თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულენი _ არამატერიალური ღირებულებები

პოსტის ავტორი: Genesis თარიღი: Feb 12 2008, 02:02 PM

როგორც ჩანს საქართველო პრორუსულ ორიენტაციაზე არასდროს გადავა...

როცა რუსეთის განვითარებაზე დაკვირვებით ვსწავლობდით, ბევრი ჩვეულება და არამეტერიალური ღირებულებები გადმოვიღეთ რუსეთისგან... მაგალითად არაყზე ლუდის დაყოლება, ტელევიზორის ბრტყელტუჩათი გადართვა.. და ა.შ.

დრო დგება როცა ევროპისგანაც ვიღებდეთ რაღაც ღირებულებებს...

საინტერესოა... რა ცვლილებებს შეიტანდით საქართველოში...

მე მაგალითად ვისურვებდი: საქართველოს ქალაქებში (თბილისის გარდა) ველოსიპედი გახდეს აქტუალური ტრანსპორტი... ამუშავდეს რესაიკლინგის სისტემა...

არის ბევრი რამ მოსაწონი ევროპაამერიკაში და აუცილებელი კიარაა პირდაპირ თავისუფალ სექსთან გავაიგივოთ ევროპა biggrin.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Feb 12 2008, 03:07 PM

ველოსიპედის მომხრე მეც ვარ. თბილისმა რა დააშავა? dry.gif
ყველგან ვერ ივლი, მარა ვაკიდან თავისუფლებაზე, უპრობლემოდ გახვალ yes.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Feb 12 2008, 03:11 PM

ჩვენს ქუჩაში მოძრაობის წესების დაუმორჩილებლობას თუ გავითვალისწინებთ, ველოსიპედით მოძრაობა ერთიორად გაზრდის ავარიების მსხვერპლს user.gif ჩვენთან არც ველოსიპედების ბილიკებია სპეციალურად გამოყოფილი... წარმომიდგენია შუა ქუჩაში რომ დაიწყებენ ველოსიპედისტები მოძრაობას, რა დღეში ჩავვარდები :შიში:

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Feb 12 2008, 03:16 PM

წესრიგი!

თუმცა ამ გახსენებულზე, იხილეთ ბმული:
http://www.youtube.com/watch?v=H2VDSHkS5tU

იტალიის ადგილზე საქართველო იგულისხმეთ tongue.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Feb 12 2008, 03:29 PM

ოფები ამ თემაში არა! ისაუბრეთ საკითხის გარშემო. ვოტ.

მარიამი
სხვათაშორის, საგზაო მოძრაობის კულტურაც, კარგი იქნება, რომ გერმანიისაგან საქართველოს გადაეღო. განუკითხაობაა მაგ მხრივ ჩვენთან. აქაც დადიან ველოსიპეტებით შუა გზაში, მარა არავინ გაგიტანს და არც ''შეგიკურთხებს''. no.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Feb 12 2008, 03:31 PM

მდაა
ველოსიპედებს რაც შეეხება, ძალზედ მიზიდავს მეც , თბილისსშია საჭირო მეგობრებო ყველაზე მეტად.
1) უდანაკარგო ტრანსპორტია.
2)ეკოლოგიურად სუფთა.
3)ჯანმრთელობისთვის სასარგებლო.
ბილიკებს რაც შეეხება, ძალზედ საჭიროა დღეს. ეს ისე ერთისმხრივ გამოიწვევს გზების განთავისუფლებას ავტოებისგან (საზიზღრობა ხდება ქალაქში. მანქანით გადაადგილება 1-2 წელიწადში შეუძლებელი გახდება)
ღირებულება , მე რაც ევროპელ ხალხში მომწონს არის (ზოგიერთ ქვეყანაში) კანონმორჩილება. რაც ქართული ფსიქიკისთვის მეტად სავაგლახო რამაა. კანონმორჩილი ქართველი იშვიათია. ამიტომ ყველაფერი უნდა გამკაცრდეს. ყველა კანონი რაც მანქანას შეეხება. ფასები უნდა გაიზარდოს და ის მძღოლი რომელსაც უყვარს სწრაფად სიარული შეუსაბამო ადგილებში უნდა დაისაჯოს სასტიკად!!! გავიგე აუქმებენო მომატებულ ჯარიმებსო ... ხალხის გულს იგებენ მაგით sad.gif
ასევე სისუფთავე მხიბლავს მაგ ხალხში... ჩვენთან სადარბაზოებში ყრიან "ფლოსტებს" და თავზე რაღაცას გიშვრებიან...

პოსტის ავტორი: Floyd თარიღი: Feb 12 2008, 03:38 PM

1) საკუთარი საქმისსადმი სიყვარულს და ერთგულებას
2) პუნქტუალურობას

გაგრძელება იქნება smile.gif

პოსტის ავტორი: მაეასი თარიღი: Feb 12 2008, 04:38 PM

რა აზრი აქვს ველოსიპედით სიარულს თუ გზაში არავინ მოგერიდება გაგიტანს ან იმისთანა ამბავს დაგაწევს ,გატანა მოგენატრება biggrin.gif

მოწესრიგებულობა,ზემოთ დაწერა რომელიღაცამ და აბსოუტურად ვეთანხმება...

არანაირი ტექნიკური წინსვლა არ გვიშველის თუ ჩვენს მენტალობაში რაღაც(ძირეული თუ არა)ძვრები მაინც არ მოხდება.. sad.gif

მაგალითად, რიგში რომ დგები და ნაგლად წინ რომ გადაგიხტებიან და არც რცხვენიათ...

ეზოდან რომ გამოდიხარ და ყველა ერთდა რო ცდილობს გამოცვლას,არიქა ჯერ მე გავალ და თქენ რაც გინდათ ის გიქნიათო..

ნებისმიერ ღონისძიება რა დონისაც არ უნდა იყო,ხომ არ არსებობს რომ დანიშნულ დროზე დაიწყოს...
ვერა და ვერ გვისწავლია დროის ყადრი...sad.gif

და რაოდენ უსიამოვნოც არ უნდა იყოს,ღვთისმსახურების დროს საზიარებლად ან ზეთის საცხებას მისასვლელად წეწვა-გლეჯვა და ჩხუბი,რომ დროზე მიხვიდე...

არადა,ამას წინათ ერთ-ერთ ევროპულ არხზე მოვკარი თვალი ზიარების კადრებს,უამრავი ხალხი იყო და ისე მოწესრიგებულად მიდიოდნენ,რომ გავოგნდი..sad.gif

და ვინ მოთვლის კიდე რამდენი ასეთი მაგალითის მოტანა შეიძლება...

ვფიქრობ,ყველაფერი ეს ჩვენთან კარგა ხანი არ გამოსწორდება,ამ მხრივ ნაღდად მშურს თუნდაც გერმანიის და სხვა ბევრი ევროპული ქვეყნის...და ნაღდად ვისურვებდი საქართველოში იგივე ნაირი წესრიგი და საქმისადმი,დროისადმი დამოკიდებულება რომ იყო .. smile.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Feb 12 2008, 04:47 PM

ციტატა
წესრიგი!

ეს შენი განყოფილება არ არის! yes.gif

პოსტის ავტორი: თემო თარიღი: Feb 12 2008, 05:24 PM

ციტატა(Genesis @ Feb 12 2008, 12:02 PM) *

როგორც ჩანს საქართველო პრორუსულ ორიენტაციაზე არასდროს გადავა...

როცა რუსეთის განვითარებაზე დაკვირვებით ვსწავლობდით, ბევრი ჩვეულება და არამეტერიალური ღირებულებები გადმოვიღეთ რუსეთისგან... მაგალითად არაყზე ლუდის დაყოლება, ტელევიზორის ბრტყელტუჩათი გადართვა.. და ა.შ.

დრო დგება როცა ევროპისგანაც ვიღებდეთ რაღაც ღირებულებებს...

საინტერესოა... რა ცვლილებებს შეიტანდით საქართველოში...
მე მაგალითად ვისურვებდი: საქართველოს ქალაქებში (თბილისის გარდა) ველოსიპედი გახდეს აქტუალური ტრანსპორტი... ამუშავდეს რესაიკლინგის სისტემა...
არის ბევრი რამ მოსაწონი ევროპაამერიკაში და აუცილებელი კიარაა პირდაპირ თავისუფალ სექსთან გავაიგივოთ ევროპა biggrin.gif

საქართველოში ცვლილებებს რაც შეეხება შეტანაზე მეტად არსებულის, კარგად დავიწყებული წარსულის გახსენება და ცოტათი კონსერვატულ ღირებულებეზე გადახედვას ვამჯობინებდიბ

არაყზე ლუდის დაყოლება, ტელევიზორის ბრტყელტუჩათი გადართვა და სხვა რაღაცეები, არამგონია მთლად რუსიზმს უკავშირდებოდეს, ქართველებსაც გვეხერხება გამომგონებლობა

"დრო დგება როცა ევროპისგანაც ვიღებდეთ რაღაც ღირებულებებს... " ალბათ მართლაც წესრიგს და კანონისადმი მორჩილებას რაც უმტავრესია საზოგადოებრივი კომფორტისათვის, თუმცა მენტალიტეტს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ამ დროს.

ველოსიპედს რაც შეეხება smile.gif ცოტა გაგვიჭირდება ალბათ, აი სოფლებში მოხუცები კილომეტრებსაც კი ფარავენ დღის მანძილეზე ველოსიპედით, ხოლო ქალაქში მართლაც ავარიული ფონი შეიქმნება,

ერთხელ თბილისში მოძრაობისას ავტომობილის თვალი ჩამივარდა სანაპიროზე ბლომად არსებულ თავღია ჭაში, გადმოსვლა ვერ მოვახერხე ალბათ 2 წუთი მაინც იმის გამო რომ მანქანები ისე სწრაფად მოძრაობდენენ რომ ერთმა მაინც არ შეანელა რომ მოეცა გადმოსვლის საშუალება, როგორც იქნა გადმოვძვერი და მარტო დავიწყე ჭიდან მანქანის ამოთრევა, ამ დროს ჯიმპა ისე ჩამიქროლა სარკე მომარტყა მხარზე ძალიან მწარედ, ისე რომ მიეფშვნა სარკე და არც გააჩერა გააგრძელა გზა. აი ეს არის უწესრიგობა, კანონდაუმორჩილებლობა და ჩვენი საერთო სენი.
მიმაჩნია რომ კანონმოჩილება და სამართლებრივი პასუხისმგებლოიბის შეგნება უმთავრესი რამაა რაც გინდ ვისწავლოთ და გინდ გავიხსენოთ smile.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Feb 12 2008, 05:26 PM

ციტატა
Genesis
რისი წაღება შეიძლება ევროპა-ამერიკიდან

კანონისტი
წესრიგი!

ციტატა(მნათე @ Feb 12 2008, 04:47 PM) *

ეს შენი განყოფილება არ არის! yes.gif

ახლა შენ რა გინდა, შვილო, მითხარი? laugh.gif laugh.gif laugh.gif

რახან ჩემი განყოფილება არ არის აზრის თქმის უფლება არ მაქვს? cool.gif თუ, წესრიგს ვერ წამოვიღებთ ევროპიდან? laugh.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: Genesis თარიღი: Feb 12 2008, 05:41 PM

თემო

ველოსიპედებზე აკი დავწერე თბილისში არათქო... გორში, კასპში ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, თელავში, ქუთაისში და სხვა დიდ ქალაქებში (რუსთავშიც) ადვილი გასაკეთებელიაქ ეგ ყველაფერი...

პრობლემა მანდ სხვა საკითხია... რამდენად გაძლებს ქართული საზოგადოება ისე რომ არ მოიპაროს სხვისი ველიკები... ამ ცდუნებას უცხოეთშიც ვერ უძლებენ და მანდ მოერიდებათ ვითომ?

ისე ყველაზე მეტად რაც გამიხარდებოდა, ეს საქართველოს განვითარების დეცენტრალიზაცია იქნებოდა...

პოსტის ავტორი: თემო თარიღი: Feb 12 2008, 05:45 PM

ციტატა
ისე ყველაზე მეტად რაც გამიხარდებოდა, ეს საქართველოს განვითარების დეცენტრალიზაცია იქნებოდა...

g.gif რას მოგვცემს ?

პოსტის ავტორი: მაეასი თარიღი: Feb 12 2008, 05:47 PM

ციტატა
ისე ყველაზე მეტად რაც გამიხარდებოდა, ეს საქართველოს განვითარების დეცენტრალიზაცია იქნებოდა...

მე რასაც ვხედავ,მაქეთკენ მიდის ყველაფერი yes.gif

პოსტის ავტორი: Genesis თარიღი: Feb 12 2008, 05:55 PM

ციტატა(თემო @ Feb 12 2008, 04:45 PM) *

g.gif რას მოგვცემს ?

გარდაიმისა რომ ბევრი განვითარებული ქალაქი ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის საწინდარია...

ქართული მრავალფეროვანი კულტურა გადარჩება ამით... ტრადიციები სხვადასხვა რეგიონში განსხვავებულად ვითარდება... და თუ ყველა თბილისში აითქვიფება... ქართული ტრადიციებიდან მარტო ჩინური იქნება მოქმედი... biggrin.gif

პოსტის ავტორი: თემო თარიღი: Feb 12 2008, 06:17 PM

ციტატა(Genesis @ Feb 12 2008, 03:55 PM) *

გარდაიმისა რომ ბევრი განვითარებული ქალაქი ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის საწინდარია...
ქართული მრავალფეროვანი კულტურა გადარჩება ამით... ტრადიციები სხვადასხვა რეგიონში განსხვავებულად ვითარდება... და თუ ყველა თბილისში აითქვიფება... ქართული ტრადიციებიდან მარტო ჩინური იქნება მოქმედი... biggrin.gif

აუ ჩინელების ჩაის სმის ტრადიცია მომწონს smile.gif wink.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Feb 12 2008, 06:39 PM

და 25, 30 ან 35 წლის ასაკის ადამიანების, მშობლებთან ერთად ცხოვრებაზე რა აზრის ხართ?
თუ მშობლების კისერზე ცხოვრება არაა... smile.gif

პოსტის ავტორი: მაეასი თარიღი: Feb 12 2008, 07:38 PM

ციტატა(k@the @ Feb 12 2008, 03:39 PM) *

და 25, 30 ან 35 წლის ასაკის ადამიანების, მშობლებთან ერთად ცხოვრებაზე რა აზრის ხართ?
თუ მშობლების კისერზე ცხოვრება არაა... smile.gif

ცალსახად ძნელი სათქმელია,მაგრამ მაგაში მშობლებს დიდი წვლილი მიუძღვით...ბავშვს ტავიდანვე უნდა მიაჩვიო შრომას და დამოუკიდებლობას..

ამიტომაც,ჩემთვის მისაღებია ევრო-ამერიკული მეთოდი,შვილების ბავშვობიდანვე დამოუკიდებლად აღზრდისა,კალთაზე ბავშვის გამოკერებას ნამდვილას ჯობია,მაგრამ ზომიერებაა ალბათ ამაშიც საჭირო..

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 13 2008, 06:03 AM

ციტატა
და 25, 30 ან 35 წლის ასაკის ადამიანების, მშობლებთან ერთად ცხოვრებაზე რა აზრის ხართ?
თუ მშობლების კისერზე ცხოვრება არაა...

მამმონე biggrin.gif

ასე უძახიან იტალიელები მაგ ასაკის ადამიანებს ( უფრო 30.ის იქით) ვინც მშობლებთან ცხოვრობენ, "დედიკოს შვილები" smile.gif

ციტატა
რამდენად გაძლებს ქართული საზოგადოება ისე რომ არ მოიპაროს სხვისი ველიკები

ნამდვილად და რამდენად უსაფრთხო იქნება გადაადგილება, ნუ ახლა სამტრედია კია საქართველოს ჰოლანდია, იქ ახლაც ნახავთ ძველ უკრაინა-თი ან დესნა-თი მოსეირნე ყველა ასაკის ხალხს smile.gif მაგრამ ღამით ერიდებიან...

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Feb 13 2008, 06:33 AM

გენეზის biggrin.gif

პლასკაგუბცი კია რუსული სიტყვა ,მარა მისი გამოყენება რა პრობლემაა "ქართულად" biggrin.gif შენ ეგ გიკვირს და ჩემმა ძმამ მასეთი ძველი სტილის ტელევიზორების არხების გადასართავად ვაბშე მექანიკური სისტემა შეიმუშავა და 2-3 მეტრით დაცილებული საწოლიდან ატრიალებდა მაგ ბრტყელტუჩას laugh.gif მიმიქარავს ნებისმიერი რუსი გამომგონებელი...

ისე, ბევრი რამ მე მომწონს აქ smile.gif მაგალითად, სუფთა გარემო, საპირფარეშოები და საზოგადოებრივი ადგილები. ლამაზად მორთული ეზო-კარი smile.gif ბევრ ევროპულ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, აღმოსავლეთ-დასავლეთში და ყველაზე უკეთესად გერმანიაშია ეს საკიტხი, არც ავსტრია-შვეიცარიაა ცუდი ამ მხრივ.

მომწონს აგრეთვე პოლიციელების მართლა დამცავი პოზიცია, აქ მათ არავინ აგინებს, პირითით, ნამდვილად რომ გაგიხარდება ქუჩაში პატრულთა ხილვა (ახლა მანქანით როცა ხარ და წესს არღვევ, იქ ჯობია ფრანგი პოლიციელი biggrin.gif )

კიდევ ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ ქუჩაში რომ ვინმეს დაეკითხო სად რა არის ანუ მიგასწავლოს, თუ არ იცის, ძალიან შეწუხდება და შენს ერთად ეცდება ვინმე ნახოს ვინც იცის, თუ იცის, ისე გულდასმით, გარკვევით აგიხსნის, გესიამოვნება. ამ მხრივ გერმანელებს ბადალი არ ყავთ.

მომწონს აგრეთვე კაფე-რესტორნებში მომსახურების წესები, თავაზიანი პერსონალია ძირითადად.

საბოლოოდ კი ყველაფერს ერტად გავაერთიანებ და წესრიგს ვუწოდებ: როგორც კი გავცდი გერმანიას, მაშინ მივხვდი ამ ქვეყანაში არსებული წესრიგის ყადრი და ასევე ის, რომ თუ როგორ დაცულად ვგრძნობდი აქ თავს.

ეკონომიური სიტუაცია აქც გაფუჭდა,მაგრამ მაინც არის ბევრი რამ, რაც ჩვენთვის მისაღები და მისასალმებელია.

პ.ს. სეფისკვერების და მსგავსის დარიგებისას თავპირისმტვრევააო ჩვენტან ეგ გამიკვირდა unsure.gif აქ ვდგებით რიგში და ერთმანეთის მიყოლებით მივდივართ. რატომ ქმნიან პრობლემას საინტერესოა.

25-30-35 წლის ხალხი, ვინც ჯერ კიდევ მშობლებთან ცხოვრობს , იმათზე აქ ამბობენ, რომ ცხოვრობენ "ჰოტელ მამა" -ში (Hotel "Mama") biggrin.gif

ველოსიპედებს აქაც იპარავენ... მარა ძირიტადად უცხოელები biggrin.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 13 2008, 02:44 PM

ციტატა
საბოლოოდ კი ყველაფერს ერტად გავაერთიანებ და წესრიგს ვუწოდებ: როგორც კი გავცდი გერმანიას, მაშინ მივხვდი ამ ქვეყანაში არსებული წესრიგის ყადრი და ასევე ის, რომ თუ როგორ დაცულად ვგრძნობდი აქ თავს.

ვუერთდები პათოსს! smile.gif

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Feb 13 2008, 03:44 PM

ყოველივე ევროპული ცალსახად ცუდია, ევროპა გლობალისტურია, გლობალიზაცია კი ეშმაკის მანქანება

ქართველები ყველაზე ჭეშმარიტი ევროპელები ვართ

პოსტის ავტორი: მაეასი თარიღი: Feb 13 2008, 04:07 PM

ციტატა(კანუდოსელი @ Feb 13 2008, 12:44 PM) *

ყოველივე ევროპული ცალსახად ცუდია, ევროპა გლობალისტურია, გლობალიზაცია კი ეშმაკის მანქანება

ქართველები ყველაზე ჭეშმარიტი ევროპელები ვართ

biggrin.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 14 2008, 03:50 AM

ციტატა
ყოველივე ევროპული ცალსახად ცუდია, ევროპა გლობალისტურია, გლობალიზაცია კი ეშმაკის მანქანება

ქართველები ყველაზე ჭეშმარიტი ევროპელები ვართ

და მაინც ევროპული მანქანები და კომპიუტერ-მობილურები გვიყვარს biggrin.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Feb 14 2008, 03:53 AM

ციტატა(KAIROS @ Feb 14 2008, 12:50 AM) *

და მაინც ევროპული მანქანები და კომპიუტერ-მობილურები გვიყვარს biggrin.gif

თუმცა მთელი ევროპა, იაპონურ-ჩინურებით სარგებლობს yes.gif

პ.ს. ნეტა, ჩვენ საიდან გვაქ ევროპული? biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 14 2008, 03:54 AM

ციტატა
ევროპული

ჩვენებს ის უყვართ ზედ რომ აწერია "მეიდ ინ ჯერმანი" ან "პროდოტტო ინ იტალია" smile.gif ხოდა არის ხოდში, მარა უხ ის მწვალებლები biggrin.gif

პოსტის ავტორი: Genesis თარიღი: Feb 15 2008, 10:25 PM

ერტი რა მაინტერესებს... კათოლიკურმა ეკლესიამ ევროპაში მაგარი გაჭედა ადრე... ზალიან გადაუხვია გზას... ხოდა ამაზე შეწუხებული ხალხის მასა... მას შემდეგ რაც რელიგიური განათლება მიირეს, ადგნენ და კათოლიკურ ეკლესიას განუდგნენ... იგივე ლუთერანები და სხვა ბევრი რომელიც მარტინ ლუთერის მეშვეობით დაარსდა...

ეგენიც მწვალებლები გამოდიან? smile.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Feb 15 2008, 10:39 PM

ციტატა(კანუდოსელი @ Feb 13 2008, 12:44 PM) *

ყოველივე ევროპული ცალსახად ცუდია, ევროპა გლობალისტურია, გლობალიზაცია კი ეშმაკის მანქანება

ქართველები ყველაზე ჭეშმარიტი ევროპელები ვართ

კადუნოსელი,

მერე იტყვი კიდევ, რატომ ვერ მიგებთ რას ვამბობო biggrin.gif სმაილი, ემოცია, რაცხა მაინც ჩაგეწერა ამ პოსტში biggrin.gif

ბოლო წინადადებაში კი სრულიად გეთანხმები,ანუ მეცნიერულად ვითომ ასეაო და რა ვიცი smile.gif ( caucasian race-ს ვგულისხმობ, როგორც თეთრი რასის სინონიმს და ამაში კი ჩვენ ვიგულისხმებით, პირველი "თეთრი" ხალხი)

იმედია, არ ჩამითვლით რასისტობაში, მხოლოდ პატრიოტიზმია smile.gif ( sad.gif )

პოსტის ავტორი: Genesis თარიღი: Feb 15 2008, 11:30 PM

ციტატა(staywhite @ Feb 15 2008, 09:39 PM) *

კადუნოსელი,

მერე იტყვი კიდევ, რატომ ვერ მიგებთ რას ვამბობო biggrin.gif სმაილი, ემოცია, რაცხა მაინც ჩაგეწერა ამ პოსტში biggrin.gif

ბოლო წინადადებაში კი სრულიად გეთანხმები,ანუ მეცნიერულად ვითომ ასეაო და რა ვიცი smile.gif ( caucasian race-ს ვგულისხმობ, როგორც თეთრი რასის სინონიმს და ამაში კი ჩვენ ვიგულისხმებით, პირველი "თეთრი" ხალხი)

იმედია, არ ჩამითვლით რასისტობაში, მხოლოდ პატრიოტიზმია smile.gif ( sad.gif )

არც რასისტობაში ჩაგითვლით და არც შოვინიზმში...

პირველი ევროპული თავისქალა ჩვენთან არ აღმოაჩინეს?!

პ.ს. ნეტა ეგ ნახევრად მაიმუნის მზგავს თავის ქალებს რა ახსნას აძლევს ეკლესია? unsure.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 15 2008, 11:43 PM

ციტატა

ეგენიც მწვალებლები გამოდიან?

ნამდვილად, ანუ ორმაგად, განაყოფის განაყოფნი არიან, რასელისტები ( იეღოველები) კი განაყოფის მეშვიდე ფესვი biggrin.gif
ციტატა

პირველი ევროპული თავისქალა ჩვენთან არ აღმოაჩინეს?!

კაი იყოს რა, მე არ მაქვს პრობლემა
ციტატა
ეგ ნახევრად მაიმუნის მზგავს თავის ქალებს

"მსგავსი"... მააგაზე სხვაგან... მაგალითად "ექსტრემალურ კრეაციონიზმში"

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Feb 15 2008, 11:43 PM

ციტატა
ყოველივე ევროპული ცალსახად ცუდია, ევროპა გლობალისტურია, გლობალიზაცია კი ეშმაკის მანქანება

ევროპა კი არ არის ცუდი არამედ ევროპული ხედვა რელიგიური საკითხებისა გინდაც იმ კუთხით რომ გარკვეული კაცობრივი სიბრძნის ღირებულებები აღმატებულია ნებისმიერ რელიგიურ ღირებულებაზე და ძალადობს კიდეც კანონის ძალით მაგ.ინგლისის ანგლიკანური ეკლესიის ერთი ეპისკოპოსი დააჯარიმა სასამართლომ 92000 დოლარით იმის გამო რომ თავისი ეკლესიაში არ მიიღო სამუშაოდ განსხვავებული ორიენტაციის სასულიერო პირი (კაცი) (მისი უფლებები დაარღვია).გავიხსენებ როგორც ერთმა ჩვენმა ფორუმელმა თქვა ჩვენ კი არ გვინდა რომ პროტესტანტულ ეკლესიაში არის ერთსქესიანთა ქორწილი დაშვებული მაგრამ იძულებულნი ვართ რადგანაც სასამართლოს და კანონის ძალით მაინც გვაიძულებენო.(ადამიანთა უფლებების დარღვევა)

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Feb 16 2008, 01:45 PM

ევროპის სხვა ქვეყნებზე არ ვარ დიდად ინფორმირებული, მაგრამ გერმანიაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა საათივით არის აწყობილი.
ამ სისტემას დიდი სიამოვნებით წავიღებდი ჩვენსკენ.
ავტობუსმა 2 წუთით რომ დააგვიანოს უკვე გაბრაზებულნი ვდგავართ მის ლოდინში, არასაიმედო ტრანსპორტი არისო.

პოსტის ავტორი: makiki თარიღი: Mar 5 2008, 07:56 PM

მე პირადად უცხო ქვეყნის არფერი არ მინდა, არ მომწონს უცხო ქვეყნის წეს-ჩვეულებები რომ შემოდის საქართველოში.ძალიან გული მტკივა ნელ-ნელა ქართულ ტრადიციებს რომ ვკარგავთ sad.gif .ჩემი ნება რომ იყოს,სიამოვნებით ვიცხოვრებდი იმ დროინდელ საქართველოში სადაც ქალები მანდილებით დადიოდნენ და მამაკაცებთან შედარებით დაბალ საფეხურზე იდგნენ.როგორც ვიცი მამაკაცები რომ სუფრასთან იჯდნენ ქალებს იმ ოთახში შესვლის უფლებაც კი არ ჰქონდათ. smile.gif აბა ეხლა მანდილის ტარება რომ აღარ არის "მოდაში"რაღა მანდილოსნები გვქვია??????? 58.gif

პოსტის ავტორი: მაეასი თარიღი: Mar 5 2008, 08:19 PM

ციტატა(makiki @ Mar 5 2008, 04:56 PM) *

blink.gif

ტრადიციული ღირებულებების შანარჩუნებად ქალის მამაკაცზე უფრო დაბალ საფეხურზე დგომას თვლი?!

ერთია რომ მამაკაცის მიმართ კრძალვა და მოწიწება გქონდეს და ოჯახის უფროსად აღიქვამდე,რაც მამაკაცის ძლიერი ბუნებიდან გამომდინარეობს ,მაგრამ სხვამხრივ აბსოლუტურად თანასწორუფლებიანი ხარ dry.gif
ქმარმა რომ გითხრას შენთან ერთად არ ვისადილებ ქალი ხარო,მოგეწონება?! ohmy.gif

ბრრრ..ესეთ რაღაცეებზე მაჟრიალებს...ეგ რომ ვინმემ მითხრას,მტრისას.. laugh.gif

ხო,ამის მერე ალბათ ჩემზე აღარ ითქმის მანდილოსანი user.gif

პოსტის ავტორი: makiki თარიღი: Mar 5 2008, 08:29 PM

ციტატა(მაეასი @ Mar 5 2008, 08:19 PM) *

blink.gif

ტრადიციული ღირებულებების შანარჩუნებად ქალის მამაკაცზე უფრო დაბალ საფეხურზე დგომას თვლი?!

ერთია რომ მამაკაცის მიმართ კრძალვა და მოწიწება გქონდეს და ოჯახის უფროსად აღიქვამდე,რაც მამაკაცის ძლიერი ბუნებიდან გამომდინარეობს ,მაგრამ სხვამხრივ აბსოლუტურად თანასწორუფლებიანი ხარ dry.gif
ქმარმა რომ გითხრას შენთან ერთად არ ვისადილებ ქალი ხარო,მოგეწონება?! ohmy.gif

ბრრრ..ესეთ რაღაცეებზე მაჟრიალებს...ეგ რომ ვინმემ მითხრას,მტრისას.. laugh.gif

ხო,ამის მერე ალბათ ჩემზე აღარ ითქმის მანდილოსანი user.gif

ამ დროში რომ მასე მითხრან მეც გამაჟრჟოლებს შენსავით,მაგრამ მაშინ ამას შეჩვეულები იყვნენ და სხვანაირად ვერც წარმოედგინათ.

არ ვიცი,შეიძლება ვერც შევძლო მასეთ სქართველოში ცხოვრება,მაგრამ ძველ ნაწარმოებებს რომ ვკითხულობ სადაც დიდი ინტერვალია ქალსა და მამაკაცს შორის ძალიან მომწონს

პოსტის ავტორი: მაეასი თარიღი: Mar 5 2008, 08:55 PM

ციტატა(makiki @ Mar 5 2008, 05:29 PM) *

ამ დროში რომ მასე მითხრან მეც გამაჟრჟოლებს შენსავით,მაგრამ მაშინ ამას შეჩვეულები იყვნენ და სხვანაირად ვერც წარმოედგინათ.

არ ვიცი,შეიძლება ვერც შევძლო მასეთ სქართველოში ცხოვრება,მაგრამ ძველ ნაწარმოებებს რომ ვკითხულობ სადაც დიდი ინტერვალია ქალსა და მამაკაცს შორის ძალიან მომწონს

smile.gif
იცი რაა,ბებო ხშირად მეუბნება,როგორი მოწიწება ქონდა ქმრის მიმართ,ზედმეტს არ ეტყოდა,არ შეეპასუხებოდა..რაც ძალიან კარგად მესმის,არის ამაში რაღაც ძველებურად ლამაზი და მომხიბვლელი..მაგრამ დღეს სხვა სიტუაციაა,ქალის სოციალური სტატუსი ბევრად დიდია ვიდრე ადრე იყო და კაცს არაფრით ჩამოუვარდება..რა თქმა უნდა,ეს არ გულისხმობს იმას რომ ქალმა კაცზე ''ვერხი'' მოიპოვოს biggrin.gif ყველაფერში ზომიერებაა საჭირო..
არანაირი ჩაგვრა და დისკრიმინაცია სუსტი სქესისა!!! biggrin.gif

მიჩტაწ ნი ვრედნაო დაა..დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი ისეთ საუკუნეში,სადაც მამაკაცები რაინდები არიან ,ქალები კი ნამდვილი მანდილოსნები.. rolleyes.gif ოღონდ ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე biggrin.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Mar 5 2008, 09:09 PM

makiki
მაეასი
ოცნებას კაცი არ მოუკლავს... არც ქალი biggrin.gif biggrin.gif

პ.ს. თემასთან დაკავშირებით ისაუბრეთ. happy.gif გენდერული თანასწორობის თემაც გვაქვს ფორუმზე 2kiss.gif smile.gif

პოსტის ავტორი: მაეასი თარიღი: Mar 5 2008, 09:21 PM

ციტატა(k@the @ Mar 5 2008, 06:09 PM) *

makiki
მაეასი
ოცნებას კაცი არ მოუკლავს... არც ქალი biggrin.gif biggrin.gif

პ.ს. თემასთან დაკავშირებით ისაუბრეთ. happy.gif გენდერული თანასწორობის თემაც გვაქვს ფორუმზე 2kiss.gif smile.gif

ბოდიში user.gif

რამდენიმე ფრაზა ისე მომხვდა გულზე რომ თავი ვერ შევიკავე biggrin.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Mar 5 2008, 09:26 PM

მაეასი
ჰო, ვერც მე შევიკავებდი და შესაბამისი თემა იმიტომაც მიგითითეთ biggrin.gif
ისიც გენესისისაა სხვათაშორის biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: makiki თარიღი: Mar 5 2008, 09:27 PM

ციტატა(მაეასი @ Mar 5 2008, 09:21 PM) *

ბოდიში user.gif

რამდენიმე ფრაზა ისე მომხვდა გულზე რომ თავი ვერ შევიკავე biggrin.gif

მეც ბოდიშს მოვიხდი,თემის გადახვევისთვის....მაპატიეთ

პოსტის ავტორი: მაეასი თარიღი: Mar 5 2008, 09:40 PM

ციტატა(k@the @ Mar 5 2008, 06:26 PM) *

მაეასი
ჰო, ვერც მე შევიკავებდი და შესაბამისი თემა იმიტომაც მიგითითეთ biggrin.gif
ისიც გენესისისაა სხვათაშორის biggrin.gif biggrin.gif

შესაბამისი თემა მგონი კარგა ხნის მკვდარია,მე არ მახსოვს,ყოველ შემთხვევაში unsure.gif ..და თანაც მაგაზე გაცვეთილი პოსტების წერის სურვილი არ მაქვს,მაგრამ აქ დაწერილმა ძალიან რომ შემაშფოთა იმიტომ გამოვეხმაურე.. biggrin.gif

იმედია ამ ოფებს მიაშლი,თორე შემრცხვა იმდენი ვაოფე biggrin.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Mar 5 2008, 09:43 PM

ციტატა(makiki @ Mar 5 2008, 04:56 PM) *

მე პირადად უცხო ქვეყნის არფერი არ მინდა, არ მომწონს უცხო ქვეყნის წეს-ჩვეულებები რომ შემოდის საქართველოში.ძალიან გული მტკივა ნელ-ნელა ქართულ ტრადიციებს რომ ვკარგავთ sad.gif .ჩემი ნება რომ იყოს,სიამოვნებით ვიცხოვრებდი იმ დროინდელ საქართველოში სადაც ქალები მანდილებით დადიოდნენ და მამაკაცებთან შედარებით დაბალ საფეხურზე იდგნენ.როგორც ვიცი მამაკაცები რომ სუფრასთან იჯდნენ ქალებს იმ ოთახში შესვლის უფლებაც კი არ ჰქონდათ. smile.gif აბა ეხლა მანდილის ტარება რომ აღარ არის "მოდაში"რაღა მანდილოსნები გვქვია??????? 58.gif

ეს ასე საქართველოში კი არა ყველგან იყო, თვით ევროპის ქვეყნებშიც ასე იყო. სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში კი სოფლებში დღესაც ასეა.

შენ თუ ვაჟკაცის დანახვა ან გვერდზე ყოფნა მოგენატრა, იქ უცხოეთი არაფერ შუაშია smile.gif მანდილოსანი კი ყოველთვის შეიძლება იყო უმანდილოთაც, გული და გრძნობაა მაგისთვის საჭირო და არა ნახევარი მეტრო ქსოვილი.

თემაში კი ლაპარაკია, თუ რა შეიძლება მოგვეწენოს სხვებისგან, და თუ რა არ მოგვწონს, მაგის თემაც არსებობს და იქ დაწერე.

პოსტის ავტორი: ზაზა_147 თარიღი: Jan 17 2011, 07:05 PM

სისტემის !!! სისტემის ყველა სფეროში დაწყებული ტრანსპორტით დამთავრებული ჯანდაცვით. ყველაზე კარგი რაც აქვთ სწორედ ეს არის, მოწესრიგებული და კარგად გათვლილი სისტემები, რომელიც ისე აქვთ დახვეწილი რომ შთაბეჭდილებას ტოვებს თითქოს ავტომატურად მუშაობს ყველაფერი.

რაც შეეხება ველოსიპედით საქართველოში მოძრაობას ეს აბათ შორეული პერსპექტივაა ისევე როგორც სხვა სისტემების დანერგვა საქართველოში.

პირველად როცა ჩამოვედი ევროპაში რამოდენიმე თვეში ველოსიპედი ვიყიდე, რამოდენიმე მეგობარს ვუთხარი და ამ ინფორმაციამ ისეთი დაინტერესება და გაკვირვება გამოიწვია ყველა მაგას მეკითხებოდა. biggrin.gif biggrin.gif

პ.ს. რამოდენიმე თვეში მომპარეს კიდეც ჩემი პოპულარული ველო. biggrin.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)