ამ თემის გახსნის მიზანი, არის თავი მოვუყაროთ, საზღვარგარეთ ქართულ ენაზე აღვლენილ წირვა-ლოცვათა შესახებ ინფორმაციას.
მინდა, რომ თითოეულმა ჩვენთაგანმა შეიტანოს ამ საქმეში წვილილი. თუკი ვინმეს აქვს ინფორმაცია, თუ სად აღევლინება უახლოეს მომავალში ქართული წირვა-ლოცვა, გავუზიაროთ ერთმანეთს.
ბევრი ქართველი ცხოვრობს უცხოეთში ისე, რომ არც კი იცის თუ მის ქალაქში, ან მის მახლობელ ქალაქში ქართულ წირვა-ლოცვაზე დასწრების საშუალება აქვს.
ღმერთს ებარებოდეთ!
პ.ს. მადლობა KAIROS-ს
გაცნობებთ, რომ
17 თებერვალს, 16:00 საათზე, გერმანიის ქალაქ დიუსელდროფში ( Düsseldorf ) არსებულ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას, მოინახულებს დასავლეთ ევროპის მიტოპოლიტი აბრაამი.
ეკლესიის მისამართია: http://www.mrewli.de/images/stadtpl-HAMM.jpg
გზამკვლევი: Vom Hauptbahnhof die beliebige S-Bahn, Richtung Neuss zum S-Bahnhof D-Völklinger Str. (3. Haltestelle). Dann zu Fuß ca. 10 min.
http://www.mrewli.de/
ეს არის ამერიკის ქალაქ ვაშინგტონის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მართლმადიდებლური საკათედრო ტაძრის ღმრთისმსახურების განრიგი:
ტაძარში წირვა ლოცვა აღევლინება ინგლისურ,ქართულ და სლავურ ენებზე.
წირვა ყოველ კვირადღეს და დიდი დღესასწაულებზე
დილის 9:00 (ინგლისურ ენაზე) და
დილის 10:45 (ქართულ,ინგლისურ და სლავურ ენებზე)
ყოველ კვირადღეს, წირვას მოსდევს პარაკლისი
13:00 საათზე (ქართულ ენაზე)
ამას გარდა ყოველი თვის პირველ შაბათს
დილის 10:00 საათზე აღევლინება წირვა ქართულ ენაზე.
მწუხრი ,ყოველი თვის პირველ პარასკევს 17:00 საათზე.
მწუხრის შემდეგ აღსარება.
ღვთისმსახურნი:
დეკანოზი კონსტანტინე უაიტი (ტაძრის წინამძღვარი),
დეკანოზი მიქაელ ფოფხაძე.
--------------------------------------------------------------------------------------------
მისამართი:
3500 Massachusetts Ave NW, Washington,DC.
http://www.mrevli.org
საქართველოს საპატრიარქოს დასავლეთ ევროპის ეპარქია
ქ. მიუნხენის წმ. ვახტანგ გორგასლის სახელობის
ქართული მართლმადიდებლური ეკლესია.
თებერლვალ-მარტის ღვთისმსახურებათა განრიგი:
თებერვალი 2008
02.02. შაბათი 18:00სთ ლოცვა დაიწყება 1 საათით გვიან!
03.02. კვირა 10:00სთ საღმრთო წირვა
ღირსისა მაქსიმე აღმსარებელისა (აღესრულა საქართველოში, +662); მოწამისა ნეოფიტესი (+303-305); მოწამეთა: ევგენისა, კანდიდესი, ვალერიანესი და აკვილასი (+III); მოწამისა აგნია ქალწულისა (+დაახლ. 304); აღმოყვანება წმიდათა ნაწილთა ღირსმოწამისა ანასტასი სპარსისა (+VII); ღირსისა მაქსიმე ბერძენისა (+1556).
09.02. შაბათი ლოცვა არ ჩატარდება! წირვა ტარდება ქალაქ Frankfurt - ში
10.02. კვირა 10:00სთ საღმრთო წირვა
ღირსისა ეფრემ ასურისა (+373-379); ღირსისა პალადი მეუდაბნოისა (+IV); ღირსისა ისააკ ასურისა, ნინევიის ეპისკოპოსისა (+VII). კრება რუსეთის ახალმოწამეთა და აღმსარებელთა.
14.02. ხუთშაბათი 18:00სთ სადღესასწაულო მწუხრი, ცისკარი
15.02. პარასკევი 09:30სთ სადღესასწაულო წირვა
მიგებება (მიქუმა) უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი. ლამპრობა.
16.02. შაბათი 17:00სთ მწუხრი, ცისკარი
17.02. კვირა 10:00სთ საღმრთო წირვა
მეზვერისა და ფარისევლის კვირიაკე. შემდგომი დღესასწაული მიგებებისა. ღირსისა ევაგრესი, ციხედიდის მთავარყოფილისა (+VI); ღირსისა ისიდორე პელუსიელისა (+დაახლ. 436-440); მოწამისა იადორისა (+III); მღვდელმოწამისა აბრაამისა, არვილელი ეპისკოპოსისა (+დაახლ. 344-347); ღირსისა ნიკოლოზ აღმსარებელისა, სტუდიელი იღუმენისა (+868).
23.02. შაბათი ლოცვა არ ჩატარდება! წირვა ქალაქ Bonn - ში
24.02. კვირა 10:00სთ საღმრთო წირვა
უძღები შვილის კვირიაკე. მღვდელმოწამისა ვლასისა (+დაახლ. 316); მართლისა თეოდორასი, წმიდათა ხატთა თაყვანისცემის აღმდგენელისა (+დაახლ. 867).
მარტი 2008
01.03. შაბათი 18:00სთ ლოცვა დაიწყება 1 საათით გვიან!
02.03. კვირა 10:00სთ საღმრთო წირვა
ხორციელის კვირიაკე, საშინელი სამსჯავროს ხსენება. ნიკოლოზისა, ყოვლისა საქართველოისა კათალიკოს-პატრიარქისა (+1591); ლეონისა, რომის პაპისა (+461); აღაპიტო აღმსარებელისა, სვინადელი ეპისკოპოსისა (+IV); ფლაბიანე აღმსარებელისა, კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა (+449-450).
08.03. შაბათი ლოცვა არ ჩატარდება! წირვა ტარდება ქალაქ Frankfurt - ში
09.03. კვირა 10:00სთ საღმრთო წირვა
ყველიერის კვირიაკე. მოგონება სამოთხიდან ადამის განდევნისა. მიტევების კვირიაკე. მღვდელმთავრისა ტარასისა, კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსისა (+806).
10.03. ორშაბათი 18:00სთ წმ. ანდრია კრიტელის სინანულის გალობანი, დასაწყისი დიდმარხვის პირველი შვიდეულისა.
11.03. სამშაბათი 18:00სთ წმ. ანდრია კრიტელის სინანულის გალობანი
12.03. ოთხშაბათი 18:00სთ წმ. ანდრია კრიტელის სინანულის გალობანი
13.03. ხუთშაბათი 18:00სთ წმ. ანდრია კრიტელის სინანულის გალობანი
15.03. შაბათი 17:00სთ მწუხრი, ცისკარი
16.03. კვირა 10:00სთ საღმრთო წირვა
დიდმარხვის I კვირიაკე. მართლმადიდებლობის ზეიმი. იოანე (ოქროპირი) IV-სი, ყოვლისა საქართველოჲსა კათოლიკოს-პატრიარქისა (+1001); მოწამეთა: ევტროპისი, კლეონიკესი და ბასილისკოსი (აფხაზეთის კომანში აღსრულებულისა, +დაახლ. 308); ღირსისა პიამა ქალწულისა (+337); წმიდათა ზენონისა და ზოილესი; მღვდელმოწამისა თეოდორიტესი, ანტიოქიელი ხუცისა (+361-3613).
22.03. შაბათი 17:00სთ მწუხრი, ცისკარი
23.03. კვირა 10:00სთ საღმრთო წირვა
დიდმარხვის II კვირიაკე. მღვდელმთავრისა გრიგოლ პალამასი, თესალონიკელი მთავარეპისკოპოსისა (+დაახლ. 1360); ღირსისა იოანე ხახულელისა, ოქროპირად წოდებულისა (+XI); მოწამისა კოდრატე კორინთელისა და მისთანა ხუთთა მოწამეთა: კვიპრიანესი, დიონისესი, ანეკტოსი, პავლესი და კრისკენტოსი (+III); მოწამეთა: კოდრატე ნიკომიდიელისა, სატორინესი, რუფინესი და სხვათა (+III); ღირსისა ანასტასიასი (+567-568). კრება ყოველთა ღირსთა მამათა კიევის ქვაბთა შინა დავანებულთა.
29.03. შაბათი საღამოს ლოცვა არ ჩატარდება!
30.03. კვირა 10:00სთ საღმრთო წირვა
დიდმარხვის III, ჯვრის თაყვანისცემის კვირიაკე. ღირსმოწამისა გაბრიელ მცირისა (+1802); ღირსისა ალექსი ღმრთისკაცისა (+411); მოწამისა მარინოსი.
მიუნხენში იმყოფება ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი მეუფე დანიელი, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია მეუფე თებერვლის ბოლომდე იქ დარჩება.
შტუტტგარტში ქართული წირვა-ლოცვა აღევლინება შაბათს 1 მარტს.
ისე კი რეგულარულად ყოველი თვის პირველ შაბათ დღეს. მოძღვარი მამა თამაზი.
xornabujeli
დიდი მადლობა გიორგი. გაგახარებს ღმერთი!
iako
იაკო, მისამართი ხო არ იცი, შტუდგარტში სად ტარდება ხოლმე ეგ წირვა?
გაცნობებთ, რომ
23 თებერვალს, 09:30 საათზე, გერმანიის ქალაქ ბონში (Bonn ) ბერძნულ მართლმადიდებლურ ტაძარში, აღევლინება წირვა ქართულ ენაზე. წირვას აღავლენს ქალაქ მიუნხენის წმ.ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართულ მართლმადიდებლური ეკლესიიდან მოწვეული მღვდელი თამაზ ლომიძე.
ეკლესიის მისამართია: Dietr-Bonhoeffer-Str. 2; Bonn
გზამკვლევი: Vom Hauptbahnhof, Buss: 622, 632 Richtung Ramersdorf, Haltestelle renusallee.
Bahnlinie: 62 Haltestelle Küdinghofen.
კეტ
ეს არის მისამართი, სადაც ტარდება ქართული წირვა თვეში ერთხელ:
Neue Straße 176, 70186 Stuttgart
17.02.2008 Düsseldorf
მართალია ცოტა დამაგვიანდა, მაგრამ ვიყავი დიუსელდორფში. მეუფე აბრაამმა დაგვლოცა, პარაკლისსაც დავესწარი. ძალიან ბედნიერი დავბრუნდი სახლში და თქვენთვის რამოდენიმე სურათიც გამოვიყოლე
მამა დოსითე კითხულობს ლოცვას. ძალიან თბილი თვალები აქვს
ეს კი მგონი ისტორიული სურათია, არც მეგონა ასეთი კარგი თუ გამოვიდოდა. წმინდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის მრევლი, შუაში დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი მეუფე აბრაამი, მის მარჯვნივ მამა დოსითე, ხოლო მის მარცხნივ წითელი შარფით, არის გერმანელი მართლმადიდებელი ადამიანი (სახელი არ მახსოვს, გავიგებ ), საქართველოს დიდი მოყვარული, ბევრ რამეში დაგვეხმარა ქართულ მრევლს. გაახარებს ღმერთი
გაიხარე, ქეტევან
რა კარგია ახლოს რომ ხარ, ჩემგან შორსაა, მაქ კი არა შტუტგარტშიც ვერ ვივლი.
მადლობა, რომ ეს თემა არსებობს ინფორმაცია მაინც გვაქვს,სად რა ხდება.
k@the
xornabujeli
სურათი მე გადავიღე , სახელს გავიგებ იმ გერმანელის.
შოთაძე
კი შოთაძე, ასე თქვეს სამებაში მსახურობდაო. მართლა ძალიან თბილი ადამიანი ჩანს
staywhite
staywhite
კეტ
მამა დოსითე ბრიუსელში მოღვაწეობს მგონი?დიუსელდორფში მას იწვევენ?
iako
მამა დოსითე არ ვიცი სად მოღვაწეობს და არ მგონია დიუსელდორფში გადმოეყვანათ, მგონი მეუფეს ახლდა უბრალოდ
ანთვერპენში მოღვაწეობს მამა აბიბოსი და ის ჩამოდიოდა ხოლმე დიუსელდორფში , ბოლო დროს რამოდენიმეჯერ მამა ისე იყო. მაგრამ, საბოლოოდ, არ ვიცი დიუსელდორფში როგორ და რა იქნება.
დღეს ბონნში ვიყავი, მამა თამაზის წირვას დავესწარი
ეხლა სამსახურში ვარ და საღამოსკენ ერთ-ორ სურათს დავდებ
23.02.2008
როგორც შეგპირდით, ვდებ რამოდენიმე სურათს...
დღეს ქალაქ ბონში (Bonn), ბერძნულ მართლმადიდებლურ ტაძარში, წირვა აღავლინა მიუნხენის წმ.ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართულ მართლმადიდებლური ეკლესიიდან მოწვეულმა მღვდელმა თამაზ ლომიძემ.
ეს ბერძნული ეკლესია, მე როგორც ვიცი ერთ-ერთი უდიდესი ბერძნული მართლმადიდებლური ტაძარია გერმანიაში.
ულამაზესად და უთბილესადაა მოხატული ტაძარი. თვალს ვერ წყვიტავ ადამიანი ფრესკებს.
ეს კი ჩვენი მგალობლები. წირვისას ამაღლებულ განწყობას რომ გვიქმნიან. კარგად გალობენ
მამა თამაზი, უაღრესად უშუალო და თბილი ადამიანი . თავის გამოხედვით და ქადაგებით, გიწვევს მოდითო ეკლესიაში . მასთან საუბარს არაფერი ჯობია. რაღაცნაირად ვმშვიდდები, კეთილად რომ ამბობს ''შეგინდოს უფალმაო''.
თქვენი მონა-მორჩილი, დღეს გახარებული
k@the
xornabujeli
აუცილებლად გადავცემ გიორგი. თუმცა მხოლოდ ერთი თვის შემდეგ მომიხერხდება ალბათ მისი ნახვა.
მართლაც ძალიან თბილი და უშუალო ადამიანია მამა თამაზი. სასიამოვნოა მასთან საუბარი. ისე მშვიდად გარიგებს, ქადაგებს. თავისი გულახდილობით გეხმარება მასთან ბოლომდე გაიხსნა.
მამა თამაზის ქადაგებიდან, გამომრჩა დამეწერა
მამაომ გადმოგვცა პატრიარქის კურთხევა საზღვარგარეთ მყოფ თანამემამულეებს. ეს მარხვა ჩვენთვის, ოთხშაბათი-პარასკევის და პირველი და ბოლო კვირის გარდა თევზით ხსნილია. შეეცადეთ, რომ ყველამ შეინახოთო.
მარხვის შესახებ დაწვრილებით http://www.orthodoxy.ge/markhvebi/did_markhva.htm
გაგაძლიეროთ უფალმა!
ირლანდიაში ქართული ეკლესიის ცენტრი არის ქალაქ dublin-ში აი ამ მისამართზე: domenic collage navan road dublin, კვირაობით ვატარებთ წირვას 11:30 -ზე იწყება მსახურება, ვმოგზაურობთ ქალაქ kork-ში. ეკლეესიის წინამძღვარი გახლავთ დეკანოზი მალხაზ კუმელაშვილი
გაცნობებთ, რომ
29 მარტს, 09:00 საათზე, გერმანიის ქალაქ ბონში (Bonn ) ბერძნულ მართლმადიდებლურ ტაძარში, აღევლინება წირვა ქართულ ენაზე. წირვას აღავლენს ქალაქ მიუნხენის წმ.ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართულ მართლმადიდებლური ეკლესიიდან მოწვეული მღვდელი თამაზ ლომიძე.
მამა თამაზის თხოვნაა მოემზადოთ აღსარება-ზიარებისათვის.
ეკლესიის მისამართია: Dietr-Bonhoeffer-Str. 2; Bonn
გზამკვლევი: Vom Hauptbahnhof, Buss: 622, 632 Richtung Ramersdorf, Haltestelle renusallee.
Bahnlinie: 62 Haltestelle Küdinghofen.
საუცხოო ტაძარია და ძალიან სასიამოვნოა როცა უცხო ქვეყანასჰი ხარ და ქრისტიანულ ტაძარში დაიდებ საკუტარ ბინას და სულიერად კარგად გრძნობ თავს .
აღფრთოვანებული ვარ...
შემდეგი ქართული წირვა შტუტტგარტში შედგება 5 აპრილს. მისამართი უკვე მითითებული მაქვს ჩემს ერთ-ერთ პოსტში.
გუშინ ვიყავი Bonn-ში ქართულ წირვაზე. ძალიან ლამაზი დღე იყო, ქართველი გოგოებიც გავიცანი . ერთი უკვე ჩვენი ფორუმელია და მეორე იმედია მალე მოშინაურდება. ძალიან საყვარელი გოგოები არიან
xornabujeli
მამა თამაზს გადავეცი გულთბილი მოკითხვა და ასევე მოიკითხეო ჩემგან.
გამარჯობა!!მე რუსო ვარ,შემოგიერთდებით თქვენსავით "ემიგრანტი" გერმანიაში.მინდა გითხრათ რომ ჰამბურგში ყოველი თვის ბოლოს ქართული წირვა,რომელსაც არქიმანდრიტი ლაზარე აღავლენს.შეიძლება ვიმე ცხოვრობთ ახლომახლო ქალაქებში და მოახერხოთ ჩამოსვლა.
18 აპრილს 17:00 რუსუსლ მართლმადიდებლურ ტაძარში ჩატარდება შვიდგზის ზეთისცხება.
19 აპრილს,ლაზარეს შაბათს 10:00 ჩატარდება წირვა.(ორივე ღვტისმსახურებას მამა ლაზარე აღასრულებს)
მისამართი:
Russisch-Orthodoxe Kirche
Vor dem Holstentor 1
20355 Hamburg
U2 (Messehallen)
გაცნობებთ სასიხარულო ამბავს
გერმანიის ქალაქ დიუსელდროფში ( Düsseldorf ) არსებულ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში აღდგა ღვთისმსახურებანი.
მათ აღასრულებს მღვდელ-მონაზონი მამა ისე
მიმდინარე კვირის განრიგია:
22 აპრილს, სამშაბათს 19:00 საათზე - პარაკლისი
23 აპრილს, ოთხშაბათს 19:00 საათზე - პარაკლისი
24 აპრილს, ხუთშაბათს 10:00 საათზე - წირვა
25 აპრილს, პარასკევს 10:00 საათზე - წირვა (თორმეტი ვნების სახარების კითხვა)
26 აპრილს, შაბათს 10:00 საათზე - წირვა
სააღდგომო ლიტურგია დაიწყება შაბათს, 26 აპრილს 23:00 საათზე
ეკლესიის მისამართია: Fährstr. 95, 40221 Düsseldorf-Hamm
გზამკვლევი: Vom Hauptbahnhof die beliebige S-Bahn, Richtung Neuss zum S-Bahnhof D-Völklinger Str. (3. Haltestelle). Dann zu Fuß ca. 10 min.
http://www.mrewli.de/
ღვთისმსახურების განრიგი ვნების შვიდეულში:
დიდი ოთხშაბათი - 18:00 ზეთის კურთხევა, 7-გზის ზეთის ცხება
დიდი ხუთშაბათი - 09.00 საღმრთო წირვა, ხსენება საიდუმლო სერობისა
დიდი პარასკევი - 09:00 12 ვნების სახარების კითხვა
დიდი შაბათი - 09:00 საღმრთო წირვა
- 20: 00-23:00 აღსარებების მიღება
- 23:00 მწუხრი
კვირა - 00:00 ლიტანიობა,
ბრწყინვალე აღდგომა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი (ღამისთევა)
ბოდიშით, დამეჭირა "enter". ასევე უნდა დამეწერა, რომ ეს არის მიუნხენის ქართული ეკლესიის საეკლესიო მსახურებათა განრიგი. მამა თამაზის თხოვნაა, რომ ზიარების მსურველები(მიუნხენში მცხოვრებლები) შუა კვირაში მობრძანდნენ აღსარებისთვის, რადგან ტრადიციულად ძალიან ბევრი ჩამომსვლელია გერმანიის სხვა ქალაქებიდან. სხვა ქალაქებიდან ჩამოსულებს აღსარების საშუალება ექნებათ შაბათს 20:00 სთ-დან 23:00 სთ-მდე
დაწვრილებითი ინდორმაცია იხილეთ: www.eklesia.de
გაცნობებთ, რომ
31 მაისს, 09:00 საათზე, გერმანიის ქალაქ ბონში (Bonn ) ბერძნულ მართლმადიდებლურ ტაძარში, აღევლინება წირვა ქართულ ენაზე. წირვას აღავლენს ქალაქ მიუნხენის წმ.ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართულ მართლმადიდებლური ეკლესიიდან მოწვეული მღვდელი თამაზ ლომიძე.
მამა თამაზი ეკლესიაში იქნება 08:30 დან და მისი თხოვნაა მოემზადოთ აღსარება-ზიარებისათვის.
ეკლესიის მისამართია: Dietr-Bonhoeffer-Str. 2; Bonn
გზამკვლევი: Vom Hauptbahnhof, Buss: 622, 632 Richtung Ramersdorf, Haltestelle renusallee.
Bahnlinie: 62 Haltestelle Küdinghofen.
--
ruso-nini
გამარჯობა, კეთილი იყოს შენი ჩვენს ფორუმზე შემომატება
Bodbeli
მადლობა ინფორმაციისათვის!
სიახლე მიუნხენის სამრევლოში - წირვა და პარაკლისი ყოველ ოთხშაბათს !!!
მისი მაღალყოვლადუსაღვდელოესობის, დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტის აბრაამის ლოცვა-კურთხევით ღმრთისმსახურების განრიგს დაემატა წირვა და პარაკლისი შუა კვირაში. 1 ივნისიდან ყოველი კვირის ოთხშაბათს 09:00 საათზე ჩატარდება ცისკარი, რასაც მოებმება საღმრთო წირვა. ასევე ყოველ ოთხშაბათს 14:00 საათზე ჩატარდება პარაკლისი სავედრებელი ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლისა. წირვის და პარაკლისს შორის შუალედში მრევლს საშუალება ექნება აღსარებისა და მოძღვართან საუბარისა.
www.eklesia.de
http://imageshack.us
http://g.imageshack.us/g.php?h=216&i=dsc0307us0.jpg
ესეც მიუნხენის ქართული ეკლესია თავისი ახალი კანკელით.
http://imageshack.us
http://g.imageshack.us/g.php?h=391&i=dsc0310ue7.jpg
Bodbeli
ეს ბოლო სურათი აღდგომას არის გადაღებული?
ჩვენი მრევლის წევრი ვიპოვე მასზე, აღდგომას მიუნხენში იმყოფებოდა.
შაბათს 7 ივნისს გერმანიის ქალაქ შტუტტგარტში ჩატარდება ღვთისმსახურება.
წირვა დაიწყება 10 საათზე .
ეკლესიის მისამართია: Neue Straße 176, 70186 Stuttgart
iako
კი, აღდგომის დღეს არის გადაღებული ეს სურათები, ყველაზე ცოტა 350-400 ადამიანი იყო მოსული ამ დღეს, რაც ძალიან სასიხარულოა
ავტობუსის მძღოლი სულ გაგიჟდა, ასე სავსე ავტობუსი მგონი მას არასოდეს არ უტარებია. მე ვერ ავედი ამ ავტობუსში და იძულებული ვიყავი ტაქსით წავსულიყავი
Bodbeli
რამდენჯერაც ჩვენი მრევლის წევრები წამოვიდნენ მიუნხენში, არასოდეს არ მეცალა. მაგრამ ეხლა კი მოვდივარ
21 ივნისს, შაბათს ჩატარდება წირვა ქ. ბერლინში
მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობი
, დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტის აბრაამის (გარმელია) ლოცვა კურთხევით 21 ივნისს, შაბათს დაგეგმილია საღმრთო წირვა ქ. ბერლინის წმ. მღვდელმოწამე კირიონის სახ. ქართულ სამრევლოში. წირვა დაიწყება 10:00 სთ-ზე რუსულ მართლმადიდებლურ საკათედრო ტაძარში მისამართზე: Hohenzollerndamm 166, 10713 Berlin; . აღსარების და ზიარების მსურველებს შეუძლიათ 08:30 სთ-დან მიმართონ მოძღვარს. წირვას მიუნხენის წმ. ვახტანგ გორგასლის სახ. სამრევლოს გუნდთან ერთად აღავლენს მღვდელი თამაზი (ლომიძე). ღვთისმსახურების შემდეგ გაიმართება შეხვედრა მრევლისა მოძღვართან. გელით ყველა ბერლინსა და შემოგარენში მცხოვრებ მართლმადიდებელ მორწმუნეებს.
P.S. გააგებინეთ ბერლინში მეგობრებს, ნაცნობებს ........
12 ივლისს ჩატარდება წირვა ქ. ფრანკფურტში
12 ივლისს, პეტრე-პავლობას ჩატარდება წირვა ქ. ფრანკფურტის წმ. ნიკოლოზის სახ. ქართულ სამრევლოში. მსახურება ჩატარდება ბერნულ ტაძარში მისამართზე: Gemeinde "Hl. GEORGIOS" Kirche: Grüneburgpark (Sebastian-Rinz-Str. 2a) 60 323 FRANKFURT/M. წირვა დაიწყება 09:00 სთ-ზე.
D19 ივლისს ჩატარდება წირვა ქ. ბერლინში
19 ივლისს, შაბათს ჩატარდება წირვა ქ. ბერლინის წმ. მღვდელმოწამე კირიონის სახ. ქართულ სამრევლოში. წირვა დაიწყება 09:00 სთ-ზე სერბულ მართლმადიდებლურ ტაძარში მისამართზე: Die Kirche des Hl. Sava, Ruppiner Strasse 28, 13555 Berlin . აღსარების და ზიარების მსურველებს შეუძლიათ 08:30 სთ-დან მიმართონ მოძღვარს. წირვას აღავლენს მღვდელი თამაზი (ლომიძე). ღვთისმსახურების შემდეგ გაიმართება შეხვედრა მრევლისა მოძღვართან.
შაბათს 5 ივლისს გერმანიის ქალაქ შტუტტგარტში ჩატარდება ღვთისმსახურება.
მოძღვარი მამა თამაზი ლომიძე აღსარებას იბარებს 9-ის ნახევრიდან.
წირვა კი დაიწყება 10 საათზე .
ეკლესიის მისამართია: Neue Straße 176, 70186 Stuttgart
ქართვველებს ევროპაში ერთერთი ყველაზე ბედნიერი შემოდგომა დაგვიდგა
უკვე გერმანიაშია და ევროპული ტურნე დაიწყო მისმა უწმიდესობამ !
მალევე 2 დღეში პარიზში გაიხსნება ახალი ქართული ეკლესია ჩვენს საპატრიარქოს დაქვემდებარების ქვეშ ( წმ. ნინოს პარიზული ეკლესია თავიდანაც და ახლაც კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს ექვმდებარება),
ხოლო შემდეგ მისი უწმიდესობა გამოვა მსოფლიო პოლიტიკოსთა კონფერენციაზე საქართველოს შესახებ სიტყვით, შემდეგ კი მოილოცავს იტალიის სიწმინდეებს, მილანს ( წმ. ამბროსი მედიოლანელი ), პავიას ( ნეტარი ავგუსტინე), ტურინს ( მაცხოვრის სუდარა), რომს ( წმ. მოციქულთა თავთა, პეტრეს, შემდეგ პავლეს საკათედრო ტაძრებს, კატაკომბებს, და სხვა უამრავ სიწმიდეებს), რომში ექნება შეხვედრა რომის პაპ ბენედიქტე XVI .სთან, რის შემდეგაც გაემგზავრება ქალაქ ბარიში (წმ. ნიკოლოზის საფლავზე), სადაც ჩატარდება კიდეც ქართული წირვა!
ქართულ ეკლესიას პარიზში აკურთხებს 16 ნოემბერს კათოლიკოს_პატრიარქი ილია II.
მისამართს მოგაწოდებთ ხვალ აუცილებლად.
უფრო დაზუსტებით აქ არის:
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, თანმხლებ პირებთან ერთად, ვიზიტით ეწვევა ევროპის ქვეყნებს გერმანიას, იტალიასა და საფრანგეთს. იტალიაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო პოლიტიკოსთა ფორუმში, რომელიც 6-7 ნოემბერს ბასკო-მარენგოში გაიმართება. საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის გამოსვლა, რომელიც საქართველოში დღეს არსებულ ვითარებას შეეხება, 6 ნოემბრისთვის არის დაგეგმილი, 7 ნოემბერს კი ტურინში მაცხოვრის სუდარის მონახულება და აფხაზეთისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენის გახსნაა დაგეგმილი. 8 ნოემბერს შედგება შეხვედრა რომის პაპთან, ბენედიქტე XVI-თან. 12 ნოემბერს, სავარაუდოდ, პატრიარქი წირვას აღავლენს ბარში, წმიდა ნიკოლოზის საფლავთან. 14 ნოემბერს სტრასბურგში ევროპის კულტურის ფონდის პრეზიდენტი, მისი უდიდებულესობა დანიის პრინცი კათოლიკოს-პატრიარქს გადასცემს ფონდის ჯილდოს მშვიდობის, ჰუმანურობისა და საქართველოში საეკლესიო ცხოვრების დამკვიდრების საქმეში შეტანილი წვლილისთვის. 16 ნოემბერს პარიზში ქართული ეკლესიის გახსნაა დაგეგმილი. მისი უწმიდესობა საქართველოში 18 ნოემბერს დაბრუნდება.
გერმანიიდან მიდის მრევლი 16-ისათვის პარიზში???
მინდა წასვლაა
k@the
აპრილისკენ თუ წახვალთ, სავარაუდოთ მეც შემოგიერთდებით
სამწუხაროდ, დღეს საღამოს გახდა ცნობილი, რომ უწმიდესს გაუკეთდა ოპერაცია და ღვთის მადლით კარგად არის , მაგრამ ვერ შეძლებს მოგზაურობის გაგრძელებას, შესაბამისად, ბოლო ინფორმაციების თანახმად, მოგზაურობა არ შედგება
პარიზში ვეღარ ესწრება ეკლესიის გახსნა.
საუბარი იყო 16 ნოემბერს ეკლესიის კურთხევაზე. ეხლა ეს საკითხი გადაიწევს,როდემდე ჯერ უცნობია.
ღვთისმსახურებანი ბერლინში 8-9 ნოემბერს
8 ნოემბერს, შაბათს 10:00 საათზე ბერლინის რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში წირვას აღავლენს ბათუმისა და ქობულეთის მთავარეპისკოპოსი დიმიტრი (შიოლაშვილი), მისამართზე: Hohenzollerndamm 166 10713 Berlin (Wilmersdorf). ხოლო 9 ნოემბერს, კვირას 10:00 საათზე მეუფე დიმიტრი წირვას აღავლენს ბერლინის სერბულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში მისამართზე: Holzmanstrasse 34, Berlin-Tempelhof
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
8 ნოემბერს, შაბათს ჩატარდება წირვა ქ. ფრანკფურტში
8 ნოემბერს, შაბათს ქ. ფრანკფურტის წმ. ნიკოლოზის სახ. ქართულ სამრევლოში ჩატარდება ღვთისმსახურება. წირვა დაიწყება 09:30 საათზე მისამართზე: Solmstrasse 3, Frankfurt/Main. აღსარების მსურველებს შეუძლიათ 08:30 სთ-დან მიმართონ მოძღვარს. წირვის შემდეგ გაიმართება საერთო ტრაპეზი. წირვას აღავლენს მღვდელი თამაზი (ლომიძე).
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
15 ნოემბერს, შაბათს ჩატარდება წირვა ქ. ბერლინში
15 ნოემბერს, შაბათს ქ. ბერლინის წმ. მღვდელმოწამე კირიონის სახ. ქართულ სამრევლოში ჩატარდება ღვთისმსახურება. წირვა დაიწყება სერბულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში 09:30 საათზე მისამართზე: Holzmanstrasse 34, Berlin-Tempelhof. აღსარების მსურველებს შეუძლიათ 08:30 სთ-დან მიმართონ მოძღვარს. წირვას აღავლენს მღვდელი თამაზი (ლომიძე).
წირვის შემდეგ ჩატარდება ბერლინის ქართული ეკლესიის მრევლის კრება, რომელზეც განხილული იქნება ბერლინში ქართული ეკლესიის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი საკითხები. სასურველია ყველას დასწრება. დასასრულს გაიმართება საერთო ტრაპეზი.
შაბათს, 20 დეკემბერს 10:00 სთ-ზე აღევლინება წირვა ქ. ფრანკფურტის წმ. ნიკოლოზის სახელობის სამრევლოში. ამ დღეს სამრევლო დღესასწაულობს მისი მფარველის, დიდი მღვდელმთავრის წმ. ნიკოლოზის ხსენებას. წირვის შემდეგ გაიმართება სადღესაწაულო ტრაპეზი მთელი ფრანკფურტის მრევლისათვის მისამართზე: Freie Waldorfschule Frankfurt / M, Friedleben Strasse 52, 60433 Frankfurt. ტრაპეზი დაიწყება 14:00 სთ-ზე. გელით ყველას!
-------------------------------------------------------------------------------------
13 დეკემბერი მიუნხენის ქართული ეკლესიის დღესასწაულია
13 დეკემბერს, შაბათს ვდღესასწაულობთ ჩვენი სამრევლოს მფარველი წმინდანის წმ. კეთილმსახური მეფის ვახტანგ გორგასლის ხსენებას. პარასკევს 12 დეკემბერს აღევლინება ლოცვა 18:00 სთ-ზე და შაბათს წირვა დაიწყება 09:00 სთ-ზე. წირვის შემდეგ გაიმართება საზეიმო ტრაპეზი.
-------------------------------------------------------------------------------------
როგრც ჩემთვის ცნობილია. ჩამოდიან გერმანიის სხვა და სხვა ქალაქებიდან, მაგალითად, დიუსელდორფი, შტუტგარტი,.......
ასე რომ, შემოგვიერთდით
ვულოცავ მიუნხენის სამრევლოს, მათი მფარველის წმ. კეთილმსახური მეფის ვახტანგ გორგასლის ხსენებას!
მისი მადლი, შეწევნა და წყალობა არ მოგაკლდეთ!
გაგაძლიეროთ საზღვარგარეთ მყოფი ქართველები რწმენაში!
იხარეთ!
http://www.radikal.ru
მამა თამაზი მიუნხენის ტაძარში.
http://www.radikal.ru
მიხარია, რომ გერმანიაში მყოფმა ფორუმელებმა გაზაფხულზე მოვახერხეთ და თქვენი ტაძარი მოვილოცეთ.
ძალიან თბილი მრევლიც გავიცანით.
დიუსელდორფიდანაც მოდიონდენ ქართველები, სამწახაროდ მე ვერ შევძელი, იმედია ბოდბელი რამოდენიმე სურათს გვანახებს.
k@the
მადლობა, ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღეს, განსაკუთრებით საზღვარგარეთ მყოფთ.
სამწუხაროდ სურათები არ მაქვს.
@NATIA@
დათიკო
მამა ანტონი ლეავრის და რუანის მრევლის მოძღვარია, თუმცა მე რამდენადაც ვიცი, პარიზის ქართული ეკლესიის გახსნიდან პარიზში გადავა.
გაცნობებთ, რომ
7 აპრილს, ხარება ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა.
10:00 საათზე, გერმანიის ქალაქ დიუსელდროფში ( Düsseldorf ) არსებულ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში ჩატარდება წირვა.
12 აპრილს, იერუსალიმად შესვლა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ბაიობა, ბზობა..
10:00 საათზე, გერმანიის ქალაქ დიუსელდროფში ( Düsseldorf ) არსებულ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში ჩატარდება წირვა.
ბზობას, წირვის შემდეგ 14:00 საათზე, ჩატარდება 7-გზის ზეთის ცხება.
წირვას აღავლენს მღვდელ-მონაზონი ისე.
ეკლესიის მისამართია: http://www.mrewli.de/images/stadtpl-HAMM.jpg
გზამკვლევი: Vom Hauptbahnhof die beliebige S-Bahn, Richtung Neuss zum S-Bahnhof D-Völklinger Str. (3. Haltestelle). Dann zu Fuß ca. 10 min.
http://www.mrewli.de/
ხვალ 4 აპრილს, ჩატარდება ქართული წირვა ქალაქ შტუტტგარტში. წირვის შემდეგ კი ჩატარდება 7- გზის ზეთისცხება.
წირვას აღავლენს მოძღვარი თამაზ ლომიძე.
მისამართი:
Neuer straße 176, Stuttagrt.
გაზმკვლევი:
Hauptbahnof-იდან Bus 40 richtung Wagenburgstraße და ბოლო გაჩერებაზე ხდება გადაჯდომა Bus 45-ში, richtung Buchwald. ბოლო გაჩერებასთან ახლოს მდებარეობს ეკლესია.
ეს არის საბავშვო ბაღის 2 სართულიანი შენობა,რომლის მეორე სართულზეა ეკლესია.
მიუნხენის ქართულ ეკლესიაში ღმრთისმსახურების განრიგი ვნების შვიდეულში(www.eklesia.de):
ოთხშაბათი, 15.04. - 09:00 პირველშეწირულის ლიტურგია
18:00 საღამოს ლოცვა
ხუთშაბათი, 16.04. - 09:00 წირვა, საიდუმლო სერობის ხსენება
17:00 7-გზის ზეთის ცხების საიდუმლო
პარასკევი, 17.04. - 09:00 ცისკარი 12 ვნების სახარებით
13:00 გარდამოხსნის გამოსვენება
შაბათი, 18.04 - 06:00 წირვა
23:00 მწუხრი
კვირა, 19.04 - 00:00 სააღდგომო ლიტანიობა და წირვა
ყველა მორწმუნემ, ვისაც აღდგომას ზიარება სურს ვნების შვიდეულის ერთ-ერთ დღეს უნდა თქვას აღსარება და აღდგომას აღსარების გარეშე ეზიაროს. გაითვალისწინეთ, რომ აღდგომის ღამეს აღსარებების მიღება შეუძლებელი იქნება ხალხის სიმრავლის გამო.
KAIROS
ასე ადრე წირვის დაწყება, როგორც ვიცი გამოწვეულია, მრევლის სიმრავლით. უფრო ზუსტად, ასობით ქართველი ჩამოდის ამ დღეს მიუნხენში, ყველასგან აღსარების მიღება კი დიდ დროსთან არის დაკავშირებული. გარდა ამისა მოსამზადებელი სამუშაოებია ჩასატარებელი ტაძარში. ასევე მიმდინარეობს მზადება კვირის ტრაპეზისთვის, რომელსაც ასობით მორწმუნე დაესწრება(როგორც ადგილობრივები, ასევე ჩამომსვლელები). და ბოლოს, რაც მთავარია, მამა თამაზის დასვენებაც ხომ უნდა.
P. S. მიუნხენის ქართული სამრევლოში ორი სიახლეა. პირველი, მამა თამაზი პატრიარქის მიერ იქნა დეკანოზის ხარისხში აყვანილი(იმედია სწორი სიტყვა ვიხმარე). მეორე, ჩვენს ტაძარზე მალე ჯვარი აღიმართება.
KAIROS
გაცნობებთ, რომ
18 აპრილს, 23:00 საათზე, გერმანიის ქალაქ დიუსელდროფში ( Düsseldorf ) არსებულ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში დაიწყება მწუხრი და გარძელდება სააღდგომო ლიტანიობა და წირვით.
წირვას აღავლენს მღვდელ-მონაზონი ისე.
ეკლესიის მისამართია: http://www.mrewli.de/images/stadtpl-HAMM.jpg
გზამკვლევი: Vom Hauptbahnhof die beliebige S-Bahn, Richtung Neuss zum S-Bahnhof D-Völklinger Str. (3. Haltestelle). Dann zu Fuß ca. 10 min.
http://www.mrewli.de/
ოდეს გათენდა შვიდეული იგი ვნებისაი, გამინათდა გონება და ვიფიქრე ლაბორატორიაში ყოფნას და ბაქტერიების “წამებას” ჯობია აღვიღო ჯუარი ჩემი და შევუდგე მუნხენის გზასო, თქმა და ქმნა ერთი იყო. დიდი მადლობა Deutsche Bahn-ს, ზუსტად ჩემთვის შესაფერისი ფასდაკლება ქონდათ უფრო მეტად შესაფერისი განრიგით.
დიდი ხუთშაბათი, ეგ დღე წელს გასაკუთრებული იყო მუნხენის ქართული მართლმადიდებლური ტაძრისთვის, ნანატრი ჯვარი აღიმართა ტაძრის “გუმბათზე”.
http://img510.imageshack.us/my.php?image=imag0894.jpg
http://img140.imageshack.us/my.php?image=imag0898.jpg
http://img510.imageshack.us/my.php?image=imag0902.jpg
ეგ თითქოსდა ჩვეულებრივი მოვლენა, სინამდვილეში არაჩვეულებრივია. ჯვრის აღმართვაში მონაწილეობდა პიროვნება რომელსაც თურმე ამავე ტაძარში დაუწერია ჯვარი და ეგ პროვნება ამავე უბნელი იყო და მისი შვილი იქვე მეზობლად მდებარე ბაღის ეზოში თამაშობდა, ეგ ყველაფერი მაშინ გაირკვა როდესაც ბავშვების “ჯარი” ღობეს მოაწყდა და მათშორის ერთ-ერთი ხმამაღლა რომ გაყვიროდა ეგ ჩემი მამიკოაო.
http://img512.imageshack.us/my.php?image=imag0909.jpg
რათქმაუნდა მაშინათვე გაიგეს ჯვრისაღმმათველებმა, ეგ “ეგზოტიკური ხასიათის” საზოგადოება ქართველობა რომ იყო. ეზოში გამართულ მაგიდასთან მსხდომებს კი გვისურვეს კარგი მადა, ეგონათ ვსადილობდით, სინამდვილეში მადლის მომხვეჭელთა გუნდი სანთლებს ძერწავდა.
http://img185.imageshack.us/my.php?image=imag0892.jpg
გერმანელი სტუმრების გამასპინძლება პასკა და ლუდით, იფ იფ.. დამდინდა დორბლები.
http://img185.imageshack.us/my.php?image=imag0910.jpg
მე – ჩაი მერგო (ნეტავი ლუდზე არ დამპატიჟებენ?!:) ) სხვებსაც…
http://img18.imageshack.us/my.php?image=imag0906.jpg
http://img18.imageshack.us/my.php?image=imag0907.jpg
Irma
ერთიც დაპოსტე გენაცვალე და მგონი ორად გავყოფ.
კიდევ გადავხედავ, თუ რომელიმე სურათი გამომრჩა გადატანისას ჩავამატებ.
“მზე ამოდიოდა.., მთვარე ჩადიოდა…. ვიღაცა ტიროდა… ვიღაცა ჩიოდა… და დრო გადიოდა...” 18. აპრილი 23:00 მუნხენში კრისტალის ქუჩა სვაროსკის ბროლივით ბრწყინავდა…
გარდამოხსნის შებრძანება და ფუსფუსი ლიტანიობის დაწყებამდე….
http://img145.imageshack.us/my.php?image=imag0923.jpg
http://img145.imageshack.us/my.php?image=imag0924.jpg
http://img218.imageshack.us/my.php?image=imag0929.jpg
http://img218.imageshack.us/my.php?image=imag0930.jpg
http://img218.imageshack.us/my.php?image=imag0931.jpg
იმ ღამეს მიწა მართლა ცას გავდა, ვარსკვლავებივით ციმციმებდნენ აღდგომის მახარებელი სანთლები… ეს ქართველ მამლუქთა ჯარია, ორ ზღვას შუა გადაჭიმული მიწის ნაგლეჯის დარდით და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის სიხარულით გაერთიანებული.
http://img186.imageshack.us/my.php?image=imag0933.jpg
ყველა დამეთანხმებით, ალბათ, ჩვენში დიდ ზეიმს აუცილებლად დიდი ქეიფი მოსდევს. და სულ რაღაც 150-200 ჩვენ – რატომ უნდა ყოფილიყო უქეიფოდ?!…. ა, ბატონო ლამაზი სუფრა, კახური ღვინით…
http://img186.imageshack.us/my.php?image=imag0952.jpg
--
ქეთი გენაცვალეეე, ჩავვარდი ხიბლში ხომ იცი, კი ვაგინებ ჩემს კამერას და მშვენივრად გადაუღია მაგ საწყალს
Irma
http://img524.imageshack.us/my.php?image=imag0941.jpg
და მწვადით,
http://img524.imageshack.us/my.php?image=imag0945.jpg
ნამდვილი მწვად-მაისტერებითურთ,
http://img208.imageshack.us/my.php?image=imag0944.jpg
http://img294.imageshack.us/my.php?image=imag0951.jpg
http://img208.imageshack.us/my.php?image=imag0947.jpg
და რათქმა უნდა მრავალჟამიერით.
http://img210.imageshack.us/my.php?image=imag0956.jpg
ქრისტე აღსდგა!
http://img210.imageshack.us/my.php?image=imag0936.jpg
საუკეთესო სურვილებით, მართლმადიდებლური ფორუმისათვის.
მხევალი ღვთისა - ირმა
Bodbeli
უფრო მეტი სურათი კი მაქ გადაღებული მაგრამ რა ვიცი ზოგი დასაშანტაჟებლადაა კარგი მომწერე შენი ე-მაილი და გადმოგიგზავნი, და თუ დამრთავ ნებას მერე დავდებ გალერიაში
ვაააააააა, ნეტა რა უნდა იყოს?
იმეილი პმ-ში მოგწერე, მადლობა.
ეს განყოფილება ჩემი ტკივილია
ირმას და ბოდბელს მადლობები საინტერესო რეპორტაჟისათვის!
ტარდება ესპანეთში,მხარე ლა რიოხა,არნედო.კოველ კვირას წირვაა და დანარჩენ დღეებში ჩვეულებრივად.მამაო პიროსი ატარებს.ასევე აღევლინება წირვა ლოცვები მთელი კვირის განმავლობაში ვიქტორიაში.აქ მამა სერაპიონია.მისამართებს დავაკონკრეტებ და განვათავსებ.
თბილისი.11.05.09."ჯი-ეიჩ-ენი". დღეს, 12 მაისს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II, თანმხლებ პირებთან ერთად საფრანგეთში გაემგზავრა, პატრიარქი მონაწილეობას მიიღებს ახალი ქართული ტაძრის გახსნაში. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საპატრიარქოდან აცნობეს.
14 მაისს, წმინდა თამარ მეფის ხსენების დღეს, პარიზში გაიხსნება წმინდა მეფე თამარის სახელობის ახალი ქართული ტაძარი, რომელსაც აკურთხებს და პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ქართველ მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად.
ახალ ტაძარში იმსახურებს მღვდელ-მონაზონი ანტონი (კანდელაკი). ტაძრის კტიტორია ბუბა ქებურია, არქიტექტორი _ არჩილ მინდიაშვილი, კედლის მხატვრობა შეასრულა მამუკა მიქელაძემ. პარიზში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საფრანგეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, საფრანგეთის კარდინალთან, ქართულ დიასპორასთან. კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ლევილის სასაფლაოზე, ემიგრაციაში გარდაცვლილ თანამემამულეთა სულის საოხად, პანაშვიდს აღავლენს. საქართველოს ეკლესიის დელეგაცია სამშობლოში 15 მაისს დაბრუნდება.
საპატრიარქოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია), ბათუმის, ლაზეთისა და ჩრდილოეთ ამერიკის მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი), საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდ-ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), ვანისა და ბაღდათის მთავარეპისკოპოსი ანტონი (ბულუხია), არქიმანდრიტი დავითი (ჭინჭარაული), არქიმანდრიტი კონსტანტინე (ჭინჭარაული), პროტოპრესვიტერი გიორგი (ზვიადაძე), არქიდიაკონი დემეტრე (დავითაშვილი), კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი, მონაზვნები და მგალობელთა გუნდი.
პარიზის ზემოთხსენებული ახალი ტაძრის ზუსტი მისამართი ხომ არ იცით ვინმემ?
მანანა
დიდი მადლობა მანანა ინფორმაციისათვის. გერმანიის, დიუსელდორფის წმ. ანთიმოზ ივერიელის სახელობის სამრევლოდანაც მიემგზავრებიან ავტობუსით, მამა ისე მიუძღვება.
მართლაც გასახარი ამბავია!
KAIROS
მანანა
რომელ საათზე იქნება კურთხევა, ხომ არ იცით?
ჩემი ძმაც პარიზშია და უნდა მისვლა
k@the
Bodbeli
ვერ მივდივარ ზურა
სამსახურს ვერ ვაცდენ. სურათებს გადაიღებენ და ვთხოვ მერე გამოვართმევ.
რახანია მეც მინდა, ბზობის და აღდგომის რამოდენიმე სურათის დადება და ვერ დავადგი საშველი.
მეც ვერ მივდივარ. მისამართს გავიგებ, სამწუხაროდ ჩემს ძმას ვერ უკავშირდები, რომ ვკითხო. მერე ვეცდები სურათები დავდო.
ეს არის პარიზის ქართული ეკლესიის მისამართი.
6 impasse boieldieu, 94190 villeneuve-sain georges. France
აბა ვინმე იყავით ჩვენიანი, პარიზის წმ. თამარის სახელობის ტაძარში?
სოფი
მგონი არავინ ზუსტად არ ვიცი.
შუა კვირაში რომ არ ყოფილიყო მოვიფიქრებდი ალბათ წასვლას. სამსახურიდან ძნელია განთავისუფლება.
Frankfurt am Main -თან ახლოს ქართული წირვა არსად ტარდება?
ქეთი როგორ ხარ? პასუხი ძალიან გეჩქარება?
მომავალ შაბათს მამა თამაზი ჩამოდის ჩვენთან და ვკითხავდი. მამა თამაზი წირავს ფრანკფურტში.
დავადგინე უკვე ქეთი
ფრანკფურტ მაინში წირვა ტარდება ყოველი თვის მეორე შაბათს, მისამართზე:
Griechisch- orthodoxe kirche
solmsstraße 1-3
60486 Frankfurt am Main
წირვა იწყება 10:00. აღსარებების ჩაბარება - 09:00-დან
iako
დიდი დიდი მადლობა იაკო
ჩემი ახლობელი ჩამოვიდა ახლახანს ფრანკფურტთან ახლოს და ძალიან აინტერესებდა ეგ ინფორმაცია.
გადავცემ.
7-ჯერად ზეთისცხებას მინდა რომ ძალიან დავესწრო, ვცხოვრობ Braunschweig-თან ახლოს, ქალაქ Salzgitter-ში. ჩემთვის ალტერნატივა იქნებოდა Hamburg ან Hannover. ხომ არ იცით სად ან როდის ტარდება ახლომახლოში 7-ჯერადი ზეთისცხება???
თუ ვერაფერს ვერ ვნახავ ახლოში მაშინ München-ში მომიცევს ჩასვლა...
ხომ არ იცით München-ში როდის ტარდება???
rcmena
München ცოტა შორი არ არის შენთვის. შუაშია Düsseldorfi. კითხე k@the როდის ტარდება იქ, თუ უკვე არ იყო. ჩემთან შტუტტგარტშიც ( თუმცა დიდად ახლოს არც ეს არის) შეგიძლია თუ გინდა, ამ კვირას არის.
ის კარგი იქნებოდა ქართული ეკლესიის მისამართებთან ერთად საკონტაქტო პიროვნებების ტელეფონის ნომრებიც მიგვეთითებინა. უფრო იოლი იქნება ინფორმაციების მოძიება.
დიდი მადლობა...
უნდა მოვიფიკრო ცოტა ჩქარა საით წავალ თორემ აიწევს მერე ჰოტელის ფასები.... :-(
rcmena
დავადგინე და Düsseldorf-ში 7-გზის ზეთისცხება 21 მარტს, ანუ ეხლა კვირასაა.
წირვის შემდეგ, დაახლოებით 13 საათზე დაიწყება.
იმედია მოასწრებ და მოახერხებ ჩამოსვლას.
ბრემენში თვეში ერთ შაბათს ქართული წირვაა, ზუსტად არ ვიცი როდის უწევს და იქნება თუ არა შვიდგზის ზეთისცხება, მაგრამ სადაც ტარდება წირვა, იქ სერბული ეკლესიაა, ქართველებიც დადიან, ჩემი ახლობელიც იქნება და გავიგებ დღეს როდისაა იმათი ზეთისცხება, თუ მაინცადამაინც ქართველი მოძღვარი და ქართული წირვა არ გინდა, იქაც შეიძლება
k@the
დიდი მადლობა, სამწუხაროდ ეხლა ვნახე შენი მოწერილი და აქედან ასე ჩქარა ვერ წავალ.
ჰამბურბში მივდივარ 26 მარტს, რუსულ ეკელიაში და იქ დავეწრები, 17:00 იწყება.
კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს: აღდგომას სად ტარდება ღამისთევა გერმანიის მასშტაბით, როგორც რუსულ ასევე ქართულ ეკლესიებში? მუნხენში ჩაატარებს ალბათ მამა თამაზი? იქნებ მომწეროთ განრიგები სად და როდის ტარდება?
და თქვენ ფორუმელები სად აპირებს შეხვედრას????
rcmena
რა თქმა უნდა მიუნხენში ჩატარდება წირვა ღამისთევით. დაწვრილებით ცოტა მოგვიანებით დავდებ აქ ინფორმაციას. შვიდგზის ზეთის ცხება ჩატარდება ვნების კვირაში. ამის შესახებაც ცოტა მოგვიანებით დავდებ ზუსტ ინფორმაციას.
rcmena
ჰამბურგში რუსულ ეკლესიაში Messehallen-რე რომაა მანდ 7-გზის ზეტისცხება 31-შია 17:00,თუ მაგ ეკლესიაში მოდიხარ შემეხმიანე პმ-ით.
rcmena
KAIROS
ქართული ეკლესია პარიზიდან მოშორებით არის. ზუსტი მისამართი არ ვიცი თუ გინდა დაგიდგენ.
მიუნხენში მოგროვება კარგი იქნებოდა ქეთ, მაგრამ შენთვის და ალბათ სხვებისთვის, საკმაოდ შორია.
მიუნხენში 7-გზის ზეთის ცხება ჩატარდება ვნების ხუთშაბათს 1 აპრილს 16 საათზე.
მიუნხენში აღდგომის ღამისთევის წირვა დაიწყება შაბათს 3 აპრილს 23 საათზე.
rcmena
კითხვა კარგიც იყო, უბრალოდ რთული მოსახერხებელია ეგ ამბავი ანა
დაგიკოპირებ მისამართს
დიდი მადლობა k@the.
მაგრამ ჯერ ვერ გადამიწყვეტია სად წავიდე მუნხენში თუ თქვენთან.
ერთი თხოვნა მაქვს ყველასთან ვინც მუნხენში ხართ,
აღარ ვიცი სად დავესწრო აღდგომის ღამისთევას მინდა ან მუნხენის ტაძარში და ან როგორც ზემოთ ნაწერებიდან მიხვდით დუსელდორფში დავესწრო
თუ მუნხენში ჩამოვალ იქნებ ვინმემ გამიგოს ღამე დარჩენის საშუალება თუ არის სადმე, ისე რომ ესე 10 ევრო დაგავიხადო ღამეში, ვიცი ეს ძალიან ცოტაა, მაგრამ როგორც ვიცი არსებობს სტუდენტური ბინები სადაც პატარა ზედმეტი ოთახი თუ აქვთ იქ მოგატავსებენ და მათთვის 10 ევრო ღამეში მაინც ბევრია, იქნებ იცოდეთ სად შეიძება გავიკითხო ეგეთი დასარჩენი არის თუ არა და იქნებ მომწეროთ პასუხი...
უღრმესი მადლობა...
rcmena
თქვენ თუ გადაწყვეტთ მიუნხენში დასწრებას, შემატყობინეთ დროულად და მე დაგეხმარებით მიუნხენში ღამის გათენებაში, რა თქმა უნდა უფასოდ მოხდება ყველაფერი.
კარლსრუეში არის ქართული მრევლი, ადრე არ იყო ეკლესია სადაც შეიძლებოდა წირვა ჩატარებულიყო. დაახლოებით ერთი წლის წინ ქართველებმა მოახერხეს და ერთი დარბაზი იქირავეს, ქართული ხატები ჩამოიტანეს .ქართველ მამაოს -მამა გიორგი (ქექოშვილი) სთხოვეს (რომელიც სტრასბურგში მოღვაწეობს ამჟამად) თვეში ერთხელ მაინც ჩამოსულიყო და წირვა აგევლინებინა. მას მერე უფლის შეწევნით ყოველ თვე ჩამოდის მამაო და აღევლინება წირვა.
ასე რომ გვაქვს ქართული ეკლესია. "საკრებულო" სადაც საშუალება გვაქვს, სანთლები ავანთოთ ,მამაოს ქადაგებას მოვუსმინოთ... და რწენაში გავძლიერდეთ.
იმედი მაქვს მომავალში ჩვენი -კარლსუეს მამაოც გვეყოლება და ყოველ შაბათ-კვირას აგევლინება წირვა ლოცვა. ან უკეთეს შემთხვევაში ქართული ეკლესია აშენდება და ჩვენი ეკლესია გვექნება , როგორც ეს დუსელდორფშია.
ღვთის მადლით ქართულ ენაზე ჩატარდა წირვა დაბა ფაბრიკა დი რომაში (იტალია) და მალე ჩატარდება წირვები ზედიზედ სან კალისტოს ეკლესიაში , რომში.
წირვებს აყენებს მღვდელმონაზონი იოანე ხელაია.
ირლანდიაში ჯერ ჯერობით წირვა ლოცვა ქართულ ენაზე აღევლინება მხოლოდ და მხოლოდ დუბლინში.
ბზობის შემდგომ ალბათ მსახურება ყოველ დღე არესრულება ტაძარში ვიდრემდის აღდგომამდე.
ქართული სამრევლოს ეკლესიის მისამართი არის დომენიკის კონვენტი, ნავანის ქუჩა,დუბლინ 7-ე.
წორვა ტარდება ყოველ კვირა დღეს,ახლა იმაზეც ვფიქრობთ რომ იქნებ შაბათ კვირას აღვადგინოთ მწუხრი და ცისკარი,
მაგრამ რახნა ახლაა დიდი მარხვაა,
მსახურება ჩატარდება
ხვალ დიდ ოთხშაბათს- 7 გზის ზეთის ცხება,6 საათზე
დიდ ხუთშაბათს - 12 სახარება, 7 საათზე
დიდ/წითელ პარასკევს- შუადღის 2 საათზე ჩატარდება გარდმოხსნის ზეიმი
დიდ შაბათს- საღამოს 11 სააIრდან დავუწყებთ სააღდგომო მსახურებას, ხოლო კვირას დილით ანუ შაბათს ღამისს 12 საათზე დაიწყბე სააღდგომო ცისკარი- წირვა.
ესე ც ასე
მღვდელ მსახრები
უღმენი იაკობ (მელაძე)
მღვდელმოძრვარი დავითი
ეპოდიაკვნაი იუანე
ასევე რათქმა უნდა ეკლესიას ყავს მედავითნებიი,სტიქაროსნები და რაც მთავარია უნიკალური გუნდი.
ამერიკაში, ქართული ემიგრაციის ისტორიაში პირველად, გაიმართება ქართული საქველმოქმედო საეკლესიო ფესტივალი.
ყველა ქართველი ემიგრანტი და მართლმადიდებელი ქრისტიანი იქნება ამ მოვლენის
საპატიო მონაწილე. ფესტივალის ჩატარება უკავშირდება ამერიკაში სასულიერო პირთა ჩამობრძანებას, რომელსაც ხელმძღვანელობს ბათუმისა და ლაზეთის, ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი).
ღონისძიებას მასპინძლობს ფილადელფიის წმინდა გიორგის სახელობის ქართული ეკლესია.
ფესტივალი ჩატარდება კვირას, 5 სექტემბერს. ფესტივალის განრიგი ასეთია:
10:00-12:00--ფილადელფიის წმინდა გიორგის სახელობის ქართულ ეკლესიაში წირვას აღავლენს მეუფე დიმიტრი.ეკლესიის მისამართია: St. George’s Georgian Orthodox church, 1916 Welsh Rd.. Philadelphia. PA 19115
1:00-7:00--ფესტივალი გაგრძელდება ულამაზეს პარკში, რომლის მისამართია:
ვინმე ხომ ვერ მეტყვის ტარდება თუ არა ქართული მღვდელ-მსახურება ჰამბურგში? წინასწარ დიდი მადლობა.
i_r_a_k_l_i
ჰამბურგში არა, მაგრამ ბრემენში ტარდება ხოლმე თვეში ერთხელ, ჰამბურგიდან შორი არაა, შეიძლება ჩასვლა
სადღაც მიწერია მისამართი და გადმოგიკოპირებ.
კეთილი იყოს შენი შემომატება ჩვენ ფორუმზე.
ვიპოვე და საიტიდან დავაკოპირებ :
Göttliche Liturgie wird seit 18.06.2009 ein Mal
regelmäßig am 3. Samstag des Monats in Bremen gefeiert.
Adresse: Storchenweg 1, 28201 Bremen
Zelebriert Igumen Ise.
http://mrevli.de/
სალონიკში გიორგობას (6 მაისი 2011) წირვა ჩატარდება ქართულად!!
http://www.radikal.ru
ჰამბურგში მყოფ ქარტველებს მინდა გკიტხოთ, რომელ ტაძარში დადიან ძირითადად ქართველობა? თუ შეიძლება მისამართი მითხარით
ტსინასწარ მადლობა
i_r_a_k_l_i
მე როგორც ვიცი თვეში ერთხელ ბრემენში ჩადის მამა ისე დიუსელდორფიდან და ბევრი ჰამბურგელი ქართველი იქ ესწრება წირვას.
Göttliche Liturgie wird seit 18.06.2009 ein Mal
regelmäßig am 3. Samstag des Monats in Bremen gefeiert.
Adresse: Storchenweg 1, 28201 Bremen
და სხვა ჰამბურგის მართლმადიდებლურ ტაძრებს თუ ვინმე დაწერს, დაველოდოთ
გამარჯობათ.... ხომ ვერ მეტყვის ვინმე ხვალ რომელ საათზე ტარდება წირვა-ლოცვა ნიუნბერგის ბერძნულ ეკლესიაში...მიუნხენიდან მოდის მამაო როგორც ვიცი...მე ახალი ჩამოსული ვარ და არ ვიციმპირველად მივდივარშობას რუსულ ეკლესიაში ვიყავი და იქ მითხრეს ქართველებმა..
Elene.elba
გამარჯობა, კეთილი იყოს შენი ჩვენ ფორუმზე შემომატება.
სამწუხაროდ ვერ ვნახე ამის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტში.
რატომღაც მგონია რომ 9-ზე იქნება, მამა თამაზი მიუნხენიდან ბონნში რომ ჩამოდიოდა მაშინაც 9 იწყებოდა, მიუხედავად დიდი მანძილისა.
ვინმე ხომ ვერ მეტყვის მამა თამაზი როდის ატარებს ამ თვეში ნიუნბერგში წირვას?
თესალონიკში ამ შაბათს ( 7 აპრილს ) ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით აღევლინება საღვთო ლიტურგია. დილის 9 საათზე. კორდელიო მეტამორფოსის ეკლესია.
Elene.elba
სამწუხაროდ არ ვიცი. იქნებ ვინმემ იცოდეს, დავძებნი მეც ინტერნეტში.
გუდაგუდა
მადლობა ინფორმაციისათვის.
მოგესალმებით ყველას. რუის-ურბნისის ეპარქიაში, სოფელ დირბის ზედაჯვრის წმიდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერს სააღდგომო ღამისთევის ლტურგიაზე არ ჰყავს მგალობელთა გუნდი, მონასტრის წინამძღვრის იღუმენ იოანეს თხოვნაა, ვისაც გალობა შეუძლია და აქვს შესაძლებლობა, ჩამობრძანდეს მონასტერში, რათა ამ უდიდეს დღესასწაულს ტაძარში მგალობელთა გუნდი იყოს... გაწეულ ხარჯებს მონასტერი აანაზღაურებს. მსურველებს გთხოვთ დაუკავშირდეთ მამა იოანეს, ტელ: 599 20 24 60... გეწეოდეთ წმ. დიდმოწამე გიორგი
ამ ინფორმაციის ადგილი აქ არის
+++ პირველი წირვა ბორდოში +++
დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) კურთხევით, შაბათს 14 დეკემბერს ქ. ბორდოში პირველად ჩატარდება ქართულენოვანი წირვა, იქ მცხოვრებ ჩვენ თანამემამულეებისათვის.
http://www.weudiocese.eu/index.php?option=com_content&view=article&id=780%3Aborod&catid=1&Itemid=1&lang=ka
გამარჯობათ,
ხომ არ იცით ვინმემ სტრასბურგში შობას რომელ საათზე იწყება წირვა?
კეთილი სურვილებით
ირმა
Irma
მაგათი საკონტაქტო ინფორმაცია რომ მოგცეთ და თავად კითხო პრობლემა ხომ არ იქნება რამე ?
წირვას არ ეხება მაგრამ ამ განყოფილებაში ყველაზე აქტიურ თემაში დავწერ, იქნებ ვინმემ შემოიხედოს წაიკითხოს და გამოადგეს.
მეგობრებო , ა.წ. 30 დეკემბერს მალტაზე ტარდება ქართული კულტურის საღამო, ღონისძიებაში წარმოდგენილი იქნება ფოკლოლური ანსამბლი, ქართველ მხატვართა გამოფენა, ლექცია ქართული კინომატოგრაფიის შესახებ და ქართული ღვინის დეგუსტაცია. დეგუსტაციისათვის ვეძებთ ქართული ღვინის კომპანიას, რომლეც დაგვეხმარებიან თავიანთი პროდუქციით მომარაგებაში ამ დღისთვის (საჭიროა 40 ბოთლი ღვინო) და ხელს შეუწყობენ ქართული ღვინის პოპულარიზაციას ევროპაში.
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience