მოკლედ გუშინ გახლდით ჩარგალში, სადაც ვაჟა ფშაველას დაბადებიდან 145 წლისთავი აღინიშნებოდა. გაიმართა ღონისძიებები, ასევე ჩატარდა დოღი. გამოვიდნენ მწერლები ასევე ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა მეუფე თადეოზმა ხალხს პატრიარქის მილოცვა გადასცა, წაიკითხა ვაჟას ლექსები, ასევე საკუთარი დაწერილი ლექსებიც. სწუმრებტა შორის იყო რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლითი მეუფე ათანასეც. გთავაზობთ ფოტო მასალას
თავიდან ამინდი არ ვარგოდა, წვიმდა, მაგრამ მადლობა უფალს ამინდმაც გამოიდარა და ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა
სასიამოვნო განწყობილებას ქმინდა ხევსურულ ტანსაცმელში გამოწყობილი ხალხის დანახვა
აი ეს, ტანსაცმელი მომეწონა ძალიან და სურვილი გამიჩნდა რომ მეც მქონოდა
აი ეს კიდევ ყველაზე პატარა ჩოხოსანია
სანამ დოღი დაიწყებოდა მანამდე მოვასწარი და მოვინახულე ვაჟა ფშაველას სახლი, გავოცდი ასეთი ბუმბერაზი კაცი როგორ უბრალოდ და ღარიბულად ცხოვრობდა. ამბობენ ხშირად ბუხართან იჯდა და ცეცხლის შუქზე წერდაო, რადგან განათების სხვა საშუალება არ ჰქონდა
სახლი სადაც ვაჟა ცხოვრობდა
ამ რკინის ნივთში ათავსებდნენ დასართავად გამზადებულ მატყლის ფთილებს''
ბუხარი, რომლის შუქზეც წერდა ვაჟა ფშაველა თავინ ნაწარმოებებს
(გაგრძელებას თუ არ დამეზარა მერე შემოგთავაზებთ )
ძალიან კარგი ფოტოებია
მაც ძალიან მინდოდა ვაჟაობაზე წასვლა...
მაგარმ მოტოებით დავკმაყოფილდები
მაგარიაა... მე ცმინდა... ისი დებილი ჩოხოსნებიც იქყვნენ... ერთი არ დამირეკეს მე უნდა გამოვიდე მაგ ორგანიზაციიდან... უმაგათოდაც მშვენივრად ჩავიცმევ ჩოხას...
ეს მუზეუმია
ვაჟა ფშაველას გენეოლოგია
მეც მინდოდა წასვლა მაგრამ თანამგზავრი ვერ (ვიშოვე )
liliana
სალო და ლილიანა, გეთქვათ ფორუმზე და წახვიდოდით
შემდეგ დაიწყო დოღისათვის მზადება, ამასაც თავისი რიტუალი აქვს, თავდაპირველად ტაბლა დალოცეს ეს წესი ყოფილა ყოველი დოღის დაწყების დროს
ესენი ჩემი ნატესავ მეგობრები არიან
ხალხო ინტერნეტი წვალობს და დანარცენ ფოტოებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ
მოკლედ ტაბლის დალოცვის მერე, ხალიჩაზე ყრიან ქერს და დოღში მონაწილე ცხენებს უნდა აჭამონ ამ ხალიჩიდან
შემდეგ ცხენოსნებმა სამჯერ უნდა შემოატარონ ცხენები წრიულად და დოღიც დაიწყება
მოკლედ ბოლობოლო ამ პატარა ბიჭმა გაიმარჯვა და ხელმძღვანელობამ საჩუქრად იარაღი გადასცეს.
დოღის დასრულების მერე ველოდებოდით კონცერტის დაწყებას, მანამდე კი პატარ პატარა ღონისძიებებს დავესწარი
ესენი ''ხრიდოლის'' ბიჭები არიან
კონცერტის დაწყებამდე ფშავ-ხევსურეთის მთავარეპისკოპოსი მეუფე თადეოზიც მობრძანდა, აქვე ავღნიშნავ რომ სტუმრად ბრძანდებოდა რუსთველი მიტროპოლიტი მეუფე ათანასეც
და აი როგორც იქნა კონცერტიც დაიწყო, ერთმანეთს ენაცვლებოდა ხალხური და საორკესტრო მუსიკა, რომლის ფონზეც კითხულობდნენ ვაჟას შემოქმედებას.
წითელ ჩოხებში გამოწყობილები არიან ანსამბლ მართვეს ბიჭები
შემდეგ სცენაზე გამობრძანდა მეუფე თადეოზი და ხალხს პატრიარქის მილოცვა გადასცა, წაიკითხა ასევე როგორც ვაჟა ფშაველას ლექსები ასევე საკუთარიც
აი ასე იყო საქმეები, ბოლოს მწვადებით დავაგვირგვინე ეს დღე
ძალიან მაგარი სურათებია, განსაკუთრებით ის ხევსურული ჩოხა მომეწონა, გაიხარე ალექსანდრე
რაღაცა ხევსურული სამოსი და თავზე ბედენა თითქოს არ უხდება ერთმანეთს თქვენ როგორ ფიქრობთ?
კახიძის ორკესტრმა რა დაუკრა?
მარიამი
ალექსანდრე
შენ გაიხარე, ასე მგონია მეც იქ ვიყავი, დიდი მადლობა.
კარგი დღე ყოფილა.
მეც დიდი სიამოვნებით დავესწრებოდი.
მარიამი
თუ სურვილი გექნებათ შემიძლია გაგცნოთ პირადად ვაჟას შვილიშვილი, შვილთაშვილები და მათი შვილები. გორში ცხოვრობენ. ფიზიკურად ძალიან გვანან ვაჟას. ჩემი მეგობრები არიან. მორწმუნეები და გორის საკათედრო ტაძრის მრევლია მთელი ოჯახი.
აუ ვაჟაობას აუცილებლად უნდა წავიდე ფშავში შანსი არაა რო არ წავიდე
kato_Bato
ხოდა ტუ გინდა გაცნობა ჩამოდი გორსი და ნე გაგაცნობ.
ალექსანდრე გაიხარე.
მომენატრა ჩარგალი ეხლა რომ ვათვალიერებდი
ალბათ ვაჯას სახლის ნახვის მერე ადამიანი ხვდები სად ძევს ნამდვილი ბედნიერება ადამიანისათვის
88 წლის ასაკსი გარდაიცვალა ვაჟა ფშაველას შვილიშვილი _ ქეთევან რაზიკაშვილი.
შაბათას იყო დაკრძალვა. მეუფე თადეოზი იყო გორში ჩამოსული და მან აუგო წესი.
ცოცხალია ქეთევანის და ეკატერინე რაზიკაშვილი. იგი 86 წლისაა.
http://imageshack.us
http://imageshack.us
http://imageshack.us
დღეს იყო ვაჟაობა?
ara ubralod manamde ver davde suratebi
"ცოცხალია ქეთევანის და ეკატერინე რაზიკაშვილი. იგი 86 წლისაა."
ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)