თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულენი _ ქართული სათვისტომოები საზღვარგარეთ

პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: Oct 21 2007, 09:33 AM

იურიდიულად რა ფუნქციებს ასრულებენ სათვისტომოები ?
კოკრეტულად ,სანფრანცისკოში რამოდენიმე ადამიანმა ჩამოყალიბა ეგრეთ წოდებული "სათვისტომო" ,რომელიც უნდა ემსახურებოდეს ქართული კულტურის და ენის პოპულარიზაციას მაგრამ რამდენადაც ამ სათვისტომოს შემქმნელების მიერ ორგანიზებული რამოდენიმე ღონისძიება ჭამა სმის კულტს ვერ გაცდა , სანფრაცისკოში მყოფმა ქართველების ნაწილმა ორგანიზატორებს შეახსენეს რო ქართული კულტურა და ენის პუპულარიზაცია შეუძლებელია ესეთI ფორმით ორგანიზებული ღონისძიებებით შემოიფარგლოს ......
ფუნქცია ესეთი ორგანიზეციების ?
მიზანი ?
და როგორ მუშაობენ ევროპაში სათვისტომოები ?

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Oct 21 2007, 09:57 AM

ლილიანა,

ზუსტ ინფორმაციას შევეცდები მივწვდე, დრო მჭირდება ცოტა, დაკავებული ვარ და დაგიწერ დაახლოებით მაინც. არაქართული რომ იყოს ისიც შეიძლება? მე ქართული სათვისტომოსი არაფერი ვიცი და არც გამიგია აქ.

დროებით a025.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Oct 21 2007, 01:29 PM

ლილიანა
მე ვიცი, რომ München-ში არის ქართული სათვისტომო, ჩემგან შორია და ვერ გეტყვი მათზე ბევრ ვერაფერს, თუმცა ინტერნეტშიც აქვთ საიტი
http://www.satvistomo.de/
როგორც ჩანს, მათ აქვთ საკვირაო სკოლა ქართველებისათვის,
ამცნობენ ქართველობას ადგილობრივ ქართულს სიახლეებს, ქართული წირვა როდისაა და ა.შ.
ქართულ ეროვნულ დღესასწაულებს აღნიშნავენ. კიდევ სხაც უწერიათ..

მოკლედ საკმაოდ მნიშვნელოვანი და კარგ საქმეს აკეთებენ. რამდენად კარგად აკეთებენ ამას, მე ვერ გეტყვი smile.gif. მაგრამ იდეურად, სათვისტომო მნიშვნელოვან როლს უნდა თამაშობდეს, უცხოეთში მოღვაწე ქართველების ცხოვრებაში.

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Oct 22 2007, 09:45 AM

k@the,

ვიცი მეც გამიგია და წამიკითხავს სათვისტომოზე მიუნხენში. მაგრამ რაცხა დიდი შედეგი მაგას არ აქვს, ალბათ მხოლოდ იმათთვის ვინც მიუნხენში ან მიუნხენთან ცხოვრობს. რა ვქნათ ჩვენ, ვინც მინიმუმ 400 კმ გვაცილებს მიუნხენს? იმიტომ რომ "სუსტი" სათვისტომოა ? საკმაოდ მომრავლდნენ აქ ქართველები და კაი იქნებოდა კლუბები ან რამე მსგავსი რომ ყოფილიყო, როგორც სხვა ხალხებს აქვთsad.gif ჩემს შვილებს ერთადერთი ქართველი "მეგობარი"
ყავთ, ისიც ვირტუალური, გოგონა მათი ხნის,რომელიც კოლნშია მაგალითად.არადა უნდა ნახო ინტერნეტითაც როგორ უვლიან ერთმანეთსsmile.gif

ციტატა
მაგრამ იდეურად, სათვისტომო მნიშვნელოვან როლს უნდა თამაშობდეს, უცხოეთში მოღვაწე ქართველების ცხოვრებაში.


მასეა ქეთევან, მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ იდეურად.

პ.ს. არავის ვაყვედრი, ცუდად არ გაიგოთ ეს პოსტი smile.gif

პოსტის ავტორი: Marabella თარიღი: Mar 15 2008, 03:16 PM

გაგიმარჯოთ,

ამ დილას სრულიად შემთხვევით ამ მისამართს http://www.satvistomo.net/ გადავეყარე. და რა ვიცი 50 წელია გერმანიაში ქართული ორგანიზაციებიაო... ნახეთ

პოსტის ავტორი: monatrebuli fee თარიღი: Mar 15 2008, 10:49 PM

staywhite

გეთანხმები, უკეთესია ცოტა გააქტიურდნენ და ცოტა მეტი იზრუნონ აქაურ ქართველებზე და რაც მთავარია მათი ფუნქცია შეასრულონ !!!!!

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Mar 21 2008, 05:43 PM

staywhite
monatrebuli fee

მართალს ამბობთ, სათვისტომოები ცოტაა და არც ჩემს ქალაქთან ახლოს არაა. არადა აქაც უამრავი ქართველია, ბევრი რამის გაკეთება შეიძლებოდა. ძალიან ბევრი ქართული და ნახევრად ქართული ოჯახებია აქ, შვილებით, რომელთაც ქართულის გაკვეთილები ნამდვილად არ აწყენდათ. მათი მშობლები ბევრს მუშაობენ და ალბათ აღარ ყოფნით ენერგია, რომ ბავშვებს ერთი-ორი ქართული ლექსი ასწავლონ და სიტყვის მარაგი გაუზარდონ. ამის გაკეთება კი სათვისტომოს შეუძლია და უნდა კეთდებოდეს კიდეც.
არიან კიდევ, უამრავი ახლაგაზრდა და ახალჩამოსული ქართველები, რომელთა დაკვალიანება და სწორ გზაზე დაყენებაც, ასევე სათვისტომოს ამოცანა უნდა იყოს. ჩამოდიან ეს ბავშვები და არაფრის გაგებაში არ არიან, მერე გამოუჩნდებათ ვიღაც კეთილისმყოფელი (ღმერთმა ქნას და მართლა მხოლოდ კეთილი ენახოთ მათგან) და რა გზას ურჩევს კიდევ კაცმა არ იცის.

სათვისტომომ უნდა იცოდეს, იმ ტერიტორიაზე მყოფი თითოქეული ქართველის ბედ-იღბალი. ცხადია, თუ ადამიანს ცუდის ჩადენა უნდა, ვერ გააჩერებ, მაგრამ, ზოგს რო არ უნდა და ვიღაც ჩაითრევს, დაიყოლიებს, ბევრს გამოუცდელობით მოსდის, ბევრს ნების სისუსტით.

მაგრამ, რასაც ეხლა მე ვამბობ, მაგას დიდი ნებისყოფა და ენერგია უნდა. მაგისთვის ხალხია საჭირო, ვინც გამუდმებით ამაზე იფიქრებს და ამისთვის იღვაწებს. ძნელია მოხალისეები მონახო, თან თავიანთ საქმეს აკეთებდნენ, მუშაობნდენ და თან სათვისტომოს სახელით მართლა საჭირო და კარგ საქმეს აკეთებდნენ. ასეთ ხალხს მთავრობისაგან და საქართველოს საელჩოსაგან განსაკუთრებული შეღავათი და დახმარება უნდა გაეწიოს.
ბოლო-ბოლო საქართველოს ინტერესებში შედის, მისი მოქალაქის ბედ-იღბლის სწორად წარმართვა და სახელმწიფოს ვალია, რომ დაიცვას თავისი მოქალაქეები.

დღეს, ფაქტიურად სამრევლოები ითავსებენ სათვისტომოს ფუნქციებსაც და ასე მოღვაწე მღვდლები კიდევ ათმაგად დასაფასებელია.

ამიტომ, საკითხი რთულია და ცალმხრივად ვერ განიხილავ.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Mar 21 2008, 06:30 PM

ციტატა
დღეს, ფაქტიურად სამრევლოები ითავსებენ სათვისტომოს ფუნქციებსაც და ასე მოღვაწე მღვდლები კიდევ ათმაგად დასაფასებელია.

ვფიქრობ ასეც უნდა იყოს, მე რაც სათვისტომოები ვიცი მხოლოდ უიშვიათესი გამონაკლისთაგანი აკეთებს საქმეს, დანარჩენებს ეგ სახელი საკუთარი კერძო მიზნებისათვის ჭირდებათ, მოაწყობენ რაღაც საწყალ გამოფენას ან კონცერტს წელიწადში ერთხელ და მეყოლე კარგად, ყველაზე ეფექტური სათვისტომო სწორედ სამრევლოა...

პოსტის ავტორი: monatrebuli fee თარიღი: Mar 22 2008, 01:16 AM

k@the

გეთანხმები ქეთი რომ ამ ყველაფერს დიდი ნებისყოფა და ენერგია სჭირდება, მაგრამ როდესმე ხომ უნდა დაიწყოს ამ ყველაფერზე ფიქრი, ვიღაც ხომ უნდა დაფიქრდეს და დაინტერესდეს, ვიღაცამ სინდისიერად ამ საქმეს უნდა მოკიდოს ხელი, თორე მათ ასეთ არსებობას რა მნიშვნელობა აქვს ვერ ვხვდები.
ბევრმა აქ მყოფთაგანმა არც იცის რომ ასეთი "დაწესებულება" საერთოდ არსებობს...
და მაინც ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ და შევეცადოთ რაღაც გამოსწორდეს ამ ხრივ.
შესაძლებელია წერილობით სათვისტომოს მივმართოთ,ბერლინში საელჩოს და საქართველოშიც პასუხისმგებელ პირებთან დაკავშირებასაც შევეცადოთ...

მონდომებით, დიდი სურვილითა

და

ერთიანი ძალით ყველაფერი მიღძევადია !!!

პოსტის ავტორი: Bodbeli თარიღი: May 8 2008, 08:51 PM

შაბათს, 2008 წლის 10 მაისს, 13:00 საათზე გაიმართება საქართველოსადმი რუსეთის აგრესიის საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია. მისამართი: Rindermarkt, München(ეს არის ქალაქის ცენტრი). ორგანიზატორია; მიუნხენის "გერმანიის ქართული სათვისტომო". ვებ-გვერდი განახლების სტადიაშია და ამიტომ კონტაქტებისთვის თუ გამოგადგებათ:http://satvistomo.com/siaxleni.htm



პოსტის ავტორი: Marabella თარიღი: May 9 2008, 02:11 PM

Bodbeli
საპროტესტო აქცია ბრიუსელშიც გაიმართა ევროპარლამენტის წინ! სათვისტომოს ფუნქცია, როგორც k@the-მ თქვა არის საზღვარგარეთ გაბნეულ ქართველთა შეკავშირება, ასე რომ ამისთან აქციებს სწორედ რომ სათვისტომო უნდა ხელმძღვანელობდეს. მე გერმანულ მედიაში აქამდე ერთი სიტყვა არ მომისმენია რუსეთის მაგ ნაბიჯების შესახებ. ეხლა ეს იმას არ ნიშნავს რომ მაღალ ეშელონებში არაფერი იციან, მაგრამ მაინც ცოტა გასაკვირია... ასე რომ აქცია მე მგონი ძალიანაც საჭიროა!

პოსტის ავტორი: Bodbeli თარიღი: May 9 2008, 07:22 PM

Marabella, გეთაბხმები, უფრო მეტი აქტიურობაა საჭირო, განსაკუთრებით ბერლინში, სადაც რამოდენიმე სათვისტომო ფუნქციონირებს და ქართველებიც ძალიან ბევრნი არიან, მაგრამ სამწუხაროდ არ შეიმჩნევა იქ აქტიურობა. მიუნხენში კი საკმაოდ აქტიური სათვისტომოა, რომელიც პარიზის სათვისტომოს შემდეგ ყველაზე "სტაჟიანია" მსოფლიოში არსებულ ქართულ სათვისტომოებს შორის. ძალიან ბევრ ღონისძიებებს აწყობენ და მათ შორის პერმანენტულ საპროტესტო აქციებსაც. მე თვითონ არ ვარ ამ სათვისტომოს წევრი და ამიტომ დამიჯერებთ, რომ ამას ყველაფერს რეკლამისთვის არ ვიძახი.

აქ იხილავთ გერმანიაში არსებულ ქართულ ორგანიზაციების არა სრულ ჩამონათვალს(რეალობაში უფრო მეტია, განსაკუთრებით ბერლინში): http://embassy.mfa.gov.ge/index.php?sec_id=184&lang_id=GEO

პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: May 9 2008, 07:39 PM

ციტატა
სათვისტომომ უნდა იცოდეს, იმ ტერიტორიაზე მყოფი თითოქეული ქართველის ბედ-იღბალი. ცხადია, თუ ადამიანს ცუდის ჩადენა უნდა, ვერ გააჩერებ, მაგრამ, ზოგს რო არ უნდა და ვიღაც ჩაითრევს, დაიყოლიებს, ბევრს გამოუცდელობით მოსდის, ბევრს ნების სისუსტით.

მაგრამ, რასაც ეხლა მე ვამბობ, მაგას დიდი ნებისყოფა და ენერგია უნდა. მაგისთვის ხალხია საჭირო, ვინც გამუდმებით ამაზე იფიქრებს და ამისთვის იღვაწებს. ძნელია მოხალისეები მონახო, თან თავიანთ საქმეს აკეთებდნენ, მუშაობნდენ და თან სათვისტომოს სახელით მართლა საჭირო და კარგ საქმეს აკეთებდნენ. ასეთ ხალხს მთავრობისაგან და საქართველოს საელჩოსაგან განსაკუთრებული შეღავათი და დახმარება უნდა გაეწიოს.
ბოლო-ბოლო საქართველოს ინტერესებში შედის, მისი მოქალაქის ბედ-იღბლის სწორად წარმართვა და სახელმწიფოს ვალია, რომ დაიცვას თავისი მოქალაქეები.


smile.gif ხოდა ხელფას, თუ გადამიხდის საელჩო და სახელმწიფო,მე ჩამოვალ და ჩავუდგები სათავეში სათვისტომოს,მოადგილედ შენ დაგნიშნავ biggrin.gif



კონკურსი "წლის საუკეთესო სტუდენტი"

k@the, ამ კონკურსში არ იღებ მონაწილეობას?

გერმანიის ქართულ სათვისტომოში გამოცხადდა საბუთების მიღება 2008 წლის საუკეთესო სტუდენტის კონკურსში გამარჯვებულის გამოსავლენად.
სიახლე: იმისათვის, რომ ევროპის სხვა ქვეყნების ქართველ სტუდენტებსაც შევუწყოთ ხელი რათა ჩვენმა ქვეყანამ მათ შესახებაც ადრეულ ეტაპზევე იცოდეს, ვინაიდან სწორედ დღევანდელი ქართველი სტუდენტობაა ვინც საქართველოს მომავლის ტვირთი უნდა აიღოს თავის თავზე, ევროპის ყველა ქვეყნის უნივერსიტეტების დამამთავრებელი ეტაპის ქართველ სტუდენტს ამიერიდან საშუალება აქვს კონკურსსგარეშე მიიღოს მონაწილეობა ჩვენს კონკურსში.
ისევე, როგორც გერმანიის უნივერსიტეტების სტუდენტებმა, ევროპის სხვა ქვეყნის ქართველმა სტუდენტებმაც ანალოგიური საბუთები უნდა წარმოადგინონ.

პოსტის ავტორი: Bodbeli თარიღი: May 9 2008, 07:51 PM

xornaburjeli, გეთანხმები თითქმის 100 პროცენტით, მაგრამ სანამ "მთავრობისაგან და საქართველოს საელჩოსაგან განსაკუთრებული შეღავათი და დახმარებას" არ მივიღებთ, არაფერი არ უნდა გაკეთდეს? მით უმეტეს, არსებობს ბევრი რამე, რომელსაც "დიდი ნებისყოფა და ენერგია" არ ჭირდება. ხოლო როცა საქმე საქართველოს ეხება , ნუთუ მოხალისეები ვერ მოიძებნებიან: ამაზე მეტი ხალისით რა უნდა გააკეთო? ვფიქრონ, ხშირ შემთხვევაში ინიციატივის გამოვლენა და კარგი ორგანიზება უფრო საჭიროა, ვიდრე "დიდი ნებისყოფა და ენერგია"

P.S. xornaburjeli, ქიზიყიდან ხომ არა ხარ?

პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: May 9 2008, 08:03 PM

ციტატა(Bodbeli @ May 9 2008, 06:51 PM) *

xornaburjeli, გეთანხმები თითქმის 100 პროცენტით, მაგრამ სანამ "მთავრობისაგან და საქართველოს საელჩოსაგან განსაკუთრებული შეღავათი და დახმარებას" არ მივიღებთ, არაფერი არ უნდა გაკეთდეს? მით უმეტეს, არსებობს ბევრი რამე, რომელსაც "დიდი ნებისყოფა და ენერგია" არ ჭირდება. ხოლო როცა საქმე საქართველოს ეხება , ნუთუ მოხალისეები ვერ მოიძებნებიან: ამაზე მეტი ხალისით რა უნდა გააკეთო? ვფიქრონ, ხშირ შემთხვევაში ინიციატივის გამოვლენა და კარგი ორგანიზება უფრო საჭიროა, ვიდრე "დიდი ნებისყოფა და ენერგია"

P.S. xornaburjeli, ქიზიყიდან ხომ არა ხარ?

smile.gif ვიხუმრე ,სად შემიძლია მე მაგდენის ჩემ თავზე აღება,ისე კი მართლაც დროზე მისახედია ეგ საქმე,პირველ რიგში სახელმწიფოს მხრიდან რა თქმა უნდა...

პ.ს. ხორნაბუჯელი აბა სანფრაცისკოდან ხომ არ ვიქნები laugh.gif ,კი ქიზიყიდან ვარ დედოფლისწყაროდან,შენ საიდან ხარ?

პოსტის ავტორი: Bodbeli თარიღი: May 9 2008, 08:11 PM

თუ ხორნაბურჯელი არ არის სანფრანცისკოდან, ბოდბელი როგორღა უნდა იყოს ჩიკაგოდან. ვარ ბოდბიდან, სიღნაღი.


პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: May 9 2008, 08:22 PM

ციტატა(Bodbeli @ May 9 2008, 07:11 PM) *

თუ ხორნაბურჯელი არ არის სანფრანცისკოდან, ბოდბელი როგორღა უნდა იყოს ჩიკაგოდან. ვარ ბოდბიდან, სიღნაღი.

biggrin.gif აი,საღოლ, მესმის ლოგიკა,რა გქვია და სად მოღვაწეობ ბოდბელი...

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: May 9 2008, 10:27 PM

xornabujeli
გიორგი რა კონკურსია ეგეთი კონკურსის გარეშე რო ვიღებთო? ვერაფერი გავიგე gio.gif
სად ნახე ეგ ინფორმაცია, უფრო დაწვრილებით არ წერია?


პ.ს. ქიზიყი და სიღნაღი კაია, მარა ოFFებს ცოტა საქმეზე საუბარსაც თუ მოაყოლებთ, არ შევიმჩნევ cool.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: Bodbeli თარიღი: May 10 2008, 12:27 AM

http://georgischerverein.de/GEORGIAN/student.htm
წარმატებებს გისურვებ

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: May 10 2008, 01:13 AM

Bodbeli
დიდი მადლობა, მაგრამ მგონი მე მანდ არაფერი მესაქმება. დიპლომიანი ვარ უკვე rolleyes.gif

თუმცა, კარგი იქნება თუ სხვა ფორუმზე შემოსული სტუდენტებიც ნახავენ!!!

ამოვაკოპირებ თქვენის ნებართვით საიტიდან. დეტალები იხილეთ ქვემოთ ლინკზე!!!


'' 24.02.2008

გამოცხადდა საბუთების მიღება 2008 წლის საუკეთესო სტუდენტის კონკურსში გამარჯვებულის გამოსავლენად. კონკურსის პირობებს გაეცანით ქვემოთ.

სიახლე: იმისათვის, რომ ევროპის სხვა ქვეყნების ქართველ სტუდენტებსაც შევუწყოთ ხელი რათა ჩვენმა ქვეყანამ მათ შესახებაც ადრეულ ეტაპზევე იცოდეს, ვინაიდან სწორედ დღევანდელი ქართველი სტუდენტობაა ვინც საქართველოს მომავლის ტვირთი უნდა აიღოს თავის თავზე, ევროპის ყველა ქვეყნის უნივერსიტეტების დამამთავრებელი ეტაპის ქართველ სტუდენტს ამიერიდან საშუალება აქვს კონკურსსგარეშე მიიღოს მონაწილეობა ჩვენს კონკურსში.
ისევე, როგორც გერმანიის უნივერსიტეტების სტუდენტებმა, ევროპის სხვა ქვეყნის ქართველმა სტუდენტებმაც ანალოგიური საბუთები უნდა წარმოადგინონ. საბუთების ჩამონათვალს გაეცანით ქვემოთ.





კონკურსი "წლის საუკეთესო სტუდენტი" - პირობები



შესავალი:
გერმანიის ქართული სათვისტომო ყოველწლიურად ატარებს კონკურსს გერმანიის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე საუკეთესო ქართველი სტუდენტის გამოსავლენად. გამარჯვებულ სტუდენტს ენიჭება წლის საუკეთესო სტუდენტის წოდება და ჯილდოვდება სათვისტომოს საპატიო სიგელითა და ქართველ-გერმანელი სპონსორების მიერ გამოყოფილი ფულადი პრემიით.

კონკურსის პირობები:
კონკურსში მონაწილე სტუდენტები უნდა იყვნენ საქართველოს მოქალაქეები და მიმდინარე წელს უნდა სწავლობდნენ გერმანიის რომელიმე უმაღლეს სასწავლებელში Hauptstudium-ის დამამთავრებელ სტადიაზე, ანუ უნდა იყვნენ სწავლების ბოლო ან ბოლოს წინა სემესტრზე (რაც ნიშნავს, რომ წარმატებით უნდა ჰქონდეთ ჩაბარებული Hauptstudium-ის გამოცდების უმეტესი ნაწილი და უნდა ემზადებოდნენ დიპლომის დასაცავად, სახელმწიფო გამოცდის ჩასაბარებლად ან მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად)

კონკურსში მონაწილეობისათვის საჭირო საბუთები:
1. შევსებული და ხელმოწერილი “კონკურსში მონაწილეობის განაცხადი”, რომელიც შეგიძლიათ aqedan ჩამოტვირთოთ. გთხოვთ “კონკურსში მონაწილეობის განაცხადი” აუცილებლად გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: leri.datashvili@satvistomo.de.
2. პასპორტის ძირითადი გვერდების ასლი
3. სტუდბილეთი (Immatrikulationsbescheinigung)
4. უმაღლესი სასწავლებლის მიერ განსაზღვრული სავალდებულო ჩათვლების და გამოცდების სრული რაოდენობა და ჩამონათვალი.
5. ჩაბარებული ჩათვლების და გამოცდების რაოდენობა, ჩამონათვალი და მიღებული შეფასებები (ყველა დამადასტურებელი საბუთის ასლები).

ვადები:
საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა ყოველი წლის 20 მაისი.
ზემოთ ჩამოთვლილი ყველა საბუთი გამოგზავნეთ აქ მოცემულ მისამართზე.

კონკურსში გამარჯვებული სტუდენტის დაჯილდოება ეწყობა საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილ ზეიმზე, რომელიც იმართება მიუნხენში ყოველი წლის მაისის დამლევს / ივნისის დასაწყისში.

საუკეთესო სტუდენტს გამოავლენს სპონსორებისაგან შემდგარი ჟიური.

ძვირფასო სტუდენტებო, მოგიწოდებთ ჩაერთოთ კონკურსში.
''


დეტალები აქ,

ციტატა(Bodbeli @ May 9 2008, 10:27 PM) *

http://georgischerverein.de/GEORGIAN/student.htm
წარმატებებს გისურვებ

პოსტის ავტორი: Bodbeli თარიღი: May 10 2008, 01:58 AM

კვირას ვკითხავ სათვისტომოს თავჯდომარეს, რამდენი სტუდენტის დაჯილდოვებას აპირებენ წელს. გასულ წლებში, მხოლოდ ერთს აჯილდოვებდნენ, ანუ იმას ვისაც საუკეთესო საშუალო ნიშანი ჰქონდა. 2006 წელს უარი ამიტომაც მითხრეს, მეორე ადგილზე გავედი(http://satvistomo.de/GEORGIAN/student_2006.htm), ახლა მეც დიპლომი მაქვს შენსავით, და მათ კრიტერიუმებში ვერ ვჯდები

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: May 10 2008, 02:27 AM

Bodbeli
მართლაც საინტერესო იქნება გაგება, რამდენი სტუდენტი დაჯილდოვდება.
მხოლოდ ერთი ცოტად მეჩვენება, rolleyes.gif თუმცა მაინც ძალიან კარგი წამოწყებაა, მისასალმებელი. smile.gif
მითუმეტეს, რაც სწავლა ფასიანი გახდა გერმანიის უმეტეს მხარეებში, სტუდენტებს ძალიან გაუჭირდათ აქ.

პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: May 11 2008, 01:32 PM

ციტატა(k@the @ May 9 2008, 09:27 PM) *

xornabujeli
გიორგი რა კონკურსია ეგეთი კონკურსის გარეშე რო ვიღებთო? ვერაფერი გავიგე gio.gif
სად ნახე ეგ ინფორმაცია, უფრო დაწვრილებით არ წერია?
პ.ს. ქიზიყი და სიღნაღი კაია, მარა ოFFებს ცოტა საქმეზე საუბარსაც თუ მოაყოლებთ, არ შევიმჩნევ cool.gif biggrin.gif

smile.gif ქეთი,ბოდბელმა დაპოსტა უკვე,ამიტომ მე აღარ გავიმეორებ,ხოლო რაც შეეხება ოფებს,ძლივს ერთი ჩემებური კაცი ვიპოვე გერმანიიდან და რა იყო ქეთევან, cool.gif მოდერობა დაგტყობიაა... biggrin.gif

პ.ს. იმედია,არ "დაგვაჯილდოვებ" ვორნით,გაიხარე!

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: May 11 2008, 09:43 PM

xornabujeli
არავის ვერჩი, არავის ვვორნავ და აღარც ვიხუმრო მოდერივით?? cool.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: Bodbeli თარიღი: May 18 2008, 06:15 PM

გავარკვიე, წელსაც ერთ სტუდენტს აჯილდოვებენ. და კიდევ ერთხელ ვებ-გვერდი:
http://georgischerverein.de/GEORGIAN/student.htm
ვფიქრობ, რომ მართლაც კარგი წამოწყებაა.

პოსტის ავტორი: hirondelle თარიღი: Jun 12 2008, 02:26 PM

ვინმე ხომ არ არის ამ ფორუმზე ბელგიიდან? 6 წელია აქ ვცხოვრობ, მაგრამ არ ვიცი თუ არსებობს სათვისტომო ან რაიმე მაგდაგვარი...... smile.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jun 12 2008, 02:47 PM

hirondelle
კეთილი იყოს შენი შემომატება ჩვენს ფორუმზე. smile.gif

მე გერმანიაში ვარ, თუმცა ბელგიაში ვყოფილვარ ანტვერპენში ქართულ ტაძარში. მამა აბიბოსია წინამძღვარი. სამრევლოა ქართული წმინდა ნინოს სახელობის.

აი, ამ პოსტში წერია ინფორმაცია ბელგიის სამრევლოების შესახებაც
http://church.ge/index.php?s=&showtopic=1943&view=findpost&p=290212

პოსტის ავტორი: piligrimi თარიღი: Jun 12 2008, 03:16 PM

თხოვნების განყოფილებში უკვე დავწერე
http://church.ge/index.php?showtopic=1076&pid=339618&st=260&#entry339618

და აქაც გავიმეორებ, რაღაც თემატურად ახლოს არის მგონი smile.gif

ვინმეს ხომ არ გაქვთ რაიმე ინფორმაცია საფრანგეთში ლევილის მამულთან დაკავშირებით????

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Jun 13 2008, 10:14 PM

ბელგიის სათვისტომიზე ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია.როგორც ქეთიმ დაპოსტა, ქალაქ ანტვერპენში არის ქართული ეკლესია, ასევე რუსულიც. მრევლის ნაწილი დადის რუსულში, ნაწილი კი ქართულ ეკლესიაში.

პოსტის ავტორი: hirondelle თარიღი: Jun 14 2008, 06:46 PM

ციტატა(iako @ Jun 13 2008, 08:14 PM) *

ბელგიის სათვისტომიზე ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია.როგორც ქეთიმ დაპოსტა, ქალაქ ანტვერპენში არის ქართული ეკლესია, ასევე რუსულიც. მრევლის ნაწილი დადის რუსულში, ნაწილი კი ქართულ ეკლესიაში.

მე სადაც ვცხოვრობ არის ბერძნული ეკლესია და იქ დავდივარ ხოლმე, მაგრამ არაფერი არ მესმის....
მამაოს დაველაპარაკე და მითხრა, ფრანგულადაც შეგიძლია აღსარების თქმაო...
რა ვიცი ალბათ ასეც ვიზამ... ანტვერპენი ძალიან შორს არის და იქ ხშირად ვერ ვივლი..
აქვე ყურისძირში გაგვიხსნეს ქართული მონასტერი, ძალიან გამეხარდა, მაგრამ რატომღაც ისევ დაიხურა..
რუსულიც არის მაგრამ იქ ვერ ვპოულობ ისეთ სულიერ სიწყნარეს, როგორც ქართულში ან ბერძნულში...
ბრიუსელშიც არისო ქართული ეკლესია, მაგრამ ვერც მისამართი და ვერც განრიგი ვერ დავადგინე... smile.gif

პოსტის ავტორი: Bodbeli თარიღი: Jun 14 2008, 08:27 PM

ციტატა
აქვე ყურისძირში გაგვიხსნეს ქართული მონასტერი, ძალიან გამეხარდა, მაგრამ რატომღაც ისევ დაიხურა.



ვაა, საინტერესოა რატომ დახურეს? ხომ არ იცი?

პოსტის ავტორი: hirondelle თარიღი: Jun 14 2008, 08:58 PM

ციტატა(Bodbeli @ Jun 14 2008, 06:27 PM) *

ვაა, საინტერესოა რატომ დახურეს? ხომ არ იცი?

ზუსტად არ ვიცი, მემგონი რაღაც ადმინისტრაციული პრობლემების გამო.....

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Jun 15 2008, 12:08 AM

ციტატა(hirondelle @ Jun 14 2008, 06:46 PM) *

ბრიუსელშიც არისო ქართული ეკლესია, მაგრამ ვერც მისამართი და ვერც განრიგი ვერ დავადგინე... smile.gif


მე დაგინდგენ მისამართს და დავპოსტავ აუცილებლად,თუ მოვახერხე მოძღვრის ტელეფონსაც მოგაწოდებ.

პოსტის ავტორი: belika თარიღი: Jun 20 2008, 08:21 PM

მშვიდობა თქვენდა,მეც მაქვს ერთი სასიამოვნო ინფორმაცია: ისრაელში, ქააქ ლუდში, წმინდა გიორგის საფლავთან ახლოს, უწმინდესისა და უნეტარესის კურთხევით არის ქართული სახლი,სადაც შეუძლია ნებისმირ მსურველს რომელიც მოილოცავს წმინდა მიწას მობრძანდს და თავისი სიხარული გაგვიზიზაროს.ძალიან მოხარულები ვიქნებით,შეგიძლიატ მოსახსენებლებით დახუნზლულები მოხვიდეთ,რადგან ყოველ შაბათ-კვირას წმ. გიორგის საფლავთან წმ. გიორგის დაუჯდომელი იკითხბა ამ სახლის მორჩილების მიერ.საკონტაქტო ნომერია : 054 74 86 854,ბუხუტი, ან 054 21 96 442 ლიკა,მეამ სახლის ერთ-ერთი მეგობარი ვარ.მინდა გითხრათ დიდი მადლი ტრიალებს ამ სახლში,სამშობლოს ასე მოწყურებული ამ სახლში ვმშვიდდები...გელით ქართული გულით ჩვენს პატარა დიდ საქრთველოში!

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Jun 20 2008, 10:30 PM

ძალიან სასაიმოვნო სიახლეა, აუცილებლად გესტუმრებით, როდესაც გადავწყვიტავ ჩამოსვლას.

პოსტის ავტორი: hirondelle თარიღი: Jun 21 2008, 04:22 PM

ციტატა(belika @ Jun 20 2008, 06:21 PM) *

მშვიდობა თქვენდა,მეც მაქვს ერთი სასიამოვნო ინფორმაცია: ისრაელში, ქააქ ლუდში, წმინდა გიორგის საფლავთან ახლოს, უწმინდესისა და უნეტარესის კურთხევით არის ქართული სახლი,სადაც შეუძლია ნებისმირ მსურველს რომელიც მოილოცავს წმინდა მიწას მობრძანდს და თავისი სიხარული გაგვიზიზაროს.ძალიან მოხარულები ვიქნებით,შეგიძლიატ მოსახსენებლებით დახუნზლულები მოხვიდეთ,რადგან ყოველ შაბათ-კვირას წმ. გიორგის საფლავთან წმ. გიორგის დაუჯდომელი იკითხბა ამ სახლის მორჩილების მიერ.საკონტაქტო ნომერია : 054 74 86 854,ბუხუტი, ან 054 21 96 442 ლიკა,მეამ სახლის ერთ-ერთი მეგობარი ვარ.მინდა გითხრათ დიდი მადლი ტრიალებს ამ სახლში,სამშობლოს ასე მოწყურებული ამ სახლში ვმშვიდდები...გელით ქართული გულით ჩვენს პატარა დიდ საქრთველოში!

ჩემთვის ძალიან საინტერესო ინფორმაცია მომაწოდე...

დიდი მადლობა smile.gif

პოსტის ავტორი: Marabella თარიღი: Aug 14 2008, 04:52 PM

გამარჯობათ!

შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით საქართველოში, მაინტერესებს იმართება თუ არა კიოლნში ან დიუსსელდორფში აქცია 16 აგვისტოს გრინვიჩის დროით 17:00 სთ.-ზე. ძალიან გთხოვთ თუ ვინმემ რამე იცით ამის თაობაზე აუცილებლად შემეხმიანეთ!!!

ღმერთმა გაანათლოს დაღუპუულთა სულები და ღმერთმა უშველოს დაშავებულებს.
და კიდევ ღმერთმა მიუზღას მას ვინც უდიდეს ცოდვაშია ახლა.
ღმერთი მაღალია და ყველაფერს ხედავს.

საუკეთესო სურვილებით,
მ.

პოსტის ავტორი: Bodbeli თარიღი: Aug 14 2008, 08:37 PM

მიუნხენში იმართება ყოველდღე საპროტესტო აქციები, დრო და ადგილი ყოველთვის იცვლება და ამიტომ თუ გსურთ თქვენც მიიღოთ მონაწილეობა ამ აქციაში, დაუკავშირდით მიუნხენის სათვისტომოს შემდეგ ნომერზე: 017622640247

პოსტის ავტორი: barbare_2007 თარიღი: Aug 26 2008, 05:29 PM

თუ შეიდლება,საბერძნეთის სათვისტომოებზეც მოგვაწოდეთ ინფორმაცია...
გმადლობთ!

პოსტის ავტორი: inga mesxi თარიღი: Mar 24 2009, 05:20 PM

გამარჯობათ! მეც მინდა გაგიზიაროთ ინფორმაცია, კერძოდ 2008 წლის მაისიდან გერმანიაში, ქალაქ კარლსრუეში ამოქმედდა წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ქართული მართლმადიდებელი ეკლესია და სამრევლო.
თვეში ერთხელ, კვირა-დღეს, ტარდება წირვა. მამა გიორგი ჩამოდის სტრასბურგიდან.
აგვისტოს მოვლენებთან კავშირში შევქმენით გერმანულ-ქართული ვებ-საიტი
www.georgien-nachrichten.com სადაც Orthodoxe Kirche-ში ინფორმაცია გვიდევს ჩვენი სამრევლოს და ეკლესიის შესახებ.

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Mar 24 2009, 05:49 PM

inga mesxi

გამარჯობა ინგა! კეთილი იყოს შენი ჩვენთან მოსვლა. smile.gif

სად არის ეგ ეკლესია, მისამართი თუ იცი ზუსტი? ან სტრასბურგში სადაა ქართული ეკლესია?

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)