აქ დავწეროთ შეხვედრების განვითარების ეპიზოდები, სურათებიან კომენტარებიანად...
შეხვედრა მანჰაიმში. 29 თებრევალი- 2 მარტი
29 თებერვალს (ანუ 4 წელიწადში ერთხელ) პირველი მე ავღმოჩნდი მანნჰაიმის სადგურზე. გარკვეული მიზეზების გამო ნანას ნახვა იმაზე მეტად გამიხარდა ვიდრე წარმომედგინა... ოჯახში მისულს მერაბის და დათოს საძმაკაცო შემოგვიერთდა და ატყდა ჭიქების ჭახაჭუხი... ყველა სადღეგრძელო ფეხზეამდგარი ითქვა გერმანელების, ამერიკელის, ლიტველის, რუსების და ქართველების მიერ... როგორც მომიყვნენ პირდაპირ ლოგინზე გავითიშე...
სხვა არ მახსოვს 29 თებერვალს
1 მარტს რიგრიგობით მივითვალეთ იაკო, ნათია (სტუმარი) და ქეთი ... სამი საათის განმავლობაში მე და მერაბი რკინიგზის სადგურში გამოვდიოდით პახმელიას... თორნიკეს მოსვლას არ დაადგა საშუელი... ყველაზე ახლოს იყო და ყველაზე რაჭველივით მოვიდა, ყველაზე მეგრული მარშუტით...
ბოლოს სუფრაც მოვიქციეთ ალყაში.. ხოდა ძლივს მოვწყდი საჭმელებს რომ ეს პოსტი დამეწერა... ასერომ დანარჩენს კურიოზებს და კომენტარებს დროდადრო დავწერთ... ასევე სურათებსაც დავდებთ მალე....
ალყაში იქცევენ, ციხესიმაგრე არ არის...
დილიდან თქვენს გასამხიარულებლად ვმაიმუნობ ფორუმზე... მეგრულად
ნანა, მთელ დღესა და ღამეს ზრუნავდა იმისათვის, რომ ფორუმელებს ნაღდი ქართული სუფრა და სული დაგვხვედროდა მის სახლში.
უგემრიელესი კერძები და სუფრის "კარონნიი ბლიუდა" იყო მისი მშობლიური აჩმა ხაჭაპური. იმაზე უფრო გემრიელი, ვიდრე სურათზე ხედავთ.
ბარაქალა ნანას დიასახლისობა-ქალობას!
პ.ს. პოსტის ავტორი k@the
მაგარი სუფრაა :ნერწყვის ყლაპვა:
იხარეთ ! სულმოუთქმელად ველი ფოტოებს
სურათზე ხედავთ სტუმარს(ნათია), იაკოს და მერაბი (ნანას შვილი)
ძალიან თბილი და საყვარელი ხალხი
პ.ს. ისევ მე k@the, არ გეგონოთ გენესისი დატკბა ასე
მოკლედ, ცოტა ხნით ჩემი სახელით დავწერ
თორემ იფიქრებთ ქეთი არ ყოფილა შეკრებაზეო...
მოკლე შესავალი...
დილა დაიწყო 7საათზე, გავამზედე სახლიდან გასასვლელად და ჰოი საოცრება, ფანჯარაში რას ხედავს ჩემი თვალები... ქარი და რა ქარი, ქარბუქი! ძლივს მივაღწიე მეტროს სადგურამდე, რომ მთავარ სადგურში წავსულიყავი. მგონი გზაში ყველა ხეს ვეჭიდებოდი, ქარს რომ არ წავეღე
მივედი როგორც იქნა და აღმოჩნდა, რომ მატარებლებს ყველას დაგვიანებები აქვს, ამ ქარიშხლის გამო. ასე 30 წუთი რო ველოდეთ, როგორც იქნა შეგვიშვეს მატარებელში და დავიძარით მანჰაიმისაკენ.
მგზავრობამ მშვიდობიანად ჩაიარა, მატარებლიდან გამოსულმა ნანას დავურეკე მობილურზე და მის მაგივრად, მერაბი შემრჩა დასავლურ ქართული კილოთი მოლაპარაკე. გავარკვიე სადაც მელოდებოდნენ და მისულს, ნათია, გენესისი და მერაბი დამხვდნენ. ადვილად მიცნეს, როგორც გენესისმა აღნიშნა, დაბნეული მზერით გიცანიო
შემდეგ დავურეკეთ თორნიკეს და გავარკვიეთ, რომ კიდევ კაააი ხანი არ მოვიდოდა და წამოვედით სახლში. ველოდეთ თორნიკეს, ველოდეთ და ბოლოს მე და გენესისმა მაგიდაზე პურიც გავტეხეთ ნანამ ცხელი კერძი შემოიტანა და ამასობაში, დროულადაც მოგვისწრო თორნიკეს მატარებელმა, დაბარებულივით
დანარჩენი მერე...
მაგარია, ნანას მზარეულობაში ეჭვი არასოდეს მეპარებოდა, წარმომიდგენია რა კარგ ხასიათზე ხართ და ძალიან კარგად რომ ატარებთ დროს, მგონი მთელი ფორუმი სულიერად თქვენთანაა ჩემი ჩათვლით, მოკითხვები ყველა მანჰაიმში მყოფს.
თან საქმე ეხლა, თან საქმე, თქვენი გემრიელი კერძებით ტკბობა ჩვენ ვერაფერს გვიშველის, სურათებიც შემოგვაშველეთ
ტორტიიიიი... ნამცხვრებიიიიი..... მაგარიაა
თორნიკე, დათო და მერაბი...
ისევ შენ გენო, თორემ ჩვენთვის ვეღარ იცლიან სხვები, ნანას კომპი ისე მაინც დაანახეთ, აქ შემოსვლას ვინ დააცდის
შემოგევლეთ
ძალიან კარგები ხართ
განსაკუთრებული კომპლიმენტები ნანას
ქეთუ
სწორედ მაგ სურათის დანახვისას ლამის შევძვერი კომპში
ეს იყო სუულ?
გადაყევით ხო ქეიფს და აღარ გახსოვთ ფორუმიი?
nini_1
ქეთუ
ხაჭაპური კი ''აპიწიტნად'' იცქირებოდა,მაგრამ მე სუფრაზე მჭადს მოვკარი თვალი და ის უფრო მომინდა რა ვქნა ჭადი და ყველი ყველაფერს მირჩევნია
ეს რა სუფრა გაშლილა, ვატყობ მშიერს აქ არ უნდა შემომეხედა მშიააააა
ეს 29 თებერვალი... ბუნდოვნად მახსოვს
ნანამ დამავერბოვკა და სამხედრო სამსახურის დაწყებას ვაპირებ...
ნათიას ვაცილებთ აქ...
აუუუუუ მეც მინდა ამერიკაში ხო კიდე ლობიანი და მჭადი და ყველი აჩმაზეც მაგარია ხაჭაპურზეც და ხინკალზეც კი
დილით ოქრო ხარ სტუმარო საღამოს ვერცხლად იქცევი...
ჩვენმა საკუთარმა სტუმარმა (ნათია) სტუმრის სტატუსი შეინარჩუნა და გავერხლებას არ დაუცადა....
რა დღეში ხართ აქ? შორს ვარ?
მე სპილენძობას არ ვარ მიჩვეული და ვერ შევეგუებოდი მაგ სტატუსს?
ამ ბოლო ფოტოზე, ცალი ფეხი რომ მატარებლის კარებში მაქვს ჩატანებული, რომ არ დახურულიყო, ცუდია რომ არ სჩანს
მაეასი
სათქმელი ბევრია მაგრამ, ცოტა დაღლილი ვარ ნამგზავრი და შევძლებ თუ არა რამის დაწერას კლავიატურაზე ჩამოუძინებლად არ ვიცი
ვეცდები კი, ახლავე.
მე რა ოქროს ფოტოები მაააააქვს
ნოდარ დუმბაძის თქმის არ იყოს... ქართველმა იარაღი თუ დაინახა უნდა რომ ხელში დაიჭიროს...
ხოდა ამერიკელი პოლიციელის მაგნუმი გურული ნიანგის ხელში აღმოჩნდა...
მეც ნოდარდუმბაძის არ იყოს ვერვიკავებ თავს...
----------------------------------------------------------------
გარდა იმისა რომ პროფესიონალურად აცხობს, პროფესიონალურად რეცხავს კიდევაც...
Genesis
უფფ კი ხართ კაი რამე ხასიათზე, გაიხარეთ თქვენ.
ქეთო რა ქალი, რა ქალი
მასპინძლის სურათებიც დადე გენო, მიდი, მიდი ნუ გეზარება.
ყოჩაღი ხარ და ნუ გაგვიზარმაცდები ეხლა ჩვენს ჯიბრზე
მასპინძელსა მხიარულსა მარნის კარი უჭრიალებს...
დღევანდელი დღის შთაბეჭდილებებით მოვედი : D
დილით თვალის გახელა და საშინელი ამინდის გულზე მოხვედრა ერთი იყო.
მაინც "ავეწყვე" და გავემგზავრე მანჰაიმისკენ. ამინდის გამო მატარებლებმა აგვირია და ყველა დაგეგმილ დროზე ბევრად გვიან აღმოვჩნდით მანჰაიმში.
კი დავიგვაინე მაგრამ, ქეთის და თორნიკეს მაინც ჩავასწარი.
სადგურზე 20 წუთის ლოდინის განმავლობაში, ყველა გამვლელ-გამომვლელს ვათვალიერებდი და გენესისის ამოცნობას ვცდილობდი.
ზურას ასაკის ხალხის თვალიერებას, ფეხსაცმელებით ვიწყებდი, რამაც რამდენჯერმე უხერხულ სიტუაციაში ჩამაყენა და ბოლო-ბოლო შევეშვი : D
ვიფიქრე, იქნებ თავად მიცნოს რომელიმემ მეთქი.
ჰოდააა, 20 წუთის შემდეგ (ერთი ქართველს მივამსგავსე და ჩუმ-ჩუმად ვუთვალთვალებდი, იქნებ ელოდება ვინმეს და ეს "ვინმე" მე და ქეთი ვიყოთ მეთქი) და მისი თანმხლები(მერაბი) ჩემს გვერდით მდგომ გოგოს მოუახლოვდა და ეკითხება გერმანულად: თქვენ ნანას ხომ არ ელოდებითო?
იმ გოგოს პასუხის გაცემა არ დავაცადე, "wie bitte?" მე ვკითხე უცებ? არც ამას ვაცადე პასუხის მოცემა, ისე ვუთხარი სხაპა-სხუპით: მე ველოდები ნანასაც და ქეთისაც მეთქი : D (აქ, მე თვითონ მეცინება)
მოვიდა ის ჩემი "ნათვალთვალებიც" და ზურა აღმოჩნდა, რომელმაც არც აცია, არც აცხელა და მომახალა: ფოტო რომ დაგედო ფორუმზე, მაშინვე გიცნობდი, ახლა კი, ცხვირით გიცანიო
მე კი ავიფარე ამ ჩემს ნისკარტივით ცხვირზე ხელი მაშინვე მაგრამ, საერთოდ რას ვუზამდი? ჰოდა მოვითმინე : D
მალე ქეთიც მოვიდა. ისეთი მოდიოდა კითხვაჩამდგარი თვალებით, მაშინვე სამივემ, მერაბიმ, ზურამ და მე, ერთსულოვნად (: D) ვიცანით.
თორნიკემ, დამაგვიანდება, ბილეთი მაქვს აღებული, ბარემ მთელ დასავლეთ გერმანიას მოვივლი-გადავხედავ და მოვალო. ჩვენც გავუგეთ და გავეშურეთ სახლისკენ.
მასპინძელი ისეთი შემოგვეგება, მივხვდი რომ არ ვინანებდი სტუმრობას.
მაგიდა გაწყობილი დაგვიხვდა, ძალიან უშრომია მასპინძელს, ალბათ მთელი ღამე არ უძინია.
გაწყობილ მაგიდას შემოვუსხედით მაგრამ, თორნიკეს მოსვლამდე ხელი არაფერზე გვიხლია : D
ქეთის და ზურას თვალებში უბნელდებოდათ, იაკოს და ნანას არ ეცალათ, მერაბი კი იტანდა მე, მე.... მე არ ვარ მისათვლელი : D
ბოლოს პირველმა ქეთიმ ვერ მოითმინა და პურის ნატეხს "უჩქმიტა" : D
ნანამ ისეთი ცხელი კერძები შემოიტანა, მეც გამიწყდა მოთმინების ძაფი : D
თორნიკეც მალე მოვიდა, თუმცა ჭამით ბევრი არაფერი უჭამია, რცხვენოდა მგონია : D
იცით რა სასიამოვნო საღამო იყო? არ იცით
ნანა, როგორც მასპინძელი, დიასახლისიც შეუდარებელი აღმოჩნდა. მაგიდა ქართულად "დახუნძლა". უგემრიელესი კერძებით გაგვიმასპინძლდა. (იხ.ფოტოები )
გარემო მშვიდი იყო, სასიამოვნო და თავისუფალი.
ამით იმის თქმა მინდა, რომ ყველა ძალიან კარგები (ვ)იყავით
მასპინძელზე ბევრია დამოკიდებული. ჰოდა, ჩემი უდიდესი პატივისცემა ნანას!
მერე ყველა იქ დარჩა და მე კი ვარ ახლა აგერ მარტო.
თითქოს ოჯახი მელოდებოდა და ქმარი გამიბრაზდებოდა, ისე გამოვიქეცი სახლში
მასპინძელს არ ეწყინოს "სტუმარი" რომ ასეთი უხეიროა და თავი გაიგიჟა სახლში წასვლაზე მისი გულით მიწვევა, დარჩენაზე, ძალიან გაეხარდა მაგრამ, შეწუხებას მაინც მოერიდა. ეგ აღარ გამოსწორდება : D
ფოტოები იქნება ხვალ. დღეს ვეღარ.
მე რა ოქროს ფოტოები მაააააქვს
Genesis
ბოლო ფოტოზე, ქვედა მარჯვენა კუთხეში ჩემი ჩაის ფინჯანია
გადავიფიქრე ერთ-ორ ფოტოს ახლავე დავდებ
nini_1
ფოტოაპარატები მე და ქეთის გვეჭირა და გენო კიდევ პოზიორობდა
პ.ს. აქ კიდევ ის გამახსენდა: ზურას ვკითხე სადგურში, გენო რომელია მეთქი წუხელ შენ ჩამოდი თუ გენო მეთქი
stumari
ზურა მთელი დღე ასეთ მჯდომიარე მდგომარეობაში იყო, ვიდრე ბახუსიდან არ გამოვიდა
თორნიკე მისი "საფირმო" ქუდით, რომლითაც უნდა ეცნოთ სადგურზე
პ.ს. ისე გულზე და ყელზე სულ "საქართველო" ეწერა და ცნობა არ გაჭირდებოდა
პ.ს. დღეს რაჭველებში ვიჯექი და.... მე არა მაგრამ, ჩემს კომპიუტერს აშკარად გადაედო
ძალიან ნელა მუშაობს
მიდი, მიდი ნათ გააგრძელე.
ამ ფოტოს დაუდებლობა ვერ მოვითმინე
ამ "სერიას" გაგრძელება ექნება ქეთი, დამიდასტურე
არ წაშალოთ თორემ ვიკივლებ
ზურას ისე მოეწონა "თავდასხმა-განიარაღება", რომ სულ ნებით "წვებოდა"
თორნიკე, რას გვერჩი შე კაცო?
ნებართვა მაქვს აღებული
"სალდათები" ნანათხოვარ ფორმაში
"ნათლავს"
მორჩა დღეისთვის. მძინავს უკვე.
ხვალ გავაგრძელებ (თუ გამეღვიძა )
გაიხარეთ ყველამ, კარგი დრო გაგიტარებიათ და უკეთესს გისურვებთ!
ძალიან "მაგარი" სურათებია, კიდევ დადეთ...
ყველა კარგები ხართ გაიხარეთ!
ნანა მერაბი და დათო
P.S. კიდევ დადეთ რა...
ხალხო, ისევ გძინავთ?
არ გიძინიათ წუხელ, სულ ჭორაობაში გაატარეთ?
ჰოდა, იმას ვამბობდი, ახლა გავახილე მე თვალი (იმათ ისევ სძინავთ ) და ეს ტკბილეული და ცხელი ჩაი მომინდა
ჩაის კი მოვიდუღებ თავად მაგრამ, ამ ტკბილეულს ნანა, მერაბი, დათო, ქეთი, იაკო, თორნიკე და ზურა უჩემოდ შეჭამენ
დღევანდელი გეგმები როგორია?
ჭამა და სმა დიდად შესარგი რომ გაქვთ ქე ვხედავთ ნანას დიასახლისობა და მასპინძლობა მართლა დიდი შექების ღირსია
Genesis
უფ, გაჭორვაც მოსულა?
თქვენნაირი გამჭორავები არ გაიშვას მეორე კარებში, ხმას არ იღებთ არცერთი
პ.ს. გუშინ რა ცუდი რამეები მოუხდენია ამინდს. მსხვერპლიც იყოო და აღმოსავლეთ გერმანია დიდ ზარალშიაო.
ჩვენ კიდევ განრიგის არევა-დაგვიანებაზე ვწუწუნებდით.
ნანააა, სადა ხარ? რომ მიუშვი გენო კომპთან, ხომ ხედავ სულ დაიპყრო,
შემოდი შენც და მოგვწერე რამე. როგორ ხართ?
დადეთ კიდევ სურათები, ხომ ხედავთ სულმოუთქმელად ველოდებით
Genesis
წავიდნენ ჩემი გოგონები და ბიჭები ამდენი ერთმანეთით გახარების შემდეგ კვლავ მარტოდ დავრჩი. უდიდესი სიყვარული მივიღეთ ერთმანეთისგან და არც გვიფიქრია, რომ პირველად შევხვდით ერთმანეთს. უდიდესი უკვე მონატრებით დავცილდით დღეს და ლამაზ განცდებად დაგვრჩა ეს მშვენიერი ორი დღე.
დღეს დილას მე ყველაზე გვიან გავიღვიძე, თუმცა სასტავი იჯდა და უკვე ჩაისაც მიირთმევდნენ:
შემდეგ საუზმე-სადილი ერთად გამმოგვივიდა მანამდე კი სურათიც გადავიღეთ, ანუ მე ჯერ კიდევ გამოფხიზლების პროცესში ვიყავი :
მერაბი გუშინ გაგვიცივდა (თუმცა მე გუშინწინდელ პიანკას ვაბრალი მის "გაცივებას" ), მერაბი, ქეთი და იაკო
გუშინ საღამოს ყავის და ჩაის სმის ცერემონიალის წინ , ჩემი ქეთი ითვლის რამდენ ნაჭრად დაჭრას ნამცხვარი, რომელიც მან გამოაცხო და რომელიც უგემრელიესი იყო, როგორც ველოდით :
ეს სურათი მგონი იყო,მაგრამ სხვა პოზიციიდან, საღამოს გუშინ,სანამ ნათიას გავაცილებდით, მყუდრო გარემოში ცხელ სასმელებთვის გავამზადეთ:
დღევანდელი კარგი სურათები კი კატეს აქვს გადაღებული და რომ მივა სახლში ატვირთავს:
დიდი მადლობა ჩემს უსაყვარლეს ხალხს, რომ ასეთი დიდი სიხარული მომანიჭეს
staywhite
რა საყვარლები ხართ ყველანი
თქვენტან ერთად ჩვენც დიდი სიამოვნება მივიღეთ ამ ყველაფრის შემხედვარე...
მიყვარხათ და გეფერებოთ
გენეზისს ძალიან დიდი პოტენციური მონაცემები აქვს, იყოს კარგი ჯარისკაცი, იარაღმაც ძლიერ გაიტაცა, ასევე მეტად პროფესიონალური მანერებით გამოირჩევა, ვეჭვობ, რომ მისთვის ეს პროფესია უცხო შეიძლება არც იყოს
უნიფორმებზე ემბლემების არცევის საშუალება იყო, მაგრამ რატომღაც ეს ემბლემა აირჩია... ნება მისი იყო. ასევე მშვენივრად ფლობს დანის მოხმარების ტექნიკას (სამზარეულოშიც უნდოდა ამის დამტკიცება, მაგრამ გამოგდებულ იქნა ) :
პ.ს. გიორგი და მაეასი, მჯერავს რომ ეს შეხვედრა ბევრჯერ განმეორდება
ეს უმშვენიერესი ქართველი გოგონა კიდევ კადნიერდება და უაღრესად უსამართლოდ მოიხსენიებს თავის ცხვირს. სინაზის და სილამაზის ნიმუშია არადა
გენეზისი და ნათია ჯერ კიდევ "დაუსრულებელ" სუფრასთან, რამეთუ ცხელი კერძები მხოლოდ თორნიკეს მოსვლის მერე იქნებოდა სერვირებული
მე და მერაბი, ნათიას გასაცილებლად მიმავალნი, nini_1 შენ გონდოდა ჩემი დანახვა
ქეთიც მოსულაააა
ქეთიც მოვიდა.
წამოიყოლა სითბო, სიყვარული, სიხარული და მონატრება
მართლაც არაჩვეულებრივი 2 დღე იყო. დიიდი მადლობა ნანას, იმისთვის, რომ მის სახლში ასეთი სითბო და სიყვარული დაგვარხედრა. იმისთვის რომ ასეთი კარგი შვილები ყავს. სადგურში შეხვედრისას მერაბიმ ეგრევე ჩანთა გამომართვა, მე ვატარაბო და ნუ გენესის რაღა უნდა ექნა, ჩანთა უკვე მერაბის ეჭირა
კიდევ ერთხელ ყველას მადლობა, ნანა, მერაბი, დათო, იაკო, ნათია, თორნიკე, გენესისი
მაგარი სურათებია კაი დრო გიტარებიათ ისე მეც მანდეთ ხომ არ გადმოვსულიყავი
ესეც ნანას უტკბილესი ოჯახი
ქეთუ
მაეასი
გენზისი ღამის ვარჯიშების აღსრულებისას Mein Respekt
ნათია ფეხით იჭერს კარებს, მატარებელი რომ არ წავიდეს და ლოკომოტივის "შოფერი" კი ლამის გადმოხტეს ლოკომოტივიდან
ასე მგონია სახლიდან წამოვედიო...
ყველაზე ადრე მივედი და ყველაზე გვიან წამოვედი... დილით ოქრო ხარ სტუმაროო... მე კიდე ჯართად გადაქცევამდე ცოტა მიკლდა
იპოვეთ 10 განსხვავება
ისე ნანა თუ აქმდე სამხედრო ფორმასთან ასოცირდებოდით, ახლა სულ მაგარ-მაგარი საჭმელები მიდგება თვალწინ ასე რომ ვეღარც მივხვდი ვისი იყო გირები
ვიმედოვნებ მშვიდობიანი გზა გქონდა. მე კიდევ შენ რომ წადი აქ ამბები მქონდა,მაგრამ პრივატში მოგიყვები, ნე ლეპი სლუჩი ჩასაფრებულია რა ეშმაკი ყველგან... აი, თქვენ რომ ყოფილიყავით "ნე ლეპი" არ იქნებოდა...
კატ,
ბოლო სურათები თუ ვარგა შემოგვთავაზე
მარცხნივ ეშმაკი მიზის მხარზე და მარჯვნივ ანგელოზი არ ჩანს... თან მიჩვენებს ხელით როგორ უნდა გადმოვიღო ვინჩესტერი და დავახალო ვინმეს....
მარა მახსენდება რა თუ რომელ ფორუმზე უნდა დაიდოს ეს სურათი, თავს ვიკავებ....
დედაა, რა კარგი რაღაცები ყოფილა აქ.
რა საყვარლები და კარგები ხართ
იაკო და მე:
გენეზის და ქეთი ქეთის გაცილებისას:
მე და ქეთი კიდევ
თორნიკე
2 წევრი: Genesis, Misha Songulashvili
ნანამ რამდენჯერ გახსენა მიშ... შვეიცარიაში რო ყოფილიყო გადმოვიდოდაო შენზე შორს კიარცხოვრობს აქედანო...
აჰა მეც უკვე სახლში ვარ
ხო სანამ იასკოსთან ერთად მოვდიოდი ყველა მატარებელი დროზე აღწევდა სადგურამდე და როცა უკვე მარტო წამოვედი, ერთი მატარებელიღა მრჩებოდა და იმ მატარებელმაც დააგვიანა მაგრად მოკლედ ამ ორი დღის უმეტესი ნაწილი მატარებლებში გავატარე
ყველაფერი ლამაზი იყო და ამისთვის ყველას დიდი მადლობა და განსაკუთრებით ნანას.
ხო ეხლა წავედი დავიძინო თორე შეიძლება აკვე ჩამეძინოს
Genesis
ბიჭო ზურაბ, შენ გერმანიაში იმისთვის ხარ რომ იატაკზე გაგორავებდნენ? ეს რა ვნახე... მოხვალ შენ კანტორაში ძალიან გამიხარდა რომ ფორუზე თქვენი ნაცნობობა ამ დონეზე მივიდა და შეხვედრაც მოახერხეთ. სამწუხაროთ შვეიცარიაში რომ ვკოფილიკავი მართლაც გესტუმრებოდით
დანარჩენებს ვთხოვ, ამ ბავშვს აწი ნუგარ დამიჩაგრავთ ძლივს გამიზრდია.
გამიხარდა ამ შეხვედრის ამბავი თუმცა კი ვიცოდი წინასწარ
მიშა, გამიხარდა რომ გამოჩნდი ზურას გამგორებელი არ დაბადებულა ჯერ და პაწა დადგმულ სცენებს კაი ახლა ნუღარ გააიმასიზამთ რა ქვია ...
მადლობა ყველას ასეთი სითბოსთვის და მართლაც კარგად გამოვიდა ყველაფერი
ფორუმს არაუშავს, სასწაულების თემაში არ აღმოჩნდეს
მეც შემოვედი.
როგორ ხართ?
ნანა დიდი მადლობა შენ ასეთი სითბოსთვის და კარგი მასპინძლობისთვის.
ძალიან სასიამოვნო იყო ეს 2 დღე თქვენთან ერთად გატარებული.
თორნიკე
კიდევ დააგვიანდა მატარებელსო დაწერე, მაგრამ ხომ ჩამომდგარი იყო მე რომ დაგტოვე, რა მოხდა?
გენესის, ქეთი
თქვენ იმედია დაუბრკოლებლად მიაღწიეთ სახლამდე.
ნან, როგორც ყოველთვის შეუდარებლად ლამაზი, საყვარელი, თბილი და აღარც ვიცი რა შეიძლება ვთქვა შენნაირ არაჩვეულებრივ ადამიანზე
ღმერთმა გაგაძლიეროს და სულ გაკეთებინოს ასეთი კარგი საქმეები. ძალიან თბილი ადამაინი ხარ, გაიხარე
გამოტყდით, რომ საქართველოს სადღეგრძელო შორიდან უფრო გემრიელად ისმევა
ტასო
გამოვტყდებით მართალი ხარ
კეთილი იყოს შენი ფორუმზე შემომატება.
მადლობა ნინო (nuciko_22) მე რა, მე არაფერი,სტუმრები მყავდა რაჩვეულებრივი... ახლა ირგლივ სიცარიელეა
staywhite
მასპინძელი იყო არაჩვეულებრივი მეც მარტოობის შეგრძნება მაქ, ოჯახივით ვიყავით და კაი იყო
კედევ ერთხელ ყველას მადლობა, ასეთი კარგები რომ ხართ
ისეთი სუფრაა ჭამის ხასიათზე მოვედი
აუფ რა კარგი ნამცხვრებია
ეტყობა კარგი მასპინძელი იყო
natia77
კი, გემრიელი იყო ნანას ნამცხვრები
კეთილი იყოს ნათია შენი შემოსვლა. სად ხარ?
მაგრები ხართ ყველა თქვენგან უნდა აიღოს ყველა უცხოეთში მყოფმა ქართველმა მაგალითი.ძაან მიხარია თქვენი ამ შეხვედრის ამბავი.
ქეთი ფიქრობდა :"ეტო კრუტო!"
გენეზისი მოთმინებით იტანდა "უჩენიის" ელემენტებს :
ყველას მენატრებით
სოლომონ, დიდი მადლობა ძმა ასეთი ლამაზი სიტყვებისათვის
შემდეგი ელემენტის მოლოდინში :
ესეც აღჭურვილობის სრულყოფის დროს:
სრული არჭურვილობის (ფორმა სრული, კომბინზონი, შარვლები და ა.შ.) საშუალება იყო, მაგრამ რატომღაც სავარჯიშოდ არასრულიც საკმარისად ჩაითვალა
აბა რა ქეთ, საჭიროა, რამდენი იდიოტი დადის ქუჩაში
როგორ უხდებათ ქეთის ისეთი ელასტიური თითები აქვს, რომ სნაიპერი იქნებოდა სამაგალითო, ამის გარდა ანალიზის უნარი , მოთმინება და ჭკვიანია
სულ ჩვენ გახარბებდით ხოლმე შეხვედრებს და აი დადგა თქვენი ჯერიც და მგონი გვაჯობეთ კიდეც ძალიან გამეხარდა,სურათებიდანაც სჩანს როგორ დაუტრიალებია მასპინძელს ქართული სული მის ოჯახში,შორეულ გერმანიაში, გაიხარეთ,სუყველას მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით.
მართა დიდი მადლობა, ღმერთმა სულ გახარებული გამყოფოს.
ჩვენი უსაყვარლესი იაკო, სათნოების და გონიერების ნიმუში
ნანა სიტყვები არ მყოფნის, როგორ შეგაქო, ამიტომაც ხარ ჩემი დაქალი. მეამაყები , არ მინდოდა მეთქვა მაგრამ ვერ ვითმენ:
ხალხო განა ქართველების გარდა სხვას თუ შეუძლია ასე გულთბილად მიიღოს აბსოლიტურად უცხო სტუმრები? რა უშუალობა და გულთბილობა გამოსჭვივის მათი შეხვედრიდან? როგორ არ ვიამაყო რომ ქართველი ვარ?
შენ გაიხარე ნანა, რომ ამ სიამაყეს მჩუქნი.
თქვენით ამაყი აბო.
დიდი მადლობა , აბო მეც არ მყოფნის სიტყვები, უფრო სწორად ვერ ვპოულობ შესაბამისს რომ შენს ამ პოსტს ვუპასუხო მხოლოდ თქვენი თანადგომით ვართ და ვიქნებით ჩვენ ასეთები, მხოლოდ თქვენგან მიღებული სითბოთი ვლამაზობთ და ვკარგობთ, თქვენი სიყვარულით და თქვენი ჩვენდამი სიყვარულით იმედია ჩვენც შევხვდებით ერთმანეთს, ისინიც კი ვინც მანდ არ ვართ და უფრო მოვეფერებით ერთმანეთს და მადლიერებას გამოვხატავთ.
დიდი მადლობა ყველას
უმაგრესად გამიხარდა ეს სურათები, რომ ვნახე..ნამდვილად ქების ღირსები ხართ...ღმერთი იყოს თქვენი მფარველი...ჩაგეთვალათ...ამ ჭიქით თქვენ გაგიმარჯოთ, იხარეთ,იდღეგრძელეთ და მალე საქრთველოში შევხვედროდით ერთმანეთს ყველანი, სამების ეზოში და ღვთის სადიდებელი ლოცვა ერთად წგვეკითხოს....
მართლა მაგრად გამიხარდა ....ყოჩაღ თქვენ..არ ველოდი ქართველობას ამხელა მადლი თუ ასე ვრცელდებოდა ყველგან..ეს თქვენ დაამტკიცეთ..
ყოჩაღ თქვენ ამ სიშორეზე რომ მოახერხეთ შეკრება და ერთმანეთის ნახვა
კარგები ხართ ყველა !!!!!!
ძალიან მაგარიააა, ყველანი ძალია საყვარლები ხართ დიდი მადლობა ასეთი ლამამაზი სურათებისთვის იქნებ მოხდეს ისე რომ ჩვენც შევძლოთ თქვენთან ერთად შეკრება
k@the
staywhite
iako
Genesis
tornike20
stumari
კარგები ხართ, ღმერთმა გაგახაროთ!!!
zviadauri,
ketino,
salbe,
admin,
კანონისტი,
დიდი მადლობა თბილი სიტყვებისთვის
მართა
abo
zviadauri
ketino
sable
admin
კანონისტი
მეც უღრმეს მადლობას მოგახსენებთ
ღმერთმა ისმინოს ადმინ შენი ნათქვამი და მართლაც ერთად შევკრებილიყავით, მანდ და აქ მყოფი ფორუმელები
მეც აქ ვარ გერმანიაში. მაინჰაუზენში აშაფენბურგტან ახლოს.
კარგია ასეტი შეხწედრების მოწყობა
natia77
ჰოდა აქვე თუ ხარ, შემდეგ შეხვედრაზე შენ წამოდი
დიდი ხანია გერმანიაში ხარ?
გაიხარეთ ყველამ ასეთი თბილი სიტყვებისათვის.
საქართველოდან რომ ჩამოვედი, ყველა სახეში ქართულის ამოცნობას ვცდილობდი და ყველა გაგონილ სიტყვა თუ ლაპარაკში ქართული სიტყვების პოვნას ვცდილობდი. მეგონა ყველა ქართულად ლაპარაკობდა, მაგრამ რომ დავუკვირდებოდი ვხვდებოდი რომ მელანდებოდა. იმის მერე ხშირად ვნახე ქართველები, თავიდან საერთოდ 2 ძმაკაცთან ერთად ვიყავი მაგრამ, მხოლოდ ახლა, ამ შეხვედრის მერე დამემართა ასე და ეხლაც ეგრე ვარ
ისე ამ შეხვედრაზე იმხელა ენერგია ავიკრიფე კაი ხანი მეყოფა
აბა მადლობა კიდევ ერთხელ ნანას ოჯახს და ყველას
როგორ ხართ ხალხო ხომ კარგად იმგზავრეთ ყველამ?
მეც კარგად ვიმგზავრე და თორნიკეს ბილეთმაც
მე ვერ შემოვედი ეს დღეები და ხვალ განვაახლებ გალერეას ახალი ფოტოებით, რაც დარჩა
ეს ბოლო ორი დღეა ისეთ ამბავში მოვყევი, ნანას იარაღი მანატრებინა
100 %-იანი მსროლელი ვიყავი
k@the
ეგ დღეს ვეღარ შემოვა და მე გიპასუხებ
5 წელია აქაა. გერმანელი მეუღლე ჰყავს და წლინახევრის ანგელოზი.
ბავშვს საბა ჰქვია და გერმანულს და ქართულს ერთმანეთში ღომივით ურევს
რომ ეტყვიან: საბა, აბა თქვი მაგიდა
პასუხი: თიშ
საბა, აბა თქვი ძროხა
პასუხია: ქუუ .............
ყველაზე კარგი ისაა, მამამისი რომ ასწავლის ქართულს ბავშვს
გერმანიაში მეექვსე წელია რაც ვარ.
რაც შეეხება შეხვედრაზე წამოსვლას თუ მოვახერხე დიდი სიამოვნებით.
დიდი მადლობა ყველას თბილი სიტყვებისთვის.
გონებით და ფიქრებით ჯერ კიდევ იქ ვარ. თბილ და საოცრად სასაიმოვნო გარემოს ჯერ კიდევ ვერ მოსწყდი. ამ ადამინებს შორიდან თუ ვიცნობდი, რადგან არც ისე ხშირად შემოვდივარ ფორუმზე.იქ კი ახლოს გავიცანით ყველამ ერთმანეთი.
განშორება ცოტა არ იყოს მტკივნეული იყო. საუკეთესო მასპინძელი გვყავდა და იმედია ჩვენი შეხვედრები კიდევ გაგრძელდება.
უკვე მენატრებით.
staywhite
მშვიდობაა ახლა
ჯიბეებში ხელებჩაწყობილმა, დიპლომატიური ტონით და ქუთაისურად "გავუიასნე"
წარმომიდგინე?
ერიჰაა, რას არ გადაეყრები თურმე
ფოტოებისთვის ვერ მოვიცალე. სულ ცოტაც და... შაბათ-კვირა მოდის
ხო, დიპლომატიით უნდა დაიწყო და თუ არ გაჭრის მერე ყური აუწიო
პ.ს. კი , წარმოგიდგინე ჩემი სურათები რაც იყო დავდე ,ახლა თქვენები დადეთ კვირას შეიძლება არ ვიყო
цветы дарить вам запретит никто,
и в нашей теме, я скажу вам ''здрасте''.
но, всеже смею ''помечтать-ли'' что:
пожалуйста, дарите даме счастье...
p.s. посвящается также всем представителям сильного пола ...
p.p.s. Извините, если что-то не так сказала
ქეთევან რუსულადაც როგორ გარითმე პატარავ?
ქალი როცა გონიერია,ყველაფერში გონიერია, ვოტ! ცოცხალი მაგალითი კი აგერ არის მენატრები შენც და ყველა "ჩვენები" . თუ მშვიდობა იქნა,რომ დავბრუნდები მე მაინც გნახავთ !!!
staywhite
ნუ მაწითლებ ნან
ღვთის მადლით ყველაფერი კარგად იქნება! მშვიდობითაც დაბრუნდები და კიდევ ბეევრჯერაც შევხვდებით!
აბა, ჩვენ შენთან ვართ! რომელ მონატრებაზეა საუბარი!
natia77
ძალიან კარგი თუ წამოხვალ
iako
შენ მადლობა, მართლაც თბილი იყო ის დღე
stumari
კიდევ თუ საჭირო იყოს ''გაიასნება'' იცოდე არ გამომაპარო ტყუილად ხომ არ მაქსწავლიდა ნანა ილეთებს.
ძალიან მენატრებით
აი, 20 საათი მგზავრობისას გუშინწინ, რახან სხვა პრასვეტი არ მქონდა, გადავაკეთე ცნობილი სიმღერების ლექსები ცოტათი და აგერ ხართ თქვენ: იმ დღეს ჩემი თვალით "დანახულები"
ქეთის ვთხოვ, შესაბამისი სურათები ჩასვას, აქ სანამ მე სტიკით გადავიტან ინტერნეტიან კომპზე, ქე შემომათენდება და ინტერნეტიც სუსტია, როდის ატვირთავს ვინ იცის.
გენეზისს:
Вы молоды, веселы, юны,
Шумны, как Казанский вокзал.
Я встретила вас вечером дождным,
Но лучшего бы я Вас не встречала.
Под мышкою – рукзак и ноты,
Слава и успех под ногой,
А я...? Я - большая ошибка
И прочерк по жизни сплошной.
თორნიკე,
ქარიშხლის გამო უნებლიედ მოიარა მთელი გერმანია,სანამ ჩვენთან ჩამოაღწევდა, უმოწყალოდ აჯენდნენ ერთი მატარებლიდან მეორეში, ლამის ბალტიის ზღვამდე მიაღწია
Я прошёл Германю в Хевсурской шапкой обутый,
Слушал песни старых чабанов,
Надвигались сумерки ночные,
Ветер дул с балтииских берегов.
კატე
ყველაფერთან ერთად აქვს რაღაც დამამშვიდებელი აურა, სულიერი სიმძიმის დროს სკორი პომოშია
„Война“ - это черное слово,
Как пропасть, меж нами она,
Но Вы улыбнулись и снова
Сказали, что: Нынче весна!
Ах, милая эта улыбка...
Я Вас за ее полюблю!
Напишите ж, напишите крошка
Про жизнь про блатную мою!
იაკო
В шумном зале наниног дома,
Среди сигатерного тумана,
Возле столика на против,
Ты сидишь пола ворота,
Вся лучи ночнога света,
Так са нами случилось вдруг,
Что слова сарвались с губ:
„Ах, какая женшина, какая женшина,
Мечтать такую.... “
ნათია
რა არ ვეხვეწეთ, რომ დარჩენილიყო, დაახლოებით ასე:
გენეზის ნათიას: „Эх, сударня честная, ты уж смирися, накинь...“
ნათიას პასუხი: „Ты гони душа хмелная, да глянь, не прокинь!“
ბოლოს კი დაახლოებით ასეთი მოწყენილები დავრჩით მისი წასვლის გამო , ვერაფერს ვერ გავაწყობდით, ნათი მის სახლში სახლმმართველია როგორც ჩანს და იქ დაჟე ვიღაც ზანგებიც ცხოვრობენ, რომლებსაც მხოლოდ მისგან ეშინიათ და რომ არ დაეშავებინათ რამე, იძულებული შეიქმნა წასულიყო... უხ, იმათ გამო :
Ты вошла как несказаной сказке,
Ты ушла не вспомнив обо мне,
Мы остались тосковать с гитарой,
Потому что ти ушла с другим...
Примарили, суки, примарили
Отобрали Натушку нашу,
Золотые кудрей поседели,
Знать у края пропасти стою...
ბოლოს კი ჩემს ბიჭებს ვთხოვ აი ამას (თორნიკეს და გენეზისს):
Но, что поделать, жизнь паскудная такая.
И, как хотелось бы, в ней многое не так.
Хватает в ней ещё и зла и подлой скверны.
Но, стоп! Об этом не сегодня и не здесь.
Давайте выпьем! За подруг за наших верных,
За тех подруг, что не у каждого есть.
პ.ს. რუსულის შეცდომებზე ბოდიში, კირილიცა გამოვიყენე, მაგრამ ბევრი დავაკოპირე,აქ ვერ გავხსენი შესაბამის გვერდი რუსული კლავიატურის და რუსული ტექსტებიდან ამოვაკოპირე ბევრი ასობგერა
staywhite
უი ნან რა ლამაზად შეგირჩევია. სამსახურში ვარ და ეხლა ვნახე
სახლში მივალთუარა ჩავსვავ სურათებს.
staywhite
რა სიცოცხლე შვილები გყავს ნან ეს პატარა მაგარი ტიპია
ღმერთმა სულ გახარებული გამყოფოს მათით
staywhite
სურათებიც ჩავსვი და შევეცადე შენი მიძღვნის შესაბამისი ყოფილიყო
თორნიკე
როგორ ხარ? ხო მშვიდობაა შენსკენ? დაგვეკარგე რაღაც
დიდი მადლობა ნანა.ძალიან კარგი ლექსებია,ყოჩაღ, ჩემი აპლოდისმენტები.
staywhite
ეჰ, მეც როგორ ტკბილად მაგონდება ჩვენი შენთან ყოფნა
იმდენი საქმე და პრობლემა დამატყდა თავს ერთდროულად, ესეა, ხან სიმშვიდეა ხოლმე და ხან ქარიშხალი
მაგარია ნანა მომეწონა. აბა როგორ ხართ? მომენატრეთ ყველანი
თორნიკე
გამიხარდა , რომ გამოჩნდი.მე მგონი ვართ ჩვენც ნელნელა
ხო, ყემოთ დამავიწყდა ჩემზე დაწერა, რახან თქვენ არ წერთ, მე დავწერ ამასაც :
Да врять ли, я ведь рецидивист, за мной беда как пашня за колхозом,
Не выйдит из меня уж тракторист, похать уже нелзя, а сеять поздно...
შემეხმიანეთ
აჩმა არმენატრება იმდენად როგორც თქვენ მენატრებით...
უკუღმა არ გაიგოთ ახლა
გენეზის,
იქნება შვეიცარიაში რომ წახვალ მე მანდ ვიყო უკვე და გამოიარე, ნახევარ საათში აჩმა მზად იქნება აქ რომ ვარ უფრო მენატრებით რატომღაც
staywhite
ამიციმციმდა თვალები
ეს ჩემი სურათი "ამოხიეთ" ვინმემ, გული მიწუხს
ნანა, შენ როდის ჩამოხვალ? ვიდრე წავიდოდი, მინდოდა ერთხელ კიდევ მენახე
ნათ მიხარია რომ გამოჩნდი.
აპრილის დასაწყისში ჩამოვალ, იმედია მანამდე მანდ იქნები. ისე დროებით ხომ მიდიხარ ? აბა ისე არ წახვიდე , რომ დიდი ხანი ვერ გნახოთ
staywhite
სულ აქ არ ვარ?! ეს თქვენ ვერ მხედავთ თორემ....
ჩემს კომპიუტერს ვირუსი შეეყარა და ახლაც აცემინებს
აპრილის დასაწყისში აქ ვარ, ესე იგი მოვასწრებ რომ გესტუმრო
მე რომ წავალ, სულ მივდივარ. ოღონდ მაინცდამაინც შორს არა, ქეთის მეზობელი ვიქნები
stumari
მერე რა, ქეთი არ ჩავა ნანასთთან თუ როგორაა ?
დაჟე ერთად ვიმგზავრებთ (ქეთი & ნათია goto ნანა )
ნათ ქალაქის შეცვლას ფიქრობ არ ვიცოდი.
მოკითხვა ყველას
iako
როგორ ხარ იაკო?
რაღაც თორნიკე და ნათია თვალში მომაკლდნენ.
ამინდები გამოდის მგონი, ნეტა მაისის თვისათვის რამე ხომ არ მოგვეფიქრებინა, ან ივნისისთვის
რატომაც არა... პრაღაში წავიდეთ ივნისისთვის
თორე მე აპრილი მაისი გაგეგმილი მაქ...
Genesis
პრაღაში ნამყოფი ვარ, მარა თუ ყველას სურვილი იქნება წავიდეთ
როგორ ხართ მომენატრეთ ყველა.თორნიკე მეც მოვისაკლისე ცოტა არ იყოს
რომი არ იქნებოდა ურიგო. მაისში ბარიში მივდივარ წმინდა ნიკოლოზის საფლავზე.ბილეთი უკვე დავბრონე და ძალიან მიხარია.
ივლისი და ივნისი დავგეგმოთ.
ივნისი კარგია და რომიც მაგარი იქნებოდა )
როგორც გადავწყვეტთ, პრაღა იქნება თუ რომი თქვენთან ვარ...
ნეტა რამე იაფი და კარგი ტურები არის? ძალიან არ გადავწიოთ, ზაფხულისკენ გეგმები მაქვს, თბილისისკენ
პირდაპირ ვიტანჯები ზურას გამო იატაკზე უნდა ეგდოს ეს ამხელა ქარტველი?
Misha Songulashvili
სონღულაშვილი რაჭული გვარია?
k@the
მტლად რაჭული არა, პრინციპში საერთოდაც არა მაგრამ... კიდევ ერტხელ მომიწია დათვალიერება ამ თემისა და პირდაპირ გული დამეწვა ....
ქალბატონო ნანა აჩმაზე მე რომ დამპატიჟოთ განა უარს ვიტყოდი მოსვლაზე იქნებ აპრილში ზურა დავითანხმო და როგორმე თქვენი გზები მომასწავლოს, გავიგე მაგარი ნამცხვრები და ქარტული პონტი იჩიტებაო თქვენთან. ხოდა თუ მოეწონა, მერე მთელი შეიარაღებაც რომ გამოიყენოთ მაინც ვერ გამაგდებთ მაქედან
Misha Songulashvili
შენ ცამო და ჩემზეიყოსთქო ხოგითხარი...
ხოხ, მოინდომეს აჩმა ყმაწვილებმა. რავა სხვებს წყენს თუ?
ივნისში მაშინ რომი თუ სხვებიც თანახმანი იქნებიან. ძალიან მინდა დათვალიერება, არ ვარ ნამყოფი. რუსულ საექსკურსიო ბიუროს აქვს რომი, მაგრამ ცოტათი ძვირია.
იქნებ სხვაგან მოგვეძებნა ცოტა იაფად. მე თუ რაიმე ვიპოვე ხომ დავდებ აქ.
აი, მიშა რომ დარწმუნდეს, უჩენიისთვის მზადების პროცესი ძალიან მიყვარს ეს ფოტო
ხო, ჯონისგან ყველას დაუსწრებლად მოკითხვა, რახან ფორუმელების შეხვედრებზეა აქ ბაასი (პატაკებზე რა გითხრათ ), ამიტომ აქ დავდებ ამ ფოტოს. ყველას დიდი მოკითხვები მისგან. რაღაც რამდენიმე საათით იყო 31-ში მოსული და სანამ წავიდოდა ისევ, უპაპარაცოდ გადაიღო. დილას კი მეც წამოვედი. 35 საათი მგზავრობის შემდეგ მოვედი ცოცხალი, უფალს მადლობა უზიარებლად და შეუნანებლად არასოდეს არ უნდა დარჩე კაცი, ვინ იცის როდის წარსდგები უფლის წინაშე, ისიც ასე უღირსად
staywhite
მიშას ძალიან უნდა, მე რომ პოლზე მახოხოს ვინმემ... და იმიტომ უსვამს მაგას ხაზს
ფორმისთვის მადლობა დიდი
ნანა
დაბრუნდი უკვე გერმანიაში? სიახლე ბევრი გექნება იმედია,თანაც კარგი როდის იქნები მესინჯერში. იქნებ უფორ შაბათ-კვირას მოვახერხო შემოსვლა.
იაკო
კი, გუშინ ჩამოვედი. კაი და გასახარი ბევრი არაფერი. ჩვენ რომ ვიცით, იმ ამბავს თუ გულისხმობ, ეგ გარდაუვალია, თუ უფალი ინებებს და როცა დრო დადგება მაშინ რაც მოვილაპარაკეთ, განვახორციელოთ
იქნება მოვახერხოთ კიდევ სეძლებისდაგვარად ერთად შევიყაროთ. შენ მაინც ახლოს ხარ, ნათია კი გადადის უკვე ,მაგრამ როგორც დამპირდა, გადასვლამდე ეცდება მნახოს. მენატრებით და მიყვარხართ, თან მაკლიხართ, რაღაც განსაცდელშიც ვარ და ძალიან მჭირდება თქვენი მშობლიურობა გკოცნით ყველას.
ხალხო როგორ ხართ? მომენატრეთ ყველა!!!
ცოტა კიარადა დავიკარგე და მოვედი ისევ
ხომ მშვიდობაა, თორნიკე?
კაია, რომ გამოჩნდი
კი მშვიდობაა ნანა მე რა მიჭირს
თქვენ როგორ ხართ?
თორნიკე
მართლა ძალიან დაგვეკარგე, შემოგვეხმიანე ხოლმე.
ნანა
უფალმა გაგაძლიეროს. ის ამბავი მაინტერესებდა კი, მართლა ძალიან გამიხარდება. აპრილი ძალიან დატვირთული მაქვს, თორემ რამეს მოიფიქრებდა ადამიანი.
ისე ხომ მშვიდობაა?
იაკო
არაუშავს, ვართ. ცოტა ავად ვარ, მაგრამ ნიჩევო, დღეს ავდექი საქმეებზე ვარ გასასვლელი. სხვა რა ვიცი, მოიფიქრეთ და შევხვდეთ კიდევ.
ერთმა ნაცნობმა ქართველმა ოფიცერმა მომწერა, ამ შაბათს ფრანკფურტში ყოფილა ქართული წირვა, თუ ვინმემს აინტერესებს დაპოსტეთ და მისამართს დავდებ.
ნანა
შენს ბიჭებს მოკითხვა ჩემგან
შენი ახალი სურათები ვნახე გალერეაში. ძალიან კარგები ხართ.
ნანა ნიკი შეიცვალე?
ჯერ არ მივდივარ არსად, ვერ ველევი "მშობლიურ" ჰესენს
სავარაუდოდ 2-3 თვე ისევ აქ ვარ.
ნანა, შენი ტელეფონის ნომერი მოიწერო იქნებ?!.
იაკო, შენსკენ ვიყავი ერთი შაბათ-კვირა და აზრად არ მომივიდა როგორ უნდა დაგკავშირებოდი. ნეტის საშუალება არ იყო.
ქეთი როგორ ხარ? შენ დაიკარგე თუ მე ნეტავ?
თორნიკე ვიცი კარგადაა და აქ აღარ ვიკითხე
აი, გენომ თქვას კიდევ როგორაა და ზურასაც ჰკითხოს
ეს გახსოვთ მეორე დღეს საუზმე - "ღამენათევი და ნამთვრალევი"-ის მერე ტაფები რომ დევს უკვე მაგიდაზე:
ქეთი სასადილოდ ალაგებულ მაგიდასთან დალაგებმდე მეორე დღე კიდევ :
მე მგონი ჩემი სურათები ამოიწურა იქნება თქვენ გქონდეთ რაიმე და დადეთ, დაგინახავ მაინც
nana_007
იფ რა მადისაღმძვრელი დილა თენდება თქვენთან
ეხხხ, ლილი
იყო ეგ დრო და წავიდა ... როდის იქნება კიდევ ეგ არ ვიცით ...
ნათია, იაკო, ნანა, თორნიკე და ზურა
მომენატრეთ. მე ვიყავი 1 კვირა წასული. იმედია კარგად ხართ ყველანი :*
iako
არა არ მქონდა. აბა საიდან? იმ დღეს ნანადან ისე წამოვედი, აზრად არ მომივიდა ნომრების გამორთმევა.
ნანა - აღფრთოვანებული ვარ შენი პიროვნებით - ძლიერი ქალი ხარ და გაგაძლიეროს უფალმა, სამი ვაჟკაცის დედა ხარ და დაგიფაროს ღვთისმშობელმა - ღირსეული მეუღლე ხარ და გწყალობდეს უფალი
ბედნიერებას და სიხარულს გისურვებ იმისათვის, რომ ქართული სული არ დაკარგე, მიუხედავად საქართველოდან შორს ყოფნისა - ყოველთვის გელის შენ და შენნაირ შვილებს ჩვენი სამშობლო და ვისურვებდი, რომ საქართველო გაბრწყინებულიყოს ჩვენივე ღირსეული და ვაჟკაცური ცხოვრების საფუძველზე
გაგაძლიეროს ნანა უფალმა, შენს ლამაზ ოჯახთან ერთად
ისე, რაც ვნახე სუფრაზე - უველაფერი თუ შენ მოამზადე, შეგების ღირსი ხარ, უდავოდ
TikoE,
გაიხარე და იბედნიერე შენი ლამაზი ოჯახის ერთად
პ.ს. კი, ჩემი შემოქმედებაა, მედოკია ქეთისა, რომელსაც მერაბი და დათო დღესაც იხსენებენ
დღეს მე და ნათია ერთად ვხვდებით აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
სხვებმა სამწუხაროდ, სიშორის გამო ვერ მოახერხეთ, მაგრამ არაუშავს, მერეც შევხვდებით
ყველას გილოცავთ დამდეგ უმშვენიერეს დღესასწაულს და უფლის მადლი არ მოგკლებოდეთ
შეგეხმიანებით ხვალ ჩვენ
ქრისტე აღსდგა!!!
გილოცავთ ხალხო! და ამ დღის მადლი გფარავდეთ ყველგან და ყოველთვის!
ეჰ პასკა და წითელი კვერცხი
აბა რავახართ?
tornike20 , მე და ნათიამ (stumari) გავიხსენეთ შენი ნათქვამი
ლამაზები :*
როგორ გიციმციმებთ ყველას თვალები სიხარულისგან
იხარეთ!
k@the
მარტლაც ულამაზესად არის გაფორმებული
nana_007
გენაცვალე :* რაის ბანი, იმიტო გამოვაგზავნინე შენ რო დაგედო, აბა მე ხო არ ''ვიმარიაჟებ'' საკუთარი ნახელავით
კიდევ 3 გოგო დავპატიჟე და არ მოვიდნენ, დამრჩა სუფრა 3 თეფშის ამარა და იმ სამი არმოსულიდან ორს დღეს საღამოს დავაპურებ
ძალიან ლამაზი დღე იყო მადლობა მარაბელლას და გენესისს.
თქვენც ულამაზესები ხართ ნან :*
nana_007
S a l l y
ისე ადრეული ზაფხულისაკენ ერთი 'პახოდი' დავგეგმოთ სადმე 2 დღიანი კარგი იქნება. ერთმანეთსაც ვნახავდით, კიდევ კარგ ადგილებსაც რა დალევს გერმანიაში, თან ბუნებამაც გაიღვიძა და ხალისიც გვექნება )
აბა ვიფიქროთ მაგ იდეაზე...
Charlie's Angels და რითი არიან ნაკლები Alex's Angels?
პ.ს. პარიკი მაგარ ხოდში იყო,არადა სოფიკოს ზუსტად მასეთი თმა აქვს და თავზე რომ დაიდო ეგ პარიკი, ალეკო ეუბნება, გაიშალე შენი თმა და ნუ აწვალებ ამ ხალხსო
ახლაც არ შეეშინდებათ სეპარატისტებს?
nana_007
მმაგარი სურათებია
S a l l y
ნათიას გაცილება
ვახ გენაცვალეთ ყველას, საყვარლები ხართ ძაან
ნანა ბიჭებს მიულოცე ჩემგან
ნათია და მე დღეს საღამოს ფრანკფურტში :
რა კარგი სურათებია მომენატრა ის ძველი დრო. კარგი იყო ის ჩვენი შეხვერდა
მეც ძალიან მომეწონა სურათები
k@the-ის წინადადებაზე ვფიქრობ. წავსულიყავით სადმე ერთად. ამინდები კარგია, ივნისში ან ივლისში. მე მერე არ ვიქნები აქ.
iako,
k@the,
ჩვენც ვინატრეთ ერთად შეხვედრა, მაგრამ სიშორის გამო ცოტა ნაკლებად მოხერხდა იცით
კარგია ქეთის წინადადება, მაგრამ მე ალბათ ვერ შევძლებ,თქვენ კი შორიდან გიბალეიშიკებთ
პ.ს. კარგია იაკო რომ გამოჩნდი, კაი ხანია აღარ ჩანხარ
iako
არაგვიშავს ჩვენც მშვიდობაა ჩემთანაც ასე თუ ისე. სახლში არ ვარ, არ ვიცი როდის ვიქნები. ნათიას ვნახავ ალბათ დიდი ალბათობით შაბათს კიდევ
შენი ნომერი მომწერე PM-ში, არ მაქვს, ძველ ნიკ-ში დარჩა
შეგვეხმიანეთ
nana_007
iako
მომენატრეთ მართლაც
მე ვიფიქრებ ერთად წასვლაზე, სადმე ახლო იყოს და 2 დღით წავიდეთ, თან იაფიც რომ დაგვიჯდეს. დავწერ მერე
გუშინ კიდევ მოგვეცა საშუალება მე და ნათიას კვლავ შევხვედროდით. რახან ფოტოგრაფ-პაპარაცი არავინ აღმოჩნდა, ცალკცალკე გვაქვს სურათები, ჩვენით ორივემ ერთად რაც გადავიღეთ, ნახევარ-ნახევრები ვართ და არ ღირს
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
k@the
მე ალბათ ვერ შემოგიერთდებით მაგ ამბავში, მაგრამ თქვენით გამიხარდება მოილაპარაკეთ, ნათიასაც დაუკავშირდით და იქნება რაიმე კაი ვარიანტი საინტერესო ადგილას გამოჩნდეს.
დავაპატარავებ ახლა ვეცდები, რაღაც არ დაპატარავდა და ვცდი კიდევ
მაიკო
კატ, მაიკოს პოსტში შეცვალე მერე რა ეს დიდი ზომის სურათი პატარათი
Баш се лепо проводите...гкоцни
<<<< აი, ასე გამეცინა. გამგები გაიგებს
Како вам се свиђа фотографија?
მიმაგრებული სურათ(ებ)ის ესკიზ(ებ)ი
Soldier,
pisi na ruskom, niko te nece razumeti inace...pozdrav...
ზაზა და მე დღეს ჩემთან :
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
სხვა სურათები ზაზამ გადაიღო მისი აპარატით, მაგრამ აპარატი ჩემთან დარჩა
ვაუ,რა კარგი იქნებოდაა
ნუუ ნანას მზარეულობაზე აღარაფერს ვიტყვიი
staywhite
ვახ ვახ რა პურ მარილია
staywhite
http://www.radikal.ru
ნანა ეხლა კი ვნატრობ მაგ სუფრას. თან მშიერი მზივარ სამსახურში.
რომ მახსენდება, რა გემრიელი საჭმელების კეთება იცი, ლამის გამოვიქცე შენსკენ
ლელა ამჯერად ვერ მოვახერხეთ ნანასთან ჩასვლა.
ეს სურათები ნანასთან არის გადაღებული, მანჰაიმში .
წამოგიყვანდით სიამოვნებით,ოღონდ ამჯამად მიუნხენშითუ გვესტუმრები გერმანიაში.
iako
k@the
გუშინდელები კიდევ :
როგორ ვარცხვენდი ზაზას მე კალვერას ბანდის წევრი (იქნებ კალვერა მე ვარ, მაგის დადგენა ვერ მოვასწარი)
http://www.radikal.ru
ზოგიერთს აქ ბუა რომ გონია ეს მარწყვივით ბიჭი წყლის კოშკს რომ თავი "წავაკვეთე" ეგ არაუშავს
http://www.radikal.ru
აქ კიდევ ერთად :
http://www.radikal.ru
Misha Songulashvili
ნანა მაგ წყლის კოშკთან ჩვენც გვინდოდა სურათის გადაღება და აღარ მახსოვს გადავიღეთ თუ დაგვავიწყდა.
ღამის მანჰაემი ისე არცერთ სურათზე არ იყო დაფიქსირებული
iako
xornabujeli
:მოვცოცხე: და აჰა თქვენ
[quote name='კანუდოსელი' date='Jun 20 2008, 11:01 AM' post='347070']
ისეთი არაფერი, "პროსტა" ფორუმის ორი ცნობილი გიჟი
წავიდა დღეს ზაზა და ძალიან მოწყენილი ვარ დავრჩი ისევ უთვისტომოდ.
staywhite
კანუდოსელი
:სენტიმენტალური კანუდოსას სიცილოსი (თუ მოიძებნა):
Misha Songulashvili
Soldier და მე დღეს:
http://www.radikal.ru
ბელგრადელი ქართველები, თეოლოგები ღვთის მეტყველების ფაკ-ზე. გუშინ ბელგრადში ერთ კაფეში. დათო და მე:
http://www.radikal.ru
ზაზა და მე:
http://www.radikal.ru
უკარგესი დღე იყო
გამოვშტერდიიი, ეგ ზაზა ვიცი, მამა ზქარიას (ძინძიბაძეს სულიერი შვილი იყო), Steiwhyte მანნჰეიმში ხართ ორთავენი?
მეც მანჰეიმში ვარ და აქ ვიქნები კიდო ერთი თვე, ბოლე მენეე ასე რომ ნუ ხარ მოწყენილი. თუ გინდა მომწერე ტელეფონის ნომერი და დაგირეკავ სიტყვა ქართულით
Irma
მე და Soldier დღეს :
http://www.radikal.ru
ბანდა ზანიმალას ტიომნიმი დელამი ი ზა ნიმი სლედილა დელავაია ჩეკა
პ.ს. ინტერნეტი ურევს და ორჯერ თუ დაიპოსტა ბოდიშით
ძალაინ კარგები ხაააააართ
ღმერთმა გაგახაროთ!
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
ნანა როგორ ხარ? ძალიან უხდებით ერთმანეთს.
აღარ ჩამოდიხარ გერმანიაში?
iako
აქამდეც უნდა ჩამოვსულიყავი, მაგრამ გადავიფქრე
კანუდოსელი
xornabujeli
არა, გიო, აშკარა ცილისწამებაა ეგენი ქართველებზე მარიაჟი ხალხია და სადაც გაწკიპვა, გაჭიმვა და ბლატავი მოსულა არ მაზავენ, ასე რომ მე არაფერ შუაში ვარ
xornabujeli
xornabujeli
segodnja
http://www.radikal.ru
staywhite
კოტე უკვე აქ არის ურაააააააააააააააააააააააა
აააააააააააააააა.
კოტეს უკვე დავხვდით, აბა ვინ იქნება შემდეგი
http://www.radikal.ru
Marabella
Bodbeli
დიდი სიამოვნებით, მეწვიეთ როცა გაგიხარდებათ
kato_Bato შენც და ნუ წუწუნებ
iako
staywhite
ნეტა დანარჩენები როდის ჩამოხვალთ?!
S a l l y
staywhite
იმედია,რომ მიმა ვსეხ პრაბლემ ეგ დღეც დადგება
აბა ჩემი ტკბილი და მურაბა ხალხი , როგორ ხართ, ხო ხართ გაოFFების ხასიათზე ??
მე ჯერ კაი ხასიათზე ვარ და აოFFეთ გენაცვალეთ
თორნიკეს დავორნას ვაპირებდი სურათების არდადების გამო და ეგეც გადავიფიქრე
ცოტა ჩემი ინტერნეტი ურევს, აბა გკოცნით
20 ივლისი, მე და Soldier პოპოვაცში:
http://www.radikal.ru
Poljubi me i budi tu, da sklopim oci na tvom toplom ramenu,
Poljubi me i budi tu, nek srce lupa kao da je prvi put.
Poljubi me, pomoli se , sve svijece svijeta nek se za nas upale...
Ostani ovu noc kad svi mi prijete, ostani, zagrli me kao dijete...
Ostani...Kad sva si ljubav moja samo ti..
Ostani da me cuvas kada zaspu andjeli...
ერთ საათში ეკატერინე ჩამოვა ჩემთან, ათოსი
staywhite
რა მაგარიაა
ნანა
მეც მინდოდა, მაგრამ სამწუხაროდ ვმუშაობ.
iako
პარკში ეკა და მე:
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
წყლის კოშთან მანჰაიმში:
http://www.radikal.ru
staywhite
არა რა ნან ქალური შტუჩკები უფრო გიხდება,რა შედარებაა,ვიდრე (ყვითელი მწვანეში)ჯარის ფორმა
.:Lela:.
მადლობა, ლელა
ესეც ტრაპეზის წინ:
http://www.radikal.ru
პ.ს დანარჩენები მოგვიანებით.
staywhite
აუუ, ქნექებროდი დავინახე მგონიიიიიიიიიიიიიი, გერმანული არ მიყვარს დიდად, მარა ეხლა არც მაგაზე ვიტყოდი უარს
k@the
ქეთI, აქ ხარ ისევ?
likka
არა, იქ ვარ უკვე
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience