ამ თემას ტრადიციულად ვხსნი
salome
ტრადიციების მოყვერული ხალხი ვართ შესანიშნავი თემაა ყველამ უნდა ვეცადოთ ვიაქტიუროთ.
ფერეიდნელები ,,არტ-გენზე"
მიკროფონთან რომ კაცია,არის ბოლოში მდგომი გოგოების მამა...
შუაში კი ცოლი, ქმარი და შვილი..
ბოლოში რომაა,ის ცხოვრობს თბილიში, დანარჩენები კი დღე-დღეზე დაბრუნდებიან ფერეიდანში
ფერეიდნელი ბატონი ალექსანდრე და უწმინდესი...
ფერეიდნელები მართლა არაჩვეულებრივი ხალხია და დიდად დასაფასებელი. მათ ხომ ადენი წლის განმავლობაშიც შეინარჩუნეს ქართველობა...მარტო ეს რამდენს ნისჰნავს
წავალ - არ ვიცი სად . . .
ვნახავ - არ ვიცი ვის . . .
ვეტყვი - არ ვიცი რას . . .
გავყვები მარტო გზას.
ხომ სადმე მივალ?!
ხომ დამხვდებიან იქ?!
ჰოდა, სულ ერთია . . .
სად . . . ვის . . . რას . . .
გავყვები მარტო გზას.
აი ეს ლექსი ფერეიდნელების საიტზე ვნახე. ამას წერს გიორგი ალავერდაშვილი.
mnate
ბექა ხო ძაან მაგარია რააა...არტ-გენზე ძაან აქტიური იყო. ბოლოს წამყვანიც სამწუხაროდ ძალიან მინდოდა წასვლა მაგრამ ქალაქიდან გასული ვიყავი.
mnate
უიი რა ცუდია, მოიცა აბა ვნახო რა სჭირს. http://www.chveneburebi.com/forum/
არ იცით, ,,პატრიოტულ ბანაკში'' ფერეიდნელები რომ იყვნენ???
http://image.700up.com/uploads/0ccb0cfc75.jpg
http://image.700up.com/uploads/1d604706bf.jpg
http://irib.ir/worldservice/georgianradio/default.htm
ირანის რადიო
უფალი გფარავდეთ
ორივეს ვიცნობბ, მერე???
მე ვსწავლობ სპარსულ ენას უნივერსიტეტში, და ვიცნობ ბევრ ფერეიდნელ ქართველს, რომლებიც აქ ცხოვრობენ..
მართლა საოცარი ხალხია)
უნდა აღვნიშნო რომ საიტი გაიხსნა ახლახან
http://www.fereidani.com/
_ადამიანის მიერ, რომელსაც ასევე ძალიან უყვარს ფერეიდანი, შეიხედეთ, და გაითვალისწინეთ, რომ ირანის ისლამური რსეპუბლიკა თვალს ადევნებს ამ ხალხის საქართველოში მოღვაწეობას, და ხანდახან ძალიან ცნობისმოყვარე და მეტისმეტად გულმხურვალე ქართველობის შეკითხვები და საქციელი, პრობლემებს უქმნის ხოლმე მათ(
იმედი მაქვს სწორად გამიგებთ)
აბა, ახლა ვნახოთ ფერეიდანი)
ფერეიდნელი ქართველები, ჩვენი თანაფესვები! მათ საოცარი სიყვარული აქვთ ღვთისა, მამულისა და ერისა! ჩემთვის მისაბაძნი არიან!
გასაოცარია, დღემდე რომ შემოინახეს მშობლიური ენა, მეც ვიყავი "ჩვენებურებზე", ფერეიდნელების სიმღერაზე კინაღამ ვიტირე, მთელი კვირა აღფრთოვანებული დავდიოდი, აბა
...
აუ ჩვენებურების "ელია გოგო" მიყვარს... ტელეფონზეც მიყენეია ზარადა
ეგ სიმღერა მეც ძალიან მიყვარს!მეც ვუყურე მაგ გადაცემას და აღბრთოვანებას ვერ ვმალავდი
ფერეიდნელ ქარტველებს რომ საქართველო უყვართ ნეტავი ჩვენ გვიყვარდეს ასე...
ისე "ჩვენებურები" მარტო ჩვენებურები არ არიან... მე ვიცნობ რამდენიმე თურქეტსჰი მცხოვრებ ლაზს...ერთი ჩემი მეგობარია, და მინდა ვტქვა რომ მატაც არანაკლებ უყვართ ჩვენი ქვეყანა
თეკლა
ორი კვირის წინ სამებაში ლოცვა სანამ დაიწყებოდა რამდენიმე ფერეიდნელი ვნახე იმ დღის ჩამოსულები. როდესაც უწმინდესი მობრძანდა ჩვენი თანაფესვები ტაძრის შესასვლელთან დახვდნენ. პატრიარქმა ასე მიმართა:ქართველებიო, გულში ჩაიკრა თითოეული მათგანი და ატირდა.
ეს ჩემთვის მართლაც რომ საოცარი იყო. ასე ახლოდან არასოდეს მენახა უწმინდესის ტირილი. ღმერთმა გააძლიეროს ჩვენი უსაყვარლესი პატრიარქი.მადლობა უფალს ასეთი მწყემსთავარი რომ გვარგუნა.
teo..
შეგიძლია იმ ქართველის კოორდინატები რომ მომცე PM-ით?
სანთლით დავეძებ უცხოეთის ქართველებს (ფერეიდნელები უკვე ვიპოვე )
მართალი ხარ!!! ამ ორი დღის წინ ვნახე ერთ-ერთი და სწორედ ეგ მითხრა....
თუმცა ივერია ფორუმზე ისეთ რაღაცეებს წერენ, ყბა ჩამომივარდება ხოლმე....
და ნინოს თავისი სიხარული უნდოდა გამოეხატა და ამიტომ დაწერა....
კატო-ბატო, შენ რომლებს იცნობ?
მინდა მოგმართოთ ყველა ფორუმელებს, რომ ჩემამდე მოსული ინფორმაცით, ჩვენი დაპოსტილი პოსტებით რომელებიც ფერეიდანელე ქართველებს და მათ კავშირ ეხება საქართველოს საპატრიარქოსთან ანდაც მათ მონათვლასაც საქართველოში უქმნიან მაგ ხალხს გარკვეულ პრობლემებს რამეთუ ირანი დღემდე არის რადიკალური ისლამური ქვეყანა და მათ შორის მათი ლიდერიც ეგრეთია, ამიტომ საშიროება რომ ჩვენი დაწერილი
პოსტები ჩაუვარდებათ ხელში ასევე არა სასურველ პირებს რომლებიც გამოიყენებ ამ ინფორმაცია თავის საკეთილდღეოდ.
ამიტომ გთხოვთ შეიკავოთ თავი მსგავსი ფაკტების დაპოსტისგან ასევე მათი პირადი ფოტოების დადები, შესაბამისად ყველა მსგავსი პოსტის დამალვას მეც ვაპირე.
ფერეიდნელების სიმღერა პირველად შარშან მოვისმინე ფესტივალი "ჩვენებურების" დახურვაზე და გული კინაღამ გამიჩერდა!...
გადახვეწილი და მაინც საქართველოთი მსაზრდოებელი გენი! _ რომლის გზაც ბედნიერებისკენ ცისარტყელის ქვეშ გადის!...
...
ეს საიტი მომაწოდა ერთმა ფერეიდნელმა მეგობარმა:
http://irib.ir/worldservice/georgianradio/
სასურველია, თუ ხანდახან მაინც შევალთ და ვნახავთ საიტს_რითაც ქართულ რადიოს და ამ საიტის არსებობას მხარს დავუჭერთ!...
ნახეთ, როგორი ყაყაჩოები იზრდება ფერეიდანში.
გინახავთ აქამდე ასეთი?
ესეც ზამთარი ფერეიდანში
kato_Bato
რა ლამაზიაააა
ამ ადგილს ფერეიდანში ქვია "ქვაყრილი"
ძალიან უცნაური ყაყაჩოებია, მაგრამ ძალიან ლამაზია
ფერეიდნელი ქართველები დამეთანხმებით გამორჩეული არიან უცხოეთის ქართველთა შორის
მე პირადად შარშანწინ ამისრულდა ბავშვობის ოცნება და გავიცანი რამდენიმე ირანელი ქართველი, თან არამხოლოდ გავიცანი, ბევრთან ვმეგობრობ კიდევაც
აქ დავწეროთ შთაბეჭდილებები ამ ხალხზე, და საერთოდ, ირანის ქართველთა ყოფაზე
ეს ფერეიდნული საქორწილო მოსაწვევია:
teo..
ესეც ფერეიდანი
იმედი მაქვს, მეღირსება როდესმე მისი ნახვა
ჩვენებურები ლაზები ლინკზე დააკლიკეთ და ნახეთ რას ოინობენ
http://www.youtube.com/watch?v=rS4G0ax81-I
მეც ვიცნობ ერთ ლაზს, ბაიარ შაჰილს მაგარი კაცია... თან მაგრად მღერის...
თუ იცით ან თუ გაქვთ ვინმეს ინფორმაცია როდისთვის აპირებენ ჩამოსვლას ჩვენებურები თურქეთიდან???ზუსტად არ ვიცი როდის მაგრამ ჭორის დონეზე გაგებული მაქვს რო აპირებენ?
თუ იცით ან თუ გაქვთ ვინმეს ინფორმაცია როდისთვის აპირებენ ჩამოსვლას ჩვენებურები თურქეთიდან???ზუსტად არ ვიცი როდის მაგრამ ჭორის დონეზე გაგებული მაქვს რო აპირებენ?
pushoka
თუ ფესტივალს გულისხმობ ტარდება გაზაფხულობსა და შემოდგომაზე!
ზუსტი თარიღი არ ვიცი სამწუხაროდ
ჩემო თბილო და ტკბილო ადამიანებო დალიან მიხარია და ვარ ამაკი რომ ვიგაც ჩემი სამშობლოს ბედ_იგბალზე წუხს. გაიხარეთთთთთთთთთთთთთთთთთთთ
თთთთთთთთ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
Karo
მეც ვიცნობ ლაზებს და ისიც ვიცი რო მარტლა ჩვენებური ხალხია.ძალია კარგ ღვინოს აყენებენ.
სალომე
სალო ბანაკში ფერეიდნელები არ იკვნენ გული კი დალიან დამწყდა.
თათი87
იცი ეგ გასაგებიც არის რამარა ვგიჟდები ფერეიდნელ ქართველებზე და იმათზე კიდევ თურქეთში რო არიან მუჰაჯირობის დროს რო მოუწიათ იძულებით გადასახლება!იცი როგორი ქართველები არიან?თეთრები,ქერა თმებით და ცისფერი თვალებითსისხლს არაფრის დიდებით არ უღრევენ თურქებში ქორწინება მხოლოდ ერთმანეთში აქვთ...მეტყველებასუ მაღალ მთიანი აწარული კილო აქვთარაფრით ივიწყებენ მათ წარმომავლობას და გვარებს.ყველამ იცის რა გვარისები არიან და ასე შემდეგ.იციან თამარი და ადიდებენ მას,კონცხებზე გადმოდგებიან და ჩრდილოეთით გამოიხედავენ და ცრემლიანი თვალებით შესცქერიან მხარეს და იციან რომ მათი ფესვები იქ იმ სანატრელ მხარეში არის....
ubralod gio
გიო იცი რა არის?! უბრალოდ ჩვენ არაფერს ვაკეთებთ მათთვის და ამიტომ არც გვაქვს მორალური უფლება მოვთხოვოთ ქართველობა, მოვთხოვოთ ჩვენი ტრადიციების დაცვა, მაშინ როცა ჩვენ თვითონ აღარ ვიცავთ მათ და ჩვენ თვითონ დავცინით ხშირად და მოძველებულსა და ყავლაგასულს ვეძახით
თათი87
ხო ეგ ვთქვი მეც სწორედ რა მარა ისინი კიდევ ქართველები არიან
ubralod gio
კი ისინი არიან! მეც ვნახე (ოღონდ ტვ-ში) და ერთი ისეთI ლამაზი ბავშვი იყო ლამის გავგიჟდი!
სახეზე რო შეხედავ ეტყობათ ქართული იერი!
მაგრამ ლაზების უმრავლესობა, რაც არ უნდა მწარე იყოს ჩემი აზრით დაკარგულია! და ვერც გავამტყუნებთ
აბა შენ წარმოიდგინე მათ ადგილას თავი!
შენი ისტორიული სამშობლო არაფერს აკეთებს შენთვის, სამაგიეროდ შენზე ზრუნავს სხვა ქვეყანა, რომელიც მართალია სულ ცოტა ხანია რაც იმ მიწის "მეპატრონე" გახდა , რომელზეც შენ ცხოვრობ, მაგრამ...
რომელს აირჩევ?
დარწმუნებული ვარ, არიან ისეთებიც, რომლებიც ისტორიული სამშობლოს სასარგებლოდ გადახრიან სასწორის პინას! მაგრამ ალბათ ასეთნი ძალიან ცოტანი არიან, იშვიათი გამონაკლისები! ეს ჩემი სუბიექტური აზრია!
ეს სიტყვები ამოვიკითხე ჟურნალში "ჩვენი მწერლობა" და თვალზე ცრემლები მომადგა..
"ამ ზაფხულს სტამბოლში ვიყავი. თარჯიმნად უმცროსი შვილი, მაია წავიყვანე. საღამო ხანი იყო. ვსეირნობდით. უცბად, სასტუმროსთან ორმა მამაკაცმა გააჩერა. გურჯი ხარ? - ჰკითხეს. - დიახო, - უპასუხა. - ლაზიო? - ლაზი მამაჩემიაო. ამ დროს წამოვეწიე, თან მეცინება: მე თუ ლაზი ვარ, შენ ლაზი არ ხარ-მეთქი, - ვეუბნები შვილს.
ერთი სიტყვით, იმათგან ერთ-ერთმა მთხოვა: დედა მყავს ლაზი, სტამბოლში ცხოვრობს, ალბათ ოცი წელი იქნება ლაზური არ გაუგონია და იქნებ დაელაპარაკოთო.
დაურეკა. გვიანი იყო და ოჯახის წევრა უპასუხა: სძინავსო. გააღვიძეთო, - უთხრა შვილმა. ყურმილში მოხუცი ქალის ხმა გაისმა, - ბებო, როგორ ხარ? - ვეკითხები მეგრულად, იქიდან ის მელაპარაკება ლაზურად, სიტყვებს კარგად ვერ ვარჩევ, მაგრამ ვგრძნობ მეფერება, მეფერება.. გურჯისტანის ამბებს მეკითხება, სამშობლოს ამბებს... "
კახმეგ კუდავა
მართლაცდა ის ხალხი რომელთაც 300 წლის მანძილზე შეინარჩუნეს ეროვნული თვითმყოფადობა და ენა მეტ ყურადღებას ითხოვენ. ხომ შეიძლებე ებრაელებივით გამოვაცდახადოთ საყოველთაო მოწვევა, შეიქმას აქ ცხოვრების ღირსეული პირობები და ჩამოვასახლოთ ეს ხალხი აქ, რომელიც ზუსტად იმ კილოთი მეტყველებს და აზროვნებს რითაც წავიდნენ აქედა. ფერიდნენელბს როცა ეძალებათ სამშობლოზე ფიქრი და ცისარტყელას ხედავენ იძახიან თუ იქ მოახერხებ გაძრომასო მაშინ საქართველოს დაინახავო. ანდაც ლაზები გავიხსენოთ, თურქეთის ბიზნესის, ჯარისა და პოლიტიკის უმაღლეს ეშელონებში დიდი თანამდებობები უკავითო. მართლაცდა რა ვინ მისცა საქართველოს დასაკარგი შვილები. მე მაქვს სახში ერთი ფერეიდნელი ქართველის კაზიმი ქვია. მიხევის ქალოს ისე მღერის რომ შეუძლებელია ცრემლი არ მოგერიოს, ამ ადამიანისა და მთლიანად ამ ხალხის სულისა და გულის ტირილია. ღმერთო დაგვიფარე.
შედით ამ საიტზე და ნახავთ ყველაფერს
http://fereidani.site.ge/chveneburebi.php
გფარავდეთ უფალი
natia83
ნათი, რა კარგი საიტია
http://www.chveneburi.net/
www.fereidani.com
დღეს ამაღლების დღესასწაულზე არის ამავე დროს ხსენება ყოველთა ფერეიდნელთა ქართველთა, ქრისტეს სარწმუნოებისათვის მოწყვეტილთა
შეეწიოს მათი ლოცვა ყველა ჩვენებურს!
დღეს პატრიარქმა დალოცა საქართველოში მცხოვრები ფერეიდნელი ქართველები... და თქვა, ღმერთს ვევედროთ, რომ უფრო მეტმა ფერეიდნელმა გაიაროსო 'ცისარტყელის ქვეშ'
ბექამ კი ერთ-ერთი ფერეიდნელი - თორნიკე გამაცნო
შორს არიან, მაგრამ ისინი ჩვენზე მეტად გრძნობენ საქართველოს სიყვარულს... და უფრო მეტად აფასებენ...
_Matasi_
ბექა.შუხოშვილი†
აუ, რა მაგარიაააა
ტელევიზორში რომ ვუყურებ ხოლმე,ცრემლები მადგება...ვენაცვალე მაგათ
ისე, სკაიპი ან რამე მაგისთანა არა აქვთ იქ, ფერეიდანში?
თუ ვინმემ იცით, დავეკონტაქტოთ იქაურებს, მერე ისინი სხვებს გაგვაცნობენ და გულში ჩავიკრათ მთელი ფერეიდანი.
მაგარი იქნება.
"ქართული სულის უკვდავების ცოცხალი სიმბოლო"
ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ყველა, ვინც იმსახურებს ამ სიტყვებს!
აუ, რა სურვილი გამიჩნდა იცით, ფიროსმანივით მომინდა ერთი "დუქნის" გაკეთება, სადაც ყველა ემიგრანტ ქართველს შეეძელბოდა მოსვლა და ერთმანეთის ნახვა. ზოგი საქმეზე ჩამოდის, ზოგი სასწავლებლად, ზოგი ფესტივალს ჩამოყვება ხოლმე და ა.შ. მეც ჰერეთისა და თურქეთის ბევრ ქართველს ვიცნობ (ფერეიდნელებს ჯერ არა ), და ხომ კარგი იქნებოდა საღამოობით, საქმის მერე ყველანი - აქაურები, იქაურები - შევკრებილიყავით, ჩაი დაგველია, გვესაუბრა, ერთმანეთს მოვფერებოდით...
ისეთი სურვილი გამიჩნდა, ახლავე, ამწუთშიც მზად ვარ მაგ საქმეს შევუდგე
ყველა სულით ქართველს ვენაცვალე მე!!!
მოგესალმებით ჩვენებურებო
სალამი
ფორუმელებს
რა ბედნიერი იქნება ქართველი ხალხი ყველა ჩვენებურები საქართველოში რომ ცხოვრობდეს და თან რა ბევრიც ვიქნებით))))) ეჰ რომ ასე არ არის
ჩვენებურებს სიცოცხლეეე! ყველა დალოცოს ღმერთმა!..
ჩემი აზრით ვისაც გულით უნდა ჩამოსვლა ჩამოდის. ქაშუეთის წმ. გიორგის ეკლესიის წინსმძღვარი თავის იდეალურ მეუღლესთან ერთად, ასყობილი დატოვეს ამერიკაში ყველაფერი და ჩამოვიდნენ. თუმცა ამ გმირული საქმის ესე მოკლედ გადმოცემა დააბნევს მკითხველს. თუ გული გულოდს ქადა ორი ხელით.... ხომ გაგიგიათ.
kent5
ჩამოსვლა-არ ჩამოსვლა არაა მნიშვნელოვანი, მთავარი ისაა როგორ უყურებ ცხოვრებას შენ.
როგორც ძნელ, მაგრამ ჩასაბარებელ გამოცდას, თუ როგორ, ცერთი ჩვეულებრივი ადამიანი, რა ვჭამო, რა ჩავიცვა, სად გავიცინო.
მე ხანდახან ძალიან პატრიოტი ვარ, ხშირად ვგიჟდები ლიტერატურაზე, ყოველდღე მაქვს სიკეთის გაკეთების სურვილი, მაგრამ ძირითადად ამას ფონად ჩემი გაუთავებელი მოვალეობები და"ერთი ამომასუნთქა" გასდევს.
ანუ ჩემი ფონი, ქრისტიანული ფსიქოლოგიის მიხედვით, თუ არსებობს ასეთI ცნება, არ არის მორწმუნის, ჩვეულებრივი ადამიანი ვარ.
ქრისტიანული გადასახედიდან ტალანტების დამმარხავი და "Aდამიანური" გადასახედიდან პოტენციური კარგი ტიპი, რომელსაც თუ "შანსს" მისცემ, რამე კარგს იზამს.აი, რომ დამკრას თავში, შეიძლება ძალიან დიდი გმირობა ჩავიდინო, მაგრამ მე ამას არ გავაკეთებ ყოველ დღე და არ იქნება ეს ჩემი მუდმივი პულსი.
ეს ხალხი რომ დაგიბრუნდეს, დაგიჯდეს აქ და პრეზიდენტი და საზოგადოება აგინოს, რასაც 99% აკეთებს, რა ბედენაა?
ან ამათი ოჯახი რომ იყოს მშიერი და ჩაუცმელი არა ქრისტეს, არამედ უმუშევრობის სახელით?
"ჩემი სამშობლო ჩემი გულია" აქ თუ არ ვიპოვი, აქ თუ არ გავაღებ და გავაშენებ, სულ ამაოა ეს ამდენი მაგალითი.
ყველა დღევანდელი დღით ცხოვრობს, ისიც ქუჩაში რომ ნამწვავს აგდებს, ჩემს 3 წლის შვილს რომ ყურში ახველებს და ცხვირსახოცს არ იფარებს, ისიც დღევანდელი დღით ცხოვრობს, არ უნდა ამხელა იდეალების ბრახუნი გადაღლილ ხალხს. არავინ არ იხსენებს გრიგოლ ხანძთელის მაგალითს, ყველას გაბრიელ ბერის მითის დამსხვრევის ეშინია.
ვითOმ სასწაული გაქრება და ქრისტე არ გაჩერდება თავის ადგილას!
mii
თუ მარტო იძულებით გადასახლებულს გულისხმობ, კი ბატონო, მაგრამ ყველა უცხოეთში მომუშავე რომ ერთად ჩამოვიდეს ნამდვილი კატასტროფა იქნება. ქართული ბიუჯეტის ძალიან დიდ ნაწილს სწორედ ის თანხა შეადგენს, რომელსაც უცხოეთში დასაქმებულები ოჯახებს უგზავნიან. თანაც, უმუშევრობის ისედაც კატასტროფული შედეგი საერთოდ ცამდე აიწევს. ამ ყველაფერმა შეიძლება შიმშილიც კი გამოიწვიოს ქვეყანაში.
islam mash'Allah ყველა ქართველ მუსლიმს!
მე, აბსოლუტურად გეთანხმები, მაგრამ ცხოვრება დღითი დღე საქართველოში უარესდება ძვირდება, მაშინ მაგ ლოგიკით უნდა ავიბარგოთ ყველა და მივატოვოთ ჩვენი სამშობლო. მასე არ გამოვა, მთავარია გულით გიყვარდეს შენი ქვეყანა და მაშინ უფლის ნებით არ გავიწირებით, მხოლოდ სიყვარული სიყვარული და ისევ სიყვარული, აი რა გადაგვარჩენს.
თურქეთელი ქართველები
"ჰენრი ქავთარაძე: - თურქეთში ქართველის მიხვდომა ასე დავცადე - ლობიო იცი-მეთქი? ის ქართველი არ არის, თუ იტყვის, ლობიო არ ვიციო. თუ იცის, იმითი ვხვდები, რომ ქართველია.ზამთარში სტამბოლში ვცხოვრობ, ზაფხულში - მაჭახელაში".
"... [ლაზეთში] ერთ გარდაცვლილ ქალს თმაში უპოვეს ჯვარი..."
- სად არის? (მეგობარზე ვეკითხები)
- ეთრევა.
- სად?
- რა ვიცი, მივა-მოვა.
- როგორ არის?
- მე ვლევ, ის თვრება - ასე.
. . .
თურქეთის ქართველები.
"დღესაც კი, როდესაც თურქეთი ყველაზე ახლო და ერთგულ მეზობლად იქცა, საზღვრები თითქმის გახსნილია და ერთმანეთთან დასამალი თითქმის აღარაფერი გვაქვს, მით უმეტეს, ისტორიულ თემებზე მსჯელობას აღარ ვერიდებით, აჰმედ მელაშვილის სახელი საქართველოში კვლავ თითებზე ჩამოსათვლელმა ადამიანმა თუ იცის. ამაში, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ქართული მხარეა დამნაშავე.
მწერალ ფრიდონ ხალვაშის 2007 წელს გამოქვეყნებულ წიგნში "ომრი" აღწერილია 1968 წელს ქართველ მწერალთა მოგზაურობა თურქეთში და აჰმედ მელაშვილთან შეხვედრის რამდენიმე საინტერესო და ამაღელვებელი ეპიზოდი: სადაც აკრძალეს საქართველო, აჰმედმა იქ იქართველა. ის იყო გამხდარი, აჩრდილად ქცეული კაცი, ფიჩხად მდგარი. თან კოჭლობით დასდევდა, თან ერიდებოდა, საქმე გონჯად არ წასვლოდათ.
ორი ქართველი თურქეთისა და რუსეთის უშიშროების თანამშრომლების გააქტიურებულ მზერას უფრთხოდა და ლამის მალულად შეხვდა ერთმანეთს - ჯერ ორი წუთით, შემდეგ ერთი საათით, მოახერხეს და მომავალ ჟურნალს სახელიც შეურჩიეს - "ჩვენებური". შემდეგ სხვა ჩვენებურები გააცნო, თანაც მოასწრო თავისი ტკივილი გაეზიარებინა, მოახერხა სტუმრებისათვის "ჩვენებურების გადარჩენილი ჩვენებურობა" ეჩვენებინა.
აჰმედის შემყურე ქართველი მწერალი საკუთარ თავს გამოუტყდა: "მთელი მუსლიმური საქართველოს ტკივილი ამ ერთ კაცშია თავმოყრილი.
ჩვენ, საქართველოს ქართველები, რაგინდ ვიპატრიოტოთ, მელაშვილის გვერდით ვეღარაფრად გამოვჩნდებით.
უფრო გულახდილი ვიყო? - იქ, ბურსაში, იმ ერთი მღელვარე საათის განმავლობაში, აჰმედ მელაშვილისგან საქართველოს სიყვარული უფრო მეტად ვისწავლე, ვიდრე მანამდე - შინ".
მელაშვილისვე შთაგონებით ითარგმნა ქართული ისტორიული რომანების მთელი სერია. 1977 წელს აჰმედ ოზქანმა ჟურნალ "ჩვენებურის" გამოცემა დაიწყო. უმძიმეს წლებშიც კი საზღვრის სხვადასხვა მხარეს მცხოვრები ქართველების ერთმანეთთან დაკავშირებას, ფოლკლორული საღამოებისა თუ შეხვედრების მოწყობას ახერხებდა. თუმცა სიმი 1980 წელს გაწყდა - აჰმედ ოზქან მელაშვილი მოკლეს. მისი მოღვაწეობა თურქეთის ექსტრემისტული ძალებისთვის მიუღებელი იყო..."
"მადლი უფლისა არის ჩვენთან, რომ სულიერად ქართველები ვართ. სხვა ერის წარმომადგენლები მალევე გადადიან ამა თუ იმ ქვეყნის ყაიდაზე. სამი საუკუნეა, თურქეთში ქართველები ცხოვრობენ, რომ გაივლიან, მე მათ ზურგით ვცნობ. შევხედავ და ათას კაცში იმ ორ ქართველს ზურგიდანვე ვიცნობ.
მივდივარ და ვეკითხები, შენ ქართველი ხარ? - კი, ქართველი ვარ, როგორ მიხვდი? მივხვდი, რადგან მისი გავლაც კი სხვანაირია, მხრებით ვცნობ ყველა ქართველს, რომლებიც სიმართლეს ადიდებენ"
/დეკ. ამირან ამირანაშვილი/
"ხაზი უნდა გაესვას, რომ XIX საუკუნეში ბევრი ქართველი მაჰმადიანი მოლა ქართულად ქადაგებდა. ამ მხრივ სახელი გაითქვა ახმედ ეფენდი ხალიფაშვილმა. 1860-იან წლებში ის ჯამეში ქართულად ქადაგებდა და ყურანსაც ქართულად უხსნიდა მრევლს, რის გამოც სტამბოლში ჩაიყვანეს და სამართალში მისცეს"
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 72/
"დღეისათვის ქალაქებში ცხოვრების პირობებში უფროსი თაობა ცდილობს ახალგაზრდა ქართველები ერთმანეთთან დაახლოვოს, გააცნოს ერთმანეთს. მნიშვნელოვანია სოციალური ქსელის როლიც. ეთნიკურმა ქართველებმა ერთმანეთის გაცნობის ორიგინალური ხერხიც გამონახეს - ქუჩაში, ტრანსპორტში ყოფნისას თუ მიიჩნიეს, რომ ახლოს მდგომი ადამიანი ეთნიკური ქართველია, მობილური ტელეფონით ხმამაღლა "ტყუილ" საუბარს მიმართავენ. მაგალითად, ასეთს: "როგორ ხარ, ჭოო!" და ა.შ. ერთ-ერთ ჩვენს ინფორმატოს ამ გზით 50-მდე თანამემამულეს ყავს გაცნობილი".
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 350/
"ერთ-ერთი ინფორმატორი აღნიშნავდა: "მე ვიტირე ბათუმი რომ დავინახე". ამ შემთხვევაში წინაპართა სამშობლოს დანახვაზე ცრემლი თურქეთელი ქართველის ეთნიკური იდენტობის მნიშვნელოვანი გამოხატულებაა. კიდევ ერთი ამონარიდი: "შევარდნაძეს რომ დავინახავდი, საგარეო საქმეთა მინისტრი რომ იყო, ჩემი კაცი იყო, მომწონდა და მიყვარდა. მე ნამდვილი ქართელი ვარ. ქართველს რამე რომ დაემართოს, აქ ვტირი. ახლა მისვლა-მოსვლაა და ეს ინტერესს ბადებს ქართული ენის შესწავლის. ენა არ იციან, მაგრამ გულში ქართველები არიან". ვფიქრობთ, ამ სიტყვებს კომენტარი არ სჭირდება. ცრემლს კიდევ უნდა დავუბრუნდე 2014 წელს სინოპის ერთ-ერთ ქართულ სოფელში ეთნოგრაფიული მასალების ჩაწერის შემდეგ, როდესაც 75 წლის ინფორმატორი გვემშვიდობებოდა, მას ცრემელები წამოუვიდა და მხოლოდ იმის თქმაღა მოახერხა: "რაღაი მეშველება ახლა მე!"
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 352/
"უნიას რაიონის სოფელ ქუსჩის სასაფლაოზე განისვენებს 1990-იან წლებში თურქეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი და ვიცე-პრემიერი რაფაიდინ შაჰინი (ლორთქიფანიძე). მისი საფლავის ქვაზე დაბადებისა და გარდაცვალების თარიღებია ამოკვეთილი: 1939-2013. ანდერძის თანახმად მიცვალებულს საქართველოდან ჩამოტანილი ქვით გაუკეთეს საფლავი და მიწა საქართველოდან, აჭარის სოფელ ვაიოდან ჩამოტანილი დააყარეს და დაკრძალეს საქართველოში დაბადებული ბებიისა და ბაბუას გვერდით. ეს ფაქტიც თურქეთის პოლიტიკური მოღვაწის მაღალი ქართული ეთნიკური ცნობიერების დამადასტურებელია".
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 349/
"ეთნიკურ ქართველს სიამაყის გრძნობას თავისი გარეგნობაც უვითარებს. საუბრისას, როდესაც ქალებს ექსპედიციის წევრმა ქალებმა კომპლიმენტი უთხრეს, რომ ლამაზები ხართ, პასუხი იყო მოკლე და მოსწერებული: "გურჯი ვარ და!"
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 348/
"მუსლიმანმა ქართველებმა ახალი თვითსახელწოდება შექმნეს - "ჩვენებური". ხოლო გარშემომყოფი თურქებისთვის ისინი "გურჯები" იყვნენ. ასე რომ, ენისა და განსხვავებული კულტურის გამო, მათ არც თურქული მოსახლეობა გაითავისებდა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველები მათ სარწმუნოებაზე (ისლამზე) იყვნენ გადასული".
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 342/
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience