თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულენი _ ერთად ვილოცოთ საქართველოსთვის

პოსტის ავტორი: barbare_2007 თარიღი: Sep 5 2008, 11:46 AM

საქართველოდან გამომიგზავნეს ეს ლოცვა,ილიაll ის მიერ დაწერილი.მინდა ყველას მოვუწოდო პარასკევს,თბილისის დროით 00.00საათზე ერთად ვილიცოთ სამშობლოს კეთილდღეობისთვის!
მამაო ჩვენო...
ჰოი,ყოვლდწმიდაო სამებაო,ერთარსებაო,მიუწვდომე
ლო ძლიერებაო,მამაო ყოვლისმპყრობელო,ძეო მხოლოდშბილო და წმიდაო სულო,ერთო ღმერთო,რომელი ყოვლისა ხილულისა და უხილავისა შემოქმედი ხარ და უფალი,მიზეზო ყოველთა კეთილთაო,მომეც ჩვენ მადლი,მოსავთა შენთა,დიდებად და გალობად ყოვლადპატიოსანსა და დიდად შვენიერსა სახელსა შენსა.
სამებაო წმიდაო,სრულებაო ყოველთა არსთაო,მოგვანიჭე ჩვენ მშვიდობა და სიმრთელე,მონათა ამათ შენთა დედისა ღვთისა წილხვდომილსა ერსა,სრულიად საქართველოს მართლმადიდებელსა ქრისტიანეთა,და მას შინა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მიწა წყლის შვილთა,და კვალად აღადგინე ერთობა და მთლიანობა ქვეყნისა ჩვენისა და ღმრთივდაცულობა საზღვართა ჩვენთა.
სამებაო ყოვლადწმიდაო,მიუწვდომელო და გამოუკვლეველო,რომელი მართლმსაჯულებითა შენითა მოაწევ სამართლად რისხვასა ჩვენზედა ცოდვათა ჩვენთათვის,შენ შეგივრდებით და გევედრებით,სახიერო უფალო,მოხედე მოწყალებითა და ლმობიერებით აფხაზეთსა და სამაჩაბლოს მიწა წყალსა ზედა მკვიდრსა ერსა ჩვენსა მრავალგზის კვეთებულსა და შეჭირვებულსა მძლავრებისაგან ბოროტისათა,და განამტკიცე და დაიცევ იგი ყოვლისაგან სიკვდილშემოსილისა წყლულებისა,ზედამოსვლისაგან უცხოთესლთასა,ურთიერთმტრობის
,სიძულვილისა და შურისზიებისაგან.
ჰოი,ყოვლადსახიერო და მრავალმოწყალეო უფალო,მოგვმადლე ჩვენ განცდა თვისთა ცოდვათა,ნიჭი და ძალი მიტევნებისა და ლმობიერებისა.განრინებად საცთურთაგან ბოროტისათა,რათა ჩვენ,ცოდვისაგან დაცემულნი მონანი და მხევალნი შენნი,გიგალობდეთ შენ და გევედრებოდეთ,წმიდა ხარ,წმიდა ხარ,წმიდა ხარ შენ,ღმერთო ჩვენო,შეგვიწყალენ ჩვენ დიდითა წყალობითა შენითა.ამინ!

პოსტის ავტორი: iisperiTOVLI თარიღი: Sep 5 2008, 06:45 PM

გაიხარე! smile.gif
კარგი აზრია,
ერთად ლოცვას დიდი ძალა აქვს..
ღმერთმა გაგაძლიეროთ ყველა! : )

პოსტის ავტორი: barbare_2007 თარიღი: Sep 6 2008, 12:16 AM

იდეა მაქვს:
მოდით დებო და ძმებო,დავთქვათ კვირაში 1 დღე,მაგალითად შაბათი ღამე,და ყველამ ერთად ვილოცოთ ჩვენი სამშობლოს კეთილდღეობისთვის.
გეთანხმები,ერთად ლოცვას გაცილებით დიდი ძალაა აქვს,თორემ,ეჭვიც არ მეპარება ჩვენ-ჩვენთვის ყველა ბევრს ვლოცულობთ......

პოსტის ავტორი: chelo თარიღი: Sep 6 2008, 12:19 AM

მართლა კარგი აზრია,მე თანახმა ვარ.

პოსტის ავტორი: shorenka26 თარიღი: Sep 6 2008, 04:49 PM


ბარბარე არაჩვეულებრივი აზრი გააჟღEრე. მეც შEმოგიერთდებით, მით უფრო რომ პატრიარქის კურთხევაც გვაქვს

პოსტის ავტორი: გუდმუნდი თარიღი: Sep 6 2008, 09:11 PM

სად უნდა ვილოცოთ?

პოსტის ავტორი: barbare_2007 თარიღი: Sep 13 2008, 12:01 PM

მოდით დებო და ძმებო,მსოფლიოს ყველა კუთხიდან,ამაღამ,თბილისის დროით 12საათზე,ერთად დავდგეთ ჩვენი სალოცავი კუთხის წინ და ვილოცოთ ჩვენი სამშობლოს კეთილდღეობისთვის!!!!!!!!!!!! ჩვენთან არს ღმრთი!!!!!

პოსტის ავტორი: veriko7 თარიღი: Sep 13 2008, 03:12 PM

ციტატა(barbare_2007 @ Sep 13 2008, 12:01 PM) *

მოდით დებო და ძმებო,მსოფლიოს ყველა კუთხიდან,ამაღამ,თბილისის დროით 12საათზე,ერთად დავდგეთ ჩვენი სალოცავი კუთხის წინ და ვილოცოთ ჩვენი სამშობლოს კეთილდღეობისთვის!!!!!!!!!!!! ჩვენთან არს ღმრთი!!!!!

არს და იყოს! ძალიან კარგი იდეაა, გაიხარე smile.gif

პოსტის ავტორი: nino_ni თარიღი: Sep 13 2008, 05:19 PM

ნამდვილად კაი იდეაა.12ზე ყველა ერთად ხატებთან!!!!!

პოსტის ავტორი: chelo თარიღი: Sep 13 2008, 07:44 PM

თქვენთან ვარ smile.gif

პოსტის ავტორი: makiki თარიღი: Sep 13 2008, 08:54 PM

ციტატა(barbare_2007 @ Sep 13 2008, 11:01 AM) *

მოდით დებო და ძმებო,მსოფლიოს ყველა კუთხიდან,ამაღამ,თბილისის დროით 12საათზე,ერთად დავდგეთ ჩვენი სალოცავი კუთხის წინ და ვილოცოთ ჩვენი სამშობლოს კეთილდღეობისთვის!!!!!!!!!!!! ჩვენთან არს ღმრთი!!!!!

არს და იყოს!!!

გაიხარეთ ,მეც თქვენთან ერთად ვარ რა თქმა უნდა 2kiss.gif

პოსტის ავტორი: makiki თარიღი: Sep 14 2008, 12:06 AM

აბა ლოცვის თქმა ხომ არ დაგავიწყდათ???? rolleyes.gif

პოსტის ავტორი: chelo თარიღი: Sep 14 2008, 12:10 AM

ციტატა(makiki @ Sep 14 2008, 12:06 AM) *

აბა ლოცვის თქმა ხომ არ დაგავიწყდათ???? rolleyes.gif

არ შემეხსენა და... smile.gif მე და მაკიკიმ ვთქვით.

პოსტის ავტორი: makiki თარიღი: Sep 14 2008, 12:11 AM

ციტატა(chelo @ Sep 13 2008, 11:10 PM) *

არ შემეხსენა და... smile.gif მე და მაკიკიმ ვთქვით.

laugh.gif laugh.gif
კაი ხო ,მართალი ხარ,შენ რომ არ გაგეხსენებინა ვერაფერსაც ვერ ვიტყოდი laugh.gif biggrin.gif
გაიხარეეე wub.gif

პოსტის ავტორი: tetnuldi თარიღი: Sep 14 2008, 12:15 AM

მეც ვუერთდები ამ იდეას!ამას რა ჯობია?!ერთობლივი ლოცვა.... mellow.gif smile.gif ღმერთმა შეისმინოს ჩვენი ლოცვა.ამინ!

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Sep 14 2008, 11:15 AM

"უფალო დიდება შენდა, დაგვიბრუნე აფხაზეთი და სამაჩაბლო, წყალობითა შენითა, ამინ!", – აღნიშნული ლოცვა თითოეულმა ქართველმა დღეში სამჯერ მაინც უნდა გაიმეოროს და შესთხოვოს უფალს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნება.

ილიაII მოწოდებაა.




პოსტის ავტორი: veriko7 თარიღი: Sep 14 2008, 12:52 PM

ციტატა(chelo @ Sep 14 2008, 12:10 AM) *

არ შემეხსენა და... smile.gif მე და მაკიკიმ ვთქვით.

მეც ვთქვი smile.gif

პოსტის ავტორი: ბარბარე თარიღი: Sep 26 2008, 12:08 PM

შეგახსენებთ,დღეს პარასკევია...
ამაღამ,თბილისის დროით 12 საათზე ისევ ვიკრიბებით სალოცავ კუთხეებთან,რათა ერთად ვევედროთ უფალს ჩვენი სმშობლოს მომავლისათვის!

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Sep 26 2008, 12:09 PM

ბარბარე
დაე იყოს ეგრე 2kiss.gif

პოსტის ავტორი: ბარბარე თარიღი: Sep 26 2008, 12:12 PM

და კიდევ_მოდით კიდევ დავამატოთ დღეები:მაგალითად,ოთხშაბათი და პარასკევის მწუხრი...
რას იტყვით?

პოსტის ავტორი: ბარბარე თარიღი: Sep 26 2008, 06:50 PM

თუ შეკითხვა დასვი,მათლაც და საინტერესოა...
ხოლო თუ ეს კრიტიკაა,პირადად მე,დღეში 2-3ჯერ ვკითხულობ ''ლოცვას სამშობლოს კეთილდღეობისათვის...
მაგრამ, ''ერთად ლოცვას სულ სხვა ძალა აქვს!''
ამისთვის არაა ასეთი ფორუმები?...

პოსტის ავტორი: ბარბარე თარიღი: Feb 5 2010, 11:53 PM

ეს "ტრადიცია"ხომ არ აღგვედგინა?.........მხოლოდ მძიმე დღეებში ხომ არ უნდა ვლოცულობდეთ სამშობლოსთვის...

პოსტის ავტორი: aia თარიღი: Feb 6 2010, 01:23 PM

ციტატა(ბარბარე @ Feb 5 2010, 11:53 PM) *

ეს "ტრადიცია"ხომ არ აღგვედგინა?.........მხოლოდ მძიმე დღეებში ხომ არ უნდა ვლოცულობდეთ სამშობლოსთვის...



აუ რა კარგი აზრია. kiss1.gif ჩვენს სამშობლოს მართლაც სჭირდება ეს....

მარტო განსაცდელის დროს ვილოცოთო და სულ განსაცდელშია ჩვენი სამშობლო sad.gif

ყოველ დღე რომ წავიკითხოთ- არა? ან ვისაც როგორ შეგვიძლია.რას იტყვით?

თუ შესაძლებელია, ერთი და იმავე დროს წავიკითხოთ რა.

მაგალირად 12 საათზე, თქვენ როგორც თქვით ვისაც შეუძლია.

პატარა ლოცვაა...1 წუთიც არ უნდა ალბათ. ჩვენი სამშობლოს ბედნიერება და ძლიერება,

ხომ ჩვენი ბედნიერება და ძლიერებაცაა kiss1.gif მიყვალხალთ 2kiss.gif

პოსტის ავტორი: ბარბარე თარიღი: Feb 6 2010, 05:11 PM

ხო,ერთად ვიგულისხმე მეც.თორემ ცალ-ცალკე ყველა ვკითხულობთ ...ერთად სხვა ძალა აქვს...
მე ამაღამ დავიწყებ,12 საათზე.ვისაც სურვილი აქვს ,შემომიერთდეს...
უფალმა დაგლოცოთ!

პოსტის ავტორი: mari-mari15 თარიღი: Feb 6 2010, 09:23 PM

ძალიან კარგი აზრია, ჩვენ განსაცდელამდე უნდა ვილოცოთ, განსაცდელი რომ ავიცილოთ ხოლმე, კვირაში სამჯერ წაკითხვა რთული არ იქნება და მეც შემოგიერთდებით, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ ღმერთმა.

პოსტის ავტორი: aia თარიღი: Feb 6 2010, 09:42 PM

2kiss.gif

ციტატა(mari-mari15 @ Feb 6 2010, 09:23 PM) *

ძალიან კარგი აზრია, ჩვენ განსაცდელამდე უნდა ვილოცოთ, განსაცდელი რომ ავიცილოთ ხოლმე, კვირაში სამჯერ წაკითხვა რთული არ იქნება და მეც შემოგიერთდებით, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ ღმერთმა.




გაგახაროს უფალმა! 2kiss.gif კვირაში სამი დღე რომელი იქნება? ორშაბათი, ოთხშაბათი და პარასკევი?

პოსტის ავტორი: mari-mari15 თარიღი: Feb 6 2010, 09:45 PM

ციტატა
გაგახაროს უფალმა! კვირაში სამი დღე რომელი იქნება? ორშაბათი, ოთხშაბათი და პარასკევი?

გაიხარე, ოთხშაბათს და პარასკევს აუცილებლად და ბარემ ორშაბათიც დავამატოთ , დღეს ვიწყებთ ხო ღამის 12 საათზე?

პოსტის ავტორი: aia თარიღი: Feb 6 2010, 09:48 PM

ციტატა(mari-mari15 @ Feb 6 2010, 09:45 PM) *

გაიხარე, ოთხშაბათს და პარასკევს აუცილებლად და ბარემ ორშაბათიც დავამატოთ , დღეს ვიწყებთ ხო ღამის 12 საათზე?



კი,იყოს თუ გინდათ ეგ სამი დღე. დღეს 12 საათზე... შეგვაძლებინოს და გაგვაძლიეროს უფალმა...



გაიხარეეეეეე 2kiss.gif

პოსტის ავტორი: mari-mari15 თარიღი: Feb 6 2010, 09:53 PM

უი დღეიდან კი არა ორშაბათი ზეგააა ანუ ვისაც უნდა დღს დაიწყოს ვისაც უნდა ორშაბათიდან, გაგახაროთ ღმერთმა kiss1.gif kiss1.gif 2kiss.gif

პოსტის ავტორი: aia თარიღი: Feb 6 2010, 10:42 PM

ციტატა(mari-mari15 @ Feb 6 2010, 09:53 PM) *

უი დღეიდან კი არა ორშაბათი ზეგააა ანუ ვისაც უნდა დღს დაიწყოს ვისაც უნდა ორშაბათიდან, გაგახაროთ ღმერთმა kiss1.gif kiss1.gif 2kiss.gif

უი, ეგ ვეღარ მოვიფიქრე... კარგი ორშაბათიდან დავიწყოთ kiss1.gif 2kiss.gif

პოსტის ავტორი: aia თარიღი: Feb 7 2010, 08:40 PM

ციტატა(barbare_2007 @ Sep 5 2008, 11:46 AM) *

საქართველოდან გამომიგზავნეს ეს ლოცვა,ილიაll ის მიერ დაწერილი.მინდა ყველას მოვუწოდო პარასკევს,თბილისის დროით 00.00საათზე ერთად ვილიცოთ სამშობლოს კეთილდღეობისთვის!
მამაო ჩვენო...
ჰოი, ყოვლდწმიდაო სამებაო, ერთარსებაო, მიუწვდომელო ძლიერებაო, მამაო ყოვლისმპყრობელო, ძეო მხოლოდშბილო და წმიდაო სულო, ერთო ღმერთო, რომელი ყოვლისა ხილულისა და უხილავისა შემოქმედი ხარ და უფალი, მიზეზო ყოველთა კეთილთაო, მომეც ჩვენ მადლი, მოსავთა შენთა, დიდებად და გალობად ყოვლადპატიოსანსა და დიდად შვენიერსა სახელსა შენსა.
სამებაო წმიდაო, სრულებაო ყოველთა არსთაო, მოგვანიჭე ჩვენ მშვიდობა და სიმრთელე, მონათა ამათ შენთა დედისა ღვთისა წილხვდომილსა ერსა, სრულიად საქართველოს მართლმადიდებელსა ქრისტიანეთა, და მას შინა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მიწა წყლის შვილთა, და კვალად აღადგინე ერთობა და მთლიანობა ქვეყნისა ჩვენისა და ღმრთივდაცულობა საზღვართა ჩვენთა.
სამებაო ყოვლადწმიდაო, მიუწვდომელო და გამოუკვლეველო, რომელი მართლმსაჯულებითა შენითა მოაწევ სამართლად რისხვასა ჩვენზედა ცოდვათა ჩვენთათვის, შენ შეგივრდებით და გევედრებით, სახიერო უფალო, მოხედე მოწყალებითა და ლმობიერებით აფხაზეთსა და სამაჩაბლოს მიწა წყალსა ზედა მკვიდრსა ერსა ჩვენსა მრავალგზის კვეთებულსა და შეჭირვებულსა მძლავრებისაგან ბოროტისათა, და განამტკიცე და დაიცევ იგი ყოვლისაგან სიკვდილშემოსილისა წყლულებისა, ზედამოსვლისაგან უცხოთესლთასა, ურთიერთმტრობისა, სიძულვილისა და შურისზიებისაგან.
ჰოი,ყოვლადსახიერო და მრავალმოწყალეო უფალო,მოგვმადლე ჩვენ განცდა თვისთა ცოდვათა,ნიჭი და ძალი მიტევნებისა და ლმობიერებისა.განრინებად საცთურთაგან ბოროტისათა,რათა ჩვენ,ცოდვისაგან დაცემულნი მონანი და მხევალნი შენნი,გიგალობდეთ შენ და გევედრებოდეთ,წმიდა ხარ,წმიდა ხარ,წმიდა ხარ შენ,ღმერთო ჩვენო,შეგვიწყალენ ჩვენ დიდითა წყალობითა შენითა.ამინ!



ბავშვებოოოო! kiss1.gif ვისაც შეუძლია ყოველ დღე წაიკითხოს 12 საათზე. გაგაძლიეროთ და გაგახაროთ უფალმა kiss1.gif 2kiss.gif

პოსტის ავტორი: mari-mari15 თარიღი: Feb 8 2010, 06:29 PM

აბა ბავშვებო დღეს გავერთიანდეთ და საქართველოს მთლიანობისთვის ღამის 12 საათზე ვილოცოთ, არ დაგავიწყდეთ, გაგაძლიეროთ უფალმა kiss1.gif kiss1.gif

პოსტის ავტორი: ბარბარე თარიღი: Feb 8 2010, 07:15 PM

ესე იგი,ყოველ დღე...ძალიან კარგი.მე თქვენთან ვარ!
უფალი შეგეწიოთ და ისმინოს ჩვენი ლოცვა !

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)