1999 წლის სტატისტიკური აღწერის მონაცემების მიხედვით აზერბაიჯანში 14 877 ქართველი ცხოვრობს. არაოფიციალური მონაცემებით კი აზერბაიჯანში მცხოვრებ ქართველთა რაოდენობა 35 ათასს შეადგენს. ბელაქნის, ზაქაღალისა და კახის რაიონებში მცხოვრებ ქართველ მოსახლეობას ბევრი პრობლემა აქვს, რომლის დიდი ნაწილი ხელოვნურად არის შექმნილი ადგილობრივი ხელისუფლების მიერ.
საინგილოს ქართველი მოსახლეობის პრობლემებს შორის მთავარი ადგილი უკავია რელიგიურ საკითხს. მხოლოდ კახის რაიონში და მის სოფლებში არსებობს 10-ზე მეტი ეკლესია. ადგილობრივი ხელისუფლება ქართველ მოსახლეობას ეკლესიებში წირვა-ლოცვის ჩატარების უფლებას არ აძლევს. მათ წეილობით არაერთხელ მიმართეს ცენტრალურ ხელისუფლებას, თუმცა უშედეგოდ... განსაკუთრებით მწვავედ დგას ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესიის საკითხი. ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს გიორგობის რელიგიური დღესასწაული სახალხო დღესასწაულად აქციოს. ასევე მიმდინარეობს მასობრივი კამპანია, რომ თითქოს ქურმუხის ეკლესია ალბანური ტაძარია. მიმდინარე წლის მარტში კახის რაიონის გამგეობას ნოვრუზ ბაირამის საზეიმო ღონისძიების ქურმუხის ეკლესიაში ჩატარება გადაწყვეტილი ჰქონდა, თუმცა რამდენიმე საათით ადრე ეს გადაიფიქრეს. სამომავლოდ, მათ დაგეგმილი აქვთ ქურმუხის ეკლესიის გვერდით მეჩეთის მშენებლობა.
აღნიშნული ფაქტები საინგილოს ქართველი მოსახლეობის რელიგიური გრძნობების შეურაცყოფას იწვევს.
მთავრობის მხრიდან თუ მოხდა რეაგირება? გასაგებია რომ მოძმე სახელმწიფოა, მაგრამ ესეთ საქციელზე პასუხი უნდა აგებინონ. საქართVელოში მცხოვრები 280 000 აზერბაიჯანელი არ განიცდის არანაირ შევიწროვებს როგორც მე ვიცი
მინდა ამ თემაზე ყველამ ვისაუბროთ,ოღონდ სერიოზულად
აზერბაიჯანის ადგილობრივი ხელისუფლება ცენტრთან შეთანხმებით მოქმედებს ასე. აზერბაიჯანი ცენტრალიზებული სახელმწიფოა და უმაღლესი ხელისუფლების ნების გარეშე ადგილობრივი ჩინოვნიკები ქართველი მოსახლეობის მიმართ რადიკალური ზომების მიღებას ვერ გაბედავენ.
სიტყვა ,,მოძმე" კომუნისტური გადმონაშთია. მათ ყოველთვის ჰქონდათ და დღემდე აქვთ საქართველოს მიწების დაუფლების უსაზღვრო სურვილი. ისინი ამას ეტაპობრივად ახორციელებენ, ჩვენ კი ღრმა ძილით გვძინავს და ამას ვერ ვხვდებით ჩვენივე ქვეყანაში. ჩვენი ბედოვლათობის გამო უზარმაზარი ისტორიულად ქართული მიწები დავკარგეთ და ყურადღებით უნდა ვიყოთ...
აჰა ჩვენი ქართველობა აქ ჩანს ყველაზე მეტად..........."ქართველები მაგარი ხალხი ვართ".....მაგარი კიარა...
არაქართველები აქ ნუ შემოხვალთ,ამოვიდა თქვენი ქადაგება ყელში
kinoteli
ცოტა დამშვიდდით და ისე ისაუბრეთ.
რა არ მოგეწონათ აქ დაწერილი? ფორუმზე ეროვნების შესავსები გრაფა არ გვაქვს.
kinoteli
ფორუმის ტერმინი? ალბათ თქვენი პოსტების პათოსიდან გამომდინარე უჩნდება ადამიანს სურვილი ასე მოგმართოთ.
მაინტერესებს საკითხი, როგორ არა, მაგრამ თემა გახსენით და თემის გაძღოლა არ გსურთ, რას ელით ხალხისაგან? "ასეთები და ისეთები, ეგ ცუდი მეზობლები" იძახონ ? დააკონკრეტეთ თემა
kinoteli
მადლობა
თუმცა საკითხი მაინც ღიად რჩება. რა შეუძლია საქართველოს ხელისუფლებას მათ დასახმარებლად?
ვინმემ იცის დანამდვილებით ქურმუხის ეკლესიის ისტორიის და არქიტექტურის შესახებ რაიმე?
მეჩეთის აშენებით, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე საუბარი რთულია. სახელმწიფო მუსულმანურია და ვერ შეეწინააღმდეგები, არ ააშენოთ მეჩეთი, აქ ქართველები ვცხოვრობთო, მაგრამ აი წირვა-ლოცვებზე სიარულის დაშლა, ნამდვილად გაუმართლებელია. ის ქართული ტაძრები ჩვენი საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია? ანუ, როგორ უკრძალავენ წირვა-ლოცვის ჩატარებას, ეგ ვერ გავიგე.
მე ვფიქრობ აქაურ აზებაიჯანლებს ბევრის თქმა და გაკეთება შეუძლიათ მაგ საკითხთან დაკავშირებით....უნდა არსებობდეს რაღაც ჯგუფი(შეიძლება Aრსებობს კიდეც)რომელიც ეცდება დაიყოლიოს საქართველოს აზერბაიჯანლები...იმ აზერებს გაუგზავნონ წერილი,მარტო ამ პრობლემასთან კი არა გარეჯთანაც დაკავშირებით
"ერთმანეთს ჰერები ასე ულოცავენ გიორგობას: დაგიმადლას, შეგეწივას დიდ საყდარ..."
/არქიმანდრიტი დემეტრე (თეთრუაშვილი)/
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience