მამაო ძალიან ცოდვილი ვარ.
18 წლიდან მას შემდეგ რაც ყოველივე შევიცნებე ჭეშმარიტი წრმენის შესახებ დიდი სურვილი მქონდა ქრისტეს გზას გავყოლოდი. მაგრამ ოჯახში ყველა ურწმუნოა, ნათესავიც კი არ გვყავს მორწმუნე ეკლესიაში რო მეთხოვნა
და მივეყვანე. სახში არანორმალურად მთვლიდნენ. ერთხელ მონასტერში გავიქეცი სადაც კარგად მიმიგეს სრულიად უცნობიმ, რაგაც პერიოდი ვიყავი მარა ძალით დამაბრუნეს იქიდან მშობლებმა. მას მერე მრავალი ცოდვა და სულის მომაკვდინებელი ცოდვა დაედო ჩემს სულს. მარა ყოველთვის ჩემი ფიქრები უფალზე და მის სასუფეველზე არ მტოვებდა. რომ ყველაფერი უაზროვდება და მხოლოდ უფალია ნათელი რომელბაც გულსა და გონებაში შეიძლება ბედნიერება მოგანიჭოს.
მამაო მირჩიეთ, სად მივიდე, სად წავიდე, აღარ მინდა ცოდვილი ცხოვრება, სულის ხსნა და მსახურება უფლისა ესაა რასაც ფასი ადევს მხოლოდ.
იქნებ აქ ფორუმელთა დახმარებით ვინმე გულსიხმიერმა ადამიანმა დამეხმაროს
XAFRAN
მოძღვარი აღარ შემოდის ფორუმზე და ტაძარში მიდით, თქვენ პირად მოძღვარს გაესაუბრეთ და მისი პირით გაიგებთ უფლის ნებას. ოჯახი რომ ურწმუნოა, ხოლო თქვენ მორწმუნე, ეს წყალობაა თქვენზე, რომ თქვენი ლოცვით ოჯახის წევრებიც რწმენაში მოიყვანოთ და გადაარჩინოთ. არაფერზე ინერვიულოთ, უფალმა გაგაძლიეროთ. გააძლიერეთ ლოცვა, მარხვა, აღსარება და ზიარება და ყველაფერი დალაგდება
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)