თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულენი _ და გვენატრება სიტყვაც ქართული...

პოსტის ავტორი: Qeti თარიღი: Jun 15 2007, 07:12 PM

ამ თემის გახსნა რამოდენიმე მიზეზის გამო გადავწყვიტე smile.gif.
ვფიქრობ საინტერესოცაა...
მე მაქვს ამის პრობლემა და მაინტერესებს სხვისი აზრიც, უმეტესწილად იმ ადამიანების ვინც გარკვეული პერიოდი საქართველოდანაა წასული.
ალბათ დამეთანხმებით გარემო უდიდეს გავლენას ახდენს ადამიანზე, როდესაც სრულიად უცხო გარემოში ხვდები ალბათ არის რაღაც ნიუანსები რაც გარკვეულ გალენას ახდენს ჩვენზე,განსაკუთრებით ყოველდღიურობა და ჩვევები, თუნდაც საუბარი, ქართულად საუბარი.
მაინტერესებს რამდენად სრულყოფილად ინარჩუნებთ ქართული საუბრის მანერას, პირადი გამოცდილებიდან ეს არც ისე ადვილი აღმოჩნდა,sad.gif

პოსტის ავტორი: makuna7474 თარიღი: Jun 15 2007, 07:49 PM

შეიძლება სხვის მაგივრად დავპოსტო? smile.gif

ბევრს აქვს ეს პრობლემა, მათ შორის შოთკასაც, ჩვენ ფორუმელს, ხანდახან აზრის გაგებაც კი მიჭირს ხოლმე, ისე ამახინჯებს ქართულ სიტყვებს. sad.gif
ძალიან მწყდება გული ბავშვებო თქვენზე, საშინელებაა როცა ქართველი ქართულად კარგად ვეღარ მეტყველებს. ამის ერთადერთი გამოსავალია ცოტა ხშირად ჩამოხვიდეთ ხოლმე საქართველოში. smile.gif

ქეთუშა გული მწყდება ამ ზაფხულს რო ვერ მოდიხარ sad.gif sad.gif 2kiss.gif

კიდე ჩემ მამიდაშვილებზე შემიძლია იგივეს თქმა, უკვე 6 წელია ერთი შვედეთში ცხოვრობს მეორე საფრანგეთში და ქართულად ლაპარაკი საკმაოდ უჭირთ. რამდენიმე დღის წინ მეუბნება ერთ-ერთი, ხანდახან ქართული ასოებით ვწერ შვედურ სიტყვებსო user.gif ქართულად ზალიან მიჭირს წერა და აღარ ვიცი რა ვქნაო sad.gif ძალიან პატარა იყო რო წავიდა და ჯერ სკოლაში, შემდეგ კოლეჯში იქ სწავლობდა და... sad.gif ეტყობა მაგის გავლენაა sad.gif sad.gif



კიდე ბიძაშვილები მყავს, რომლებმაც სიტყვაც არ იციან ქართულად sad.gif ამ თემას ნაკლებად ეხება, მაგრამ მაინც ვწერ იმიტო რო ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეულია... sad.gif
საშინლად მწყდება გული, როდესაც ქართველს ქართულად სიტყვის თქმაც კი არ შეუძლია sad.gif თუმცა ამ შემთხვევაში ბიძაჩემია დამნაშავე, ბავშვებისთვის არ უნდა ესწავლებინა მშობლიური ენა? mad.gif unsure.gif unsure.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jun 15 2007, 08:35 PM

Qeti
კარგი თემა გაგიხსნია 2kiss.gif

სიმართლე გითხრათ დღეს ქართულის პრობლემა აღარ მაქვს, მარა ერთი პერიოდი მეც კი, ამხელა ადამიანმა ავურიე. ანუ ახალი ჩამოსული ვიყავი და გერმანულის გაგებაში არ ვიყავი, იდეაში ინგლისურად უნდა მესწავლა და ეგრეც იყო, მარა სამსახური, მეგობრები ყველგან გერმანული მესმოდა და ფაქტიურად ორ ენას ერთდროულად ვსწავლობდი. თან ისიც დავამატოთ რომ ინტერნეტი არ მქონდა და ქართველი ხმისგამცემიც არავინ მყავდა, ოჯახს ვურეკავდი ხოლმე და ის 10-15 წუთი არც არაფერი იყო.
მერე რაღაც დრო გავიდა და ყველაფერი ტვინში თავის ადგილას დაჯდა smile.gif თან ამდენს ვლაქლაქებ ამ ინტერნეტში და რა დამავიწყებს გამართულ ქართულს laugh.gif laugh.gif

makuna7474
როცა ბავშვებმა ქართული არ იციან, ეგ მართლა მშობლის ბრალია. მაგრამ ძირითადად მე ვისაც ვიცნობ ყველა მშობელი ცდილობს თავის პატარას ორივე ენა ასწავლოს.

პოსტის ავტორი: ბექა.შუხოშვილი† თარიღი: Jun 15 2007, 08:58 PM

მე ჩემს მაგალითზე დავწერ 3 კვირით მომიწია საბერძნეთში წასვლა და მერე ამდენი ხნით თურქეთში და ჯოჯოხეთი იყო ნამდვილი არსაიდან ქართული რო არ გესმის ჯგუფს მოსცილდები და 180 გრადუსით სუ უცხო ენა უცხო გარემო და ნამდვილი ტანჯვა იყო საბერძნეთი კიდე ხო მარა თურქეთი სუფთა წამება იყო როგორია დილით ვიღაც ჭუჭყიანი მოლა გადმოდგება და პატიფონით რაღაცეებს ღრიალებს ყველაზე საშინელი დღეები ჩემს სიცოცხლეში sad.gif და მაგის მერე დავრწმუნდი კიდევ იმაში თუ რა ძნელია სხვა აღმსარებლობის ქვეყანაში რომ ცხოვრობ მაგაზე საშინელი არაფერია sad.gif და საქართველოს საზღვარზე რომ გადმოვედი ლამის მიწას ვაკოცე ისე ვიყავი sad.gif და თან ნათლია რომ მყავს გერმანიაში მისგანაც ვიცი თუ რა ძნელია უცხოე ქვეყანაში 13 წელია უკვე იქაა sad.gif ასე რომ უფალმა გაგაძლიეროთ ყველა საზღვარგარეთ მყოფნი ყველანი მაგრად მიყვარხართ :*

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jun 15 2007, 09:03 PM

ბექა.შუხოშვილი†
მადლობა 2kiss.gif
მიწის კოცნაზე გამახსენდა, ადრე თბილისში მეც მინახია, ვიღაც ჩამოსულა და აი ფეხშველამ გაიარა ან მიწას აკოცა ქართულსო. ხოდა რავიცი საერთოდ თავშეკავებული ადამიანი ვარ და ზედმეტობად მეგონა smile.gif
მარა დამიჯერეთ რო ჩამოვედი საქართველოში, მეც ისეთი დიდი სურვილი მქონდა ფეხშველას გამეარა, ისევ ჩემი თავშეკავებულობა თორე ვიყავი მაგის ჩამდენი laugh.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: მამფალი თარიღი: Jun 15 2007, 09:25 PM

ვინ რამდენი ხანია რაც წაულია?

პოსტის ავტორი: Qeti თარიღი: Jun 15 2007, 09:26 PM

ციტატა(k@the @ Jun 15 2007, 01:03 PM) *

ბექა.შუხოშვილი†
მადლობა 2kiss.gif
მიწის კოცნაზე გამახსენდა, ადრე თბილისში მეც მინახია, ვიღაც ჩამოსულა და აი ფეხშველამ გაიარა ან მიწას აკოცა ქართულსო. ხოდა რავიცი საერთოდ თავშეკავებული ადამიანი ვარ და ზედმეტობად მეგონა smile.gif
მარა დამიჯერეთ რო ჩამოვედი საქართველოში, მეც ისეთი დიდი სურვილი მქონდა ფეხშველას გამეარა, ისევ ჩემი თავშეკავებულობა თორე ვიყავი მაგის ჩამდენი laugh.gif laugh.gif

ხო ამაში გეთანხმები, მართლა ზედმეტად მიმაჩნია უბრალოდ ამით რაღაცის აფიშირებას ახდენენ და არ მიყვარს როცა ადამინი თამაშობს. ისე ვიცი რომ ჩამოდიხარ თვითმფრინავიდან ძალიან ღრმად და ხარბად სუნთქავ და უბრალოდ გრძნობ შინაგანად!

პოსტის ავტორი: მანანა თარიღი: Jun 15 2007, 09:29 PM

ციტატა(Qeti @ Jun 15 2007, 07:12 PM) *

მაინტერესებს რამდენად სრულყოფილად ინარჩუნებთ ქართული საუბრის მანერას, პირადი გამოცდილებიდან ეს არც ისე ადვილი აღმოჩნდაsad.gif


ნამდვილად არაა ადვილი. ამჩნევ, როგორ გიღარიბდება სიტყვათა მარაგი, ვერ იხსენებ ზოგიერთ ქართულ სიტყვას და ა.შ. ეს სამწუხაროდ ის პროცესებია, რომლებსაც უცხოეთში დიდი ხნით ყოფნისას გვერდს ვერ აუვლი. ამის წამალია ქართული ლიტერატურის კითხვა ან თუნდაც ქართული ფილმების ნახვა, რისთვისაც სამწუხაროდ დრო აღარ გვრჩება ხშირად . უცხოეთში მცხოვრები ქართველების მეტყველებაში ძალიან არ მომწონს ერთი რამ: ქართულში უცხოური სიტყვების პირდაპირ გადმოტანა, მაგალითად იტალიაში მცხოვრებ ქართველთაგან სადგურის ნაცვლად ხშირად გაიგონებთ სტაციონეს: "სტაციონეზე მივდივარ". გერმანიაში "სტაციონეს" "ბანჰოფი" ენაცვლება და ვინ მოთვლის, რამდენი ასეთი სიტყვა შემოიჭრება ჩვენს ისედაც გაღარიბებულ მეტყველებაში და გვიმახინჯებს მას. ერთი რომ იტყვის, მეორე ხომ არ ჩამორჩება მას და თხა თხაზე ნაკლები მგელმა შეჭამაო-ს პრინციპით, ელვისებური სისწრაფით ხდება ამგვარი "ნეოლოგიზმების" ათვისება და გავრცელება. გადაგვარებაც აქედან იწყება....

პოსტის ავტორი: Qeti თარიღი: Jun 15 2007, 09:47 PM

ციტატა(მანანა @ Jun 15 2007, 01:29 PM) *

ნამდვილად არაა ადვილი. ამჩნევ, როგორ გიღარიბდება სიტყვათა მარაგი, ვერ იხსენებ ზოგიერთ ქართულ სიტყვას და ა.შ. ეს სამწუხაროდ ის პროცესებია, რომლებსაც უცხოეთში დიდი ხნით ყოფნისას გვერდს ვერ აუვლი. ამის წამალია ქართული ლიტერატურის კითხვა ან თუნდაც ქართული ფილმების ნახვა, რისთვისაც სამწუხაროდ დრო აღარ გვრჩება ხშირად . უცხოეთში მცხოვრები ქართველების მეტყველებაში ძალიან არ მომწონს ერთი რამ: ქართულში უცხოური სიტყვების პირდაპირ გადმოტანა, მაგალითად იტალიაში მცხოვრებ ქართველთაგან სადგურის ნაცვლად ხშირად გაიგონებთ სტაციონეს: "სტაციონეზე მივდივარ". გერმანიაში "სტაციონეს" "ბანჰოფი" ენაცვლება და ვინ მოთვლის, რამდენი ასეთი სიტყვა შემოიჭრება ჩვენს ისედაც გაღარიბებულ მეტყველებაში და გვიმახინჯებს მას. ერთი რომ იტყვის, მეორე ხომ არ ჩამორჩება მას და თხა თხაზე ნაკლები მგელმა შეჭამაო-ს პრინციპით, ელვისებური სისწრაფით ხდება ამგვარი "ნეოლოგიზმების" ათვისება და გავრცელება. გადაგვარებაც აქედან იწყება....

ასეა, მეც მაღიზანებს როდესაც რაღაცის თქმა მინდა და გაურკვეველი სიტყვების კომბინაციას ვამბობ, აზრის გამოთქმა რომ მინდა უნდა დავფიქრდე და მხოლოდ იმ შემთხვევაში ვამბობ გასაგებად! და ისიც მაღიზიანებს სხვადასხვა სიტყვები რომ გადმოაქვთ, მაგრამ ეს უნებლიედ ხდება, ძალიან რთულია იცით? მთელი დღეები, 24 საათის მანძილზე გესმის ერთი და იგივე და მომენტ 3 დღეში ერთხელ რომ ქართულად დაილაპარაკებ აშკარად რთულია თავი შეიკავო.

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jun 15 2007, 09:52 PM

Qeti
yes.gif yes.gif ეგრეა.
ანუ როცა სწრაფად გინდა რაღაცის ქართულად თქმა, თავში პირველად უცხო სიტყვა მოგდის, რაც შენს ტვინში აქტიურია. მეც არ მომწონს ეგ sad.gif

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Jun 15 2007, 11:54 PM

ნეოლოგიზმები უკვე თბილისშიც ოხრად გვაქვს sad.gif "დამამისთქოლებინე", "წავლეთსგოვდეთ", "ავსთენდაფდეთ" და ა.შ. ვეიქში ხშირად გაიგებთ ასეთ ბარბარიზმებს sad.gif
უბრალოდ ეგ სხვადასხვა მიზეზით ხდება. თუ ემიგრანტები იმიტო იშველიებენ უცხო სიტყვებს რომ მათ ისინი უფრო ხშირად ესმით და საჭიროების შემთხვევაში პირველი ის სიტყვა ამოუტივტივდებათ ხოლმე, აქ მყოფები ამას სხვა განხრახვით აკეთებენ და ესაა შემაშფოთებელი. "ტიპობენ" რო იტყვიან რა !!! sad.gif

ეეეეეეეჰ, ადამიანს რო მშობლიური ენა გავიწყდება იმაზე საშინელი რა არის sad.gif ეხლა ვხვდები და უფრო ვრწმუნდები რო ფესვები გენიალური ფილმია!!! მართლა ყველაფერია აღწერილი...



პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 15 2007, 11:56 PM

იკითხეთ ქართული ჟურნალები, ლიტერატურა, ან თუნდაც ინტერნეტში მოიძიეთ და ეცადეთ არ დაივიწყოთ მშობლიური ენა....


პოსტის ავტორი: მანანა თარიღი: Jun 16 2007, 12:45 AM

ციტატა(თათი87 @ Jun 15 2007, 11:54 PM) *

ნეოლოგიზმები უკვე თბილისშიც ოხრად გვაქვს sad.gif "დამამისთქოლებინე", "წავლეთსგოვდეთ", "ავსთენდაფდეთ" და ა.შ. ვეიქში ხშირად გაიგებთ ასეთ ბარბარიზმებს sad.gif


რას არ გაიგებს კაცი.... ეს ნამდვილად არ ვიცოდი, ბევრად უფრო სავალალოდ ყოფილა საქმე .....
ერთი ეს მომითარგმნეთ, ვერ ჩავწვდი : "დამამისთქოლებინე"

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Jun 16 2007, 12:57 AM

მანანა
"დამამისთქოლებინე" ანუ ზარი გამაშვებინე laugh.gif


სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს sad.gif

პოსტის ავტორი: gogola თარიღი: Jun 16 2007, 01:17 AM

გამარჯობათ
როგორ ხართ?

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jun 16 2007, 01:24 AM

gogola
გაგიმარჯოს! smile.gif
გაგვეცანი ცოტა. საქართველოში ხარ?

პოსტის ავტორი: gogola თარიღი: Jun 16 2007, 01:54 AM

k@the

კი ეხლა უკვე საქართველოსი ვარ smile.gif ერთი კვირაა რაც ჩამოვედი, 3 წელი ვცხოვრობდი ლონდონსი smile.gif

იცი რა მაინტერესებს smile.gif ესე მუქად როგორ წერტ სახელებს? smile.gif

პოსტის ავტორი: Qeti თარიღი: Jun 16 2007, 01:56 AM

ციტატა(gogola @ Jun 15 2007, 05:17 PM) *

გამარჯობათ
როგორ ხართ?

გოგოლა IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: gogola თარიღი: Jun 16 2007, 01:58 AM

Qeti

ვაიმე დიდი მადლობა ასეტი თპილი სეხვედრისთვის smile.gif

პოსტის ავტორი: Qeti თარიღი: Jun 16 2007, 02:00 AM

ციტატა(d.p @ Jun 15 2007, 03:53 PM) *

ვაახ ჩემი - ვეიკელი მათემატიკოს/დეიტა ანალისტი! ვეიკში თუ 2 ფიზ/მატ მეცნიერებათა მომავალი დოქტორი იქნებოდა არ მეგონა... ვის იცნობ ვეიკში ვაბშე რაადგილას ცხოვრობ დაიკო ლოოოლ უბნელი ყოფილხარ biggrin.gif

mad.gif mad.gif mad.gif შენ რომ ტემა არ გააოფო არ შეგიძლია არაა blink.gif

ციტატა(gogola @ Jun 15 2007, 05:58 PM) *

Qeti

ვაიმე დიდი მადლობა ასეტი თპილი სეხვედრისთვის smile.gif

wub.gif რის მადლობა მოგვიშინაურდი, 2kiss.gif 2kiss.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jun 16 2007, 02:11 AM

gogola
მუქად იმიტო იწერება რომ მაუსს ვაკლიკებ მაგალითად შენ სახელზე, სურათის ზემოთ რომ ჩანს.
ისე შეგიძლია პოსტის დაწერის შემდეგ დააჭირო გადახედვა-ს და მერე იქ გამოჩნდება ვორდის ფანჯარა თუ გინახია იმის მსგავსი ღილაკები, ხოდა მონიშნავ მაუსით იმ ტექსტს რისი გამუქებაც გინდა და B ასოს დააჭერ, ხოდა ჩასვავს მერე გამუქებულად გამოხმაურებ-ის დაჭერის მერე.

პოსტის ავტორი: gogola თარიღი: Jun 16 2007, 02:12 AM

აუცილებლად შემოგიშინაურდებით smile.gif

ეგეტ ლამაზ სმაილებს როგორ წერთ?

k@the
დიდი მადლობა
აგერ გამომივიდა უკვე smile.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jun 16 2007, 02:21 AM

gogola
არაფრის. ყოჩაღ! smile.gif
ხო სმაილიკები, ისევე პოსტის გამოხმაურებამდე, ისევ 'გადახედვას' თუ დააჭერ, მარცხენა ველში დაინახავ სმაილიკებს და მათ ქვეშ წარწერაა 'ყველა სმაილიკი', დააჭერ მაგ ლინკს და გამოგიგდებს პატარა ფანჯარას ყველა სმაილიკით რაც ფორუმს აქვს, ხოდა იქ რომელ სმაილიკსაც გინდა დაუკლიკებ მაუსს და ავტომატურად ჩასვავს შენი ტექსტის ველში. გამოქვეყნების მერე კარგად დაინახავ smile.gif ეგეც სცადე აბა.

პოსტის ავტორი: Qeti თარიღი: Jun 16 2007, 02:27 AM

http://smile.yes.ge/?page=1

აი კიდე, აქ შეხვალთ და სმაილზე დააწკაპე, მერე დაბლა მოგცემთ ლინქს და გადმოაკოპირებთ აქეთ.

პოსტის ავტორი: gogola თარიღი: Jun 16 2007, 02:39 AM

k@the
აქ ყველა იცნობთ ერტმანეთს?

პოსტის ავტორი: Qeti თარიღი: Jun 16 2007, 03:01 AM

ციტატა(gogola @ Jun 15 2007, 06:39 PM) *

k@the
აქ ყველა იცნობთ ერტმანეთს?

არაა რეალში არავინ sad.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jun 16 2007, 03:08 AM

Qeti
ოდესმე შევხვდებით 2kiss.gif დედამიწა პატარაა smile.gif)
იქნება თბილისში, მომავალ წელს? wink.gif

პოსტის ავტორი: Qeti თარიღი: Jun 16 2007, 03:13 AM

ციტატა(k@the @ Jun 15 2007, 07:08 PM) *

Qeti
ოდესმე შევხვდებით 2kiss.gif დედამიწა პატარაა smile.gif)
იქნება თბილისში, მომავალ წელს? wink.gif

აუცილებლად შევხვდებით, 2kiss.gif


პოსტის ავტორი: d.p თარიღი: Jun 16 2007, 03:33 AM

მოკლედ მართალია ტეხავს ოფფები : კაროჩე მე მაგის პრობლემა არ მაქ ცვეტში ვამბობ რო რა დავიწყება რის დავიწყება ტო ვაბშე არანაირად არ მავიწყდება ქართული ენის ბაზარი ტო იმენა ბულბულივით ვჭუკჭუკებ ქართულად....

პოსტის ავტორი: Qeti თარიღი: Jun 16 2007, 03:38 AM

ციტატა(d.p @ Jun 15 2007, 07:33 PM) *

მოკლედ მართალია ტეხავს ოფფები : კაროჩე მე მაგის პრობლემა არ მაქ ცვეტში ვამბობ რო რა დავიწყება რის დავიწყება ტო ვაბშე არანაირად არ მავიწყდება ქართული ენის ბაზარი ტო იმენა ბულბულივით ვჭუკჭუკებ ქართულად....

არადა რას იტყუება, სომხურ ქართულ ინგლისურ არგენტინულად ვინ ლაპალაკობს biggrin.gif

ციტატა
მოკლედ მართალია ტეხავს ოფფები


კი ასეა და სიმართლე გითხრათ ამ თემის გახსნის ერთერთი მიზეზი ესეცაა.
გამომიცდია და მესმის რამდენად რთულია როცა ძალიან გენატრება თუნდაც ის ქათული სითბო და ქართულად საუბარი, თუნდაც სრულიად უცხოსთან...
ამ განყოფილებაშიც ძირითადად საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი ადამიანები აქტიურობენ, უამრავი პოსტი ვნახე... თემის შინაარს არ შეესაბამება, ანუ როგორც იტყვიან off-ები, უბრალოდ ვხვდები რომ თვითოეულ პოსტში მონატრება და სითბო იგრძნობა, არ მინდა გამდმებით ვშალო პოსტები და თანაც თემის დამახინჯებაც არ იქნება, ამიტომ აქეთ ვწეროთ და ვისაუბროდ, ხომ გვენატრება სიტყვაც ქართული...

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jun 16 2007, 01:15 PM

ციტატა
თემის შინაარს არ შეესაბამება, ანუ როგორც იტყვიან off-ები, უბრალოდ ვხვდები რომ თვითოეულ პოსტში მონატრება და სითბო იგრძნობა, არ მინდა გამდმებით ვშალო პოსტები და თანაც თემის დამახინჯებაც არ იქნება, ამიტომ აქეთ ვწეროთ და ვისაუბროდ, ხომ გვენატრება სიტყვაც ქართული...



ნამდვილად არ უნდა წაიშალოს, მაგრამ თემის შინაარსაც არ უნდა გადაუხვიოთ ძალიან!

ისე კი ვისაუბროთ ბატონო smile.gif

პოსტის ავტორი: mariam1 თარიღი: Jun 17 2007, 08:12 PM

Qeti
რათქმა უნდა უცხოეთში მყოფი ქართველიბისათვის მართლაც ძნელია ქართული ენის შენარჩუნება !
4 შვილის დედა ვარ და ყველანაირად ვინარჩუნებ ქართულს , ასევე ყველა ღონეს ვხმარობ გამართული ქარულით ისაუბრონ ჩემმა შვილებმაც .(გამონაკლისის გარდა რაც ქეთის თქმისა არ იყოს გარდაუვალია ), ჩვენ კომპიუტერიზაციის ხანაში საზღვარგარეთ მყოფი ქართველები , აუცილებლად უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს მშობლიურ ენას ,თუ არა ჩვენ სხვა ვინ გაუფრთხილდება ?!
მას მერე რაც საუკუნეების წინ გადაასახლეს ქართველები ფერეიდანში და ისინი ინარჩუნებენ თავგამოდებით მშობლიურ ენას , ასევე ქართველი თურქები , ჩემის აზრით ჩვენ ამ თანამედროვე დროში ვალდებულები ვართ ქართული შევინარჩუნოთ .
თავად შენ ქეთი კარგადაგაქვს საქმე და სანერვიულოც არამგონია რაიმე გქონდეს , გარემო მართლა ახდენს გავლენას მაგრამ ჩვენ არ უნდა დავნებდეთ , რადგანაც ქართველები ცოტანი ვართ .

საფრანგეთში , სადაც ჩვენ ვცხოვრობთ ბელგიიდან გადმოვიდა ქართველი ოჯახი მათი ბიჭი ქარულად კარგად საუბრობდა ეს იყო 3–4 წლის წინ , დღეს ქართულად არ საუბრობსო, არც თითონ და არც მისი უმცროსი ძმა . ძალიან დამწყდა გული ეს რომ გავიგე (ისინი ამ ქალაქიდან გადავიდნენ და ამიტომაც არ ვიცოდი). თუმცა , ეგ მათი ბრალი არ არის . ეს მშობლების დანაშაულია ჩემის აზრით !

პოსტის ავტორი: makuna7474 თარიღი: Jun 17 2007, 08:22 PM

ციტატა(mariam1 @ Jun 17 2007, 09:12 PM) *

Qeti
რათქმა უნდა უცხოეთში მყოფი ქართველიბისათვის მართლაც ძნელია ქართული ენის შენარჩუნება !
4 შვილის დედა ვარ და ყველანაირად ვინარჩუნებ ქართულს , ასევე ყველა ღონეს ვხმარობ გამართული ქარულით ისაუბრონ ჩემმა შვილებმაც .(გამონაკლისის გარდა რაც ქეთის თქმისა არ იყოს გარდაუვალია ), ჩვენ კომპიუტერიზაციის ხანაში

2kiss.gif
ციტატა

საზღვარგარეთ მყოფი ქართველები , აუცილებლად უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს მშობლიურ ენას ,თუ არა ჩვენ სხვა ვინ გაუფრთხილდება ?!

გაიხარე wub.gif
ციტატა

მას მერე რაც საუკუნეების წინ გადაასახლეს ქართველები ფერეიდანში და ისინი ინარჩუნებენ თავგამოდებით მშობლიურ ენას , ასევე ქართველი თურქები , ჩემის აზრით ჩვენ ამ თანამედროვე დროში ვალდებულები ვართ ქართული შევინარჩუნოთ .

რა თქმა უნდა, ასე თუ გადავარჩენთ ქართულ ენას, ქართულ სიტყვას...

ციტატა


საფრანგეთში , სადაც ჩვენ ვცხოვრობთ ბელგიიდან გადმოვიდა ქართველი ოჯახი მათი ბიჭი ქარულად კარგად საუბრობდა ეს იყო 3–4 წლის წინ , დღეს ქართულად არ საუბრობსო, არც თითონ და არც მისი უმცროსი ძმა . ძალიან დამწყდა გული ეს რომ გავიგე (ისინი ამ ქალაქიდან გადავიდნენ და ამიტომაც არ ვიცოდი). თუმცა , ეგ მათი ბრალი არ არის . ეს მშობლების დანაშაულია ჩემის აზრით !

და რატომ აღარ საუბრობს? რამე მოხდა? თუ უბრალოდ გარემოში არაა შესაბამისში?
მშობლების დანაშაულზე ნუღა იტყვი, ეს საერთოდ ცალკე საუბრის თემაა sad.gif ყველაზე მეტად ისინი უნდა იბრძოდნენ რომ "ენა არ დაუკარგონ შთამომავლობას" მაგრამ... sad.gif sad.gif

პოსტის ავტორი: mariam1 თარიღი: Jun 18 2007, 06:04 PM

ციტატა(makuna7474 @ Jun 17 2007, 08:22 PM) *

2kiss.gif

გაიხარე wub.gif

რა თქმა უნდა, ასე თუ გადავარჩენთ ქართულ ენას, ქართულ სიტყვას...
და რატომ აღარ საუბრობს? რამე მოხდა? თუ უბრალოდ გარემოში არაა შესაბამისში?
მშობლების დანაშაულზე ნუღა იტყვი, ეს საერთოდ ცალკე საუბრის თემაა sad.gif ყველაზე მეტად ისინი უნდა იბრძოდნენ რომ "ენა არ დაუკარგონ შთამომავლობას" მაგრამ... sad.gif sad.gif


რა მოხდა ისეთი ?
რათქმა უნდა არაფერი , დედამისს ის უხარია , რომ მისი შვილი ფრანგულს დაეუფლა კარგად (რაც სავსებით ნორმალურია) .
რაც შეეხება გარემოს მშობლებმა ფრანგულაი არიციან . იქ არც ქართველები არ არიან მათ გარდა .
არც ჩვენთან არიან ქართველი ბავშვები , მაგრამ ქართული წიგნები გვაქვს და კომპიუტერი ,ასევე ტელევიზია რომელიც მათაც ააქვთ .
გეთანხმები მშობლები რათქმაუნდა სხვა თემაა , მაგრამ ბავშვს თუ მშობელი არ ასწავლის მისი სამშობლოს სიყვარულს ბავშვმა რა უნდა ქნას ??? მან არც ის იცის რა არის სამშობლო , დედამისს არ ცალია რომ რაღაც წაუკითხოს სამშობლოზე და არც იმისი დრო არ ააქვს რომ საქართველო შეაყვაროს .
პ.ს. ერთერთი ქართველის მოძღვარმა საბავშვო წიგნი და ლოცვები გამოგზავნა , რომელიც მათ მისცს, იმედი გვაქვს რომ წაიკითხავსო . ეს მოძღვრის სურვილი იყო გადაეცა საჩუქრად ეგ წიგნები ქართველი ბავშვებისათვის , მას თუ არ გაუნელდა სამშობლოს სიყვარული აიღებს და წაიკითხავს .

პოსტის ავტორი: mariam1 თარიღი: Jun 18 2007, 06:16 PM

ციტატა(makuna7474 @ Jun 17 2007, 08:22 PM) *

2kiss.gif

ციტატა

მას მერე რაც საუკუნეების წინ გადაასახლეს ქართველები ფერეიდანში და ისინი ინარჩუნებენ თავგამოდებით მშობლიურ ენას , ასევე ქართველი თურქები , ჩემის აზრით ჩვენ ამ თანამედროვე დროში ვალდებულები ვართ ქართული შევინარჩუნოთ .


რა თქმა უნდა, ასე თუ გადავარჩენთ ქართულ ენას, ქართულ სიტყვას...

ფრანგულ არხზე იყო გადაცემა , ფრანგული ენა გადაშენების გზაზე ხომ არა არისო ??? და ეს ის ენაა რომელზეც მსოფლიოში 200 000 000 მილიონი ადამიანი საუბრობს დღეისათვის ... ეს ხალხი ყველაფერს აკეთებს რომ , რაც შეიძლება მეტი საუბრობდეს ფრანგულად , როგორც ინგლისურად და ესპანურად ...
და ქართულზე რამდენი საუბრობს ??? 5 000 000 (ან მეტი ან ნაკლები) , მხოლოდ სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულით უნდა შევინარჩუნოთ ენა , მამული , სარწმუნოება რომელიც ჩვენმა წინაპრებმა ღვთის მფარველობითა და უამრავი დაღვრილი სისხლის ფასად შეგვინარჩუნა ...
მგონი თემას გადავუხვიე , მაგრამ გული ძალიან მიკვდება ქართველები თქვენგან განსხვავებით საქართველოსა და ქართულს რომ ივიწყებენ და არც ადარდებთ ... sad.gif sad.gif sad.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jun 18 2007, 07:56 PM

როცა უცხო ქვეყანაში ცხოვრობს ოჯახი, არაა გასაკვირი ბავშვებს თუ თავიდან იმ ქვეყნის ენას ასწავლიან, რადგან იმ პატარა ბავშვებმა იქ უნდა ბაღში იაროს, შემდეგ სკოლაში და ა.შ.
მე მესმის იმ მშობლის და არ ვამტყუნებ, მაგრამ როცა ბავშვი უკვე ერთ ენას, ასე თუ ისე ტიტინის დონეზე ითვისებს მას პარალელურად ქართულიც უნდა ასწავლოს! აი აქაა მშობლის დანაშაული, რომ ამ სწავლებას დიდი ენერგია და ძალისხმევა სჭირდება და ხშირად, ეს ენერგია მას არ აქვს და საქმეს 'ხვალისათვის' გადადებს ხოლმე.
სანამ საქართველო არსებობს, ქართულ ენას დავიწყება არ ემუქრება! smile.gif

პოსტის ავტორი: მანანა თარიღი: Jun 19 2007, 12:40 AM

ციტატა(mariam1 @ Jun 17 2007, 08:12 PM) *

Qeti
საფრანგეთში , სადაც ჩვენ ვცხოვრობთ ბელგიიდან გადმოვიდა ქართველი ოჯახი მათი ბიჭი ქარულად კარგად საუბრობდა ეს იყო 3–4 წლის წინ , დღეს ქართულად არ საუბრობსო, არც თითონ და არც მისი უმცროსი ძმა . ძალიან დამწყდა გული ეს რომ გავიგე (ისინი ამ ქალაქიდან გადავიდნენ და ამიტომაც არ ვიცოდი). თუმცა , ეგ მათი ბრალი არ არის . ეს მშობლების დანაშაულია ჩემის აზრით !



სამწუხაროდ ხშირია ასეთი შემთხვევები, მეც შემხვედრია საზღვარგარეთ ქართული ოჯახები, სადაც ბავშვები (დედმამიშვილები) ერთმანეთს უცხო ენაზე ელაპარაკებიან, იმიტომ რომ შეჩვეულები არიან ამ ენაზე გარესამყაროსთან ურთიერთობას, ბაღში, სკოლაში, ამხანაგებთან. სახლშიც იგივე გრძელდება, მშობლებს კი არავითარი რეაქცია არ აქვთ ამაზე. კი არ უშლიან, პირიქით, თვითონაც ხელს უწყობენ. თავს კი იმით იმართლებენ, რომ ბავშვებს ასე უფრო უადვილდებათ საუბარი. ლაპარაკი მაქვს საქართველოში დაბადებულ და გაზრდილ ბავშვებზე! წარმოიდგინეთ რამდენად გაუჭირდება ქართულის სწავლა უცხოეთში დაბადებულ ბავშვს. მშობლებს დიდი ძალისხმევა მართებთ, ადრე თუ გვიან ხომ მაინც ყველა დაბრუნდება ნანატრ სამშობლოში.

P. S. "რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს, წაეცხოს ჩირქი ტაძარსა წმინდას" (გრიგოლ ორბელიანი)

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Jun 19 2007, 04:20 PM

ჩვენი ასაკის ხალხს არამგონია დაავიწყდეს მშობლიური ენა, რაც არ უნდა უცხო ენით გარშემორტყმულები ვიყოთ. თუ ეს თვითონ არ უნდა რომ დაივიწყოს.
მაგრამ მე ვიცი აქ ქართველი ოჯახები რომლებიც შვილებს არ ასწავლიან ქართულს, რაში გამოადგებათ პრინციპით, სახლში მათთან უცხო ენაზე საუბრობენ.
ორი ენის ერთდროულად სესწავლა არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს პატარა ბავშვისთვის.
მეცნიერული გამოკვლევის მიხედვით, თუ ბავშვი 5 წლამდე ისწავლის ორ ენას ერთდროულად, ორივე ენის დამახსოვრება ხდება ტვინის ერთიდაიგივე ნახევარსფეროში და აქედან გამომდინარე უაქცენტოდ და თავისუფლად შეეძლება მას ორივე ენაზე მეტყველება, ყოველგვარი ერთი ენიდან მეორეზე გადართვის გარეშე.ასევე არანაირი პრობლემა არ ექნება სხვა უცხო ენის შესწავლისა.
თუმცა ზოგიერთი უკვე ამ ასაკის ბავშვებს რამოდენიმე ენის შესწავლას ერთდროულად აწყებინებს. ამან კი შესაძლებელია ქაოსი გამოიწვიოს მათ ტვინში.

პოსტის ავტორი: Qeti თარიღი: Jun 22 2007, 09:19 PM

ციტატა(iako @ Jun 19 2007, 08:20 AM) *

ჩვენი ასაკის ხალხს არამგონია დაავიწყდეს მშობლიური ენა, რაც არ უნდა უცხო ენით გარშემორტყმულები ვიყოთ. თუ ეს თვითონ არ უნდა რომ დაივიწყოს.


არა დავიწყება არც მიგულისხმია , რა სისულელეა , როგორ შეიძლება ადამიანს რაღაც 1 წელში მშობლიური ენა დაგავიწყდეს?ეს გამორიცხულია, როგორც არ უნდა გინდოდეს , რა ტვინიდან ამოშლიან? biggrin.gif უბრალოდ შემდეგ ყოველდღიურობაში გვხვდება რიგი სირთულეები,მაგალითად როცა სწრაფად საუბრობ ავტომატურად ამბობ იმ სიტყვას რაც გამუდმებით გესმის და ათვისებული გაქვს.
ციტატა
მაგრამ მე ვიცი აქ ქართველი ოჯახები რომლებიც შვილებს არ ასწავლიან ქართულს, რაში გამოადგებათ პრინციპით, სახლში მათთან უცხო ენაზე საუბრობენ.

აი ესაა უდიდესი სისულელე, ბოდიშით და ამას ზედმეტად გამეტიჩრებული ხალხი აკეთებს, რას ქვია რაში გამოადგება? არვიცი ადამიანი რომელიც მშობლიურ ენაზე ამას ამბობს, არ შემიძლია ნორმალურად ჩავთვალო, ჩემთან ოჯახში ხშირად არ ვსაუბრობდით ქართულად, მაგრამ ჩემი მშობლები უდიდეს ყურადღებას აქცევდნენ ამას, მამაჩემი რომ მელაპარაკება(ძირითადად რუსულად ლაპარაკობს) წინასწარ მაფრთხილებს შენ ქართულად მიპასუხეო.
ციტატა
ორი ენის ერთდროულად სესწავლა არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს პატარა ბავშვისთვის.
მეცნიერული გამოკვლევის მიხედვით, თუ ბავშვი 5 წლამდე ისწავლის ორ ენას ერთდროულად, ორივე ენის დამახსოვრება ხდება ტვინის ერთიდაიგივე ნახევარსფეროში და აქედან გამომდინარე უაქცენტოდ და თავისუფლად შეეძლება მას ორივე ენაზე მეტყველება, ყოველგვარი ერთი ენიდან მეორეზე გადართვის გარეშე.ასევე არანაირი პრობლემა არ ექნება სხვა უცხო ენის შესწავლისა.
თუმცა ზოგიერთი უკვე ამ ასაკის ბავშვებს რამოდენიმე ენის შესწავლას ერთდროულად აწყებინებს. ამან კი შესაძლებელია ქაოსი გამოიწვიოს მათ ტვინში.



გეთანხმები, თუმცა აი აქაა დიდი სიფრხილე და ყურადღება საჭირო, ყველაფერი ნაბიჯ_ნაბიჯ და სწორად უნდა გავაკეთოთ როცა ბავშვის და მისი ცნობიერების განვითარებას ვეხებით.


პოსტის ავტორი: ბექა.შუხოშვილი† თარიღი: Jun 22 2007, 09:27 PM

ქეთი

ციტატა
აი ესაა უდიდესი სისულელე, ბოდიშით და ამას ზედმეტად გამეტიჩრებული ხალხი აკეთებს, რას ქვია რაში გამოადგება? არვიცი ადამიანი რომელიც მშობლიურ ენაზე ამას ამბობს, არ შემიძლია ნორმალურად ჩავთვალო, ჩემთან ოჯახში ხშირად არ ვსაუბრობდით ქართულად, მაგრამ ჩემი მშობლები უდიდეს ყურადღებას აქცევდნენ ამას, მამაჩემი რომ ელაპარაკება(ძირითადად რუსულად ლაპარაკობს) წინასწარ მაფრთხილებს შენ ქართულად მიპასუხეო.

გეთანხმები ქეთი სრულიად ჯერ თუ მშობლიური არ შეიყვარე უცხოს როგორ შეიყვარებ ჩემამდე არ დადის და ვიცი რომ არც არასდროს არ მექნება ეგ ცნობიერება huh.gif სულ რომ აიკრძალოს ქართული ენა ჩემ შვილს ქართულს მაინც ვასწავლი და აი მასეთი ხალხი მე თუ მკითხავ ქართველები არ არიან მე პირადად მასეთ ხალხს ქართველს ვერ ვუწოდებ სამწუხაროდ sad.gif

პოსტის ავტორი: sofi89 თარიღი: Jun 26 2007, 06:15 PM

ციტატა
აი ესაა უდიდესი სისულელე, ბოდიშით და ამას ზედმეტად გამეტიჩრებული ხალხი აკეთებს, რას ქვია რაში გამოადგება? არვიცი ადამიანი რომელიც მშობლიურ ენაზე ამას ამბობს, არ შემიძლია ნორმალურად ჩავთვალო

ხო ქეთ sad.gif ტელევიზორში რომ დავინახავ პატარა ქართველ ბავშვებს,რომლებსაც ორი სიტყვაც ვერ გადაუბიათ ქართულად, გული მიკვდება ხოლმე.სულ იმას ვიძახი:მშობელმა როგორ ვერ და არ უნდა ასწავლო შვილს მშობლიური ენა-მეთქი.მე პირადად ძალიან შემრცხვებოდა.

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Jun 26 2007, 08:09 PM

სამწუხაროა მაგრამ ემიგრანტ ქართველთა შვილებში თითქმის უკვე დავიწყებას პოვებს ქართული ენა.უმეტზესობას უჭირს საუბარი, ძირითადად ესმით , მაგრამ ვერ საუბრობენ.
ერთმა თინეიჯერმა, რომელმაც მგონი 10 წლის ასაკში დატოვა საქართველო, ისიც კი მითხრა არანაირი სურვილი არ მაქვს საქართველოში ჩასვლისო.
თუმცა ქართულად მშვენივრად მეტყველებს.

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jun 26 2007, 08:35 PM

iako
რომ გაიარო საქართველოში და გაიკითხო, სამწუხაროდ ბევრი იტყვის: 'ნეტა სადმე წავიდოდე და საქართველოსკენ გამომხედი არ ვარო'.
ის 10 წლის ბავშვი მანამდეც ეგრე იყო გაზრდილი, არაპატრიოტული სულისკვეთებით და ეგ მაგის ბრალია. არ დაიჯეროთ თითქოს საზღვარგარეთი ადამიანს ზნეს უფუჭებდეს, არა მას უბრალოდ ის გაფუჭებული ზნე პიროვნებისა სააშკარაოზე გამოაქ.
ამიტომ ეგ მხოლოდ ემიგრანტების კი არა ქართველების ტკივილია. ესაა არაპატრიოტული, ან მხოლოდ სიტყვით და სადღეგრძელოთი პატრიოტული სულისკვეთება.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jun 28 2007, 05:10 AM

ეეჰ...

ჩვენ ჯერ კიდევ გათქვებადი ერი ვართ, ჩვენ ემიგრაცია არ ვიცით და არც ერთმანეთის გატანა...

ჩვენ ბევრი უნდა ვისწავლოთ რუსებისაგან, იტალიელებისაგან, სომხებისაგან, ებრაელებისაგან..

უამრავ ჩვენს მარგალიტს, ჩვენს დას და ძმას ვკარგავთ უცხოეთში, მეორე თაობას უკვე დავიწყებული აქვს საქართველო და ქართული, როცა სხვა ერები უკვე მთელი თაობებია ინარჩუნებენ მეობას!

როგორი თბილია ქართული სიტყვა უცხოეთში გაგონილი, პირველად რომ ვბრუნდებოდი, ბავშვივით მიხაროდა, ვენის აეროპორტში სულ გაბრუძგლა ბევრი ქართველი რომ ვნახე ერთად... ხოლო თბილისი რომ გამოჩნდა, ყველა ქვემოთ იყურებოდა, ჩემს უკან ქალმა თვალებგაფართოებულ და ფითქინა ბავშვს უთხრა: "დედი, ესაა თბილისიო"...

არადა ... ასჯერ და ათასჯერ მეტად გტკივა ქართველისაგან ღალატი და შუღლი, მილიონჯერ გიხარია ყველა მცირე სიხარული... მახსოვს, ქართული პარაკლისი ჩაატარა ერთხელ მამაომ, გოგოები "შენ ხარ ვენახს" გალობდნენ, და უცებ ვიღაც ქალს ტირილი აუვარდა, ძლივს გავაჩერეთ:" მაპატიეთო-ამოგვხედა-ქართული გალობა შვიდი წელია არ გამიგონიაო"... შემაჟრიალა... რამდენი ასეთი ქართველია უცხოეთში, რამდენი ქალი ტირის ჩუმად, რამდენს ყავს შვილი საქართველოში, რამდენ დამცირებას იტანენ, რამდენს უდგანან მოსამსახურედ, დამლაგებლად, მომვლელად...

ერთერთ ქვეყანაში კი გურული წარმოშობის ჯერ კიდევ პატარა გოგონა ვნახე, ცქრიალა იყო, ულამაზესი, შველივით გოგო, საოცრად მღეროდა და ცეკვავდა, და მამამისმა ჩვენ გვითხრა, რომ საქართველოში აღარ დაბრუნდებოდა... ეს მარგალიტიც დაგვეკარგება, ეს ანკარა წყაროც კი უცხო ოკეანეს ისე შეუერთდება, რომ მისგან კვალიც კი არ დარჩება... როგორი საწყენია, როგორი სატკივარი...

და გათიშვა, ღმერთო, არ ვიცი შეიძლება საქართველოშიც იყო და ვერ ვამჩნევდი, მაგრამ უცხოეთი ლაკმუსივითაა, ამოატივტივებს ხოლმე ყველა ნაკლს და ღირსებას, ეს დაპირისპირება და გაუტანლობაა, რომ სასოს მკვეთს... არსად არ მინახავს ასე დაპირისპირება ქართველებში, როგორც აქ... არსად არ მინახავს ასე გაუტანლობა როგორც უცხოეთში... არსად არ ვართ ასე მარტონი როგორც აქ!

რამდენს აურიდებია პირი ქართველს ქართველისათვის... ერთმანეთს ატყუილებენ, აგდებენ, ძარცვავენ, აყაჩაღებენ... ბიჭები ქურდებად და ნარკომანებად გვექცა, ჩვენი გოგოები, ჩვენი საამაყო და ლამაზი გოგონები სულ არაბების და ზანგების საყვარლებად და გერლფრენდებად იქცნენ... ერთადერთი რაც გაგვაერთიანებს არის ეკლესია და ამას უნდა მიხედოს ყველამ, სათვისტომო იქება თუ საელჩო!

"ფესვებს" განგებ არ ვუყურებთ ხოლმე, მერე მთელი დღე აღარ ვართ... იქა ვართ, სახლში... გოგოები ტირიან ხოლმე, ჩვენ ჩუმად ვართ და ვიშლებით მერე... მერე... მერე სულ არ გინდა, რომ უცხო ენაზე დაელაპარაკო ვინმეს, გინდა, რომ შენთან იყო, სოფელში, წყაროსთან, მეგობრებთან, ჩრდილში და შენი სიო გიგრილებდეს შუბლს, შენი ჰაერით სუნთქავდე... შენები გაკლია მერე დღეები, თვეები, ხანდახან წლები ისე გადის, რომ თუ დაურეკავ და მერე აცრემლებულ დატოვებ დედას, და დაუბრუნდები უცხოდ უცხოეთს...

"იმერულ ესკიზებს" ვუყურე ახლა და ეს მაწერინებს, მაპატიეთ ცოტა გაქანება მივეცი ფიქრებს, სულ რაღაც ათ დღეში ვიქნები სახლში და ვერ ვისვენებ უკვე, რა წამოვა მერე იქიდან ისევ...

ჩვენს გულებში რომ საქართველოა, იმას მოვეფეროთ, იმას მივხედოთ და ღმერთიც ძალას მოგვცემს, რომ არც საქართველო შევარცხვინოთ და არც ქრისტიანის სახელი...

მე ხატებთან მაქვს ქართული მიწა, ვინ ვარ და საიდან მოვდივარ, რა გორისა ვარ მახსენებს და ლოცვასაც უფრო გულით ვამბობ ხოლმე---

"ღმერთო სამშობლო მიცოცხლე,
ძილშიაც ამას ვდუდუნებ..."

მოყვასის, სამშობლოს და ღვთის სიყვარული გიმრავლოთ ღმერთმა!

იხარეთ,

კაიროსი!

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Jun 28 2007, 11:05 AM

ჩემი დიდი გულისტკივილი გამოთქვი კაიროსს.

ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი თუ აქ ქართველი ქუცაში პირს აგარიდებდა და გერმანულად დაიწყებდა საუბარს, ეროვნება რომ არ ამოგეცნო.
ამ უცხო ქვეყანაში უფრო შეკრულები და ერთმანეთის გამტანები უნდა ვყოფილიყავით მეგონა, მაგრამ ამაოდ...


k@the
პრობლემაც ამ ბავშვების აღმზრდელებშია და მათ რას დაადანაშაულებ, როცა ყოველდღე ის ესმის, თუ როგორი აუტანელი პირობებია საქართველოში. და არც კი ფიქრობენ მათ ქართულად აღზრდაზე.


მაგრამ მადლობა უფალს არსებობენ მოსიყვარულე ქართველები რომელიც თავის სისხლსდა ხორც არ ივიწყებენ. ქართველი მოძღვრის ჩამოსვლა ნამდვილ დღესასწაულად გვექცა. ეს ერთ- ერთი მიზეზიცაა ჩვენი თავშეყრისა.

პოსტის ავტორი: Qeti თარიღი: Jun 28 2007, 06:12 PM

KAIROS
გაიხარე, მართლა რამხელა გრძნობაა ჩადებული ამ სიტყვებში sad.gif
შენი სიტყვები ჩემს ტკივილს ეხმაურება sad.gif

ციტატა
მე ხატებთან მაქვს ქართული მიწა, ვინ ვარ და საიდან მოვდივარ, რა გორისა ვარ მახსენებს და ლოცვასაც უფრო გულით ვამბობ ხოლმე---


"საქართველოში დაბრუნებას ვინც არ ელოდა,
მიწა მიჰქონდა, მიწა თბილი, მიწა მარადი,
შენ მუჭა-მუჭა გაგიტანეს საქართველოდან,
ქართულო მიწავ, ამიტომაც დაპატარავდი."


მეტირებაsad.gif

პოსტის ავტორი: nat თარიღი: Jun 29 2007, 12:23 AM

"კაცმა რომ თქვას,ცაა უდიდესი ნუგეში ამ ქვეყანაზე, ცას რომ ახედავ,უცხო მხარე არ გეუცხოვება ადამიანს,ასე იტყვი,ამ ცას შენი ქვეყნიდანაც შესცქერიან,შენი მახლობელი,საყვარელი ადამიანები და ასე გგონია,ეს მიწა პატარაა და შენ სამშობლომდის სულ ორიოდე ნაბიჯია..."
კ.გამსახურდია

პოსტის ავტორი: tako@tako თარიღი: Jun 29 2007, 08:52 PM

ძალიან კარგი თემაა. მეც გამნიცდია მონატრებული მიწის გემო. საოცარია ქართული მიწა და ჰაერი. ყოველ დილას 5 საათზე მოლა მაღვიძებს და ეს სურვილს მიჩენს კიდე უფრო ძლიერი მართლმადიდებელი ვიყო და მოლის ხმა ჩემი ლოცვით დავრთგუნო.

პოსტის ავტორი: makaaaaa თარიღი: Jul 8 2007, 09:25 PM

და გვენატრება სიტყვაც ქართული...,


.... არა მარტო სიტყვა. გული, სული, ღიმილი, განცდა, ემოცია, ტკივილი. ყველაფერი, ყველაფერი, ყველაფერი, რაც საერთოდ ქართულია და მარტო ქართული. ეს არაფერია, რადგან უფალი მხოლოდ ისეთ განსაცდელს გვიგზავნის, რისი დაძლევაც ძალგვიძს. მარტო არასოდეს ვართ, ღმერთი მუდამ ჩვენთანაა. მთავარია ადამიანმა არ დაკარგო შენი მეობა, შენი ფესვები, ტრადიციები და პირველ რიგში სულიერება. სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია, ყველაფრის გაძლება და გადატანა შეიძლება.

პოსტის ავტორი: Marabella თარიღი: Jul 8 2007, 10:55 PM

ხოო მააი... არ უნდა დაგვავიწყდეი ვისი გორისანი ვაართ! wink.gif

სხვისი არ ვიცი და მე ეხლა ცოტა ხანი არაა რაც წამოსული ვარ (ეხლა 2 წელია), მაგრამ აი 100 წელიც რომ იყოს ქართული არ დამავიწყდებოდა! მე მაგალითად ეგრევე მახსენდება ხოლმე ფერეიდანი და ფერეიდნელი ქართველები, რომელნიც დღესაც კი ქართულად ლაპარაკობენ! არ დაგავიწყდეთ - ირანში სხვა ენაზე ლაპარაკი უბრალოდ აკრძალულია...


პოსტის ავტორი: mari-bior თარიღი: Jul 20 2007, 05:23 PM

თემა მომწოოონს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ყველენაირად ვცდილობთ კარგი ქართულით ვილაპარაკოთ და ნევრები გვეშლება ხოლმე როცა საქართველოში ინგლისურ ჟარგონებს ხმარობენ უკვე ძალიან ხშირად , მაგრამ სამწუხაროდ რამოდენიმეჯერ დავუშვი შეცდომა ქართულ გრამატიკაში sad.gif

პოსტის ავტორი: alilo თარიღი: Jul 28 2007, 05:48 PM

უცხოეთის მიწამ მიჩვევვა იცის და ზოგი იძახის ორი სამშობლო აქვს ის სადაც იმყოფება და საქრ|თველო მაგრამ როგორც ერთია ღმერთი ასევე ერთია სამშობლოცო.კარგია უცხოეტიც მაგრამ საქრთველოს არაფერი ჯობია არც იტლაია არც ინგლისის გარდა ისრაელისა რათA მცახოვარი ისრაელში დაიბადა.საქრთველო არის ამ ქვეყნიური სამოთხე

ქართველი მიდის სმშობლოდან და არც იხედება უკან უმეტესეი ასეა,არ იცოდეს მისიბებიის ბაბუიის ასახლი თუ პეხზე დგას ან მისი ქოხი თუ დაიგნრა ან იქ სადაც დაიბადა და გაიზარდა ნეტა ის ადგილი თუ დგას კიდე ის სახლი სადაც თვითონ გაიზარდა.არ ახსენება ჩუტების ჭუკჭუკი ცეცხლის სუნი სოფელში სუა მინდორში რო იწოოდა

ან გამოცხვარი ხაჭაპური სსუნი მიის ბებია რო უცხობდა სოფელში მზეა რომელიც აფიცხებდა მას შუა ზაპხულში სოფელში.ქართველს ავიწყდება ეს ნატრვა და ეს სულიერი სიხარული როცა იგი მიდის გულით სულით და ხორცით სამშობლოდან

ბევრმმა პატარა ქაღტველმა არ იცის სტიყვა ქართული ილია ანბანი ან აკაკის ლექსი ანმუხრანის მახარობელი ან გალაკტიონ და სხვა ასეთის ულიერი აგნძი რომლიც ჩვენ წინპრებმა დაგვიტოვეეს

პოსტის ავტორი: natiko თარიღი: Aug 10 2007, 09:50 AM

მართლა რასაც ნიშნავს 5 წელია რომ არა ვყოფილვარ ჩემს სამშობლოში, ჯერ და მაგრად მენატრება ქართული ყველაფერი. სულაც ამ ქართული საუბრით დავიწყებ, რომ თუ აქ სადმე ჯერ და ქართველებს და მერე ქართულ საუბარს შევნიშნავ ხოლმე, რატომღაც მიხარია ხოლმე ქართულ საუბარის მოსმენა.
მეც კიდე ოჯახში რომ ქართულად არ ვლაპარაკობდე და ანდა ქართულ საითებში (მართმადიდებლურ ფორუმში ანდა სხვა ქართულ საითებში) რომ არ შემოვდიოდე ალბათ მეც დამავიწყდებოდა მშობლიურ ენაზე წერა-კითხვაც და საუბარიც, რაც სამშობლოს ღალატად ჩამეთვლებოდა.ღმერთმა დამიფაროს.
ხოლო და მე მიყვარს wub.gif და მენატრება ჩემი მშობლიური(ქართული) ყველაფერი. ხოდა თუ რამე ვიცი მშობლიურის მხრიდან, არაფრის დავიწყებას არ დავაპირებ.
umnik3.gif

პოსტის ავტორი: CHAVLE თარიღი: Aug 15 2007, 10:12 PM

სალამი ყველას. მეც 7 წელია უცხოეთში ვარ. smile.gif მაგრამ ხშირად ვახერხებ ჩამოსვლას და ამით ვანელებ იმ უუუუუუუდიდეს მონატრებას რაც ჩემში ბუდობს. გაიხარეთ smile.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Aug 28 2007, 06:11 PM

Marabella,

გეთანხმები,მართალი ხარ იმაში რომ თუ ძალიან ბავშვი არ ხარ მშობლიური ენა არ დაგავიწყდება. ჩემი ბავშვები პატარები იყვნენ აქ რომ ჩამოვიდნენ (14 წელია უკვე),ქართული არ იციან მეთქი ვერ ვიტყვი,მაგრამ არის სიტყვათა რაოდენობა რომლებიც არ ესმით,ძირითადად აბსტრაქტული ცნებებიsad.gif ამისათვის კი კითხვაა საჭირო ბევრი,მაგრამ აქაურ სინამდვილეში შეუძლებელი შეიქმნა ყველაფრის "მოვლა",სამწუხაროდ..

პოსტის ავტორი: nini_1 თარიღი: Sep 1 2007, 01:15 AM

ქართველმა ბავშვმა რომ ქართული ენა არ იცის ეს რა თქმა უნდა მშობლების სირცხვილია.
ვცხოვრობ ამერიკაში და ვიცი რამდენიმე ოჯახი რომელსაც დიდად არ აღელვებთ მათი შვილი რა ენაზე საუბრობს, მათთვის მთავარია შვილმა წარმატებით გაიკვალოს გზა ცხოვრებაში, ამაში კი ვერანაირად ვერ დავეთანხმები, მარტო მომავალი სამსახური, განათლება და თანამდებობა ხომ არაა ყველაფერი.
ერთ ამბავს მოგიყვებით.
რამდენიმე ოჯახს, რომელთა შვილებიც ერთად დადიოდნენ სკოლაში, მშობელთა შეკრებაზე მოუწიათ წასვლა. წინასწარ მიიღეს შვილებისგან გაფრთხილება, არ გაბედოთ და ქართულად არ დაილაპარაკოთ, სირცხვილიაო, მათაც დაუჯერეს და ერთმანეთთანაც მხოლოდ ინგლისურად საუბრობდნენ.
როცა ჩემი გაკვირვება და აღშფოთება გამოვთქვი ასეთი პასუხი მივიღე:
აბა რა გვექნა ბავშვებს უხერულ მდგომარეობაში ხომ არ ჩავაყენებდით და ხომ არ შევარცხვენდითო.
გული მეტკინა უზომოდ, ვუთხარი კიდეც. თქვენი ბრალი ყოფილა თუ შვილს ქართული ენა უხერხულობას უქმნის, თავად თქვენ უნდა გრცხვენოდეთ რომ ხელს უწყობთ შვილების გადაგვარება- გადაჯიშებას. ადამიანი, რომელმაც საკუთარი ენა, საკუთარი ქვეყანა და საკუთარი ფესვები დაივიწყა არავის არ სჭირდება და ვერასოდეს შეძლებს სიკეთის მოტანას ვერც საკუთარი თავისთვის და ვერც იმ ქვეყნისთვის სადაც ცხოვრობს თქო. მგონი გავანაწყენე, მაგრამ ვერ მოვითმინე და ვთქვი ის რასაც ვგრძნობდი.

საქართველოდან ისრაელში წასული ებრაელები, (მაქვს რამდენიმესთან ურთიერთობა და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ) დღესაც ქართულ ენაზე საუბრობენ. ერთმანეთთან უფრო იმიტომ გვიხარია შეხვედრა, მშობლიურ ქართულ ენაზე საუბრის საშუალება რომ გვეძლევაო. ქართულად საუბრობენ, ქართულად მღერიან და უზომოდ უყვართ საქართველო. აქ ჩამოსვლის შემდეგ მივხვდით, რომ საქართველო ჩვენი უპირველესი სამშობლოაო და ყველანაირად ვცდილობთ ივრითთან ერთად ჩვენს შვილებს ქართული ენის ცოდნა და სიყვარული ჩავუნერგოთო.
მართლა გულით მიხარია ასეთ სიტყვებს რომ ვისმენ.
და თუ ებრაელები გრძნობენ, საქართველოს და ქართული ენის მადლს, ჩვენ ნამდვილ ქართველებს რა ღმერთი გაგვიწყრა, რომ გვესირცხვილება საკუთარ ენაზე საუბარი.
(ყველა ქართველი არ მყავს მხედველობაში, აქ ერთეულებს ვგულისხმობ. ისე კიდევ კარგი, რომ ერთეულები არიან და არა ასეულები, მაგრამ ასე თუ გაგრძელდა ათასეულებიც გახდებიან და რამდენიმე წლის შემდეგ უცხოეთში წასული ქართველების უმეტესობა ვერც გაიხსენებს სადაა მისი ნამდვილი ფესვები და რა ენაზე საუბრობდნენ მათი წინაპრები.
გულსატკენია და უფრო მეტად შემაშფოთებელი.)

ღმერთი გფარავდეთ.

პოსტის ავტორი: Tini თარიღი: Sep 11 2007, 11:22 PM

როგორ ხართ? მეც მენატრება სიტყვა ქართული...
მიყვარხააართ!!!!!
smile.gif

"როცა სიცოცხლე ასე ნავარდობს..." smile.gif
გაიხარეეეთ!
smile.gif

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Sep 14 2007, 10:27 PM

ციტატა
როცა სიცოცხლე ასე ნავარდობს

სიკვდილი ყველა კარი ჩარაზეთ
და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს
როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე smile.gif


აი ესეც სიტყვა ქართული

დღეს ცეკვა ქართულის შესრულებაც მომიწია biggrin.gif

პოსტის ავტორი: tornike20 თარიღი: Nov 18 2007, 06:18 PM

გამარჯობა საქართველო!!!

ეხ მართლა რა ძნელი ყოფილა საქართველოსთან განშორება.

მენატრება ყველაფერი ქართული. ქართველთან პირისპირ ლაპარაკი მენატრება, ქარტული ურთიერთობა მენატრება თქვენ მენატრებით მიუხედავად იმისა რომ არ გიცნობთ!!!

მართლაც ლამაზი ფორუმია!!! გაიხაროს ამის დამაარსებელმა და გმერთმა დალოცოს

მეც საქართველოდან შორს მყოფი ქართველი ვარ და აქედან გესალმებით!!!

ქართულად ლაპარაკი არც მაინცდამაინხც არ მიჭირს ჯერ კიდევ მიუხედავად იმისა რომ 20 ივნისის სჰემდეგ გერმანიაში ვარ. მაგრამ მონატრება...

გალაქტიონის ერთი ლექსი გამახსენდა

"გამარჯობა აფხაზეთო შენი
ლურჯო მთებო თეთრო სანატორია,
მენატრება მზე სინათლის მფენი
მენატრება ზღვა რომელიც შორია,
მომაგებე მე იგივე პალმა
როს ოდესღაც მშვენიერმა ქალმა
გადიწერა ჩუმად ლექსი ჩემი,
მომაგებე მშობლიური გემი,
მომაგებე მშობლიური მიწა
შენი ძველი მეგობარი მიცან...

ლამაზი ლექსია

აბა გმერთი გფარავდეთ

ქართველი

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Nov 18 2007, 09:59 PM

tornike20
ღმერთმა გაგახაროს ქართველო!

ერთ მიწაზე დავაბიჯებთ და გულითაც ერთ მონატრებას ვატარებთ თურმე! smile.gif
გაიხარე თორნიკე, მეც ქართველების მონატრებამ მომიყვანა ამ ფორუმზე, ქართველების სიყვარულს და სითბოს ვეძებდი და ვიპოვე კიდეც.
შენც გეპოვნოს და დარჩენილიყავი ჩვენთან!

6 თვეა შორს ხარ და ეხლა უნდა გქონდეს წესით ნოსტალგიის პიკი. smile.gif ასე ვიყავი მეც დ მერე ხან გამინელდება, ხან ისევ მომეძალება.

იმედია კარგად ხარ და გვასახელებ სადაც ხარ!
დაგლოცოს და გაგაძლიეროს უფალმა!

პოსტის ავტორი: Nodar თარიღი: Nov 18 2007, 11:14 PM

სადაც ვარ იმ ქალაქში ერთი ქართველი თუ მაინც არის მაშინ არანაირი პრობლემა არ მაქვს

პოსტის ავტორი: Misha Songulashvili თარიღი: Nov 20 2007, 05:45 AM

tornike20

ციტატა
გამარჯობა საქართველო!!!

ეხ მართლა რა ძნელი ყოფილა საქართველოსთან განშორება.

მენატრება ყველაფერი ქართული. ქართველთან პირისპირ ლაპარაკი მენატრება, ქარტული ურთიერთობა მენატრება თქვენ მენატრებით მიუხედავად იმისა რომ არ გიცნობთ!!!

მართლაც ლამაზი ფორუმია!!! გაიხაროს ამის დამაარსებელმა და გმერთმა დალოცოს

მეც საქართველოდან შორს მყოფი ქართველი ვარ და აქედან გესალმებით!!!

ქართულად ლაპარაკი არც მაინცდამაინხც არ მიჭირს ჯერ კიდევ მიუხედავად იმისა რომ 20 ივნისის სჰემდეგ გერმანიაში ვარ. მაგრამ მონატრება...

გალაქტიონის ერთი ლექსი გამახსენდა

"გამარჯობა აფხაზეთო შენი
ლურჯო მთებო თეთრო სანატორია,
მენატრება მზე სინათლის მფენი
მენატრება ზღვა რომელიც შორია,
მომაგებე მე იგივე პალმა
როს ოდესღაც მშვენიერმა ქალმა
გადიწერა ჩუმად ლექსი ჩემი,
მომაგებე მშობლიური გემი,
მომაგებე მშობლიური მიწა
შენი ძველი მეგობარი მიცან...

ლამაზი ლექსია

აბა გმერთი გფარავდეთ

ქართველი

გამხნევდი, საქართველო სულ ახლოსაა...

პოსტის ავტორი: tornike20 თარიღი: Nov 26 2007, 02:17 PM



უკვე მესამე თვე მიილია
არ მინახია ჩემი ქვეყანა
მომნატრებია ჩემი სამშობლო
ჩემი კუთხე და ჩემი ტერასა,
მე კი აქა ვარ სხვის ქვეყანაში
ვზივარ და მახრჩობს ფიქრების მასა
ყველაფერს თავის დრო და აზრი აქვს
უნდა გავუძლო ამ დაბლაცემას,
დიდი ხანია აღარ მინახავს
სიზმარში ფრენა და აღტაცება
ყოველღამ ვცდილობ თავი დავახსნა
ქვესკნელის უფსკრულს და გამოცანას.


სალამი ყველას! როგორ ხართ? ეს აქ ჩამოსვლიდან 3 ტვის მერე დავწერე.

გკოცნი გეხვევი ცჰემო საქართველოოოოო!

ფორუმელებო გილოცავთ დაგვიანებით გიორგობას!

აბა გვფარავდეს ღმერთი

პოსტის ავტორი: tako@tako თარიღი: Nov 28 2007, 03:27 PM

tornike20
ვტირი, ეს უნდოდა კიდე ჩემს ნოსტალგიას... საქართველოში მინდა, ბაგრტის ზარების რეკვა მინდა გავიგონო, ეს მოლა დამჩხავის ყოველ დილას და წამლავს ისედაც შერყეულ ფსიქიკას, დავიღალე დავიღალეეეეეეე

პოსტის ავტორი: tornike20 თარიღი: Nov 28 2007, 07:10 PM

tako@tako
ეჰ მეც ბევრჯერ მინატრია ზარების ხმის გაგონება. იცოცხლე.
ღმრთის მადლით ყველანი გავუძლებთ ამ დროებით განშორებას ჩვენ ტკბილ საქართველოსთან!!!!

იცოცხლეთ

პოსტის ავტორი: tornike20 თარიღი: Dec 1 2007, 03:49 PM

"წვიმს ნერვებს თხრის
შლის მონატრებას მზის
იწვიმებს ბოლომდე თვის
მინდა დანახვა მზის!
ცივა თან ქარი ქრის
ვუსმენ მუსიკას სხვის
მინდა გაგება მყის
სამების ზარის ხმის!"

ესეც 2 დღის წინ დავწერე:)

აბა როგორ ხართ ფორუმელებო?


პოსტის ავტორი: Eliko თარიღი: Dec 24 2007, 02:41 AM

რა სამწუხარო იყო, ქართველებისგან 25 დეკემბრისთვის საშობაო მისალოცები მივიღე,თანაც, აქაურ, უცხო ენაზე დაწერილი. აბააა რა ძნელი ასატანია.

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Dec 24 2007, 07:13 AM

Eliko

მართლა არ არის მისასალმებელი, უცხო ენაზე ხომ მთლად ბეზ პრედელია... ეჰ, გასვეტდა ხალხი რას იზამ. ახალი წელი კიდევ შეიძლება, მაგრამ ქართულად დაწერა უტყდებათ ალბათ.

პოსტის ავტორი: ქეთი. თარიღი: Dec 24 2007, 07:34 AM

staywhite

საქართველოში ნამდვილად არ გამიგზავნია მაგრამ აქ კი ავღნიშნავ ამათთან ერთად, და საჩუქრებიც და greeting card ებიც გავაგზავნე, გერმანიაშიც სხვათაშორის smile.gif...
ენას რაც შეეეხება აქ რომ ვწერ ნებისმიერ card ს ერთ გვერძე ყოველთვის აუცილებლად ქართულად ვაწერ და სხვათაშორის ძალიან მოწონთ smile.gif იტალიელებს განსაკუთრებით smile.gif...

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Dec 24 2007, 08:02 AM

აბა რა ქეთევან, ისიც თანამემამულეს რატომ უნდა მიწერო სხვა ენაზე.

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Dec 24 2007, 08:00 PM

ციტატა(Eliko @ Dec 24 2007, 01:41 AM) *

რა სამწუხარო იყო, ქართველებისგან 25 დეკემბრისთვის საშობაო მისალოცები მივიღე,თანაც, აქაურ, უცხო ენაზე დაწერილი. აბააა რა ძნელი ასატანია.

sad.gif ქართველმა ქართველს უცხო ენაზე დაწერილი ბარათით მიულოცა შობა? blink.gif
რავიცი აქ უკვე სიტყვები ზედმეტია!!!

პოსტის ავტორი: Маиа თარიღი: Dec 24 2007, 09:04 PM

მენატრება ჩემი ქვეყანა, ჩემი საქართველო....

და კიდევ
IPB-ს სურათი

sad.gif 15 წელია რაც წასული ვარ... წელს ჩემი მშობლები სამუდამოდ დაბრუნდნენ საქართველოში. მე აქ ვსწავლობ, მოვრჩები თუ არა ეგრევე... წელს ვიყავი ჩასული (5 წელი სულ არ ჩავსულვარ)... სულ ზაფხულობით ვახერხებ ხოლმე და გაზაფხული მენატრება საქართველოში...

პოსტის ავტორი: Eliko თარიღი: Dec 26 2007, 12:51 AM

თათი87

სიტყვები ზედმეტი რომაა, ამიტომაც ვარ ჩუმად. რა ვუთხრა.

პოსტის ავტორი: mii თარიღი: Dec 28 2007, 11:04 AM

ქართველებო ალბათ დრო იმისა რომ უყუროთ ქართულ ფილმებს უსმინოთ ქართულ სიმგერებს თითქმის არ გაქვთ .....მე ვფიქრობ ქართული გარემოს და ატმოსფეროს შექმნა დაგეხმარებათ ნოსტალგიის ქანსაქარვებლად ცოტათი , მითუმეტეს ახლა უკვე ინტერნეტი თითქმის ყველა ოჯახშია და მე ვიცი ბევრს ძალიან ეხმარება თუნდაც კომუნიკაციის ასეთი კარგი საშვალება რომ არსებობს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ და მალე დაგაბრუნოთ სამშობლოში)))))

პოსტის ავტორი: შოთა თარიღი: Dec 28 2007, 11:14 AM

ქეთი.

ციტატა
ენას რაც შეეეხება აქ რომ ვწერ ნებისმიერ card ს ერთ გვერძე ყოველთვის აუცილებლად ქართულად ვაწერ და სხვათაშორის ძალიან მოწონთ იტალიელებს განსაკუთრებით ...

მე მქონდა მსგავსი ახირება სკოლაში რომ სამუშაოებს ვაბარებდი მარტო ქართულად ვწერდი ხოლმე ჩემ სახელ და გვარს სანამ მასწავლებელი ძალიან არ გამიბრაზდა და შევწყვიტე biggrin.gif

Маиа
ციტატა
15 წელია რაც წასული ვარ... წელს ჩემი მშობლები სამუდამოდ დაბრუნდნენ საქართველოში. მე აქ ვსწავლობ, მოვრჩები თუ არა ეგრევე... წელს ვიყავი ჩასული (5 წელი სულ არ ჩავსულვარ)... სულ ზაფხულობით ვახერხებ ხოლმე და გაზაფხული მენატრება საქართველოში...

მე ზამთარში თოვლი 10 წელია არ მინახავს..


პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Dec 28 2007, 12:01 PM

Маиа

ციტატა
და გაზაფხული მენატრება საქართველოში... sad.gif


არა უშავს, გული არ გაიტეხო, დრო სწრაფად გაირბენს და ერთ მშვენიერ დღესაც შენთვისაც დადგება "ქართული გაზაფხული" ki.gif მანამდე კი სრული მობილიზებით აკეთე ის საქმე, რისთვისაც საზღვარგარეთ გიწევს ყოფნა, ასე უფრო გამოადგები შენს სამშობლოს - საქართველოს. yes.gif მონატრება მართალია ძალიან სევდიანი გრძნობაა, მაგრამ მას უდიდესი სიხარული მოსდევს ხოლმე, ასეა მუდამ, ღმერთი ყოველ ნატრულს სიყვარულით გამოწვეული სიხარულით აჯილდოებს ხოლმე, ვინც მონატრებით არ სევდიანობს ის შინ დაბრუნებითაც ვერ ტკბება.

ყველა საზღვარგარეთ მყოფ ქართველს გისურვებთ კიდევ უფრო მეტად მოგნატრებოდეთ საქართველო yes.gif , რათა განუზომლად დიდი ყოფილიყოს შინ დაბრუნების სიხარული და სიტკბო, დაე, ეს დღეც მალე გაგთენებოდეთ! 2kiss.gif

პოსტის ავტორი: Julia თარიღი: Dec 28 2007, 12:56 PM

მოგესალმებით smile.gif
დაგეთანხმებით , რომ გარემო ადამიანზე უდიდეს გავლენას ახდენს, მაგრამ
ვფიქრობ ქაღველებს უძლიერესი გენი და გაკაჟებული ხასიათი აქვთ, სადაც არ უნდა წავიდნენ
არასოდეს არ დაივიწყებენ მშობლიურ ენას, მშობლიურ კერას, მიწა - წყალს.
უამრავი მეგობარი მყავს გადახვეწილი საზღვრებს გარეთ, მაგრამ არავის არაფერი არ ავიწყდება.
ვისაც უნდა, რომ დაავიწყდეს, იმას დაავიწყდება.!! ადამიანებს კი არასოდეს არაფერი არ ავიწყდებათ!!! smile.gif


მადლობთ..გილოცავთ ყველას, სრულიად საქართველოს დამდეგ ახალ წელს,

გვიყვარდეს ერთმანეთი. biggrin.gif

პოსტის ავტორი: monatrebuli fee თარიღი: Jan 11 2008, 03:39 AM

ცოტა ხნის წინათ აღმოვაჩინე ეს გვერდი და სიმართლე გითხრათ ძალიან გამიხარდა,მეც ერთ ერთი თქვენგანი ვარ,ვისაც ეს მთელი კითხვები გულს უღრღნის და ახსნას ვცდილობ....
ბავშვობის ასაკში დავტოვე სამშობლო,წამოვედი და ჩემი ყველა ტკბილი ბავშვური ოცნება და სიხალისე მანდ დავტოვე...
ძალიანაც დარწმუნებული ვიყავი რომ უცხო გარემო ჩემზე ვერავითარ გავლენას მოახდენდა,მაგრამ შედეგს დრო ნელ ნელა გაჩვენებს....რამდენიმე წელი ისე გავიდა ქართულად მხოლოდ საღამოობით 20წუტი ვლაპარაკობდი და პირველი გრძელი სატელეფონო საუბარის შემდეგ ჩემ მშობლებს მართლა შეაშფოთა ჩემმა ქართულმა და მის შემდეგ ყოველ დღე მეხმიანებოდნენ და დიდი ხნით მელაპარაკებოდნენ და ეს ძალიან დამეხმარა,ამიტომაც ძალიან გახარებული ვარ,მაგრამ ზოგჯერ მაინც ვხვდები რომ რაღაც სწორად არ გამომდის გამოთქმები და მე ეს ყველაფერი პირადად ძალიან მაშფოთებს...
ეს ყველაფერი გარემოს და ენის რთული სტრუქტურის ბრალია...
ბევრი ქართულად კითხვა და ბევრი ქართულად ლაპარაკია ამ ყველაფრის წამალიsmile.gif
მე დავბრუნდები და დავიბრუნებ იმ მონატრებულ სითბოსა და სიყვარულს!!!

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jan 11 2008, 11:32 AM

monatrebuli fee,

კეთილი იყოს შენი შემოსვლა ამ ფორუმზე 2kiss.gif ღმერთმა გაგაძლიეროს , კარგად გამყოფოს და იმედი ნუ მოგიშალოს, გაიხარე smile.gif

პოსტის ავტორი: monatrebuli fee თარიღი: Jan 13 2008, 03:26 PM

staywhite,
გაიხარე smile.gif
დღეს სევდამ და მონატრებამ თავი შემახსენა და აქ შემოვიჭყიტე smile.gif
მენატრება ქართული სიო,სუნი ნამიანი ბალახის,მზე...
იქ ყველაფერს სხვა ფერი აქვს,იქ ყველაფერი ჩემია...
როდის მოვა ზაფხული რომ საქართველოს მიწაზე ფეხის დადგმა მეღირსოს...

პოსტის ავტორი: მაეასი თარიღი: Jan 16 2008, 02:53 AM

monatrebuli fee

კეთილი იყოს შენი შემოსვლა smile.gif

იმედია მალე დაბრუნდები 2kiss.gif

შენც და ყველა ჩვენი ენიგრანტი...

ღმერთმა მოგცეთ ძალა და გაძლება იმ ტკივილისა რასაც თქვენ იტანთ! 2kiss.gif

პოსტის ავტორი: monatrebuli fee თარიღი: Jan 17 2008, 02:37 AM

მაეასი,
დიდი მადლობა ასეთი თბილი მიღებისთვის,
მე აქ ვიპოვე რასაც ამდენი ხანი ვეძებდი, სითბო, სიყვარული, ურთიერთგაგება, თანადგომა, ადამიანურობა.
გმერთს მადლობა ამ ყველაფრისთვის, უფალმა იცის რა დროს რა გვჭირდება და უიმედოდ, უნუგეშოდ არასდროს გვტოვებს!!!

პოსტის ავტორი: cisperi თარიღი: Jan 18 2008, 07:31 AM

გამარჯობა ემიგრანტებს

ქართულს რა დამავიწყებს.. 24 საათი ყ ჭ წ რომელ სიტყვაშიც არის (და ასეთი სიტყვები ბლომად გვაქვს) ყველას ვამეორებინებ უცხოელებს (მათივე თხოვნით). იმედი მაქვს მალე ქართულად მოლაპარაკე არაქართველ ხალხს ბლომად ვიხილავ

შენს ენაზე რომ გელაპარაკებიან სულ სხვა გრძნობაა ... ეჰ


პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jan 18 2008, 03:00 PM

cisperi
ღმერთმა გაგიმარჯოს!
ჩემს ნაცნობებს თბილისის სურათი ვაჩვენე და ეს რა მდინარეაო? მთელი დღე იმეორეს და 'მტკვარი' ვერ ვათქმევინე biggrin.gif


პოსტის ავტორი: sofi89 თარიღი: Jan 19 2008, 09:11 PM

monatrebuli fee

გამარჯობა,კეთილი იყოს შენი ფეხი ფორუმზეsmile.gif

ციტატა
ეს ყველაფერი პირადად ძალიან მაშფოთებს...
ნუ შეშფოთდები, მით უმეტეს, როცა იცი ამის 'წამალი' smile.gif
ციტატა
ბევრი ქართულად კითხვა და ბევრი ქართულად ლაპარაკია ამ ყველაფრის წამალი

უბრალოდ ხმამაღლა იკითხე და ყველაფერი კარგად იქნებაsmile.gif

პოსტის ავტორი: monatrebuli fee თარიღი: Jan 19 2008, 11:16 PM

sofi89
ჰო გული მემგონი ყველა ჩვენგანს შეტკივა ამ საკითხზე...
მაგრამ ჩემს შემთხვევაში ისე იყო რომ 2წელი ძალიან იშვიათად მიწევდა ქართულად ლაპარაკი და ეს რაგაცნაირად მაინც აისახა ჩემს მეტყველებაში,სიტყვების ძებნა მიწევდა ზოგჯერ ანდა აზრს შესაბიმისი სიტყვებით ნორმალურად ვერ გამოვხატავდი,ნუ ლამაზად ფორმულიერება მიჭირდა,ძალიან მრცხვენოდა და განვიცდიდი ამ ყველაფერს,მაგრამ ახლა ჩხიკვი ვარ smile.gif smile.gif smile.gif ჩემების დამსახურებაა ჩემი გონების კვლავ გამოცოცხლება smile.gif smile.gif

პოსტის ავტორი: შოთა თარიღი: Jan 26 2008, 03:18 PM

რამე სტატისტიკა არსებობს რამდენი ფორუმელია ემიგრანტი და ვინ საიდა შემოდის ხომ არა დაგვეპოსტა აქ ჩემს გარდა ვიცი რომ კიდე ერთი ფორუმელი შემოდის ბელიკა ისრაელიდან.

პოსტის ავტორი: tako@tako თარიღი: Jan 26 2008, 04:16 PM

შოთა

აქ უმრავლესობა ჩემი შეტყობით გერმანიიში არის მე კი თურქეთში ვარ.

პოსტის ავტორი: nana_007 თარიღი: Apr 19 2008, 04:03 AM

ციტატა
არადა ... ასჯერ და ათასჯერ მეტად გტკივა ქართველისაგან ღალატი და შუღლი, მილიონჯერ გიხარია ყველა მცირე სიხარული...


KAIROS,

გაიხარე... სამწუხაროა, რომ ამას ბევრი ვერ ხვდება, ვისაც გამოცდილი არ აქვს sad.gif cray.gif ძნელია, როცა სიყვარულს ვერ "გიმჩნევენ" და დაგცინიან კიდეც ამის გამო sad.gif ერთი ლამაზი სიტყვა და ყურადღების მესამედი ჩვენთვის ზეიმია...

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Apr 19 2008, 04:11 AM

monatrebuli fee
შენ ჩხიკვი კი არა კარგი პიროვნება ყოფილხარ
შოთა
ვწუხვრ რომ შენი საქართველოში ყოფნის პერიოდში ვერ ჩაგეხუტე ძმურად მე რო ვიცი ისე


პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: Jul 12 2008, 08:13 AM

smile.gif წავიკითხე აქ, რამდენიმე პოსტი,და ამ დროს კარიბჭეში წაკითხული გამახსენდა, ციტატა:"განა ჩვენს სინამდვილეშიც მრავლად არ არიან ქართველი ქალები,რომელნიც სოლომონ ლეონიძის მეუღლის - სოფიოს დარად ფიქრობენ - "უცხოობაში რაა სიამე",მაგრამ ოჯახისა და შვილების კეთილდღეობისათვის ტოვებენ საკუთარ კერიას და უცხოეთის ცისქვეშ მყოფნი დედის მარილიან ცრემლში ამოვლებულ ,მაგრამ უსაზღვრო სიყვარულით გაჯერებულ ტკბილ ლუკმას უგზავნიან მათ.

დედა ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში ისევ ქართველმა ქალმა - დედამ უნდა იკისროს მისია დრო-ჟამის დაუნდობელი სრბოლისაგან მტვერწაყრილი ძვირფასი სულიერი ფასეულობებისა და ტრადიციების აღდგენისა."

პ.ს. თვენდამი დიდი მონატრებითა და სიყვარულით გიორგი (ხორნაბუჯელი).

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Jul 12 2008, 11:31 AM

ციტატა(xornabujeli @ Jul 12 2008, 07:13 AM) *

smile.gif წავიკითხე აქ, რამდენიმე პოსტი,და ამ დროს კარიბჭეში წაკითხული გამახსენდა, ციტატა:"განა ჩვენს სინამდვილეშიც მრავლად არ არიან ქართველი ქალები,რომელნიც სოლომონ ლეონიძის მეუღლის - სოფიოს დარად ფიქრობენ - "უცხოობაში რაა სიამე",მაგრამ ოჯახისა და შვილების კეთილდღეობისათვის ტოვებენ საკუთარ კერიას და უცხოეთის ცისქვეშ მყოფნი დედის მარილიან ცრემლში ამოვლებულ ,მაგრამ უსაზღვრო სიყვარულით გაჯერებულ ტკბილ ლუკმას უგზავნიან მათ.

დედა ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში ისევ ქართველმა ქალმა - დედამ უნდა იკისროს მისია დრო-ჟამის დაუნდობელი სრბოლისაგან მტვერწაყრილი ძვირფასი სულიერი ფასეულობებისა და ტრადიციების აღდგენისა."

პ.ს. თვენდამი დიდი მონატრებითა და სიყვარულით გიორგი (ხორნაბუჯელი).

რა გემრიელად იტყვი ხოლმე გიო, მადლობა და გაიხარე, ასე კარგად რომ გესმის ემიგრანტების smile.gif

პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: Jul 15 2008, 12:51 PM

ციტატა(ნაინა @ Jul 12 2008, 10:31 AM) *

რა გემრიელად იტყვი ხოლმე გიო, მადლობა და გაიხარე, ასე კარგად რომ გესმის ემიგრანტების smile.gif

smile.gif არაფერს,ეს სიტყვები კარიბჭედან არის ციტირებული,ძალიან მომეწონა,ამით უფრო უკეთ ითქვა ჩემი სათქმელიც ,ვცდილობ გავუგო მათ,რადგან შორს სამშობლოდან ყოფნა არ არის ადვილი...

პოსტის ავტორი: zeppelin თარიღი: Jul 22 2008, 09:05 AM

ციტატა(Qeti @ Jun 15 2007, 06:12 PM) *

ამ თემის გახსნა რამოდენიმე მიზეზის გამო გადავწყვიტე smile.gif.
ვფიქრობ საინტერესოცაა...
მე მაქვს ამის პრობლემა და მაინტერესებს სხვისი აზრიც, უმეტესწილად იმ ადამიანების ვინც გარკვეული პერიოდი საქართველოდანაა წასული.
ალბათ დამეთანხმებით გარემო უდიდეს გავლენას ახდენს ადამიანზე, როდესაც სრულიად უცხო გარემოში ხვდები ალბათ არის რაღაც ნიუანსები რაც გარკვეულ გალენას ახდენს ჩვენზე,განსაკუთრებით ყოველდღიურობა და ჩვევები, თუნდაც საუბარი, ქართულად საუბარი.
მაინტერესებს რამდენად სრულყოფილად ინარჩუნებთ ქართული საუბრის მანერას, პირადი გამოცდილებიდან ეს არც ისე ადვილი აღმოჩნდა,sad.gif

იცხოვრე ბრაიტონზე და აღიდგენ ძველ ძალებს biggrin.gif.

პოსტის ავტორი: fatmani თარიღი: Dec 28 2008, 12:08 AM

ხო, ამ ბავშვებს, რომ უყურებ ხვდები, რომ ქართველები არიან და მალე სამუდამოდ დაიკარგებიან საქართველოსთვის და თვითონაც დაკარგავენ სამშობლოს. გეცოდებიან

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Dec 28 2008, 12:12 AM

fatmani

კეთილი იყოს შენი ჩვენთან მოსვლა smile.gif
საქართველოში არ ხარ?


ენა, მართლაც პრობლემაა ამ ბავშვებში და ეს მშობლის ბრალია.

პოსტის ავტორი: fatmani თარიღი: Dec 28 2008, 12:13 AM

ციტატა(k@the @ Jan 18 2008, 04:00 PM) *

cisperi
ღმერთმა გაგიმარჯოს!
ჩემს ნაცნობებს თბილისის სურათი ვაჩვენე და ეს რა მდინარეაო? მთელი დღე იმეორეს და 'მტკვარი' ვერ ვათქმევინე biggrin.gif


ქართველობა ქართველისთვის აუცილებელი გაცნდაა სულიერი სრულყოფის გზაზე, მაგრამ ამისთვის მამულის შეგრძნებაც აუცილებელია, არა შორიდან, არამედ შიგნიდან. ეს პრობლემა მარტო ემიგრანტების კი არა, საქართველოში მცხოვრებებისაცაა.

პოსტის ავტორი: salome zhvania თარიღი: Feb 18 2010, 05:18 AM

ციტატა(ბექა.შუხოშვილი† @ Jun 15 2007, 08:58 AM) *

მე ჩემს მაგალითზე დავწერ 3 კვირით მომიწია საბერძნეთში წასვლა და მერე ამდენი ხნით თურქეთში და ჯოჯოხეთი იყო ნამდვილი არსაიდან ქართული რო არ გესმის ჯგუფს მოსცილდები და 180 გრადუსით სუ უცხო ენა უცხო გარემო და ნამდვილი ტანჯვა იყო საბერძნეთი კიდე ხო მარა თურქეთი სუფთა წამება იყო როგორია დილით ვიღაც ჭუჭყიანი მოლა გადმოდგება და პატიფონით რაღაცეებს ღრიალებს ყველაზე საშინელი დღეები ჩემს სიცოცხლეში sad.gif და მაგის მერე დავრწმუნდი კიდევ იმაში თუ რა ძნელია სხვა აღმსარებლობის ქვეყანაში რომ ცხოვრობ მაგაზე საშინელი არაფერია sad.gif და საქართველოს საზღვარზე რომ გადმოვედი ლამის მიწას ვაკოცე ისე ვიყავი sad.gif და თან ნათლია რომ მყავს გერმანიაში მისგანაც ვიცი თუ რა ძნელია უცხოე ქვეყანაში 13 წელია უკვე იქაა sad.gif ასე რომ უფალმა გაგაძლიეროთ ყველა საზღვარგარეთ მყოფნი ყველანი მაგრად მიყვარხართ kiss1.gif


პოსტის ავტორი: salome zhvania თარიღი: Feb 18 2010, 05:28 AM

სალამი ყველას... მუხრან მაჭავარიანი იცით რას ამბობს?-ნახავთ სომეხს, არ იცის სომხური, მაგრამ სომეხია, ნახავთ რუსს, არ იცის რუსული, მაგრამ რუსია... მაგრამ ნახავთ ქართველს, არ იცის ქართული და არ არის ქართველი!.... ასე რომ ქართველებო პირველ რიგში სწორედ ჩვენი ენა უნდა შევინარჩუნოთ, თორემ ქართველისთვის ენის დაკარგვა ქართული სულიერი ფასეულობების დაკარგვას ნიშნავს, რადგან მის გარეშე ვერც ქართულ კულტურას გაეცნობა, ვერც ისტორიას და რაღა ხარ მერე თუ ესენი არ იცი... და კიდევ, მართლა ძალიან ძნელი ყოფილა სხვა აღმსარებლობის ხალხთან ცხოვრება, და იცით რატო?-თურმე ყველაზე დიდი სიყვარული და მადლი მართლმადიდებლებშია...

პოსტის ავტორი: betaneli luka თარიღი: Feb 18 2010, 05:13 PM

აბსოლუტურად მარტალი ბრძანდებით სალომე!
ჩვენი ეკლესიაც ზუსტად მაგას გვასწავლის!

პოსტის ავტორი: betaneli luka თარიღი: Feb 20 2010, 11:39 PM

''მტრობა ენისა არს მტრობა ერისაო!''-მართალი ილია ჭავჭავაძე.

პოსტის ავტორი: irini თარიღი: Feb 27 2010, 01:24 AM

ქეთუ

ციტატა
არა დავიწყება არც მიგულისხმია , რა სისულელეა , როგორ შეიძლება ადამიანს რაღაც 1 წელში მშობლიური ენა დაგავიწყდეს?ეს გამორიცხულია, როგორც არ უნდა გინდოდეს , რა ტვინიდან ამოშლიან? უბრალოდ შემდეგ ყოველდღიურობაში გვხვდება რიგი სირთულეები,მაგალითად როცა სწრაფად საუბრობ ავტომატურად ამბობ იმ სიტყვას რაც გამუდმებით გესმის და ათვისებული გაქვს.



13 წელია საზღვარგარეთ ვცხოვრობ, ქართულს არ დავივიწყებ. სიმართლეს ვიტყვი დამავიწყდა რაღაც ისეთი სიტყვები, რასაც იშვიათად ვხმარობთ, მაგრამ ენას არ დავივიწყებ. ახლა კიდევ ინტერნეტი ნამდვილი დახმარებაა ჩვენთვის და ყოველდღე ქართულის წერითა და კითხვით(თუნდთც ფორუმებზე),–უფრო ადვილია შეინარჩუნო შენი ენა. smile.gif


nat
ციტატა
"კაცმა რომ თქვას,ცაა უდიდესი ნუგეში ამ ქვეყანაზე, ცას რომ ახედავ,უცხო მხარე არ გეუცხოვება ადამიანს,ასე იტყვი,ამ ცას შენი ქვეყნიდანაც შესცქერიან,შენი მახლობელი,საყვარელი ადამიანები და ასე გგონია,ეს მიწა პატარაა და შენ სამშობლომდის სულ ორიოდე ნაბიჯია..."
კ.გამსახურდია



რა კარგი ნათქვამიაა madlioba.gif yvavilebi.gif

Маиа
ციტატა
გაზაფხული მენატრება საქართველოში...


გაზაფხული მართლაც ჩვენში რომ იცის, არა მგონია სადმე იცოდესsad.gif(((
არამგონია მასეთი სილამაზე სხვაგან იყოსsad.gif(((
ბედნიერებო, ვინც მანდ ხართ, დაინახეთ ეს სილამაზე...

Julia
ციტატა
უამრავი მეგობარი მყავს გადახვეწილი საზღვრებს გარეთ, მაგრამ არავის არაფერი არ ავიწყდება.


ეგ ადამიანზეა, ვისაც ენის დავიწყება უნდა საქართველოშიც არ ლაპარაკობს ქართულად. რა ერთი თუ ორია. თუ გიყვარს შენი ენა, ყველგან გეყვარებაa075.gif

რათქმაუნდა ცოტა ხელი შეგეწყოს აუცილებელია, მაგ: გქონდეს საშუალება საღამოს ერთი საათი მაინც ვინმე ქართველს ელაპარაკო თუნდაც ინტერნეტში, ეს მაგრად ეხმარება smile.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Feb 28 2010, 04:12 PM

irini

კეთილი იყოს შენი ჩვენს ფორუმზე მოსვლა smile.gif

გეთანხმები, ქართულად საუბარი ძალიან მნიშვნელოვანია ენის არდავიწყებისათვის.
შენ სად ხარ? smile.gif

პოსტის ავტორი: tako თარიღი: Jun 19 2010, 08:01 PM

ოთხი თვეა რაც წასული ვარ საქართველოდან და ძალიან მენატრება საქართველო შინაგანად, რა დამავიწყებს ქართულს, ხანდახან ინსტიკტურად ვლაპარაკობ ქართულად და მერე მახსენდება რომ არ ესმით happy.gif

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Jun 19 2010, 10:49 PM

tako

ციტატა
ოთხი თვეა რაც წასული ვარ საქართველოდან

სად იმყოფები?smile.gif

პოსტის ავტორი: tako თარიღი: Jun 19 2010, 11:00 PM

ციტატა(სოფი @ Jun 19 2010, 10:49 PM) *

tako

სად იმყოფები?smile.gif



გერმანიაში smile.gif აქაც კარგია მაგრამ ჩემი საქართველო მაინც სულ სხვა

პოსტის ავტორი: subterranean თარიღი: Jun 20 2010, 12:38 AM

ენას რა დამავიწყებს, რა სისულელეა biggrin.gif მაგრამ სხვანაირი ინტონაციით დავიწყე ლაპარაკი biggrin.gif

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Jun 20 2010, 02:20 AM

ციტატა(subterranean @ Jun 20 2010, 01:38 AM) *

ენას რა დამავიწყებს, რა სისულელეა biggrin.gif მაგრამ სხვანაირი ინტონაციით დავიწყე ლაპარაკი biggrin.gif


ესტონური "ლ" ებით? biggrin.gif

პოსტის ავტორი: Qeti... თარიღი: Oct 13 2010, 01:16 AM

გამარჯობათ ქართველებო,
ჩემო ლამაზებო კარგებო უსაყვარლესებო...ნეტავ იცოდეთ რა ბედნიერები ხართ რომ იმ ქვეყანაში ხართ სადაც თქვენი წინაპრების სასაფლაოებია. იმ მიწაზე დგახართ სადაც ბევრი ოცნებობს რომ იდგეს, იმ ჰაერს სუნთქავთ რომლის გარეშეც ჩვენ არ შეგვიძლია გაძლება...ამ ფორუმის დამაარსებელს მინდა უღრმესი მადლობა გადაუხადო რათა ამ ტკივილს და იარას ცოტათი მაინც გვიქარწყლებს. ეს მხოლოდ სიტყვები არ არის, ამ სიტყვებში ბევრი რამ იგულისხმება მატ შორის კი ყველაზე დიდი რაცაა სიყვარლია და მინდა ეს სიყვარული თქვენ გაჩუქოთ...არ გიცნობთ არც მე არცერთს აქ ვინც აქტიურობთ მაგრამ ჩემი თავი შემოგევლოთ ძალიან მიყვარხართ.

მეც ასევე საქართველოდან უსაზღვროდ შორს ვარ... თითქმის აქ გავიზარდე 8 წელი გავიდა უკვე და დღემდე ვოცნებობ რომ იმის საშველი დადგეს რომ სამუდამოდ მანდ ჩამოსვლა შემეძლოს...სულ 17ი წლის ვარ სადცაა 18ის გავხდები და ყველაზე კარგი წლები რაც კი არსებობს ამ ჯოჯოხეთსი გავატარე. 8 წელია...8 წელი და დღემდე ვერ შევეგუე აქაურობას...იყო კი პერიოდი როცა მავიწყდებოდა ქართული მაგრამ თავს ძალა დავატანე რომ არ დამვიწყებოდა..არც წიგნები მქონდა აკ ქართული მაგრამ ღმერთს მადლობა რომ ეს კომპიუტერი მაინც არსებობს. ინტერნეტიდან დავიწყე წიგნების და მოთხრობების კითხვა ხან და ხან კი ფორუმებზე შევდიოდი და საინტერესო თემებს ვკითხულობდი. ნელ ნელა კი უფრო გავაუმჯობესე ჩემი ლექსიკონი რადგან მოვინდომე. ხალხურ სიმღერას დედა მასწავლიდა და პატარაობაშიც ცეკვაზე დავყავდი ამიტომ ამ ყველაფერმა ჩემში უფრო დიდი სიყვარული გააღვიძა, დღეს დღეობით კი მე და ჩემი და უფრო და უფრო მეტ ხალახურ სიმღერას ვსწავლობთ და მემგონი არც თუ ისე ცუდი გამოდის. ღმერთმა იცის როდის ჩამოვალ სამუდამოდ მაგრამ ვეცდები ეს ყველაფერი მალე მოხდეს. თქვენ ვინც საქართველოში ხართ ვერ გაიგებთ რამხელა ტკივილია როცა ქართული საუბარი გენატრება ქართული მიწა ჰაერი წყალი მთები... უბრალოდ ეს გრძნობა სიტყვით აუგწერელია...ძალიან გული მტკივა როცა ქართველები იძახიან " ერთი სული მაკვს საქართველოდან წავიდე, აქ არასდროს იქნება კარგი ცხოვრება" განა სხვაგან არის კარგი ცხოვრება? არ არის ჩემო კარგებო კარგი ცხოვრება არსად. არ არის დამიჯერეთ. ყველგან რაღაც გიშლით ხელს და რაღაც გაკლიათ ცხოვრებაში რის გამოც ბედნიერები ვერ იქნებით. გაჭირვება ყველგანაა მერწმუნეტ არის ნებისმიერ ქვეყანაშია გაჭირვება მაგრამ სიყვარული და რწმენა რომ არა ვერაფერს გავხდებით. ეს გაჭირვება უნდა გავიტანოთ სიყვარულით და დავამარცხოთ ბოროტი რომელიც გვებრძვის, ბოროტსაც ეგ უნდა...აურზაური ჩვენს შორის. მხოლოდ სიყვარულით თუ ვაჯობებთ. ამ ქვეყანაზე სადაც მე ამჯამად ვიმყოფები ყველა მეუბნება " რა ბედნიერი ხარ ქეთი რომ მანდ მოხვდი" კი გეთანხმებით ყველაფერი კარგია აქ მაგრამ ჩემი გული და სული აქ ვერ ისვენებს, მუდამ ნოსტალგიაში ვარ მუდამ ვტირი რადგან მართლა დავიღალე, ადამიანები ადამიანებს აღარ გვანან...საზიზღარი შესახედია ნამდვილად გულის ამრევია და შემზარავია რომ დღევანდელი თაობა უარესობისკენ მიდის.

მემგონი ძალიან გამიგრძელდა...ძალიან მიყვარხართ ყველანი და იმედია ყველა ემიგრანტი ვინც დაახლოებით ჩემნაირად განიცდის ამ ყველაფერს, მალე ჩამოვა და იცხოვრებს გაბრწყინებულ საქართველოში.
საქართველო გაბრწყინდება და მაგაში ეჭვი არავის შეეპაროს.

უფალი გფარავდეთ! ამინ !

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Oct 13 2010, 09:07 AM

Qeti...
kiss1.gif welcome ქეთი smile.gif

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Oct 13 2010, 10:58 AM

Qeti...
ღმერთმა მალე მშვიდობით დაგაბრუნოს სამშობლოში.

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Oct 13 2010, 12:13 PM

Qeti...

კეთილი იყოს შენი შემომატება ქეთი smile.gif
დამიჯერე, კიდევ ბევრი ლამაზი წელი გელის ცხოვრებაში kiss1.gif და კარგად მესმის რაზეც საუბრობ. რომელ ქვეყანაში ხარ?

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Oct 13 2010, 02:58 PM

კეთილი იყოს შენი შემოსვლა ფორუმზე.

ნოსტალგია მეც გამომიცდია. ალბათ ბევრი უცხოეთში მცხოვრები ქართველის მეგზურია. ვიცი მეც გერმანიაში ვცხოვრობდი და ხშირად განვიცდიდი სამშობლოდან შორს ყოფნას. მაგრამ ცოტა პოზიტიურადაც შეხედე მანდ ცხოვრებას. ძალიან ბევრი დადებითი მხარე აქვს. ამას მერე წლების მომატებასთან ერთად დააფასებ.

ღმერთმა გაგაძლიეროს!

პოსტის ავტორი: Qeti... თარიღი: Oct 13 2010, 06:36 PM

გაიხარეთ kiss1.gif k@the კანადაში ვიმყოფები kiss1.gif kiss1.gif kiss1.gif

iako
ეგეთი ადვილი რომ იყოს პოზიტიურად შეხედვა კარგი იქნებოდა მაგრამ არ არის ადვილი სამწუხაროდ. ძალიან ძნელია მართლა მაგრამ იმის გამო ვჩერდები აქ რომ დავამთავრო, ჩავაბარო და მალე წავიდე აქედან. საქართველოში რადგან არ ვცხოვრობ განა არ ვიცი როგორ ჭირს მანდ უბრალოდ მანდ უკეთესი სიტუაციაა იმ მხრივ რო მარტო არ გრძნობ თავს და ყველა თავს გევლება. ქართული გესმის ყველგან და ქართულ მიწაზე დგახარ. ამაზე მეტი საჩუქარი ღმერთისგან რა გინდა? smile.gif რავიცი აბა მეტი რა გითხრათ შეიძლება ვცდები ბევრ რამეში მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან ასე ჩანს.

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Oct 22 2010, 03:40 AM

ქეთი სხვა თემებშიც გააქტიურდი, მოგვიყევი კანადაში ქართველები როგორ ხართ, რას აკეთებთ, გვაქვს თემები უცხოეთში მყოფ ქართველებზე )

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 6 2015, 11:34 PM

[თურქეთის ქართული მოსახლეობა] "უკეთესად ვივაზირებთ, ანუ ვილაპარაკებთო.

წინდაწინ ასე იყო, სახლში ქართულად ვაგნებდით"


პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Mar 12 2017, 08:12 AM

მრავალმა წელმა ჩაიარა.

ვკითხულობ საკუთარ პოსტებს და ნელ-ნელა ვაანალიზებ რომ უზარმაზარი ისტორია არის შენახული. ისტორია ჩვენი ურთიერთობის, მეგობრობის, აზრთა და პიროვნებათა ტრანსფორმაციის.

ჩემი ზოგიერთი პოსტი 10 წელზე მეტის ხნის არის, ასეა სხვების პოსტებიც, ეს არის ჩვენი ისტორია, რომელიც ამ ელექტრონულმა გვერდებმა შემოგვინახა. ძალიან საინტერესო და ნოსტალგიურია ყოველივე ეს.

თვითონ ეს თემაც 2007 წლის 15 აგვისტოს გახსნა ალბათ ფორუმის ყველაზე დრამატულმა, უცნაურმა და საიდუმლოებით მოცულმა იუზერმა.

ახლა, ამდენი წლის შემდეგ, მეც საზღვარგარეთ ვცხოვრობ და ნაწილობრივ აქტუალური ხდება ამ თემის შინაარსი.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)