ვფიქრობ, რომ ასეთი თემა საჭიროა განყოფილებაში...
გავუზიაროთ ერთმანეთს ახალ-ახალი ინფორმაციები ქართველების მონაწილეობით,
ქართველების მიერ/ ან საქართველოს საპატივსაცემოდ,
საზღვარგარეთ მოწყობილ სამეცნიერო თუ კულტურულ ღონისძიებათა შესახებ.
ხოლო შემდეგ, ვისაც ხელი მიგიწვდებათ, შედეგების მოკლე შეჯამებაც აქვე ვიხილოთ
აბა იაქტიურეთ...
რაღაც ინფორმაციები მეც მაქვს და დავწერ მალე...
კატ,
ეკლესიაში მომცეს რაღაც ბროშურა ქართული "შეხვედრების", კონცერტების და რა ვიცი, ათასი ამბების შესახებ. დარწმუნებული ვარ სადღაც მაქვს კიდევ და დავწერ მერე (უახლოეს მომავალში ).
კაი თემაა
ვიწყებ
Georgishe Kulturwoche Mai-Juni 2008, ქართული კულტურის კვირეული , ფრანკფურტში NordWestZentrum-ში გაიხსნა დღეს.
23-26.05 ქართული ტრადიციული ხელნაკეთობები, 18:00-20:00, მონაწილეობის მიღება ღირს 30 €, შედის საჭირო მასალებიც.
NordWestZentrum, TITUS-FORUM, Foyer,
Wallter-Möller-Platzt 2,
60439 Frankfurt am Main
(*სადაც მისამართი არ იქნება მითითებული, იგულისხმება ზემოთ დაწერილი მისამართი)
23.05
19:00 საქართველო გეპატიჟებათ, ავთანდილ გურგენიძის სლაიდშოუ, შესვლა უფასო
19:00 ქართული ცეკვები და სიმღერები, ალსაბლი "მერანი" და "საგალობლები". ფასი 15 €.
20:00 ეგვიპტე და კოლხეთი - იდუმალი პარალელები, გიორგი ბანძელაძის ვიდეოჩანაწერები, უფასო.
23:00 თემო რცხილაძის დისკოთეკა, 8€
Disco Club X.O.,
Kleine Rittergasse 14-20,
(Paradieshof), 60594 Frankfurt/Alt Sachsenhausen
(*გავაგრძელებ)
24-25.05 ქართული ცეკვის სემინარი , საკონტაქტოდ დაუკავშირდით mario.hecker@lag-tanz-hessen.de
27.05 ქართული სამზარეულო, რესტორანი KRETA, tel.: 069 78 28 21, (ადგილების რაოდენობაა 65),
Hausener Weg 17, 60489 Frankfurt/Rödelheim.
28.05 სემინარი გოეთეს ინსტიტუტში , პროფესორ თანდაშვილის და გიპერტის მოხსენებები, იწყება 19:00, შესვლა უფასო. მისამართი :
Johann-Wolfgang-Goethe-Universität Frankfurt, Campus Bockenheim, neue Mensa Konferenzraum 3, 1.OG.
15.06 კლასიკური კონცერტი, პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი. ფასი 15€, დასაწყისი 19:00.
INternationales Theater Frankfurt, Hanauer Landstrasse 7,
16.06 გამოსამშვიდობებელი საღამო
17:00 გამოსამშვიდობებელი გამოსლების შემდეგ ქართული კონცერტი, ანსამბლი "მერანი".
19:00 თეატრალური დადგმა "მარლენე დიტრიხი" , აბაშიძის სახ. თეატრი თბილისიდან, ფასი 15€.
nana_007
ნან ოქროს ადამიანი ხარ! ზუსტად ასეთი ინფორმაციების მოგროვება მინდოდა აქ.
გაიხარე!
იცოცხლე , ქეთევან
თუ ფიქრობ , რომ "დიზაინი" უკეთესი შეიძლება იყოს , იქნება შენ ჩაასწორო, მე არ შემიძლია რაღაც მიზეზების გამო
nana_007
მთავარი შინაარსია, თუმცა დიზაინიც ძალიან მომწონს
აუ მეც მაინტერესებს..
სადმე რა წიგნი გამოვიდა საქართველოს შესახებ, ან რა კულტურული სიახლე იყო..
გენაცვალე კატე
ამ ინფორმაციის მოწოდებისათვის, დიდი მადლობა ჩვენს ფორუმელ Bodbeli -ს
კვირას, 8 ივნისს, 18:00 საათზე გიწვევთ
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი
მიძღვნილ საზეიმო შეხვედრაზე!
შეხვედრის მონაწილეებს მიესალმებიან გერმანიაში მცხოვრები და მოღვაწე ქართული საზოგადოების წარმომადგენლები და საქართველოს მეგობრები.
მოწვეულ საპატიო სტუმართა შორის არიან მიუნხენის წმიდა ვახტანგ გორგასალის სახელობის ქართული ეკლესიის წინამძღვარი მღვდელი თამაზ ლომიძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიაში ბატონი ლევან დუჩიძე, გერმანიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი ბატონი პეტრე ჰილებრანდი, სათვისტომოს საპატიო თავმჯდომარეები ბატონები ვახტანგ ჩხაიძე და ქრისტეფორე კირკიტაძე, სათვისტომოს საპატიო წევრები ქალბატონი თინა პატარიძე, ქალბატონი ელიზაბეთ გასთი, ქალბატონი თამარ და ბატონი რიხარდ ვესტები, ბატონი ექვთიმე ენდელაძე და კონკურსის – “გერმანიის საუკეთესო ქართველი სტუდენტი 2008” – სპონსორი კომპანიის დირექტორი ბატონი მარკუს რაინდლი. ასევე მოწვეულები არიან გერმანიაში მოქმედი ქართულ-გერმანული საზოგადოებების წარმომადგენლები.
ზეიმზე გერმანიის 2008 წლის საუკეთესო ქართველ სტუდენტს მიენიჭება “წლის საუკეთესო სტუდენტის” წოდება და გადაეცემა ფულადი საჩუქარი.
აქვე გაეცნობით საქართველოში, მესხეთში, სათვისტომოს მხარდაჭერით ჩატარებული კონკურსის “გერმანია მეგობრების ქვეყანა” გამარჯვებულ მოსწავლეს, რომელიც სათვისტომოს მიერ დაჯილდოვდა 2 თვით გიმნაზიაში სწავლის შესაძლებლობით მიუნხენში.
ტრადიციისამებრ მოეწყობა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართველი მუსიკოს-შემსრულებლები, მიუნხენის ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიასთან არსებული გუნდი და საკვირაო სკოლის მოსწავლეები. წარმოდგენილი იქნება ქართული ხალხური და ქალაქური სიმღერები.
მოეწყობა საგამოფენო კუთხე აფხაზეთის ცნობილი მოვლენებისა და კულტურულ ისტორიული მემკვიდრეობის ასახვისათვის, ასევე მოგაწვდით ინფორმაციას რუსეთის გააქტიურებული აგრესიული პოლიტიკის შესახებ საქართველოში. ზეიმს დაასრულებს ტრადიციული ბუფეტი და სასმელები. ბოლოს კი მოეწყობა ახალგაზრდული დისკოთეკა.
გთხოვთ მობრძანდეთ!
პატივისცემით,
ლერი დათაშვილი
გერმანიის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარე
ზეიმი გაიმართება შემდეგ მისამართზე:
St. Severin Kirche, Poststrasse 8, 85748 Garching (bei München) (ამოხვალთ U6-ის გაჩერება “Garching”-ის “Rathaus”-ის მხრიდან, +350მ. საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ტელეფონზე: 01735849058)
კონცერტზე დასწრების ფასია 10 ევრო. (სტუდენტებისა და Au-Pair-ებისათვის - 5 ევრო). ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება დარბაზის შესასვლელთან.
მამაა იმ ცნობილი კირკიტაძის
რეზო ჩხიკვიშვილის თეატრი კიოლნშიიი . . .
http://www.georgienseite.de/index.php?cmd=script&link=magazin/termine.php&t_cmd=einzeln&id=695
Stunde Null - Vol. I-III mit Reso Tschchikwischwili
Aufführungen: am 19., 21. und 22. Juni.
Halle Kalk (Schauspiel)
Neuerburgstraße
51103 Köln
Telefon: 0221 22128400
Fax: 0221 22128249
მე წავაალ
მოკლედ, მზადდება გამგზავრება მიუნხენიდან უდინეში(იტალია) ავტობუსით, სადაც 10 სექტემბერს გაიმართება შეხვედრა იტალიის და საქართველოს საფეხბურთო ეროვნულ ნაკრებებს შორის.მოგვიანებით შეგატყობინებთ უფრო დაწვრილებით.
როგორც უკვე გამცნეთ, სექტემბერში ეწყობა გამგზავრება იტალიაში ჩვენი ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ. დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ. გთხოვთ შეატყობინეთ უცხოეთში მყოფ თქვენს ნაცნობებს. გერმანიის გარედან გერმანიაში დასარეკად საჭიროა გერმანიის კოდი, ასე რომ უცხოეთიდან შემდეგი ნომერი უნდა აკრიფოთ: 49 176 23 7000 68
http://www.radikal.ru
Bodbeli
გაიხარე ზურა ინფორმაციისთვის! ძალიან იაფი გამოდის აქაური ფასებით და წესით კი უნდა წამოვიდნენ ქართველების მხარდასაჭერად ხალხი!
Bodbeli
საქართველოდან შევძლებ უპრობლემოდ რომ ჩამოვიდე? ანუ საელჩოში ვიზას უპრობლემოდ ჩამირტყამენ?
შოთაძე
ყველას მოგვეხსენება რა დაძაბული მდგომარეობაა საქართველოში. მიუნხენში მცხოვრები ქართველები, თავის მხრივ ცდილობენ სოპროტესტო აქციებით დაგმონ რუსეთის ქმედება საქართველოში. სამშაბათს 3 ავტობუსით(დაახლოებით 150 კაცი) გავემგზავრეთ ბერლინში, სადაც ჩატარდა დიდი საპროტესტო აქცია რუსეთის საელჩოსთან, საფრანგეთის საელჩოსთან და გერმანიის კანცლერის რეზიდენციასთან(Kanzleramt). აქცია იმდენად გრანდიოზული გამოვიდა, რომ ყველა იქ მოსული გაკვირვებას ვერ მალავდა: დაახლოებით 1000 კაცი შეიკრიბა.
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
ზურა
ყოჩაღ თქვენ, რამხელა მსვლელობა მოგიწყვიათ, გიცანი დროშით ხელში.
ჩვენ 3 დღე გადაბმულად ვაწყობდით.
შაბათს კარლსრუეშია დაგეგმილი, ალბათ იქით წავალთ.
კვირას კი თქვენსკენ მოვდივართ, წირვაზე.
რადიკალ რუზე ატვირთულ სურათებს ჩვენ ვერ ვნახულობთ, ჩემო საყვარელო ხალხო
იქნებ სხვა სერვერზე ატვირთოთ
http://www.youtube.com/watch?v=UlwvdrJ2y1E
შტუტგარტის აქცია
iako
მეც წამოვალ კარლსრუეში და მიუნხენში
პმ-ით შემეხმიანე
ეს ისევ შტუტგარტი:
http://www.youtube.com/watch?v=U3YXhqqosss
მაინის ფრანკფურტი:
http://www.youtube.com/watch?v=Uod8SU-jFjU
ბერლინი:
http://www.youtube.com/watch?v=eFRERyiST2I
http://www.youtube.com/watch?v=0_PWd2h1vSo&feature=related
მიუნხენი:
http://www.youtube.com/watch?v=gHo0-zmHuy8
iako
მიხარია რომ გინახულებ კვირას, იქნებ გააგებინო კარლსრუეს აქციაზე, რომ მიუნხენის ქართული ეკლესიის ინიციატივით გროვდება დახმარება და რომ დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ეწვიონ: www.eklesia.de
k@the
ყველაფერი კარგად იქნება
Bodbeli
გენაცვალეთ!!!!
აქეთკენ არაა აქცია ? დუსსელდორფი ან კიოლნი...
ზურა
ეს ფონდი ვიცით, ფული ცვენიდან მანდ ირიცხება.
შემოწირულობის ყუთი გვინდა რომ წავიღოთ კარლსრუეში.
ქეთ
ჩვენც გვენატრები, თავს გაუფრთხილდი
bavSvebo karsruheshi rodisaa, me kaiserslauternshi var da ki shevzlebdi maqet wamosvlas
დიდი ბოდიში ირმა ვერ გამოგეხმაურე. შენი პოსტი მხოლოდ დღეს წავიკითხე. რომ შემეტყობინებინა კარლსრუეს შესახებ.
ეს დღეები კომპისთვის არ მეცალა.
აქეთაც გადმოვიტან, ჩვენი ფორუმელი gugua - ს პოსტს
ყურადღება!!!
გაწვდით ინფორმაციას.
---------------
საქართველოს მხარდასაჭერად
1 სექტემბერს ტარდება დიდი აქცია ბრუსელში.
გერმანიის ქალაქ დიუსელდორფის (Düsseldorf) მთავარი სადგურიდან გადის ავტობუსი.
იკრიბებიან ქართველობა. მათთან ერთად იქნება მამა ისე.
შეკრება, 9 საათზე, დიუსელდორფის მთავარი სადგურის ცენტრალური გასასვლელიდან მარჯვნივ 'Burger King' -თან.
უკან დავბრუნდებით საღამოს იმავე ავტობუსით! მგზავრობის (წასვლაც და წამოსვლაც!) ღირებულება 20 ევრო!
14:00 -ზე იწყება ევროპარლამენტის საგანგებო სხდომა, რომელზეც ქართველთათვის უმნიშვნელოვანესი საკითხი უნდა გადაწყდეს.
საქართველოს ჩვენი თანადგომა ესაჭიროება!
წამოსვლის მსურველები დროულად დამიკავშირდით ტელეფონზე 01786515830
პატივისცემით, ირაკლი წ.
-----------------
ამერიკაში არავინ არის ფორუმელი?
http://www.radikal.ru
გამარჯობათ, მინდა მეც რაგბიზე დასწრება, მაგრამ რატომ უნდა ჩამოვიდე მუნხენში, აქვეა ყურისძირში ჰაიდელბერგი, არ შეიძლება რომ პრდაპირ ბაქანზე შეგხვდეთ?
საინტერესო ინფორმაცია თქვენთვის..
არვიცი შეიძლება ეგ სხვა თემაშიც დამეწერა, მაგრამ შესაბამისი კატეგორია ვერ ვიპოვე...
საქართველოს საპატრიარქო აპირებს ამერიკაში გახსნა ქართული ეპარქია...2 კვირის ცინ ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, დიმიტრი აშშ-ში იმყოფებოდა...მეუფემ იქ მოინახულა ემიგრანტი ქართველები და რამდენიმე საქმიანი შეხვედრაც გამართა...მისი ინფორმაციით შტატებში დაახლოებით 120 000 მდე ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს...ქართული დელეგაცია რამდენიმე სტატში იმყოფებოდა, სადაც ისინი შეხვდნენ ქართველებს...
უმეტესობა მართმადიდებლურ ტაძარში ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ იყო ნამყოფი..არსებული ინფორმაციით ამჟამად ნიუორკში წმ. ნინოს მოქმედი ტაძარია, მაგრამ ყველა ვერ ახერხებს იქ მისვლას...
ეპარქიის შექმან უწინარეს ყოვლისა ითვალისწინებს ქართველებისათვის დახმარების გაწევას..როგორც ვიცით, ამ ადამიანებს ძალიან სჭირდებათ დახმარება...
მინდა გითხრათ, რომ საპაქტრიარქომ ქართველი ბინესმენების დახმარებით უკვე შეიძინა ტერიტორია, სადაც სამონატრო კომპლექსი იქნება (მონასტერი უკვე არსებობს ამ ტერიტორიაზე, ის კათოლიკური ეკლესიის შემადგენლობაში შედიოდა, მაგრამ უსახსრობის გამო აღნიშნულმა მიმდევრობამ 1 ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთი გადასყიდად გაიტანა)...
ნიკოლოზ, ძალიან კარგი ინფორმაციაა, თუმცა აქამდის ამერიკა არაოფიციალურად შედიოდა დასავლეთ ევროპის ეპარქიის იურისიდიქციაში, და 2 ეკლესიისათვის ახალი ეპარქია არა მგონია გახსნან... ვნახოთ
მე იმაზე ვიცინე, ზემოთ რომ წერია : "ალკოჰოლის მიღება აკრძალულიაო"...
თუ არ დაუწერე ვერ მიხვდებიან
კაიროს
უკვე გადაწყვეტილია ეპარქიის შექმნა..თავიდან ორი ეკლესია იქნება და მერე ღვთის წყალობით 20....
ეპაქრიის ერთ-ერთი საზრუნავი იქნება ქართველის მდგომარეობა შტატებში..
ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, რამდენიმე ქართველი სასულიერო პირი მიდის შტატებში
ღმერთმა გისმინოს
იმედია კანდიდატურებიც ( მოძღვრების ) შესაბამისი მაღალი მომზადების იქნება
კეთილი, ჯერ გავარკვიო თუ მამა თამაზი შტუტგარტში წირვას ჩაატარებს 7 თებერვალს თუ არა,
და... ბილეთები რა ძნელი საშოვია. ეგ შეკითხვა ვიშოვი თუ არა ბილეთს არ დამისვია ჩემი თავისთვის
ჩამოვყალიბდები და შეგეხმიანებით ზემორენომერზე
ირმა როგორ ხარ? დაუბრუნდი გერმანიას
რატომ არ უნდა ჩაატაროს მაამ თამაზიმ წირვა. მე რამდენადაც ვიცი ჩამოვა მამა თამაზი შტუტტგარში.
ეს განცხადება ეკუთვნის გერმანიის ქართულ სათვისტომოს მიუნხენში:
http://www.radikal.ru
მაგარია , მილანშიც არის 25 იანვარს შეხვედრა
ოღონდ ბოდბელი, იცი რა თვისება მაქვს? თვალი ეგრევე ამოიცნობს ხოლმე შეცდომით დაწერი სიტყვას, როგორც კი შევხედე მაგ განცხადებას, ეგრევე მერტი ( მეტრის ნაცვლად) და მერტო მეტროს ნაცვლად მომხვდა თვალში, თითქოსდა საკმარისი არ იყოს ბოლოში დაგვირგვინებულია გერმანიის ნაცვლად "გერამნიის" მიერ ( არ კითხულობენ დაბეჭდვისას?)
ისე არც "კითხვების შემთხვევა" მექართულება, მაგრამ იმ სამზე კი მაგრად ვიცინე
არ გაბრაზდე ახლა
ემიგრანტული ლაფსუსებია ეგ, და აქაც ხდება ხოლმე.
იხარეთ;
კაიროსი!
KAIROS
არადა წავიკითხე და სწორად წავიკითხე, მეთქი რას წერს კაიროსითქო გადავამოწმე და მართლა შეცდომითაა
ხდება ხოლმე, ალბათ სიჩქარეში.
k@the
გადმოვწერ ნანა,
შაბათს, 24 იანვარს, 16 საათზე, გერმანიის ქართული სათვისტომო
გიწვევთ საზეიმო შეხვედრაზე.
მისამართი: St Severin Kirche, Poststr. 8, 85748
Garching (bei München), 350 მეტრი მეტროს გაჩერება
Garching U6 -დან. ამოსასვლელი Rathhaus-ის მხარეს.
კითხვების შემთხვევაში დაგვირეკეთ: 0173 58 450 58
ბილეთის ფასი 10 ევრო, სტუდენტებისა და Au-Pair-ებისთვის 4 ევრო.
პატივისცემით, გერმანიის ქართული სათვისტომო მიუნხენში.
პ.ს. შეცდომები შევასწორე
k@the
მადლობთ კატ
და რა ზეიმია, ან რასთან დაკავშირებით?
staywhite
არ ვიცი ნან
მე მგონი, როცა აფუძნებ სათვისტომოს, აქ ვალდებულებაა წელიწადში რამოდენიმეჯერ ღონისძიების ჩატარების.
მე პირადად ბარში ჩარბენით ვიყავი გაზაფხულზე. ამ გაზაფხულს კი იმედია მოვახერხებთ და რომში ჩამოსასვლელად რამოდენიმე დღეს გამოვნახავთ
Bodbeli
გაიხარე ზურა, საინტერესო იქნებოდა დასწრება, შორი რომ არ იყოს და სამსახურიც არ მაფერხებდეს. მოვისმენდი სათვისტომოს საქმენობაზეც.
iako
წავიდეთ, წავიდეთ, მეც მინდა. ბარიც, რომიც, ყველგან კარგია, თან თქვენთან ერთად.
k@the
იმედია მსურველები შემოგვემატებიან.
ირმა
ვიცოდი რომ გერმანიაში არ იყავი, მაგრამ ფინეთში თუ გაგვექეცი არ ვიცოდი. 7-ში მე ნამდვილად ვერ წამოვალ ჰაიდელბერგში, ჯერ ერთი მამაო ჩამოდის და მეორეც სპორტიდან საკმაოდ შორს ვიმყოფები. ქალაქი კი ბევრჯერ მაქვს დათვალიერებული.
ინფარქტები არ იყოს ))
აბა იტალიაში რომლები ხართ? ხვალ ჩემი მოძღვარი წირავს ბარში... უკვე თუ არ ვცდები მესამე წელია ნინოობას ბარში წირავს...
myami
მე უკვე 83 ბილეთი შევუკვეთე. როგორც გერმანიის რაგბის ფედერაციაში მითხრეს თითქმის არასოდეს არ ივსებაო სტადიონიო და ბილეთების შეძენა თამაშის დღესაც შესაძლებელი იქნებაო. თუმცა ალბათ მაინც აჯობებს წინასწარ შეუკვეთო. ეს კი ძალიან ადვილად ხდება: იმეილს გააგზავნი შემდეგ მისამართზე bach@rugby-verband.de და ჩაწერ რამდენი ბილეთი გინდა. შემდეგ შენს სახელზე გადადებენ გვერდზე ამ ბილეთებს. შენ როცა მიხვალ თამაშის დღეს სტადიონზე, იქ გადაიხდი ფულს.
უფრო დაწვრილებითი ინფორმაციისთვი შედი შემდეგ ინტერნეტ გვერდზე: http://www.rugby-verband.de/cms/index.php?id=135
თუ კიდევ რამე გაინტერესებს, მოიწერე და დაგეხმარები.
გამარჯობათ
11 თებერვალს, ირლანდიაში ფეხბურთში საქართველოს ნაკრები ხვდება ირლანდიის გუნდს, იმედია მოვიგებთ( მეტი არაა ჩემი მტერი, რომ ირლანდიელებს რომ მოუგოთ)
5: 38 გერმანია: საქართველო ფანტასტიური შედეგით დამთავრდა, დასანანია რომ არ ვიყავი
ძალიან კარგად ითამაშა ქართულმა გუნდმა და შედეგიც დახეზეა 5:38 საქართველოს სასარგებლოდ, ღმერთმა გვიმრავლოს გამარჯვებები!!!
მომილოცავს! მომილოცაავს!
ახლა მაპატიეთ, ახალი ჩამოსული ვარ და ძალზედ დაღლილი ვარ. ხვალ დავდებ ბევრ სურთს რაგბზე.
ახლა დავდებ სურათებს:
მიუნხენიდან დაახლოებით 80-90 კაცი გავემგზავრეთ. თავიდან როგორც ყოველთვის ქალაქის დათვალიერებით იწყება.
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
ესეც თამაშთან დაკავშირებული სურათები:
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
ესე თამაშის მერე:
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
მაგარი დაღლილები, თუმცა მაგარ კარგ ხასიათზე დავბრუნდით უკან:
http://www.radikal.ru
აუ რა კარგები ხართ, ბრავო ბოდბელი სურათები რომ გადაიღე. ისე 1000 პროცენტიანი იყო ჩვენი ბიჭების გამარჯვება. მანც ძალიან გამიხარდა.
myami
გამარჯობათ! მეც მინდა გაგიზიაროთ ინფორმაცია,კერძოდ 2008 წლის მაისიდან გერმანიაში,ქალაქ კარლსრუეში ამოქმედდა წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ქართული მართლმადიდებელი ეკლესია და სამრევლო.
თვეში ერთხელ,კვირა-დღეს, ტარდება წირვა. მამა გიორგი ჩამოდის სტრასბურგიდან.
აგვისტოს მოვლენებთან კავშირში შევქმენით გერმანულ-ქართული ვებ-საიტი
www.georgien-nachrichten.com სადაც Orthodoxe Kirche-ში ინფორმაცია გვიდევს ჩვენი სამრევლოს და ეკლესიის შესახებ.
გამარჯობა ინგა!
ძალინ სასიამოვნო ინფორმაციაა.
იქნებ ეს ინფორმაცია ამავე განყოფილებასჰი მხოლოდ ამ თე მაშიც დაგედო ''ქართული ეკლესიები და სამრევლოები''.
ბოვშვებოოოო, 27 მარტს, 20:00-ზე მანჰაიმში შინის კონცერტი იქნება. დამატებიტი ინფორმაცია სეგიძლიან იხილოთ: www.theshin.de ან http://www.altefeuerwache.com/ ამ უკანასკნელიდან ბილეტის ყიდვის შესაძლებლობაა.
http://www.altefeuerwache.com/programm/termin/2009/maerz/27/creole_suedwest-1.html
22 და 30 მაისს 19:30 სთ-ზე ქართული კულტურის ცენტრში კიოლნში (Georgisches Kulturzentrum Köln) გაიმართება სპექტაკლი "ემიგრანტთა ტკივილი" (Schmerz von Emigranten)
მისამართი:
Kalk-Mülheimer Straße 58
51103 Köln
ბილეთების შეძენა შესაძლებელია
ნომრებზე:
0176 82061373
0178 6772472
E-Mail:
theatergeorgien@yahoo.de
ბილეთის საფასურია 10 ევრო.
http://www.radikal.ru
არ შეიძლება ცოტა მეზობელ ქვეყნებსაც გადასდოთ ასეთი ინიციატივები?
არაფერი არ კეთდება ძალიან ბევრ ქვეყანაში, საელჩოები და ვაისათვისტომოები ფულებს ჭრიან და ათეთრებენ, ან უბრალოდ სკამებს უფრთხილდებიან. გაგაძლიეროთ ღმერთმა, ნამდვილად შემშურდა (თეთრით რათქმაუნდა )
იხარეთ;
კაიროსი!
KAIROS
მადლობა.
მე არ ვარ სათვისტომოს წევრი და ალბათ დამიჯერებთ, რომ გერმანიის სათვისტომო(სახელს დააკვირდით, გერმანიის და არ მაგალითად მიუნხენის, ასეთი სახელის ტარების უფლება მხოლოდ მაგ სათვისტომოს აქვს) მიერ მათი შეზღუდული დროის და ფინანსების გათვალისწინებით მართლაც ბევრი რამე კეთდება. თუმცა მე ეს რატომ ვახსენე იცით? ამ ყველაფერში ყველაზე დიდი დამსახურება მიუძღვის მიუნხენის ქართულ ეკლესიას. სულიერ მხარეზე რომ აღარაფერი დავწეროთ, მიუნხენის ქართული ეკლესია არის ადგილი, სადაც ხდება მინიმუმ ერთხელ კვირაში ჩვენი ერთად შეხვედრა, აზრთა გაცვლა-გამოცვლა, დამეგობრება და ა.შ. ამიტომაც, ვფიქრობ, ყველა სათვოსტომოს არსებობა უცხოეთში უნდა იწყებოდეს სამრევლოს დაარსებით, რადგან ამის შემდეგ ყველაფერი ადვილი ხდება: სათვისტომოს ფუნქციონირებაც და იდეების არსებობაც.
გაიხარეთ
ბოდბელი
Bodbeli
ზურა გამარჯობა, ვერ გავიგე რაღაც, მიუნხენის სათვისტომო და გერმანიის სათვისტომო სხვადასხვაა?? თუ გერმანიის სათვისტომო აერთიანებს ყველას?
k@the
გამარჯობა ქეთი,
მიუნხენის ქართული სათვისტომო არ არსებობს, არსებობს გერმანიის ქართული სათვისტომო, რომელიც მიუნხენში ფუნქციონირებს და ამ სახელის ტარების უფლება უკვე ათწლეულებია აქვს მხოლოდ ზემოთხსენებულ სათვისტომოს. ასე არიან დარეგისტრილებულნი. ადრე ამ სათვისტომოს ჰქონდა ფილიალები გერმანიის სხვადასხვა ქალაქებში, ეს ნიშნავს არსებობდა მხოლოდ ერთი ქართული სათვისტომო მთელს გერმანიაში, რაც კორდინააციის თვალსაზრისით ადვილი იყო. შემდეგ ქართველებმა დაიწყეს საკუთარი სათვისტომოების ჩამოყალიბება(ხშირად ერთი პირის სათვისტომოები ), მოკლედ როგორც გვჩვევია ხოლმე. მაგალითად ბერლინში ფუნქციონირებს რამოდენიმე ათეული ქართული ორგანიზაცია, როგორც მამაო იძახის, ყველას უნდა საკუთრად ეკლესიის დაარსება ბერლინში და /ან ყველას უნდა სამრევლოს გამგეობაში ყოფნა. ამიტომაც არაფერი არ გამოდის, არ არიან ორგანიზებულები და ერთმანეთთან კოორდინაცი აკლიათ სხვადასხვა მიზეზთა გამო.
ქეთი. ქართული თეატრია? რომელი დასი წარმოადგენს?
http://www.radikal.ru
ბოდბელი
ყოჩაღ თქვენ შემართებას მართლაც!
იქნებ ჩვენთანაც მოებას თავი რამეს. კარგ საქმეს აკეთებთ.
http://www.worldsport.ge/more.aspx?id=21675
მინდა მოგაწოდოთ ერთი სასიამოვნო ინფორმაცია.
11 ივნისს 20 საათზე , შტუტტგარტში, Weiblingerstrasse 27.
ტარდება ქართული კონცერტი. მონაწილეობენ: ''ქართული ხმები'' და ქორეოგრაფიული ანსამბლი '' აბჯარი''.
ბილეთები გაიყდება კონცერტის დაწყების წინ.
iako
იაკო რა კარგი ინფოა, აპირებ წასვლას? თუ მიდიხარ სურათებს გვანახებ მერე?
k@the
კი აუცილებლად და ბევრს სხვასაც ვეპატიჟები. ვეცდები სურათების გადაღებას და დავდებ აუცილებლად.
რამდებადაც ვიცი ბერლინში და ჰანოვერშიც ატარებენ კონცერტს. ტურნეში გერმანიის ეს 2 ქალაქი შედიოდა, ჩვენთან ნაცნობების თხოვნით ჩამოდიან
iako
ვა რა კარგი იქნებოდა წასვლა შორი რომ არ იყოს!!!
ზურა
კონცერტი ცოტა გვიან იწყება, ეს არის კიდევ პრობლემა, სხვა ქალაქში მცხოვრებთათვის.
წერილი მე რომ ვარ იმ ქვეყნის დიპკორებს!
დიპლომატიური კორპუსები კი არა ვაზისუბნის დაბზარული კორპუსებიც არ ხართ თქვენ,
წერილი სათვისტომოებს ისევ იმ ქვეყანაში სადაც ვარ მე, უთვისტომოები ხართ თქვენ,
წერილი ყველას ვინც აქაა, რამეს უნდა აკეთებდეს და არაფერს აკეთებს, საქართველოს კი არა თოხს არ უნდა გაცდენოდით!
გადადექიიით!
iako
ია,
ეგ აფიშა ჩვენთან ეკლესიაშიც იყო გამოკრული, არ ვიცი ვინმე თუ ახერხებს ჩამოსვლას. სამწუხაროდ, სამწუხაროდ მე ვერ ვახერხებ.
ამერიკაში ჩამოვიდა ბუბა კიკაბიძე და სხვადასხვა შტატში ატარებს
კონცერტებს ქართველი და არაქართველი ემიგრანტებისათვის.
შაბათს მიჩიგანს ესტუმრება.
თითქმის დარწმუნებული ვარ რომ ჩვენი ფორუმიდან ახლო-მახლო
შტატებში არავინაა, მაგრამ თუ მაინც არის ვინმე და მე არ ვიცი, გეპატიჟებით.
ნაინა
ინტერნეტში ვნახე http://www.citynmb.com/index.asp?Type=B_EV&SEC={A34A0D25-3BE9-466F-A526-CEF74024DCCD}&DE={E99796BE-6D1D-423D-B06D-D8B021C81D7F}
ფლორიდაში უნდა ყოფილიყო გუშინ, ისე მთელი ტურნე ვერ ვიპოვე.
fati,
კანუდოსელი
staywhite
არა რაა...უსიტყვოდაც მიგებ მამენტ... რა ვართ ეს ფიზიკ-ოსები
კანუდოსელი
კანუდოსელი
http://www.radikal.ru
კიდევ ერთი ინფო:
http://www.satvistomo.net/index.php?option=com_content&view=article&id=124&Itemid=109&lang=de
მინდა გახაროთ და გითხრათ, რომ ჯგუფ "იბერისის" მიერ მიუნხენში შესრულებულმა აჭარულმა 15-მდე ეროვნულ ცეკვებში პირველი ადგილი აიღო. არადა ცეკვების განყოფილება სულ რამოდენიმე თვეა რაც ფუნქციონირებს. თუმცა ისე მაგრად უცეკვიათ, რომ სხვადასხვა თეატრალურ დასებიდან და ფესტივალებიდან უკვე სერიოზული შემოთავაზებები აქვთ.
http://www.satvistomo.net/index.php?option=com_content&view=article&id=147%3A2009-07-12-09-32-02&catid=3%3A-q%E1%83%A3%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98q--&lang=de
პ.ს. მალე კიდევ ერთ ძალიან სასიხარულო ინფორმაციას გამცნობთ, ცოტა მოგვიანებით.
ზურა
ველოდებოდი რომ შენ დასდებდი ინფორმაციას, პატრიარქის ვიზიტის შესახებ მიუნხენში
iako
დამასწარი !
მინდა გამცნოთ, რომ უწმინდესი და უნეტარესი კვირას მიუნხენის სამრევლოს ეწვევა. უდიდესი და ისტორიული დღეა ჩვენთვის, სათანადოდაც ვემზადებით. ყველას ვისაც საშუალება გაქვთ კვირას მიუნხენში ჩამოსვლის, აუცილებლად გვეწვიეთ.
ია, შტუტგარტიდან არ ჩამოდიხართ?
ნეტა დიუსელდორფის სამრევლოს არ ეწვევა?
ქეთი,
მე რამდენადაც ვიცი ბერლინიდან პირდაპირ მიუნხენში ჩადის პატრიარქი.
19 ივლისი იყო ისტორიული დღე მიუნხენში და გერმანიის სხვა ქალაქებში მცხოვრები ქართველებისთვის, რადგან ამ დღეს უწმინდესი და უნეტარესი მიუნხენის ვახტანგ გორგასლის სახელობის სამრევლოს სტუმრობდა. ასობით გერმანიაში მცხოვრები ქართველი სულმოუთმენლად ელოდა საქართველოს პატრიარქის მობრძანებას ეკლესიაში. ტევა არ იყო ტაძარში, აქა იქ დაინახავდით მომტირალ მრევლის წევრებს - ეს იმ დიდი სიხარულის ცრემლები იყო, რომელი სიხარულიც მისმა უქმინდესობამ მისი ჩვენთან მობრძანებით მოგვანიჭა.
სამწუხაროდ ვერ მოვახერხე ბევრი სურათის გადაღება ჩემი მოუცლელობის გამო, თუმცა საშუალება გეძლევათ მოუსმინოთ მისი უწმინდესობის ქადაგებას მიუნხენის ქართულ ეკლესიაში.
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
ესეც ვიდეო(ცუდი ხარისხისთვის გიხდით ბოდიშს):
http://www.youtube.com/watch?v=ecuzyQx8zfs
Bodbeli
გაიხარე ზურა!
პატრიარქიც მხნედ გამოიყურება! მამა ალექსანდრე ახლდა თან? თუ თვალი მატყუებს ნეტა?
ქეთი, ერთი მამაო ახლდა თან, თუმცა სახელი ნამდვილად არ ვიცი.
დამატებითი სურათები მისი უწმინდესობის მიუნხენში ვიზიტიდან და ასევე სხვა სიახლენიც:
http://www.satvistomo.net/
ავსტრიაში საქართველოს ნაკრების ქომაგობა:
http://www.worldsport.ge/more.aspx?id=25224
დიდი სიახლეა გერმანიაში: ქვეყანა დროებით დატოვა გერმანელი ერის მოამაგემ და სახელმწიფოს ბურჯმა - ქეთევან კასრაძემ.
გაცნობებთ, რომ
დღეს, 4 სექტემბერს 18:00 საათზე დიუსელდორფის ქართულ სამრევლოში კონცერტს გამართავს ანსამბლი "სამი ვირტუოზი".
მისამართი: http://www.mrewli.de/images/stadtpl-HAMM.jpg
გზამკვლევი: Vom Hauptbahnhof die beliebige S-Bahn, Richtung Neuss zum S-Bahnhof D-Völklinger Str. (3. Haltestelle). Dann zu Fuß ca. 10 min.
ანსამბლის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ, ჩვენი ფორუმის ფოლკლორის განყოფილებიდან ვინმე თუ გამარკვევს დავწერ.
Bodbeli
დიდი მადლობა ზურა
მაგისთანა არაფერი გამიგია. "სამი ვირი" მაინც დაერქმიათ, ეს "ტუოზ" რაღა იყო?
...
Andria
ანდრო ბიჭო გაგვაგებინე ახლა რა ხდება ესტონეთში..მაინცა და მაინც მაშინ უნდა პოსტო ამ ფორუმზე საზღვარგარეთ რომ ხარ და გენატრებით?
დავაკოპირებ თქვენთვისაც ამ ინფორმაციას, მაილზე მივიღე
გაცნობებთ, რომ
კვირას, 25 ოქტომბერს 13:00 საათზე დიუსელდორფის წმ. ანთიმოზ ივერიელის სახელობის ქართულ სამრევლოში, სამრევლოსა და DML Events-ის ინიციატივით გაიმართება კონცერტი.
მონაწილეები: ვაჟა აზარაშვილი (კომპოზიტორი), ეთერ კაკულია (მომღერალი), მერაბ დონაძე (ოპერის მომღერალი), მაყვალა გონაშვილი (მწერალთა კავშირის თავმჯდომარე) და ზაალ გამყრელიძე (ქ. თბილისის ფილარმონიის დირექტორი)
კონცერტის შემდეგ შესაძლებელი იქნება სტუმრებთან გასაუბრება.
მისამართი: http://www.mrewli.de/images/stadtpl-HAMM.jpg
გზამკვლევი: Vom Hauptbahnhof die beliebige S-Bahn, Richtung Neuss zum S-Bahnhof D-Völklinger Str. (3. Haltestelle). Dann zu Fuß ca. 10 min.
დასწრება უფასოა.
ესეც შედეგი ...
http://www.radikal.ru
ქეთი,
გიპოვეთ ნაცნობი ხალხი. შენს გვერდით მყოფი რატომ დაგვეკარგა ასე ძალია? არც ტელეფონის ნომერი მაქვს , დაურეკავდი.
ეს სურათი ეკლესიის ეზოში ხომ არ არის გადაღებული?
iako
კიი, ეკლესიის ეზოშია. ნათია დაგვეკარგა ფორუმზე, ვეღარ იცლის ალბათ, იმედია შემოიხედება, ისე ეს სურათები მაქვს მისთვის მისაცემი.
მოგესალმებით ყველას,
დაიწყო ბარში, წმინდა ნიკოლოზის საფლავის მომლოცველთათვის მეორე ავტობუსის სარეზერვო სიაში ჩაწერა(გვაკლდება ასე 15 კაცი). შეგახსენებთ, რომ გასვლა მიუნხენიდან დაგეგმილია 24(სამშაბათი) ნოემბერს 17 საათზე. 25 ნოემბერს(ოთხშაბათი) ვიქნებით ბარში, სადაც აღესრულება წირვა წმინდა ნიკოლოზის საფლავზე. წირვას აღავლენს დეკანოზი თამაზი, მიუნხენის ქართული სამრევლოს წინამძღვარი. იმავე საღამოს ავტობუსი გამოემგზავრება მიუნხენისაკენ. ქალაქში კი ვიქნებით 26 ნოემბერს(ხუთშაბათი) დილის 10 დან 11 საათამდე. წამოსვლის მსურველები დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე 0176 23700068 (ზურა). ღირებულებაა დაახლოებით 80 ევრო(დამოკიდებულია წამომსვლელთა რაოდენობაზე). გთოვთ შეატყობინოთ თქვენს მეგობრებს, ნაცნობებს, .... თუ ასევე გყავთ ნაცნობები ქალაქ ბარში, იქნებ მათაც შეატყობინოთ, რომ სასურველია ისინიც დაესწრნენ წირვას.
ზურა,
როგორ ხარ?
ჩვენთანაც ვრცელდება ეს ინფორმაცია, შენი ტელეფონის ნომრის მითითებით. იმედია დაგიკავშირდებიან.
გამარჯობა ია, კარგად ვარ, მადლობა. შენ თვითონ როგორ ხარ?
შტუტგარტიდან დამიკავშირდნენ უკვე და მოდიან, როგორც ვიცი ნიკოლოზს მოჰყვებიან. შენ არ გინდა წამოსვლა?
მე კარაგდ ვარ ზურა.
ერთხელ ნამყოფი ვარ უკვე. თუმცა კიდევ ერთხელ სიამოვნებით წამოვიდოდი. მაგრამ ეხლა დავბრუნდი შვებულებიდან და ისევ განთავისუფლება ვითხოვო, არ გამოვა. შაბათ-კვირას რომ დამთხვეოდა კარგი იქნებოდა.
აბა კეთილი მგზავრობა მიუნხენის მრევლს! შეგეწიოთ წმ. ნიკოლოზის მადლი!
მეც მინდოდა, მაგრამ შუა კვირაში ვერ მოვახერხებ, შვებულება აღარ მაქვს წელს.
ჩემი მეუღლის დეიდაშვილიც მოდის ზურა, ნინო ქვია სურათებს დაველოდებით.
იაკო
k@the
მადლობა ქეთი, თუმცა რაღაც მიზეზების გამო, მე ვერ ვახერხებ წასვლას , სამწუხაროდ. შევეცდები სურათები მაინც მოვიპოვო და დავდო.
დღეს ძალიან კარგი ინფორმაცია შეგვატყობინე მეუფე ზენონმა
როგორც იქნა გადაწყდა ლონდონში ქართული ტაძრის საკითხი
ერთერთმა ქართველმა შეისყიდა შენობა, ადა აწი აქაურ ქართველებს ჩვენი საკუთარი ეკლესია გვექნება იგეგმება სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა და აგრეთვე მეორე ტაძრის საკითხის მოგვარება ლონდონში
ხოლო ეს ტაძარი, საუბარია წმ. გიორგის სახელობის ტაძარზე იქნება მეუფის რეზიდენცია
ლიქია
მოგესალმებით , საფრანგეთში არავინ არ ხართ?
ზაზა_147
sable არის თუ არ ვცდები
ჩემი ძმაც მანდაა, ოღონდ ფორუმელი არაა
ხომ ვერ მეტყვით საფრანგეთში სად ტარდება ხოლმე ქარტული წირვა-ლოცვა?
sable
საფრანგეთში ცხოვრობთ?
,,,,,,,,,,,,,,,,,
შესანიშნავი სიახლე ამერიკიდან, მქონდა ბედნიერება დავსწრებოდი ქართული ტაძრის (დროებით შენობაში) გახსნას ვაშიგტონში!
სურათებს შემდეგ დავდებ "ზაფხულის ჩანაწერებში" (აქ იგულისხმება ზამთრისაც ) , ასევე ქართული ეკლესიებია პოკონოში (პენსილვანიის შტატი), ფილადელფიაში და ნიუ-იორკში...
ვულოცავ ქართველებს ამერიკაში კიდევ ერთი ტაძრის გახსნას, მათი საიტია:
http://www.mrevli.org/
იხარეთ;
კაიროსი!
KAIROS
ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი პეტრე ყრუაშვილიო?
ვიცნობ ძალიან ახლოს შორს წასულა ჩვენი მამა პეტრე
მაგარი "დაქოქილი" ვინმეა, არ მოისვენებს და არ მოგასვენებს
ვულოცავ ამერიკის ქართველობას.
KAIROS
ო.კ.
კი მამა პეტრეა დაქოქილ
მოგესალმებით ძვირფასო ფორუმელებო,
ტურინის სუდარა
12 აპრილს, მანჰაიმის რუსული მართმადიდებლური ეკლესიიდან მოვენგზავრებით ტურინში, სადაც ინახება მაცხოვრის სუდარა, როგორც ეკლესიაში აგვიხსნეს, სუდარა ყოველ 15 წელიწად გამოაქვთ მომლოცველთათვის, წელს ეს არის 10 აპრილიდან 10 მაისამდე, შემდეგი კი 15 წლის შემდეგ იქნება...
მანშაიმიდან არის 12 აპრილს გამით გასვლა (ავტობუსლით), ასე რომ 13-ში გამთენისას ტურინში ვიქნებით, მოლოცვის შემდეგ და ქალაქშიც გავალალთ ალბათ 13 ში საღამოს ისევ გამოვემგძავრებით უკან მანჰაიმში,
ფასი 70 ევრო,
ხულმძღვანელობს რუსული ეკლესიის მედავითნე ალექსეო სტაროსტა (0163-4298312)
ვისაც სურვილი გეკნებათ შემოგვიერთდით, ჩვენ დაახლოებით 3-4 მდე ქართველი ვართ, დანარჩენი რუსულ მრევლი
http://www.orthodoxy.ge/metsniereba/sudara/turinis_sudara.htm
მაია
myami
მიუნხენის ქართული ეკლესიიდანაც ვაპირებთ წასვლას ავტობუსით, დაწვრილებითი ინფორმაცია ცოტა მოგვიანებით
ძალიან კარგია თუ მიუნხენიდანაც აპირებთ წასვლას
მ.
Bodbeli
გავიგე, გუშინ ჩვენი პატრიარქი ყოფილა მიუნხენის ქართულ სამრევლოში
myami
ჩვენც შტუტტგარტიდან შემოგიერთდებით. ქართველები ალბათ 10 კაცამდე, დანარჩენი რუსი მრევლია.
იაკო
თქვენც 12-აპრილს მიდიხართ ტურინში, შტუტგართის რუსული ეკლესიიდან ?
ძალიან კარგი, თუ შტუტგარტიდან ქართველებიც შემოგვიერთდებიან, მიხარია ძალიან
აბა კარგად
ძვირფას მომლოცველებს შევახსენებ, სანამ წამოხვალთ აუცილებელი ყოფილა წინასწარი დაჯავშნა, შაბათ-კვირას ადგილები აღარ არის
http://www.sindone.org/
აბა გაარკვიეთ
ვინც ასე ჯგუფად ვერ ჩავა, შეუძლია დაჯავშნა აქედანà
http://www.piemonteitalia.eu/prenotazione/frontoffice/calendario.do
ოღონდ იჩქარეთ, უკვე მილიონს აღწევს დაჯავშნულ პილიგრიმთა რიცხვი
KAIROS
ჩვენი ადგილები უკვე დაჯავშნულია. ალბათ ცოტა დააგვიანდათ ჩვენს ორგანიზატორებს, ამიტომაც მოგვიწია სამშაბათი
კონკურსი "წლის საუკეთესო სტუდენტი" გერმანიაში, დაწვრილებით იხილეთ შემდეგ ლინქზე:
http://www.satvistomo.net/index.php?option=com_content&view=article&id=45&Itemid=75&lang=ka
ვაიმე მეც მინდა რა წამოსვლა რა.... გთხოვთ მეც დამიჯავშნოთ რა ადგილი, აუცილებლად წამოვალ. ზალცგიტერში ვცხოვრობ მუნხენში ჩამოვალ აუცილებლად....
rcmena
დაუკავშირდი, ტელეფონის ნომრებიც იქნება საიტზე, ბევრს ენდომება და არ დარჩე ისე
Bodbeli
ზურა საით ხარ?
k@the
აქეთ ვარ
rcmena
მიუნხენიდან ტურინში და შემდეგ მილანში მივდივართ 22 აპრილს 23 საათზე(ხუთშაბათი) და უკან დავბრუნდებით 24 აპრილს(შაბათი) დილის 4 საათზე. სავარაუდოდ სულ მცირე 100 კაცი შევგროვდებით. მოვილოცავთ წმინდა სუდარას, მერე ამბროსი მედიოლანელის წმინდა ნაწილებს. ასევე დაგეგმილია ლეონარდო და ვინჩის საიდუმლო სერობის მონახულება. დაწვრილებით კვირისთვის მეცოდინება. დაწვრილებით ინფოსაც მერე დავდებ. გამომიგზავნე შენი ტელეფონის ნომერი პმ-ით და მე დაგიკავშირდები.
KAIROS
ჩემი წერილი წაიკითხე, პმ-თ რომ გამოგიგზავნე?
ზურა
ცოტა ადრე რომ გეთქვა როდისთვის მიდიოდით დაახლოებით, მეც თქვენთან ერთად წამოვიდოდი.
აბა ეხლა რუსებთან მაქვს უკვე ადგილი დარეზერვებული. აური აღარ გამომივა
Bodbeli
ასე რა , ვიფიქრე, სად დამეკარგა ეს კაი ადამიანითქო!
ჩემთვის რთული იქნება მადენი ავტობუსით მგზავრობები, თორემ წამოვიდოდი.
iako
არაუშავს, მთავარია მიდიხარ
არ დამტოვოთ რა ძალიან მინდა მეც რომ წამოვიდე...
rcmena
გამარჯობა, მე თვითონ დაგიკავშირდები, როგორც კი ყველაფერს ზუსტად დავადგენთ. პატარა ორგანიზაციული პრობლემები გვაქვს და მალე გადავჭრით ამ პრობლემებს და დაგიკავშირდები.
მაშ გელოდებით......
ყველაფერი დაზუსტდა,
9 მაისს 22:30 საათზე, კვირა დღეს, გავემგზავრებით მიუნხენიდან ტურინში მაცხოვრის წმინდა სუდარის მოსალოცად. 10 მაისს დილის 08:00 საათზე ვიქნებით ტურინში და ვეწვევით იმ ტაძარს, სადაც დაბრძანებულია წმინდა სუდარა. დილის 10:00 საათზე გამოვემგზავრებით ტურინიდან მილანში, სადაც მოვილოცავთ წმინდა ამბროსი მედიოლანელის უხრწნელ სხეულს(მეოთხე საუკუნიდან !!!!!). შემდეგ დავათვალიერებთ მილანს. 10 მაისს საღამოს 20:00 საათზე გამოვეშურებით მილანიდან მიუნხენის მიმართულებით. 11 მაისს გამთენიისას 04:00 საათზე ვიქნებით მიუნხენში.
მგზავრობის ღირებულებაა 60 ევრო. წამოსვლის სურვილის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 017623700068
ამა წლის 25 მაისს(სამშაბათი) ავსტრიის ქალაქ ლიენცში გაიმართება ამხანაგური შეხვედრა ფეხბურთში საქართველოსა და კამერუნის ეროვნულ ნაკრებებს შორის. გერმანიის ქართული სათვისტომოს ქართული სპორტის ქომაგთა კლუბი "ივერიელი" გაუწევს ამ თამაშზე გამგზავრების და დასწრების ორგანიზებას. როგორც კამერუნი ასევე საქართველო იასპარეზებენ უძლიერესი შემადგენლობით: სამუელ ეტო(მილანის ინტერი), კახა კალაძე(მილანის მილანი), ჯანო ანანიძე(მოსკოვის სპარტაკი) და სხვა. მიუნხენიდან გავემგზავრებით 25 მაისს 14:00 საათზე ავტობუს(ებ)ით. გასვლა მოხდება შემდეგი მისამართიდან: Thomas-Wimmer-Ring(S-Bahn: Isartor). ცოტა ხნით დავათვალიერებთ ქალაქ ლიენცის ცენტრს და შემდეგ დავესწრებით თამაშს, რომელიც დაიწყება 17:30 საათზე. სავარაუდოდ თამაშის შემდეგ მოგვეცემა ქართველ ფეხბურთელებთან გასაუბრების და სურათების გადაღების საშუალება. მიუნხენში უკან დავბრუნდებით იმავე დღეს დაახლოებით 23:45 საათზე. ღირებულებაა 20 ევრო(ავტობუსი+სტადიონის ბილეთი). ადგილები შეზღუდილია და გთხოვთ სურვილის შემთხვევაში დაგვიკავშირდით არაუგვიანეს 16 მაისამდე შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 0176 23700068(ზურა)
http://satvistomo.net/index.php?option=com_content&view=category&layout=blog&id=52&Itemid=106&lang=ka
www.iverieli.com
გამიხარდა რომ ჩამოდიხართ ტურინში, ხვალ ჩვენც მივდივართ და ძალიან ბედნიერი ვარ ამის შესაძლებლობა რომ მაქვს, ეხლა მიხარია ემიგრანტი რომ მქვია თორემ ამას საქართველოდან ვერ მოვახერხებდი
ნორვეგიაში არავინ ხართ?
http://www.sport.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=138&info_id=2664
Bodbeli
მაგრები ხართ ზურა!
კარგია რომ ქართველები აქტიურობთ
ეს სიახლე ვნახე facebook-ზე.
http://www.facebook.com/home.php?#!/photo.php?fbid=169477466411300&set=a.168386439853736.44142.100000471431030&pid=531567&id=100000471431030
შვიდგზის ზეთისცხება ნეაპოლში ჩატარდება კვირას, 14 აპრილს შემდეგ მისამართზე : Via Leopoldo Rodino, 20. 80138. (წმ.ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესია).
დასაწყისი 16.30 საათი
ემიგრანტებისათვის გლობალური ფორუმი
http://diaspora.gov.ge/?p=6470
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience