ეს თემა ალბათ უფრო იმათთვისაა ვინც საქართველოდან წასულია და იცის რა არის როცა გენატრება სამშობლო.
მაინტერესებს რამდენად შეიცვალა თქვენი წარმოდგენა საქართველოზე?! არის თუ არა რამე ისეთი, რაც თქვენ წასვლის შემდეგ აღმოაჩინეთ, ან მანამდე ყურადღებას არც კი აქცევდით და რაც ემიგრანტები გახდით შემდეგ გააანალიზეთ და დაინახეთ?! ის რაც ყველაზე მეტად გენატრებათ და რაც ყველაზე ხშირად გახსენდებათ საქართველოზე. რასთან ასოცირდება თქვენთვის სამშობლო და ა.შ.
რაღაც რო დააფასო შესადარებელი ობიექტი უნდა გქონდეს. ვისაუბროთ იმაზეც რას შეცვლიდით თქვენ საქართველოში ან მინიმუმ რის შეცვლას შეეცდებოდით მაინც
ხო არ შეიცვალა თქვენი წარმოდგენა სამშობლოზე მას შემდეგ რაც მისგან შორს აღმოჩნდით?
მოკლედ დააფრქვიეთ აზრები
თათი87
მაგარი თემაა
სამშობლო უფრო ლამაზი გეჩვენება როცა შორსა ხარ მისგან. ეს საკუთარ თავზე გამოვცადე. საღამოობით რო ჩამოვჯდები ხოლმე და მომაწვება ნოსტალგია რო მახსნდება თუნდაც ის ჩამონგრეული და ძველი სახლები უფრო ლამაზი და ახლოა ჩემთან ვიდრე ეს მორთული შენობები საახალწლო სუფრა მენატრება თავისი საჭმელ-სასმელებით. ქართული ტრადიციები მენატრება კაი ჯიგრული მოლხენა-ქეიფი. მანდ რო ვიყავი და ეს ყველაფერი ჩემი ცხოვრების ყოველდღიურობა იყო ვერ ვაფასებდი. ეხლა როცა ჭიქის მომჭახუნებელი აღარ მყავს გვერდით დავაფასე რამხელა ბედნიერება ყოფილა ეს ყველაფერი...
გავიხსენებ და კიდე დავწერ იმას რაც მენატრება და რაც სხვანაირად დავინახე შორიდან
ძალიან კარგი თემაა! ქართველებს რო სამშობლო გვიყვარს და ყოველივეს გვირჩევნია ეს არ-ახალია , ამ გრძნობას ძალიან ვაფასებ, რადგან სხვა ერები ესეთები არ არიან.
მეც მენატრება საქართველო, თუმცა რაც უნფრო მეტ კულტურას თუ ქვეყანას ვეცნობი, მით უფრო გული მწყდება იმაზე, რომ ჩვენთან გაცილებით უკეთესობა შეიძლება იყოს ვიდრე რო გვაქვს... არ მეთანხმებით ? ყველაზე ძვირფასიდან დავიწყებ - ჩვენ ჩვენს კულტურასა და სიძველეებს ისე არ ვუფრთხილდებით როგორც სხვები, მაგ. : სომხები, ბერძნები (რამდენი რამე გადაათავისეს ჩვენი ამათმა, რატომ ? ჩვენი უთავობისდა გამოისობით!), მთელი ცენტრალური ევროპა, თურქები და ა.შ. ახლა უნგრეთში ვარ და ისეთი ლამაზია აქაურობა სასწაული... ისეთი მოვლილია ბუდაპეშტი - ყველა შენობა გაწმენდილია და ქალაქის ფონის და სტილის შესაბამისად შეღებილი ან შელამაზებული. და აბა თბილისში რას აკეთებენ ? ვინ ზრუნავს ქალაქის დიზაინზე, მის სტილზე ?
მოკლედ მე სამწუხაროდ იმისთანა შეგრძნება მეუფლება ნელ-ნელა, რომ ჩვენ მარტო "ჭარტალა" ხალხი ვართ, გაკეთება საქმისა გვეზარება და მხოლოდ ჩვენი წარსულით ვცხოვრობთ, იმ წარსულით რომელიც არ პოპულარიზდება ისე რომ იცოდეს მსოფლიომ (სომხებს რომ საკუთარი ენა და ანბანი აქვთ ეს იცის ლამის ყველამ, აბა ქართულზე ვინ რა იცის ???). უნდა გავანძროით ხელი და მივხედოთ დღევანდელობას და მომავალს, მხოლოდ წარსულით ცხოვრებადა ნაშაულია ჩემს თვალში.
აი ასე...
თათი87
რა დავინახე ???
ის რომ ყოველთვის უსაზღვროდ მიყვარდა საქართველო და დღემდე უსაზღვროდ მიყვარს !
რამოდენიმე წელია საზღვარგარეთ ვცხოვრობ სამწუხაროდ და მართლა ძალიან მიჭირს სამშობლოსაგან შორს ყოფნა ! ეგ ვინც საზღვარგარეთ არის ყველამ კარგად იცის ... მე ახალსა და უცხოს არაფერს ვამბობ ...
მეამაყება ის , რომ ჩემს 2 უფროს ბიჭს , უსაზღვროდ უყვარს საქართველო და ეს მასულდგმულებს ! მე–3–ე , რომელიც აქ დაიბადა ამბობს „ საქართველო ჩემი სამშობლოა “ – არის რაიმე ამაზე დიდი ბედნიერება ? სამშობლოს სიყვარულს ვუნერგავ უმცროსსაც , რომელიც მხოლოდ ახლა იწყებს ტიტინს .
Marabella
გენაცვალე როგორ კარგად ამოიოხორე გული ყოჩაღ !
თუმცა ეგ მოუწესრიგებელი საქართველო ვაი ქართველების დამსახურებაა და არა საქართველოსი , იმ ხალხის რომლებიც მხოლოდ პირად გამდიდრებაზე ფიქრობენ და არა მათ სამშობლოსა და მის თანამემამულეებზე ! სამწუხაროდ ეს მათ საქართველოსადმი უსიყვარულობაზე მიუთითებს .
ჩემი წარმოდგენა შეიცვალა, სამწუხაროდ არა უკეთესობისკენ.
ბევრი კეთილი, შრომისმოყვარე და ჭკვიანი ადამიანი დავინახე აქ, ალბათ ეს განაპირობებს ქვეყნის კეთილდღეობას და ჩვენზე წინ რომ არიან ყველა პარამეტრით.
აქ წამოსვლის მერე უფრო მეტად დავაფასე სამშობლო. მისი ტკივილი უფორ მეტად მტკივა და ჩემი მშობლიური ხალხის უარყოფითს უფრო მეტად განვიცდი. ბევრი რამ უფრო კარგად ჩანს რა არის შესაცვლელი, რა პირიქით გასამტკიცებელი. და აქედან ასე ''უნაკლო საზღვარგარეთის'' შეფასება უფრო რეალური გახდა.
რას განვიცდი საქარველოს გარეშე?ტკივილს..... მონატრების აუტანელ ტკივილს.... როგორიცაა ისეთი მენარტება.არ მეგონა ასე თუ მიკვარდა მარა აკ რო ჩამოვედი და მოლამ 'დამჩხავლა' დილას მაშინ გამაჟრიალა და კიდე პირველად რომ მიწვიმა.მივხვდი რო ის წვიმა ჩემი არ იყო და ვერც ვიგრძენი მარტო გულმა იგზნო როგორ მინდოდა თვალი დამეხუჩა და ჩემი სოფლის წვიმა წარმომედგინა....... ალბათ ბედნიერი ვარ რომ აქ ცხოვრებით საქართველოს სიყვარული ვიგძენი.
აქ უკვე ბევრი რამ ითქვა, ახალს ვერაფერს დავამატებ. ჩემი აზრით, ყველამ უნდა გამოსცადოს რაღაც გარკვეული პერიოდით საზღვარგარეთ ცხოვრება, რათა უკეთ შესძლოს სამშობლოს დაფასება, მისი ავისა და კარგის გაცნობიერება. სწორედ უცხოეთში მივხვდი, რომ რაც საქართველოში ჩემი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი იყო და ჩვეულებრივი ამბავი მეგონა, აქ ეს ფუფუნების საგნად იქცა. ეს ბევრ რამეში გამოიხატება. ღვთის მადლით, აქ წირვა-ლოცვაზე დასწრებაც ხერხდება ბერძნულ ან რუსულ ტაძრებში, რომლებსაც ძირითადად შაბათ-კვირას აღებენ, სხვა დღეებში დაკეტილია. ერთი რამ მაინც მენატრება, რაც სახლში ჩემთვის ძალზედ ჩვეულებრივი იყო: ის, რომ თბილისში შესაძლებელია გზად ეკლესიაში შეხვიდე, თუნდაც 5 წუთით, სანთელი აანთო, ლოცვა წარმოთქვა და გზა გააგრძელო, ეს აქ დიდი ბედნიერება ყოფილა. აქ მართმადიდებლურ ტაძარში "შემთხვევით" ვერ მოხვდები. ალბათ გამიგეთ რასაც ვგულისხმობ...
ეჰ რა ტკბილია სამშობლო!..
მე არა ვარ ემიგრანტი მაგრამ დარწმუნებულივარ ალბათ ფიქრობენ
-ვაი შე საწყალო საქართველო
მე რომ ბევრი ფული მქონდეს,სათითაოდ მოვატარებდო ქართველებს მსოფლიოს ქვეყნებში და მერე მიხვდებოდა ყველა,თუ როგორი ლამაზია საქართველო
Sotiris
არა , მაგრამ კითხვა მიყვარს
Marabella,
მე უნგრეთში არ ვცხოვრობ,მაგრამ ხშირად ვყოფილვარ,და ინტენსიურად მიწევს მაგ ქვეყნის გავლა მანქანით.ბუდაპეშტი ცხადია ლამაზი ქალაქია (და გასაკვირიც არაა, რომ მოვლილი და ლამაზნაშენი იყოს, თავის დროზე ავსტრია-უნგრეთის სამეფო თავის სიტყვას ამბობდა ვეროპაში და ა.შ.),მაგრამ სხვა ადგილებში ყოფილხარ? სამხრეთით მაგალითად:უუშნოესი დაბები,საბჭოური ხრუშჩოვკებით, სწორი, გადაწელილი ველები,დეპრესიული ლანდშაფტი.სერბიის ვოევოდინა უნგრეთის ყოფილი ტერიტორიაა, შიში მიპყრობს იმ რამდენიმე საათს, სანამ მაგ მიწას გავივლი, რაღაც მელანქოლია მეუფლება.მე პირადად იქ დავიღუპები ცხოვრება რომ მომიხდეს,ისეთი მოსაწყენი ბუნებაა,უკიდეგანო მინდვრები...რა ვიცი რა ,ჩვენ საქართველოში ყველაფერია ერთად თავმოყრილი:მთაც,ბარიც,ტბაც, ზღვაც ,ულამაზესია არ დაიკვეხნოს სხვა არავინ
დარწმუნებული ვარ ნანახი გექნებათ ეს ლინკი , მაგრამ შეგახსენებთ უბრალოდ:
http://youtube.com/watch?v=DeX9zdJT8Jg&mode=related&search=
ეს ბუნება კი არა ფენომენალური ბუნებაა, რაც ჩვენთანაა
და მე კიდევ ერთი საოცარი თვისება აღმოვაჩინე ჩემში საზღვარგარეთ ცხოვრებისას: როცა სხვა ქვეყნის სილამაზეს ვუყურებ,რა თქმა უნდა,სილამაზის შეგრძნება მაქვს,მაგრამ ვერანაირად ვერ მოვიხიბლები რა ვქნა; უცხოთი ვერ ვიხიბლები ვიცი რომ ჩვენი არ არის და რაც გინდა ისეთი იყოს..
მიხარია რომ ამ საკითხში გამონაკლისი არ ვარ.
საქართველოსთან რომ ვაკეთებ შედარებას, სხვა ქვეყნებისას და ჩვენი ყველაზე ლამაზად მიმაჩნია.
მართლაც ულამაზესია საქართველო თავისი კუთხე კუნჭულებით
ძალიან ვწუხვარ საქართველოს გამო... შავად აქვს საქმე.
Genesis
მიყვარხართ ქართველებოოოოოოოოოოოოოოოო
მოკლედ,მართლაც საინტერესო თემაა!ძაან ბევრი რამეს სხვა თვალით შევხედე,რაც საქართველოდან წამოვედი და მივხვდი,რამდენად ძვირფასია ყველაფერი მშობლიური.მივხვდი,რომ თბილისი ძალიან ტკბილია.აქ კი გულში მხოლოდ სიცარიელე რჩება.ამიტომაც უარს ვამბობ აქ სტუდენტობაზე და რამოდენიმე თვეში ვბრუნდები.კარგია ევროპული განათლება,მაგრამ აქ რომ რამოდენიმე წელი დარჩები,მერე სხვა პრობლემები იჩენს თავს.დიდი შანსია რომ სხვა შეგიყვარდეს ან უბრალოდ უკან წამოსვლაც გაგიჩირდეს.აქაც ძალიან იცის მიჩვევა ყველაფერმა და იმიტომ.ყველაზე ძალიან ტაძარი მენატრება,ჩემი მეტეხი.მეც არ მინდა ყველა აქეთ წამოვიდეს,ქართველებს ცოტა უსაქმურობა გვიყვარს ხოლმე და ერთმანეთის გაუტანლობა,სამწუხაროდ.ამათ თუ გამოვასწორებთ ,დარწმუნებული ვარ,ყველაფერი უკეთ იქნება,არცერთ ევროპელზე ნაკლები არ ვართ არაფრით.მოკლედ,უფალმა გააძლიეროს ყველა უცხოეთში მყოფი.და ცოტათი ღრმად ღრმად ჩაუფიქრდნენ იმ მარცვალს,რომელიც გულის სიღრმესი ღვივის და თავისკენ გვქაჩავს!
qetevani22
კეთილი იყოს შენი ჩვენთან მოსვლა
პრობლემა და დაბრკოლება იმისთვისაა, რომ გადალახვა ვისწავლოთ და უფრო გავძლიერდეთ. თუკი რამე შეგვიძლია, ჩვენ შენს გვერდით გვიგულე.
სიცალიელეს კი ვერაფერს მოვუხერხებთ, ჩვენ-ჩვენი სიცარიელე თან დაგვაქვს გულით და ჩვენ საქართველოსაც ასევე გულით დავატარებთ.
ღმერთი გფარავდეს!
mii
გაიხარე
ღმერთმა ინებოს ,რომ ადრე ,თუ გვიან,ყველა საზღვარგარეთ , "დროებით მყოფი"ქართველი დაუბრუნდეს თავის სამშობლოს.
ჩვენი პატრიარქი,უწიდესი და უნატარესი ილია-II, ხშირად ამახვილებს ხოლმე ყურადღებას ამ საკითხზე,იგი ბრძანებს:
„აუცილებლად, ხელისუფლებასაც და ეკლესიასაც ისეთი იდეა უნდა გვქონდეს,
რომელსაც გაჰყვება ჩვენი ერი... ვფიქრობ, ეს იდეა არის, უპირველეს ყოვლისა,
ჩვენი ქართველი ხალხის დაბრუნება სამშობლოში და
გამთლიანება მთელი საქართველოსი ქართული კულტურის გარშემო!"
პ.ს.ყველა უცხოეთში "დროებით მყოფ" ქართველს, ვუსურვებ მხნეობას,გამძლეობას,სულიერ და ხორციელ ჯანმრთელობას. ეს კი,ისე რომ გაიხსენოთ...
http://imageshack.us
ხოოო აქ რამდენი რამე დაუწერიათ საქართველოზე. არ დავიწყებ რომ ასეთია და ისეთი. უბრალოდ გემრიელი ჭამა მომენატრა
ნაინა
ხო კი მაგრამ ვიგრძენი უკვე
ღმერთის მადლობელი ვარ ყველაფრისათვის.. მართალია ძალიან გამიჭირდა და თავბედი დავიწყევლეო როიტყვიან, მაგრამ ამით ჩემი ხალხის, ჩემი ქვეყნის ფასი ვისწავლე.. და თუ მეღირსა დაბრუნება ისე მოვუფრთხილდები ყველას და ყველაფერს როგორც არასდროს..
Genesis
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)