თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ დაუსვით კითხვა მოძღვარს _ ხატწერა

პოსტის ავტორი: მარიamo თარიღი: Jun 8 2013, 02:56 PM

გამარჯობათ, ვარ მხატვარი და ძალიან მინდოდა ხატწერის შეაწავლა, თეორია თვითონ ვისწავლე, გადავხედე დაწერილ ხატებსაც და მამაოს კურთხევით დავწერე მაცხოვრის ხატი. მაგრამ დახვეწა აკლია და ისედაც ეტყობა რომ მხატვრის შესრულებულია, როგორ მოვიქცე?(აქ ხატწერას არავინ ასწავლის) მამაომ ტქვა ცოტათი გინდა ხელის შევლებაო

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Jun 8 2013, 03:22 PM

გურამ არ მეჩხუბო პასუხს რომ ვცემ

მარიamo

ციტატა
მაგრამ დახვეწა აკლია და ისედაც ეტყობა რომ მხატვრის შესრულებულია,

მხატვრის ხელი რომ არ დაეტყოს, კალკებზე უნდა ივარჯიშოთ ბევრი. ხაზი უნდა დახვეწოთ. როგორ გადახვიდეთ წვრილიდან მსხვილ კონტურამდე ერთი ფუნჯის მოსმით და ა.შ. მე მაგალითად ერთი წელი სულ კალკებზე ვვარჯიშობდი ყოველდღიურად. ხელის დახვეწა ძალიან რთულია. ეხლაც მაგას მეჩხუბება მასწავლებელი ფერწერაში ნუ გადაგყავსო.
ციტატა
(აქ ხატწერას არავინ ასწავლის)

სად?

პოსტის ავტორი: მარიamo თარიღი: Jun 9 2013, 11:20 AM



სად?
[/quote]
გორში sad.gif ვაიმე არ ვიცი ვფიქრობ საერთოდ თავი ხო არ დავანებოო... და ძალიან დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის, უღრმესიიი

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Jun 9 2013, 08:00 PM

მარიamo

ციტატა
ვაიმე არ ვიცი ვფიქრობ საერთოდ თავი ხო არ დავანებოო

ასე ერთ წინააღმდეგობაზევე თავი თუ დაანებე... მანდ თუ არავინ ასწავლის, შენით ივარჯიშე და იუთუბზე უყურე ვიდეოებს. ბევრი კარგი მასალაა სადაც სულ ეტაპებადაა ყველაფერი ახსნილი. თუ გინდა მოგიძებნი და დაგიდებ ლინკებს.

პოსტის ავტორი: მარიamo თარიღი: Jun 10 2013, 02:11 PM

ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის, თუ დრო გექნებათ და არ დაგეზარებათ იქნება ლინკი..... აქ სურათის დადება არ შეიძლება? მინდა გაჩვენოთ

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Jun 10 2013, 02:14 PM

მარიamo
საერთოდ მე რომ მეპასუხა ეგეც არ შეიძლებოდა მაგრამ გიპასუხეთ და დადეთ სურათი, იმედია არ დაგვსჯიან მოდერატოები smile.gif მოგიძებნით ლინკებს.

პოსტის ავტორი: მარიamo თარიღი: Jun 10 2013, 02:22 PM

კარგით დავდებ, და მართალია ჩემი მადლობები არაფერში გამოგადგებათ მაგრამ მართლა გულით გიხდით, უფალმა შეგიწიროთ(მისი მომავალი მსახურის დახმარება)

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Jun 10 2013, 02:30 PM

ხოო ის უნდა მეკითხა კიდევ, როგორ ტემპერას ხმარობ, უკვე დამზადებულს წუპიკებში თუ პიგმენტებს?
http://www.youtube.com/watch?v=MLaxMBAFCyU&list=PL9XxJxG9ljlFw99FbQbGSppLd5qsTivWd
აი ეს ფლეილისტია, დანომრილია ვიდეოები და ეტაპებად მიყვება ფერის ჩასხმიდან ბოლო ამონათებამდე. ეს ბიზანტიური სტილია.


http://www.youtube.com/watch?v=HTb7l3VF1HY აი ეს კიდევ

ციტატა
და მართალია ჩემი მადლობები არაფერში გამოგადგებათ მაგრამ მართლა გულით გიხდით, უფალმა შეგიწიროთ

გაიხარეთ smile.gif

პოსტის ავტორი: მარიamo თარიღი: Jun 10 2013, 02:32 PM

ხოო ის უნდა მეკითხა კიდევ, როგორ ტემპერას ხმარობ, უკვე დამზადებულს წუპიკებში თუ პიგმენტებს?

უკვე დამზადებულს, საერთოდ აქ აკვარელისა და გუაშის მეტი არაფერი იციან biggrin.gif ფუნჯებიც კი კარგი ძნელი საშოვნია

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Jun 10 2013, 02:38 PM

მარიamo
ხოო ფუნჯები მთავარია. კარგი წვერი თუ არ აქვს არაფერი გამოვა.
აი ეს ვიდეოც კარგია http://www.youtube.com/watch?v=Qs8pqW47Km8&list=PLN0F2WUiDkopS2zPRLwUEa7yID8SkV-E9

http://www.youtube.com/watch?v=dL4qGhRjxTc ესეც

პოსტის ავტორი: მარიamo თარიღი: Jun 10 2013, 02:41 PM


ძროხის ბეწვის ფუნჯების ნაკრები მაქვს და კარგია ბეწვიც არ გადის აქეთ-იქით,, თქვენ რომელს იყენებთ?


პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Jun 10 2013, 05:02 PM

მარიamo
მე კალანოკის ფუნჯებს ვიყენებ. აი ასეთებს http://www.radikal.ru
ხო ის უნდა მეკითხა, სანამ ხატს დაწერდი, არც ორნამენტებზე გიმუშავია არც კალკებზე?

პოსტის ავტორი: მარიamo თარიღი: Jun 10 2013, 07:24 PM

ხო ის უნდა მეკითხა, სანამ ხატს დაწერდი, არც ორნამენტებზე გიმუშავია არც კალკებზე?
კი როგორ არა, ორნამენტებზე(ხატვაშიც მჩირდება, ეგეთი არა მარა მაინც),, ხატის დაწერა,, ფერის შერჩევა, წვრილიდან მსხვილზე გადასვლა, შესამოსელი და სხვ.... არ მიჩირს უბრალოდ 10წელია ვხატავ და აი სულში მაქ გამჯდარი და საბოლოოდ ნახატს ემსგავსება

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Jun 10 2013, 07:41 PM

მარიamo
აბა მაჩვენე შენი ხატი. რომ მითხარი სურათს დავდებო

პოსტის ავტორი: მარიamo თარიღი: Jun 10 2013, 09:10 PM

ციტატა(qetevano @ Jun 10 2013, 07:41 PM) *

მარიamo
აბა მაჩვენე შენი ხატი. რომ მითხარი სურათს დავდებო

დესკტოპიდან ვერ ვტვირთავ

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Jun 10 2013, 09:30 PM

მარიamo
http://www.radikal.cc/ აი აქ ატვირთე და მერე მეორე ლინკი გადმოაკოპირე აქ, აი ასე ეწერება
2. Картинка в тексте

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)