მგონი საინტერესო უნდა იყოს, თუ დავწერთ იმ ხალხის და ქვეყნის ტრადიციებსა თუ ჩვევებს, რაც თვალში მოგხვედრია ჩასვლისას, რასაც საქართველოშიც მივესალმებოდით, ან რაც ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებლად მიგვაჩნია...
გერმანული პუნქტუალობა
სისუფთავე, ანუ ის, რომ ქუჩაში ნაგავი არ უნდა დაყარო
აი ეს გვაქვს სასწავლი პირველ რიგში
ჩემს ქალაქში ყველას აქვს ყვავილი სახლის წინ, ეზოში და აპრილ-მაისში ძალიან ლამაზია ყყველაფერი
მაგრამ მაგის მეტი არაფერი გვიჭირს?
მორჩილება წესებისადმი, შუქნიშნებისადმი დამოკიდებულებას ვგულისხმობ
საქართველოში მოძრაობის წესების დაცვა ტეხავს
რაც ექიმთან ვიზიტი დამჭირდა , განსაკუთრებით დავრწმუნდი მათ პუნქტუალობაში, ეს უკვე ფორმალურად იქცა, დარეკვა და მისვლაზე შეთანხმება. ეს იმას ნიშნავს რომ უბრალოდ იმ დღეს მასთან მოხვდები. მათთან საათობით ლოდინი ეს უკვე თავისათავად ცხადი ხდება.
ბავშვების მაგალითის მიცემა ნამდვილად მისასალმებელია, განსაკუთრებით შუქნიშანთან ლოდინის დროს.ამით შენც წვლილი შეგაქვს მათ უსაფრთხოებაში.
არ ვიცი ვის დავაბრალოდ უკვე დაბინძურებული ქალაქი აქაც, ვითომ მთლად უცხოელებს? მათი ახალგაზრდობაც აღარ ჩამოუვარდება უცხოელებს.
ერთი შეხედვით კანონის ძალიან მკაცრი დამცველები ჩანან, მაგრამ რაც ცოტა ახლოს შევედი კონტაქტში მათთან, მისგან გვერდის ახვევის შემთხვევებიც კარგად გამომჟღავნდა.
მომწონს მათი შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობა.
გერმანელებს აქვთ - წესიერი დემოკრატია
ფრანგებს - მოსიყვარულე
უკრაინაში ჩასვლისას, თვალში მომხვდა:
1. ჩაცმულობა
2. ქალები სიგარეტით და ლუდით ხელში შუა ქუჩაში.
3. სისუფთავე
პოლონეთში კი:
1. სისუფთავე
2. ყველა ფანჯრის წინ ყვავილები
k@the
გაიხარე თემაა 5–ზე.
მართლაც ძალიან საინტერესოა, ამერიკა როგორც მოგეხსენებათ ემიგრანტების ქვეყანაა და უამრავ სხვადსხვა ქვეყნის ტრადიციებს წააწყდები, პირველი რაც აქ მომეწონა ყველაზე მეტად ისაა რომ თვითოეული სახლის წინ ამერიკის დროშა ფრიალებს , კიდევ სეზონების და დღსასწაულების მიხედვით ულამაზეს დეკორაციებს აკეთებენ სახლში, ძალიან ძალიან მომწონს ამათი BBQ Party ები... და რათქმაუნდა ულამაზესი Christmas Lights...
კიდევ ბევრი რამ მომწონს და ნელნელა დავწერ...
კარგი თემაა:
1) იტალიელები - უპირველესად უნდა ითქვას, რომ ძალიან "ქართული " ხასიათი აქვთ ცუდშიც და კარგშიც
კარგი თვისებები- სტუმართმოყვარეობა, სიალალე, მხიარულობა, გახსნილობა, აქვთ ძალიან დახვეწილი ტურიზმი, უსაფრთხოება, ტელევიზია, რეკლამა, გაზეთები, ძალიან საინტერესოა ამათი "ედიკოლა", აქ ნახავთ , რომ გაზეთებს მოყვება ყველაფერი, ანუ მისაღებ ან ძალიან იაფ ფასებში შეიძლება იყიდოთ უველაფერი რაც პატარა ზომისაა, ესაა მთელი ენციკლოპედიები ( გავიყიდე ) , ათასი ჟანრის ვიდეო-დვდ-აუდიო კასეტები და დისკები, ათასი საკოლექციონერო საგნები, მოდელები, ათასი მცირე ხელსაწყო და რა ვიცი, უამრავი რამე, აქვთ უმაღლესი ხარისხის ჩაცმის კულტურა და უგემრიელესი ნაყინები, შესაბამად გამოირჩევიან ჭამა-სმის ( და "გულავის" ) დიიიიიდი სიყვარული, ნუ განსაკუთრებით ჭამის, აქ მთელი აკადემიაა ჭამისა ( როგორც ჩვენთან სმის) , მაგალითად კლასიკური დიდი სადილი ასე მიმდინარეობს:
1)უპირველესი სუფრაზე დაჯდომისას აპერიტივო, ოდნავ ალკოჰოლური სასმელი, რომელმაც გემო უნდა გაუხსნას მოსადილეს, ასევე მცირე დოზით ნელნელა ჭამენ მცირე გუნდებით მოცარელას ( იტალიური სულგუნი) , ზეთისხილის კეკლებს და პროშუტოს ( ერთგვარი გამოყვანილი მშრალი ხორცი) თხელ ნაჭრებს, ეს ყველაფერი ხდება მხოლოდ გემოს აღსაძვრელად და საჭმლის მომნელებელი ორგანოების "დასაქოქად"
2) მხოლოდ ამის შემდეგ მოდის პირველი თეფში, ძირითადად ეს პასტა, ჩვენებურად მაკარონი, მაგრამ მაკარონნი აქ განირჩევა სპაგეტისაგან და თავად პასტისაგან, ყველა ამათგანი მზადდება მილიონი სხვადასხვა სტილით, ხორცში, ყველში, თევზში, ათას ბოსტნეულში, პასტა ასხამენ ზეთისხილის ზეთს და აყრიან დაფხვნილ უგემრიელეს პარმეჯანოს ყველს ( მაგრამ როცა პასტა თევზიანია, მაშინ პარმეჯანო არ ეყრება) ... ან შეიძლება პასტა ჩაენაცვლოს ( თუმცა ორივეა და არჩევანს თავად მოსადილე აკეთებს) მინესტრონეთი, ეს არის ერთგვარი წვნიანი, თითქმის მხოლოდ წვენი, რომელსაც ცხლად ხვრიპავენ... ეს ყველაფერი რათქმაუნდა უპუროდ და ღვინის ან რაიმე სხვა სასმელის გარეშე, შეიძლება წყალი.
3) პირველ თეფშის შემდეგ, სანამ გადავლენ მეორე თეფშზე, არის ერთგვარი შესვენება, რომელიც სჭირდება კუჭს, ამიტომ, ამ დროს მოაქვთ ხოლმე ინსალატა, ჩვენებურად სალათის ფოთლები, რომელსაც მოსადილე ხელის მარჯვე მოძრაობით დანა-ჩანგლით აქუცმაცებს და მერე გემოვნებით იქვე შეკაზმავს, მარილი, ძმარი ან ზეითუნის ( თუ ზეთისხილის, ერთიდაიგივეა მგონი ) ზეთი, ეს უკანასკნელი შეიძლება ჩანაცვლდეს "აჩეტო ბალაზამიკოთი", რაც ბალზამურ ძმარს ნიშნავს, ეს არის შავი ძმარი, სპეციფიკური გემოთი და საკმაოდ უხდება სალათს.
4) მხოლოდ ამის შემდეგ მოდის მეორე თეფში, აქ უნდა ვთქვა მართალი, ქართველებს უფრო დიდი მრავალფეროვნება და ფანტაზია გვაქვს ვიდრე იტალიელებს, თუმცა იტალიელებს იმხელა ცერემონია აქვთ მეორე თეფშის წინ და შემდეგ, რომ არაა გასაკვირი მეორე თეფშის შედარებითი "სიღარიბე", ესაა ხორცი, ან თევზი მოხარშული ან შემწვარი, შეიძლება თან ახლდეს რაიმე დანამატი ( მწვანე ლობიო, ან კარტოფილი) და წრუპვით წითელი ან თეთრი ღვინო, არის აზრი რომ წითელი ღვინო ისმევა ხორცზე და თეთრი თევზზე, ძირითადში ეს სწორია, მაგრამ არის ბევრი გამონაკლისიც, თითოეულ ღვინოს ბოთლზე აქვს დაწერილი, რაზე შეიძლება დავაყოლოთ ესათუის ღვინო. სხვა ალკოჰოლურ სასმელიდან იტალიელები იყენებენ "გრაპას" ჩვენებურ ერთნახად არაყს გავს, ან უგემრიელეს "ლიმონჩელოს", რომელიც გემრიელი ლიმნის არაყია...
5) ამის შემდეგ ყველა ღებულობს ხილს ( ვაშლი, ბანანი)
6) თუკი ზაფხულია, მაშინ ნაყინსაც მიირთმევენ, თუა შესაძლებლობა ცოტა ვისკით.
7) ყველაფერი ეს მთავრდება იტალიელებისათვის უსაჭიროესს - ყავათი, ყავის უამრავი სახეობაა, ყველას თავისი დანიშნულება აქვს, თავისი დრო, დოზა , შაქრის რაოდენობა და სმის ფორმაც კი
შეიძლება რთულად მოგეჩვენოთ ეს ყველაფერი, მაგრამ ძლიერ მარგებელია,რაც ღიპებზეც შესანიშნავად აისახება
ცუდი თვისებები კი ის არის, რომ ჩვენსავით მოუწესრიგებლები არიან, მუშაობა არ უყვართ ( სულ გაფიცვებია ხოლმე ), ქალაქები ჭუჭყიანია, ძალიან არაპუნქტუალები არიან, როგორც ხალხი ისე ტრანსპორტი ( რაც გადამდებია ), შიგდაშიგ წაიფაშისტებენ ხოლმე, ძალიან გარყვნილებია, 83 წლის მიხრწნილი ბებერი შეიძლება 23 წლის გოგოსთან ნახოთ, ცოლი და ქმარი პანტა-პუნტით ღალატობენ ერთმანეთს და 30-34 წლამდე არავინ ქორწინდება, მანამ ასევე პანტა-პუნტით იცვლიან ქალებს და კაცებს ... მანქანებს და მოტოებს ( რომლებითაც სავსეა ქალაქი) გიჟებით ატარებენ, არანაირი წესი ამათვის არ არსებობს, უყურადღებოები და უხეშები არიან ოფისებში.
ერთიანობაში კი იტალია ულამაზესია, და ვერცერთი ევროპის ქვეყანა ვერ შეედრება ( საკუთარი გამოცდილებით გეუბნებით ) აქ ყველა პატარა ქალაქი, ხელოვნების ნამდვილი ნიმუშია და ყველა პატარა სოფელი სულ ფოტოაპარატიათაა გადასაღები, რომ არაფერი ვთქვათ ტურინზე, ვენეციაზე, ფლორენციაზე, პერუჯაზე, სიენაზე, არეცოზე, პიზაზე, ნეაპოლზე, ბარზე, პალერმოზე, კალაბრიაზე, რომელი ერთი ჩამოვთვალო ... აი რომი კი მართლა რომია, წლები კი არა მგონი სიცოცხლეები არ გეყოფა ეს საოცარი ქალაქი რომ ამოწურო, სულ ახალ-ახალ აღმოჩენებს აკეთებს მნახველიც და თავად რომაელებიც და ღმერთმა უწყის რამდენს საიდუმლოს ინახავს კიდევ მარადიული ქალაქი!
კარგია იტალია!
კაიროსი!
კაიროს ყოველგვარი ცერემონიების გარეშეც შეიძლება ჭამა... ჩვენს ხინკალს რა შეედრება
მაგდენი რომ ვჭამო ხომ გავაღატაკე საქართველო და ჩემი ოჯახი ....
KAIROS
ერთმა ჩემმა ნაცნობმა თურქმა გოგომ მითხრა (სტუმრად იყო იტალიაში თავისი მეგობრის ოჯახში) ხოდა სადილის მერეო იტალიელები იქვე გადაწვებიან სავარძელშიო, შუადღისას როცა დიდი სიცხეებია, და იძინებენო
ისე მე სპაგეტი მიყვარს ბოლონეზიური სოუზით
შოტლანდიაში იუბკიანი კაცები და შარვლიანი ქალები
Nodar
თათი87
თემას ნამდვილად არ ეხება მხოლოდ ქართულ ტრადიციებს. ამ თემაში მინდოდა საზღვარგარეთ მყოფ/ნამყოფ ქართველებს მოეყოლათ ნანახი ქვეყნის ტრადიციები, ისინი რომლებზეც მათ გაეცინათ და ისეთებიც რომლებიც მათთვის, როგორც ქართველისათვის მიუღებელი იქნებოდა.
შოტლანდიაში იმას 'იუბკა' არ ქვია და ტრადიციული მამაკაცური სამოსია, თუმცა მართალია მეც მეხამუშება ეგრე გამოწყობილი მამაკაცის დანახვა, თუნდაც შონ კონერი იყოს
ხოლო ქალები შარვლით რა გასაკვირია ვერ გავიგე.
მე მაოცებენ ბასკები... ყველაფრით....
k@the
მაშ მე რათ მეგონა ქართულ ტრადიციებზე?
თათი87
ketino
კი ქეთ, ძალიან ბევრი რამ აქვთ ჩვენნაირი, ანუ ქართული.
არსებობს წიგნი ,,იბერიის ლეგენდა'' თუ დაინტერესდები წაიკითხე.
მარტო ფელამუში კი არა სიტყვებიც აქვთ ქართულთან შესატყვისი.
აი მაგალითად სიტყვები ,,მაღალი და დაბალი'' არსებობს მათ სასაუბრო ენაში და იგივე მნიშვნელობა აქვთ რაც ქართულში, ასევეა ,,დიდი და პატარაც''.
კიდევ არის ბევრი მსგავსება ჩვენთან, ანუ ქართულთან.
დაზუსტებით ვერაფერს დავამტკიცებ მართლა ქართული წარმოშობის არიან თუ არა, მაგრამ იბერიის ლეგენდაში სწორედ ბასკების და ქართველების საკმაოდ დიდ მსგავსებაზეა საუბარი.
დიდი ხნის წინ მაქვს წაკითხული და ავტორს ვერ ვიხსენებ, თუ გამახსენდა დაგიწერ აუცილებლად.
ფორუმზე ხშირად აძაგებდნენ ქართულ ზოგ მართლაც მოსარიდებელ ადათებს , მაგრამ ასე ვიტყვი პატივს ვცემ ჩემთვის უცნაურ სხვის ადათებს ხოლო ჩემსას? იგი ჩემი სისხლი და ხორცია. შეიძლება მოძველებულიც , მაგრამ რაკი ჯერჯერობით არსებობს ე.ი. საჭიროა რომ კარგი დავაფასოთ და განსხვავებაც ვიგრძნოთ. როცა ზედმეტი აღმოჩდება მას ერი თვითონ უმტკივნეულოდ მოიშორებს.
გაიხარეთ აბო.
არ მომწონს იაპონელთა დამოკიდებულება სამუშაოს მიმართ რაზეც ბევრ ანეკდოტებს ყვებიან.ასევე სასტიკად არ მომწონს იაპონელთა ხარაკირი.
მომწონს ჩინელთა შრომისმოყვარეობა.
მომწონს იტალიელთა ჭკუამხიარულობა
მომწონს ამერიკელების ბუნება ურთიერთობაში ძალიან იოლად შედიან თითქოს არანაირი ბარიერი არ არსებობს, შობა ახალი წელის დროს სახლების და ქუჩების მორთვა იციან ძალიან ლამაზად, იტალიელების მხიარული ხასიათი და გერმანელების დისციპლინა
მე საშინლად მაღიზიანებს ,ეთიკურ ნორმებსაც რომ თავი დავანებოთ. ცხვირის მოხოცვა რომ იციან ხმაურიანი, და ეს ხდება სუფრასთანაც კი ! სოციალური სტატუსი სულერთია, ყველა ასე აკეთებს, რადგანაც სირცხვილად არ არის მიღებული. სირცხვილი იქეთ და გულისამრევია სხვა თუ არაფერი.
რაც ძალიან მომწონს , ესაა ადვენტის დროს ანუ კათოლიკურ შობამდე დაახლ. 1 თვით ადრე იხსნება საშობაო "ბაზრები", აშენებენ თითქმის ზღაპრულ ლამაზ პატარა სახლებს, ქოხებს, მორთულია ყველაფერი, მთავარი კოლორიტი კი ცხელი ღვინოა და დარიჩინიანი (*zimt) ნამცხვრები, ასევე წაბლი, მარციპანის ტკბილეული, პრიანიკები (ამათგან მხოლოდ პრიანიკის ცდუნება მძლევს, სამარხოა თან). უბრალოდ სიტუაციაა ლამაზი. მიუხედავად იმისა მე ამ ბოლო დროს ძლიერ უხალისო გავხდი და იშვიათად გავდივარ გარეთ, როცა დრო მაქვს მაშინაც მეზარება, მაგრამ ხშირად შევივლი ხოლმე იმ "დასახლებაში", ბავშვობა მახსენდება და მართლა ძალიან გახარებული ვიქნებოდი ბავშვობაში რომ მენახა ასეთი რამ (მშესანიშნავი ბავშვობა მქონდა,მაგრამ ასეთი ნამდვილად არ მენახა, ბევრად უცხოა ).
მგონი თქვა ვიღაცამ უკვე აღარ მახსოვს, მარა თუ თქვეს ვეთანხმები და თუ არა და მე ვიტყვი მაშინ ამერიკელების შობა-ახალი წლის აღნიშვნის მეთოდები მომწონს და ჰელოუნი კიდე
აუ, ისე ევროპაში საშობაო მომზადება კარგად იციან რა ლამაზია ხოლმე მაგ დროს ქუჩები... მე კიდე საახალწლოდ თბილისში თოვლი მენატრება...
კი თათი და ქეთევან, მაგას ვერ წაართმევ, მართლა ლამაზად იციან ეგ ამბები
ჰალოვენზე ბავშვები ითხუპნებიან, ეს ორი წელია რაც დაიწყეს, მე ცოტა არ მომწონს,მაგრამ ისე რას ასავებენ, ჩვეულებრივი მასკარადია, უწყინარი, ყველაფერს ხომ ვერ დავუშლი, თან არაფერ ცუდს არ აკეთებენ რა ვიცი.
აუ საახალწლოდ ბალ-მასკარადი მინდა...
პ.ს. მაგრამ როცა ქვეყანას უჭირს, ეს მარტო ოცნებებში თუ შეიძლება ...
პ.პ.ს.
staywhite
ქეთი,
ჩამო საშობაოდ, ორონდ ამათ საშობაოდ, მერე კვდება ისევ ყველაფერი სიამოვნებით მიგიღებთ და კმაყოფილიც იქნები მესტუმრეთ ვისაც გსურთ და მადკარადები ჩვენზე იყოს
ესეც შარშანდელია, მე არ ვიყავი მაგ დროს სერბიაში ვიყავი და ისარგებლეს მომენტით: (წელს არ შეღებილან, იმიტომ რომ სახლში ვიყავი )
არ მომწონს მაგრამ რა ვქნა, ყველაფერს ვერ დავუშლი.იცინიან ხუმრობენ, უხარიათ, ცელქობენ და ეგაა, არაფერი შავდება.
staywhite
ცხვირის მოხოცვაზე მაგარი იყო
მეც რომ ჩამოვედი, ერთ-ერთი პირველი რაც თვალში და ყურში უსიამოვნოდ მომხვდა ეგ იყო სწორედ. თან არ აქვს მნიშვნელობა ტრანსპორტში არიან, სუფრაზე თუ სხვა საზოგადოების თავშეყრის ადგილზე. თუმცა უფრო მეტად ეგ ახალგაზრდა თაობას ახასიათებს.
კიდევ ერთი, ჩვენ ინსტიტუტში არის 'პალასი' დაგებული, ჰოდა ხშირად მაგიდას რომ უზიან თანამშრომლები, ფეხზე იხდიან ანუ კომფორტულად უნდათ თავი იგრძნონ თუ რაა არ ვიცი, ეს ჩემი თაობის ხალხი. უფროსი თაობის რამოდენიმეს სახლის ჩუსტების მაგვარი აქვს ინსტიტუტში და იმით დადის. (ვიმეორებ ყველას არ ეხება ) ჰოდა ერთხელაც, შევდივარ ჩემს უფროსთან და ჩვენი სტუდენტი-თანამშრომელი (SHK რა დავარქვა, დიპლომი არ აქვთ ჯერ და მუშაობენ 8 საათი კვირაში ჩვენთან) კაი მეთევზესავით დგას, აუკეცია შარვალი და ფეხშველაა, ასე ელაპარაკებოდა ჩვენ უფროსს. თვალები დავაჭყიტე და ეგრეც მშრალად გამოვბრუნდი, თურმე წვიმაში მოხვედრილა და ასე ცდილობდა გამშრალ-გამთბარიყო
საშობაო ბაზრობები კი მეც ძალიან მიყვარს, ეხლა გახსნიან მალე და დავდოთ სურათები
თათი87
თათ მე ასე ვიტყოდი, კარგია ბავშვმა ფულის ყადრი იცოდეს, მაგრამ მშობლისა და შვილის ურთიერთობები ზედმეტად მატერიალიზებულია აქეთ. ამიტომ ხშირად მას ის სითბო და სიყვარული არ ახლავს თან, რაც ჩვენ გვაქვს ჩვენი მშობლების მიმართ
ჰო რაც არ მომწონს აქაურ თაობაში, საკუთად მშობლებზე მეგობრებთან საუბარი, მშობლებზე ხუმრობა და მათი დასაცინ ობიექტად გახდააა მიღებული. 'აი დედაჩემი ნერვს მიშლის, ამის და ამის გამო', 'აუფ, რა აიტანს, სტუმრად მივდივარ შაბათ-კვირა სახლში' და ა.შ.
k@the
ხო მანდ საერთოდ ცივი ხალხია ყველანაირი გაგებით დედასთან "სტუმრად" მიდიან და თანაც წინასწარ ურეკავ თუ გცალია 10 წუთით რო მოვიდეო! მატერიალიზებული ურთიერთობებია კი და ალბათ ზუსტად მაგისი ბრალია რო მშობეს როცა ამაგი არ აქვს მერე მოხუცებულობაში მისი პანსიონში გაგაზავნა უფრო ხელსაყრელია მათთვის ვიდრე ის, რომ თვითონ მოუარონ.
თათი87
არა თათ, ცივები არ არიან
საქმეც მაგაშია, რომ ძაან თბილებიც არიან და ძაან მოსიყვარულეებიც. უცხო ადამაისნ, არ აქვს მნიშვნელობა რა ეროვნებისაა არ ჩაიკრავენ გულში, მაგრამ რო გაგიცნობენ და დაინახავენ შენს კარგს, მერე მართლა თბილები არიან. 2 შობა მაქ აქაურ ოჯახში გატარებული კათოლიკური და რასაც ქვია გადამყვნენ. ამას ვერ დავუკარგავ. უბრალოდ მართლა ძალიან მატერიალიზებული აქვთ ურთიერთობები. მე როგორც ქართველს და მიჩვეულს ხო იცი ჩვენებურად , მიჭირს ამასთან შეგუება. ეხლა კიდევ მივეჩვიე. ყველა წვრილმანს ვერ ჩამოთვლი, მარა აქვთ ეს ანგარიაშიანობა.
k@the
ეტყობა შენ ხარ განსაკუთრებული თორე მანდ ვინც კი ჩამოსულა ყველა ამბობს ნამეტანი ცივები არიანო ერთ ჩემ ახლობელს ყავს მანდაური რძალი ხოდა გადარეული იყო რო ჩამოვიდა ეს რა ვნახეო, ბრინჯს გრამებით წონიდა საჭმელში რო ყრიდაო, რამდენიმე გრამს რავა გავეკიდები შე ქალოო? ნუ ყველას ჩვენ ჩვენი თავისებურება გვახასიათებს და რაც უცხოა ჩვენთვის ის გვიკვირს თორე აბა იმათ კითხე როგორ ეუცხოებათ ქართველების ხელგაშლილობა?!
თათი87
ჰოო, რა არის იცი, საჭმლის კეთება იციან ზუსტად რეცეპტებით და მართლა აქვთ ყველას სასწორი, გრამების სიზუსტით ამზადებენ
აბა ჩემსავით თვალის ზომით არ ყრიან ყველაფერს და მე მაინც იმათზე 'გემრიელი' გამომდის .
ასე, რომ ეგ ცივს არ ნიშნავს, უბრალოდ ძალიან თავშეკავებულები არიან, დიდი ხანი უნდათ რომ გაგიცნონ და დაგითბენ
რა არის იცი თათ, ზედმეტად მომჭირნეები არ არიან. შეიძლება საჭმელზეც დაგპატიჟონ და მეტადაც გამოიჩინონ ყურადღება. უბრალოდ არ უყვართ ვინმესგან დავალებულები იყვნენ, მითუმეტეს თუ ეს ვიღაც არც ისე ახლობელია. უბრალოდ ჩვენ პატივისცემას ვიღებთ 'კაკ დოლჟნოე', ეს ყოველდღიურობაა საქართველოში და სულაც არ ვგრძნობთ თავს ზედმეტად დავალებულად, აქ კი ყოველ შენს სიკეთეს ხედავენ და არ დაგიკარგავენ
ცხადია იმასაც გააჩნია რა წრეში ტრიალებ, ყველგან არის მეტ-ნაკლებად კარგი ხალხი.
თათი87,
ცივები არ არიან,გერმანელებზე თუ საუბრობ ეგ არასწორი შეფასებაა ამათი.რაცხანაირები კი არიან,მარა ცივები არა, იუმორიც კარგად ესმით ისე.
Genesis
შენ კაცმა რომ მოგისმინოს იმასაც იტყვი ზოგ ქართველს ზოგი გერმანელი სჯობიაო
Genesis
მართალი ხარ.
ძალიან მარტივი რაღაცეები ახალისებთ, მაგრემ ეს მხოლოდ გერმანელები არ არიან. თან ყველაფერზე შეუძლიათ იხუმრონ და რავი, მე მთლად ყოველთვის ვერ მესმის, რა საჭიროა ამდენი ხუმრობა
ალბათ უბრალოდ ქართველები ვართ სიცილში თავშეკავებულები.
Misha Songulashvili
ცუდი და კარგი ყველა ერშია და რა გიკვირს?
მოგესალმებით ყველას))))) მინდა ვთქვა რომ იუმორში ნამდვილად მოკოჭლებენ ჩვენი ევროპელები და რატომღაც ყველა დაყენებული ღიმილით დადის, თუმცა შეიძლება გამონაკლისიც არსებობს მაგრამ ალბათ უფრო ნაკლებად.
ერთი ტრადიცია არსებობს, ამ რეგიონში გერმანიის სადაც მე ვცხოვრობ. (და არა მხოლოდ ამ რეგიონში)
თუ გინახავთ ფილმი ''რაჭა ჩემი სიყვარული'' მიმიხვდებით. )
ესაა, მაისის პირველი დღის შეგებება, ამ დღეს განსაკუთრებულად ემზადებიან გოგონები და ბიჭუნები. გოგონები ხალისობენ და 12 საათს ცეკვა-თამაშით ხვდებიან, თან ერთი სული აქვთ გათენებულზე ფანჯარაში გაიხედონ და იქ ლამაზი ლენტებით მორთული ალვის ხის დიდი ტოტი ნახონ. ასეთ ტოტს მათი სატრფო ბიჭები იპარავენ ღამე, რთავენ ლამაზად, ზოგი სახელსაც აწერს გოგონასას ზედ და ამაგრებენ გოგონას ფანჯრის წინ სიყვარულის ნიშნად .
ეს მაისის ხე, დილას ჩემი ფანჯრიდან დავინახე, მაგრამ თქვენ არაფერი გეგონოს, მესამე სართულზე ვცხოვრობ და თან ზედ სხვა გოგოს სახელი ეწერა გულში
კიდევ რა იცით ამ ტრადიციის შესახებ? მე ბევრი არაფერი...
k@the :s
leluka
შენსკენაც მოვა გაზაფხული. :* რათ გინდა აბა ეგ მაისის ხე, არც მე მიმიღია მარა განა ვდარდიანობ
რა მაგარი ტრადიციაა,ვგიჯდები ეგეთ რაგაცეებზე, განსაკუთრებით ფანჯრისწინ სერენადებზეეეეეე
k@the
ვაიმე რა მაგარია მე კი მეგონა ეგ უფრო ბალტიისპირეთისკენ იცოდნენ
გერმანიაშიც თუ იქნებოდა არ მეგონა
ალბათ მალე გერმანულ "ტრადიციებში" შევა 1 მაისს დიდ ქალაქებში მემარცხენეების და მემარჯვენეების დატაკება ... მაგარი ამბები იყო ჰამბურგსა და ბერლინში, პოლიციელები გააქციეს, ისეთი ბუღი დააყენეს . უამრავი დაშავდა... ეს მეორდება ყოველ წელიწადს, ლამის ტრადიციად იქცეს..
ფრანგი ქალების მოუვლელობა საქართველოში ესეთ ვიდებზე არ დადიან გოგოები
ხო კიდევ უცნაური ხალხი ვნახე საფრანგეთში უცნაური პრიჩოსკებით და რამე თავიდან მიკვირდა ეხლა მივეჩვიე
თურქებზე რა ვთქვა ფეხზე იძრობენ ეგ ხომცხადია ყველაზე სასაცილო ეგაა რომ სადმე როცა მიდიან გამოიპრანჭებიან , კაბას ჩაიცმევენ მოემზადებიან და მერე მტელი საღამო ფეხშველა დადიან ძალიან ულამაზოები ჩანან ფეხშველა საღამოს კაბაში დაახლოებიტ ყველა მამაკაცები წინდებში,მერე მუქ ჩაის დალევენ ერთ 20 25 ჭიქას გაბრუვდებიან და ეგაა მაგათი საღამოც და სიმთვრალეც.არა ყველა ასე არაა მაგრამ ეს უმეტესად მაგათი ტრადიციაა.
ისე საფრანგეთში იმდენად ბევრი უცხოელია, წლები უნდა იცხოვრო რომ გარჩევა შეძლო ფრანგის არა ფრანგისაგან.
KAIROS
კი მიყვარს და მომწონს იტალია!!! ერთადერთი, აი ეს მოცარელლა რა ჯანდაბის ერთია არ ვიცი და რატომ გიჟდება ეს ევროპა არც ეგ ვიცი... ეხლა კაცო მაგ ყველს ათას სუნელს თუ დაუმატებ მერე იგემებს მარა მოუვა და ისე მე თუ მკითხავთ, არაფრის გემოც არ აქვს! დაილოცოს ქართული ჭყინტი ყველი!!!
რაც შეეხება საჭმელებს და ჭამის კულტურას - ნუ რომაელები უხსოვარი დროიდან იყვნენ მაგის სპეციალისტები (და არამარტო მაგის )
და რაც შეეხება არაპუნქტუალობას, მე მგონი ეგ ტემპერამენტთანაა დაკავშირებული. აი გერმანელებზე ითქვა და სიმართლე თუ გინდათ სულაც არ მინდა მე რომ ვიყოთ ჩვენ ქართველები ესეთი პუნქტუალურები... ადამიანები ვართ და მიტომ! სხვა ამბავია კანონის პატივისცემის და დამორჩილების გრძნობა და უნარი, აი ეს კია მისაბაძი! თუმცა კანონსაც გააჩნია... რაც არ მოსწონთ ესენიც (გერმანელებიც) მშვენივრად აპროტესტებენ და ძალიანაც ჭკვიანურად: მთელი არგუმენტაციით, ფაქტებით და ობიექტურობით, და არა ისე როგორც ჩვენ ქართველები - ”შენი არ ვარგა ჩემი ჯობია იმიტომ რომ მიტომ”... აი ესაა მისაბაძი!
k@the
უფფ, კაი ახლა კაიროს, ნუ მომადინე ნერწყვები და ნუ გამიშვებ ეხლა მოცარელას საყიდლად.
ძალიან მომწონს სხვადასხვა სანელებლებით ზეითუნის ზეთში ჩაწყობილი.
გემრიელია ნამეტანი
KAIROS
მოცარელლა იმის მოცარელლა მეგონა მე რო მარილი არ უნდა მისცე ხოდა სწორედ ეგ მოგახსენეთ... თუ ამდენი ბასილიკა (მწვანე რეჰანი), პამიდორი და ა.შ. მიაყოლე მერე ეხლა რცხა გემო ექნება... ხოლო ჩვენებური ჭყინტი ყველი უყველაფროდაც ყველობს!
KAIROS
შენ იმდენს იზამ, საცივის ჭამას დავანებებ თავს და მოცარელას დავიწყებ.
დიდი მოკითხვები მამაქალაქიდან.
მონატრებული აბო.
KAIROS
პიცა "მარგარიტას" მხოლოდ მოცარელლა არ აქვს, მე როგორც ვიცი. აბა გააკეთე მარგარიტა მხოლოდ მოცარელლათი... მიიღებ ხაჭაპურს ? ან მსგავს რაიმეს ? ნწუ ვერა!
გემოვნებაზე ხომ არ დაობენ კეთილო, ასე რომ...
ისე მაკუშ მოცარელას მეც ჩვენი სულგუნი და ჭყინტი ყველი მირჩევნია. სად არის თორე
iako
ეგრე რა, გაგახაროს ღმერთმა!
არ გადამრიოთ ახლა არ შეიძლება ხალხო ასე, ხაჭაპური არ სჯობია პიცას და არც პიცა სჯობია ხაჭაპურს, ერთი სხვაა და მეორე სხვა, ორივე კარგია და მორჩა, ასე ყველების ამ სახეობებზე, ამათ გარდა იტალიელებს ასობით სხვადასხვა ყველი აქვს, მარგარიტა კეთდება ჩემო კარგო მხოლოდ ერთი ყველით "მოცარელათი"
PIZZA MARGHERITA
Ingredienti: ( dosi per 4 pizze)
1 kg di farina;
un panetto di lievito di birra;
sale;
olio d oliva;
400 g di mizzarella;
salsa di pomodoro;
basilico.
და მას მეგრული სულგუნით ვერ გააკეთებ, ასევე ხაჭაპურს ვერაფრით ვერ ვაკეთებთ აქაური ყველით, მოკლედ მე ერთიც მიყვარს და მეორეც და შეპირისპირებას ვუპირისპირდები, თორე, ჩემი რომ მირჩევნია სხვებისას ამას რა წერა უნდა?
აბოს სიცოცხლე, საცივთანა რ მიდის აბო ეგა ამიტომ ჯერ საიცივ და მერე მიაყოლე
იმოცარელეთ მხოლოდ ხსნილში
კაიროსი!
ტრადიციებს მოვუბრუნდეთ და საბერძნეთში მყოფებთან მაქვს შეკითხვა:
ახალ წელს მყავდა სტუმრად მარაბელლა და ერთი ნახევრად ბერძენი ნახევრად ქართველი გოგო. ჩამომიტანეს საბერძნეთიდან ჩამოტანილი დიდი პასკისმაგვარი რამ, ზედ 2009 ეწერა. (უფრო სწორად ნახევარი, მეორე ნახევარი მარაბელლას ერგო )
ხოდა, შიგ ჩატანებულიაო ხურდა, თუ რაღაც მონეტა და ეს პასკა ადამიანების სახელებზე უნდა დაჭრა ნაჭრებადო და იღბალი ელისო მონეტიანს თუ რაღაც, დამავიწყდა. ვინ გვეტყვის ცოტა მეტს ამ ტრადიციის შესახებ?
KAIROS
პანეტონე მეც მაჩუქეს შარშან საშობაოდ. ძალიან გემრიელი იყო , თუმცა შოკოლადი არ ქონდა მოსხმული.
რა სისატიკეა ასეთი მადისაღმძვრელი სურათების დადება, ცოტა შეგვიბრალე შენი მოყავსნი ვართ
პანეტონე ჩვენთანაც იყიდება, დაბლა მაღაზიაში ალბათ ისეთი არ იქნება
staywhite
მადლობა
და მააინც, რატომ აქვს საშობაო ნამცხვარს
ხოხოხო წარმოიდგინე ის ხურდა რომ გადაეყლაპოს ვიღაცას
Kölle alaaf!
http://imageshack.us
ხვალ, გერმანიაში მდ. რაინის სანაპიროს მრავალ ქალაქში კარნავალის აღნიშვნა იწყება. ყველაზე მნიშვნელოვანი და პომპეზური აღნიშვნა კი, სწორედ ქალაქ კიოლნში ხდება.
კიოლნის შემოგარენში, გერმანელები საუბრობენ დიალექტზე, კიოლშ-ს ეძახიან. მოსასმენად საკმაოდ მელოდიურია, კლასიკური გერმნაულისაგან განსხვავებით. თან ჩქარა თუ მიაყოლებენ, ბევრ ვერაფერს გაიგებ.
Kölle alaaf! - დაახლოებით ითარგმნება, როგორ ან, 'კიოლნი ყველაზე წინ!', ან 'ყველაფერი უნდა გავიდეს კიოლნიდან!'
მეორე ვარიანტს თარგმანისას, უკავშირებენ მარხვის დაწყებას, რომ სახლიდან საკვები კარგი უნდა შეიჭამოს და ასე შემდეგ.
ზოგადად, ეს კარნავალი, სწორედ აღდგომის მარხვის დაწყების წინ, კაი დიდი ლხენის ტრადიციიდან მოდის.
პ.ს. დანარჩენს კიდევ ნელ-ნელა მივამატებ და ძველ სურათებსაც მოვქექავ. წელს ვერ გადავიღებ, სახლში მირჩევნია მშვიდად ყოფნა
k@the
staywhite
უფ, კათოლიკები კი არა, "ყველა ძაღლი და მამაძაღლი" აღნიშნავს
ქალაქში გასვლა არ ღირს ფხიზელი თავით. ყველა გადაცმულია კოსტიუმებში და დილიდან გონზე არ არიან ლუდის სმისგან. ან როგორ უძლებენ ამდენს არ ვიცი
staywhite
კი, მართალი ხარ ეგრეა. არც აინტერესებთ დიდად.
უფ, თან როგორ იციან ზოგმა ეს ღრეობა, აღარაფერი ახსოვთ, არც ოჯახი და არც რამე.
ბექა <--- საინტერესოა შენ რომელ ამერიკელს შეხვედრილ;ხარ და რომელმა ამერიკელმა გითხრა დახმარებაზე უარი,ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი ჯობიაო ნათქვამია, 6 წელია ამერიკაში ვცხოვრობ და ძალიან ბევრი ამერიკელისგან ვიგრძენი მხარსი დგომა და დახმარება, სკოლა ამერიკაში დავამთავრე, კოლეჯში აქ ვსწავლობ და საკმაოდ გამოცდილი ვარ მაგ საკითხში, სხვათაშორის ამ საიტზე შენ როგორ მოხვდი არ ვიცი,შენმა კომენტარებმა უარყოფითი შთაბეჭდილება დატოვა
მე იცით ამერიკელებსი რა მომეწონა ყველაზე მეტად? სკოლაში სწავლის პერიოდში აგვფრთოვამნდი მასწავლებლების დამოკიდებულებით,ძალიან თბილი და უშუალოა აქ მასწავლებელი,ძალიან დამხმარე,ბევრ მადგანს შენობით მივმართავდი თავისი მოთხოვნით ..გაუგებრობის დროს გვერდით მერხზე მეჯდა და მეხმარებოდა,მიტუმეტეს რომ გაიგეს რომ ქარტველი ვიყავი ძალიან თბილი დამოკიდებულება გამოიჩინეს.
კიდევ მომწონს ამერიკელი ექიმი ! აქ არ არსებობს ბრილიანტებში ჩაკარგული და შუბა წამოსხმული ექიმი რომელიც,წარბ აწევით უყურებს პაციენტს (რაც საქარტველოსი დამახასიათებელია )აქ როდესაც გჭირდება დახმარება არ კითხულობენ გაქვს ფული თუ არა,ან ვისი შვილი ხარ! აქ ექიმის მოვალეობაა დაგეხმაროს ყველანაირად თუნდაც არ გქონდეს 1 ცენტიც. აქ ექიმი ძალიან უბრალოა ,ჩვენ ექიმებთან შედარებით.
ბევრ იკარგი რამის თქმა შემიძლია ამერიკელ ხალხზე, დიდი გამოცდილება მაქვს. ერთს კი ვეტყვი ყველას : ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი ჯობიაო,შეიძლება ამერიკელებზე ბევრს უარყოფითად გსმენიათ მარა სანამ უშუალოთ თქვენ არ შეგეხებათ მათთან ურთიერთობა სხვის უარყოფით ყურით მოთრეულ ჭორებს არ დაუჯეროთ!
კიდევ დავამატებ რა მხიბლავშ ამერიკელებსი: აქ განგსჯიან პირადათ შენ,ვინ ხარ რა კაცი ხარ და რას წარმოადგენ და არა გგვარიშვილობით,ვინ არის მამაშენი,ბიძა თუ ბებია ! დასაფასებელია ეს ყველაზე მეტად.
tamtab
ბევრ რამეში გეთანხმები, მაგრამ ბევრ რამეში ვერც ვერასოდეს დაგეთანხმები, მით უმეტეს ექიმებზე. მაგათთან მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება მაქვს და არა მარტო მაგათთან, სასწრაფოთი თუ მიგარნებინეს კი ბატონო, აღმოგიჩენენ დახმარებას, უარის თქმის უფლება არა აქვთ, მაგრამ ყველა შემთხვევაში გეკითხებიან სამედიცინო დაზღვევა გაქვს თუ არა, თუ გაქვს შესანიშნავია, მაგრამ თუ არა გაქვს კი აღმოგიჩენენ პირველად დახმარებას, მერე კი იმხელა ბილს გამოგიგზავნიან სახლში რომ მთელი ცხოვრება მოუნდები მის გადახდას.
ბილში კი ჩამოწერილია უამრავი ისეთი გამოკვლევა რაც არც კი გაუკეთებიათ პაციენტისთვის.
ჰქონდა ძალიან ახლობელს მსგავსი შემთხვევა, თან არა ერთი, ასე რომ მაგაზე ნუ შემომეკამათები ძალიან გთხოვ.
ორჯერ კოცნა არ მხიბლავს მაინცდამაინც , მაგრამ იმის გათვალისწინებით რომ ზოგ ქვეყანაში ოთხჯერ კოცნიან არა უშავს.
საშინელებაა ჩემი აზრით ის, რომ დაბადების დღეზე გეპატიჟებიან და შენი სასმლით და საჭმლით უნდა მიხვიდე
ის კი არა, ბიჭმა საუნაში გადაიხადა დაბადების დღეს და ბოლოს ფული აგვაგროვებინა რომ ქირის ფული გადაეხადა :E ეს რა დაპატიჟება იყო?
"რელიგიური თვალსაზრისით საფრანგეთს ძალიან დიდი პრობლემები აქვს. იქ სხვადასხვა სარწმუნოების ხალხი ცხოვრობს. თავად ფრანგები ამბობენ, - ჩვენ ათეისტურ ქვეყანას ვაშენებთო. ეს აშკარად ეტყობა კიდეც. ტაძრების მშენებლობის დროს ცდილობენ, რომ შენობებს არ ჰქონდეს რელიგიური დატვირთვა, გარეგნულადაც კი. თუმცა არიან მორწმუნეები, მაგრამ ცოტა".
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience