გამარჯობა,
ახალი ვარ ფორუმზე და მომიტევეთ, თუ ყველა პასუხი ვერ წავიკითხე. რაც წავიკითხე, იქ არ იყო პასუხი ჩემს კითხვაზე და ამიტომ დავსვამ მაინც: თუკი იესო იუდეველებს მიმართავდა მაშინ და სულიწმინდის გმობაზე ეუბნებოდა, რომ არ მიეტევებოდათ, რადგან მათ არ ირწმუნეს სულიწმინდის ჭეშმარიტება, დღეს როგორ არის, თუ დავუშვათ ადამიანი გარკვეული პერიოდი ურწმუნოდ ცხოვრობს და ღმერთს შეურაცხჰყოფს, მაგრამ რაღაც დროის შემდეგ მოექცევა და გულით შეინანებს, მაინც მიუტევებელი დარჩება ეს ცოდვა და ჯოჯოხეთში მოხვდება? იქნებ მოძღვარმა მიპასუხოს, ძალიან მნიშვნელოვანია, გთხოვთ! მადლობა წინასწარ!
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience