თემის საბეჭდი ვერსია
მართლმადიდებლური ფორუმი _ დაუსვით კითხვა მოძღვარს _ პასუხების დაზუსტება
პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 7 2007, 09:23 PM
ვიწყებ მარიამის მიერ დასმული კითხვაზე ფიქრით...
http://church.ge/index.php?showtopic=576
"ლოცვა უცნობი ადამიანისათვის"
მამაო პასუხში რამოდენიმე საინტერესო საკითხს აყენებს, განიხილავს რა ზოგადად ლოცვის არსს და აუცილებლობას, სცდება "უცნობი" ადამიანის თემას და "ნაცნობი " ანუ ჩვენს მიერ ნაცნობ ადამიანებს ახარისხებს, ვისზე უნდა ვილოცოთ და ვისზე არა, ბრძანებს:
"... ადამიანები, რომელთაც იციან ჭეშმარიტება და ნებით ეწინააღმდეგებიან მას, ვერ იქნებიან მოხსენიებულნი ლოცვაში..."
და სხვაგან:
" ... (თუ) ადამიანი შეგნებულად ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას, ცხადია, განსაცდელის წინაშე ვაყენებთ თავს მისთვის ლოცვით."
ჯერ ერთი ამ ორ თეზისს შორის დაპირისპირებაა, რამეთუ სხვაა "ვერ იქნებიან მოხსენიებულნი" და სხვაა "განსაცდელის წინაშე ვაყენებთ თავს მისთვის ლოცვით", რადგან მოყვასისათვის განსაცდელს რად უნდა ვერიდოთ?
მაგრამ ყველაზე საინტერესოა ის ლოცვები, რომლებსაც ჩვენ დილა-საღამოს ვკითხულობთ:
"უარისმყოფელნი მართლმადიდებელისა სარწმუნოებისანი და ჭეშმარიტებისა გზათაგან შეცდომილნი, წვალებათაგან დაბნეულნი ნათლითა ცნობისა შენისათა განანათლენ და მოაქციენ იგინი მართალსა სარწმუნოებასა ზედა და ზიარ-ყვენ იგინი წმიდისა შენისა კათოლიკე და სამოციქულოსა ეკლესიისა, რათა გიცნან შენ მხოლოდ-ჭეშმარიტი ღმერთი და თაყუანი-გცენ. (მეტანია)"
რამეთუ მწვალებლები თავისუფლად თავსდებიან იმათ რიცხვში ვინც " შეგნებულად ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას", მაშინ რატომ ვლოცულობთ მათზე? თუ მხოლოდ სახელის ხსენება- არ ხსენებაზეა ყველაფერი დამოკიდებული? ...
საკითხი ისევ ღიაა და დიდად დამავალებთ, თუკი მამებზე დაყრდნობით მშვიდად განვიხილავთ ამას, რამეთუ მაგ სიაში მოსახსენებელი ნაცნობები ბევრსა გვაყვს...
იხარეთ,
კაიროსი!
პოსტის ავტორი: დეკ. ანდრია თარიღი: Feb 10 2007, 02:28 AM
დილის ლოცვებში ჩვენ ვამბობთ: "უარისმყოფელნი მართლმადიდებელისა სარწმუნოებისანი და ჭეშმარიტებისა გზათაგან შეცდომილნი, წარმწყმედელთა წვალებათაგან დაბნეულნი..." ნებისმიერი მწვალებლობა არის მართალი სარწმუნოების უარყობა და ჭეშმარიტების გზიდან გადახვევა. როგორც ლოცვის სიტყვებიდან ჩანს, ჩვენ ვიხსენიებთ მათ, ვინც შეცდა და დაიბნა. არის სხვა კატეგორია ადამიანებისა, რომელთა მდგომარეობას მიესადაგება ტერმინი "სასიკვდინე ცოდვა". მარიამის კითხვაზე ჩემს მიერ გაცემულ პასუხში იყო ბმულები წმიდა თეოფილაქტე ბულგარელის და წმიდა იუსტინეს (პოპოვიჩი) წიგნებზე, რომლებშიც ვკითხულობთ შემდეგს (შენდობას ვითხოვ რუსული ტექსტის მოყვანისათვის): "о грехе к смерти говорит: пусть не просит, то есть не молится: ибо не будет услышан, потому что просит не на добро. Разумеет того, кто не показывает никакого обращения. Ибо грех к смерти тот и есть только, в котором не приносят раскаяния" (ნეტარი თეოფილაქტე); "каждый грех, в котором остается человек добровольно, благодарно и непреклонно, есть грех к смерти" (ღირსი იუსტინე). როგორც ვხედავთ ეს მამები სასიკვდინე ცოდვაში მყოფებს უწოდებენ მათ, ვინც არ აჩვენებს არანაირ ნიშანს სინანულისა და მოქცევისა, ნებაყოფლობით და მოუდრეკელად რჩება ცოდვაში. შევნიშნოთ, რომ წმიდა მოციქული იოანე ხსენებულ ეპისტოლეში ლაპარაკობს ცოცხლებზე, რომელთა მდგომარეობა ჯერ კიდევ იძლევა არჩევანის გაკეთების საშუალებას და მაშასადამე მათთვის ლოცვითი შეწევნა შეიძლება კეთილ საქმედაც კი ჩანდეს. თითქოს უცნაურია სიყვარულის მოციქულისაგან მსგავსი მიდგომა. მაგრამ ღმერთი, რომელიც აძლევს ადამიანს ნების თავისუფლებას, ითვალისწინებს მის [ადამიანის] არჩევანს, პატივსსცემს მის მიერვე მინიჭებულ ამ თავისუფლებას, არ ართმევს მას ადამიანს და მისი გამოყენებისდამიხედვით განსჯის. ჩვენ ვერ ვშველით მათ, ვინც გაიგებს უფლის სიტყვებს, მაგრამ მაინც ჯიუტად გაიძახის თავისას. ასე მაგალითად, რასელისტებს ჩვევიათ პატიოსანი ჯვრის სისულელედ წოდება თითქოსდა წმიდა პავლეს სიტყვებით (თეს. 5,18). მაგრამ როცა წაუკითხავ წინადადებას სრულად, გადაგიან სხვა თემაზე. რატომ არ დაფიქრდებიან თავიანთი შეხედულებების სიმცდარეზე, რატომ არ დაეჭვდებიან თავიანთი მოძღვრების არაგულწრფელობასა და არაკომპეტენტურობაში? იმიტომ, რომ მათ გარკვეული მიზეზის გამო აწყობთ სიცრუის არათუ მიღება, არამედ ქადაგებაც კი. ძნელად დასაჯერებელია არ კითხულობდნენ ამ წინადადებას სრულად. ასე რომ არის განსხვავება მათ შორის, ვინც ცდება და ვინც შეგნებულად ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას.
ლოცვა სასიკვდინედ მცოდველთათვის, თუ დავუჯერებთ ნეტარ თეოფანეს და ღირს იუსტინეს, ვერ იქნება აღვლენილი. ვერ აღევლინება იმდენად, რადნენადაც ეს იქნება კადნიერება, რომელსაც ჩვენს მიერ "სიყვარულად" წოდებული ემოცია ვერ გაამართლებს. სიყვარულის ნიჭი ბევრად მეტი ჰქონდათ იმ მამებს, რომლებიც შეაჩვენებდნენ მწვალებლებს და ანათემატიზმები დაგვიტოვეს. როცა ადამიანი კადნიერდება და აკეთებს იმას, რაც არ ეთანხმება წმიდა წერილსა და მამათა მცნებებს, განსაცდელის წინაშე აყენებს თავს. ეს არ არის მოყვასის გადასარჩენად ტვირთული განსაცდელი, არამედ უგუნური კადნიერების შედეგი. განსაცდელის სახე ყოველთვის არ არის ერთნაირი. მძიმე შედეგი ასეთი კადნიერებისა არის სარწმუნოებრივი ეჭვები. მაგრამ ყველაზე საშინელი, თუმცა ნაკლებად საგრძნობი არის სულიერი მდუღარების დაკნინება, წუთისოფელთან შერიგების გზების ფარული ძიება.
უამრავი ადამიანია ჩვენს ირგვლივ, რომელთაც არ იციან ღმრთის სიტყვა და მათი ჭეშმარიტებისადმი წინააღმდეგობა არცოდნას ეყრდნობა. უმეტესი მათგანი მონათლულიც კი არის. როცა იცი ის საშინელება, რომელიც ქრისტეს გარეშე დარჩენილს ელოდება, შეუძლებელია დარჩე გულგრილი და არ შეეწიო სიტყვით თუ ლოცვით. მაგრამ სხვაა ის, ვინც იცის და თვალს ხუჭავს. მათთან შეიძლება საუბარი, უფრო იმისათვის რომ გული მოვულბოთ, მაგრამ ლოცვა ვერ (ანუ – არ) აღესრულება.
პოსტის ავტორი: kaxa თარიღი: Feb 13 2007, 04:27 PM
როგორ ფიქროთ, დღევანდელი ჩვენი ქვეყანა "სოდორი და გომორის" ცოდვაში არ არის?
პოსტის ავტორი: დეკ. ანდრია თარიღი: Feb 13 2007, 09:26 PM
ციტატა(kaxa @ Feb 13 2007, 04:27 PM)
როგორ ფიქროთ, დღევანდელი ჩვენი ქვეყანა "სოდორი და გომორის" ცოდვაში არ არის?
ის, რაც ხდება საქართველოში ზნეობის მხრივ, მართლაც საშინელებაა. მაგრამ სოდომსა და გომორში არ მოიძებნა თუნდაც ათი მართალი ადამიანი. ჩვენში მართალი წირვა დგას, ქრისტეს სისხლი და ხორცი გვეძლევა, მადლმოსილი საიდუმლოებები აღესრულება. ღმერთმა დაგვიფაროს სოდომელთა ხვედრისაგან. დღეს ის დროა, როცა ქვეყნის სულიერი გადარჩენისთვის ლოცვა თითოეული ჩვენგანის პირადი კანონის განსაკუთრებული ნაწილი უნდა იყოს.
პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 14 2007, 01:51 PM
პასუხის პასუხი
დიდი მადლობა მამა ანდრია, გავკადნიერდები და ისევ დავუბრუნდები იმ საკითხს, ამის შემდეგ შეიძლება კიდევ ერთხელ შეგაწუხოთ და შემდეგ ამ თემაზე აღარ შეგეკითხებით, იმედია გამიგებთ, რომ ეს კითხვები, სწორი პასუხის ძებნას ემსახურება. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა!
ახლა, ყოველგვარი ჩემი კომენტარის გარეშე, დავსვამ ორ კითხვას, რომელიც თქვენი პასუხიდან გამომდინარეობს:
1)
ციტატა
ჩვენ ვიხსენიებთ მათ, ვინც შეცდა და დაიბნა ... არის განსხვავება მათ შორის, ვინც ცდება და ვინც შეგნებულად ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას.
ე.ი. თქვენ ამბობთ, რომ მწვალებელთა ერთი ნაწილი უნდა მოვიხსენოთ, მეორე კი არა? და როგორ განვასხვავოთ ისინი?
ციტატა
აწყობთ სიცრუის არათუ მიღება, არამედ ქადაგებაც კი
ასე ვერ განვასხვავებთ, რადგან სექტაში ყველა მქადაგებელია... და სად წერია, რომელ მამასთან, ის რომ "მქადაგებელი ან თავი სექტანტთა ლოცვებში არ მოიხსენოთო"?
2)
ციტატა
ლოცვა სასიკვდინედ მცოდველთათვის ... ვერ იქნება აღვლენილი
ციტატა
სხვაა ის, ვინც იცის და თვალს ხუჭავს. მათთან შეიძლება საუბარი, უფრო იმისათვის რომ გული მოვულბოთ, მაგრამ ლოცვა ვერ (ანუ – არ) აღესრულება.
სასიკვდინე ცოდვებში საერთო საეკლესიო გამოცდილებით იგულისხმება მცნებისეული ცოდვების დარღვევა, გავამარტივებ, მრუშობა, ქურდობა და ა.შ. რა ვქნათ მამაო, არ მოვიხსენოთ ჩვენი ერში მყოფი ძმები, რომლებიც შეიძლება მრუშობენ ( ან თუნდაც ქურდობენ) , აკი ორივემ შესანიშნავად იცის, რომ ქრისტიანული თვალსაზრისით არ შეიძლება, მაგრამ მოსაქცევები არიან და ახლა არც ვილოცოთ მათზე, რომ მოექცნენ? სად წერია, ის რომ მათთან საუბარი შეიძლება,თხოვნით რომ მოექცნენ, და იგივე თხოვნით ღმერთთან საუბარი არ შეიძლება?
ვფიქრობ საკმარისად ნათლად დავწერე ჩემი აზრი, კიდევ ერთხელ დიდად გმადლობთ!
დაგვლოცეთ,
კაიროსი!
პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 20 2007, 05:31 PM
და კიდევ, ვიცი, რომ აქ სხვა მოძღვრებიც შემოდიან, იქნებ მათაც გვიპასუხონ, დავღალეთ მამა ანდრია
პოსტის ავტორი: დეკ. ანდრია თარიღი: Mar 1 2007, 05:54 PM
ყოველი ადამიანი ნებსით თუ უნებლიედ არის საკუთარი მსოფლმხედველობის მქადაგებელი. ამასთან ერთად, შეუძლებელია ადამიანი იყოს უცდომელი. გვინდა ეს თუ არა, ჩვენ ერთმანეთს ზოგჯერ ვუქადაგებთ ცდომილებას. მაგრამ არის შემთხვევები, როცა ადამიანი შეგნებულად ცრუობს სარწმუნოებრივ სწავლებაში (ამის მაგალითია ადრე ხსენებული რასელისტები), სულიერი სიკვდილს აზიარებს მოსაუბრეს. იცის, რომ ცრუობს, იცის, რომ უფალი ასე არ ამბობს და წმიდა წერილში ასე არ წერია, მაგრამ შეხედულებების გადახედვა არ უნდა, რადგან მაშინ თვითონ უნდა შეცვალოს ცხოვრება. ასეთი ადამიანი სასიკვდინედ სცოდავს.
ჩვენ არ ვართ გამომძიებლები, რომ, ვიდრე ვილოცებდეთ, დავკითხოთ ადამიანი. ვერ ვლოცულობთ მხოლოდ მაშინ, როცა აშკარად ვხედავთ, რომ ადამიანი ამახინჯებს სახარებისეულ სწავლებას, ცოდვას სიკეთეს უწოდებს. მრუშობა, კაცკვლა, ქურდობა და სხვა მრავალი მძიმე ცოდვა უმეტეს შემთხვევაში ზნეობრივი ძალების სისუსტის გამოვლინებაა და არა ღმრთისადმი შეგნებული წინააღმდეგობისა. ამიტომ მათთვის უნდა ვილოცოთ, რომ ღმერთმა მიმადლოს სინანული, იხსნას ბოროტის ტყვეობიდან. მაგრამ როცა კაცი არ იჩენს არანაირ სინანულს (не показывает никакого обращения – ნეტარი თეოფილაქტე), ნებსით და უდრეკად რჩება ცოდვებში (добровольно, благодарно и непреклонно – ღირსი იუსტინე), როცა თვლის, რომ მას უნდა მოეკლა, ემრუშა, მოეპარა და ა.შ., და ეს არ მიაჩნია ცოდვად, – ის ხშავს გულს და ღმრთის მადლის ვერმიმღები ხდება. ეს არის სასიკვდინე ცოდვა. მხოლოდ ამ შემთხვევაში ვერ ვლოცულობთ მისთვის. მაგრამ, ისევ ვიტყვი – ჩვენ არ ვიძიებთ მოყვასის სულის მდგომარეობას და ნაკლს, არამედ ვსჯით იმით, რასაც ვხედავთ.
პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Mar 1 2007, 10:40 PM
ძალიან დიდი მადლობა მამაო, ვგონებ უფრო ნათლად მივედით ბოლო პასუხამდე
ანუ
ციტატა
ვერ ვლოცულობთ მხოლოდ მაშინ,
1) როდესაც არის სარწმუნოებრივი სიჯიუტე:
ციტატა
როცა ადამიანი შეგნებულად ცრუობს სარწმუნოებრივ სწავლებაში (ამის მაგალითია ადრე ხსენებული რასელისტები), სულიერი სიკვდილს აზიარებს მოსაუბრეს. იცის, რომ ცრუობს, იცის, რომ უფალი ასე არ ამბობს და წმიდა წერილში ასე არ წერია, მაგრამ შეხედულებების გადახედვა არ უნდა
ისე ასეთი ჯიუტი, რასელისტიც შეიძლება იყოს და ბაპტისტიც...
და
2) ზნეობრივად გაუკუღმართებაში გამყარებულნი:
ციტატა
როცა კაცი არ იჩენს არანაირ სინანულს , ნებსით და უდრეკად რჩება ცოდვებში , როცა თვლის, რომ მას უნდა მოეკლა, ემრუშა, მოეპარა და ა.შ., და ეს არ მიაჩნია ცოდვად
სწორედ გავიგე მგონი...
ბოლო კითხვებს დავსვამ ამ საკითხთან დაკავშირებით და უღრმეს მადლობას მოგახსენებთ ისევდაისევ, ამ კითხვების შემდეგ მე პირადად ამ საკითხს აქ აღარ დავუბრუნდები, მიუხედავად პოზიციისა.
კითხვაც ორია, თქვენს მიერ გამოყოფილი ორი შემთხვევის შებამისად:
1) მამაო, ყველა მწვალებელი დარწმუნებულია რომ მართალია, მხოლოდ მართლაც უიშვიათესია შემთხვევა, ვინმემ მიხვდეს, რომ ცდება და მაინც ჯიუტად მწვალებლობა გაავრცელოს, აქედან კითხვა, თუკი ჩვენ მათზე ვერ ვილოცებთ ( ანუ ვერ ვიტყვით რომ ღმერთმა გული მოულბოს (?) ), მაშინ კარგად უნდა ვიცოდეთ, როგორ გავარჩიოთ რიგითი სექტანტი, რომელსაც გულწრფელად სჯერა, რომ მართალია, და აგრძლებს ქადაგებას, იმისაგან ვინც მიხვდა, რომ ცდება და მაინც თავისას ქადაგებს?
2) ზნეობრივ გაუკუღმართებაში გამყარებულები, ერთწილად მანიაკები არიან, სერიული მკვლელები, ავადმყოფურად მექალთანენი, მათ რიცხვშია ასევე აზროვნებით ქურდები, როდესაც ქურდობა და შავი სამყარო მათთვის ცხოვრების წესია, ასევე რაღათქმაუნდა ჰომოსექსუალისტები, ასევე ნარკომანები, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ იციან რომ ცოდვაა,ნებით თუ უნებლიეთ, მაინც ცოდვაში რჩებიან, აქაც საზოგადოების მცირე ნაწილზეა საუბარი, და განცხადება იმისა, რომ ეკლესია მათზე არ ლოცულობს, და მეტიც მორწმუნეთაც უკრძალავს მათ ლოცვებში მოხსენებას, ხომ არ არის ამ ადამიანთა მოკვეთა? თუ მოკვეთა არ ხდება, ანუ მათთან საუბარს ვაგრძელებთ, შევაგონებთ, მაშინ ვიმეორებ ისევ კითხვას:
ციტატა
თუკი მათთან საუბარი შეიძლება,თხოვნით რომ მოექცნენ, მაშ, იგივე თხოვნით ღმერთთან საუბარი რატომ არ შეიძლება?
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, დამატების სახით, ამ მოსაზრებას კერძო შეიძლება დავარქვათ თუ უფრო ფართოდაა გაზიარებული?
გმადლობთ,
კაიროსი!
პოსტის ავტორი: გუჯა თარიღი: Mar 2 2007, 06:10 PM
ალექსანდრეს კითხვა--
მაინტერესებს ქრისტეს აღდგომის შემდეგ კიდევ არსებობს აბრაამის წიაღი თუ შეიმუსრა მაცხოვრის მიერ?
დეკ.ანდრია წმიდა მოციქულ პავლეს თქმით, აბრაამი არის მამა ყოველთა მორწმუნეთა (რომ.4,16), რადგან "სჯულისაგან იყო აღთქუმაჲ იგი აბრაჰამისი ანუ ნათესავისა მისისაჲ, რაჲთა იყოს იგი მკჳდრ სოფლისა, არამედ სიმართლითა მით სარწმუნოებისაჲთა" (რომ.4,13). ტერმინი "აბრაამის წიაღი" არის ხატოვანი გამოთქმა, რომელიც აღნიშნავს არა იმდენად ადგილის, რამდენადაც მდგომარეობას. ეს არის სიმბოლური გამოხატვა მათი მდგომარეობისა, ვინც განისვენებს აბრაამთან. ძველი აღთქმის მათალი ადამიანები მოელოდნენ მაცხოვრის მოსვლას და ხსნას. ისინი არ იყვნენ სამოთხეში, რადგან როგორც ყოველი ადამიანი ჩადიოდნენ ჯოჯოხეთში, მაგრამ არ იტანჯებოდნენ. მეტიც, მათ ანუგეშებდათ რწმენა და მოლოდინი მესიისა. ამიტომ აბრაამის წიაღში განსვენება იყო საუკეთესო, რაც კი შეიძლებოდა ენატრა ძველაღთქმისეულ ადამიანს. უფალიც მდიდარსა და ლაზარეზე იგავში ხმარობს ამ ხატოვან გამოთქმას, რათა გვაჩვენოს ლაზარეს მდგომარეობა. თუნცა შევნიშნოთ, რომ ის იმდენად ახლოსაა წარწყმედილთა სამყოფელთან, სადაც არის ტანჯვა, რომ მდიდარმა გაახილა თუ არა თვალი, უმალვე იხილა ლაზარე.
მაცხოვრის აღდგომით "შეიმუსრნეს მოქლონნი ჯოჯოხეთისანი" და მამათმთავარ აბრაამის და მასთან ერთად ძველი სამყაროს ყოველთა მართალთა სულები აღტაცებულ იქნენ სამოთხედ. დღეს "აბრაამის წიაღი" აღმნიშვნავს იმ ადგილს, სადაც მკვიდრობს აბრაამი, ძველი და ახალი აღთქმის წმიდანები. ამ კონტექსტში მოიხსენიება "აბრაამის წიაღი" წმიდა ეფრემ ასურის, წმიდა გრიგოლ პალამას და სხვა მამათა მიერ. მიცვალებულთა მსახურების ბოლოს, ჩამოლოცვისას მღვდელი იტყვის: "... წიაღსა შინა აბრაჰამისასა განუსვენოს...". ამასთან ერთად გამოთქმა "აბრაამის წიაღი" ზოგ შემთხვევაში შეიძლება მოხსენიებულ იქნას უწინდელ კონტექსტში, ანუ ჯოჯოხეთში მყოფთა ნაწილის აღსანიშნავად. ასეთ შემთხვევაში უნდა დაუკვირდეთ ტექსტს, რათა არ მოხდეს მცნებების აღრევა. ის ადგილი, სადაც განისვენებდა აბრაამი გამოხსნამდე, დღეს, მართალია არ არის ტანჯვის ადგილი, მაგრამ არ ატარებს ძველ დატვირთვას, რადგან იქ მყოფთათვის არ არის იმედი გამოხსნისა, თუმცა ისინი არ არიან მიცემული სატანჯველს და იქ მოხვედრილებზე ვერ ვიტყვით, რომ ისინი წარწყმდნენ.
-------------------------------------------------------
მამაო მე მაქვს ამაზე დამატებით კითხვა, თუ დრო გექნებათ გთხოვთ მიპასუხეთ.
მამა-ანდრია- მიცვალებულთა მსახურების ბოლოს, ჩამოლოცვისას მღვდელი იტყვის: "... წიაღსა შინა აბრაჰამისასა განუსვენოს...".მამაო ამ შემთხვევაში რა იგულისხმება "აბრაამის წიაღში" ჯოჯოხეთის ის ადგილი სადაც "სულები არ იტანჯებიან" თუ სად არის ამ შემთხვევაში აბრაამის წიაღი?
მამა ანდრია- ის ადგილი, სადაც განისვენებდა აბრაამი გამოხსნამდე, დღეს, მართალია არ არის ტანჯვის ადგილი, მაგრამ არ ატარებს ძველ დატვირთვას, რადგან იქ მყოფთათვის არ არის იმედი გამოხსნისა, თუმცა ისინი არ არიან მიცემული სატანჯველს და იქ მოხვედრილებზე ვერ ვიტყვით, რომ ისინი წარწყმდნენ.მამაო, არსებობს ეკლესიის სწავლება რომ ჯოჯოხეთში არის ადგილი სადაც სულები არ იტანჯებიან, ანუ ეშმაკები არ სტანჯავენ? ან კიდევ სადაც აბრაამი განისვენებდა, ის ადგილი რომ ისევ არსებობს და იქ ვინც ხვდება არ არის მათი გამოხსნის იმედი ესეც ეკლესიის სწავლებაა?
პოსტის ავტორი: დეკ. ანდრია თარიღი: Mar 7 2007, 02:17 PM
როცა ადამიანის ცდომილების მიზეზი არის განუსწავლელობა და, თუ იგი არის გულწრფელი, აუცილებლად შეისმენს; როცა იმხილება მისი ცდომილება, აუცილებლად დაფიქრდება. მაგრამ ამისთვის მართლაც საჭიროა გულწრფელობა და არა მზაკვრობა. თუ არ მივსულვართ და არ სმენია ჩვენგან, ან თუ არ არის ცნობილი, რომ ვინმეს ეთქვა მისთვის, ვფიქრობ არ არის სწორი არ მოვიხსენიოთ შემცდართა შორის. მაგრამ როცა ადამიანი ჯიუტობს, - არ გვიტოვებს მისთვის ლოცვის კადნიერებას.
რაც შეეხება მანიაკალურ მიდრეკილებებს ადამიანებში, ეს უკვე ეშმაკეულობაა. ძალიან ძნელია მისგან გათავისუფლება. ადამიანს არ ჰყოფნის ზნეობრივი ძალები საბრძოლველად, თუმცა აღიარებს, რომ მისი ქმედება და სურვილი არ არის კეთილი. მახსოვს შემთხვევა, როცა კაცს პერიოდულად უჩნდებოდა ვინმეს მოკვლის სურვილი, უბნელდებოდა გონება. ძალიან უჭირდა ასეთი პერიოდების გადატანა, მაგრამ არ განგვიყენებია ზიარებისაგან, თუმცა მისი აღსარების მოსმენას გვარიანი ძალა ჭირდებოდა. ასეთების არმოხსენიება ცოდვად მეჩვენება. იშვიათია ნარკომანი, რომელსაც არ უნდა სენისაგან გათავისუფლება. სამწუხაროდ, დღეს უმეტესობისთვის ეს შეუძლებელია. არადა ამ სენის გამო გარდაცვლილის საქციელი თავისი სიმძიმით თვითმკვლელობას უახლოვდება. არ შეიძლება მათი არდახმარება. მაგრამ არიან სხვაგვარი ადამიანები, რომლებიც შეგნებულად განადიდებენ მანკიერებას, თვლიან მას ადამიანის ნორმალურ მდგომარეობად. ასეთები ნებით კლავენ სულს. აქაც ვიტყვი, სანამ დანამდვილებით არ ვიცით მისი მდგომარეობა, მისი შეხედულებები, არ გვაქვს მიზეზი მისთვის ულოცველობისა.
ადამიანის გადარჩენის აუცილებელი პირობაა მისი თავისუფალი ნების და მისი მსოფლხედვის თანხმობა ღმრთის სიტყვასთან, ან თუნდაც ჭეშმარიტების არშეწინააღმდეგება. ამის გარეშე ჩვენც არ გვეძლევა კადნიერება მისთვის ლოცვისა. ადამიანთან საუბარი კი არის მის გონებაში კეთილი ზრახვის აღძვრის, გამოღვიძების მცდელობა, რათა მას გაუჩნდეს თუნდაც მცირედი სურვილი ჭეშმარიტებასთან სიახლოვებისა.
ყურადღების მიღმა გვრჩება მოციქულის სიტყვა, სასიკვდინედ მცოდველზე თქმული: "არა მისთჳს ვიტყჳ, რაჲთა ითხოოს". აქ არ არის პირდაპირი აკრძალვა, არ ამბობს "ნუ ილოცებთ", არამედ უმჯობესს გვირჩევს. როცა ადამიანის სიტყვა და ქცევა ცხადჰყოფს მის ურყევობას მოუქცეველობაში, მისთვის მლოცველი თავის თავზე იღებს მის მაცდუნებელ ბოროტთან და ცოდვასთან ბრძოლას. რაციონალურად ამის გაგება შეუძლებელია, მაგრამ ყოველმა მღვდელმა, რომელსაც უხდება აღსარებების მოსმენა იცის, თუ რა შედეგი მოაქვს ასეთ კადნიერებას.
პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Mar 7 2007, 07:20 PM
გმადლობთ მამაო!
ვფიქრობ ჯერჯერობით მეტს არ საჭიროებს ეს თემა ჩაძიებას, აღმოჩნდა, რომ ეს არის კერძო აზრი და არა საეკლესიო კანონი ან დადგენილება, ისიც ნათლად გამოჩნდა, რომ უკიდურესად ვიწროა იმ ადამიანთა წრე, რომლებზე, როგორც თქვენ ამბობთ
ციტატა
ჩვენც არ გვეძლევა კადნიერება მისთვის ლოცვისა
...
ციტატა
ადამიანთან საუბარი კი არის მის გონებაში კეთილი ზრახვის აღძვრის, გამოღვიძების მცდელობა, რათა მას გაუჩნდეს თუნდაც მცირედი სურვილი ჭეშმარიტებასთან სიახლოვებისა.
და მაინც ზოგი პასუხგაუცემელი ჩნდება, ღმერთს რომ ვთხოვო . "მის გონებაში კეთილი ზრახვის აღძვრის, გამოღვიძებისათვის" დახმარება რამდენადაც შეიძლება, ამით არა მგონია რაიმე დაირღვეს, ან
რა დანაშაულია ცოცხალ, ღვთის შვილზე, თუნდაც ყველაზე მეტად შეპყრობილზე და ცოდვილზე, რომ ვთქვა "ღმერთო, უშველე"?
და ბოლოს:
ციტატა
მლოცველი თავის თავზე იღებს მის მაცდუნებელ ბოროტთან და ცოდვასთან ბრძოლას.
ეს კი ძალიან ბუნდოვნად ჟღერს, რაღაც მაგიასავითაა,მე არაფერი დამიშავებია და პასუხისმგებლობა მხოლოდ იმიტომ უნდა ავიღო, რომ სხვას კარგი ვუსურვე.... მე ღმერთს ვესაუბრები და რა ბოროტთან ბრძოლაზეა საუბარი? მაშინ ასე მა
ცდუნებელი ბოროტები, იხარეთ, ყველას ბლომადა გვყავს, არ მოვიხსენოთ ერთმანეთი? ან მლოცველი თუკი ლოცულობს ამით ის სიკეთეს აკეთებს და მადლი ეძლევა და არა განსაცდელი ან რაიმე ის ბრძოლა, რომელიც მას არ ეკუთვნის...
მოკლედ, მართალია კითხვები დარჩა, მაგრამ ძალიან შეგვეწია თქვენი საუბარი, რათა საკითხში ჩავღრმავებულიყავით!
დიდად გმადლობთ!
პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Mar 8 2007, 04:04 PM
მამაოსადმი დიდი პატივისცემით!
მამა ანდრია, სამწუხაროდ, ფორუმს შემუშავებული აქვს, ჩემი პირადი აზრით, ძალიან ჩარჩოებში ჩასმული კანონები, რომელთა გამო, ერთიდაიგივე კითხვაზე სხვადასხვა თემის გახსნას გვთავაზობენ...
ამიტომ კითხვა, რომელიც იქ დავსვი აქ გადმოვიტანე, ეს იყო ერთგვარი მეორე კითხვა, იმ პასუხზე, რაც თქვენ ზებედეს კითხვაზე გაეცით:
მომყავს თქვენი პასუხიდან ორი ნაწყვეტი:
პირველი ციტატა:
"...თუ წარწყმედაში ვგულისხმობთ ტანჯვას, მაშინ წარწყმედილს ვერ ვუწოდებთ ყველას, ვინც აღმოჩნდა ჯოჯოხეთში."
მეორე ციტატა:
"...მაგრამ ჯოჯოხეთში ყოფნა ჯერ კიდევ არ ნიშნავს სატანჯველში ყოფნას. ასეთი ადამიანები იმყოფებიან იქ, სადაც იმყოფებოდნენ აბრაამი და მართლები, რომელთა ნუგეში იყო მაცხოვრის მოლოდინი"
ანუ ჯოჯოხეთში არის ადგილი სადაც ტანჯვა არ არის? და სად წერია რომ "აბრაამის წიაღი" ჯოჯოხეთში ისევ არსებობს? იქნებ ეს ყველაფერი დამიდასტუროთ დოგმატიკით ან მამებით, ძალიან მნიშნველოვანი საკითხია და მომიტევეთ ჩაძიება...
მაინტერესებს არის თუ არა ზემოთ მოცემული სწავლებები წმ. მამათა გადმოცემული? და თუკი გთხოვთ მიანიშნოთ.
და გთხოვთ ზუსტად ( აბზაცი, და არა მხოლოდ ციტატა) მიანიშნოთ, რომელიც ამ სწავლებას გადმოცემს, მე რაცა მაქვს ესაა ინფორმაციები წმიდა მამებისა, რომლებიც არსად არ წერენ რომ ჯოჯოხეთში შეიძლება იყოს ისეთი ადგილი სადაც ტანჯვა არ იქნება, არამედ ერთხმად მიანიშნებენ საყოველთაო ტანჯვაზე:
მაგალითად წმ. იოანე ოქროპირი:
"იქ, წმიდა წერილის სიტყვებით, ცეცხლია, წყვდიადი, ბორკილები, მატლი დაუძინებელი, მაგრამ ისინი არა მარტო აღნიშნულს გულისხმობს, არამედ რაღაც სხვასაც, ბევრად უფრო საზარელს! ამაში რათა დარწმუნდე, პირველ ყოვლისა, ყურადღება მიაქციე შემდეგს: თუკი იქ ცეცხლია, მაშინ მითხარ, იქვე როგორღაა წყვდიადი? ხედავ, რომ ის ბევრად უფრო შემაძრწუნებელია აქაურობასთან შედარებით? იგი არ ქრება, ამის გამოც იწოდება ჩაუქრობლად. ახლა წარმოვიდგინოთ, როგორი ტანჯვაა, განუწყვეტლივ იწვოდე, იყო წყვდიადში, დაუსრულებელად მოთქვამდე, კბილებს აღრჭენდე და არ იყო შესმენილი? როგორია, მთელი ქვეყნის მკვლელებთან ერთად იწვოდე, ვერაფერს ხედავდე, არც შენ სჩანდე და ხალხმრავლობაში მარტო გრძნობდე თავს? რამეთუ წყვდიადი და უსინათლობა არ იძლევა საშუალებას შეიცნო თვით ახლობელნიც კი, არამედ თითოეული ისეთ ყოფაში იქნება, თითქოსდა მარტო ის იტანჯება."
აქ როგორც ვნახეთ ხსენებაც არაა "აბრაამის წიაღის ისევ ფუნქიონირების და ჯოჯოხეთში არსებული უტანჯველი ადგილის შესახებ" სწავლებისა
პირიქით, ოქროპირს ყველაზე დიდ ტანჯვა სწორედ სამოთხეში არ ყოფნა მიაჩნია და შესაბამისად ეს სრულიად გამორიცხავს, რაიმე უტანჯველობას ჯოჯოხეთში:
"..но я считаю гораздо тягчайшим геенны наказанием - не быть в той славе; и тому, кто лишился ее, думаю, должно скорбеть не столько от геенских мучений, сколько о лишении небесных благ: ибо это одно есть тягчайшее из всех наказаний. "
ნაკრები ამ აზრებისა იხილეთ აქ (აქაც არც ერთი მსგავს რაც დაწერეთ არაფერს წერს):
http://www.4shared.com/file/11846335/5e9eeb3b/jojo.html
და კიდევ, თქვენ ადრე ბრძანეთ, რომ სულთმოფენობამდე ნათლისღება დაწესებული არ იყოო, მაგრამ როგორ ახსნით იმ ფაქტს, რომ თავად უფალი ნათლავდა და მოციქულებიც:
26. და მოვიდეს იოანესა და ჰრქუეს მას: რაბი, რომელი-იგი იყო შენ თანა წიაღ იორდანესა, რომლისათვის შენ სწამე, აჰა იგი ნათელ-სცემს, და ყოველნი მივლენან მისა (იოანე, 3.26)
სჯობს გავაღრმავო, რადგან შეიძლება თქვენ ეს მიპასუხოთ, რადგან ამაზე არსებობს ასეთი ვარაუდი,რომ მოგვიანებით იოანე აზუსტებს, უფალი არ ნათლავდა, არამედ მისი მოწაფენიო
( ამ ვარაუდს აქვს მნიშნველობა, რადგან თუკი ნათლისღება იწყება აღდგომის შემდეგ, მაშინა ავაზაკის საკითხი, შედარებით თითქოსდა ადვილად იხსნება, მაგრამ სიდონიაზე პასუხი ისევ გაუგებარი რჩება, ვფიქრობ მიახლოებით მაინც შეგვიძლია ვთქვათ, როდის გარდაიცვალა წმ.სიდონია...)
წმ. იოანე მახარებელი წერს:
"1. ვითარცა გულისხმა-ყო უფალმან, რამეთუ ესმა ფარისეველთა, ვითარმედ იესოს უმრავლესნი მოწაფენი უსხენ და ნათელ-სცემს, ვიდრე იოანეს,
2. რამეთუ თვის იესო არა ნათელ-სცემდა, არამედ მოწაფენი მისნი" (იოანე 4;2)
და ის რომ ეს ნათლობა მოწაფეთა იყო იგივე, რაც ნათლისმცემლის სინანულის ნათლობა, ეს აზრი არსებობს, მაგრამ მაინც ვერ ამართლებს სულთმოფენობამდე ნათლისღების აუცილებლობის უქონლობის შესახებ, ახლა მოვიყვან ტერტულიანეს ( შეიძლება აქ თქვან, რომ იგი წმიდანი არ არის, მაგრამ დავაზუსტებ, რომ ტერტულიანეს ეს სწავლება მიღებულია ეკლესიის მიერ და არ არის ანათემიტიზირებული), რომელი შავით თეთრზე უსვამს ხაზს, რომ ნათლისღება, როგორც საიდუმლო დაწესდა მაცხოვრის აღდგომის ანუ გამოხსნის აღსრულების შემდეგ
"...не существует иного крещения, чем после Христа. Оно, конечно, не могло быть дано учениками, так как Господь не достиг еще тогда вершин Своей славы, и не сообщил еще действенности крещению страстями и воскресением. Ибо ни смерть наша не могла быть уничтожена ничем, кроме страдания Господа, ни жизнь восстановлена без Его Воскресения"
სხვათაშორის ეგ ძალიან საინტერესო ტექსტია, შეგიძლიათ აქ იხილოთ:
http://www.4shared.com/file/11876925/db2257c/_online.html
მაპატიეთ, თუ სიტყვა გამიგრძელდა...
დაგვავალებთ, თუკი თქვენს აზრსაც გაამყარებთ მამებით.
ამ საკითხებთან დაკავშირებით მამა დავითის აზრიც მაინტერესებს!
დიდი ბოდიში და დიდი მადლობა, მოუთმენლად ველი პასუხს!
პოსტის ავტორი: იოანა თარიღი: Mar 11 2007, 02:04 AM
KAIROS
დიდი ხანია მინდა გამოვეხმაურო შენს კითხევბს ლოცვასთან დაკავშირები, მაგრამ აქამდე ვერ მოვახერხე...
მაგალითისთვის წარმოიდგინე ადამიანი თუ ადამაინები, რომლებიც ძალიან კარგად არაინ განსწავლულები მართლმადიდებლობაში... რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ცრუ სწავლება გაავრცელონ მართლმადიდებელ მრევლში... რომლებსაც შეცნობილი აქვთ ლოცვის ძალა და ეშინიათ ლოცვის... რომლებსაც ასევე შეცნობილი აქვთ ჯვრის ძალა, მაგრამ მაინც შეურაცხყოფენ... რომლებიც ესაუბრებიან ეშმაკს და შეუძლიათ წინასწარ განსაზღვრონ გარკვეული მოვლენები... რომლებიც საკუთარი ნებით და სრულიად გაცნობიერებულად მყოფობონ ეშმაკთან...
რა უნდა ვთხოვო ღმერთს ასეთი ადამიანებისთვის? მართლა არ ვიცი რა ვთხოვო ... და თუ მაინც ვილოცებ მათთვის, ვუთანაგრძნობ მათ, მოვა ეშმაკი და მეტყვის: სინამდვილეში შენ მე მითანაგრძნობ... და მომიწევს თქმა: უარვყოფ ამ აზრს ღვთის წინაშე... და ეშმაკიც გაიძურწება, მაგრამ უხილავი ბრძოლა მაინც გაგრძელდება... ეს კი ძნელია და საშიში...
მაგრამ ვიცი რა ვთხოვო ღმერთს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საკუთარი სურვილის მიუხედავად დღეს ასეთ ადამიანებს ემორჩილებიან...
ასე ვიფიქრე რამდენიმე თვის წინ და დღესაც ასე ვფიქრობ... თუ სწორად აღვიქვი მამა ანდრიას ნაწერები, მგონი სწორად ვფიქრობ
ადმინ, ძალიან გთხოვ არ წაშალო რაც დავწერე...
პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Mar 12 2007, 01:31 PM
არ უნდა წაშალოს ადმინმა, მხოლოდ იმისათვის, რომ მთელი სიმცდარე რაც მაგ "ქრისტიანულ არლოცვაშია" ( ისე ნუთუ არ გეხამუშება არვილოცოთ მოყვასისათვის? ნუთუ ეს ქრისტიანული სიყვარულის გამომჟღავნებად მიგაჩნია?) შენ აქ დაწერე და აჩვენე, ბევრი თავისი მცდარი კუთხით, ვიცოდი, მე რასაც ფიქრობენ ამ უცნაური სიახლის მიმდევარნი, მაგრამ მთლად ასე შორს თუ წავიდოდნენ და ქრისტიანობას მაგიას დაამსგავსებდნენ არ მეგონა...
მოდი, ახლა მე აქ გიპასუხებ, მერე ვიცი აქაური გამოცდილებით, რომ არ დამეთანხმები და შემეკამათები, ამიტომ, იქნებ შემდგომში გახსნა თემა "ლოცვისათვის" და იქ გავაგრძელოთ ამ თემაზე საუბარი , უბრალოდ ეს კუთხე დავუთმე უშუალოდ მამაოსთან ერთად ზოგიერთ საკითხის ჩაღრმავებას... იმედია ამაში ბატონი ადმინიც დაგვეთანხმება, რომ იმ შენს ახლადგახსნილ თემაში ეს შენი კითხვაც და ჩემი პასუხიც იქნეს გადატანილი!
მადლობა!
ახლა პასუხი:
იწყებ იმ ადამიანთა ტიპების დახასიათებით, რომლებისათვის ლოცვა "არაქრისტიანულად " მიგაჩნია:
1)
ციტატა
ადამაინები, რომლებიც ძალიან კარგად არაინ განსწავლულები მართლმადიდებლობაში... რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ცრუ სწავლება გაავრცელონ მართლმადიდებელ მრევლში
ამათ ექსპერტი ანუ ძლიერი სექტანტები ან სხვა რელიგიის წევრები ჰქვია, მაგრამ მათთვის ლოცვას არ გვიშლის ეკლესია, პირიქით მათ ჩვენ დილის ლოცვებში ვიხსენებთ, მამაოს არგუმენტი, რომ იქ მხოლოდ "შეცდომილებზეა" საუბარიო, სუსტია, რადგან ყველა ვინც არაა ჭეშმარიტებაში, შეცდომილია და არანაერი გარჩევა იქ, სექტის უბრალო წევრები მოვიხსენოთ თუ მათი წინამძღოლები არ არის!
2)
ციტატა
რომლებიც ესაუბრებიან ეშმაკს და შეუძლიათ წინასწარ განსაზღვრონ გარკვეული მოვლენები... რომლებიც საკუთარი ნებით და სრულიად გაცნობიერებულად მყოფობონ ეშმაკთან...
მოდი ახლა, სანამ ამ კითხვაზე გიპასუხებდე, ერთი გულახდილად მითხარი, რა საჭიროა ამდენი კამათი, რატომ უნდა ვაბრკოლებდეთ ქრისტიანული სიყვარულით ანთებულ მრევლს, იმის სწავლებით,რომ არიან ადამიანები ვინც არ უნდა უყვარდეთ? და თუკი ამას არ ვეუბნებით, მაშინ რასა გავს ეს წესდება, მიყვარს მაგრამ არ ვლოცულობ? თუ გიყვარს შე კაი ადამიანო, მაშინ კეთილი რომ უსურვო, ეშმაკის მახიდან გამოხსნა და გონების განათლება რომ უსურვო ეს ცოდვად გეჩვენება? ეს არაა ქრისტიანობა! და კიდევ, დავიჯერო, ასეთ სუპერსატანისტებს იმდენს იცნობ, რომ მოსახსენებლის გადახედვა გჭირდება შენ ან უბრალო მრევლის წევრებს? ან ღირს კი ამდენ კამათად?
ეს ტიპი ადამიანებისა, რომელიც შენ დაწერე, არიან პროფესიონალი სატანისტები ( რომლებიც ცოტაა, არც იცნობ ალბათ და საერთოდ არ მესმის რაზე მეკამათები!) , მაშინ კითხვა ასე უნდა დაისვას, როგორც გამოჩნდა, მწვალებელთა მოქცევაზე ვლოცულობთ, მაშინ შეიძლება თუ არა რომ ვილოცოთ ჯადოქარზე, მჩხიბავზე, ან თუნდაც სატანისტზე? აქ ბუნებრივია კითხვა, დავიჯერო, თქვენი მოსახსენებლები სავსეა ასეთი ხალხით? ( არაა და ღია კარებს რატომ ამტვრევთ მაინც ვერ გავიგე), ახლა აქ შენ ამბობს უარს, მაგრამ შენს არგუმენტს ამის შესახებ არაფერი ესაქმება ქრისტიანობასთან, არის წმინდა წყლის მაგია:
"
ციტატა
და თუ მაინც ვილოცებ მათთვის, ვუთანაგრძნობ მათ, მოვა ეშმაკი და მეტყვის: სინამდვილეში შენ მე მითანაგრძნობ... და მომიწევს თქმა: უარვყოფ ამ აზრს ღვთის წინაშე... და ეშმაკიც გაიძურწება, მაგრამ უხილავი ბრძოლა მაინც გაგრძელდება... ეს კი ძნელია და საშიში...
რა დაწერე ეს? რა ეშმაკი მოვა? რა თანაგრძნობა, რის გაძურწვა?
ვფიქრობ სულ თავიდან უნდა ისწავლო რაა ლოცვა და რაა ეშმაკი, ღმერთთან მოსაუბრესთან ეშმაკს რა ესაქმება? ან რა მოტივია ეგ შენ მას თანაუგრძნობ? აქ ვერც გავიგე რა იგულისხმე? რათქმაუნდა რომ თანაუგრძნობ, მისი ტკივილი და დაბრკოლება შენი ტკივილია, ქრისტიანობა აბა რა გგონია? მარტო წმიდანებისათვის უნდა ილოცო? თუ მართლაც მადლით მოსილ ადამიანებზე? წმ.ნიკოლოზ მოიხსენე ყველა ვინც ჭეშმარიტებაში მყარადაა, ვინც არაა კი კისერიც უტეხია, როგორ მოგწონს?
თუკი, თანაგრძნობაში მისი ბოროტი საქმეების გაზიარება იგულისხმე ( აქ ტერმინი შეგშლია ე.ი.), მაშინ ეგ ტყუილია, და რომელ აზრს განაგდებ ეგეც ვერ გავიგე, და კიდევ ხშირად გესაუბრება ასე ეშმაკი, როცა ადამიანების ხსნაზე ლოცულობ? ან იქნებ ვინმემ მოგიყვა ეგ? მაშინ გეტყვი, რომ ის ხიბლში ყოფილა, იქნებ აქ პატერიკი მომიყვანო, რომელიმე ,როდესაც წმ. მამას ( და არა იოანას ან კაიროსს, ან ნებისმიერს აქ მყოფს! ) ლოცვისას ეშმაკი გამოეცხადა, მაგრამ ვერცერთ შემთხვევას ვერ ნახავ, სადაც ეშმაკი აგულიანებდეს აბა ილოცეო, პირიქით ყველაგან ფიქრობს ცოდვაში ჩააგდოს, ლოცვას განაშოროს, გონება გაუფანტოს, ხიბლში შეიყვანოს! რომელი მამა წაგიკითხავს, ცოდვილის მოხსენების რომ ეშინოდეს, არიქა ეშმაკი არ მოვიდესო ? რა საოცრებები დაწერე? როცა ადამიანის მოქცევაზე, მისი გონების განათლებაზე და ხსნაზე ლოცულობ, ეშმაკს თანაუგრძნობ? აქ უმარტივესი ლოგიკაც არ არსებობს, არათუ ქრისტიანობა!
და ბოლოს გამოარჩიე ის კატეგორია, რომელებზეც ლოცვა თურმე უკვე ნებადართული ყოფილა:
ციტატა
მაგრამ ვიცი რა ვთხოვო ღმერთს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საკუთარი სურვილის მიუხედავად დღეს ასეთ ადამიანებს ემორჩილებიან...
ეგ საკუთარი სურვილის გარეშე დამორჩილება რაღა უბედურებაა? რა მაგიებს წერ აქ? ე.ი. ვინც საკუთარი სურვილით არის ჯადოქარი ის არ უნდა მოიხსენო, მაშინ არასაკუთარი სურვილით სატანისტი ვინღამ მოიგონა? თუკი ნება არ გამოუხატვს, მაშინ რომელ მორჩილებაზე წერ? უზარმაზარი და უამრავი შეცდომები გიწერია, ასეთ პატარა პოსტში, იონა!
ამ საოცარ ჩახლართულ აზროვნებაში, ცოტა არ იყოს და ადამიანი ხომ არ შემოგისატანდა ხელში? ღვთის ცოცხალი შვილი, რომელსაც ყოველწამს აქვს შანსი, რომ შენზე ადრე შევიდეს სამოთხეში, და შენზე მეტად წმიდანი იყოს, როგორ გაბედე და ლოცვის ობიექტიდან გამორიცხე? ან საერთოდ არ მოგსვლია აზრად რომ გაგეხსენებინა http://www.orthodoxy.ge/tsmindanebi/kvipriane_iustine.htm? აკი ეს ატრიბუტიკა:
ციტატა
რომლებიც ესაუბრებიან ეშმაკს და შეუძლიათ წინასწარ განსაზღვრონ გარკვეული მოვლენები...
ზუსტად მიდიოდა მასზე? და რა მისნაერების მოქცევაზე ლოცვა არ შეიძლება? ღმერთს რომ ვთხოვო, რომ ამ საწყალ, ეშმაკის დამონებულ ადამიანსაც, რომ თავისი იუსტინა გამოუჩინოს, ცოდვაა? თუ ასე ფიქრობ, მაშინ მძიმედაა სიტუაცია, მაშინ მოყვასის გაგება საერთოდ არ გაგიგია, რას ნიშნავს ქრისტიანობაში!
ციტატა
ძნელია და საშიში
და ამით მოვრჩები: აბა ადვილი და უზრუნველი იცი რაცაა შენც, ფეხის ფეხზე გადადობა და წუთისოფლით ტკბობა, მოყვასის ეგოისტურად გამორჩევა და ლოცვა იმაზე ვინც გაწყობს და ვინც "დაფრინავს", ქრისტიანობა კი ერთურთის ტვირთის ზიდვაა, შიშების და სიძნელის მიუხედავად, სიყვარულით ლოცვა ყველასათვის, რამეთუ ღმერთი სიყვარულისა უძლეველია და ყველგანმყოფია!
ციტატა
მგონი სწორად ვფიქრობ
არა მგონია, ახლაც ასე ფიქრობდე, ყოველშემთხვევაში იმედს ვიტოვებ, მკითხველი მაინც არ იფიქრებს ისე, როგორც შენ დაწერე...
საუკეთესო სურვილებით და ლოცვაში მოხსენიებით:
კაიროსი!
პოსტის ავტორი: ლეონტი თარიღი: Mar 12 2007, 05:45 PM
აი ვისთვის არ შეიძლება ლოცვა:
Святитель Петр (Могила), Патриарх Адриан (в Указных ст. Правило 24, 698 г.) и многие святитель всех времен, обращая свой голос к священникам, которых прежде всего просят родственники совершить отпевание и молитвы о самоубийцах, взывают:
“О иерей! О самоубийцах сказал Христос в Евангелии, когда говорит: “Кто будет хулить Духа Святаго, тому не будет прощения вовек, но подлежит он вечному осуждению...” (Мк. III, 28).
Церковь заповедала и утвердила не совершать молитв о самоубийцах.
Помни, иерей: всю силу зла направляет сатана на тех, кто совершает поминовение самоубийц. Им пользы никакой, а тебе великий вред. Ты ли милосерднее Бога? Что же на деле свидетельствуешь это, молишь Господа и самой молитвой говоришь: вот я милосерднее Тебя. Ложное милосердие. И за это Бог попускает диаволу возобладать и душой твоей и телом”.
მაგრამ ამავ დროს თვითმკვლელია მამათა სწავლებით ის ცოცხალი ადამიანიც, ვინც შეგნებულად განეშორება და
თავს არიდებს (მამათა განმარტებით შეგნებულად ხელს კრავს ანუ გმობს) სულიწმინდის მადლს, ანუ ფიზიკურად ცოცხალია მაგრამ თავს იკლავს და ხდება მოსიარულე გვამი.
სწორედ ამაზე საუბრობს მამა ანდრია (ციტატა):
" მაგრამ არიან სხვაგვარი ადამიანები, რომლებიც შეგნებულად განადიდებენ მანკიერებას, თვლიან მას ადამიანის ნორმალურ მდგომარეობად. ასეთები ნებით კლავენ სულს. "
ხოლო თუ ვინმე "ძაან" ქრისტიანია და "ძაან" უყვარს ამ კატეგორიის "მოყვასი" და მისთვის ილოცებს, მერე არ თქვას არავის უთქვია და არ ვიცოდიო.
პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Mar 12 2007, 09:19 PM
მინდა ორი რამ დავაზუსტოთ:
1) მომიყვანეს ასეთი არგუმენტი კვეთებულის ლოცვას ერიდებიან მოძღვრები და ჩვენც უნდა მოვერიდოთ ლოცვებში მოხსენიებასო, ეს შედარება სუსტია და ვერცერთ კრიტიკას ვერ უძლებს, რადგან იქ მოძღვარი უშუალოდ ეშმაკს მიმართავს და მას განაგდებს, აქ კი მე უფალს ვესაუბრები და მას ვთხოვ შეეწიოს იმ ადამიანს, რამდენადაც შესაძლებელი იქნება! ( წმ. მღვდელმოწამეზე კი მექანიკურად "კართაგენელი" დავწერე, ახლა შევასწორე და მივანიშნე, რომელ კვიპრიანეს ვგულისხმობ).
2)თვითმკვლელზე არც კი ვკამათობთ, ანუ ცრუ და გადამეტებული მოჩვენებითი სიყვარული წირვაში თვითმკვლელის მოხსენებაზეა დაწერილი!
ციტატა
ამავ დროს თვითმკვლელია მამათა სწავლებით ის ცოცხალი ადამიანიც, ვინც შეგნებულად განეშორება და
თავს არიდებს (მამათა განმარტებით შეგნებულად ხელს კრავს ანუ გმობს) სულიწმინდის მადლს, ანუ ფიზიკურად ცოცხალია მაგრამ თავს იკლავს და ხდება მოსიარულე გვამი.
აქ ლეონტი ბატონო სამი რამ უნდა დააზუსტო: პირველი შენის აზრით, ვინ არის ეს ადამიანები? და მეორე წყაროც უნდა მოიყვანო, საიდან იწერ ამას და მესამეც რამდენად არის ეს გაზიარებული მამათა მიერ, რომ ცოცხალი თვითმკვლელს უიგივდება და ლოცვებში მათი სახელიც არ ახსენოთო (
) ?
პოსტის ავტორი: იოანა თარიღი: Mar 13 2007, 08:02 PM
კაიროს
შენთან არც კამათი მინდა და არც ომი სიტყვებით... დაწვრილებითი პასუხი მინდოდა გამეცა, მაგრამ გადავიფიქრე...
მოკლედ ვიტყვი: ადამიანებთან, რომლებიც ზემოთ დავახასიათე, რამდენიმე წლიანი ურთიერთობა მაკავშირებს. არც მათთვის გულმხურვალე ლოცვა იყო ჩემთვის უცხო...
მათი მოქცევის შემთხვევაში, ერთ-ერთი იმათთაგანი ვიქნები, ვისაც ყველაზე მეტად გაუხარდება მათი მოქცევა, მაგრამ დღეს ლოცვა ვერა (პირველ პოსტში წერია ვისთვის კი და ვისთვის არა). არ ვამბობ, რომ ეს ცოდვაა და არც თქვენ ილოცოთ მათთვის-მეთქი (ან რა უფლება მაქვს) უბრალოდ ვახმოვანებ საკუთარ პოზიციას. რამე გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად ვიტყვი, რომ დილის ლოცვებში იმ ნაწილს, რომელზეც შენ საუბრაობ, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ვკითხულობ, მაგრამ დღეს მოაზრებითაც არ ვიაზრებ ზემოთ დახასიათებულ კატეგორიას.
პოსტის ავტორი: admin თარიღი: Mar 22 2007, 01:33 AM
ამ მიპინულ თემაში, თქვენ შეგეძლებათ დასვათ ხელმეორედ შეკითხვა მამაოსთან, იმ შემთხვევაში თუ თქვენთვის მამაოს მიეგ გაცებული პასუხი გაუგებარია ან რაიმე დასაზუსტებელი გაქვთ და ა.შ.
პოსტის ავტორი: Mama Daviti თარიღი: Mar 22 2007, 06:33 AM
ღმერთმა დაგლოცოს შვილო კაიროს!
შენდობას ვითხოვ მაგრამ, რამდენიმე სიტყვა მეც მინდა გითხრა...
ჩემო საყვარელო შვილო, შენს მიერ გამძაფრებით დასმული კითხვები, რატომღაც იმ მწიგნობართა მიერ დასმულ განმაქიქებელ კითხვათა ასოციაციას იწვევს, რომლებიც სწორედ თავისი განსწავლულებით ცდილობდნენ იესო ქრისტეს "მხილებას".
მაპატიე მაგრამ, შვილო თუ აღმსარებელი და მაზიარებელი ხარ, სადაა შენი კრძალულება მოძღვრის წინაშე? ასეთი კატეგორიულობით და დაჟინებით, რომ მოითხოვ მამა ანდრიასგან დასაბუთებულ პასუხებს, ამით რისი დადგენა გსურს? მამა ანდრიას განსწავლულების თუ საკუთარ რწმენაში ჩაღრმავებულობის? ან იქნებ გგონია ყველა შენს დასმულ კითხვაზე "ამომწურავ" პასუხს თუ მიიღებ, ამით ან კითხვები ამოიწურება ან პასუხები? ან თუ ყველაფერს განისწავლი ამით სასუფეველს დაიმკვიდრებ?.... გთხოვ დაფიქრდი შვილო!
მაპატიე , მაგრამ შენმა "მიმომწვლილვებლობამ" გული მატკინა, იმ მოყვასის სიყვარულს, რომელსაც შენ ქადაგებ, შენივე ამ დამოკიდებულებით უარყოფ.
ალბათ საინტერესო იქნება ერთი ასეთი მომენტის გახსენება ღირსი მამა პაისის ცხოვრებიდან....
ერთხელ ღირს მამასთან ერთი ყმაწვილი კაცი მივიდა და სთხოვა, მისთვის საინტერესო კითხვაზე პასუხი გაეცა...
მამა პაისი დაეთანხმა და მისთვის დამახასიათებელი ლაკონურობით, დაიწყო პასუხების გაცემა, მაგრამ ყმაწვილი ამით ვერ კმაყოფილდებოდა და მრავალგზის კითხვათა ჩაკირკიტებით, ცდილობდა საკითხზე "ჩაღრმავებას".
ასე კითხვა-პასუხში რამდენიმე საათმა განვლო... უცბად ღირსი მამა დადუმდა, მაგრამ ყმაწვილი არ ჩერდებოდა და კიდევ უფრო "უღრმავდებოდა" .... მამა პაისიმ ხელი მოკიდა ყმაწვილს და კელიასთან ამომავალი გზისკენ გაახედა....
შვილო, აი ხომ ხედავ ამ ფერდობზე ამომავალ მოხუც ბერს, რომელიც ვიდრე ჩვენ აქ ვსაუბრობდით ამ აღმართზე თუნგებით წყალს ეზიდებოდა და შენ ეს წყალი რამდენჯერმე მიირთვი.... რა ფასი აქვს შვილო , თუნდაც მთელი ქვეყნიერების სიბრძნის შესწავლას, თუკი ერთი უბრალო მოხუცებულის დახმარების სურვილიც კი არ გაგიჩნდა?
შვილო კიდევ ვითხოვ შენდობას და ეს არამარტო შენ გეხება, ზოგადად ვიტყვი... ფორუმი მართლმადიდებლურია და ამიტომ მრევლისა და მოძღვრის ურთიერთდამოკიდებულებაც შესაბამისი უნდა იყოს. არც მე და არც მამა ანდრია(მომიტევე მამაო) "ყოვლისგანსწავლულებაზე" არ ვდებთ თავს, ჩვენი დროის, ცოდნის და კომპეტენციის ფარგლებში ვცდილობთ ყველა თქვენ კითხვაზე ქრისტესმიერი სიყვარულით გაგცეთ პასუხი და მდაბლად შენდობას ვითხოვთ თუ პასუხი "ყოვლისამომწურავი" არ იქნება.
ისე ლოცვა, შენი პირადი და ინდივიდუალური საუბარია უფალთან და შენივე გადასაწყვეტია რაზე ან ვისზე ესაუბრები უფალს.... ანუ, უფლის მიერ თავის-უფალი ხაარ და ინიციატივაც და ამასთანავე პასუხისმგებლობაც, შენ დაგეკისრება...მოძღვრის რჩევა და ლოცვა-კურთხევა, მხოლოდ შენი გადარჩენისა და სიკეთის გაკეთების მიზნიდანაა გამოწვეული.... დანარჩენი შენ გადაწყვიტე!!!
შვილო ეს პასუხი თუ მკაცრად მოგეჩვენა, მერწმუნე მხოლოდ შენდამი სიყვარულმა დამაწერინა.
მომიტევეთ და შემინდეთ თუ ვინმეს უნებლიედ გული ვატკინე.
პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Mar 22 2007, 06:36 PM
შემინდეთ მამაო,
ე.ი. კითხვები აღარ უნდა დავსვათ, იქნებ გაგეუქმებინათ ეს თოფიქიც, აზრი არა აქვს, აწი შიშით ვინღა დაგისვამთ განმეორებით კითხვებს?!... ჩემს ხელმოწერას ვიმეორებ უბრალოდ: " მიყვარს პლატონი, მაგრამ ჭეშმარიტება უფრო მეტად", გამაჩნია შესაბამისი განათლებაც და გამოცდილებაც და შემიძლია რაღაც საკითხებზე ჩაღრმავება ვთხოვო მამაოს, მითუმეტეს, რომ ერთ კითხვაზე მხოლოდ სამჯერ დავკონკრეტდით და მერე სხვაზე გადავედით...
ნამდვილად არ მინდოდა ასე გამოსულიყო, სამწუხაროა, რომ ქრისტეს უარმყოფ მწიგნობარის კითხვებს და აზროვნებას შეადარეთ ჩემი კითხვები... გული დამწყდა... მითუმეტეს გიცნობთ...
იქნებ, მითხრათ სად მივმართე მამაოს უხეშად? სად იყო ჩემი დამოკიდებულება არამართლმადიდებლური? სად არ იგრძნობოდა ჩემი კრძალულება? კითხვებში მამაო? აბა მეტი რა დანიშნულება აქვს ამ ფორუმს? იქნებ იმაში რომ ვთხოვე რასაც წერდა მამებით გაემყარებინა? და რაა აქ შეურაცხმყოფელი? მე რა კითხვებსაც ვსვამ მხოლოდ ჩემი არასოდეს ყოფილა, ამ ფორუმის ბევრ წევრს აინტერესებდა მასზე პასუხები, მითუმეტეს მაშინ, როცა ამ პოზიციაზე ბევრ მოძღვარს განსხვავებული შეხედულება აქვს...
რაც შეეხება მამა ანდრიას, მე მას წერილი მივწერე და ვთხოვე , თუკი ჩათვლიდა, რომ კითხვები ცუდ ფორმას ღებულობდა, მაშინვე წავშლიდი, მამაოსაგან პასუხი არ მიმიღია, და ვფიქრობდი, რომ შეიძლებოდა ფიქრი და მსჯელობა გაგვეგრძელებინა... სამწუხაროა, რომ შევცდი... რაც შეეხება წყლის მოტანას, დიდება ღმერთს მამაო, ამ ფორუმის იქით მეც, ცოდვილი, ვცდილობ ჩემი საქმე გავაკეთო, ღვთის შეწევნით, ეს საქმე სწორედ ესაა, განათლება და სარწმუნოება... აღარ მინდა დაზუსტება...
აქ მხოლოდ კეთილი მიზნები მამოძრავებს მამაო, ვიცი, რომ თქვენ დაკავებულები ხართ და დიდად მიხარია ( გულითადად ვამბობ) , რომ მოძღვრები აქ შემოდიხართ... უბრალოდ, ძალიან განვიცადე რაც დამიწერეთ, არც კი ვიცი, ღირს კი აქ საუბრის გაგრძელება? იქნებ ამ კითხვების იქითაც გადაგეხედათ მამაო, რას ვწერ, რას ვფიქრობ, სანამ ასეთ მძიმე დასკვნებს გამომიტანდეთ...
შემინდეთ კიდევ ერთხელ!
მხოლოდ თქვენთან საუბრის შემდეგ გავარკვევ დავრჩე თუ არა ისევ ფორუმზე...
გმადლობთ!
პოსტის ავტორი: admin თარიღი: Mar 24 2007, 03:05 PM
მამა დავითი ბრწყინვალე პიროვნებაა, ასევე კაიროსიც შეგნებული ადამიანი და დარწმუნებული ვარ უკვე გაირკვა ყველაფერი რაც კაიროს აინტერესებდა, აქ არ არის საჭირო სხვისი კომენტარები. თუ რაიმე დამატებითი კითხვა დაგებადებად მამაოს მიერ გაცემულ პასუხზე მაგ შემთხვევაში შეგიძლიათ ამ მიპინულ თემაში დაპოსტოთ. ძალიან გთხოვთ ნუ მაიძულებთ ვორნი მოგცეთ!
პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Mar 24 2007, 04:29 PM
admin
საერთოდ სხვისი კომენტარები არსად არ არის საჭირო...
მაშინ ფორუმის დანიშნულებაა გასარკვევი
ვორნის ნება მომიცია
პოსტის ავტორი: admin თარიღი: Mar 24 2007, 05:44 PM
ციტატა
საერთოდ სხვისი კომენტარები არსად არ არის საჭირო...
გააჩნია სად აკეთებ კომენტარს და როდის აკეთებ.
პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Oct 8 2007, 08:23 PM
ქვემოთ გაეცა პასუხი კითხვას "თვითმკვლელებზე" კერძოდ შეუძლიათ თუ არა ქრისტიანებს მათზე ლოცვა
მამა ანდრია "თვითმკვლელობა ის ცოდვაა, რომლითაც დაღუპული ადამიანისათვის ეკლესია არ ლოცულობს. ღმერთს ვანდობთ მათ ხვედრს. ბოლო დროს გავრცელდა ლევ ოპტელის "ლოცვა თვითმკვლელთათვის". მაგრამ ასეთი ლოცვა არასდროს უთქვამს არცერთ წმიდანს. თვით ხსენებულმა წმიდანმაც ლოცვის ეს სახე მისცა სასოწარკვეთაში მყოფ შვილს, რომელიც უნუგეშოდ გლოვობდა თვითმკვლელ მშობელს და არ დაუწესებია ეს ლოცვა, როგორც საყოველთაო მსგავს შემთხვევებში."
რადგან სწორედ ეს თოფიქი ითვალისწინებს კითხვებზე ჩაღრმავებას, მე გამოვყოფდი შემდეგ გარემოებას, კარგად ვერ გავიგე იგივე ლევ ოპტინელის ლოცვა რატომ არ შეუძლია ყველა თვითმკვლელის პატრონს წაიკითხოს?თუკი წმიდანმა თავად მისცა მას ვინც "უნუგეშოდ გლოვობდა თვითმკვლელ"-ს? მაინტერესებს, რატომ შეეძლო იმ ადამიანს ამის წაკითხვა და რატომ არ შეუძლიათ სხვებს?
დიდი მადლობა,
კაიროსი!
პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Oct 31 2007, 09:13 PM
როგორც ვატყობ უპასუხოდ რჩება ჩვენი დამატებითი კითხვები, თოფიქი , ისე ვიმეორებ
ციტატა
ითვალისწინებს კითხვებზე ჩაღრმავებას
, ამიტომ ისევ ერთი კითხვა:
ანუკა წერს:
(მომყავს ნაწყვეტი)
" მამაო დამლოცეთ
უპირველეს ყოვლისა ბოდიშს მოგიხდით ამ უხერხული კითხვის გამო
ძალიან მაინტერესებს(რომ არ შევცდე) მე როგორც გავიგე თურმე როდესაც ქორწინდები ცოლ-ქმრისტვის ჯვრის დაერის შემდგ თურმე რაც არ უნდა მარხვა იყოს ერთი წელი ხსნილია ცხოვრება(სეხსუალური კავშირი) რამდენად მართალია მამაო ეს ,გთხოვთ განმიმარტოთ,
მამა ირაკლი Oct 28 2007, 05:16 PM პოსტი #2
Advanced Member
საერთოდ ასეთ ინტიმურ ანუ პირადულ საკითხებზე მაინც სჯობია პირადი საუბარი,ისე კი ვიტყვი რომ მარხვისაგან არავინ არ თავისუფლდება!და ასეთი ზოგადი რაიმე წესი არ არსებობს.
...........................
მამაო,
პასუხის პირველი ნაწილი გასაგებია, მაგრამ გთხოვთ დაგვიზუსტოთ აქ რას გულისხმობთ
ციტატა
მარხვისაგან არავინ არ თავისუფლდება
? თუკი კვებითი ან ლოცვით მარხვა იგულისხმება გასაგებია, მაგრამ კითხვა ხომ ცოლ-ქმრის თანაცხოვრებას ეხებოდა ( მითუმეტეს პირველივე წელს!), და აკრძალვა კანონიერი და ნაკურთხი თანაცხოვრებისა თუნდაც მარხვაში , ხომ საერთოდ უცნობია საეკლესიო კანონიკისათვის ( გარდა ზიარების წინა დღისა, წითელი პარასკევისა და სხვა მსგავსი გამონაკლისებისა)?აკი ცნობილია, რომ მხოლოდ ურთიერთთანხმობით და ისიც მოძღვართან შეთანხმებით შეიძლება წყვილმა ( თან არანაირად ახლადდაქორწინებულებმა) თავი შეიკავონ მარხვაში თანაცხოვრებისაგან, თან ეს მათ ღვაწლში ეთვლებათ... მოკლედ პასუხი ჩასაღრმავებელია, გთხოვთ განგვიმარტოთ.
დიდი მადლობა,
კაიროსი!
პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Oct 31 2007, 09:47 PM
.....................
საკითხი გარკვეულია, საერთოდ სჯობს თავი შეიკავონ, მაგრამ ყველაფერი მოძღვრის კურთხევით უნდა მოხდეს.
დიდი მადლობა მამაო.
პოსტის ავტორი: იოანა თარიღი: Nov 7 2007, 12:15 AM
პოსტები, რომლებიც არ შეესაბამებოდა ამ განყოფილებას, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ლინკზე
http://church.ge/index.php?showtopic=2955
განყოფილებას რაც შეეხება, ის მოემსახურება იმას, რასაც ითვალისწინებს მისი სათაური. შეგიძლიათ მოძღვრებს დაუსვათ კითხვები და მიიღოთ პასუხები, ფორუმელებმა ერთმანეთში კი გთხოვთ ისაუბროთ შესაბამის განყოფილებებში.
პოსტის ავტორი: sarah თარიღი: Nov 21 2007, 02:32 PM
თუ ვინმე ხედავს,რომ მისი ძმა სცოდავს არა მომაკვდინებელი ცოდვით, ილოცოს და იგი [უფალი] მისცემს სიცოცხლეს არამომაკვდინებელი ცოდვით შემცოდეს. არის მომაკვდინებელი ცოდვა ,მასზე არ ვამბობ ილოცოს-მეთქი. ყოველგვარი უკეთურება ცოდვაა, მაგრამ არსებობს არამომაკვდინებელი ცოდვა[1 იოანე;5-16,17]
პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Nov 26 2007, 02:19 PM
ვინაიდან ეს თემა ეხება მოძღვრის კითხვებისადმი ჩაღრმავებას, აქ გადმოვიტან კითხვას რომელიც მამა ირაკლის დაუსვეს:
ციტატა(ketusa @ Nov 23 2007, 09:50 PM)
ძალიან მაინტერესებს რა სიმძიმის ცოდვაა აბორტი და რატომ უსახავს უფალი ქალს ბავშვს თუ იცის რომ მას მოსაკლავად გაიმეტებს დედა? ძალიან გთხოვთ რომ დამეხმაროთ.
რაზეც მამა ირაკლი პასუხობს:
ციტატა(მამა ირაკლი @ Nov 23 2007, 10:43 PM)
უფალმა მხოლოდ ღვთისმშობელს ჩაუსახა ბავშვი,მაცხოვარი! დანარჩენებს კი ან სიყვარულმა ან ვნებამ! ვნების შედეგია არის და ციდვის ,სწორედ მკვლელობა(აბორტი), ფაქტების დაფარვა , და რა შუაშია აქ ღმერთი?
მამაო ახლა მე გამიჩნდა კითხვა, რადგან ამ პასუხმა ნამდვილად უამრავი კითხვა გამიჩინა.
თქვენ ამბობთ:
ციტატა(მამა ირაკლი @ Nov 23 2007, 10:43 PM)
უფალმა მხოლოდ ღვთისმშობელს ჩაუსახა ბავშვი, დანარჩენებს კი ან სიყვარულმა ან ვნებამ
აქამდე მეგონა რომ სიყვარული უფლისგან მოდის და ის ჩვილიც ვინც ჩნდება ასევე ღმერთისგან არის ჩასახული
ამას გარდა ახსენეთ "ვნება": და რა? ეს ნიშნავს იმას, რომ ჩამსახველი, ანუ ჭეშმარიტი ჩამსახველი არ არის ღმერთი, მხოლოდ იმ მოტივით, რომ იქ ვნებაა?
აქ მახსენდება ალექსანდრე შმემანის წიგნი ქალის განწმენდის შესახებ, სადაც ის ამბობს, რომ მშობიარობის შემდეგ ის საჭიროებს განწმენდას, რადგან ცოდვით დაცემის შემდეგ ვნება შემოვიდა და სიყვარულის აქტის დროს ვნებაც მონაწილეობსო.
ანუ: ჭეშმარიტი შემოქმედი ღმერთია, ასევე იმ შემთხვევაშიც, სადაც, როგორც თქვენ ამბობთ - ვნებით ჩაისახაო, მაგრამ ჯერ ერთი იქაც, სადაც თქვენ დაწერეთ - სიყვარული და ის გამიჯნეთ ვნებას - როგორც შმემანი ამბობს (ერთ ერთი უდიდესი თეოლოგი 20 საუკუნისა), სადაც სიყვარულის აქტია - იქ ვნება ყოველთვის ერთვის მას.
თქვენ გამოგდით, რომ ვინაიდან იქ მოხდა აბორტი, და ღმერთი არ უნდა იყოს არანაირ შუაში (მომეჩვენა, რომ რატომღაც თვლით, რომ ის რაღაც შუაში იქნებოდა, ის ქმნილება რომ ღმერთის შექმნილი იყოს), ღმერთის "გადასარჩენად" გვთავაზობთ გამოსავალს, რომ ის ჩვილი, რომელიც მოკლეს, ღმერთის ჩასახული არაა. აბა ვინაა? განა აბორტი იმიტომ არ არის ცოდვა, რომ ვკლავთ ღმერთის ქმნილებას?
ეს მეჩვენება, რომ დიდი შეცდომაა
იმედი მაქვს, რომ არასწორად გავიგე
უფალმა დაგლოცოთ.
პატივისცემით კანუდოსელი
პოსტის ავტორი: მამა ირაკლი თარიღი: Nov 27 2007, 01:43 AM
ციტატა(კანუდოსელი @ Nov 26 2007, 02:19 PM)
ვინაიდან ეს თემა ეხება მოძღვრის კითხვებისადმი ჩაღრმავებას, აქ გადმოვიტან კითხვას რომელიც მამა ირაკლის დაუსვეს:
რაზეც მამა ირაკლი პასუხობს:
მამაო ახლა მე გამიჩნდა კითხვა, რადგან ამ პასუხმა ნამდვილად უამრავი კითხვა გამიჩინა.
თქვენ ამბობთ:
აქამდე მეგონა რომ სიყვარული უფლისგან მოდის და ის ჩვილიც ვინც ჩნდება ასევე ღმერთისგან არის ჩასახული
ამას გარდა ახსენეთ "ვნება": და რა? ეს ნიშნავს იმას, რომ ჩამსახველი, ანუ ჭეშმარიტი ჩამსახველი არ არის ღმერთი, მხოლოდ იმ მოტივით, რომ იქ ვნებაა?
აქ მახსენდება ალექსანდრე შმემანის წიგნი ქალის განწმენდის შესახებ, სადაც ის ამბობს, რომ მშობიარობის შემდეგ ის საჭიროებს განწმენდას, რადგან ცოდვით დაცემის შემდეგ ვნება შემოვიდა და სიყვარულის აქტის დროს ვნებაც მონაწილეობსო.
ანუ: ჭეშმარიტი შემოქმედი ღმერთია, ასევე იმ შემთხვევაშიც, სადაც, როგორც თქვენ ამბობთ - ვნებით ჩაისახაო, მაგრამ ჯერ ერთი იქაც, სადაც თქვენ დაწერეთ - სიყვარული და ის გამიჯნეთ ვნებას - როგორც შმემანი ამბობს (ერთ ერთი უდიდესი თეოლოგი 20 საუკუნისა), სადაც სიყვარულის აქტია - იქ ვნება ყოველთვის ერთვის მას.
თქვენ გამოგდით, რომ ვინაიდან იქ მოხდა აბორტი, და ღმერთი არ უნდა იყოს არანაირ შუაში (მომეჩვენა, რომ რატომღაც თვლით, რომ ის რაღაც შუაში იქნებოდა, ის ქმნილება რომ ღმერთის შექმნილი იყოს), ღმერთის "გადასარჩენად" გვთავაზობთ გამოსავალს, რომ ის ჩვილი, რომელიც მოკლეს, ღმერთის ჩასახული არაა. აბა ვინაა? განა აბორტი იმიტომ არ არის ცოდვა, რომ ვკლავთ ღმერთის ქმნილებას?
ეს მეჩვენება, რომ დიდი შეცდომაა
იმედი მაქვს, რომ არასწორად გავიგე
უფალმა დაგლოცოთ.
პატივისცემით კანუდოსელი
ჯერ ერთი აშკარად ვერ გაიგე რა ვთქვი,მეორეც შენი მიდრეკილებაა მოძღვრების ნაწერები ამოწმო და აკრიტიკო? ამ თემაზე დაგელაპარაკები სხვა დროს ...
პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Nov 27 2007, 11:02 AM
ციტატა(მამა ირაკლი @ Nov 27 2007, 02:43 AM)
ჯერ ერთი აშკარად ვერ გაიგე რა ვთქვი
იმედი მაქვს
ციტატა(მამა ირაკლი @ Nov 27 2007, 02:43 AM)
მეორეც შენი მიდრეკილებაა მოძღვრების ნაწერები ამოწმო და აკრიტიკო?
მიდრეკილება ნამდვილად არაა და კრიტიკას რაც შეეხება, არც მე ვარ შეუმცდარი და არც თქვენ. თუ სადმე არასწორად დავწერე, მიმითითეთ, ხოლო თუ არ მითითებთ, ჩემზე ნაადრევი შეფასებისგან თავი შეიკავეთ.
თანაც ეს კითხვების დაზუსტების თემაა, სადაც კითხვების უფრო გასაშლელად საუბარი და კამათიც შეიძლება.
ციტატა(მამა ირაკლი @ Nov 27 2007, 02:43 AM)
ამ თემაზე დაგელაპარაკები სხვა დროს ...
იმედი მაქვს, თუმცა სურვილი მქონდა რომ ახლა გვესაუბრა, მაგრამ არა ამ თემაზე (როგორც მე გავიგე აპირებთ საუბარს ჩემთან იმ თემაზე, რომ მე ვაკრიტიკებ მოძღვრებს), არამედ იმაზე რასაც კითხვა მოჰყვა
ღმერთი გწყალობდეთ
პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Nov 27 2007, 03:55 PM
ციტატა(მამა ირაკლი @ Nov 23 2007, 10:43 PM)
უფალმა მხოლოდ ღვთისმშობელს ჩაუსახა ბავშვი,მაცხოვარი! დანარჩენებს კი ან სიყვარულმა ან ვნებამ! ვნების შედეგია არის და ციდვის ,სწორედ მკვლელობა(აბორტი), ფაქტების დაფარვა , და რა შუაშია აქ ღმერთი?
ესეიგი ვნების და სიყვარულით ისახება ბავშვი და ასევე ვნების და სიყვარულის გამო კეთდება აბორტიც?
და კიდევ ცოდვაში სიყვარული იგულისხმეთ?
პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Nov 28 2007, 02:37 PM
მამა ირაკლი
ციტატა
ჯერ ერთი აშკარად ვერ გაიგე რა ვთქვი,მეორეც შენი მიდრეკილებაა მოძღვრების ნაწერები ამოწმო და აკრიტიკო? ამ თემაზე დაგელაპარაკები სხვა დროს ...
პირველ რიგში ლოცვა-კურთხევასა და თქვენს ლოცვისმიერ შემწეობას გთხოვთ მამა ირაკლი.
ამასთანავე უნდა გითხრათ რომ ზაზა (კანუდოსელი) არ არის ის პიროვნება (ყოველშემთხვევაში მე ასეთს არ ვიცნობ), რომელიც მოძღვართა კრიტიკისკენ იყოს მოსწრაფე, ვფიქრობ ეს ისევ და ისევ იმის ბრალია რომ თქვენ მას კარგად არ იცნობთ.
რაც შეეხება შეკითხვას რომელიც მან დასვა, სიმართლე გითხრათ მეც გამიჩნდა. გეტყვით რომ სემინარია დავამთავრე და ეხლა აკადემიაში ვსწავლობ და ცოტა არ იყოს ასეთი რამ იქ არ უსწავლებიათ, შესაძლოა თქვენი პასუხი იყო მოკლე და სრულად ვერ გადმოსცემდა იმ შინაარსს, რისი თქმაც გინდოდათ (გთხოვთ რომ დაგვიზუსტოთ).
ადამიანის სხეული გასაგებია და ცხადია, რომ მშობელთა სქესობრივი ურთიერთობით იქმნება (რადგან მათ აქვთ მინიჭებული ეს თვისება), სხვაგვარად მშობლებს შესაქმის გამგრძელებლებს უწოდებენ. მაგრამ რამდენს არ ყავს შვილი.
მახსენდება ღვთისმშობლის მშობლების ცხოვრება, როცა მათ შვილი არ უჩნდებოდათ და ხანგრძლივი ლოცვის შედეგად უფლის წყალობით ეყოლათ, იოანე ნათლისმცემლის დაბადება, ანგელოზი ეუბნება ზაქარიას "სენი ლოცვა შესმენილია, შენ შვილი გეყოლება" იგივე აბრაამთან დაკავშირებული ამბავი.
ყველა აღნიშნულ შემთხვევაში ვხედავთ რომ შვილის ყოლა ეს უფლის დიდი წყალობაა, მე ღრმად მწამს რომ თითოეული ადამიანის დაბადება ეს უფლის განუზომელი წყალობაა და ამ წყალობის არ შერგება მით უფრო მძიმე ცოდვაა.
აქვე უნდა დავაზუსტო რომ მშობლები ისეთივე იარაღები არიან უფლის ხელში ახალი სიცოცხლის წარმოსაქმნელად, როგორც სხეულია სულის იარაღი სხვადასხვა მოქმედების წარმოსაქმნლეად.
რაც შეეხება სულს, პროტოპრესვიტერ მიქაელ პომაზანსკის "დოგმატურ ღვთისმეტყველებაში" ვკითხულობთ:
ცალკეულ ადამიანთა სულების წარმომავლობის შესახებ
საღვთო წერილში ბოლომდე არ არის ახსნილი თითოეული ადამიანის სულის წარმომავლობა; ეს „საიდუმლოა, რომელიც მხოლოდ ღმერთმა უწყის“ (წმ. კირილე ალექსანდრიელი). არც ეკლესია გვთავაზობს ამ საკითხის შესახებ მკაცრად განსაზღვრულ სწავლებას. მან მხოლოდ გადაჭრით უარყო პლატონის ფილოსოფიიდან მემკვიდრეობით მიღებული ორიგენესეული თვალსაზრისი სულთა წინასწარ არსებობის შესახებ, რომლის თანახმადაც ისინი დედაშიწაზე ზეციური სამყაროდან მოდიან. ორიგენესა და ორიგენისტების ეს სწავლება დაგმო V მსოფლიო კრებამ.
მაგრამ აღნიშნული კრების განჩინება არ ადგენს შემდეგს - იქმნება თუ არა ადამიანის სული მშობელთა სულებისგან და მხოლოდ ამ გაგებით არის იგი ახალი საღვთო ქმნილება, თუ უშუალოდ თავად ღმერთი ქმნის თითოეულ სულს, რომელიც გარკვეულ მომენტში უერთდება შექმნის პროცესში მყოფ, ან უკვე შექმნილ სხეულს. ეკლესიის მამათა (წმ. კლიმენტი ალექსანდრიელი, წმ. იოანე ოქროპირი, წმ. ეფრემ ასური, ნეტარი თეოდორიტე) აზრით, თითოეულის სულს თავად ღმერთი ქმნის. ამასთან, ზოგი მათგანის თვალსაზრისით, სულის სხეულთან შეერთება სხეულის შექმნიდან მეორმოცე დღეს ემთხვევა. რომაულკათოლიკური ღვთისმეტყველება გადაჭრით მიემხრო ღმერთის მიერ თითოეული სულის შექმნის თვალსაზრისს - იგი დოგმატური სახით გადმოცემულია პაპის ზოგიერთ ბულაში. პაპმა ალექსანდრე VII ამას დაუკავშირა სწავლება ყოვლადწმიდა ქალწულ ღვთისმშობლის უბიწოდ ჩასახვაზე. ეკლესიის ზოგიერთი მამა და მასწავლებელი (ტერტულიანე, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, წმ. გრიგოლ ნოსელი, ღირსი მაკარი, ანასტასი მღვდელი) თვლის, რომ ორივე სუბტსტანცია - სული და სხეული, ერთდროულად იღებს დასაბამს და ვითარდება. სული იქმნება მშობელთა სულებიდან, როგორც სხეული - მათივე სხეულებიდან. აქ „შექმნაში“ მოიაზრება საღვთო შემოქმედებითი ძალის მოქმედება ფართო გაგებით, რომელიც ყოველგვარი სიცოცხლისათვის დამახასიათებელი და აუცილებელია. ასეთი შეხედულების არსებობის საფუძველს ღმერთის მიერ პირველმშობელი ადამის სახით მთელი კაცთა მოდგმის შექმნა გვაძლევს: „და შექმნნა ერთისაგან სისხლისა ყოველნი ნათესავნი კაცთანი “ (საქმ. 17,26). აქედან გამოდის, რომ ადამში პოტენციურად ჩაიდო თითოეული ადამიანის სული და სხეული. მაგრამ საღვთო განჩინებით, სულისა და სხეულის შექმნა და განგება ხორციელდება ყოვლისმპყრობელი ღმერთის მიერ „რამეთუ იგი თავად მოსცემს ყოველთა ცხორებასა და სულსა ყოვლით კერძო“ (საქმ. 17,25), ანუ უფალი შექმნილს განაგებს.
წმ. გრიგოლ ღვთისმეტეველი ამბობს: „თავდაპირველად მტვრისგან შეზავებული ჩვენი სხეული შემდგომში ადამიანთა სხეულების ნაკადად გადაიქცა. პირველქმნილი ძირიდან არ წყდება ერთ ადამიანში სხვათა დატევნა. ასევეა ღვთივშთაბერილი სულიც - იგი შექმნის მომენტიდან ხდება ადამიანის შემადგენელი ნაწილი, იბადება ხელახლა, პირველსაწყისი თესლიდან მრავალთათვის გასცემს წილს (ცხადია, აქ გრიგოლ ღვთისმეტყველმა სულიერი თესლი იგულისხმა) და ყოველთვის ინარჩუნებს მარადიულ სახეს მოკვდავში. როგორც ჩაბერვა გამოსცემს ხმებს მუსიკალური საკრავის სიდიდის მიხედვით, ასევეა სულიც - საპყარ სხეულში იგი უძლურია, ჯანსაღში კი მთელი თავისი გონიერებით წარმოჩინდება“24. ამავე აზრს იზიარებს წმ. გრიგოლ ნოსელიც.
მამა იოანე კრონშტადტელი თავის დღიურებში ამგვარად მსჯელობს: „რა არის ადამიანთა სულები? ეს იგივე სული ან ღვთაებრივი სუნთქვაა, რომელიც ღმერთმა ადამს შთაბერა და მისგან წამოსული დღევანდლამდე განეფინება მთელს კაცთა მოდგმას. ამიტომაც ყველა ადამიანი ერთი კაცის ტოლფასია - ისინი კაცობრიობის ერთი ხის შემადგენელი ნაწილები არიან. აქედან გამომდინარეობს ჩვენი ბუნების ერთიანობის ყველაზე უშუალოდ გამომხატველი მცნება: „შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა, და ყოვლითა სულითა შენითა, და ყოვლითა ძალითა შენითა, და ყოვლითა გონებითა შენითა, და მოყუასი შენი - ვითარცა თავი თჳსი“ (ლკ. 10,27). ანუ განა არის ჩემს მსგავს, სისხლით მონათესავე ადამიანზე უფრო ახლობელი ჩემთჳს? ამ მცნების აუცილებლად აღსრულება სრულიად ბუნებრივია“.
ბოლოს აბორტის თემასაც შევეხები, გეთანხმებით რომ ამ ვანდალური ქმედების დროს უფალს ვერ დავადანაშაულებთ, რადგან ეს არის თავისუფალი ნებელობითი აქტი, მაგრამ არა იმ მიზეზით რომ ამ ბავშვის ჩასახვასთან უფალი არაფერ შუაშია.
თუმცა რა თქმა უნდა იმის თქმა რომ "რატომ აძლევს დედას შვილის ჩასახვის შესაძლებლობას უფალი, როცა მას აბორტის გაკეთება აქვს გადაწყვეტილი, და შესაბამისად თითქოს იგია დამნაშავე, რადგან მკვლელობისკენ უბიძგებს ადამიანს", ცოტა არ იყოს უგუნურებად მიმაჩნია. მაშინ ადამიანის თვითმკვლელობა უფლის დანაშაული ყოფილა, რადგან მან უფლება მისცა მას ეცხოვრა და ამ საშინელებით დაესრულებინა სიცოცხლე.
კიდევ ერთხელ გთხოვთ ლოცვა-კურთხევას.
პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Nov 28 2007, 03:42 PM
დამლოცეთ მამაო!
ერთერთი პირველი ვინც თქვენი პოსტი ნახა, და არ დაეთანხმა მე ვიყავი, უბრალოდ ვერ დავწერე აქ,ადრე ამ თემის გამო მოდერატორთან მქონდა კამათი, ახლა კი რადგან მეგობრებმაც დაწერეს, მაშინ მეც მივცემ თავს უფლებას და ჯერ მეგობარს გამოვესარჩლები, ნამდვილად სწორს წერ აფხაზი, არაა ის კაცი კანუდოსელი, რომ განზრახ შეცდომები ეძიოს მითუმეტეს მოძღვრის პასუხებში.
კანუდოსელმა და აფხაზმა დაწერა ის რასაც მეც ვფიქრობდი,ჩემის მხრივ უფრო ვთვლი, რომ თქვენი პასუხი იყო დაუზუსტებელი, თორემ ნამდვილად არა მგონია, რომ გამორიცხავდეთ უფლის ნებას ადამიანთა ჩასახვისას, ან იგივე უფლის თანამოქმედებას სულის მიცემისას, რადგან როგორადაც არ უნდა გავიგოთ ეს თანამოქმედება, ის მაინც თანამოქმედებად რჩება; ვფიქრობ და ვიმედოვნებ, რომ ადგილი ქონდა დაუზუსტებლობას მხოლოდ, და გთხოვთ , ნუ გავამწვავებთ სიტუაციას ვინმესთან დაკავშირებით, ჩვენი მთავარი მიზანი ხომ ჭეშმარიტების დამოწმება უნდა იყოს!
დაგვლოცეთ,
კაიროსი!
პოსტის ავტორი: ანა თარიღი: Dec 13 2007, 03:14 PM
არვიცი რა როგორ რატომ მოხდა მაგრმ სექტემბერში დამესიზმრა საქართველოს კათალიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე...
ტავიდან გამიკვირდა რადგან ეგეთი ცხოვრებაში არაფერი არ მომსვლია...შემდეგ ვიფიქრე რო ალბათ გულში ჩამყვა თქო რადგან იმ დგეს სურათებს ვათვალიერებდი...გავიდა გარკვეული დრო უკვე ნოემბერი იყო როდესაც კვლავ ვიხილე და კვლავ სიზმარში...ეს რას უნდა მიმეწერა არ ვიცი არც სურათი მქონდა იმ დღეებში ნანახი და არც მიფიქრა...და რამდენჯერაც ვნახე იმდენჯერ ცრემლი სდიოდა... არვიცი რა მოხდა იქნებ ამიხსნათ
პოსტის ავტორი: Маиа თარიღი: Dec 13 2007, 11:45 PM
მე როგორც გავიგე სიზმრებს (წმინდანების და ა.შ) იმ შემთხვევაში უნდა დაუჯეროთ თუ ჯვარი იქნება ან პირჯვარს გადაგვწერენ... მაინტერესებს მართლა ასეა?????
პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Dec 14 2007, 01:55 PM
მეგობრებო, აქ ახალი კითხვების დასმა კი არ ხდება, არამედ უკვე დასმულის და პასუხგაცემულის დაზუსტება, ამიტომ ეგ კითხვები გთხოვთ გადაიტანოთ ახალი კითხვების თემაში.
პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jan 8 2008, 12:53 AM
ციტატა(KAIROS @ Mar 7 2007, 04:20 PM)
გმადლობთ მამაო!
ვფიქრობ ჯერჯერობით მეტს არ საჭიროებს ეს თემა ჩაძიებას, აღმოჩნდა, რომ ეს არის კერძო აზრი და არა საეკლესიო კანონი ან დადგენილება, ისიც ნათლად გამოჩნდა, რომ უკიდურესად ვიწროა იმ ადამიანთა წრე, რომლებზე, როგორც თქვენ ამბობთ ...
და მაინც ზოგი პასუხგაუცემელი ჩნდება, ღმერთს რომ ვთხოვო . "მის გონებაში კეთილი ზრახვის აღძვრის, გამოღვიძებისათვის" დახმარება რამდენადაც შეიძლება, ამით არა მგონია რაიმე დაირღვეს, ან რა დანაშაულია ცოცხალ, ღვთის შვილზე, თუნდაც ყველაზე მეტად შეპყრობილზე და ცოდვილზე, რომ ვთქვა "ღმერთო, უშველე"?
და ბოლოს:
ეს კი ძალიან ბუნდოვნად ჟღერს, რაღაც მაგიასავითაა,მე არაფერი დამიშავებია და პასუხისმგებლობა მხოლოდ იმიტომ უნდა ავიღო, რომ სხვას კარგი ვუსურვე.... მე ღმერთს ვესაუბრები და რა ბოროტთან ბრძოლაზეა საუბარი? მაშინ ასე მაცდუნებელი ბოროტები, იხარეთ, ყველას ბლომადა გვყავს, არ მოვიხსენოთ ერთმანეთი? ან მლოცველი თუკი ლოცულობს ამით ის სიკეთეს აკეთებს და მადლი ეძლევა და არა განსაცდელი ან რაიმე ის ბრძოლა, რომელიც მას არ ეკუთვნის...
მოკლედ, მართალია კითხვები დარჩა, მაგრამ ძალიან შეგვეწია თქვენი საუბარი, რათა საკითხში ჩავღრმავებულიყავით!
დიდად გმადლობთ!
რადგანაც დავუბრუნდით კითხების გნყოფილებაში ისევ ამ საკითხს.
"ციტატა
მედგრად რჩება თავის აზრზე, თავის ცოდვაში, ასეთ ადამიანს ვერ შევეწევით ლოცვით.
სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნო კიდვ ერთხელ, რომ ეს არის ამ მამის კერძო აზრი!
უპასუხოა ეს კითხვაც:
ციტატა
რატომ ვერ ვთხოვთ უფალს მათ გამოხსნას?
ლოცვა არის ადამიანის გულისმიერი კავშირი უფალთან იქ საზღვრები უფალს მივანდოთ!
მომიწევს ისევ გამოერება
"უარისმყოფელნი მართლმადიდებელისა სარწმუნოებისანი და ჭეშმარიტებისა გზათაგან შეცდომილნი, წვალებათაგან დაბნეულნი ნათლითა ცნობისა შენისათა განანათლენ და მოაქციენ იგინი მართალსა სარწმუნოებასა ზედა და ზიარ-ყვენ იგინი წმიდისა შენისა კათოლიკე და სამოციქულოსა ეკლესიისა, რათა გიცნან შენ მხოლოდ-ჭეშმარიტი ღმერთი და თაყუანი-გცენ. (მეტანია)"
რამეთუ მწვალებლები თავისუფლად თავსდებიან იმათ რიცხვში ვინც " შეგნებულად ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას", მაშინ რატომ ვლოცულობთ მათზე? თუ მხოლოდ სახელის ხსენება- არ ხსენებაზეა ყველაფერი დამოკიდებული? ... აქ ვიმეორებ მამაო, დაბნეული ნიშნავს ყოველ მწვალებელს, რადგან წვალებაში ყოფნა არის დაბნევა, ანუ მწვალებელეთა მოხსენიება თუ შეიძლება პირად ლოცვებში, მაშინ რა ლოგიკით ვუკრძალვათ ვინმეს ლოცვას თავისი ცოდვებში დაბნეული ძმისათვის?
აკრძალვა და ლოცვა,მითუმეტეს ღმერთან პირად საუბარში, ერთმანეთს არ შეესაბამება!
მაპატიეთ;
კაიროსი! sad.gif
ციტატა
ნუ ვთხოვთ იყოს მოძალადე ადამიანის სულზე, ადამიანი თავისუფლებაზე.
და კიდევ, ამას არ ვთხოვთ ღმერთს, რადგან ვინმეს ხსნისათვის ლოცვა ყოველთვის წყალობაა, იდეაში, ნებისმიერი ადამიანის ხსნა უფლის წყალობით ხდება მხოლოდ; შესაბამისად ლოცვა ნებისმიერი ( მეტად თუ ნაკლებად ცოდვილის) ხსნაზე ღვთის წყალობაზე მინდობაა, და უფალს ვთხოვთ, რომ შეიწყალოს ის ადამიანი, რაღათქმაუნდა ეს შეწყალება ადამიანის მიმღეობაზეა დამოკიდებული, მაგრამ ეს ხომ ნებისმიერ ადამიანზეა?ნებისმიერ ადამიანს სჭირდება სულის გახსნა მადლოსათვის, ზოგს მეტად და ზოგს ნაკლებად..."
ასე რომ ძალიან გაგვიხარდება თუ საჭიროდ ჩათვლით და გავაგრძელებთ არგუმენტირებულ და როგორც ყოველთვის კორექტულ საუბარს, თუმცა
შეიძლება ვთქვათ, რომ ის რაზედაც ვკამათობთ არის კერძო აზრი და შესაბამისად დამოკიდებულება და გავრცელებაც ამ აზრისა, იქნება იგივე, ანუ კერძო აზრის ფარგლებში.მრავალ შობას!
პატივისცემით;
კაიროსი!
პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jan 8 2008, 01:47 AM
დავამატებდი:
ან შევთანმდეთ რომ ეგ არის კერძო აზრი, ან შევეცადოთ ვუპასუხოთ იმ კითხევბს, რაც ამ "დიდ ცოდვილთათვის ლოცვის აკრძალვის " (?) თაობაზე წარმოიშვა ( და საკმაოდ ბლომადაც, მე უბრალოდ სწრაფად დავწერე, მხოლოდ რამოდენიმე მათგანი) , უბრალოდ უამრავზე უამრავი კითხვა იბადება და უამრავი გარღვევაა მაგ თეორიაში:
1. მაგ კერძო აზრის მიხედვით, ადამიანი ვარდება განკითხვაში, როცა ყოფს ადამიანთ ცოდვილებად და ნაკლებად ცოდვილებად, ლოცვის ღირსებად და არა ღირსებად, ეს არ ახასიათებს ქრისტიანულ აზროვნებას
2. როგორც ადრე შევნიშნეთ, ცნობილი მდგომარეობის გამო, მაშ ვერ მოგვიხსენებია ლამის 90% არაეკლესიური ვაჟებისა, რადგან ცნობილია, რომ "ყველა დადის ქალებში", ამას კი სასიკვდილო ცოდვა ანუ მრუშობა ქვია, არც ისე კუნძულზე არიან, რომ არ იცოდნენ, რომ ეს დიდი ცოდვაა, და ასევე სასაცილოა, აქ ადამიანის უნებურ ქმედებაზე ვიფიქროთ, ანუ მოქმედებენ ნებითაც და ცნობითაც, არ მოვიხსენოთ? ეგ ხომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მოკვეთას ნიშნავს? მაშინ ისინი არც ნათლიებად უნდა დააყენონ და არც მეჯვარეებად? მაშინ უნდა იყოს კითხვა, ხარ თუ არა რაიმე სასიკვდინე ცოდვაში?... მივდივართ შემდეგ სარკაზმამდე...
3. მოსახსენებელში "ჩისტკის" ჩატარება ნუთუ უფრო დადებითი მოვლენაა თუ ის რომ ვინმე ნარკომანზე, მრუშზე, ქურდზე ვილოცოთ? იქნებ ის ვიღაც ცოდვილი, ჩვენ ( ვითომ ნაკლებად ცოდვილები ) ლოცვის უღირსებად ვთვლით, შინაგანად საოცარ სინანულში არიან და სწორედ ჩვენი ლოცვის მიერ შეწევნის გამო, საღვთო მადლი განაღვივებს ამ სინანულს და იქნებ ამ ლოცვის მოკლების გამოთაც ის ადამიანი დაიღუპოს? ან საერთოდ რა ვიცით ჩვენ ვინაა ღირსი და არა ღირსი ლოცვისა? მაშინ ხომ ლოცვასაც ეკარგება აზრი? მოკლედ ძალიან ბევრი ნაკლი აქვს ამ თეორიას, და უკეთესი იქნება თუ მალევე დაერქმევა კერძო აზრი!
და საერთოდ კარგია თუ გასაგებად გავუკეთებთ დეფინიცირებას სასიკვდინე ცოდვას, ხშირად მას ადარებდნენ ჭრილობათ, მცირე ცოდვა სულზე ისევე აისახება, როგორც მცირე ჭრილობა, შესაბამისად მისი განკურნებაც ადვილია და ჩვენც ჩვენი ლოცვებითაც ვეხმარებით, მაგრამ აი საოცრება, თუკი ვეხმარებით მსუბუქად დაჭრილს, რატომღაც აღარ ვეხმარებით მძიმედ დაჭრილს, ანუ საშინელ ცოდვაში მყოფს, როგორც მძიმედ დაჭრილს უგულოდ უნდა მოვეპყრათ და "ღმერთი გაარკვევს" ამარად დავტოვებთ, არა ჩანს ეს მოწყალე სამარიტელის თეოლოგიისეულად; ლოცვა კი მოყვასის სიყვარულითაა გამოწვეული, სიყვარული კი უშიშარია, უსაზღვრო , როგორც პავლე მოციქული გვასწავლის :
"4.სიყუარული სულ – გრძელ არს და ტკბილ; სიყუარულსა არა ჰშურნ, სიყუარული არა მაღლოინ, არა განლაღნის,
5.არა სარცხვინელ იქმნის, არა ეძიებნ თავისასა, არა განრისხნის, არად შეჰრაცხის ბოროტი.. (I კორ. 13თ. 14-15)"
კიდევ ერთხელ შობის მილოცვით და პატივისცემით:
კაიროსი!
დამატების სახით:
როგორც მოსალონდელი იყო, ჩემო პასუხი იქ წაშალეს, ამიტომაც ცუდია, რომ იქ პასუხად "კერძო აზრი" დარჩა, რომლესაც როგორც ვნახეთ, დიდი ნაკლები აქვს, ასე რომ კიდევ კარგი, რომ ეს თოფიქი მაინც არსებობს ( მიუხედავად ბევრზე ბევრი წინააღმდეგობისა) , სადაც გარკვევით და თავისუფლად დავწერთ, ასე რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ ქრისტიანის ლოცვას საზღვრები არ გააჩნია და მოყვანილი თეორია უპირობოდ ითვლება კერძი აზრად!
პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Jan 8 2008, 02:14 AM
ციტატა
უფალმა მხოლოდ ღვთისმშობელს ჩაუსახა ბავშვი,მაცხოვარი! დანარჩენებს კი ან სიყვარულმა ან ვნებამ! ვნების შედეგია არის და ციდვის ,სწორედ მკვლელობა(აბორტი), ფაქტების დაფარვა , და რა შუაშია აქ ღმერთი?
სიღრმეს არ ჩევეძიები(თავს შევიკავებ შეგნებულად) ,მაგრამ აბორტი მარტო ფაქტების დაფარვა არ არის ნამდვილად,კითხვის დამსმელმა ვფიქრომ აბორტის გამკეთებელთა კონტექსტში კანონიერი ცოლ-ქმარიც მოაქცია,ანუ ცოლ-ქმარს აბორტი მხოლოდ ფაქტების დაფარვის გამო არ ჭირდებათ,ეს ერთი და მეორეც უფალი ყველგან შუაშია მისი ნების გარეშე არ მოხდება თუნდაც უმნიშვნელო წვრილმანი,რავიცი მე ასე წამიკითხავს შეიძლება ან მკითხველი შევცდი ან მისი დამწერი...თუმცა უფალი შვილის ყოლის ბედნიერებას იმიტომ არ გვაძლევს რომ ის ჩვენივე ხელით გავანადგუროთ...ამ ფაქტით უფალი კიდევ დიდი გამოცდის ჩაბარების ნებას (ანუ თავისუფალ ნებას) გვაძლევს ეს თავად უნდა გადავწყვიტოთ მივიღოთ ღვთის ჯილდო შვილოსნობისა თუ მოვსპოთ ის...
პოსტის ავტორი: vinvar თარიღი: Jan 23 2008, 04:14 PM
იცით, არ მესმის რატომ გაქვთ ასეთი განწყობა, ჩვენს ირგვლივ ბევრი რამ შეუცნობელია, ყველაფრის მცოდნე კი არავინ არის, რატომ უნდა იცოდეს მოძღვარმა ის, რაც უფლის გარდა არავინ იცის, რატომ გაქვთ ასეთი კრიტიკული შენიშვნები....
პოსტის ავტორი: მამა ირაკლი თარიღი: Jan 23 2008, 11:07 PM
დიდი ხანია აქმ განყოფილებაში აღარ შენოვსულვარ!
კიტხვების დაზუსტება სულ სხვა ადამიანებს აონტერესებთ ხოლმე,ვიდრე კითხვა დასვეს იმ ადამიანებს!
ასე რომ ...
პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jan 24 2008, 02:01 AM
ციტატა
კიტხვების დაზუსტება სულ სხვა ადამიანებს აონტერესებთ ხოლმე,ვიდრე კითხვა დასვეს იმ ადამიანებს!
კითხვების დაზუსტება ფორუმელების დიდ ჯგუფს აინტერესებს, მამაო, რაზედაც ამ თოფიქის ნახვის ძალიან მაღალი მაჩვენებელი ( 5,000 მდე ნახვა) მეტყველებს, თავად
კითხვის ავტორებიც დაინტერესდნენ ამით, უბრალოდ გაიგეს სხვა აზრიც, ასე რომ ... ცუდი არაფერი იფიქროთ...
ციტატა
უფლის გარდა არავინ იცის, რატომ გაქვთ ასეთი კრიტიკული შენიშვნებ
ჩემო კარგო, ჩვენ მხოლოდ იმას ვეკითხებით მამაოს, რაზედაც მან პასუხი გასცა და არა იმას, რაც უპასუხოდ დატოვა, ასე რომ კითხვების დასმა და საკითხებში ჩაღრმავება ცუდად აღქმული არ უნდა გახდეს!
პასუხების დაზუსტება მართალია ხშირად უპასუხოდ რჩება, მაგრამ მაინც თავის დიდ მნიშვნელობას ასრულებს...
კაიროსი!
პოსტის ავტორი: bekarika თარიღი: Apr 1 2008, 06:55 PM
ძალიან გთხოვთ მიმითითოდ სად შეიდძლება ვნახო უწმინდესის მიერ შეწყალებულ პატიმართა ნუსხა. გმადლობთ
პოსტის ავტორი: Elke თარიღი: Apr 14 2008, 01:59 PM
მამაო,
მეგობრებმა გადავწყვიტეთ რომ აღდგომას ფიტარეთში შევხვდეთ,
ძალიან მაინტერესებ მოქმედია თუ არა ეკლესია და ჩატარდება თუ არა ლიტანიობა.
ან რომელ ადგილს მირჩევთ, სადაც მოქმედი ეკლესია იქნება,
არ არის აუცილებელი, რომ სამანქანო გზა იყოა, ჩვენ ფეხით ვაპირებთ წასვლას.
დიდი მადლობა.
პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Apr 14 2008, 08:41 PM
ვიმეორებთ თემას ქვია " პასუხების დაზუსტება" ანუ უკვე გაცემულ პასუხზე ჩაღრმავება, ახალი კითხვები კი ცალკე დასვით "დაუსვით კითხვები მოძღვარს"!
შესაბამისად ვთხოვ მოდერატორს გადაიტანოს ეს ბოლო ორი კითხვა თავის ადგილას,,,
ციტატა
მეგობრებო, აქ ახალი კითხვების დასმა კი არ ხდება, არამედ უკვე დასმულის და პასუხგაცემულის დაზუსტება, ამიტომ ეგ კითხვები გთხოვთ გადაიტანოთ ახალი კითხვების თემაში.
პოსტის ავტორი: m16 თარიღი: Apr 14 2008, 09:11 PM
ერთი კითხვა მაქვს თუ ნებას დამრთავთ, არ შეიძლება როდესაც მამაო პასუხს გასცემს კითხვას,იმავე თემაში დაზუსტდეს პასუხები და სხვა თემაში ამის განხილვა აღარ მოხდეს??
ანუ იმის თმქმა მინდა რომ თემებს უცბათ ნუ ხურავთ რადგან კითხვები თემასთან დაკავშირებით კვლავ ჩნდება და პასუხ გაუცემელი რჩება. ჩემი აზრით აჯობებს პასუხები თემაშივე დაზუსტდეს და "სტუმარმა" ზუსტად გაიგოს ყველაფერი.
პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Apr 14 2008, 11:05 PM
ციტატა
ერთი კითხვა მაქვს თუ ნებას დამრთავთ, არ შეიძლება როდესაც მამაო პასუხს გასცემს კითხვას,იმავე თემაში დაზუსტდეს პასუხები და სხვა თემაში ამის განხილვა აღარ მოხდეს??
ანუ იმის თმქმა მინდა რომ თემებს უცბათ ნუ ხურავთ რადგან კითხვები თემასთან დაკავშირებით კვლავ ჩნდება და პასუხ გაუცემელი რჩება. ჩემი აზრით აჯობებს პასუხები თემაშივე დაზუსტდეს და "სტუმარმა" ზუსტად გაიგოს ყველაფერი.
M16
იყო მაგაზე საუბარი, თავიდან მეც ასე მსურდა, ბოლოს ასე გადაწყდა ... ახლა კი ასე ჯობს და ასეც იყოს..
პოსტის ავტორი: QrIsTiAnI ! თარიღი: Jul 24 2008, 04:11 PM
რას ფიქრობთ ფილმზე ''მეორედ მოსვლა''?
პოსტის ავტორი: მამა ირაკლი თარიღი: Jul 25 2008, 09:58 PM
ამაზე დავწერეთ.ბოდიში იქნებ მოდერმა მიუთითოს ლინკი!
პოსტის ავტორი: QrIsTiAnI ! თარიღი: Jul 29 2008, 12:26 AM
მითხარით რას ფიქრობთ რომ ჯგუფს დაარქვეს სახელად მძიმე ჯვარი და ამ მუსიკალური ჯგუფის ლოგო და პოსტერი გადაღებულია ჯვართან.
პოსტის ავტორი: HANIBALA თარიღი: Sep 14 2008, 04:02 AM
რავიცი მე რომ რამეს დავწერ ეგერევ არამართმადიდბლურში მეთვლება,თემებიც ეგერვე მეხურება ვერ ვასწრებ აზრის გამოთქმას,ეს ელექტრონული ზარები რა უბედურებააა?რას აღარ აკეთებენ რომ ცხოვრება გაიადვილონ,ალბათ მალე წირვა ჩაიწერება და და მაგნიტაფონით მოვისმენთ და აღსარებას კიდე ტელეფონზე რო რეკავ და დაოვეთ შეტყობინებაო ეგრე იქკნება,ძალიან სამცუხაროა რო ასე მიდის ყველაფერი,მკაცრი ხელი უნდა ხალხსაც და ეკლესიასაც თორემ დზალიან გავუკადნიერეთ უფალს თავი.დასანანია რომ ტრადიციებს ასე ადვილად ვგმობთ და ველევით,და ერი რო განადგურების პირასააა სხვაგან ვეძებთ მიზეზებს არადა თვალწინ გვიდგას!ალბათ ეხლა ამ პოსტზეც ცამოვა რეაგირება რომ ვცდები და რომ ყველაფერი კარგადაა უბრალოდ მე ვერ ვიგებ
პოსტის ავტორი: abo თარიღი: Sep 14 2008, 11:35 AM
ციტატა
რას აღარ აკეთებენ რომ ცხოვრება გაიადვილონ,ალბათ მალე წირვა ჩაიწერება და და მაგნიტაფონით მოვისმენთ და აღსარებას კიდე ტელეფონზე რო რეკავ და დაოვეთ შეტყობინებაო ეგრე იქკნება,ძალიან სამცუხაროა რო ასე მიდის ყველაფერი,მკაცრი ხელი უნდა ხალხსაც და ეკლესიასაც თორემ დზალიან გავუკადნიერეთ უფალს თავი.დასანანია რომ ტრადიციებს ასე ადვილად ვგმობთ და ველევით,და ერი რო განადგურების პირასააა სხვაგან ვეძებთ მიზეზებს არადა თვალწინ გვიდგას!ალბათ ეხლა ამ პოსტზეც ცამოვა რეაგირება რომ ვცდები და რომ ყველაფერი კარგადაა უბრალოდ მე ვერ ვიგებ
სწორი ხარ, საუბედუროდ მასეა.
აბო.
პოსტის ავტორი: elenele თარიღი: Oct 26 2008, 10:38 PM
ჩემო ძმებო და დებო წავიკითხე დაწვრილებით საუბარი და სიმართლე გითხრათ ძალიან ისეთი შთაბეჭდილება რჩება თითქოს ძალით ეძებთ საკამათოს, სინამდვილეში საკამთო არაპერია, ჩვენ გვწამს სამება და რასაც ვერ გავიგებთ ან მოძღვრის ნათქვამს მოძღვარს კი არ უნდა ჩავეძიოთ არამედ ჩვენ თავს რატო გვებადება ასეთ კიძთხვები ჩვენ სულიწმიდა გაგვანათლებს თითეოულს სხვადასხვანაირად აგვიხსნიის რადსგან უპალმა იცის ძთითოეულის ბუნება და ნამდვილად არ შეგვფერისმოძღვრის მიმართ ასეთი დამოკიდებულება როგორც არ უნდა გაინტერესებდეთ თემა და თან სხვა მოძღვარის აზრიც გაინტერესებთ, შეიძლება შემეკამათოთ იმიტომ რომ მივუწერეო რომ მამა ანდრია დზალიან დავღალეთო, ამ სიტყვების მიღმა უპალმა იცის რა აზრი დევს, მაპატიეთ ცუდად ნუ გამიგებთ მაგრამ თითოელი უნდა ჩაეკითხოს ჯერ საკუთარ თავს და მერე მოძღვართან დააზუსტოს რადგან სულიწმიდა ჩვენ გაგვანათლებს, და თუ არ მიიღ პასუხი მორჩილებაა ჩვენი ვალი. და ჩვენი აკვიატებული აზრების გამო სხვებსაც ნუ შევიყვანთ ცდომილებაში. ღმერთმა დაგვლოცოს და მოგვცეს ის სიბრძნე რამდენიც საჭიროა. პატივისცემით
პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Oct 27 2008, 03:43 AM
მეგობარო, აზრის გამოთქმის უფლება ყველას აქვს, შენც მათ შორის, თუმცა აქ მოძღვრისადმი სრული პატივისცემის გამოხატვა, არ ეწინააღმდეგება რიგ არადოგმატურ საკითხებზე კამათს, მითუმეტეს როცა ვიცით, რომ უცდომელი არავინაა და ეკლესია მოაზროვნეა, და როცა საუბარი მიდის არგუმენტირებულად და როდესაც ორივე მოკამათე მხარე ეკლესიის შვილია და მისი ცოცხალი წევრი, ამიტომ მეგობრებს, ვისაც კითხვა დაებადათ, ნამდვილად არაფერი სჭირთ სასაყვედურო, გთხოვთ ნუ აქცევთ ამ თემას, სხვა თანაფორუმელებისადმი "თითის დაქნევად" როგორ გაბედე და მოძღვარს ჩაეკითხე ან რიგ არადოგმატურ საკითხებში არ დაეთანხმეო, ესეთი მიდგომა დამღუპველია და არაჯანსაღი.
იხარე;
კაიროსი!
პოსტის ავტორი: elenele თარიღი: Oct 27 2008, 02:55 PM
კარგი ჩემო კარგო უფალმა შეგვინდოს ყველას. წუხელ რომ დავწერე სიმართლე გითხრათ შემდეგ ვინანე რადგან რატომღაც გულმა მიკარნახა რომ ეს თემა დიდი ხნის წინ არის გარჩეული და შეიძლება უკვე მიხვდნენ თავის შეცდომებს თქო, მაგრამ თქვენ თქვენებურად გესმით და კიდევ იმას მეუბნებით ჩემი მიდგომა რომ დამღუპელია. მე არ მწყინს თქვენგან, მადლობა უფალს, უბრალოდ იცით თქვენს საუბარს უცხო თვალით თუ შეხედავთ თითქოს მართლმადიდებლური კდემამოსილებაა დაკარგული და აი ეს არის სწორედ დამღუპველი. ბოდიშით მე ვფიქრობ ეს საკითხი ამოწურულია. უფალმა დაგვიფაროს.
პოსტის ავტორი: saria-giorgi თარიღი: Oct 28 2008, 04:06 PM
ციტატა(KAIROS @ Oct 27 2008, 03:43 AM)
მეგობარო, აზრის გამოთქმის უფლება ყველას აქვს, შენც მათ შორის, თუმცა აქ მოძღვრისადმი სრული პატივისცემის გამოხატვა, არ ეწინააღმდეგება რიგ არადოგმატურ საკითხებზე კამათს, მითუმეტეს როცა ვიცით, რომ უცდომელი არავინაა და ეკლესია მოაზროვნეა, და როცა საუბარი მიდის არგუმენტირებულად და როდესაც ორივე მოკამათე მხარე ეკლესიის შვილია და მისი ცოცხალი წევრი, ამიტომ მეგობრებს, ვისაც კითხვა დაებადათ, ნამდვილად არაფერი სჭირთ სასაყვედურო, გთხოვთ ნუ აქცევთ ამ თემას, სხვა თანაფორუმელებისადმი "თითის დაქნევად" როგორ გაბედე და მოძღვარს ჩაეკითხე ან რიგ არადოგმატურ საკითხებში არ დაეთანხმეო, ესეთი მიდგომა დამღუპველია და არაჯანსაღი.
იხარე;
კაიროსი!
თემა კამათისთვის კი არა,საჭიროებისა და აუცილებლობის მიზნით უნდა იყოს.მღვდელი,მოძღვარი რასაც გვეუბნება,ყველა სიტყვას გამოკვლევა და კირკიტი თუ დაუწყეთ,მაშ ვინ ყოფილა მოძღვარი,შენ თუ ის?თუ ბუნდოვნად გესახება მის მიერ გაცემული პასუხები-კითხვებზე,ვთხოვოთ დაზუსტება და მიგვითითოს შესაბამისი ლიტერატურა.
ვფიქრობ,არასწორია ამ თემის გახსნა,რადგანაც ახალი მოძღვრები მრავლად ამოიზრდებიან სოკოებივით და სულ კამათის,დაპირისპირებისა და ეგოიზმის საბაბად იქცევა.
თუ ჭეშმარიტების შეცნობა გსურს,ბრძანებს მაცხოვარი:"სცან ჭეშმარიტება და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლოს თქვენ".
პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Oct 28 2008, 05:47 PM
saria-giorgi
გამიხარდა შენი დაბრუნება კარგია, აღარ დაიკარგო.
პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Oct 29 2008, 04:01 AM
ციტატა
ყველა სიტყვას გამოკვლევა და კირკიტი თუ დაუწყეთ
აქ ჩემო სარია, ოდნავ მაინც რომ გადაავლო წინა გვერდებს თვალი მიხვდები, რომ კირკიტი სულაც არ არის და არც გამოკიდებაა ყველა სიტყვაზე, არამედ კვლევაა იმ საკითხებზე, რომელზეც სხვადასხვა აზრი არსებობს თავად მოძღვრებს და ღვთისმეტყველებს შორის, ასე რომ არ გინდათ ეს ამ თემაზე შეტევები, არაა ლამაზი და არ უხდება ქრისტიანულ აზროვნების უფლებას...
ციტატა
უკვე მიხვდნენ თავის შეცდომებს თქო
აზროვნება არასოდეს ყოფილა შეცდომა და არ გინდათ ახლა "კდემამოსილების" სწავლება, არაფერ შუაშია კდემამოსილება და მსჯელობა, ჩვენ ვართ მართლმადიდებლები და უცდომელად მხოლოდ ეკლესიას ვაღიარებთ, აქ კი ირჩევა ის საკითხები, რომელიც
1. არაა დოგმატი, და შესაბამისად არაა მასზე საეკლესიო პირდაპირი დადგენილებები
2. ის საკითხები, რომლებზეც, აზრთა სხვადასხვაობაა და მათზე ზრდილობის ფარგლებში და არგუმენტებით მოშველიებული მსჯელობა მხოლოდ ჩვენი საღვთისმეტყველო აზროვნების განვითარებას უწყობს ხელს.
3. არცერთი საკითხი არაა აქ წამოყენებული კამათისათვის, არამედ შეადგენს საეკლესიო საზოგადოების კვლევის საგანს და ჩვენ ვერავინ წაგვართმევს იმის უფლებას, რომ ჩვენც მივიღოთ ამ კვლევაში მონაწილეობა, მითუმეტეს, როცა ზოგიერთი ვეკუთვნით ამ სფეროს პროფესიულადაც...
ასე რომ არ გინდათ ახლა ჩვენი "მხილება" და ჭკუის სწავლებები, დააყენეთ ახლა ეს თემაც მშვიდობაში და გადმობრძანდით ღვთისმეტყველებაში, იქ ბევრი საინტერესო თემაა და იქ გავაგრძელოთ კამათი
მორჩა კამათი;
იხარეთ;
კაიროსი!
პ.ს.
ადმინს ვთხოვ ზედმეტი მიწერ.-მოწერები გააქროს, არ ეხება თემას
პოსტის ავტორი: saria-giorgi თარიღი: Nov 4 2008, 11:01 AM
მხოლოდ ერთს ვიყვი,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში არის ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი,როდესაც კრება მოიწვიეს მამებმა,რათა გაერკვიათ,თუ ვინ დაენიშნათ კათოლიკოზად,აი ამ დროს შემოდის გრიგოლ არქიმანდრიტი,ნათლით შემოსილი "ზეცისა კაცი და ქვეყანისა ანგელოზი",მდუმარედ დაჯდება,კრების მოთავენი პირველ სიტყვას ეპისკოპოს თხოვენ,მაგრამ ის იტყვის შემდეგ:"სადაცა მამაი გრიგოლ იყოს,მუნ სიტყვაი არა ვიკადროო."
ჩვენში დაიკარგა ნდობა და მორჩილება,თუ განსწავლულია კაიროსი და რასაც იტყვის ის უნდა გაკეთდეს,დავნიშნოთ "მოძღვრად"-მოძღვრის განყოფილებაში?
ჩემი პირადი აზრი შემდეგია:ადამმიანს არ აქვს იმაზე მეტი უფლება ,რაც მიეცა.ვინც თვითნებურად მოქმედებს ყოველთვის ჩიხში მოექცევა,ზოგადად ვსაუბრობ.ზოგჯერ მდუმარება ჯობია,რაც მეტს "ვიტიტინებთ", მეტად წაგებულნი დავრჩებით. პითაგორა მოწაფეებს 5-წელი მდუმარებაში ამყოფებდა,ჩვენ ქრისტიანებს მოძღვრის მოსმენის კულტურა მაინც ვიქონიოთ,რა არის გაურკვეველი და დაუსაბუთებელი?ის რაც,ჩვენი ძმის,კაიროსის ცნობიერებაში არ ჯდება?
დეკ.ანდრიას მინიმუმ,მღვდლობის 10-წლის სტაჟი მაინც აქვს და ჩვენზე მეტი წაუკითხავს.
მღ.ირაკლიც წიგნიერია და ვფიქრობ ჩვენი "მოძღვრება" საკითხებში არ სჭირდება.
შეცდომა თუ დაუშვი,შენდობას ვითხოვ!
აწი ამ საკითხზე აღარ გავაგრძელებ საუბარს,თუ ვინმეს დააინტერესებს,დამატებით,ჩემი
შეხედულება პმ-ით გავცემ პასუხს.
პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Nov 4 2008, 03:01 PM
saria-giorgi
ციტატა
ჩემი პირადი აზრი შემდეგია:ადამმიანს არ აქვს იმაზე მეტი უფლება ,რაც მიეცა
ეს რანაირად მოდის წინააღმდეგობაში იმასთან, რომ მოძღვართან კამათიც შეიძლება?
პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Nov 7 2008, 03:33 AM
ციტატა
ჩვენ ქრისტიანებს მოძღვრის მოსმენის კულტურა მაინც ვიქონიოთ,რა არის გაურკვეველი და დაუსაბუთებელი?ის რაც,ჩვენი ძმის,კაიროსის ცნობიერებაში არ ჯდება?
კაიროსის ცნობიერებაზე არაა აქ საუბარი მეგობარო, არამედ საეკლესიო გამოცდილებაზე და პატრისტიკაზე, არცერთი შეპასუხება, შეკამათება და ჩაძიება არ ყოფილა, იმ არგუმენტით, რომ ეს ჩემს ( ან სხვა ძმების, ვინც დააზუსტა რამოდენიმე საკითხი) ცნობიერებაში არ ჯდება, არამედ მშვიდად, მოძღვრისადმი პატივისცემის სრული დაცვით, რაღაც საკითხებს ჩავუღრმავდით, მგონი შეიძლება მართლმადიდებლობაში მოძღვარს რაღაც საკითხებში არ დაეთანხმო და ერთად იაზროვნოთ? წლებზე თუა საუბარი, მაშინ 15 წლის სტაჟიანი სასულიერო განათლება მაქვს და შეეშვი ხომ ჩემს "ცნობიერებაში" რა ჯდება და რა არა, იმის გარჩევას, თუკი სადმე შევცდით, ცუდად მივმართეთ მოძღვარს, ან რაიმე დოგმატური საკითხი დავაყენეთ ცუდად კითხვის ნიშნის ქვეშ, კი ბატონო, გვითხარი და სიხარულით მივიღებთ შენიშვნას, მაგრამ ამას არიქა, როგორ ბედავთ და მოძღვარს ეკითხებით დამატებითო, ამას ვერ მივიღებთ, რადგან არაფერი აქვს საერთო მართლმადიდებლობასთან!
იხარე;
კაიროსი!
პ.ს.
მორჩა კამათი
პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Nov 7 2008, 11:34 AM
კანუდოსელი
ციტატა
ეს რანაირად მოდის წინააღმდეგობაში იმასთან, რომ მოძღვართან კამათიც შეიძლება?
მოძღვართან კამათზე არავინ გაძლევთ შენიშვნას, ხშირად დაწერილი სხვანაირად აღიქმება.
ახალშემოსწრებულს/ძველსაც ხშირად რამდენიმე ნეტარის პოსტი ცოტა უცერემონიოდ ეჩვენება და ამაზე აკეთებენ შენიშვნას.
:აი ემ ენ ეინჯელ სმაილი:
პოსტის ავტორი: korinteli თარიღი: Nov 30 2008, 02:16 AM
გამეცით პასუხი თუ რატომ არ ახდენს რეაქციას ეკლესია მლიქვნელ, ფარისეველ ადამიანებზე???საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დიდი ზარ-ზეიმით ამბით ამცნო საქართველოს, რომ 2008 წლის 30 ნოემბერს გელათის მონასტერში მოინათლა ორმოცი დღის ახალშობილი სოლომონ III. ითქვა, რომ ჩვილს დაბადების მოწმობაში სახელად ჩაუწერეს "სოლომონ III". ნაჩვენები იყო დიდი ტორტი წარწერით "სოლომონ III". ადამიანი იფიქრებდა, საქართველოს მეფეს ნათლავენო...
კაცი არ მიაქცევდა ამას ყურადღებას, დემოკრატიაა და ვისაც რა უნდა, იმას დაარქმევს შთამომავალს, რომ არა ეკლესიის ავტორიტეტის შელახვა და ხალხის შეცდომაში შეყვანა. (ღმერთმა ის ბავშვის ბედნიერი გაზარდოს, მას არას ვერჩით). მე ვეხები იმ საშინელ ფაქტს რომელსაც საქართველოში წმინდა ფასეულობების შელახვა უნდა. თუ წაიკითხეთ სტატია ერთ-ერთ ჟურნალში სათაურით ""რა დავაშავეთ ქართველებმა"" ანდაც იმედის დილის გადაცემაში თამუნა გომართელის რეპორტაჟით "ჩვენი ბაგრატიონები"" ალბათ დაგებადებათ კითხვა :: ვინარიან ეს დიდგვაროვნები რომელნიც სულ ეხლახან გამოჩდნენ მედიის არენაზე სასაცილო ისარის რომ ეს ახალგამოჩეკილი "ბაგრატიონები" ნამდვილად ცხოვრობდნენ ამერიკაში მაგრამ სამწუხაროდ ისინი "ტიტანიძეები" იყვნენ. მერაბ ტიტანიძეს ანუ ეგრეთწოდებულ "სოლომონ ბაგრატიონს" ყავს მეუღლე თამარა გულედანი და შვილები: კახა ტიტანიძე "კახაბერ ბაგრატიონი" და ლაშა ტიტანიძე "ლაშაბერ ბაგრატიონი". ერთადერთი რაც მაგათ ქართველობასთან აკავშირებთ ეს დედის სვანური სისხლია. მე ვწუხვარ იმ ფაკტზე თუ როგორ თავისუფლად შეუძლია ვიღაც "ტიტანიანს" ( ეს მისი ნამდვილი პირველადი გვარია) გაერიოს ქართული ისტორიის იმ მოსაფრთხილებელ ნაწილში რასაც სამეფო გვარი ჰქვია.
პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Nov 30 2008, 03:21 AM
კორინთელი, ვფიქრობ ეს კითხვა უფრო საქართველოს ისტორიის განყოფილებას ეკუთვნის და იქვე მოგვიყევი ერთი მაგ სოლომონზეც
პ.ს.
ახლა მონარქია მოდაში შემოდის და გავხდეთ ყველანი დადეშქელიანები მაინც
პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Nov 30 2008, 11:28 AM
KAIROS
კაიროს, მერე მაქვს ერთი თემა გულის სიღრმეში შემონახული.
თავისუფალ ნებასთან დაკავშირებით, ოღონდ ჩვილებში.
ადამიანი ჩასახვიდან ცნობიერების "გაშლამდე" ასე ვთქვათ.
შეიძლება თუ არა ამ "ნებით"მანიპულირება სანამ ის დამოკიდებულია მთლიანად მშობელზე.
ანუ არის თუ არა ბავშვი, შეზღუდული ნებით საშიში ან სასარგებლო "იარაღი", მშობლის ხელში....
თუ ეს არ არის სამსჯელო თემა, არ გამიკვირდება, ჯერ წესიერად არც კი ჩამომიყალიბებია, იმდენი კუთხიდან უბერავს ამ კითხვას
პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Nov 30 2008, 08:51 PM
ღვთისმეტყველების თემაში , კითხვები რომაა, იქ ჩამახუტე ეგ კითხვა ოღონდ ცოტა გამართე და ჩამოაყალიბე, თორე ჩახვეულია ზედმეტად
პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Dec 1 2008, 11:53 AM
korinteli
თქვენთანაც იგივე პრობლემაა
ერთი მხრივ, ის, რაზეც თქვენ წუხლს გამოთქვამს - მართალია
ოღონდ, თუ რატომ: ნამეტანი ნაციონალური ელფერი დაკრავს
პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Dec 1 2008, 12:20 PM
KAIROS
ციტატა
ღვთისმეტყველების თემაში , კითხვები რომაა, იქ ჩამახუტე ეგ კითხვა ოღონდ ცოტა გამართე და ჩამოაყალიბე, თორე ჩახვეულია ზედმეტად
ჩამოვაყალიბებ, ხომ გითხარი ბევრი მხრიდან უბერავს თქვა
პოსტის ავტორი: qartleli თარიღი: Dec 12 2008, 01:17 AM
დიდის კრძალვით მინდა ვიკითხო... რატომ იგრძნობა ეკლესიებში "ვერცხლისმოყვარეობა"? დავაზუსტებ - რატომ იმოსებიან მღვდელთმსახურნი მოოქროვილ სამოსელში? ნუთუ ეს აუცილებელია და იესომ დაგვავალა?
პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Dec 12 2008, 04:05 AM
ციტატა
დიდის კრძალვით მინდა ვიკითხო... რატომ იგრძნობა ეკლესიებში "ვერცხლისმოყვარეობა"? დავაზუსტებ - რატომ იმოსებიან მღვდელთმსახურნი მოოქროვილ სამოსელში? ნუთუ ეს აუცილებელია და იესომ დაგვავალა?
ძამიკო, ეს კითხვა, თუ მოძღვარს გსურს დაუსვა მაშინ სხვაგანაა გადასატანი, თუ ფორუმელებს, მაშინ სასაუბროში გადაიტანებენ, ისე გეტყვი, რომ ვერცხლისმოყვარეობა და მოოქროვილი სამოსი არაფერ შუაშია, რადგან ის სამოსელი საერთოდაც არაა რაიმე პიროვნული საკუთრება, უფალი თავადაც ესწრებოდა იქ, ძველი აღთქმის ტაძარში, სადაც არანაკლები სიმდიდრე იყო,
და ეს სიმდიდრე თავად უფალმა ინება, როცა ჯერ მოსეს და მერე სოლომონს უბრძანა მისთვის ტაძარი აეგოთ, გაოცდები იმხელა სიმდიდრეზეა საუბარი, აი პატარა მაგალითი , მსგავს ბევრს იპოვი
გამოსვლა:
თავი 26
"6. გააკეთე ორმოცდაათი ოქროს კაუჭი და შეჰკარი კაუჭებით ნაჭრები, რომ სავანე მთლიანი გამოვიდეს"
19. ორმოცი ვერცხლის ფეხი გაუკეთე ქვეშ ოცივე ბოძს; "
29. ბოძები ოქროთი მოჭედე; მისი რგოლები, ლარტყეების გასაყრელები ოქროსი გააკეთე; ლარტყებიც ოქროთი მოჭედე.
...
31. გააკეთე ფარდა ლურჯი, ძოწისფერი და ჭიაფერი ქსოვილისგან და გრეხილი სელისგან; ზედ ქერუბიმები უნდა იყოს ამოქარგული.
32. ურთხელის მოოქროვილ სვეტზე ჩამოკიდე; კაუჭები ოქროსი იყოს, ფეხები ვერცხლისა. "
შენ აგერ ნახე პირდაპირ პირველი სამღვდელო სამოსელის დადგინება, მთელი 28 თავია და მოდით სრულად მოვიყვან
გაოცდები რა სიმდიდრეა...
28
1. და შენ მოიყვანე თავისა მომართ შენისა აჰრონ, ძმაჲ შენი, და ძენი მისნი ძეთაგან ისრაჱლისათა მღდელობად ჩემდა, აჰრონ და ნადაბ და აბიუდ და ელეაზარ და ითამარ, ძენი აჰრონისნი.
2. და უქმნე შესამოსელი წმიდაჲ აჰრონს, ძმასა შენსა, უქმნე პატივად და დიდებად.
3. და შენ მოუწოდე ყოველთა ბრძენთა გაგონებითა, რომელნი აღვავსენ სულითა მგძნობელობისათა და უქმნენ სამოსელი წმიდა აჰრონს სიწმიდედ, რომლითა მღდლობდეს ჩემდა.
4. და ესე არიან შესამოსელნი, რომელნი უქმნენ მკრდისა ზედა და სამჴარი და პოდირი და შესამოსელი ფესუედი და კიდარი და სარტყელი, და უქმნენ შესამოსელნი წმიდანი არონს და ძეთა მისთა მღდელობად ჩემდა.
5. და მათ მოიღონ ოქროჲ და ძოწეული და ჳაკინთი და პორფირი და ბისონი.
6. და შექმნან სამჴარი ბისონისაგან გრეხილისა ნაქმრად ქსოილად ჭრელებულად.
7. ორნი სამჴარნი იყვნენ მისნი, სხჳთა და სხჳთა თანა შემწყუმელნი მისნი, ორთავე კერძოთა ზედა განმარტებულნი.
8. და ნაქსოჲ - სამჴართა, რომელ არს მას ზედა, ქმნულებისაებრ მისგანვე იყოს ოქროჲსაგან და ჳაკინთისა და პორფირისა და ძოწეულისა ძახილისა და ბისონისა გრეხილისა.
9. და მოიხუნე ორნი ქვანი სამარაგდონნი და სწახნაგნე მათ ზედა სახელნი ძეთა ისრაჱლისათანი.
10. და ექუსნი სახელნი - ქვასა ზედა ერთსა და ექუსნი სახელნი სხუანი - ქვასა მეორესა ნათესავთაებრ მათთა.
11. საქმედ ქვის მოქმედებითისა ჴელოვნებისად წახნაგებად საბეჭდავისად სწახნაგნე ორნი ქვანი სახელებისაებრ ძეთა ისრაჱლისათასა, გამოსახულად და გამოწახნაგებულად ოქროჲთა ჰქმნე იგინი.
12. და დაჰსხნე ორნი იგი ქვანი მჴართა ზედა სამჴართასა, ქვანი მოსაჴსენებელისანი არიან ძეთა ისრაჱლისათანი და აღიღებდეს აჰრონ სახელებსა ძეთა ისრაჱლისათასა წინაშე უფლისა ორთა ზედა მჴართა მისთა მოსაჴსენებელად მათთჳს.
13. და ჰქმნნე ფარის სახენი ოქროჲსაგან წმიდისა.
14. და ჰქმნნე ორნი ფესჳს სახენი ოქროჲსაგან წმიდისა აღრეული ყუავილთა თანა ნაქმრად თხზულებისა, და დასხნე ფესჳს სახენი იგი განთხზულნი ფარის სახეთა მათ ზედა დასასრულსა
15. თანა მათსა წინაჲ კერძოჲთგან. და ჰქმნა სიტყჳერი მსჯავრთა მსგავსად ჭრელებულად შენაწევრებისაებრ სამჴართასა. ჰქმნა იგი ოქროჲსაგან და ჳაკინთისა და პორფირისა და ძოწეულისა გრეხილისა და ბისონისა ძახილისა.
16. ჰმნე იგი მოთხვით. იყოს იგი მრჩობლ მტკავლეული სიგრძით და მტკავლეული სივრცით.
17. და ქსოო მას შინა ნაქსოვი ქვათაგან ოთხ სტიქონი და სტიქონი ქვათაჲ იყოს: სარდიონი, პაზიონი, სამარაგდონი - სტიქონი.
18. და სტიქონი მეორე - ანთრაკი და საპფირონი და იასპი.
19. და სტიქონი მესამე - ლიგჳრი და აქატი და ამეთჳსოს.
20. და სტიქონი მეოთხე - ოქროქვაჲ და ბჳრილლიონი და ფრცხილი. გარემობურვილ ოქროჲთა იყვნენ სტიქონეულად სახელნი მათნი.
21. და ქვანი იყვნენ სახელთაებრ ძეთა ისრაჱლისათა ათორმეტ მსგავსად სახელთა მათთა წახნაგებულ ბეჭდებრ, თითოეული იყვნენ სახელსა ზედა ათორმეტთა ტომთასა.
22. და ჰქმნნე სიტყჳერსა ზედა ფესუნი განთხზულნი ნაქმარად ჯაჭუედად ოქროსაგან წმიდისა.
23. და ჰქმნნე სიტყჳერსა ზედა ორნი ბეჭედნი ოქროჲსანი და დაჰსხნე ორნი იგი ბეჭედნი ორთა ზედა კიდეთა სიტყჳერისათა.
24. და დაასხნე ორნი იგი ჯაჭუედნი ოქროჲსანი ორთა ზედა ბეჭედთა კიდესა თანა სიტყჳერისასა.
25. და ორნი მწუერვალნი ორთა ზედა ჯაჭუედთანი განუხუნე ორთა შინა შესაკრავთა და დაჰსხნე მჴართა ზედა სამჴრისათა შუბლსა თანა პირისა მისისასა.
26. და ჰქნნე ორნი ბეჭედნი ოქროჲსანი და დაჰსხნე იგინი ორთა ზედა მწუერვალთა სიტყჳერისათა, კიდესა თანა მისსა, რომელ არს კერძოჲსა თანა სამჴართასა შინათ კერძო.
27. და ჰქმნნე ბეჭედნი ოქროჲსანი და დაჰსხნე იგინი ორთა ზედა მჴართა სამჴრისათა ქუეშე კერძო პირით კერძოჲსა თანა შესაკრებელსა მათსა, ზედა კერძო ღონესა მას სამჴრისასა.
28. და შეჰკრვიდენ სიტყჳერსა ბეჭედსა ზედა მისსა ბეჭდისა მიმართ სამჴართასა გრეხილითა ჳაკინთისათა, რათა იყოს იგი ღონესა ზედა სამჴრისასა, და არა განჰყო სიტყჳერი სამჴრისაგან.
29. და მოიხუნეს აჰრონ სახელნი ძეთა ისრაჱლისათანი სიტყჳერსა ზედა მშჯავრთასა მკრდითა თჳსითა შემავალმან წმიდად მიმართ საჴსენებელად სამარადისოდ წინაშე ღმრთისა.
30. და დაჰსხნე სიტყჳერსა ზედა მსჯავრისასა ფესუნი ჯაჭუედნი, ორთავე კიდეთა ზედა სიტყჳერისათა დაჰსხნე, და ორნი ფარის სახენი დაჰსხნე ორთავე ზედა მჴართა სამჴრისათა პირით კერძო, და დასდვა სიტყჳერსა ზედა მსჯავრისასა გამოცხადებაჲ და ჭეშმარიტებაჲ და იყვნენ მკერდსა ზედა აჰრონისასა, რაჟამს შევიდოდის წმიდად მიმართ წინაშე უფლისა და მიიხუნეს აჰრონ მშჯავრნი ძეთა ისრაჱლისათანი მკერდსა ზედა უფლისა მარადის.
31. და ჰქმნა ქუეშეთსაცუმელი პოდირი ყოვლად ჳაკინთოვანი.
32. და იყოს პირის გარემოჲსი დასაწყისისა მისისა საშუალო მქონებელი სირასა გარემო პირის გარემოჲსისა ნაქმარსა ქსოით და შესარწყუმელსა მის თანა ქსოილსა მისგანვე, რათა არა განიბძაროს.
33. და ჰქმნე ქუე ქუემოსა ზედა ქუეშეთსაცუმელისასა ქუეით, ვითარცა აღყუავებულთა ბროწეულთა ბროწეულებანი ჳაკინთისაგან და პორფირისა და მეწამულისა ძახილისა და ბისონისა გრეხილისა ქუე ქუემოსა ზედა ქუეშეთსაცუმელსა, ხოლო მითვე სახითა ბროწეულნი ოქროჲსანი და ეჟუანნი საშუალ მათსა გარემოჲს გარე ბროწეულთა თანა ოქროჲსასა.
34. ეჟუანი და ყუავილედი ქუე ქუემოჲსა ზედა ქუეშეთსაცუმელისასა გარემოჲს.
35. და იყოს აჰრონ მსახურებასა შინა მისსა, ისმოდის ჴმაჲ მისი, შე-რა-ვიდოდის სიწმიდესა წინაშე უფლისა და გამო-რა-ვიდოდის, რათა არა მოკუდეს.
36. და ჰქმნა პეტალი ოქროჲსა წმიდაჲ და ჰსწახნაგო მას ზედა წახნაგებად ბეჭდისად სიწმიდე უფლისა.
37. და დასდვა იგი ჳაკინთსა ქუეშე გრეხილსა და იყოს მიტრასა ზედა, პირსა ზედა მიტრასასა იყოს.
38. და იყოს შუბლსა ზედა აჰრონისასა და აღიხუნეს აჰრონ ცოდვანი წმიდათანი, რაოდენნიცა განწმიდნენ ძეთა ისრაჱლისათა, ყოველი მოსაცემელი წმიდათა მათთა, და იყოს შუბლსა ზედა აჰრონისსა სამარადისოდ მითუალულად მათთჳს წინაშე უფლისა.
39. დასკუნილნი სამოსელთაგან ბისონისაგან და ჰქმნა კიდარი ბისონისაჲ და სარტყელი ჰქმნა ნაქმარად ჭრელებულად.
40. და ძეთაცა აჰრონისთა უქმნე სამოსელნი და სარტყელნი და კიდარნი, უქმნნე მათ დიდებად და პატივად.
41. და შეჰმოსნე იგინი აჰრონს, ძმასა შენსა, და ძეთა მისთა მის თანა და სცხო მათ, და აღუვსნე მათ ჴელნი მათნი და განსწმიდნე იგინი, რათა მიმღდელობდენ მე.
42. და უქმნნე მათ საწვივენი სელისანი დაფარვად უშუერებასა სარცხჳნელისა მათისასა, წელთაგან ბარკალსხჳლადმდე იყოს.
43. და ემოსნენ იგინი აჰრონს და ძეთა მისთა, რაჟამს შევიდოდიან კარავსა საწამებელსა, და ანუ რაჟამს შევიდოდიან მსახურებად საკურთხეველსა წმიდისა, და არა აღიღონ თავთა მათთა თანა ცოდვაჲ, რათა არა მოკუდენ შჯულად საუკუნოდ მისსა და თესლისა მისისა მის თანა. "
საერთოდ უნდა ითქვას, რომ ეს სიმდიდრე, მოოქროვილი ან ოქროს ხატები ან ჯვრები ან სამოსი, ან ბრილიანტის ჯვრები ან მიტრები, ან პანაღიები და ა.შ. საეკლესიო ქონებას წარმოადგენს და არა პირადს, ამიტომ არ შეიძლება მასზე როგორც "ვერცხლისმოყვარეობაზე" ვიფიქროთ, თუმცა ცოტა არ იყოს ძალიან დელიკატური თემაა და სასაუბროში კარგი იქნება მასზე საუბარი...
პოსტის ავტორი: qartleli თარიღი: Dec 15 2008, 09:57 PM
კაიროს, დიდი მადლობა ასეთი ამომწურავი პასუხისათვის. მე მომიტევეთ, რომ ამ ფორუმზე ახალი ვარ და კარგად ვერ ვერკვევი, რომელ თემაში უნდა დავსვა შესაბამისი შეკითხვა.
მართლაც გასაოცარია შეკითხვაზე მიღებული პასუხი. მაგრამ მე მაინც მგონია, რომ უბრალოებაშია სულიერი სიმდიდრე.
პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Dec 16 2008, 03:06 PM
ციტატა
უბრალოებაშია სულიერი სიმდიდრე.
კი მეგობარო, ეგრეა, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს რომ აარონი უბრალო არ იყო სულით? ან უფალი ამ კანონებს რომ იძლეოდა, სულიერ უბრალოებას უარყოფდა თანადროულად?
არარათქმაუნდა, მაგრამ მსახურება ღვთისა დღესასწაულია და სადღესასწაულოა ყველაფერი, შემამოსელიც და სულიერი განწყობაც
მე მაპატიე ახლა რომ მოკლედ გიპასუხე, მაგრამ
სხვადასხვა მიზეზების გამო, სენატის განჩინებამდე, პასიურ იუზერობასა შინა ვიმყოფები...იხარე;
კაიროსი!
პოსტის ავტორი: qartleli თარიღი: Dec 23 2008, 11:50 PM
ჩემო კაიროს ისე გამოდის, რომ მე შეკითხვებს ვიძლევი და შენ მპასუხობ დიდი მადლობა ასეთი გულისხმიერებისვის!
აქვე ერთი კითხვა მინდა დავსვა, რომელზეც წინასწარ ვიცი, რომ შენ გამცემ პასუხს და ამიტომაც წინასწარ გიხდი მადლობას კეთილო ადამიანო.
მე ჩემი "ინფორმაციული მარაგი" გამაჩნია კალენდართან მიმართებაში, მაგრამ მეტად საინტერესო იქნება უფრო ღრმად განხილული პასუხი.
პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Dec 23 2008, 11:53 PM
ციტატა
კალენდართან მიმართებაში, მაგრამ მეტად საინტერესო იქნება უფრო ღრმად განხილული პასუხი.
კი ძამიკო, უკვე ორი წელია მაგ თემაზე ვსაუბრობთ, ჩემს მიერ 2006 წელს გახსნილ ამ თემაში: "კალენდარული საკითხი"
http://church.ge/index.php?showtopic=3488&hl=
ასე რომ მალე ამ თემის "სეზონი" დგება
და შემოგვიერთდი
იხარე;
კაიროსი!
პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Dec 24 2008, 04:32 PM
qartleli
ციტატა
მაგრამ მეტად საინტერესო იქნება უფრო ღრმად განხილული პასუხი.
ამ არგუმენტებს შორის მაქსიმუმ რაფაელ კარელინის იდეები მოიშველიონ ხოლმე, თუმცა ისინი საერთოდ შორს არიან მეცნიერული არგუმენტებისგან, ან როგორ იქნებიან, როცა არქიმანდრიტი რაფაელი არაა მეცნიერი.
პოსტის ავტორი: BleiD თარიღი: Dec 28 2008, 07:38 PM
აქ უნდა დავსვა კითხვა თუ ახალი თემა გავხსნა?
პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Dec 28 2008, 07:52 PM
BleiD
ახალი თემა გახსენი
პოსტის ავტორი: ბექა თარიღი: Jan 26 2009, 11:05 PM
დედა ზოგი რა დაფრთიანებულია
პოსტის ავტორი: Delusion თარიღი: Jan 27 2009, 03:54 PM
რაღაც ამ ბოლო დროს აღარავინ შემოდის ამ განყოფილებაში
პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jan 27 2009, 06:46 PM
აოფებთ მეგობრებო, აქ თუკი რაიმე უკვე გაცემულ კითხვაზე დაზუსტება დაჭირდა იმ შემთხვევაში წერენ, ეს კი საკმაოდ იშვიათად ხდება
პოსტის ავტორი: Nina25 თარიღი: Feb 23 2009, 03:17 PM
ჰაი მოგესალმებით ყველა ქრისტიანს... რამოდენიმე კითხვა დამებადა და იქნებ გამცეთ ამ კითხვებზე პასუხი ბიბლიაში წერია გამოსვლის 20თავის 3-4მუხლებში არ იყოლიოთ სხვა ღმერთები ჩემს გარდა. არ გაიკეთოთ კერპი და არც რაიმე ხატება იმისა, რაც მაღლა ცაშია, რაც დაბლა მიწაზეა და რაც წყალშია, მიწის ქვემოთ... აქ გმერთი იძახის ჩემს გარდა არავის სცეთ თაყვანიო და ხატებს რატომ უნდა ვცეთ თაყვანი მაინტერესებს ცერია ბიბლიაში ხატს ეცით თაყვანიო? 113ფსალმუნშიც წერია ვინც ადამიანთა ხელით შექმნილს თაყვანს სცემს რომელსაც პირი აქვს და ვერ ლაპარაკობენ, თვალები აქვთ და ვერ ხედავენ, ყურები აქვთ და არ ესმით, ცხვირი აქვთ და ვერ იყნოსავენ, ხელები აქვთ და ვერაფერს ეხებიან, ფეხები აქვთ და ვერ დადიან, ხმას ვერ გამოსცემენ თავიაანთი ხორხიდან, მათ დაემსგავსებიან მათი გამკეთებლები, ყველა ვინც მასზეა მინდობილი... მითხარით რატომ უნდა ვცე ხატს თაყვანი?? წერია ბიბლიაში რომ თაყვანი ეცით ხატებსო???
პოსტის ავტორი: G_I_O_R_G_I_ თარიღი: Feb 23 2009, 04:20 PM
ციტატა
მითხარით რატომ უნდა ვცე ხატს თაყვანი??
ამ კითხვას 2000 წელია სვავენ სხვადასხვა ადამიანები და ეკლესიის წიაღში დაგროვდა მრავალი პასუხები წმინდა მამათა (მაგ იოანე ოქროპირი,ბასილი დიდი,იოანე დამასკელი და სხვა) და თუ გაეცნობით წმიდა მამათა ნათქვამს ამ საკითხთან დაკავშირებით ნახავთ თუ სად
ციტატა
წერია ბიბლიაში რომ თაყვანი ეცით ხატებსო???
რაც შეეხება 113 ფსალმუნს იგი ეხება კაცობრიობას რომელიც უფლის ამ ქვეყნად მოსვლამდე იყო ჩაძირული და ისეთ უგუნურებაში ჩავარდნილი რომ თავის შვილებსაც კი სწირავდნენ მსხვერპლად კერპებს.
თუ ისტორიულ-არქეოლოგიურადაც შეისწავლით ამ საკითხს ნახავთ რომ უკვე პირველი საუკუნიდან მოციქულთა პერიოდიდან იქმნებოდა ხატები.მაგ ანდრია მოციქულიც ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატით შემობრძანდა საქართველოში საქადაგებლად.
იმედია ზოგიერთი რელიგიურ დაჯგუფებათა აზრს არ იზიარებთ ამ და სხვა საკითხებთან მიმართებაში მაგ იეჰოვას მოწმეები თუ სხვები რომლებიც ამბობენ მოციქულებმა და წმინდამამებმა არ იციან და ჩვენ ვიცითო და სახარებას განმარტავენ თავისი ჭკუის მიხედვიტ ვისაც როგორ მოუნდება.
პოსტის ავტორი: Nina25 თარიღი: Feb 23 2009, 06:20 PM
არ იყოლიოთ სხვა ღმერთები ჩემს გარდა. არ გაიკეთოთ კერპი და არც რაიმე ხატება იმისა, რაც მაღლა ცაშია, რაც დაბლა მიწაზეა და რაც წყალშია, მიწის ქვემოთ... ამაზე რას მეტყვით? ეს ხომ მეორე მცნებაშიც წერია? ბიბლიით დამიმტკიცეთ სად წერია რომ თაყვანი უნდა ვცე ხატს, სხვა წიგნები არ მაინტერესებს, მარტო ბიბლიიდან მითხარით რა ადგილას წერია რომ დავრწმუნდე...
პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Feb 23 2009, 06:39 PM
Nina25
ეს თემა შენი კითხვისთვის უადგილოა, იმიტომ რომ სხვა მიზანს ემსახურება.
კითხვები კი შეგიძლია დასვა აი, ამ თემაში :
http://church.ge/index.php?showtopic=2846&pid=468767&st=280entry468767
პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 23 2009, 06:41 PM
აუცილებლად გადადით ღვთისმეტყველებაში
აქ კამათის ადგილი არაა
პოსტის ავტორი: lch თარიღი: Feb 25 2009, 01:59 AM
ამ თემაში კი არადა საერთოდ განყოფილებაში "დაუსვით კითხვა მოძღვარს" თუ შემოდიან ბოლო დროს მოძღვრები?...
პოსტის ავტორი: QARTVELI_GOGO თარიღი: Mar 16 2009, 01:01 PM
am zapxuls eklesiidan damovige eklesiis qvis patara natexi rodesac saxlshi mivedi mitxres rom ar sheidzleboda turme... me es ar vicodi. es natexi sopelshi maqvs isev radganac ver movaxerxe isev adgilze dabrdzaneba(((((. ojaxshi dadzabulobaa da ukve piks agwevsda albat es chemi moqmedebis bralia. mainteresebs qvis camogeba codvaa? da rogor gamovissyido es sanam im qvas davabruneb ? gtxovt dzalian gtxovt mipasuxot mamao. ((((cinaswar ugrmesi madloba
პოსტის ავტორი: betaneli luka თარიღი: Mar 16 2009, 02:40 PM
ჩვენ არ ვცემთ თაყვანს ხეს,ან საღებავებს,არც რომელიმე მხატვრის ხელოვნებას...ხატის წინ ლოცვისას,ეკლესიური მოძღვრებით,ჩვენ თაყვანს ვცემთ მას,ვინც არის მასზე გამოსახული.ხატი გვეხმარება სწორ ლოცვაში,ანუ ლოცვისას მიწიერი აზრებისაგან განთავისუფლებაში და მთელი სულიერი ძალების მობილიზებაში სწორი ლოცვის აღსავლენად-ასეთი ლოცვა,მამების სწავლით,გაივლის მთელს სამყაროს და მიდის ღმერთამდე,ხოლო გაფანტული ლოცვა კი-როდესაც ვლოცულობთ ენით და ამ დროს კი ჩვენი გონება ფიქრობს ყოფითზე და მიწიერზე პარალელურად-იგივე წმ.მამების გადმოცემით,არ ადის საკუთარი ოთახის ჭერს ზევითაც კი.
ხატი გვეხმარება ღვთის მიმართ ლოცვაში და,აქედან გამომდინარე,რწმენის გაღრმავებაში მადლის მიღებით,რომლის გარეშეც შეუძლებელია ცხონება-სული წმინდის მადლის გარეშე ვერ ცხონდება ვერავინ.ყველაფერს,რასაც კაცი აკეთებს,უნდა აკეთებდეს ღვთის მადლის მიღების მიზნით,მათ შორის ხატის წინ ლოცვის დროსაც.
მადლი რვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი იყავნ ჩვენ თანა ყოველთა!
პოსტის ავტორი: betaneli luka თარიღი: Mar 16 2009, 02:53 PM
მაპატიოს უფალმა და მაპატიეთ თქვენც:ბოლო ფრაზა უნდა ეწეროს ასე-მადლი ღ ვ თ ი ს ა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი იყავნ ჩვენ თანა ყოველთა-თითქოს რამდენჯერმე შევამოწმე კიდეც,სანამ გამოვაქვეყნებდი,მაგრამ მაინც გამეპარა ეს შეცდომა.პატიებას გთხოვთ ყველას!
პოსტის ავტორი: QARTVELI_GOGO თარიღი: Mar 16 2009, 02:57 PM
am zapxuls eklesiidan damovige eklesiis qvis patara natexi rodesac saxlshi mivedi mitxres rom ar sheidzleboda turme... me es ar vicodi. es natexi sopelshi maqvs isev radganac ver movaxerxe isev adgilze dabrdzaneba(((((. ojaxshi dadzabulobaa da ukve piks agwevsda albat es chemi moqmedebis bralia. mainteresebs qvis camogeba codvaa? da rogor gamovissyido es sanam im qvas davabruneb ? gtxovt dzalian gtxovt mipasuxot mamao. ((((cinaswar ugrmesi madloba
პოსტის ავტორი: betaneli luka თარიღი: Mar 16 2009, 05:22 PM
ასეთ შემთხვევაში პირადად მე კურთხევას ავიღებდი მოძღვრისაგან და როგორც მოძღვარი მეტყოდა ისე მოვიქცევოდი.
ჩვენთან არს ღმერთი!
პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Mar 16 2009, 09:42 PM
მართალია ლუკა, კითხვა კი მოძღვრისადმია განკუთვნილი და მოძღვრის მიმართ კითხვებშია გადასატანი, თუმცა მოკლედ რაც დაწერეს ვეთანხმები, და მგონი მართლა მოძღვარს რომ დაეკითხოთ კარგი იქნება.
პოსტის ავტორი: QARTVELI_GOGO თარიღი: Mar 16 2009, 09:46 PM
მადლობთ თუმცა კი ვიცოდი რო მძღვრისთვის უნდა მეკითხა მარგრამ მაინც დამაინტერესა აქ რას მეტყოდნენ .მადლოოოოოობთთთთთთთთ
პოსტის ავტორი: Belief თარიღი: Mar 18 2009, 11:31 PM
საზოგადოებაში გავრცელდა უამრავი მოსაზრება უწმინდესის დაუძლურების შესახებ წინა თვეებში . ამიტომ დეზინფორმატორების მიმართვა თუ მოხდა საპატრიარქოდან? და არის თუ არა ინტერნეტში იმის რესურსი რომ ვიხილოთ საპატრიარქოს განცხადება ამ დეზინფორმაციების შესახებ რომელიც პატრიარქზე ვრცელდება . და რომელსაც მე მივიჩნევ აბსურდად და უწმინდესისთვის შეურაწმყოფელ სკანდალად . ერის სულიერი მამის შEურაწყოფაა ეს.
პოსტის ავტორი: gujia თარიღი: Mar 19 2009, 11:54 AM
გამარჯობათ. ვიცი რომ მართლმადიდებელი ეკლესია არ ცნობს სულიწმინდის ჩვეულებრივ მორწმუნეზე გადმოსვლას (ანუ ნათლობას) (თუ ვცდები მაპატიეთ) და არც მის ნიჭებს და რის საფუძველზე ფიქრობთ რომ თუ კი პირველ საუკუნეში მორწმუნეები ინათლებოდნენ სულიწმინდით და ნიჭები ეძლეოდათ ეხლა ასეთი რაღაც აღარ ხდება?
პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Mar 20 2009, 03:44 AM
ციტატა
აოფებთ მეგობრებო, აქ თუკი რაიმე უკვე გაცემულ კითხვაზე დაზუსტება დაჭირდა იმ შემთხვევაში წერენ...
მეგობრებო, თუ თქვენი კითხვა განკუთვნილია მხოლოდ მოძღვრისათვის, მაშინ დაწერეთ აქ:
http://church.ge/index.php?showforum=31
თუკი ფორუმელებისადმი აქ:
http://church.ge/index.php?showtopic=2846&st=340
ეს მხოლოდ მოძღვრის მიერ გაცემული პასუხზე დამატებითი კითხვების და დაზუსტების თემაა!
გმადლობთ;
კაიროსი!
პოსტის ავტორი: .:Lela:. თარიღი: Apr 2 2009, 08:16 PM
ისა და რა მაინტერესებს ,მხოლოდ მამა ანდრია პასუხობს კითხვებს,სხვა არავინ? ჩემი კითხვა უკვე დაძველდა მგონი
პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Apr 2 2009, 10:50 PM
ლელუშ, თუ სამოძღვრე საკითხია მაშინ იყოს იქ, და თუ საჩქაროა მოძღვრების მეტი რა გყავს სემინარიაში, ახლა მძიმე მარხვაა და მოძღვრები დაკავებულებილები არიან, თუ ჩვენც შეგვიძლია ვუპასუხოთ ღვთისმეტყველების განყოფილებაში გადმოიტანე კითხვების თემაში.
პოსტის ავტორი: poligloti თარიღი: May 23 2009, 03:19 PM
რა ძნელია რომ ვერ პასუხობ ან არ იცი პასუხის გაცემა იმ ადამიანებზე რითიც თხოვნა აინტერესებდა მკითხველებ.
ბევრი დაბნეულია რაც კი იოჰოვას მოწმეებმა სახარებით დააჯერეთ ყველა უწიგნური ხალხი და მომავალი იეჰოველები გამოვიდნენ .....საკითხავია რატომ არ განუმარტე მათ იეჰოველებ ბიბლიიდან>?
პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: May 23 2009, 03:46 PM
ციტატა
იოჰოვას მოწმეებმა სახარებით დააჯერეთ
მოკლედ, საერთოდ ვერ გავიგე ვის წერ და რას წერ, მაგრამ აქ რომ აშკარად ამის ადგილი არაა ეგ ჩანს, გადადი აპოლოგეტიკის განყოფილებაში და იქ დაწერე ცოტა უფრო გასაგებად რა გინდა
პოსტის ავტორი: Misha Songulashvili თარიღი: Oct 23 2009, 02:30 PM
მხევალი ნინო
არავითარი განცხადებები... ეს არის პასუხების დაზუსტება, მოძღვრისადმი დასმულ კითხვებზე, ხოდა პასუხი იყო დემაგოგიური... ასევე არა მოძღვრის მიერ, თუმცა მოძღვარმაც მოაყოლა პასუხი, იგივე ხასიათის...
პროცენტებს რაც შეეხება, საფუძველი სჭირდება... მე ამის საფუძველს ვერ ვხედავ...
თუ ეს თემა პასუხების დაზუსტებისთვისაა დასმულ კითხვაზე, მაშ მე იგივე გავაკეთე, რათა შეწყდეს ეს ცინიზმი და სიცრუე...
პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Oct 23 2009, 02:32 PM
Misha Songulashvili
პასუხებს აზუსტებს, პასუხი ვინც დასვა ის ადამიანი.
პოსტის ავტორი: Misha Songulashvili თარიღი: Oct 23 2009, 02:33 PM
თუ შეიძლება აღადგინეთ წაშლილი პოსტი რათა სხვა თემაში გადავიტანო...
ისე პასუხებსაც მოძღვარი სცემს არა?
პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Oct 23 2009, 02:37 PM
Misha Songulashvili
მიშა თუ კითხვა გაქვს, გახსენი ამ განყოფილებაში თემა და დასვი კითხვა. რომელზეც კაიროსი კი არა, მოძღვარი გაგცემს პასუხს. თან შეეცადე კორექტულად ჩამოაყალიბო, თორემ იქაც წაიშლება.
შენი დაუსაბუთებელი ეჭვებით ნურავის ავტორიტეტს ნუ მიაყენებ ჩრდილს.
პოსტის ავტორი: Misha Songulashvili თარიღი: Oct 23 2009, 02:37 PM
k@the
გმადლობ!
პოსტის ავტორი: GEOCELL თარიღი: Dec 4 2009, 04:31 PM
''მე გეკითხები ბუდაზე, ზევსზე და ტონობით ეგვიპტურ ღმერთებზე - რატომ არ გწამს ისინი, ხომ ვერ დაამტკიცებ რომ არ არსებობენ?''
ეს კითხვა დამისვეს და არ ვიცი როგორ ავუხსნა, იქნებ დამეხმაროთ
პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Dec 4 2009, 06:45 PM
კითხვა გადაიტანე "ღვთისმეტყველების" განყოფილებაში "კითხვები"; აქ მხოლოდ მოძღვრის მიერ გაცემულ პასუხებზე ხდება დაზუსტება.
პოსტის ავტორი: death თარიღი: Feb 28 2010, 06:53 PM
ამ განყოფილების ვკითხულობდი და ერთერთ თემაში, კერძოდ:
ციტატა
უცხო ენებით საუბარზე
ერთერთი იუზერის კითხვაზე, ენებით ლაპარაკთან დაკავშირებით დაფიქსირდა ასეთი პასუხი:
ციტატა
მოციქულებს უნდა ექადაგათ უცხო ქვეყნებში, უცხო ენებზე. ამ ენების სწავლის დრო და საშვალება მათ არ ჰქონდათ, ამიტომ ღმერთმა სასწაულებრივად მიანიჭა ამის უნარი. მოციქულთა პერიოდის შემდეგაც მომხდარა ისე, რომ მისიონერი უცხო ქვეყანაში ჩასულა და იქაურ ენაზე უქადაგია ქრისტეს სახარება, მაგ. წმ. ნინო, წმ. ცამეტი ასურელი მამა.
თუ ეს პასუხი თავის თავში მოიაზრებს ზოგადად ენებით ლაპარაკს და აქცენტირებას არ ახდენს მარტო საქ. II თავზე, მაშინ არ შეესაბამიბა სიმართლეს. კორინთოელების I ეპისტოლედან ნათლად ვხედავთ, რომ ენებით ლაპარაკის არ გამოიყენებოდა მარტო სახარების გასავრცელებლად, არამედ ეს იყო ღმერთთან ურთიერთობის გარკვეული ფორმაც. საერთოდ სახარების გავრცელებაც ენების ნიჭის წყალობით საკმაოდ ბუნდოვანია, რის ფაქტებსაც საქ 2 თავის იქით ვერსად ვერ ვხედავთ ვერც ბიბლიაში და ვერც წმიდან გადმოცემაში. ეკლესიის მამათაგან ზოგიერთი (ყველა არ მაქვს წაკითხული) საქ, II თავში მოციქულების მიერ ენებით ლაპარაკის ფაქტს ხსნიან, როგორც ღვთის სახარების დამოწების წინასწარმეტყველბას ყველა ენაზე. მაგ ნეტარი ავგუსტინე ასე განმარტავს ამ ადგილს:
"В ранние времена Святой Дух изливался на верующих, и они говорили на языках, которых не учили, ибо Дух давал им дар речи. Это были знаки, приуроченные к времени. Потому что подобало, чтобы являлся этот знак Святого Духа на всех языках, чтобы засвидетельствовать, что Господне Евангелие будет проповедано на всех языках и во всех концах земли. Это было сделано для знамения, и это миновало. Ожидаем ли мы теперь, чтобы те, на кого будут возложены руки (во время конфирмации), заговорили на языках? Или когда мы возлагали свою руку на этих детей, ожидал ли каждый из нас, что они начнут говорить на языках? И, увидев, что они не говорят на языках (т. е. после конфирмации), оказался ли кто из нас так развращен в своем сердце, чтобы сказать: «Они не получили Святого Духа?"რაც შეეხება ამ ნიჭის არსებობას დღვანდელ დღეს. მართლმადიდებლურ ეკლესიაში არ არის ჩამოყალიბებული პოზიცია ამასთან დაკავშირებით, ამიტომ გადაჭრით რამის თქმა მემგონი გადაჭარბებულია.
საინტერესო პოზიცია აქვს ამ საკითხზე ამერიკის მართლმადდიებლური ეკლესიის მოძღვარს - ჯონ მატუსიაკს:
Concerning the gifts of the Holy Spirit and specifically speaking in new tongues, I offer the following observations:
While the Orthodox Church does not deny this gift in any way, it does acknowledge that this gift is rarely given, spontaneous, and only evident in cases of need. On the day of Pentecost, as we read in the Acts of the Apostles, the apostles proclaimed the Good News to all who would listen. Acts notes that there were many people from many lands in Jerusalem at the time, celebrating the Jewish feast of Pentecost. Many languages were spoken. Acts continues by stating that every one in the crowd heard and understood the apostles as if they were speaking in their own tongues. This gives rise to speculation: does speaking in tongues mean that someone is speaking in a language he or she does not know, or does it imply that he or she is speaking in his or her own language but that the Holy Spirit miraculously enables his or her listeners to understand, even if his or her listeners do not know the speaker's language?
It follows that on the day of Pentecost there was a clear need for this manifestation: everyone was from a different land and spoke a different language. However, everyone understood. This clearly implies that speaking in tongues is not meaningless babbling, but readily understood speech and language.
While on the day of Pentecost there was a need, due to varying languages, in the case of a group of people who all speak and understand the same language, what would be the purpose of tongues? In Scripture we do not find other indications or references to the apostles speaking in tongues, other than on the day of Pentecost. Perhaps it was because no such need had made itself evident.
It is only my personal opinion, but I think the Orthodox Church would say that "regularly scheduled" speaking in tongue sessions conducted by individuals who speak the same language somehow miss the point. For example, it seems inconceivable to say, "Welcome to our mid-week prayer service. From 7:00 until 7:30 we will pray and sing hymns, and then we will speak in tongues."
If everyone speaks the same language, what is being revealed? If what is uttered is not intelligible to the hearers, what is being communicated?
If it is a way of showing who in a congregation is filled with the Holy Spirit and who isn't, it constitutes heresy, for the Holy Spirit is everywhere present and fills all things, including those individuals who have been created in God's image and likeness yet who reject the very notion. Scripture is very clear that the gifts of the Holy Spirit are never to become sources of personal pride.
With regard to miracles, surely there can be no end to the age of miracles, for God is present everywhere and at all times in the midst of His people. This in itself is a miracle.
If, however, by miracles we are referring only to physical healings, flashing lights, unexplained phenomena, and the like, then we may very well be disappointed. Christ Himself condemned those who continually wished to see signs, or miracles. And Scripture is clear that even those who witnessed miracles with their own eyes often rejected that which they had experienced.
Read the account of the resurrection of Lazarus; everyone witnessed Lazarus walking out of his tomb, yet Scripture says that immediately this created a division among the people, with some greeting Christ the very next day with palm branches as He entered Jerusalem while other witnesses sought a means by which they might put Him to death. "If we don't stop Him, the whole world will chase after Him."
Indeed, we believe in miracles -- the real miracle, however, is discoverning God's presence in our lives; discerning His voice, small and still as it may be, as the Prophet Elijah did -- and keeping still and silent so we can hear His voice and discern His will for our lives; accepting His call and invitation to live in this world while not being of this world; etc. Healings do occur, but as Christ Himself states in every case, healings are not only signs of God's power and love but also signs of tremendous faith on the part of the one healed -- "Your faith has made you whole."
Finally, one of the greatest miracles that can occur today, in this age of personal issues, lack of self esteem, and the ongoing search to discover "who am I," is the recognition of ourselves and our very lives as miracles. As Saint John of Kronstadt, the late-19th century Orthodox saint, once wrote, "Lord, I am a miracle of Thy love. ..."
With regard to what we might call phenomenal miracles -- weeping icons, faces of Jesus appearing on walls, and the like -- Saint John Chrysostom offers good advice: they may be a revelation from God, or they may be a deception from Satan. If we are living according to the teachings and example of Christ, however, we should not make much of them.
პოსტის ავტორი: kusana თარიღი: Mar 6 2010, 06:26 PM
პაპაჩემის ნათლულის დისშვილს შემიძლია თუ არა დაუკავშირო ჩემი ბედი?
პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Mar 6 2010, 08:49 PM
ციტატა
პაპაჩემის ნათლულის დისშვილს შემიძლია თუ არა დაუკავშირო ჩემი ბედი?
რათქმაუნდა, იმიტომ რომ მირონით ნათესავობა პაპაშენის ნათლულზე გადადის და არა მის დაზე...
თუმცა დამშვიდებული რომ იყო ეგ კითხვა "დაუსვით მოძღვარს კითხვაში" გადაიტანე.
პოსტის ავტორი: kusana თარიღი: Mar 7 2010, 01:01 AM
ციტატა(KAIROS @ Mar 6 2010, 08:49 PM)
რათქმაუნდა, იმიტომ რომ მირონით ნათესავობა პაპაშენის ნათლულზე გადადის და არა მის დაზე...
თუმცა დამშვიდებული რომ იყო ეგ კითხვა "დაუსვით მოძღვარს კითხვაში" გადაიტანე.
დიდი მადლობა
პოსტის ავტორი: liziko-liziko თარიღი: Mar 9 2010, 10:40 PM
..........................
მამაო რაღაც უნდა გკითხოთ ჩემი ბიძაშვილი ეგვიპტეში იყო და მუსლიმანი ბიჭი შეუყვარდა...ძალიან და იმასაც უყვარს...სიყვარული ხომ ღვთიური გრძნობაა, მაგრამ თუ ის ბიჭი არ მოინათლება, ქრისტიანად... ხომ არ შეიძლება მათი ერთად ყოფნა ხომ დანაშაულია?
პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Mar 10 2010, 04:49 AM
ციტატა(KAIROS @ Mar 20 2009, 12:44 AM)
მეგობრებო, თუ თქვენი კითხვა განკუთვნილია მხოლოდ მოძღვრისათვის, მაშინ დაწერეთ აქ:
http://church.ge/index.php?showforum=31
თუკი ფორუმელებისადმი აქ:
http://church.ge/index.php?showtopic=2846&st=340
ეს მხოლოდ მოძღვრის მიერ გაცემული პასუხზე დამატებითი კითხვების და დაზუსტების თემაა!
გმადლობთ;
კაიროსი!
კითხვები გადაიტანეთ მოძღვრისადმი კითხვებში...
პოსტის ავტორი: lch თარიღი: Apr 12 2010, 04:27 PM
ძალიან მაინტერესებს რა გრაფიკით ხდება შეკითხვებზე პასუხის გაცემა (საერთოდ თუ შემოდიან აქ მოძღვრები?), რამდენ ხნიანი ლოდინია საჭირო?...
P.S.
ფორუმის ეს განყოფილება ზედმეტად არ გეჩვენებად?...
პოსტის ავტორი: თომა თარიღი: Apr 19 2010, 11:38 PM
მე მაქვს უფლება გავხსნა თემა , დავუსვა კიტხვა მოზღვარს სრულიად სერიოზულად და დაველოდო პასუხს. რას გავს ეს საქციელი ჩემი ტემა დახურეს და წაშალეს!
პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Apr 19 2010, 11:43 PM
თომა
ციტატა
მე მაქვს უფლება გავხსნა თემა , დავუსვა კიტხვა მოზღვარს სრულიად სერიოზულად და დაველოდო პასუხს. რას გავს ეს საქციელი ჩემი ტემა დახურეს და წაშალეს!
მეც მაქვს უფლება არ მივიჩნიო კითხვა განყოფილებისთვის შესაფერისად და არქივში გადავიტანო.
პოსტის ავტორი: თომა თარიღი: Apr 19 2010, 11:59 PM
ციტატა(afxazi @ Apr 19 2010, 11:43 PM)
თომა
მეც მაქვს უფლება არ მივიჩნიო კითხვა განყოფილებისთვის შესაფერისად და არქივში გადავიტანო.
თქვენ არ ვიცი რას მიიჩნევთ და რას არა შეუფერებელ-შესაფერისად . მე ჩემი დამძიმებული სულიდან გამომდინარე , დავუსვი კითხვა მოძღვარს , ყველანირი ეთიკის და ზრილობის ფარგლებში- ველოდებოდი პასუხს. თქვენ აქ თუ რაიმე სხვა ქრისტიანული ფასეულობები გაქვთ არ ვიცი, ჩემი კითხვა პასუხს იმსახურებდა და გთხოვთ უკან ამოწიოთ თემების "საიქიოდან".
პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Apr 20 2010, 12:02 AM
თომა
მაშინ გთხოვთ პირადად მისწეროთ
http://church.ge/index.php?showuser=296
ციტატა
თქვენ აქ თუ რაიმე სხვა ქრისტიანული ფასეულობები გაქვთ არ ვიცი
ასეთი კითხვის დამსმელს ამ სიტყვების თქმის უფლება მე მგონი არა აქვს.
პოსტის ავტორი: terra თარიღი: Apr 20 2010, 12:07 AM
თომა
სჯობს მართლაც პირადად მისწერო
ძალიან მძიმე შემთხვევაა და დამაბრკოლებელი შეიძლება იყოს ბევრისთვის.
ამიტომ, აუცილებელი არაა ასე საჯაროდ ამის განცხადება.
მე, პირადად, შევდივარ შენს მდგომარეობაში და თანაგიგრძნობ. საშინლად ცუდ სიტუაციაში ხარ ჩავარდნილი.
ღმერთი შეგეწიოს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.
ყველას შეიძლება დაემართოს ეს და უარესიც.
საწყენი არაა მგონი
პოსტის ავტორი: lovely თარიღი: May 22 2010, 09:57 PM
სხვა თემაში დავპოსტე, მაგრამ პასუხი ვერ მივიღე... ან ყოველშემთხვევაში ჩემთვის გაუგებარია ასეთი პასუხი...
დავაკოპირებ თვენი ნებართვით...
lovely
ციტატა
მაინტერესებს... რატომ იკეტება ეკლესია საღამოს? ის ხომ ღვთის სახლია და ადამიანს ყოველთვის უნდა შეეძლოს მისვლა.
მე ვიცნობ ადამიანებს, რომელთაც ძალიან გაუჭირდათ ამ ნაბიჯის გადადგმა - რომ ეკლესიაში წასვლის გადაწყვეტილება მიეღოთ..
და დაკეტილი დახვდათ კარიბჭე ( ეს ხდება - ერთ-ერთ დიდ ქალაქში)
და
ადამიანი რომელიც დაკავებულია სამსახურში დილიდან საღამომდე ყოველდღიურად -
ეკლესიაში ვერ უნდა შედიოდეს?
მხევალი ნინოციტატა
24 საათიანი მომსახურება გინდა?
ჩემთვის პირადად ძალიან უსუსურია რასაც ამბობ. ანუ შენ ამბობ, რომ უცებ ადამიანს შეიძლება მოუვიდეს გაბრწინება და მოუნდეს ეკლესიაში წავსლა. ამის გამო, ყველა ეკლესია უნდა იყო ღია. ჩვენტან ციი, რომ ღია კი არა, დახურული ეკლესია გაძარცვეს, ამაიტომ, ცხადია ღიას სჭირდება დარაჯი, რომელიც არ დაიძინებს მთელი ღამე, რომ უეცარ გაბრწყინების მომლოდინე ადამიანს ჩაკეტილი კარი არ დაახვედროს.ანუ ამას ერთი დარაჯი არ ეყოფა. ადამიანს ყოველ რამე უძილობა არ შეუძლია. ანუ სხვადასხვა უნდა იყოს დარაჯი. ზოგი ეკლესია ძალიან დიდი და ეგებ ერთიც არ ეყოს. ... ბოჟე მოი... ეს ტექნიკური მხარეა ბოჟე მოი, რაც შეეხება სულიერს, ვერაფრით ვხდები, ღამე ეკლესია რატომ უნდა იყოს ღია.
იცი რა, მთელი თბილისის მასშტაბით ერთი ეკლესია მაინც რომ დავტოვოთ მთელი ღამე ღია, უეცრად ეკლესიაში წამსვლელი მაინც იტყვის საყვედრუს, მე გლდანში ვცხოვრობ და რაღა სიონია ღია, აბა ღამის 3 საათზე იქ როგორ მივიდეო. ხოომ ასეა? დაელოდე დილას და წადი მშვიდად. თუ ლოცვა გინდა, არც სახლშია ლოცვა აკრძAლული. თუ მოძღVართან საუბარი, დილამდე მოიცადე.
თუ მაინც და მაინც ღამე მოუნდა ეკლესიაში წასვლა და ეკლესიაში სიარული ღამე გადაწყვიტა და იმაზე გაბრაზდა რატომ არ დამხვდა ეკლესია ღიაო, დამიჯერე ასეთ ადამიანს ღია რომც დახვედროდა ეკლესია, მაინც არ გახდებოდა ეკლესიური, რადგან ეკლესიაში სიარულის ეს გადაწყვეტილებაა ცხოვრების წესზე, რაც რწმენას ეფუძნება. თუ ერთ წამს რაღაც გაგინათდა გონებაში, გაგაიხრდა და უცებ სანთლს ანთება მოგინდა, ცხადია ეს უცებვე ჩაქრება, გინდა ღია იყო და გინდა დახურული ეკლესია. თუ რწმენაა და სირული გინდა, მაშინ მოიცდი დილამდე. ბოლოს და ბოლოს შენ თუ გეძინება რამე და დასვენება გინდა, ასევეა სხვაც.
Lovelyციტატა
მხევალი ნინო
რა დაინახ ეასეთი უსუსური
ჯერ ერთი რა გამოთქმაა 24 საათიანი მომსახურება?! ეკლესია კერძო დაწესებულებაა? თუ შპს?
ან რატომ დასცინიხარ ადამიანს რომელსაც შეიძლება სწორედ ეგ "უეცარი გაბრწყინება" ეწვიოს? ადამიანს რომელიც არასოდეს ყოფილა ტაძარში და რომელსაც უმძიმს და სურვილი აქვს - ეკლესიაში მივიდეს და რაც შეიძლება ახლოს იგრძნოს უფალთან თავი - ეს საათებზე უნდა იყოს დამოკიდებული?
(ამ შემთხვევაში საგამოს 6 საათი იყო ნაგულისხმევი, რეგიონში , ერთ ერთ ქალაქში)
და არც საკუთარ სურვილებზე და ჩემს თავზე არ მომიყვანია მაგალითი...
ამავე დროს, არც ერთ დღეში - ადამიანის რწმენაზე მოქცევაში - მეპარება ეჭვი,
და არც იმას ვუარყოფ რომ ეკლესიები იძარცვება..
ნუთუ ასეთი მიუღებელია ეს ყველაფერი რაც ზემოთ დავწერე?
მართლა მაინტერესებს...
პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: May 22 2010, 10:04 PM
ციტატა(lovely @ May 22 2010, 09:57 PM)
Lovely
ნუთუ ასეთი მიუღებელია ეს ყველაფერი რაც ზემოთ დავწერე?
მართლა მაინტერესებს...
არარი მიუღებელი ჩემთვის პირადად მეც ბევრჯერ მდომებია საღამოს ან თუგინდ გვიანაც ტაძარში მისვლა
პოსტის ავტორი: აბე თარიღი: May 22 2010, 11:08 PM
lovely
თუ გული გულობს, ასეთი რამეები პრობლემას ვერ შეგვიქმნის. ისეთი ადამიანი, რომელსაც ეკლესიაში მისვლა სურს ნუგეშის მისაღებად, დასამშვიდებლად, ფაქტიურად ეკლესიაში გარკვეული მოთხოვნილებების გამო მიდის და არა ღვთის სადიდებლად. შეიძლება შეწყალება კი ითხოვოს ასეთმა ადამიანმა ღვთისგან, მაგრამ თუ თავის თავს ჩაუკვირდება, მიხვდება, რომ შეწყალებასაც დამშვიდების, ნუგეშის მიღების მიზნით სთხოვს - ილოცებს და დამშვიდებული, რომ ღმერთი აპატიებს ცოდვებს, წავა სახლში.
მინდა ერთ-ერთი სოციალური კვლევის შედეგებზე გითხრა ორიოდე სიტყვა. დადგინდა, რომ მდიდარი ადამიანების საკმაოდ დიდი ნაწილი, რომლებიც ხშირად ეწევიან ქველმოქმედებას, ამას თურმე საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მიზნით აკეთებენ.
ასევე გეტყვი ჩემი ერთი ნაცნობის შესახებ. მას მიაჩნია, რომ მამაკაცისთვის მრუშობა დასაშვებია და ეს სულაც არ არის მრუშობა, უბრალოდ ბიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილებაა და მეტი არაფერი; გოგოს კი არა აქვს ამის უფლება. მე გოგონებს არ ვუთანაგრძნობ ამ შემთხვევაში, პირიქით, ვაკრიტიკებ ამ ადამიანის შეხედულებას აღნიშნულთან დაკავშირებით. ეს ადამიანი ამბობს, რომ უნდა ეკლესიაში სიარულის დაწყება და ვერაფრით გადადგა ეს ნაბიჯი. რომც გადადგას ეს ნაბიჯი, იგი ჯერ-ჯერობით არ შეიცვლის თავის შეხედულებას მრუშობასთან დაკავშირებით. ანუ ამ ადამიანს უნდა ეკლესია თავისი მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით გამოიყენოს. რა მოთხოვნილების? სინდისთან გამართლების მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით. მას აწუხებს სინდისი, რომ ეკლესიაში არ დადის. მაგრამ იმაში არ აწუხებს სინდისი, რომ პერიოდულად მრუშობას ამართლებს მამაკაცისთვის. მე არ მესმის, როგორ შეიძლება ადამიანი აპირებდე ეკლესიაში სიარულის დაწყებას და მის საიდუმლოებებში მონაწილეობას (განსაკუთრებით აღვნიშნავ ქრისტეს ყოვლად-წმიდა და ყოვლად-პატიოსან სისხლთან და ხორცთან მიახლებას - ზიარებას) და არ აპირებდე მრუშობის შესახებ აზრის შეცვლას სწორი მიმართულებით. ეს ალბათ კლასიკური შემთხვევაა, არის სხვა უამრავი შემთხვევა, როდესაც ადამიანებს წარმოადგენაც არა აქვთ, რომ ეკლესიურობის დაწყება გულისხმობს საკუთარი თავის ფერისცვალების გამუდმებულ მცდელობას და ასე აპირებენ სინდისისაგან გათავისუფლებას.
მხევალმა ნინომ ჩემი აზრით სიტყვა "მომსახურება" სწორედ მაგიტომ ახსენა, რომ ადამიანები ეკლესიისგან გარკვეული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ითხოვენ. ადამიანი, რომელიც ასე არ ფიქრობს, იგი ყოველთვის უარს იტყვის არა მხოლოდ ამგვარ მოთხოვნილებებზე, არამედ ეკლესიისაგან მეტი კომფორტის მოთხოვნილებებზეც, იქნება ეს სკამების არსებობა ეკლესიაში, ეკლესიის 24 საათიანი გახსნილობა თუ რაიმე სხვა. ჩვენ უნდა დავფიქრდეთ, არის კი საერთოდ კომფორტი ზოგადად ამ ცხოვრებაში კარგი (არა მხოლოდ ეკლესიურ ქსპექტში, ყოფით ასპექტში)? როგორც წმინდა მამები გვასწავლიან ადამიანი უნდა დაკმაყოფილდეს მხოლოდ აუცილებელს, სხვა დანარჩენზე უარი თქვას. ასკეზა ხომ ბერ-მონაზვნების საქმეაო იკითხავს ადამიანი. ასკეზა ყოველი ადამიანისათვის არის საშუალება უფალთან დაახლოებისა, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ერში ეს ვერ განცორციელდება ისე, როგორც მონასტერში. მოდით გავიხსენოთ უფლის იგავი მთესველის შესახებ. ის მარცვლები, რომლებიც გზაზე, კლდოვან ნიადაგზე და ეკალში ჩავარდა დაიღუპა, ხოლო ის მარცვლები, რომლებიც კეთილ ნიადაგზე დაეცა ამოვიდა და გამოიღო ნაყოფი, ზოგმა 30, ზოგმა 60 და ზოგმა 100. ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელის განმარტებით ეს რიცხვები შემდეგს ნიშნავს. "ასი" არის ნაყოფი ბერ-მონაზვნებისა, "სამოცი" არის ნაყოფი საერო პირებისა, რომლებიც თუ სწორად მასოვს არიან ჩვენნაირ ადამიანებზე გაცილებით მაღლა თავიანთი ღვაწლით და "ოცდაათი" არის ნაყოფი რომლის გამოღებასაც ვნატრობთ ჩვენ, უბრალო ერისკაცები. რა თქმა უნდა ადამიანთა ეს სამივე კატეგორია ნატრობს თავიანთი ნაყოფის გამოღებას და გარანტირებული არცერთს არა აქვს, რომ "შედეგი ნულით" არ დაასრულებს ამქვეყნიურ ცხოვრებას. თუმცა როგორც მაცხოვარმა ბრძანა სახარებაში ამ იგავში, არ წარწყმედილა ის მარცვლები, რომლებმაც იმატა სამოცად და ოცდაათად - მათაც, ისევე, როგორც ასად ნამატმა მარცვალმა, გაიხარეს. მაშასადამე, იმის გამო, რომ ერში ისეთი ასკეზა შეუძლებელია, რროგორიც მონასტერში, შედეგიც განსხვავებული გვექნება, მაგრამ არცერთი არ წარვწყმდებით, თუ სიცოცხლის ბოლომდე ვუერთგულებთ უფალს და მაქსიმალურად შევეცდებით მისი მცნებების აღსრულებას.
მაგრამ აქ არ შეიძლება არ შევნიშნოთ ისიც, რომ ადამიანი შედეგისთვის არ უნდა იღწვოდეს, სიმბოლურად 30-ის, 60-ისა თუ 100-ისთვის. ჭეშმარიტ მართლმადიდებელს არ უნდა აინტერესებდეს რა შედეგს მიიღებს, სამოთხის რომელ სავანეში დაივანებს. უფრო მეტიც, მისთვის მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს იმასაც კი, რომ ჯოჯოხეთში მოხვდეს. მისთვის მთავარი უნდა იყოს არა სამოთხე და მისი რომელიმე სავანე (ყველა სავანეში სხვადასხვა "დოზით" არისო ნეტარება, როგორც გამიგია), არამედ ღმერთი და ღმრთისადმი ერთგულება. რა თქმა უნდა, თუ ადამიანისთვის ღმრთისათვის ერთგულებაა მთავარი, ის "ავტომატურად" სამოთხეშიც ხვდება, მაგრამ სამოთხე მაინც არ უნდა იყოს მიზანი ადამიანისა. ადამიანის მიზანი უნდა იყოს ღმერთს უერთგულოს ყოველი წუთისა და წამის განმავლობაში მისი ცხოვრების მანძილზე.
და ბოლოს, ადამიანი, რომელიც ამგვარი ცხოვრების დასაწყებად აპირებს ეკლესიაში მისვლას, როგორიც მე შეძლებისდაგვარად აღვწერე ზემოთ (მიზანი: ღმერთი და არა სამოთხე. მიზნის მიღწევის ერთ-ერთი გზა: შეძლებისდაგვარად ასკეზა.), იგი შეწუხდება იმის გამო, რომ ეკლესია დაკეტილი დახვდება ღამით? უფრო სწორედ, ასეთი ადამიანი ეკლესიაში არც მივა მაშინ "როცა თვითონ აწყობს ყველაზე უკეთ", არამედ ასეთი ადამიანი სამსახურში გაეთავისუფლება, ვინმეს სმენას გაუცვლის, საქმეებს გადადებს, ყველა ღონეს იხმარს, რომ ეკლესიაში დღისით მისვლა მოახერხოს. ასეთი ადამიანი სახლში ლოცვის შედეგად ნუგეშის მიღებაზეც არ იფიქრებს, როგორც ბევრი ფიქრობს, არამედ ასეთი ადამიანი იფიქრებს იმ მთავარ საზრუნავზე, თუ როგორ სათნო-ეყოს ღმერთს. ხოლო როდესაც უფალი მას ნუგეშსა და სულიერ სიხარულს მიჰმადლებს, მადლიერებით მიიღებს ამ სიხარულს, გაიხარებს და ადიდებს უფალს.
პოსტის ავტორი: აბე თარიღი: May 23 2010, 04:56 PM
lovely
ერთსაც დავამატებ.
შეიძლება ადამიანმა იკითხოს, ეგეთი რამეები რაც შენ (ანუ მე) დაწერე, როგორ შეიძლება იცოდეს ეკლესიაში პირველად მისულმაო.
აი ადამიანი, რომელიც უარყოფდა მართლმადიდებლობას, რომელიც ჩვენს ფორუმზე წერდა:
ციტატა(guest1 @ Apr 6 2010, 01:25 AM)
შენი რწმენის საფუძველი არაფრით არ განსხვავდება ჩემი რწმენის საფუძვლებისაგან. თუ განსხვავდება იმით, რომ შენი რწმენა საბოლოოდ ეგოისტურია, კარგს აკეთებ იმისათვის, რომ სამოთხეში მოხვდე.
საბოლოოდ დაინახა, რომ მართლმადიდებლობა არის ის რელიგია, რომელსაც საერთოდ არ აინტერესებს სამოთხე, არამედ ღმერთისთვის სათნო-ყოფა, ღვთის ერთგულება და დაუბრუნდა დედა ეკლესიას.
ციტატა(guest1 @ Apr 15 2010, 10:04 AM)
ძმანო მართლმადიდებელნო
ლოცვები მჭრიდება გიაურ ქართველს სულის სამკურნალებლად
ვუბრნუდები დედა ეკლესიას
შემდეგი ლოცვები სად ვნახო:
დილის ლოცვა
საღამოს ლოცვა
მამის ლოცვა
დედის ლოცვა
ჭამის წინ და შემდეგ ლოცვა
საქმის დაწყების წინ და საქმის დამთვარების შემდეგ ლოცვა
მოგზაურობის დროს ლოცვა
საქართველოში არ ვიმყოფები და ეკლესიაში ვერ შევიძენ ამ ლოცვებს. სანამ ჩამოვალ მანამდე მინდა მჭირდება. კიდევ საპატრიარქოს ვებგვერდიც მინდა.
დიდება უფალს და გვფარავდეს ღმერთი ყველას. კიდევ ერთხელ პატიებას გთხოვთ სუყველას, თუ რაიმე გაწყენინეთ. ცოდვილი ვანო გთხოვთ პატიებას და ჩემგან ყველას ყველაფერი გაქვთ ნაპატიები.
თქვენი იმედი მაქვს!
როგორც ხედავ, ამ ადამიანისთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენდა არც ის, რომ საზღვარგარეთ იმყოფება!
ეს ადამიანი ხვდებოდა, რომ ეგოისტურია (უფრო კორექტული იქნება, თუ ვიტყვით - ანგარებიანია) სამოთხის დამკვიდრებისათვის კეთილი საქმეების გაკეთება, დაინახა, რომ მართლმადიდებლობა სწორედაც რომ ღმერთის ძიებას ასწავლიდა და არა სამოთხის ძიებას და გახდა მორწმუნე.
ახლა კიდევ იტყვის ვინმე, რომ ახალბედამ არ შეიძლება იცოდეს ეგეთი რამეებიო?! აი ცოცხალი მაგალითი თქვენს წინაშეა. ამის ცოდნას არ სჭირდება სასულიერო სასწავლებლის დამთავრება და დიპლომის დაცვა. ამის ცოდნას არც საქართველოში ყოფნა სჭირდება, სადაც შენს ენაზე გაიგებ სხვადასხვა მღვლებისა თუ მეუფეების ქადაგებებს ტელევიზორში მაინც. ამის ცოდნას აბსოლუტურად არაფერი სჭირდება, გარდა ჭეშმარიტების ძიებისა. ვინც ჭეშმარიტებას ეძიებს, იპოვის, როგორც ამ ადამიანმა იპოვა და მისთვის არ იქნება არანაირი დაბრკოლება ეკლესიურად გახდომისთვის.
თუ ჭეშმარიტების ძიებაც არ უნდა ადამიანს, ან არ შეუძლია ინტელექტუალურად, იმას მაინც ხომ უნდა ხვდებოდეს, რომ ეკლესია არ არის ფსიქო-სოციალური მკურნალობის ცენტრი, სადაც მთელი კვირის უარყოფითი მუხტებითა და ემოციებით დატვირთული ადამიანები შვებისა და ნუგეშის "ყიდვას" შეძლებენ, რომლის საფასურიც ნებაყოფლობითია, იქნება ეს სანთლის, ხატისა თუ რაიმე სხვის შეძენა. ეს რომ ასე არ არის, ამასაც თუ ვერ ხვდება ადამიანი, მაშინ ის უბრალოდ ბრმაა. მისთვის გაურკვეველია ისიც, თუ რატომ უწესებს ეკლესია მარხვას ადამიანებს. ფიქრობენ, ეკლესია ხომ ადამიანს შვებას აძლევს, მის ნერვულ სისტემას ამშვიდებს და იმედით განმსჭვალავს და ძალებს მატებს, მაშ რაღატომ ითხოვს ამავე დროულად მარხვების დაცვასო, რაღად ტანჯავს ადამიანებს მარხვითო?! ოდნავ ტვინის განძრევაც არ უნდათ, რომ მიხვდნენ, მარხვაც და სხვა ყველაფერიც ადამიანის სულიერი ფერისცვალებისთვის არის.
ასეა ჩემო ძვირფასო ადამიანო,
ეკლესიაში ნომინალურად მისვლა არაა მთავარი, მთავარია რა დამოკიდებულებით მიდიხარ. ხოლო თუ დამოკიდებულება სწორია, შენთვის დაბრკოლებას არაფერი წარმოადგენს.
ნაწილობრივ სწორი მაინც ხომ უნდა იყოს შენი დამოკიდებულება: თუ ვერ ხვდები, რომ სამოთხე არ უნდა გაიხადო მიზნად, არამედ ღმერთი, იმას მაინც ხომ უნდა ხვდებოდე, რომ ეკლესიაში მისვლით შენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამქვეყნიური მიზანი კი არ შესრულებულდა და დამთავრდა, არამედ ყველაფერი ახლა უნდა დაიწყოს. ამას იმით მაინც ვერ უნდა ხვდებოდე, რომ ეკლესიური ხალხი აღსარებებს აბარებს და ცდილობენ მეორედ აღარ ჩაიდინონ იგივე ცოდვები?! ან, როგორც ზემოთ ვთქვი, როდესაც ხედავ, რომ ეკლესიური ხალხი მარხულობს, ამანაც ვერ უნდა მიგახვედროს, რომ ადამიანი საკუთარი თავის სრულყოფაზე უნდა ზრუნავდეს "რაღაცისთვის"?! ხოლო თუ რა არის ეს "რაღაცა", ამას მერე გაიგებს, მოგვიანებით, როდესაც მცირე საფუძველი ექნება იმისათვის, რომ მიხვდეს... თუ ამ ელემენტარულებს მაინც ვერ მიხვდა ადამიანი, მისთვის დაბრკოლება იქნება ისიც, რომ ეკლესიის ჭიშკარი გადასაღებია ("გადასაკრასკია"), ზოგიერთი ტაძარი პატარაა და გარედან უსმენენ დინამიკების მეშვეობით მსახურებას, ხანდახან მსახურებების დროს წიმა მოდის, მღვდელს არა აქვს მელოდიურად კითხვის ნიჭი, ეკლესიის ეზოში ხეები არ არის, ან თუნდაც ის, რომ ეკლესია ზღვის დონიდან ოდნავ მაღლაა აშენებული და ერთი 100 მეტრით დაბლა უნდა ყოფილიყო...
საქმე იმაშია, რომ ამელემენტარული რამეების მიხვედრა ყველას კი შეძლია, მაგრამ არ სურთ, რომ მიხვდნენ, არ სურთ თავი შეიწუხონ ასეთ საკითხებზე ფიქრით... არ სურთ დრო დაკარგონ იმაში, რომ გაიგონ რა არის ის რელიგია, რომელსაც მისდევს მისი თანამემამულენი და რომელსაც ეწირებოდნენ 2 000 წლის განმავლობაში ადამიანები. არ სურთ თავი შეიწუხონ და ოდნავ ზედაპირულად მაინც გაიგონ რა არის ის სარწმუნოება, რომლისთვისაც ერთ დღეს 100 000 ადამიანი ეწამა! წიგნში წაკითხვასა და კომპეტენტური ადამიანებისთვის კითხვას აღარ ვჩივი, ფიქრიც ეზაებათ!
მოდი და ეხლა ასეთ ადამიანს დაუყენე 3 დარაჯი თვეში მორიგეობით იმისათვის, რომ ღამის 3 საათზე მივიდეს ეკლესიაში, რისთვის თვითონაც რომ არ იცის!
პოსტის ავტორი: tatoabdushelishvili თარიღი: Jun 11 2010, 11:01 PM
მამაო მე მაინტერესებს ნაკურთხია თუ არა ის ხატები რასაც ჩვენ ვყიდულობთ საეკლესიო მაღაზიებში? მადლობთ
პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Jun 12 2010, 12:21 PM
ციტატა(tatoabdushelishvili @ Jun 12 2010, 12:01 AM)
ნაკურთხია თუ არა ის ხატები რასაც ჩვენ ვყიდულობთ საეკლესიო მაღაზიებში? მადლობთ
ამ თემაში ("პასუხების დაზუსტება") მოძღვარი აღარ პასუხობს სამწუხაროდ (დროის დეფიციტის გამო), ჩვენ ვპასუხობთ ხოლმე შეძლებისდაგვარად. თუ გნებავთ მოძღვარს დაუსვათ შეკითხვა, გახსენით ახალი თემა ამავე განყოფილებაში და მოძღვარი გიპასუხებთ (თუმცა მოცდა მოგიწევთ).
რაც შეეხება ჩემს პასუხს, მე ვიცი რომ არაა ნაკურთხი ხატები. როდესაც ხატს ვყიდულობ ხოლმე და საკურთხევლად მიმაქვს ეკლესიაში მოძღვარი მეკითხება ვის სახელზე ვაკურთხოვო... მაშასადამე, წინასწარ არ ეცოდინებათ ვინ იქნება ამა თუ იმ ხატის მყიდველი რომ მის სახელზე აკურთხონ. ამის საჭიროებაც არ არის.
პოსტის ავტორი: tatoabdushelishvili თარიღი: Jun 12 2010, 01:13 PM
მადლობთ ჩემო კარგო, აუცილებლად ვაკურთხებ დღეს ვაპირებ ჩემ მამაოსთან მისვლას და
პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Jun 12 2010, 07:07 PM
ციტატა(tatoabdushelishvili @ Jun 12 2010, 02:13 PM)
მადლობთ ჩემო კარგო, აუცილებლად ვაკურთხებ დღეს ვაპირებ ჩემ მამაოსთან მისვლას და
დაგლოცოს ღმერთმა
პოსტის ავტორი: m_b თარიღი: Jun 18 2010, 04:35 PM
მოგესალმებით!
აბე
ერთი კითხვა მაქვს ასეთი:
ჩემთან მოვიდა ერთი ადამიანი სახლში, მითხრა რომ უპატრონო ბავშვთა სახლს ეხმარებოდა და ხატი შეიძინეო. ვიფიქრე მოწყალებას გავიღებთქო და შევიძინე.
მაინტერესებს ზოგადად რამდენად მართებულია ხატების ქუჩაში შეძენა.
კიდევ ხატზე ასეთი რამ წერია უკან:
"ზესთამბრძოლო და უფალო, ჯოჯოხეთისა დამთრგუნველო, ვითარცა ხსნილი საუკუნოისა სიკვდილისაგან, ქებულებასა აღვსწერ შენდა მომართ დაბადებული და მონა შენი; არამედ ვითარცა გაქვს მოწყალება გამოუთქმელი, ყოვლისა განსაცდელისაგან მიხსენ მღაღადებელი შენი. იესო, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე."
რატომღაც ვფიქრობ რომ ეს არ არის მართლმადიდებლური, აი რატო წერია: "იესო, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე." და არა "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი."
თვითონ ხატიც უბრალო ქაღალდზეა დაბეჭდილი აი ისიც:
მაინტერესებს არის თუ არა ხატი მართლმადიდებლური და შეიძლება თუ არა დავაბრძანო ჩვეულებრივ სხვა ხატებთან ერთად და თუ არ შეიძლება მაშინ როგორ მოვიქცე?
დიდი მადლობა!
პოსტის ავტორი: tatoabdushelishvili თარიღი: Jun 21 2010, 12:37 AM
ჩემი აზრით შეილება
პოსტის ავტორი: +ვახტანგი+ თარიღი: Jun 21 2010, 01:53 PM
m_b
ეს ლოცვა არის http://www.orthodoxy.ge/lotsvani/akatisto/iesu.htm. პირველივე კონდაკია დაუჯდომლის. ხატიც და ლოცვაც მართმადიდებლურია. შეგიძლია ეგ ხატი სხვა ხატებთან ერთად დააბრძანო და ეგ ლოცვაც წაიკითხო ხოლმე.
მართებულია თუ არა ხატების ქუჩაში შეძენა - ამაზე პასუხი არ მაქვს. არის შემთხვევები როდესაც ბავშვები ფულს აგროვებენ თითქოს ეკლესიისათვის, სინამდივლეში კი იტყუებიან. მაგალითად: მამა დავიდი ბრძანებს რომ, გლდანში დადიოდნენ ბავშვებიო, რომლებიც იძახდნენ, რომ მთავარანგელოზთა ტაძრისთვის ფულის ვაგროვებთო. სინამდვილეში კი ეკლესიას არ გაუგზავნია ბავშვებიო.
ესეც ვიდეოს ლინკი: http://www.youtube.com/watch?v=tjpjDSbEyq8&feature=related
პოსტის ავტორი: tatoabdushelishvili თარიღი: Jun 21 2010, 04:34 PM
ციტატა(+ვახტანგი+ @ Jun 21 2010, 01:53 PM)
m_bეს ლოცვა არის http://www.orthodoxy.ge/lotsvani/akatisto/iesu.htm. პირველივე კონდაკია დაუჯდომლის. ხატიც და ლოცვაც მართმადიდებლურია. შეგიძლია ეგ ხატი სხვა ხატებთან ერთად დააბრძანო და ეგ ლოცვაც წაიკითხო ხოლმე.
მართებულია თუ არა ხატების ქუჩაში შეძენა - ამაზე პასუხი არ მაქვს. არის შემთხვევები როდესაც ბავშვები ფულს აგროვებენ თითქოს ეკლესიისათვის, სინამდივლეში კი იტყუებიან. მაგალითად: მამა დავიდი ბრძანებს რომ, გლდანში დადიოდნენ ბავშვებიო, რომლებიც იძახდნენ, რომ მთავარანგელოზთა ტაძრისთვის ფულის ვაგროვებთო. სინამდვილეში კი ეკლესიას არ გაუგზავნია ბავშვებიო.
ესეც ვიდეოს ლინკი: http://www.youtube.com/watch?v=tjpjDSbEyq8&feature=related
ძალიან ცუდათაც მოქცეულან
პოსტის ავტორი: m_b თარიღი: Jun 22 2010, 08:53 AM
+ვახტანგი+
tatoabdushelishvili
დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის
პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Jun 27 2010, 10:48 AM
ციტატა
მაინტერესებს ზოგადად რამდენად მართებულია ხატების ქუჩაში შეძენა.
ჯობს ეკლესიას დავეხმაროთ.
ციტატა
თქვენ მოგეხსენებათ, რომ ტაძარში მსახურობს ხალხი, ესენი არიან მგალობლები, მესანთლეები, მნათეები, დარაჯები, დამლაგებლები... ხშირად ტაძარში მიმდინარეობს ამა თუ იმ სახის სამუშაო, მაგ. მშენებლობა, მოხატვა, აღდგენა. ამ ყველაფერს სჭირდება თანხები. ტაძრის ერთად-ერთი შემოსავალია გაყიდული სანთლის, წიგნის თუ ხატის შედეგად შემოსული ფული. ჩვენს ტაძარში მაგალითად ოცზე მეტი თანამშრომელია, სასულიერო პირების გარდა. ამავე დროს ვიხდით ყველა არსებულ გადასახადს (დენს, გაზს, წყალს); ასე რომ თუ ტაძარს არ ექნა შემოსავალი, მას გაუჭირდება არსებობა. ის ვინც ტაძარში ყიდულობს სანთელს, სწირავს მას თავისი შემოსავლის რაღაც ნაწილს. ამ შემოწირულობით კი კეთდება ბევრი საქმე.
თბილისის, საბურთალოს სასაფლაოსთან არსებული მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი
დეკანოზი დავით ნოზაძე.
პოსტის ავტორი: terra თარიღი: Jul 9 2010, 01:55 AM
chafidze
მხოლოდ სიმართლე უთხარი, ამომწურავად და ნახავ როგორ გაუხარდება.
ეგეც უთხარი, რომ გრცხვენოდა მისვლა და მაინც გადალახე ბარიერი.
ისე კი, შენ ღმერთთან მიდიხარ და არა მამაოსთან.
მე უარესი ჩავარდნები მქონია და უფრო დიდხნიანი, მაგრამ ყოველთვის სიხარულით და ბუნებრივად მიღებდა მამაო.
არაა პრობლემა
ძალით ნუ შეიქმნი.
პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Jul 9 2010, 11:22 AM
ციტატა(chafidze @ Jul 9 2010, 02:38 AM)
გამარჯობათ, ერთი კითხვა მაქვს.... : მე და ჩემა ორმა ზმაკაცმა დავიწყეთ ეკლესიაში სიარული თავიდანნ გვიხაროდა რო დავდიოდით ყოველ შაბათ და კვირას და ოთხშაბათს ეკლესიაში ვიყავით, დაახლოვებით ეს გრძელდებოდა 3,4 თვე ამ დროის გავნალობაში მამაო ზეთს გვცხებდა,აგსარებებს ვაბარებდით,და ბოლოს გიორგობა რო იყო მაშინ ვიყავი ეკლესიაში ამ დროის განვაოლობაში არ შევსულვარ ეკლესიაში.... გიორგობაზე მამაომ მაზიარა და მაგრად გამიხარდა,მარა ეხლა ეკლესიაში არ ვყოფილვარ გიორგიბის მერე,არც სახლში ვკითხულობ ლოცვებს,სახშიც ცუდათ ვიქცევი და უფრო ცუდათ ვიქცევიი.... და ეხლა რა მაინტერესებს მაგრად მცხვენია მამაოსთან რო მივიდე და ეს ყველაფერი ვუამბო ამდენი ხანი რო არ დავდიოდი რა პასუხი გავცე??? რო მკითხოს სად იყავივო რა ვუპასუხოო ???
როგორც მოძღვრებისგან მსმენია თავიდან ეკლესიაში სიხარული იმიტომ გვიადვილდება, გვიხარია და აღფრთოვანებული ვართ, რომ ამ დროს ღვთის მადლი მოქმედებს ჩვენზე. შემდეგ ეს მადლი განგვეშორება, რათა უკვე ჩვენ თავად ვიბრძოლოთ (არ დავიზაროთ ლოცვების წაკითხვა, ეკლესიაში სიარული, თავი შევიკავოთ ცუდად მოქცევისგან). უწინ, როდესაც მადლი იყო ჩვენთან და ყველაფერს სიხარულით ვაკეთებდით და არაფერი გვეძნელებოდა, ეგ იმიტომ იყო, რომ ღმერთი იბრძოდა ჩვენს მაგივრად, ანუ ღვთის მადლი იყო ჩვენზე. ახლა კი გამოცდა გვაქვს ჩასაბარებელი. ჩვენ თავად უნდა დავუმტკიცოთ უფალს, რომ გვინდა მასთან მყოფობა, გვსურს მისი გზით სიარული. ამიტომ ამ ეტაპზე თავს ძალა უნდა დავატანოთ და აღვასრულოთ ყოველივე, რაც გვევალება და დავანახოთ უფალს, რომ ჩვენ გვსურს მისი ერთგულება.
არ გეგონოს ძამიკო/დაიკო, რომ მე ზარმაცი არა ვარ. მეც სამწუხაროდ ვერ ჩავაბარე უფლის ეს გამოცდა და აი მხოლოდ რამდენიმე დღის წინ მივიღე გადაწყვეტილება, რომ ლოცვები და ეკლესიაში სიარული არ დავიზარო. 3 დღეა დილა-საღამოს ლოცვები არ დამიზარებია, თავს ძალას ვატან.
შეგვეწიოს უფალი და გაგვაძლიეროს!
პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jul 9 2010, 11:27 AM
ციტატა
უწინ, როდესაც მადლი იყო ჩვენთან
ცოტა უცნაური პასუხია აბე, გამოდის როცა ადამიანი არ იყო ეკლესიური და საკრამენტალური კავშირი არ ქონდა ღმერთთან, მაშინ იყო მასთან მადლი და მერე უცებ, როცა დაიწყო ასეთი ცხოვრება მადლი აღარ აქვს, არაა სწორი.
სინამდვილეში ენთუზიაზმით იწყება ყველა კარგი საქმე, მონდომებით და სურვილებით, აი როცა ქმედითობაზე მიდგება ჯერი, მერე ჭირს, აი ეს პერიოდი აქვს ჩვენს მეგობარს, და თუ მოინდომებს დაძლევს, დააძლევინებს ის მადლი, რომელიც ზიარების დროს მიიღო, და რომელიც მას არც განშორებია.
ზოგადად კი აჯობებს, რომ ეს კითხვა გადაიტანონ მოძღვრისადმი კითხვაში და იქ უპასუხებენ.
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 9 2010, 04:14 PM
ციტატა(chafidze @ Jul 9 2010, 01:38 AM)
გამარჯობათ, ერთი კითხვა მაქვს.... : მე და ჩემა ორმა ზმაკაცმა დავიწყეთ ეკლესიაში სიარული თავიდანნ გვიხაროდა რო დავდიოდით ყოველ შაბათ და კვირას და ოთხშაბათს ეკლესიაში ვიყავით, დაახლოვებით ეს გრძელდებოდა 3,4 თვე ამ დროის გავნალობაში მამაო ზეთს გვცხებდა,აგსარებებს ვაბარებდით,და ბოლოს გიორგობა რო იყო მაშინ ვიყავი ეკლესიაში ამ დროის განვაოლობაში არ შევსულვარ ეკლესიაში.... გიორგობაზე მამაომ მაზიარა და მაგრად გამიხარდა,მარა ეხლა ეკლესიაში არ ვყოფილვარ გიორგიბის მერე,არც სახლში ვკითხულობ ლოცვებს,სახშიც ცუდათ ვიქცევი და უფრო ცუდათ ვიქცევიი.... და ეხლა რა მაინტერესებს მაგრად მცხვენია მამაოსთან რო მივიდე და ეს ყველაფერი ვუამბო ამდენი ხანი რო არ დავდიოდი რა პასუხი გავცე??? რო მკითხოს სად იყავივო რა ვუპასუხოო ???
აუცილებლად მიდი ტაძარში წირვა-ლოცვაზე
ისევ ისეთი ბედნიერი იქნები
შენნაირი ჩავარდნა მეც მქონდა და რომ მივედი ტაძარში, ზეთისცხებისას მამაომ მითხრა, დიდება შენს გამობრწყინებას, რამე ხომ არ გაწყენინე რომ არ დადიოდიო
მისმა იუმორით ნათქვამმა სიტყვებმა ისე იმოქმედა რომ ახლა ყოველ შაბათ-კვირას დავდივარ და ვეზიარები
პოსტის ავტორი: terra თარიღი: Jul 9 2010, 06:15 PM
KAIROS
ციტატა
ცოტა უცნაური პასუხია აბე, გამოდის როცა ადამიანი არ იყო ეკლესიური და საკრამენტალური კავშირი არ ქონდა ღმერთთან, მაშინ იყო მასთან მადლი და მერე უცებ, როცა დაიწყო ასეთი ცხოვრება მადლი აღარ აქვს, არაა სწორი.
აბემ იგულისხმა არა ის პერიოდი, სანამ ეკლესიაში მივიდოდით, არამედ ჩვენი ეკლესიური ცხოვრების დასაწყისი პერიოდი.
მეც განმიცდია ზუსტად იგივე და ორივე ხელით ვეთანხმები.
პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jul 9 2010, 07:42 PM
ციტატა
აბემ იგულისხმა
მე არ ვიცი რა იგულისხმა
რაც წერია, დამაბნეველია და ამიტომაც ვურჩიე რომ მოძღვარს დაეკითხოს
პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Jul 10 2010, 12:46 AM
ციტატა(KAIROS @ Jul 9 2010, 08:42 PM)
მე არ ვიცი რა იგულისხმა
რაც წერია, დამაბნეველია და ამიტომაც ვურჩიე რომ მოძღვარს დაეკითხოს
რატომაა დამაბნეველი. გასაგებად წერია:
ციტატა
თავიდან ეკლესიაში სიხარული იმიტომ გვიადვილდება, გვიხარია და აღფრთოვანებული ვართ, რომ ამ დროს ღვთის მადლი მოქმედებს ჩვენზე.
პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jul 10 2010, 12:48 AM
ციტატა
თავიდან ... ღვთის მადლი მოქმედებს ჩვენზე.
ღვთის მადლი მერეც მოქმედებს აბე.
მოკლედ არ გვინდა კამათი, საკამათო და ბუნდოვანი იყო შენი პასუხი.
რატომ მეკამათები, დავუთმოთ კითხვა მოძღვარს.
პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Jul 10 2010, 01:09 AM
ციტატა(KAIROS @ Jul 10 2010, 01:48 AM)
ღვთის მადლი მერეც მოქმედებს აბე.
მოკლედ არ გვინდა კამათი, საკამათო და ბუნდოვანი იყო შენი პასუხი.
რატომ მეკამათები, დავუთმოთ კითხვა მოძღვარს.
მე დავწერე მამაოებისგან ასე მსმენია მეთქი. მადლი ალბათ მერეც მოქმედებს, მაგრამ ალბათ იმ დოზით აღარ გარკვეული პერიოდის განმავლობაში. მე ხომ არ დამიწერია გინდა თუ არა ესეა მეთქი, არამედ ასე მსმენია მეთქი.
კითხვა გადამაქ მოძღვრის განყოფილებაში.
პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jul 10 2010, 01:14 AM
ციტატა
ალბათ მერეც მოქმედებს, მაგრამ ალბათ იმ დოზით აღარ გარკვეული პერიოდის განმავლობაში
ზიარებას დოზები არ გააჩნია აბე
იგივე მაცხოვრის სისხლი და ხორცია მუდამ!
მიღებასა და დატევნაშია საკითხი.
მოკლედ მოძღვარმა გასცეს
იხარე;
კაიროსი!
პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Jul 10 2010, 01:53 AM
ციტატა(KAIROS @ Jul 10 2010, 02:14 AM)
ზიარებას დოზები არ გააჩნია აბე
იგივე მაცხოვრის სისხლი და ხორცია მუდამ!
მიღებასა და დატევნაშია საკითხი.
მოკლედ მოძღვარმა გასცეს
იხარე;
კაიროსი!
მოძღვარმა კი უპასუხოს, მაგრამ მაინც მაინტერესებს რაღაც... მემგონი მივხვდი რაღაცას და მაინტერესებს შენი აზრი...
მოკლეთ, როდესაც გარკვეული პერიოდის შემდეგ ადამიანს უძნელდება ლოცვების სისტემატური წაკითხვა, ეკლესიაში სიარული და ა.შ. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ღმერთმა მადლი წაიღო მისგან (როგორც შენ თქვი), არამედ სხვა სახით ანიჭებს მას მადლს. სახელდობრ, იგი ზრუნავს რა ადამიანზე, რათა თავის თავს არ ჩაუთვალოს დამსახურებად და ღირსებად ეს დაუზარლობა, დაანახებს მას, რომ ეს ყველაფერი ღმერთისაგან იყო.
ამით ღმერთი იფარავს ადამიანს გაამპარტავნებისაგან. ხოდა ეს უკვე მადლია, მაგრამ სხვაგვარი (არა ლოცვისა და ეკლესიაში სიარულის არდაზარებაში შეწევნის სახის, არამედ გაამპარტავნებისაგან დაფარვის სახის)... ასევე, არა მარტო ამპარტავნობისაგან დაფარვა, არამედ სხვა მიზეზებსაც ამბობენ მოძღვრები, თუმცა ახლა არ მახსენდება. რა მნიშვნელობა აქვს, ყველა შემთხვევაში, ღმერთი უფრთხილდება თითოეულ მისკენ მავალს ამა თუ იმ სახით და ეს მადლია.
მემგონი ახლა სწორად ვთქვი...
პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jul 10 2010, 01:25 PM
ეგ საინტერესო თემაა აბე, შეიძლება მასზე ცალკე საუბარი, იდეაში სწორად დაწერე, დასაზუსტებელია ბევრი რამე, და შესაბამისად შეიძლება მაგაზე მსჯელობის გაგრძელება
პოსტის ავტორი: terra თარიღი: Jul 10 2010, 04:29 PM
აბე
ციტატა
თავიდან ეკლესიაში სიხარული იმიტომ გვიადვილდება, გვიხარია და აღფრთოვანებული ვართ, რომ ამ დროს ღვთის მადლი მოქმედებს ჩვენზე.
უნდა დაგეწერა : ამ დროს ღვთის მადლი,
განსაკუთრებულად მოქმედებს ჩვენზე.
და გაუგებრობაც არ იქნებოდა
პოსტის ავტორი: tsivtsiva თარიღი: Jul 20 2010, 03:49 PM
გამარჯობათ
გთხოვთ გამარკვიოთ რა უნდა ჩაწეროს მამაომ რეკომენდაციაში
ვაბარებ საღვთისმეტყველო ინსტიტუტში
წინასწასწარ გიხდით მადლობას
პოსტის ავტორი: B@CHI თარიღი: Oct 1 2010, 01:11 AM
პასუხი ძალიან მაინტერესებს დასმულ კითხვაზე >> http://church.ge/index.php?showtopic=8385 <<
პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Oct 2 2010, 12:32 AM
მეგობარო, გიპასუხებდით, მაგრამ იქ მოძღვრისადმია კითხვა და თან სულ ახლახანს არის დასმული Sep 28 2010, 07:16 AM იქნებ აცალო მოძღვარს, მან გიპასუხოს.
მოკლედ რახან აქ დაწერე გეტყვით, რომ ნამდვილად არსებობს ასეთი ხატი
http://www.orthodoxy.ge/galerea/narimanidze.htm
აქ ღვთისმშობელი ზრდასრულ ასაკშია მაცხოვართან ერთად, მაგრამ აქაც მას უჭკნობი ყვავილი უჭირავს სიწმიდისა და უბიწოების სიმბოლო.
პოსტის ავტორი: omarika თარიღი: Jan 13 2011, 07:38 PM
მაინტერესებს ვინ არის ჩემს და ღმერთს შორს შუამავალი???
პოსტის ავტორი: ნიკა ქუცნიაშვილი თარიღი: Jan 13 2011, 08:33 PM
ციტატა
მაინტერესებს ვინ არის ჩემს და ღმერთს შორს შუამავალი???
შენი სულიერი მოძღვარი
პოსტის ავტორი: giorgig თარიღი: Mar 16 2011, 06:23 PM
გამარჯობათ
ერთ გოგოს ვუთხარი რომ ეკლესიაში მოკლე კაბით შესვლა არასასურველია ეს შეიძლებოდა მე რომ მეთქვა?
პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Mar 16 2011, 06:39 PM
giorgig
ციტატა
ერთ გოგოს ვუთხარი რომ ეკლესიაში მოკლე კაბით შესვლა არასასურველია ეს შეიძლებოდა მე რომ მეთქვა?
რა თქმა უნდა. პავლე მოციქულის მე-15 განწესით, ერისკაცს შეუძლია ღმრთის სიტყვა ასწავლოს ვინმეს, თუ იცის თავად და პატიოსანი ცხოვრებით ცხოვრობს.
პოსტის ავტორი: giorgig თარიღი: Mar 16 2011, 06:43 PM
ციტატა(კანონისტი @ Mar 16 2011, 07:39 PM)
კანონისტი
რა თქმა უნდა. პავლე მოციქულის მე-15 განწესით, ერისკაცს შეუძლია ღმრთის სიტყვა ასწავლოს ვინმეს, თუ იცის თავად და პატიოსანი ცხოვრებით ცხოვრობს.
დღეს მამაო ქადაგებდა რომ ზოგი მოკლე კაბით დადის და ზოგი კიდევ როგორო გამახსენდა მისი სიტყვები და ამიტომ გადავწყვიტე რომ მეთქვა მაინტერესებდა თუ მქონდა მე ამის თქმის უფლება ვინმესთვის
დიდი მადლობა პასუხისთვის
პოსტის ავტორი: varan თარიღი: Apr 19 2012, 03:29 PM
გამარჯობათ. მაქვს შეკითხვა: არის თუ არა ტატუს გაკეთება არაეკლესიური. მინდა გავიკეთო ტატუ - წარწერა. ძველი აღთქმიდან იობის 21 მუხლის ტექსტი. ებრაულად. მკრეხელობათ ხომ არ ჩამეთვლება. გმადლობთ
პოსტის ავტორი: nikoloza1997 თარიღი: Aug 6 2012, 01:53 PM
მშვიდობა, დამლოცეთ მამაო, მაქვს ერთი შეკითხვა საკმაოდ პრობლემატური მოუნათლავად გარდაცვალებულ ჩვილთა შესახებ(მაგ:აბორტი, მუცლის მოშლა და ა.შ) სად ხვდებიან ეს ბავშვები?
პოსტის ავტორი: mama archili თარიღი: Aug 6 2012, 01:58 PM
დაგლოცოთ ღმერთმა!
ციტატა
სად ხვდებიან ეს ბავშვები?
არ ვიცი.
პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Aug 6 2012, 02:49 PM
ციტატა
რა თქმა უნდა. პავლე მოციქულის მე-15 განწესით, ერისკაცს შეუძლია ღმრთის სიტყვა ასწავლოს ვინმეს, თუ იცის თავად და პატიოსანი ცხოვრებით ცხოვრობს.
ღმერთმანი
მეც ძალიან მინდა ხოლმე როცა ეკლესიაში, მრევლში მობილური აწკრიალდება, მივიდე და ვუთხრა რომ გამორთოს და მეორედ აღარ გააკეთოს ეგრე (მე ვრთავ ყოველთვის მობილურს, როცა ეკლესიაში ვარ გარესამყარო არ უნდა იჭრებოდეს), მაგრამ მგონია რომ კარგი ქრისტიანი არ ვარ და ამიტომ ჩუმად ვარ.. ზოგი კიდე:
ციტატა
ერთ გოგოს ვუთხარი რომ ეკლესიაში მოკლე კაბით შესვლა არასასურველია ეს შეიძლებოდა მე რომ მეთქვა?
საინტერესოა ზოგი როგორ ზომავს ამ "მოკლე" კაბას
მუხლებს ზემოთ მოკლე იყო ნეტა?
პოსტის ავტორი: თამარ1505 თარიღი: Mar 2 2013, 09:52 PM
გამარჯობათ, მაინტერესებს შეიძლება თუ არა რომ მოვნათლო ჩემი მეგობრის შვილი როდესაც მე და ჩემ მეგობარს ერთი ნალია გვყავს?
პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 14 2013, 06:48 PM
როგორც მოდერი გირჩევთ , რომ ყველა აზრზზე ახალი თემა არ გახსნათ და აქაც შემოიხედოთ ხოლმე...
პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jul 15 2013, 10:08 AM
ციტატა(თამარ1505 @ Mar 2 2013, 09:52 PM)
გამარჯობათ, მაინტერესებს შეიძლება თუ არა რომ მოვნათლო ჩემი მეგობრის შვილი როდესაც მე და ჩემ მეგობარს ერთი ნალია გვყავს?
მე რამდენადაც ვიცი არანაირი პრობლემა არ არის
პ.ს გურამ აქ დაწერა არ შეიძლება ხო?
პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 15 2013, 01:28 PM
G_saxva
ციტატა
პ.ს გურამ აქ დაწერა არ შეიძლება ხო?
აქ ჯანდაბას შენი თავი...
შეიძლება...
პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jul 15 2013, 01:37 PM
ციტატა(A.V.M @ Jul 15 2013, 01:28 PM)
G_saxva
აქ ჯანდაბას შენი თავი...
შეიძლება...
ძლივს ერთი თემა სადაც საუბარი შეიძლება
პოსტის ავტორი: pedro თარიღი: Jun 1 2014, 10:57 AM
ვინმომ თუ იცით ძალიან გთხოვთ მიპასუხეთ როდის არის ღამისთევა გარეჯის მნასტერსი ან 4 არის ან 5 ივნისს დაზუსტება მინდა და ტრანსპორტი თუ იქნება რამე? guntera@list.ru ეს ჩემი მაილია და აქ მომწერეთ რა გეხვეწებით.
პოსტის ავტორი: eleneblogger თარიღი: Nov 6 2014, 07:23 PM
მამაო მაინტერესებს ფსიქოლოგთან სიარულზე რა აზრის ხართ?
პოსტის ავტორი: giorgi-1990 თარიღი: Jul 26 2018, 05:04 PM
მეგობრებო მაინტერესებს ჯვრის წერია გარეშე როცა დაოჯახებული ხარ შეიძლება თუ არა ზიარება?
პოსტის ავტორი: nutsiko თარიღი: Sep 9 2018, 02:33 PM
ანაგის მთავარანგელოზის ეკლესიის მოძღვრის საკონტაქტო თუ გაქვთ ვინმეს?
თბილისიდან ვაპირებთ წასვლას და როგორ მივიდეთ ?
მოქმედი ტაძარია ?
ვინმე თუ აპირებთ წასვლას?
იქნებ დამაკვალიანოთ ან აქ ან პირადში მომწერეთ.
მადლობა წინასწარ
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)