ვიწყებ სურათების ატვირთვას და თან მოყოლას...
გუშინ ვიყავი იერუსალიმის ჯვრის მონასტერში. საოცარი განცდაა მართლაც იერუსალიმში ასვლა. ვის არ აღუწერია, ვის ლექსად, ვის პროზად, ვის ნახატით და ვის სიმღერით, ყველა თითქოს რაღაცას გადმოსცემს, მაგრამ სამწუხაროდ, სრულად ვერავინ. შეუძლებელია სრულად გადმოსცე ის, რაც იგრძნობა ამ ქალაქში....
ძველი ქალაქის შესასვლელი, მორწმუნე იუდეველი:
http://www.radikal.ru
მეფე დავითის კოშკი:
http://www.radikal.ru
იერუსალიმის ჯვრის მონასტერი გზიდან:
http://www.radikal.ru
შოთა რუსთაველის ბარელიეფი მონასტრის შესასვლელთან:
http://www.radikal.ru
ყველა ქართველისთვის საამაყო წარწერა
http://www.radikal.ru
ადრე იდო ეს ფოტო და კაიროსმა იკითხა წვრილი წარწერის ტექსტი. იქ წერია, რომ უდიდესი ქართველი პოეტი, რომელიც ამ მონასტერში ცხოვრობდა მე-12 საუკუნეში
მონასტრის შესასვლელი:
http://www.radikal.ru
საქართველოს საელჩოს მრჩეველთან ირაკლისთან ერთად, ტაძრის შესასვლელში:
http://www.radikal.ru
აქვე ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას ვუხდი ირაკლის და დიპკორპუსს ჩვენთვის გაწეული უდიდესი დახმარებისთვის
ჯვრის მონასტრის მაღაზიაში არაბი ქრისტიანები იყვნენ, რომლებიც სუვენირებისა და საეკლესიო ნივთების შეძენის შემდეგ იქვე, ჩვენთვის სახელდახელოდ გამოწურული ნატურალური წვენებით გაგვიმასპინძლდნენ. წვენს მალევე მოვრჩით, რადგან შოთა რუსთაველთან შეხვედრა გველოდა....
ქართველი მლოცველების მიერ შეწირული წმინდა ნინოს ჯვარი (ასე განგვიმარტეს ადგილობრივმა არაბებმა) მონასტრის ეზოში:
http://www.radikal.ru
ძელი ტაძრის შესასვლელთან (იქვე კედელზე, საბერძნეთის რესპუბლიკის გერბი და იერუსალიმის ბერძნული საპატრიარქოს დროშები):
http://www.radikal.ru
ტაძრის კარების თავზე: ლოთის ხატი, რომლის მიერ მორწყული სამი ხე ერთ ხედ შეერთდა, საიდანაც შემდეგ დამზადდა მაცხოვრის ჯვარი:
http://www.radikal.ru
ქართული წარწერა მონასტრის კარიბჭის თავზე:
http://www.radikal.ru
ჯვრის მონასტრის ინტერიერი:
http://www.radikal.ru
აქედან მარჯვენა სვეტის აღმოსავლეთ ნაწილზე არის რუსთველის ფრესკა.
ესეც ფრესკასთან:
http://www.radikal.ru
მონასტრის საცავში, პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ შეწირული ხატი ( )
http://www.radikal.ru
ამის შემდეგ გავემართეთ ბეთლემში. იქაურ ფოტოებს მოგვიანებით დავდებ
ყოჩაღ კანონ, ძალიან კარგი სურათებია, აბა კიდევ მეტი და მეტი მოგვაშველე.
წარმომიდგენია რა განცდებში ხარ.
აუ ძალიან მაგარია. მეეეეეეეეეეც მინდაააააააააააა
ვაგრძელებ....
გზად ბეთლემისკენ. პალესტინის ავტონომიის უმნიშვნელოვანესი ქალაქი რამალა:
(მოძრაობაშია გადაღებული და ხარისხი ცუდია)
http://www.radikal.ru
გამშვები პუნქტი ისრაელი-პალესტინის საზღვარზე (სადაც წარწერა გვაუწყებს, რომ გადასვლა აკრძალულია ისრაელის მოქალაქეებისთვის). პალესტინის საზღვარი და ბეთლემის შესასვლელი ფაქტიურად ერთია:
http://www.radikal.ru
ბეთლემის ქართულ სახლში. სამწუხარო გაუგებრობის გამო იერუსალიმის ბერძნულ საპატრიარქოსთან, ეს სახლი ჩვენ თვალწინ გაურკვეველი ვადით დაიკეტა:
http://www.radikal.ru
ქართული სახლის მონაზონ დედა ზოილესთან და ქართული დელეგაციის წარმომადგენელთან ერთად, ქართულ სახლში:
http://www.radikal.ru
"... და შენ იუდეის ქალაქო ბეთლემო, არ ხარ მცირე, რამეთუ შენგან იშვება კაცთა მაცხოვარი..."
შობის ტაძარი ბეთლემში
http://www.radikal.ru
ტაძრის ინტერიერი (ორი არაბი ჯვარს იწერდა ამ დროს):
http://www.radikal.ru
მოზაიკის ძველი ფენა ტაძრის იატაკის ქვეშ:
http://www.radikal.ru
ბეთლემის სომხური საკურთხეველი, ცენტრალური მართლმადიდებლური საკურთხევლიდან მარცხნივ:
http://www.radikal.ru
რა კარგ და მადლიან ადგილებზე ხარ კანონ, სიამოვნებით შემოგიერთდებოდი
ვაააააჰ, უმაგრესიააა, რა, ნეტა ოდესმე მოვხვდე,
ძაან მაგარია "კანონისტ" მალადეც
მაცხოვრის შობის ადგილი:
http://www.radikal.ru
მდებარეობს ტაძრის ტრაპეზის ქვეშ. როგორც წესი, ჩადიან მარჯვენა კიბით და ამოდიან მარცხნივ. შობის ადგილიდან ოდნავ უკან და მარჯვნივ არის ბაგა, სადაც რამდენიმე წუთის დაბადებული განხორციელებული სიტყვა ღმრთისა მიაწვინა ყოვლადწმინდა დედამ:
http://www.radikal.ru
ულამაზესი და განცდით აღსავსე წამი. ეხები წმინდა ადგილს და არ იცი, რა თხოვო უფალს, საიდან დაიწყო ან რა თქვა, რომელი ერთი შეჰვედრო. თითქოს ყველა ლოცვა ერთად დაგავიწყდა და მხოლოდ "უფალო" თუ გაკრთება ბაგიდან... გაივლის ეს წამი და მერე უკვე ყველაფერი მოდის, მოდის თავისით და უწყვეტად, თითქოს ტვინი გვერდზე გასწია სულმა და თავად ალაპარაკდა....
http://www.radikal.ru
ჩასასვლელ კიბესთან დასვენებულია ბეთლემისად წოდებული ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი:
http://www.radikal.ru
გარეთ, ტაძრის შესასვლელიდან მარცხნივ ცალკე არის აღმართული ლათინთა ეკლესია. მის თავზე - ვატიკანისა და ფრანცისკანული (იერუსალიმური) დროშები:
http://www.radikal.ru
ეს იყო სულ, რაც საინტერესო მინდოდა მეთქვა და მეჩვენებინა. წინ მელოდება გალილეაში, სამარიასა და ჩრდილო ისრაელში გასვლა, ქ. ნაზარეთი, მდ. იორდანე და რაღა თქმა უნდა იერუსალიმის მაცხოვრის აღდგომის ეკლესია.
მადლი და მშვიდობა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, თქვენ თანა, ძმებო წმინდა მიწიდან. ამინ
ჰაბარუხ ვეჰაშალომ ადონეინუ იეშუა ჰამეშიახ, ლეხემ, ახიმ შელი მაარეც ჰაკადოშ. ამენ
ი ხარის კე ი ირინი ტუ კირიუ იმონ იისუ ხრისტუ, მეტა იმონ, ადელфი მუ აპო ტონ აღიონ ტოპონ. ამინ
ღმერთო რა მაგარია
მშვიდობა მოგცეს უფალმა და სიკეთით დაგაბრუნოს... მიხარია რომ გვიზიარებ, იმედია ოდესმე საკუთარი თვალითაც ვიხილავ...
კანონისტი
რა კარგი სურათებიაააა
კანონისტი
აუ ეს დაუვიწყარი განცდები.. და ემოციები. კიდე მინდა იერუსალიმში. რა ბედნიერი ხარ !
კანონისტი
დათო, კიდევ გვაჩვენე სურათები ის ლათინების დროშებიო რომ თქვი, ერთი როგორ გავს ჩვენსას თუ ჩვენია?
ეგ იერუსალიმის დროშაა
დღეს მოულოდნელად და დაუგეგმავად აღმოვჩნდი იერუსალიმში. მქონდა რამდენიმე ოფიციალური შეხვედრა.
http://www.radikal.ru
მარცხნიდან:
დავიდ აბბადი, ისრაელის სახელმწიფოს წითელი დავითის ვარსკვლავის საზოგადოების კოორდინატორი
ამოს ავგარი, მსოფლიო ებრაული თანამშრომლობის ორგანიზაციის (JDC) ნიუ-იორკის ოფისის ხელმძღვანელი
ნანა ყეინიშვილი, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი
და მე
ამის შემდეგ ებრაელმა მასპინძლებმა ასევე მოულოდნელად წაგვიყვანეს აღდგომის ტაძარში...
გზად ტაძრისკენ ძველ ქალაქში
http://www.radikal.ru
აღდგომის ტაძრის ხედი
http://www.radikal.ru
შესასვლელშივე არის ქვა, სადაც დაასვენეს ჯვრიდან გარდამოხსნილი მაცხოვარი. ქვას ასდის ენითაუწერელი სურნელება
http://www.radikal.ru
იქვე, კედელზე არის გარდამოხსნის ფრესკა. იწყება მარჯვნიდან, რადგან იქითა მხარეს არის გოლგოთა
http://www.radikal.ru
თავად კუვუკლია, ანუ მაცხოვრის საფლავი არის ტაძრის დასავლეთ ნაწილში. მის წინ არის აღდგომის ტაძარში შესასვლელი, საიდანაც აღმოჩნდებით ტაძრის მთავარ - ბერძნულ საკურთხეველთან
აღდგომის ტაძარი:
http://radikal.ru/F/s61.radikal.ru/i172/0906/bd/913d6538d635.jpg.html
კუვუკლია სამხრეთიდან:
http://www.radikal.ru
კუვუკლიის შესასვლელი (ფოტო აღმოსავლეთიდან):
http://www.radikal.ru
კუვუკლია კი, როგორც იცით, იყოფა ორ ნაწილად: ანგელოზის ეკვდერად და თავად საფლავად
ანგელოზის ეკვდერი, სადაც მთავარანგელოზმა გაბრიელმა მენელსაცხებლე დედებს პირველებს უთხრა: "რად ეძიებთ ცოცხალს მკვდართა შორის? არ არის აქ, არამედ აღდგა..."
http://www.radikal.ru
ეკვდერიდან საფლავზე შესასვლელი (ახლოდან). კარის მარცხნივ მოჩანს დედები ნელსაცხებლით, ხოლო მარჯვნივ - მთავარანგელოზი გაბრიელი:
http://www.radikal.ru
უფალო, გვიხსენ და გვილხინე ჩვენ ცოდვილთ......
http://www.radikal.ru
უბედნიერესი წუთები გრძელდება.... ეხლა უფრო დაწყნარებით შეგიძლია ილოცო....
http://www.radikal.ru
გოლგოთისკენ.....
http://www.radikal.ru
გოლგოთა. ამ ადგილას იყო აღმართული მაცხოვრის ჯვარი:
http://www.radikal.ru
გოლგოთის ქვემო ნაწილი, კლდის ნახეთქი, რომელიც მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოსულმა სისხლმა გააპო...
http://www.radikal.ru
აღდგომის ტაძრის უძველესი საკურთხეველი:
http://www.radikal.ru
დღეს ეს იყო. იგეგმება ჩვენი გაყვანა იერუსალიმში უკვე ორგანიზატორთა მიერ. შემდეგ კვლავ დავდებ ახალ-ახალ ფოტოებს.
ვაიმე რა მაგარია ყფალმა შეისმინოს შენი ლოცვა
ვაახ, კეთილად მშურს, მაგარია კანონისტ მალადეც,
ღმეთმა ყველა მოგვავხვედროს ერთხელ მაინც,
ხოოო, სულ დამავიწყდა. დღეს გავიცანი ისრაელის მოსადის უფროსი და იერუსალიმის დეპარტამენტის უფროსი (სურათის გადაღებაზე უარი მითხრეს)
მოსადი რა არის საინტერესოა, არ ვიცი
ყოჩაღ კანონისტ მართლაც სასიამოვნო და საინტერესო სურათები დაგვიდე,გაიხარე.
პ.ს. მეც მინდა ისრაელში
ორი კურიოზი.
გოლგოთაზე სურათის გადაღება რომ მინდოდა, თავი გაიგიჟა ვიღაც ბერძენმა არ შეიძლებაო. ქუდზე და ინგლისურის კილოზე ვიცანი, რომ ბერძენი იყო. უცებ, მივუტრიალდი და ვეკითხები:
- ისტე ელლინოს? (ბერძენი ხართ?)
- ნე, ნე, იმე ელლინოს. კე ესი? (კი, კი, ბერძენი ვარ. შენც?)
- ნე, ალლა აპო ტინ ამერიკინ (დიახ, ოღონდ ამერიკელი)
აბა მაგდენი უშეცდომო ბერძნული სად ვიცოდი, რომ ყველაფერი ზუსტად მეთქვა
შედეგს კი ხედავთ ფორუმზე.
(აღდგომის ტაძარში ტყუილი არ არის კარგი, მაგრამ ფოტოს გადაღების ნებართვა ეთნიკური კუთვნილების მიხედვით - უარესი)
მეორე სანთლების ყიდვის დროს. სომეხი ყიდდა. ესეც კილოზე ვიცანი
- ჰაი ეს? (სომეხი ხარ?)
- ჰაააა, დუნელ ჰაი ეს? (ხოოოო, შენც სომეხი ხარ?)
- ჩე, იეს ვრაცი ემ, ჰაი ინკერნერ უნემ ვრასტანუმ იევ ჰაიერენ სოვორუმ ემ (არა, ქართველი ვარ, სომეხი მეგობრები მყავს საქართველოში და სომხურს ვსწავლობ)
ამის შედეგი კიდევ ჩემოდანშია ნახევარ ფასად ნაყიდი სანთლების სახით
კანონისტი
მაგარი იყო ძალიან
კანონისტი
საღოლ ტო, რა ენები გცოდნია, მაგარი იყო
, ბედნიერი კაცი ხარ, ღმერთMა დაგლოცოს
მაგარიააა
კანონისტი
დავით სათაურით მივხვდი რომ შენი გახსნილი იქნებოდა გაიხარე. ულამაზესი სურათებია ბევრი არ იცელქო და მშვიდობით დაგვიბრუნდი
კაი ბერძენი მოატყუე, მარა სომეხის ესე მწარედ მოტყუება იოლი საქმე არ არის
hats of to you
KAIROS
დავით მაგარია,ეს მადლი რომელიც მიიღე და ჩამოიტან მოგვაფრქვიე უხვად
KAIROS
საოცარი ფოტოებია...
კანონისტი
რაც შეხება საართველოს სახელს ისრაელში სულ რამოდენიმე წლის უკან გრუზია თი მოიხსენობოდა მაგრამ ბოლო რმოდენიმე წელია რაც ოფიციალურად შეიცვალა გეორგიათი და შესაბამისად მოსახლეობის ნაწილს კიდე არ აქვს გაცნობიერებული ეს ახალი სახელი და ისევ ძველი სახელით მოიხსენიებენ საქართველოს, რაც შეხება ტელევიზიას და გაზეთობას უკვე ისინი ახალი სახელით მოიხსენიებენ.
staywhite
კანონისტი
პრეზენტაციის სურათს მერე დავდებ.
მანამდე კი - ჩემი ახალი უკრაინელი მეგობარი ანდრიი კალჩენკო
http://www.radikal.ru
საინტერესო დეტალი:
სასტუმროს შესასვლელზე, ყველა ნაგებობის კარებზე და თვით ცალკეული ნომრების კარებებზეც არის მიკრული ასეთი რამ:
http://www.radikal.ru
მასზე გამოსახულია ებრაული ასო ש (შ) - ანუ შალომ (მშვიდობა) და შიგნით დევს სახლის დალოცვის იუდეური ლოცვა. ეს არის გახსენება კარების წითხრილზე წაცხებული იმ სისხლისა, რომელიც ეგვიპტიდან გამოსვლის წინ გააკეთა ყველა ებრაელმა, ნიშნად იმისა, რომ ამ სახლში ებრაელი ცხოვრობდა. აქ არის ამგვარი ტრადიცია, რომ ყველა კარებზე უკეთდება ეს ნიშანი იმის აღსანიშნად, რომ მასში მცხოვრები ყველა ებრაელია.
ამ თემაში რომ შემოვდივარ დადებითი ენერგიით ვიმუხტები და გავდივარ, გაიხარე დათო
ეკატო
მაგარია , ყოჩაღ!
პ.ს.
კანონისტ მაქ რა გინდა სამოთხე რიონთან ყოფილა გადმოდი იქნებ შენ გააგებინო რამე
KAIROS
რიონთან ფილიალი იქნება
ზემოთ სურათი ნახე? საინტერესო ტრადიცია ჰქონიათ....
ქოშერის კვებაზე გითხარით ხომ?
ეკატო
გახსნაზე, ერთ-ერთი ორგანიზატორთან - ელა კრასნიცკისთან ერთად
http://www.radikal.ru
ნაინა
staywhite
დღეს მივდივარ შოთასთან
ისე, მნახა უკვე
staywhite
staywhite
შოთა
გუშინ და დღეს თელ ავივსა და იაფოში ვიყავი.
თელ ავივს შესვლისთანავე ეტყობა, რომ ქვეყნის სერიოზული ეკონომიკური ცენტრია. ამგვარი ბიზნეს-ცენტრები არცთუ იშვიათია ქალაქში:
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
საცხოვრებელი კორპუსი:
http://www.radikal.ru
საქალაქო ავტობუსი:
http://www.radikal.ru
თუმცა ამგვარი წარწერები შიდა უბნების შენობებზე:
http://www.radikal.ru
პირდაპირ დაყრილი ნაგავი:
http://www.radikal.ru
და პოლიციაზე გაბრაზებული ადამიანების წარწერებიც ( ):
http://www.radikal.ru
არსებობს
36. ხოლო იოპეში [იგივე იაფო] იყო ერთი მოწაფე ქალი, სახელად ტაბითა, რაც თარგმანით ნიშნავს ქურციკს; სავსე იყო კეთილი საქმითა და მოწყალებით, რასაც იქმოდა.
37. მოხდა ისე, რომ იმ დღეებში დასნეულდა და მოკვდა. განბანეს და ქორედში დაასვენეს.
38. რაკი იოპე ლიდიასთან ახლოსაა, მოწაფეებმა გაიგეს, პეტრე იქ არისო, და სათხოვნელად აახლეს ორი კაცი, რათა დაუყოვნებლივ მისულიყო მათთან.
39. პეტრეც ადგა და გაჰყვა მათ. როცა მივიდა, ქორედში აიყვანეს, სადაც შემოეხვივნენ ქვრივი ქალები, მწარედ რომ ტიროდნენ და უჩვენებდნენ მოსასხამებსა და სამოსელს, რომლებსაც ქსოვდა ტაბითა, სანამდის მათთან იყო.
40. პეტრემ გარეთ გაიყვანა ყველა, მუხლი მოიყარა და ილოცა, მერე კი მიუბრუნდა გვამს და თქვა: ტაბითა, აღდეგ! მანაც გაახილა თვალი და, პეტრე რომ დაინახა, წამოჯდა. (საქმ. 9)
გადმოცემით, სწორად ამ მღვიმით ჩავდივართ იმ სახლში, სადაც ეს უდიდესი სასწაული აღასრულა მოციქულთა თავმა:
http://www.radikal.ru
(ხელში მართალ ტაბითას ხატი მიჭირავს)
მართალ ტაბითას საფლავთან აღმართულია პალესტინის რუსული სასულიერო მისიის იურისდიქციას დაქვემდებარებული თელ ავივის ეკლესია:
http://www.radikal.ru
მე და შოთა ეკლესიის კარიბჭესთან:
http://www.radikal.ru
ეს მე, სამხრეთი ფასადის წინ:
http://www.radikal.ru
წირვის შემდეგ წავედით იაფოში [იოპეში]
იაფო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იყო როგორც ოსმალური, ისე ჯვაროსნული მმართველობის ქვეშ. ამ ძველ და პატარა ქალაქზე თანაბრად აისახა ყველა აქ მომსვლელის ტრადიცია, არქიტექტურა და სჯული.
ევროპული სტილის ქალაქის საათი, მარჯვნივ - საუკუნეების ისტორიის მქონე თურქული დუქანი. თურქეთის დროშაა იქვე აღმართული, ხოლო უკან მოჩანს მინარეთი:
http://www.radikal.ru
გზა იაფოს პორტისკენ. უკან შესანიშნავი ხედი იშლება თელ ავივისკენ:
http://www.radikal.ru
მინარეთი პორტში, ზღვის ფონზე:
http://www.radikal.ru
მეჩეთთან ახლოს მდებარეობს რომაული წესის კათოლიკური მონასტერი, პეტრე მოციქულის სახელობისა.
მონასტრის ეკლესია გარედან:
http://www.radikal.ru
შიგნიდან:
http://www.radikal.ru
კანონისტი
შოთა
გეიხარეთ, ბიჭებო აბა რა ეგონათ, ქართველები რომ მაგრები ვართ დარწმუნდნენ კიდევ ერთხელ
პ.ს.
შემდეგ მოკირწყლული, ოსმალური სტილის ვიწრო ქუჩა ეშვება უშუალოდ პორტისკენ:
http://www.radikal.ru
ეს გზა ჩადის ბიზანტიური არქიტექტურის ეკლესიასთან:
http://www.radikal.ru
staywhite
ამის შემდეგ მე და შოთამ გადავწყვიტეთ გაგვესეირნა ზღვაში, აი ამ იახტით:
http://www.radikal.ru
იაფო ახლოდან:
http://www.radikal.ru
შორიდან:
http://www.radikal.ru
თელ ავივი ზღვიდან:
http://www.radikal.ru
იახტაზე:
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
აბა, თუ მიხვდებით რა სასმელია?
http://www.radikal.ru
ასე დასრულდა ჩემი ორდღიანი სტუმრობა შოთასთან. დიდება უფალს და მადლობა ჩემ ძმას, რომ ასეთი შინაარსიანი დღეები გავატარე, ვნახე საინტერესო ადგილები და მომეცა საშუალება პირველად დავსწრებოდი საღმრთო ლიტურგიას წმინდა მიწაზე.
staywhite
რა საინტერესო არქიტექტურა ჰქონია თელ ავივს, მშვენიერი ფოტოებიც გადაგიღია
ეკატო
შოთა
საქართველოს პრეზენტაცია სლაიდ-შოუს სახით. ეს პირველი გვერდია, სადაც მონაწილეთა გასაკვირად "საქართველო" დავწერე მათ ენებზე - უკრაინულად, ებრაულად და უზბეკურად
http://www.radikal.ru
უკრაინელი ანდრიუშა და მე:
ГРУЗИНСЬКО-УКРАЇНСЬКА ДРУЖБА БЕЗСМЕРТНА !!!
http://www.radikal.ru
NO COMMENT !
http://www.radikal.ru
აუ რა მაგარიაააა ძალიან ძალიან ლამაზია
P.S. მეჩვენება თუ შოთა გამხდარა ბოლოს რო ვნახე
მხევალი ნინო
ცუდი თუ კარგი?
ბექა, შემოდგომაზე ჩამოდის, რომ იცოდე!...
კანონისტი
ვახტანგურათ დალევა არ გვეშლება ქართველებს. ულამაზესი სურათები იყო
woow რა მაგარი სურათებია..ფაქტიურად მეც ვიმოგზაურე ისრაელში...
კანონისტი
ბექა
მხევალი ნინო
ბექა
კანონისტი
გაიხარე კანონ ძალიან კარგი სურათებია, მაგრამ ამ უკრაინელ კაცებს რას დასდევ?
ბექა
კანონისტი
ხოო, სულ დამავიწყდა მეჩვენებინა. აი, აქ ვცხოვრობ მე:
კიბუცი (ებრაული კომუნის ტიპის დასახლება, სოფელი) შეფაიმი, ჰერცელიასა და ნათანიას შორის
http://www.radikal.ru
Ismail
კიბუცი ძალიან საინტერესო მოვლენაა, რეგისტრირდება როგორც კერძო სამართლის სამეწარმეო იურიდიული პირი, მინიმუმ 10 კაცია საჭირო და გადაეცემა მიწის ფართობი. კიბუცს აქვს ერთიანი მეურნეობა და რამდენადაც ერთი იურიდიული პირია, მეურნეობით მიღებული მთელი შემოსავალი თანაბრად ნაწილდება კიბუცის მცხოვრებლებზე, ანუ ჰავერ კიბუცზე.
კიბუცის მმართველობის ორგანო არის საერთო კრება, რომელიც ირჩევს კიბუცის მეთაურს. იგი ვალდებულია ურთიერთობა აწარმოოს ისრაელის მთავრობასთან.
კიბუცის ქონება საერთოა და სახლებს შორის ღობეები არ არსებობს.
როგორც სსრ კავშირიდან ამოსული ებრაელები იტყვიან, ეს არის ის, რაც უნდოდა კომპარტიას კოლმეურნეობების სახით.
Ismail
ეს მერე ჩავამატე და ვერ დაინახე ეტყობა:
დღეს ვიყავი იერუსალიმის ტექნოპარკში, ასევე დავათვალიერეთ ერთი საწარმოც (სასწავლო ვიზიტი იყო).
ხვალ მივდივარ ჩრდილოეთ ისრაელში (გალილეა, კაპერნაუმი, ნაზარეთი, მდ. იორდანე), მაზეგ კი - ისევ იერუსალიმში.
ფოტოებს მერე ერთად დავდებ
მოგიხსენიებთ ლოცვებში
კანონისტი
ფოტოები შემოგვაკლდა ამ თემაში, ხომ მშვიდობაა?
რაღაც კარგ ფოტოებს შეგვპირდი , გალილეაოო, იორდანეოოო.. აბა სადაა?
ვიწყებ შეპირებულ ფოტოებს.
ნაზარეთი
გზად მაგედონის მთა, ანუ ებრაულად "ჰარ მაგედონ", რომელიც წმინდა წერილის მიხედვით ბოროტისა და კეთილის ბრძოლის ადგილი იქნება
http://www.radikal.ru
ესეც ნაზარეთი. ამ ქალაქში ცხოვრობდა წმინდა ოჯახი
http://www.radikal.ru
ხარების კათოლიკური კათედრალი. აქ მუსლიმებს უნდოდათ დიდი მეჩეთის აგება, მაგრამ ფრანცისკანელებმა არ დაანებეს, ტაძარს დაჩრდილავსო. ამის გამო მართალია მომცრო მეჩეთი ააგეს, მაგრამ ნახეთ რამდენი მეგაფონია მომცრო ბოძზე : )) გარდა მაგისა, ნახეთ ეკლესიის შესასვლელში წარწერა: "ვინც ისლამის გარდა სხვა რწმენას ეძებს, იგი ვერასდროს ჰპოვებს მას და დაკარგულთა რიცხვში აღმოჩნდება - წმინდა ყურანი" : ))
http://www.radikal.ru
ტაძრის შესასვლელი ფასადი:
http://www.radikal.ru
ამ ადგილას ახარა მთავარანგელოზმა გაბრიელმა მარადქალწულს, რომ ძე ღმრთისას შობდა. მოსახსენებელს ვკითხულობ...
http://www.radikal.ru
იქვე ფრანცისკანელ ბერ ფელიქსთან ერთად (პოლონეთი)
http://www.radikal.ru
კათედრალი ორსართულიანია. ზემო სართულზე არის წმინდა ოჯახის სახელზე ნაკურთხი ტრაპეზი
http://www.radikal.ru
ეს კი თავად ტაძრის ინტერიერი
http://www.radikal.ru
ეს კიდევ მეე
http://www.radikal.ru
ღმრთისმშობლის ქანდაკება ტაძრის ეზოში. დააკვირდით, ყოვლადწმინდა დედა გველს თავს უჭეჭყავს, თანახმად უფლის წინასწარმეტყველებისა, რომელიც მან ევას განუცხადა სამოთხიდან გამოძევების დროს
http://www.radikal.ru
გალილეა
გზად - ქალაქი კანა, სადაც აღესრულა პირველი სასწაული მაცხოვრისა - წყლის ღვინოდ ქცევა. სამწუხაროდ, ამ სასწაულის ადგილას მდებარე ტაძარში ვერ შევედით.
http://www.radikal.ru
გზად - პატარა ქალაქი მიგდალა (ებრ. "კოშკი"), საიდანაც იყო წარმოშობით მენელსაცხებლე დედათაგან ერთ-ერთი - მარიამ მაგდალინელი, ანუ მაგდალელი
http://www.radikal.ru
დახვეული მთის გზა გალილეის ტბისკენ მიემართება
http://www.radikal.ru
ესეც გალილეის (იგივე გენესარეთის იგივე ტიბერიის) ტბა, რომელთანაც დაკავშირებულია მაცხოვრისა და მისი მოწაფეების ამქვეყნიური ცხოვრების მრავალი მომენტი
http://www.radikal.ru
ეს კიდევ მთა, სადაც 20 საუკუნის წინ გაისმოდა განკაცებული ღმრთის მარად ცოცხალი და იმედით სავსე სიტყვები - ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა, ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინისცემულ იქნენ....
http://www.radikal.ru
თევზისა და პურის გამრავლების ადგილი - ბენედიქტელთა მონასტერი
http://www.radikal.ru
ტაძრის სადა ინტერიერი
http://www.radikal.ru
დაფა გვაუწყებს, რომ პაპთაგან ორი - პავლე VI და იოანე-პავლე II სტუმრობდნენ მონასტერს
http://www.radikal.ru
იორდანე
შესასვლელშივე მოულოდნელი სასიხარულო ამბავი, კარებთან ახლოს განთავსებულია ნათლისღების ამსახველი ციტატა წმ. სახარებიდან ქართულ ენაზე
http://www.radikal.ru
წყალში ჩასვლის წინ. ამ ადგილებს ახსოვთ იოანე ნათლისმცემლის სიტყვები: "შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა..."
http://www.radikal.ru
"რაჟამს იორდანეს შინა ნათელ-იღე უფალო, მაშინ სამებისა თაყვანისცემაი გამოჩნდა..."
http://www.radikal.ru
კანონისტი
დავით,ძალიან საინტერესოა ყველაფერი ალბათ ოდესმე მეც მოვილოცებ,ახლა კი შენს ფოტოებს და მონათხრობს დავჯერდები.
მაგარი ხარ
შენი ნიკა გელოდებააა
რა სიმპო ხარ
რა წესი გვაქვს რა ქართველებს, იმ პატარა წარწერაში სამი შეცდომაა, უხ!
ისე მე რომ ყველა სერიის შემდეგ ვწერ კომენტარებს
იერუსალიმი
გავიარეთ მორწმუნეთა კვარტალში. საერთოდ, ორთოდოქსი იუდეველები ორ ჯგუფად იყოფიან: ჩვეულებრივი და ულტრა. ულტრა-ორთოდოქსები:
- არ ცნობენ ისრაელის სახელმწიფოს. თალმუდის თანახმად, მესამე ტაძრის აგების შემდეგ უნდა მოვიდეს მესსია, რომელიც დაარსებს მსოფლიოს მმართველ იუდეურ სახელმწიფოს. რადგან ეს წინაპირობები არ არის დაცული, არ ცნობენ სახელმწიფოს.
- მკაცრად მიჯნავენ ქალებს და კაცებს. ავტობუსებიც კი ამ უბანში ორად არის გაყოფილი: ქალების ნაწილი და კაცების.
- უმკაცრესად იცავენ შაბათს. შაბათ დღეს და იუდეურ დღესასწაულებში ამ უბანში შესვლა ოფიციალურად არის აკრძალული. სამწუხაროდ, ერთმა დაარღვია ეს წესი და "ქვაი დაკრიბეს" ძლივს გადარჩა თურმე
- დადიან განსაკუთრებით ჩაცმულები. ჩაცმულობის მიხედვით არის გრადაცია:
- შავი კიპა;
- გრძელსახელოებიანი და შავი კიპა;
- გრძელსახელოებიანი და შლაპა;
- გრძელსახელოებიანი, შლაპა და კულულები;
- გრძელსახლოებიანი, შლაპა, კულულები და პიჯაკს შიგნით სალოცავი ნაჭერი - ტალიტი, რომლის ბოლოები პიჯაკს გარეთ არის ჩამოკიდებული
ახლა დავათვალიეროთ სურათები:
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
ეს ყველა ფოტო ავტობუსიდან არის გადაღებული, რადგან გადმოსვლა და გავლა არაიუდეველისთვის ცოოოოოტა საშიშია
KAIROS
არ შეიმჩნიო
@ninonino@
მენატრებით ძალიან პატარა ბიჭუნა განსაკუთრებით
იერუშალაიმი გეთსემანიის ბორცვიდან:
http://www.radikal.ru
დახშული ოქროს კარიბჭე, კარიბჭე მესიისა, რომლის გახსნასაც მოუთმენლად ელიან იუდეველნი. ხოლო 20 საუკუნის წინ ეს კარიბჭე გაიარა "კიცვსა ზედა მჯდომარე" მაცხოვარმა. ფოტო გადაღებულია ძველი ქალაქის გარედან, ანუ ამ გალავნის შიგნით არის ისტორიული იერუსალიმი
http://www.radikal.ru
გეთსემანიის ბაღის შესასვლელის გზის მოპირდაპირედ - იერუსალემი ჰაიკაკან პატრიარქუციუნ
http://www.radikal.ru
ადგილი, სადაც უფალმა ილოცა სინედრიონზე გადაცემის წინა ღამეს. ამ ქვაზე დაეწვეთა უწმინდესი სისხლი...
http://www.radikal.ru
გეთსემანიის ეკლესიის ფასადი
http://www.radikal.ru
საკურთხეველი:
http://www.radikal.ru
ეს მეე
http://www.radikal.ru
ეს კიდევ გეთსემანიის ბაღში:
http://www.radikal.ru
ბაღის მოპირდაპირედ მდებარე მართლმადიდებლური მონასტერი. სამწუხაროდ, არ შეგვიყვანეს
http://www.radikal.ru
დავითი დავითის კოშკის ფონზე
http://www.radikal.ru
კვლავ აღდგომის ტაძარში. ტაძრის წინ
http://www.radikal.ru
გარდამოხსნის ქვასთან
http://www.radikal.ru
აქსიოოოოოოოოს !!!!
http://www.radikal.ru
საკურთხეველთან, ფსალმუნს ვკითხულობ (მე-11 კანონს )
http://www.radikal.ru
მშენებარე სინაგოგა გოდების კედელთან
http://www.radikal.ru
შვიდსანთელა გოდების კედელთან
http://www.radikal.ru
ოქროსგუმბათიანი ტაძრის ფონზე (შეცდომით - ომარის მეჩეთი). ქვემოთ მოჩანს გოდების კედელი
http://www.radikal.ru
გოდების კედელი, ანუ იერუსალიმის მეორე ტაძრის გალავნის დასავლეთი კედელი
http://www.radikal.ru
"ბარუხ ათა, ადონაინუ იეშუა ჰა-მეშიახ, ელოჰიმ ავიიმენუ, ვე-ბარუხ-ჰუ ეთ შემხა ჰაკადოშ, ბეოლამ ოლამიმ, ამენ..."
http://www.radikal.ru
თალმუდის მიხედვით, მესსიის მოსვლის ჟამს პირველად გეთსემანიის ბაღის ქვეშ დასაფლავებულნი აღდგებიან, ამიტომ....
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
(სამწუხაროდ, კიპის გარეშე არ შეიძლებოდა მისვლა)
მოვრჩი.
ხვალ მკვდარ ზღვაზე მივდივარ
კარგია დათო, ყველაფერი კარგია. კარგი ბიჭი ხარ, ჩვენთვისაც ილოცე
მზეს მოერიდე და ებრაელებს
აგერ შენმა ძმამ შემჭამა რასაც ქვია, ძაან აიშვა რაც შენ წახვედი, რაღაც ფულებს აგროვებს და ბანკეტიო თუ ქალებიო, აღარც ვუსმენ უკვე ისეა შეცვლილი
Giorgi-
დავით მიხარია რომ ესე ხარ... დარწმუნებული ვარ ეს ყველაზე ბედნიერი დღეებია შენთვის
პ.ს. ჩემთვისაც რომ ჩემ "მიწაზე"ხარ
ამის დედა ვატირე საქმეა ეხლა ეს? ჩემ ციფრულს უფრო მეტი მადლი აქ ვიდრე მე
კანონისტი
მიხარია შენს მაგივრად ძალიან შთამბეჭდავია და ასევე ლამაზად აღწერ
staywhite
წამოვიღე
სამხრეთ ისრაელი
გზად: ქ. აშდოდი
http://www.radikal.ru
ქ. აშკელონი
http://www.radikal.ru
მნიშვნელოვანი ინდუსტრიული ქალაქი ბე'ერ შევა:
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
ბედუინების სოფელი:
http://www.radikal.ru
ღაზას სექტორი
ისრაელ-პალესტინის საზღვარი ღაზას სექტორთან:
http://www.radikal.ru
გამშვები პუნქტი:
http://www.radikal.ru
ეს ადგილი ნახევარ წლის წინ ინტენსიურად იბომბებოდა: ( )
http://www.radikal.ru
რა ბედნიერი ხარ დავით
ასე აგისრულოს უფალმა ყველა ნატვრა
p.s მეც მინდაა, ნეტავ თუ ვეღირსები ოდესმე
ნეგევის უდაბნო და ისრაელის კრატერი
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
მკვდარი ზღვა
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
სასტუმროების კომპლექსი:
http://www.radikal.ru
ა, ბატონო: არ ვიძირები
http://www.radikal.ru
უდაბნოს ტრადიციულ ტრანსპორტზე:
http://www.radikal.ru
კანონისტი
კანონისტი
შენ რა ჩაგძირავს, უმწიკლო სულის პატრონი ხარ
დავით შენ ხო არ იცი როგორი სიამოვნება მივიღე მხოლოდ ფოტოების ნახვით და შენ ადგილას რა გრძნობა იქნება წარმომიდგენია მადლობა უფალს რო ასეთი დიდებული ადგილი მოილოცე
გუშინ გვქონდა დახურვის ცერემონიალი, საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ (აქვე მინდა გავასწორო პირველ გვერდზე გაპარული შეცდომა - ნაცვლად ირაკლისა უნდა ეწეროს სანდრო (საქართველოს საელჩოს წარმომადგენელზე))
ახლა, 1 საათში წმინდა გიორგის საფლავზე მივდივარ, ხოლო შემდეგ მეექვსედ აღვალ იერუსალიმში..........
ფოტოებს ერთიანად დავდებ.
ხვალ საღამოდან შოთასთან გადავდივარ
შოთა
מחר אני הלח לביתך ב-5
კანონისტი
30 ივნისი - კურსების დახურვის ცერემონიალი
საქართველოს დიპკორპუსის წარმომადგენლების გვერდით
http://www.radikal.ru
კურსების ხელმძღვანელობას ქართული სუვენირები გადაეცათ - საქართველოს დროშა და ქართველი ქალისა და მამაკაცის პატარა ფიგურები
http://www.radikal.ru
მარად საქართველოს ღირსების დასაცავად!...
http://www.radikal.ru
ქართულ-უკრაინული
http://www.radikal.ru
და ქართულ-ებრაული
http://www.radikal.ru
ძმობა უკვდავია
ყველანი ერთად
http://www.radikal.ru
1 ივლისი -
* ქ. ლიდია, წმ. გიორგის საფლავი
* ქ. იერუსალიმი, მაცხოვრის აღდგომის ეკლესია
* ქ. თელ ავივი, საქართველოს საელჩო ისრაელში
წმ. გიორგის ბერძნული მონასტერი
http://www.radikal.ru
ტაძრის ინტერიერი
http://www.radikal.ru
საკურთხევლის ქვემოთ არის წმინდა გიორგის საფლავი
http://www.radikal.ru
ქართველები კვლავ იერუსალიმში გაშლილი დროშით
http://www.radikal.ru
მაცხოვრის საფლავის შესასვლელთან - უფალო, ჩვენ დავბრუნდით შენთან
http://www.radikal.ru
საქართველოს საელჩო განთავსებულია თელ ავივის საოფისე ცენტრის 24-ე სართულზე.
ცენტრის შესასვლელი:
http://www.radikal.ru
24 სართული
http://www.radikal.ru
ესეც მეე
http://www.radikal.ru
ხედი საელჩოს ფანჯრებიდან
http://www.radikal.ru
რამდენიმე საათში შოთასთან ვიქნები
როდის ჩამოდიხარ დავით შე კაცო
zviadauri
6 ივლისს, გამთენიას
კანონისტი
საინტერესო მოგზაურობა გქონიათ. მაინტერესებს რას ფიქრობენ იერუსალიმში ქართული დროშის შესახებ და თუ ამავე თემაში არ გითქვიათ ამის შესახებ, იქნებ ორი სიტყვით გვითხრათ???
მშვენიერი მოგზაურობაა თავის აღწერიანად, სარმატებები წმინდა მიწაზე
პს. ისე იერუსალიმში ბევრი ქართული მონასტერი იყო, თუმცა სხვებზე ინფორმაცია სამწუხაროდ, როგორც წესი ძალიან მწირეა.
რა კარგი ფოტოებია დავით. შეგეწიოს წმიდა მიწის მოლოცვის მადლი და მშვიდობით დაგაბრუნოს სამშობლოში!
რა კარგია რომ მოილოცე ეს წმინდა ადგილები , შეგეწიოს და გაგაძლიეროს უფალმა
როგორ ხარ დავით ბატონო გაგიტკბა ხომ მანდ ყოფნა ? იმ კვირაში გნახავ თბილისში.
შაკო
გუშინ ვიყავი გეთსემანიის ბაღში, მაცხოვრის საფლავზე ისევ და ღმრთისმშობლის საფლავზე.
დღეს ვიყავი გალილეის ტბის პირას მდებარე რამდენიმე ეკლესიაში, ქ. კანაში, ქ. ნაზარეთსა და თაბორის მთაზე.
ფოტოებს თბილისში დავდებ.
თბილისში მოვდივარ ჩვენი დროით 22:25 და მანდ ვიქნები დაახლოებით 1-ზე.
სამღვდელმთავარო ბისონი ჯვრის მონასტრიდან
http://www.radikal.ru
შოთა და მე მაცხოვრის საფლავის შესასვლელთან. რიგში
http://www.radikal.ru
ღმრთისმშობლის საფლავის შესასვლელი
http://www.radikal.ru
თავად საფლავთან
http://www.radikal.ru
იერუსალიმისად წოდებულ ღმრთისმშობლის ხატთან. ეს ხატი ღმრთისმშობლის საფლავიდან 5 მეტრშია
http://www.radikal.ru
მაცხოვრის ამაღლების ადგილი. ეს ტერიტორია ამჟამად მუსლიმების ხელშია და მეჩეთითაა გარშემოტყმული. სამწუხაროდ, შესვლაზე ფული არის გადასახდელი
http://www.radikal.ru
იერუსალიმის ხედი ზეთისხილის მთიდან
http://www.radikal.ru
ნაზარეთის ხარების ბერძნული ეკლესია
http://www.radikal.ru
ფსალმუნის კითხვა ეკლესიაში. ზოგი რუსული წესით კითხულობს და ზოგი ბიზანტიური წესით
http://www.radikal.ru
გალელეის ქ. კანა, მაცხოვრის პირველი სასწაულის ეკლესია
http://www.radikal.ru
"...იყო იქ ექვსი ქვის კასრი, იუდეველთა განწმენდის ჩვეულებისამებრ დადგმული, რომლებშიაც ჩადიოდა ორი თუ სამი საწყაო. უთხრა მათ იესომ: აავსეთ კასრები წყლით; და მათაც აავსეს პირთამდე. კვლავ უთხრა მათ: ახლა კი ამოიღეთ და მიართვით თამადას. და მიართვეს..." (ინ. 2; 6-8)
http://www.radikal.ru
თევზისა და პურის გამრავლების ბენედიქტური მონასტერი. კონცერტი
http://www.radikal.ru
პეტრეს პრიმატის ფრანცისკანული ეკლესია
"...ხოლო როდესაც ისაუზმეს, იესომ სიმონ-პეტრეს უთხრა: სიმონ, იონას ძეო, ამათზე მეტად გიყვარვარ? უთხრა მას პეტრემ: დიახ, უფალო; შენ იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: აძოვე ჩემი კრავები. მეორედაც უთხრა მას: სიმონ იონას ძეო, გიყვარვარ? უთხრა მას პეტრემ: დიახ, უფალო; შენ იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: მწყემსე ჩემი ცხვრები. მესამედაც უთხრა მას: სიმონ, იონას ძეო, გიყვარვარ? შეწუხდა პეტრე, რადგან მესამედ ჰკითხა, გიყვარვარო? და უთხრა მას: უფალო, შენ ყველაფერი იცი, იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: აძოვე ჩემი ცხვრები." (ინ. 21; 15-17)
ამ ადგილას ითქვა ეს სიტყვები...
http://www.radikal.ru
დავრდომილის აღდგინების ბერძნული ეკლესია
"...მაშინ ჩაჯდა ნავში, უკანვე გამოცურა და მივიდა თავის ქალაქში. და, აჰა, სარეცლით მიჰგვარეს მას დავრდომილი; იხილა იესომ მათი რწმენა და უთხრა დავრდომილს: გამხნევდი, შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები." (მთ. 9; 1-2)
http://www.radikal.ru
აქ აღსრულებული სასწაულის ფრესკა
http://www.radikal.ru
წმინდა ნინოს ხატი
http://www.radikal.ru
თაბორის მთა. მაცხოვრის ფერისცვალების მონასტერი
http://www.radikal.ru
ტაძრის ინტერიერი
http://www.radikal.ru
გალილეის ხედი თაბორის მთიდან
http://www.radikal.ru
ასე დასრულდა ჩემი მომლოცველობა წმინდა მიწაზე. საინტერესო, შთამბეჭდავი, სულში ჩამწვდომი და დამაფიქრებელი.
გაივლის წლები და 2009 წლის 11 ივნისი - 5 ივლისი მუდამ იქნება ჩემთვის ცხოვრების ერთ-ერთი ულამაზესი მონაკვეთი.
განსაკუთრებული იყო 15 ივნისი, იერუსალიმის დროით 15:02 საათი, 10 წლიანი ოცნების აღსულება - პირველი შეხება მაცხოვრის საფლავზე. სიმბოლურია ალბათ ისიც, რომ ამ პერიოდის განმავლობაში 7-ჯერ ავედი იერუსალიმში და ბოლო სიწმინდე რაც მოვილოცე, იყო თაბორის ფერისცვალების მონასტერი.
ვისურვებდი, რომ ეს მოლოცვა ყოფილიყოს ჩემთვის დიდი სულიერი ფერისცვალების საწყისი.
მე მუდამ მაძლიერებდა თქვენი ლოცვა, თქვენი გამხნევება, თქვენთან მიწერ-მოწერა, თქვენთან საუბარი და რაც მთავარია, თქვენი მოლოდინი. ყველას გისურვებთ წმინდა მიწაზე ფეხის დადგმას.
სიყვარულით,
კანონისტი
ისრაელი - საქართველო
დავით შენ გაიხარე, ძალიან ლამაზი და ბედნიერი დღეები გადალახე ძმაო და აწი უფრო მეტი ასეთი დღე გელის ცხოვრებაში.გაიხარე
კარგი იყო!
მოკლედ,გაიგეთ ალბათ,რომ კანონისტი უკვე დაუბრუნდა თავის მშობლიურ მხარეს
გუშინ მის დასახვედრად გავეშურეთ მე, .ნინო, ცქნაფო და ადმინი..
მართალია, მქონდა ბედნიერება, თვით დიდი კანონას ჩამოსვლა ციფრულით დამეფიქსირებინა,მაგრამ ვაი მაგ ბედნიერებას,ერთი სურათი არ გამოსულა წესიერი ანუ ხარისხია ცუდი,თუ რაღაც მენიუშია შესაცვლელი, და ჯერ ფორუმელი ვერ ვნახე,რომ მაგას რამე უშველოს,არ ვიცი ნუ ხასიათების ციფრული მაქვს,როცა მოესურვება კარგად იღებს,და როცა არა, ჯორიც ვერ გაეჯიბრება
მოკლედ, დიდი შემართებით გავემართეთ აეროპორტისაკენ,და შიგ შესულებს, კაი ხანიც მოგვიწია ყურყუტი
რეისმა 20 წთ დაიგვიანა,და როცა გავიგეთ სანატრელი ხმა,უკვე ჩამოფრინდა თქვენი სასურველი თვითმფრინავიო და იმედი მოგვეცა, თითქმის 40წთ (თუ მეტი არა ) ბარგის ჩამოსვლას ველოდეთ..
ნუ სურათებიდანაც შეატყობთ ჩვენს მოუთმენლობას.დათოს 5 წუთში ერთხელ ვურეკავდით
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
ცქნაფომ, ერთი სურათი მაინც გადამიღეთ მაგის ლოდინშიო
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
აქ უკვე აღარაფრის თავი აქვთ,, საწოლი ესიზმრებათ,და გაბრუნებასაც ფიქრობენ http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
URL=http://www.radikal.ru][/URL]
სოფი
შენ არ ჩანხარ?
გოგოები რა სიმპატიურები არიან
სოფი, მე რამდენი ხანი მელოდეთ?
დათომ ჩემოდანი გახსნა
http://www.radikal.ru
ცქნაფომ ინტერესით ჩახედა,იქნებ რაცხა საჩუქარი "დამიძროსო," მაგრამ მალევე გაუცრუვდა ეს იმედი,რადგან დათომ ჩანთა ჩვენი ფორუმელი შოთას "პასილკის" ამოსაღებად და ვინმე უცნობი მამაკაცისთვის გადასაცემად გახსნა
http://www.radikal.ru
გულდაწყვეტილი ცქნაფოს გადაღება გამომრჩა
k@the
გაიხარე კანონისტი, არაჩვეულებრივი ფოტორეპორტაჟია.
დათოც მოფრენილა, რა კარგი ფოტო კოლაჟია, ასე მგონია მეც ვიყავი ისრაელშითქო
ესე იგი ასეთი იმედგაცრუებული დიდი ხანია არ ვყოფილვარ
როგორ მინდოდა მეც დავხვედროდი,მაგრამ ასეა,ოჯახი,ბოვშვები და კიდო სოფელი
მაგრამ ახლა რომ შემოვედი და ეს სურათები ვნახე,ისე გამიხარდა რომ დახვდით,რომ სულ აღარ ვდარდობ მე რომ არ ვიყავი.
ძალიან კარგები და საამაყოები ხართ
გენაცვალეთ
ვააა...
აჰლან ვა საჰლან დავით
zedela
ოო, შუქრან ზედელ.
ქიF ჰალუქ? შუ უხბაარაქ?
კანონისტი
მომენატრე!
კანონისტი
უიმე.. მეგონა ვერ გაიგებდიი
კანონისტი
მაინტერესებს თუ იცით იერუსალიმის დავითის კოშკი ძველი ნაგებობაა თუ უბრალოდ იმ ადგილას დგას სადაც თავის დროზე იყო დავითის კოშკი?
ის გრძელი, ვიწროყელიანი ნაგებობა კოშკზე მგონი მინარეთია არა?
ბოდიშს ვიხდი იმის გამო, რომ კითხვა გალერეის თემას არ შეესაბამება.
იმედია მოდერატორი ამ კითხვას არ წაშლის.
zaz
მინარეთია და ახალია.
საერთოდ, იერუსალიმში ქრისტემდელი არცერთი ნაგებობა არ არის გადარჩენილი, მხოლოდ კედლები და ნანგრევები. დანარჩენი ყველაფერი ახალია
კანონისტი
დიდი მადლობა
დავითს ერთ გემრიელ კოლაჟს გავუკეთებ David In Jerusalem
დათო
უღრმესი მადლობა ამ სულისშემძვრელი რეპორტაჟისთვის!
ბედნიერი ადამიანი ხარ, ამის საშუალება რომ მოგეცა და მადლიერებას იმსახურებ ჩვენთვის ასეთი მონდომებით გადმოცემისთვის...
გავთბი და ავიწიე
ქებით
http://www.radikal.ru
იერუსალიმი....იესოს ჯვარცმა...
http://www.radikal.ru
აღდგომის ტაძარი
http://www.radikal.ru
პილატე და იესო იესო
http://www.radikal.ru
ადგილი სადაც მოჭრეს ხე, რომლისგანაც გააკეთეს იესოს წმინდა ჯვარი
http://www.radikal.ru
ბეთლემის ვარსკვლავი
http://www.radikal.ru
გოლგოთაზე ასასვლელი კიბე
http://www.radikal.ru
გოლგოთას ქვა
http://www.radikal.ru
ღვთისმშობელი
http://www.radikal.ru
ეკლიანი გზა, მაგრამ ყველაზე თბილი...იესოსთან მიდიან სასუბროთ
http://www.radikal.ru
გოდების კედელი
http://www.radikal.ru
ბეთლემი.......
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
მაცხოვრის საფლავი
არააა ცოლი არ გაუშვა, პირობა უნდა აღასრულო
შალომ...
შალომ იერუშალაიმ,
ღმერთი მუდამ გწყალობს,
ისრაელის ქართველობავ,...
ქრისტეს მიწა-წყალო.
ჩვენს შორის ხომ არასოდეს
არ ყოფილა მტრობა,
ოცდაექვსსაუკუნოვან
ვუმღერ მეგობრობას....
ხან ვკითხულობ აჯიაშვილს,
ხან ჯანაშვილს ვუსმენ,
ხან ჩემს მიწას ვეფერები,
უბეს ცრემლით ვუვსებ.
სხვა რა გითხრა ამის მეტი -
დიდებულო ერო,
შალომ იერუშალაიმ,
შალომ ისრაელო.
ოთარ რურუა
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)