ამისა , ჩვენი გაფანტულობის გამო , როდესაც რაღაცას ვამბობთ (ვთქვათ ,,უფალო შეგვიწყალენ'') , შეიძლება საერთოდ სხვა რამეზე ვფიქრობდეთ და რაც უფრო მეტჯერ წარმოვთქვამთ ლოცვას , უფრო მეტი შანსია იმისა , რომ ლოცვას დავუბრუნდეთ გონებით .

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Dec 25 2014, 10:20 AM

A.V.M
რა თქმა უნდა ეს ჩვენ გვჭირდება ისევ და ისევ, მაგრამ როცა ადამიანი იძულებით წაიკითხავს რაიმე ლოცვას რამდენჯერმე, რომ "გეგმა" შეასრულოს დღის განმავლობაში არ ვიცი ერთხელაც ვერ იქნება კარგ ფიზიკურ მზადყოფნაში და უგულო ლოცვა შემოუტრიალდება ცუდად, თუ ვცდები და ლოცვა ყოველთვის კარგია?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 25 2014, 09:32 PM

sanfol
რას ეძახი იძულებას ?

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Dec 26 2014, 12:13 PM

A.V.M
სხეულის იძულებას თუ განწყობაზე არაა

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 26 2014, 01:21 PM

წმ.წერილში რომ წერია - ,,სასუფეველი ცათა იიძულების'' - რას ნიშნავს ?

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Dec 26 2014, 02:17 PM

A.V.M

ციტატა
წმ.წერილში რომ წერია - ,,სასუფეველი ცათა იიძულების'' - რას ნიშნავს ?

....ეს ნიშნავს შევმუსრავდეთ მისი სახელით მოსიტყვეს, ვივიწყებდეთ იმას, რომ ცათა სასუფეველი იიძულების და რომელთა აიძულონ, მათ მიიტაცონ და დაიმკვიდრონ იგი; ანუ ეს ნიშნავს ნამდვილად კი არ გვსურდეს ცხოვნება, არამედ მხოლოდ ვოცნებობდეთ მასზე. ამ შემთხვევაში ამაო იქნება ჩვენი ყველა ლოცვა-ვედრება, აღსრულებულნი ოდენ ჩვეულებით, გულმოდგინების გარეშე; უსარგებლო იქნება ჩვენი დგომანიც ლოცვად ეკლესიაში და მარხვანიც. ჭეშმარიტად, რომ ეს - ასეა ნამდვილად! რომელსა ჰქონან ყურნი სმენად, ისმინენ თავისი ცხოვნებისათვის, რამეთუ, აი, რას გვეუბნება ყოველთა მსაჯული: „რომელმან შეურაცხ-მყოს და არა შეიწყნარნეს სიტყვანი ჩემნი, აქუს მსაჯული თვისი. სიტყვასა რომელსა ვიტყოდე, მან საჯოს იგი უკუნაისკნელსა დღესა“ (იოანე 12,48). მცონართათვის არ იქნება განმართლება, რადგან შეუძლებელს არავისგან არ ითხოვენ. - See more at: http://www.orthodoxy.ge/tserili/diachenko/gvt_shoba.htm#sthash.vy5u9BMY.dpuf

ასეთი რამ წავიკითხე მაგ კიოთხვაზე და მაინც ვერ გავიგე რა წერია განმარტების განმარტება თუ შეიძლება იიქნებ გონება მეც გამეხსნას

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 1 2015, 01:57 AM

sanfol

ციტატა
ასეთი რამ წავიკითხე მაგ კიოთხვაზე და მაინც ვერ გავიგე რა წერია განმარტების განმარტება თუ შეიძლება იიქნებ გონება მეც გამეხსნას

თან არ იცი და თან გვეუბნები რომ არ შეიძლება ? უცნაურად არ გეჩვენება ?

სანამ შენ ამაზე დაფიქრდები თემის ,, დინებას'' გავაგრძელებ :

პატრიარქის კურთხევით, მრევლს 1 იანვარს თევზის მიღება შეეძლება
15:19 2014-12-31

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, ახალი წლის დადგომამდე და 1 იანვარს მრევლს თევზის მიღება შეეძლება.

„ვინაიდან 2 იანვარი პარასკევია, 2 იანვარს მმარხველებისთვის თევზის მიღებაზე კურთხევა არ არის“, - აცხადებენ საპატრიარქოში.

საშობაო მარხვა წელს 28 ნოემბრიდან დაიწყო და 7 იანვარს, უფლის შობის დღესასწაულზე დასრულდება.

მორწმუნეებს 25 დეკემბრამდე, ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, თევზის მიღება შეეძლოთ. 2-დან 7 იანვრამდე მარხვა ჩვეულებრივ გაგრძელდება.
http://www.newposts.ge/?l=G&id=60629-%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A5%E1%83%98%2C+%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%95%E1%83%90%2C+%E1%83%97%E1%83%94%E1%83%95%E1%83%96%E1%83%98

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Jan 1 2015, 03:30 PM

A.V.M

ციტატა
თან არ იცი და თან გვეუბნები რომ არ შეიძლება ? უცნაურად არ გეჩვენება ?
სანამ შენ ამაზე დაფიქრდები თემის ,, დინებას'' გავაგრძელებ :

ძნელად წარმომიდგენია ეგეთი რაღაცა, მაშინ ქრისტე საერთოდ საჭირო არ იქნებოდა თუ გულით არ მივუდექით საკითხს, ყველა ასრულებდა მაგ წესებს მანამდე არ ლოცულობდნენ თუ რა? ფარისევლების ერთ-ერთი სახე იყო ზედმიწევნით შესრულება ყველაფრის მიუხედავად იმისა ცუდად იყვნენ კარგად მკვდრები თუ რა აღარ, თუ ადამიანის განწყობილება არაა მიმართული რაღაცის კეთებისაკენ ძალით რომ გააკეთოს მიიღებს მას ღმერთი? თუ გინდა მოვიყვან ციტატებს სახარებიდან, მაგრამ რა აზრი აქვს ძალით მიიტაცებისო სასუფეველი და ამიხსენი ვერ გავიგე ყველაფერი თუ ძალისმიერად ხდება რა აზრი აქვს ან სიყვარულს რაზეც პავლე საუბრობდა ან იმედს ან რწმენას? რობოტებივით რომ ყველაფერი შევასრულოთ მიგვიღებს ღმერთი? აქ ლაპარაკი არაა მარტო მიღებაზე მე ვფიქრობ უარესს ვაკეთებთ ამით თუ არაცნობიერად ვაკეთებთ რამეს. მითხარი ამიხსენი ვერ ვგებულობ დამეხმარე მიშველე მეტი როგორღა გთხოვო?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 27 2015, 10:09 PM

sanfol
თუ შეიძლება კონკრეტული კითხვა დამიწერე , რაზეც უნდა გიპასუხო .

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Feb 27 2015, 10:20 PM

A.V.M
რა სურს ღმერთს ჩვენგან? როგორც არ უნდა ვიყოთ ვილოცოთ საჭირო დროს და საჭირო ადგილას? აი მაგალითად ხო არის, რომ ზიარებას არ უნდა მიეახლო თუ მზად არ ხარ იმიტომ, რომ უარესს დამართებ შენ თავს და თუ ამჩნევ რომ ვერ ილოცებ სათანადოდ მაგით უარესს არ აკეთებ ვიდრე კარგს? არაფერი რო არ იყოს კიდე რა უჭირს ხო შეიძლება ღმერთმა დაგსაჯოს უგულო და უსულო ლოცვისთვის?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Mar 2 2015, 09:57 AM

ციტატა
რა სურს ღმერთს ჩვენგან?

ჩვენი ცხონება
ციტატა
როგორც არ უნდა ვიყოთ ვილოცოთ საჭირო დროს და საჭირო ადგილას?

ვერ გავიგე
ციტატა
ი მაგალითად ხო არის, რომ ზიარებას არ უნდა მიეახლო თუ მზად არ ხარ იმიტომ, რომ უარესს დამართებ შენ თავს და თუ ამჩნევ რომ ვერ ილოცებ სათანადოდ მაგით უარესს არ აკეთებ ვიდრე კარგს?

ამ შემთხვევაში ასეა თუ უბრალოდ სიტყვებს იძახი და არანაირი სულიერი კავშირი არ გაქვს, ამაო მეტყველებაში ვარდები რაც ცოდვაა და ლოცვისა და ღმერთთან საუბრის მაგივრად სცოდავ.
ციტატა
არაფერი რო არ იყოს კიდე რა უჭირს ხო შეიძლება ღმერთმა დაგსაჯოს უგულო და უსულო ლოცვისთვის?

ამ კითხვის პასუხი არის სინანული და უფლისთვის პატიების თხოვნა საკუთარი ცოდვებისთვის. არა მარტო ამისთვის სხვა ბევრი ცოდვის გამო შეიძLება ადამიანი დაისაჯოს.

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Mar 2 2015, 01:25 PM

G_saxva

ციტატა
ამ შემთხვევაში ასეა თუ უბრალოდ სიტყვებს იძახი და არანაირი სულიერი კავშირი არ გაქვს, ამაო მეტყველებაში ვარდები რაც ცოდვაა და ლოცვისა და ღმერთთან საუბრის მაგივრად სცოდავ.

მადლობა მეც ეს მაინტერესებდა, გურამმა კიდე მცონარებისთვის გამართლება არ არისო

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 7 2015, 10:53 PM

ციტატა
აი მაგალითად ხო არის, რომ ზიარებას არ უნდა მიეახლო თუ მზად არ ხარ იმიტომ

როდესმე შეიძლება ადამიანი მზად იყოს ზიარების მისაღებად? (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით)

ციტატა
შენ თავს და თუ ამჩნევ რომ ვერ ილოცებ სათანადოდ მაგით უარესს არ აკეთებ ვიდრე კარგს?

ვერ გავიგე . ზოგადად , შეიძლება ცალკეულ გამონაკლისებშI ფიზიკურად დაღლილი იყო და ლოცვა არ შეგეძლოს . ასეთ დროს , კიდევ შეიძლება ვთქვათ რომ ვერ ილოცე,მაგრამ ზოგადად ლოცვა ეს არის პროცესი,რომელიც მუდმივად უნდა წარემატებოდეს . ე.ი. მუდმივად წინ მიდიოდეს ადამიანი და მასში წინწასვლა შეუძლებელია ულოცველად.

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Mar 7 2015, 10:59 PM

A.V.M

ციტატა
როდესმე შეიძლება ადამიანი მზად იყოს ზიარების მისაღებად? (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით)

ხო ნუ ალბათ არა
ციტატა
ვერ გავიგე . ზოგადად , შეიძლება ცალკეულ გამონაკლისებშI ფიზიკურად დაღლილი იყო და ლოცვა არ შეგეძლოს . ასეთ დროს , კიდევ შეიძლება ვთქვათ რომ ვერ ილოცე,მაგრამ ზოგადად ლოცვა ეს არის პროცესი,რომელიც მუდმივად უნდა წარემატებოდეს . ე.ი. მუდმივად წინ მიდიოდეს ადამიანი და მასში წინწასვლა შეუძლებელია ულოცველად.

გიორგის არ ეთანხმები ზემოთა პოსტში?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 7 2015, 11:04 PM


ციტატა
გიორგის არ ეთანხმები ზემოთა პოსტში?

ჯერ მითხარი ეს რას ნიშნავს :
ციტატა
გურამმა კიდე მცონარებისთვის გამართლება არ არისო

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Mar 7 2015, 11:17 PM

A.V.M
შენ ხომ მითხარი სასუფეველი ცათა იიძულებისო და უნდა ვაიძულოთ ჩვენი თავი ილოცოსო, თუ არასწორად გავიგე?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 7 2015, 11:19 PM

sanfol

ციტატა
შენ ხომ მითხარი სასუფეველი ცათა იიძულებისო და უნდა ვაიძულოთ ჩვენი თავი ილოცოსო, თუ არასწორად გავიგე?

მაგას მე კი არა , სახარება გასწავლის.
მთავარია სიტყვა-,,იძულებას'' როგორ გაიგებ.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 4 2015, 07:45 PM

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მანქანის მძღოლებს მოუწოდა, როდესაც მათთან ახლოს სხვა მანქანა გაჩერდება, მათ მიესალმონ. როგორც ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას განაცხადა, ამით ადამიანები ერთმანეთს სიხარულს მოუტანენ. „ყოველი ადამიანი უნდა იყოს მახარებელი, სხვა ადამიანის გამხარებელი. პავლე მოციქული ამბობს: ურთიერთსიმძიმე იტვირთეთ და ერთად აღასრულეთ რჯული იგი ქრისტესი. აი, ეს არის ჩვენი მთავარი მისია. ამ წლების განმავლობაში და ჯერ კიდევ ბავშვობაში მე მუდამ მქონდა სურვილი, რომ სიხარული მომეტანა სხვებისთვის – მშობლებისთვის, და-ძმებისთვის, ნათესავებისთვის, ნაცნობებისთვის და ღვთის წყალობით, მე ამას ვაკეთებდი. მე მინდა, რომ ეს წესი შემოვიდეს ჩვენთან - ვისაც გყავთ მანქანა და ახლოს გაჩერდება სხვა მანქანა, მიესალმეთ და ამით თქვენ მოუტანთ სიხარულს. სიხარული არის შედეგი სიყვარულისა’’ - განაცხადა ილია მეორემ.
https://ici.ge/news/visac-gyavt-manqana-da-axlos-gacerdeba-sxva-manqana--miesalmet---patriarqi.html

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 10 2015, 10:06 PM

პატრიარქმა მრევლს მიმართა, 21 სექტემბერს, 12:00 საათზე ერთობლივად ილოცონ
10:12 20-09-2014
პატრიარქმა მრევლს მიმართა, 21 სექტემბერს, 12:00 საათზე ერთობლივად ილოცონ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ერს 21 სექტემბერს ერთობლივი ლოცვის კურთხევას აძლევს, - ამის შესახებ საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამია.
განცხადების ტექსტი საპატრტიარქოში ჟურნალისტებს გუშინ საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა დავით შარაშენიძემ გააცნო. მასში აღნიშნულია, რომ უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევაა, 21 სექტემბერს, 12:00 საათზე სრულიად საქართველომ ერთობლივი ლოცვით მიმართოს თავის მფარველს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ქვეყნის კეთილდღეობისთვის.
"უნდა ავანთოთ სანთელი და სამჯერ ვთქვათ შემდეგი ლოცვა: "მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთაისაი. ამინ!". ვინც ამ დროს არ იმყოფება ტაძარში, მას შეუძლია ლოცვა თქვას სახლშიც, ქუჩაშიც, ტრანსპორტშიც და საერთოდ ნებისმიერ ადგილზე. მთავარია, ყველამ, როგორც ახალგაზრდამ, ისე ასაკოვანმაც და ბავშვმაც ერთდროულად შევთხოვოთ ყოვლადწმინდა მარიამს, ჩვენი სამშობლოსა და თითოეული ჩვენთაგანის მფარველობა და შეწევნა. ერთობლივ ლოცვას დიდი ძალა აქვს", - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.
21 სექტემბერს მართლმადიდებელი სამყარო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღეს აღნიშნავს. ეს დღე, ისევე, როგორც ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული, განსაკუთრებული მნიშვნელობისაა.

http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/297813-patriarqma-mrevls-mimartha-21-seqtembers-1200-saathze-erthoblivad-ilocon.html?ar=A

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 14 2015, 11:31 PM

პატრიარქმა მრევლს მიმართა, 21 სექტემბერს, 12:00 საათზე ერთობლივად ილოცონ
10:12 20-09-2014
პატრიარქმა მრევლს მიმართა, 21 სექტემბერს, 12:00 საათზე ერთობლივად ილოცონ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ერს 21 სექტემბერს ერთობლივი ლოცვის კურთხევას აძლევს, - ამის შესახებ საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამია.
განცხადების ტექსტი საპატრტიარქოში ჟურნალისტებს გუშინ საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა დავით შარაშენიძემ გააცნო. მასში აღნიშნულია, რომ უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევაა, 21 სექტემბერს, 12:00 საათზე სრულიად საქართველომ ერთობლივი ლოცვით მიმართოს თავის მფარველს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ქვეყნის კეთილდღეობისთვის.
"უნდა ავანთოთ სანთელი და სამჯერ ვთქვათ შემდეგი ლოცვა: "მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთაისაი. ამინ!". ვინც ამ დროს არ იმყოფება ტაძარში, მას შეუძლია ლოცვა თქვას სახლშიც, ქუჩაშიც, ტრანსპორტშიც და საერთოდ ნებისმიერ ადგილზე. მთავარია, ყველამ, როგორც ახალგაზრდამ, ისე ასაკოვანმაც და ბავშვმაც ერთდროულად შევთხოვოთ ყოვლადწმინდა მარიამს, ჩვენი სამშობლოსა და თითოეული ჩვენთაგანის მფარველობა და შეწევნა. ერთობლივ ლოცვას დიდი ძალა აქვს", - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.
21 სექტემბერს მართლმადიდებელი სამყარო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღეს აღნიშნავს. ეს დღე, ისევე, როგორც ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული, განსაკუთრებული მნიშვნელობისაა.

http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/297813-patriarqma-mrevls-mimartha-21-seqtembers-1200-saathze-erthoblivad-ilocon.html?ar=A

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 21 2015, 01:11 AM

ღმერთმა ინებოს, რომ ვინც არის ტანჯულთა სულები, მთავარანგელოზმა მიქაელმა ამოიყვანოს თავისი დიდი წყალობით და სიყვარულით, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პარტიარქმა ილია მეორემ თბილისში, უზნაძის ქუჩაზე არსებულ წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარში ბრძანამ, სადაც პარაკლისი მიმდინარეობს. პატრიარქმა მრევლს კურთხევა მისცა, წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის მფარველობისათვის საცხოვრებელი სახლის კუთხეებში მთავარანგელოზ მიქაელის სახელი დააწერონ.

"ღმერთმა ინებოს, რომ ვინც არის ტანჯულთა სულები, მთავარანგელოზმა მიქაელმა ამოიყვანოს თავისი დიდი წყალობით და სიყვარულით. ალექსანდრიის პატრიარქი ამბობს, რომ მთავარანგელოზმა ადამიანი ხილული და უხილავი მტრებისგან რომ დაიცვას, სახლის კუთხეებში მთავარანგელოზის სახელი უნდა დააწეროს. გაძლევთ ლოცვა-კურთხევას, სახლის კუთხეებში დააწეროთ მთავარანგელოზ მიქაელის სახელი", - ბრძანა ილია მეორემ.

წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარში პარაკლისის დაწყებამდე უწმინდესმა მრევლს მთავარანგელოზ მიქაელის დღესასწაული მიულოცა, ქადაგებით მიმართა.

პატრიარქმა განმარტა, რომ ალექსანდრიის პატრიარქის გადმოცემით ამ დღეს მთავარანგელოზი მიქაელი ჯოჯოხეთში ჩადის და ფრთებით ადამიანთა სულები ამოყავს.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)