ამ თემის გახსნა რამოდენიმე მიზეზის გამო გადავწყვიტე .
ვფიქრობ საინტერესოცაა...
მე მაქვს ამის პრობლემა და მაინტერესებს სხვისი აზრიც, უმეტესწილად იმ ადამიანების ვინც გარკვეული პერიოდი საქართველოდანაა წასული.
ალბათ დამეთანხმებით გარემო უდიდეს გავლენას ახდენს ადამიანზე, როდესაც სრულიად უცხო გარემოში ხვდები ალბათ არის რაღაც ნიუანსები რაც გარკვეულ გალენას ახდენს ჩვენზე,განსაკუთრებით ყოველდღიურობა და ჩვევები, თუნდაც საუბარი, ქართულად საუბარი.
მაინტერესებს რამდენად სრულყოფილად ინარჩუნებთ ქართული საუბრის მანერას, პირადი გამოცდილებიდან ეს არც ისე ადვილი აღმოჩნდა,
შეიძლება სხვის მაგივრად დავპოსტო?
ბევრს აქვს ეს პრობლემა, მათ შორის შოთკასაც, ჩვენ ფორუმელს, ხანდახან აზრის გაგებაც კი მიჭირს ხოლმე, ისე ამახინჯებს ქართულ სიტყვებს.
ძალიან მწყდება გული ბავშვებო თქვენზე, საშინელებაა როცა ქართველი ქართულად კარგად ვეღარ მეტყველებს. ამის ერთადერთი გამოსავალია ცოტა ხშირად ჩამოხვიდეთ ხოლმე საქართველოში.
ქეთუშა გული მწყდება ამ ზაფხულს რო ვერ მოდიხარ
კიდე ჩემ მამიდაშვილებზე შემიძლია იგივეს თქმა, უკვე 6 წელია ერთი შვედეთში ცხოვრობს მეორე საფრანგეთში და ქართულად ლაპარაკი საკმაოდ უჭირთ. რამდენიმე დღის წინ მეუბნება ერთ-ერთი, ხანდახან ქართული ასოებით ვწერ შვედურ სიტყვებსო ქართულად ზალიან მიჭირს წერა და აღარ ვიცი რა ვქნაო ძალიან პატარა იყო რო წავიდა და ჯერ სკოლაში, შემდეგ კოლეჯში იქ სწავლობდა და... ეტყობა მაგის გავლენაა
კიდე ბიძაშვილები მყავს, რომლებმაც სიტყვაც არ იციან ქართულად ამ თემას ნაკლებად ეხება, მაგრამ მაინც ვწერ იმიტო რო ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეულია...
საშინლად მწყდება გული, როდესაც ქართველს ქართულად სიტყვის თქმაც კი არ შეუძლია თუმცა ამ შემთხვევაში ბიძაჩემია დამნაშავე, ბავშვებისთვის არ უნდა ესწავლებინა მშობლიური ენა?
Qeti
კარგი თემა გაგიხსნია
სიმართლე გითხრათ დღეს ქართულის პრობლემა აღარ მაქვს, მარა ერთი პერიოდი მეც კი, ამხელა ადამიანმა ავურიე. ანუ ახალი ჩამოსული ვიყავი და გერმანულის გაგებაში არ ვიყავი, იდეაში ინგლისურად უნდა მესწავლა და ეგრეც იყო, მარა სამსახური, მეგობრები ყველგან გერმანული მესმოდა და ფაქტიურად ორ ენას ერთდროულად ვსწავლობდი. თან ისიც დავამატოთ რომ ინტერნეტი არ მქონდა და ქართველი ხმისგამცემიც არავინ მყავდა, ოჯახს ვურეკავდი ხოლმე და ის 10-15 წუთი არც არაფერი იყო.
მერე რაღაც დრო გავიდა და ყველაფერი ტვინში თავის ადგილას დაჯდა თან ამდენს ვლაქლაქებ ამ ინტერნეტში და რა დამავიწყებს გამართულ ქართულს
makuna7474
როცა ბავშვებმა ქართული არ იციან, ეგ მართლა მშობლის ბრალია. მაგრამ ძირითადად მე ვისაც ვიცნობ ყველა მშობელი ცდილობს თავის პატარას ორივე ენა ასწავლოს.
მე ჩემს მაგალითზე დავწერ 3 კვირით მომიწია საბერძნეთში წასვლა და მერე ამდენი ხნით თურქეთში და ჯოჯოხეთი იყო ნამდვილი არსაიდან ქართული რო არ გესმის ჯგუფს მოსცილდები და 180 გრადუსით სუ უცხო ენა უცხო გარემო და ნამდვილი ტანჯვა იყო საბერძნეთი კიდე ხო მარა თურქეთი სუფთა წამება იყო როგორია დილით ვიღაც ჭუჭყიანი მოლა გადმოდგება და პატიფონით რაღაცეებს ღრიალებს ყველაზე საშინელი დღეები ჩემს სიცოცხლეში და მაგის მერე დავრწმუნდი კიდევ იმაში თუ რა ძნელია სხვა აღმსარებლობის ქვეყანაში რომ ცხოვრობ მაგაზე საშინელი არაფერია და საქართველოს საზღვარზე რომ გადმოვედი ლამის მიწას ვაკოცე ისე ვიყავი და თან ნათლია რომ მყავს გერმანიაში მისგანაც ვიცი თუ რა ძნელია უცხოე ქვეყანაში 13 წელია უკვე იქაა ასე რომ უფალმა გაგაძლიეროთ ყველა საზღვარგარეთ მყოფნი ყველანი მაგრად მიყვარხართ :*
ბექა.შუხოშვილი†
მადლობა
მიწის კოცნაზე გამახსენდა, ადრე თბილისში მეც მინახია, ვიღაც ჩამოსულა და აი ფეხშველამ გაიარა ან მიწას აკოცა ქართულსო. ხოდა რავიცი საერთოდ თავშეკავებული ადამიანი ვარ და ზედმეტობად მეგონა
მარა დამიჯერეთ რო ჩამოვედი საქართველოში, მეც ისეთი დიდი სურვილი მქონდა ფეხშველას გამეარა, ისევ ჩემი თავშეკავებულობა თორე ვიყავი მაგის ჩამდენი
ვინ რამდენი ხანია რაც წაულია?
Qeti
ეგრეა.
ანუ როცა სწრაფად გინდა რაღაცის ქართულად თქმა, თავში პირველად უცხო სიტყვა მოგდის, რაც შენს ტვინში აქტიურია. მეც არ მომწონს ეგ
ნეოლოგიზმები უკვე თბილისშიც ოხრად გვაქვს "დამამისთქოლებინე", "წავლეთსგოვდეთ", "ავსთენდაფდეთ" და ა.შ. ვეიქში ხშირად გაიგებთ ასეთ ბარბარიზმებს
უბრალოდ ეგ სხვადასხვა მიზეზით ხდება. თუ ემიგრანტები იმიტო იშველიებენ უცხო სიტყვებს რომ მათ ისინი უფრო ხშირად ესმით და საჭიროების შემთხვევაში პირველი ის სიტყვა ამოუტივტივდებათ ხოლმე, აქ მყოფები ამას სხვა განხრახვით აკეთებენ და ესაა შემაშფოთებელი. "ტიპობენ" რო იტყვიან რა !!!
ეეეეეეეჰ, ადამიანს რო მშობლიური ენა გავიწყდება იმაზე საშინელი რა არის ეხლა ვხვდები და უფრო ვრწმუნდები რო ფესვები გენიალური ფილმია!!! მართლა ყველაფერია აღწერილი...
იკითხეთ ქართული ჟურნალები, ლიტერატურა, ან თუნდაც ინტერნეტში მოიძიეთ და ეცადეთ არ დაივიწყოთ მშობლიური ენა....
მანანა
"დამამისთქოლებინე" ანუ ზარი გამაშვებინე
სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს
გამარჯობათ
როგორ ხართ?
gogola
გაგიმარჯოს!
გაგვეცანი ცოტა. საქართველოში ხარ?
k@the
კი ეხლა უკვე საქართველოსი ვარ ერთი კვირაა რაც ჩამოვედი, 3 წელი ვცხოვრობდი ლონდონსი
იცი რა მაინტერესებს ესე მუქად როგორ წერტ სახელებს?
Qeti
ვაიმე დიდი მადლობა ასეტი თპილი სეხვედრისთვის
gogola
მუქად იმიტო იწერება რომ მაუსს ვაკლიკებ მაგალითად შენ სახელზე, სურათის ზემოთ რომ ჩანს.
ისე შეგიძლია პოსტის დაწერის შემდეგ დააჭირო გადახედვა-ს და მერე იქ გამოჩნდება ვორდის ფანჯარა თუ გინახია იმის მსგავსი ღილაკები, ხოდა მონიშნავ მაუსით იმ ტექსტს რისი გამუქებაც გინდა და B ასოს დააჭერ, ხოდა ჩასვავს მერე გამუქებულად გამოხმაურებ-ის დაჭერის მერე.
აუცილებლად შემოგიშინაურდებით
ეგეტ ლამაზ სმაილებს როგორ წერთ?
k@the
დიდი მადლობა
აგერ გამომივიდა უკვე
gogola
არაფრის. ყოჩაღ!
ხო სმაილიკები, ისევე პოსტის გამოხმაურებამდე, ისევ 'გადახედვას' თუ დააჭერ, მარცხენა ველში დაინახავ სმაილიკებს და მათ ქვეშ წარწერაა 'ყველა სმაილიკი', დააჭერ მაგ ლინკს და გამოგიგდებს პატარა ფანჯარას ყველა სმაილიკით რაც ფორუმს აქვს, ხოდა იქ რომელ სმაილიკსაც გინდა დაუკლიკებ მაუსს და ავტომატურად ჩასვავს შენი ტექსტის ველში. გამოქვეყნების მერე კარგად დაინახავ ეგეც სცადე აბა.
http://smile.yes.ge/?page=1
აი კიდე, აქ შეხვალთ და სმაილზე დააწკაპე, მერე დაბლა მოგცემთ ლინქს და გადმოაკოპირებთ აქეთ.
k@the
აქ ყველა იცნობთ ერტმანეთს?
Qeti
ოდესმე შევხვდებით დედამიწა პატარაა )
იქნება თბილისში, მომავალ წელს?
მოკლედ მართალია ტეხავს ოფფები : კაროჩე მე მაგის პრობლემა არ მაქ ცვეტში ვამბობ რო რა დავიწყება რის დავიწყება ტო ვაბშე არანაირად არ მავიწყდება ქართული ენის ბაზარი ტო იმენა ბულბულივით ვჭუკჭუკებ ქართულად....
Qeti
რათქმა უნდა უცხოეთში მყოფი ქართველიბისათვის მართლაც ძნელია ქართული ენის შენარჩუნება !
4 შვილის დედა ვარ და ყველანაირად ვინარჩუნებ ქართულს , ასევე ყველა ღონეს ვხმარობ გამართული ქარულით ისაუბრონ ჩემმა შვილებმაც .(გამონაკლისის გარდა რაც ქეთის თქმისა არ იყოს გარდაუვალია ), ჩვენ კომპიუტერიზაციის ხანაში საზღვარგარეთ მყოფი ქართველები , აუცილებლად უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს მშობლიურ ენას ,თუ არა ჩვენ სხვა ვინ გაუფრთხილდება ?!
მას მერე რაც საუკუნეების წინ გადაასახლეს ქართველები ფერეიდანში და ისინი ინარჩუნებენ თავგამოდებით მშობლიურ ენას , ასევე ქართველი თურქები , ჩემის აზრით ჩვენ ამ თანამედროვე დროში ვალდებულები ვართ ქართული შევინარჩუნოთ .
თავად შენ ქეთი კარგადაგაქვს საქმე და სანერვიულოც არამგონია რაიმე გქონდეს , გარემო მართლა ახდენს გავლენას მაგრამ ჩვენ არ უნდა დავნებდეთ , რადგანაც ქართველები ცოტანი ვართ .
საფრანგეთში , სადაც ჩვენ ვცხოვრობთ ბელგიიდან გადმოვიდა ქართველი ოჯახი მათი ბიჭი ქარულად კარგად საუბრობდა ეს იყო 3–4 წლის წინ , დღეს ქართულად არ საუბრობსო, არც თითონ და არც მისი უმცროსი ძმა . ძალიან დამწყდა გული ეს რომ გავიგე (ისინი ამ ქალაქიდან გადავიდნენ და ამიტომაც არ ვიცოდი). თუმცა , ეგ მათი ბრალი არ არის . ეს მშობლების დანაშაულია ჩემის აზრით !
როცა უცხო ქვეყანაში ცხოვრობს ოჯახი, არაა გასაკვირი ბავშვებს თუ თავიდან იმ ქვეყნის ენას ასწავლიან, რადგან იმ პატარა ბავშვებმა იქ უნდა ბაღში იაროს, შემდეგ სკოლაში და ა.შ.
მე მესმის იმ მშობლის და არ ვამტყუნებ, მაგრამ როცა ბავშვი უკვე ერთ ენას, ასე თუ ისე ტიტინის დონეზე ითვისებს მას პარალელურად ქართულიც უნდა ასწავლოს! აი აქაა მშობლის დანაშაული, რომ ამ სწავლებას დიდი ენერგია და ძალისხმევა სჭირდება და ხშირად, ეს ენერგია მას არ აქვს და საქმეს 'ხვალისათვის' გადადებს ხოლმე.
სანამ საქართველო არსებობს, ქართულ ენას დავიწყება არ ემუქრება!
ჩვენი ასაკის ხალხს არამგონია დაავიწყდეს მშობლიური ენა, რაც არ უნდა უცხო ენით გარშემორტყმულები ვიყოთ. თუ ეს თვითონ არ უნდა რომ დაივიწყოს.
მაგრამ მე ვიცი აქ ქართველი ოჯახები რომლებიც შვილებს არ ასწავლიან ქართულს, რაში გამოადგებათ პრინციპით, სახლში მათთან უცხო ენაზე საუბრობენ.
ორი ენის ერთდროულად სესწავლა არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს პატარა ბავშვისთვის.
მეცნიერული გამოკვლევის მიხედვით, თუ ბავშვი 5 წლამდე ისწავლის ორ ენას ერთდროულად, ორივე ენის დამახსოვრება ხდება ტვინის ერთიდაიგივე ნახევარსფეროში და აქედან გამომდინარე უაქცენტოდ და თავისუფლად შეეძლება მას ორივე ენაზე მეტყველება, ყოველგვარი ერთი ენიდან მეორეზე გადართვის გარეშე.ასევე არანაირი პრობლემა არ ექნება სხვა უცხო ენის შესწავლისა.
თუმცა ზოგიერთი უკვე ამ ასაკის ბავშვებს რამოდენიმე ენის შესწავლას ერთდროულად აწყებინებს. ამან კი შესაძლებელია ქაოსი გამოიწვიოს მათ ტვინში.
ქეთი
სამწუხაროა მაგრამ ემიგრანტ ქართველთა შვილებში თითქმის უკვე დავიწყებას პოვებს ქართული ენა.უმეტზესობას უჭირს საუბარი, ძირითადად ესმით , მაგრამ ვერ საუბრობენ.
ერთმა თინეიჯერმა, რომელმაც მგონი 10 წლის ასაკში დატოვა საქართველო, ისიც კი მითხრა არანაირი სურვილი არ მაქვს საქართველოში ჩასვლისო.
თუმცა ქართულად მშვენივრად მეტყველებს.
iako
რომ გაიარო საქართველოში და გაიკითხო, სამწუხაროდ ბევრი იტყვის: 'ნეტა სადმე წავიდოდე და საქართველოსკენ გამომხედი არ ვარო'.
ის 10 წლის ბავშვი მანამდეც ეგრე იყო გაზრდილი, არაპატრიოტული სულისკვეთებით და ეგ მაგის ბრალია. არ დაიჯეროთ თითქოს საზღვარგარეთი ადამიანს ზნეს უფუჭებდეს, არა მას უბრალოდ ის გაფუჭებული ზნე პიროვნებისა სააშკარაოზე გამოაქ.
ამიტომ ეგ მხოლოდ ემიგრანტების კი არა ქართველების ტკივილია. ესაა არაპატრიოტული, ან მხოლოდ სიტყვით და სადღეგრძელოთი პატრიოტული სულისკვეთება.
ეეჰ...
ჩვენ ჯერ კიდევ გათქვებადი ერი ვართ, ჩვენ ემიგრაცია არ ვიცით და არც ერთმანეთის გატანა...
ჩვენ ბევრი უნდა ვისწავლოთ რუსებისაგან, იტალიელებისაგან, სომხებისაგან, ებრაელებისაგან..
უამრავ ჩვენს მარგალიტს, ჩვენს დას და ძმას ვკარგავთ უცხოეთში, მეორე თაობას უკვე დავიწყებული აქვს საქართველო და ქართული, როცა სხვა ერები უკვე მთელი თაობებია ინარჩუნებენ მეობას!
როგორი თბილია ქართული სიტყვა უცხოეთში გაგონილი, პირველად რომ ვბრუნდებოდი, ბავშვივით მიხაროდა, ვენის აეროპორტში სულ გაბრუძგლა ბევრი ქართველი რომ ვნახე ერთად... ხოლო თბილისი რომ გამოჩნდა, ყველა ქვემოთ იყურებოდა, ჩემს უკან ქალმა თვალებგაფართოებულ და ფითქინა ბავშვს უთხრა: "დედი, ესაა თბილისიო"...
არადა ... ასჯერ და ათასჯერ მეტად გტკივა ქართველისაგან ღალატი და შუღლი, მილიონჯერ გიხარია ყველა მცირე სიხარული... მახსოვს, ქართული პარაკლისი ჩაატარა ერთხელ მამაომ, გოგოები "შენ ხარ ვენახს" გალობდნენ, და უცებ ვიღაც ქალს ტირილი აუვარდა, ძლივს გავაჩერეთ:" მაპატიეთო-ამოგვხედა-ქართული გალობა შვიდი წელია არ გამიგონიაო"... შემაჟრიალა... რამდენი ასეთი ქართველია უცხოეთში, რამდენი ქალი ტირის ჩუმად, რამდენს ყავს შვილი საქართველოში, რამდენ დამცირებას იტანენ, რამდენს უდგანან მოსამსახურედ, დამლაგებლად, მომვლელად...
ერთერთ ქვეყანაში კი გურული წარმოშობის ჯერ კიდევ პატარა გოგონა ვნახე, ცქრიალა იყო, ულამაზესი, შველივით გოგო, საოცრად მღეროდა და ცეკვავდა, და მამამისმა ჩვენ გვითხრა, რომ საქართველოში აღარ დაბრუნდებოდა... ეს მარგალიტიც დაგვეკარგება, ეს ანკარა წყაროც კი უცხო ოკეანეს ისე შეუერთდება, რომ მისგან კვალიც კი არ დარჩება... როგორი საწყენია, როგორი სატკივარი...
და გათიშვა, ღმერთო, არ ვიცი შეიძლება საქართველოშიც იყო და ვერ ვამჩნევდი, მაგრამ უცხოეთი ლაკმუსივითაა, ამოატივტივებს ხოლმე ყველა ნაკლს და ღირსებას, ეს დაპირისპირება და გაუტანლობაა, რომ სასოს მკვეთს... არსად არ მინახავს ასე დაპირისპირება ქართველებში, როგორც აქ... არსად არ მინახავს ასე გაუტანლობა როგორც უცხოეთში... არსად არ ვართ ასე მარტონი როგორც აქ!
რამდენს აურიდებია პირი ქართველს ქართველისათვის... ერთმანეთს ატყუილებენ, აგდებენ, ძარცვავენ, აყაჩაღებენ... ბიჭები ქურდებად და ნარკომანებად გვექცა, ჩვენი გოგოები, ჩვენი საამაყო და ლამაზი გოგონები სულ არაბების და ზანგების საყვარლებად და გერლფრენდებად იქცნენ... ერთადერთი რაც გაგვაერთიანებს არის ეკლესია და ამას უნდა მიხედოს ყველამ, სათვისტომო იქება თუ საელჩო!
"ფესვებს" განგებ არ ვუყურებთ ხოლმე, მერე მთელი დღე აღარ ვართ... იქა ვართ, სახლში... გოგოები ტირიან ხოლმე, ჩვენ ჩუმად ვართ და ვიშლებით მერე... მერე... მერე სულ არ გინდა, რომ უცხო ენაზე დაელაპარაკო ვინმეს, გინდა, რომ შენთან იყო, სოფელში, წყაროსთან, მეგობრებთან, ჩრდილში და შენი სიო გიგრილებდეს შუბლს, შენი ჰაერით სუნთქავდე... შენები გაკლია მერე დღეები, თვეები, ხანდახან წლები ისე გადის, რომ თუ დაურეკავ და მერე აცრემლებულ დატოვებ დედას, და დაუბრუნდები უცხოდ უცხოეთს...
"იმერულ ესკიზებს" ვუყურე ახლა და ეს მაწერინებს, მაპატიეთ ცოტა გაქანება მივეცი ფიქრებს, სულ რაღაც ათ დღეში ვიქნები სახლში და ვერ ვისვენებ უკვე, რა წამოვა მერე იქიდან ისევ...
ჩვენს გულებში რომ საქართველოა, იმას მოვეფეროთ, იმას მივხედოთ და ღმერთიც ძალას მოგვცემს, რომ არც საქართველო შევარცხვინოთ და არც ქრისტიანის სახელი...
მე ხატებთან მაქვს ქართული მიწა, ვინ ვარ და საიდან მოვდივარ, რა გორისა ვარ მახსენებს და ლოცვასაც უფრო გულით ვამბობ ხოლმე---
"ღმერთო სამშობლო მიცოცხლე,
ძილშიაც ამას ვდუდუნებ..."
მოყვასის, სამშობლოს და ღვთის სიყვარული გიმრავლოთ ღმერთმა!
იხარეთ,
კაიროსი!
ჩემი დიდი გულისტკივილი გამოთქვი კაიროსს.
ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი თუ აქ ქართველი ქუცაში პირს აგარიდებდა და გერმანულად დაიწყებდა საუბარს, ეროვნება რომ არ ამოგეცნო.
ამ უცხო ქვეყანაში უფრო შეკრულები და ერთმანეთის გამტანები უნდა ვყოფილიყავით მეგონა, მაგრამ ამაოდ...
k@the
პრობლემაც ამ ბავშვების აღმზრდელებშია და მათ რას დაადანაშაულებ, როცა ყოველდღე ის ესმის, თუ როგორი აუტანელი პირობებია საქართველოში. და არც კი ფიქრობენ მათ ქართულად აღზრდაზე.
მაგრამ მადლობა უფალს არსებობენ მოსიყვარულე ქართველები რომელიც თავის სისხლსდა ხორც არ ივიწყებენ. ქართველი მოძღვრის ჩამოსვლა ნამდვილ დღესასწაულად გვექცა. ეს ერთ- ერთი მიზეზიცაა ჩვენი თავშეყრისა.
KAIROS
გაიხარე, მართლა რამხელა გრძნობაა ჩადებული ამ სიტყვებში
შენი სიტყვები ჩემს ტკივილს ეხმაურება
"კაცმა რომ თქვას,ცაა უდიდესი ნუგეში ამ ქვეყანაზე, ცას რომ ახედავ,უცხო მხარე არ გეუცხოვება ადამიანს,ასე იტყვი,ამ ცას შენი ქვეყნიდანაც შესცქერიან,შენი მახლობელი,საყვარელი ადამიანები და ასე გგონია,ეს მიწა პატარაა და შენ სამშობლომდის სულ ორიოდე ნაბიჯია..."
კ.გამსახურდია
ძალიან კარგი თემაა. მეც გამნიცდია მონატრებული მიწის გემო. საოცარია ქართული მიწა და ჰაერი. ყოველ დილას 5 საათზე მოლა მაღვიძებს და ეს სურვილს მიჩენს კიდე უფრო ძლიერი მართლმადიდებელი ვიყო და მოლის ხმა ჩემი ლოცვით დავრთგუნო.
და გვენატრება სიტყვაც ქართული...,
.... არა მარტო სიტყვა. გული, სული, ღიმილი, განცდა, ემოცია, ტკივილი. ყველაფერი, ყველაფერი, ყველაფერი, რაც საერთოდ ქართულია და მარტო ქართული. ეს არაფერია, რადგან უფალი მხოლოდ ისეთ განსაცდელს გვიგზავნის, რისი დაძლევაც ძალგვიძს. მარტო არასოდეს ვართ, ღმერთი მუდამ ჩვენთანაა. მთავარია ადამიანმა არ დაკარგო შენი მეობა, შენი ფესვები, ტრადიციები და პირველ რიგში სულიერება. სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია, ყველაფრის გაძლება და გადატანა შეიძლება.
ხოო მააი... არ უნდა დაგვავიწყდეი ვისი გორისანი ვაართ!
სხვისი არ ვიცი და მე ეხლა ცოტა ხანი არაა რაც წამოსული ვარ (ეხლა 2 წელია), მაგრამ აი 100 წელიც რომ იყოს ქართული არ დამავიწყდებოდა! მე მაგალითად ეგრევე მახსენდება ხოლმე ფერეიდანი და ფერეიდნელი ქართველები, რომელნიც დღესაც კი ქართულად ლაპარაკობენ! არ დაგავიწყდეთ - ირანში სხვა ენაზე ლაპარაკი უბრალოდ აკრძალულია...
თემა მომწოოონს ყველენაირად ვცდილობთ კარგი ქართულით ვილაპარაკოთ და ნევრები გვეშლება ხოლმე როცა საქართველოში ინგლისურ ჟარგონებს ხმარობენ უკვე ძალიან ხშირად , მაგრამ სამწუხაროდ რამოდენიმეჯერ დავუშვი შეცდომა ქართულ გრამატიკაში
უცხოეთის მიწამ მიჩვევვა იცის და ზოგი იძახის ორი სამშობლო აქვს ის სადაც იმყოფება და საქრ|თველო მაგრამ როგორც ერთია ღმერთი ასევე ერთია სამშობლოცო.კარგია უცხოეტიც მაგრამ საქრთველოს არაფერი ჯობია არც იტლაია არც ინგლისის გარდა ისრაელისა რათA მცახოვარი ისრაელში დაიბადა.საქრთველო არის ამ ქვეყნიური სამოთხე
ქართველი მიდის სმშობლოდან და არც იხედება უკან უმეტესეი ასეა,არ იცოდეს მისიბებიის ბაბუიის ასახლი თუ პეხზე დგას ან მისი ქოხი თუ დაიგნრა ან იქ სადაც დაიბადა და გაიზარდა ნეტა ის ადგილი თუ დგას კიდე ის სახლი სადაც თვითონ გაიზარდა.არ ახსენება ჩუტების ჭუკჭუკი ცეცხლის სუნი სოფელში სუა მინდორში რო იწოოდა
ან გამოცხვარი ხაჭაპური სსუნი მიის ბებია რო უცხობდა სოფელში მზეა რომელიც აფიცხებდა მას შუა ზაპხულში სოფელში.ქართველს ავიწყდება ეს ნატრვა და ეს სულიერი სიხარული როცა იგი მიდის გულით სულით და ხორცით სამშობლოდან
ბევრმმა პატარა ქაღტველმა არ იცის სტიყვა ქართული ილია ანბანი ან აკაკის ლექსი ანმუხრანის მახარობელი ან გალაკტიონ და სხვა ასეთის ულიერი აგნძი რომლიც ჩვენ წინპრებმა დაგვიტოვეეს
მართლა რასაც ნიშნავს 5 წელია რომ არა ვყოფილვარ ჩემს სამშობლოში, ჯერ და მაგრად მენატრება ქართული ყველაფერი. სულაც ამ ქართული საუბრით დავიწყებ, რომ თუ აქ სადმე ჯერ და ქართველებს და მერე ქართულ საუბარს შევნიშნავ ხოლმე, რატომღაც მიხარია ხოლმე ქართულ საუბარის მოსმენა.
მეც კიდე ოჯახში რომ ქართულად არ ვლაპარაკობდე და ანდა ქართულ საითებში (მართმადიდებლურ ფორუმში ანდა სხვა ქართულ საითებში) რომ არ შემოვდიოდე ალბათ მეც დამავიწყდებოდა მშობლიურ ენაზე წერა-კითხვაც და საუბარიც, რაც სამშობლოს ღალატად ჩამეთვლებოდა.ღმერთმა დამიფაროს.
ხოლო და მე მიყვარს და მენატრება ჩემი მშობლიური(ქართული) ყველაფერი. ხოდა თუ რამე ვიცი მშობლიურის მხრიდან, არაფრის დავიწყებას არ დავაპირებ.
სალამი ყველას. მეც 7 წელია უცხოეთში ვარ. მაგრამ ხშირად ვახერხებ ჩამოსვლას და ამით ვანელებ იმ უუუუუუუდიდეს მონატრებას რაც ჩემში ბუდობს. გაიხარეთ
Marabella,
გეთანხმები,მართალი ხარ იმაში რომ თუ ძალიან ბავშვი არ ხარ მშობლიური ენა არ დაგავიწყდება. ჩემი ბავშვები პატარები იყვნენ აქ რომ ჩამოვიდნენ (14 წელია უკვე),ქართული არ იციან მეთქი ვერ ვიტყვი,მაგრამ არის სიტყვათა რაოდენობა რომლებიც არ ესმით,ძირითადად აბსტრაქტული ცნებები ამისათვის კი კითხვაა საჭირო ბევრი,მაგრამ აქაურ სინამდვილეში შეუძლებელი შეიქმნა ყველაფრის "მოვლა",სამწუხაროდ..
ქართველმა ბავშვმა რომ ქართული ენა არ იცის ეს რა თქმა უნდა მშობლების სირცხვილია.
ვცხოვრობ ამერიკაში და ვიცი რამდენიმე ოჯახი რომელსაც დიდად არ აღელვებთ მათი შვილი რა ენაზე საუბრობს, მათთვის მთავარია შვილმა წარმატებით გაიკვალოს გზა ცხოვრებაში, ამაში კი ვერანაირად ვერ დავეთანხმები, მარტო მომავალი სამსახური, განათლება და თანამდებობა ხომ არაა ყველაფერი.
ერთ ამბავს მოგიყვებით.
რამდენიმე ოჯახს, რომელთა შვილებიც ერთად დადიოდნენ სკოლაში, მშობელთა შეკრებაზე მოუწიათ წასვლა. წინასწარ მიიღეს შვილებისგან გაფრთხილება, არ გაბედოთ და ქართულად არ დაილაპარაკოთ, სირცხვილიაო, მათაც დაუჯერეს და ერთმანეთთანაც მხოლოდ ინგლისურად საუბრობდნენ.
როცა ჩემი გაკვირვება და აღშფოთება გამოვთქვი ასეთი პასუხი მივიღე:
აბა რა გვექნა ბავშვებს უხერულ მდგომარეობაში ხომ არ ჩავაყენებდით და ხომ არ შევარცხვენდითო.
გული მეტკინა უზომოდ, ვუთხარი კიდეც. თქვენი ბრალი ყოფილა თუ შვილს ქართული ენა უხერხულობას უქმნის, თავად თქვენ უნდა გრცხვენოდეთ რომ ხელს უწყობთ შვილების გადაგვარება- გადაჯიშებას. ადამიანი, რომელმაც საკუთარი ენა, საკუთარი ქვეყანა და საკუთარი ფესვები დაივიწყა არავის არ სჭირდება და ვერასოდეს შეძლებს სიკეთის მოტანას ვერც საკუთარი თავისთვის და ვერც იმ ქვეყნისთვის სადაც ცხოვრობს თქო. მგონი გავანაწყენე, მაგრამ ვერ მოვითმინე და ვთქვი ის რასაც ვგრძნობდი.
საქართველოდან ისრაელში წასული ებრაელები, (მაქვს რამდენიმესთან ურთიერთობა და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ) დღესაც ქართულ ენაზე საუბრობენ. ერთმანეთთან უფრო იმიტომ გვიხარია შეხვედრა, მშობლიურ ქართულ ენაზე საუბრის საშუალება რომ გვეძლევაო. ქართულად საუბრობენ, ქართულად მღერიან და უზომოდ უყვართ საქართველო. აქ ჩამოსვლის შემდეგ მივხვდით, რომ საქართველო ჩვენი უპირველესი სამშობლოაო და ყველანაირად ვცდილობთ ივრითთან ერთად ჩვენს შვილებს ქართული ენის ცოდნა და სიყვარული ჩავუნერგოთო.
მართლა გულით მიხარია ასეთ სიტყვებს რომ ვისმენ.
და თუ ებრაელები გრძნობენ, საქართველოს და ქართული ენის მადლს, ჩვენ ნამდვილ ქართველებს რა ღმერთი გაგვიწყრა, რომ გვესირცხვილება საკუთარ ენაზე საუბარი.
(ყველა ქართველი არ მყავს მხედველობაში, აქ ერთეულებს ვგულისხმობ. ისე კიდევ კარგი, რომ ერთეულები არიან და არა ასეულები, მაგრამ ასე თუ გაგრძელდა ათასეულებიც გახდებიან და რამდენიმე წლის შემდეგ უცხოეთში წასული ქართველების უმეტესობა ვერც გაიხსენებს სადაა მისი ნამდვილი ფესვები და რა ენაზე საუბრობდნენ მათი წინაპრები.
გულსატკენია და უფრო მეტად შემაშფოთებელი.)
ღმერთი გფარავდეთ.
როგორ ხართ? მეც მენატრება სიტყვა ქართული...
მიყვარხააართ!!!!!
"როცა სიცოცხლე ასე ნავარდობს..."
გაიხარეეეთ!
გამარჯობა საქართველო!!!
ეხ მართლა რა ძნელი ყოფილა საქართველოსთან განშორება.
მენატრება ყველაფერი ქართული. ქართველთან პირისპირ ლაპარაკი მენატრება, ქარტული ურთიერთობა მენატრება თქვენ მენატრებით მიუხედავად იმისა რომ არ გიცნობთ!!!
მართლაც ლამაზი ფორუმია!!! გაიხაროს ამის დამაარსებელმა და გმერთმა დალოცოს
მეც საქართველოდან შორს მყოფი ქართველი ვარ და აქედან გესალმებით!!!
ქართულად ლაპარაკი არც მაინცდამაინხც არ მიჭირს ჯერ კიდევ მიუხედავად იმისა რომ 20 ივნისის სჰემდეგ გერმანიაში ვარ. მაგრამ მონატრება...
გალაქტიონის ერთი ლექსი გამახსენდა
"გამარჯობა აფხაზეთო შენი
ლურჯო მთებო თეთრო სანატორია,
მენატრება მზე სინათლის მფენი
მენატრება ზღვა რომელიც შორია,
მომაგებე მე იგივე პალმა
როს ოდესღაც მშვენიერმა ქალმა
გადიწერა ჩუმად ლექსი ჩემი,
მომაგებე მშობლიური გემი,
მომაგებე მშობლიური მიწა
შენი ძველი მეგობარი მიცან...
ლამაზი ლექსია
აბა გმერთი გფარავდეთ
ქართველი
tornike20
ღმერთმა გაგახაროს ქართველო!
ერთ მიწაზე დავაბიჯებთ და გულითაც ერთ მონატრებას ვატარებთ თურმე!
გაიხარე თორნიკე, მეც ქართველების მონატრებამ მომიყვანა ამ ფორუმზე, ქართველების სიყვარულს და სითბოს ვეძებდი და ვიპოვე კიდეც.
შენც გეპოვნოს და დარჩენილიყავი ჩვენთან!
6 თვეა შორს ხარ და ეხლა უნდა გქონდეს წესით ნოსტალგიის პიკი. ასე ვიყავი მეც დ მერე ხან გამინელდება, ხან ისევ მომეძალება.
იმედია კარგად ხარ და გვასახელებ სადაც ხარ!
დაგლოცოს და გაგაძლიეროს უფალმა!
სადაც ვარ იმ ქალაქში ერთი ქართველი თუ მაინც არის მაშინ არანაირი პრობლემა არ მაქვს
tornike20
უკვე მესამე თვე მიილია
არ მინახია ჩემი ქვეყანა
მომნატრებია ჩემი სამშობლო
ჩემი კუთხე და ჩემი ტერასა,
მე კი აქა ვარ სხვის ქვეყანაში
ვზივარ და მახრჩობს ფიქრების მასა
ყველაფერს თავის დრო და აზრი აქვს
უნდა გავუძლო ამ დაბლაცემას,
დიდი ხანია აღარ მინახავს
სიზმარში ფრენა და აღტაცება
ყოველღამ ვცდილობ თავი დავახსნა
ქვესკნელის უფსკრულს და გამოცანას.
სალამი ყველას! როგორ ხართ? ეს აქ ჩამოსვლიდან 3 ტვის მერე დავწერე.
გკოცნი გეხვევი ცჰემო საქართველოოოოო!
ფორუმელებო გილოცავთ დაგვიანებით გიორგობას!
აბა გვფარავდეს ღმერთი
tornike20
ვტირი, ეს უნდოდა კიდე ჩემს ნოსტალგიას... საქართველოში მინდა, ბაგრტის ზარების რეკვა მინდა გავიგონო, ეს მოლა დამჩხავის ყოველ დილას და წამლავს ისედაც შერყეულ ფსიქიკას, დავიღალე დავიღალეეეეეეე
tako@tako
ეჰ მეც ბევრჯერ მინატრია ზარების ხმის გაგონება. იცოცხლე.
ღმრთის მადლით ყველანი გავუძლებთ ამ დროებით განშორებას ჩვენ ტკბილ საქართველოსთან!!!!
იცოცხლეთ
"წვიმს ნერვებს თხრის
შლის მონატრებას მზის
იწვიმებს ბოლომდე თვის
მინდა დანახვა მზის!
ცივა თან ქარი ქრის
ვუსმენ მუსიკას სხვის
მინდა გაგება მყის
სამების ზარის ხმის!"
ესეც 2 დღის წინ დავწერე:)
აბა როგორ ხართ ფორუმელებო?
რა სამწუხარო იყო, ქართველებისგან 25 დეკემბრისთვის საშობაო მისალოცები მივიღე,თანაც, აქაურ, უცხო ენაზე დაწერილი. აბააა რა ძნელი ასატანია.
Eliko
მართლა არ არის მისასალმებელი, უცხო ენაზე ხომ მთლად ბეზ პრედელია... ეჰ, გასვეტდა ხალხი რას იზამ. ახალი წელი კიდევ შეიძლება, მაგრამ ქართულად დაწერა უტყდებათ ალბათ.
staywhite
საქართველოში ნამდვილად არ გამიგზავნია მაგრამ აქ კი ავღნიშნავ ამათთან ერთად, და საჩუქრებიც და greeting card ებიც გავაგზავნე, გერმანიაშიც სხვათაშორის ...
ენას რაც შეეეხება აქ რომ ვწერ ნებისმიერ card ს ერთ გვერძე ყოველთვის აუცილებლად ქართულად ვაწერ და სხვათაშორის ძალიან მოწონთ იტალიელებს განსაკუთრებით ...
აბა რა ქეთევან, ისიც თანამემამულეს რატომ უნდა მიწერო სხვა ენაზე.
მენატრება ჩემი ქვეყანა, ჩემი საქართველო....
და კიდევ
15 წელია რაც წასული ვარ... წელს ჩემი მშობლები სამუდამოდ დაბრუნდნენ საქართველოში. მე აქ ვსწავლობ, მოვრჩები თუ არა ეგრევე... წელს ვიყავი ჩასული (5 წელი სულ არ ჩავსულვარ)... სულ ზაფხულობით ვახერხებ ხოლმე და გაზაფხული მენატრება საქართველოში...
თათი87
სიტყვები ზედმეტი რომაა, ამიტომაც ვარ ჩუმად. რა ვუთხრა.
ქართველებო ალბათ დრო იმისა რომ უყუროთ ქართულ ფილმებს უსმინოთ ქართულ სიმგერებს თითქმის არ გაქვთ .....მე ვფიქრობ ქართული გარემოს და ატმოსფეროს შექმნა დაგეხმარებათ ნოსტალგიის ქანსაქარვებლად ცოტათი , მითუმეტეს ახლა უკვე ინტერნეტი თითქმის ყველა ოჯახშია და მე ვიცი ბევრს ძალიან ეხმარება თუნდაც კომუნიკაციის ასეთი კარგი საშვალება რომ არსებობს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ და მალე დაგაბრუნოთ სამშობლოში)))))
ქეთი.
Маиа
მოგესალმებით
დაგეთანხმებით , რომ გარემო ადამიანზე უდიდეს გავლენას ახდენს, მაგრამ
ვფიქრობ ქაღველებს უძლიერესი გენი და გაკაჟებული ხასიათი აქვთ, სადაც არ უნდა წავიდნენ
არასოდეს არ დაივიწყებენ მშობლიურ ენას, მშობლიურ კერას, მიწა - წყალს.
უამრავი მეგობარი მყავს გადახვეწილი საზღვრებს გარეთ, მაგრამ არავის არაფერი არ ავიწყდება.
ვისაც უნდა, რომ დაავიწყდეს, იმას დაავიწყდება.!! ადამიანებს კი არასოდეს არაფერი არ ავიწყდებათ!!!
მადლობთ..გილოცავთ ყველას, სრულიად საქართველოს დამდეგ ახალ წელს,
გვიყვარდეს ერთმანეთი.
ცოტა ხნის წინათ აღმოვაჩინე ეს გვერდი და სიმართლე გითხრათ ძალიან გამიხარდა,მეც ერთ ერთი თქვენგანი ვარ,ვისაც ეს მთელი კითხვები გულს უღრღნის და ახსნას ვცდილობ....
ბავშვობის ასაკში დავტოვე სამშობლო,წამოვედი და ჩემი ყველა ტკბილი ბავშვური ოცნება და სიხალისე მანდ დავტოვე...
ძალიანაც დარწმუნებული ვიყავი რომ უცხო გარემო ჩემზე ვერავითარ გავლენას მოახდენდა,მაგრამ შედეგს დრო ნელ ნელა გაჩვენებს....რამდენიმე წელი ისე გავიდა ქართულად მხოლოდ საღამოობით 20წუტი ვლაპარაკობდი და პირველი გრძელი სატელეფონო საუბარის შემდეგ ჩემ მშობლებს მართლა შეაშფოთა ჩემმა ქართულმა და მის შემდეგ ყოველ დღე მეხმიანებოდნენ და დიდი ხნით მელაპარაკებოდნენ და ეს ძალიან დამეხმარა,ამიტომაც ძალიან გახარებული ვარ,მაგრამ ზოგჯერ მაინც ვხვდები რომ რაღაც სწორად არ გამომდის გამოთქმები და მე ეს ყველაფერი პირადად ძალიან მაშფოთებს...
ეს ყველაფერი გარემოს და ენის რთული სტრუქტურის ბრალია...
ბევრი ქართულად კითხვა და ბევრი ქართულად ლაპარაკია ამ ყველაფრის წამალი
მე დავბრუნდები და დავიბრუნებ იმ მონატრებულ სითბოსა და სიყვარულს!!!
monatrebuli fee,
კეთილი იყოს შენი შემოსვლა ამ ფორუმზე ღმერთმა გაგაძლიეროს , კარგად გამყოფოს და იმედი ნუ მოგიშალოს, გაიხარე
staywhite,
გაიხარე
დღეს სევდამ და მონატრებამ თავი შემახსენა და აქ შემოვიჭყიტე
მენატრება ქართული სიო,სუნი ნამიანი ბალახის,მზე...
იქ ყველაფერს სხვა ფერი აქვს,იქ ყველაფერი ჩემია...
როდის მოვა ზაფხული რომ საქართველოს მიწაზე ფეხის დადგმა მეღირსოს...
monatrebuli fee
კეთილი იყოს შენი შემოსვლა
იმედია მალე დაბრუნდები
შენც და ყველა ჩვენი ენიგრანტი...
ღმერთმა მოგცეთ ძალა და გაძლება იმ ტკივილისა რასაც თქვენ იტანთ!
მაეასი,
დიდი მადლობა ასეთი თბილი მიღებისთვის,
მე აქ ვიპოვე რასაც ამდენი ხანი ვეძებდი, სითბო, სიყვარული, ურთიერთგაგება, თანადგომა, ადამიანურობა.
გმერთს მადლობა ამ ყველაფრისთვის, უფალმა იცის რა დროს რა გვჭირდება და უიმედოდ, უნუგეშოდ არასდროს გვტოვებს!!!
გამარჯობა ემიგრანტებს
ქართულს რა დამავიწყებს.. 24 საათი ყ ჭ წ რომელ სიტყვაშიც არის (და ასეთი სიტყვები ბლომად გვაქვს) ყველას ვამეორებინებ უცხოელებს (მათივე თხოვნით). იმედი მაქვს მალე ქართულად მოლაპარაკე არაქართველ ხალხს ბლომად ვიხილავ
შენს ენაზე რომ გელაპარაკებიან სულ სხვა გრძნობაა ... ეჰ
cisperi
ღმერთმა გაგიმარჯოს!
ჩემს ნაცნობებს თბილისის სურათი ვაჩვენე და ეს რა მდინარეაო? მთელი დღე იმეორეს და 'მტკვარი' ვერ ვათქმევინე
monatrebuli fee
გამარჯობა,კეთილი იყოს შენი ფეხი ფორუმზე
sofi89
ჰო გული მემგონი ყველა ჩვენგანს შეტკივა ამ საკითხზე...
მაგრამ ჩემს შემთხვევაში ისე იყო რომ 2წელი ძალიან იშვიათად მიწევდა ქართულად ლაპარაკი და ეს რაგაცნაირად მაინც აისახა ჩემს მეტყველებაში,სიტყვების ძებნა მიწევდა ზოგჯერ ანდა აზრს შესაბიმისი სიტყვებით ნორმალურად ვერ გამოვხატავდი,ნუ ლამაზად ფორმულიერება მიჭირდა,ძალიან მრცხვენოდა და განვიცდიდი ამ ყველაფერს,მაგრამ ახლა ჩხიკვი ვარ ჩემების დამსახურებაა ჩემი გონების კვლავ გამოცოცხლება
რამე სტატისტიკა არსებობს რამდენი ფორუმელია ემიგრანტი და ვინ საიდა შემოდის ხომ არა დაგვეპოსტა აქ ჩემს გარდა ვიცი რომ კიდე ერთი ფორუმელი შემოდის ბელიკა ისრაელიდან.
შოთა
აქ უმრავლესობა ჩემი შეტყობით გერმანიიში არის მე კი თურქეთში ვარ.
monatrebuli fee
შენ ჩხიკვი კი არა კარგი პიროვნება ყოფილხარ
შოთა
ვწუხვრ რომ შენი საქართველოში ყოფნის პერიოდში ვერ ჩაგეხუტე ძმურად მე რო ვიცი ისე
წავიკითხე აქ, რამდენიმე პოსტი,და ამ დროს კარიბჭეში წაკითხული გამახსენდა, ციტატა:"განა ჩვენს სინამდვილეშიც მრავლად არ არიან ქართველი ქალები,რომელნიც სოლომონ ლეონიძის მეუღლის - სოფიოს დარად ფიქრობენ - "უცხოობაში რაა სიამე",მაგრამ ოჯახისა და შვილების კეთილდღეობისათვის ტოვებენ საკუთარ კერიას და უცხოეთის ცისქვეშ მყოფნი დედის მარილიან ცრემლში ამოვლებულ ,მაგრამ უსაზღვრო სიყვარულით გაჯერებულ ტკბილ ლუკმას უგზავნიან მათ.
დედა ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში ისევ ქართველმა ქალმა - დედამ უნდა იკისროს მისია დრო-ჟამის დაუნდობელი სრბოლისაგან მტვერწაყრილი ძვირფასი სულიერი ფასეულობებისა და ტრადიციების აღდგენისა."
პ.ს. თვენდამი დიდი მონატრებითა და სიყვარულით გიორგი (ხორნაბუჯელი).
ხო, ამ ბავშვებს, რომ უყურებ ხვდები, რომ ქართველები არიან და მალე სამუდამოდ დაიკარგებიან საქართველოსთვის და თვითონაც დაკარგავენ სამშობლოს. გეცოდებიან
fatmani
კეთილი იყოს შენი ჩვენთან მოსვლა
საქართველოში არ ხარ?
ენა, მართლაც პრობლემაა ამ ბავშვებში და ეს მშობლის ბრალია.
სალამი ყველას... მუხრან მაჭავარიანი იცით რას ამბობს?-ნახავთ სომეხს, არ იცის სომხური, მაგრამ სომეხია, ნახავთ რუსს, არ იცის რუსული, მაგრამ რუსია... მაგრამ ნახავთ ქართველს, არ იცის ქართული და არ არის ქართველი!.... ასე რომ ქართველებო პირველ რიგში სწორედ ჩვენი ენა უნდა შევინარჩუნოთ, თორემ ქართველისთვის ენის დაკარგვა ქართული სულიერი ფასეულობების დაკარგვას ნიშნავს, რადგან მის გარეშე ვერც ქართულ კულტურას გაეცნობა, ვერც ისტორიას და რაღა ხარ მერე თუ ესენი არ იცი... და კიდევ, მართლა ძალიან ძნელი ყოფილა სხვა აღმსარებლობის ხალხთან ცხოვრება, და იცით რატო?-თურმე ყველაზე დიდი სიყვარული და მადლი მართლმადიდებლებშია...
აბსოლუტურად მარტალი ბრძანდებით სალომე!
ჩვენი ეკლესიაც ზუსტად მაგას გვასწავლის!
''მტრობა ენისა არს მტრობა ერისაო!''-მართალი ილია ჭავჭავაძე.
ქეთუ
irini
კეთილი იყოს შენი ჩვენს ფორუმზე მოსვლა
გეთანხმები, ქართულად საუბარი ძალიან მნიშვნელოვანია ენის არდავიწყებისათვის.
შენ სად ხარ?
ოთხი თვეა რაც წასული ვარ საქართველოდან და ძალიან მენატრება საქართველო შინაგანად, რა დამავიწყებს ქართულს, ხანდახან ინსტიკტურად ვლაპარაკობ ქართულად და მერე მახსენდება რომ არ ესმით
tako
ენას რა დამავიწყებს, რა სისულელეა მაგრამ სხვანაირი ინტონაციით დავიწყე ლაპარაკი
გამარჯობათ ქართველებო,
ჩემო ლამაზებო კარგებო უსაყვარლესებო...ნეტავ იცოდეთ რა ბედნიერები ხართ რომ იმ ქვეყანაში ხართ სადაც თქვენი წინაპრების სასაფლაოებია. იმ მიწაზე დგახართ სადაც ბევრი ოცნებობს რომ იდგეს, იმ ჰაერს სუნთქავთ რომლის გარეშეც ჩვენ არ შეგვიძლია გაძლება...ამ ფორუმის დამაარსებელს მინდა უღრმესი მადლობა გადაუხადო რათა ამ ტკივილს და იარას ცოტათი მაინც გვიქარწყლებს. ეს მხოლოდ სიტყვები არ არის, ამ სიტყვებში ბევრი რამ იგულისხმება მატ შორის კი ყველაზე დიდი რაცაა სიყვარლია და მინდა ეს სიყვარული თქვენ გაჩუქოთ...არ გიცნობთ არც მე არცერთს აქ ვინც აქტიურობთ მაგრამ ჩემი თავი შემოგევლოთ ძალიან მიყვარხართ.
მეც ასევე საქართველოდან უსაზღვროდ შორს ვარ... თითქმის აქ გავიზარდე 8 წელი გავიდა უკვე და დღემდე ვოცნებობ რომ იმის საშველი დადგეს რომ სამუდამოდ მანდ ჩამოსვლა შემეძლოს...სულ 17ი წლის ვარ სადცაა 18ის გავხდები და ყველაზე კარგი წლები რაც კი არსებობს ამ ჯოჯოხეთსი გავატარე. 8 წელია...8 წელი და დღემდე ვერ შევეგუე აქაურობას...იყო კი პერიოდი როცა მავიწყდებოდა ქართული მაგრამ თავს ძალა დავატანე რომ არ დამვიწყებოდა..არც წიგნები მქონდა აკ ქართული მაგრამ ღმერთს მადლობა რომ ეს კომპიუტერი მაინც არსებობს. ინტერნეტიდან დავიწყე წიგნების და მოთხრობების კითხვა ხან და ხან კი ფორუმებზე შევდიოდი და საინტერესო თემებს ვკითხულობდი. ნელ ნელა კი უფრო გავაუმჯობესე ჩემი ლექსიკონი რადგან მოვინდომე. ხალხურ სიმღერას დედა მასწავლიდა და პატარაობაშიც ცეკვაზე დავყავდი ამიტომ ამ ყველაფერმა ჩემში უფრო დიდი სიყვარული გააღვიძა, დღეს დღეობით კი მე და ჩემი და უფრო და უფრო მეტ ხალახურ სიმღერას ვსწავლობთ და მემგონი არც თუ ისე ცუდი გამოდის. ღმერთმა იცის როდის ჩამოვალ სამუდამოდ მაგრამ ვეცდები ეს ყველაფერი მალე მოხდეს. თქვენ ვინც საქართველოში ხართ ვერ გაიგებთ რამხელა ტკივილია როცა ქართული საუბარი გენატრება ქართული მიწა ჰაერი წყალი მთები... უბრალოდ ეს გრძნობა სიტყვით აუგწერელია...ძალიან გული მტკივა როცა ქართველები იძახიან " ერთი სული მაკვს საქართველოდან წავიდე, აქ არასდროს იქნება კარგი ცხოვრება" განა სხვაგან არის კარგი ცხოვრება? არ არის ჩემო კარგებო კარგი ცხოვრება არსად. არ არის დამიჯერეთ. ყველგან რაღაც გიშლით ხელს და რაღაც გაკლიათ ცხოვრებაში რის გამოც ბედნიერები ვერ იქნებით. გაჭირვება ყველგანაა მერწმუნეტ არის ნებისმიერ ქვეყანაშია გაჭირვება მაგრამ სიყვარული და რწმენა რომ არა ვერაფერს გავხდებით. ეს გაჭირვება უნდა გავიტანოთ სიყვარულით და დავამარცხოთ ბოროტი რომელიც გვებრძვის, ბოროტსაც ეგ უნდა...აურზაური ჩვენს შორის. მხოლოდ სიყვარულით თუ ვაჯობებთ. ამ ქვეყანაზე სადაც მე ამჯამად ვიმყოფები ყველა მეუბნება " რა ბედნიერი ხარ ქეთი რომ მანდ მოხვდი" კი გეთანხმებით ყველაფერი კარგია აქ მაგრამ ჩემი გული და სული აქ ვერ ისვენებს, მუდამ ნოსტალგიაში ვარ მუდამ ვტირი რადგან მართლა დავიღალე, ადამიანები ადამიანებს აღარ გვანან...საზიზღარი შესახედია ნამდვილად გულის ამრევია და შემზარავია რომ დღევანდელი თაობა უარესობისკენ მიდის.
მემგონი ძალიან გამიგრძელდა...ძალიან მიყვარხართ ყველანი და იმედია ყველა ემიგრანტი ვინც დაახლოებით ჩემნაირად განიცდის ამ ყველაფერს, მალე ჩამოვა და იცხოვრებს გაბრწყინებულ საქართველოში.
საქართველო გაბრწყინდება და მაგაში ეჭვი არავის შეეპაროს.
უფალი გფარავდეთ! ამინ !
Qeti...
welcome ქეთი
Qeti...
ღმერთმა მალე მშვიდობით დაგაბრუნოს სამშობლოში.
Qeti...
კეთილი იყოს შენი შემომატება ქეთი
დამიჯერე, კიდევ ბევრი ლამაზი წელი გელის ცხოვრებაში და კარგად მესმის რაზეც საუბრობ. რომელ ქვეყანაში ხარ?
კეთილი იყოს შენი შემოსვლა ფორუმზე.
ნოსტალგია მეც გამომიცდია. ალბათ ბევრი უცხოეთში მცხოვრები ქართველის მეგზურია. ვიცი მეც გერმანიაში ვცხოვრობდი და ხშირად განვიცდიდი სამშობლოდან შორს ყოფნას. მაგრამ ცოტა პოზიტიურადაც შეხედე მანდ ცხოვრებას. ძალიან ბევრი დადებითი მხარე აქვს. ამას მერე წლების მომატებასთან ერთად დააფასებ.
ღმერთმა გაგაძლიეროს!
გაიხარეთ k@the კანადაში ვიმყოფები
iako
ეგეთი ადვილი რომ იყოს პოზიტიურად შეხედვა კარგი იქნებოდა მაგრამ არ არის ადვილი სამწუხაროდ. ძალიან ძნელია მართლა მაგრამ იმის გამო ვჩერდები აქ რომ დავამთავრო, ჩავაბარო და მალე წავიდე აქედან. საქართველოში რადგან არ ვცხოვრობ განა არ ვიცი როგორ ჭირს მანდ უბრალოდ მანდ უკეთესი სიტუაციაა იმ მხრივ რო მარტო არ გრძნობ თავს და ყველა თავს გევლება. ქართული გესმის ყველგან და ქართულ მიწაზე დგახარ. ამაზე მეტი საჩუქარი ღმერთისგან რა გინდა? რავიცი აბა მეტი რა გითხრათ შეიძლება ვცდები ბევრ რამეში მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან ასე ჩანს.
ქეთი სხვა თემებშიც გააქტიურდი, მოგვიყევი კანადაში ქართველები როგორ ხართ, რას აკეთებთ, გვაქვს თემები უცხოეთში მყოფ ქართველებზე )
[თურქეთის ქართული მოსახლეობა] "უკეთესად ვივაზირებთ, ანუ ვილაპარაკებთო.
წინდაწინ ასე იყო, სახლში ქართულად ვაგნებდით"
მრავალმა წელმა ჩაიარა.
ვკითხულობ საკუთარ პოსტებს და ნელ-ნელა ვაანალიზებ რომ უზარმაზარი ისტორია არის შენახული. ისტორია ჩვენი ურთიერთობის, მეგობრობის, აზრთა და პიროვნებათა ტრანსფორმაციის.
ჩემი ზოგიერთი პოსტი 10 წელზე მეტის ხნის არის, ასეა სხვების პოსტებიც, ეს არის ჩვენი ისტორია, რომელიც ამ ელექტრონულმა გვერდებმა შემოგვინახა. ძალიან საინტერესო და ნოსტალგიურია ყოველივე ეს.
თვითონ ეს თემაც 2007 წლის 15 აგვისტოს გახსნა ალბათ ფორუმის ყველაზე დრამატულმა, უცნაურმა და საიდუმლოებით მოცულმა იუზერმა.
ახლა, ამდენი წლის შემდეგ, მეც საზღვარგარეთ ვცხოვრობ და ნაწილობრივ აქტუალური ხდება ამ თემის შინაარსი.
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)