***
მეც ვულოცავ ჩემს კეთილ პატრიარქს ანგელოზის დღეს. ჰფარავდეს და შეეწიოს წმინდა სამების მადლი.
თქვენო უწმინდესობავ, ვემთხვევი თქვენს ნაკვალევს ქრისტეში!
ვუერთდები მოლოცვებს!
ღმერთმა ჯანმრთელობა და დღეგრძელობა მიანიჭოს ჩვენს საყვარელ პატრიარქს. კიდევ მრავალი წელი არ მოგვკლებოდეს მისი მამობრივი ლოცვა-კურთხევა!
პატრიარქს დაგვიანებით ვულოცავ ანგელოზის დღეს, ღმერთმა ამსგავსოს ანგელოზს
პატარა ფოტოა, მაგრამ ძალიან მოყვარს ეს ფოტო
დიდება უფალს!
მეც ვუერთდები მილოცვას დალოცოს უფალმა ჩვენი პატრიარქი
მეც ვუერთდები მილოცვას დალოცოს უფალმა ჩვენი პატრიარქი
ღმერთმა გააძლიეროს ჩვენი პატრიარქი
ღმერთმა მისცეს ძალა და გააძლიეროს და დიდხანს იცოცხლოს
რაღა დროს მილოცვებია
მივულოცოთ მის უწმინდესობას აღსაყდრებიდან 29-ე წლისთავი.
ღმერთმა მადლი შემატოს, გააძლიეროს ჩვენი პატრიარქი ჩვენი ერის და ეკლესიის საკეთილდღეოდ!
მართლაც თამარ ვუერთდები შენ მილოცვას და ვულოცავ უწმინდეს ამ დღეს გააძლიეროს და დაიცვას უფალმა!
ვულოცავ,პატრიარქს ინტრონიზაციის 29-ე წლისთავს!
ღმერთმა დღეგრძელი და ჯანმრთელი ამყოფოს ჩვენი საყვარელი პატრიარქი!
კეთილდღეობითნი და მშვიდობითნი ცხოვრება, სიმრთელე, ყოველსა შინა კეთილწარმატება, ხოლო მტერთა ზედა ძლევაი და გამარჯუებაი მოანიჭე უფალო, უწმიდესსა და უნეტარესსა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, დიდსა მეუფესა მამასა ჩვენსა ი ლ ი ა ს, და დაიცევ იგი მრავალსა წელსა მრავალჟამიერ!!!
მეც ვულოცავ, ღმერთმა გაახაროს და დიდხანს აცოცხლოს ჩვენი პატრიარქი.
ღმერთმა მომცეს ძალა, რომ მის წმინდა გულს მოვეფერო...
ჩვენი ეკლესიის მწყემსმთავარს და მართლაც არაჩვეულებრივ პიროვნებას, ჰუმანისტს, ღვთისმეტყველს და მსოფლიოში ცნობილ კათოლიკოს-პატრიარქს ჩვენი გულითადი მილოცვა!
ღმერთმა გააძლიეროს პატრიარქი და კიდევ მრავალი ასეთი მილოცვა ყოფილიყოს მის სახელზე.
[quote name='კანონისტი' date='Dec 25 2006, 05:24 PM' post='30227']
კეთილდღეობითნი და მშვიდობითნი ცხოვრება, სიმრთელე, ყოველსა შინა კეთილწარმატება, ხოლო მტერთა ზედა ძლევაი და გამარჯუებაი მოანიჭე უფალო, უწმიდესსა და უნეტარესსა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, დიდსა მეუფესა მამასა ჩვენსა ი ლ ი ა ს, და დაიცევ იგი მრავალსა წელსა მრავალჟამიერ!!!
[/quote]
ამინ!
ადამიანი რომელიც ამდენ სიყვარულს იტევს, ანგელოზია...
ღმერთმა ნუ მოუშალოს მისი ლოცვა სრულიად სქართველოს,
და ისეთები ვყოFილიყავით და ისე გვეცხივროს, როგორც მას სურს
ღმერთო აცოცხლე პატრიარქი...
გუშინ დროებას ვუყურე და რომ იცოდეთ როგორ ვინატრე ისევ ახალგაზრდა ყოფილიყო...
ღმერთმა დალოცოს და აცოცხლოს პირნათლად, როგორც აქამდე საქართველოსა და ქართველთა მეოხად...
ძალიან ძალიან გვიან, მაგრამ ძალიან დიდი სიყვარულით ვულოცავ პატრიარქს, ღმმერთმა დღეგრძელობა, მხნეობა მიანიჭოს და გააძლიეროს
...
ღმერთმა გააძლიეროს!
მადლობელი ვარ უფლისა _ მის გამო!
...
ჩვენს საყვარელ პატრიარქს დაბადების დღეს ვულოცავ!
ღმერთმა ბედნიერი და დღეგრძელი სიცოცხლე მისცეს მის სადიდებლად და ქართველი ერის იმედად!
ღმერთმა გვიცოცხლოს ჩვენი საყვარელი პატრიარიქი დიიიდ ხანს!!
დღეს უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქ ილა II-ს დაბადების დღე აქვს, ვუსურვებ დიდხანს სიცოცხლეს და გაბწყინებულ-აყვავებული ეკლესიის მწყემსვას!
მრავალჟამიერ დიდო მეუფეო!
მთელი გულით ვულოცავ, ღმერთმა გაახაროს და დიდხანს აცოცხლოს
დღეგრძელობა და დიდხანს სიცოცხლე ჩვენს უწმინდესსა.... მრავალჯამიერ....
დალოცოს და ხნეობა მისცეს უფალმა !
უფალმა გაახაროს და გააძლიერეოს. ძალიან მიყვარს
ღმერთმა ადღეგრძელოს.
დიდი სიყვარულთ ვულოცავ უწმინდესს დაბადების დღეს... დღეგრძელობა მისცეს უფალმა, გააძლიეროს, და შეუმსუბუქოს ჩვენი ცოდვებით გამოწვეული ტკივილი...
არ ვიცი როგორ შეიძლება ვინმეს არ უყვარდეს.... თვითონ სიყვარული...
ვუერთდები მილოცვებს.
ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს პატრიარქი ჩვენი ერისა და ეკლესიის სანუგეშოდ.
ღმერთმა გვიცოცხლოს პატრიარქი! ივერიის გადარჩენას და გაბრწყინებას დაასწროს უფალმა ჩვენთან ერთად.
ღმერთო გააძლიერე, გვიმყოფე და შეიწყნარე...
როგორ შემეძლო არ მყვარებოდა არ ვიცი.
როცა ახლოდან ვნახე, იმხელა მადლი აქვს, ცრემლები ღვარად ჩამომდიოდა და მე თვითონაც ვერ ვხვდებოდი რა მჭირდა...
ღმერთმა დრეგრძელობა და ჯანმრთელობა მისცეს ჩვენს პატრიარქს, ვულოცავ დაბადების დღეს
ღმერთმა მრავალჟამიერი მისცეს ჩვენს უწმინდესს ვულოცავ
ღმერთმა ადღეგრძელოს ჩვენი პატრიარქი, ვულოცავ..
ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი
გღეგრძელი ამყოფოს უფალმა ჩვენი უსაყვარლესი პატრიარქი
ღმერთმა დალოცოს და დიდხანს გვიმყოფოს მისი თავი მის სამწყოს
ვულოცავ უწმინდეს დაბადების დღეს მრავალს დაასწროს და გააძლიეროს უფალმა
ღმერთმა დღეგრძელი ამყოფოს ჩვენი პატრიარქი. ვულოცავ დაბადების დღეს
ვულოცავ ჩვენს პატრიარქს, ღმერთმა გააძლიეროს და დიდხანს გვიცოცხლოს.
ვულოცავ ჩვენს პატრიარქს დაბადების დღეს,ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს. მართლაც იშვიათი ადამიანია. ნეტავ ყველას ყავდეს ჩვენნაირი პატრიარქი
მეც ვულოცავ ჩვენს პატრიარქს, ჩვენს მანათობელ ლამპარს და ვუსურვებ ჯანმრთელობას, რომ კიდევ დიდხანს გაუნათოს ქართველ ერს უფლისაკენ მიმავალი გზა... ძალიან მიყვარს....ცოცხალი წმინდანია
დიდი სიყვარულით და მოწიწებით ვუერთდები თქვენს მილოცვებს.
ღმერთმა ჯანმრთელი და დღეგრძელი გვიმყოფოს.
ის მართლაც ერთად ერთი და განსაკუთრებულია. თამამად ვიტყვი , რომ ჩვენნაირი პატრიარქი არავის არ ყავს და ბედნიერები ვართ რომ ამ დროს მოვესწარით და ამ პერიოდში ვცხოვრობთ მისი ფრთების ქვეშ.
სიტყვები არ მყოფნის იმ სიყვარულის გამოსახატად რომელიც მის მიმართ მაქვს.
ღმერთმა კიდევ მეტი ძალა მისცეს, დაიფაროს და გვიდღეგრძელოს უწმინდესი.
მეც გიერთდებით ხალხნო მართლაც რომ სასწაული პიროვნებაა ჩვენი უწმინდესი ვაი როგორ პატივს ვცემ და როგორ მიყვარს დიდება მას გააძლიეროს ღმერთმა და დიდ ხანს სიცოცხლე მართლაც რომ სამაგალითო პიროვნებაა ჩვენთვის ყველასთვის
მე როგორც ყოველთვის დაგვვიანებით, მაგრამ განსაკუთრებული სიყვარულით ვულოცავ უწმინდესს დაბადების დღეს, ღმერთმა დღეგრძელი გვიმყოფოს და გააძლიეროს.
მოგვიანებით ვულოცავ ჩვენს უწმინდეს უნეტარეს დაბადების დღეს! ვუსურვებ ჯანმრთელობას და ხანგრძლივ სიცოცხლეს მართლმადიდებლური ქართველი ერის საიმედოდ, მართლაც საოცარი ადამიანია ჩვენი პატრიარქი.
გააძლიეროს უფალმა და დედა ღვთისმშობელმა
მეც ვუერთდები თქვენს მილოცვებს. ვულოცავ პატრიარქს დაბადების დღეს! დიდხანს სიცოცხლესა და ბედნიერებას ვუსურვებ! უწმიდესი მაშინ იქნება ბედნიერი როცა ჩვენ ვისწავლით მის მორჩილებას და შემდგომ უკვე მასთან ერთად გავალთ სამშვიდობოზე!
გადაცემა პატრიარქზე დროებაში http://imedinews.ge/ge/droeba/2006-12-24/32
ჯვარის მტვირთველო,
ქართველი ერის,
ღმერთმა ინებოს
სიცოცხლე შენი
დიდო მეუფევ
და მწყემსმთავარო,
ნათელი ზეცით
გარდმომავალო
ლოცვით შევვერდოთ
ღვთისმშობელ დედას
შენი სიცოცხლე
დიდება შენდა!
Мой Патриарх
В краю полнощном, краю северном,
Христа Спасителя молю
За Архипастыря Иверии,
За Патриарха Илию.
Мой Патриарх, мой Патриарх,
О, сколько скорби, сколько раз,
Ты вынес на своих плечах
За свой народ, за грешных нас.
Твои слова, живые, вечные,
В душе родили токи слез,
Храню их как дары сердечные
В краю заснеженных берёз.
В твоих глазах ещё увижу ли
Я свет Божественной любви,
И вновь перед твоим величием
Склонюсь смиренно до земли.
Но если уж не судит мне Господь
Увидеть Иверской дали,
Прими, отец, от дщери верныя
Поклон из Русской земли.
Мой Патриарх, мой Патриарх,
Да слышит Бог твои мольбы,
Твоей молитвою святой
Управ пути моей судьбы.
Твоей молитвою святой
Упраь Иверии судьбы!
Автора не знаю.
Маиа
მადლობა უფალს, რომ ასეთი რუსებიც მრავლად არიან!
დაგვიანებით ვუერთსები ყველა მილოცვას, ჩვენი პატრიარქი ღმერთმა დალოცოს
ვუერთდები მილოცვებს.
უფალმა დალოცოს ჩვენი პატრიარქი!!!
ვულცავთ ილიაობას მის უწმიდესობას და უნეტარესობას.ირლანდია
ვულოცავ! უფალმა დალოცოს.
ვუერთდები მილოცვას,ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს ჩვენი პატრიარქი!
ახლა გამახსენდა უწმიდესისა და უნეტარესის სიტყვები,შეიძლება ზუსტად ვერ გადმოვცე და ამიტომ პატიებას გთხოვთ: ჩემი პატრიარქობა იყო მზიანი ღამე.იგი ახლაც გრძელდება,მაგრამ მალე გათენდება.
მეც გულითადად ვულოცავ უწმიდესსა და უნეტარეს დიდსა მეუფეს მამასა ჩვენს ილიას ანგელოზის დღეს,ვუსურვებ ღვთის წყალობას და დიდხანს სიცოცხლეს,მრავალსა წელსა მრავალ ჟამიერ!
მიმაგრებული სურათ(ებ)ის ესკიზ(ებ)ი
აქაც ვულოცავ ჩემ უწმიდეს დღევანდელ დღეს!
დღეგრძელობას, ჯანრთელობას და სულიერ სიძლიერეს ვუსურვებ!
უწმიდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ვულოცავ დღევანდელ დღეს.
ჯანმრთელობა,სიხარული,დღეგრძე
ლობა და სულიერი სიმშვიდე არ მოჰკლებოდეს მთელი ცხოვრების მანძილზე ...
ვულოცავ უწმინდესობას ჯამათელობა და დაღგძელობა არმოკლებოდეს
მეც ვულოცავ
უფალმა გააძლიეროს!!!
დიდხანს ყოფილიყოს ქართველი ერის სულიერი მამა
ღმერთმა გააძლიეროს ჩვენი პატრიარქი და მისი ლოცვა კურთხევა შეგვეწიოს!
ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს ჩვენი უწმინდესი 2007 წლის 4 იანვარს იგი ხდება 75 წლის
თქვენო უწმინდესობავ, გილოცავთ ანგელოზის დღეს.
ღმერთმა მხნეობა და ჯანი არ მოგაკლოთ!
თქვენ სამწყსოს არ მოკლებოდეს თქვენი ხელებით გამოსახული ჯვრიდან გარდამომავალი მადლი, თქვენ კი სამწყსოს მიერ მადლის მიღების სიხარული!
გილოცავთ!
გილოცავთ
უფალმა დიდ ხანს გაცოცხლოთ და მოგასწროთ ღვთის მადლითა რწმენით, გასხივოსნებულ, გამარჯვებულ საქართველოს!
ვულოცავ ჩვენს სულიერ მამას! ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ
ვულოცავ უწმინდესს! მრავალჟამიერ...
ულოცავ უწმინდესს ანგელოზის დღესასწაულს, უსურვებ მისი მადლი არ მოკლებოდეს საქართველოს მაართლმადიდებლურ სამწყსოს და ასე როგორც დღეს, ნათელი კელაპტარივით ეგრძნოს მსოფლიოს მისი სიბრძნე.
ერთი ცოდვილი, მონა ღვთისა აბო.
მეც ვუერთდები მილოცვას. მიცი ლოცვა კურთხევა შეეწიოს სამშობლოს.
ვულოცავ უწმინდესსა და უნეტარესს.
მისი ლოცვის ძალა გვეწეოდეს.
უფალმა დიდხანს და ბედნიერად გვიყმყოფოს ჩვენი სულიერი მამა, რწმენისა და სამშობლოს სადარაჯოზე.
ვულოცავ მის უწმინდესობას ანგელოზის დღეს
ვუსურვებ დიდხანს სიცოცხლეს და ჯანის სიმრთელეს
ჩვენი ერის და ქვეყნის გადასარჩენად...
"ჯვარისმტვირთველო ქართველი ერის
დღეგრძელი იყავ მრავალი წელი"
ვულოცავ უწმინდესს მისი ანგელოზის დღეს!
ღმერთმა დიდხანს გვაჩუქოს თქვენი თავი მიწაზე, ჩვენს სამწყემსად, დასალოცად და გასაძღოლად!
ვულოცავ ჩვენს უწმინდესობას ანგელოზის დღეს.ბედნიერია ერი,რომელსაც ასეთი მადლმოსილი პატრიარქი ჰყავს.მადლობა უფალს,რომ ქართველი ვარ.ნ.დუმბაძემ თქვა:სამშობლო უფრო მეტად გაჭირვება და ტკივილია,ვიდრე დალხინება და დღესასწაული.
ვულოცავ! ღმერთმა გააძლიეროს და დიდხანს აცოცხლოს ჩვენი პატრიარქი
ღმერთმა მიმადლოს ჩვენს უწმინდეს ძალა და მხნეობა !
ღმერთმა გააძლიეროს და გაამხნეოს ჩვენი დიდი პატრიარქი! ჩვენ კი მისი იმედები გაგვემართლებიოს მთელ სამწყსოს, ამით გავხდით მას ბედნიერ ადამიანად!
ვულოცავ ჩვენს უწმინდესს დღევანდელ დღეს! მადლობა უფალს რომ იგი ჩვენი უწმინდესი და უნეტარესია! დიდება ჩვენს უწმინდესს.
ჯვარის მტვირთველო ქართველი ერის, ღმერთმა ინებოს კურთხევა შენი!
თქვენო უწმინდესობავ გილოცავთ!
ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ.........
მეც ვულოცააავ!
წმ.მოწ.კვირიკესა და ივლიტას ეკლესია ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმართველობასთან ერთად გიწვევთ გამოფენაზე რომელიც ეძღვნება უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქარტველოს კათოლიკოს - პატრიარქის ილია 2-ის აღსაყდრებიდან 31 წლის იუბილეს.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება პატრიარქის გამონათქვამები და ფოტოები.
გამოფენაზე ნაჩვენები იქნება ფილმი '' მსვლელობა ტაძრისაკენ'' და კლიპი '' მზიანი ღამეა მალე გათენდება''
გამოფენაზე დაიდგმება ყუთი, რომლის საშუალებითაც შეგეძლებათ პატრიარქს გაუგზავნოთ მისალოცი ბარათები.
მისამართი: ი.ჯავახიშვილის თბილისის უნივერსიტეტი (1 კორპუსი)
გახსნა : 6 ნოემბერი,
16 :00 სთ-ზე
ხვალ გელოდებით ხალხო
იყავით?
აბა, როგორ თორე ...
დიდება პარტრიარქს!
გაძლიერებას და დღეგრძელობას ვუსურვებ!
მრავალჟამიერ!
დიდება და დღეგრძელობა ჩვენს უწმინდეს და უნეტარეს პატრიარქს ! ! !
მრავალჟამიერ,მრავალსა წელსა უწმინდესო!დიდება პატრიარქს!
კეთილდღეობითნი სიცოცხლე, სიმრთელე, მშვიდობა და ყოველსა შინა წარმატება, ხოლო მტერთა ზედა ძლევაი და გამარჯვებაი მოანიჭე უფალო, უწმიდესსა და უნეტარესსა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსსა, დიდსა მეუფესა, მამასა ჩვენსა ი ლ ი ა ს, და დაიცევ იგი მრავალსა წელსა, მრავალჟამიერ !!
გილოცავთ თქვენო უწმინდესობა აღსაყდრების 31 წელს,გისურვებთ ჯამთელობას, დიდხანს სიცოცხლეს მრავალ ჯამიერ,მრავალსა წელს თქვენო უწმინესობა! დიდება პატრიარქს!
ღმერთმა დალოცოს,გაახაროს,ჯამთელად ამყოფოს ჩვენი დიდი მამა, პატრიარქი ილია II,მრავალჟამიერ,მრავალსა წელსა თქვენო უწმინდესობავ წინამძღვრპბდეთ ქართველ ერს! მრავალჟამიერ!
დღეს ჩვენი პატრიარქის დაბადების დღეა
სულით და გულით ვულოცავ, ღმერთმა ბედნიერი ამყოფოს და ახაროს ორსავე სოფელსა შინა.
ვულოცავ ჩვენს უსაყვარლეს პატრიარქს დაბადების დღეს,
ჯანმრთელობას და დიდხანს სიცცხლეს ვუსურვებ
უკვე გახდა უწმიდესის დაბადების დღე!
ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს!
გილოცავ, უწმიდესო!
ვულოცავ ჩვენს უსაყვარლეს პატრიარქს დაბადების დღეს, ღმერთმა ბედნიერი ამყოფოს და ახაროს ორსავე სოფელსა შინა. ჯანმრთელობას და დიდხანს სიცცხლეს ვუსურვებ.
ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს!
უწმინდესსა და უნეტარესს ვულოცავ დაბადების დღეს! ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს ჯანმრთელად ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ!
პატრიარქს ულოცავ დაბადების დღეს ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს ჩვენი სულიერი მწყემსი
წმიდა მოწამეთა კვირიკესა და ივლიტას ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი ყიფშიძე ხვალ, 20 დეკემბერს აწყობს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ჩვენი დიდი მეუფის ილია მეორის პატრიარქობის 32 წლის იუბილესთან დაკავშირებულ მსვლელობას.
მეტეხის ხიდთან 12 საათზე ვიკრიბებით წმ. კვირიკესა და ივლიტას ტაძრის მრევლი და შემოგვიერთდებიან 26 უნივერსიტეტიდან სტუდენტები, რომლებიც ერთად დავიძრებით წმ. სამების საკათედრო ტაძრისკენ. პატრიარქს მივულოცავთ იუბილეს და საჩუქრად გადავცემთ წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხატს. ტაძარში მისულებს დაგვლოცავს პატრიარქი.
ყველას ვისაც სურვილი გაქვთ გელოდებით მეტეხის ხიდთან 11 საათზე, სადაც ეწამა 100 000 ქართველი.
გუშინ რა კარგი გადაცემა ჰქონდა პატრიარზე პროფილს. მდა, უნდა უყურო და დააფასო!
მხევალი ნინო
უფალმა დღეგრძელი გვიმყოფოს უწმიდესი. მხნეობა და ჯანმრთელობა მიმადლოს!
ღმერთმა გააძლიეროს!
დიდხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ვუსურვებ, რადგან მისი სახით ერთადერთი ნათელი სხივია , რომელიც დაუცხრომლად ლოცულობს და იღწვის საქართველოსთვის
რა გამახსენდა იცით....
ქეთო და კოტეში რომ მღერიან სიკო და ნიკო "ქართველებს დასცინიან/ ღვინის სმა რომ იციან/ იმას კი არ ფიქრობენ/ამას რისთვის სჩადიან".... და რატო გამახსენდა: ჩვენც ხშირად დაგვცინიან ხოლმე პატრიარქზე ასეთი დიდი სიხარულითა და აღმაფრენით რომ ვსაუბრობთ ხოლმე, რომ მის თითოეულ წარმოთქმულ სიტყვას ვეფერებით... "იმას კი არ ფიქრობენ, ამას რისთვის ჩადივართ"... იმისთვის ჩავდივართ ჩემო ტკბილებო, რომ გვიყვარს ჩვენი პატრიარქი. რომ ხშირად გვეუბნებით ხოლმე ფანატიკოსებივით იქცევითო, ეს სიყვარულში გეშლებათ....ეს არ არის ფანატიზმი... მიუხედავად იმისა, რომ ჩვენში (მართლმადიდებლებში) არიან ფანატიკოსებიც, ამ იარლიყის მოწებება ყველაზე არ შეიძლება...
რაც შეეხება ღვინის სიყვარულს, მსოფლიო საეკლესიო კრების კანონით ის ადამიანი რომელიც არა თავშეკავებულობის გამო, არამედ ზიზღის გამო არ სვამს ღვინოს, განკვეთილ უნდა იქნას ეკლესიიდან სანამ არ გამოსწორდება...
აბე
მინდა რომ დიდხანს იცოცხლოს და დიდხანს გვყავდეს ჯანმრთელად
ხომ არ ჯობია, რომ ეს თემა გადაიტანოთ განყოფილებაში "ჩვენი პატრიარქი"
მაშინ სიახლეებში გავხსენი და ახლა ფორუმის სტრუქტურის შეცვლის შემდეგ აქ უადგილოდაა მგონი...
ჯანმრთელობა და დღეგრძელობა ქონოდეს ჩვენს პატრიარქს
ღმერთმა ადღეგრძელოს უწმინდესი მრავალჟამიერ.
მართლმადიდებლური ეკლესიის მომავალი წინამძღვარი 1933 წლის 4 იანვარს ქალაქ ვლადიკავკაზში დაიბადა.
კათოლიკოს-პატრიარქის მშობლები საქართველოდან, ყაზბეგის რაიონიდან იყვნენ: მამა - გიორგი სიმონის ძე შიოლაშვილი - სოფელ სნოდან, დედა - ნატალია იოსების ასული კობაიძე კი - სოფელ სიონიდან. 1927 წელს მათ სახლი შეიძინეს ქალაქ ვლადიკავკაზშიც, სადაც შემდეგ დაიბადა საქართველოს მომავალი პატრიარქი. მშობლებმა სამი დღის ახალშობილი ქრისტეშობის დღეს მონათლეს ქართულ ტაძარში და ყრმას ერეკლეს II პატივსაცემად ირაკლი უწოდეს.
1952 წელს ირაკლი შიოლაშვილმა დაამთავრა ვლადიკავკაზის 22-ე საშ. სკოლა და ჩააბარა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში, შემდეგ კი სწავლა განაგრძო მოსკოვის სასულიერო აკადემიაში.
1957 წლის 16 აპრილს სასულიერო აკადემიის II კურსის სტუდენტი ირაკლი შიოლაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ III ლოცვა-კურთხევით ბერად აღიკვეცა და სახელად წმიდა ილია წინასწარმეტყველის საპატივცემულოდ ილია ეწოდა. მალე იგი ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად, 1959 წელს კი - მღვდელ-მონოზვნად.
მღვდელ-მონოზონმა ილიამ 1960 წელს დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია. მას სთხოვეს, გაეგრძელებინა სამეცნიერო მოღვაწეობა, მაგრამ სასულიერო კადრების სიმცირის გამო, სამშობლოში დაბრუნდა და დაინიშნა ბათუმის საკათედრო ტაძარში მღვდელმსახურად. ერთგული მოღვაწეობისათვის იგი 1961 წელს აღყვანილ იქნა იღუმენის, შემდეგ კი არქიმანდრიტის ხარისხში.
ხოლო 1963 წლის 26 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ეფრემ II მიერ ხელდასხმულ იქნა შემოქმედის ეპისკოპოსად და დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპოსკოპოსად.
1963 წლიდან 1972 წლამდე იგი იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის - იმ დროისათვის ერთადერთი სასულიერო სასწავლებლის პირველი რექტორი. 1967 წელს ეპისკოპოსი ილია გადაყვანილ იქნა აფხაზეთის ეპარქიაში. 1969 წელს აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში.
1977 წლის 9 ნოემბერს კი უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დავით V გარდაცვალების შემდეგ წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით დადგინდა პატრიარქის მოსაყდრედ, ხოლო 1977 წლის 23 დეკემბერს არჩეულ იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. იმავე წლის 25 დეკემბერს მოხდა მისი ინტრონიზაცია. პატრიარქს მიეკუთვნა სახელი ილია მეორე. --0--
Gmertma dalocos da gaadzlieros chveni patriarqi
დალოცოს უფალმა.
ჯანის სიმრთელე და მართლმკვეთელობა არ მოუშალოს.
ღმერთო დალოცე და ადღეგრძელე ჩვენი პატრიარქი!
დღეგრძელობას და ჯანმრთელობას ვუსურვებ პატრიაქს
მრავალჟამიერ უწმინდესო!!!
ღვთის წყალობას, ჯანმრთელობას და დიდი და ძლიერ მრევლს გისურვებტ.
ღმერთმა გაახაროს!
მრავალჟამიერ ამყოფოს უფალმა!
ვულოცავ მის უწმინდესობას. დღეგრძელი და ბედნიერი იყოს. გააძლიეროს უფალმა.
ჩვენს პატრიარქს ვულოცავ დაბადების დღეს, ღმერთმა გააძლიეროს და მისცეს როგორც სულიერი ისე ფიზიკური სიმრთელე.
დალოცოს უფალმა და გააძლიეროს ჩვენი პატრიარქი...
ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს ჩვენი პატრიარქი
ჯანმრთელობასა და მხნეობას ვუსურვებ უწმიდეს. ღმერთმა კარგად გვიმყოფოს მრავალჟამიერ.
ვულოცავ ჩვენს პატრიარქს და დღეგრძელობას ვუსურვებ, დიდხანს სიცოცხლესა და ბედნიერებას
და ვთხოვ რომ გვაპატიოს ჩვენი უმადურობა და .. საერთოდ არ ვიცი როგორ უნდა დავეხმაროთ პატრიარქს, რომ შევუმსუბუქოთ ტვირთი, კაცი ამდენს ცდილობს ჩვენთვის, ამდენს შრომობს, ჩვენ კიდე დოყლაპიებივით ვდგავართ და ყველაფერი მზამზარეული გვინდა
ვულოცავ ჩვენს პატრიარქს! ღმერთმა მრავალი ჯანმრთელი წელი აჩუქოს და გააძლიეროს!
ქევანა
ღმერთმა გააძლიეროს და განამტკიცოს, მისცეს ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე
უფალმა გააძლიეროს და გაახაროს! მრავალჟამიერ თქვენო უწმინდესობავ
ვულოცავ პატრიარქს 77 წლის იუბილეს. ღმერთო შეისმინე მისი ლოცვა, ვიცი რომ წაგვადგება ჩვენც და ჩვენს ქვეყანასაც.
აბო
ღმერთმა დალოცოს ჩვენი პატრიარქი !
ვულოცავ მის უწმინდესობას. დღეგრძელობა არ მოაკლოს უფალმა
ღმერთმა დღეგრძელი ამყოფოს
ვულოცავ, ჯანმრთელობას ვუსურვებ!
გადაცემა პროფილი პატრიარქის გზა.
http://allshares.ge/download.php?id=153A335D17
დღეგრძელი და ჯანმრთელი ამყოფოს ჩვენი უწმინდესი უფალმა და გააძლიეროს.
დღეგრძელობას ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს
http://www.radikal.ru
უფალმა გააძლიეროს
უფალმა დღეგრძელი გვიმყოფოს.
ღმერთა დღეგრძელი გვიმყოფოს ჩვენი უწმინდესი, დალოცოს და გააძლიეროს უფალმა
ვულოცავ,
დღეგრძელობა, ღვთისწყალობა და ჯანმრთელობა არ მოკლებოდეს.
მრავალჟამიერ!!!
უფალმა დღეგრძელი და ჯანმრთელი გვიმყოფოს ჩვენი პატრიარქი
მის უწმინდესობას კიდევ ერთხელ ვულოცავ დაბადების დღეს!.. "მრავალჟამიერ, მრავალჟამიერ, ღმერთმა ინებოს თქვენი სიცოცხლე..."!!!
და ერთიც მინდა ვთქვა, მადლობა უფალს და მადლობა მის უწმინდესობას რომ მრავალი წელია მაქვს ბედნიერება ვიცნობდე მას პირადად, თორემ ძალიან სავალალო სიტუაციაა ზოგიერთი სტიქაროსნის თუ პირადი მხლებლის გამოისობით, ფაქტობრივად ეს უკანასკნელნი მრევლს და პატრიარქსაც არ აძლევენ ურთიერთობის საშუალებას, ყოველთვის მეც და ბევრ სხვასაც უხეში მოძრაობებით გვაშორებენ ხოლმე კათალიკოსს როცა შემოდის ან გადის ხოლმე ტაძრიდან, და არ გვაძლევენ საშუალებას დაგვლოცოს უნეტარესმა.... ეს უმსგავსობაა და მოვალეობის გადაჭარბება, მოეგეთ გონს და ხელოვნურად ნუ დააშორებთ ხალხს უნეტარესს; მე და ალბათ უამრავი ჩემნაირი როცა მრევლი გავხდით, თქვენი უმრავლესობა პროეკტშიც არ იქნებოდა...
მადლობა უფალს და მის უწმიდესობას რადგან როცა შემიცნობს ხოლმე ხალხის მასაში იმ თავის "ცერბერებს" თვითონ გასწევს ხოლმე გვერდზე და დამლოცავს ხოლმე თავისი მადლიანი დაცვით!!!
დღეგრძელი და ჯანმრთელი გვიმყოფოს უფალმა ჩვენი პატრიარქი!!!
მრავალჟამიერ!!!
lch
ცოტე კორექტულად არ არის ლამაზი ესე საუბარი! შენნაირი ბევრია და ყველას დალოცვა უნდა მისი უწმინდესობისგან და ყველა რომ ერთიანად მიაწყდეს საშინლებება იქნება, ამიტომ პრეტენზიებს სასურველი იქნება შემდგომში თუ შენთვის დაიტოვებ
lch
მთლად მასეც არ არის , მასე რომ იყოს პატრიარქი ეტყოდა აქამდე
უწმიდეს ვუსურვებ ჯანმრთელობას. მისი ლოცვით მალე გაგვეხაროს ერთიან საქართველოში.
კაი გაძლება და ჯანმრთელობა ქონოდეს... ვულოცავ მეც!
ვულოცავ.
მრავალჟამიერ
დიდხანს სიცოხლეს ვუსურვებ ჩვენს პატრიაირქს
უწმინდესსა და უნეტარესს ქედმოხრით ვულოცავ დაბადების დღეს. ჩვენი პატრიარქი არის სრულიას საქართველოს მეოხი. ჯამრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ.
ვულოცავ მის უწმინდესობას. ჯანმრთელობა, დღეგრძელობა არ მოკლებოდეს მრავალჟამიერ!
იხარე ჩვენო სულიერო მამავ და მეოხო, ჯამრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს გისურვებ ერთი ცოდვილი მართმადიდებელი მორწმუნე.
დანმრთელობა და დღეგრძელობა უწმინდესს!
და ყოველივე მადლი ღვთისა
დიდხანს იცოცხლე
ვულოცავ
ჯანმრთელობას ვუსურვებ
ვულოცავ, დიდ ხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ვუსურვებ
დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ
მრავალჟამიერ!!!
გამაგებინიეთ ვიგაცა ავრცელებს ინტერენტში რომ ცუდათააო და რამე ხომარ იცით?
მრავალჟამიერ უწმინდესო
უკვე მესამე შემთხვევა...
შობის მარხვა
უწმინდესს და უნეტარესს,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს
ილია II-ს ვულოცავთ
აღსაყდრების 30-ე წლისთავს!
კათოლიკოს-პატრიარქს გვირგვინს ადგამს
ალავერდელი მიტროპოლიტი გრიგოლი (ცერცვაძე)
1977 წლის 25 დეკემბერი
იხარეთ და იდღეგრძელეთ, წმინდაო მეუფეო!
1977 წლის 25 დეკემბერს, კვირას, მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში შესრულდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის აღსაყდრება. სვეტიცხოვლის ტაძარში პატრიარქის ინტრონიზაციასთან დაკავშირებით ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი შეიკრიბა.
საქართველოს საგანგებო ვიზიტით ეწვივნენ: მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი, უწმინდესი პიმენი, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარე, მიტროპოლიტი იუვენალი, ალექსანდრიის ეკლესიის წარმომადგენელი, არქიმანდრიტი გრიგორიოსი, ბულგარეთის საპატრიარქოს წარმომადგენელი, არქიმანდრიტი ნაუმი, ყოველთა სომეხთა პატრიარქი-კათოლიკოსი ვაზგენ I და რომის კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლები.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,
უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის მიერ
წარმოთქმული სიტყვა სვეტიცხოველში, აღსაყდრების დღეს
25 დეკემბერი, 1977 წ.
საოცრებამდე უსასრულოა განგება ღვთისა. არც მის მოწყალებას აქვს საზღვარი. ჭეშმარიტად, ამ განგებამ და მოწყალებამ დააყენა თქვენ წინაშე ჩემი სიმდაბლე, როგორც საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მამათმთავრისა.
მე შეგნებული მაქვს ის უმძიმესი და, ამავე დროს, საპატიო მოვალეობა, რომელიც დღეს, ღვთის ამ წმინდა ტაძრის თაღებ ქვეშ დამაკისრა მაღალმა ღმერთმა.
მუხლს ვიხრი მისი ძლიერების წინაშე და თაყვანს ვცემ მარადიული ნათლით მოსილ ხსენებას მისას.
თავს ვიხრი საქართველოს ეკლესიისა და მისი მრევლის - ქართველი ერის წინაშე, რომელსაც სასოებით უნდა ემსახუროს ჩემი ძალი და ჩემი გონება: უნდა ემსახუროს იმ სარწმუნოებით, რომლის დაცვისა და შენარჩუნებისათვის დაწყებული მცხეთაში მაცხოვრის კვართის მოტანიდან, ზღვა სისხლი გაიღო რიცხვით მცირე ჩვენმა ერმა. ქართველი ერი და ქართული ეკლესია მუდამ ერთად იყვნენ ჩვენი სამშობლოს ყველა ძნელბედობის ჟამს.
ქართველ ერს დღემდე შერჩა ცხოვრების ორომტრიალისაგან გამობრძმედილი მრავალმხრივი შინაგანი ენერგია. ჩვენი ვალია, გამოვავლინოთ მასზე ღვთით მინიჭებული ეს დიდი მადლი და შევეცადოთ, რომ ხალხმა სასახელოდ გამოიყენოს იგი, ქრისტეს მრძღვრება, რომელიც თავად მოძღვარმა საკუთარი სისხლით დაწერა, და სისხლით დაიცვა ჩვენმა ერმა, ისევე ძვირფასი და ისეთივე გზის მაჩვენებელია დღეს ჩვენთვის, როგორიც იყო წარსულში. ქართველმა ერმა დღესაც სარწმუნოების მადლითა და ღვთისაგან მინიჭებული ენერგიით უნდა იბრძოლოს მშვიდობის, სიკეთისა და დიდი მომავლისათვის. სარწმუნოების სიყვარული ქართველი ერისა, მისი სულიერი ენერგიიდან გამომდინარეობდა და იმავე ენერგიით უნდა შეიცნოს დღევანდელმა ქართველმაც „ახალი აღთქმის“ სიბრძნე. ამ სიბრძნით შეიარაღებულმა ისწავლოს, იშრომოს და იცხოვროს, რომ მის ცოდნას და ცხოვრებას ღვთის ზეგარდმო ნათელი ადგეს და ამავ კურთხეული ქვეყნიდან ემზადებოდეს მომავალი, მარადიული ცხოვრებისათვის.
ჩვენს ერში მართლმადიდებელი ქრისტიანულ სარწმუნოების განმტკიცება, როგორც ყოველთვის, ახლაც იქნება ჩვენი ეკლესიის საქმიანობის პირველი საზრუნავი.
ჩვენი მომავალი საქმიანობა ვრცელი და მრავალმხრივი უნდა იყოს. აქ უმთავრესი აღვნიშნე მხოლოდ. მაგრამ ცოტა რამ სხვა საკითხებზეც უნდა ვთქვათ...
ჩვენ ვემსახურებით სიკეთეს... წარმოუდგენელია ქრისტიანი სიკეთის გარეშე... ვერც სიყვარული, ვერც სასოება ვერ იარსებებს სიკეთის გარეგან. ვერც სათნოება და ვერცა მშვიდობა ვერ დამყარდება კაცთა შორის, სიკეთის გარეშე. სიკეთის მადლი უნდა დამკვიდრდეს და განმტკიცდეს ჩვენს ერში. და არა მარტო ჩვენს ერში! უკეთურობა უნდა მოვსპოთ. სიკეთის ნათელი უნდა უძღვოდეს მუდამ ჩვენს საქმიანობას.
უნდა მევეხო შრომის საკითხსაც... შრომის გარეშე წარმოუდგენელია ადამიანის ცხოვრება. ვერც მშვიდობას მოვიპოვებთ შრომის გარეშე, ვერც სარწმუნოებას განვიმტკიცებთ, ვერც სასოებას მოვუმზადებთ რაიმე საფუძველს, ვერც სიყვარულს მივწვდებით. დიდი ილია ჭავჭავაძე თავის „აჩრდილში“ კავკასიონის თეთრი მთებიდან ადიდებდა შრომის სუფევას და ჩვენი მიზანი უნდა იყოს, ისე ავამაღლოთ მოყვასთა სულიერი სისპეტაკე, რომ შრომა ყველასათვის მომავლისა და სასოების წყაროს წარმოადგენდეს.
ჩვენ, იმისათვის, რომ ღვთიური გზით წარვმართოთ წმინდა ეკლესიის მომავალი საქმიანობა, შინაგანი მთლიანობა გვჭირდება. ასეთი მთლიანობის აუცილებლობა აწუხებდა ალბათ მოციქულ პავლეს, როდესაც კორინთელებს მისწერა: „ხოლო გლოცავთ თქვენ, ძმაო, სახელითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რაითა მასვე იტყოდით ყოველნი, და ნუ იყოფინ თქვენ შორის წვალებაი, არამედ იყავით განმტკიცებულნი მითვე გონები თა და მითვე მეცნიერებითა“ (1 კორინ. 1,10). იქ, სადაც მთლიანობა ირღვევა, ირღვევა ერთმანეთის სიყვარულიც, ძირი ეთხრება სასოებასაც, სუსტდება სარწმუნოებაც. გამთიშველობა იგივე ცოდვა და ბოროტებაა და ჩვენი წმიდათაწმიდა ვალია, არ დავუშვათ ასეთი ბოროტება. ჩვენ მუდამ ერთად უნდა ვიყოთ, მამათმთავარი და მღვდელმთავრები, პატიოსანი მღვდლები და ყველა მსახური ეკლესიისა; ჩვენ გარშემო კი, ჩვენთან ერთად უნდა იდგეს ყველა მორწმუნე ქრისტიანი. და როდესაც არამორწმუნე დაინახავს ასეთ მთლიანობასა და სიტკიცეს, ისიც მოაკითხავს ჩვენს ურღვევლობას, ეზიარება იმ სიბრძნეს, რომელსაც მაცხოვარმა „ახალი აღთქმა“ უწოდა.
მაშ ასე, შრომასა და ბრძოლაში გამობრძმედილო, ქრისტეს სჯულის ერთგულო ძვირფასო სამწყსოვ!
შევთხოვოთ ღმერთს, რომ წარგვიძღვეს წინ... რომ ქართული ეკლესიების ზარების რეკვა წინანდებურად ომისა და უბედურების მაცნე კი არ ყოფილიყოს ჩვენი ერისთვის, არამედ სარწმუნოების, სასოების, სიყვარულის, შრომისა და სიკეთის ზეიმისა. „მადლი უფლის ჩვენისა იესო ქრისტესი, და სიყვარული ღმრთისა და მამისა, და ზიარება სულისა წმიდისაი თქვენ ყოველთა თანა, ამინ“ (2 კორინ. 13,13).
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,
უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის სიტყვა
აღსაყდრებისას, სადღესასწაულო ტრაპეზზე
თქვენო უწმინდესობავ, თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობა
�, პატიოსანო მამანო და ძმანო, ძვირფასო სტუმრებო, ქალბატონებო და ბატონებო!
ჩვენ, ყველა ასეთ საქმეში, ღვთის ნებას ვხედავთ, მის მოწყალებას, მისი მარჯვენის ძლიერებას, სამართალს მისას; ნათლით მოსილ სიყვარულს ყველა მათდამი, ვისაც მან თავისი წმინდა სული ჩაჰბერა და სიცოცხლე მიანიჭა. ღვთაების ამ დიდმა სიკეთემ, მე, მისგან ბოძებული ძლიერების კვერთხით დამაყენა ჩემი საყვარელი ქართველი ერის წინაშე, როგორც მსახური მისი და აღმსრულებელი ყოვლად მაღალის ნებისა; ამის რწმენამ მოიყვანა დღეს სვეტიცხოველში ღვთისმოყვარე ქართველი ერი, მოძმე რუსეთის დიდი ეკლესიის მესვეურნი, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, უწმინდესი პიმენის მამათმთავრობით.
ასეთივე მეგობრობის გრძნობამ მოიყვანა დღეს ჩვენს დედაქალაქში მოძმე სომხეთის უმაღლესი პატრიარქი ვაზგენ I...
მივესალმებით ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპისა და პატრიარქის, უნეტარეს ნიკოლოზ VI-ის წარმომადგენელს, არქიმანდრიტ გრიგორიოსს; ჩვენს ეკლესიას ახსოვს მისი უნეტარესობის, ნიკოლოზ VI-ის ჩამობრძანება სოხუმის ეპარქიაში. ვთხოვთ, არქიმანდრიტ გრიგორიოსს, პატივი დაგვდოს და გადასცეს მის უნეტარესობას, რომ საქართველოს ეკლესია თავის მომავალ საქმიანობაში დაინტერესებული იქნება, იქონიოს უახლოესი კავშირი ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის ეკლესიასთან. ჩვენ უღრმეს მადლობას მოვახსენებთ ბულგარეთის ეკლესიის წარმომადგენელს, არქიმანდრიტ ნაუმს. ბულგარეთისა და საქართველოს ეკლესიებს ძმური ურთიერთობა აქვთ. ჩვენი ეკლესია სიამოვნებით იგონებს ბულგარეთის ეკლესიის პატრიარქის, უწმინდეს მაქსიმეს ჩვენს ქვეყანაში ყოფნას. ვთხოვთ არქიმანდრიტ ნაუმს, გადასცეს მის უწმინდესობას ჩვენი კეთილი სურვილები.
გვწამს, რომ მთელი ჩვენი მოღვაწეობითა და სულიერი მრწამსით მუდამ ერთად უნდა ვიყოთ ჩვენს ერთან.
ძვირფასო სტუმრებო, ჩემო თანამემამულენო, ქალბატონებო და ბატონებო! ჩვენ იმ ქვეყნის შვილები ვართ, სადაც დაფლულია უფლისა ღმრთისა ჩვენისა იესო ქრისტეს პერანგი, იმ ქვეყანაში დაბადებულნი და აღზრდილნი ვართ, რომელიც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ხვდა წილად, იმ წინაპართა შთამომავალნი ვართ, რომელთაც წმინდა მოციქულებმა - ანდრია პირველწოდებულმა და სიმონ კანანელმა უქადაგეს ქრისტიანობა; ასეთი წარსული გვავალებს, მუდამ ვიზრუნოთ ჩვენი ეკლესიის სიწმინდის ამაღლებისათვის. რა თქმა უნდა, იოლი არ არის ღვთისა და ერის წინაშე ვალის მოხდა, მაგრამ განა შეიძლება რაიმე ტვირთის სიმძიმეზე ფიქრი, ან საუბარი მაშინ, როდესაც ვიცით, რომ ეს ტვირთი ღვთისგან მივიღეთ!
ჩვენც, ამ საზეიმო დღეს, მხოლოდ და მხოლოდ ღვთის განუზომელ მადლს ვხედავთ, ზეცით მოვლენილს. ეს მადლი მთელი პასუხისმგებლობით გვავალდებულებს ჩვენი მშობელი ქვეყნის წინაშე. ღვთით კურთხეული ტახტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მუდამჟამ ერის სულიერი სიწმინდის ამაღლებას უნდა ემსახუროს, ემსახუროს მშვიდობის წმიდათაწმიდა საქმეს, რომელსაც განუხრელად მიჰყვება ჩვენი დიდი და ძლიერი სახელმწიფო.
ვიდრე ვცოცხლობ, მუდამ ჩემ თვალწინ იქნება ის უხილავი და მაინც ხილული ტახტი, რომელზეც მეუფის ძლიერმა მარჯვენამ ამიყვანა. ჩემს გულზე წარუშლელად წერია ის მოვალეობანი, რომლიც მისმა უსაზღვრო მოწყალებამ დამაკისრა. ბედნიერებას მანიჭებს ფიქრი, რომ ეს მოწყალება და ქრისტეს მოძღვრების ერთგული ქართველი ერის მუდმივი თანადგომა შემმატებს ძალას, რათა განვახორციელო ყოველივე, რაც მაღალმა უფალმა ღმერთმა დამისახა.
„მშვიდობა ძმათა და სიყუარული სათნოებითურთ ღმრთისა მიერ მამისა და უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი“ (ეფეს. 6,23), ამინ!
შეგახსენებთ,რომ დღეს სწორედ ის დღეა,როდესაც 3 ათეულზე მეტი წლის წინ შედგა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ინტრონიზაცია...
რა უნდა ვთქვა თუ არა ის,რომ:
,,მრავალჟამიერ თქვენო უწმინდესობავ"!!!!
ვუერთდები თქვენს მილოცვას. ჩვენს პატრიარქს დღეგრძელობას და სიწმინდით გაბრწყინებულ საქართველოს მწყემსთავრობს ვუსურვებ
მრავალჟამიერ!
ვულოცავ მის უწმინდესობას აღსაყდრებიდან 34 წლისთავს. ვუსურვებ ჯანმრთელობას და ჩვენს გაძლებას. ღმერთმა თავისი მადლი არ მოაკლოს და მისი ლოცვით ჩვენც შევიწყალოს!
ვულოცავ, მრავალჟამიერ
მოკედ მოვიდა 4 იანვარი.უწმინდესის დაბადების დღე.
რა უნდა ვთქვა ეხლა განსაკუთრებული.იმის გარდა,რომ დიდხანს გვიმყოფოს კიდევ მისი თავი ღმერთმა.
ჩვენ კი ზედმიწევნით შეგვესრულებინოს მისი მითითებანი...
სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქს დღეს აქვს დაბადების დღე და მივულოცოთ ყველამ! ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს ჯანმრთელად და ილოცოს საქართველოს გადარჩენისათვის.
მრავალჟამიერ უწმინდესო!
ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს!
მეც ვუერთდები მილოცვას დიდხანს და დანმრთელად გვიცოცხლოს ღმერთმა ჩვენი უწმინდესი.. !!
მრავალჟამიერ
უფალმა ჯანმრთელად და მხნედ გვიმყოფოს ჩვენი პატრიარქი, ჩვენ კი შეგვაძლებინოს მისი მორჩილება.
მრავალჟამიერ მის უწმიდესობას
მრავალჟამიერ
დიდხანს იყოს უწმინდესი, ჯანსაღად და ბედნიერად, მტრების გულის გასახეთქად.
მართლმკვეთელობა და სულიერი სიმშვიდე არ მოუშალოს უფალმა.
ვუერთდები თქვენს მილოცვას ფორუმელებო. ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს ჩვენი უწმინდესი, მისი სახით ჩვენს ეკლესიას ნათელი არასოდეს მოკლებოდეს
მრავალჟამიერ!!!
ვუერთდები მილოცვებს, დიდხანს გვუცოცხლოს ღმერთმა
ვულოცავ ჩვენს პატრიარქს ანგელოზის დღეს. ღმერთმა ჯანმრთელობა და დღეგრძელობა მისცეს.
ვულოცავ ჩვენს პატრიარქს ინტრონიზაციის 35 წლისთავს. ღმერთმა ჯანმრთელობა არ მოაკლოს ჩვენი ერის საკეთილდღეოდ.
გააძლიეროს უფალმა ჩვენი პატრიარქი...
ჩვენ კი ოდნავ მაინც შეგვემსუბუქებინოს ის მძიმე ჯვარი , რომელსაც უკვე 35-ე წელია ტვირთულობს მისი უწმინდესობა.
ვულოცავთ ჩვენს პატრიარქს დაბადებიდან 80 და აღსაყდრებიდან 35 წლის იუბილეს და ვუსურვებთ დიდხანს სიცოცხლეს...
ქართველებისა და მართლმადიდებლების გარდა ამ დღეს სხვებიც ულოცავენ მის უწმინდესობას. აი ერთ-ერთი მათგანი:
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, თბილისს ამიერკავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარე, შეიხ-ულ-ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა-ზადე ესტუმრა.
მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარესთან ერთად, საქართველოში აზერბაიჯანის მილი-მეჯლისის წევრებიც ჩამოვიდნენ. მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარეს აეროპორტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად დახვდა.
პატრიარქმა მადლობა გადაუხადა ამიერკავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარეს ჩამოსვლისათვის. უწმინდესმა ბრძანა, რომ მათ დიდი ხანია, მეგობრული ურთიერთობები აქვთ და ეს არის მაგალითი აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის.
თავის მხრივ, ფაშა-ზადემ აღნიშნა, რომ ყოველთვის მიიჩნევდა საქართველოს პატრიარქს თავის უფროს ძმად, აზერბაიჯანელი ხალხი გრძნობს უწმინდესის სითბოს და სიყვარულს. ფაშა-ზადემ პატრიარქს აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მილოცვა გადასცა.
http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/sazogadoeba/25434-amierkavkasiis-muslimtha-sabtcos-thavmjdomares-aeroportshi-patriarqi-dakhvda.html
ვულოცავ ჩვენს პატრიარქს. ღმერთმა თავისი წყალობა არ მოაკლოს.
Vulocav chvens uwmidess gmertma gaxarebuli amyopos, chven kidev goniereba mogvces rom davujerot da kargi shviloba gavuwiot
ვულოცავ ჩვენს საოცარ პატრიარქს, ღმერთმა არ მოგვიშალოს მისი თავი მრავალჟამიერ!!!
ვულოცავ გულით. ღმერთმა გვაჩუქოს კიდევ დიდხანს ჯანმრთელი და მხნე.
,,...ვუსურვებ, კიდევ ერთი 80 წელი ეცხოვროს. მყინვარი თეთრია, მაგრამ მაგას სითეთრე ნუ შეაშინებს. ჯანმრთელი იყოს და ბედნიერი! ჩემი ჯანმრთელობაც მისთვის იყოს, რადგან ის ხალხისთვის არის, - ასე დალოცა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე თავისივე კლასელმა მხცოვანმა. მან ერთად გატარებული ბავშვობა გაიხსენა და აღნიშნა, რომ პატრიარქი ბავშვობიდანვე ერისა და წიგნის მოყვარული იყო.''
http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/sazogadoeba/25494-chemi-janmrthelobac-misthvis-iyos-da-sicockhlec-patriarqi-klaselma-daloca.html
კარგი იყოოო..
ფილარმონიაში პატრიარქის 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა
ფილარმონიაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. გუშინდელი კონცერტის დასაწყისში ქართველმა საოპერო მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ სცენაზე პატრიარქის საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი სცენაზე მიიხმო, რომელმაც პატრიარქს იუბილე მიულოცა და აღნიშნა, რომ უწმინდესმა ბიბლია ხელახლა თარგმნა ქართველებისთვის და ერი ქრისტიანულ ჭეშმარიტებას კიდევ ერთხელ აზიარა.
"იმ პერიოდის შემდეგ, როდესაც ათეიზმი იყო გამეფებული საქართველოში, ერს დაუბრუნდა სულიერება და შეავსო ის სიცარიელე, რომელიც კომუნისტური პერიოდის შედეგად იყო დატოვებული ჩვენში. პატრიარქმა ხელახლა გაათბო ქართველთა სულები", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა და დასძინა, რომ სწორედ ეს არის ქართველების ბიბლიასთან ხელახლა ზიარება.
პარლამენტის თავმჯდომარემ უწმინდესის ღვაწლზე საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ პატრიარქს უფალმა მძიმე ტვირთი არგუნა, მან მოახერხა სამოქალაქო ცნობიერების გაღვიძება და დიდი როლი შეიტანა სახელმწიფოებრიობის გაძლიერებაშიც.
ფილარმონიაში საიუბილეო კონცერტი მრავალჟამიერით დაიწყო, რომელსაც მოჰყვა უწმინდესის საგალობელი "წმინდაო ღმერთო". ის ლიზა ბაგრატიონმა შეასრულა. ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში სწორედ ამ დროს შებრძანდა უწმინდესი, რომელსაც შეკრებილი საზოგადოება ტაშით, ფეხზე ადგომით შეეგება.
საიუბილეო კონცერტზე იმყოფებოდა პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად, ასევე, თითქმის მთელი მინისტრთა კაბინეტი და პარლამენტის წევრები, ცნობილი პიროვნებები, საზოგადო მოღვაწეები. ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის სცენიდან უწმინდესს იუბილე მიულოცეს სპეციალურად ამ მიზნით საქართველოში ჩამოსულმა ცნობილმა ქართველმა მომღერლებმა. კერძოდ, ცნობილი ოპერებიდან არიები შეასრულეს ზურაბ სოტკილავამ, მაყვალა ქასრაშვილმა, იანო ალიბეგაშვილმა, ბადრი მაისურაძემ, ნინო სურგულაძემ, ლადო ათანელმა, გია ონიანმა, ნანა ქავთარაშვილმა, გიორგი გაგნიძემ, მარიკა გულორდავამ და სხვა მომღერლებმა. ასევე, შესრულდა უწმინდესის საგალობელი "ავე მარია". ლიანა ისაკაძემ უწმინდესს სიურპრიზი მოუმზადა და სცენაზე ლიანა ისაკაძის მიერ გაორკესტრებული "ავე მარია" ჟღერდა ორკესტრთან ერთად.
გარდა ამისა, "ავე მარია" შეასრულეს პაატა ბურჭულაძემ, იანო ალიბეგაშვილმა, ნატო მეტონიძემ, ანსამბლ "მძლევარის" ბიჭებმა კაპელასთან და ორკესტრთან ერთად.
დარბაზში უწმინდესის გვერდით იმყოფებოდა ასევე ამიერკავკასიის მუსლიმთა
საბჭოს თავმჯდომარე შეიხ-ალ-უვ-ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა ზადე. კონცერტის დასრულების შემდეგ შუქურ ფაშა ზადე სცენაზე ავიდა და პატრიარქს იუბილე მიულოცა. მანამდე კი ასევე სცენაზე წაიკითხეს აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მისასალმებელი სიტყვა უწმინდესისადმი. შუქურ ფაშა ზადემ კი პატრიარქს, კავკასიურ მუსლიმთა სამმართველოს გადაწყვეტილებით, უმაღლესი ჯილდო შეიხ ისლამის ორდენი გადასცა მეგობრობის სივრცეში, რელიგიებისა და ერებს შორის შეტანილი წვლილისათვის. მისი განცხადებით, იგი დიდ პატივს სცემს პატრიარქს და უყვარს ის, მუსლიმები კი ილია მეორეს მოძღვრად მიიჩნევენ.
კონცერტი გადაიცემოდა "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში. კონცერტის მიმდინარეობისას იყო პირდაპირი ჩართვები პატრიარქის მშობლიური სოფელ სნოდან. ადგილობრივებმა უწმინდესს დაბადების დღე მიულოცეს, რამაც კათოლიკოს-პატრიარქი ძალიან გაამხიარულა და ყველაზე მეტად სწორედ ამ კადრებმა მოჰგვარა მას სახეზე ღიმილი და სიხარული. შედგა ასევე ჩართვა მახათას მთიდან, საიდანაც უწმინდესს იუბილე პოეტმა ლია სტურუამ მიულოცა. პირდაპირი ჩართვა განხორციელდა სამების ტაძრის ეზოდანაც, სადაც იმყოფებოდნენ უწმინდესის ნათლულები და მათი ოჯახის წევრები
წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/68771-filarmoniashi-patriarqis-80-tslis-iubilisadmi-midzghvnili-koncerti-gaimartha.html#ixzz2H78nirpQ
საქართველოს პატრიარქის იუბილესთან დაკავშირებით, ყველაზე დიდი დელეგაცია მსოფლიო პატრიარქთან ერთად ჩამოვა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის იუბილესთან დაკავშირებით, ყველაზე დიდი დელეგაცია თბილისში მსოფლიო პატრიარქთან ერთად ჩამოვა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" უწმინდესის საიუბილეო თარიღების აღმნიშვნელი სახელმწიფო კომისიის წევრმა, პოლიტიკური მეცნიერებათა დოქტორმა არმაზ ახვლედიანმა განუცხადა.
მისივე თქმით, უწმინდესის საიუბილეო თარიღის გამო საქართველოში თითქმის ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის წარმომადგენელი ჩამოვა. მათ შორის არიან მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს II, სერბეთის პატრიარქი, უწმინდესი ირინეოსი, ჩეხეთისა და სლოვაკიის ეკლესიის წინამძღოლი, მიტროპოლიტი ქრისტეფორე და, ასევე, ბულგარეთის პატრიარქის მოსაყდრე მიტროპოლიტი კირილე.
ახვლედიანის განცხადებით, სხვა ეკლესიების დელეგაციები მღვდელმთავრების მეთაურობით ჩამოდიან. მათ შორის არის რუსეთიდან დელეგაციაც. კერძოდ, რუსეთის
დელეგაციას რუსეთის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელი, მიტროპოლიტი ილარიონი უხელმძღვანელებს. მასთან ერთად დელეგაციაში იქნება ასევე ორი მღვდელმთავარი.
საქართველოს საპატრიარქო პირველ საპატიო სტუმარს უკვე ხვალ მიიღებს. 9 იანვარს საღამოს სერბეთის პატრიარქი უწმინდესი ირინეოსი ჩამობრძანდება. სხვა მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციები კი - 10 იანვარს.
"ინტერპრესნიუსი"
წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/68894-saqarthvelos-patriarqis-iubilesthan-dakavshirebith-yvelaze-didi-delegacia-msoflio-patriarqthan-erthad-chamova.html#ixzz2HNVtIMIQ
მსოფლიო პატრიარქი, უნეტარესი ბართლომე საქართველოშია. თბილისის აეროპორტში საპატიო სტუმარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დახვდნენ. აეროპორტში დახვედრის შემდეგ ჟურნალისტებისათვის განცხადებები გაკეთდა. მსოფლიო პატრიარქმა უწმინდესს საიუბილეო თარიღები მიულოცა და აღნიშნა, რომ გარდამავალ და რთულ პერიოდში ილია მეორე ახალი ეპოქის ფუძემდებელი გახდა. ბართლომე პირველმა დალოცა სრულიად საქართველო და ხალხს უსურვა, უმტკივნეულოდ გადაიტანოს კრიზისები და დაძლიოს ყოველგვარი დაბრკოლება.
თავის მხრივ, ჩამოსულ სტუმრებს პატრიარქმა ილია მეორემ მიმართა. უწმინდესმა აღნიშნა, რომ წმინდა სინოდის სახელით გულითადად მიესალმება საქართველოში ჩამოსულ მსოფლიო პატრიარქს და მადლობა გადაუხადა საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით სტუმრობისთვის.
http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/sazogadoeba/25734-msoflio-patriarqi-saqarthveloshia.html
ვინც ადევნებდა თვალს სახურებას არ შეიძლებოდა არ აღენიშნა რუსეთის პატრიარქის არმომადგენლის მიმართვა ქართულ ენაზე. აი იხილეთ:
პატრიარქი კირილე - თქვენი საპატრიარქო მსახურება განსაკუთრებული ეპოქაა ჩვენი ორი ეკლესიის ურთიერთობაში
16:25 13-01-2013
პატრიარქი კირილე - თქვენი საპატრიარქო მსახურება განსაკუთრებული ეპოქაა ჩვენი ორი ეკლესიის ურთიერთობაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს საიუბილეო თარიღები მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ მიულოცა.
მილოცვის ტექსტი სამების საკათედრო ტაძარში დღევანდელი წირვის შემდეგ რუსეთის საპატრიარქოს საგარეო განყოფილების ხელმძღვანელმა მეუფე ილარიონმა ქართულ ენაზე წაიკითხა.
"თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, თქვენი ცხოვრება სიყრმიდანვე ეკლესიას ეძღვნებოდა და მისი მრავალწლიანი უწყვეტი მსახურებითაა აღბეჭდილი. თქვენი ცხოვრების გზის არჩევანი და მისი ერთგული მსახურება საწინდარია თქვენი უმდიდრესი სულიერი გამოცდილებისა და სამღვდელთმთავრო სიბრძნისა. თქვენ ღვთისგან ბოძებული გაქვთ სულიერი ნიჭი, რომელიც ამავე ცხოვრებაში მიწაზე გამოავლინეთ, როგორც ქრისტეს ჭეშმარიტმა მსახურმა. სწორედ ეს ნიჭია ის ფასდაუდებელი საუნჯე, რომელსაც თქვენ, საქართველოს ეკლესიის წინამძღვარი დაუღალავად უნაწილებთ თქვენს სამწყსოსა და მთელ მართლმადიდებელ სამყაროს, სახარების სიტყვებით - არა აღანთიან სანთელი და დადგიან იგი ქვეშე ხვიმირსა, არამედ სასანთლესა ზედა, რაითა ჰნათობდეს ყოველთა, რომელნი არიან სახლსა შინა. განვლილი წლების მანძილზე თქვენ ბრძანდებოდით დიდი ისტორიული ძვრების მოწმე. თქვენი საპატრიარქო მსახურება განსაკუთრებული ეპოქაა არა მხოლოდ საქართველოს ეკლესიის ცხოვრებაში, არამედ ჩვენი ორი ეკლესიის ურთიერთობაშიც, რომელიც თქვენი პირადი თვისებების გამო ინარჩუნებს გულწრფელობას, სითბოსა და ქრისტესმიერ სიყვარულს. თქვენი საპატრიარქო აღსაყდრებიდან მოყოლებული საქართველოს უძველესი ეკლესია გაძლიერდა რწმენასა და ღირსებაში, მნიშვნელოვნად გამრავლდა სამღვდელოება და სამწყსო, ტაძრები და მონასტრებიც. ახლა, როცა თქვენ გარემოცული ბრძანდებით საკუთარი ხალხის სიყვარულით და პატივისცემით, როცა მტკიცე რწმენის, ღვთის იმედის, სიბრძნისა და დაუღალავი შრომის ფასად მოიპოვეთ დიდება მთელს მართლმადიდებლურ სამყაროში, პატივს მივაგებ თქვენს წარუვალ დამსახურებას ღვთისა და ერის წინაშე და მოვუხმობ ბრძენის სიტყვებს - მართლის ნაყოფი სიცოცხლის ხეა და ბრძენი სულებს იზიდავს. ლოცვით ვუსურვებ თქვენს უწმინდესობასა და უნეტარესობას გაძლიერებას და ღვთის შეწევნას თქვენს მაღალ მსახურებაში. ხოლო თქვენს ყოვლად ღირს სამწყსოს სულიერ გაძლიერებას რწმენასა და ქრისტესმიერ სიყვარულში. ძმური სიყვარულით კირილე - მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი", - ნათქვამია რუსეთის პატრიარქის მილოცვაში.
მისალოცი სიტყვების დასასრულს მეუფე ილარიონმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ღვთისმშობლის ხატი უსახსოვრა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/226249-patriarqi-kirile-thqveni-sapatriarqo-msakhureba-gansakuthrebuli-epoqaa-chveni-ori-eklesiis-urthierthobashi.html
ისევ ეკლესია თუ გააერთიანებს ამ ჩემს ორ სამშობლოს თორე ისე....
დღეს ყოფილა თურმე , უწმინდესისი ეპისკოპოსად კურთხევის 50 წლისთავი .
არ ვიცოდი...
A.V.M
ვულოცავ ღმერთმა დიდხანს გვიმყოფოს
მრავალჟამიერ თქვენო უწმინდესობავ !
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მეუღლესთან ერთად სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 36 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო.
ირაკლი ღარიბაშვილმა პატრიარქს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი თარიღი მიულოცა და მის ღვაწლზე ისაუბრა. "ფასდაუდებელია ის თავდადებული მოღვაწეობა, რომელიც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა გასწია ჩვენი ერის სულიერების ამაღლებისთვის. მისი აღსაყდრების დღიდან დღემდე აღდგა, განახლდა და აშენდა უამრავი ეკლესია-მონასტერი, რომლის მასშტაბიც საქართველოს ისტორიას არ ახსოვს", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საზეიმო ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ საქართველოს მთავრობის, საპატრიარქოს, ხელოვნებისა და სპორტის სფეროს წარმომადგენლები.
http://www.ambebi.ge/
ილია II- სთვის იუბილის მილოცვა მოქალაქეებს 3 იანვარს შეეძლებათ
ავტორი: რედაქტორი | გამოქვეყნებულია: 03.01.2014კომენტარი არაა | 135 ნახვა
პატრიარქი უწმიდესსა და უნეტარესს ილია მეორეს 4 იანვარს 81 წელი უსრულდება.
მოქალაქეებს საშუალება ექნებათ პატრიარქს იუბილე საპატრიარქოში 3 იანვარს 19:00 საათიდან 21:00 საათამდე მიულოცონ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ღვთისმოსავ ოჯახში დაიბადა.
http://www.ambioni.ge/ilia-iistvis-iubilis-milocva-moqalaqeebs-3-ianvars-seezlebat
აქართველოს პრემიერ-მინისტრმა უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს დაბადების დღე მიულოცა.
სრულიად საქართველოს კათალიკოს -პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს 4 იანვარს 81 წელი უსრულდება. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქოში დღეს საზეიმო მიღება გაიმართა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოჯახთან ერთად დაესწრო. მან კათალიკოს -პატრიარქს დაბადების დღე პირადად მიულოცა.
"ბედნიერი ვარ, რომ ქართველებს გვყავს ისეთი ბრძენი და ღირსეული პატრიარქი, როგორიც ბრძანდებით თქვენ. თქვენ სასწაული მოახდინეთ ერის სულიერ ცხოვრებაში და ააღორძინეთ ის. მინდა გისურვოთ ხანგრძლივი და ჯანმრთელი სიცოცხლე და უახლოეს მომავალში გამთლიანებულ საქართველოში ცხოვრება,"- მიმართა პრემიერმა პატრიარქს.
თავის მხრივ პატრიარქმა მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის სხვა წარმომადგენლებს მილოცვისთვის და წარმატებები უსურვა სამომავლო საქმიანობაში.
"გადაეცით ხალხს, რომ უფალი მეფობს. უფალი აკეთებს ყველაფერს და მე გისურვებთ თქვენ, რომ თქვენი ხელმძღვანელობით გამთლიანდეს საქართველო და ზეიმით აღვნიშნოთ ეს, "-აღნიშნა საქართველოს პატრიარქმა სიტყვით გამოსვლისას.
Irakli Garibashvili Official
სუფთა ჯიშის ინგლისური ულაყი, სახელად ევანსი, ერთ-ერთია იმ საჩუქართაგან, რომელიც პატრიარქმა 81 წლის იუბილის აღსანიშნავად მიიღო. 3 წლის ცხენი ყულარის ცხენსაშენიდანაა, თუმცა საჩუქრის ავტორი უცნობია.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის 81 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საპატრიარქოში მიღება რამდენიმე საათს გაგრძელდა. პატრიარქისთვის დაბადების დღის მილოცვა ნებისმიერ მსურველს შეეძლო.
უწმინდესს იუბილე ჯერ პრემიერ-მინისტრმა და მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მიულოცეს. მოგვიანებით, კი იუბილარი პატრიარქი საქართველოს პრეზიდენტმა ოჯახის წევრებთან ერთად მოინახულა.
http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/sazogadoeba/39800-inglisuri-ulayi-sachuqrad-iubilar-patriarqs-sadghesastsaulo-migheba-sapatriarqoshi.html
მთავარია , როგორც დათომ თქვა , ცხენის წელიწადის აღსანიშნავად არ ეჩუქებინათ .
მრავალჟამიერ თქვენო უწმინდესობავ !
საპატრიარქოს ეზოში შეკრებილებმა ილია მეორესთან ერთად ღვთისმშობლისადმი ლოცვა წარმოთქვეს
20:44 03-01-2015
საპატრიარქოს ეზოში შეკრებილებმა ილია მეორესთან ერთად ღვთისმშობლისადმი ლოცვა წარმოთქვეს საპატრიარქოში კათოლიკოს-პატრიარქის 82 წლის იუბილესთან დაკავშირებით მიღება დასრულდა. მოქალაქეებისათვის ღონისძიების ბოლო ნაწილი საპატრიარქოს ეზოში გაიმართა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქოს ეზოში ჩაბრძანდა, სადაც მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ უწმინდესისთვის იუბილე მიელოცათ. შესრულდა საგალობლები, ხალხური სიმღერები, უწმინდესს მიუძღვნეს ლექსები. პატრიარქმა დალოცა სრულიად საქართველო და შეკრებილებს მიმართა ყველას ერთად ეთქვათ ღვთისმშობლისადმი ლოცვა "მოწყალებისა კარი განგვიღე". პატრიარქთან ერთად საპატრიარქოს ეზოში შეკრებილებმა ღვთისმშობლისადმი ლოცვა სამჯერ წარმოთქვეს.
უწმინდესს 82 წლის იუბილე საპატრიარქოში დღეს საზოგადო მოღვაწეებმა და სასულიერო პირებმა მიულოცეს.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/311742-sapatriarqos-ezoshi-shekrebilebma-ilia-meoresthan-erthad-ghvthismshoblisadmi-locva-tsarmothqves.html
"დაბადების დღეს გილოცავთ ჩვენო, ყველას პატრიარქო - დიდხანს გეციმციმოთ და გეკაშკაშოთ, ჩვენო მანათობელო, ჩაუქრობელო შუქურავ, ანგელოზო - დედამიწაზე"
/ნათია სიყმაშვილი
წმ. ანდრიას სახელობის სტიპენდიანტი/
"კიდევ დიდხანს გამყოფოთ უფალმა ქვეყნის მწყემსმთავრად დიდი ღამის გათენებავ, დიდო ილია"
/ავთანდილ დიასამიძე
სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი/
"გვიყვარხართ ჩვენო პატრიარქო, საქართველოსავით გვიყვარხართ!!!!"
/საქართვლოს ჩოხოსანთა საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე
ზვიად სეხნიაშვილი/
"იცოცხლეთ დიდხანს, რათა ასმინოთ მრავალთ, თუ როგორ უნდა გიყვარდეს გამჩენი და ადამიანი"
/იაკობ გაგულაშვილი
მსოფლიო ქართველ ებრაელთა მთავარი რაბინი/
"უფალმან ღმერთმან, მეოხებითა ყოვლადუხრწნელისა და დიდებულისა დედისა თვისისათა და შეწევნითა ზეციურისა მფარველისა თქვენისათა მიჰმადლოს ჯანისა სიმრთელე და სულისა სიმტკიცე და სხეულისა ძალი თქვენსა პატიოსანსა უნეტარესობასა, რომელისაცა მიმგებელნი ძმურისა ამბორისა, მარადის დავიმარხავთ შინაგან ჩვენსა გულითადსა სიყვარულსა უფლისამიერსა და კრძალულებასა და პატივსა ფრიადსა!"
/ბართლომე კონსტანტინოპოლელი/
"ღმერთმა დაგვილოცოს ჩვენი საყვარელი უწმინდესი! მრავალსა წელსა, მრავალჟამიერ! დიდი მამა, დიდი მოწამე, თავდადებული ერისათვის! მან აღაშენა, აღადგინა ჩვენი სულეირება და დაადგინა ივერია აღორძინების გზაზე!"
/ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი)/
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience