თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულენი _ ფილმი ,,ფ ე ს ვ ე ბ ი"

პოსტის ავტორი: Zeskvi_ucha თარიღი: Feb 19 2007, 03:37 AM

ეს ფილმი ჩემი ყველაზე საყვერელი ფილმია. უზომოდ მიყვარს. რამდენჯერაც არ უნდა ვუყურო არ მომწყინდება. ამ ფილმში ძალიან კარგადაა გადმოცემული ის დარდი, განცდა და სიყვარული რომელიც ყველა ნამდვილ ქართველს უნდა ქონდეს ვინც საქართველოდანაა წასული.sad.gif
რავი მეტს სიტყვებით ვერ გადმოვცემ ისეთი ფილმია რო...

http://avoe.ge/music/index3.php?gr=Music/&gd=Georgian/&ga=F/&galb=7952

თქვენი აზრი მაინტერესებს როგორია ეს ფილმი და საქართველოდან წასული ხალხის უმრავლესობა დღეს-დღეისობით ფიქრობს და შეიგრძნობს საქართველოს სიყვერულს ისე როგორც გიორგი(ჯორჯი) შეიგრძნობდა ამ ფილმში თუ არა?

ჩემი აზრით საქართველოდან წასულების დიდი ნაწილი გულით ატარებს საქართველოს სიყვერულს. მაგრამ სამწუხაროდ ისეთებიც არიან ვისაც არაფრად მიაჩნიათ საკუთარი სამშობლოsad.gif

IPB-ს სურათი IPB-ს სურათი IPB-ს სურათი

ესეც ჩვენი ფესვებიიი.smile.gif

აი აქ ყურებაც შეგიძლიათ.smile.gif

http://www.fesvebi.com/films.php

პოსტის ავტორი: meri თარიღი: Feb 21 2007, 05:37 PM

ვგიჟდები ამ ფილმზე. უძლიერესი ფილმია. სიმღერაც.

პოსტის ავტორი: natinatia თარიღი: Feb 21 2007, 06:36 PM

არაჩვეულებრივი ფილმია. სიმღერაა საქართველოზე

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 22 2007, 03:25 PM

მეც ძალიან მიყვარს და არ შემიძლია მისი ყურება ცრემლების გარეშე (განსაკუთრებით ფილმის დასასრულისას..)

პოსტის ავტორი: .nino თარიღი: Feb 22 2007, 04:57 PM

საოცარი გძნობა მიჩნდება პატარა გიორგი რომ ბრუნდება საქართველოში...

იმ საშინელ ამინდში მთელი სოფელი რომ ელოდება, საოცარი სცენაა,სულში ჩამწვდომი.

ისეთი შეგრძნება მიჩნდება, თითქოს მთელი საქართველო ზუსტად მასე ელოდება ყველა წასულ შვილს და ერთი სული აქვს მისი რამე ნაწილი მაინც (შვილი, შვილიშვილი...) დაუბრუნდეს მშობლიურ ფესვებს.

და მაწუხებს ერთი კითხვა შეძლებს კი გიორგი გაიაროს ქართულ მიწაზე ფეხშველამ, რასაც ასე ნატრობდა ბაბუამისი და რას განიცდის ის ამ დროს? იქნება კი მისი განცდა ისეთივე ემოციური, როგორც ბაბუამისის ანალოგიური მოქმედება იქნებოდა?

თქვენ რას ფიქრობთ?

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Feb 22 2007, 06:13 PM

მე მაგ კინოს ვერ ვუყურებ, არ შემიძლიაsad.gif

გულამოსკვნილი "ვჯღავი" მერეsad.gif sad.gif

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Feb 22 2007, 06:25 PM

ერთადერთი კინო რომელზეც ცრემლი მომდის რამდენჯერაც არ უნდა ვნახო.

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Feb 22 2007, 06:28 PM

kato_Bato
მეც

პოსტის ავტორი: Qeti თარიღი: Feb 22 2007, 08:17 PM

ციტატა(ქავთარაძე @ Feb 22 2007, 09:28 AM) *

kato_Bato
მეც

მეც ძალიან მიჭირს მაგ ფილმის ცრემლების გარეშე ყურება, მითუმეტეს ახლა....

პოსტის ავტორი: Zeskvi_ucha თარიღი: Feb 22 2007, 11:22 PM

ციტატა
ერთადერთი კინო რომელზეც ცრემლი მომდის რამდენჯერაც არ უნდა ვნახო.

მეც მასე ვარ.smile.gif
ბოლოს ქოლგებით რომ დახვდებიან, მაგარი განცდაა რაsmile.gif

ციტატა
და მაწუხებს ერთი კითხვა შეძლებს კი გიორგი გაიაროს ქართულ მიწაზე ფეხშველამ, რასაც ასე ნატრობდა ბაბუამისი და რას განიცდის ის ამ დროს? იქნება კი მისი განცდა ისეთივე ემოციური, როგორც ბაბუამისის ანალოგიური მოქმედება იქნებოდა?

მაგაზე ხშირად მიფიქრია. პიროვნებას და სიყვარულს გააჩნია. თუ დიდი სიყვარული ექნება თავის სამშობლოსი შეძლებს ალბად. რავიცი მე ასე ვფიქრობ.smile.gif

............................................................................................................................................................................................

რაც შეეხება გამოკითხვას ძალიან ცუდი შედეგები ჩანს. მე არ ვეთანხმები. ნუთუ 50% ქართველი მაინც არ უბრუნდება საკუთარ ფესვებს? აუ გლახად ყოფილა ჩვენი საქმე თან ძალიანsad.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Feb 22 2007, 11:54 PM

Zeskvi_ucha
ხვალე დილით მიფრინავს ჩემი ინგლისურის მასწავლებლის ქმარი იტალიაში, მას უკვე გადაწყვეტილი აქვს რომ არ დაბრუნდება... მალე ცოლსაც და შვილსაც წაიყვანს იქ და მორჩა... ასეა ძალიან ბევრი ჩემო უჩა sad.gif

პოსტის ავტორი: Zeskvi_ucha თარიღი: Feb 23 2007, 12:18 AM

ქავთარაძე
ეჰ მაგარი ცუდია თან ძალიანsad.gif
მეც ვიცი მაგნაირი რამდენიმე ოჯახი.
მაგრად მტკივა გული ამ ყველაფერზეsad.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Feb 23 2007, 12:20 AM

Zeskvi_ucha
რამდენიმე კი არა ასობითაა...

პოსტის ავტორი: Zeskvi_ucha თარიღი: Feb 23 2007, 12:27 AM

ქავთარაძე
ეჰ მასე რომ ხდება იმიტომ ვართ ასე...
სამუშაოდ ცოტა ხნით წახვიდე სადმე გამიგია. მარა ოჯახით და სამუდამოდ? ეჰ არ ვიცი არა რა. ამას უკვე ღალატი არ ქვია სამშობლოსი? მომიტევეთ მარა მე ასე ვფიქრობsad.gif

პოსტის ავტორი: mampali თარიღი: Feb 23 2007, 12:53 AM

zeskvi რატო? მე წავიდოდი.

პოსტის ავტორი: Zeskvi_ucha თარიღი: Feb 23 2007, 12:59 AM

mampali
ეჰ რა უნდა გელაპარაკო, ფაშისტური აზრები გაწუხებს. ძმაკაცი მაინც არ იყოsmile.gif
მარა ეგ არაფერი გაიზრდები და მიხვდები ყველაფერს.biggrin.gif:D:D

პოსტის ავტორი: mampali თარიღი: Feb 23 2007, 01:03 AM

ციტატა
mampali
ეჰ რა უნდა გელაპარაკო, ფაშისტური აზრები გაწუხებს. ძმაკაცი მაინც არ იყო
მარა ეგ არაფერი გაიზრდები და მიხვდები ყველაფერს.biggrin.gif:D

zeskvi zeskvi ასეთი ხელმოწერის კაცს ასეთი მიმტევებლობა არ გეკადრება. smile.gif

პოსტის ავტორი: Karo თარიღი: Feb 23 2007, 11:57 AM

ჩემი აზრით 10%-იც არ უნდა ბრუნდებოდეს

პოსტის ავტორი: Zeskvi_ucha თარიღი: Feb 25 2007, 10:39 AM

Karo
აუ ასე ცუდად რომ იყოს საქმე ნამდვილად არ მგონია...
ნუთუ მართლა მასეაsad.gif

პოსტის ავტორი: piligrimi თარიღი: Mar 20 2007, 11:05 AM

მეც მაწუხებდა წასვლის იდეა მაგრამ გადავიფიქრე
სად უნდა წავიდეთ და მერე ჩინელებს დავუტოვოთ ეს ჩვენი სამოთხე, მე ეგ ვარიანტი არ მაწყობს და რა ვქნა

პოსტის ავტორი: ekusia თარიღი: Mar 20 2007, 12:13 PM

Zeskvi_ucha
ფილმიც მიყვარს და გუნდიც smile.gif
ერთი კარგი ბიჭუნაა, სტიქაროსანი, წასვლას აპირებს საზღვარგარეთ, არ მოვიწონე მისი აზრი და მთხოვა დასაბუთებული არგუმენტები დავუსახელო არწასასვლელად.
აბა თქვენ იცით, დამეხმარეთ გადავაფიქრებინო, თორემ ჯერ პატარაა, რა ვიცით როგორი დაგვიბრუნდება, ან დაგვიბრუნდება კი huh.gif

პოსტის ავტორი: makuna7474 თარიღი: Mar 20 2007, 05:08 PM

ყველაზე სამწუხარო იცით რა არი?დღევანდელი საქართველოს მდგომარეობა, რაც ხალხს სამშობლოს დატოვებისაკენ უბიძგებს! sad.gif sad.gif
ბავშვებო იქნებ ჩვენი საქმიანობა ამ კუთხითაც მივმართოთ?
ჯერ რამე კონკრეტული იდეა არ მაქვს მაგრამ ღირს ამაზე დაფიქრება!
p.s.ისე მეც ხშირად მიფიქრია სამშობლოს დატოვებაზე,ამაში არც არაფერია ცუდი, რადგან შეიძლება "იქიდანაც" დაეხმარო შენს ქვეყანას, თანაც ბევრად უფრო უკეთესად....
ერთი რამ მაშინებს მხოლოდ, "სამშობლოში დაბრუნების დრო არ გამომეპაროს" unsure.gif unsure.gif

პოსტის ავტორი: ნოდარიკო თარიღი: Mar 20 2007, 11:01 PM

მხატვრულ ფილმე"ფესვები"მაგარი ვიტირე
აუ რატომ უნდა იყოს ასეsad.gif(((((

პოსტის ავტორი: Zeskvi_ucha თარიღი: Mar 20 2007, 11:29 PM

ციტატა
მეც მაწუხებდა წასვლის იდეა მაგრამ გადავიფიქრე
სად უნდა წავიდეთ და მერე ჩინელებს დავუტოვოთ ეს ჩვენი სამოთხე, მე ეგ ვარიანტი არ მაწყობს და რა ვქნა

ხო მართალი ხარ. ჩვენ მივდივართ ჩინელები მოდიანsad.gif
კაი გადაწყვეტილება მიგიღია. გაიხარეეეsmile.gif

პოსტის ავტორი: Zeskvi_ucha თარიღი: Mar 20 2007, 11:47 PM

ციტატა
ერთი კარგი ბიჭუნაა, სტიქაროსანი, წასვლას აპირებს საზღვარგარეთ, არ მოვიწონე მისი აზრი და მთხოვა დასაბუთებული არგუმენტები დავუსახელო არწასასვლელად.
აბა თქვენ იცით, დამეხმარეთ გადავაფიქრებინო, თორემ ჯერ პატარაა, რა ვიცით როგორი დაგვიბრუნდება, ან დაგვიბრუნდება კი

ხოოო ძალიან ცუდია ნამდვილადsad.gif
თუ სტიქაროსანია მამაოც ეყოლება აუცილებლად და ასე უთხარი მაგ თემაზე მამაოს დაელაპარაკოს. არა მგონია მამაომ კურთხევა მიცეს, თან დაელაპარაკება და დაარიგებს. მგონი ასე აჯობებსsmile.gif

პოსტის ავტორი: Irma თარიღი: Mar 30 2007, 01:30 PM

ეგ ფილმი ძალიან ძლიერი ფილმია, დამოუკიდებლად იმისა გიცხოვრია ტუ არა უცხოთში ე ჯერ არ მინახავს ადამიანი ამ ფილმისათვის გულგრილად რომ ეყურებინოს.
რაც შეეხება აბრუნება არ დაბრუნებას, დედაჩემი ასე ამბობს ჭიანჭველა რომ ჭიანჭველაა მოივლის მთელ ქვეყანას და მაინც შინ ბრუნდებაო.
რაც შეეხება ადამიანებს ბედნიერია ვინც შინ დაბრუნდა და დაბრუნდება

პოსტის ავტორი: leluka თარიღი: Mar 30 2007, 02:10 PM

ძალიან მაგარი ფილმია , სულ მეტირება ხოლმე sad.gif((( თან ის ბაბუ მიყვარს ძალიან ,საერთოდ მოხუცემი მიყვარს განსაკუთრებით ბაბუები თეთრწვერები და საყვარლები 2kiss.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Mar 30 2007, 05:25 PM

სამწუხაროდ, ქართველები მიდიან საზღვარგარეთ, ოჯახდებიან უცხოელებზე, მათმა შთამომავლობამ არ იცის ქართული და არც არავინ ცდილობს ასწავლოს. როცა დაბერდებიან ახსენდებათ სამშობლო და ყველა აქ დასაფლავებას ნატრობს.ხშირად ნოდარ დუმბაძის სიტყვები მახსენდება ხოლმე თეთრი ბაირაღებიდან, , ,,თქვენ საქართველო სასაფლაო ხომ არ გგონიათო? ქვეყანას მაშინ უნდა ემსახურო, როცა ახალგარდა ხარ, რაღაც შეგიძლია მისცე, ამით გამოიხატება ქეყნის სიყვარულიც და სასახურიც. საქართველოში დასაფლავების სურვილით ქვეყნის სიყვარული არ გამოიხატება. უფრო ხშირად რეალობა ასეთია, ეს რეალობა ალბათ არ ვრცელდება ამ ფილმზე, თუმცა ამ ფილმშიც არის რაღაც-რაღაც ისეთი რაც მე ვთქვი. მაგალითად გეგეჭკორის შეკითხა შენმა შვილებმა ქართული იციანო? შემდგომ აღმოჩნდება რომ შვილებმა ქართული არ იციან, ანუ ისინი უკვე ქართველები აღარ არიან.

ეს ფილმი მიყვარს, ცოტა გაღიზიანებული პოსტი გამომივიდა.

პოსტის ავტორი: მარინე თარიღი: Apr 1 2007, 10:39 PM

აფხაზეთიდან დევნილმა პაპაჩემმა დიდ რუსეთს შეაფარა თავი და იქვე გარდაიცვალა..."ფესვებს" რომ ვუყურებ,ცრემლებს ვერ ვიკავებ...ალბათ,როცა როდისმე მის ნეშტს ჩამოასვენებენ,ისეთივე სიტუაცია დახვდება,როგორც ამ ფილმშია...ნაცნობ_უცნობები და ასე შემდეგ...
უძლიერესი ფილმია...

პოსტის ავტორი: Zeskvi_ucha თარიღი: Apr 2 2007, 05:26 AM

ახლა ვფიქრობდი ამ ფილმზე და სამშობლოს დიდი სიყვარული მართლა საძირკვლად უდევს ამ ფილმს, მაგრამ უეცრად ერთ რაღაცაზე დავფიქრდი ღმერთის სიყვარული თითქმის არ ჩანს ამ ფილმში. ცოტა სადღაც ნიუანსებში კი ჩანს მაგრამ სათანადოდ არ არის წარმოჩენილი, ჩემი აზრით.sad.gif
თქვენ რას იტყვით?

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Apr 6 2007, 02:56 PM

ფილმ "ფესვების" მერე შემიყვარდა მსახიობი ლევან აბაშიდზე და დღესაც დიდ პატივს ვცემ, ბავშვი ვიყავი პირველად რო ვნახე, და დღესაც არ მავიწყდება ისე პირველი შთაბეჯდილებები...sad.gif და არც ის გრზნობა სახლში გაზეთის ნაგლეჯი რო ვიპოვე ლევან აბაშიძის ფოტოთი....იუწყებოდნენ აფხაზეთის ომში დაიღუპაო..sad.gif((( გული მომიკვდა..sad.gif(((

უმაგრესი ფილმია, და ულამაზესი მუსიკა, სამწუხაროა, რომ ეხლა ვერ ვუსმენ, ამ კომპიურეტიდან sad.gif(

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Apr 11 2007, 07:59 PM

გუშინ იყო და დიდი სიამოვნებით ვუყურე თუმცა მერე თვალებზე კარგი "დაშპაკვლა" დამჭირდა იმიტომ რომ ძალიან ბევრი ვიტირე sad.gif რამდენჯერაც არ უნდა ვუყურო ისეთი მელოდია გასდევს ამ ფილმს სულ გატირებს. მითუმეტეს რომ ასეთი რამ რეალურად ხდებოდა და დღესაც ხდება მით უფრო მტკივნეულია და განცდაც შესაბამისად მძაფრია.

პოსტის ავტორი: ზესქვი_უჩა თარიღი: Apr 16 2007, 02:52 AM

IPB-ს სურათი IPB-ს სურათი IPB-ს სურათი

ესეც ჩვენი ფესვებიიი.smile.gif

აი აქ ყურებაც შეგიძლიათ.: მე ახლა ვუყურებ. უმაგრესია რაsmile.gif

http://www.fesvebi.com/films.php

* * * * * * * * * * * *

ფესვები

ნუ გეშინია, არა ვართ გველები. ამ მაღალ მთაზე გველს რა უნდა? ტყუილად შეკრთი, ჩვენ კაცს არაფერს ვავნებთ, არ მოვსწამლავთ. გარედან რომ დაჭმუჭნილი, ხმელი ტყავი გვაკრავს, იმან შეგაშინა? ერთს დროს ჩვენ სხვა ფერი და იერი გვედო. დრომ, ჟამთა ვითარებამ შეგვიცვალასახე და ახლა, მწყემსი წამოგვაწყდება ზედ თუ მონადირე, უნდა შეკრთეს, მანამ ახლოს გვნახავს, სანამ გეიგნებს, რომ ჩვენ ერთის მუხის ხმელი ფესვები ვართ და სხვა არარა. ერთს დროს ჩვენ უზარმაზარ მუხას ვკვებდით, საზრდოს ვაწვდიდით, ძუძუს ვაწოვებდით. ჩვენის ოფლით, ჩვენის ღვაწლით მუხა თავმომწონედ ყელყელაობდა. ჩვენც ამითი მოგვწონდა თავი, რომ ლამაზი, შეუდრეკელი, ამაყი შვილი გავხარდეთ.
-თქვენ და თქვენს მუხას მოგინდათ ჩემი ძალ-ღონე, ჩემი ამაგიო, - ბევჯელ უთქვამს ჩვენთვის დედამიწას; მაგრამ ჩვენ მაინც ყელის წევით მუხლმოდრეკილნი გამოვსთხოვდით ხოლმე საზრდოს ჩვენის საყვარელის შვილისათვის. მი გულისთვის დღე და ღამე გასწორებული გვქონდა. საზრდო არ დავაკლოთ, ვეცადოთ, - ერთმანთს ამ სიტყვებით ვამხნევებდით. დაისვენე, დედამიწავ, დაისვენე. ჩვენ ახლა შენ არ შეგაწუხებთ. ვისთვისაც გეფერებოდით და გეხვეწებოდით, ის აღარა გვყავს, ჩვენცა ვხმებით, ხმელსა და მკვდარს საზრდო რად უნდა? კაცმა, შეუბრალებელმა ადამიანმა, მოგვიკლა გული, მოგვიკლა შვილი და დაგვტოვა თვალცრემლიანი. ადგა, ცულით დაუწყო ჭრა; იმას არ ესმოდა ჩვენი და ჩვენის შვილის კვნესა. ცულს რომ გვცემენ, ჩვენ კვნესით და თქვენ კი, კაცნი, ამას “რაკუნს” ეძახით. გადმოგვდის სისხლი და თქვენ ჩვენს სისხლს “ხის წვენს” უწოდებთ... განა რომ ხელს არ გამოვიღებთ, თავ-პირს არავის ვაკაწრით, არა ვლანძღავთ, წარსულს არ მივდევთ და მოსულს მრისხანე სახით არ ვუხვდებით, იმიტომ არაფერსა ვგრძნობთ?! “მუხას ვჭრიო”,- კაცი თავსი ამხანაგს ეძახდა, ვითომდა არაფერიო. იგი ვერა ჰხედავდა, რომ ჩვენ მაშინ ჩუმად მიწაში ცრემლსა ვღვრიდით, რომ ჩვენმა ცოდვა-ბრალმა დედამიწაც აატირა: “საწყლებოვო, - ბუზღუნებდა ისიც, რისთვის, ვისთვის იწვალეთ, ან მე ვისთვის ვწვალობ, ვინ არის მადლობის მთქმელიო!..”
თუმცა დედამიწა ამას ამბობდა, მაგრამ იმავე დროს წინ წამოწვდილს, შორიდან წამოზრდილს წიფლის, არყის და ვერხვის ფესვებს უდებდა საგზალს... უარს ვერავის ეტყვის ეს ღვთისაგან კურთხეული. ყველას დედაა, ყველასთვის ის ზრუნავს, ყველა იმის ზურგსა ჰკიდია. იკურთხოს შენი ძუძუ, ჩვენო დედავ, ჩვენო გამზრდელო, ჩვენო ძუძუს მაწოვებელო!
მაგრამ რა ჰქნას საბრალომ? ამასაც ბედმა უმტყუნა. გუშინ და დღეს ჩვენ ბევრი ვიტირეთ, გვენანება იმ ადგილის განშორება, საცა დავიბადენით, აღვიზარდენით, სადაც სიცოცხლე ვიგრძენით. ვინ იცის, რა მოგველის?! დღითიდღე ჩვენი ბინა ინგრევა, იშლება, ფლატე კეთდება და ჩვენ უსახურავონი ვრჩებით, ტიტველნი და მშიერნი. ბოლოს მოვწყდებით და წავალთ თავქვე, ჩავეშვებით უღრანს ხევში. ვინ იცის, იქ რა მოგველის? ვინ იცის, იქ რა ნიადაგი დაგვიხვდება? დავიხოცებით სრულიად, თუ კიდევ მიწა დაგვფარავს დაგაგვიჩენს საზრდოს?! ვინ იცის, იქნება გიჟმაჟმა მდინარემ გაგვრიყოს სადმე უდაბურს ადგილას და მწვავე მზის სხივებმა დაგვაჭკნოს, გაგვახმოს, გააქროს ჩვენი ხსენება!
ღმერთო, ნუ დაგვკარგავ! ბედო, ნუ გვიმტყუნებ, დედამიწავ, კიდევ გაგვიჩინე ბინა! სიცოცხლე და შრომა გვწყურია. გვინდა კიდევ ვიშრომოთ, ეგები კიდევ გავზარდოთ ჩვენს ფესვებზე შვილი, ეგები კიდევ ვიგრძნოთ სიხარული. ბუნების ძალნო, შეიწყნარეთ საბრალო ფესვების მუდარა.

პოსტის ავტორი: shakuna_ თარიღი: Apr 16 2007, 02:58 AM

უჩა

გ ა ი ხ ა რ ე !!!!!!

პოსტის ავტორი: arti vardi თარიღი: Apr 16 2007, 04:48 PM

უჩა რა მაგარი ხარრ biggrin.gif არაჩვეულებრივი ფილმია smile.gif

პოსტის ავტორი: Floyd თარიღი: May 13 2007, 12:11 PM

ჩემთვის ამ ფილმზე საინტერესო და აზირანი ფილმი არ არსებობს (თან ეს მუსიკა პირდაპირ სულში ჩამწვდომია )

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: May 22 2007, 12:43 AM

ძალიან ძლიერი ფილმია. მეც სულ მეტირება ყურებისას.
რაც მთავარია ზუსტადაა გადმოცემული ქართული ემიგრანტის ცხოვრება.
როცა არ უნდა კითხო, ვისაც არ უნდა კითხო: დავბრუნდებიო გიპასუხებს!
მარა აი კითხვაზე: -თქვენმა შვილებმა ქართული იციან?
პასუხი რა მოგახსენოთ...
ვერ ბრუნდებიან... ძალიან ძლიერი უნდა იყო რომ დაბრუნდე. რადგან ფაქტიურად დაბრუნებისას, მართალია სამშობლოში, მაგრამ მაინც ყველაფერი ნოლიდან უნდა დაიწყო. ეს აშინებს ხალხს.

პოსტის ავტორი: nino_france თარიღი: May 29 2007, 11:21 PM

ამ ფილმის ყურებისას სულ ვტირივარ :-(

პოსტის ავტორი: ai gogoo თარიღი: May 29 2007, 11:46 PM

ციტატა(Zeskvi_ucha @ Apr 2 2007, 06:26 AM) *

ახლა ვფიქრობდი ამ ფილმზე და სამშობლოს დიდი სიყვარული მართლა საძირკვლად უდევს ამ ფილმს, მაგრამ უეცრად ერთ რაღაცაზე დავფიქრდი ღმერთის სიყვარული თითქმის არ ჩანს ამ ფილმში. ცოტა სადღაც ნიუანსებში კი ჩანს მაგრამ სათანადოდ არ არის წარმოჩენილი, ჩემი აზრით.sad.gif
თქვენ რას იტყვით?

კი გეთანხმები,სამწუხაროდ,ღმერთი
ს სიყვარული მართლა არ ჩანს ამ ფილმში,
მაგრამ იმდენად კარგად არის სამშობლოს სიყვარული გადმოცემული,
რომ მაინც ძალიან ძლიერი ფილმია.

პოსტის ავტორი: nino_france თარიღი: May 30 2007, 12:02 AM

სამშობლოს სიყვარული ერთ-ერთი ყველაზე უწმინდესი გრძნობაა rolleyes.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: May 30 2007, 12:08 AM

nino_france
მართალი ხარ და ყველაზე მეტად ამაში მაშინ რწმუნდები როცა სამშობლოსაგან შორს ხარ smile.gif

პოსტის ავტორი: nino_france თარიღი: May 30 2007, 12:12 AM

ციტატა(k@the @ May 30 2007, 12:08 AM) *

nino_france
მართალი ხარ და ყველაზე მეტად ამაში მაშინ რწმუნდები როცა სამშობლოსაგან შორს ხარ smile.gif

ეჰ მართალი ხარ ჩემო კარგო sad.gif sad.gif

პოსტის ავტორი: ზესქვი_უჩა თარიღი: May 31 2007, 11:00 PM

ai gogoo
გეთანხმები, მაინც ძაან უძლიერესი ფილმია. მაგ ალბად იმიტომ მოხდა რომ კომუნისტების დროსაა გადაღებული ეს ფილმი და იმიტო.smile.gif

პოსტის ავტორი: a-l-e-q-s-a-n-d-r-e თარიღი: Jun 1 2007, 02:00 AM

მაგარია კინოა smile.gif

პოსტის ავტორი: catherina_10 თარიღი: Jun 1 2007, 12:46 PM

ძალიან კარგი ფილმია მასში მონაწილე მსახიობების ჩათვლით.
და ემიგრანტებისათვის უფრო საყვარელი იქნება და სამშობლოში დაბრუნების იმედის მიმცემია ალბათ მათთვის

პოსტის ავტორი: Qeti თარიღი: Jun 2 2007, 08:27 PM

ციტატა
სამშობლოში დაბრუნების იმედის მიმცემია ალბათ მათთვის

კი ასეა და ამავდროულად დიდი გულისტკივილის...
ყველაფერი გაცილებით რთულია ალბათ, თუმცა უიმედობა უფრო უარესი...
"რომ არა ქვეყნად იმედი ხვალის..."

პოსტის ავტორი: xevsuri თარიღი: Jun 20 2007, 03:49 AM

60% დაახლოებით ალბათ

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jun 20 2007, 03:45 PM

xevsuri
არამგონია და რავიცი sad.gif

პოსტის ავტორი: ზესქვი_უჩა თარიღი: Jun 23 2007, 02:46 AM

xevsuri
ეჰ გამოკითხვა სხვას ამტკიცებს სამწუხაროდ.sad.gif
მარა მეც იმედი მაქვს რომ ასე არაა და 60%ი მაინც ბრუნდება.smile.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jun 23 2007, 03:09 AM

ზესქვი_უჩა
იმედი ნუ მოგიშალოს ღმერთმა! smile.gif

პოსტის ავტორი: ზესქვი_უჩა თარიღი: Jun 23 2007, 04:04 AM

k@the
გაიხარე.smile.gif

პოსტის ავტორი: nini_1 თარიღი: Jun 23 2007, 05:32 AM

ციტატა
სამწუხაროდ, ქართველები მიდიან საზღვარგარეთ, ოჯახდებიან უცხოელებზე, მათმა შთამომავლობამ არ იცის ქართული და არც არავინ ცდილობს ასწავლოს. როცა დაბერდებიან ახსენდებათ სამშობლო და ყველა აქ დასაფლავებას ნატრობს.ხშირად ნოდარ დუმბაძის სიტყვები მახსენდება ხოლმე თეთრი ბაირაღებიდან, , ,,თქვენ საქართველო სასაფლაო ხომ არ გგონიათო? ქვეყანას მაშინ უნდა ემსახურო, როცა ახალგარდა ხარ, რაღაც შეგიძლია მისცე, ამით გამოიხატება ქეყნის სიყვარულიც და სასახურიც. საქართველოში დასაფლავების სურვილით ქვეყნის სიყვარული არ გამოიხატება. უფრო ხშირად რეალობა ასეთია, ეს რეალობა ალბათ არ ვრცელდება ამ ფილმზე, თუმცა ამ ფილმშიც არის რაღაც-რაღაც ისეთი რაც მე ვთქვი. მაგალითად გეგეჭკორის შეკითხა შენმა შვილებმა ქართული იციანო? შემდგომ აღმოჩნდება რომ შვილებმა ქართული არ იციან, ანუ ისინი უკვე ქართველები აღარ არიან.

ეს ფილმი მიყვარს, ცოტა გაღიზიანებული პოსტი გამომივიდა.

ცოტა გაღიზიანებული კი არა, მაპატიე და საკმაოდ უხეშად მოგივიდა. არ შეიძლება ასე ილაპარაკო. საქართვრლო სასაფლაოდ არავის მიაჩნია, ეს თითქმის ყველამ იცის. იმაზე არ დაფიქრებულხარ რამდენი ოჯახი გადაურჩა ამით შიმშილსა და სიღატაკეს? მესმის ყველა სხვადასხვაგვარად განიხილავს ემიგრანტების საკითხს, მაგრამ გახსოვდეთ მათთვის ეს ყველაზე მტკივნეული თემაა და მეტ-ნაკლები პატივისცემით მაინც უნდა მოვეპყროთ. იმაზეც დავფიქრდეთ, რომ ასეთი გაღიზიანებული სიტყვებით ზედმეტად ვატკენთ გულს ერთმანეთს და კიდევ მათ ხომ ჰყავთ საქართველოში დატოვებული ოჯახები, ნუთი ფიქრობთ, რომ არ უყვართ, არ ენატრებათ, ნუთუ ფიქრობთ რომ არ დარდობენ და არ განიცდიან. საქართველოში მყოფთაგანს, ბევრს ვერც წარმოუდგენია რომ ოჯახსა და სამშობლოს მოწყვეტილი ადამიანებისათვის ყოველი მზის ამოსვლა კიდევ ერთი ტკივილიანი დღის დასაწყისია. კი არსებობენ ისეთებიც ვისაც საკუთარი თავის გარდა არაფერი აღელვებთ, არც სამშობლო, არც ახლობლები, არც მტერი და არც მოყვარე, მაგრამ ამ ერთეულების გამო ხომ არ შეიძლება ასეულები განვსაჯოთ, გული ვატკინოთ, თანაც ასე მწარედ. და კიდევ ერთიც, დუმბაძის სიტყვები ცოტა სხვაგვარად ჟღერდა, თქვენ საქართველო ებრაელების სასაფლაო ხომ არ გგონიათო, სწორი ვარიანტი ესაა. მე მგონი თქვენს დაწერილსა და ამ ფრაზას შორის უზარმაზარი განსხვავებაა
მაპატიე, არ მინდა გაწყენინო, უბრალოდ ცუდად მომხვდა გულზე და გიპასუხე smile.gif

ეხლა ფილმს რაც შეეხება. ახალს ვეღარაფერს ვიტყვი. საოცარი გრძნობით, ღრმა ემოციებით დატვირთული ფილმია. სულს რომ აგიფორიაქებს, გულს რომ სისხლისაგან დაგიწურავს, ამავე სისხლის მწარე ცრემლს რომ მოგადენს, კიდევ და კიდევ წუთისოფლის ამაოებაზე და საკუთარი ცხოვრების ავ_კარგზე რომ დაგაფიქრებს. ვინა ვართ, სადა ვართ ან საიდან მოვდივართ. დამიჯერეთ, ეს ფილმი ემიგრანტებისათვის უფრო რთული საყურებელია ვიდრე ნებისმიერი, საქართველოში მცხოვრები ადამიანისათვის. ყველამ ვიცით, რომ ჩვენი სიმაღლე ჩვენივე ფესვებიდან იზომება. ეს ფესვები კი საქართველოშია. სწორედ ესაა ამ ფილმის აზრიც, მიზანიც და ამოსავალი წერტილიც.

უფალი გფარავდეთ ყველას, ემიგრანტებსაც და სამშობლოში დარჩენილებსაც. 2kiss.gif

პოსტის ავტორი: nini_1 თარიღი: Jun 23 2007, 07:00 AM

ზესქვი_უჩა. smile.gif

დიდი მადლობა ფილმისათვის ჩემო კარგო. მუსიკას არ მიხსნის, avoe.ge ჩვენთვის მიუწვდომელია. თუ გაქვს და შეგიძლია ამ ფილმის მუსიკა, იქნებ მაილზე გადმომიგზავნო. დიდი მადლობა წინასწარ.

საერთოდ კი ყველას გიხდით მადლობას, მადლობა რომ არსებობთ.

მხევალი_ნინო ძალიან გთხოვ, არ გეწყინოს ჩემი სიტყვები. ეს ყველას გვეკუთვნოდა და ყველას ტკივილია, შენიც, ჩემიც, მათიც და სრულიად საქართველოსი. 2kiss.gif

პოსტის ავტორი: eku_nika თარიღი: Jun 23 2007, 11:02 AM

ვაიმეე ეს ფილმი ჩემი უსაყვარლესი ფილმია,ზუსტად
არის გადმოცემული თუ რას გრძნობს ქართველი ემიგრანტი საქართველოდან იძულებით წასვლისას,სწორედ მაშინ
ხვდებიან იმ ძლიერ სიყვარულს სამშობლოსას როცა
ქართულ მიწაზე არ დგანან და საქარტველოს ჰაერს არ სუნთქავენ,
ემ ძალიან ბევრი ახლობელი მყავს ემიგრაციაში და ვიცი რსაც ნიშნავს.sad.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 23 2007, 11:18 AM

ჩემი უსაყვარლესი ფილმია

პოსტის ავტორი: Qeti თარიღი: Jun 23 2007, 06:10 PM

ციტატა
როცა დაბერდებიან ახსენდებათ სამშობლო და ყველა აქ დასაფლავებას ნატრობს.ხშირად ნოდარ დუმბაძის სიტყვები მახსენდება ხოლმე თეთრი ბაირაღებიდან, , ,,თქვენ საქართველო სასაფლაო ხომ არ გგონიათო? ქვეყანას მაშინ უნდა ემსახურო, როცა ახალგარდა ხარ, რაღაც შეგიძლია მისცე"

ნოდარ დუმბაძის სიტყვებითვე გიპასუხებ:

„ქვეყნის სიყვარულს საყველპუროდ და საარშიყოდ ნუ გაიხდით, სამშობლო როსკიპი ქალი არაა, მთვრალს რომ მოგენატრება და მაშინ გაიხსენებ, სამშობლო ტაძარია სალოცავი. მუხლზე დაჩოქილი უნდა იდგე მის საკურთხეველთან, ცალი ხელით პირჯვარს უნდა იწერდე, მეორეთი კი ხმალს იქნევდე, ეშმაკები რომ არ დაეპატრონონ... და კიდევ ერთი, შესაწირავის მიტანა ვერავინ ვერ უნდა მოგასწროს ამ ტაძართან.“

ციტატა
ამით გამოიხატება ქეყნის სიყვარულიც და სამახურიც. საქართველოში დასაფლავების სურვილით ქვეყნის სიყვარული არ გამოიხატება.

ქვეყნის სიყვარული არც იმით გამოიხატება, საქართველოში ხარ თუ მის ფარგლებს გარეთ რა მნიშვნელობა აქვს თუ დიდი გული გაქვს და ამ გულით სამშობლოს სიყვარულს ატარებ. ბევრი ემიგრანტი უფრო მეტადაა საქართველოზე შეყვარებული და თუნდაც იმ ემიგრაციში ყოფნით მეტად გამოხატავს ამას და მეტად ეხმარება სამშობლოს!
ციტატა

"საქართველოში დასაფლავების სურვილით ქვეყნის სიყვარული არ გამოიხატება."

აი თუნდაც ამ სიტყვებით არ გამოიხატება სამშობლოს სიყვარული
"შენ მუჭა-მუჭა გაგიტანეს საქართველოდან ქართულო მიწავ, ამიტომაც დაპატარავდი..."
აი ამაში გამოიხატება, უდოდესი ტკივილი და მონატრება.

პოსტის ავტორი: ზესქვი_უჩა თარიღი: Jun 23 2007, 06:31 PM

nini_1
გაიხარე ნინი. ვეცდები გამოგიგზავნო. თუ მოვახერხე გამოშვება.wink.gif

პოსტის ავტორი: მამფალი თარიღი: Jun 23 2007, 08:04 PM

ვტირი ამ კინოზე.

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 23 2007, 08:08 PM

ციტატა(მამფალი @ Jun 23 2007, 09:04 PM) *

ვტირი ამ კინოზე.

გითანაგრძნობ, მეც მასეთ სიტუაციაში ვარ ხოლმე

ამიტომ ძალიან იშვიათად ვუყურებ

პოსტის ავტორი: nini_1 თარიღი: Jun 27 2007, 07:05 AM

ციტატა
ქვეყნის სიყვარული არც იმით გამოიხატება, საქართველოში ხარ თუ მის ფარგლებს გარეთ რა მნიშვნელობა აქვს თუ დიდი გული გაქვს და ამ გულით სამშობლოს სიყვარულს ატარებ. ბევრი ემიგრანტი უფრო მეტადაა საქართველოზე შეყვარებული და თუნდაც იმ ემიგრაციში ყოფნით მეტად გამოხატავს ამას და მეტად ეხმარება სამშობლოს!

გეთანხმები ჩემო კარგო. რამდენ ტკივილს იტევს წასული ადამიანის გული ბევრს არც ესმის. გული მტკივა ზოგჯერ ისეთ რამეს ვკითხულობ, დავაფიქსირე კიდეც ჩემი აზრი. ესე იგი თუ არ ვცხოვრობ საქართველოში იმას ნიშნავს რომ არაფრად მიმაჩნია? ვინ იცის, ეგებ უფრო მეტს და უფრო მნიშვნელოვანს ნიშნავს ვიდრე ზოგიერთი საქართველოში მცხოვრები ადამიანისთვის. და საერთოდ კი არავინ იცის, ვინ უფრო მეტს აკეთებს თავისი ქვეყნისათვის, წასული თუ დარჩენილი.

qeti 2kiss.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jun 28 2007, 05:17 AM

ციტატა
თქვენი აზრით საქართველოდან წასული ადამიანების რამდენი პროცენტი უბრუნდება საკუთარ ფესვებს?
10%[ 9 ] [12.86%]
20%[ 9 ] [12.86%]
30%[ 15 ] [21.43%]
40%[ 10 ] [14.29%]
50%[ 7 ] [10.00%]
60%[ 3 ] [4.29%]
70%[ 2 ] [2.86%]
80%[ 3 ] [4.29%]
90%[ 1 ] [1.43%]
100%[ 1 ] [1.43%]
არ ვიცი[ 7 ] [10.00%]
თავს ვიკავებ[ 3 ]

ეეეჰ!

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jun 28 2007, 01:12 PM

KAIROS
სამწუხარო ის კი არაა, რამდენი პროცენტი ბრუნდება და რამდენი რჩება. სამწუხარო ისაა, რამდენი პროცენტი ინარჩუნებს საკუთარ სახეს, მეობას, ფესვებს, ქართველობას. ხოდა ცოტა... ძალიან ცოტა!

პოსტის ავტორი: ზესქვი_უჩა თარიღი: Jun 29 2007, 04:33 AM

k@the
შეილება ნაწილობლივ მართალი იყო მაგრამ ნაწილობრივ ვერ დაგეთანხმები. იმიტომ რომ ხალხი ვინც საქართველოში ანუ სამშობლოში ბრუნდება ჩემი აზრით მათი 80% მაინც საქართველოს სიყვარულით და ოჯახის სიყვარულით ბრუნდება. რავი მე ასე ვფიქრობ.smile.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jun 29 2007, 12:20 PM

ზესქვი_უჩა
მე ეგ არ მითქვამს, შეიძლება საქართველოში ბრუნდება ემიგრანტთა 40% და ამ ორმოციდან 80% სამშობლოს სიყვარულით, ხოლო დანარჩენი 20% სხვა მიზეზების გამო.
მე ვთქვი, რომ საზღვარგარეთ დარჩენილ ემიგრანტთა შორის, სამწუხაროდ ცოტა თუ ინარჩუნებს თავის სახეს.

პოსტის ავტორი: ზესქვი_უჩა თარიღი: Jul 1 2007, 12:44 AM

k@the

ციტატა
მე ვთქვი, რომ საზღვარგარეთ დარჩენილ ემიგრანტთა შორის, სამწუხაროდ ცოტა თუ ინარჩუნებს თავის სახეს.

ხოო მაგაში შემიძლია ნაწილობრივ დაგეთანხმო.smile.gif მაგრამ დამერწმუნე ბევრი ქართული ოჯახია ისეთი საზღვარგარეთ რომელიც გულით ინახავს სამშობლოს სიყვარულს და დაბრუნებაზე ოცნებობს. რაც ჩემთვის პირველი იმედისმომცემია.smile.gif

პოსტის ავტორი: verboten თარიღი: Jul 3 2007, 09:05 PM

მე ვფიქრობ,რომ საქართველოში ბოლოს მაინც ჩვენი ემიგრანტების 90% უბრუნდება ,ეს ცხოვრება ისე მოაწყო ღმერთმა და ისე გაანაწილა ყველაფერი ,რომ ვინც სადაც დაიბადება და გაიზრდება მისი იდეალური ადგილიც ის არის ამიტომ რაც არუნდა ფუფუნებაში იყოს ქართველი უცხოეთში,მაინც მისი სამშობლო ურჩევნია ყველაფერს

პოსტის ავტორი: forest თარიღი: Jul 3 2007, 09:41 PM

ჩემი აზრით ორი ტიპის ემიგრანტები არსებობენ,ორივეს ერთი მიზანი აქს მოიწყოს ცხოვრება, მაგრამ დიდია განსხვავება ერთს უნდა მოიწყოს ცხოვრება საქართველოში იქაური ფულით, მეორეს კი უცხოეთში.
ამიტომ ყველას მოხსენიება ემიგრანტებად არ შეიძლება რადგან მეორე ქართველი საერთოდ არ არი.

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jul 4 2007, 12:50 AM

ციტატა(forest @ Jul 3 2007, 07:41 PM) *

ჩემი აზრით ორი ტიპის ემიგრანტები არსებობენ,ორივეს ერთი მიზანი აქს მოიწყოს ცხოვრება, მაგრამ დიდია განსხვავება ერთს უნდა მოიწყოს ცხოვრება საქართველოში იქაური ფულით, მეორეს კი უცხოეთში.
ამიტომ ყველას მოხსენიება ემიგრანტებად არ შეიძლება რადგან მეორე ქართველი საერთოდ არ არი.

g.gif

პოსტის ავტორი: ზესქვი_უჩა თარიღი: Jul 5 2007, 04:02 AM

verboten

ციტატა
მე ვფიქრობ,რომ საქართველოში ბოლოს მაინც ჩვენი ემიგრანტების 90% უბრუნდება ,ეს ცხოვრება ისე მოაწყო ღმერთმა და ისე გაანაწილა ყველაფერი ,რომ ვინც სადაც დაიბადება და გაიზრდება მისი იდეალური ადგილიც ის არის ამიტომ რაც არუნდა ფუფუნებაში იყოს ქართველი უცხოეთში,მაინც მისი სამშობლო ურჩევნია ყველაფერს

მინდა რომ მასე მჯეროდეს, მარა ეჰ. sad.gif
ზემოდ შედეგებს შეხედე აბა.sad.gif

პოსტის ავტორი: მამფალი თარიღი: Jul 5 2007, 01:21 PM

ერთი ეს მითXარით; ფესვებში დაბრუნებას რას ეძახით? შეიძლება იქ იყო და არც მოწყდე ამ ფესვებ\ს, აქ იყო და შენი ხელით დაიჭრა.
საქართველოში დაბრუნება და ფესვებში დაბრუნება ერთია?

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jul 5 2007, 02:01 PM

ციტატა(მამფალი @ Jul 5 2007, 11:21 AM) *

ერთი ეს მითXარით; ფესვებში დაბრუნებას რას ეძახით? შეიძლება იქ იყო და არც მოწყდე ამ ფესვებ\ს, აქ იყო და შენი ხელით დაიჭრა.
საქართველოში დაბრუნება და ფესვებში დაბრუნება ერთია?

ერთი არა ორია wink.gif

მე ჩემი ფესვები ყველგან გულით თან დამაქვს, სადაც არ უნდა ვიყო! თუმცა, რეალურად ისინი საქართველოშია!!!
ჩემი ფესვები არის თბილისში, ჩემ უბანში, ჩემ ოჯახში, ჩემი სოფლის ორღობეში, ჩემი სამშობლოს მთადაბარში, საქართველოს ცაში, ქართულ მიწაში!!!
თუმცა, საქართველოში მუდმივი ცხოვრება/არ ცხოვრება არ განსაზღვრავს მოვწყდი თუ არა იმ ფესვებს!
ის ფესვები ყველგან დამაქვს, მაგრამ ხელის წავლება და შეგრძნება, მისი სურნელის შესუნთქვა - მხოლოდ საქართველოში შემიძლია!
ამიტომაც სიხარულით მოვფრინავ საქართველოში და მთელ შვებულებას მანდ ვატარებ ყოველ წელს, რომ კარგად შევავლო ხელი იმ ფესვებს, კარგად ჩავისუნთქო მისი სურნელი, გული ვიჯერო მისი ცქერით, ისე რომ მაგ გრძნობამ მთელ წელს გასტანოს და სასიცოცხლო ენერგიით ავივსო!

მგონი ძალიან მაღალფარდოვნულად დავწერე, მარა მაგას ვგრძნობ მე smile.gif

პოსტის ავტორი: alilo თარიღი: Jul 8 2007, 04:07 AM

ჩვენი ფესვები მართლაც საქართველოა, ჩვენ ქართველები სადაც არ უნდა ვიყოთ და რომელი ქვეყნის მოქალაქეობაც არ უნდა მივიღოთ ჩვენი ძირით ანუ ფესვებით მაინც ქაერთველები ვართ.

პოსტის ავტორი: tako_chicho თარიღი: Jul 9 2007, 03:53 PM

ეს ფილმი მართლაც შედევრია... რამდენჯერაც არ უნდა უყირო მთელ ფილმს თვალცრემლიანი ვუყურებ ....
ემიგრანტებს რაც შეეხება სამწუხაროდ ბევრი მეგობარი მყავს საზღვარგარეთ, რამოდენიმე აპირებს ჩამოსვლას, რამოდენიმე კი ოჯახთან ერთად არის წასული და მემგონი აქეთ აგარც აპირებს ჩამოსვლას sad.gif

პოსტის ავტორი: Tamro თარიღი: Jul 9 2007, 07:23 PM

ეს ფილმი ნამდვილად შედევრია უცრემლოდ ვერასდროს ვუყურებ.
ერთი საინტერესო ინფორმაცია მაქვს ამ ფილმთან დაკავშირებით წაკითხული ჟურნალ ''კარიბჭის'' შარშანდელ ნომერში ალბათ დაგაინტერესებთ, ემიგრანტი ქართველის პროტოტიპი გახლდათ უცხოეთში გადახვეწილი ვარლამ ჩერქეზიშვილი, რომელსაც გადავიწყებული ქონდა ქართული , იცოდა რუსული, ინგლისური, ფრანგული. სიკვდილის ჟამს კი რუსულიც დავიწყებოდა, ინგლისურიც და ფრანგულიც თურმე და ქართულად იწყო ლუღლუღი IPB-ს სურათი IPB-ს სურათი IPB-ს სურათი IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: მამფალი თარიღი: Jul 9 2007, 09:05 PM

k@the
კოტე, tongue.gif სწორედ მაგი თქმა მინდა რომ წასვლა არ ნIშნავს ყოველთვის ფესვებისგან მოწყვეტას.

პოსტის ავტორი: ზესქვი_უჩა თარიღი: Jul 13 2007, 01:26 AM

Tamro
ვა საინტერესოა. არ ვიცოდი.
ისე რა მაგარია არა? ფაქტიურად სასწაულია რა, ყველა ენა გავიწყდება მშობლიურის გარდა. მაგარია რა.smile.gif

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Jul 18 2007, 02:45 PM

ფესვები არის უმაგრსი ფილმი.
მააშა.

პოსტის ავტორი: Tatarashvili თარიღი: Jul 18 2007, 02:47 PM

ყოველთვის ცრემლი მადგება ამ ფილმზე ..

პოსტის ავტორი: ზესქვი_უჩა თარიღი: Jul 31 2007, 01:27 AM

ციტატა
ფესვები არის უმაგრსი ფილმი.
მააშა.

გეთანხმები
მაშა მაშა მაშა. biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: di_onise თარიღი: Aug 2 2007, 11:17 PM

ეხლაა საპატრიარქოს არხზე ეს ფილმი

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Aug 3 2007, 06:03 PM

ეჰ სამწუხაროდ ძალიან ბევრი ახლობელი და მეგობარი მყავს საზღვარგარეთ,...მარა რას იძამ ჯერ უკან არც ერთი არ დაბრუნებულა..2 დღის წინ ცემს მეგობარს ველაპარაკე საბერძნეთში და იცი რა მითხრა?/მე რომ მანდ ჩამოვიდე მოვკლა ოჯახი შიმშილითო??მაგრამ ერთ დღესაც თუ დამარტყა ჯიშმაოოოsmile.gifsmile.gifsmile.gif-აი ეგ იყო ფესვების ძახილი,ჩამოიქროლებს ალბათ ეხლა 2 კვირით და ისევ გაფრინდება ჩემი ბარტყუნია ძამიკო...მენატრება ყველააsad.gif

პოსტის ავტორი: Tatarashvili თარიღი: Aug 3 2007, 06:09 PM

ციტატა(di_onise @ Aug 2 2007, 10:17 PM) *

ეხლაა საპატრიარქოს არხზე ეს ფილმი

ივერია საპატრიარქოს არხი არ არის...

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Aug 25 2007, 02:33 AM

აბა გამოკითხვის ახლანდელ შედეგებზე რას იტყვით?sad.gif
რეალურია თუ არა ჩვენი გამოკითხვა თქვენი აზრით?

პოსტის ავტორი: maZiebeli თარიღი: Aug 25 2007, 03:09 AM

უჩა
ჩემს აზრს თითქმის ემთხვევა შედეგები. მე 40 % აღვნიშნე. იქ უმრავლესობა 30-ს ამბობს. უმრავლესობის აზრით რეალური იქნება smile.gif
საინტერესოა, რეალური ოფიციალური სტატისტიკა რას ამბობს და რამდენად ობიექტურად აღვიქვამთ ჩვენ რეალობას.

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Aug 25 2007, 03:21 AM

maZiebeli

ციტატა
საინტერესოა, რეალური ოფიციალური სტატისტიკა რას ამბობს და რამდენად ობიექტურად აღვიქვამთ ჩვენ რეალობას.

ჩემი აზრით რეალური სტატისტიკა როგორც ყოველთვის, აშკარად გაბერილი იქნება.

პოსტის ავტორი: nini egriseli თარიღი: Aug 25 2007, 12:50 PM

"ფესვები" ძალიან კარგი ფილმია, მე მგონი, ყველა ქართველს მოსწონს.რაც შეეხება სტატისტიკას მე 40% აღვნიშნე ,შეიძლება ეგეც არ იყოს.ბევრი ქართველი ვიცი ,რომელიც ისეა გაამპარტავნებული,რომ აქ ცხოვრებასაც უკადრისობს და აქ ჩამოსულებს ასე მიმართავს:"მე აქ ვერ ვიცხოვრბ ,აქ როგორ ცხოვრობთ?"ასეთი ქართველები მე თუ მკითხავთ, ქართველობის ღირსებიც არ არიან. თუმცა არიან ისეთებიც, რომელთაც ერთი სული აქვთ როდის ჩამოვლენ,ისე ენატრებათ საქართველო.ყველა ჭეშმარიტ ქართველს მალე და ბედნიერად დაბრუნებას ვუსურვებ!

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Aug 25 2007, 03:27 PM

nini egriseli
გაიხარე ნინი.smile.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Aug 27 2007, 12:47 PM

ციტატა(nini egriseli @ Aug 25 2007, 10:50 AM) *

"ფესვები" ძალიან კარგი ფილმია, მე მგონი, ყველა ქართველს მოსწონს.რაც შეეხება სტატისტიკას მე 40% აღვნიშნე ,შეიძლება ეგეც არ იყოს.ბევრი ქართველი ვიცი ,რომელიც ისეა გაამპარტავნებული,რომ აქ ცხოვრებასაც უკადრისობს და აქ ჩამოსულებს ასე მიმართავს:"მე აქ ვერ ვიცხოვრბ ,აქ როგორ ცხოვრობთ?"ასეთი ქართველები მე თუ მკითხავთ, ქართველობის ღირსებიც არ არიან. თუმცა არიან ისეთებიც, რომელთაც ერთი სული აქვთ როდის ჩამოვლენ,ისე ენატრებათ საქართველო.ყველა ჭეშმარიტ ქართველს მალე და ბედნიერად დაბრუნებას ვუსურვებ!

მადლობა ჩემო კარგო smile.gif

''ფესვები''- მართლაც ისეთი ფილმია, საუკუნეები გავა და თავის დატვირთვას, ხიბლს, სიღრმავეს, ტრაგიკულობას მაინც შეინარჩუნებს!

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Sep 7 2007, 04:08 AM

რათა აღარავინ არ პოსტავთ აქა? smile.gif

აბა ფილმი ლეგენდა, ფილმი საოცრება, ფილმი ნოსტალგია, ფილმი სიძლიერეეე. laugh.gif biggrin.gif სა წახვედით დაწერეთ რამე კაცო. biggrin.gif tongue.gif

პოსტის ავტორი: nataaa თარიღი: Sep 26 2007, 04:30 PM

არ მეგულება ადამიანი,ამ ფილმს უყურებდეს და ცრემლი არ მოადგეს ტვალზე...ძალიან მაგარი ფილმია.მეც სულ ვტირი ხოლმე. cray.gif

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Sep 27 2007, 01:06 AM

nataaa

ციტატა
არ მეგულება ადამიანი,ამ ფილმს უყურებდეს და ცრემლი არ მოადგეს ტვალზე...ძალიან მაგარი ფილმია.მეც სულ ვტირი ხოლმე.

გაიხარეეე.smile.gif მართლა მაგარი ფილმია. კიდევ ერთხელ ვიტყვიიი. biggrin.gif

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Sep 27 2007, 11:36 AM

ციტატა
აბა ფილმი ლეგენდა, ფილმი საოცრება, ფილმი ნოსტალგია, ფილმი სიძლიერეეე. სა წახვედით დაწერეთ რამე კაცო

რა საჭიროა იმაზე ბევრის ლაპარაკი რაც უკვე ისედაც შედევრი და ლეგენდაა biggrin.gif tongue.gif

ციტატა
არ მეგულება ადამიანი,ამ ფილმს უყურებდეს და ცრემლი არ მოადგეს ტვალზე...ძალიან მაგარი ფილმია.მეც სულ ვტირი ხოლმე

ეგრეა რამდენჯერაც არ უნდა ვუყურო იმდენჯერ ვტირივარ ხოლმე... sad.gif უძლიერესი ფილმია და თან ძალიან ღრმა აზრია ჩადებული smile.gif

პოსტის ავტორი: ninore თარიღი: Sep 27 2007, 09:04 PM

ლიკაააააააააა გაიხარეეეეეეე, შენც განყოფილებაში პოსტი "გაიჩითა"

მადლობა ვის??????? ვის დაააააააააა......... nataaa, უჩა და თათი87

პოსტის ავტორი: Nona10 თარიღი: Sep 28 2007, 02:37 PM

პირველ 2 გვერდზე თითქოსდა საიტერესო საუბარი დაიწყო, მაგრამ რატომღაც შემდეგ თავი შეიკავეთ და სულ მეტირებას გაიძახით smile.gif . ტირილის მიზეზი ბევრია ამ ფილმში. რომელმა ერთმა ააფორიაქა თქვენი გრძნობები?
ამ ფილმში 2 სახის ემიგრანტია განსახილველი. ერთი საქართველოდან ქართველების მიერ გარიყული და მეორე არსებული გაუსაძლისი სუტუაციიდან გამოსავლის საპოვნელად წასული. გგონიათ თუ არა, რომ სამსონს მართლა დაბრუნების დრო გამოეპარა? მე პირადად არა მგონია მას ეს დრო ვერ შეენიშნა. ეს სიტყვები, მისი საქართველოზე ფიქრში დაფერფლილი გულის დასაამებელი მალამო იყო. თითქოს თავი გაიმართლაო. მერე რა რომ ის ფესვებს
ვ ე რ დაუბრუნდა. ის ჩემთვის პატრიოტობის განსახიერებაა.
გთხოთ იფიქრეთ ამ ფილმზე. საინტერესო სასაუბრო თემებია შიგ.
რა სამწუხაროა, რომ ხოლოდ 3 კვირის წინ გავიგე თქვენი არსებობის შესახებ.

ჩვენთან არს ღმერთი.

პოსტის ავტორი: spam თარიღი: Sep 29 2007, 02:03 PM

დასასრული და ბუსიკა აქვ მაგარი თორე როგორც ფილმი არნაირი ძლიერი ფილმი არაა!

პოსტის ავტორი: .nino თარიღი: Sep 29 2007, 05:08 PM

Nona10

აბსოლიტურად გეთანხმები... მით უფრო, რომ "სამსონის" შვილები და შვილიშვილები დღეს-დღეობით ბრუნდებიან საქართველოში...

სამსონი ძალიან ბევრი კარგი, პატრიოტი ქართველის სახეა დღეს... და ეს ჩვენი ერის ტრაგედიაა....

სამწუხაროდ სამსონის ბედი გაიზიარა ფილმის მტავარმა გმირმაც... მაგრამ სამსონისაგან განსხვავებით მას მთავარი გამორჩა: მისი შვილები აღარ იყვნენ ქართველები....

მისი შვილიშვილი იქნება კი ქართველი? თუ ეს უბრალოდ ბაბუის პატივისცემაა??

spam

ცოტა ფილოსოფიურად თუ შეხედავ ამ ფილმს, მიხვდები რომ ძალიან ღრმა და მნიშვნელოვანი ფილმია... ჩვენ მის სიმაგრეში მისი მხატვრული ღირებულება არ შეგვიფასებია, ამ კომპონენტიტ ნამდვილად ვერ შეედრება თანამედროვე ჰოლივუდურ კინოს, მაგრამ ყველა ჰოლივუდურ ფილმში ერთად ვერ ნახავ იმდენ მორალურ გაკვეთილს, რამდენსაც ამ ფილმში....

პ.ს. მგონი ცოტა კატეგორიული პოსტი გამომივიდა, მაგრამ ეს ჩემი აზრია....

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Sep 29 2007, 06:18 PM

.nino

ციტატა
ყველა ჰოლივუდურ ფილმში ერთად ვერ ნახავ იმდენ მორალურ გაკვეთილს, რამდენსაც ამ ფილმში....

სრულიად გეთანხმები... ამ ფილმს მარტო კი ა რუნდა უყურო (მიაშტერდე ეკრანს) უნდა იაზროვნო კიდეც ამ დროს... დიდი აზრის მატარებელია ეს ფილმი და კარგი გაკვეთილიც არის ნიჭიერი მოსწავლეებისთვის smile.gif

პოსტის ავტორი: spam თარიღი: Sep 30 2007, 10:34 AM

.nino
მე ქართულ ფილმს ჰოლივიდს ვერ შევადარებ ჩემტვის ჰოლივუდის ფილმი საკმაოდ დაბალი დონის ფილმია მე თვითონ კინო გადარებაზე და ა.შ ვსწავლობდი და როგორც ფიმი არ არის ძლერი ამში სპეც ეფექტებს არ ვბულიხსმობ! არ არის მონანიების. ნატვრის ხის, ვედრების ნაირი ძლიერი ფილმი ეს ვთქვი წინა პოსტში! თორე მეც მაგრდ მიყვარს ეს ფილმი!

პოსტის ავტორი: t.d თარიღი: Sep 30 2007, 12:50 PM

ფესვები ძალიან კაი ფიმია რამდენჯერაც არ უნდა უყურო არ მბეზრდება, ადამიანს სჰეიძლება მის ყურების დრო ცრემლებიც კი წამოუვიდეს, ასე რო გმერტმა ქნას ყველა ემიგრანტს საქარტველოსჰი დაბრუნება მოუნდეს, გაძლიერდეს და გამთლიანდეს ჩვენი ქვეყანა

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Oct 1 2007, 01:40 AM

spam

ციტატა
დასასრული და ბუსიკა აქვ მაგარი თორე როგორც ფილმი არნაირი ძლიერი ფილმი არაა!

ნამდვილად ვერ დაგეთანხმები...

პოსტის ავტორი: nini_1 თარიღი: Oct 1 2007, 07:14 AM

spam

ციტატა
მე ქართულ ფილმს ჰოლივიდს ვერ შევადარებ ჩემტვის ჰოლივუდის ფილმი საკმაოდ დაბალი დონის ფილმია მე თვითონ კინო გადარებაზე და ა.შ ვსწავლობდი და როგორც ფიმი არ არის ძლერი ამში სპეც ეფექტებს არ ვბულიხსმობ! არ არის მონანიების. ნატვრის ხის, ვედრების ნაირი ძლიერი ფილმი ეს ვთქვი წინა პოსტში! თორე მეც მაგრდ მიყვარს ეს ფილმი!

შეიძლება შენთვის არაა ძლიერი ფილმი, მაგრამ ჩემთვის ნამდვილად არის, არანაირად არაა სათვალავში მისაღები სპეც-ეფექტების არ არსებობა. ამ ფილმში სამშობლოს სიყვარულის და ნოსტალგიის გარდა უამრავი დასაფიქრებელი და საგულისხმო რამ დევს, თუნდაც ის რად ღირს როცა ფილმის გმირს ანუ გიორგის მისი ფრანგი მეგობარი უეჭველი დაპატიმრებისგან დაიხსნის, თანაც ისე რომ თავად გიორგიმაც არ იცოდა რამხელა სიკეთე გაუკეთა მეგობარმა და არც უცდია იმ პიროვნებას თავისი ჩადენილი სიკეთის აფიშირება.

ეს ფილმი ბევრი რამის მასწავლებელია ჩვენთვის.
დღეს უზომოს სჭირდება საქართველოს და ქართველებს ურთიერთ სიყვარულის სწავლა, ნამდვილი მეგობრობა, ერთმანეთის გატანა, გასაჭირში დახმარება.

ეს ფასეულობები მეტ-ნაკლებად მივიწყებულია და ვფიქრობ, ჩვენივე კეთილდღეობისთვისაა საჭირო ისევ გავიხსენოთ და თავიდან ვისწავლოთ.

მე არ ვამბობ ერთეულებზე, გასაგებია, რომ ბევრმა მეგობრობაც ისიც, სამშობლოს სიყვარულიც და მრავალი სხვაც. მაგრამ მგონი დამეთანხმებით რომ ერთეულები მთელი ერი არაა. ერს კი თითქოს გული გაუცივდა და საკუთარი ფინანსური წინსვლის გარდა არავინ და არაფერი აღარ აინტერესებს. აი ეს კი ვერაფერს კარგს ვერ მოგვიტანს.

ან თუნდაც უღარიბეს და საშინელ დღეში ჩავარდნილ ადამიანს რაღა სიყვარული და მეგობრობა უნდა მოსთხოვო, როცა თავისი შვილების დაპურებაც კი უჭირს, სადღა სცალია მას სხვისი დარდების გასაზიარებლად.

ამ ფილმში კი მთავარი გმირები ჭირშიც და ლხინშიც ერთმანეთს უდგნენ მხარში, ერთმანეთს თანაუგრძნობდნენ, ამშვიდებდნენ და მომავლის იმედით ავსებდნენ.

ამიტომაც ვფიქრობ, ,,ფესვებში" სამშობლოს სიყვარულთან, ახლობლების მონატრებასთან ერთად, მეგობრობის და ნამდვილი სიყვარულის უდიდესი მაგალითი დევს.

სწორედ ამ ყველაფრითაა ეს ფილმი ჩემთვის უზომოდ ფასეული და სულაც ვერ შევადარებ ჰოლივუდურ, მხოლოდ ჯიბის გასასქელებლად შექმნილ ფილმებს. (ზოგიერთს ხომ განსაკუთრეებით dry.gif )

ღმერთმა დაგლოცოთ. smile.gif

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Oct 5 2007, 02:35 AM

nini_1
გეთანხმები ნინ. აუ რა მაგარი პოსტია. :ტაში:

გაიხარე ნაინა ძალიან მაგარი ადამიანი ხარ. გაგახაროს უფალმა.smile.gif

პოსტის ავტორი: nini_1 თარიღი: Oct 5 2007, 04:15 AM

უჩა

friends.gif mpua.gif

პოსტის ავტორი: Nona10 თარიღი: Oct 8 2007, 12:05 PM

´ამ დღეს ველოდი, მოვესწარ,
ვიცინი, აღარ ვტირი მე.´

ნინი, ღმერთმა ამრავლოს შენისთანა სულისკვეთების ადამიანი საქართველოში. დღეს ეს ჩვენს ქვეყანას ჰაერივით სჭირდება.

პოსტის ავტორი: natiako თარიღი: Oct 11 2007, 09:46 PM

ციტატა(nini_1 @ Oct 1 2007, 07:14 AM) *

spam
შეიძლება შენთვის არაა ძლიერი ფილმი, მაგრამ ჩემთვის ნამდვილად არის, არანაირად არაა სათვალავში მისაღები სპეც-ეფექტების არ არსებობა. ამ ფილმში სამშობლოს სიყვარულის და ნოსტალგიის გარდა უამრავი დასაფიქრებელი და საგულისხმო რამ დევს, თუნდაც ის რად ღირს როცა ფილმის გმირს ანუ გიორგის მისი ფრანგი მეგობარი უეჭველი დაპატიმრებისგან დაიხსნის, თანაც ისე რომ თავად გიორგიმაც არ იცოდა რამხელა სიკეთე გაუკეთა მეგობარმა და არც უცდია იმ პიროვნებას თავისი ჩადენილი სიკეთის აფიშირება.

ეს ფილმი ბევრი რამის მასწავლებელია ჩვენთვის.
დღეს უზომოს სჭირდება საქართველოს და ქართველებს ურთიერთ სიყვარულის სწავლა, ნამდვილი მეგობრობა, ერთმანეთის გატანა, გასაჭირში დახმარება.

ეს ფასეულობები მეტ-ნაკლებად მივიწყებულია და ვფიქრობ, ჩვენივე კეთილდღეობისთვისაა საჭირო ისევ გავიხსენოთ და თავიდან ვისწავლოთ.

მე არ ვამბობ ერთეულებზე, გასაგებია, რომ ბევრმა მეგობრობაც ისიც, სამშობლოს სიყვარულიც და მრავალი სხვაც. მაგრამ მგონი დამეთანხმებით რომ ერთეულები მთელი ერი არაა. ერს კი თითქოს გული გაუცივდა და საკუთარი ფინანსური წინსვლის გარდა არავინ და არაფერი აღარ აინტერესებს. აი ეს კი ვერაფერს კარგს ვერ მოგვიტანს.

ან თუნდაც უღარიბეს და საშინელ დღეში ჩავარდნილ ადამიანს რაღა სიყვარული და მეგობრობა უნდა მოსთხოვო, როცა თავისი შვილების დაპურებაც კი უჭირს, სადღა სცალია მას სხვისი დარდების გასაზიარებლად.

ამ ფილმში კი მთავარი გმირები ჭირშიც და ლხინშიც ერთმანეთს უდგნენ მხარში, ერთმანეთს თანაუგრძნობდნენ, ამშვიდებდნენ და მომავლის იმედით ავსებდნენ.

ამიტომაც ვფიქრობ, ,,ფესვებში" სამშობლოს სიყვარულთან, ახლობლების მონატრებასთან ერთად, მეგობრობის და ნამდვილი სიყვარულის უდიდესი მაგალითი დევს.

სწორედ ამ ყველაფრითაა ეს ფილმი ჩემთვის უზომოდ ფასეული და სულაც ვერ შევადარებ ჰოლივუდურ, მხოლოდ ჯიბის გასასქელებლად შექმნილ ფილმებს. (ზოგიერთს ხომ განსაკუთრეებით dry.gif )

ღმერთმა დაგლოცოთ. smile.gif

მართალია ნინ... ფესვები უძლიერესი ფილმია!!!

პოსტის ავტორი: tako@tako თარიღი: Oct 18 2007, 03:48 PM

QUOTE(Zeskvi_ucha @ Feb 19 2007, 02:37 AM) *

ეს ფილმი ჩემი ყველაზე საყვერელი ფილმია. უზომოდ მიყვარს. რამდენჯერაც არ უნდა ვუყურო არ მომწყინდება. ამ ფილმში ძალიან კარგადაა გადმოცემული ის დარდი, განცდა და სიყვარული რომელიც ყველა ნამდვილ ქართველს უნდა ქონდეს ვინც საქართველოდანაა წასული.sad.gif
რავი მეტს სიტყვებით ვერ გადმოვცემ ისეთი ფილმია რო...

http://avoe.ge/music/index3.php?gr=Music/&gd=Georgian/&ga=F/&galb=7952
თქვენი აზრი მაინტერესებს როგორია ეს ფილმი და საქართველოდან წასული ხალხის უმრავლესობა დღეს-დღეისობით ფიქრობს და შეიგრძნობს საქართველოს სიყვერულს ისე როგორც გიორგი(ჯორჯი) შეიგრძნობდა ამ ფილმში თუ არა?

ჩემი აზრით საქართველოდან წასულების დიდი ნაწილი გულით ატარებს საქართველოს სიყვერულს. მაგრამ სამწუხაროდ ისეთებიც არიან ვისაც არაფრად მიაჩნიათ საკუთარი სამშობლოsad.gif

IPB Image IPB Image IPB Image

ესეც ჩვენი ფესვებიიი.smile.gif

აი აქ ყურებაც შეგიძლიათ.smile.gif

http://www.fesvebi.com/films.php
ფილმი არ მიყვარს მერე ორი დღე ცუდათ ვარ და ისედაც არ ვარ საქართველოში და კიდე ეს ფილმი დამატებული ? არა მოვკვდები ვერ ვუყურებ არ მაკვს ანდენი ნერვები უკვე

პოსტის ავტორი: NaNN თარიღი: Oct 26 2007, 10:29 AM

უძლიერესი ფილმია სევდიანი კეთილი იმედიანი სიყვარულით აღსავსე..

არ მბეზრდება ამ ფილმის ყურება და არც მომბეზრდება ..ეგაა სულ მეტირება რომ ვუყურებ sad.gif

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Oct 26 2007, 10:56 AM

მე კიდევ მგონია რომ ქართველებმა პატარ-პატარა საქართველოები უნდა შექმნან მთელ მსოფლიოში...

დაბრუნება კი ზეციურ საქართველოში უფრო მნიშვნელოვანია...

ფილმი ძალიან მაგარი...

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Nov 6 2007, 07:47 AM

neo

ციტატა
მე კიდევ მგონია რომ ქართველებმა პატარ-პატარა საქართველოები უნდა შექმნან მთელ მსოფლიოში...

დაბრუნება კი ზეციურ საქართველოში უფრო მნიშვნელოვანია...

ფილმი ძალიან მაგარი...

ვერ დაგეთანხმები ნეო...

ჩვენ წინაპრებსაც მასე რო ეფიქრათ აბა დაფიქრდი რანი ვიქნებოდით დღეს... sad.gif

პოსტის ავტორი: nini_1 თარიღი: Nov 6 2007, 08:44 AM

პატარ-პატარა საქართველოები ვერ გვიშველის ვერანაირად, ყველა ქართველი სადაც არ უნდა ვიყოთ ჩვენს წილ საქართველოს მუდამ გულით ვატარებთ სათუთად და სასოებით, მთავარია შევქმნათ ერთი მთლიანი და განუყოფელი საქართველო, მხოლოდ ეს იქნება ქართველი კაცის გამარჯვება, ქართული სულის სიმტკიცე და სიდიადე.

ეხლა კი ისევ ფილმ ,,ფესვებზე'' გავამახვილებ ყურადღებას. მით უმეტეს თემაც მას ეხება.
ამ ფილმში სამშობლოს სიყვარულთან, ნოსტალგიასთან, უდიდეს და უწმინდეს მეგობასთან ერთად კიდევ მრავალი სიკეთე თუ ტკივილი დევს.

პირადად ჩემთვის ცრემლის მომდენია და უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მთავარი გმირის-გიორგის ცოლის სიტყვებს, იგი მზადაა უარი თქვას ყველაფერზე, ყოველგვარ კეთილდღეობაზე და თვით საკუთარ სამშობლოზეც კი ოღონდა თავისი ქმრის სახეზე თუნდაც ერთხელ, ბედნიერების და სიხარულის ღიმილი დაინახოს, იგი მზადაა გაყიდოს ყველაფერი და წავიდეს ოჯახთან ერთად საქართველოში.
ალბად ასეც მოხდებოდა რომ არა მთავარი გმირის ტრაგიკული ფინალი.

ქართველი ადამიანისთვის უფალი, სამშობლო და ოჯახი ყოველთვის იყო ერთმანეთზე დაგაჯაჭვული და ამ ჯაჭვის თუნდაც ერთი რგოლის ჩაშლით იშლებოდა ყველაფერი, ინგრეოდა ბედნიერება, უფასურდებოდა და ნადგურდებოდა ნებისმიერი ადამიანური კეთილდღეობები.

ამ ფილმში არაფერია ნათქვამი უფლის სიყვარულსა და მართლმადიდებლურ სარწმუნოებაზე, მაგრამ თითქოს მაინც არ მცირდება ,,ფესვების'' სიდიდე, ერთი მიზეზის გამო, ყველამ ვიცით ფილმი რა პერიოდშიც არის გადაღებული, მაშინდელ მთავრობას სულაც არ აწყობდა წინა პლანზე სარწმუნოების წამოწევა, ასეთ შემთხვევაში უმოწყალოდ გაანადგურებდნენ და ვერანაირი ხერხებით ფილმი ჩვენამდე ვერ მოაღწევდა. არადა უზომოდ იყო საჭირო ძილმორეული თვლემიდან ჩვენს გამოსაფხიზლებლად.

ყველაზე უმთავრესი და ფილმის დედააზრი კი შეგონებაშია ,,ხის სიმაღლე მიწის ზემოდან კი არ იზომება, არამედ ფესვებიდან'' უფალმა დაგვიფაროს რომ დავივიწყოთ ვინა ვართ და საიდან მოვდივართ.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. 2kiss.gif

პოსტის ავტორი: nuciko-22 თარიღი: Nov 22 2007, 01:35 AM

ციტატა(Zeskvi_ucha @ Feb 21 2007, 01:23 AM) *

უი არავინ არ აფიქსირებს თავის აზრს?

არ გიყვართ ფილმი ფესვები?smile.gif

არაჩვეულებრივი ფილმია...ცრემლების გარეშე ვერასოდეს ვნახე...ბევრჯერ მაქვს ნანახი და კიდევ ბევრჯერ შემიძლია ვნახო smile.gif

პოსტის ავტორი: laziale თარიღი: Feb 7 2008, 04:08 PM

საკმაოდ "ცუდი" მონაცემებია ჩემი აზრით.. 90% მაინც დაბრუნდება

პოსტის ავტორი: xatuna თარიღი: Feb 7 2008, 04:13 PM

ვგიჯდები ამ ფილმზე ძალიან მიყვარს smile.gif და სულ ვტირივარ ხოლმე sad.gif(( უცხოეთში წასული ჩვენი თანამემამულეების 80% აღარ ბრუნდება საქართველოში.. იქ მრავლდებიან და მათმა შვილებმა ქართულიც არ იციან.. ჩემი დაქალი საფრანგეთშია და ტყუპები ყავს ბავშვები ძლივს ლაპარაკობენ ქართულად ფრანგული8 აქცენტით... სამწუხაროა, მაგრამ იქ ყველანაირი პირობები აქვთ და უკეთ გრძნობენ თავს..

პოსტის ავტორი: aia თარიღი: Feb 7 2008, 07:49 PM

ციტატა(marine @ Feb 22 2007, 03:25 PM) *

მეც ძალიან მიყვარს და არ შემიძლია მისი ყურება ცრემლების გარეშე (განსაკუთრებით ფილმის დასასრულისას..)

მეც გეთანხმები.
მაგ კინოზე ისიც მაქვს გაგებული, რომ ვისაც მაგ კინოს ნახვისას ცრემლი წამოუვა, ის არის ეროვნებით ნამდვილი ქართველიო. 2kiss.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Feb 7 2008, 08:23 PM

მეც მიყვარს და როცა სევდა მომეძალება, ნოსტალგია მიპყრობს, ჩავირთავ ხოლმე ფილმს და ვტირი მერე.
აბა ისე ვერ ვტირივარ და ... biggrin.gif

მაგარი ფილმია. სულ მინდა ავიღო პასტა და ფურცელი და ფრაზები ამოვიწერო.
ვერ მოვახერხე ერთი.

პოსტის ავტორი: mariam_andria თარიღი: Feb 7 2008, 08:29 PM

ძალიან ძლიერი ფილმია, მხოლოდ ქართველი რომ გადაიღებდა ისეთი. რატომღაც მგონია, რომ მხოლოდ მადლიან ქართულ მიწას შეუძლია ყივილი. იმიტომაცაა სისხლით გაპოხილ-განოყიერებული.

პოსტის ავტორი: monatrebuli fee თარიღი: Feb 9 2008, 05:58 AM

ასეთი განუმეორებელი ფილმი აღარასდროს შეიქმნება...
იმდენად არაჩვეულებრივადაა გადმოცემული ეს ტკივილი, რასაც ნოსტაგია ქვია,ფილმში რომ საქართველოში მყოფსაც კი აატირებს და აქ გადმოხვეწილ ქართველობას კი დასერილ გულს უფრო უსერავს ...
მე ამ ფილმის მარტო ყურება არ შემიძლია და თანაც გარკვეულ წილად შიში მაქვს რომ ამ გულის აუტანელ ტკივილს, სულის შემხუთველ მონატრების გრძნობას ისევ დამიბრუნებს...

პოსტის ავტორი: tako-tako თარიღი: Feb 10 2008, 02:41 AM

xis simagle micis zevidan kiar izomeba aramed pesvebidan......................................... aq vin xart smile.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Feb 10 2008, 02:44 AM

tako-tako
აქ მე ვარ. ვინმე კონკრეტულს ეძებ? biggrin.gif

პოსტის ავტორი: sandro40 თარიღი: Feb 10 2008, 03:04 AM

ციტატა(Zeskvi_ucha @ Feb 21 2007, 01:23 AM) *

უი არავინ არ აფიქსირებს თავის აზრს?

არ გიყვართ ფილმი ფესვები?smile.gif

მე არა smile.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Feb 10 2008, 03:06 AM

sandro40
რატომ არა?..

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Feb 10 2008, 03:08 AM

sandro40

ციტატა
მე არა

ისა ეს პირველი კითხვის პასუხია თუ მეორესი? laugh.gif tongue.gif

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Feb 22 2008, 02:07 AM

ეჰ ეხა გამოკითხვას ვუყურებდი და მართლა ჩემი აზრით შოკისმომგვრელი შედეგია თუმცა ალბად რეალური.sad.gif

აუ მარა არ მინდა რო დავიჯერო რომ ეს ესეა...sad.gif

პოსტის ავტორი: rcmena თარიღი: Feb 22 2008, 11:38 PM

ძალიან ძლიერი ფილმია..... უღრმესი მადლობა რომ მოგვაწოდეთ......
საქართველო ყველა ნამდვილი ქართველის სატკივარი და სიხარულია..... ყოველთვის საქართველოს ფანატიკოსს და უდიდეს პატრიოტს ვერასოდეს წარმომედგინა თუ როგორ ძლებდნენ ქართველები საზღვაგარეთ, ეს ჩემთვის ყველასე მიუღებელი რამ იყო, მე ვიძახდი რომ არასოდეს არ დავტოვებდი ჩემს სამშობლოს.... მაგრამ როგორც თქმულა "არასოდეს თქვა არასოდეს"
4 წელია სამშობლოდან წამოსული ვარ და ყოველი აქ გატარებული დღე ჩემთვის დაკარგულია, მიუხედავად იმისა რომ აქ ოჯახთან ერთად ვარ, მაინც მაკლია ყველა და ყველაფერი, მაკლია ჩემი სიონი, ჩემი მთაწმინდა, ნარიყალა, მოკლედ მთელი ჩემი თბილისი.... cray.gif
რაც შეეხება ბავშვების ქართულად აღსრდას.
რათქმაუნდა ეს მშობელზეა დამოკიდებული, ჩემი პატარა 4 წლისაა და ქართულად გამართულად საუბრობს, ვფიქრობ ჩემი სამშობლოს სიყვარული მასზე გადავიდა, ყოველ დღე მეხვეწება რომ საქართველოში წავიდეთ. ჩემი მეუღლეც, მიუხედავად იმისა რომ უკვე 14 წელიწადია აქაა, მხარს მიბავს რომ უკან აუცილებლად დავბრუნდებით.
ძალიან მიყვარხართ ქართველებო ჩემო დებო და ძმებო, ძალიან მენატრები საქართველოვ.... cray.gif user.gif

პ.ს საკმაოდ შემომაწვა ნოსტალგია და წერას ვეღარ ვაგრძელებ
cray.gif cray.gif cray.gif

პოსტის ავტორი: sable თარიღი: Mar 4 2008, 05:54 PM

ფესვები მართლა შთამბეჭდავი ფილმია ორი აზრი არ არის მაგაზე.

მართლაც გენიალური რამაა, უკეთესია ის პრობლემა რომ ამ იყოს რაც იქაა

გადმოცემული თუმცა სიტუაცია სხვაგვარია...სამწუხაროდ

პოსტის ავტორი: PUrpLE თარიღი: Mar 27 2008, 01:15 PM

90% კარგი იქნებოდა

პოსტის ავტორი: lamara თარიღი: Mar 27 2008, 03:32 PM

rcmena

ციტატა
ძალიან ძლიერი ფილმია..... უღრმესი მადლობა რომ მოგვაწოდეთ......
საქართველო ყველა ნამდვილი ქართველის სატკივარი და სიხარულია..... ყოველთვის საქართველოს ფანატიკოსს და უდიდეს პატრიოტს ვერასოდეს წარმომედგინა თუ როგორ ძლებდნენ ქართველები საზღვაგარეთ, ეს ჩემთვის ყველასე მიუღებელი რამ იყო, მე ვიძახდი რომ არასოდეს არ დავტოვებდი ჩემს სამშობლოს.... მაგრამ როგორც თქმულა "არასოდეს თქვა არასოდეს"
4 წელია სამშობლოდან წამოსული ვარ და ყოველი აქ გატარებული დღე ჩემთვის დაკარგულია, მიუხედავად იმისა რომ აქ ოჯახთან ერთად ვარ, მაინც მაკლია ყველა და ყველაფერი, მაკლია ჩემი სიონი, ჩემი მთაწმინდა, ნარიყალა, მოკლედ მთელი ჩემი თბილისი....
რაც შეეხება ბავშვების ქართულად აღსრდას.
რათქმაუნდა ეს მშობელზეა დამოკიდებული, ჩემი პატარა 4 წლისაა და ქართულად გამართულად საუბრობს, ვფიქრობ ჩემი სამშობლოს სიყვარული მასზე გადავიდა, ყოველ დღე მეხვეწება რომ საქართველოში წავიდეთ. ჩემი მეუღლეც, მიუხედავად იმისა რომ უკვე 14 წელიწადია აქაა, მხარს მიბავს რომ უკან აუცილებლად დავბრუნდებით.
ძალიან მიყვარხართ ქართველებო ჩემო დებო და ძმებო, ძალიან მენატრები საქართველოვ....

პ.ს საკმაოდ შემომაწვა ნოსტალგია და წერას ვეღარ ვაგრძელებ
რა თქმა უნდა, უნდა დაბრუნდეთ სამშობლოში და რაც შეიძლება მალე, სხვაგვარად არ შეიძლება, თქვენისთანა კარგი ქართველები საქართველოს ძალიან სჭირდებით, თანაც, როგორც გავიგე უწმინდესის კურთხევაა 2012 წლამდე ყველა ქართელი დაბრუნდეს საქართველოშიო. გისურვებთ მალე აგხდენოდეთ ეს ოცნებად ქცეული სურვილი.
2kiss.gif

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Jul 15 2008, 11:22 PM

ეჰ სამწუხაროთ გამოკითხვა ისევ გულისგამხეთქავად გამოიყურება. sad.gif

პოსტის ავტორი: fatmani თარიღი: Dec 28 2008, 02:57 AM

ციტატა(უჩა @ Jul 16 2008, 12:22 AM) *

ეჰ სამწუხაროთ გამოკითხვა ისევ გულისგამხეთქავად გამოიყურება. sad.gif

ცხადია. უკვე ვითავისებთ, რომ ამ ფილმის გამართლება ვართ (ჯანდიერის და დოდოს გმირის მომენტს ვგულისხმობ).
ამ ფილმზე ვტიროდი, ახლა უფრო ვტირი.

ყოველ მომენტზე. ენა მნიშვნელოვანია, მარა ქართული გარემოც.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Dec 28 2008, 04:14 AM

საქმე დგას ახლა ასე ჩემი აზრით, პირველი ვაწვებით იდეას რომ "ვადა იწურება 3 წელიწადში" და როგორც თქვენს პატრიარქს მიაწერენ ამის თქმას, რომ 2012 წელიწადს ყველა უნდა დაბრუნდესო... რაა ამაში ცუდი? ჩემი აზრით არც არაფერი, რომ არა ის პატრიარქს მგონი ეს არსად არ უთქვამს, და თუ თქვა აშკარად მისი პირადი ინიციატივაა და არა რაიმე ლოცვა-კურთხევა, რადგან იდეაში შეუძლებელია ეს რომ მოხდეს და უნდა შევეგუოთ რომ არც მოხდება, ჩემი აზრით, ყველა ერს ყავს თავისი ემიგრაცია, ებრაელები და სომხები არაა გამონაკლისი, არამედ ესპანელებს, იტალიელებს, რუსებს, ეგვიპტელებს, სირიელებს, ინდოელებს, პაკისტანელებს ( ჩემი მეზობლები ჩამოვთვალე biggrin.gif) , ე.ი. დადგა სამწუხაროდ ის დრო რომ მტკივნეული გადინება მოხდა საქართველოდან, სამწუხარო იმიტომ რომ გადინება მოხდა მასიური და უკონტროლო, შედეგად მივიღეთ არაერთიანი, დაშლილი, კრიმინალური და ამორალური ემიგრაცია... ერთერთმა ბერძენმა ჩემგან რომ გაიგო რაღაც შტრიხები ჩვენი და ჩვენი ეკლესიის ისტორიისა, გაოცებულმა მითხრა, მე თქვენ ბოშების დონის მეგონეთ, ისეთი ქართველობაა ჩვენთანო... შეიძლება ცოტა გადააჭარბა კიდეც ( თუმცა მსგავსი თავადვე ვნახე ბევრ ქვეყანაში), მაგრამ ფაქტია ემიგრაციული ერთიანობა ჩვენგან შორსაა ( არც ქვეყანაში ვართ ერთიანები და იმიტომაც ალბათ), სამაგიეროდ მიდის ერთამანეთის ჭამა და ერთმანეთზე ფულების კეთება, ერთმანეთზე სამსახურის მიყიდვა და ა.შ. ეს სამარცხვინოა... ახლა ვფიქრობ რომ შეცდომაა და სირაქლემას პოზიცია, ამას დავუპირისპირდეთ იმით, რომ ვინც არ წახვალთ სამშობლოს ღალატობთ ან დედა მიატოვეთ ან 3 წელი გაქვთ ვადა და ა.შ. ეს სისულელეებია მეტი თუ არა, ამით ჩვენ იმ ხალხს,ვინც ასიანი იცის რომ 3 კი არა 20 წელი ვერ გადაცხოვრდება საქართველოში და ბევრია ესეთი, უმრავლესობა თუ არა, მაშინ ჩვენ ამ ხალხს სამშობლოს დამაკავშირებელ ბოლო კარსაც-ეკლესიაც ვურაზავთ!
რათქმაუნდა მაქსიმალურად უნდა მოხდეს მასიურად წასული ემიგრაციის დაბრუნება, მაგრამ გარდაუვალია, ისიც რომ მილიონ ნახევარი გასულიდან ( სულ ცოტა) ნახევარი მილიონიდან- რვაასიათასამდე მაინც დარჩება უცხოეთში, ეს 800,000 ხვალ მილიონი იქნება და ზეგ 2 მილიონი, აი ამ ციფრებს, ამ ქართველებს უნდა გავუფრთხილდეთ, მოღალატეები კი არა გმირები უნდა ვუწოდოთ, იმიტომ რომ წელებზე ფეხებს იდგამენ და სამ-ოთხ ოჯახს არჩენენ და სიმწრის ოფლში ცურავენ, ხშირად დამცირებულები და უუფლებოები, უნდა მოხდეს ისეც რომ ამ ხალხში მოხდეს აღორძინება ჩვენი რწმენისა, მოხდეს საკვირაო სკოლების გახსნა, რომ პირველივე ან მეორე თაობაში მამა პარიზში წაგიღო-ქართულით არ დაიწყონ ლაპარაკი ( რაც ასე ხშირად მინახავს ლამის ყველგან sad.gif ), რაც შეეხება ფილმს მაგარია და ერთგვარი წინასწარმეტყველებაც გამოდგა იმ პრობლემებისა რაც შემდეგ წარმოიშვა...
მე ასე ვფიქრობ; მოჟეტ ვცდები, რა ვიცი...
იხარეთ;
კაიროსი!

პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: Dec 29 2008, 07:35 PM

ციტატა(KAIROS @ Dec 28 2008, 03:14 AM) *

smile.gifყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა , რომ ხშირად ობიექტურია ამ კაცის მსჯელობები,გაიხარე,კაიროს!

პოსტის ავტორი: ანნო თარიღი: Jun 24 2009, 04:45 PM

ციტატა
როგორც გავიგე უწმინდესის კურთხევაა 2012 წლამდე ყველა ქართელი დაბრუნდეს საქართველოშიო.

ეს ვინ თქვა?ნამდვილად ესეაა??? huh.gif ძალიან დამაინტერესა ამ საკითხმა,პირველად მესმის...

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Sep 21 2009, 09:58 PM

აი რაღაც ვიდეოები ამოვჭერი ამ ფიმიდან და ავტვირთე აი თქვენც ნახეთ. smile.gif

ამ ფილმში ყველაზე ძალიან მიყვარს ეს მომენტი. smile.gif

http://www.youtube.com/watch?v=dORhWzVvHzQ

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Sep 21 2009, 10:01 PM

როცა ვნახულობ, სულ ვტირი...

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Sep 21 2009, 10:07 PM

და რათქმაუნდა ეს ბოლო მომენტი. smile.gif

http://www.youtube.com/watch?v=GvoLOt3DkIc

ესეც სხვა ნაწყვეტები

http://www.youtube.com/watch?v=T8WTuxR_RlU

http://www.youtube.com/watch?v=ukoH7OMjXJI

http://www.youtube.com/watch?v=PUOpj2RAnkQ

http://www.youtube.com/watch?v=T8WTuxR_RlU

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)