ღვთის მიერ შექმნილი სამყარო განუმეორებელია თითოეული მისი წარმომადგენელი უმარტივესებიდან დაწყებული სამყაროს გვირგვინად შექმნილი ადამინით დამთავრებული ...
საინტერესოა თუ გავ აკეთებთ ასეთ რაღაცას, შევაგროვოთ ინფორმაცია ფოტო და ვიდეო მასალა ცოცხალი სამყაროს შესახებ? რას იტყვით? მე პირადად მინდა რომ ვიცოდე ამა თუ იმ ცხოველისა თუ მწერის თვისებების შესახებ, მაგალითად მე არც ვიცოდი რომ სირაქლემა თუ თავის მიერ დადებულ კვერცხს თვალს მოაცილებს ის გალაყდება... მამაოსგან გავიგე ქადაგების დროს.
შევაგროვოთ ინფორმაცია სურათები ,ავბტვირთოთ ფილმები ....
მე მაქვს აკვარიუმი სახლში.
ერთი თევზის შესახებ მოგითხრობთ. თევზის ჯიში არის "გურამი". არ გაგიკვირდეთ ეს არის ჯიში, სახეობა და არა კერძო სახელი ჩემს მიერ დარქმეული.
არის რამდენიმე სახეობის გურამი: ლურჯი, მარმარილოსებრი და ა.შ.
გურამს აქვს ერთი საოცარი თვისება გამრავლების თვალსაზრისით, რომელსაც ახლა მოგითხრობთ. როდესაც დედალი გურამი განაყოფიერდება და დაორსულდება, ებერება მუცელი და ამ დროს მამალი გურამი ამზადებს ქაფს წყლის ზედაპირზე, წყნარ ადგილას. პირით იღებს ჰაერის ბუშტუკებს და პირში რაღაცნაირად გარდაქმნის ქაფის პატარა ბურთულებად რომელიც წყალში არ იძირება. თეთრი ფერისაა. ასე გააკეთებს დაახლოებით 5-10 სანტიმეტრის რადიუსის წრიულ ფორმას, რომელიც სულ იცქნა, მილიმეტრის მეოთხედი ზომის ბუშტებით არის გაკეთებული. წარმოიდგინეთ ნახევარი მუჭა წიწიბურა რომ დაყაროთ მაგიდაზე, ეგეთი რამ დაახლოებით.... ეს პროცესი რამდენიმე დღე გრძელდება. შემდეგ იწყება მშობიარობის პროცესი. ამ დროს მამალი გურამი გვერდულად იხრება, იღუნება და დედალს შემოეხვევა და უჭერს რაც ძალი და ღონე აქვს,რომ გამოაყრევინოს ქვირითი. გამოაყრევინებს თუ არა ცოტა ქვირითს, თითოეულ მარცვალს პირში იღებს და წინასწარ გაკეთებულ ბუშტუკებში ათავსებს. ბევრჯერ მოუჭერს დედალს, დააყრევინებს ცოტ-ცოტა ქვირითს და ინახავს იმ ბუშტუკებში წინასწარ რომ დაამზადა. როცა ქვირითი გაუთავდება დედალს, მშობიარობისგან დაღლილს მოშივდება ცოტა ხაში და უნდა ქვირითის შეჭმა და მიიწევს მისკენ, მაგრამ მამალი გურამი იცავს ქვირითის თითოეულ მარცვალს. არ აძლევს საშუალებას დედალს, რომ შეჭამოს ისინი. საქმე შეიძლება იქამდე მივიდეს, რომ მამალმა გურამმა ამ დროს მოკლას დედალი გურამი და ხშირად ასეც ხდება. ვინც მიუახლოვდება ამ ბუშტუკებს, რომელიც იმკუპატორივით არის ჯერ არ-გამოჩეკილი ლიფსიტებისთვის, ყველას ეჩხუბება მამალი გურამი. ამ პერიოდში ის ძალიან აგრესიულია. აკვარიუმის მეპატრონეები სიკვდილიანობის თავიდან აცილების მიზნით მშობიარობის შემდეგ დედალ გურამს გადასვამენ სხვა აკვარიუმში რომ არ მოკლას იგი მამალმა. სხვა თევზებისგან თავის დაცვის მიზნით კი, თავიდანვე ორივე, დედალიც და მამალიც ცალკე აკვარიუმში არიან გადაყვანილი. იქ მხოლოდ ეს 2-ნი არიან. კვარიუმის მეპატრონე მოუმატებს წყლის ტემპერატურას 30 გრადუსამდე და ამათაც კავშირის ჟინი და წყურვილი უჩნდებათ მაღალი ტემპერატურის გამო. შედეგად მოყვება დაორსუულება, მერე ბუშტების გაკეთება, მშობიარობა და მერე დედალი გურამის საერთო აკვარიუმში დაბრუნება სხვა თევზებთან, მისი დაცვის მიზნით. ბუშტუკებში ლიფსიტების გამოჩეკვის შემდეგ მამალი გურამიც ჭამს ლიფსიტებს, ამიტომ მისი მოშორება ხდება ამ დროს.
აი ეს არის და ეს. მერე სხვა თევზზე დავწერ რაიმე საინტერესოს. მემგონი ძალიან საინტერესო რამეა გურამების გამრავლება ხო...
ძალიან მიყვარს კატები და საერთოდ არ მესმის იმ ადამიანების რომლებსაც არ უყვართ ეს ცხოვრელები
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
აი ყველაზე მაგარი ტიპები მსოფლიოში
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
Tarzana
უი მაგათი და საერთოდ მცოცავების, მღოღავების, მღრღნელების, მფოფხავების და ღამურების კატასტროფულად მეშინია :|
ქევანა
მჩხავანები არც მე მიყვარს მაგრამ არასდროს გამჩენია სურვილი კუდით მეთრია ძალიან მიყვარს ფისოები
-tamar-
რატო იცინი, ეხლა მარტი მოდის და ხო წარმოგიდგენია რა იქნება
პ.ს. ეს მშვენიერი თემა რატოა ფორუმის შესახებ-ში? გადავიდეს რა "საუბრებ"-ში
პ.პ.ს. რო არ გაოფდეს: მე მიყვარს და ვაფასებ ძაღლებს: არაცოფიან, ჯანსაღ ძაღლებს...
თუთიყუში მყავს ვერ წარმოიდგენთ, ისე მიყვარს. ჩვენი ოჯახის სრულფასოვანი და სრულუფლებიანი წევრია. მაგარი ავი ვიღაცაა, მაგრამ მე ვუყვარვარ ძალიან, გალიასთან რომ მივალ, იმ მხარეს მიეკვრება, საითაც ვარ.
სამწუხაროდ არ ლაპარაკობს, იმიტომ რომ დედალია. ადრე არ ვიცოდი მარტო მამლები თუ ლაპარაკობდნენ, თორემ ალბათ არ ვიყიდდი, მაგრამ ძალიან მიხარია რომ ზუსტად ეს მყავს და არა სხვა რომელიმე თუთიყუში, თუნდაც ამის მსგავსი :- P
სარკეს ეთამაშება ხოლმე, ალბათ თავისი მეგობარი გონია ^^
ეს მაშინაა გადაღებული, საწოლში რომ მომიცუცქდა.
ერთი შეხედვით ჩვეულებრივია, ყველგან ზუსტად ასეთები იყიდება, მაგრამ ჩემთვის ერთადერთი და უსაყვარლესია. უნიდან რომ მოვდივარ მშიერი, პირველ რიგში ვამოწმებ ჩემს ბარტყს ხომ არ გაუთავდა საჭმელი და მხოლოდ ამის მერე ვჭამ ძალიან მეცოდება გალიაში რომ ცხოვრობს, აბა რა არის მაგისი ყოფა, შეჭამს, დალევს, მოსკინტლავს, დაიჟღურტულებს, დაიძინებს და მორჩა მაგრამ რა ვუყო, გარეთ რომ გავუშვა, ან კატა შეჭამს, ან შიმშილით მოკვდება ან რავი...
subterranean
მეც მყავს თუთუყუში დედალია და ერთ სიტყვას ამბობს მარტო ადრეც მყავდა ზუუუსტად ეგეთი მაგრამ გამიფრინდა და მტელი თვე მივტიროდი მერე ლურჯი მყავდა, ყველაზე მეტად მიყვარდა და ისიც გაფრინდა იმას 2 თვე მივტიროდი
ეხლა ამას გალიიდან იშვიათად ვუშვებ, ესეც რომ გამიფრინდეს ალბათ გავგიჟდები
თემა გადატანილია გალერეაში
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
ეს არიან გარეული იხვის ჭუკები.ამ ზაფხულს ვიყიდე და სოფელში მყავს.
საინტერესოა რა ვიცით მათ შესახებ.
მე ვიცი მხოლოდ ის,რომ დაფრინავენ და ძალიან გემრიელი ხორცი აქვთ
inaina
უტატებიიიიიიიი!
kato_Bato
ლამაზუნები
ბატასინი
ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბატასინი ♀ ჭუკებითბატასინი (Mergus), ფრინველების გვარი ბატისნაირთა რიგისა. აქვთ გრძელი, დაკბილულკიდებიანი ნისკარტი. ფეხის წინა თითები აპკითაა შეერთებული, უკანაზე ფარფლი აქვთ, კარგად ცურავენ და ყვინთავენ. ბატასინის გვარი აერთიანებს 7 სახეობას. საქართველოში ბატასინი ყველგან გვხვდება, განსაკუთრებით მიმოფრენის დროს, მტკნარ, გამდინარე წყალსატევებთან. ბუდობენ მიწაზე, კლდის ნაპრალებში, ქვებს შორის და ფუღუროში. იკვებებიან თევზით, იშვიათად წყლის მწერებითა და მოლუსკებით. აქვთ მცირე სარეწაო მნიშვნელობა - იყენებენ მათ ღინღლს და ბუმბულგაცლილ ტყავს.
მოძიებულია
http://www.radikal.ru
ამათ მივამგვანე ყველაზე მეტად
http://www.radikal.ru
Ligia
ცუდად ვარ
რაღაცნაირად ფოტოშოპი ხომ არ არის
inaina
მაგარი მოქირებული კი არის და
მისი უდიდებულესობა ავსტრალიური ზარმაცა
მართლაც ზარმაცია, ჭამის და ძილის მეტს არაფერს აკეთებს, იკვებება მცენარეებით
http://www.radikal.ru
აგი კიდო ჩვენებური ვირი, ოღონდ ეს პროვინციელი ვირია
http://www.radikal.ru
ეს კი ქალაქელი ვირი გახლავთ (ჯორი უფრო სწორად), პარლამენტის შენობასთან დააფიქსირა ჩემმა ტელეფონმა
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
პაემანზე http://www.radikal.ru
ჭორიკნები http://www.radikal.ru
http://img11.imageshack.us/my.php?image=f1040004.jpg
ესეც დონ მიმი, ჩემი ფასანაურელი ძამია
http://www.radikal.ru
ბავშობაში ეგეთი მაიმუნის მშობელმა თმები დამაპუტააააა მართლა მაიმუნები არიან რა
ზუსტად ასეთი პიტბული მყავდა
დარწმუნებული ვარ ყველას გეზიზღებათ
http://www.radikal.ru
ესეც ჩემი თავგასიებული ჩიტი
რა უცნაური ამბავია ამ გურამის ჯიშის თევზზე ააა? ქვირითს იცავს ესეიგი და ლიფსიტებს კი გეახლებათ???? მდაააა გასაოცარია რაააა!
მე მყავდა მწვანე პატარა საყვარელი თუთიყუში აი აქ თემაში მუხლზე რომ აზის პატრონს! მწვანეეე!-ზუსტად მასეთი. ჩემი ლაპარაკობდა! თანაც მაგრად! როგორც მამაოს თუთიყუში! ტელევიზორში რომ აჩვენეს!-მეც ყველაზე ძალიან ვუყვარდი! ესმოდა ყველაფერი და გალია სულ ღია გვქონდა! თავისუფლად დასეირნობდა და დაფრენდა! ჭამდა ჩვენი თეფშიდან! სვამდა ჩვენი ჭიქიდან! იცინოდა, ახველებდა რეკდა ტელეფონს! ხმით რამდენჯერ მიარბენინა დედა ტყულიად ყურმილთან კარებებს აჭრიალებდა!-ღმერთოოოოო რა იყო იციიიით??!! სულ ვეუბნებოდი:- ამ პატარა თავში ამდენი ტვინი სად გაქ ნეტა-თქო?!-მოკლედ 7წელი იცხოვრა ჩვენთან! სწორედ იმ დღეს მოგვიფრინდა, როცა მთელი ოჯახი 31დეკემბერს ზიარებიდან შინ დავბრუნდით, გაყინული იყო! ჭყვიტინებდა აივანზე! გავედი, ხილი გავუშვირე! დამახტა ხელისგულზე და შემოვიყვანე!
ერთ დღეს დედას გულის შეტევა დაემართა და საავადმყოფოში თავზე 10 დღე ვედექი! ამ პერიოდში კი ჩიკომ-ასე ერქვაააა! ჭამა აკრძალა-იდარდა-ხოდა რომ მოვედი ძლივს გამოლასლასდა გალიიდან!-შემეგება მაინც! მხარზე ამომაბობღდა! ფრენის თავი აღარ ჰქონდა! თავი ლოყაზე მომადო! მოვეფერე! ხელისგულში ჩავისვი და მერე გალიაში შევსვი! დილით კი უკვე მკვდარი დამხვდა! დავასაფლავეთ მერე პარკში ნაძვის ხის ქვეშ ძალიან ვიდარდეთ ძალიან!
მას მერე წელია რაც მაჩუქეს მეგობრებმა იმის ეშხით სხვააა! მარაააა მიმსგავსებულიც არააა! მაინც მიყვარს! თუმცა ჩემები სულ დებილს ეძახიან და იმის ფონზე ვეღარ აუტანიათ!!!!
http://www.radikal.ru
მარტვილში .. მონასტერში !
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://img7.imageshack.us/my.php?image=post201230539092.jpg
http://www.radikal.ru
რა ჰარმონიული ურთიერთობა აქვთ
ნეტა რაზე საუბრობენ?
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience