თემა მზადაა! შეგიძლიათ დაწეროთ რეცეპტები, გააკეთოთ და "დააგემოვნოთ"
ხინკლის ცომი რომ იდეალური იყოს რაარის ამისთვის საჭირო?
(კოპიო მეზობელი თემიდან)
ხორციანი ბლინები ანუ სულთანური
კაი, მაშინ ასე: (მე "თვალით" ვღებულობ პროდუკტებს, მაგრამ დაახლოებით ასე გამოდის)
2-3 კვერცხი, რძე 2 ჭიქა, ფქვილი მაქსიმუმ 500 გრამი, გატარებული ხორცი 1კგ (hackfleich gemischt, Lydl-ის ყველას ჯობია, 2 ცალი), მარილი, შავი წიწაკა, ხმელი ქინძი, ცოტა ოხრახუში თუ საშუალებაა, 2 საშუალო ზომის თავი ხახვი.
ბლინი (როგორც ფრანგული crepes , მაგრამ უშაქრო):
ავთქვიფოთ კვერცხი, ცოტა მარილი დავამატოთ და ოდნავ შემთბარი რძე, შემდეგ თვალის ზომით ნელნელა ჩავამატოთ ფქვილი, ისე რომ ოდნავ გასქელდეს, რადგან ბლინი თხელი უნდა იყოს, სისქე ცომის როგორ გაგაგებინო არ ვიცი, დაახლოებით ბანანის ნატურალური წვენები რომ იყიდება იმ სითხელის უნდა იყოს, კარგად ავთქვიფოთ, გავაჩეროთ ასე 10 წუთი და მერე კიდევ ერტხელ მოვურიოთ. მანამდე ტაფა უნდა გახურდეს, პატარა ყავის ჭიქაში მოამზადე ზეთი, ძალიან ცოტაა საჭირო. ცხელ ტაფას ოდნავ მოუსვი ეს ზეთი, თუ გაქვს ფუნჟი სამზარეულო უკეთესია იმით მოსმა. დაასხი ცომი ამ ტაფას, მაგრამ ძალიან ცოტა, რაც ძირს დაუფარავს , მერე ატრიალე ტაფა და რაც ზედმეტია უკან გადმოასხი. შეიწვება ეს ბლინი მხოლოდ ერთი მხრიდან, ასე გააგრძელებ ბოლომდე, ცალკე თეფშზე კი ეს ბლინები auf einandern stappeln.
ფარში:
ცხელ ტაფაში ჩავასხათ ზეთი, ძალიანნწვრილად დაჭრილი ხახვი მოვხრაკოთ, დავამატოთ ხორცი და კარგად მოვშუშოთ, შევკაზმოთ მარილით, წიწაკით და ხმელი სუნელებით, ოხრახუშის შემთხვევაში კი, როცა ეს ფარში დამზადდება, სულ ბოლოს მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში. გადმოვდგათ ცოტა გასაცივებლად.
დამზადებული ბლინები ავიღოთ და უმ მხრიდან დავადოთ ფარში, თვალით შეაფასე რაოდენობა, ერთი სუფრის კოვზი ალბათ ან ცოტა მეტი, გააჩნია ბლინის სიდიდეს. შევახვიოთ, ეს გასაგებია როგორ და შევწვათ ან ღუმელში, ან ოდნავ ზეთიან ტაფაზე, gelegentlich umdrehen auf aller seite. და ესაა smile.gif
ბლინები ცოტა სახლაფორთოა, თუ პირველად აკეთებ, მარა რამდენიმე რომც გაფუჭდეს, მერე მაინც გამოვა, მიხვდები მეთოდს, მთავარია ტაფა იყოს ძალიან ცხელი.
არ ვიცი რამდენად წარმატებულად აგიხსენი,მაგრამ ეგებ გამოგივიდესsmile.gif
პ.ს. ქინძს ქვია koriander, ოხრახუში კი petersilien.
ესეც მეორე კოპიო
სამარხო შოკოლადი
თუ ნათიას აინტერესებდა? მაშინ აადუღე წყალი ტაფაში, ცალკე ჭიქაში სჰაქარი და კაკაო შეურიე (მწარე კაკაო) , ცოტა თბილი წყალი დაასხი, აურიე კარგად და ამ ადუღებულ წყალში შეურიე, ურიე დიდხანს, სანამ არ გასქელდება, მერე ალუმინის ფოლიეზე დაასხი ან ფორმებში ცაასხი და გააცივე. ვსიო, ვანილიც შეგიძლია დაამატო. კარგია ვიშნის ჩამატებაც,ან დაფილეტებული ფორთოხლის. ზემოდან კი ნიგოზი ან ნუშიც შეიძლება.
staywhite
:ნერწყვიგადავყლაპესმაილი:
ქათმის ფილე მოშუშეთ, დაამატეთ ხახვი მარილი და შავი წიწაკა, სოკო და ცოტა ხანი ცხლად შეფუთეთ. შემდეგ დაუმატეთ გახეხილი ყველი და მაიონეზი. გემრიელად მიირთვით
staywhite
მადლöბა დიდი
შენი რეცეპტით გავაკეთე სულტანიკები და ახლა ცივდება 18:00ზე წირვას გამოვუყვანთ
შეპირებული სურათები
შემთბარი რძე
ბანანის წვენის სისქის და ცომის სისქის შედარება
ვერც ქინძი და ვერ ოხრახუში ვერ ვიპოვე მაღაზიაში და მერე რომ ვიკითხე აქ ყოფილა ორივე
ფინალი
გენეზის, ნუ ბიჭი ხარ საჩუქარი მალადეც, კარგად გამოიყურება.
კატ,
აქ უკვე აულაგებიათ შენი პოსტი kann sein spürren enthalten-ო რომ გეწერა კითხვა და რომ დაგპირდი მეც დავადგენ თქვა. მოკლედ, მე წლების განმავლობაში ვყიდულობ მაგ საშობაო პრიანიკებს და ამბებს, და იყო მუდამ მაგ წარწერის გარეშე, დღეს დავათვალიერე და გავვოგნდი: თითქმის ყველას აწერია მასე როგორც ჩანს ალერგიული ვინცაა იმათთვის თავის დაზღვევის მიზნით. დღეს საღამოს ვკითხავ მარკოს მესინჯერში მაგის თაობაზე, რადგან თვითონაც ყიდულობდა მაგ პროდუკტს ადრე. ახლა კი რაც ვნახე Lydl-ში მაგ წარწერების გარეშე:
ტკბილეული, რაც აუცილებელია ტვინის უჯრედებისთვის, შეიძლება ჩაენაცვლოს შემდეგი:
1.Müsli Riegel (Apfel, Nut und Almonds, Cranberries) - კანფეტების განყოფილებაში,
2. ქიშმიში
3. Drops - სხვადასხვა ხილის, კანფეტებში ესეც,
4. Nougat pillows (Crown Field) - Getreidekissen mit 40% Nougatcremefüllung, მუსლების და ქელოქსების განყოფილება,
5. Nuss Sterne (Favorina) - საშობაო პრიანიკებთან.
გარდა ამისა, გირჩევთ უდროობის გამო რომ სწრაფად დაამზადოთ, კარგია კარტოფილის სალათი დამზადებული ზეთსა და ძმარზე (თევზთან მაგალითად ) , ოღონდ თუ დამიჯერებთ მირთმევის წინ ცოტა მიკროველეში გაათბეთ:
(Vitakrone ) Kartoffelsalat mit Essig und Öl, დევს ღია მაცივრის განყოფილებაში.
დანარჩენებს სხვაგანაც ვნახავ და დავწერ.
პ.ს რეცეპტებს მერე განვათავსებ.
staywhite
ნან დიდი მადლობა, ეხლა ვნახე ეს პოსტი, ამოვიბეჭდავ
მამაო რას იტყვის ნეტა.
ხოდა ოთხშაბათს გავაკეთებ აჯაფსანდალს, მეც გადავუღებს სურათებს და გაჩვენებთ :მიმბაძველი_სმაილიკი:
კატ,
არ ვიყავი ადგილზე და დამაგვიანდა პასუხი.
ვკითხე მარკოს, და მიუხედავად იმისა რომ იგივე პროდუკტს ადრე არ ეწერა , რომ შესაძლებელია შეიცავდეს რძის და კვერცხის "კვალს", რის გამოც ვიყენებდით, რახან ახლა აწერია აღარ გამოდგებაო, ანუ რაც თვალნათლივ წერია იმაზე თვალს ვერ დავხუჭავთ.
გირჩევ ისე ფინიკის ხურმა და ხმელი ატმის ჩირები გასინჯო, ისინიც შეასრულებენ აუცილებელი ტკბილეულის როლს კარგია ლეღვიც, კალციუმსაც შეიცავს და რა იცი, თხილამურების დროა და რომ რამე ძვლები ფორმაში იქნებიან როცა დრო მექნება, სხვაგანაც ვნახავ, უბრალოდ ახლა ძალიან გაჭედილში ვარ.
დავწერ ერთ სამარხო რეცეპტს უცხოეთში მყოფთათვის(ალბათ, საქართველოშიც გამოდგება) :
1.დავჭრათ ბოსტნეული წვრილად, მაგალითად ცუკინი (ყაბაყი), პომიდორი, ბადრიჯანი, შეიძლება ბულგარული წიწაკაც, ასევე "გაროხი" ნახევარი კოლოფი. ზეთიან ტაფაში მოვხრაკოთ ხახვი, ეს ბოსტნეული ჩავამატოთ და კარგად მოვშუშოთ (შეიძლება პამიდვრის სოუზიც ჩავასხათ). ამ მოთუშულ ბოსტნეულში ჩავყაროთ წინასწარ მოხარშული და წყალგაცლილი რიგატონი, ან პენნე (შეიძლება ნებისმიერი მაკარონის სახეობაც) და კარგად ავურიოთ, ვშუშოთ ცოტა ხანი და შევკაზმოთ სანელებლებით, მაგ. ცოტაოდენი ორეგანო, წითელი წიწაკა და ხმელი ოხრახუში.
2. შემწვარ თევზის ფილეტებს კი ძალიან უხდება კარტოფილის სალათი (ზეთით და ძმრით, მწვანე ხახვით შეკაზმული, წიწაკა შავი), ასევე ბრინჯი ან შემწვარი კარტოფილი.
კარტოფილზე დამზადებულ "ბაილაგე"-ს (მისაყოლებელი) მე ვამზადებ სხვადასხვანაირად:
ა) მოხარშული კარტოფილი რგოლებად დავჭრათ (არც ისე წვრილად) და ზეთში ან მარგარინში კარგად მოვხრაკოთ, თავი ხახვი დავაჭრათ, ასევე მწვანე ხახვი, მწვანილეულობა , წითელი წიწაკა და მარილი გემოვნებით.
ბ) გათლილი მთლიანი კარტოფილები დავანახევროთ და კარგად მოვხარშოთ მარილიან წყალში, ბოლოს წყალი გადავწუროთ, შევკაზმოთ წიწაკით, მარილით, მწვანილი, ზემოდან დავასხათ ცოტა დამდნარი მარგარინი (მცენარეული).
გ) კარტოფილი დავთალოთ და დავჭრათ შუაზე, ასევე რამდენიმე სტაფილო. მოვხარშოთ ერთად , წყალი ამოვაშროთ ან ამოვღვაროთ და დავამატოთ დაფქვილი "muskatnuss",შავი წიწაკა , კარგად ავზილოთ, ანუ პიურე გავაკეთოთ ამ მასით (არავითარ შემთხვევაში მიქსერი არ გამოიყენოთ, მხოლოდ სამზარეული საჭყლეტი "კოვზი"). სურვილის მიხედვით შეიძლება ცალკე ტაფაში ზეთში მოხრაკული აწითლებული ხახვის დამატებაც.
ასევე კარგ გემოს აძლევს თევზს წალკე დიდ ნაჭრებად დაჭრილი კარგად შებრაწული ხახვის გარნიტური.
პ.ს. ამ პოსტს ნუ გააიგივებთ მარხვაში გემოთმოყვარეობასთან, რადგან ხანდახან აუცილებელი ხდება საკვების შეცვლა, განსაკუთრებით ვისაც რთული სამსახური აქვს, დრო არ აქვს, ან ბავშვები ყავს, იმათ ვერ მოვთხოვთ მხოლოდ პურზე და წყალზე იყვნენ, გარდა ამისა უცხოეთში მყოფთათვის, როგორც კატემ ადრე აღნიშნა რაღაც დაშვებებიც არის. ამის გამო გთხოვთ, ნუ მიმაწერთ იმათ სიაში, ვინც გემოთმოყვარეობას ვერ სტოვებს მარხვაშიც კი არის სამსახურები , რომელიც აუცილებელს ხდის საკვების მრავალფეროვნების და ვიტალიტეტის აუცილებლობას.
staywhite
მადლობა ნანა, ეხლა ვნახე ეს პოსტი
ხოდა, ჩემი შეპირებული აჯაფსანდალის სურათებს დავდებ, ხვალ მივუწერ ტექსტსაც
guten Appetit!
ზუსტად ჩემეული "პრიპასებია", კატ
ზუსტად არ ჩანს სურათზე, რეჰანს ურთავ ხოლმე (ბაზილიკუმ ანუ) ? ისე, კატ, მე ბოლოში ფხვნილი რომაა "შპაგეტი ნაპოლი" იმას ვურევ და ძალიან კაი გემოს აძლევს, მაგ სოუზში ბევრი ჩვენებური სანელებლებია და ძლიერ ემსგავსება ქართულს, გარდა ამისა ასქელებს ცოტათი.
პ.ს. ისე, ჩვენს მაგ პურს გეახლებით
ეს რა გემრიელი თემა ყოფილა აქ
არა გოგოები რო ყოჩაღები გვყავს ქე ვიცოდი მარა, თათარაშვილი თუ ეგეთი Yოჩაღუნა იყო არ ვიდოდი.... ან საიდან უნდა მცოდნოდა მამენტ მარა ნიანგი ისე აპეტიტნად გამიყურება როოოოოოოო მომინდა
k@the
ქეთ, მაგარ!
მარა ნაღდად კიტრია ეგ მანდ თუ მეშლება????
ლიკა,
კატეს მაგივრად გაგცემ პასუხს კიტრს რომ გავს ისაა ცუკინი, მგონი ქართულად ყაბაყი ქვია, ანუ ყაბაყის ერთი ჯიში. ჩვენთან უფრო თეთრებია. გოგრისებრთა ოჯახს მიეკუთვნება.
პ.ს კატ, ტაფა მომეწონა შენი , ვაფანატებ სამზარეულო ნივთებზე მაგარია, ტაფაც და შენი აჯაფსანდალიც.
staywhite
და აჯაფსანდალს ყაბაყი რად უნდა? პირველად გავიგე მართლა მანდ აკეთებთ ეგრე თუ საერთოდ ეგრე კეთდება?
აქ ვაკეთებთ თათი ასე უხდება ძალიან, გარდა ამისა, რა თქმა უნდა აქ ცოტა ასიმილაციას განიცდის ჩვენი სამზარეულო, მე პირადად ჩემი საკუთარი რეცეპტები მაქვს, ზოგი მეთოდი გადმოვიღე მედიტერანული, შვეიცარიული და ფრანგული სამზარეულოდან, ხშირად, ჩვენებური პროდუქტის არ არსებობის ბრალიცაა ასე "უცხო" პროდუქტის გამოყენება და ასე შემდეგ. სხვა გზა არაა მაგრამ, მერწმუნე რომ ძალიან კარგად ხდება ეს ამბავი და შესაშური კერძების რეცეპტები ყალიბდება
პ.ს. მე მაგალიტად ფრანგული აჯაფსანდალი რატატუი ქვია, ძალიან მომეწონა, განსაკუთრებით ცივად მიირთმევენ, ემსგავსება ჩვენსას, მაგრამ ბოსტნეული არის ძალიან პატარა კუბიკებად დაჭრილი. ასევე იტალიური ანტიპასტი-ც ჩვენებურს მაგონებს.
პ.პ.ს. თათარაშვილი თუ შეიძლება სურათები სხვა სერვერზე ატვირთე, აქედან ძალიან უჭირს ამ გვერდს გახსნა, რამეთუ არ იტვირთება ეგ სურათები დროზე. მადლობა, თუ მოახერხებ რა თქმა უნდა.
გავმხიარულდი
ფორცა პასტა!
არადა რა გემრიელია, და რა ნოყიერი ( ცოტა ზედმეტიც ) , ბოსტნეულით, თევზით.... ნამ, ნამ
პ.ს.
"იანსონის ცდუნება" (Janssons frestelse) შვედეთიდან
დრო: საათნახევარი
4 კაცზე
მასალა: 10 საშუალო ზომის კარტოფილი
2 ცალი ხახვი
თევზი ანჩოუსი
3 dl ნაღები
საფანელი
2სუფრის კოვზი კარაქი
დაჭერით კარტოფილი და ხახვი წვრილ გრზელ ნაჭრებად. ფაიფურის საცხობ ქვაბს (თუ რავიცი რა ქვია ) წაუსვით კარაქი და ზედ ფენებად დააწყვეტ კარტოფილი, თევზი და ხახვი, ისე რომ რამდენიმე ფენა გამოვიდეს ქვაბის პირამდე და ბოლო ფენა კარტოფილი იყოს. ბოლოს, დაასხით ნაღები (შინაურ პირობებში, თბილისში რძე ან რძეში გარეული არაჟანიც მიდის, თუ ნაღებს ვერ იშოვით ) ბოლოს თავზე მოაყარეთ საფანელი და და დააწყვეთ რამდენმე თხლი ნაჭერი კარაქი.
შედგით ღუმელში ერთი საათით სადამ ზედა ფენა კარგად და არ დაიბრაწება და ასეთი არ იქნება
http://imageshack.us
ქეთი.
ხშირად მარხვის დროსაც გვაქვს ხოლმე რაიმე დღესასწაული, იქნება ეს რელიგიური თუ საერო, როგორც დაბადების დღე, ან პატარის გაჩენა ან მსგავსი სიტუაციები, როცა სტუმრები გვეწვევიან . მიუხედავად მარხვისა, ყველა ჩვენგანს სურს და უხარია კარგად დახვდეს სტუმარს, ასიამოვნოს რაც შეიძლება. მე მინდა აქ დავწერო რამდენიმე სამარხო რეცეპტი, რომელიც ზემოთ აღწერილ შემთხვევებში იქნებ რომელიმე თქვენგანს გამოადგეს.
(ასევე პატარების მარხვისათვის მისაჩვევად მოტივაციისთვის შეიძლება სუფრის ერთგვაროვნებას რომ მოვერიდოთ)
ტოლმა
2 თავი ხახვი წვრილად დაჭრილი,
4-5 ცალი საშუალო ზომის პატარა კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი,
3-4 ასევე წრილად დაჭრილი პომიდორი,
ბრინჯი , მსხვილად გატარებული ნიგოზი (ბრინჯის და ნიგოზის რაოდენობა თქვენ თვითონ გემოვნებით აირჩიეთ),
1 თავი საშუალო ზომის ცხელ წყალში მოთუთქული კომბოსტო.
ფაქტიურად, ყველაფერი ისე როგორც ჩვეულებრივი ტოლმისთვის საჭიროა, ოღონდ ფარშია განსხვავებული და მზადდება შემდეგნაირად:
1 თავი წვრილად დაჭრილი ხახვი ზეთში მოვხრაკოთ, ჩავამატოთ წვრილ კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი, მოვშუშოთ ცოტა ხანი, შემდეგ კი დავამატოთ გატარებული ნიგოზი და ვხრაკოთ კიდევ ცოტა ხანი. შევკაზმოთ ცოტა ხმელი ქინძით, წიწაკა,მარილი, 2 კბილი წვრილად დაჭრილი ნიორი,ცოტა დაკეპილი ოხრახუში. გადმოვდგათ გასაცივებლად.
ამასობაში ფოთლებად გავარჩიოთ მოთუთქული კომბოსტო. გავახვიოთ ფარში ჩვეულებრივ, როგორც ტოლმა. მანამდე კი ქვაბში ოდნავ ზეთში მოვხრაკოთ დარჩენილი ხახვი, წვრილად დაჭრილი პომიდორი ან პომიდვრის წვენი, მიღებულ სოუზში ჩავალაგოთ შეხვეული ტოლმები და დავფაროთ ადუღებული წყლით, ზუსტად ისევე როგორც ჩვეულებრივი ტოლმის შემთხვევაში. მოხარშვის შემდეგ კი სოუზი შევკაზმოთ ( ქონების შემთხვევაში) დანაყილი მწვანე ქინძით, ნოირით,
(არ აწყენს აგრეთვე უნგრული გულაშის ან შპაგეტი ნაპოლის სოუზის ფხვნილის ჩამატება) მარილით. ზემოდან კი მოვაყაროთ წვრილად დაკეპილი ოხრახუში და მწვანე წიწაკა.
შეიძლება კომბოსტოს გარდა აგრეთვე ბულგარული წიწაკა, გამოგულული ბადრიჯანი ან ყაბაყი გამოვიყენოთ, ოღონდ ფარშის ჩატენვის შემდეგ ღია მხარე ამოვავლოთ დაფხვნილ ორცხობილას ფქვილში, ან ჩვეულებრივ პურის ან მჭადის ფქვილში. მე ჩამოთვლილ ბოსტბეულთაგან ყველას ვიყენებ ერთად და ძალიან გემრიელი გამოდის.
სამწუხაროდ არ ვიცი თუნფიშს ქართულად რა ქვია Thunfisch.
"შაპიცა" თუნფიშით
(სურათზე 1-ით აღნიშნული)
ფენოვანი ცომი,
თუნფიშის კონსერვი,
პატარა თავი ხახვი,
2-3 მჟავე კიტრი,
2-3 მწვანე ზეითის ხილი,
ხმელი დაფქვილი წიწაკა,
მარილი.
ფენოვანი ცომი გავაბრტყელოთ დაახლოებით 3 მმ სისქის (გერმანიაში ვინც ხართ, გამოიყენეთ "Blaetterteig", ამიტომ გაბრტყელება აღარ დაჭირდება, მხოლოდ შუაზე თუ გაჭრით ) . თუნფიშის კონსერვი ცხრილში გავწუროთ, გადავიტანოთ თასში და შევურიოთ წვრილად დაკეპილი მჟავე კიტრი, ხახვი, ზეთის ხილი,წიწაკა და მარილი (სურვილის შენთხვევაში ნიორიც შეიძლება , ოგონდ ზედმეტად ნუ გამოიყენებთ არ უხდება).
გაბრტყელებული ცომი კვადრატებად დავჭრათ და ფარში შევახვიოთ, ესეიგი, ისე შევახვიოთ, რომ მივიღოთ ნახევარწრეები უკვე შეხვეული "შაპიცები", გვერდები კი მაგალითად ჩანგლის ჭვერით მოვალამაზოთ, სურათზე ჩანს დაახლოებით როგორი ფორმა უნდა ქონდეს.
დამზადებული შაპიცები მოვათავსოთ ზეთწასმულ "ჟარუნაზე" ( ვერ ვიხსენებ ქართულად რა ქვია) და ღუმელში შევწვათ შეწითლებამდე.
თევზის მაჭკატები
(სურათზე 2-ით აღნიშნული)
ზღვის თევზის ფილეტი ანუ ძვლებისგან გატავისუფლებული თეთრი ხორცი,
კარტოფილი 5-6 ცალი,
ხახი, ნიორი, შავი წიწაკა, პურის ფქვილი,ცოტა დაფხვნილი ორცხობილა.
სანელებლები, ოხრახუში.
მოვხარშოთ გათლილი კარტოფილი, დავჭყლიტოთ ისე როგორც პიურე, ჩავამატოთ მარილი, წიწაკა ( სასურველია სულ ოდნავ მუსკატის კაკალსაც თუ ჩავახეხავთ)
,შევურიოთ ძვლებისგან გატავისუფლებული თევზის მოხარშული ხორცი და კარგად ავურიოთ ეს ყველაფერი. დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, 1-2 კბილი წვრილად დაკეპილი ნიორი, 1 სუფრის კოვზი პურის ფქვილი, ძალიან წვრილად დაჭრილი მწვანე ოხრახუში (შეიძლება გამხმარი მწვანე ოხრახუშიც), კიდევ ავურიოთ ეს ყველაფერი. შემდეგ დავამგრვალოთ პატარა ბურთულებას, გავაბრტყელოთ ისევე როგორც კატლეტი, ამოვავლოთ დაფხვნილ ორცხობილაში (პანიერმელ) და ცხელ ზეთიან ტაფაზე შევწვათ.
კარამელის ნამცხვარი
300 გრამი შაქარი,
300 გრამი წყალი,
300 გრამი დაქვილი ნიგოზი,
300 გრამი მცენარეული ზეთი,
18 სუფრის კოვზი პურის ფქვილი,
1 სუფრის კოვზი სოდა.
1 ჭიქა (100 გრამი) შაქარი ცხელ ტაფაში დავადნოთ, სანამ კარამელის ფერს არ მიიღებს, დავასხათ 3 ასეთივე ჭიქა წყალი და ცოტა ხანს ვურიოთ.მერე გადმოვდგათ და გავაცივოთ. შემდეგ გადავასხათ დიდ თასში, ჩავამატოთ დარჩენილი შაქარი, ზეთი, ნიგოზი, სოდა და კარგად ავურიოთ, შემდეგ კი ჩავაყაროთ ფქვილი და კიდევ ავურიოთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მივიღებთ. დავასხათ ზეთმოსმულ "ფიქფიტაზე" და ღუმელში გამოვაცხოთ.
გავაცივოთ და დავჭრათ კვადრატებად ან რომბებად, როგორც გსურთ, თავზე მოვაფრქვიოთ შაქრის პუდრა ან სურვილისამებრ ისევ დაფქვილი კაკალი,ან ნუში, ან თქვენ თვითონ რასაც ირჩევთ. საზეიმო პირობებში მე ვიყენებ მწარე შოკოლადის ფილებს , ანუ ე.წ. საზარეულო შოკოლადს, რომელიც რძეს არ შეიცავს, მოკლედ, ამ შოკოლადისგან ვამზადებ გლაზურს- უბრალოდ ვადნობ მას ტაფაზე და ნამცხვარს დაჭრამდე ზემოდან ვასხამ, ჩანგლით წვერით შეიძლება ტალღების ან რაიმე ფიგურების დახატვაც, ეს უკვე თქვენი ფანტაზიაა.ძალიან აუცილებელ შემთხვევებში შეიძლება სოიოს რძეზე დავამზადოთ აგრეთვე მოხარშული კრემი და შოკოლადის ერთად კომბინაციაში მოვრთოთ ეს ნამცხვარი და ტორტის სახეც მივცეთ, ან გამოვიყენოთ მზა პუდინგის ფხვნილი, რომელსაც წყალზე დავამზადებთ (იხ. სურათი).
(სურათზე უკრემოდ და მეორე კი კრემიანი)
ეს გემრიელი თემა როგორ მივივიწყეთ, არა??
აბა, გურმანებო, გამოცოცხლდით
კაი,ლიკა, მე გავაგრძელებ
სერბული სამზარეულოს სამეფო კერძი, რომელიც ჩვენს ზაზას (კანუდოსელი) ისე მოეწონა, რომ სუფრაზე ზედახორა იყო ,მარა სხვა რამის გასინჯვა არც უცდია მაგის გამო
კარაჯორჯის შნიცელი
Карађорђева шницла
500 გრამი ხბოს ხორცი (გამოდგება ძროხის ახალი,ნაზი ხორციც)
100 გ (ხაჭო)? (გერმანულად Frischkäse ქვია,ახალი ყველი თარგმანში,მაგრამ ხაჭოს გავს.სამწუხაროდ არც რუსულად არ ვიცი)
დაფხვნილი ორცხობილა (როგორც ჩვეულებრივი შნიცელისთვის)
2 კვერცხი
ზეთი,წიწაკაა, მარილი,
თხლად დაჭრილი რამდენიმე ცალი "ვიჩინა".
ხორცი თხელ დიდ შნიცელებად დავჭრათ და დავბეგვოთ,მოვაყაროთ მარილი და წიწაკა,წავუსვათ ჯამში მანამდე კარგად არეული Frischkäse, დავადოთ ვიჩინის თხელი ნაჭერი, შემდეგ დავახვიოთ (დავაგორგვალოთ), კბილის საჩიჩქნი ხის ღეროებით შევკრათ გვერდები.ამოვავლოთ ათქვეფილ კვერცხის გულში და შსმდეგ ორხობილას ფხვნილში. ფართო ტაფაზე ზეთში ჩვეულებრივი შნიცელივით ყველა მხრიდან შევწვათ. სერვირებისას ცხადია ვაცლით ხის ღეროებს, გარნირებას ვუკეთებთ ნახევარი ლიმონის ან ლიმეტის (Limette) ნაჭრით. მიირთმევენ ყველა სახის კარტოფილთან ერთად, იქნება ეს კლასიკური შემწვარი კარტოფილი, მოხარშული და მერე შემწვარი კარტოფილი, პიურე თუ რაც გვსურს.სოუზი საკუთარი სურვილით რასაც აირჩევთ.კლასიკურ ვარიანტში კი სოუზი არ ახლავს.
ასევე ჩვენი გემოვნების მიხედვით, რა სახის გარნიტურიც გვსურს. სურათი ცოტა უხარისხოა:
http://imageshack.us
http://g.imageshack.us/g.php?h=384&i=karast3.jpg
ამ სურათში კი ზაზას წინ უდევს კარაჯორჯების თეფში (სხვა ხორცეულობასთან ერთად: ჩევაპჩიჩი,კატლეტები,ინდაურის
ფილეები), პროტესტის მიუხედავად კიდეც გავატანე
http://imageshack.us
http://g.imageshack.us/g.php?h=515&i=zazaeu8.jpg
უი სამზარეულოზე გამახსენდა. მარტო ვარ სახლში და მიწის თხილი როგორ მოვხალო მასწავლეთ რა
ესეც სხვა კუთხიდან გადაღებული იმ დღის სუფრა:
http://imageshack.us
http://g.imageshack.us/g.php?h=382&i=sunp0001bs8.jpg
პ.ს. ნამცხვრების გარეშე, ეგენი მერე იყო
syd
staywhite
რაღაც ძაან იამი უნდა იყოს
მიწის თხილზე გამახსენდა, ჩინურ სამზარეულოში იყენებენ ხშირად, თანაც ისეთ რამეებში ჩვენ რომ ვერ წარმოგვიდგენია.... ამაწინათ გეახელით რაღაც, მგონი ქათმის ხორცის გუმბაო ერქვა, და უნდა ავღნშნო, რომ ძალიანაც უხდებოდა...
ვაიმე რა კარგი თემააა
მადლობა ნან
ნებისმიერი გურმანის (ქალს არ დავწერ, ფემინისტების მეშინია ) ოცნება: კარგი სამზარეულო (თავის კომპლექტიანა)
აი კაიროსმა რომ იმ თემაში ნამცხვრების სურათი "გვესროლა", იმის რეცეპტი თუ შეიძლება, რომ დადოთ
კარგი თემაა მეც ვთანხმები.
ხოლო თქვენის თანხმბით მინდა დავდო სურათი ჩემი გაკეთებული სადღესასწაულო სალათა. (ჩემი ფანტაზია)- იმედია მოგეწონებათ
http://fotki.yandex.ru/users/natikodiz/view/134784/
ნან, რა მინდა გკითხო
მაიონეზზე მეუბნებიან, რომ არისო მზარეულის "შეცდომის" გამომსწორებელი საშუალება (გემოს მხრივ), არადა მე მიყვარს მაიონეზით გაფორმებული კერძები, უზომოდ...
ხოდა, ნუთუ ასე ცუდია მაიონეზი?
natiko
ლამაზია ნამდვილად
Bosanski lonac
(თარგმანში: ბოსნიური ქვაბი)
1,5 კგ ხორცი (საქონლის,სულერთია რომელი,ნარევიც შეიძლება)
3 ცალი დიდი კარტოფილი,
1 ცალი ბადრიჯანი,
2 დიდი ბულგარული წიწაკა,
2-3 თავი ხახვი,
1 თავი საშუალო ზომის კომბოსტო,
2-3 სტაფილო,
2-3 პომიდორი,
პომიდვრის წვენი 1 ჩაის ჭიქა (მეტიც შეიძლება),
ნიორი,მარილი,წიწაკა,
სანელებლები (გულიაშისთვის),
1-2 ს/კოვზი თეთრი ღვინო,
ოხრახუში და ნიახური,
ხორცი დავჭრათ ბრტყელ და ვიწრო ნაწრებად, ბოსტნეული დავჭრათ დიდი ზომის
ნაჭრებად,ფაქტიურად დავყოთ 4-4 ნაწილად. ავიღოთ ღრმა ქვაბი,ჩავასხათ მცენარეული ზეთი,მოვხრაკოთ ხახვი. შემდეგ ჯერ ჩავაწყოთ ხორცის ის ნაწილები,რომლებსაც ძვალი აქვს,თუ უძვლოა მაინც ხორცის ფენაა პირველად. ზემოდან მოდის დიდ ნაჭრებად დაჭრილი კომბოსტო, შემდეგ კიდევ ხორცის ფენა მოდის,მას მერე კი კარტოფილი,მერე ხორცი კიდევ, შემდეგ ფენაზე კი სტაფილო,კვლავ ხორცი და ზემოდან ბულგარული, პომიდორი და ბადრიჯანი. დავაყაროთ მარილი, წიწაკა, წვრილად დაკეპილი ნიორი,სანელებლები, ნიახური, ჩავასხათ ღვინო და პომიდვრის წვენი. დავასხათ ადუღებული წყალი იმდენი, რომ ეს მასა დაფაროს და ოდნავ გადააჭარბოს. ქვაბს დავახუროთ ჰერმერტულად და ვხარშოთ.დუღილს რომ დაიწყებს, მხურვალებას დავუწიოთ და ისე ვხარშოთ ხორცის მოხარშვამდე.
სუფრაზე იდგმება ქვაბით და მანამდე კი ვაყრით წვრილად დაკეპილ ოხრახუშს.
პ.ს. შეიძლება ასევე ჩანახივით დიდ ქოთანშიც დამზადდეს.
http://imageshack.us
http://g.imageshack.us/img144/bosanskilonackw5.jpg/1/
******
სპეციალურად ქეთინოსთვის, როგორც მაიონეზის მოყვარული
ჩემი სალათი , ფორუმელი მეგობრები, ვინც ჩემთან იყვნენ, დააგემოვნეს და ძალიან მოეწონათ>
6 - ცალი კვერცხი,
3-4 საშუალო ზომის კარტოფილი,
4-5 სუფრის კოვზი "გაროხი",
1 ცალი დიდი ზომის სტაფილო,
1/2 - ვაშლი ,
4-5 მჟავე კიტრი,
მწვანე ხახვი, ოხრახუში, შავი დაფქვილი წიწაკა, მარილი,
მაიონეზი გემოვნებით,
იუგურთი ან არაჟანი გემოვნებით,
(ქონების შემთხვევაში "Kapern" , ეს არის ერთ-ერთი მცენარის დამწნილებული ბუტკოები, გერმანიაში მყოფებმა იციან , იყიდება პატარა ქილებში)
კარტოფილს, კვერცს და სტაფილოს ვხარშავთ და გაცივების შემდეგ, უკვე გაფცქვნილ კარტოფილს და სტაფილოს წვრილ კუბიკებად ვჭრით ფაიფურის თასში. კვერცხის ნახევარს ვჭრით ასევე წვრილად , მეორე ნახევარს კი ვაცლით გულებს და მხოლოდ ცილას ვჭრით წვრილად. გათლილ ვაშლსაც ასევე წვრილად დაჭრილს ვამატებთ, ემატება გაროხი და ასევე 2 სუფრის კოვზი "Kapern" , წვრილად აკეპილი მჟავე კიტრი. ამას ყველაფერს ვამატებ იუგურთს ან არაჟანს, ასევე მაიონეზს, წიწაკას, მარილს და კარგად ავურევთ. სულ ბოლოს ემატება წვრილად დაკეპილი მწვანე ხახვი და ოხრახუში. სალათი მზადაა . სურვილის შემთხვევაში შეგვიძლია მწვანე წიწაკა ძალიან წვრილად ავკეპოთ და დავამატოთ.
ქეთინო
ესეიგი: კარტოფილი, ყველი, ხახვი და ყველი...
წვრილად დავჭრი ხოლმე კარტოფილს, ბლომად ზეთში ვწვავ ხოლმე, მერე ხახვს ვუმატებ ოღონდ არც ისე წვრილად დაჭრილს...
მანამდე კვერცხს ამთქვიფავ ხოლმე და ყველს ვყრი შიგნით ასევე, არც ისე წვრილად დაჭრილს ( ოთხკუთხედებად )
კართოფილი და ხახვი რომ შეიწვება კარგად, ზეთს ვამატებ კიდევ ხოლმე ( კაი წვნიანი რომ იყოს ) და ვასხავ ხოლმე ამ ყველიან კვერცხს და სულ ურევ და ურევ, ურევ და ურევ...
თითქმის ფაფასავით უნდა გამოვიდეს და ყველი არ უნდა დაინანოთ და მარილს მე მაგალითად საერთოდ არ ვაძლევ ხოლმე თუ ყველი კაი მარილიანია... მერე უნდა გადმოიღო და ჭამო... ხო კიდევ ერთი დეტალი ჯობია ხელით წამოთ როგორც ლობიო, რომ მერე თითები გაილოკოთ
ჩიჟიბიჟი ტარზანულად
მარტივი და გემრიელი: მოხარშეთ მთლიანად კარტოფილი, გაფცქვენით და მრგვლად დაჭერით, შემდეგ დამარილებული ქაშაყი აიღეთ და დაჭერით პატარა ნაჭრებად, ეს ყველაფერი ერთ თეფშზე მოაქციეთ, დააწერით ხახვი, მოასხით ზეთი და მოაყარეთ მარილი (კარტოფილს სჭირდება )
ვუალა.. შეგიძლიათ მიირთვათ ოღონდ ხელით, ჩანგლით ეს შეუძლებელია.. თან თუ ლუდს მიაყოლებთ, შესანიშნავი იქნება
ქეთინო
რა ჯობია კარტოფილსო - ვამბობ მე ხოდა, იმდღეს მოვიწადინე სახლში და ე.წ შვედური "გამომცხვარი კარტოფილი" მოვიმზადე, თავს ვასიამოვნე რა
მოკლედ მსხვილ-მსხვილ კარტოფილებს კარგად გარეცხავთ, კააააარგად, მერე მუნდირიანსვე შუაზე გაჭრით სიგრძეზე ოღონდ, წაუსვამთ მარილს (ქართულ რეალობაში სვანური მარილი ჯობია ) და ოოოოდნავ ზეთმოსმულ ცხელ ე.წ. ჯარონაზე დადებთ ღუმელში. დრო და დრო გადაამობრუნეთ რომ კარგად დაიბრაწოს და ჩანგლით ჩაჩხვლიტეთ რომ დარბილდეს... ვისაც უყვარს ზემოდან თითო-თითო წვეთი ზეთი დააპკურეთ დაჩხვლეტილ ადგილებში, ძალიან უხდება.... ასე 15-20 წუთის შემდეგ მზად უნდა იყოს...
ცალკე აიღებთ ერთ ფინჯან არაჟანს, დაუმატებთ 2-3 კბილ გახეხილ ან გატარებულ ნიორს, მარილს (სვანური აქაც უკეთესია) და ცოტა შავ პილპილს და შეგიძლიათ კარტოფილთან ერთად მიირთვათ
სწრაფად, მარტივად, გემრიელად ქვია ამას
არ ვიცი ვინმე ნამყოფი თუ ხართ მაგრამ ვინც ნამყოფი იქნება დამეთანხმება ბერნძებს აქვთ მაგარი ცუდი სამზარეულო ვაიმე რა საშინელება იყო ერთხელ კუს ხორცი მაჭამეს (კი მომეწონა მარა მაინც ) დამთხვევა ის დავინახე ერთი და გამიხარდა რო ბულგარულ წიწაკას რო ეძახიან იმას ბრინჯით რო ტენიან ეგ და 3 პორცია დავიმატე
მარტივი და გემრიელი კიდე სხვაც ვიცი
მოშუშული კომპოსტო
გჭირდება:
ერთი საშუალო ზომის თავი კომპოსტო
ხახვი, მწვანილი (ძირითადად ოხრახუში და სხვაც - სურვილისამებრ)
ზეთი, მარილი, ერთი ცალი სტაფილო
ქვაბი
ჯერ ქვაბში ზეთში მოხრაკავ წვრილად დაჭრილ ხახვს, შემდეგ დააჭრი სტაფილოს, მწვანილს და კომპოსტოს და შემოდგამთ ცეცხლზე... ყურადღება მიაქციეთ და პერიოდულად ურიეთ, რომ არ მიიწვას, როცა დაიწყებს ფერის შეცვლას სადღაც მოვარდისფროსკენ ანუ რო მოიშუშება ... გადმოდგით, გადმოიღეთ თეფშზე და ვუალა.. მიირთვით.. შეგიძლიათ მაიონეზიც მოასხათ
პ.ს. ამის სხვადასხვა ვარიაციების შეიძლება, იქიდან გამოდინარე თუ რას დაუმატებ გემოსთვის
თოლმა ვაზის ფოთოლში 4ever!
რეცეპტი დაწერეთ რაა
ეხლავე
ე.ი. ნახევარი კილო ფარში უნდა აურიოთ ხახვთან და მწვანილთან, ბრინჯთან, პილპილთან, მარილთან და ცოტა წყალთან ერთად. კარგად აურიეთ. ვაზის ფოთლებს უნდა დაასხათ მდუღარე წყალი და გააჩეროთ რამოდენიმე საათი, როცა გაცივდება ფრთხილად უნდა გაწუროთ, შემდეგ ჩვეულებრივი წესით უნდა გაახვიოთ. ქვაბის ძირზე დაალაგეთ კომბოსტოს ფოთლები და ფენა-ფენად დაალაგეთ გახვეული ტოლმები, მერე პომიდორი ან წყალში გახსნილი ტომატი მოასხით ზემოდან, დაადეთ მძიმე თეფში ან რამე მსგავსი და მჭიდროდ დაახურეთ თავსახური, ნელ ცეცხლზე უნდა ხარშოთ დაახლოებით საათნახევარი.შეგიძლიათ მიირთვათ ნივრიან მაწონთან და არაჟანთან ერთად
შენ რა ჯიგარი ხარ იცი? ახლა რამდენს ასწავლე იცი და რამდენი გააკეთებს ამ დღეებში. მაგარიააა.
გინდათ ერთი რეცეპტი? მე მიყვარს ძალიან, გემრიელია და თან უცხოც
ხოდა ვიწყებ:
წვრილად დაჭრით ღორის ხორცს, საკმაოდ თხელი და პატარა ნაჭრები უნდა იყოს, დაახლოებით საჩვენებელი თითის სისქის ფენად დააწყობთ ეგრეთ წოდებულ ,,ჟარონაზე'' ოღონდ ცხიმი არ უნდა, ღორის ხორცი ისედაც ცხიმიანია. მოაყრით დაჭრილ ხახვს, გატარებულ ნიორს, ოღონდ ბევრი არაა საჭირო, ადგილ-ადგილ მოაყარეთ, უცხო სუნელს, მარილს, შავ პილპილს, დაფქულ ქინძს, ახალი ქინძი ან რაიმე მწვანილი არ სჭირდება.
აიღებთ რამოდენიმე მოზრდილ კარტოფილს, გაფრცქვნით, თხლად დაჭრით ,,ჩიპსების'' ფორმით და ხორცს დაგააწყობთ ზემოდან, ისე რომ ხორცი მთლიანად დაიფაროს, დაგჭირდებათ ორი ფენა კარტოფილი, ფენასა და ფენას შორის მოაყრით მარილს და სუნელებს, (ხახვი აქ არ სჭირდება, ხახვი მარტო ხორცის ზემოთაა საჭირო), ასევე კარტოფილის ზედა ფენასაც მოაყრით მარილს და სუნელებს.
გავამზადებთ ზემოდან მოსასხმელს:
თანაბარი რაოდენობის არაჟანს და მაიონეზს ავურევთ ერთმანეთში, ოღონდ მასა ბლომად უნდა გავაკეთოთ, ჩავაყაროთ გახეხილი ყველი, იმერული აჯობებს, ნაკლებ მარილიანი. (აქ მაზარელას ვიყენებ იმერული ყველის მაგივრად)
ამ გამზადებულ მასას გადავუსვავთ სქელ ფენად კრემივით,
ღუმელს დავაყენებთ დაახლოებით 300 გრადუსზე და ოდნავ მაღალზეც შეიძლება.
შევდგავთ გახურებულ ღუმელში და დაველოდებით დაახლოებით 40-45
წუთი, რომ გამოცხვება (ზემოდანაც უნდა იყოს კარგად გადაბრაწული) ცხელსვე დავჭრით ოთხკუთხელ ნაჭრებად, როგორც აჩმა-ხაჭაპურს.
სუფრაზე მიიტანთ ცხელს, თითო ნაჭერი, ანუ ერთი პორცია ერთ ადამიანზეა გათვლილი.
მე კი მომწონს, ძალიან გემრიელია, თუ არ დაგეზარებათ თქვენც გააკეთეთ და მოგეწონებათ თუ არა მოგვწერეთ შედეგებიც.
აბა წარმატებები
კაი ცხორი კაი წყაროს წყალი და ისეთ გემრიელ ხაშლამას მოვხარშავ თითებს ჩაიკვნეტთ.
კუბდარის რეცეპტები არავის ნებავს?
tustusa-gogo
აუ კი გამოუშვი რა
ჩემი ყველა დროის უსაყვარლესი საჭმელი
შეგიძლიათ არ შემახსენოთ, რომ საწამლავია
ბულგარული წიწაკა ბრინჯით (2)
ბულგარულ წიწაკას მოაჭერით ყუნწი და ამოიღეთ რბილობი. წვრილად დაჭრილი ხახვი მოშუშეთ ზეთში, შეურიეთ ნახევრად მოხარშული ბრინჯი და მსხვილ სახეხზე გახეხილი პამიდორი (ან წყალში გახსნილი ტომატი). შეაზავეთ უცხო სუნელით, ხმელი ქინძით, მარილით, წიწაკით და შავი პილპილით.
ბულგარული წიწაკა კარგად გატენეთ ამ გულსართით და ფენებად მოათავსეთ ქვაბში (თავებით ზემოთ). მოასხით ცოტაოდენი ზეთი და გახეხილი პამიდორი (პამიდვრის ნაცვლად შეგიძლიათ იხმაროთ ტომატი). დაუმატეთ მარილით განზავებული ცხელი წყალი იმდენი, რომ დაიფაროს და ადუღეთ ნელ ცეცხლზე ბრინჯის მოხარშვამდე.
მასალა:
ბულგარული წიწაკა - 2 კგ.
ბრინჯი - 3 ჩაის ჭიქა
ხახვი - 3-4 თავი
უცხო სუნელი, ხმელი ქინძი - თითო ჩაის კოვზი
მარილი, წიწაკა, შავი პილპილი - გემოვნებით
პამიდორი - 1 კგ. ან ტომატი - 2 სუფრის კოვზი
ზეთი - 1 ჩაის ჭიქა
დაიტაცეთ,მარხვის დროს გამოგადგებათ
კატლეტი ბრინჯით და წიწიბურათი (1)
მოხარშეთ გარეცხილი ბრინჯი და წიწიბურა. გადაიტანეთ თუშფალანგზე და როცა კარგად დაიწურება, გაატარეთ ხორცსაკეპში ბოსტნეულთან და წინასწარ დამბალ პურთან ერთად. შეაზავეთ მარილით და შავი პილპილით. აიღეთ პატარა ულუფები, დაამრგვალეთ, მიეცით კატლეტის ფორმა, ამოავლეთ ორცხობილის საფანელში და შეწვით ტაფაზე, ცხელ ზეთში.
მასალა:
ბრინჯი - 1 ჩაის ჭიქა
წიწიბურა - 1 ჩაის ჭიქა
ხახვი - 4-5 თავი
მწვანე ხახვი - 2-3 ძირი
ნიორი - 2-3 კბილი
ოხრახუში, ქინძი, კამა - გემოვნებით
მარილი, შავი პილპილი - გემოვნებით
თეთრი პური - 200 გ.
ზეთი - 0,5-1 ჩაის ჭიქა
ორცხობილას საფანელი - 1 ჭიქა
.:Lela:.
იოანა
ცივი ტოლმებიც აქვთ ბერძნებს ისე, მეც არ ვარ ბერძნული სამზარეულოს მოტრფიალე, ერთადერთი რაც მომწონს შემწვარი პეპერონია ნივრით და ზეითუნის ზეთით შეზავებული.
ისე არ გეწყინოთ და ამუშავდა ქვეცნობიერი მარხვა იწყება და გასტრონომიული თემები აქტუალური გახდა
staywhite
ერთი, თქვენ შემოგევლეთ და კაი მეგრული აჯიკის რეცეპტი მინდა
ერთხელმ ვჭამე კინაღამ თითები მივაყოლე, პოვიდლოსავიტ გადავუსვი პურზე, დესერტ ნუ...
მადლობა ინ ედვანს
სოიოს ჩახოხბილის რეცეპტი მითხარით რაააა... დედაჩემი უნდა გავაკვირვო
Tarzana
უი, დედაჩემი აკეთებს, ხოლმე და მეც გამიკეთებია საკმაოდ გემრიელია. იყიდება სოიო, უნდა დაალბო კარგა ხანს, და მერე ჩვეულებრივად, როგორც ე.წ. "ოსტრი" პამიდვრის ჩახოხბილში მოხარშავ და ეგაა
Giorgi-
მშრალი აჯიკა რომაა სუნელებით შეზავებული ეგ გინდა მგონი არა?
სოიო არასდროს არ მიჭამია არანაირი სახით
ნაინა
subterranean
გიორგი
რაშია საქმე იცი? მშრალი და სველი მე არ ვიცი, მაგრამ ერთხელ ვჭამე და ღამეები მესიზმრება...
ბულგარული წიწაკისგან იყო თუ არ ვცდები, არც მწარე, არც მჟავე, არც მშრალი არც სველი... აი, ისეთი, რომ გასინჯავ და მიხვდები, რომ შენს ცხოვრებას აზრი აქვს... პირდაპირ ნირვანას რომ იწვევს
მართლა დაწერეთ რა ვინმემ
იოანა
ააა დამეხმარეეეეთ
1) Баскайолла ეს რა სახის პიცაა და ინგლისურად როგორ იქნება სახელი?
და
2) appetizer ქართულად "საუზმედ" შეიძლება გადაითარგმნოს? აბა მადის აღმძვრელი კერძები დავარქვა? რაღაც არ მომწონს და...
და 3)-ც Calzone ქართულად როგორ იქნება? რუსები თარგმნიან მგონი ასე - Закрытая пицца
ქევანა
წესით პიცის სახელები არ ითარგმნება, ამიტომ გამოიყენე ყველგან მათი ორიგინალური სახელი
staywhite
likka
მადლობა, გავითვალისწინებ
არა რა, ასეთი თემაც გვინდა, კულინარიულ სიტყვათა ლექსიკონი
ქევანა
თუ მაინცდამაინც უნდა თარგმნო, კაიროსს კითხე. და მადისამღმძვრელს რაც შეეხება, ანუკას, ეგ ფრანგების მოგონილია ან კიდევ ფორუმ.გე-ზე კულინარიაში დასვი კითხვა , იქ მაგარი სასტავია
KAIROS
ამაში მჭირდებით კაიროს მასწ,
რჩევა შეგიძლიათ მომცეთ?
მე-5 სურათში მშვენივრად გამოიყურება
KAIROS
მადლობა
ძალიან დამეხმარე
საქმე იმაშია, რომ რუსულიდან ინგლისურზე ვთარგმნი მენიუს და იქ სხვადასხვა სამზარეულოს კერძების N რაოდენობის დასახელებაა თავისი ინგრედიენტებით
ეხლა ქართულადაც მოუნდათ და ნუ ამაზე არამგონია პრობ იყოს, რაღაც რაღაც დასახელებები არ ითარგმნება ხო
პ.ს. ვიყავ ფორუმის კულინარიის განყოფილებაში, მაგარი მზარეულები არიან შესანიშნავი რეცეპტებით
ინაინას თხოვნით თემა ში ->
http://church.ge/index.php?showtopic=4498&pid=509732&st=25entry509732
აქ ვატავსებ რამდენიმე რეცეპტს, სურათებიც გადმომაქვს:
უნგრელი ქალი - მაჯარიცა
სურ.1-ზე მარცხნივ არის ტორტის მაჯარიცა-ს ნაჭერი (*” Мађарица” ნიშნავს ”უნგრელ ქალს” , მაგრამ რატომ ქვია ამ ტორტს,ეს არ ვიცი) . მარჯვნივ კი ე.წ. ლოკოკინები ანუ пужица -ები :
http://img261.imageshack.us/i/54084252.jpg/
სურ.1
600 გ პურის ფქვილი ავურიოთ 1 ცალ ნამცხვრების ასაფუებელ ფხვნილში (თუ არ გვაქვს კლასიკურად : სოდა და ძმარი), 50 გ კარაქი, 2 ც კარგად ათქვეფილი კვერცხი, 200 გ შაქარი , 200 გ არაჟანი შევურიოთ, ოდნავ მარილი. კარგად მოვზილოთ ეს ცომი, სასურველია ოდნავ ცივ სამზარეულოში და გაცივება აღარ დაგვჭირდება შემდეგ. ცომი უნდა იყოს ელასტიური, ხელზე არ უნდა გვეწებებოდეს. უკვე გამზადებული ცომი დავყოთ 5 ნაწილად, დავაგორგვალოთ და გავიყვანოთ ცალკ-ცალკე ფენებად. ისე რომ "ჟარონაზე" ბოლომდე განთავსდეს, დაახლოებით 30x40 სმ. ჟარონას მოვაყაროთ ოდნავ ფქვილი ან დავაფაროთ ნამცხვრის საცხობი ქაღალდი და ეს გაყვანილი ფენები თითოეული გაზქურაში შევწვათ. გამოცდილებით 200 გრადუს მხურვალებაზე სჭირდება 10-15 წუთი. თუმცა, ჯობია ყურადღების მიქცევა დროულად, რომ არ დაიწვას.
კრემად ესაჭიროება ჩვეულებრივი ე.წ. მოხარშული კრემი. ჩვეულებრივი წესით დაამზადეთ მოხარშული კრემი , გადმოდგით, კარგად აურიეთ, რომ არ დაკურკუშდეს. დადგით გასაცივებლად. ჯობს თავიდანვე გადაიტანოთ ემალის თასში და ისე გააცივოთ. გაცივებულ კრემში ჩავამატოთ 200 გ კარაქი, სასურველია უკვე ათქვეფილი, 50 გ მწარე კაკაოს ფხვნილი და ვანილი გემოვნებით. საბოლოოდ კი სურვილის მიხედვით 3 ცლ (ცენტილიტრი) რომი . ყველაფერი ეს კიდევ ერთხელ კარგად ავთქვიფოთ.
4 ცალ შემწვარ ფენას წავუსვათ საბოლოოდ მიღებული კრემი და ზედა ფენა ჯერ უკრემოდ დავტოვოთ. გავაჩეროთ მინიმუმ 6 საათი ასე (მეტიც შეიძლება), დავფაროთ ალუმინის ფოლიით. ბოლოს ზედა ფენაც გავკრემოთ სერვირებამდე მინიმუმ 1 საათით ადრე. ზემოდან კი მოვასხათ შოკოლადის გლაზური.
ბაიადერა
სურ.2-ზე მარცხნივ წითელი 1-ით ავღნიშნე ჩემთვის ყველაზე გემრიელი ნამცხვარი Бајадера - ბაიადერა:
http://img188.imageshack.us/i/48612946.jpg/
სურ.2
300 გ შაქარი,
300 გ "შავი" შოკოლადი (ნამცხვრების, დასადნობი , კუვერტურა),
125-150 გ (საუზმისთვის განკუთვნილი ) მარგარინი ,
12 სუფრის კოვზი წყალი,
150 გ დაფქვილი ნიგოზი,
150 გ დაქვხვნილი "პეჩენია",
ვანილი გემოვნებით, თუმცა ზედმეტი არ უხდება.
ავადუღოთ წყალი პატარა ქვაბში, ჩავამატოთ შაქარი და ისევ ოდნავ წამოვადუღოთ. გადავდგათ ცეცხლისგან და შევურიოთ მარგარინი. როცა მარგარინი დადნება, ჩავყაროთ დაფხვნილი ბისკვიტი და ნიგოზი. ავზილოთ კარგად, მივამატოთ ვანილი და კიდევ ავზილოთ.
მიღებული მასა გავანახევროთ, ერთს შევურიოთ 2 ს/კ კაკაო და კარგად ავზილოთ.
ჟარონაზე გავაბრტყელოთ კაკაოიანი ნაწილი და ზემოდან დავაბრტყელოთ ღია ფერის დარჩენილი მასა და კარგად მოვასწოროთ.
ცალკე ქვაბში დავადნოთ შოკოლადი . ამ ყველაფერს ზემოდან გადავასხათ. გავაცივოთ და სასურველი ფორმით დავჭრათ. არის სამარხო ნამცხვარი, თუ მარგარინი მცენარეულია.
პ.ს. დანარჩენებსაც დავწერ.
staywhite
ნაინა
იცოცხლე, ნინ
გავახარებ დედამთილს ამ რეცეპტით
ცეზარის სალათა , გავართულე ცოტა და შესაბამისად გავაგემრიელიე
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
1. მოხარშეთ ქათმის ფილე და შემდეგ დაჭერით წვრილ ნაწილებათ, პირველი ფენა
2. უმი კიტრი და პოამიდორი ესეც წვრილად დაჭრილი, მომდევნო ფენებად
3. ცოტა უმი ხახვი (აუცილებელი არაა)
3. ლორი
4. გახეხილი ყველი, კარგი იქნება ორი სახის: ყვითელი და თეთრი
5. ხრაშუნა პურის ნაწილები, შესაძლებელია სუნელებიანი ხრაშუნაც
6. სალათის ფურცლები
7. სოუსი - მაიონეზი გაურიეთ წყალში, ისე რომ ბლანტი მასა შენარჩუნდეს და გაურიეთ დანაყული ნიორი გემოვნებით
მარილს არ საჭიროებს
Ligia
ხაჭაპურის რეცეპტი უნდა ჩემს ამერიკელ მეგობარს, ისეთს რომელსაც არც უჭამია არასდროს. რა ყველი ვურჩიო, რომელია ამერიკაში ისეთი ყველი იმერულ ხაჭაპურზე რომ "წავიდეს" ან ღუმელი თუ ზემოთ... მოკლედ თუ გაქვთ ამერიკაში გამოცდილი რეცეპტი დაპოსტეთ, ქართულად ან იდეალურ შემთხვევაში ინგლისურად
lelie
ბერძნული Feta და ცოტა იტალიური Mozarella გადაურიოს და კარგი გამოდის. თუმცა აირღუმელის ხაჭაპურს, მე მოცარელლას არ ვუშვები, არ ჭირდება.
პ.ს. ეს თემა არ გინდათ ჩემ განყოფილებაში გამოუშვათ?
k@the
გაიხარე მადლობა ალბათ მაინც ღუმელი უნდა ვურჩიო, ტაფაზე მოუხერხებელი იკნება იმათთვის.
შენი განყოფილება რომელია? ვეწვევი დიდი სიამოვნებით
lelie
მოუხერხებელი არაა ტაფაზე, უბრალოდ მეტი დრო უნდა და წვალება , ამიტომ მეც ღუმელისას ვარჩევ ხოლმე ხშირად.
ამ განყოფილებას ვგულისხმობდი, შემოიხედე http://church.ge/index.php?showforum=12
Ligia
არა, დალბობა არ ჭირდება, ყველა მლაშე არაა. ისე მე ვყიდულობ ხოლმე თურქულ ყველს, ფეტას გავს, მაგრამ უფრო მსუბუქია და ის ძალიან უხდება ხაჭაპურს, მაგრამ მარტო lidl - მაღაზიების ქსელში მივაგენი, ალბათ სხვაგანაც იქნება. დაახლოებით 40 წუთი უნდა ხოლმე აირღუმელში. დროჟის ცომიანს არ ვაკეთებ აირღუმელში, მაწვნის ცომით.
Noodles (ნუდლსი) კრევეტებით (აღმოსავლური სტილის კერძი)
http://www.radikal.ru
აიღებთ ნუდლსს, მაკარონის მსგავსი რამეა, ოღონდ სხვანაირი გემოსი, იყიდება ყველა სუპერმარკეტეში, აღმოსავლურ სამზარეულოებში მოწონთ
მოხარშავთ ჩვეულებრივად როგორც მაკარონს, მარილს დაამატებთ გემოვნებით
ცალკე მოთუშავთ კრევეტებს ტომატის საწებელში, (კეჩუპში არა) ,
გადავურევთ ერთმანეთში,
და სიუსად დავამატებთ შაქრიან მაიონეზს ცოტა წყალში გარეულს,
ცოტა ცხარე წიწაკას თუ დაამატებთ მგონი უკეთესი გამოვა (ამას აკლია აე მქონდა),
გემოთი გამოვა მოცხარო-მოტკბო და სულ ცოტა მარილიანი კერძი
გამარჯობა ნანა,
გადავწყვიტე ამ ნამცხვრის გამოცხობა, ოღონდ ვერ მივხვდი "პეჩენია", რომელი უნდა გამოვიყენო აქ გერმანიაში, რაკი ღნიშნე სამარხვო ნამცხვარია, იქნებ მირჩიო რომელი "პეჩენია" უნდა გამოვიყენო ამის გამოსაცხობათ-.
მადლობა
მაია
ბაიადერა
ვგულისხმობდი ნანა, პოსტიბი ამერია
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience