არის თუ არა ილია მეორე წმინდანი და რატომ ითვლება ასე?
"საერთოდ, ვიჩენთ სისასტიკეს, როცა ვეძებთ ადამიანში ნაკლს. ბოლოს, პატრიარქსაც გდავწვდით და იმის ნაცვლად, რომ მის მიმართ მეტი მადლიერება გამოგვეჩინა, პირიქით, გული ვატკინეთ!
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი რომ უდიდესი პიროვნებაა, ამას არა მხოლოდ მართლმადიდებლები, არამედ ასევე კათოლიკეები, მუსლიმანები და იუდეველებიც აღიარებენ.
ღვთის კაცი ვიპოვეო, - გაოცება ვერ დამალა რომის პაპმა ილია მეორესთან შეხვედრისას, ღვთის კაცი - ნიშნავს წმინდანს და ამას იგი იმეორებდა ყველგან. უპრეცედენტო შემთხვევა იყო ისიც, რომ ირანში ყოფნის დროს, სასულიერო პირების დაახლოებით 500-კაციან სუფრაზე მუსლიმანებმა ჩვენს პატრიარქს სთხოვეს ლოცვის წარმოთქმა. სუფრის კურთხევისას ჯვარი უნდა გამოვსახოო, - უთხრა. გამოსახეთო!
დაუჯერებელია, რომ ეს მოხდა მკაცრ მუსლიმანურ ქვეყანაში, ირანში, სადაც დღემდე შარიათი მოქმედებ. კავკასიელ მუსლიმანთა მეთაურმა, შეიხმა ფაშა ზადემ განაცხადა, - პატრიარქი ილი ჩემი მასწავლებელი და მოძღვარიც არისო. კავკასიელმა მუსლიმანებმა კი უთხრეს, - თქვენ მარტო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კი არა, კავკასიის პატრიარქიც ხართო!"
/მეუფე დანიელი (დათუაშვილი)/
"უწმინდესის 42-წლიანი ღვაწლი რომ არა, წარმოუდგენელი ქაოსი დაისადგურებდა ქვეყნად"
/მეუფე დანიელი (დათუაშვილი)/
"თქვენგან ვისწავლეთ, ჩვენო უწმინდესო და თქვენი მაგალითით ვსწავლობთ, რომ სიცოცხლე თავისი ტკივილებითა და სიხარულებით მოწამეობაა, რადგან სიკვდილის გზით შევდივართ მარადისობაში".
/იღუმენია მარიამი (ჯაფარიძე)/
"გული უზომოდ გატკინეთ, ჩვენო უწმინდესო..."
/იღუმენია მარიამი (ჯაფარიძე)/
"შეკითხვაზე, პატრიარქი უფრო დიდია თუ მეფე? გაბრიელ ბერი მპასუხობდა:
- პატრიარქი სცხებს მირონს და აკურთხებს მეფედ, რომელია უფრო დიდი, შენ თვითონ მითხარი".
"ისეთი პატრიარქი, როგორიც ჩვენია, არავის არ ჰყავს"
/წმ. გაბრიელ ბერი/
"იყო ასეთი შემთხვევა: ერისკაცი უდიერად იხსენიებდა პატრიარქს, იგი რწმენისგან შორს იყო, ბუნებით კი - ძალიან კეთილი.
ერთხელ მან, კელიაში ყოფნისას შენიშნა, რომ მაგიდის შუაგულში მამა გაბრიელს პატრიარქის სურათი დაედო.
- ერთი ის ქრისტეს ხატი მომაწოდე, - მიმართა გაბრიელ ბერმა სტუმარს და როცა მან ხატი მიაწოდა დაამატა: - ჰო, ძალიან კარგი, იმ მაგიდაზე დაასვენე, სადაც პატრიარქის სურათია. ქრისტეს ხატი პატრიარქის სურათის გვერდზე დაასვენებინა. ყველაფერი ცხადი გახდა"
"როცა პატრიარქიც კი განიკითხეს ცოდვით, განრისხებულმა მამა გაბრიელმა განმკითხველს მიმართა:
როგორ ბედავ! შეხედე ჩემს მუხლებს! ხედავ, როგორ მაქვს გადაყვლეფილი დღედაღამ მასზე ლოცვით? ამას რომ ამბობ, შენ გაქვს კი, მისი სიყვარული?! მე მაქვს უფლება, და თუ საჭიროა, მე ვეტყვი!"
"თქვენო უწმინდესობავ, მადლობას გიხდით მრავალწლიანი პატრიარქობისათვის... მადლობა უფალს იმ ბუმბერაზი ძღვენისათვის, საჩუქრისათვის, თქვენ რომ ჰყავხართ სრულიად საქართველოს".
"ეკლესიის დასუსტება და დაშლა უნდათ, პატრიარქის ავტორიტეტის შელახვა უნდათ და ვერ ახერხებენ. ვერ ინელებენ, რომ ამდენი წელია პატრიარქი ყველაზე სანდო და საიმედო ადამიანია ჩვენი საზოგადოებისთვის, ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს და შესაბამისად, ეკლესიაც ყველაზე რეიტინგული და ხალხისთვის სანდო ინსტიტუტია"
/ლაშა ამირეჯიბი/
"მის უწმინდესობას განვლილი აქვს არაერთი ძალიან მძიმე დღე ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლაში"
"ქართველ ერს დავლოცავ და მოვუწოდებ, რომ უწმინდესის თითოეულ სიტყვას გულისყურით მოუსმინონ და შეეწევათ მისი ლოცვა"
/დეკ. ბესარიონ ბულაშვილი/
--------
"ჩვენი მზიანი პატრიარქი"
"ეკლესიის მტრები შეეხნენ ყველაზე ძვირფასს და სათუთს, იმას, რაც დღეს აძლიერებს საქართველოს"
"ჩვენ საქართველოს პატრიარქის წინამძღოლობით უნდა დავუბრუნდეთ დედაეკლესიის წიაღს. დღეს ეს არის ღვთისგან მთავარი მოწოდება!"
"ჩვენ ეკლესიაში უნდა დავბრუნდეთ და დავადგეთ იმ სამეუფეო გზას, რომელზეც ჩვენი პატრიარქი დგას"
"მხნე, სულიერად ძალიან ძლიერი პატრიარქი გვყავს"
"ვმადლობდეთ უფალს და ვიყოთ ერთად დედაეკლესიის წიაღში, ჩვენი საყვარელი პატრიარქის დღეგრძელობით, წინამძღოლობითა და ლოცვით"
"არ იტირო, პატრიარქო, გთხოვ"
"თქვენო უწმინდესობავ, თქვენი მორალური ავტორიტეტით დაამსხვრიეთ ბოროტების ჭურჭელი, რაც საფრთხეს უქმნიდა თქვენს ერს".
/საბერძნეთის ელჩი, ბ-ნი დიმიტრიუს კარაბალისი/
ჩვენი პატრიარქი წმინდანია 100 წელიც მიგველოცოს მისთვის!!!!
"მხნე, სულიერად ძალიან ძლიერი პატრიარქი გვყავს"
"წლების განმავლობაში საქართველოს ეკლესიისა და უპირველესად, მისი მწყემსმთავრის დისკრედიტაციის მიზნით მიმდინარე კამპანიამ ბოლო პერიოდში ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა და არაჯანსაღი ხასიათი მიიღო"
"ჩვენ სინანული უნდა გამოვხატოთ ჩვენი პატრიარქის მიმართ, მასაც ისე სწამებენ ცილს, როგორც თავის დროზე წმინდა იოანე ოქროპირს"
/მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი)/
"პატრიარქი დგას და აშენებს სულიერ ტაძარს, რომ ჩვენ გადავურჩეთ ამ წარღვნას"
"პატრიარქი, ვითარცა ნოე, დგას და მოგვიწოდებს, რომ ჩვენ მოვემზადოთ და დავმკვიდრდეთ დედაეკლესიის წიაღში, არის წინასწარმეტყველება, რომ ივერია გაბრწყინდება უკანასკნელ ჟამს, ეს იქნება ეკლესია, რომელიც აჩვენებს მთელ მსოფლიოს მაგალითს"
/მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი)/
"როცა მე ვემორჩილები ჩემს მოძღვარს და ის პატრიარქს, იერარქიულად ეს ნიშნავს რომ მე ვემორჩილები პატრიარქს, ასევე უფალს და როცა ვინმე განიკითხავს მოძღვარს და პატრიარქს, ის განიკითხავს თვით უფალს.
ამიტომ ამბობდა მამა გაბრიელი, - ვინც პატრიარქს განიკითხავს, თავზე ნაკვერჩხლებს იგროვებსო, ვინც პატრიარქს გამოეყოფა, ის სექტააო. ასევე მეუბნებოდა, - განაწყენებულმა რომელიმე სასულიერო პირმა, თუნდაც მართალი იყოს, წირვის დროს რომ პატრიარქი არ მოიხსენოს, ის წირვა დაყენებულად არ ითვლებაო"
/ბატ. ოთარ ნიკოლაიშვილი/
"მეუფე დანიელი ამბობს, რომ ბოროტი ძალები ცდილობენ ჩრდილი მიაყენონ პატრიარქს, ისევე როგორც ამას აკეთებდნენ ილია ჭავჭავაძის შემთხვევაში".
"ერთხელ, 80-იანი წლების ბოლოს, უწმინდესი და უნეტარესი ილია II მცხეთაში ატარებდა საღვთო ლიტურგიას. მამა ვიტალი [სიდორენკო] ყვებოდა საკუთარი თვალით დანახულს, თუ როგორ დაეშვა ბრწყინვალე ღრუბელი პატრიარქის თავზე და მთელი წირვის განმავლობაში აღარ მიუტოვებია. ამ მოვლენას ბერი ამგვარად ხსნიდა: მისი მორჩილებისათვის ეახლაო უფალი უწმინდესს".
"როდესაც საბერძნეთში დავბრუნდით და ჩვენი თანამემამულეები გვეკითხებოდნენ, რა სიწმინდეები ვიხილეთ და მოვილოცეთ საქართველოში, ვპასუხობდით და ვპასუხობდით, რომ თანამედროვე საქართველოს ყველაზე დიდი სულიერი საუნჯე არის მისი სახელითა და საქმით უწმიდესი პატრიარქი"
/ვატოპედის დიდი და წმინდა სავანის წინამძღვარი არქიმანდრიტი ეფრემი/
"რაოდენ ბედნიერები ვართ, რომ უფალმა მოგვმადლა სწორედ იმ ეპოქაში ცხოვრება, რომელშიც ჩვენი პატრიარქი მოევლინა ქვეყნიერებას"
/საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოების
თავმჯდომარის მოადგილე ზვიად სეხნიაშვილი/
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience