თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ დაუსვით კითხვა მოძღვარს _ სინანულის არქონა

პოსტის ავტორი: orthodoxy55 თარიღი: Oct 3 2013, 08:12 PM

მოგესალმებით, ეს ესაა რაც დავიწყე ეკლესიური ცხოვრება და ავიყვანე მამაო, ასევე ვაპირებ აღსარების ჩაბარებას მაგრამ ერთი პრობლემაა, პრობლემა იმაში მდგომარეობს რომ არ მაქვს სინანულის გრძნობა არ მაწუხებს პრაქტიკულად ცოდვები გული კი თითქოს გაყინულია, ვერ გრძნობს ვერაფერს ვერც სიყვარულს და ვერც სინანულს, თუმცა მქონია მომენტები როცა ცოდვებს შევუწუხებივარ სინანული მქონია და ახლო ადამიანების სიყვარულიც მიგვრძვნია და მათზე პასუხისმგებლობა მაგრამ ამჟამად ზოგადად გული გაქვავებულია და ფიქრობს მხოლოდ გონება, ეკლესიაში მისვლის მიზეზიც არაა გულიდან ამომავალი არამედ რაციონალიზმი და ეგოიზმი , რა მოვუხერხო გაყინულ გულს და როგორ მივაღწიო სინანულის მდგომარეობას იმისათვის რომ ჩავაბარო აღსარება?
გთხოვთ მირჩიოთ რაიმე smile.gif

პოსტის ავტორი: mama archili თარიღი: Nov 4 2013, 11:30 PM

orthodoxy55
კონკრეტული წანალი არ არსებობს .
ეს ცხოვრება ბრძოლაა და ჩვენც ვალდებულნი ვართ რომ რამდენჯერაც დავეცემით იმდენჯერ ავდგეთ .
არ გვაქვს სინანული ? შევეცადოთ მომდევნო აღსარებაზე უფრო დიდი დოზით გვქონდეს , უფრო დიდი დოზით შემდეგზე და.ა.შ.
როდესაც უფალი დაინახავს ჩვენს საბრძოლველ სურვილს , მაშინ აუცილებლად მოგვცემს ძალას რომ ესა თუ ის ვნება დავთრგუნოთ . (ამ შემთხვევაში არაგულწრფელი სინანული . )

შეგეწიოთ უფალი !

პოსტის ავტორი: orthodoxy55 თარიღი: Nov 9 2013, 02:10 AM

mama archili მადლობთ მამაო

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 9 2013, 01:16 PM

წახწახა
ამ განყოფილებაში , ფორუმის კანონმდებლობის მიხედვით , პასუხისგაცემის უფლება არ გაქვს და გაითვალისწინე .

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)