თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ჩვენი პატრიარქი _ პატრიარქის მიერ გვარების დალოცვა

პოსტის ავტორი: maZiebeli თარიღი: Oct 17 2009, 12:14 AM

უწმინდესმა წინა კვირას, ოთხ გვარს შორის, ჩვენი გვარიც დალოცა. ნაცნობთა უმეტესობა, ვინც ამის შესახებ გაიგო, მეკითხება, როგორ უნდა მოახერხონ ამ საქმის ორგანიზება და დაალოცინონ პატრიარქს თავიანთი გვარები.

მართალია, მეც შემიძლია ამ დეტალების დაწვრლებით გარკვევა, მაგრამ უდროობის გამო ჯერ ვერ ვახერხებ და იქნებ აქ რომელიმე ფორუმელმა იცით ეს ყველაფერი და დაწეროთ...

ინტერესი აშკარად დიდია და ბევრს გაახარებთ.

პატივისცემით,

მაძიებელი

პოსტის ავტორი: ბექა თარიღი: Oct 17 2009, 04:13 PM

maZiebeli
მოკლედ ზუსტად არ ვიცი ან გვარს თვითონ პატრიარქი ირჩევს რომელი დალოცოს ან საბუთები მიიღება უწმინდესის საერთაშორისო ფონდში, რომელიც არის ოპერის გვერძე! შეგიძლია მიხვიდეთ და გაარკვიოთ იქ smile.gif

პოსტის ავტორი: patrioti1 თარიღი: Nov 17 2009, 07:34 PM

mze.gif მოგესალმებით ა ს ლ ა ნ ი შ ვ ი ლ ე ბ ს, მე მაგარი ძმაკაცი მყავს ამ გვარის კაცი, კაცური კაცი.ძალიან მაგარი აზრია ჩვენ მზადა ვართ. უფალი იყოს თქვენი მფარველი.

პოსტის ავტორი: maikusi თარიღი: Nov 18 2009, 12:07 AM

თუ ვინმე ფლობთ ინფორმაციას პატრიარქის მიერ გვარის დალოცვასთან დაკავშირებით იქნებ დაწეროთ?მაინტერესებს რა საკითხებია მოსაგვარებელი,ან თუ არის გამოქვეყნებული სადმე უკვე დალოცვილი გვარების სია? rolleyes.gif

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Nov 18 2009, 12:19 AM

ციტატა(maikusi @ Nov 18 2009, 12:07 AM) *

თუ ვინმე ფლობთ ინფორმაციას პატრიარქის მიერ გვარის დალოცვასთან დაკავშირებით იქნებ დაწეროთ?მაინტერესებს რა საკითხებია მოსაგვარებელი,ან თუ არის გამოქვეყნებული სადმე უკვე დალოცვილი გვარების სია? rolleyes.gif

არანაირი სია არ არის, თუ გინდათ რომ თქვენი გვარი დალოცოს უწმინდესმა, გვარის წარმომადგენელი უნდა მივიდეს არქიდიაკონ დემეტრესთან (სამების ტაძარში), ეტყვით რომ გინდათ გვარის დალოცვა და ის ჩაიწერს თქვენ გვარს, გადახედავს განრიგს და გეტყვით როდის და როგორ მოხდება ყველაფერი, დაახლოებით 2-4 კვირაში უწმინდესი დალოცავს გვარს smile.gif
აი ასე მარტივადაა ყველაფერი smile.gif

ოღონდ რომელიმე დღეს გეტყვით, როცა უნდა მიხვიდეთ და დაადასტუროთ რომ ნამდვილად იკრიბება გვარი

პოსტის ავტორი: maikusi თარიღი: Nov 18 2009, 12:42 AM

ეკატო
გაიხარე ეკატოოოოო madlioba.gif kiss1.gif

ციტატა
ოღონდ რომელიმე დღეს გეტყვით, როცა უნდა მიხვიდეთ და დაადასტუროთ რომ ნამდვილად იკრიბება გვარი

რას ქვია არ შევიკრიბოთ სულ ფრენით წავალ cocxali.gif თან ვირტულაურად ახლად გაცნობილ მოგვარეებსაც სურთ და "ლაივში"გასაცნობად საუკეთესო ვარიანტიცაა გვარის დალოცვა,ორმაგად ბედნიერი ვიქნები მაგ დღეს wub.gif jump.gif

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Nov 18 2009, 12:52 AM

maikusi
ნამდვილად იცი რომ შენი გვარი ჯერ არ დაულოცავს უწმინდესს?

პოსტის ავტორი: maikusi თარიღი: Nov 18 2009, 01:03 AM

ციტატა(ეკატო @ Nov 18 2009, 12:52 AM) *

maikusi
ნამდვილად იცი რომ შენი გვარი ჯერ არ დაულოცავს უწმინდესს?
ვფიქრობ რო ჯერ არ იქნება დალოცვილი,თორე რომელიმე ბიძაშვილი ხო მაინც გაიგებდა? rolleyes.gif
ყოველ შემთხვევაში ძალიან მინდა რომ ჯერ არ იყოს დალოცვილი smile.gif

უკვე დალოცვილი გვარების სია მაგიტო მაინტერესებდა რო გამეგო სულხანიშვილები დალოცვილებში ვართ თუ დასალოცებში rolleyes.gif

პოსტის ავტორი: maZiebeli თარიღი: Dec 11 2009, 11:48 PM

http://sana.ge/index.php?katid=6&id=4341&poz=&more

2009-11-18 18:02:03

ერთი წელია, რაც უწმინდესის ლოცვა–კურთხევით, გვარების დალოცვის უძველესი ქართული ტრადიცია კვლავ განახლდა. ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში, ყოველ კვირა დღეს, პატრიარქი რამდენიმე გვარს ლოცავს. აღნიშნულ ტრადიციას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის არქიდიაკონი, მამა დემეტრე (დავითაშვილი) ხელმძღვანელობს, რომელსაც ამ საკითხთან დაკავშირებით ინტერვიუ ვთხოვეთ.

მამა დემეტრე:

– გვარების დალოცვის ტრადიცია, როგორც უწმინდესისგან მსმენია, უძველესია. ძველ დროში, სხვადასხვა გვარის წარმომადგენლები ადგილობრივ ეპისკოპოსთან, ან მღვდელთან მიდიოდნენ და მათგან ლოცვა–კურთხევას იღებდნენ. ეს იმ შემთხვევაში ხდებოდა, თუკი აღმოჩნდებოდა, გვარმა რაღაც შესცოდა და სასულიერო პირთან მიდიოდნენ სინანულის გამოსახატავად, ან ლოცვა–კურთხევას იღებდნენ იმისთვის, რომ უფრო მეტი მადლი მიეღოთ. ზოგიერთ გვარს საკუთარი ხატი აქვს. არსებობს ძალიან ბევრი გვარი, რომლებიც მოდიან და ამბობენ, რომ ჩვენი საგვარეულოს ხატია, მაგალითად, სუჯუნას წმიდა გიორგის ხატი, პალიასტომის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატი და ხდებოდა სწორედ ამ ხატების გადაცემა.

– ვისი ინიციატივით აღდგა ეს ტრადიცია?

– გვარების დალოცვის ახლანდელ ტრადიციას საფუძველი 6–7 წლის წინ ჩაეყარა. როდესაც პატრიარქი ღმრთისმსახურებას ჯერ კიდევ სიონის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში აღასრულებდა, ერთმა გვარმა მას დალოცვა სთხოვა. გარკვეული დროის შემდეგ, ეს ტრადიცია მინელდა. დაახლოებით ერთი წლის წინ, გვარების დალოცვის სურვილი ისევ გამოითქვა და უწმინდესმა მე დამავალა, რომ ეს ყველაფერი სისტემაში მომეყვანა. ამჟამად, არსებობს გარკვეული წესი, თუმცა,ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია და მას საბოლოო სახე არ აქვს. ჯერჯერობით ასეა, ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში, პატრიარქი მხოლოდ და მხოლოდ კვირა დღეს, წირვის შემდეგ ლოცავს წინასწარ ჩაწერილ გვარებს. დალოცვა შემდეგი კვირისთვის გადაიდება იმ შემთხვევაში, თუ უწმინდესი ოფიციალური ვიზიტით წაბრძანებული იქნება საზღვარგარეთ, ან სხვა, რაიმე მიზეზის გამო ვერ აღასრულებს წირვას.

– გვარის წინასწარ ჩაწერა სად და როდის ხდება?

– გვარის დალოცვის მსურველები შაბათობით, 4 საათისთვის სამების ტაძარში უნდა მობრძანდნენ ჩემთან. მე მათ პირადად გავესაუბრები და ავუხსნი, რომელ კვირას მოუწევთ დალოცვა. ამისთვის, საგანგებო ბლოკნოტი მაქვს შედგენილი.

– ერთდროულად რამდენი გვარი ილოცება?

– არის კვირა დღეები, როდესაც ერთდროულად 6, 7, 8 გვარი ილოცება.

– დალოცვის შემდეგ, საგვარეულოს წარმომადგენლებს უწმინდესი ხატსაც გადასცემს ხოლმე. ესაც ამ ტრადიციის ნაწილია?

– დიახ, მაგრამ აქვე მინდა აღვნიშნო, ვინაიდან, ფიზიკურად არ გვაქვს შესაძლებლობა, ყველა გვარს ჩვენ თვითონ გადავცეთ ხატი, ამიტომ მათ ვთავაზობთ, თითოეული გვარის წარმომადგენლებმა, ვინც მოინდომებს დალოცვას, თვითონ შეიძინონ ხატი, არ აქვს მნიშვნელობა რომელი წმიდანის იქნება ის ან თუ არსებობს ხატი, რომელიც ოდითგანვე მათ გვარს ეკუთვნოდა, შეუძლიათ, სპეციალურად დააწერინონ და დალოცვის წინა დღეს, შაბათს, ტაძარში მოაბრძანონ. უწმინდესი პირადად აკურთხებს ამ ხატებს და დალოცვის დროს გვარის ერთ–ერთ წარმომადგენელს გადასცემს.

– საინტერესოა, რა არის საგვარეულო ხატის გადაცემის დანიშნულება?

– ბევრი მეკითხება, ხატი, რომელიც მათ გვარს გადაეცემა, თუ შეიძლება დაასვენონ საგვარეულო ტაძარში. მე ცალსახად ვამბობ, – არა, რადგან საგვარეულოს ხატი უსათუოდ უნდა დარჩეს გვარში და იმოგზაუროს ოჯახებში. შეიქმნება ახალი ოჯახი, იქაც იქნას მიბრძანებული. გვარის დალოცვის მთელი არსი და შინაარსი იმაში მდგომარეობს, რომ ყოველმა გვარმა, რომელსაც პატრიარქი დალოცავს და საგვარეულოს სახელზე ხატს უკურთხებს, უნდა დაიწყოს სულიერი, ქრისტიანული წესით ცხოვრება, რასაც ის მოკლებულია. ადამიანები, თითოეული გვარის წარმომადგენლები უნდა დაუბრუნდნენ ქრისტეს ეკლესიას, დაიწყონ ლოცვა, აღსარების თქმა, ზიარება. ამით ერის გადარჩენაც ხდება. როდესაც ადამიანები ლოცვით ერთიანდებიან, ეს ნიშნავს რომ ერი ერთიანია. ოჯახებს, სადაც ხატი იქნება მიბრძანებული, შეუძლიათ იმ დროს, სახლის საკურთხებლად მღვდელი მიიწვიონ და საგვარეულო ხატთან პარაკლისიც გადაახდევინონ, ასევე, წაიკითხონ დაუჯდომელი. თითოეულ ოჯახში ხატის არსებობის ხანგრძლივობა თვითონ იმ ოჯახისა და გვარის სხვა წევრების სურვილზე იქნება დამოკიდებული. ვიღაცამ უნდა ითავოს და უხელმძღვანელოს გვარში ხატის მოგზაურობის ტრადიციას. ლოცვა აუცილებელია. ამ ტრადიციის აღდგენით, ისევ იმ გზაზე დადგომა ხდება, რომელსაც ჩვენგან ქრისტიანული ცხოვრების წესი ითხოვს. ნურავინ წარმოიდგენს, რომ რადგან პატრიარქი ერთხელ გვარს დალოცავს, ამით უნდა დასრულდეს მათი სულიერება. თვითონ გვარის წარმომადგენლებიც უნდა ამოქმედდნენ, რომ შეინარჩუნონ მიღებული მადლი. ღმერთი მადლს ყოველთვის გვიგზავნის, მაგრამ თუ ჩვენ არ ვართ მზად მის მისაღებად, ანუ არ ვართ ეკლესიის წევრები, არ ვლოცულობთ და არ ვეზიარებით, მაშინ ჩვენში მადლის თანაზიარება არ ხდება. ხოლო თუ გვარს აქვს სურვილი, რომ თავიანთ საგვარეულო სალოცავს, ტაძარს ხატი შესწირონ, მათ შეუძლიათ სხვა, ახალი ხატი შეიძინონ და ის მიაბრძანონ ეკლესიაში.

– მამა დემეტრე, აქვს თუ არა მნიშვნელობა, გვარიდან რამდენი წარმომადგენელი დაესწრება დალოცვას?

– უმჯობესია, გვარიდან 40–50 წარმომადგენელი მაინც მოვიდეს, რომ მათ მიერ მოხდეს მადლის გავრცელება და ერთმანეთის გაცნობა. ძალიან ხშირად ხდება ისე, რომ ერთი გვარის ნათესავები არიან, ქალმა და ვაჟმა ეს არ იციან, მათ ერთმანეთი უყვარდებათ და მერე დაოჯახების დროს პრობლემები იქმნება. საეკლესიო კანონიკის მიხედვით, მე–7–8 თაობიდან უკვე თავისუფლად შეიძლება ქორწინება. ამას წინათ იყო შემთხვევა, როდესაც მე–5 თაობის წარმომადგენლებს სურდათ დაოჯახება, მაგრამ ქორეპისკოპოსმა, მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) კატეგორიული უარი განაცხადა. როდესაც გვარები დასალოცად იკრიბებიან და ერთმანეთს იცნობენ, უკვე იციან, ვინ ვისი ნათესავია და ასე შეიძლება, ზემოთ აღნიშნულ პრობლემასაც ავცდეთ.

– მარხვაში რატომ წყდება გვარების დალოცვა?

– მოგეხსენებათ, მარხვის პერიოდში დღესასწაულისთვის ვემზადებით და უფრო თავშეკავებულნი ვართ როგორც საკვების მიღებაში, ასევე ქცევაში. როდესაც გვარი დასალოცად იკრიბება, ბუნებრივია, იმ დღეს, ისინი ტრაპეზობენ კიდეც. სამწუხაროდ, დღეს ყველა ვერ ახერხებს მარხვას. ამიტომ სუფრა რომ გაიშლება, შეიძლება მერე მათი ეს თავშეყრა ღრეობაში გადაიზარდოს. ჩვენ არ გვსურს, გავხდეთ ამის მიზეზი. ამიტომ უწმინდესის ლოცვა–კურთხევით, მარხვაში გვარების დალოცვა წყდება. ერთადერთი გვარი, რომელსაც პატრიარქი ახლა, შობის მარხვაში დალოცავს, არის ფერაძე. 6 დეკემბერს წმიდა გრიგოლ ფერაძის ხსენებაა და ჩვენ ვერ დავუშლით გვარს, შეიკრიბოს ასეთი სახელოვანი წმიდანის დღესასწაულზე.

– პატრიარქი მხოლოდ ქართულ გვარებს ლოცავს?

– საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, ძირითადად, ქართულ ოჯახებს ლოცავს, მაგრამ თუ დალოცვას რომელიმე არაქართული გვარიც მოინდომებს, არ ვიცი, რა სახით, მაგრამ შეიძლება მათი დალოცვაც მოხდეს. მათაც შეუძლიათ მობრძანდნენ და იმედია, უარი არ ეთქმებათ. საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი საქართველოში მცხოვრები ყველა მოქალაქის პატრიარქია და ამდენად, ჩვენი ეკლესიის კარი, სიამოვნებით, არაქართული მოსახლეობისთვისაც ღიაა.

– თითოეული გვარი მხოლოდ ერთხელ დაილოცება?

– გვარი დაილოცება ერთხელ.

– ამ ტრადიციას თავად უწმინდესი როგორ აფასებს?

– უწმინდესი ამ ტრადიციას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. როგორც უკვე აღვნიშნე, თავად მისგან მაქვს დავალებული, შევიმუშავო გარკვეული წესი, ამ ტრადიციას მივცეთ ისეთი სახე, რომ უფრო საზეიმო გავხადოთ გვარების დალოცვა. პატრიარქის სურვილია, ადამიანებს დაამახსოვრდეთ ეს დღე. ვფიქრობთ, სპეციალურად გვარების დასალოცად შუა კვირის რომელიმე დღე დავაწესოთ. შესრულდეს პარაკლისი და შემდეგ მათ გადაეცეთ სიგელები. შეიძლება, ასეთივე ტრადიცია დამკვიდრდეს ეპარქიებშიც, სადაც ადგილობრივი მღვდელმთავარი დალოცავს იქაურ მცხოვრებლებს.

– მამა დემეტრე, თუ რომელიმე გვარი ან ოჯახი არის დაწყევლილი, დალოცვის დროს ეს წყევლა ეხსნებათ?

– ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც მოდიან და მეუბნებიან, ჩვენი გვარი, ან ოჯახი არის დაწყევლილი და როგორ მოვიქცეთო. ზოგი თავისით არის შეკრული, დავუშვათ, ფიცი დადო და ვერ შეასრულა, ამას ჰქვია თავით თვისით კრული, ან თუ ვიღაცამ ვიღაც დაწყევლა. ამ საკითხთან დაკავშირებით, მინდა აღვნიშნო, რომ პატრიარქმა ყოვლადწმიდა სამებისა და სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრებში, დაახლოებით, სამი წირვა ჩაატარა, როდესაც "დიდ შესვლაზე" წაკითხულ იქნა საყოველთაო შენდობის ლოცვა. უწმინდესმა ბრძანა, რომ აღნიშნული ლოცვის შედეგად, ყველა წყევლა მოხსნილია. თუ პატრიარქი საჭიროდ ჩათვლის, რომ კიდევ ჩატარდეს ერთი ასეთი წირვა, როცა წაკითხული იქნება შენდობის ლოცვა, რასაკვირველია, ჩატარდება.

ეფემია წიკლაური


მიმაგრებული სურათ(ებ)ი
მიმაგრებული სურათი

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Dec 13 2009, 06:52 PM

ციტატა(maZiebeli @ Dec 11 2009, 11:48 PM) *

– ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც მოდიან და მეუბნებიან, ჩვენი გვარი, ან ოჯახი არის დაწყევლილი და როგორ მოვიქცეთო. ზოგი თავისით არის შეკრული, დავუშვათ, ფიცი დადო და ვერ შეასრულა, ამას ჰქვია თავით თვისით კრული, ან თუ ვიღაცამ ვიღაც დაწყევლა.

ამით ვაძლევთ საბაბს მავანთ, რომ სახელი გაუტეხონ ეკლესიას...
როდემდე უნდა გაგრძელდეს სისულელეების გავრცელება მართლმადიდებლობის სახელით?

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Dec 13 2009, 07:14 PM

არ ვიცი, მე არასდროს გამჩენია სურვილი ჩემი გვარი დაელოცა პატრიარქს smile.gif



ციტატა
გვარის დალოცვის მთელი არსი და შინაარსი იმაში მდგომარეობს, რომ ყოველმა გვარმა, რომელსაც პატრიარქი დალოცავს და საგვარეულოს სახელზე ხატს უკურთხებს, უნდა დაიწყოს სულიერი, ქრისტიანული წესით ცხოვრება, რასაც ის მოკლებულია.


საინტერესოა fiqri.gif

პოსტის ავტორი: orthodox-georgia თარიღი: Mar 27 2010, 09:52 PM

ციტატა
მე არასდროს გამჩენია სურვილი ჩემი გვარი დაელოცა პატრიარქს

რატომ?
ცუდი იქნება? blink.gif

პოსტის ავტორი: .SaLoMe. თარიღი: Mar 28 2010, 03:06 PM

ძალიან კარგია რომ ეს ტრადიცია აღდგა

პოსტის ავტორი: tbilisis porumi თარიღი: Jun 1 2010, 01:02 PM

რა არის საჭირო პატრიარქმა რომ გვარი დალოცოს.








იიი

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jun 1 2010, 03:50 PM

orthodox-georgia
რავიცი, ჩემო კარგო, ასე მგონია პატრიარქი და უფალი ისედაც დალოცავს, თუ ამის ღირსი ვარ და არა იმიტომ რომ მე წამოვაყენო პრეტენზია და ა.შ.


პოსტის ავტორი: maZiebeli თარიღი: Jun 1 2010, 05:45 PM

tbilisis porumi

ციტატა
რა არის საჭირო პატრიარქმა რომ გვარი დალოცოს.


ციტატა

– გვარის წინასწარ ჩაწერა სად და როდის ხდება?
– გვარის დალოცვის მსურველები შაბათობით, 4 საათისთვის სამების ტაძარში უნდა მობრძანდნენ ჩემთან. მე (არქიდიაკონი დემეტრე დავითაშვილი) მათ პირადად გავესაუბრები და ავუხსნი, რომელ კვირას მოუწევთ დალოცვა.

პოსტის ავტორი: kinoteli თარიღი: Jun 1 2010, 08:38 PM

ციტატა(ქევანა @ Jun 1 2010, 03:50 PM) *

orthodox-georgia
რავიცი, ჩემო კარგო, ასე მგონია პატრიარქი და უფალი ისედაც დალოცავს, თუ ამის ღირსი ვარ და არა იმიტომ რომ მე წამოვაყენო პრეტენზია და ა.შ.

მე ჩემი მოგვარეების შეკრება მინდა მეტად და მათი გაცნობა,უფალს კი ისედაც ვთხოვ რომ დაგვლოცოს...და თუ უწმიდესი დაგვლოცავს მაგაზე უარს როგორ ვიტყვი....და თუ არ არის საჭირო მაინს არ მოვა ის დალოცვა ჩემზე

პოსტის ავტორი: natianatushki თარიღი: Jun 1 2010, 08:42 PM

ციტატა(tbilisis porumi @ Jun 1 2010, 01:02 PM) *

რა არის საჭირო პატრიარქმა რომ გვარი დალოცოს.
იიი

უნდა მობრძანდეთ საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში(სამების საკათედრო ტაძარში) შაბათს.
გვარების დალოცვის საკითხს ბატონი ლექსო ნაზღაიძე ხელმძღვანელობს.მას გაესაუბრებით და
გაგარკვევთ ყველა საკითხში.

პოსტის ავტორი: patrioti1 თარიღი: Oct 8 2010, 03:21 PM

ასლანიშვილებმა ამ საიტის დახმარებით დავთქვათ დღე, რიცხვი, საათი და ადგილი და შევიტანოთ განცხადება თუ რაც ქვია, გვარის დალოცვასთან დაკავშირებით, მანამდე კი აქ ამ საიტზე მოვგროვდეთ შეძლებისდაგვარად ვიზეც ხმა მიგვიწვდება. უფალი იყოს ჩვენი მფარველი. ამინ. ა ს ლ ა ნ ი შ ვ ი ლ ი.

პოსტის ავტორი: kent5 თარიღი: Jan 7 2011, 09:24 AM

ასლანიშვილებს ყველას გილოცავთ შობას, სხვათა შორის ასლანიშვილი პირველი გვარია რომელიც შვილზე მთავრდება, დაზუსტებული წყაროებით ვიცი. kitxva.gif smile.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: patrioti1 თარიღი: May 13 2011, 03:49 PM

ამ სახელით ;პატრიოტი1''. ამჟამად მე ვსარგებლობ. მე, ვარ ასლანიშვილი და როგორც მე ვიცი პატრიარქს ჩვენი გვარი ჯერ არ დაულოცია, ვიაქტიუროდ ჯერ ერთმანეთში ჩამოვყალიბდეთ და მერე შევიტანოთ განცხადება თუ თხოვნა არ ვიცი რა ჰქვია და დაგვილოცოს ეს უძველესი გვარი. უფალი იყოს ჩვენი შემწე. ა მ ი ნ. girl_angel.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 15 2011, 09:24 PM

6 ნოემბერს უწმინდესის მიერ დაილოცნენ შემდეგი გვარები:
თალაკვაძეები, ფირცხალაიშვილები, თოლორდავები, გოთუები,სოლოღაშვილები.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 22 2011, 04:01 PM

13 ნოემბერს უწმინდესმა დალოცა შემდეგი გვარები:
მარგველაშვილები, ჯიბღაშვილები, ლაბაძეები, კოპლიანები, ზედგენიძეები, უროტაძეები, კორკოტაძეები.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 6 2011, 07:36 PM

27 ნოემბერს უწმინდესმა დალოცა შემდეგი გვარები:
ქირათელიძეები, შანავები, კვაშილავები, ბერაიები, მიქელაშვილები, გოგლიჩიძეები, ფურცხვანიძეები, კილაძეები, ქველიძეები, არბოლიშვილები ,ჯანიაშვილები, ფაჩულიები, კეკიშვილები, კენკიშვილები, ელბაქიძეები.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 19 2011, 05:49 PM

უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ 11 დეკემბერს დალოცა ქავთარაშვილების გვარი.


პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 29 2011, 08:00 PM

ფორუმელნო და ჯამაათნო!!!
ვისი გვარია თქვენგან დალოცვილი უწმინდესის მიერ?

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Dec 29 2011, 08:46 PM

ვინც იცით, მითხარით:

ვისგან შეიძლება გავიგო, ჩემი გვარი უკვე თუ დაილოცა ან თუ არ დაილოცა ჯერ, როდისთვის იგეგმება მიახლოვებით მაინც?

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Dec 30 2011, 09:42 PM

A.V.M

ციტატა
ვისი გვარია თქვენგან დალოცვილი უწმინდესის მიერ?

ჩემი...
შარშან 11 აგვისტოს დალოცაsmile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 30 2011, 09:46 PM

ეტყობა არ იცოდა უწმინდესმა შენ რო ხარ მაგ გვარის წარმომადგენელი,თორემ გადაიფიქრებდა... biggrin.gif

(ხუმრობა იქით იყოს და გეორგიოსს როგორ დავეხმაროთ?)

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Dec 30 2011, 09:48 PM

A.V.M

ციტატა
ეტყობა არ იცოდა უწმინდესმა შენ რო ხარ მაგ გვარის წარმომადგენელი,თორემ გადაიფიქრებდა...

შეენ ძაან ცუდად გადამეკიდეbiggrin.gif
მიფრთხილდი isrebi.gif
ციტატა
(ხუმრობა იქით იყოს და გეორგიოსს როგორ დავეხმაროთ?)

ეგ კითხვა მეც მაწუხებს.
მაშინ პატრიარქის ქადაგებას ვუსმენდი და ბოლოს ჩემი გვარიც რომ დალოცა, მაგრად გამიკვირდა და გამიხარდაsmile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 30 2011, 10:03 PM

ციტატა

შეენ ძაან ცუდად გადამეკიდე

რა იყო ჩემი გვარი არ დაულოცია პატრიარქს....
(რომელია ეხლა ცუდ მდგომარეობაში შენ თქვი) biggrin.gif
ციტატა
მიფრთხილდი

,,თხა თხაზე ნაკლები..." biggrin.gif

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Dec 30 2011, 10:22 PM

ციტატა
(ხუმრობა იქით იყოს და გეორგიოსს როგორ დავეხმაროთ?)


ციტატა
ეგ კითხვა მეც მაწუხებს.მაშინ პატრიარქის ქადაგებას ვუსმენდი და ბოლოს ჩემი გვარიც რომ დალოცა, მაგრად გამიკვირდა და გამიხარდა


ალბათ ჩემი პაწუკა გვარის რიგი არ მოვიდოდა, თორემ გავიგებდი. user.gif

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Dec 30 2011, 10:48 PM

A.V.M
kiss1.gif

georgios

ციტატა
ალბათ ჩემი პაწუკა გვარის რიგი არ მოვიდოდა, თორემ გავიგებდი.

რა გვარი ხარ? smile.gif

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Dec 30 2011, 10:51 PM

GIORGI LELUASHVILI

ციტატა
რა გვარი ხარ?


ვაჩაძე

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Dec 30 2011, 11:08 PM

georgios

ციტატა
ვაჩაძე

biggrin.gif უუჰ, მაშინ შენი რიგი კიდევ კარგა ხანი არ დადგებაbiggrin.gif

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Dec 30 2011, 11:10 PM

GIORGI LELUASHVILI

ციტატა
უუჰ, მაშინ შენი რიგი კიდევ კარგა ხანი არ დადგება


რატომ? ანბანის მიხედვით არ მიდის როგორც ვხედავ, არც რომელიმე კუთხეების მიხედვით.

პოსტის ავტორი: dr.house... თარიღი: Dec 30 2011, 11:14 PM

არა თვითონ გვარის წარმომადგენლები მიდიან.. შენ მიდი და იკითხე იქ ან ხვალ თუ მიხვალ კაი იქნება.. პ.ს დაგეხმარები თუ გინდა.. biggrin.gif ხვალ თუ მოხვალ.. biggrin.gif

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Dec 30 2011, 11:18 PM

dr.house...

ციტატა
არა თვითონ გვარის წარმომადგენლები მიდიან.. შენ მიდი და იკითხე იქ ან ხვალ თუ მიხვალ კაი იქნება.. პ.ს დაგეხმარები თუ გინდა.. ხვალ თუ მოხვალ..


ხვალ ვერ შევძლებ, საახლობლოში უნდა დავიარო ბოლომდე, წინასაახალწლო მილოცვა-საჩუქრებით. biggrin.gif

მოიცა, ესე იგი შეიძლება ჩემი მოგვარეები უკვე იყვნენ, სთხოვეს და დალოცვილიც იყოს გვარი უკვე? ანუ უბრალოდ მისვლა უნდა და თხოვნაა საკმარისი? საპატრიარქო არ აწესებს რამე თანრიგს?

პოსტის ავტორი: dr.house... თარიღი: Dec 30 2011, 11:26 PM

ციტატა(georgios @ Dec 30 2011, 11:18 PM) *

dr.house...
ხვალ ვერ შევძლებ, საახლობლოში უნდა დავიარო ბოლომდე, წინასაახალწლო მილოცვა-საჩუქრებით. biggrin.gif

მოიცა, ესე იგი შეიძლება ჩემი მოგვარეები უკვე იყვნენ, სთხოვეს და დალოცვილიც იყოს გვარი უკვე? ანუ უბრალოდ მისვლა უნდა და თხოვნაა საკმარისი? საპატრიარქო არ აწესებს რამე თანრიგს?

biggrin.gif biggrin.gif კეთილი სანტა.. biggrin.gif არამგონია რო დალოცვილი იყოს და შეიძლება იყოს კიდეც.. biggrin.gif როცა გეცლება მაშინ მიდი და შიგნით რო სანთლებს ყიდიან მათ კითხე და გეტყვიან.. smile.gif

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Dec 30 2011, 11:27 PM

dr.house...

ციტატა
კეთილი სანტა.. არამგონია რო დალოცვილი იყოს და შეიძლება იყოს კიდეც.. როცა გეცლება მაშინ მიდი და შიგნით რო სანთლებს ყიდიან მათ კითხე და გეტყვიან..


საპატრიარქოში სად? ქვედა მხრიდან შესასვლელი რომ არის? fiqri.gif

პოსტის ავტორი: dr.house... თარიღი: Dec 31 2011, 01:06 PM

ციტატა(georgios @ Dec 30 2011, 11:27 PM) *

dr.house...
საპატრიარქოში სად? ქვედა მხრიდან შესასვლელი რომ არის? fiqri.gif

არა სამებაში შიგნით რო შეხვალ მანდ.. smile.gif

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Dec 31 2011, 01:20 PM

dr.house...

ციტატა
არა სამებაში შიგნით რო შეხვალ მანდ..


გმადლობ, მივალ და ვიკითხავ მერე.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 31 2011, 09:43 PM

ჩვენც გაგვაგებინე გეორგიოს მერე პასუხი...

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Dec 31 2011, 09:55 PM

A.V.M

ციტატა
ჩვენც გაგვაგებინე გეორგიოს მერე პასუხი...


ki.gif

პოსტის ავტორი: dr.house... თარიღი: Dec 31 2011, 11:07 PM

ციტატა(georgios @ Dec 31 2011, 09:55 PM) *

A.V.M
ki.gif

წარმატებები! smile.gif მარა იქ დანამდვილებით ვიცი რო გეტყვიან თუ ეტყვი ჩაგწერენ კიდეც.. ნუ მოკლედ რო მიხვალ გაარკვევ.. smile.gif

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Jan 5 2012, 12:50 AM

A.V.M

ციტატა
ჩვენც გაგვაგებინე გეორგიოს მერე პასუხი...


მაშ ასე:

მივედი, შესასვლელში მომცეს ტელ.ნომერი რომელზეც დავრეკე და ველაპარაკე იმ კაცს, ვინც პასუხისმგებელია მაგ საკითხებზე. ჰოდა ასე მითხრა: ამ წუთას არ მაქვს სია, სადაც არის აღრიცხული დალოცვილი გვარებიო, მაგრამ სიაში რომც არ იყოს, ეს იმას არ ნიშნავს აუცილებლად თურმე, რომ არ არის დალოცვილი. შენ თვითონ გადაამოწმეო. მე ვუთხარი, რომ ჩემი გვარის ვისაც ვიცნობ, არავის უთქვამს ჩემთვის დალოცვაზე არაფერიმეთქი. თუ დალოცვილია გვარი, მის წევრებში უნდა ტრიალებდეს ხატი და ეგ აუცილებლად ეცოდინებათო... ჰოდა თუ არ არის დალოცვილი, მომმართეთ და ჩაგწერთო რიგში.

ეს იყო და ეს.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 5 2012, 12:53 AM

ძალიან კარგი.
მგონი ეხლა ხელმოწერები უნდა შეაგროვოთ ხომ თქვენი გვარის წევრებმა...

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Jan 5 2012, 12:55 AM

A.V.M

ციტატა
ძალიან კარგი.მგონი ეხლა ხელმოწერები უნდა შეაგროვოთ ხომ თქვენი გვარის წევრებმა...


ხელმოწერებზე აღარ ვიცი. უნდა შევკრიბო ვისაც ვიცნობ მოგვარეები. smile.gif

პოსტის ავტორი: dr.house... თარიღი: Jan 5 2012, 02:37 PM

ციტატა(georgios @ Jan 5 2012, 12:55 AM) *


ხელმოწერებზე აღარ ვიცი. უნდა შევკრიბო ვისაც ვიცნობ მოგვარეები. smile.gif

ძალიან კაი თუ გაარკვიე.. smile.gif მიხარია.. smile.gif

პოსტის ავტორი: aslan თარიღი: Jan 9 2012, 04:39 PM

გამარჯობათ გილოცავთ ყველას
შობა-ახალწელს დაესწარიტ მრავალს
ასლანიშვილები დალოცა უწმნდესმაა?

და გამოვეხმაურები იმას რომ ასლაშვილიოო პირველი გვარიაო რომელიც შვილზე მთავრდება თუ შეგიდზლია მითხარი წყარიო სად მოვდზებნო...
უპალი გპარავდეთ ასლანისჰვილებოო

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 23 2012, 11:14 PM

15 იანვარს დაილოცა შემდეგი გვარები:
შაუთიძეები,სანებლიძეები,გეგე
შიძეები,პაპავები,ხომასურიძეე
ბი,ჭელიძეები.

ღმერთმა დალოცოს და მარავლოს ეს გვარები...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 1 2012, 06:04 PM

ხალხნო და ჯამაათნო.

ხო იცით დალოცვისას გვარები რომ ხატის დაწერისთვის ფულს რიცხავენ ანგარიშზე.
ამგვარი რამ რომელმა თქვენგანმა გააკეთა?

პოსტის ავტორი: pasha თარიღი: Feb 1 2012, 06:28 PM

საპატრიქოში გაგარკვევენ,განაცხადი უნდა შეიტანოო

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 1 2012, 06:56 PM

ეგ ყველაფერი გაკეთებულია...

უბრალოდ გადარიცხვაზე მაინტერესებდა რაღაც...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 10 2012, 07:21 PM

5 თებერვალს.უწმინდესის და უნეტარესის-ილია II-ის მიერ დაილოცა შემდეგი გვარები:
ბარელაძეები,ბეჟანიშვილები, ღურჭმელიები, გუგეშაშვილები,ჭიღლაძეები.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 21 2012, 07:53 PM

12 თებერვალს.უწმინდესის და უნეტარესის-ილია II-ის მიერ დაილოცა შემდეგი გვარები:
აბრიგაძეები, თავხელიძეები , ხაბეიშვილები , გაბრიაძეები , ობოლაძეები , ქაფიანიძეები , ხანთაძეები , იობიძეები , მესხები , ტურიშვილები , ბეჟანიშვილები , ჯანელიძეები , წიწკოლურთა თემი.

(ამდენი გვარი დაილოცა და თქვენი არც-ერთი არ იყო?) biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 10 2012, 02:11 PM

ვერა და ვერ დაილოცა ჩემი გვარი ვაჰ... biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 26 2012, 09:37 PM

8 ივლისს,სამების საპატრიარქო ტაძარში უწმინდესის და უნეტარესის-ილია II-ის მიერ დაილოცა შემდეგი გვარები:

მხეიძეების და აბულაძეების.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 30 2012, 11:11 PM

15 ივლისს,სამების საპატრიარქო ტაძარში უწმინდესის და უნეტარესის-ილია II-ის მიერ დაილოცა შემდეგი გვარები:
ცეკვავა, ცეკვაშვილები , ბიბილეიშვილები , ტუხაშვილები , გარსევანიშვილები , ცხვირავაშვილები , კოშაძეები , ხეთერელები ,ჩოჩოშვილები და ჩოჩიშვილები.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 4 2012, 07:09 PM

27 ივლისს,სამების საპატრიარქო ტაძარში უწმინდესის და უნეტარესის-ილია II-ის მიერ დაილოცა შემდეგი გვარები:
ნარიმანიძეები , ჯანაშვილები , ჯიქურები , ცაგარეიშვილები და ბერაძეები .

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 23 2012, 01:57 PM

2012 წლის 8 აგვისტოს,სამების საპატრიარქო ტაძარში უწმინდესის და უნეტარესის-ილია II-ის მიერ დაილოცა შემდეგი გვარები:
ჩადუნელები, სულაძეები , ხვადაგიანები , გადიაშვილები და წულაიები .

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Aug 23 2012, 02:06 PM

ციტატა
ჩადუნელები

ჩემი და თორნიკეს კურსელ-ჯგუფელიც დალოცვილა...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 23 2012, 02:31 PM

ციტატა
ჩემი და თორნიკეს კურსელ-ჯგუფელიც დალოცვილა...

კაია...
შენი გვარი თუა დალოცვილი?

(ჩემსას არ დაადგა საშველი და...)

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Aug 23 2012, 02:34 PM

კი ადრე დაილოცა.. სხვათა შორის, ტელევიზიით გავიგეთ... sad.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 23 2012, 02:38 PM

ციტატა
კი ადრე დაილოცა.. სხვათა შორის, ტელევიზიით გავიგეთ...

უი...
თან ცუდია-თან კარგი.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 8 2012, 02:55 AM

2012 წლის 9 სექტემბერს ,სამების საპატრიარქო ტაძარში უწმინდესის და უნეტარესის-ილია II-ის მიერ დაილოცა შემდეგი გვარები:

გვენეტაძეები, გასვიანები, სადაღაშვილები, ჯიშკარიანები, კიბირიები, სვარიანები, ფურცელაძეები, ქვარაიები და შერმადინები.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 8 2012, 04:37 PM

ღმერთმა ყველა ქართული გვარი ამრავლოს ჩვენი საყვარელი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით!!! wub.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 26 2012, 02:09 AM

,,მოგესალმებით, გთხოვთ ვისაც შეხება გაქვთ და შეგიძლიათ იქნებ გაავრცელოთ და მიაწვდინოთ თქვენს ნაცნობ დეკანოიძეებს ხმა მათი გვარის დალოცვის შესახებ, რომელიც 3 მარტს გაიმართება. ჩართულობისთვის მათი აქტიურობა მნისჰვნელოვანია. ინფორმაციისათვის დამიკავშირდნენ facebook და odnoklassniki jemo dekanoidze. დიდი მადლობა ყველას წინაწსარ.''
jemo

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 5 2012, 02:00 AM

2012 წლის 4 ნოემბერს ,სამების საპატრიარქო ტაძარში უწმინდესის და უნეტარესის-ილია II-ის მიერ დაილოცა შემდეგი გვარები:
ბაკურაძეები, გზირიშვილები, ელოშვილები, კურტანიძეები, მახათაძეები, მურღულიები, მურჯიკნელები და ჭკუასელები.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 19 2013, 03:03 PM

2013 წლის 19 იანვარს ,სამების საპატრიარქო ტაძარში უწმინდესის და უნეტარესის-ილია II-ის მიერ დაილოცა შემდეგი გვარები:
აბიაშვილები , ბენტურიძეები , გიგიბერაშვილები , გაგნიძეები , ზაალიშვილები , ასანიძეები , ნერგაძეები , ოქრომჭედლიშვილები , კუჭუხიძეები , კავსაძეები , ყრუაშვილებ , შარიები , ხუჭუები , ხიდეშლები , ყაქსაშვილები , ქარცხიები.

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Jan 19 2013, 03:17 PM

ჩემ გვარს არ ეღირსება დალოცვა sad.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 19 2013, 03:27 PM

qetevano

ციტატა
ჩემ გვარს არ ეღირსება დალოცვა

აქტიური კოპეიკინი უნდა იშოვო ვინმე , ვინც ერკვევა ოდნავ მაინც ამ სფეროში და ეგაა...

(რომ მოვიცლი მერე მეც უნდა ,,მივხედო'' ამ საქმეს...)

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Jan 19 2013, 03:35 PM

ციტატა(A.V.M @ Jan 19 2013, 03:27 PM) *

qetevano

აქტიური კოპეიკინი უნდა იშოვო ვინმე , ვინც ერკვევა ოდნავ მაინც ამ სფეროში და ეგაა...

(რომ მოვიცლი მერე მეც უნდა ,,მივხედო'' ამ საქმეს...)

ბარემ აფიშაზე დაწერე აბა ჩემი გვარი mad.gif ეგ კაი და მთელ საქართველოში მარტო 2 ოჯახი რომ ვართ ამ გვარის საიდან ვიშოვო?
ისე ნეტა პატრიარქი კირილე თუ ლოცავს ასე გვარებს? წავიდოდი მოსკოვში cocxali.gif dry.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 19 2013, 03:38 PM

qetevano
2 ოჯახი ხართ?...
უი... არ ვიცოდი...

ციტატა
ისე ნეტა პატრიარქი კირილე თუ ლოცავს ასე გვარებს? წავიდოდი მოსკოვში

თუ კაი საქმეზე მიდიხარ...biggrin.gif

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Jan 19 2013, 03:40 PM

ციტატა(A.V.M @ Jan 19 2013, 03:38 PM) *


თუ კაი საქმეზე მიდიხარ...biggrin.gif

კარაკულის შუბას ჩამოგიტან laugh.gif

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Jan 19 2013, 05:09 PM

და თავად რომ ილოცოთ საკუთარი გვარებისთვის სანამ პატრიარქი თქვენამდე მოვა?
თუ პატრიარქს უსმენს მხოლოდ ღმერთი?


პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 19 2013, 06:46 PM

sergi_glaxa

ციტატა
და თავად რომ ილოცოთ საკუთარი გვარებისთვის სანამ პატრიარქი თქვენამდე მოვა?

რა იცი რომ არ ვლოცულობთ?
ციტატა
თუ პატრიარქს უსმენს მხოლოდ ღმერთი?

ღმერთი ყველას უსმენს...
უბრალოდ პატრიარქს სხვა მადლი აქვს...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 10 2013, 09:35 PM

დღეს . 10.02.13 სამების საპატრიარქო ტაძარში უწმინდესის და უნეტარესის-ილია II-ის მიერ დაილოცა შემდეგი გვარები:
მიქიაშვილები, ჯაჯანიძეები, ამისულაშვილები, სამუშიები, ბარამიები, მეიშვილები, გოჩაშვილები, ნონიაშვილები და მრელაშვილები.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 17 2013, 02:02 PM

დღეს . 17.02.13 სამების საპატრიარქო ტაძარში უწმინდესის და უნეტარესის-ილია II-ის მიერ დაილოცა შემდეგი გვარები:

თავაძეები, ქსოვრელები, დავითაძეები, თაფლაძეები, კოპალეიშვილები, გელენავები, შიოშვილები და ჩხიტუნიძეები.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 19 2013, 10:36 AM

ჩემი გვარი უძველესი დროიდანაა დალოცვილი და ამიტომ ძალიან ბევრნი ვართ smile.gif გვარი რაც უფრო დიდია მით შორებული წარსული აქვს და ეს მეამაყება rolleyes.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 19 2013, 07:10 PM

marine
იმდენად მრავალრიცხოვანია , რომ...biggrin.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 20 2013, 11:11 AM

ციტატა(A.V.M @ Feb 19 2013, 08:10 PM) *

marine
იმდენად მრავალრიცხოვანია , რომ...biggrin.gif


რომ რა, გურამ? smile.gif

მადლობა უფალს, რომ გელაშვილები საქართველოს ყველა კუთხეში არიან, იმდენად ბევრნი ვართ rolleyes.gif სამების ტაძრის ეზოში ერთი მუხა ჩვენი დარგულია სამადლობლად იმისა, რომ უფალმა ისურვა ჩვენი გამრავლება rolleyes.gif

ა, ბატონო, მამას ლექსი:

* * *

ჩემი გვარი და სახელი გამოგონილი როდია, -

გელაშვილები ამ ქვეყნად თვით გელათიდან მოდიან!

მოდიან ულაყ ცხენებზე ამხედრებულნი, ქებულნი...

სხვა კრძალვა მახლავს, რადგანაც გვარით ვარ მირონცხებული.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 6 2013, 12:23 AM

ამ კვირას უწმინდესმა დალოცა ბრეგვაძეების გვარი...

(დღეს სხვანაირი მადლი მოდიოდა აფხაზის ლეციიდან...)biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jun 22 2013, 01:02 AM

2013 წლის 26 მაისს ,სამების საპატრიარქო ტაძარში უწმინდესის და უნეტარესის-ილია II-ის მიერ დაილოცა შემდეგი გვარები:
კირთაძეები , გარდაფხაძეები , მოსეშვილები , ხარატიძეები , ჭაფოძეები , კვირჭიშვილები , ელიზბარაშვილები , ნაჭყებიები , გოგოლაძეები , ნარმანიები , ღავთაძეები , პატრიძეები , ჭიბლაშვილები , აბულაძეები , ბოსტოლიანაშვილები , გუგუნაძეები , გუგუნაშვილები , ჭიჭიკოშვილები , ხარაიშვილები .

უჰ...ძლივს მოვრჩი...biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jun 25 2013, 10:16 PM

2013 წლის 9 ივნისს ,სამების საპატრიარქო ტაძარში უწმინდესის და უნეტარესის-ილია II-ის მიერ დაილოცა შემდეგი გვარები:
პატაშურები , ფირცხალავები , ოდიშვილები , უტიაშვილები , ჭოლაძეები და კეკელიები .

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 3 2013, 09:42 PM

2013 წლის 23 ივნისს ,სამების საპატრიარქო ტაძარში უწმინდესის და უნეტარესის-ილია II-ის მიერ დაილოცა შემდეგი გვარები:
კაკაჩიები , სარდლიშვილები , სარდალაშვილები , ედიბერიძეები , კობრავები , ზაგაშვილები , ზაგაიძეები , შაბურაშვილები , ხარაზიები და მორგოშიები .

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 9 2013, 03:51 PM

2013 წლის 7 ივლისს , ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში უწმინდესის და უნეტარესის-ილია II-ის მიერ დაილოცა ზვიადაძეებისა და ლურსმანაშვილების გვარები:
(დანარჩენ გვარებზე ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით , იქამდე კი ,,გვარდალოცვლილი მოდერი'' საგვარეულო დროშასა და გერბთან ერთად.)biggrin.gif
http://radikal.ru/fp/1a47dd9f2e9e4069aa5b5a02ccbaee2e

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 29 2013, 03:07 PM

2013 წლის 22 სექტემბერს , ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში უწმინდესის და უნეტარესის-ილია II-ის მიერ დაილოცა შემდეგი გვარები:
კასაბურები ; ფაჯიშვილები ; ქერქაძეები ; მინდაძეები ; დავაძეები ; ომანაძეები ; მიშელაძეები ; თავბერიძეები ; ჭიღლაძეები .

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 14 2013, 02:08 PM

2013 წლის 15 სექტემბერს , ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში უწმინდესის და უნეტარესის-ილია II-ის მიერ დაილოცა შემდეგი გვარები:
გოშაძეები , გოშუები , გოშუანები , ხინთიბიძეები , კბილაძეები , ქენქაძეები , ოთანაძეები , ქოჩქოიანები , კუკავები , ქოქიაშვილები .

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 9 2013, 04:13 PM

013 წლის 27 ოქტომბერს , სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში უწმინდესის და უნეტარესის-ილია II-ის მიერ დაილოცა შემდეგი გვარები:

მინდორაშვილები ; გაროზაშვილები ; ბუტულაშვილები ; სესიაშვილები და იაქაშვილები .

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 10 2013, 09:48 PM

2013 წლის 10 ნოემბერს , სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში უწმინდესის და უნეტარესის-ილია II-ის მიერ დაილოცა შემდეგი გვარები:სისაურები, თვალავაძეები, ეკალაძეები, ფარჯიანები, თორდიები, ჯიბლაძეები, კაშიები, სუთიძეები, ღამბაშიძეები და ცუხიშვილები

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 23 2013, 11:12 PM

უწმინდესის და უნეტარესის-ილია II-ის მიერ დაილოცა შემდეგი გვარები :
სიმონიშვილები , თვალჭრელიძეები , გოგლიძეები , ამყოლაძეები , ჭიტაძეები , კრავეიშვილები , გახარიები , ქაცარავები , ვეკუები , ჭყვინიანები , ოსიყმაშვილები , ფიცხელაურები , ჭიბოშვილები , ბრაგვაძეები , სამნიაშვილები , დიდბარიძეები , კაკაშვილები , შეროზიები .

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Dec 23 2013, 04:02 PM

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის განცხადებით, გვარების დალოცვა შეჩერდა, რადგან ზოგიერთი რამ დასაზუსტებელია.

დღეს, პატრიარქმა გვარების დალოცვის წესის შეჩერებამდე რამდენიმე გვარი დალოცა.

სოფო კაჭარავა

ნაკადული:~ http://pirweli.com.ge/?menuid=23&id=52443

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 24 2013, 01:20 AM

გვარების დალოცვის წესი ცოტა ხნით შეჩერდება, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელი ქადაგების დასასრულს ბრძანა.
აღნიშნულის მიზეზი პატრიარქს არ დაუკონკრეტებია, თუმცა განაცხადა, რომ გვარების დალოცვა შეჩერდება, რადგან "ზოგიერთი რამ დასაზუსტებელია".

დღეს პატრიარქმა შემდეგი გვარები დალოცა: პაიჭაძე, მიქაუტაძე, სებისკვერაძე, ბირკაია, ასლანიშვილი, მაზიაშვილი, მიროტაძე, ქიმერიძე, ღვინიანიძე, მუსერიძე, იზორია, გელენიძე და დადვანი.

http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/sazogadoeba/39085-patriarqma-gvarebis-dalocvis-tsesi-sheachera.html

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Dec 24 2013, 01:25 AM

ჩემ გვარს მაინც არაფერი ეშველება რას ვიხედები ამ თემაში smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 24 2013, 01:31 AM

qetevano
კირილე თუ გიშველით ...
biggrin.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Dec 24 2013, 09:13 AM

A.V.M
ეგეც ვერ უშველის სხვის მიწა-წყალზე თავშეფარებულ და თავის სამშობლოდან გადახვეწილ სლავებს tongue.gif

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Dec 24 2013, 09:36 AM

G_saxva
ვახ განა მე არ მქონდა კიდე პასუხი გუშინ მაგრამ აღარ გავაოფე. შენ მაინც გააგრძელე huh.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Dec 24 2013, 10:08 AM

qetevano
სხვა მაინც არავინ წერს და biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 11 2015, 02:47 PM

უწმინდესმა დღევანდელი ქადაგების ბოლოს დათუაშვილების, ჯინჭარაულების და არონიების გვარიც დალოცა.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)