მოდი აქ დავწეროთ, თუ ვინ როგორ საქართველოზე ოცნებობს? რა მოგვწონს,რა არა?
რა პირობები გჭირდებათ საქართველოში დასაბრუნებლად, რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ, დღევანდელ პირობებში ქართული დიასპორის დაბრუნება საქართველოში, როგორ ფიქრობთ როგორ იმოქმედებს ეს ქვეყანაზე, დადებითად?...
მოკლედ ვისაუბროთ ყველა იმ მიზეზზე,რის გამოც ამ კონკრეტულ სიტუაციაში გვინდა, ან არ გვინდა საქართველოში ცხოვრება.
Qeti
კაი თემაა დაიკო
ჩემი აზრით ყველა უნდა ჩამოვიდეს! წარმოიდგინეთ საქართველოში და მის გარეთ ქართველთა რიცხვი 7 მილიონ ნახევარს აღწევს და რამხელა ძალაა საქართველოსთვის, მაგრამ რა თქმა უნდა აქაც უნდა დახვდეთ საარსებო ბაზა, ამიტომ მათ ჩამოსვლამდე ჯერ აქაური ნიადაგი უნდა შემზადდეს თან საკმაოდ სერიოზული, რომ მათ ცხოვრება არ გაუჭირდეთ თორემ გიჟები არ არიან აქედან რომ გარბიან
სანამ თურქუ-მესხები არ ჩამოუსახლებიათ ჩვენს სამშობლოში დროზე დაბრუნდით.... გელოდებით
საქართველოზე, რომელშიც კანონი არის ქრისტე.
გაბრწყინებულ და ბედნიერი ხალხით სავსე საქართველოზე
მეორედ მოსვლის მერე საქართველოზე ვოცნებობ მე პირადად მინდა მეორედ მოსვლა ძალიან თან მგონი ეგ იყო ჩემი ოცნება ერთხელ მასწავლებელმა ფიქრნი მტკვრის პირას რომააა ლექსი მაგის გარჩევისას ვერ დაასახელებთ ერთ სურვილსო მარტოო და ეგ დავასახელე ოგონდ ცოტა სხვანაირად გამოვხატე რო ყველა მიმხვდარიყო
მინდა მალე ვნახო საქართველო-პრორუსული იდეოლოგიის, ფანატიზმის, ჩაკეტილობის, ულტრაკონსერვატორების აზროვნების გარეშე! ქართველ ერს შეუძლია და აქვს იმის პოტენციალი რომ იაზროვნოს პროგრესულად, ამავე დროს დავიცვათ ჩვენი ქართული კულტურა და ქრისტიანული ტრადიციები.
მეორედ მოსვლის მერე საქართველოს განმარტებას ვიძლევი :
მეორედ მეოსვლის მერე ხო იქნებიან ქართველები ? ხოდა მასეთი ქართველებით დასასხლებულ საქართველოზე ვოცნებობ მეთქი თუ ოცნებაა ოცნება იყოს
და რაც შეეხება დედამიწას ახალი დედამიწა იქნება ასე ვიცი მე და ახალი სხეული გვექნება ყველას კიდო
მშვიდობიანზე, თავის ისტორიულ საზღვრებში
მე ეს საქართველო ძალიან მომწონს და მიყვარს ვერ წარმომიდგენია როგორი იქნება მეორედ მოსვლის მერე არ ვიცი თქვენ იცით ? რატომღაც ეს ყოფა მირჩევნია რატო არ ვიცი.ოღონდ შური და მტრობა არ იყოს და ბედრნიერება იყოს რავიცი ნეტა როგორი იქნება საქართველო მეორედ მოსვლის მერე და თქვენ ?
ან მე ვწერ იაპონურად ან შენ არ გესმის ჩემი მე რას ვამბობ იცი ახლა ხო არიან სამოთხეში არა ქართველები ხოდა მეორედ მოსვლამდე ხო კიდე მიემატება არა მათ ქართველები ამას რა კატეხიზმოს ცოდნა უნდა და რა კითხვა ხოდა აი მასეთი ხალხით დასახლებულ საქართველოზე ვოცნებობ მეთქი
ახლაც თუ ვერ მიხვდი რა ვთქვი და დაიწყე იახტებზე საუბარი მაშინ კიდე ერთხელ წაიკითხე ჩემი პოსტი
საქართველო წმიდაა მიწაა და არ მომწონს რომ ევროპული სტილი შემოდის და ბევრი გარყვნილობა, მე მსურს, რომ იყო საქართველო გაბრწყინებული სულით და იყოს ძველი რწმენა და უფრო მეტი მოკრძალება
ვინ და ჩვენმა წინაპრებმა თავიანთი სისხლით რომელიც სამშობლოს და ქრისტესთვის დაღვარეს ასე მწამს მე
მევიოლინე
ისეთი საქართველო მინდა, რომელშიც ყველა მართმადიდებელი იქნება... სხვა დანარჩენი უმნიშვნელოა და ტავისტავად გადაწყდება...
მხევალი ნინო
გაიხარე ნინო!
თუ ოცნებაა, ოცნება იყოს! ძალიან ლამაზად თქვი. თბილად და სიყვარულით
1. მოსამართლეს არავისი არ შეეშინდება კანონის გარდა;
2. სადაც ხალხი ეკლესიურად იცხოვრებს.
დავითის დროინდელ საქართველოს ვისურვებდი: ერთიანს და სულიერად მტკიცეს!
საერთოდ არ ვოცნებობ, მით უმეტეს ისეთ რამეზე, რაც არარეალურია...
საქართველო დღეს თუ არ გიყვარს, ისეთი როგორიც არის, იმას, რაც უკვე აღარ არის გიყვარდეს რამდენიც გინდა...აზრი არა აქვს და ეს ქართული სინდრომიც "ოდესღაც რანი ვყოფილვართ"...მხოლოდ კლავს ერის თვითმყოფადობას...ცხოვრება დღეს არის აქ და ამ მომენტში...წარსულს სუსტი მისცქერის, ძლიერი დღეს ეზიდება ჯვარს გოლგოთისაკენ
დავითის საქართველოს ნატრობთ და იმ პერიოდში გაცხოვრათ და როგორ ინატრებდით ვნახავდი კიდეც.
თანამედროვეებს არ უწოდებიათ აღმაშენებელი.
აქ კივიან როცა მობ-ზე უსნენენ და იმ დროსაც იგივეს აკეთებდა ეს გენიოსი მეფე.
ნატვრა კიდე კაი ნატვრაა ზოგისთვის...
მამფალი
"..... მე ვინატროდი კოლხეთის სახელმწიფოს ჰქონდეს მისი ძველი ძლიერება, რომ მას არ დასჭირდებოდეს უცხო და გარეშე დახმარება და რომ ყოველგვარ საქმიანობაში, როგორც ომიანობის, ისე მშვიდობიანობის დროს, მხოლოდ საკუთარ თავს ეყრდნობოდეს...."
(აიეტის სიტყვა)
ketino
ეჰ ახლა ჩემი დიდი ნატვრაა, რომ როგორც მეფე დავით აღმაშენებელი იყო , ან სულაც ილია მართალი(ჭავჭავაძე) ესეთი ადამიანები მომრავლებოდეს ჩვენს საქართველოს გინდა პოლიტიკაში, გინდა საზოგადოებაში და ხალხთან ერთად აეყვავათ და ებრწყინათ ჩვენი საქართველო და კიდე თუ რამე ტერიტორია დაუკარგავს საქართველოს, ყველა დაბრუნებულიყოს თავის ადგილზე და საქართველო ისევ გამთლიანებულიყოს .
მიინდა ჩვენი საქართველო გაძლიერდეს და გამთლიანდეს, დავიბრუნოტ აფხაზეტი.,მინდა ყველა ხვტის მოსშიში და მოსიყვარულე იყოს უფალი გფარავდეტ, ერტი იმის მჯერა წელს პეტრე პავლობის მარხვა დიდხანს გაგრძელდა ეს კი კაის ნიშანია, როცა ასე ხდებოდა ხოლმე საქარტველო აგმავლობის გზაზე იყო ხოლმე გმერმა დაგვიფაროს და გაგვადზლიეროს,
წმინდა ქვეყანას ვისურვებდი, ღვთაებრივი სიყვარულით სავსეს, ქვეყანას სადაც 15 წლის ბავშვები ნარკომანები არ არიან, ქვეყანას სადაც დედაკაცებს უკომპლექსობა და უსირცხვილობა ერთმანეთში არ ერევათ და ადამიანურად იმოსებიან, ქვეყანას სადაც ფილოსოფიურად აზროვნება უყვართ და ფულს არ ემონებიან, ქვეყანას სადაც ყველაფერი ტყუილით შემოსილი არ არის, ქვეყანას სადაც მასები ტელევიზორებით არ იმართებიან...
გმირთა ქვეყანას ვინატრებდი, რომლისაგანაც მთელი მსოფლიო სიყვარულს ისწავლიდა...
როდემდე უნდა გვეძინოს ჭაობში?
"ო ღმერთო ჩემო, სულ ძილი, ძილი
როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?"
- - ილია
როგორი და გამთლიანებული და ძლიერი სქართველო მინდა ვნახო... გაბრწყინებული!!!!
გ ა მ თ ლ ი ა ნ ე ბ უ ლ ი!!!!!!!
ო ღმერთო ჩემო, სულ ძილი, ძილი
როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?
ძალიან მიყვარს ეს სიტყვები
გაბრწყინებული ივერიის ნახვა მინდა , თუ მომცემს ამის საშვალებას უფალი მე უღირსს....
მე საქართველოში ვისურვებდი, რომ საქართველოს მიეღწიოს ნამდვილი თავისუფლებისათვის. აღმდგარიყოს ღვთივკურთხეული მირონცხებული მონარქია. ქართველი ერი გაერთიანებულიყოს ღვთის, სამშობლოს და ერთმანეთის სიყვარულით. მე მწამს, რომ საქართველო მალე გაბრწყინდება, რამეთუ ჩვენი სამშობლო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა. ჩვენთან არს ღმერთი.
არს და იყოს
ერთიანი
ქართული
დემოკრატიული
მართლმადიდებლური
და ეკონომიკურად ძლიერი
საქართველო გვინდა ჩვენ ბატონო, აბა!
მთლიანი, ძლიერი, სვიანი და ყრმიანი
-ძნელია ზედმიწევნით ჩამოაყალიბო,თუმცა შევეცდები.მაშ ასე:მე ვისურვებდი რომ პირველ რიგში აღმდგარიყოს მონარქია,ანუ კონსტიტუციური მონარქიის მოდელს ვგულისხმობ,და შემდგომ დაგვებრუნებინოს აფახაზეთი და სამაჩაბლო,და გაერთიანებული ქვეყანა გაძლიერებულიყოს სულიერად,ფიზიკურად,ეკონომიურ
ად და გაბრწყინებულ საქართველოს მოვსწრებოდეთ!
"უფალო,დიდება შენდა,გადაარჩინე და გაამთლიანე საქართველო!"
სულაც არ მინდა ისტორიის განმეორება და დავითის ან თამარის საქართველო დაე იყოს საქართველო ახალი, თანამედროვე,მოსიყვარულე და ღვთისმოშიში!
ისეთ საქართველოზე ვოცნებობ სადაც სხვა ქვეყანას არ შეენატრებიან.
ისეთ საქართველოზე სადაც ყველა ქართველი ამაყი იქნება ქართველობით და საქართველოთი
თუ ოცნებაა ოცნება იყოს)))) მე მინდა ვიხილო საქართველო ნიკოფსიიდან დარუბანდამდამდე. ვიცი რომ მე ვერ მოვესწრწბი ამ ოცნების ახდენას მაგრამ დარწმუნებული ვარ აფხაზეთს და სამაჩაბლოს დავიბრუნებთ მალე.
მოღალატები არ გვეყოლებიან , მაშინ ჩვენი ხელით ავაშენებთ ყველასთვის სანატრელ სახემწიფოს ხვთის შეწევნით.
მინდა გითხრათ, რომ დიდი ხნის განმავლობაში ვაკვირდები ქუჩაში მოსიარულე ადამიანებს და
მათ თვალებში დიდ აგრესიას ვხედავ. არა მარტო ცხოვრება, არა მარტო მთავრობა, არამედ
ადამიანის ბუნებაც შეიცვალა. ადამიანებს შორიდ გაჩნდა დაუნდობლობა, შური და დიდი ბოროტება.
პირადად მე ვოცნებობ მშვიდ საქართველოზე, საქართველოზე სადაც სუნთქვა შეიძლება და იქ სადაც
ხალხი ერთმანეთს დიდი სიყვარულით უყურებს, იქ სადაც ყოველი იმედიანი დილა თენდება და
ყოველი ნაყოფიერი ღამე ღამდება საქართველოს და აქ მცხოვრებლების წინსვლისათვის, იქ სადაც
ქუჩაში არ არიან გაჭირვებისაგან მოხეტიალე ადამიანები.
ვოცნებობ ისეთ საქართველოზე, რომლის ულამაზეს ქუჩებში მხოლოდ მომღიმარი ადამიანები ივლიან. ბავშვებს ექნებათ ბავშვობა. თვითოეულ ადამიანს შეუნარჩუნდეს პროფესია და ყველა თავის საქმეს აკეთებდეს, ყველას უყვარდეს უფალი, იყოს გულისხმიერი და არ დაკარგოს თავისი მეობა!!
ადამიანებს შორიდ გაჩნდა დაუნდობლობა, შური და დიდი ბოროტება.
მართალი ხარ ხალხში იმატა აგრესიამ მაგრამ ამავედროს ბევრი ძალიან კეთილი ხალხიც არის რომელიც ძალიან დიდ საქმეებს აკეთებს
მე ვვოცნებობ საქართველოზე რომელიც ქართველების იქნება და ემახსოვრებათ ენა, მამული, სარწმუნოება, ვაჟას სტუმართმოყვარეობა და ასე გამოხატონ სხვა ერებისა და მათი კულტურის პატივისცემა . მყარად იდგეს თავის ფესვებზე
როგორ საქართველოს ვინატრებდი? ალბათ ერთიანს და რწმენაში გამტკიცებულს... შეიძლება ეგოისტი ვარ მაგრამ სასტიკად არ მომწონს ჩვენს სამშობლოში უცხოელებს რომ ვხედავ(მიუხედავად იმისა,რომ არაქართველი მეგობრებიც მომეპოვება),ვინატრებდი რომ საქართველოდან არცერთი ქართველი მიდიოდეს და არცერთი უცხოელი შემოდიოდეს. საქართველოს საზღვრებს დიდი გალავანი იცავდეს და ასე ვიყოთ ქართველები სხვების ჩარევის გარეშე. არ ვიცი ჩემი სურვილი რამდენად გამართლებული და სწორია,მაგრამ ჩემი ნატვრაც ეს არის და რა ვქნა.
ისეთ საქართველოზე სადაც 15 წლის ბავშვები იარაღით არ ირბენენ და მუსაწევი და დანის ტრიალი კაი ტიპობათ არ ჩაითვლება...
და ისეთ საქართველოზე სადაც ჩემთვის საყვარელი ყველა ადამიანი ერთად ვიქნებით
ისეთ საქართველოზე ვვოცნებობ სადაც იქნება ურთიერთგაგება და უდიდესი სიყვარული, სიყვარული უფლის და ერთმანეთის, ნებისმიერი ნაცნობი თუ უცნობი მზად იყოს სხვის დასახმარებლად და ხელის გასაწვდენად. სადაც სხვისი ტკივილის შემსუბუქებისთვის ვილოცებთ, სხვისთვის დავანთებთ სანთლებს და ვიზრუნებთ ერთმანეთის კეთილდღეობისთვის.
ისეთ საქართველოზე ვვოცნებობ სადაც არ იარსებებს სიტყვები: აგრესია, ომი, მტრობა და ბოროტება, სადაც ყველას ბედნიერების სხივი ექნება თვალებში, სადაც ადამიანთა ბაგეებიდან მხოლოდ სითბო და სიყვარული იღვრება, სადაც არ იქნება გარჩევა მდიდარსა და ღარიბს შორის, სადაც ერთის ტკივილი ყველას ტკივილი იქნება და ერთის სიხარულს დანარჩენებიც გაიზიარებენ.
ისეთ საქართველოზე ვვოცნებობ სადაც არასოდეს იქნება გლოვა წინაპართა სისხლით მორწყული მიწის დაკარგვის გამო, სადაც აფხაზი და ოსი მტერს კი არა ძმას აღნიშნავს, სადაც მუდამ სიყვარულის და სულის გაზაფხული იქნება, სადაც ნებისმიერი ადამიანი, ქართველი თუ უცხოელი თავისუფლად ისუნთქებს და საქართველოს საკუთარი თვალის ჩინივით გაუფრთხილდება.
სადაც ყველა ქართველი, სხვადასხვა ქვეყნებში გაფანტულნი, ბედნიერები დაუბრუნდებიან თავიანთ სამშობლოს, სადაც იქნება უდიდესი სიხარული იმის გამო, რომ უფალი ჩვენთანაა და ჩვენ უფალთან ვართ.
ღმერთმა გადმოხედოს ჩვენს სამშობლოს და ჩვენს მრავალ ჭირგამოვლილ ერს
ვოცნებობ ისეთ ქვეყანაზე, სადაც ადამიანებს ექნებათ სამსახურები. ეყვარებათ ერთურთი და არ იქნება "რუსთავი-2", რომ ყოველ დილას და საღამოს არ იქნება "კრიმინალური ქრონიკა" რომ არ იქნება სიტყვა "მასწავლებელი" ყველაზე დაკნინებული წოდება. სადაც რწმენა იქნება ყველაზე და ყველაფერზე მაღალი და სადაც ხეებზე არ იქნება აკრული ცელოფნები, არ იქნებიან უპატრონო ძაღლები და არავინ გაიქცევა საკუთარი ქვეყნიდან ლუკმის საშოვარზე.
როგორ საქართველოზე ვოცნებობ და აგერ ბატონო
1. ქართველებს დაგვეძლიოს ჩვენთვის მეტად საშიში დაავადება ამპარტავნება, ეს დაავადება განსაკუთრებით გვახასიათებს ქართველებს და ჩვენი ყველა უბედურების ძირი, შუა და ბოლო ეგააა
2. სინანული და პატიება გვესწავლოს, ესეც არ ვიცით წინა დაავადებიდან გამომდინარე
3. ღმერზე ვიყოთ მინდობილები და არა სხვებზე
ა ბატონო იდეალური ვარიანტი
მშვენიერი სურვილებია, მაგრამ რეალობა?
ხოდა რეალობა რომ პირიქითააა იმიტომ ვართ კაი დღეში და კიდე კაი ხანი მასე ვიქნებით
მხევალი ნინო
orthodox-georgia
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)