ერთი დღე ხო არ დაგვეთქვა და შევკრებილიყავით მერე
როგორ ხართ?
დიდი სიამოვნებით ქეთი.
იანვარში შეგხვდებით სადაც გენებოთ.სასიამოვნო იქნება თუ პირადად გავიცნობთ ერთმანეთს.
მე კარგად ვარ ქეთი შენ როგორ ხარ?
დავთქვათ და შევხვდეთ მე Nürnbergთან ვარ ახლოს თქვენ?
iako
მეც არამიშავს.
ხოდა ავირჩიოთ იანვარი, შაბათი დღე და ქალაქი, რომელიც ყველას გვაწყობს. სადმე თანაბრად დაშორებული ყველას სახლიდან . ხოდა შევხვდეთ, ხაჭაპურს წამოვიღებ შეხედრაზე.
აბა კიდევ ვინ მოდის, გერმანია და ახლოს მდებარე ქვეყნების church-ის ფორუმელების შეხვედრა! მერე დავდებთ გალერეაში სურათებს ჩვენი შეხვედრისა.
მე და იაკო ვართ სიაში. ვინ იქნება შემდეგი?
ოხ, თორნიკეც შეგვმატებია!
მე Köln
მე mannheim, მარა შაბათი ცუდია, თუ სამსახური არ შევიცვალე, შაბათს ვმუშაობ ძალიან შორს-შორს ვართ ისეც...მოკლედ, მოილაპარაკეთ და მე შევხედავ
staywhite
კი, შორს ვართ მარა, მე შენ და თორნიკეს შორის Frankfurt-ი გვაწყობს მგონი ყველას, თან მატარებლებიც კარგად დადიან
თუ შაბათი არა, კვირა იყოს, ან ერთ დღეს შვებულებას გავიფორმებ, სხვანაირად თუ არ გამოვიდა.
აბა ვნახოთ კიდევ ვის უნდა.
იაკო რომელ ქალაქშია აღარ მახსოვს
კატ,
იაკო მგონი შტუტგარტშია, კაცო, ფრანკფურტამდე თუ ჩამოხვალთ, ბარემ ჩემთან მოსულიყავით მოკლედ, დავადგინოთ რა დროთა განმავლობაში.მთავარია გერმანიაში ვიყო...
staywhite
რაღა ბარე 79,3 km-ია )) , ისე მე ვარ შორს თორემ თქვენ ერთმანეთთან უფრო ახლოს ყოფილხართ. მანამდე დიდი დროა, შევხედოთ რა იქნება.
მოკლედ, ჩემი "ნეპუტიოვი" ცხოვრების გადამკიდე (გარეთ რეჟიმი შიგნით ქაოსი) მთავარია ვიცოდე წინასწარ რომ მაგ დროს გერმანიაში ვარ (თუ არ მომისროლეს მანამდე სადმე დროებით) და უპრობლემოდ შევხვდეთ ჩემთან, გემრიელად სახლი-კარი ამბავი და გაგება
staywhite
მთავარია კარგად ვიყოთ. ბოლო-ბოლო ჩემსკენ ჩამოდით, სახლი კარი თუ არ მაქ, მაინც დაგსვამთ და კეთილი გული და გაგებაც იქნება
ხო ხაჭაპურებიც ცხადია
ასე, რომ ხალხნოოო, აბა რასა ვიქმნთ?
k@the
staywhite
ცოტა ხანი მოიცადეთ შეიძლება მეც მოვიდე
თათი87
შენი ხათრით მეორეჯერაც დავაცხობ ხაჭაპურს
შენ კიდევ იჩქარე ცოტა, თორე მე წამოვალ მანდეთ
k@the
ეგ მაინც ეგრე იქნება ჯერ მე გიმასპინძლებ აქ და მერე შენ თუ მანდ ჩამოვედი თუ არადა სადმე ნეიტრალურზე შევხვდეთ
მეც თქვენთან ვარ შეხვედრაზე
მაგრაბ 15 იანვრამდე ალბათ საქართველოში ვიქნები საშობაოთ.
დღეს უბედნიერესი ვარ. მეუფე ისაიას ვესაუბრე ტელეფონით. დამლოცა))
ღმერთმა დაგლოცოტ ყველა კარგი ადამიანები ხართ!!!
აუ რამდენი ყოფილხართ მანდ. გაიხარეთ და იმედია მალე წავალთ სახლში არა?
თქვენთვის არ ვიცი მარა ჩემთვის პირადად ძნელია უცხოეთში ყოფნა და ძაანაც მიჭირს
და სად ხარ ნატანი ახლა?
tako@tako
ახ თქვენ უკვე თითქმის მოგიგვარებიათ შეხვედრის ამბავი. ჩემთვის სულერთია სად შევხვდებით.
მე როგორც ნანას ახსოვდა შტუტგარტში ვარ.ასე რომ ჩამოსვლა არსად გამიძნელდება. მთავარია იყოს 5 იანვრის შემდეგ. მანამდე გერმანიაში არ ვიქნები.
ძალიან დიდი სიამოვნებით გაგიცნობთ ყველას.
უიიი აქ რაკაი დიალოგი გქონიათ... სადღაც დავწერე და აქაც დავწერ...
არ ჯობია რომ დათბება რამოდენიმე დღიანი პახოდი მოვაწყოთ სპალნიკებით... ეგ ყველაზე იაფი დაგვიჯდება...
ისე ერთი მარშუტკა რას დაგვხატავდა?!
მგზავრობის ფასები მტრისას
k@the,
მეც კარგად ღვთის წყალობით.
ჩემტვის თვის ბოლომდე იწვიმებს საშობაოთ მივდივარ
ღმერთი გფარავდეთ
xornabujeli
აუცილებლად შეგეხმიანები.
აი ჩამოვიდე საქართველოში და სამებაში ამოვიტან ჩემ დამცხვარ ხაჭაპურებს, ყველა ფორუმელს ვაჭმევ
tornike20
ბედნიერი ადამიანი ყოფილხარ! გაიხარე. კარგია შობა სახლში.
მაკუნა
დაკარგულო
ახალი ამბავი მააააქ:
ჩემ დას ვიზა ჩაურტყეს და საახალწლოდ მესტუმრება! ურა!
მაკუნა
საქართველოდან რომ წახვალ დიდი ხნით მერე მიხვდები რატო...
k@the
კი საქართველოში მოვდივარ საშობაოდ
tornike20
კარგია ძალიან! რომ ჩამოხვალ შეგვეხმიანე და პირადადაც გაიცნობ ფორუმელებს
აუცილებლად
ქეთ
საშობაო ნუგბარით დატვირტული ჩამოგივა დაიკო.
მე საახალწლოდ ჩემს ძმასთან მივივარ საფრანგეთში. ოჯახი იქ ვიკრიბებით, მხოლოდ სამწუხაროდ დედაჩემი ვერ ჩამოვა.
აუ ქეთ რა კარგია, მეც დღეებს ვითვლი უკვე მოსკოვში მივდივარ ჩემი ძმაც ჩამოდის ათენიდან და მთელი ოჯახს გვეღირსება როგორც დედაჩემი იტყოდა საერთო ჰაერით სუნთქვა .
მაგრამ მხოლოდ 10 დღით მერე ისევ solitude რომელიც ცხოვრების ჩვეულ რიტმად იქცა უკვე.
iako
ავსტრიაში არავინაა?
ქეთ
რომელ რიცხვში მითხარი . 30ში გამოვყევბი ჩემს ძმას ჩემი დის დასახვედრად. ისიც მოდის პარიზში. და თუ მაგ დროს მოახერხებ დიდი იამოვნებით შეგხვდებოდი.
სალამი ფორუმელებო!!
ნიკოლოზობას გილოცავთ!!
როგორ ხართ?
უფ, ეგრე ვგონივარ თავიდან ყველას და ლუდზეც კი მეპატიჟებიან გოგოები მერე რო გაიგებენ გოგო ვარ უკან დასახევი გზა აღარ აქვთ და დაპატიჟება მრჩება ეგრე
[/quote]
ბიჭს გავხარ, თუ რატომ ჰგონიათ?
Genesis
ამინდის გამოდარებას თუ ველოდეთ გერმანიაში, დიიდხანს მოგვიწევს ლოდინი
iako
თებერვლის 16 ან 23 ავიღოთ, არც ძალიან ახლოო არც ძალიან შორს.
კიდევ მოვიფიქროთ სად გვინდა შეხვედრა და რის გაკეთება
ვის რომელი შაბათი აწყობს? 16 თუ 23?
ჩემთვის ორივე საბათი მისაღებია
ჩემთვისაც
მოიცა, ყველანი დოიჩლანდში ხართ?
KAIROS, გახლავართ
tornike20
კარგი ეხლა, რას ნიშნავს ეგ მოწყენილი სახე?!
ამაყად! ახლახანს არ იყავი საქართველოში?
KAIROS
genesis და staywhite გამოგრჩა
--
მაშინ, სავარაუდო თარიღად დავთქვათ 23 თებერვალი. ნანასაც დაველოდოთ, მაგრამ როგორც ვიცი თებერვალი მისთვისაც მისაღები იყო.
იმედია მოგვიხერხდება მართლაც შეხვედრა.
გადასაწყვეტია საკითხი: სად?
k@the
ვიყავი მაგრამ არ ვიტყოდი კვლავ წასვლაზე უარს
tornike20
ხშირ-ხშირად თბილისში ფრენა და კარგი ცხოვრება მეც მინდა, მარა სადაა
სად ist wirklich gute frage
iako
ნამდვილად მასეა )
ჩამოვწეროთ ვინ რომელ ქალაქშია და ყველასაგან თანაბრად დაშორებული პუნქტი ავიღოთ?
ვნახოთ იქ რა ღირსშესანიშნაობებია დასათვალიერებელი და ... ხოო, აი მერე რაიმე უნდა მივირთვათ ქართული გაგებით
was denkt ihr leute?
როგორ ხართ ფორუმელებო????
k@the,
კარგი იდეაა!!!! მე Nürnbergთან ვარ.
tornike20 - Nürnberg
monatrebuli fee - Leipzig
k@the - Köln
ჯერ-ჯერობით ასე გამოყურება ადგილები
სხვა ხომ კარგად ხართ?
მე კი შტუტტგარტში ვარ.
ქალაქის არჩევა ცოტა რთულია,
tornike20 - Nürnberg
monatrebuli fee - Leipzig
k@the - Köln
Genesis - Osnabrück
iako - Stuttgart
ჯერ-ჯერობით ასე გამოყურება ადგილები
მანძილი Osnabrück -დან Stuttgart -მდე 534 km -ია.
მანძილი Köln -დან Leipzig -მდე 498 km -ია. ადგილი მართლაც რთული საკითხია.
აბა რას ფიქრობთ?
ჰა რავახართ ფორუმელებო?
აბა რას ვშვებით და რას ვაპირებთ?
ფრანკფურტში ხომ არ ჯობია შეხვედრა?
რას ფიქრობთ? ცოტა ვიაქტიუროთ თორე ჩაიფრენს 23 თებერვალი.
გფარავდეთ უფალი
tornike20
გაუმარჯოს!
მეც ასე ვიფიქრე, ფრანკფურტი დიდი ქალაქია და მატარებლები კარგად დადიან ყველა მიმართულებით. მაინტერესებდა სხვები რას ფიქრობენ.
ველოდები რას გადავწყვეტთ. თუ ფრანკფურტზე შევთანხმდებით, მოძიება შეიძლება მართლმადიდებლური ტაძრების და ის მოგველოცა, მერე ერთად ვისადილებდით სადმე და უკან წამოვიდოდით.
ვინც შორიდან მოვდივართ, რახან შაბათს ვაპირებთ შეხვედრას, მატარებლისათვის თითოეულს შეგვიძლია http://www.bahn.de/regional/view/bundesweit/bahnregional/freizeit/schoenes_wochenende_ticket.shtml ავიღოთ 37 ევროა, ერთი დღე შაბათი ან კვირა, მთელი გერმანიის ფარგლებში შეგიძლია იმოძრაო. თან 5 ადამიანისთვისაა, ხანდახან სადგურში თანხმდება რამოდენიმე და თანხას იყოფენ ხოლმე. ან იქნებ ქართველი მეგობარი წამოიყოლოთ და ფორუმელიც გავხადოთ
მოკლედ, თორნიკე ჩვენ ფრანკფურტს ვფიქრობთ ხო? ხალხო რას იტყვით?
მესმის, არც ისე დვილია ამხელა გზა და თანხაც, ვის როგორ მოუხერხდება ჩამოსვლა. იმედია შევთანხმდებით.
კი მემგონი ფრანკფურტი ყველაზე კარგი ვარიანტია. ეგ ბილეთი ავტომატთან 33 ევრო გირს ხოოოდა დაწერეთ ყველამ რას ფიქრობთ
tornike20
33 არაო და 35 კიო ეგრე წერია და ნუ ავტომატთან ურთიერთობა თუ 'დარეგულირებული' გვაქვს ცხადია ეგ ჯობია
ჩემთვის ფრანკფურტი ძალიან კარგი ვარიანტია (ახლოს არის).
ამ ქალაქში არსებობს ქართული სამრევლო.
ჩემს მოძღვარს შემიძლია დავუკავშირდე და ვკითხო. თუ დაემთხვევა მისი ჩასვლა ჩვენს შეხვედრის თარიღს ხომ უკეთესი. ქართულ წირვას დავესწრებით.
გამარჯობათ
მეც გამოვჩნდი რამდენიმე წუთით. გერმანიაში ვიქნები ალბათ კვირის ბოლოს. აღარც გახსოვდით ისე მოილაპარაკეთ, არც მახსენეთ... არაუშავს, ჩემი ბრალია რომ არ ვიყავი, მაგრამ არ შEმეძლო, ახლაც შEმთხვევით მოვხვდი ინტერნეტთან.
რაც შეეხება ფრანკფურტს, ტერიტორიულად იქნებ უკეთესია, მაგრამ დიდი უაზრო ქალაქია, წესიერი კაფე-რესტორნის ნახვა იქ რა ვიცი აბა... როგორც გადაყვეტთ, თუ მოვახერხე და თუ სურვილი გექნებათ მეც მოვალ. უკეთესი იქნებოდა მანნჰაიმი, ჩემთან, ღამესაც გაგათევინებდით და სადილობის "პრობლემაც" ჩემთან გადაწყდებოდა, მაგრამ როგორც ვთქვი, როგორც თქვენ გაგიხარდებათ ისე დაგეგმეთ. გკოცნით ყველას და დროებით.
მაპატიეთ, ყვედრებაში არ ჩამითვალოთ დღეს ვერ გადავიკითხე ყველა პოსტი უდროობის გამო, ბოლოს კი 27 იანვარს ვიყავი და იქ მომეჩვენა ასე. მოკლედ, ჩემი შEწუხება დიდი არაფერია, მაგრამ გადაწყვიტეთ ისე, როგორც უმრავლესობას აწყობს და იმედია მეც შEმოგიერთდებით, უფლის წყალობით, თუ არაფერი შეიცვალა მალე დავბრუნდები "მშობლიურ" მიწაზე
კატ, შEნ კი იმ ამბავზე დიდი მადლობა კიდევ, უდიდესი დახმარება გამიწიე იმ გაჭირვებულ მომენტში, ღმერთმა შეგიწიროს, გკოცნი
პ.ს. მანჰაიმიც სატრანზიტო ქალაქია და უკიდურესად კარგადაა მოწესრიგებული მთელს გერმანიასთან სწრაფი და ხშირი კავშირები, ეს მხოლოდ ინფორმაციისთვის.
staywhite
არაფერია ნან, მთავარია ყველანი კარგად ვართ გელოდებით რომ ისევ ატიურად დაგვიბრუნდე.
monatrebuli fee
გამარჯობაა
დიდი ხანია არ შემოგიხედავს აქ. შენ კი გეთქმის სიტყვა, მაინც შორს ხარ ფრანკფურტიდან.
როგორაა შენი ამბები. შეხვედრის ადგილზე რა აზრის ხარ?
ნანა როგორ არ მახსოვდი.
ველოდებოდი როდის შემოგვეხმიანებოდი.
ჩემთვის არც მანჰაიმია პობლემა. უფრო ახლოს ვიმყოფები.
სალამი ყველას!
როგორ ხართ ხალხოოოოოოო?
რა ქენით, გადაწყვიტეთ შეხვედრის ადგილი? ჩემი წინადადება ძალაშია, რათქმაუნდა. აქ უკეთესი სიტუაცია გვექნება, ოჯხურ-მშობლიურ-ახლობლური, ჩვენებურად გემრიელად, სახლში მოვილხინოთ, გასეირნება და დათვალიერებები იასნია პა ხოდუ, თუ რამე, ჰაიდელბერგიც აქვეა, 10 წუთის გზაა. ფრანკფურტში იქნებ მე ვერ წამოვიდე, გარკვეული მოსაზრებების გამო, თან იქ მცირე დროში ვერაფერს ნახავთ ზანგების,ინდოელების, პრასტიტუტკების და ჯანკების გარდა, მაგ მოკლე დროში უკეთესი ვერაფერი შეიძლება იქ დაინახოს კაცმა.
მოკლედ, დაპოსტეთ რას აპირებთ, მე თითქმის ინვალიდი დავბრუნდი,მარა ბოლო თუ არა არც პირველი შემთხვევაა და იმედია 2-3 დღეში დავუბრუნდები ნორმალიზაციას გელოდებით
მეც მინდა თქვენთან
staywhite
დიდი მადლობა თაკო ისე კი, არც მახსოვდა და არც გაუგებრობა არ იყო, აზრტა და გემოვნებატა სხვაობა, მაგაზე არ კამათობენ ხომ იცი... კაი გოგო ხარ, გაიხარე
შორია ჩემგან მანჰაიმი... მტრისას ამდენი მგზავრობა
1 დღით ვეღარ შევიკრიბებით, შანსი არაა....
რამე მინიმუმ 2 დგიანი მოვიფიქროთ... ან 2,5 დგიანი
გენეზის,
ფრანკფურტსა და მანჰაიმს შორის 40 წუთია სხვაობა ჩამოდი და იყავი 2-5 დღე კი არ გაგდებთ შე კაცო მოკლედ, გადაწყვიტეთ, მე არაუგვიანეს 2-3 დღისა უნდა ვიცოდე პასუხი, მანამდე გამოვკეთდები თან.
თარიღი გადაწყვიტეთ... 16 ეწერა მგონი, არ ვიცი. ჩამოდი როცა გინდა, არაა პრობლემა, გოგონებსაც არ ეჩქარებათ იმედია, შაბათ-კვირას მგონი არ მუშაობენ. ადგილის პრობლემა არ არის არანაირად.
staywhite
Genesis
23 ყველას გვაწყობდა მგონი. არა?
მეც შემიძლია შაბათს დილას 10:24 ზე ICE -თი ჩამოსვლა და წასვლა 21:35-ზე (?).
სხვები რას ფიქრობენ?
თუ გადავწყვეტთ, ამ ორ დღეში უნდა გადაწყდეს, რომ ICE -ს იაფი ბილეთები დავჯავშნოთ, სანამ ჯერ კიდევ არის. თორე ისე ძვირი დაჯდება მერე.
23 თუ 16? ხო, გადაწყვიტეთ და დაჯავშნეთ ადრე, იაფია ბევრად.
კატ, მასე ადრე რატომ ბრუნდები? თუ წინასწარ იყიდი, მაინც იგივე ფასია იმ დღეს წახვალ თუ მერე და ბარემ შეირგე და შეგვარგე დაადგინეთ დაბრონის ამბავი, მე ვიცი მინიმუმ 3 დღით ადრე ბევრად იაფია, ბავშვები იყვნენ ბერლინში ამასწინათ და მასეთი მეთოდით ორივეს იქით-აქეთ ბილეთში გადავიხადე იმდენი, რამდენიც ჩვეულებრივ ერთი მხარეა მხოლოდ ასე რომ, შაბათს გაქცევა კატი ამოიგდეთ თავიდან
მოკლედ, შეთანხმდით.
პ.ს. ფრანკფურტი მართლა ცუდი ვარიანტია, არ გეგონოთ მე მეზარება ჩამოსვლა იქ, უბრალოდ უაზრობაა, ჰეკტიკაში გავატარებთ მთელ დროს, როცა აქ შინაურულად უკომპლეკსოდ ვიქნებით.
staywhite
მადლობა ნან შევირგებ სიამოვნებით მაშინ შაბათს დილას ჩამოვალ და კვირას დავბრუნდები უკან.
ჰო, მჯერა რომ ფრანკფურტი არ იყო საუკეთესო გამოსავალი. მარა ხო იცი, არ მინდოდა შენი შეწუხება. ამდენი ხალხი მაინც ხოდა შენ რახანც გვეპატიჟები, მე სიხარულით მოვდივარ. ვოტ!
შენ 23 გაწყობს უფრო? მგონი 16 გენესის არ აწყობდა და არც ანას (მონატრებულ_ფეე)
tako@tako
როგორ ხარ პატარა?
მე 16იც მაწყობს, ჯობია 16 თუ სხვას ხელი არ ეშლება, მგონი იაკოს შეუძლია.
არაფერია ჩემი შეწუხება, მე ამ თვეში ალბათ სახლში ვიქნები სულ, ეგ არაფერი. ოღონდ სასმელის ამბავში კონსულტაცია მჭირდება, მე არ ვიცი რომელი ღვინოები ან ნებისმიერი სახის სასმელი მოგწონთ სხვა არაა პრობლემა.
პ.ს. მე ბეილისის და ავსტრალიური ტკბილი პივა "თუ დოგს"-ის გარდა არაფერს ვსვამ და თან ახლა მაგასაც ვერ დავლევ, ამიტომ თქვენ გემოვნებაზეა დამოკიდებული
staywhite
ნან ანუ შენ 16 გირჩევნია? ჩემთვის სულ ერთია და თუ სხვებს არ შეუძლიათ, 23 შენ ვერა ხო?
ჩემთვის სულერთია კატ, მაგრამ 16 ჯობია, ახლოსაა
ვაიმე 16 ში დაბადების დღეზე მივდივარ, ეხლა დამპატიჟეს.თუ ძალიან არ შეგეშლებათ ხელი 23 ში იყოს.
ფრანკფურტის ნახვა მართლაც რომ ძნელია ერთ დღეში გადარბენაზე ვიქნებით და ვერც ვერაფერს ვერ ვნახავთ წესიერად.
ნანა მე შენგან ახლოს ვარ ამიტომ ჩემთვის შაბათს უკან დაბრუნება პრობლემა არ არის.
ხო მართლა,წითელ ღვინოს თუ სვამთ მე წამოვიღებ. სხვა ქართულ საჭმელებზეც ალბათ შევთანხმდებით.
რაც უფრო გვიან მით უფრო უკეთესი ჩემთვის...
აბა 160 ევრო მგზავრობის ბილეთში როგორი გადასახდელია?!
თუ მოგვიანებით დავგეგმავთ ბევრად იაფი მიჯდება... მარტის დასაწყისსაც არაუშავს რა ჩემთვის...
პ.ს. ისე როცა არ უნდა დაგეგმოთ მაინც წამოვალ...
იაკო,
ღვინის ან სხვა სახის სასმელზე ვიკითხე, იმიტომ რომ არ ვიცი რა და რომელი
ჩემს სუფრაზე ჯერ არავის დაუჩივლია და იმედია ახლაც არ დაიჩივლებთ ასე რომ ...
ადგილზე და დარჩენაზე პრობლემა არ არის, ჩემთანაც საკმარისია და თუ რამე, ბიჭების საძმოც ახლობლობაში ცხოვრობს.მოკლედ, მსგავს რამეებზე არ იდარდოთ, რასაც ღამისთევა, სუფრა და მსგავსი რამეები ქვია
დავაკოპირებ ჩვენ ქალაქებს...
tornike20 - Nürnberg
monatrebuli fee - Leipzig
k@the - Köln
Genesis - Osnabrück
iako - Stuttgart
staywhite - Manheim
ასე გამოყურება ადგილები რუკაზე
მანძილი Osnabrück -დან Stuttgart -მდე 534 km -ია.
მანძილი Köln -დან Leipzig -მდე 498 km -ია.
ნანამ (staywhite ) შემოგვთავაზა მასთან შეკრება და მგონი ყველანი თანახმა ვართ
ანუ შეკრების ადგილია - Manheim
23 თებერვალზე შევთანხმდით. ასევე შორიდან მომავალ ხალხს ღამის გათევა შეგიძლიათო ჩემთან (ნანას ).
tornike20 და monatrebuli fee - რას ფიქრობთ ბავშვებო?
გადავწყვიტოთ, დავთქვათ და დავჯავშნოთ ბილეთები, სანამ დროა ხელსაყრელ ფასებში...
პ.ს. სასმელს მე მანც არ ვსვავ , ასე რომ რიავი რომელი ჯობს...
აი საჭმელს, კი რაიმეს მოვამზადებ და წამოვიყოლებ. იქნებ ხაჭაპური გავაკეთო? ან კიდევ რამე...
პ.პ.ს. ჩავასწორე, თარიღი არის 23 თებერვალი.
არაფერი არ გააკეთო ქეთი, თუ რამე გაქვთ ქართული, რაც აქ არ არის და წამოიღებთ, ეგ სხვა საქმეა, გასაკეთებელს კი მე გავაკეთებ. იაკო თუ ღვინოს წამოიღებს , არ იქნება ცუდი, თან ახლოსაა და არ გაწვალდება, სხვა ყველაფერს მე მოვამზადებ, თუ რამე სურვილი გექნათ განსაკუთრებული რომელიმე კერძზე,
სასწრაფოდაც შეიძლება მიმატება. მოკლედ, არანაირი საფიქრალი ამის შესახებ არ გაიჩინოთ შეთანხმდით და გელოდებით. გენეზის ჩამოვა პარასკევს, უკვე დაწერა. თორნიკე არ ჩანს ჯერ და ფეე
staywhite
უი, შებოლილი სულგუნი მაქ მგონი ნახევარ თავზე მეტია და წამოვიღებ
მიხარია, რომ უნდა გნახოთ. ბავშვებიც გახარებული არიან, მეკითხებიან სულ როდის მოვლენო
აუ რა სმაგარიააა ძაან ძაან. :GOOD:
მეც მინდა ეეე.
აბა ველოდები სურათებს გალერიაშიიი.
ყოჩაღ თქვენ, ძალიან კარგი რამ გადაგიწყვეტიათ, უჩასი არ იყოს ფოტოებს ველოდებით თქვენგან. ისე ოკეანის გადმოღმა არ წამოხვალთ რამე რომ იყოს?
წარმატებებიიიიი.
staywhite
ნან შენ სად დამეკარგე? ხო მშვიდობაა?
ზუსტი თარიღი დაწერეთ ვინმემ... მე ნებისმიერი მაწყობს... მარა ახლავე უნდა ვიცოდე, რომ ბილეთი დავჯავშნო...
როგორ ხართ ხალხოოო?
მე უკვე ვთქვი რაც თქვენ გაწყობთ ისე გადაწყვიტეთქო
მიხარია რომ გნახავთ ყველას
მივალ სახლში და მერე უფრო დაწვრილებით გეტყვით როდის ჩამოვალ
გფარავდეთ ღმერთი
Genesis
რაღა თარიღი გინდა?
23 თებერვალი არ ვთქვით? აღდგომა წელს 27 აპრილსაა ხო? მარხვაში არაა 23
tornike20
ჩვენ არაგვიშავს თორნიკე. შენ როგორ ხარ?
არ დაგვეკარგო აბა, შემოიხედე ხოლმე, ან შენი მეილი დაგვიტოვე. არ გამოგვრჩე აქა
ესეიგი 23 ზუსტია ხო? მეც ასე გავიგე.
მოკლედ, მიხედეთ ბილეტებს და სხვა მხრივ ალლეს ოკ
staywhite
ხო, მეც ასეთი დასკვნა გამოვიტანე ბოლოს.
გაიხარე ნან. აბა ძილინებისა
სალამი ყველას
ოჰ რამდნეი ხანი გასულა რაც აღარ შემოგხმიანებივართ
ესე იგი 23.02-ში არა?
მე გასარკვევი მაქვს რაღაცეები ამ კვირაში და მერე დავწერ ზუსტ პასუხს აქ...
თუ წამოვედი ხელცარიელი როგორ ჩამოვიდე ამხელა გზიდან, მითხარით რა ვქნა რით დავიმშვენო ხელი ?
აბა დროებით
ქეთ
23 ში არ არის მარხვა.
მე როგორც მახსოვს ჩემი მოძღვრისგან. მგონი 17თებერვლიდან მსგეფსი არის.
monatrebuli fee
აბა ანა რას ამბობ, მაგხელა მანძილიდან რა უნდა წამოიღო, გზაში გაგიფუჭდება
შენ ოღონდ ჩამოდი ყველაფერი ადგილზე იქნება. გაგვახარებ ჩამოსვლით.
iako
კი იაკო, მეც ვიცი რომ მარხვა არაა კარგია. აუფ, მეც მიხარია წინასწარ თქვენი ნახვა. ბავშვები რომ დაბ.დღეს ელოდებიან ეგრე
ბილეთების ამბები მაინტერესებთ და რომ მოილევთ, მოკლედ გამაგებინეთ, რომ როგორც გვეგონა ისე თუ იყო
მე უკვე დავჯავშნე... გზა არცისე ბევრი ყოფილა თავიდან რომ მეგონა... 4 საათი სულ...
ცოტა უნამუსოდ ხოარგამომივიდა 22 რიცხვში რომ ჩამოვდივარ სხვებისგან განსხვავებით?
გენეზის,
ჩამოდი როცა მოახერხებ, რაის უნამუსობა კაცო არც იფიქრო, რომ მოსარიდებელია.
ისეთი მასპინძელი გყავთ,მეც დიდი სიამოვნებით ჩამოვიდოდი
მაეასი
შენც დიდი სიამოვნებით მიგიღებდით
მაეასი
მოდიხარ შენ აქა? როდის აბა?
ისა, ჩვენ ვაოფებთ გავუზიაროთში არ გინდათ?
Genesis
ვინ გითხრა, ვორნის უფლება არ აქო?
შევამოწმოთ?
k@the
Genesis
მაგი რომ ვიცოდე კარგია
მაგრამ სავარაუდოდ მომიწევს,იმიტომ ვთქვი ან იქნებით თქვენ მაქეთ ან არა,მე რომ ჩამოვალ
დავაკოპირებ ჩვენ ქალაქებს...
tornike20 - Nürnberg
monatrebuli fee - Leipzig
k@the - Köln
Genesis - Osnabrück
iako - Stuttgart
staywhite - Manheim
ასე გამოყურება ადგილები რუკაზე
მანძილი Osnabrück -დან Stuttgart -მდე 534 km -ია.
მანძილი Köln -დან Leipzig -მდე 498 km -ია.
ნანამ (staywhite ) შემოგვთავაზა მასთან შეკრება და მგონი ყველანი თანახმა ვართ
ანუ შეკრების ადგილია - Manheim
23 თებერვალზე შევთანხმდით. ასევე შორიდან მომავალ ხალხს ღამის გათევა შეგიძლიათო ჩემთან (ნანას ).
tornike20 და monatrebuli fee - რას ფიქრობთ ბავშვებო?
გადავწყვიტოთ, დავთქვათ და დავჯავშნოთ ბილეთები, სანამ დროა ხელსაყრელ ფასებში...
პ.ს. სასმელს მე მანც არ ვსვავ , ასე რომ რიავი რომელი ჯობს...
აი საჭმელს, კი რაიმეს მოვამზადებ და წამოვიყოლებ. იქნებ ხაჭაპური გავაკეთო? ან კიდევ რამე...
პ.პ.ს. ჩავასწორე, თარიღი არის 23 თებერვალი.
კიდევ გადმოვაკოპირე პოსტი, ამ თემაში ოფები მერე წაიშლება (ვმოდერობ)
Genesis -მა უკვე ბილეთი აიღო, და 22 ში იქ იქნება, დაგვხვდებიან ანუ, და მოეხმარება ნანას საჭმელების მომზადებაში
ბილეთებზე, შორიდან მომავლები რას ფიქრობთ?
k@the
ბილეთი წავიდა გაღმა მარილზე...
23ში გამოცდა მქონია... ახლაგა გავიგე
ასე რომ თუ ზედმეტს არ ვითხოვ და უკვე ბილეთები შეძენილი არაგაქვთ თარიღი ან აქეთ გადმოვწიოთ და ან იქეთ გადავწიოთ...
მოიღეთ მოწყალება და არ მაკრიტიკოთ ახლა ამისთვის... ჩემი გაჭირვება მეყოფა...
პ.ს. ხოდა დაჯავშნული ვისაც აქვს ბილეთი, ჯავშანის მოხსნა უფასოდაც შეიძლება...
xornabujeli
მე ივლისში ჩამოვდივარ და იმედია ფორუმის დაბ.დღეზე ვიქნებით.
Genesis
არ გაკრიტიკებთ. 28-ში მე სემინარი მაქ მოსაყოლი იულიხში. გვიან გავიგე და არ მითქვია არაფერი, მოვახერხებდი რამეს.
რა ვქნათ, ერთი 23+7= 30 თებერვალი არ არსებობს
1 მარტი? მგონი არც მანდ გვიწევს მარხვა.
როგორც ყველანი გადავწყვეტთ ისე იყოს, მარა მიზეზები ჩვენ არ დაგველევა. ვიცი, რომ ძნელია აქ, სულ რაღაც საქმე გვაქვს ყველას. თანაც ნანას აზრი მთავარია ამ შემთხვევაში.
1 მარტიც შეიძლება და 16 ნოემბერიც, თქვენ შეთანმხდით, მე სახლში ვარ მაინც ჯერჯერობით.
monatrebuli fee
ანა წვენები მე და შენ ვსვათ მაშინ
მე ივლისში მივდივარ 3 კვირით სავარაუდოდ, ისე რომ აგვიტოში უკვე აქ ვიყო.
მეტი შვებულებას ვერ ავიღებ . შენ მთელი აგვისტო რჩები? მინდა უკვე ივლისიი.
გული დამწყდება მართლა თუ ვერ შევიკრიბეთ. იქნებ მაინც დავთქვათ დრო. შენ 1 მარტზე რას ფიქრობ? რამე გაქვს დაგეგმილი?
monatrebuli fee
ძალიან კარგი
იმედია მოახერხებ. შენ ხომ არ გადმოდიხარ ჩემსკენ ახლოს?
ისეთი ნაღვლიანი ვარ ამ თემას რომ ვკიტხულობ.გაიხარეთ შეხვდით ერთმანეთს,სულითა და გულით თქვენთან ვარ.
ფორუმის დაბადების დღე როდის არის ქეთი? ივლისში მეც მოვდივარ ს ა ხ ლ შ ი იიიიი.
კიდევ ერთ ჩვენს ფორუმელს ველაპარაკე, გერმანიაშია ისიც და მგონი წამოვა ჩვენს შეხვედრაზე.
ეს ფორუმელია Qeto, სანამ წამოვიდოდა გერმანიაში მომწერა PM ვიცი რომ მანდ ხარო, გამეცნო და ჩამოსვლისას შევხვდი კიდეც, ჩემს გვერძე ქალაქშია. ძალიან საყვარელი ბავშვია
ასე, რომ იქნებ გადავწყვიტოთ 1 მარტი??? რას იტყვით აბა ხალხო?
tako@tako
შენ კიდევ არ მოიწყინო ჩვენ მერე თბილისში შევხვდეთ ერთმანეთს, შენც რომ ჩამოხვალ და მეც. ვოტ ტაკ!
01.03. ჩემგან დაბრო, კატ, სხვებმაც დაწერონ , მარა ოპერატიულად, რომ ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდეს
ზუსტად ახლა მკითხა მერაბომ, მისი ოტახიდან შემოვიდა არც იცოდა რას ვაკეთებდი , მეკითხება, როის ჩამოვლენო ხოდა, გადაწყვიტეთ რა, არ მიყვარს სიტყვის შეცვლა, თუნდაც ბავშვებთან
პ.ს. ვინც გინდათ წამოიყვანეთ, ოღონდ 1 დღით ადრე მაინც ვიცოდე რაოდენობა
staywhite
მართალი ხარ ნანა, ტყუილად კი არ თქმულა : ''დღემეხვალიე კაცსაო, თოვლი მოადგა კარსაო''
აბა, 1 მარტი და ყველამ ვთქვათ: ჰო. ეს გაჯანჯლება არ ვარგა, მართალი იყავი, ეხლავე შევიკრიბოთო რომ ამბობდი
მე ჰო... და ატსი ბადრი პატარკაციშვილიც რომ გარდაიცვალოს მაინც ვერ გადამათქქმევინებს ვერავინ ...
კარგი მეც თანახმა ვარ,თუმცა 23 მაწყობდა უფრო. 1 მარტს ჩემი მოძღვარი ჩამოდის და ქართულ წირვას ატარებს. მაგრამ ისეთი დიდია თქვენთან შეხვედრის სურვილი ჩამოვალ აუცილებლად.
iako
მეც ძალიან მინდა იაკო შეხვედრა. ისე ვერ მოასწრებ ხო?
არ გადავდოთ და შევხვდეთ რა
Genesis
შენ კიდევ იმეცადინე გამოცდა ))
კიდევ ერთხელ დავაკოპირებ ჩვენ ქალაქებს...
tornike20 - Nürnberg
monatrebuli fee - Leipzig
k@the - Köln
Genesis - Osnabrück
iako - Stuttgart
staywhite - Manheim
ასე გამოყურება ადგილები რუკაზე
მანძილი Osnabrück -დან Stuttgart -მდე 534 km -ია.
მანძილი Köln -დან Leipzig -მდე 498 km -ია.
ნანამ (staywhite ) შემოგვთავაზა მასთან შეკრება და მგონი ყველანი თანახმა ვართ
ანუ შეკრების ადგილია - Manheim
1 მარტზე შევთანხმდით. ასევე შორიდან მომავალ ხალხს ღამის გათევა შეგიძლიათო ჩემთან (ნანას ).
გადავწყვიტოთ, დავთქვათ და დავჯავშნოთ ბილეთები, სანამ დროა ხელსაყრელ ფასებში...
პ.ს. სასმელს მე მანც არ ვსვავ , ასე რომ რიავი რომელი ჯობს...
საჭმელს, კი რაიმეს მოვამზადებ და წამოვიყოლებ. იქნებ ხაჭაპური გავაკეთო? ან კიდევ რამე...
1 მარტს შეხვედრაზე სავარაუდოდ:
1. staywhite
2. iako
3. Genesis
4. k@the
5. Qeto (?)
6. tornike20 (?)
7. monatrebuli fee (?)
თორნიკე, 1 მარტიც გაწყობს? ანამ გვითხრა გასარკვევი მაქ რაღაც და გეტყვითო პასუხს.
Qeto - ჩვენი ფორუმელია, ბონნიდან და სავარაუდოდ წამოვიყოლებ მე
აბა ეხლა, გერმანულ ყაიდაზე, ორგანიზებულად დავგეგმოთ და გავაგებინოთ წინასწარ ნანას, ვინ მივდივართ
გაუმარჯოს ფორუმელებს!
რავახართ? მე თანახმა ვარ 1 მარტზე და დღეებს ვითვლი
ხო მართლა შეიძლება ერთი ქართველი მეც წამოვიყვანო ოღონდ ჯერ ზუსტად არ ვიცი.
ხომ ხართ მაგრად?
tornike20
ძალიან კარგი, თუ დღეებს ითვლი
ის ერთი ქართველი, ერთი დაგვირეგისტრირე ფორუმზე, ერთი ჩვენც რო გავიცნოთ
ხა, რას იტყვი? შემოიხედოს ხოლმე
მეც მოვალ აუცილებლად
გვიქეიფია საგაზაFჰულოდ და ეგაა
tornike20
შენ თუ დღეებს ითვლი... მე დღეიდან შიმშილობას ვიწყებ
მე მოვდივარ გადაწყვეტილია. იმედია თარიღი აღარ შეიცვლება.
Genesis
არაფერია რუსულ ეკლესიაში დავდივარ რეგულარულად და ამ ერთხელ მაპატიებს ქართველი მამაო რომ ვერ დავესწრები ქართულ წირვა-ლოცვას.
staywhite
ჰალლო ნან
მესამედ და უკანასკნელად ვსარგებლობ შენი მოთმინებით... პარასკევს ღამით ვიქნები მანჰაიმის სადგურში... მისამართს თუ მომაწვდი, დახვედრა არ დამჭირდება... ველოსიპედიც მომაქვს...
უკვე ჩანთაში მიდევს ბილეთები ასე რომ შეხვედრა რომც ჩაიშალოს ჩემი მასპინძლობა მაინც ვერ აგცდება...
მგონი კარგ ადგილზე, კი არადა, ძალიან კარგ ადგილზეც მოვხვდი
აბა, სად აპირებთ ქართველები შეხვედრას?
როგორ დაფანტულხართ გერმანიის ოთხივ მხარეს.
მოკითხვა ფრანკფურტიდან
პატივისცემით "სტუმარი"
stumari
ამბობენ სტუმარი ღვითისააო. ჰოდა, ღმერთმა გაგიმარჯოს სტუმარო!
staywhite
მე ორშაბათს გავალ ბილეთზე, ჩემი ნომერი გაქ
მისამართი და ნომერი ვიმედოვნებ სხვებმა უკვე ჩაწერეს, თუ რამე, PM-ში მომწერეთ. მე მგონი ახლა ასე გამოიყურება სია:
1.გენეზის
2.კატე
3.იაკო
4.ფეე (?)
5.თორნიკე
6.თორნიკეს მეგობარი (?)
7.კატეს ნაცნობი (?)
8.სტუმარი
დააზუსტეთ მერე და მინიმუმ 28-ში გამაგებინეთ.
პ.ს. ისე ფოტოაპარატი თუ აქვს ვინმეს კაი, წამოიღოს, მე არ მაქვს, მხოლოდ მობილურები, თუმცა ბიჭების ძმაკაცებს აქვთ თუ არ ვცდები და მოგვარებადია, მაგრამ მაინც თუ გაქვთ წამოიღეთ.
ნანა
მისამართის ჩაწერა ვერ მოვასწარი, ალბათ წაშალე უკვე. პირადზე ხომ ვერ მომწერდი?
danke
მეც ვერ მოვასწარი მისამართის ჩაწერა და მეც მომწერეთ თუ არ შეწუხდებით
მე შაბათს ჩამოვალ დაახლოებით 10:45
ხო ხართ მაგრად?
მეც დავიწყა შიმშილი
tornike20
კი ვართ მაგრად. 1 მარტს კიდევ უფრო მაგრად ვიქნებით
ალბათ მეც მაგ დროისთვის ჩამოვალ. ხვალ-ზეგ ბილეთს ავიღებ და ვიტყვი
სტუმრის და ფეე-სი ჯერ არაფერი ვიცით? თორნიკემ თქვა დიდი ალბათობით მარტოდ ვიქნებიო. Qeti-ს საქმე რაფერაა, მოდის?
პ.ს. მერე დაწმინდავ თემას ვიცი და არ ვერიდები "საინფორმაციო " სახის პოსტებს, როგორც აუცილებელს. შენზე უფრო უფროსობაც გვაპატიებს
staywhite
მონატრებული_ფეე არ გამოჩენილა, არ ვიცით, სტუმარმაც მგონი მცალიაო და ვნახოთო. კი უნდა გადაწყვიტონ და თქვან.
Qeto-ს წამოვიყვან, 80% ალბათობით. ოჯახში ცხოვრობს ოპერად და თუ არაფერი გაუთვალისწინებელი მოხდა, მოდის.
ნანა, ხაჭაპურს გამოვაცხობ 'ლისტისას' და კიდევ რამე ნამცხვარს , ხო არ დამავალებ რამეს?
ხილი ვიყიდო? ან წვენები... ვიფიქრებ კიდევ და შენც თუ მოიფიქრო თქვი
პ.ს. იყოს ეს თემა ოფებით ცოტა, არ ვიცი, ვფიქრობ შეხვედრაზე ცალკე თემა ხომ არ გავხსნა და იქ გადავყარო ეს პოსტებითქო და რავი, ვერ გადამიწყვეტია ჯერ
პ.პ.ს. მგონი ვიძინებ და ხვალამდე, დავიღალესავით
მე აჩმას ვაპირებ არაფერი არ იწვალო ამხელა გზაზე, ყველაფერს გავაკეტებ მე, სასმელზე კი მგონი იაკოს წითელი ღვინო ძალაშია, სხვა უალკოჰოლო საერთოდ თემაში არ შედის ბოლო ბოლო თუ ჩვეულებრივი ხაჭაპურის აუცილებლობაა, შაბათს დილას მოვზილავ და შენ დააცხვე აქ დანარჩენი კი ენდეთ ჩემს კულინარიულ ხელოვნებას:
აქ ხალხი უკვე "პახმელიაზეა"
P.S. გამიხსენეთ ხოლმე
staywhite
k@the
კაი ქართული სუფრა გექნებათ...
ორი შეუდარებელი კულინარი
კატ,
ჩემი თხოვნაც იქნება ეს პოსტები მოკრიბო ერთად და გადაიტანო ახალ შესაბამის თემაში, რაღაც შეკითხვები მაქვს და აქ ძალიან ვკონკრეტდებით. გარდა ამისა, იქნებ ვბლოკავთ კიდეც სხვა ქვეყნებში მყოფებს, თემის ირგვლივ ისაუბრონ.
მადლობა და არ შეგეზაროს
მგონი ცალკე თემა ჯობია :-))
კი, გადმოტანა არ შეიძლება? ბოლო ინფორმაციის მაინც. მერე მეც დავწერ რაც მინდა გკითხოთ კაი გოგო ხარ.
staywhite
ვცდილობ ნან
ახალგამომცხვარი მოდერი ვარ და ვერკვევი
მშვენივრად დასრულდა შენი მცდელობა
მე ასეთი რამ მაინტერესებს თქვენგან: პირველ რიგში,ხომ არ ჯობდა დაახლოებითი გეგმა გვქონოდა, რას ვაპირებთ და რატომ მაინტერესებს ეს :
მე აქ დამხმარე არავინ მყავს, ვაჟების დედა ვარ კერძების უმრავლესობას მე წინა ღამით დავამზადებ, რაც ნაადრევ დამზადებას ექვემდებარება, მაგრამ არის ჩემს მენიუში აგრეთვე სასწრაფოდ დასასერვირებელი კერძებიც და მათთვის დრო მჭირდება შაბათს. ამიტომაც მაინტერესებს: ტრაპეზი შეხვედრისთანავე გვექნება თუ ცოტა მოგვიანებით? თქვენს ჩამოსვლამდე გავამზადო ეს ცხელ-ცხელი საჭმელები თუ მხოლოდ მოვამზადო და თუ სრაზუ არ ვჯდებით, მოგვიანებით სწრაფი წესით დავასრულო? ვიპრუტუნე ამდენი და გეიგეთ რა რა მინდა
დაწერეთ!
staywhite
რავი აბა, რამე კულტურილი ღონისძიება გვექნება?
მაგალითად ქალაქში გასეირნება
შეეცადე ისე იყოს, რომ დამზადებაში მაქსიმალურად მოგვიხმარო. ხაჭაპური იქნება, სალათა დასაჭრელი თუ რა, ყველაფერში მოგეხმარები
მგონი ცოტა საღამოსკენ დავსხდეთ ჯობია ისე შორიდან მომავალნი მშივრები იქნებიან და რამე კი უნდა ვაჭამოთ ცოტა...
სხვები რას ფიქრობთ?
მაშინ მე შევეცდები "სასწრაფოებიც" დავამზადო, ჯერ ვისადილოთ და მერე გავიდეთ სასეირნოდ. საღამოს კი ვიქეიფოთ
კატი,
სალათები და ამბები, რაც წინა დღით შეიძლება დამზადდეს, დავამზადებ, მანდ დახმარება არ დამჭირდება (გენო, შენ არ შეგეშინდეს, ნამდვილად გენდერული თანასწორობის ქართული გაგებით არ ჩაგრევ ამ ამბავში პარასკევს ), ხაჭაპურის ცომს კი მოვზილავ შაბათს , დაგახვედრებ და შენ დააცხვე, ქეთევან
staywhite
თუ ვერ მოასწრებ, რომ მოვალ მე მოვზელ ცომსაც
უცებ იქნება, არაა პრობლემა.
პ.ს. ეხლა გავედი, გავცივდი გუშინ და ...
დროებით თავს მიხედე.
შოკოლადებს წამოვირებ მე
ცოტა მაგარი სასმელებიც ხოარგამოვაყოლო ხელს?
staywhite
არც მეშინია მოხმარების თავი დავიზღვიე და პარასკევს გვიან ჩამოვდივარ 22:40... ხოდა კიტრის წნილი და არაყიც მედება ჩანთაში, ხოდა ჭიქის ჭიქაზე მომჭახუნებელზე ვოცნებობ
ბევრს არ ვსვამ... სადღეგრძელოების მოსმენა მიყვარს უბრალოდ
Genesis
არ შემაშინოთ ეხლა. სმა ზომიერად!
სადღეგრძელოები რამდენიც გენებოთ
monatrebuli fee
თუ რამე დააპირო და დაგჭირდე მომწერე
იმედია მოახერხებ წამოსვლას მაინც, გაგვახარებდი
staywhite
არც მე ვსვავ ნან სასმელს )
xornabujeli
მე და ნანა საქართველოში ჩამოვიდეთ და კიდევ ჩვენ ვიკულინაროთ?
საქართველოში იმიტო მომიხარია, დედის მივცემ შეკვეთებს რომ საჭმელი მომიმზადოს, მაგიდაც გამიშალოს და დამიძახოს მერე
გეთანხმები, ქეთევან ოღონდ წავიდოდე და კულინარობას არ ვჩივი ისე გიორგის ხათრიზა რაცხას კი გავაკეთებ მეც, შედევრულ კერძს
იცოცხლე , გიო
გამარჯობათ.
მართალია ჯერ არ მიცნობთ მაგრამ მე აქტიურად ვადევნებ თვალს აქაურ მიმოცერებს და მხოლოდ ერტკელ გავბედე კითხვის დასმა. ძალიან მიხარია რომ ყველანი ასე ახლო იცნობთ ერტმანეთს, თუნდაც მიმოწერით. მე ქალაქ ზალზგიტერში ვარ. ბრაუნშვაიგთან ახლოს. იქნებ მეც გამითვალისწინოთ, წინასწარ მადლობა....
უი... ბოდიშით ვარ მდედრობითი სქესის..... ანა მქვია, აქ მე-4 წელია ვცხოვრობ, მყავს თითქმის 4 წლის (29 აპრილს) ვაჟი, და რათქმაუნდა ქართველი მეუღლე, აქ ვსწავლობ ეკონომიკისა და სამართლის ფაკულტეტზე, თუ ვინმეს სამართალში დავჭირდი დიდი სიამოვნებით დავეხმარები, სხვა რა მოგწეროთ. ხოო ჩამოსვლას მგონი ვერ მოვახერხებ ბავრი ვართ ძალიან ოჯახში და თან 3 მარტს სწავლა მეწყება მთელი თებერვალი სახლში ვიჯექი.... აფსუს.........
სურათები მაინც მოგვაწოდეთ რომ ცწერიტ მაინც დავტკბე.....
აუცილებლად, ანა
შენი სურათებიც გვანახე მერე. წარმატებებს და სიხარულს გისურვებთ შენი ლამაზების ერთად
rcmena
კეთილი იყოს ანა შენი გამოჩენა
ძალიან გაგვახარე. სამართალმცოდნე კი მართლა კაი ამბავია ჩვენ განყოფილებაში
ღმერთი იყოს შენი ლამაზი ოჯახის მფარველი! ხშირად შემოიარე ხოლმე და თან დაგვიწერე კიდეც რამე
xornabujeli
არაუშავს გიორგი, მოვახერხებთ რამეს
თუ არა და შემოიხედე გენაცვალეში მაგარ ხინკლებს ახვევენო, ჰოდა შევიკრიბოთ ჩამოსულები. მაშ.
ვაიმე ქართული ღვინო არ მაქვს. მე აქაური მიგულისხმე . უბრალოდ ახლოს ვარ და მე მოვიტანდი.
ასევე შემიძლია ადრე ჩამოვიდე ნანა შენს მოსახმარებლად. ხომ იცი ახლოში ვარ და არ მეზარება ცოტა ადრე ადგომა
რაფერ ხართ ?
იაკო,
არა, ჩამოდი როდესაც გაგიხარდება, მე მოვამზადებ რაც საჭიროა მანამდე,თუ რამე სასწრაფოა მერეც შეიძლება სწრაფად გაკეთდეს,ან ხინკალს თუ ისურვებთ კვირისთვის,მაინც აქ იქნებით მაგ დროს და ერთიანი ძალით მალე გავაკეთებთ. ღვინო თუ გინდა წამოიღე.
ია, შენ მარტო იქნები?თუ გახლავს ვინმე? თუ კი სიას მიამატე
პ.ს. რაიმე ხომ არ შეცვლილა სიაში? ქეთევან, იქნებ დააზუსტო აწი ნელნელა. დავცოტავდით მგონი
1.იაკო
2.k@the
3.ქეთი (კატეს ნაცნობი)
4.ნანა
5.გენეზის
6.თორნიკე
7.სტუმარი (?- ალბათ კიო და რაცხა აღარ ჩანს, ნომერი აქვს ჩემი ნეტა, არ მახსოვს ჩაიწერა თუ არა)
დაწერეთ.
staywhite
ასეა ნანა, ეგ ხალხი ვართ, ეხლა ქეთის ველაპარაკე და ამ საღამოს დაველაპარაკები ოჯახსო, რომ იქით შაბათს წასვლა მინდაო. იმედია არაფერი გეგმები არ ექნებათო. ანუ ხვალ ქეთის ამბავს დავწერ.
სტუმარმა შემოიქროლა და გაიქროლა თემიდან მოვა თუ არა, ვერ გავიგე მე.
მონატრებულმა_ფეემაც უფრო ვერ მიხერხდებაო
აი ეს ხალხი ვართ და იმედია არაფერი იცვლება. ვიკრიბებით ვინც ვართ ესენი. მაინც კარგი იქნება
იასნა
პ.ს. ბანი არ დამადო ახლა ამ სიტყვაზე მამა მიაააა ბეზ პრედელ! (იქ)
staywhite
მახ კაინე ზორგენ
დაწერეთ აბა კიდევ, თორნიკე რატო დაგვეკარგა?
xornabujeli
ჰო, აბა ოჯახები ყავთ ფორუმელ მამაკაცებს და ამდენი ხალხი როგორ შევაწუხებთ
ხალხნო და ჯამაათნო,
ხომ არაფერი ცვლილება არ შეინიშნება ჩვენს შეხვედრასთან დაკავშირებით?
ნანა, შენ როგორ ხარ? გაქვს კიდევ ჩვენი ატანის ნერვი?
ვიცი, რომ ბევრი საფიქრალ სადარდებელი გაქ და თუ რამეა გვითხარი.
ნანა
მე მარტო ვიქნები. დაგიკავშირდები კიდევ. სენი ტელეფონი მაქვს და დავრეკავ ჯობია.
მოვედი დაკარგული
ხომ ხართ მაგრად ხალხო?
ცვლილებები არაფერი ჩანს და მე შაბათს ჩამოვალ ცოტა ღვინოს მეც წამოვიღებ ოღონდ ქართულს ვერა
სია:
1.გენეზის
2.თორნიკე
3.იაკო
4.კატე
5.ქეთი
6.მე
ახლა ცოტა დავწეროთ გეგმებზე, რას ვაპირებთ. მე შემოგტავაზებთ რამდენიმე ვარიანტს, და თქვენც დაწერეთ რა გსურთ:
1.ქალაქის დათვალიერება;
2.მანჰაიმს აქვს გერმანიაში ცნობილი პარკი Luisenpark, ძალიან ლამაზია და საინტერესო, თუ სურვილი გექნებათ ჩემგან რამდენიმე გაჩერებაზეა და არც ბილეთია ძვირი.
3.კვირას ჰაიდელბერგში Heidelberg ჩასვლა, 10 წუთის სავალია, თუ გინდათ წავიდეთ, ძველი საინტერესო ქალაქია;
4.აქვე ახლოშია ძველი, ჯერ კიდევ რომაელების დროინდელი ქალაქი Ladenburg, ძალიან საინტერესო ქალაქია, არაა შორს, მაგრამ თუ იქნება გადაჯდოომის გარეშე რეისი ჯობია, რომ სადღაც სოფელში უწევს გაჩერება მატარებელს და იქ ცდა უნდა, ესეც კვირას, შაბათს არ ვიცი თუ იქნება ამის დრო.მოკლედ, არჩევანი თქვენზეა;
5. უბრალოდ მანჰაიმში გასეირნების მერე ვიყოთ სახლში ერთად და ზედა 2-4 პუნქტი არ განვიხილოთ, სალაპარაკო და მოსაყოლი ბევრი გვექნება და მყუდრო გარემო თუ უფრო ხელსაყრელია ;
მოკლედ, დაწერეთ თქვენი აზრი, ფოტოაპარატი მისი კაბელითურთ წამოიღეთ, აქვე გადავიტანოთ კომპში. მეც ვეცდები ბიჭების მეგობრებისგან ვითხოვო, თუ ტქვენ არ გაქვთ, თორემ მე მარტო მობილურით მაქვს კამერიანი (მე რა, ბავშვებს )
აბა, თქვით რას ფიქრობთ.
ფოტოაპარატს თუ ვინმე სხვა წამოიღებს უკეთესი იქნება, ჩემი ცოტა ძველმოდურია
ქალაქში გასეირნება ძალიან კარგი იდეაა. არც ჰაიდელბერგზე ვიტყვი უარს, ძალიან მომწონს ეგ ქალაქი. ერთხელ ვარ ნამყოფი მაგრამ სიამოვნებით წამოვალ კიდევ.
ნანა
შენთან სტუმრობა 2 დღიანია? მე შეწუხება არ მინდა თორემ სხვა მხრივ ჩემგან დარჩენის პრობლემა არ არის. ერთ დღეში ამდენ რამეს ვერ მოვასწრებთ.
სტუმარს ცოტა დრო აქვს და ვეღარ შეგეხმიანათ (დროის უქონლობას მაინც სულ უჩივის ეგ )
ვეცდები თქვენს გვერდით ვიყო შაბათს (კვირას ვეღარ. ისევ დროის უქონლობა... )
ციფრული მე მაქვს. წამოვიღებ თან (კაბელებითურთ )
კეთილი სურვილებით: სტუმარი
staywhite
iako
ნან, ქეთი ვერ მოდის. მე შაბათს ჩამოვდივარ 11:24 -ზე HBf-ზე და კვირას 15:35-ზე მოვდივარ უკან. გვიან წამოსვლა არ მინდოდა, მერე ორშაბათია და ის კვირა რაღაცეები მაქ მოსასწრები. როცა ვიყიდე ბილეთი არ მიფიქრია კვირასაც თუ დავგეგმავდით. არადა ძალიან მინდა ეხლა რომელიმე ქალაქი, მოვასწრებთ ნეტა დილას რომ გავიდეთ? თუ ძაან გადარბენა გამოვა?
პარკში გასეირნება კარგი აზრია, თვითონ ქალაქი მანჰაიმი ლამაზია? ძველი ქალაქი ან მერია გვენახა. დომი თუ აქვს?
რატო ვიჩქარე ბილეთები, ჰაიდელბერგის სურათები ვნახე, ულამაზესია
პ.ს. სულ მავიწყდება დავწერო, ჩემ აპარატს წამოვიღებ. არაუშავს სურათებს იღებს და უსბ-კაბელსაც მოვაყოლებ, რომ კომპიუტერში გადავიტანოთ შენთან. მერე ვისაც კიდევ კიდევ ენდომება ჩავუწერ ცდ-ზე და გავუგზავნი ფოსტით.
stumari
უი, ეხლა ვნახე შენი პოსტი
ძალიან კარგი, აბა მაშინ შევხვდებით.
იაკო,
დარჩი რამდენხანაც გინდა
კატ, მაშინ შევხედოთ სიტუაციას და შაბათს შევეცადოთ ჰაიდელბერგიც, შლოსზეც რომ ვერ ავიდეთ, ძველ ქალაქს მაინც ვნახავთ . მანჰაიმი კი ლამაზი ქალაქია,რათჰაუსიც აქ და შლოსიც,თან უძველედი ვასათურმის უკან (თემა: "ქალაქები ,სადაც გვიცხოვრია" იქ დევს სურათები) არის აგრეთვე ლამაზი სკვერი და ისეც ყველგან ლამაზია. დრო რომ გვქონდეს, გრილაობაც შეიძლება,მარა ეს მესამე დღეს კაი იქნებოდა არის ერთი პატარა დაჩა (გარტენ).
1.გენეზის
2.თორნიკე
3.იაკო
4.კატე
5.სტუმარი
6.მე
სტუმარი,
როგორაა საქმე გვიცნობ სადგურში? ან რა დროს ჩამოდიხართ დაწერეთ,ვისაც არ დაუწერია
ჯერ არ ვიცი რომელ მატარებელს გამოვყვები. განრიგს გავიგებ და დავწერ მერე. ჩემიდან ბევრი მატარებელი იქნება თან ხშირად.
ჰაიდელბერგში მართალც კარგი იქნება შაბათს თუ წავალთ. იმედია ძალიან დაღლილები არ იქნებით მგზავრობით.
მე თანახმა ვარ შაბათს წავიდეთ.
ადრე ჩამოვდივარ ICE-თი და დაახლოებით საათნახევარი მიწევს მგზავრობა, ასე რომ არც ისეთი დაღლილი ვიქნები.
ცოტა გვიანაც რომ დავჯდეთ სახლში, მაინც მოვასწრებთ კარგად საუბრებს
მთელი ღამე წინ არაა
მოკლედ, ახალგაზრდებო, როგორცმე გავიგე, ყველანი შაბათს არაუგვიანეს 11:00 საათისა იქნებით მანჰაიმში (იმედია სტუმარი-ც ამ დროისთვის იქნება,რამეთუ ჯერ არ დაუწერია მიახლოებითი დრო,მაგრამ თუ დრო აქვს, ვგონებ მოახერხებს ფრანკფურტიდან ამ დროს მაინც ჩამოაღწიოს ).
მაშინ ასე გავაკეთოთ: 12 საათისთვის ვისადილოთ, შემდეგ კი წავიდეთ ჰაიდელბერგში, დღეები საკმაოდ გაიზარდა, ასე რომ 14:30-დან 17:00-მდე რომ გავჩერდეთ იქ, ძველ ქალაქს მაინც დავათვალიერებთ (შლოსი და იქაური მუზეუმები გამორიცხულია ამ მცირე დროში). მერე კი დავბრუნდებით უკან, მანჰაიმშიც გავისეირნებთ საღამოს და ბოლოს ისევ სახლში დავსხდებით (საქეიფოდ მტრის ჯინაზე). კვირა კი იყოს სპონტანური, მაინც სადღაც 15 საათამდე ვიქნებით ყველა კომპლეტ ერთად.
მგონი ასე აჯობებს, თუ ჰაიდელბერგი საბოლოოდ გადაწყდა.
პ.ს. ისე,მე ძალიან ინერტული ვარ ექსკურსიების ამბავში და ჯობია თქვენ იაქტიუროთ, თორემ მე შემეზარება
პ.სს. მე გადავხედავ 24-Stunde-ბილეთის ფასს, მგონი რამდენიმე მგზავრობს ერთად, თუ იცით უკვე,დაწერეთ.ან ვიკიტხავ რომელი ვარიანტი ჯობია ჯგუფისთვის, ისე კი არაა ძვირი ისედაც,რეგულარული ბილეთიც.
საღამო მშვიდობისა
სტუმარს რა დროსაც ეტყვით, იმ დროს იქნება მანდ
აქედან არანაირ სირთულეს არ მიქმნის მგზავრობა. მატარებელი მანჰაიმის მიმართულებით ვგონებ ყოველ ერთ საათშია. ასე რომ, თქვნი ხმალი და ჩემი კისერი
როგორც თქვენ გიხერხდებათ შეკრება, იმ დროს დავგეგმავ მეც
ჰოდა, ცნობის რა მოგახსენოთ ვერცერთს ვერ გიცნობთ
ქეთის მონერი მაქვს და დავუკავშირდები, ანდა პირიქით.
ანდა ფოტოები გავცვალოთ. ანდა, რა ვიცი აბა?!
(ამდენ ანდა-ში, ერთი გამოსავალი მაინც იქნება )
ჩვენი სურათები დევს გალერეაში ჩემი, კატის და გენეზისის ნამდვილად ვიცი,აი,იაკო არ დამინახია.
ჩემოსვლით როცა გინდა მაშინ ჩამოდი,მთავარია შაბათს 11-ზე აქ იყო ნომერი თუ იცის კატემ, ისეც რაღა პრობლემა ყოფილა. გელოდებით. დაწერე მაშინ როდის ჩამოხვალ
stumari
ჰოდა რახანც ასეა, ბარემ 11:30-ზე ჩამოდი მანჰაიმის მთავარ სადგურზე, მეც მაგ დროს ვიქნები ზუსტად და ბარემ ერთად შეგვხვდებიან.
ჰო, სურათების გაცვლაზეც არ ვარ უარს ფორუმელების სურათებს თუ გადახედავ, ზოგიერთისას ნახავ კიდეც
გალერეაში --> http://church.ge/index.php?showforum=17
staywhite
მომწონს შენი გეგმა. სიზარმაცე შორს ჩვენგან
მოკლედ, ხუთშაბათს სიით ჩამოვწეროთ,ვინ რომელზე ჩამოდის
stumari
staywhite
KAIROS
აბა ტკბილი ძილი.
პ.ს. ნამცვხარი მომაქვს შაბათს
ღამე მშვიდობისა, კატ
არ გჭირდება თქვა არაფრის წამოღება ნუ იწვალებ,მე გავაკეთებ საკმაოდ და თან სხვადასხვა სორტს. არ იწვალო.
staywhite
ესეიგი ნანა, მინდა თავი მოვიწონო რამით და არ მაძლევ საშუალებას
პ.ს. ვერ ველევი ფორუმს და თქვენ. ვერ გავეტიე აქედან
კაი, ქეთი, მაშინ თუ აუცილებლად გინდა, წამოიღე, აქაც შეიძლება რომ გამოაცხო,რახან არ იშლი,მაგრამ დრო არ იქნება მაგისი. თუ ფიქრობ რომ ხელს არ შეგიშლის მგზავრობაში,მაშინ გააკეთე თუ აქ გადაწყვიტავ გაკეთებას, მომწერე პმ-ში რა პროდუქტი მოგიმზადო.
staywhite
არა ნან, მანდ რა გამომაცხობინებს. აქ ვცდი და თუ გამომივიდა, ხო კაი, თუ არა და ვიტყვი, ნანამ მითხრა არ შეწუხდეო და აღარ გამოვაცხვეთქო
აბა, ხო არ ვიტყვი არ გამომივიდაო
პ.ს. ეხლა კი მართლა წავედი. ვსიო.
აი ჩემი მგზავრობის საატები ბილეთზეა დატანებული
მე 10.42სე ვიქნები მანდ
რავახართ?
ჰაიდელბერგში რო ცავალთ მე wochenende ბილეთი მექნება ასე რო ჩემი ბილეთით 5 კაცი ვიმგზავრებთ.
4 დღე დარჩააააააა
მაეასი
Genesis
რა ამბავში ხართ აქა
კაფიაბით ვეღარაო და ქეთისთან გავაოფოთო?
გაგებით მოვეკიდები გენესისს და ნამცვარს თუ მოინდომა ვაჭმევ მანამდე სურათს გადავუღებ და ფორუმს შეგახედებთ.
მაეასი
მე გადავიღებ სურათებს და სტუმარიც კიდევ.
ესეიგი პირველად თორნიკე ჩამოდის? მაშინ თორნიკემ უნდა იცნოს მინიმუმ გენეზისი და საერთოდ, ყველამ უნდა იცნოთ გენეზისი ბუშლატი ხომ არ ვათხოვო,ამოცნობის მიზნით ?
ხო,სერიოზულად ახლა,ხომ არ არსებობს რაიმე ისეთი პროდუქტი რაც არ გიყვართ ან ერიდებით ? რომ გავითვალისწინო მომზადებისას რამდენადაც შესაძლებელია. არ მოგერიდოთ,დაწერეთ, "ცუტატების" მიმატება ყოველთვის შეიძლება და მაგის გამო თავი არ შეიკავოთ. დაწერეთ თუ რამე,ხვალამდე.
staywhite
ბუშლატა კაი აზრია სურათებშიც სულ სამხედრო ფორმა აცვია და მივამსგავსებთ.
თორნიკემ კი დადო თავის სურათი გალერეაში. ერთადერთი იაკოს ვერ ვიცნობ მე
სტუმარს სურათები გავუცვალე, მარა ბავშვობის სურათი მაჩვენა და რიავი
საჭმელებში უპრეტენზიო ვარ. ისედაც უპრეტენზიო ვარ მგონი უი, მწარეს ვერ ვჭამ
პ.ს. უფ, მე ისევ სიცხიანი ვარ ისე
მწარეს ეშველება,არ არის პრობლემა, მარა აი,მაგ სიცხეს მიხედე, ხომ ღებულობ წამლებს? ანთება არ გქონდეს ბრონქების და ანტიბიოტიკი არ გჭირდებოდეს, ასპირინი არ გშველის? მოსინჯე ყველა ვარიანტი და თავს გაუფრთხილდი.ხვალ რომ მოიცილებ იმ სემინარს, დაწე და გამოშუშდი.
ხო,ბავშვობის სურათებით შორს ვერ წავალთ,მარა იმედია თVითონ იცნობს გენეზისს
პ.ს. მეც რაც ჩამოვედი,უკვე 3 კვირაა თითქმის, 2-ჯერ ვარ გარეთ გასული,დღეს ვაპირებ ძალების მოკრებას ასე მოდუნებული ჯერ არ ვყოფილვარ.
staywhite
უფ, ვიცნობ მე სტუმარს, მთლად ბავშვობის სურათიც არ ყოფილა
პ.ს. სიცხეზე პარაცეტამოლი არ მშველის ეხლა, სულ პატარა მაქვს თან ასე 37.1
მეც მეშინია ანთების, პარასკევს დილას მივალ ექიმთან. მეტყვის რამეს ჭკვიანურს. ფორუმელი ექიმები არ ზრუნავენ ჩემზე და...
პ.პ.ს წავშლი მერე ამ წუწუნებს პოსტებში
არაა ეს ოფები,კატ, დამიჯერე ეხება ჩვენს შეხვედრას, ანუ იმას რომ ჯანმრთელად იყო შეხვედრისას (და მერეც) პარაცეტამოლი არა და ასპირინი ნებისმიერ ვარიანტში კაია, თან ასპირინ+C, ძალასაც მოგცემს. მტრევას უხდება.
მტრევისას შეგიძლია მიიღო ნებისმიერი ანალგეტიკი, მაგალითად ურეცეპტოს რასაც მოგცემენ არის იბუპროფენი, ხშირი მიღება არ ვარგა, იცი ცხადია,მაგრამ იშვიათად შეიძლება. მე ტკივილგამაყუჩებლებით ვარსებობ, ოღონდ ყოველ კვირაში ვცვლი, ბევრი მიზეზების გამო,მათ შორის მიჩვევის გამოც, რომ აღარ რეაგირებს ორგანიზმი ერთიდა იგივეზე შესაბამისად... ეს ერთი ქრონიკული დაავადების გამო, რის გამოც განუწყვეტელი ტკივილები მაქვს და ძალასაც მართმევს. როცა სახლში ვარ, არ ვღებულობ ძირითადად, დათმენა მირჩევნია, თან მივეჩვიე და აი, როცა ძალა მჭირდება, მაშინ აუცილებელია.
ნუ გეშინია, ანთება არ იქნება, რომ იყოს მასე არ იქნებოდი. ექიმი კი კაი გადაწყვეტილებაა თავს მიხედე და გამოკეთდი
k@the
რა გიყო ახლა მე შენ?
მაგ სურათში კი ვარ 23 წლის "ბოვში" (იმერელი ვარ მე ) მაგრამ, დიდად არ შევცვლილვარ მას შემდეგ
ცოტა გამხდარი ვარ ახლა და ეგაა, თორემ ალი-კვალი ჩემი "ბავშვობა" ვარ
შენმა სიცხემ, უდროო დროს რომ მოვიდა, იცის?
მალე, მალე გამოჯანმრთელდი!
staywhite
"მასპინძელო, მადლიანო...."
თუ თავხედობაში არ ჩამომერთმევა, ცხარეზე მეც მწყრალად ვარ და...
სხვა მხრივ, კაი ბოვში ვარ
მოგისწრია პასუხი
მე ისე სვენებ-სვენებით ვწერე...
მოკლედ, ცნობის ამბავი არ გახდება პრობლემატური, ბოლო ბოლო ნომრები გვაქვს და დავრეკავთ ერთმანეთთან გარდა ამისა, გენეზის-ს იძულების წესით თუ არა ნებაყოფილობით, მაინც ჩავაცმევთ შინელს ოღონდ ვინმე ბუნდესვერ სალდატი არ ჩაპროშნოთ, მოშნად არიან სადგურში სალდათის კოცნა მადლი კია,მარა ამ შემთხვევაში საქმეს არ შველის
სტუმარი ცხარე არაა პრობლემა, ვისაც უნდა მერეც "გაამწარებს" თუ სხვა რამეა კიდევ, დაწერეთ.
საჭმელზე პრობლემა არ მაქვს არანაირი. მაგრამ სურათის რა მოგახსენოთ ერთი ნორმალური სურათის მოძებნა ვერ მოვახერხე, თანაც ეხლა თმები მაქვს შეჭრილი და ასე მეუბნებიან ძალიან შეგცვლაო. ასე რომ ძველი სურათის დადებას აზრი არ აქვს.
ცნობით ვიცნობ ნანას სურათებიდან, გენეზისსაც თუ გაჭირდა ; სხვებს კი ვერა. მაგრამ ნანა შენი მობილურის ნომერი მექნება და დაგირეკავ თუ ვერ გიპოვეთ. ისე კეტი იქნებ შენი მობილურის ნომერიც მომცე პმ ზე.
მეც ვეცდები 11-ზე ვიყო მანჰაიმის სადგურში.
რამდენი ვიქნებით ზუსტად. ბილეთი მეც შემიძლია ვოხენენდესი ავიღო. და ამით წავიდეთ ჰაიდელბერგში.
ნამცხვარს ვერ დაგპირდებით წამოვიღებო. თავს ვერ მოვიწონებ ჩემი გამომცხვარით )
იაკო
იქნებ ნანაც ვერ ამოიცნო ნოდარიკოსიც არ იყოს, კაჩოკის ნაცვლად ერთი უსუსური გარეგნობის ქალი დაგხვდებათ და იქნებ ვერც მიცნოთ
ვოხენენდე-ბილეთი თუ იქნება,აგერ თორნიკესაც აქვს და კი მოვთავსდებით ყველანი,ისე ჩემს გარდა 5-ნი იქნებით, ასე რომ თქვენც რომ ჩაეტიოთ ბილეთში, მე შემიძლია ჩემთვის ავიღო
ხო, კიდევ რა მინდოდა: თუ ქართული მუსიკა და სიმღერები გაქვთ,ეგება დისკით წამოიღოთ, მე რაზეც ხელი მიმიწვდა, მოსმენად არ ღირს, თუ არადა მოგიწევთ ბლატნოების მოსმენა,აგრეთვე რამშტაინი და არაა გამორიცხული ფიშერ-სნუპერიც წინასწარ განეწყეთ, თუ თქვენი არ გექნათ
რომ მიცნოთ ხელში მეჭირება ალია და სახეზე მედება 2 განივი და ერთიც ვერტიკალური შრამი... მეცმევა ბუშლატა, სამხედრო ჩექმა (მარცხენა)...
წამოსვლისწინ სურათს გადავიღებ და დავდებ... აბა ტქვენიცით, დროები ზუსტად დაწერეთ 5 საათზე მეტი არ მალოდინოტ ბანჰოფზე თორე ამასობაში მძევლებიც დაიღლებიან და პოლიციაც მოახერხებს ჩემს განიარაღებას...
მთლად არ დაუჯეროთ გენეზის-ს ორივე ფეხზე ეცმება სამხედრო ჩექმა, ასევე
ჯარისკაცის ფორმა ოფიცრის ჩინით, ოღონდ არცერთი ქვეყნის ემბლემა არ ექნება სამკლავურზე რომ არ შეგეშალოთ ბუნდესვერებში ან ამი-ებში
პ.ს. ფოტო აქ დადე გენეზის, ხვალ ამ დროს მე უნდა მიცნო სხვა გზა არაა ზეგ საღამოს ხო, მართლა, ზეგ მარხვაა ხომ იცი და 00:00-მდე რომ ბორში მოგართვა და თევზი რაიმე წინააღმდეგობებში ხომ არ ჩავვარდებით ? 12-ის მერე კი რაც მზად მექნება შეგიძლია დააჭაშნიკო
staywhite
ეს კვირა ხორციელის არაა? მე მეგონა ხსნილი იყო
k@the
ეს კვირა ჩვეულებრივად ოთხშაბაი პარასკევი მარხვაა და იმ კვირიდან იწყება ყველიერი
ნათია
წავიკითხე უკვე http://www.orthodoxy.ge/markhvebi/didmarkhva/mzadeb/didmarkhvisatvis.htm
მენახა აქამდეც, ეჰ სულ გამთიშა ამ სემინარმა
პ.ს. წავედი სახლში თორე გამასწრებს მატარებელი
ხო მეც ადვილად მიცნობთ ხევსურული ქუდით და დიდი ცხვირით არამგონია ბევრი იყოს ბანჰოფში
3 დგე დარჩააააააააა
ჰა რავახართ სხვა?
არა, დაგხვდები აუცილებლად, ჯობია იქ შევხვდეთ და არ ავცდეთ, თორემ მოგიწევს კარებთან ლოდინი
დაახლოებით ასეთი ვიქნები მე, ვეცდები ეს ზოლებიანი პულოვერი ჩავიცვა
ნუ ასეთი საწყალი ვიქნები
მე მგონი არანაირი პრობლემა არაა ცნობა, ქართული თვალები მუდამ იცნობა აი, თორნიკეს პრობლემა კი თუნდაც ხევსურულმა Qუდმა გადაჭრა.
პ.ს. თორნიკეა პირველი შაბათს მგონი და მერე 1 საათში კი ყველა უნდა მოვგროვდეთ წესით,ამიტომ მე თორნიკეს და გენეზის დავტოვებ და რახან ჰაიდელბერგია წინ, ჯობია 1 საათი იქ დაკარგვას აქ სუფრას გავამზადებ, გენეზისი კი მოგიყვანთ სახლში გაშინაურდება ბოლობოლო მანამდე
ქართული თვალები და ცხვირები პრობლემა არაა მე ყველას გიცნობთ.
ქართველს გამოხედვაზეც ვცნობ აქ და სიარულის მანერაზეც
აუფ, ნეტა ხვალ შაბათი თენდებოდეს. ან პარასკევი მაინცა
დრო ითქვა ბოლო-ბოლო?
როდის უნდა ჩამოვიდე? (ვეღარ ვითმენ მგონია )
ქართული ცხვირი რომ თქვით გულზე მომხვდა
სტუმარი
როცა გაგიხარდება მაშინ ჩამოდი შაბათს დილას 11:00-მდე თუ გინდა პარასკევს ჩამოდი, თუ დრო გაქვს. მოკლედ, როგორც შენ გინდა, ოღონდ არაუგვიანეს შაბათ დილას 11 საათამდე აქ იყავი. მე და გენეზისი 10:30-დან სადგურში ვიქნებით.
staywhite
კიდევ გადავხედე განრიგს და 10:42 მანდ ვარ.
მე აქვე ვცხოვრობ და პარასკევს მასპინძლის შეწუხება აღარ იქნება მართებული ჩემი მხრიდან
აგერ სურათს დაგპირდით...
კაცო, ეგ ჯარისკაცის კი არა სკინჰედის ჩექმაა
გენეზის
პირველი სურათიდან მაგრად გიცნობს კაცი )
მეც სადღაც 10:30 დან 11-დან ვარ მანდ.
ნანა
შენი ცნობა არამგონია გამიჭირდეს
არაუშავს ზატო... მე გიცნობთ ყველას და სადაც არ უნდ იყოთ მაინც გიპოვით
თქვენ გენაცვალეთთთ ძალიან მიხარია რომ ასე, უცხოური ცის ქვეშ დაგეგმეთ შეხვედრა, იმედია ეს უფრო უნტენსიურ ხასიატს მიიღებს. ერთი სული მაქვს როდის ვნახავ შეხვედრის სურათებს
staywhite
კატე გუშინ მთელი დღე სემინარებს ისმენდა და ყვებოდა, ბოლოს ისეთი გამოშტერდა, ძლივს ჩართო სახლში კომპი, რომ საყვარელ ფორუმზე მოკითხვა დაეწერა და რად გინდა? ფორუმი არ იტვირთებოდა
ხოდა დიდად კმაყოფილმა, 10:40 წუთზე ეგრევე ბალიშს მიაკითხა. ფორუმი რო ყოფილიყო, ასე ადრე რა დააძინებდა აბა?
ჰოდა, ნუ თუ იწვიმებს, არც მაგაზე ვიდარდებ მე. თქვენთან ერთად, სახლში თბილად და მყუდროდ მუსაიფს რა ჯობია
აბა დროა მოვამზადოთ
აქ დავწერე და აღარ არის
stumari
გათიშული იყო ფორუმი დღეს მთელი დღე და რაღაც პერიოდის პოსტები დაიკარგა
ახალ სერვერზე გადაგვიყვანა ადმინმა, უფრო სწრაფზე.
კიდევ დაგვიწერე აბა ხო მოხვალ ხვალ დროზე?
ბევრი სურათები გადაიღეთ და მერე არ იყოს აუ ჩემი ფოტო ფორუმზე არ დადოთ და ა.შ. ყველა ფოტო დადეთ
k@the
კი, კი, დროზე მოვალ
ეს დავწერე
ქეთი თუ მოგვიანებით ჩამოვა, მაშინ მოუწევს ჩემზე ადრე მისულთ ჩემი ამოცნობა
თუ სადგურზე პააატარა ქალი, დიდი ქართული ცხვირით, დიდი მრგვალი თვალებით, გამხდარი გრძელი სახით და ავადმყოფურად თეთრი პირისახით შეამჩნიოთ, მე ვიქნები და გვერდს ნუ ამივლით
ჰო კიდევ, ხვეული თმებით
stumari
აი,იმერელი ბოვში არ დამიჩაგროთ
ჩამოვიდა გენო. მატარებელში ეძინა, სანამ არ მივუკაკუნე ფანჯარაზე ვერ მიხვდა რომ უნდა გადმოსულიყო მატარებლიდან...
staywhite
ასეთი დაბნეული სტუმარი ჯერ არ მყოლია, ზის თავისთვის და მუსიკებს უსმენს
staywhite
მაეასი
იმერელი თავს დაიჩაგრავს?
მაეასი
სალო მოდი ჩვენ ჩავიდეთ და მივეხმაროთ, ხინკალი გავუკეთოთ არ გინდა
staywhite
იმედია მალე ჩვენ გიმასპინძლებთ და სამზარეულოში ტრიალი მერე ნახეთ ჩვენი
ახ მეც ვიფიქრე ცოტას მოეხმარებაო ნანას გერმანელმა კაცებმა არ გასწავლეს სამზარეულოში ფუსფუსი?
დღეს კი ვფიქრობდი შენზე ნანა წარმომიდგენია რა დღეში ეხლაო.
მაეასი
11:42 რომ ვიყო მანდ შეიძლება?
თუ ძალიან გვიანია?
ხომ არ გაბრკოლებთ?
ისე არ მინდა რომ ყველამ მე მელოდოთ. თუ ძალიან ვაგვიანებ, მაშინ 10:42 ვიქნებოდი მანდ.
როგორც ვატყობ ძილი არ მიწერია ამაღამ, ისეთი ხმაურია აქ
მოიწერეთ ვინმემ, რომ დავგეგმო დილა
stumari
ნათი, მგონი არაუშავს თუ მაგ დროს ჩამოხვალ. მე 11:24-ზე ჩამოვდივარ.
გამოძინება ისე კარგი აზრია მეც არ ვიტყოდი უარს
პ.ს. აქ რამდენი ულაქლაქიათ
თათი დაკარგულო. ეგრე უნდა თავის მონატრება?
k@the
მაშინ ჩამოვალ 11:42 რა
კაი ბოვში ვარ მე
აქ ისეთი ხმაურია, დილით მომიწევს ალბათ ძილი, ვიდრე ჩემი მეზობლები არ დაიღლებიან და არ დაეძინებათ
თავი შუა აფრიკაში მგონია
კაით ახლა, ხუმრობა მერე იყოს მოკლედ, გენოს დახვდა არ ვაჭარბებ 9 ჩემი ბიჭი, სურათიც გადავიღეთ მარა სხვისი მობილით და ვერ ავტვირთე რაცხა. მოკლედ ჩემს დალაგებულ სახლს ყოფა უტირეს მე კი კუხნაში ვარ, აქ გულიანკაა, იმედია დილამდე დავამთავრებ საქმეებს აბა ხვალამდე.
staywhite
ნან
''ა ჩიონიბუც პოესტ პრეხვატიტ'?''
აუ, დამტანჯა იმ ნამცხვრის ფირფიტებმა და მგონი მოვრჩი , არც ნამცხვარი მინდა და აღარც მშია
ეჰ, რა დიდი სიამოვნებით შემოგიერთდებოდით, მაგრამ ლონტანი, ლონტანი...
staywhite
დედა, აქ როგორ წვიმს?!.
როგორც იმერეთში იტყვიან: ცა ფეხად ჩამოდის.
გაგიჟდა მარტი.
რაღა დღეს
დამცინეთ ჰომ? დარწმუნდით ჩემს ბოთეობაში ჰომ?
ოხ ვინც არ მიცნობს რა ვარ...
მე ვიყავი ნანას ნიკით შემოსული გუშინ და რაკაიყოფილა იმიჯის გასაფუჭებლად...
Genesis
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience