თუ ვინმეს რაიმე რჩევა სჭირდება საზღვარგარეთთან დაკავშირებით, ან პრობლემა აქვს, გავუზიაროთ აქ ერთმანეთს.
იქნებ, ერთად შევძლოთ მათი გადაწყვეტა
პ.ს. მსგავს პოსტებს მოვკრიბავ ამ თემაში...
დამხრება მჭირდება!!
თქვენგან რომელიმემ ხომ არ იცით კარგი ლინკი რომლითაც (ინტ.-ით)უცებ ბინის დასავლეთით(=KÖLN,DÜSSELDORF) მოძებნა შესაძლებელი იქნებოდა?
დიდი მადლობა წინასწარ
monatrebuli fee
უი ბოდიში ანა, რომ აქამდე ვერ შევნიშნე. კი ვიცი
http://www.studenten-wg.de/angebote_lesen.html
აბა ეს საიტი ნახე, უნდა მიუთითო ქალაქი ჩამონათვალიდან.
შემეხმიანე თუ ვერ გაერკვევი.
ვფიქრობ, აქ უნდა იყოს ერთგვარი რჩევები ემიგრანტებისთვის, კანონები , წესები, უფლებები...
ძალიან კარგი თოფიქია, ვეძებთ იურისტს ვინც დაგვეხმარება
იქართველეთ;
კაიროსი!
KAIROS
მართალია, ასეც ჩავიფიქრე თავიდან. ვიზასთან დაკავშირებული პრობლემები და ათასი სხვა კიდევ.
ერთი ნაცნობი სწავლობს იურიდიულზე გერმანიაში და მინდა რომ ვთხოვო, როცა მოიცლის იქნებ დახედოს ხოლმე თემას.
ასე, რომ იმედია გავიხსნებით ასეთ პრობლემებზე
პ.ს. ქართველი იურისტებიც მრავლად არიან ფორუმზე და ისინიც თუ გვირჩევენ რამეს უკეთესი.
k@the
ორმაგი მოქალაქეობის საკითხი როგორ დგას, დავით? ან თუ დასაშვებია და ვინმე მიიღებს, მამაკაცთათვის მაინც სავალდებულო ხდება ჯარში წასვლა? ე.ი. თუ აქვს ორმაგი მოქალაქეობა ვაჟს, ქართული და სხვა ქვეყნის,აუცილებელია სამხედრო ვალდებულების მოხდა მაშინ?
დიდი მადლობა , თემო
ანუ არ ყოფილა ჯერ ორმაგი მოქალაქეობა,რაც ძალიან საწყენია.იქნებ ახლო მომავლში შეიცვალოს.
დანარჩენებსაც წავიკითხავ და თქვენის ნებართვით, კითხვებიც მექნება დარწმუნებული ვარ.
მადლობთ
staywhite
მადლობა, დავით
მერე მაქვს კიდევ შეკიტხვები, წავიკითხავ ბოლომდე.
გამარჯობათ კართველებო!მე ვცხოვრობ ესპანეთში და დიდი პრობლემის წინაშე ვარ.მე რომელ ქალაქშიც ვიმყოფები არ არის მართლმადიდებლური ეკლესია და ძალიან მიჩირს სულიერად.როგორ მოვიქცე,იკნებ მირჩიოთ.შემიძლია ვილოცო კათოლიკურ ეკლესიაში?გუშინ სიზმარშიც კი ვნახე ეკლესია და დავდიოდი და ვეძებდი.რა ვიგონო?ცოდვაა კათოლიკურ ეკლესიაში ლოცვა?
ninaka36
ღმერთმა მოგცეს ძალა! კეთილი იყოს შენი ჩვენთან შემოსვლა.
ნინო, თუკი მართლმადიდებელი ხარ, სახლში იქნებ ერთი ხატი მოგეპოვებოდეს და მის წინ ილოცე. თუ ხატი არ გაქვს, მეშინ გულში წარმოიდგინე უფალი და ისე შესთხოვე რამ. ნუთუ აუცილებელია, სადმე წახვიდე რასაც ეკლესია ქვია? ღმერთი ყველგანაა და ჩვენს ლოცვას ყველგან შეისმენს.
სხვა მეტი არ ვიცი მე რა გირჩიო. აქ ბევრი ჩემზე განსწავლულია მაგ საკითხში და ისინი გეტყვიან რამეს კიდევ.
თუკი რამით შემიძლია დაგეხმარო, შენს გვერდში მიგულე. მე გერმანიაში ვარ.
გფარავდეს უფალი.
ninaka36
კოსოვოში მოსამსახურე ერთმა ფრანგმა სამხედრო ექიმმა ( სამწუხაროდ სახელი აღარ მახსოვს, ისე ახალი ამბავია) მართლმადიდებლობა მიიღო და მიტროვიცის მონასტერში მოინათლა, ის ამბობდა, 53 წლის კაცი, რომ მხოლოდ მართლმადიდებლურ ეკლესიაში შესვლისას იგრძნო ღვთის მადლი, რაღაც სისხვანაირე, ვიდრე კათოლიკურში , ამის გამოც მივხვდი რაც უნდა მექნაო ...
უღრმესი მადლობა ჩემო კარგებო მხარდაჩერისათვის!ესეიგი კართული სული ისევ არსებობს.რაღაც დეფიციტი მაქვს ეკლესიაში ლოცვის და ამიტომაც შეგაწუხეთ.კიდევ ერთი მინდა დავამატო,რაც შეეხება ეკლესიას....ცამოსვლის წინ ეკლესიაში მივედი და მამაოს ვთხოვე დამლოცე მამაო ამხელა გზაზე მივდივარ,შვილებს ვტოვებ და ღმერთის წკალობა მჯირდებათკო.და არ დამლოცა.ჯერ მოუცლელობა მოიმიზეზა,მერე აღსარება უნდა ჩამაბაროო და უნდა გაზუაროო.დგემდე მაწუხებს და ვნერვიულობ და რამეში როცა არ მიმარტლებს,სულ ამაზე ვფიკრობ.თან ძალიან რთული გზა გამოვიარე....
ninaka36
ღმერთი შეგეწიოთ ნინო. თუ რამენაირად შეგვიძლია თანადგომა გაგიწიოთ, ჩვენ აქ ვართ. ყველას ჩვენი მონატრება და გულისტკივილი გვაქ სამშობლოსაგან ათასობით კოლომეტრზე თან წამოყოლილი.
მესმის თქვენი, ეკლესიაში რომ გინდათ მისვლა. იქნებ მოვიძიოთ და მანდ ქალაქთან ახლოს იყოს მართლმადიდებლური ეკლესია. იმ ეკლესიის მამაოსთან რომ მიხვიდეთ და დალოცვა სთხოვოთ, ალბათ ერთგვარი შვება იქნება. მაგრამ თქვენს ლოცვას უფალი ისმენს და მოგცეთ ძალა, რომ ყველა განსაცდელს გაუძლოთ.
ninaka36
ამავე განყოფილებაში არის მინიშნებული არაგონას და ბარსელონას
ქართული ეკლესიების და მოძღვრების შესახებ, არის მადრიდის ქართული სამრევლო, შემიძლია დაგაკვალიანოთ, ღმერთს ებარებოდეთ!
იქნებ რუსული ან სხვა ქვეყნის მართმადიდებელი ეკლესიები იყოს ახლოს. მანამდე კი სახლში ილოცე, ინტერნეტის მეშვეობით ბევრ სასულიერო ლიტერატურას მოიპოვებ, ისინი იკითხე, საგალობლებს უსმინე და გარკვეულად სულიერ სიმშვიდეს მოიპოვებ.
შემდეგ კი იქნებ სხვა ქალაქებში მოახერხო ჩასვლა,სადაც ქართული ეკლესიებია.
შეგეწიოს უფალი.
madlobt chemo kargebo mxardalerisatvis,dzalian damexmaret!shevdzleb gamosavalis modzebnas.cota davmshviddi.memgoni es tkveni damsaxurebaa.vgrdznob rom marto ar var!!!!!!! gaixaret mec tu rameshi gamogadgebit----aq var,tkveni mona morchili nini
ninaka36
არაფრის ნინო, მარტო ნამდვილად არ ხართ. აქ ერთმანეთი გვყავს ჩვენც და ერთმანეთის ამბებს ვიზიარებთ. ერთად ვსაუბრობთ სხვადასხვა საკითხებზე.
მეც მშველის ძალიან აქ შეძენილ ადამიანებთან საუბარი
ღმერთმა გაგაძლიეროთ!
ემიგრანტებო ნუ გეშინიათ ჩვენ თქვენს გვერდით ვართ და თქვენთვის ვლოცულობთ. უფალი თქვენთანაა. მალე დადგება ის დრო როცა დაუბრუნდებით მშობლიურ კერას. გამაგრდით , იცოდეთ სიძნელეები და წინააღმდეგობები ყვეგან დასდევს ჩვენ ცოდვილ ცხოვრებას, მათ შორის სამშობლოშიც. არ დაღონდეთ, ეს ერთგვარი გამოცდაა ცხოვრებისეული, რომელსაც მედგრად უნდა შეხვდე...
აბა ჩვენებურებო შევეცდები მისამართების დადებით იმ ქვეყნების საკანონმდებლო ბაზებს გაგაცნოთ სადაც იმყოფებით, აქ იპოვით უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებსა თუ სხვადასხვა ლინკებზე გადასვლით ნორმატიულ მასალას, ვფიქრობ თქვენთვის საინტერესო ბევრ კითხვაზე იპოვით პასუხს:
http://www.bundesgerichtshof.de/
გერმანიის უზენაესი სასამართლო
http://www.courtservice.gov.uk/
დიდი ბრიტანეთის უზენაესი სასამართლო
http://www.courdecassation.fr/
საფრანგეთის უზენაესი სასამართლო
http://www.supremecourtus.gov/
აშშ უზენაესი სასამართლო
http://www.scourt.gov.ua/
უკრაინის უზენაესი სასამართლო
ევრო საბჭო
http://www.coe.int/
temo dzalian gtxov espanetis uzenaesi sasamartloc gagvacani.shemtvis dzalian mnishvnelovania.....cinascar madlobas mogaxseneb. p.s. tan dges espanetshi archevnebia da velodebi raime siaxles.sapaterom minda gaimarjos.ikneb axali kanoni gamoushvas legalizaciaze da mec meshveleba....da chaval chems tbilishi,romelic uzomod menatreba
მგონი სხვაგან არ მოვხვდი მოკლედ ზაფხულში ტაო-კლარჯეთში ვაპირებ წასვლას,ხომ არ იცით როგორ შეიძლება მოვხვდე ქალაქ ართვინში?სარფის ან ვალეს საბაჟოსთან ტაქსი მაინც ხომ არ არის რომელიც წამიყვანს?
gurulo
სალამი გურულს!
ჩვენი ფორუმელები იყვნენ შარშან ტაო-კლარჯეთში. http://church.ge/index.php?showtopic=2512
მე არ ვყოფილვარ სამწუხაროდ, მაგრამ იმედია გამოჩნდება ხალხი და დაგაკვალიანებს.
ხალხნო, გერმანიიდან რითი მიფრინავთ თბილისში და საიდან?
რაც გერმანია ექსპრესი აღარ დაფრინავს გაძვირებულია ძალიან ფასები კიოლნიდან, დავიბენი რითი წავიდე არ ვიცი
გამარჯობა, ყველაზე იაფია Lufthansa-s ბილეთები მიუნხენიდან. ღირს 270-300 ევრო, ოღონდ last minute ბილეთებია და თანაც მაქსიმუმ 2 კვირიანია. გიგზავნი აეროპორტის ფილიალის ტელეფონის ნომერს, საიდანაც შემდეგ შეგეძლება ბილეთ(ებ)ის აღება.
L'tur Tourismus AG
Telefon: 089 973-0 66 33
Fax: 089 970-5 29 59
არ დაგავიწყდეს, უნდა უთხრა რომ last minute ბილეთი გინდა
Bodbeli
დიდი მადლობა. მართლა კარგი შანსია 2 კვირით წასვლისათვის.
მე რო მეტი მინდა . 2 კვირა ცოტაა, წელიწადში რამოდენიმეჯერ რომ ჩავდიოდე კიდევ შეიძლება...
ეხლა 3 კვირით მინდა ჩასვლა და ისე იქნებ ახალი წლისთვის კიდევაც მოვახერხო მაგ ავიახაზებით 2 კვირით
გრძელ ვადიან ბილეთებზე, ჩემი იტალიური გამოცდილებით (გერმანია არ ვიცი) იქნებ რიგა სცადო, ეგ ახალი გზაა და ყველაზე იაფია, გადაჯდომით რათქმაუნდა, ასევე გადაჯდომით შედარებით იაფია სტამბული-ბათუმი/თბილისი...
http://www.airbaltic.com
turkish airlines
http://www.thy.com
k@the
თურქულ ავიაკომპანიას აქვს ბათუმში რეისი 300 ევროდ. ოღონდ არ ვიცი ყველა ქალაქიდან თუ დაფრინავენ.
ინტერნეტით შეგიძლია მოძებნო.ლინკი აღარ მახსოვს ,თუ გინდა გაგიგებ.
ვილნიუსის გავლით ყოფილა 340 ევრო თბილისი და უკან. მოიკითხე "ლატვია ეირლეინს"-ში (არა ლიტვა,ლატვია, ვილნიუსის მიუხედავად).
KAIROS
iako
nana_007
მადლობა ყველას თურქეთით ავიღე უკვე, სხვა მე რაც დრო მინდოდა ყველგან გაყიდული იყო უკვე, დავაგვიანე ბილეთის ყიდვა ცოტა , მარა არაუშავს.
ქეთ, შენ მალე მიდიხარ ხო? მე ივლისში, და ალბათ ბილეთზე აქედანვე უნდა ვიზრუნო... და ისა, პრაღიდან აღარ არის ხო ფრენა?
ანუ თბილისში არის ფრენა:
ავსტრია-ვენა.
გერმანია- ?
ჰოლანდია- ამსტერდამი
ლატვია-რიგა
ლიტვა- ვილნიუსი
თურქეთი - სტამბული
მიუწერეთ რა ფასები
აი აირზენას ფასები
ამსტერდამი From 229 €
ფრანკფურტი From 229 €
პარიზი From 229 €
ვენა From 229 €
KAIROS
ეჰ, მარტო ფასები იყოს, მთავარია ადგილები თუა თვითმფრინავში, მგონი ფეხზე დგომისაც გაყიდულებია მანდ
KAIROS
მაგას ვჩივი მეც! ერთი იაფი რეისი არაა ევროპიდან! ''ოთოს ბირი'' ჯდება თბილისში ჩაფრენა
ხოდა რომელი ტურისტი ჩამოვა, ქართველებიც კი წელიწადში ერთხელ ძლივს ჩავდივართ! (
KAIROS
ფრანკფურტიდან დავფრინავ ტრაპიზონზეო,ასე მითხრა იმ გოგომ აგერ 1-2 თვის წინ. ისე, ლიტვა-ლატვიის ხაზებიც ნახე, გერმანიიდან იაფიაო, მიწერია ზემოტაც... რა საწყენია ამხელა სიძვირე
ჩემმა დამ იპოვა სტუტტგარტი-პრაღა-თბილისი 430ევროდ ნახევარი თვის წინ. არ ვიცი ეხლაც თუ არის აქტუალური.
მისამართს გაგიგებ KAIROS იქნებ იტალიაც გქონდეს. და მოგცერ.
KAIROS
ქეთი ბათუმიდან წასვლაა შედარებით იაფი, მაგრამ გადაჯდომა მოგიწევს თურქეტსი, სულ მინდოდა თქმა და მავიწკდებოდა.
- keti -
ქეთიიი კეთილი იყოს შენი ჩვენ ფორუმზე შემომატება. კარგია რო მოახერხე შემოსვლა.
მაილზე შენი წერილი არ მაქ. უფრო სწორად, ბოლო წერილზე გიპასუხე უკვე.
გაიხარე, ბილეთი უკვე ნაყიდი მაქ, ასე რომ თბილისი მელის
მოდერს არ სცალია, ვაოფებთ დილამდე,
ვივიწყებთ წესრიგს და ვაჯაზებთ ყველა!
ამ განყოფილებას სულ თავზე დავიმხობ!
მა რა ვქნა, თუ ქეთოს ჩემთვინ არ სცხელა?
ინფორმაციას მოგაწვდით გერმანიაში საქართველოს საელჩოში არასრულწლოვანის პასპორტის ასაღებად საჭირო პროცედურებზე. ფრჩხილებში თანხებს მივუწერ მე რაც დამიჯდა.
ოფიციალური ინფორმაცია შეგიძლიათ http://germany.mfa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=601&info_id=4514 ნახოთ
1. თუ ბავშვი გერმანიაშია დაბადებული, დაბადების მოწმობის ორიგინალი უნდა მიიტანოთ Bezirksregierung-ში და იქ აპოსტილით დაამოწმებინოთ. (15 ევრო)
2. ათარგმნინოთ ქართულ ენაზე უფლებამოსილ თარჯიმანს, რომელიც დაგიმოწმებთ კიდეც მას. (20 ევრო)
3. ნოტარიუსს უნდა დაამოწმებინოთ "თანხმობა" მშობლების, რომ მათ შვილს პასპორტი გაეცეს. შეგიძლიათ დაწეროთ ქართულ ენაზე, ბოლოში დატოვეთ ადგილები სადაც ცალკე დედის და ცალკე მამის ხელმოწერა დაფიქსირდება ნოტარიუსის თანდასწრებით. ნოტარიუსი ამოწმებს თქვენი პასპორტების მიხედვით მხოლოდ თქვენს ხელმოწერებს დოკუმენტზე, არაა აუცილებელი ესმოდეს იმ ტექსტში რა წერია . თანხმობის ქართულად შედგენისას თავიდან აიცილებთ შემდეგ ამ დოკუმენტის ქართულად თარგმანის ხარჯებს. (12.90 ევრო)
4. ეს ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი უნდა წაიღოთ შემდეგ Landgericht-ში და დაუტოვოთ აპოსტილით დასამოწმებლად. ანუ, ამოწმებენ რომ ამ ნოტარიუსს დამოწმების უფლება ქონდა. (10 ევრო)
5. მისამართის მითითების დასადასტურებლად, ქირავნობის მოწმობის მაგივრად გააგზავნეთ Meldebescheinigung-ი გაიცემა Einwohnermeldeamt-ის მიერ. (6 ევრო)
კიდევ, სასიხარულო ინფორმაცია: საქართველოს საელჩომ გერმანიაში ევროს ანგარიში გახსნა! აქამდე ქონდათ დოლარის ანგარიში და დოლარის გადასარიცხად უნდა მისულიყავი ბანკში, შეგევსო დიდი ფორმულარი და მომხასურების საფასური მინიმუმ 15 ევრო გადაგეხადა. ზოგიერთ ბანკში მეტიც იყო ეს მომსახურების მინიმალური გადასახადი.
პასპორტის გასაცემი გადასახადი საელჩოში არის 51,88 ევრო!
დანარჩენ პროცედურებს საკონსულოს საიტზე გაეცანით.
წარმატებები მისურვებია (საშინელი) ფორუმულარების შევსებისას!
პ.ს. ბოლომდე არ მიმიყვანია ეგ საქმე, თუ რაიმე ხარჯი კიდევ მიემატება, ან საბუთი იყოს საჭირო, ჩავამატებ აქაც. რა ძვირი ჯდება ეს პასპორტი, თან მხოლოდ 3 წლიანი ვადის და არასრულწლოვანებზე 50% -იან ფასდაკლებას, რაც სხვათაშორის http://www.cra.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=3#sap7 წერია, ჩვენ არ ვაკეთებთო საელჩომ განმიცხადა
<_< მოგესალმებით ქართველებო.....აქ ახალ კომენტარებს ვერ ვხედავ და რაშია საქმე?:) გერმანიაში მყოფი ქართველები ხართ აქ?
ქეთევან!
შედი კარავში!
შენთან არიან...
ქეთევანს ჩემსკენ უხმობენ?????
tyibuli
კეთილი იყოს თქვენი შემომატება.
აბა, გისმენთ ახალგაზრდა. რა გირჩიოთ, რით დაგაკვალიანოთ?
A.V.M
შენ გაჩუმდი!
ვერ მიესალმე ახალმოსულს?
გამარჯობათ.....გმადლობთ გამოხმაურებისთვის...მე ვარ გერმანიაში.. .3თვეა აუ - პაირ პროგრამით ..ჩემს ქალაქში არ არიან ქართველებიეხლა თებერვალში მივდივარ მიუნხენში ერთი კვირით და მინდა ვინმე ქართველს შევხვდე და უბრალოდ ქართველთან საუბარი მინდაიქნებ შეგიძლიათ მითხრათ დრეზდენში თუ არის რაიმე ქართული ორგანიზაცია?მე მხოლოდ ამ დიდ ქალაქთან ვარ ახლოს
tyibuli
ტყიბულსკი, ბოდიში პასუხის დაგვიანებისათვის.
მიუნხენში არის ქართული ეკლესია, მამა თამაზი აღავლენს ყოველ კვირას წირვას.
http://www.weudiocese.ge/index.php?option=com_content&view=article&id=61&Itemid=67&lang=ka
აქ წერია მისამართი და მარცხენა მხარეს არის ჩამონათვალი კიდევ სხვა ადგილებისა გერმანიაში, სადაც ქართულად აღევლინება წირვა-ლოცვა. იქნებ ახლოს იყოს შენთან.
რაც შეეხება საუბარს, აქ ვართ ჩვენც ქართველები და გაგვესაუბრე. ამ ფორუმის სასაუბრო თემა ამ ლინკზეა
http://church.ge/index.php?showtopic=9245&pid=699303&st=2605entry699303
მადლობაააა....გაიხარე
საფრანგეთში მყოფი ემიგრანტები გამომეხმაურეთ,მომენატრა ქართველებთან უფალზე საუბარი იმედგაცრუებული ვარ და სასოწარკვეთილი
PANADENIK
საქართველოში ვარ, მაგრამ აბა მოგვიყევი შენს იმედგაცრუებებზე )
მიუნხენში მყოფი ქართველები გამომეხმაურეთხვალ ფაშინგზე ვინ მიდიხართ?
ავეöას მოგესალმებით. იქნებ დამეხმაროთ შტუტგარტში მიმასცავლოთ სად ტარდება ქართულ ენაზე წირვა-ლოცვები. ერთი პოსტი ცავიკითხე დუსელდორფიდან ჩამოდის თვეში ერტხელ მამაო შტუტგარტში და წირვა-ლოცვას ქართულად ატარებსო, მაგრამ რომელი ეკლესიაა არ არის მიტიტებული, იქნებ ტქვენ დამეხმაროთ.
დიდი მადლობა წინასწარ
tamuna dzadzamia
ადრე მიუნხენიდან ჩამოდიოდა მამა თამაზი (3 წლის წინ). ალბათ ახლა შეიცვალა და დიუსელდორფიდან ჩამოდის სხვა მოძღვარი.
აქ არის ინფორმაცია, იქნებ დაუკავშირდეთ და ჰკითხოთ:
http://www.weudiocese.ge/index.php?option=com_content&view=article&id=61%3Agermany&catid=38%3Acountries&Itemid=67&lang=ka
აქ კიდევ მიუნხენის სამრევლოზეა ინფორმაცია და მამა თამაზის კოორდინატები:
http://eklesia.de/
ადრე სადაც ტარდებოდა (რუსული სამლოცველო სახლი იყო და ერთ შაბათს ქართველ მრევლს უთმობდნენ), იქიდან სხვაგან გადავიდნენ რუსები და ჩვენს მრევლსაც მოუწია გადასვლა. ამ ახალი ადგილის მისამართი არ ვიცი.
შტუტტგარტში ჩამოდიოდა და ჩამოდის ისევ მამა თამაზი მიუნხენიდან ახალი ეკლესიის მისამართია
Steigerwaldstrasse 10, Stuttgart (Feuerbach).
გამარჯობათ!ოჯახით ვცხოვრობ ბონნთან ახლოს.უკვე 9თვეა და არ მყავს არავინ ნაცნობი ქართველი.რაც ძაან მაწუხებს.თუ ვინმე ცხოვრობთ და გაქვთ სურვილი იქნებ გამომეხმაუროოთ?ან იქნებ მომაწოდოთ ინფორმაცია თუ არსებობს ბონში ქართველთა თავშეყრის ადგილიი?
cicna
თვეში ერთხელ - შაბათ დღეს, ბერძნულ ტაძარში ტარდება წირვა. მამა ისე ჩადის დიუსელდორფიდან. მოვიძიებ მისამართს და დავწერ. ბევრ ქართველს ნახავ იქ
cicna
ტაძრის მისამართია: Dietrich Bonnhoefer str. 2, Bonn.
Haltestelle: S Bahn: Küdinghofen; Bus: Renusallee
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience