მოგესალმებით მთეელს ფორუმს.
ამა წლის 21 და 22 ივნისს, გერმანიაში მყოფმა ფორუმელებმა გადავწყვიტეთ ქალაქი მიუნხენი (München), იქ მცხოვრები ქართული სათვისტომო, წმ. ვახტანგ გორგასლის სამრევლო და მათი უმშვენიერესი პატარა ტაძარი მოგვენახულებინა... ამ სურვილის გაცხადება და ჩვენი ფორუმელი bodbeli-ის დიდი სიხარული ერთი იყო
წამსვე გეგმა შეგვიდგინა, ოღონდაც თქვენ ჩამოდითო, ღამის გასათევსაც გამოგინახავთ, ტკბილ და სტუმართმოყვარე ქართველებს მიუნხენში რა დალევსო... ჩვენც ბევრი არ ვახვეწნინეთ მაგ კახელ კაცს, ( ვიცოდით რო არც შეგვეხვეწებოდა და იმიტომ ) ჰოოდა, უცებ თანხმობა განვუცხადეთ და შაბათს კიდეც დავადექით ქალაქ მიუნხენში ფორუმელები tornike20, iako, marabella და k@the.
მთავარი, რაც უნდა ვთქვა, ესაა
უღრმესი მადლობა bodbeli-ს, იმ სითბოსთვის, ქართული გარემოსათვის, ქართულ წირვაზე დასწრების საშუალებისათვის, ქართული სტუმართმოყვარეობისათვის და ქართული მასპინძლობისათვის! მოკლედ, ყველაფერი ქართული და ულამაზესი შაბათ-კვირისთვის!
ასევე დიდი მადლობა ზურას მეგობრებს, თიკო და თიკოს ), რომელთანაც გოგოები გადავნაწილდით ღამის გასათევად. ორივე ძალიან საყვარელი და ალალი ადამიანია
ასევე მადლობა გიორგის! (ბოდბელის ბიძაშვილის-შვილი უნდა იყოს, ასე მახსოვს და მაგარი ადამიანია)
მადლობა მამა თამაზის იმ მადლისთვის, რაც მისი წირვის მოსმენით მივიღეთ და ჩვენი დალოცვისათვის.
და ბოლოს, კიდევ ერთხელ მადლობა მთელ მიუნხენელ მასპინძლებს! გაიხარეთ!
--
ვსიო, მადლობებს მოვრჩით, გადავიდეთ სურათებზე
პირველ სურათად დავდებ, ჩემს აპარატიდან, ყველაზე მეტი ერთად რომ მყავს გადაღებული , მანდ მზე უჭვრიტინებთ თვალებში მარა არაუშავს, კაი სურათია, მე ხო არ ვარ ცუდად და ეგ იყოს
http://www.radikal.ru
ვააა, ყოჩაღთ, ხალხ!
შEსანიშნავია, მაგრამ "ფორუმელთა შეხვედრის პატაკები" თემა რად არ იკადრეთ ?
აბა მოუთმენლად ველოდები სურათებს
likka
გაიხარე!
staywhite
ნანა რა მწარედ იცი ხოლმე , რავი აბა, ვიფიქრე ძალიან აირდაირეოდა მერე თავი და ბოლო, ამიტო ცალკე თამად ვარჩიე
აბააა,ველი ბეევრ სურათეებს
გენაცვალეეთ,მაგრები და კარგები ხაართ ყველა..ბოდბელს მართლა მადლობა ეკუთვნის მასპინძლობისათვის
ქეთევან, მოტეხე ახლა ეშმაკს ფეხი და სურათები დაიდოს ! სალი, ცნობილი ბალეიშიკი ჩასაფრებულია უკვე ნახევარი საათია, გავიდა ის 20 წუთი.
staywhite
ეშმაკის ფეხის მოტეხვა ეგრე ადვილი რო იყოს ჩემთვისაც კარგია
მალე გავაგრძელებ...
მაგარი მომენტი როა სერიალში და რეკლამისთვის რომ წყვიტავენ, აი ზუსტად მაგ ტონით წაიკითხეთ
ჩემი და მარაბელლას დილა დაიწყო ასე, 5 საათისათვის , 7-ზე უკვე კიოლნის სადგურში ვიყავი, მაკას ველოდებოდი და თვალებში ყავა მელანდებოდა
ჩვენ მატარებელს არ დაუგვიანია და 7:17ზე გავემართეთ მიუნხენისაკენ. ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ვიარეთ (უფრო ბევრი, ვიდრე ცოტა ) როგორც იქნა 13:20 -ზე ჩავაღწიეთ მიუნხენის ცენტრალურ სადგურში.
იქვე დაგვხვდნენ თორნიკე იაკო და ზურა
ესეც თორნიკე, ნაღდი ქართველი
http://www.radikal.ru
ერთი სული მოვითქვით და ბოდბელმა, აბა მეორე მატარებელში მალეო, და მონასტრისაკენ გავეშურეთ
აქ, ოთხივე ჩანს ზურგიდან, თუმცა მარაბელლა კადრშიც გვიღიმის
http://www.radikal.ru
აქ კი ღიმილი მეც ვიციო, იაკომ გამომხედა
http://www.radikal.ru
ბევრი სურათები აქვთ ბავშვებს და იცოდეთ უჩემოდ არ დადოთ!!! უფ, ვიხუმრე, დადეთ მალე სურათები, თუ არ მომეწონა ჩემი ნება არაა, წავშლი :სამსახურებრივი_უფლებამოსილე
ბის_ბოროტად_გამოყენება:
მატარებლით რომ 20 წუთი ვიმგზავრეთ და უკვე გადმოსასვლელად ვემზადებოდით,
ბოდბელი გამოგვიტყდა ახლა ავტობუსში უნდა გადავჯდეთ და გადაჯდომისთვის 1 თუ 2 წუთი გვაქო , ნუ ის წინ მირბოდა და ჩვენ უკან , მაგ დროს სურათის გადაღებისთვის არავის ცხელოდა და, აი ამ ავტობუსის მძღოლი, კეთილი ადამიანი აღმოჩნდა და ცოტა ხანი დაგველოდა კიდეც, სანამ ჩვენ აქოშინებულები მივაღწევდით კარებამდე
http://www.radikal.ru
გავუდექით ჩვენი მიზნისაკენ გზას...
http://www.radikal.ru
მაგ სურათზე მარაბელლას ჩანთა მხოლოდ ცოტა ხანი თუ ეჭირა, ეს ტვირთი მალევე იკისრა ბოდბელმა და თან გზაში ''წუწუნებდა'', რა გიდევს ასეთი მძიმეო ჰოდა, მე გეტყვით, ერთი სქელი რაღაც მათემატიკური მეთოდების წიგნი ქონდა წამოღებული, მთელი გზა მაკა მატარებელში იმას ჩაჰკირკიტებდა, მე რო მეძინა მაშინ
staywhite
დიდი წიგნი იყო რავი, მარა რა ხდება ეხლა იცი. ჩემი 'რუკზაკი', არანაკლებს იწონიდა ვიდრე მარაბელლას ჩანთა , მართალია მათემატიკის წიგნების გამო არა, მარა სამაგიეროდ 5 ლისტის ხაჭაპური მედო და კიდევ ათასი რამ , მარა 'ვიდი' არ ქონდა ისეთი, რო ეთქვათ მომეცი წამოგიღებო, ამიტომ საწყლად დავათრევდი ამ ზურგჩანთას და სადაც სკამს ვნახავდი ყველგან ვჯდებოდი , კიდეც დამცინოდნენ მაგაზე
ბოდბელის პოსტიდან დავაციტირებ:
მიზანი იყო:
ბ)ფრაიზინგის მონასტერი(http://www.braeustueberl-weihenstephan.de/geschichte.php):
+ არის მართლმადიდებელი წმინდანის მიერ დაარსებული, თვით ლუდის წარმოებაც მისი დაწყებულია(http://en.wikipedia.org/wiki/Corbinian), ამიტომაც მართლმადიდებლები ამ ლუდს მართლმადიდებლურ ლუდს უწოდებენ.
არის ყველაზე ძველი ლუდსახარში მსოფლიოშიო...
შევუდექით მონასტრისაკენ მიმავალ აღმართს...
http://www.radikal.ru
ცოტაც ვიარეთ და გზად არც მეტი არც ნაკლები გერმანული ძველმანების ბაზრობა (ფლომარკტი) შემოგვხვდა
http://www.radikal.ru
რაღაც მშობლიურმა განწყობამ იღვიძა ჩვენში და ხალხს შევერიეთ
http://www.radikal.ru
ზურამ იქვე გზაც იკითხა მონასტრისაკენ
http://www.radikal.ru
პ.ს. ამ ჩემი ჩანთის გადამკიდე (მიზეზები ) მე სულ უკან მივჩაკჩაკებდი, ამიტო სურათებიც უმეტესად ზურგის მხრიდან მაქვს გადაღებული, ხოდა ანფასებიც თუ გაინტერესებთ , დაელოდეთ დანარჩენ სურათებს
მივაღწიეთ მონასტრამდე და ესეც ჩემი პირველი კადრი იქ . . .
http://www.radikal.ru
არადა სულ არ ვარ 'ლუდისტი'
უცებ დავიწყეთ დათვალიერება, გარკვევით არ იყო ნიშნულები გაკეთებული და
http://www.radikal.ru
როგორც მერე გავიგეთ, შიგნiთ შესვლა მხოლოდ გარკვეულ დროებში და რაღაც წინასწარი შეთანხმებით ხდებაო
სამაგიეროდ იმ უძველესი ტექნოლოგიით დაყენებული ლუდის დაგემოვნება შეგიძლიათო და ლამაზი ბაღის ხედებით ტკბობაო..
გავემართეთ მონასტრის შემოგარენის დასათვალიერებლად...
http://www.radikal.ru
ისევ აღმართი, სახე შემეცვალა და თორნიკეს ვუთხარი გაჩერდი ერთ სურათს გადაგიღებთქო (დროს ვწელავდი )
http://www.radikal.ru
ამასობაში, თორნიკემ საპასუხო სურათი დააჩხაკუნა და მისი ხილვის თეორიული შანსი, თქვენ კიდევ გაქვთ
ესეც თორნიკე, მე მეორე სურათიც მოვასწარი! იმედია მან ვერა
http://www.radikal.ru
პ.ს. ეხლა წავალ მე დავიძინებ და დანარჩენი სურათები ხვალ, ან სამსახურის მერე მე განვაგრძობ, ან თუ მანამდე თორნიკემ, ბოდბელმა, იაკომ ან მარაბელლამ დადეს, იმათაც იხილავთ . ყოველ შემთხვევაში საღამომდე მაინც, სანამ წაშლებისთვის მოვიცლი
რა კარგები ხართ ყველა, ნეტა როდის გაგიცნობთ?
k@the
გაიხარე ასეთი კარგი ფოტოებისთვის და განწყობისთვის
პ.ს. მშვენიერი კომენტატორი ხარ
k@the:
k@the
ქეთ, შენ ჩემი არ იყოს ვსიო ზა კამეროი და
რათ არ ჩანხარ?
მეც პირველ რიგში რათქმაუნდა დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, ზურას მიუნხენელ ქართველებს და ჩვენს ულამაზეს ფორუმელებს(ქეთის, იაკოს და მაკას)
წინა შეხვედრაზე დაგვიანებული(რამოდენიმე საათით ) ამ შეხვედრაზე პირველი მე ჩავედი მიუნხენში, თანაც დაგვიანების გარეშე
შევეცდები სურათებით ავსახო ფორუმის ფურცლებზე ეს ისტორიული დღე
შემდეგ ჩამოვიდა იაკო და ქეთის და მაკას ჩამოსვლამდე გავისეირნეთ ცოტა მიუნხენის ქუჩემში.
http://imageshack.us
http://g.imageshack.us/g.php?h=176&i=dscf0002rk4.jpg
ცოტახანში ქეთი და მაკაც შემოგვიერთდნენ
http://imageshack.us
http://g.imageshack.us/g.php?h=296&i=dscf0005wj3.jpg
ფრაიზინგისკენ წავედით სადაც უძველესი ლუდსახარშია და ასევე ლამაზი ეზო
http://imageshack.us
http://g.imageshack.us/g.php?h=185&i=dscf0022jr3.jpg
რათქმაუნდა იქაური ლუდიც დავაგემოვნეთ, ქეთის გამომცხვარ ხაჭაპურთან და იაკოს წამოღებულ გემრიელ რაღაცასთან ერთად (სახელი არ ვიცი )
http://imageshack.us
http://g.imageshack.us/g.php?h=99&i=dscf0026ci3.jpg
ქეთიმ არცერთი ყვავილი არ დატოვა გადაღების გარეშე
http://imageshack.us
http://g.imageshack.us/g.php?h=366&i=dscf0009ht0.jpg
აი მეც შემოგიერთდით.
პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ზურას ჩვენს მასპინძელს. რომელმაც დაუვიწყარი 2 დღე გვაჩუქა, საუკეთესოდ ორგანიზებული. ძალიან უშუალო და თბილი ადამიანია.
მადლობა ჩვენს თიკოებს, გულუხვი მასპინძლობისთვის. ამ ადამიანებთან ჭეშმარიტი მეგობრობის, სტუმართმოყვარეობის სული ტრიალებს.
შემდეგ მამა თამაზის, ძალიან თბილად მიგვიღო და ცოტა არ იყოს დავაბნიეთ კაცი მე და ქეთიმ.
დიდი მადლობა ასევე გიორგის (ზურას ბიძაშვილის შვილია, რომელმაც გაგვიმხილა რომ ბიძით ძალიან კმაყოფილია ).
ჩვენს ძვირფას ფორუმელებს ქეთის, მაკას და თორნიკეს.
და ბოლოს მიუნხენის მრევლს.
ქეთიმ თავისი თხრობა ფრაიზინგის მონასტერთან შეაჩერა,მე ცოტას გავაგრძელებ.
აქ მდებარეობს ასევე, მიუნხენის უნივერსიტეტის (როგორც ზურამ აგვიხსნა) ერთ-ერთი ფაკულტეტი: პივის ტექნოლოგია და წარმოება.
გარემო ისე სასიამოვნო იყო რომ კინაღამ პროფესიის შეცვლაზე დავიწყე ფიქრი .
აქ დავაგემოვნე ჩემი პირველი კათხა ლუდი, მაინც ვრეცები იმ აზრზე რომ ლუდი ჩემი სასმელი არ არის.(სურათში ხომ მეტყობა ძალით ვიღიმები)
სურათების ფონზე უფრო იოლია თხრობა მოვლენებს წინ არ გაუსწრებ და სურათებს დაველოდები.
ჩემს სურათებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ, აპარატი მაქვს ძველი და ჯერ უნდა დავბეჭდო სურათები .
ყოჩაღ თქვენ! არაჩვეულებრივია, ასეთი შეხვედრების ორგანიზებას რომ ახერხებთ
ძალიან კარგები ხართ
მოკლედ, ცოტას მეც დავიწყებ...
მართლაც ძალიან ლამაზი დღეები იყო. ჩემთვის განსაკუთრებით იმიტომ, რომ ჩემი სტუმრების სახით ძალიან კარგი მეგობრები შევიძინე. გმადლობთ ყველას: იაკოს, ქეთის, მაკას და თორნიკეს.
მეც ფრაიზინგის სურათებით დავიწყებ:
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
ვიღაც-ვიღაცეები(სახელს და გვარს არ დავასახელებ) იძახოდნენ ლუდისტები არა ვართო, ისაო, ესაო........ მოკლედ ფაქტებს აქ დავდებ და თქვენ განსაჯეთ:
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
აგერ მეც მოვაღწიე... ეხლა არ დავიწყებ ”ტირილს” დრო არ მაქვს და რამე, არ მაქვს და ვა... !
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მეც განსაკუთრებით Bodbel-ს მისი ორგანიზებულობისთვის და
თბილის დახვედრისთვის, ასევე შიგადაშიგ საკმაოდ ენაკვიმატი ”აფორიზმებისტვის” და რაც მთავარია
ჩემი ”სნაიპერის ატრიბუტებს” (staywhite-ის ციტატა ) თრევისთვის!!!
k@the კეთილო, უნდა იყიდო ხოლმე ისეთი ჩანთა რომელიც სხვებს მოიზიდავს... რიუკზაკი და ამისთანა ბალანდა კი არა
ხო ეხლა აქვე
staywhite
ძალიან მომეწონა რეპორტაჟი (ფოტორეპორტაჟითურთ), მეც როგორ ძალიან მინდოდა მაგ მიმართულებით გაწანწალებაააა..... ძალიან მიყვარს ლუდი და მითუმეტეს ლუდსახარშები. ცუდია რომ ვერ შეხვედით. ტექნოლოგიას დატყუებდით... იქნებდა რაცხას უშვებიან ისეთს ჩვენ რომ ვერ ვხვდებით და მაგენი რომ არ ამხელენ ისე გემოთი როგორი იყო, უფრო რომელ ლუდს წააგავდა?
რა კარგია ბავშვებო,ყველას ძალიან ბედნიერი სახეები გაქვთ,
ღმერთმა გაგახაროთ.
ქეთ ეგაა არა ვარ ,,პივისტი''_ო?
კარგად კი უჭახუნებ ლუდის კათხას
ვახ, ვახ, რა ხალხი და რა სურათები
ის, რომ ხელში სავსე ლუდის ბაკალი მიჭირავს ჯერ არაფერს ამტკიცებს , აბა დაცლილი ბაკლის სურათსაც თუ დადეებთ . . . (არ დადოთ იცოდეთ )
Irma
რიავი, მაგარი გემრიელი ლუდი კი იყო, მარა ეტყობა იმასაც გააჩნია ვინ ხალხთან ერთად სვავ, გემრიელი ხალხი იყო და ლუდიც შესაბამისი
ისევ თხრობას განვაგრძობ, ისევ ფრაიზინგის მონასტრის შემოგარენით . . .
მართალია სურათებში ფორუმელები ნაკლებად ჩანან, მაგრამ მგონი ღირს მაინც ამ სურათების დათვალიერება
ეს პაწაწინა ეკლასია ძალიან ორიგინალური მეჩვენა . . .
http://www.radikal.ru
ესეც მონასტრის ეზო . . . ფორუმელები გავიფანტეთ . . .
http://www.radikal.ru
ეს ყვავილი, ველურ ვარდს ჰგავს, თუმცა მთლად ასკილი არ უნდა იყოს
http://www.radikal.ru
ესეც ჩვენი მარაბელლა, ყვითელ ვარდთა ბუჩქის სურნელით ტკბობისას . . .
http://www.radikal.ru
კედლის მოხატულობა ძალიან მომეწონა და ცოტა უფრო ახლოდანაც დავაფიქსირე . . .
http://www.radikal.ru
პატარა გვირაბის მიღმა, მონასტრის ლამაზი ბაღი გველოდა . . .
http://www.radikal.ru
ეს შენობა ვითომ მოდერნიზირებული ლუდსახარში იყო?? არ მახსოვს
http://www.radikal.ru
კარგები ხართ
ჩემო კარგებო, არ გავაგრძელოთ?
ეს სურათები ასახავს ჩვენს გამომგზავრებას ფრაიზინგიდან მიუნხენისაკენ. თუ კარგად დააკვირდებით, შეამჩნევთ, თუ როგორი მთვრალია ქეთი, არა და რომ კითხოთ არ უყვარს ლუდი
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
რა მშვენიერი სურათებია, ჩანს, კარგად მოგილხენიათ მიუნხენში
ყველანი ძალიან კარგები ხართ
მოკითხვა შორეული თბილისიდან.
ისე ქეთის ცოტა შეჟუჟუნებული სახე ჰქონდა, ეტყობოდა რომ სულ არ
იყო ლუდის ბრალი
კარგები ხართ.
მოწყენილები კი ხართ ცოტა, გასაგებია რატომაც.
საქარტველოს არცერთი კანდელი არ უნდა მოაკლდეს რომ კარგად გასხივოსნდეს, ჰოდა მოაგროვეთ ზეთი და ჩამოდით.
[... ეხლა დავდებ იმ სურათებს ზემოთ რომ ვერ დავდე]
დათვი რისი სიმბოლო იყო კონკრეტულად ვერ გავარკვიეთ, თუმცა საყვარელი კი იყო....
http://www.radikal.ru
ესეც ლამაზი ხედი, ფრაიზინგში, ლუდსახარშის შემოვლისას
http://www.radikal.ru
აქედან უკვე ქალაქში ვართ, ამიბით მხარი ეხლა და გადავიდეთ ქალაქზე ცხადია თუ ფრაიზინგის სურათები უკვე დადო ყველამ...
http://www.radikal.ru
აბა დროებით
კარგები ხართ, ღმერთმა გაგახაროთ
გავაგრძელებ
ეს ფრაიზინგიდან ჩამოსულები, ცოტა დაგლილები, დასიცხულები და მოწყურებულები
http://imageshack.us
http://g.imageshack.us/g.php?h=377&i=dscf0034iw0.jpg
იაკო და მარაბელლა
http://imageshack.us
http://g.imageshack.us/g.php?h=380&i=dscf0036da0.jpg
დიადი მასპინძელი
http://imageshack.us
http://g.imageshack.us/g.php?h=380&i=dscf0047ns8.jpg
დაიღალნენ ცოტა
http://imageshack.us
http://g.imageshack.us/g.php?h=386&i=dscf0050lk3.jpg
ეს უკვე ეკლესიაში
http://imageshack.us
http://g.imageshack.us/g.php?h=253&i=dscf0104ba7.jpg
http://imageshack.us
http://g.imageshack.us/g.php?h=146&i=dscf0102xs3.jpg
ვაი დედა ეს რას ვგავაარ, გადავყირავდი!!!
მეც დავდებ რამოდენიმე სურათს, რომელიც გადაღებულია მიუნხენში დაბრუნებისას.
კოზმა და დამიანეს წმინდა ნაწილები, რომლებიც დაბრძანებულია მიუნხენის ცენტრში ერთ- ერთ კათოლიკურ ეკლესიაში:
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
შემდეგი სურეთები გადაღებულია მიუნხენის ცენტრის დათვალიერების დროს:
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
ეს ეკლესია არის მიუნხენის სიმბოლო:
http://www.radikal.ru
რა კერგები ხართ ყველანანიი
მარაბელაც რა მშვენიერი მანდილოსანი ყოფილა
იაკოზე და ქეთუშაზე აღარაფერს ვამბობ
ყველა ძალიან მომენატრეთ.
მაკა ყველა სურათში ძალიან კარგად გამოიკურები, ტყუილად გვიმტკიცებდი არაფოტოგენური ვარო.
ქეთი სულაც არ იყო ნასვამი, უბრალოდ ძალიან ცხელოდა და ცოტა გადავიღალეთ.
როგორ ხართ ბიჭებო? თორნიკე, ზურა ზალიან კარგები ხართ
არ გახდა გიორგი ჯერ ჩვენი გორუმელი.
მეორე დღის სურათები დაგიდევთ უკვე, თუმცა პირველ დღეზე თხრობა არ დაგვიმთავრებია.
iako
მეც მომენატრე იაკო.
სახელის გატეხვას თავის გატეხვა ჯობიაო. ხედავ იაკო, როგორ ამაკრეს ლუდისტის იარლიყი?? ორ ჭიქას მაინც ვერეოდე
მაკა მართლა მშვენივრადაა სუათებში
მეორე დღის სურათებზე კი გავიფიქრე და აღარ დავწერე, მეთქი ჩემი პროფესიული პედანტიზმია რა მნიშვნელობა აქვსთქო და პრინციპში მართლა პროფესიულია ეგ, წესრიგი და თანამიმდევრობა კოლლეგა
აბა მე გავაგრძელებ ეხლა ჩემს თხრობას თანამიმდევრულს
ეს მარაბელლა და ბოდბელი ცდილობენ გაერკვნენ რომელი საუკუნისაა ეს მონასტერი და ცოტა ისტორიის გადაკითხვაც მოახერხეს . . .
http://www.radikal.ru
აქ მარაბელლა ასეთი გახარებული სწორედაც რომ ჩემსკენ მოიჩქარის
http://www.radikal.ru
უნდა ვაღიარო, ჩარჩოში სურათი პირველად თორნიკეს მოუვიდა თავში. მე კი იდეა ძალიან მომეწონა და უცებ ავიტაცე
http://www.radikal.ru
აქ კი იაკომაც მოისურვა ამ მშვენიერი ხედის ფონის მქონე სურათი
http://www.radikal.ru
ჰოოდა, თორნიკე კი ამბობდა ქეთი ყველა ყვავილს სურათს უღებდაო, მარა არაა მთლად მასე, კიდევ დამრჩა გადასაღები თუმცა რამოდენიმეს მაინც დავდებ რაა, არ შეიმჩნიოთ რო ზედ ფორუმელები არაა
სურათები დაუმუშავებელია და რეალურად ბევრად უფრო ლამაზი ვარდები იყო
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
ვსიო, წავედი ეხლა ვუყურო გერმანია როგორ მოუგებს ესპანეთს და მერე გავაგრძელებ ფორუმელების ფოტოებით
კარგი გოგო ხარ ქეთი რომ გააგრძელე თხრობა.
ძალიან ლამაზი ადგილი იყო. შიგნით მონასტერი მართალია ვერ დავათვალიერეთ, მაგრამ მშვენიერი ბაღი ქონდა. ეს ლამაზი ყვავილები მე როგორ გამომრჩა, რომ არ დავკვირვებივარ.ალბათ სიცხისგან დაღლილმა გულგრილად ჩავუარე.
P.S. ჩვენთან პირიქით ელოდებიან ესპანეთის მოგებას, თუმცა ხმამაღლა ამას ჯერ არ ვამბობთ
iako
ჰო, მე კიდევ ჩემი გერმანული ტვ პროგრამა ვერ ჩავრთე და დიმა ობოლაძის დაკომენტარებულ რუსთავი 2-ის ონლაინზე ვუყურებ თამაშს
უი, ესპანეთმა ანგარიშიც გახსნაა
ჰოდა ალბათ იმიტო ვერ ნახე კარგად ეგ ყვავილები, რომ გემრიელად მოკალათებული იყავი ბაღში სკამზე
http://www.radikal.ru
ამ დროს მე ყვავილებს ჩავკირკიტებდი და დანარჩენები კი ბაღის მეორე ბოლოსკენ გაეშურნენ . . .
http://www.radikal.ru
ეს უზარმაზარი ხეა სახელად Blutbuche - бук лесной [европейский] (Fagus silvatica L.) არ ვიცი ქართულად რა ქვია და დარგულია 7.3.1937 წელში , ისე ამ ხესთან მახსოვს სურათები გადავიღეთ და დაიდოს
http://www.radikal.ru
ესეც რაღაც ორიგინალურად მეჩვენა და შემომესურათა
http://www.radikal.ru
ამ ცაცხვმა კი ძალიან მშობლიური და თბილისური განწყობა შემიქმნა
http://www.radikal.ru
ეხ, გერმანიამ ხასიათი გამიფუჭა, ისევ ჯობია სურათებს მივხედო
ესეც ცნობილი ლუდის ცნობილი ლუდისბაღი რომლისაკენაც დავიძარით მოწყურებული ფორუმელები
http://www.radikal.ru
შესვლისას მყუდრო ადგილი შევარჩიეთ...
http://www.radikal.ru
აქ კი ჯერ ჩემი ხაჭაპურები არ დაუნახავთ, იმიტომაც კარგად არ მიღიმიან
http://www.radikal.ru
ხაჭაპურის დანახვის მერე, როგორი გულით ვიღიმოდით კი ნახეთ უკვე ზემოთ სურათებში. ეს კი იქიდან გამოსვლის შემდეგ, თორნიკემ ერთი დაჰკრა ფეხი და მოაჯდა ამ დათვს. მეც მინდოდა
http://www.radikal.ru
აქედან სურათები არ იტვირთება და არადა მაინტერესებს მოკლედ, გერმანიამდე აზრი არ აქვს აქ შემოსვლას...
staywhite
ვაა, რადიკალის სურათებს არ ხსნის?? რა ცუდია
აბა რას ხსნის, დანარჩენებს იქ დავდებდი
ძალიან კარგი სურათებია ქეთ, ესეთი პროფესიონალი ფოტოგრაფი თუ გვყავდა შენი სახით რა ვიცოდი,თორემ ყველა კადრში ჩავჯდებოდი
დანარჩენები რატომ პასიურობენ ნეტა? . ალბათ ისევ უდროობის გამო.
როგორა ხართ კარგებოოოოოოოოოოოოოოოოოოო
Bodbeli
სად ხარ ადამიანო დაკარგული?? თორნიკეც ასევე
მანდ ბოლო სურათზე ლამაზი ქერა გოგო ტრუბაზე(თუ რაცაა ) რო უკრავს Blasmusik-ს, ანფასში მყავს ლამაზად დავიქსირებული , საწყალს ყველა სახეში უღებდა სურათებს და ძლივს უკრავდა გაღიმებული . საღამოს დავდებ.
M.M.
ეხ, მიშა, დამავიწყდა იმ გოგო სურათი დავდებ აუცილებლად
ეგ მუსიკა, არის ჩასაბერ ინსტრუმენტებზე საკრავი მუსიკა და ბაიერნის კულტურაშია გამჯდარი.
უფრო მეტსი თუ გინდა, ბოდბელს ვკითხოთ, არც მე ვიცი მეტი.
M.M.
გენაცვალეთ თქვენა !!!
ეხლა დავთვალიერე ძლივს,საშინლად ნელა ხსნის
კაი დრო გიტარებიათ ხო იცით
ყველას
ახ ზურაც გამოჩენილა . როგორ ხარ?
ისე გერმანელ ქალებს ტანს მაინც ნუ დავუწუნებთ, სახეზე კარგი ვერაფერს ვიტყვი.
ბრეცელების გამყიდველი გოგონა მაინც ვერ დააფიქსირეთ? მაკა იყო ძალიან ჩასაფრებული, თუ გამოუვიდა ნეტა რამე
ლეონტი
ქავთარაძე
seminarieli lela
თქვენ გაიხარეთ! ცალ-ცალკე კომენტარებს არ დავწერ, კაი არაფერი მომდის თავში
მიშა , აგერ ეს გოგო ანფასში და შეხედე, იქნებ მაინც არაუშავდეს
http://www.radikal.ru
გავედი ეხლა მე მაკა და იაკო მე მგონი ეხლა ისეთი დროა, ყველა საქმეებში ჩარგულები ვართ, არადა მეორე დღის სახალისო სურათები თორნიკეს უნდა ჰქონდეს. ზურას აპარატში ვიყავით ნეტა, ეკლესიის ბაღში სკამზე ნახევრად რო ვიჯექით გადაყირავების შიშით?
აი მეც მოვედიიიიიიიიიიიიიიიიი,
როგორა ხართ ლამაზებოოოოოოოოოოოო: ქეთი, მაკა, იაკო.
თორნიკე საერთოდ დაიკარგა, ნეტა როგორ არის? ასწავლა თუ არა გერმანელებს რაგბი?
ძველესი ბერძნული ეკლესია:
http://www.radikal.ru
მიუნხენის ერთ-ერთი მთავარი მოედანი(Odeonsplatz):
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
შემდეგ სურათებზეა გერმანიის და ევროპის ერთ ერთი საუკეთესო უნივერსიტეტი(Ludwig-Maximilians-Universität). აქ ბევრი გამოჩენილი ქართველი სწავლობდა, მაგალიათად, კონსტანტინე გამსახურდია, დავით სარაჯიშვილი და სხვ.
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
დღის ბოლოს გავეშურეთ სახლისაკენ დასასვენებლად:
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
Bodbeli
ვახ, ზურას სიცოხლე! ვართ ასე საქმეებში. მეც რთული თვე მაქ, ერთი გადავაგორო და დავისვენებ ცოტა იმედია თბილისში (თუ მაცალეს დასვენება )
სულ ზედა პოსტში ზურა, რამე წერია და მე ვერ ვხედავ თუ არაფერია და წასაშლელად გამიმზადე??
ერთ-ორ სურათსაც დავდებ ნინი_1 ის თხოვნით
ეს შადრევნები ჩვენგან გადაუღიათ . . . მარა თბილისში უფრო ლამაზია
http://www.radikal.ru
ჩვენი ფორუმელებიც, შადრევნის სიახლოვეს გრილდებიან . . .
http://www.radikal.ru
თორნიკე, სასურათედ მიდამოებს ზვერავს . . . თორნიკე სადაა სურათები?
http://www.radikal.ru
ქუჩის მუსიკოსები . . .
http://www.radikal.ru
ესეც ჩვენი ჯენტლმენი გამცილებლები, ჩვენ დაღლილ-ჩამორჩენილებს გამოგვცქერიან ღიმილით
http://www.radikal.ru
პ.ს. ნინი, ეგ სურათები თორნიკეს აქვს და რა ვუყო დაგვეკარგა ბალღი, სურათებს ვინ ჩივის
k@the
M.M.
თუ თვალი არ მატყუებს ჭარბი წონის პრობლემას იწვევს ბრეცელებთან ხშირი კონტაქტი.
ლეონტი
M.M.
ბრეცელი არის ტრადიციული გერმანული ფუნთუშა, რომელსაც განსაკუთრებული ფორმა აქვს (დაგრეხილია, აგერ სურათიც ბატონო)
http://www.radikal.ru
და მარილიანია. ცხობის სპეციალური რეცეპტი აქვს - ცომს მარილიან წყალში ზელენ (თუ არ ვცები) და ზემოდანაც მსხვილი მარილი აყრია.
ძალიან გემრიელა ცარიელიც და ლუდთან ხო საერთოდ მისწრებაა...
Marabella
და რაც მთავარია სამარხოა
k@the
ქო პატონი, სქან გოლუაფირო!
ქეთიმ იმდენი იკვლია იკვლია რომ მე მგონი ბრეცელის ცხობაც იცის და არ იძახის )
Marabella
Bodbeli
დედა ყავს მაგას მარგალი და მარგალური იცის რომელია
ახლა, თორკინე, ბოდბელი, მარაბელლა, იაკო სურათები დადეთ თორემ, ჩემს ფორუმულ თანამდებობას გამოვიყენებ და სულ დაგ-ვორნავთ
თქვენ დააწყვეთ და მე გავალამაზებ მერე, თუ გინდათ წარწერებსაც გავუკეთებ
აი, ნიმფენბურგის სასახლეში, სულ ყველამ ერთად რომ გადავიღეთ სურათები, სადაა ის ორი სურათიი??
არ ჩამომათვლევონოთ ეხლა და სურათები დროულად დაიდოს
---
მეც განვაგრძობ ჩემი სურათების დადებას და თხრობასაც...
ესეც იმ ტაძრის შესასვლელში სადაც კოზმა და დამიანეს წმინდა ნაწილებია . . . ტაძარს რესტავრაცია უკეთდებოდა და გარედან იმიტომაცაა დაფარული ფიცრულით.
http://www.radikal.ru
ესეც ტაძარი შიგნიდან.
http://www.radikal.ru
ძალიან ლამაზად იყოს ორნამენტები გაკეთებული.
http://www.radikal.ru
აქ, კი თორნიკე და იაკო, კოზმა და დამიანეს შესახებ კითხულობენ...
http://www.radikal.ru
ესეც წმინდა კოზმა და დამიანეს წმინდა ნაწილები . . .
http://www.radikal.ru
აქ კი ტაძრიდან რამოდენიმე სურათს დავდებ...
http://www.radikal.ru http://www.radikal.ru
ძალიან ლამაზი შენობებია, ტაძარი ხომ საერთოდ, მაგრად მომეწონა.
გაიხარეთ თქვენა.
ისადა გაბრაზდი ქეთ, გაბრაზდი, ხომ ხედავ უმაგისოდ სურათებს არა დებენ
სადაა თორნიკე? ერთი სურათი მაინტერესებს,
ასე არავის მოსვლას არ დავლოდებივარ
Bodbeli
აი აქ ვდგევარ ხალხო... !დააფიქსირეთ!... ჩვენს მოდერატორთან რა , განა ”პროსტა” სურათია ეხლა ეს
http://www.radikal.ru
ეს არის იმპერატორი ამალია, რომელსაც საბერძნეთამდე ჰქონდა გავლენა და პელოპონესზე მისი დაარსებული სოფლები და
ქალაქები არსებობს
http://www.radikal.ru
აპა ეხლა ერთი ამისთანა ბაღი არ უნდა ჰქონდეს სასახლეს ???!!!
http://www.radikal.ru
ესეც ჩვენი ბოლო მირთვემა მიუნხენში :-)
http://www.radikal.ru
კიდევ ერთხელ მინდა ყველას დიდი მადლობა მოვუხადო დაუვიწყარი დღეებისთვის!!!
Marabella, მაგარი სურათებია, მადლობა.
ახლა თორნიკე გვინდა თავისი სურათებით,
ისე იაკოც პასიურობს რატომღაც.
P.S. იაკო, დღეს მამაომ თქვა, რომ შტუტგარტის მრევლი ეპატიჟება მიუნხენის მრევლს 2 აგვისტოს ილია მართლის ხსენების დღეს თქვენი სამრევლოს დღესასწაულზე. ვნახოთ რამდენი მსურველი გამოჩნდება.
დღეს ცოტა გვიან დავდებ სურათებს
მომენატრეთ ყველა!
tornike20
ვახ! რახან შენ გამოჩნდი აღარ ვდარდობთ
გვიან იყოს. ჩვენც მოგვენატრე, რო დაგვეკარგე და შეგვაშინე აქა
სურათებს მოგაწვდით უახლოეს ხანში. ისე ხსჰირად ვეგარ ვარ ფორუმზე დედაჩემი მყავს სტუმრად და გადარბენა გადმორბენაზე ვარ. თან ჯერ შვებულებაც არ მაქვს.
ზურა
კი 2 აგვისტოს ვეპატიჟებით მიუნხენის მრევლს. 2 აგვისტოს არის წმ. ილია მართლის ხსენების დღე და რადგან ჩვენი სამრევლო მისი სახელობისაა, ტაძრის დღესასწაულსაც ავღნიშნავთ.
ჩემგან კი პირადად იმედია მიიღებ მოპატიჟებას, თიკოსთან ერთად. იმედია დრო მაშინ მაინც გექნება. .
http://www.tamarapaint.com/icons1.html
ეს კანკელის ხატები და სხვებიც თამარის დაწერიალია მამა მამუკას დროს და შემდეგ მამა თამაზის შეკვეთით.
წმ. ვახტანგ გორგასალის ხატი პატრიარქის კურთხევით შეიქმნა.
აგერ დავბრუნდი და გავაგრძელებ მეც სურათების დადებას
http://imageshack.us
http://g.imageshack.us/g.php?h=228&i=dscf0128bc6.jpg
http://imageshack.us
http://g.imageshack.us/g.php?h=228&i=dscf0135yz0.jpg
არ გაინძრეთ, ძაან არ დაჯდეთ სკამი ვერ გაუძლებს
http://imageshack.us
http://g.imageshack.us/g.php?h=228&i=dscf0137bm0.jpg
ესეც ეკლეისა
http://imageshack.us
http://g.imageshack.us/g.php?h=169&i=dscf0138jj8.jpg
იაკო და ქეთი
http://imageshack.us
http://g.imageshack.us/g.php?h=169&i=dscf0139xr5.jpg
tornike20
ხოხ, გამოჩნდი?
რას ვეტლიკინები ნეტა მამა თამაზის სურათში?
აბა, ვაკონტროლებ, რა სურათები დაიდება
ჩვენ მოდერატორს მარტო გემრიელი ხაჭაპურის ცხობა კი არ სცოდნია, სხვა ნიჭიც გამოამჟღავნა
http://imageshack.us
http://g.imageshack.us/g.php?h=170&i=dscf0141jy8.jpg
http://imageshack.us
http://g.imageshack.us/g.php?h=170&i=dscf0142nk3.jpg
ქეთის შემხედვარე ჩვენც აგვიტაცა ფეხბურთის თამაშის სურვილმა
http://imageshack.us
http://g.imageshack.us/g.php?h=231&i=dscf0147dt5.jpg
და არამარტო ჩვენ
http://imageshack.us
http://g.imageshack.us/g.php?h=185&i=dscf0151fy2.jpg
tornike20
ოღონდ შენ არ იშიმშილო ისედაც გალეული ხარ
არა ვშლი სურათებს, ფეხბურთის თამაშიც მცოდნია
ვა,ქეთი ფუტბალისტ,როგორ გიხდება რომ იცოდე...
ძაან სასიამოვნო თემაა, გაიხარეთ!
xornabujeli
მიხდება კი არა პროფესიონალი ვარ
Misha Songulashvili
გაიხარე მიშა. კაი ხანია არ გამოჩენილხარ. სეირნობ თბილისის ქუჩებში?
თორნიკე, სულ ეგ იყო?
abo
რა ვქნათ ძმაო ბიჭებმა, როცა გოგოები/მანდილოსნები სწრაფად ჭამენ?
ეგ სურათი მაშინ არის გადაღებული, როცა მათ უკვე თითქმის ყველაფერი მირთმეული ჰქონდათ.
k@the
k@the
Misha Songulashvili
ვაჰ, ჯერ თბილისში არ ჩამოვსულვარ და გერმანიაში დასაბრუნებელ გზას მილოცავ უკვე?
თქვენ საქართველოს მარგალიტები ხართ. ერთმანეთს გაუფრთხილდით და მალე დაგვიბრუნდით.
ღმერთს ებარებოდეთ.
Misha Songulashvili
მეც დავბრუნდი უკვე. როგორ ხართ?
მეგონა თორნიკეს მიერ გადაღებულ სურათებს 2 თემა არ ეყოფოდა, მაგრამ ... ალბათ ვერ მოიცალა
iako
როგორ ხარ იაკო?
ძალიან კარგი რო დაგვიბრუნდი. მეც რაღაც საქმეებში ვარ ეხლა სულ.
თორნიკემ აარჩია მგონი კაი სურათები და ისინი დაგვიდო მარტო ფორუმზე
მარა ის მიკვირს, იმ კარგი აპარატით, თან იმდენი აჩხაკუნა და მეტი კაი სურათი ვერ მოძებნა
მე, რამის ყველა დავდე , კიდევ მაქვს და ხვალ მივამატებ.
თორნიკე,
სურათებს ნუ გვიმალავ, ხალხი უკვე ეჭვიანობს.
ყველა სულმოუთმენლად ველოდებით შენს სურათებს.
თორნიკეს სასტიკი საყვედური მოუხდება, პირად საქმეში შეტანით
დავდებ დღეს საღამოს კიდევ
მომენატრეთ ყველა
როგორ ხართ?
ქეთ,შენ ალბათ მალე წახვალ უკვე საქართველოში, ამიტომაც იქნები დაკავებული
ზურა
რა მოიფიქრე შტუტტგარტში სტუმრობის თაობაზე, იმედია მიუნხენის მრევლში ბევრი მსურველი გამოჩნდებოდა.
მაკა ვერ დავიჭირე ამ ბოლოს სასაუბროდ.
ყველას გილოცავთ სვეტიცხოვლობას, დაესწარით მრავალს.
k@the
ისევ მე, გავაგრძელო და ერთი-ორი სურათი რაც შემრჩენია გამოვამზეურო ...
ესეც მერია- გოთური არქიტექტურის შესანიშნავი ნიმუში
http://www.radikal.ru
ეს, კი მზის საათია ტაძრის გარე ფასადზე, რომელიც მარაბელლამ შენიშნა და მე დავაფიქსირე
http://www.radikal.ru
ჰო, ეს სწორედ ის რესტორანია (ჰიტლერი რო ... ). ლამაზი იყო ისე
http://www.radikal.ru
ა, კაი მსმელი ხალხი!
http://www.radikal.ru
და ამის მერე კიდევ იტყვიან ლუდისტია ქეთიო?
http://www.radikal.ru
რესტორნის შემდეგ ქალაქის ქუჩებში გავისერნეთ ''სუფთა ქაერზე''
ეს სურათი, ასახავს აქაურ ტრადიციას. ერთ-ერთი გოგო სავარაუდოდ 1-2 კვირაში თხოვდება და ამას აღნიშნავს სადაქალოში, ანუ უხარიათ
http://www.radikal.ru
ეს რა შენობაა აღარ მახსოვს, მარა მომეწონა ...
http://www.radikal.ru http://www.radikal.ru
tornike20
გაიხარეთ,კარგი ფოტოებია...
K@te
ეს შენობა Schatzkammer-ა ხომ არ არის მეორე მხრიდან. თავს ვერ დავდებ, თუმცა ძალიან მეცნობა.
რამდენი სურათები გადაგიღია შენ ყოჩაღ.
ზურას დაველოდოთ რას იტყვის.
თორნიკე მართლა დაიკარგა თავის სურათებითურთ
მიუნხენში ოქტოუბაფესტზე ხომ არ აპირებს ვინმე წასვლას?
iako
იაკო როგორა ხარ ? რა ხდება, მაქეთაც წაილეკეთ თუ ქე გაქვენ ცოტა მზე ? აქ დევიტანჯეთ...
ekato
ekato
staywhite
გინატრეთ და გახსენეთ და გავიხსენეთ კიდეც შენი ოჯახი
გენესისიც მოვიკითხეთ და ნათიაც ერთმანეთში. კარგი იქნებოდა ყველა ერთად რომ შევკრებილიყავით.
თორნიკე დაჯარიმდებააა
k@the
iako
რა საყვარლები ხართ, მეც მინდა თქვენთან
მშვიდობა და გამარჯვება ყოფილიყოს ქარტველი ერისა!!!
didebulia sixarulis grZnoba"
"roca sikeTes daxerav da sCadi"
"da roca Tavad arafers iTxov"
მუნხენში შეხვედრის შედეგი , თქვენს ღვაწლს უშედეგოდ არ ჩაუვლია ა ბატონო სვამს ბოვშვი
http://img141.imageshack.us/my.php?image=imag0745mv1.jpg
ირმა
სად დაგიდევს ჩემი სურათი
თვითონ არ გადაიღო, შენ უნდა დაგაფიქსირო ფაქტზეო.
Irma
ვიცი მე იაკო რისი დამლევია , გემოს გასასინჯად აიღებდა მაგ ბაკალს
iako
როგორ ხარ? გადაგეღო მერე ირმასთვის შენ. რას გვემალება ეგ ბალღი?
სულ ცოტაც მაცადეთ და რამეს მოვიფიქრებ. ძააალიან მომენატრეთ ყველანი
qeTi, ar vimalebi galeriaSi adre davde Cemi suraT, mgoni piveli galeria iyo magi, mere davde kidev bavSevbis ganyofilaba galeriaSi, me da Cemi disSvili da ra vi aba? kido gamovWimo Cemeuli bilbordebi?
ქეთ
ისევ შენი იმედი მაქვს, თორემ რაღაც იდეები შემომეფანტა მგონი, ძალიან კი მინდა თქვენი ნახვა
Irma
ნანა
დიდი სიამოვნებით კი გესტუმრები, მაგრამ წინასწარ არ გაგაფრთხილებ , თორემ ისე წუხდები, მერე ძალიან ვუხერხულობ ხოლმე.
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience