შეიძლება სადმე არის უკვე ამ კითხვაზე პასუხი, მაგრამ ვერ მივაგენი და გთხოვთ არ მიწყინოთ.
ხომ არ იცით როგორ ბრძანდება მამაი ჩვენი?
ბადრი
ახლა კარგად არისო ამბობენ. ექიმების რეკომენდაციით ხვალ საღამომდე დარჩება საავადმყოფოში.
მეც დამირეკეს და გამაგებინეს რომ ჩვენი პატრიარქი შეუძლოდ ყოფილა და ა თოდუას კლინიკაში გადაუყვანიათ და გთხოვთ ყველას, რომ გაავრცელეთ ეს ინფორმაცია და ერთად ვილოცოთ და გავაძლიეროტ უნდა ლოცვები ჩვენი უწმინდესი და უნეტარეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისთვის.
ღმერთო შენ გვიშველე!
უკეთესადაა, ამაზე მგონი გავუზიაროშიც დაიწერა
ხანდახან განაახლეთ ხოლმე ინფორმაცია უწმიდესის ჯანმრთელობის შესახებ, აქ შეშინებულია ხალხი და სმს-ები დადის ცუდად არისო..
გამარჯობა,გუშინ გვიან მითხრეს უწმინდესი ისევ საავადმყოფოშიაო და რა ხდება ხომ არ იცით?
ამინ!
ღმერთმა უშველოს და გააძლიეროს....
გუშინ საღამოს მდგომარეობით:
უწმიდესი პატრიარქი იმყოფება საპატრიარქოში, ჯანმრთელობა გაუუმჯობესდა და უკვე ფეხზე დადის
ღმერთმა კიდევ დიდხანს გვაჩუქოს მისი ჯანმრთელობა
უფალმა მრავალჟამიერ ჰქმნას მისი მწყემსმთავრობა.
ღმერთმა მისი ლოცვა-კურთხევა არ მოგვაკლოს...
ჩვენ კი ვილოცოთ მისთვის
ღმერთმა მრავალჟამიერ სიცოცხლე და ჯანმრთელობა მისცეს ჩვენს პატრიარქს!
მისი უწმინდესობა ბერლინში გააგრძელებს მკურნალობას
ღმერთმა დალოცოს უწმინდესი და უნეტარესი ჩვენი
მისცეს მრავალჯამიერი
ძალიან მეწყინა, რომ წავიკითხე, ისევ ცუდად არისო, ღმერთმა გააძლიეროს!
პატრიარქს გეგმური შემოწმებისთვის გერმანიაში წაიყვანენ
03.02.09 18:44
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ გაუარესდა. გეგმური შემოწმებისთვის მის უწმინდესობას გერმანიაში გადაიყვანენ.
კათალიკოს-პატრიარქი გასულ კვირას რამდენიმე დღის განმავლობაში ფრიდონ თოდუას კლინიკაში მკურნალობდა. მას მწვავე ვირუსული ანთება ჰქონდა.
..............
რას ქვია ეს "გეგმური შემოწმება"?
გერმანელ ქართველებს თავადაც მივწერ, მაგრამ ფორუმელი ბერლინელები თუ გვყავს, გთხოვთ გაგვაცნოთ ხოლმე რა ხდება, როგორაა უწმიდესი, სად იქნება და ა.შ.
კაიროსი!
KAIROS
გეგმიური შემოწმება სტენტირებას ჭირდება,როგორც მოგეხსენებათ გერმანიაში რამოდენი ხნის წინ გულის სტენტირების ოპერაცია გაიკეთა,შესაბამისად რაღაც დრის მერე ინიშნება ხოლმე გეგმიური შEმოწმება,გამოკლვლევებს გაუკეთებენ და შეამოწმებენ როგორ ფუნქციონირებს გული..
მადლობა სალი
იქნებ ისიც ახსნა რაა "სტენტირება" და აქვთ თუ არა კავშირი იმ ინფექციურ დაავადებასთან? ანუ იმ დაავადებამ განაპირობა გეგმური შემოწმება?
საწყალი პატრიარქი რაღა ავადმყოფობა მოუვიდა
KAIROS
სტენტირებას გულის მკვებავი სისხლძარღვების შევიწროების დროს აკეთებენ,რათა თავიდან იქნეს აცილებული ინფარქტი და სხვა..შევიწყოების ადგილზე სპეციალური სტენტს დგამენ,რაც ინარჩუნებს სისხლძარღვის ტონუსს...
რაც შეეხება ინფექციას,შეიძლება ამის ბრალიც იყოს..
თუმცა როგორც მე მახსოვს პირველ დღეებში თქვეს რო ეს იყო მწვავე ვირუსული ინფექცია,რაც ჩვეულებრივი გრიპია და სხვა არაფერი..თუმცა ასაკიანი ორგანიზმისთვის უფრო რთულია მასთან ბრძოლა..
მე მაინც ვფიქრობ,რომ თავს იზღვევენ ქართველი ექიმები ...
უფალმა ინებოს, რომ ძალიან მალე პატრიარქი ჯანმრთელი დაგვბრუნდეს...
2009-02-04
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დღეს, 12.00 საათზე გერმანიაში მიემგზავრება, სადაც გამოკვლევები ჩაუტარდება.
როგორც საპატრიარქოში გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, თუმცა, ქართველი და გერმანელი ექიმების რჩევით, უწმინდესი კონსულტაციებს ბერლინში იმავე კლინიკაში გაივლის, სადაც ცოტა ხნის წინ სტენტირება ჩაუტარდა.
"ვრცელდება ხმები უწმინდესის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. აღნიშნული ბრიფინგის გამართვის მიზანიც სწორედ ამ ხმების გაბათილებაა", - აღნიშნა მამა მიქაელ ბოტკოველმა.
მისივე თქმით, გამოკვლევების შემდეგ გადაწყდება, თუ რამდენ ხანს დარჩება უწნიდესი გერმანიაში.
კათალიკოს-პატრიარქი გასულ კვირას რამდენიმე დღის განმავლობაში ფრიდონ თოდუას კლინიკაში მკურნალობდა. მას მწვავე ვირუსული ინფექცია ჰქონდა.
ერთი მეტად სასიამოვნო და საინტერესო რამე უნდა გითხრათ ხალხნო და ჯამაათნო, ჩვენი პატრიარქი სტაბილურათაა და ამ დილით 12:00 გერმანიას გაემგზავრა, რათქმაუნდა უკეთ გამოსაჯამთელებლათ, ასე რომ ილოცეთ და ილოცეთ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
ამინ. ამინ. ამინ.
მაინტერესებს პატრიარქს რომელი მეუფე გაჰყვა გერმანიაში... თუ გაქვთ აღნიშნულ თემაზე ინფორმაცია, გთხოვთ მომაწოდოთ.
ვეძებე და ვერსად ვიპოვე ლოცვა პატრიარქისთვის,თუ გინახავთ სადმე დადეთ გთხოვთ
აცხოვნე უფალო და შეიწყალენ დიდი მეუფე ჩვენი,
უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,
მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი მამა ჩვენი ილია
http://baramidze.mylivepage.ru/blog/index
http://www.orthodoxy.ge/lotsvani.htm
ისე ეხლა როგორ გრძნობს თავს პატრიარქი?
კარგად –გერმანიაში გამოსწორდა ბევრად და გამოკვლევებს იტარებს.
ხომ ახალი ნაოპერაციები იყო
inaina
არა ყველაფერს სწორად ამბობ –ასეა ნამდვილად
მაგრამ ხომ არის კიდევ კერძო ლოცვები–დაუძლურებულთათვის
საზღვარგარეთმყოფთათვის და ასე შემდეგ
როგორ არის უწმინდესი, ხომ არ გაქვთ ვინმეს ინფორმცია?
ღმერთო კარგად გვიმყოფე ჩვენი პატრიარქი.
ამინ!
რა ხდება როგორ არის პატრიარქი, იცით ვინმემ ?
ღმერთმა კარგად და დიდხანს ამყოფოს ჩვენი პატრიარქი!
უფალო ღმერთო ყოვლადმოწყალეო,
ნუ მოგვაკლებ პატრიარქის სიცოცხლეს
შეგვინარჩუნე ბურჯი,რომელიც გვასულდგმულებს,
იმედი,რომელიც გვაძლებინებს,
მტკიცე ხელი,რომელსაც ვუპყრივართ,
გული,რომელიც ჩვენი სიყვარულით ფეთქავს,
სიტყვა,რომელიც გვაფხიზლებს და
გვიმყოფე ჩვენთან ჩვენი პატრიარქი,კიდევ დიდხანს.
ამინ.
დღეს აჩვენეს ერთსულოვნებაზე, საპატრიარქოს პრესცენტრის განცხადება:
მილიონი ჭორი დადის და არ ვიცით რომელი ერთი უარვყოთო... ყველას ვთხოვთ ნუ ავრცელებენ მსგავს ჭორებსო...
პატრიარქი უკეთესადააო. ანალიზების პირველი ეტაპი დამთავრდა და ღვთის წყალობით პასუხები დამაკმაყოფილებელიაო.
ეხლა ორი კვირით არის გაშვებული სარეაბილიტაციო ცენტრშიო დანიის საზღვართან რომელიღაცა ქალაქი ტქვა, საუკეთესო კლინიკაშიო და 2 კვირა უნდა იყოსო, მაგრამ პატრიარქს სურს რომ ამ კვირის ბოლოს დაბრუნდეს...
თუმცა დაზუსტებიტ ვერ ამბობენ ექიმები გამოუშვებენ თუ არა...
იმედია ღვთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება
პატრიარქი საქართველოში კვირის ბოლოს დაბრუნდება
16.02.09 18:55
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ილია მეორე თავს უკეთ გრძნობს. უწმინდესი საქართველოში კვირის ბოლოსათვის დაბრუნდება. ილია მეორე მკურნალობის კურსს გერმანიაში, ბერლინის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ გამაჯანსაღებელ ცენტრში გადის. ეს არის კუშმანის გამაჯანსაღებელი ცენტრი, სადაც გერმანელმა ექიმებმა პატრიარქს გადაღლილობის დიაგნოზი დაუსვეს, ამიტომ აუცილებელია, პატრიარქმა გარკვეული დრო გაატაროს სწორედ ამ სანატორიუმში, სადაც ის დაისვენებს. უწმინდესის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია და მას გულთან დაკავშირებული პრობლემები არა აქვს. ამის შესახებ საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღავნელმა მამა დავით შარაშენიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მამა დავით შარაშენიძე გამოეხმაურა იმ მედიასაშუალებებს, სადაც გავრცელებული იყო მცდარი ინფორმაცია პატრიარქის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. მამა დავით შარაშენიძემ ყველა ჟურნალისტს სთხოვა, რომ ვიდრე გაავრცელებენ რაიმე ინფორმაციას, გადაამოწმონ ის საპატრიარქოში, ან ბერლინში, სადაც უწმინდესი გადიოდა მკურნალობას. მამა დავით შარაშენიძემ ყველა მედიის წარმომადგენელს ასევე სთხოვა, რომ შექმნილი მდგომარეობა საკუთარი თავის რეკლამისათვის არ გამოიყენონ.
გერმანელი ექმიმების რჩვევით, ილია მეორე კუშმანის კლინიკაში უნდა დარჩენილიყო ორი კვირით, თუმცა უწმინდესმა თავად გადაწყვიტა, დროზე ადრე დაბრუნდეს საქართველოში და მას სამშობლოში კვირის ბოლოს ელოდებიან.
უფალმა ჯანმრთელობა და დღეგრძელობა მისცეს ჩვენს უწმიდეს!!!!
ერთი თხოვნა მექნება ყველასთან
ძალიან გთხოვთ ფეზინფორმაცია და ყველანაირ ჭორს მოვეშვათ არავინ არ იცის რეალურად რახდება და საახლობლოში რაღაცის წაჭორავების მერე გთხოვთ ხალხში ნუ გაავრცელებთ ამა თუ იმ ჭორს, რადგან შემდგომ მოხდება ამ ჭორზე სხვა "კუდის" მიბმა და ხალხში ახალი სასაუბრო თემა გაჩნდება შემდეგ გაზეთები ისე შეგილამაზებენ რო გაოცდები, ხოდა ამიტომ არის აუცილებელი რომ დაველოდოთ ოფიციალურ წყაროებს. აგერ ეხლა ვუსმენდი საპატრიარქომ განაცხადა რომ უწმინდესის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა და კვირის ბოლოს შეიძლება ჩამოფრინდეს თბილისშიო უწმინდესი რომ ჩამოვა თბილისში მერე მაინტერესებს ეს ხალხი რა ჭორს მოიგონებს ან რა ცრუ ინფორმაციას. ამას არ გირჩევნიათ (არავინ მიიღოს საკუთარ თავზე ზოგადად ვწერ) იმ ჭორაობის მაგიერ ის დრო ლოცვაში ან სხვა სასიკეთო საქმეში გაატაროთ? იმედია ესეთი რამ აღარ განმეორდება
უფალი შეგეწიოთ
აქ ყველა წყნარად ხართ ხმაური შემოვიტანე..ნეტა მართლა მხოლოდ მე ვფიქრობდე ასე და მოევლებოდა
გასაგებია ყველაფერი
უამრავი თვალი მომართულია საპატრიარქოსკენ---იქნებ რამე გვიშველოთო
ჩემი ტონი კატეგორიული მოგეჩვენათ,იმიტომ რომ თვალს სიტყვაც შევაშველე
მაშინ დამამშვიდეთ, ამიხსენით, დამაიმედეთ
პ.ს. ნუ წაშლით ზევით რაც დავწერე საქართველოზე. იყოს...
ასაკს რაც შეეხება 2 შვილი მყავს...
იქნებ ამიხსნა 90% იანი ეჭვები
მეეჭვება 13 წლის ბავშვს ვგავდე
NINIA_1
NINIA_1
orthodox-georgia
შემთხვევით თქვენ ხომ არ იცით მისი უწმინდესობის მდგომარეობა , ამჟამინდელი .
ძალიან მაინტერესებს ეს ამბავი მადარდებს ძალიან.
Belief
ბექა
დიდად გმადლობთ . იმედია მისი მდგომარეობა აღარასდროს აღარ გაუარესდება .
უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
თემა გავასუფთავე მე. ასე, რომ პრეტენზიებით ჩემთან.
შეგახსენებთ, ეს თემა გახსნილია ჩვენი პატრიარქის დასალოცად და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაგებად, ჩვენი საპატრიარქოს ოფიციალური წყაროებიდან.
ვინ, სად და რას საუბრობს კულუარებში, აქ გასარჩევი არაა.
თემას მეტი არ გადაუხვიოთ. სახელმწიფო და ეკლესიის ურთიერთობებზე ცალკე განყოფილება გვაქვს და იქ შეგიძლიათ იმსჯელოთ რამდენიც მოგესურვებათ.
ღმერთო გააძლიერე ჩვენი პატრიარქი, მიჰმადლე მხნეობა სულიერი და ფიზიკური, რათა კიდევ მრავალი წელი, წინ უძღვოდეს ჩვენს სამწყსოს!
აცხოვნე უფალო და შეიწყალე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, დიდი მეუფე, მამაი ჩვენი ილია. ამინ!
k@the
დიდი მადლობა... არანაირი პრეტენზია აღარ მაქვს ამ თემასთან დაკავშირებით...
ნუ სხვაგან არ ვიცი, მაგრადმ www.odnoklassniki.ru_ზე ვრცელდება ახალი ცრუ ინფორმაცია უწმინდესთან დაკავშირებით და ყველას გთხოვთ ნუ აყვებით
უწმინდესი ხვალ დაგვიბრუნდება
უწმინდესი ხვალ ჩარტერული რეისით ჩამოფრინდება 18.00 სთ-ზე
ისე წესით მრევლი უნდა დახვდეს...
ნეტა ჩამოვიდა?
გილოცავთ უწმინდესის დაბრუნებას..უზომოდ ბედნიერი ვარ.ღმერთმა გაახაროს და გააძლიეროს ჩვენი პატრიარქი..
მეც გილოცავთ უწმინდესის მშვიდობით დაბრუნებას.
გაახაროს უფალმა ჩვენი ეკლესიის ბურჯი!
მისი უწმიდესობის დაბრუნებასთან დაკავშირებული ვიდეო მასალა არ გაქვთ ვინმეს?
orthodox-georgia
შევეცდები მოვიძიო! თუ ვიპოვე დავდებ
ბექა
მადლობა წინასწარ
უწმინდესი დაბრუნდა , რა კარგია . უფალმა გამოაჯანმრთელოს !
უფალმა შეუნდოს ყველა იმ ადამიანს რომელმაც ჭორები გაავრცელა.
Belief
http://rustavi2.com/news/news_text.php?id_news=30310&im=main&ct=25 აქ დევს ვიდეო
orthodox-georgia
internet exploreri_თ ცადე
როგორაა უწმიდესი?
maikusi
მორიგი სიცრუე.
უწმიდესმა კვირას სამებაში სწირა და მადლობა უფალს, კარგად გრძნობს თავს.
გუშინ მეც მომწერეს ადნოებში და ძალიან გავბრაზდი.
იმას ვინც მომწერა კი ვუთხარი რომ ეს დეზინფორმაციაა და არ შეიძლება მაგის გავრცელება,მაგრამ არ დამეთანხმა,და შენ როგორც გინდაო და ავრცელებს ისევ მგონი,გონია კარგ საქმეს აკეთებს,რადგან მიზანი ყოფილა პატრიარქს დავუნთოთ სანთელიო
maikusi
ხოდა აუცილებელია რაღაც ტექსტი გაკეთდეს რომ მასეთი რამ აღარ მოხდეს ხოლმე!
უწმინდესი სრულიად გამოჯანმრთელდა . რამდენადაც ინფორმაცია მაქვს იგი კარგადაა . შესაბამისად მუდმივ დღეგრძელობას ვუსურვებ
ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს ჩვენი პატრიარქი.მისი ლოცვა-კურთხევა არ მოაკლოს საქართველოს.
ამინ!
დეზინფორმატორების საყურადღებოდ : ღმერთს ნუ სცოდავთ , უფალი მოწყალეა და შეგინდობთ , მაგრამ იცოდეთ რომ საუბარია ჩვენს სულიერ მამაზე უწმინდესზე და უნეტარესზე ილია II - ზე . ადამიანი რომელიც შუამავალია უფალთან , არ შეიძლება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით მანიპულირება და უწმინდესზე ჭორების გავრცელება . შეიძლება ეს ნებით არ მოგდით ძვირფასო საგოზადოებავ , მაგრამ ფაქტია რომ ამას აკეთებთ გთხოვთ გაითვალისწინოთ სხვა ადამიანების რჩევები და ნუ აჰყვებით დეზინფორმაციებს .
მუდამ თქვენი ერთგული Belief
ახლა როგორ ბრძანდება მისი უწმიდესობა?
საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის განცხადება
2009-03-17
ბოლო დროს ქართულ პრესაში გახშირდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პუბლიკაციები, სადაც წყაროზე მიუთითებლად ხდება - "დეტალური აღწერები" ისეთი მოვლენების, რასაც სინამდვილეში ადგილი არ ჰქონია. ამ სტატიებით ჩრდილი ადგება არა მარტო კონკრეტულ იერარქებს, არამედ მთლიანად საქართველოს საპატრიარქოს.
ვფიქრობთ, ამგვარი ინფორმაციები და მასალები საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელზე ზრუნვის საბაბით მოსახლეობაში ზოგადად ეკლესიის ავტორიტეტის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული.
გთხოვთ, ფრთხილად მოეკიდოთ მსგავს პუბლიკაციებს.
17.03.09
არ გვინდა ასეთ თემაზე საუბარი და მეუფეების განკითხვა, ჩვენი პატრიარქი ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს და ყველაფერი კარგად იქნება
უწმინდესი აპირებდა გერმანიაში გამოკვლევებზე წასვლას.
და თუ იცით წაბრძანდა?
A.V.M
გასაგებია გეორგიოს...
ღმერთმა დიდხანს და ჯანმრთელად გვიცოცხლოს ჩვენი პატრიარქი
http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/sazogadoeba/13538-ilia-meore-germaniashi-gaemgzavra.html
როდის ჩამობრძანდება უწმინდესი ხო არ იცით ვინმემ?
A.V.M
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/191390-patriarqi-germaniidan-dghes-dabrundeba.html
შეგახსენებთ რომ უწმინდესი ჩეხეთში იმყოფება და კარგი იქნება ჩვენი ლოცვებით ოდნავ მაინც თუ შევეწევით მას.
G_saxva
მეც ვიკითხე და აჭარაშია უწმინდესი...
პატრიარქი გერმანიაში სარეაბილიტაციო კურსს ჩაიტარებს
04 აგვისტო 12:07
95
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დღეს გერმანიაში მიემგზავრება. უწმინდესი ბერლინში რეაბილიტაციის კურსს გაივლის. პატრიარქი გერმანიაში დღეს 17:00 საათზე გაემგზავრება. უწმინდესი გერმანიაში ორ კვირას დარჩება.
http://news.ge/ge/news/story/61028-patriarqi-germaniashi-sareabilitatsio-kurss-chaitarebs
თავდაცვის მინისტრმა პატრიარქი მოინახულა
თავდაცვის მინისტრმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მოინახულა.
ილია II გერმანიაში იმყოფება, სადაც ქალაქ ბად ჰერენალბის გამაჯანსაღებელ ცენტრში მკურნალობის კურსს გადის. ირაკლი ალასანია პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა. პატრიარქმა და თავდაცვის მინისტრმა სამინისტროში მიმდინარე და დაგეგემილ რეფორმებზე ისაუბრეს. ილია II თავდაცვის სამინიტროს დელეგაცია და ქართული ჯარი დალოცა. ირაკლი ალასანია გერმანიაში უკვე მეორე დღეა იმყოფება. თავდაცვის მინისტრმა შეხვედრები გამართა და ის ქართველი სამხედროები მოინახულა, ვინც ISAF-ის მისიაში მონაწილეობისთვის წვრთნებს გადის.
https://www.facebook.com/alasaniairakli?hc_location=stream
A.V.M
რამდანადც ვიცი 1 კვირით გაემგზავრა და როდის ბრუნდება?
არ ვიცი ნამდვილად , თუ როდის ჩამოვა...
პატრიარქი გერმანიაში მიემგზავრება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე დღეს გერმანიაში მიემგზავრება. როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოდან აცნობეს, პატრიარქი, დაახლოებით 3 კვირის განმავლობაში, გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში მორიგ პროფილაქტიკურ გამოკვლევებს ჩაიტარებს.
ილია მეორე გერმანიაში ჩარტერული რეისით, თანმხლებ პირებთან ერთად გაფრინდება.
პატრიარქი ბერლინის ერთ-ერთ კლინიკაში გასული წლის აგვისტოშიც იმყოფებოდა.
წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/105611-patriarqi-germaniashi-miemgzavreba.html#ixzz36IamnMZB
პატრიარქი დღეს საქართველოში დაბრუნდება
11:10 24-07-2014
პატრიარქი დღეს საქართველოში დაბრუნდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დღეს საქართველოში დაბრუნდება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოდან აცნობეს.
პატრიარქი გერმანიაში თანმხლებ პირებთან ერთად 2 ივლისს გაემგზავრა. სამი კვირის განმავლობაში უწმინდესი ბერლინის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა.
პატრიარქი გერმანიიდან დღეს საღამოს დაბრუნდება.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/291145-patriarqi-dghes-saqarthveloshi-dabrundeba.html
A.V.M
ძალიან კარგი ღმერთმა დიდიხანს და ჯანმრთელად გვიმყოფოს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე დღეს გერმანიის ქალაქ ბერლინში მიემგზავრება. უწმინდესი ბერლინის ერთ-ერთ კლინიკაში ხანმოკლე 10-14 დღიან რეაბილიტაციის კურსს გაივლის და გეგმური პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩაუტარდება. საპატრიარქოს ინფორმაციით, კათოლიკოს-პატრიარქს გერმანელი ექიმები ერთი თვით ადრე ელოდებოდნენ, თუმცა თბილისში განვითარებული სტიქიური მოვლენების გამო, გერმანიაში პატრიარქის გამგზავრება გადაიდო. მისივე თქმით, გერმანელი ექიმები პატრიარქს უკვე ელოდებიან.
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=51127
საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს გერმანიაში გულის სისხლძარღვზე ინვაზიური სამკურნალო ჩარევა ჩაუტარდა.
„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე იმყოფება გერმანიაში, სადაც უტარდება მკურნალობა. კორონოგრაფიული გამოკვლევით გამოიკვეთა, რომ საჭირო იყო დამატებით ინვაზიური სამკურნალო ჩარევა გულის სისხლძარღვზე. პროცედურამ წარმატებით ჩაიარა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი თბილისში სავარაუდოდ, 30 ივლისს დაბრუნდება", - ნათქვამია განცხადებაში
ღმერთმა სრულიად განკურნებული და გაახალგაზრდავებული დაგვიბრუნოს
პატრიარქი სამშობლოში ხვალ დაბრუნდება
22:10 27-07-2015
პატრიარქი სამშობლოში ხვალ დაბრუნდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, გერმანიიდან საქართველოში ხვალ დაბრუნდება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოში განუცხადეს, ილია მეორე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 16.00 საათზე ჩამოფრინდება. აეროპორტიდან ილია მეორე სამების საპატრიარქო მიბრძანდება, სადაც პარაკლისს გადაიხდის.
უწმინდესს გერმანიაში გულის სისხლძარღვზე ინვაზიური სამკურნალო ჩარევა ჩაუტარდა. "კორონოგრაფიული გამოკვლევით გამოიკვეთა, რომ საჭირო იყო დამატებით ინვაზიური სამკურნალო ჩარევა გულის სისხლძარღვზე. პროცედურამ წარმატებით ჩაიარა", - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პატრიარქი ბერლინის ერთ-ერთ კლინიკაში გეგმური სამკურნალო-პროფილაქტიკური კურსის ჩასატარებლად 14 ივლისს გაემგზავრა.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/340363-patriarqi-samshobloshi-khval-dabrundeba.html
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience