ზღვა ბობოქრობს... ზღვის ტალღები...
გამალებით ქვიშალ ლოკავს...
ნაპირზე კი ტირიფები...
დათოვლილი დევებს მოჰგავს...
ამ ატეხილ ქარ თოვაში...
მოკუნტული ვდგფავარ ობლად...
არვინა მყავს ხმის გამცემი...
და ვარ ჩემთვის ასე ოხრად...
ზღვა ბობოქრობს... კვლავ ტალღები...
გამალებით ქვიშას ლოკავს...
მე კი მარტოდ გაყინული...
ვზივარ ზღვასთან ფიქრთან ობლად...
ჩემი დაწერილია აბა როგორია?
სადღაც აქვეა სიკვდილი,
როგორ ახლოა მიწა,
არყოფნის გემებს მივკივი
არარაობის ზღვიდან;
ალბათ ხარობდა დედაი,
როცა პატარას მზრდიდა
მზე ამოვიდა ჩუმად, ჩუმად ჩავიდა მზე,
ჩუმად, ჩუმად და ჩუმად
თოვლი აცვივა გზებს...
ფიქრი თევზივით ცურავს,
სიჩუმე ნაპირს ხრავს,
ქარი არის და სულაც,
სულაც არ იღებს ხმას.
ნაკადულები სდუმან... და შორს, ძალიან შორს,
ჩუმად, ჩუმად და ჩუმად
ვიღაც გვირგვინებს ქსოვს.
დღე იკარგება წყნარად, -
დუმს, ყველაფერი დუმს
და გული ყვირის, მაგრამ
ვინ რას გაუგებს გულს?!
ზოგჯერ ორ ნაპირს აერთებს ხიდი,
ზოგჯერ ორ გულთან უჩუმრად მიდის
ხიდი ხიდია ბოლოს და ბოლოს
ყველა ხიდს ქვეყნად აქვს ორი ბოლი......
თუ ფეხი შედგი-გადი ბოლომე,
თუ გიყვარს-უნდა ეყმო ბოლომდე.
და თუ გძულს-უნდა გძულდეს ბოლომდე!
ჭეშმარიტება იწამე ერთი:
შუა ხიდზე დგომა ღალატია
კაცის და ღმერთის!
მარი
ჯერჯერობით ფავორიტია შენი ხიდის სურათი ლექსითურთ, ძალიან საინტერესო ნამუშევარია. თუ შენ გადაიღე პროფესიონალებში ითვლები. არ მახსოვს აქ იყო თუ თქვენს მიერში.
staywhite არაა ჩემი
ოხ ღმერთ ნეტავ რატომ მოველი, ყოველდღე ბრძოლას და ამხედრებას?
რად მინდა ვიყო ავის პყრობელი და თან არასდროს გკადრო ვედრება?
რად ვერ დასცრება ვერც ერთი წუთით ჩემი მშფოტვარე გიჟი ცხოვრება?
რით ვერ ვისწავლე რომ სიყვარული მხოლოდ ბრძოლაში არ იბადება...
სადღაც აქვეა სიკვდილი,
როგორ ახლოა მიწა,
არყოფნის გემებს მივკივი
არარაობის ზღვიდან;
ალბათ ხარობდა დედაი,
როცა პატარას მზრდიდა
ნეტავი, სულის პეპელა
ჩემს კარზედ ჩამოივლიდეს,
ღვთის საიდუმლოს მეტყოდეს,
მერე სულ ჩემთან ივლიდეს.
თავის ჭრელ ფრთებზე
შემსვამდეს,
ქვეყანას შემოივლიდეს...
მერე თუ მოვწყინდებოდი,
ცის კიდეს გადაივლიდეს.
წვიმა მე მგავ,
მე — იმას,
დარდით ღლილებ —
ვტირივართ.
(ეთერ თათარაიძე)
ზღვაო, ჩურჩულით მითხარი,
რომ შენც მელოდი ძალიან,
ღრუბელს რქას აჰკრავს მზის ხარი
და წვიმა _ პატარძალია.
ზღვაო, დამახრჩვე ალერსით
და მომეხვიე ტალღებით.
სხივი მჭირს კლდეზე ნალესი,
მზე დადის წითელ წაღებით.
ზღვაო, ეგ შენი სინაზე
ათას უფლისწულს ეყოფა.
გეხვევი მტრების ჯინაზე
ჩემს უღალატო მეგობარს.
ვკეკლუცობ მე შენს სარკეში
და თავს გაწონებ ოცნებით
და ტალღებს, ჩემზე დაგეშილს
მეც ვეგებები კოცნებით.
ზღვაო, ნუმც განმეშორები,
შენი მზე ნატვრისთვალია.
ყოველთვის მემახსოვრები _
ზღვაო, მიყვარხარ ძალიან.
მარტო ვარ, მარტო დავდივარ,
მარტოდ ვაწუხებ საწუთროს,
ხან დარდი ამეწეწება,
ხან ვეძებ სულის სამყუდროს.
როცა ვარ შაწუხებული
ვხედავ, უფალი არ მკუთვნობს,
დავდივარ დაფიქრებული,
ჟამს ჟამიანს და ჟამს უდროს,
მა,სად ხარ?
უშენო წამები მაციებს,
ხელ-ფეხიც ძველებურად გამეყინა,
ვითვლი კვლავ შენამდე დღეებს და მანძილებს,_
ღმერთო, რამდენია(?!)
თითებს ცხელი სუნთქვით აქ არვინ არ მითბობს,
სევდასაც კოცნებით არავინ არ მიშლის,
ისეთს ხომ არაფერს არ ვითხოვ?_
მამასთან გ ა მ ი შ ვ ი თ ! . . .
შენ მაინც გამიშვი სიზმრის ლაბირინთო,
იქ სადაც მამის გულს საათი დარაჯობს,
მსურს,მა,შენს ხელებში თმები ამილინთო
და აღარ დაგშორდე არასდროს...
პ.ს. მა,შენს მონატრებას ვერსად დავემალე....
ე ჰ . . .
* * *
ერთი უმწეო წვიმის წვეთი ვარ,
ჩემს დანახვაზე გაშლიან ქოლგებს,
მე თბილ სახესთან შეხებას ვნატრობ,
მაგრამ ვეხები ხეებს და ფოთლებს...
მე უუფლებო ნაკადული ვარ,
რადგან ვეკუთვნი სულ სხვა მდინარეს,
მაინც ვპოულობ ჩემს თავში ძალას,
ვიყო ანკარა, პირმოცინარე...
მე მირჩევნია წვიმად მოვიდე,
ღრუბელს გავურბი და გზას ვიკვალავ,
თავშესაფარს თუ მოძებნი ჩემგან,
გთხოვ, ხელებს მაინც ნუ დამიმალავ...
ყველამ გამწირა, _
მეგობრისა ვინც იყო მსგავსი:
მიწაზე ყოფნას
ზოგმა ყოფნა არჩია ცაში.
ზოგი მათგანი
ქვეყნის დამქცევს ჩაუჯდა ნავში:
ტყე აიჩეხა, _
ტყის ადგილას ერთი ხე დავრჩი.
მზემ მთხოვა სული, ვერ მივე,
ვერც — ზღვას, შემომდგარს პირამდი,
მე წავალ დილით,
ალიონის კარს გავიხურავ
მზეს მივაფიცხებ დანამულ თითებს
იწყევლებიან მკვდარი წამები
და არწმუნებენ შეშლილ წამებას;
მოხვალ – არვის არ ენანები,
მიხვალ – არავინ არ გენანება,
კედელზე რა ნაცნობი გათხრებია ნაწარმოები :
ბოროტი სული უბოროტეს სულსა ჯობია
ვინც სხვაზე ნაკლებ ბოროტია მითაც კარგია
წამოვიდა წვიმა და
ნელა-ნელა იმატა.
აწკაპუნდნენ წვეთები –
მიწას დავეღვენთებით.
მთვარე - ძაღლიშვილი, ისე გაიტურა,
თითქოს კვალში ედგა ღამის ტარანტული.
წასვლა გამიგია, მაგრამ - პოეტურად!
არის მიტოვებაც, მაგრამ - გალანტური!
ნაკვალევი თოვლში...
მე ვნახე მთვარე...
ვიყავი მზესთან...
საათი მოკვდა ჩემს მაგიდაზე,
ბოლთას აღარ სცემს წამის ისარი
და უკვდავების ჩუმ გარინდვაზე
მერქნით ამევსო გულის ფიცარი....
და მე მოვედი ელვასავით მოწმენდილ ცაზე,
თვით უკუნეთში დავიდგი ოქროს შანდლები,
გააფთრებული სიყვარული ეკიდა კარზე
და თოვდა ბინდი, თოვდა, თანაც რამდენი...
არ იტირო, თვალს დაუშრა კალთა,
დღეს ქალაქი მუქმა წვიმამ აავსო,
შენს თვალებში სიყვარული დამრჩა,
სული უკვე დეკემბერით გაივსო.
მე ფრთები შევალეწე ნაცრისფერ ღრუბლებს
შენთან წვიმასავით მიწად ჩამოვხტი
მე ზღვად ავეფარე შინდისფერ მუხლებს
და უსაშველო სტიქიებს ვაპობდი.
ვზივარ მარტო, მოწყენილი,
მსურს ფიქრით ვივსებოდე,
ოჰ, ფრთა მომცა, ჩიტი ვიყო,
მათკენ გავფრინდებოდე!
არა!-გრძნობები ადრე დაუცხრა
ადრე მოსწყინდა ქვეყნის ყაყანი
ხშირმა ღალატმა იგი დაღალა
მეგობრობისაც გაუწყდა ძალი...
ქებათა-ქება ნიკორწმინდას
მაქვს მკერდს მიდებული
ქნარი, - როგორც მინდა -
ჩემთვის დიდებული
სხივი გამობრწყინდა.
მკვიდრად ააშენა,
ვინაც ააშენა
და ცით დაამშვენა
დიდი ნიკორწმინდა.
გზნებით დამკარგავი
გრძნეულ ჩუქურთმებით,
ქარგით დამქარგავი
ნაზი შუქურ-თმებით,
ნეტა ვინ აზიდა,
ან როგორ აზიდა,
რა ხელმა აზიდა
მაღლა ნიკორწმინდა!
რა განძი გვქონია,
რა მხნე, რა მდიდარი,
ჟღერს ქვის ჰარმონია -
დარობს რამდი-დარი.
კარგად გამოჰკვეთა,
ვინაც გამოჰკვეთა
სიბრძნით გამოჰკვეთა
მძლავრი ნიკორწმინდა.
აქ რომ თაღებია,
სვეტთა შეკონება,
ისე ნაგებია,
სიზმრის გეგონება.
ნეტა ვინ ააგო,
რა ნიჭმა ააგო,
რა მადლმა ააგო
სვეტი - ნიკორწმინდა!
გრძნობ - ვით დიადია
თორმეტი სარკმელი,
ხაზებში ანთია
ცეცხლი მისარქმელი:
ნეტა ვინ აანთო,
რომ გრძნობით აანთო
და წლებს გადაანთო
ნათლად ნიკორწმინდა.
ხვეულთ დიადება
ვხედავ - რა უხვია,
დრომ მას დიადემა
კრძალვით შეუხვია.
ნეტა ვინ მოჰქარგა,
და როცა მოჰქარგა
შიგ მიჰკარგ-მოჰკარგა
გზნება - ნიკორწმინდა!
მკვეთრი და მოქნილი
ხაზთა დასრულება
არის ამოდქმნილი -
ნატვრის ასრულება.
ეს ის სიმკვეთრეა,
ეს ის სიმდიდრეა,
რაითაც მკვიდრია
ძეგლი - ნიკორწმინდა.
შენის სულმნათისად
ასვლა ეროვანი:
ყელი გუმბათისა
მაღალღეროვანი,
ცამდის აღერილი,
ნებით აღერილი,
სათნოდ აღერილი
გშვენის, ნიკორწმინდა!
მზერა ქართულია
სივრცის დაუნჯებით,
თვალი გართულია
ფრთიან ფასკუნჯებით:
ფრთები, ფრთები გინდა,
კიდევ ფრთები გინდა,
გინდა დაეუფლო
სივრცეს, ნიკორწმინდა!
შენ, ფრთამოღუღუნეს
ჟამთა სიმაღლეზე,
ჩვენი საუკუნე
გიცავს, უახლესი:
მძლვრი ხელოვნება,
ხალხის ხელოვნება -
ბრწყინავს საქართველოს
ქებად ნიკორწმინდა!
გალაკტიონ ტაბიძე 1947წ
განაბულ ნავში და თეთრ ღრუბლებში
გაგიფიქრებ და ჩაგეხუტები
უთოვლო ცაში ჩვენ გავფიფქდებით.....
დაბნელდა სული, გარშემოც ბნელა,
სიცივე მკვიდრობს ეხლა ჩემ გულში;
აღარ მაქვს საზრდო სულისათვის მე
არც სიძულვილში, არც სიყვარულში.
შენ ღვთის ფიქრი ხარ, ფუსფუსა ფიქრი
მაძიებელი ფიქრი კირკიტა.
გაბრუებული სკისაკენ მიჰქრი,
რომ დაიბადოს საქმე ფიქრიდან.
თუ ჩემი სიტყვა შენს ხვედრს გაიყოფს
მართლაც მქონია ქვეყნად სათქმელი,
იმაზე დიდი რა უნდა იყოს,
კაცს თაფლი მისცეს,
ღმერთს კი სანთელი.
ხშირად ჩემ თავთან დავრჩები მარტო
თუმცა არ მიყვარს განმარტოვება.
მზე არის, მაინც მზის ღვარებს ვნატრობ,
დე ცა არწიონ პალმის რტოებმა.
კაცს ზღვა იმედებს
ნუ დაუშრიტავ
განცდავ და რწმენავ, მიწავ და ცაო,
ფიქრებში ვფარტავ სიკვდილის ტიტანს
და უკვდავების დავეძებ წყაროს.
[quote name='mari touchet' date='Nov 13 2007, 11:01 PM' post='209444']
მა,სად ხარ?
უშენო წამები მაციებს,
ხელ-ფეხიც ძველებურად გამეყინა,
ვითვლი კვლავ შენამდე დღეებს და მანძილებს,_
ღმერთო, რამდენია(?!)
თითებს ცხელი სუნთქვით აქ არვინ არ მითბობს,
სევდასაც კოცნებით არავინ არ მიშლის,
ისეთს ხომ არაფერს არ ვითხოვ?_
მამასთან გ ა მ ი შ ვ ი თ ! . . .
შენ მაინც გამიშვი სიზმრის ლაბირინთო,
იქ სადაც მამის გულს საათი დარაჯობს,
მსურს,მა,შენს ხელებში თმები ამილინთო
და აღარ დაგშორდე არასდროს...
პ.ს. მა,შენს მონატრებას ვერსად დავემალე....
მარი რა საოცარი ლექსებია ძალიან იმოქმედა ჩემზე.....
ის ჩიტი,
ჩემთან ამბავს რომ ატან,
ხელში აიყვანე,
თვალებში ჩახედე
და ჩუმად,
ჩუმად უჩურჩულე
ჩემთვის სათქმელი...
რომ მოფრინდება ის ჩიტი ჩემთან,
შენი სუნთქვა,
შენი ჩურჩული ჩამესმება
მისი პატარა ფრთების შრიალში...
შენი გულივით ფრთხიალებს ჩიტი...
nuciko-22
ეს გუშინ იყო, როცა
შენს ხსოვნას მავედრებდი.
აქ დარჩა მხოლოდ ქარი
და შეძახილი მწყემსთა,
აღელვებული კედრები
ანკარა წყაროს წყლებთან.
იცი რა მიყვარს?
მაღალ სკამზე რომ ვზივარ და
ფეხებს ძირს რომ ვერ ვაწვდენ და
ჰაერში ჩემი ტერფები ქანაობენ...
ძალიან პატარა ვარ ამ დროს...
და ცაში ვარ თითქოს...
ქვემოდან ადამიანები მეძახიან მიწაზე დაეშვიო.
მე კიდე ფეხებს ვიქნევ და
ტერფები ჰაერში სრიალებენ და
მთელი ხმით,
მთელი ძალით
მინდა ვიყვირო:
„ცუკველა გაცუმდეს!!!...“
......
მაგრამ მხოლოდ ვიღიმები...
ძალიან პატარა ვარ ამ დროს....................."
უჩა
მაგარი ხარ
mari touchet
ეს ლექსებიც შენი დაწერილია?
სიყვარული-
ტკბილი ნამცხვარი
რომელსაც ზუსტად ერთ წამში ყლაპავ
და მერე ნამცეცებს
ხელის გულზე წლობით აგროვებ.
...........
და ხელისგულზე წლობით ნაგროვებ
ნამცხვრის ნამცეცებს
აკვარიუმში
სულ პატარა ლიფსიტას უყრი
ეს არის ბავშვი
ალბათ მოვა დრო - შენც აინთები,
ახლა დარდების მძიმე წუთია.
მიწას ადგია ცა გარინდებით
და ეს ქვეყანა თითქოს ყუთია.
არის სიცოცხლე, სიკვდილიც არის,
ადამიანის ბედი კრულია.
დადუმებული კიდია ზარი
და თითქოს ზარი საყდრის გულია.
პ.ს. ჩემი ქაშვეთი
უფალო,
მომეცი ძალა,
რომ მეყოს საკუთარი თავი,
დავანაწილო და
ლუკმებად გამოვიზოგო
სიკვდილამდე
...............
მაჩუქე ხალხი,
რომლებსაც დავაბინავებ,
გამოვაზამთრებ.
და ნუ მეტკინება სული,
თუ ისინი წასვლის წინ
აურდაურევენ ჩემს ოთახებს.
მინდა, რომ ვიყო სუფთა და
ლამაზი მათთვის.
და ნუ ვიქნები დაცარიელებული
სახლივით
თვალებამოღამებული და
პირდაფჩენილი
...................
მასწავლე, ღმერთო,
რა ვითხოვო შენგან
და ჩამახედე
ჩემი სულის
ექოებით ამოლესილ
უძირო ჭაში...........
ბურთიც ფეხებზე მკიდია,
დათვიც და ენოტებიც;
მე არაფერი არ მინდა,
მე _ დედას ველოდები!
წვიმდა თბილისში..
თვალზე დამაჩნდი ერთადერთ წვეთად..
http://123.ge/
ქართველმა ქართველს ესროლა
ამოვიწყვიტეთ ერიო
სისხლით მოვსვარეთ ქვეყანა
ჩვენ გავახარეთ მტერიო
ძმამ ძმის სისხლი დაღვარა
გავწყვიტეთ ერი და ბერიო
ისევ ქართველებს ვესროლეთ
ძმები განვგმირეთ ტყვიითა
მერე დროშები ავღმართეთ
ისევ ჩვენი ძმის სისხლითა
ფუი შეგვირცხვეს კაცობა
თავი გვეგონა გმირები
ავაწიოკეთ ქვეყანა
ამოვიხოცეთ შვილები
ისევ ქართველი გავწყვიტეთ
ქართველს ვხვრიტავდით კედელზე
მერე ტაძარში მივედით
და ვოცნებობდით ედემზე
ფუი ჩვენს ვაღკაცობასა
ნეტა ეს რა დრო დაგვიდგა
ნეტავ რა წყევლამ მოგვისწრო
ეშმაკი სულში ჩაგვიდგა
ნეტაი ჩვენს მამა-პაპასა
იმ ქვეყნად რასა ფიქრობენ
ოც საუკუნის მანძილზე
ნეტავ ტყუილა იქმოდნენ?
ეხლა რაღა ვქნათ ქართველნო
სადღა გამოვყოთ თავია
ჩვენზე კარგის მთქმელს ვერ ნახავ
ყველა სიტყვა ჩვენზე ავია!!
ღმერთმა შეგვინდოს ეს ცოდვა !!
ალბათ მეგობარმა სადღაც გამიხსენა,
როგორც ღამეების მიერ გადამწვარი.
ახლა კუბოში ვარ, გულმა დაისვენა,
მომდევს პროცესია, ჩუმი თანამგზავრი.
ალბათ სამარესთან ვარდი მრავალია,
ალბათ მარიამიც ტირის თავდახრილი.
მთვარე მდუმარეა და ცა მაღალია,
მოდის გათენება, როგორც ბალდახინი.
-------------------------------------------------------------------------------------
აქ წუხელ ღამე იწვა მინაზე,
შორს ხმაურია ქუჩის.
უკვე გათენდა, ცა დავინახე,
......
მარტო ვარ, გული გათავდა უკვე,
ჩანს დედამიწა რუხი.
და გულმოკლული ვუსმენდი წუხელ
ბალალაიკის წუხილს.
ციხეა, მხოლოდ მე ვიკარგები,
საკუთარ ხელებს ვუმზერ.
უკვე გათენდა, შავი დარდები
ნელა იშლება გულზე....
სიზმრად მელიან,
მე ვიგვიანებ,
ვერ მოვრჩი ფიქრებს...
ცა ლურჯი, ლურჯი...
ზღვა ლურჯი, ლურჯი...
მზე ოქროსფერი.
.....................
და ვერ გავიგე,
ზღვაა ცისფერი თუ ცა _ ზღვისფერი...
ცა ლურჯი, ლურჯი...
ზღვა ლურჯი, ლურჯი...
თითქოს ოცნებამ ვეება ფუნჯით
ლურჯად შეღება ზღვაცა და ზეცაც,
ფიქრიც და შენცა...
.................
ცა მუნჯი... მუნჯი,
ზღვა მუნჯი... მუნჯი,
ყველაფერი საოცრად ლურჯი...
ჩაჭედილი კლავიში ხომ აფერხებს ჰარმონიას.
სიტყვაც,
ხანდახან.
ცხრა მზე მინდოდა მქონოდა,
რვის მეტი ვერ შევაგროვე,
მეცხრე ვერ გადმოვიბირე,
ციდან ვერ გადმოვაგორე.
წვიმის წვეთები დაბლა ეცემა,
სიცილ-კისკისით მოდის მიწაზე,
ნაზ მელოდიას ღიღინებს ნელა,
ცეკვავს ოცნება ფანჯრის მინაზე.
წვიმას მოჰყვება ჩუმი გოდება,
შენზე ფიქრები, შენზე დარდები;
ფიქრის მორევში ჩამეძინება,
სიზმარში წვიმად მომელანდები...
.
...წვიმის წვეთები დაბლა ეცემა,
სიცილ-კისკისით მოდის მიწისკენ,
ნაზ მელოდიას ასწავლის მთვარეს,_
და ყოველ ღამე ერთად ვღიღინებთ...
იქ, სადაც სხვები ქვებს დაემსგავსნენ
სისხლის წვიმაში, ტყვიების ჩქერში.
მე არ ვკარგავდი სიმაღლეს ჩემსას,
რომელიც ოდეს გიყვარდა ჩემში.
-----
ხანძრებს, ღამეთა კალთაზედ გაშლილთ,
გზებზე ჩახერგილ ღამეთა ლოდებს,
მე ვუცქეროდი თვალებით ბავშვის,
რომელიც ასე გიყვარდა ოდეს.
თათი, შენ გეძღვნება (სურათში ლექსის ავტორი და სიმღერის შემსრულებელი, გამოიცნობ ალბათ. )
Заряженный наган
Вы молоды, веселы, юны,
Шумны, как Казанский вокзал.
Я встретил вас вечером лунным,
Но лучше бы я Вас не встречал.
Под мышкою - ноты и скрипка,
Цветы и успех под ногой,
А я... Я - большая ошибка
И прочерк по жизни сплошной.
А луна на небе ясна,
Звезды падают в карман...
А любовь небезопасна,
Как заряженный наган!
Тюрьма - это черное слово,
Как пропасть, меж нами она,
Но Вы улыбнулись и снова
Сказали, что: Нынче весна!
Ах, милая эта улыбка...
Я Вас за ее полюблю!
Сыграйте ж, сыграйте на скрипке
Про жизнь про блатную мою!
А луна на небе ясна,
Звезды падают в карман...
А любовь небезопасна,
Как заряженный наган!
აგერ ლინკი და გადმოწერე
http://rapidshare.com/files/72797934/zarijazheni_nagan-kuchin.mp3
ზამთრის სუსხი
მოდის ზამთარი სუსხით და თოვლით
მოდის ნაზი და მშვიდი ფანტელით
იტყვის: ვერაფერს მივაღწევ მოვლით
ამიტომ უნდა მოვიდე თოვლით
მოდის ზამთარი გვიყინავს ხელებს
ულევ თოვლს მისცემს მყინვარ-წვერებს
ჩვენ ჩავეხუტებით გავათბობთ გულებს
ასე გადავიტანთ ზამთრის სუსხებს
ზამთარი მოიტანს ლამაზ ფიფქებს
ბავშვები ვაკეთებთ ულევ გუნდებს
ასე ვატარებთ ჩვენ უკვე ზამთრებს
და ველოდებით გაზაფხულის სურნელს
ისეთი ვინმე რომ შემხვდებოდეს
გამიღვიძებდეს წამით იმედებს
ჩემი ბავშვობის შემოდგომამდე
ერთ აპრილს მაინც წამიკიდებდეს
..............
ახლას ეს გრძნობა უფრო მეტია
ახლა ქარები არხევენ ტირიფს
მე შენ გიამბობ ერთ ტრაგედიას
და როგორც ბავშვი დავიწყებ ტირილს
მაჩუქე მტრედი
და თუ გავბედე
გავუღებ სარკმელს.
შეაფრინდება
მთვარის რიკულებს.
და თუ გავბედავ
და გეტყვი სათქმელს,
შენ დამიგულებ
ბოლო იმედად.
-----------
თეთრი კლავიში შავი კლავიში
დედა მოვა და კოცნას დაგვიშლის
mari touchet
მაშინ დაბერდა,
როცა ყველამ მიივიწყა და,
ქალის ნაცვლად,
ჩამოუჯდა მუხლებზე ხავსი
დამმალე
თმები აღარ მყოფნის მზემდე,
და მთვარე ცდილობს
შემიტყუოს ღამის ბნელეთში,
დამმალე შენში, შენთან
რომ შენით, შენთვის
გავახილო გიშერი თვალი
და კოშკი, ბროლის კოშკი
დავამსხვრიო..
მე წავალ დილით,
ალიონის კარს გავიხურავ
მზეს მივაფიცხებ დანამულ თითებს
და გადავთელავ ტყეებს გაუვალთ.
შენ შეგიძლია შეშლილად მთვლიდე
მე წავალ დილით……...
თათი87
Ты прошла не замечая мимо .... იმხელა ლექსი და სურათი მოგიძღვენი შე ქალო ...ნახე,მოგეწონება. იმედია წაშლამდე წაიკითხავ ამ პოსტს.
მზე ამოვიდა ჩუმად,ჩუმად ჩავიდა მზე
ჩუმად ჩუმად და ჩუმად
თოვლი აცვივა გზებს
ფიქრი თევზივით ცურავს
სიჩუმე ნაპირს ხრავს
ქარი არის და სულაც
სულაც არ იღებს ხმას
ნაკადულები სდუმან და შორს,ძალიან შორს
ჩუმად ჩუმად და ჩუმად
ვიღაც გვირგვინებს ქსოვს
დღე იკარგება წყნარად
სდუმს ყველაფერი სდუმს
ფერთა ფერებით მოგეფერები
და ფერიების ფრთების ფერები
ფიქრებში ფერად ფანტაზიებში
ფაფუკ ფიფქებად მოეფინები
ფეხვეშ ფოთლები ფიფქების ფონია
ფერგადასული ეს სიმფონია
staywhite
მაპატიე ისე გადავიდა გვერდი რო ეგ მოძღვნა ვერ ვნახე
მე დაბრუნებით ტკივილებს წავშლი,
ოღონდ მოსვლამდის, ოღონდ ბოლომდის,
როგორც გაზაფხულს ელიან მთაში, -
შენი ლამაზი გული მელოდეს.
----
... და ქორწილს ზეცის სუფრაზე გავშლი,
ოღონდ მოსვლამდის, ოღონდ ბოლომდის,
როგორც გაზაფხულს ელიან მთაში,-
შენი ლამაზი თრთოლვა მელოდეს.
staywhite
ეს შენ
ალბათ მოვა დრო - შენც აინთები,
ახლა დარდების მძიმე წუთია.
მიწას ადგია ცა გარინდებით
და ეს ქვეყანა თითქოს ყუთია.
შენ შეგიძლია წამიყვანო
---
იქ,
სადაც გული პატარა არ აქვთ,
მზერა-მრუდი,
ნაბიჯში დაღლა,
სადაც ზღაპარი გვიან მთავრდება...
---
იქ,
სადაც
ჩემი დიდი დუმილი -
ჩემი სუნთქვაა... და ჩრდილებიც
თამაშიდან უხმოდ გადიან...
---
დავბერდი,
კარზე სიბერემ მომკიკაუნა,
მაგრამ იცოდე!
მე მაინც გელი....
http://imageshack.us
Там такие бродят души, -
Спят такие сны...
И я все согласна слушать,
Кроме тишины.
(Анна Ахматова)
И это б могла, и то бы могла,
А сама, как береза в поле, легла,
И кругом лишь седая мгла.
მსუბუქი ტანი გაქვს,
სურვილს აყოლილი.
ნეტა შენ!
არ ვგავართ ერთმანეთს
მე და შენ...
გინდა ქარს რომ აჰყვე
და მიწასსულ ევლო;
დედიკოს რომ მოსწყდე,
დაჭკნები, სულელო!
ასე მგონია,
მოთმინების მსოფლიო რეკორდს
ვამყარებ როცა
პაემანზე გაგვიანდება
აუ რა მაგარი ლექსები და სურათებია.
ყველა ძალიან ლამაზები და მაგრებია.
რას დაიტოვებ ჩემგან, ბალახო,
წვიმავ, რა მიგაქვს ჩემი ცრემლიდან,
მე კიდევ ერთი დღე მინდა,
შუაღამისას მოსულ თემიდას
ჩემი სიმშვიდე რომ დავანახო.
ცრემლი - სიხარულის,
ცრემლი - მწუხარების.
ზოგჯერ დუმილის და
ზოგჯერ მქუხარების.
ცრემლი, საჩინო და
ზოგჯერ უჩინარი,
მაგრამ არასოდეს
სულმთლად უწყინარი
წამწამს მოწყდებიან
სულში ერთდებიან
ცრემლი თვალანკარა
სისხლის წვეთებია.
მე ამ ადგილას ვიქნები ხვალაც,
და მზის ჩასვლისას უფრო გელოდი...
ემახსოვრება ალბათ ჩემ ქალაქს
რა სევდიანი გრძნობით ვმღეროდი...
დავიწყებით რა ვქნა ვეგარ დაგივიწყებ,
მაგ თვალებში ვნანობ რატომ შემოგხედე,
ასე დიდი სიყვარული რომ მასწავლე,
გევედრები დავიწყებაც შემასწავლე...
(ლიკა კვირიკაშვილი)
თავი მომჭერით, თავი,
გულს დაანებეთ თავი!
გზა - გაწყვეტილი ძაფივით,
ფიქრი, დუმილი, დარდი,-
პურიც იყო და მარილიც,
მაინც ერთმანეთს ვჭამდით.
რაც იყო, ჩქარა გაივლის,
არ შეგაწუხოთ ეჭვმა,-
პურიც იქნება, მარილიც...
მაინც ერთმანეთს შევჭამთ.
და მარტოობა იყო უმანკო,
ღამის მკლავებში ახალი მთვარე.
-----
და ჩვენ დაგვკრძალეს: სიყვარული, მე, მარტოობა
მოვიდა დილა ნადირობის უცხო სეტერად,
სიცოცხლის ტირეს ახლა სჭედდა საფლავის ქვაზე
მზე გალაქტიკის, მზე დემონთა
სხვა et cetera...
მიტოვებული თოჯინა...
ვარდისფერ ოცნებათა ყწება...
უკანასკნელი ზარი და...
თურმე აქ ბავშვობაც წყდება...
http://imageshack.us
А ты знаешь, какие у нас северные ветры?
А ты знаешь,какие у нас снега километры?
И полярные ночи длинные это вам знакома?
Писмицо в конверте, писмицо из дома...
А ты знаешь,что сольнце бродяг светит, но не греет?
А ты знаешь,у нас кто бывал, жизни не жалеет?
А я не верую в судбу и не плачу,
Пошли в удачу, пошли в удачу...
ორ ზღვას შუა ძველისძველად, საომარი იყო ლელო...
ის გადარჩა და სახელად, ეწოდება საქართველო...
საქართველო, ლამაზო...
სხვა საქართველო სად არის...?!
ჩემი ხატია სამშობლო...
სახატე მთელი ქვეყანა...
სამშობლო დედის ძუძუი...
არ გაიცვლების სხვაზედა...
ცა ფირუზ ხმელეთს ზურმუხტო...
ჩემო სამშობლო მხარეოოო...
ცხრა ლახვარი, რომ დამარტყან, ცხრაჯერ გულში,
მტრის ჯინაზე ცხრაჯერ მწარედ გავიცინებ...
გავიზრდები საქართველოს სიყვარულში,
სასთუმალზედ ერთხელაც არ დავიძინებ...
უჩა,
თუ დრო დაგრცა და მოახერხებ, ეს ბოლო რუკა რომ არის ეპარქიების, შეგიძლია ის რომელიმე პროგრამის გამოყენებით დანომრო და მერე ნომრებით ჩამოწერო რომელი რომელი ეპარქიაა? ძალიან მაინტერესებს და ამ სურათზე არ ჩანს ნაწერი.
მადლობა წინასწარ, რომც ვერ მოახერხო მაშინაც (ამ ბოლო სურათებისთვის, ზალიან ლამაზებია)
როცა ცივი ქარი ქრის
და თეთრი ზამთარი
გვეუფლება,
ძაღლებმა იციან ის.
რაც ჩვენ არ ვიცით,-
ერთგულება!
როცა გახსენება ჭირს
და შავი ბალახი
გზას ედება,
ძაღლებმა იციან ის-
ძველი მეგობრის
გახსენება.
როცა ცრუ საწუთრო გვცდის,
როცა სევდა - დარდი მოგვერევა,
ძაღლებმა იციან ის-
ადამიანური
მოფერება!
მე კი არ მოვკვდები,
ჭადრებს დავცვივდები
და ფოთლებივით
შემაგროვებენ...
თუკი მოვუხმობ, როგორც მჩვევია,
ძვირფას მეგობრებს, ბედნიერ წარსულს,
მე ამ უცნაურ გადაძახილში
მხოლოდ სიჩუმე თუ მაძლევს პასუხს.
ცისფერი საღამო, მთვარისგან ნაშუქი...
ვიყავი ოდესღაც ლამაზი, ჭაბუკი.
ჟამი გარდასული, დაუოკებელი...
გვერდით ჩამიარა... შორს დარჩა ყოველი...
ჩაქრა თვალები და გული მკვდარი არის...
ცისფერი ოცნება! ღამე მთვარიანი!
მაგარი ხააარ თათი, შენი ფანი ვააარ.
უჩა
Вы все хотели жить смолоду,
Вы все хотели быть вечными, --
И вот войной перемолоты,
Ну а в церквях стали свечками.
Я всем прощение дарую
И в Воскресение Христа
Меня предавших в лоб целую,
А не предавшего - в уста.
მე მხოლოდ მახსოვს, რომ გასაშრობად
ცას ეწვა ნისლი უკაბადონო.
მე არ მქონია ქვეყნად ბავშვობა,
თქვენ უსირცხვილოდ სტყუით, ბატონო,
შეხედეთ ჩემს გულს ათასგზის ნაგმობს,
ქარმა, ღამემ და სიცივემ აცრა.
თქვენ რაღაც სუფთა ყვავილზე ამბობთ
ჩემი უსიტყვო ცრემლების ნაცვლად.
ქარი გააპეს სილუეტებმა,
წამით შეჩერდა ფოთოლთა ვალსი
და ილუზიის ჭრელმა ეტლებმა
ჩამოგსვეს ჩემთან, გატეხეს ნავსი
ერთხელ მტრედმა მოუტანა ფრთები,
დამტოვა და ღრუბლებს გაჰყვა ცადა...
ღრუბლებს გაყვა, სად ვეძებო სადა?
ო, ვარსკვლავები... როგორ ბრწყინავენ,
როგორ ბრწყინავენ...
ისინი თვის მადლს ცას და მიწას
უხვად სწირავენ...
ჩემო ვარსკვლავო, შენი თვალებიც...
ისე ბრწყინავენ...
ქარო მოიტა ატმის ყვავილი,
ქარო,ფოთლებიც შემომაყარე...
როგორც გიჟი,ო როგორც გიჟი,
თმააწეწილი მოლი ხარხარებს...
და მეც გავგიჟდი... ო მე კი არა,
გული ხარხარებს, გული ხარხარებს...
ამ დღემაც ისე ჩაიარა
უხმოდ,უბრალოდ,
სულში დატოვა ღრმა იარა
გაქრა უკვალოდ.
ვერ შეველიე საწუთროზე
დღითი- დღე ჩივილს,
წლები მიდიან
ემატებე ტკივილი ტკივილს.
გულში ჩამიქრა სიხარული
გაქრა მზის სხივიც,
სულის სიღრმეში
ბინდისფერი ყორანი ყივის.
უფალო მიხსენ,
კვლავ ამინთე გულში სანთელი
და სულს მომფინე
შორეული სივრცის ნათელი
.
საათი მოკვდა ჩემს მაგიდაზე,
ბოლთას აღარ სცემს წამის ისარი
და უკვდავების ჩუმ გარინდვაზე
მერქნით ამევსო გულის ფიცარი....
მე ისევ ვიღებ ჩემს ძველ თამბაქოს
და თავს მოვაწვავ ცეცხლით, ყრუ ალით
* * *
ცისკრის ჯამია...
ჩუმად ლოცულობს ღვთისმშობლის ხატთან ბაგე მონოზვნის,
უჩვეულოა მისი მზერა, სახე მგონია თვით ანგელოზის,
ნებით მომკვდარა წუთისოფლისთვის იგი ბოლომდის,
და ეწირება ზეციური ხილვის მოლოდინს...
(ავტორი უცნობია)
თენდება და მამილიც ყივის, როგორც რიგია.
რა ატირებს? მწუხარე განა უფრო იგია!
ვაი, როგორ გარბიან ჩვენი ყოფის დღეები,
მთელი ღამე წასულა, ჩვენ კი არ გაგვიგია!
---------------
«ზღვას მომაშორეს», _ ქვითინებდა
პატარა წვეთი,
დარდს მისას ზღვისა ღიმი ედგა,
ვით ნათლის სვეტი:
ერთნი ვართ ყველა, ერთმანეთით
მიწყივ ვივსებით,
ნუ სევდიანობ, _ განშორება წუთია კენტი.
ის დუმს, - მის თვალში სევდა მოჩანს და მისი სული
ცარიელია, ვით საფლავის ყრუ სამლოცველო,
სადაც მდუმარე აკლდამასთან დღითა და ღამით
ერთი ლამპარი ჩაუმქრალი იწვის უცვლელად
თეთრი ბინდი. დანაცრული
ბუხარი
სარკმლის მიღმა შუქი ქრება
მწუხარე.
ბედისწერა მიაქანებს
იალქნებს,
კვნესის წერო და დაღლილ ფრთებს
მიაქნევს
ჩამქრალი მზე ახლა უფრო
შორს არი.
და რამდენსაც გინდა ზღაპარს
გიამბობ,
თავი რომელ ნიღაბს გინდა
მიანდო?
ხედავ, როგორ მიცურავენ
ლანდები,
ლანდებივით ჩვენც
გავუჩინარდებით,
მარტოსული მეც მდუმარე
გიცქერი
და მოწყდება ხელს ყვავილი
ცისფერი...
თუ ფიქრობთ,
ნასვამს
ფეხი დამიცდა,
ან სახელისთვის
ასე დამჭირდა.
ცდებით.
უბრალოდ
ერთი წამიც და...
სავსე მთვარეში
ღია ფანჯრიდან...
ხანდახან ხარ ჩიტი,
მაშინ ვარ ღრუბელი.
წახვალ, გაფრინდები,
წვიმა მდის ულევი.
სხვა დროს შენ ხარ ჩრდილი,
შენს ქვეშ აგრილდება
დამიმალავ ღიმილს,
მკოცნი და ბინდდება
<a href="http://img57.imageshack.us/my.php?image=5882060ez6.jpg" target="_blank"><img src="http://img57.imageshack.us/img57/1034/5882060ez6.th.jpg" border="0" alt="Free Image Hosting at www.ImageShack.us" /></a>
))))))))) ვერ ავტვირთე
http://imageshack.us
В небо взмыла ракета и упала за реку,
Ночь опять проглотила очертанья тайги.
А из леса навстречу беглецу - человеку
Вышел волк-одиночка и оскалил клыки.
Человек вынул нож: "Серый, ты не шути.
Хочешь крови? Ну что ж - я такой же, как ты;
Только стоит ли бой затевать смертный нам.
Слышишь лай? То за мной псы идут по пятам.
Я ведь тоже как зверь - в угол загнан людьми,
А раз так. Что теперь нам делить, чёрт возьми.
Видишь сам - Бог не дал ни тебе и ни мне".
Волк ещё постоял, волк ещё постоял и растаял во тьме...
Я раны залижу,
Я с прошлым завяжу,
Капкан увижу и с тропы сверну,
Не потому, что слаб,
А потому что кровь не греет старых лап!
Ночами долго-долго вою на луну....
Наш молодой вожак
Поставил точку так...
Уже задумал, как меня убрать...
Луна, луна, луна,
Взрывая воем тишину,
Луна, луна, луна,
Луна и волк в ночном лесу.
Возьми к себе меня....
აუუუ, სიტყვები არ მყოფნის! უძლიერესია! ვისი ლექსებია? სურათები სად ნახე? მგლები ძალიან მიყვარს, ოღონდ ქურდული მენტალიტეტისგან შორს ვარ ვაჟკაცობის განსახიერებაა.
И падение было великое,
Отверзлись врата в ад,
Вихрем повеяло,
С неба упала звезда в овраг...
В поисках прощения,
Слезы раскаяния,
Душа исшедая из сердца ищет свет...
Поздно метаться,
Крылья поломаны,
Виной всему нераскаянный грех!
http://imageshack.us
დავხუჭე თვალი, გულის სიღრმეში
რომ დამენახა რამე ნათელი
და მოვიგონე ნეტარნი დღენი
და გაზაფხული უკანასკნელი.
ყველა სევდიან ადამიანს რატომღაც ვეტრფი,
ყველა სევდიანს ასე მგონია ნაზი აქვს სული,
ყველა სევდიანს მსურს მოვეფერო და ვანუგეშო,
სევდიან თვალებს რომ შევხედავ მეც მტკივა გული...
აი, რამდენი რამე ხდება მიზეზი სევდის,
ჩვენ ვიღიმებით ვიღაც დღეს კი სევდიანია,
მაშ გაუმარჯოს სევდიან თვალებს ამ ქვეყანაზე,
რადგანაც სევდა ხომ სიყვარულის თანამგზავრია...
გარეთ ისევ წვიმს და ჯერ ადრეა
გარეთ ისევ წვიმს და სულ იწვიმებს
მე ვგრძნობ რომ მცივა და მენატრები
მაგრამ ვერ გხედავ როგორც სიცივეს
ქუჩაში წვიმით სველი აბრები
აშიშინებენ შერჩენილ სიცხეს
მე აღარ მინდა ჩემი სიჩუმე
სხვას რომ დაბრალდეს და ხმაურს ვიწყებ
გათავდა აღარ ჩამოგეხსნები
არც მახსოვს ვის რა ვუთხარი გუშინ
და ვაფათურებ სიცხიან ხელებს
ჩემს მხრებზე თმებზე მუხლებზე სულში
ნარბენი კაცის გულივით ფეთქავს
საათიც ქუჩაც ფოთოლიც წვეთიც
შენ ხარ აქამდე რაც უნდა მეთქვა
შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი....
ოთარ ჭილაძე
აქ შემოსვლა ყველაზე ძალიან მიყვარს... დიდი მადლობა ყველას...
ნეო,
მგლები შენც გიყვარს მგონი ავატარიდან გამომდინარე იმედია "ჩემი" მგლებიც მოგეწონა .
მე კიდევ შენი ლექსი მომწონს ჯარისკაცი
მე არასოდეს მახურავს ქუდი,
სულ სხვა ფერებში ვხედავ ამ დილას.....
ჩემში რაც არის - კარგიც და ცუდიც,
ეს საკუთარი არის ნამდვილად.....
მერე რა ვუყოთ რომ მეც სხვასავით
თვალთამხილველად თვალი მაქვს ორი
არ მიყვარს როცა ვინმეს მამსგავსებთ
რაღაც საერთოდ ეძებთ ჩვენს შორის!
არ მინატრია, არასდროს ვნატრობ
სხვის დაკრულ სიმზე წავიღიღინო
მე მირჩევნია წავიდე მარტო
და შორეული გზებივიხილო.
ყველას თავისი გვირგვინი ამკობს
მჯერა ცხოვრების ორი ნაპირის.
სხვას რომ ჰგონია, არა ვარ მარტო!
სხვას რომ ჰგონია, მაშინ არ ვტირი!
სხვის მდინარეში არ ვისვრი ბადეს
არ მაკრთობს ბედის ამაოება
სულაც არ მინდა რომ ვინმეს ვგავდე
და მერქვას მხოლოდ განმეორება!!!
ისლის სახლი, ისლის სახლი!
ქარი!
ქარი!
ქარი!
შენ მაჩვენე მზის სიახლე
და ზღაპრების მხარე.
მე
ზღვის ნისლებს გადავყევი და მთებს მივეფარე,
ვეღარ ვნახე შენი სახე, ვეღარ მოგისწარი.
ისლის სახლი, ისლის სახლი!
ქარი!
ქარი!
ქარი!
ჩემი სისხლი შენსკენ იწევს, ჩემი სისხლი ჩქარი.
ისლის სახლი, ისლის სახლი!
ქარი!
ქარი!
ქარი!
* * *
ნეტავ შენს რწმენას,
პატარა ჩიტო,
შიშვლად რომ ტოვებ
მშობლიურ ბუდეს
და თბილ ქვეყნისკენ
მიფრინავ მშვიდად
იმედით, რომ კვლავ
აქ დაბრუნდები
ერთმანეთს ეჩვევით
ეჭვებით.
ერთმანეთს ეხვევით
ფეხებით.
ერთმანეთს ედებით
მკერდებით.
ერთმანეთს ახელებთ
ხელებით.
ერთმანეთს ამთვრალებთ
თვალებით.
ერთმანეთს ეკვრებით
ეკლებით.
ერთმანეთს თუთქავენ
სუნთქვანი.
მუსიკა ზუზუნებს -
ფუტკარი
ვერავინ გაიგებს -
უთხარი!
ზემოთ სურათი ლექსის გარეშეა და აშალეთ... ეს კი (ლექსით) დატოვეტ
* * *
Ушел и унес мою улыбку
Оставил лишь слезы и грусть...
Уйдет в забвение этот день ненавистный,
А ведь раньше я любила дождь....
ბევრ ბავშვს გავაჩენდი _
კიკინებიან გოგონებს, კიკინებიან გოგონებს და
ერთ ბუთხუზა ბიჭსაც _
რომ შემეძლოს, შეველიო შენთან ერთად ქალაქ-ქალაქ სირბილს,
ბევრ ბავშვს გავაჩენდი _
ასე რომ არ ვაღმერთებდე მარტოობას და
დღეში ასი გვერდის კითხვის რიტუალის მოშლა
შემზარავ პერსპექტივად არ მესახებოდეს.
ბევრ ბავშვს გაგიჩენდი _
მხოლოდ და მხოლოდ შენ გაგიჩენდი
არის ამ ქვეყნად ჯიში სხვა მგელის,
მარტოდ ჭიდილი რომ უყვარს ბედთან,
და მისი სული თმენით კვლავ ელის,
გათოშილ მთაში შეხვედრას მტერთან...
ცეცხლის ციალი მის თვალებში ვერ ათბობს მზერას,
სპეტაკი სული არეკლილა ტყის ზედაპირზე,
გული ბრიალით კვლავინდებურად განაგრძობს ძგერას,
ერთგული ლანდი გაშოტილა თოვლის გამზირზე...
შტოზე ვაშლი გარჩენილა,
ვინც მისწვდება _ მისია,
ვინც ამ გოგოს გააცინებს,
გოგოს გული მისია...
ბაღში გოგო დაგოგმანებს,
გოგოა თუ ნისლია?!
ვინც გაიგებს, ვინც დაიჭერს,
ვინც აკოცებს _ მისია.
ხანდახან გინდა განმარტოვდე,
წახვიდე შორს,
გაექცე ქვეყნის სამართალს, ჭორს,
იყო და იფიქრო, რაზედაც გინდა,
ან არ იფიქრო საერთოდ სულ, _
იჯდე ხის კუნძზე და მზესუმზირად
აქუცმაცებდე უბრალოდ დროს...
ხანდახან გინდა განმარტოვდე,
წახვიდე შორს
და... უბრუნდები ადამიანებს.
წინაპრის სიბრძნეს უსმინე,
ერთხელ დათმენაც სცადეო:
`_ ვდიე და ვერ დავეწიე,
დავჯე და დავუცადეო~.
ზოგჯერ ორ ნაპირს აერთებს ხიდი,
ზოგჯერ ორ გულთან უჩუმრად მიდის
ხიდი ხიდია ბოლოს და ბოლოს
ყველა ხიდს ქვეყნად აქვს ორი ბოლი......
თუ ფეხი შედგი-გადი ბოლომე,
თუ გიყვარს-უნდა ეყმო ბოლომდე.
და თუ გძულს-უნდა გძულდეს ბოლომდე!
ჭეშმარიტება იწამე ერთი:
შუა ხიდზე დგომა ღალატია
კაცის და ღმერთის!
ისე მშვიდია ეს გაზაფხული,
თითქოს უბრალოდ თამაშობს ბავშვი
და თავის უცხო წარმოსახვებით
კვლავ ინარჩუნებს სიზმართან
კავშირს...
ამ თითისტოლა მაწანწალის
პეშვის ემბაზში
წვიმაც აფურთხებს
ჩიტიც ასკლინტავს
ადამიანიც - ჟანგიან ხურდებს
ქალაქი მალე ამ ემბაზში
მოინათლება
თუმცა არავის არააქვს ნება...
იცქიროს უცხო ფარდების იქით...
აწონ-დაწონოს ვიღაცის გრძნობა...
ფანქრით ასწოროს ვიღაცის ფიქრი..
ამ ბოლო დროს ყველაფერი ამერია,
მაგრამ ყველაფრისდა მიუხედავად ყოველი დღის მოსვლა მაინც მიხარია
მაინც მიხარია
ლამაზი ყანწით ალავერდის თქმას ვერ გიბედავთ
თქვენს სადღეგრძელოს ჩუმათავსვამარვინ გამიგოს,
იცლება ყანწი ლამის რნერთმა ცისკენ წამიღოს,
იმადამიანს გაუმარჯოს ვინცმე გამიგოს
წვიმებმა წალეკეს ირგვლივ არე-მარე
მე კი დარდისაგან ცრემლიც კი გამიშრა,
მა,შენს მონატრებას ვერსად დავემალე_
აღარსად გამიშვა!!!
И мнится - голос человека
Здесь никогда не прозвучит,
Лишь ветер каменного века
В ворота черные стучит.
И мнится мне, что уцелела
Под этим небом я одна, -
За то, что первая хотела
Испить смертельного вина.
Умолк простивший мне грехи.
Лиловый сумрак гасит свечи,
И темная епитрахиль
Накрыла голову и плечи.
Не тот ли голос: "Дева! встань…"
Удары сердца чаще, чаще,
Прикосновение сквозь ткань
Руки, рассеянно крестящей.
განძრევისაც კი მეშინია – შეიძლება ჩამოიშალონ
ეს ჩემი წლობით ნაგროვები მეტყველი ქვები
და მომსრისონ. ვზივარ უძრავად
და ყველა ქვას სათითაოდ ვათვალიერებ;
ზოგიერთი მიყვარდება,
მაგრამ ვერ ვუმხელ.
Позвони мне хотя бы сегодня,
Ведь ты все-таки где-нибудь есть,
А я стала безродных безродней
И не слышу крылатую весть.
("Не рыдай Мене, Мати,
во гробе зрящи".)
Хор ангелов великий час восславил,
И небеса расплавились в огне.
Отцу сказал: "Почто Меня оставил?"
А Матери: "О, не рыдай Мене..."
Магдалина билась и рыдала,
Ученик любимый каменел,
А туда, где молча Мать стояла,
Так никто взглянуть и не посмел.
წვიმამ შეცვალა თოვლის ფიფქები,
თოვლის ფიფქს გაჰყვა ჩემი ფიქრები.
კვლავ ველოდები მთვარიან ღამეს
და მაგონდება ძველი ფირები.
ის დღე ის წამი თითქოს გრძელდება,
ის მოგონება არ დაძველდება
და მთვარე თითქოს იმედს მისახავს,
რომ სიყვარული კვლავ გაგრძელდება.
მე მაგონდება ჩვენი შეხვედრა
მზე რომ სხივებით ჩემს გულს ათბობდა,
დღეს მენატრება შენი შეხება,
გაყინულს მხოლოდ ფიქრი მათბობდა.
ეჰ, მონატრება ძნელია ვიცი,
როცა ხარ მარტო საკუთარ თავთან,
მაგრამ მე მწამს და დაგელოდები...
ჯერ აქ, მერე კი სამოთხის კართან.
Кольщик, наколи мне кyпола,
Рядом чyдотвоpный кpест с иконами,
Чтоб игpали там колокола
С пеpеливами и пеpезвонами.
Hаколи мне домик y pyчья,
Пyсть течёт по воле стpyйкой тонкою.
Чтобы от него поpтной сyдья
Hе отгоpодил меня pешёткою.
Hаpисyй алеющий закат.
Розy за колючей pжавой пpоволкой.
Стpочкy:"Мама, я не виноват!"
Hапиши, и пyсть стеpеть попpобyют.
Если места хватит - наpисyй
Лодкy, с паpyсами ветpам полными.
Уплывy, волки, вот вам...
Чтобы навсегда меня запомнили.
И легло на дyшy, как покой.
Встpетить мать - одно моё желание.
Кpест коли, чтоб я забpал с собой
Избавление, но не покаяние.
ნეო
უძლიერესია, ლექსიც და სურათი ხომ ვაბშე, იცოდე ვაკოპირებ ჩემი კოლექციისთვის
...ქალთევზების თვისებაა, უყვარდეთ ისე, როგორც მიწის ქალებს არ შეუძლიათ.უყვარდეთ ისე,რომ ვერც იმან გაუგოს, ვინც ასე ძალიან უყვართ...
...ქალთევზები ჩვეულებრივი ქალებივით რეაგირებენ გულგრილობაზე.
...ქალთევზას გული ოკეანეშია ნაშობი.
სადაც გრიგალი ჩვეულებრივი მოვლენაა. საიდანაც ყველაფრის წამლეკავი ცუნამი სწევს თავს. რომლის ბნელ სიღრმეში უამრავი ურჩხული და უამრავი მშვენიერება გალურსულა.
...ოთხ კედელში კი ოკეანის მასშტაბების ზიდვა, ოჰ, რა რთულია......
მათი გაგება ეგეთი არის,
კაცნი არიან ისინიც არა?
და თუ თვალთგან სდით ცრემლთა ღვარი,
ჯვარის სიმძიმე ოდესღაც კმარა!
მე სიხარული ვერ ვნახე მანდა,
წუხილი მიკლავს მათთვის გონებას,
ციხეში დღენიც არ გადის მარდად,
იმედიც არ აქვთ ალბათ ქონება...
Все ровны пред Богом, пред иконою,
Кто войной повязан или зоною,
И слёзы горькие у всех матерей,
У всех кто ждёт домой своих детей...
Кто сказал конец? Если жив малец?
Только в клетке он, арестант юнец..
Вам бы просто свтать,палцем помахать,
А вы сразу срок,мол другим урок...
Вы по закону,малца на зону,
А там хоть волком вой,хоть кричи,
Судьба чужая, для вас пустая,
Да вы не люды, а палачи...
А вот и наша staywhite,
Любительница Кучина.
თავისი ლექსით განაბებს
ხსნის გზები გამოუჩინა
აი, ეს ართი ვარდია,
ვარდსა ჰგავს, განა ტყვილია.
ზურაც თან ახლავს, ჩარტებში
ლიდერობს მათი წყვილია
გულში კი სევდა საღამოვდება,
დგას ბნელი ღამე,
იდუმალი და თავდახრილი...
გაივლის ჟამი,
მთის იქიდან ამოვა მთვარე
და ამ სევდიან ღამეებში ისე ჩადგება,
როგორც ნაზამთრალ თალხ ტყეებში
თეთრი აპრილი.
M.M.
როცა ცას მართმევ...
ასე მგონია გჭირდება და
ამიტომ გატან.…
როცა ცას მართმევ,
როცა ცას მართმევ...
და როცა გატან...
...ან ცას რა მართებს ჩემი...
... ნაწვიმარ გზაზე ორი გუბეც და
მერე აღარ გაგიჭირდება მისვლა საზღვარზე...
"სიყვარულს გაუმარჯოს,
ჩუმს და აუხსნელს,
გული რომ გრძნობს და ...
თვალები გაუგებს
სიყვარულს გაუმარჯოს
ჯერ კიდევ აუხსნელს
ბიჭი რომ ვერ ამბობს და
გოგო გაუგებს...."
"ერთხელ როდესაც გზაში შემომხვდი,
თითქოს ვერ მიცანი,არც კი მომხედე,
მაგრამ როდესაც მე შენს გზას ავცდი
მოვბრუნდი უკან და მოვიხედე,
გვერდს გიმშვენებდა ის ახალგაზრდა
რომელშიც ასე უცებ გამცვალე,
თუმც თვალში ცრემლი წამომერია
მაგრამ მაინც ვთქვი:
"ჩ ე მ ო ს ი ც ო ც ხ ლ ე ვ!!!!!"
(ავტორის ვინაობა არ ვიცი)
ის, რომ ის ის არის,
ის, რომ შენ შენა ხარ,
ის , რომ მე მე მქვია,
ნეტავ არ მენახა!
არა, მე არა ვარ,
საშიში ურჩხული
და ამას არ უნდა
ბევრის თქმა, ჩურჩული.
ნეტავი რა არის
ჩემთვის უმთავრესი?
მე ლექსის მთლელი ვარ?
კალამი სალესი?
ნეტავი ვინა ვარ?
ან თუ ვარ საეთოდ?
ადვილი არ არის
ამ ფიქრით გაერთო.
მაგრამ ამ დროისთვის,
ვარ ძლიერ დაღლილი
და ძილი მწყურია,
მშვიდი და ადვილი.
ზოლია გამყოფი,
ჯდომის და დგომისაც,
მე, შენ, ის, ჩვენ, თქვენ და
ისინის შორისაც!
ქეთი
ძალიან არაოდრინალურია ... შენც...
***
Все дороги обошла в поисках,
Прошла морозы и зной,
Как добраться до земели райской,
Чтоб найти неземной покой?
Небеса, все свои тайны расскрой,
Расскажи о бессмертии души,
Улечу в твои бескрайные просторы,
Не найдя мир у грешной земли.
"მანძილი რომელიც შენამდე დავთვალე
ორად გავყავი და გადავაბიჯე...
გავჩერდი....
აღარ დაგელოდე და გამოვბრუნდი...
რაც გაიფიქრე გავიფიქრე...
აღარ დავთვალე და
დაგივიწყე!...
გჯერა?!..
სხვა გზა არ იყო და დავიჯერე.
მანძილი რომელიც შენამდე დავთვალე
ორად გავყავი და გავამთელე...
მოხვედი და გვერდზე ჩამიარე...
შემამჩნიე და თვალი ამარიდე...
ამიხსენი და დამაჯერე,
წახვედი და ფიქრი შემატოვე....
სიტყვებს გამაჯიბრე და...
დავმარცხდი...
დავმარცხდი და გავიფიქრე...
ჭადაკის დაფაზე სამი თამაშობდა...
მანძილს ამთელებდა ორი...
მესამე?!
ზედმეტია და კვდება...
მანძილი რომელიც შენამდე დავთვალე...
ორად გავყავი და გავამთელე...
Давно рассыпалась скамейка в скверике,
А мы сбежали кто в Париж ,а кто в америку,
Зачем же все дела ми подитожили,
ведь свой короткий век ешё не прожили...
Пусть что ушло давно, то не воротится ,
Но птыцы за окном как прежде хочеться...
Белым со мной лягут снега на ладоне святых куполов,
Только мне уйти никуда от летяших под пулями снов,
Нас так много а правда одна, и искать нам её всё сложней,
Наша жизнь это тоже война, каждым часом становится злей...
Я с войны воротился домой, в грудь медалях, в весках седина,
Но я здесь оказался чужой, здесь отвага моя не нужна...
Только помять мне спать не даёт...
გამარჯობა, აფხაზეთო, შენი! -
ლურჯო მთებო, თეთრო სანატორია!
მომენატრა მზე, სინათლის მფენი;
მომენატრა ზღვა, რომელიც ვრცელია.
მომაგებე შენ იგივე პალმა,
სად ოდესმე მშვენიერმა ქალმა
გადიწერა ჩუმად ლექსი ჩემი,
მომაგებე მშობლიური გემი,
მომაგებე მშობლიური მიწა,
შენი ძველი მეგობარი მიცან
№10 სკოლა
ქალია დილა,
მიწა — ქალი
საღამო — ქალი...
წვიმა ქალია...
ყველაფერი
ქალივით მიყვარს...
და როცა ვინმე
ჩემზე უკეთ
ადიდებს დილას, — ასე მგონია:
მე რო მიყვარს, —
მართმევენ იმ ქალს.
ტყეში შემოსული ოცნების ასახსნელად,
ჭრელო ნატვრის ხეო, შეგები ნაჭრებად,
სურვილი ჩაგაბარე, ჩუმად ჩაგჩურჩულე,
უეცრად მოგევლინე შენს სულში ჩამჭრელად.
ყური მომაყურე, გული მომაგულე,
მითხარი: ოცნება ოცნებად დაგრჩება,
თურმე ვერა მშველი, ფოთლებშეფაკლულო,
მხოლოდ საშრიალოდ დაგბადა გამჩენმა.
(ავტორი ჩვენი საყვარელი ფორუმელი marine)
ეხლახან დავრეგისტრირდი. პირველი აქ შემოვედი და სასიამოვნოდ გავოცდი. ძალიან მაგრები ხართ ყველა
M.M.
მადლობა ლექსისთვის
ახლა ვნახე
ასე თავდება ჩემი ცხოვრება,
იქ დუმილია და ქალი ცხოვრობს.
მწყურია ზეცის გამოთხოვება,
მთვარესაც მინდა გამოვეთხოვო.
რა მსუბუქია ცრემლი, მაგრამ
რაოდენ მძიმე დღე უნდა ადგეს,
რაოდენ მძიმე დღე უნდა ადგეს,
გ
უ
ლ
ს რომ ეც ცრემლი
თვალთაგან წაგსკდეს
ასე თეთრია ეს ჩემი ფიქრი
(წუხელ ოცნებას ცისკენ მივყავდი) .
მე დავდიოდი შენ სახლის ირგვლივ
და შენ, ძვირფასო, სხვაგან იყავი.
ალბათ გულიდან სისხლი მდიოდა
და გული ჩანდა უფრო სტრიქონთან.
ვწუხდი, ეს წამი რომ გადიოდა,
ვწუხდი, ეს ფიქრი რომ დროს მიჰქონდა
http://imageshack.us
და იყო ბაღი და თეთრი სკამი,
მე ვისვენებდი, ქროდნენ ბინდები.
და იყო წამი, ცისფერი წამი
და იყო წამი სხვა გარინდების.
http://imageshack.us
'' ღუბლები გვანდნენ ფართხალა გულებს,
ცა იყო, როგორც ოქროცურვილი,
ხის ქვეშ ვეგდე და თვალების ფსკერზე
იკაწრებოდა ცრემლის წყურვილი..."
(ჩრდილებს ამძიმებს ღრუბელი ფრია...)
თამაზ ბაძაღუა
ჩრდილებს ამძიმებს ღრუბელი ფრია
და გზისპირებზე ლურჯი ბინდია,
სადღაც ქარები თამამად ქრიან,
მაგრამ ქარებიც ვერსად მიდიან.
შენ კი რას ეძებ, სად იხედები,
გზას სად მიიკვლევ ხელისცეცებით,
ჩამტვრეული გაქვს თითქოს ფერდები,
ვარდები, მაგრამ ვეღარ ეცემი.
მოწვეთავს ცრემლი-ვეღარ ტირიხარ,
დაგჭრეს და სისხლი მაინც არა გდის,
გადაგაწნავენ მათრახს ირიბად
და შენც მადლობას იხდი მარადის.
წვიმს, მაგრამ წვიმაც ვეღარ გასველებს,
გძულს და ალერსით უზანგს ულოკავ,
მზე ჩადის... ჩადის და შენც ასევე
ჩადიხარ, როგორც უსასრულობა.
მე რო ტირილი მეწადოს
ვაჟა ფშაველა
მე რომ ტირილი მეწადოს,
თქვენ ვის რა გინდათ, ნეტარა?
ერთი იცინის, სხვა სტირის:
ესეთი არის ქვეყანა.
ვისაც არ მოგწონთ ტირილი,
ის ნუ დასჯდებით ჩემთანა:
მტირალის სტვირის პატრონი
ფეხს როგორ გავსწვდი თქვენთანა!
მაგრამ გაიგებთ, ერთხელაც,
ვინ ახლოს ვსდგევართ ღმერთთანა.
1886 წ.
აუ მაგარი უაზრო ხასიათზე და მაგარი ცუდად ვარ რაღაც...
ვერაფრით ვერ დავიძინე რა...
ეჰ...
(თეთრ თოვლის ქვეშ...)
გალაკტიონ ტაბიძე
თეთრ თოვლის ქვეშ სიზმრებს წაჰყვა მთის გრეხილი უხმო შორი,
და მღელვარე გაზაფხულზე ძილს მიეცა ველ-მინდორი.
თოვლის ფიფქით შეიმოსა ნაძვი, ტოტებდახლართული,
და მღელვარე გაზაფხულზე, გაიყინა ნაკადული.
გაიყინა ცის ლაჟვარდი, გაიყინა ქვეყნის გული,
და, მღელვარე გაზაფხულზე, ტყე გარინდდა დაბურული.
სად, სად გაჰქრა მშვენიერთა ყვავილთა და ფოთოლთ კრება,
და ოცნება გაზაფხულის მუდამ რისთვის მესიზმრება?
.
არავის გინდათ, რომ მეცეკვოთ?
დღეს თოლიებით გაწყობილი მაცვია კაბა
ჩემი თვალების ნაპირებთან ნავიც მივაბათ
და ჩემი შუბლის მყუდრო ველზე
ერთად ვიცეკვოთ
არავის გინდათ?
მისმა ცხოვრებამ არსებობა ბევრს დაავიწყა
და რადგან თავი არა ჰქონდათ გამოსაჩენი,
მას მიუსაჯეს დავიწყება როგორც დახვრეტა,
და სისრულეში მოიყვანეს ეს განაჩენი
მიხეილ ქვლივიძე
http://imageshack.us
პ.ს. მშვენიერი თემაა
თოვლი
საოცარია,
გუშინ სულმთლად ყვითელმა მთებმა,
დაიძინეს და
ერთ ღამეში გაჭაღარავდნენ.
[/
შენი თვალების სიღრმეში მინდა შევცურო
და იქ სხივივით დავრჩე....
მე შენს სულს მინდა მოვხვიო შეყვარებული ხელები
მინდა რომ დარჩე.....
ისევ ეცემა ფანჯრის მინას წვიმის წვეთები,
ისევ იწვიმა, იწვიმა და კვლავაც დარია,
გულმაც იტირა, იტირა და წვიმის წვეთივით
დაპატარავდა კიდევ უფრო მასზე ძალიან.
ცასაც გული აქვს, ისიც ტირის, ისიც განიცდის
და არ უხდება მარტოობა ღრუბელს ხალიანს,
რომ შემეკითხონ: რას ინატრებდი ყველაზე მეტად?
მზეს ვინატრებდი, სიცოცხლეს და . . .
შენს თავს ძალიან . . .
"ცამ დაიშალა თმები დაწნული,
სხივებით სველი თმა შეიმშრალა,
ზღვაში შევიდა თეთრი ქალწული,
ზღვა შეიშალა..."
შენს ნაფეხურზე..
შენს ნაფეხურზე
ქუჩა ფოთლებს
გადაიფარებს
და ამიტომაც,
ვერ გიპოვი
შემოდგომაზე...
უჩა
ძალიან კარგია
mari touchet
შენზე აღარაფერს ვამბობ, ყოველთვის ორიგინალური ხარ
მე დაჭრილი ვარ უიარაღოდ,
მე შენს სიყვარულს ვერ გავექეცი,
ვერ იტყვი ჩემზე გული არ აქვსო,
მე გული მქონდა და შენ მოგეცი . . .
აფერუმ თქვენს ფანტაზიებს; შეგიქეთ თემა და ნიჭი!
ვერ გავარღვიე ბოროტების შავი რკალები,
მუდამ თან დამდევს მე უსაზღვრო მოწყენილობა
მოვა საღამო და ოცნებით დავიღალები,
სულს უხარია თეთრი ღამე და უძილობა.
ო, მაპატიეთ
ბედმა უცნობი გზით გამაქანა,
თქვენ დარჩით შორი… ცაზედაც შორი…
და, როგორც კარტში აგურის ქალებს
გქონდათ ქერა თმა და ყელი ბროლის.
მე გპირდებოდით, რომ დავბრუნდები,
რომ თქვენი თმები დამაბრუნებენ,
მაგრამ დღეები, როგორც ქურდები
ჩემს შეპირებას ანადგურებენ.
და სადმე ტყვია თუ გააციებს
გულს საშინელი განადგურებით,
თქვენ მაპატიეთ, ჰო, მაპატიეთ,
დანაშაული არდაბრუნების.
თოვლიhttp://imageshack.us
http://imageshack.us
მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის
ქალწულებივით ხიდიდან ფენა.
მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის
და სიყვარულის ასე მოთმენა.
ძვირფასო! სული მევსება თოვლით:
დღეები რბიან და მე ვბერდები!
ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ
უდაბნო ლურჯად ნახავერდები.
ოჰ! ასეთია ჩემი ცხოვრება:
იანვარს მოძმედ არ ვეძნელები,
მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება
შენი თოვლივით მკრთალი ხელები.
ძვირფასო! ვხედავ... ვხედავ შენს ხელებს,
უღუნოდ დახრილს თოვლთა დაფნაში.
იელვებს, ქრება და კვლავ იელვებს
შენი მანდილი ამ უდაბნოში...
ამიტომ მიყვარს იისფერ თოვლის
ჩვენი მდინარის ხიდიდან ფენა,
მწუხარე გრძნობა ქროლის, მიმოვლის
და ზამბახების წყებად დაწვენა.
თოვს! ასეთი დღის ხარებამ ლურჯი
და დაღალული სიზმრით დამთოვა.
როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი,
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!
http://imageshack.us
სინამდვილეში ოცნებისას
დაე, ვცდებოდე, მატყუებდეს ოცნება ჩემი,
აუსრულებელ იმ ოცნებებს კვლავ მივეცემი.
ჩემს შორ გაზაფხულს უდარაჯებს სიცოცხლის ვნება,
იმ შორ გაზაფხულს, ძლიერად რომ გამობრწყინდება.
სინამდვილეშიც ოცნებისას ავანთებ კანდელს,
იმ შორ გაზაფხულს ფეხქვეშ ვუგებ ყოფნას დღევანდელს.
დღეს ჩემი ბედი ქარიშხალს მისდევს,
რა უცებ შეწყდა ხმაური ქუჩის.
და იმ ადგილას ვოცნებობ ისევ,
სადაც მთელი დღე ვიყავი გუშინ.
ჩემთვის იყავი შორი ოცნება
და ახლა როცა ოცნება ახდა,
მე უარს ვამბობ შენს სიყვარულზე,
მე შენს სიყვარულს უარვყოფ ახლა.
tiko282
მეც გამიხარდა თუ მოგეწონა!!!!
მოგნატრებიათ ? ვინმე ან რამე ისე ძლიერად
და მონატრების ცრემლებით სავსე შეგისვავთ თასი?
მე განმიცდია მონატრება მთელი არსებით
ალბად გამიგეთ მონატრების ვინც ივის ფასი!
მოგნატრებიათ? მშვიდ საღამოს ზეცის ყურება
ვარსკვლავებს შორის დაკიდული ნახევარ მთვარე
მე განმიცდია მონატრება სიმშვენიერის
და მიტირია მონატრებით აღვსილსა მწარედ
მოგნატრებიათ? ერთი წამი ბედნიერების
სულს რომ სწყურია ამ წამის განცდა მთელი სისავსით
მე განმიცდია მონატრება ამ ერთი წამის
და მონატრებას ამ წამისას გულში ვიკლავდი.
მე მენატრება ერთი წამი ბედნიერების
ღმერთმა ქნას წამი მონატრების თქვენც განიცადოთ
თუ აგატირებთ არაფერია მალე გაივლის
თუნდ მონატრებით გულმა სათნომ დიდხანს იდარდოს
უჩა,
ისეთ ლექსებს წერ რომ გულგრილს ვერ დატოვებს წამკითხველს
დიდი მადლობა ამ ლამაზი ლექსებისთვის, ბევრი ჩემს განცდებს შეესაბამება და ბევრ რამეს მახსენებს, ეს ლექსები ზოგჯერ ჩემს სათქმელს ამბობენ.....
სხვა დანარჩენი ლექსებიც ძალიან კარგებია, მაგრამ უჩას "ვბალეშიკობ" ჯერჯერობით
მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის
ქალწულებივით ხიდიდან ფენა.
მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის
და სიყვარულის ასე მოთმენა...
monatrebuli fee
უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი
არა დაღვრილის, - დასაღვრელის, ალბათ, მაცნეა,
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი
არ გამაჩნია!
მე დავინახე სვეტიცხოვლის თორმეტი სვეტი,
თოთხმეტი ციხე ზეგნებიდან ლაჟვარდს გასჩრია,
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი
არ გამაჩნია!
მშვენიერია ორ-ზღვას-შუა კავკასის ხედი
და კითხვა: `ვინ ვის? - ბებერ გულში ლახვრად მაჩნია,
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი,
არავითარი სხვა გზა, სხვა ხსნა
არ გამაჩნია!
მ. ლებანიძე
ოდესმე გულზე
ყვავილებიც დამაკვდებიან.
დამაკვდებიან იები და გვირილები.
ჩვენი ღრუბლები დაილევიან,
შენი თვალები დამიტირებენ.
მაგრამ ჯერ ჩემში სიცოცხლეს ღვიძავს,
დავდივარ, ვეძებ დაკარგულ ხვითოს
და სანამ კაცი ვიქცევი მიწად,
სითბოს ველი და სიყვარულს ვითხოვ.
თორემ ოდესმე
ყვავილებიც დამაკვდებიან...
მე მაპატიე...
ვერ დავემგვანე
იმ ქალს, რომელსაც
ღამ-ღამობით ფიქრით ხატავდი...
მე მაპატიე...
ვერ ვიქეცი ფიქრების მონად...
ვეღარ გითხარი,
რომ ტკივილი მქონდა სხვაგვარი...
სხვა სიყვარული... მონატრება...
სხვაგვარი დარდი...
მე მაპატიე...
ნუ გაიოცებთ
ამ მთა-ველებს შიშის საფერ გაფითრებულებს –
დედამიწას გარდაცვლილი მზე ესიზმრება. .
მე შენ არ გეტყვი: გეტრფი! ვითა სხვანი გეტყვიან.
ბევრი გარწმუნებს - გეტრფი; გულით კი სხვაგან რბიან
მხოლოდ ეს ლექსი: გეტრფი! ნეტა რას ძალსა მქონობს?
ცუდ არს: გეტრფი და გეტრფი, თუ გულიც არ მიმყოლობს.
ასეთი გეტყვის: გეტრფი, რომ ტრფობა არ იცოდეს;
სხვამ ნუ თუ ვერ გრქვას: გეტრფი, და გულში კი იწოდეს.
ნუ ელი, მეც გრქვა: გეტრფი! დუმილს ვრაცხ უმჯობესად,
მარამ მერწმუნე, გეტრფი საზომის უაღრესად!
მოვედი ალბათ იმიტომ, რომ გაგიხსენო
მოვედი, ვუთხრა ღვთისმშობლის ხატს ჩემი სათქმელი
რომ დღეს აღარ ვარ შენთან ერთად, მოვედი მარტო
და ორის ნაცვლად აინთება ერთი სანთელი..
შენ ყველას უსმენ, შენი ხმა კი არავის ესმის
ერთი თხოვნა მაქვს ღვთისმშობელო, მომისმენ ალბათ,
მიეცი ძალა შენ ხატის წინ დაჩოქილ შვილებს
რომ არასოდეს არ დაინთოს სანთელი ცალად!!!
როგორ დაღლილან...
ისვენებენ საუკუნენი
აი, ფანჯარა იმი სახლის,
დაუვიწყარი ფანჯარა,
რომელთა დღეთა სიახლის
ჩემს გულში არა დარჩა რა.
სამუდმოდ ამიერიდან
დახურულია ის კარი,
საიდან მფენდა ნათელსა
ამომავალი ცისკარი.
გზებს მარტოობა ჰფენია,
ზღვას ხმა გოდებით დაღლია,
წინათ სასახლე მეგონა,
ახლა უბრალო სახლია.
ორჯერ ორი თუ ოთხი,
შენჯერ მე - ჩვენ...
და ჩვენჯერ შენ პატარა ოჯახი....
ოთახჯერ ოთახი ოროთახიანი ბინა
და
შუქჯერ წყალი ცოტა კომფორტი.
ქალაქჯერ სოფელი პატარა ქვეყანა
და
ცაჯერ მიწა-ცოტა სივრცე....
რომ ვიაროთ ჩვენჯერ შენ
ოთახჯერ ოთახიან ბინაში
და
გვქონდეს
შუქჯერ წყლიანი ცოტა კომპორტი
და
ამ ქალაქჯერ სოფელქვეყანაში
იყოს ჩვენი პატარა ადგილიც....
იქნება ასე?
სულ მენატრები,მაშინაც კი ,როცა ხარ ჩემთან
და ჩემს გარშემო,და ჩემს ირგვლივ შენა ხარ მარტო.
სულ მენატრები,ძილში,ცხადში,უშენო,
ენთან,
სულ მენატრები და განუწყვეტლივ სულ შენზე ვდარდობ.
სულ მენატრები,ერთი წუთით არა მაქვს მოცლა
და გეძებ,როგორც ძაღლი ეძებს დაკაგულ პატრონს...
და მე არ ვიცი რა დავარქვა იმ გრძნობას,როცა
ჩემთან ხარ გულის ფეთქვასავით და მაინც გნატრობ...
უჩა
ძალიან გამიხარდა,რომ მოგეწონა!!!!!
"დედა, მე ხშირად ვეღარ გნახულობ,
რომ არ მიმიხვდე, რარიგად მიჭირს...
შენ, ვიცი ჩემთვის ლოცვა-მარხულობ,
და თუკი მტკივა შენ უკეთ იცი...
შენ რომ მჩუქნიდი, იმ ვარდს და სოსანს
ახლაც სიზმრებში ვხედავ ლანდებად...
დედი, ყოველდღე ვაპირებ მოსვლას,
მაგრამ ყოველთვის მაგვიანდება.
ვიცი, მპატიობ, ასეთი რომ ვარ,
ასე რომ მიმხრეს უცხო ქარებმა,
დედა, ერთხელაც ნამდვილად მოვალ
და გეტყვი: „არსად არ მეჩქარება!“
შენ დამიამებ ყველა წყლულს, ტკივილს
მეც გეტყვი ჩემი ბედ-იღბლის ამბავს...
დეეე, უშენოდ ღამით სულ მცივა,
მაგრამ არავინ მაფარებს საბანს...."
nini_1
ვიცი... მეც ვტიროდი შენზე (და ალბათ იმათზე ვისაც გამოცდილი აქვს) უკეთ ვერავინ შეიგრძნობდა ამას ნინი...
ტკბილი ნანა სულს უთხარი, უბედობა ხატს აჩვენე, დამაშვრალი სული, გული მონასტერში მოასვენე! მაშ, შორს მტვერი, შორს, შორს მიწა! - ის ცის უარმყოფელია...
მე მხოლოდ მახსოვს, რომ გასაშრობად
ცას ეწვა ნისლი უკაბადონო.
მე არ მქონია ქვეყნად ბავშვობა,
თქვენ უსირცხვილოდ სტყუით, ბატონო.
შეხედეთ ჩემს გულს, ათასგზის ნაგმობს,
ქარმა, ღამემ და სიცივემ აცრა.
თქვენ რაღაც სუფთა ყვავილზე ამბობთ,
ჩემი უსიტყვო ცრემლების ნაცვლად.
მე მხოლოდ მახსოვს, ქარი ულხინოდ
მიაქანებდა ბედს უპატრონოს,
თქვენ უსირცხვილოდ, ო, უსირცხვილოდ
ჰო, უსირცხვილოდ სტყუით, ბატონო.
ხომალდი ჩემი ტალღებს ქაფიანს
არც შველას სთხოვდა, არც სთხოვდა შეხლას.
მე მაქვს უბავშვო ბიოგრაფია
და ერთადერთი ამით ვარ ქვეყნად.
"გარეთ ისევ წვიმს და ჯერ ადრეა,
გარეთ ისევ წვიმს და სულ იწვიმებს...
მჯერა,რომ მცივა და მენატრები,
მაგრან ვერ გხედავ,როგორც სიცივეს...
გარეთ კი წვიმის სველი აბრები
აშიშინებენ შერჩენილ სიცხეს...
მე აღარ მინდა,რომ სხვებს დაბრალდეს
ჩემი სიჩუმე და ხმაურს ვიწყებ...
სულ ერთი კვირით
ვჩერდები მგზავრი
საფლავთან, სადაც სიჩუმეც ყარს,_
მთვარეს ხელს ვაჭერ,
წკრიალებს ზარი...
ვიცი, ცა უხმოდ გამიღებს კარს.
წუთით შემეტყო პატარა დაღლა,
მაქვს მოლოდინი,რომელიც მკლავს,_
თვალს ჩვენ აქ ვხუჭავთ სამარადჟამოდ,
თორემ იქ, მაღლა ახელენ თვალს.
ეძღვნება ჩემს ბაბუას დიდი დიდი სიყვარულით (სამწუხაროდ, ის ჩვენს შორის აღარ არის)
მე მეჩვენება, თუ ეს ცხადია?
მე მესიზმრება, თუ მართალია?
რატომ წახვედი? რატომ დაგვტოვე?
ეს ცხადია, თუ მართალია?
არცერთი, არა მე ეს არ მინდა
მინდა გეფერო, მინდა გეხუტო
და შენი ფეხის ნაბიჯებს მიღმა
შენი სითბო და ალერსი ვიგრძნო
მე ხომ მიყვარდი, ძლიერ მიყვარდი
მე არა, ჩვენ - ჩვენ ყველას გვიყვარდი
ხომ დაბრუნდები, ხომ გნახავ კიდევ
ხომ ჩაგიხუტებ მე არა, ჩვენ
კი გნახავ ბაბუ, მაგრამ ჯერ არა
მე ჩემი შვილი უნდა გავზარდო კიდევ
მე ჩემი თავი უნდა ვიპოვო კიდევ
უნდა მიყვარდეს, უნდა ვეფერო
უნდა სიკეთე, სითბო ვასწავლო - კიდევ
და მერე მოვალ, აბა არ მოვალ? მე არა, ჩვენ
სიყვარულით თეკლა
http://imageshack.us
მატარებლები ყოველ დილით
და ყოველ ღამე
სადღაც მიდიან,
საით მიდიან, ეგ სულერთია _
გზები დიდია.
მთავარია, რომ სადღაც მიდიან,
სადღაც მიდიან...
http://imageshack.us
ძალიან კარგი ლექსებია ბავშვებო და სურათებიც შესაბამისი, ყოჩაღ თქვენ.
პოეზიას არ ეკუთვნის მაგრამ ერთი თხოვნა მაქვს, თუ ვინმეს მოგეპოვებათ ნანული შევარდნაძის პატარა ჩანახატი, ,,მიმოზებს მოგიტან დედა'' ეგებ მომაწოდოთ.
დიდი მადლობა წინასწარ
http://123.ge/
makaveli
http://123.ge/
makaveli
აპრილის სინორჩეს გაჩუქებ,
ჩუქება ადრიდან მჩვევია
ჩუქების მეფე ვარ, იცოდე,
გავცემ. . . და ყოველი ჩემია
გაჩუქებ გაფურჩქნულ ყვავილებს,
ფუტკრების ტრფიალში ნატკბურებს,
გაჩუქებ იების იმ ღილებს,
ტყის სურნელება რომ აპურებს.
ჩუქების მეფე ვარ, გაჩუქებ
იმ გრძნობას, პოეტს რომ ამუნჯებს
იმ გულწრფელ სიცოცხლეს გაჩუქებ,
ცის ტატნობს რომელიც ალურჯებს.
გაჩუქებ!!. . ყველაფერს გაჩუქებ!
ჩუქება ადრიდან მჩვევია.
ჩუქების მეფე ვარ იცოდე
გავცემ.. . და ყოველი ჩემია!
ლექსო გელაშვილი
მათ გადაიარეს ცა პირამიდების,
ხეთა და მიდია…
ზღაპრული ურარტუ, ქართული მინდვრები,
კვლავ საით მიდიან?
რამდენი მწვერვალი გადავლეს უკლებლივ,
კვლავ ფეხქვეშ რაოდენ
მწვერვალებს ითვლიან
ღრუბლები…
კვლავ საით მიდიან ღრუბლები?
რა ვიცი… მიდიან…
მირზა გელოვანი
ბავშვი ეკითხებოდა მამას: - როდის წავალთ
სახლში?
ღრუბლები არა ჰგვანდნენ ღამურებს, -
ღრუბლებს შეეჭამათ ცა.
და მტირალი ბავშვი, როგორც მოლაღური
ეკითხებოდა ხმას საკუთარს:
- როდის წავალთ სახლში?
იმ ღამეს მზის გარდა არაფერს ეძინა.
- გვიშველეთ, გვიშველეთ ჰკიოდა გრიგალი.
- გვიშველეთ: ხეებმა შეიბეს ფეხები,
რომ, როგორც ჭინკებმა
იქროლონ ცაში!
- არ გესმით? როგორც ბალახის
ჩურჩული, კითხულობს ხმა:
- როდის წავალთ სახლში?!
როგორც ხმალი, ძმებო, ტამერლანისა,
სიყვარული ისე დამჯახებია
მე მივტირი ღამეს ზამბახებიანს
და სიყვარულს..............
http://imageshack.us
მომწყურდი ახლა, ისე მომწყურდი,
ვით უბინაოს ყოფნა ბინაში...
თეთრი ტყეების მომყვება გუნდი
და კვლავ მარტო ვარ მე ჩემს წინაშე...
http://imageshack.us
ცხრა მზე მინდოდა მქონოდა,
რვის მეტი ვერ შევაგროვე,
მეცხრე ვერ გადმოვიბირე,
ციდან ვერ გადმოვაგორე.
წამოვიდა წვიმა და
ნელა-ნელა იმატა.
აწკაპუნდნენ წვეთები –
მიწას დავეღვენთებით.
როგორ მიყვარხარ , - სულ მოკლედ გეტყვი,
ნუ შეგაშინებს ოღონდ სიმართლე....
ასე წყვდიადი სინათლეს ეტრფის
და ასე წყვდიადს ეტრფის სინათლე.......
http://imageshack.us
http://g.imageshack.us/g.php?h=&i=midnightloveaffairmainpwu8.jpg
ჩემი სიყვარული ყველაფერს გერჩიოს,
გახსოვდე მარად და მარად...
არ გადამეჩვიო, არ გადამეჩვიო,
არ გადამეჩვიო, არა....
შენ თუ მიმატოვე, ვის უნდა შევჩივლო,
ვინ მეტყვის: წუხილი კმარა...
არ გადამეჩვიო, არ გადამეჩვიო,
არ გადამეჩვიო, არა....
http://imageshack.us
უი, ამ თემამ მომსპო
რაღაც ძაან გრუზავიკი გავხდი
სად ნახულოთ ამ საცოდავ სურათებს?
მიყვარხარ ძლიერ... ძლიერ...
რაც გადის დრო და ხანი,
მე უფრო მეტად მიყვარს
შენი პატარა ტანი
შენი თითები მიყვარს
ორი პატარა თათი,
ო, იცი როგორ მიყვარს
ოდნავ შეხებაც მათი?!...
ზღვაო, ჩურჩულით მითხარი,
რომ შენც მელოდი ძალიან,
ღრუბელს რქას აჰკრავს მზის ხარი
და წვიმა _ პატარძალია.
ზღვაო, დამახრჩვე ალერსით
და მომეხვიე ტალღებით.
სხივი მჭირს კლდეზე ნალესი,
მზე დადის წითელ წაღებით.
ეძღვნება ადამიანს, რომელიც ძლიერ მიყვარდა, დღემდე დიდ პატივს ვცემ და მუდამ მემახსოვრება! - ეს შენ სიხარულო და მხოლოდ შენ!
წვიმასთან ერთად იბადება შენზე ფიქრები
მზისა სხივებზე თამაშობენ მოგონებები
თოვლის ფიფქივით ეშვებიან დაბლა გრძნობები
და ნიავს მოაქვს შორს წასული შენი სიტყვები
შენ დამაფიქრე, შენ მომეცი მე ძალა დიდი
რადგან მესწავლა და მეარა სწორი ნაბიჯით
მინდა მადლობა მოგიხადო ძალიან დიდი
და დავიტოვო იმედები შენი ჩამოსვლის
გავივლი თოვლში, რადგან მათგან ვიგრძნო იგივე
შევხედავ მზეს და მოგონებებს კვლავ დავიბრუნებ
ვივლი წვიმაში, რადგან მხოლოდ მას ესმის ჩემი
და ნიავს ჩემსას გამოვატან შენთან ჩემს სიტყვებს
გფარავდეს უფალი
http://www.picoodle.com/view.php?img=/4/4/21/f_heartballoom_ba17fb1.jpg&srv=img29
მხოლოდ მადროვე გითხრა სათქმელი
სუსტ მხრებზე მთები შემოგატოლო,
სხვა არაფერი, სხვა არაფერი,
სხვა არაფერი ჩემო ბატონო...
მე შენი ღიმი მომინდა ახლა,
როგორც სურნელი მაისის დილის
და ვიცი მერე შენ სხვა გზით წახვალ,
მეც გაუყვები ჩვენს ნაცნობ ბილიკს,
მხოლოდ ერთს გეტყვი ნატვრას გაფრენილს
რა მეშველება შენ, რომ დამტოვო?!
სხვა არაფერი, სხვა არაფერი,
სხვა არაფერი ჩემო ბატონო....
TikoE
უილიამ შექსპირი (თარგმანი რეზო თაბუკაშვილისა)
სონეტები
დრო თუ გვაბერებს, დრო გვიბრუნებს ახალგაზრდობას,
როცა მოხუცი მამის გვერდით შვილი დადგება,
სიყმაწვილეში გაცემული ბოლოს ფასდება
და სიბერეში სიჭაბუკედ გამოგვადგება.
ესაა სიბრძნე წუთისოფლის და სილამაზე,
შთამომავლობის გამრავლებით მიწა მშვენდება,
ყველა შენსავით რომ მოქცეს ამ ქვეყანაზე,
კაცობრიობა სამოც წელში გადაშენდება.
დაე, დაღუპვას ვინმე გონჯი ვერ გადაურჩეს,
ვინაც არ არის ღირსი, დარჩეს შთამომავალი,
შენ კი ბუნებამ უთვალავი გიძღვნა საუნჯე
და მოდგმისათვის საუკუნე მოგცა მრავალი.
ქვეყნის ბეჭედო, ამ სიბრძნეში ნუ დაეჭვდები
და გაამრავლე ქვეყნად შენი ანაბეჭდები.
originali
William Shakespare
Sonnets
Sonnet II
When forty winters shall beseige thy brow,
And dig deep trenches in thy beauty's field,
Thy youth's proud livery, so gazed on now,
Will be a tatter'd weed, of small worth held:
Then being ask'd where all thy beauty lies,
Where all the treasure of thy lusty days,
To say, within thine own deep-sunken eyes,
Were an all-eating shame and thriftless praise.
How much more praise deserved thy beauty's use,
If thou couldst answer 'This fair child of mine
Shall sum my count and make my old excuse,'
Proving his beauty by succession thine!
This were to be new made when thou art old,
And see thy blood warm when thou feel'st it cold.
მიმაგრებული სურათ(ებ)ის ესკიზ(ებ)ი
ნ ა ყ ი ნ ი
ნუ მე-თანაცხოვრები რა
ნუ მე-სხეულები
ნუ მემეორენახევრები ...
და ნუ მე
ნუ მემეები რა!
ცოტა დიდივით იფიქრე
და დიდივით მოიქეცი
რა თვალებჩახატული მოდიხარ შეხვედრაზე
და რა ტუჩებდაბერილი?
რადროს შენი ეგეთებია, და რაღადროს ჩემი ეგეთებია!
ან მოიქეცი ისე
როგორც შენი ტოლი გოგოები იქცევიან.
სარკის წინ რო ტრიალებ საათნახევარი
ჯობია შეხვედრაზე არ დააგვიანო.
რო დამაყუდებ და მალოდინებ
და მეც ნერვებს რომ მაშლევინებ
რა პაემანივით ვდგავარ ამხელა კაცი
და რა პატარა ბიჭივით ვნერვიულობ!
რა წარამარა საათზე ვიხედები და
რა წარამარა გეძებ თვალებით სულ ყველა მხარეს.
არ გაგივა ეგეთები!
აჰა, მოდიხარ!
ქუსლებზე შემდგარი,
ძლივს იკავებ თავს რო არ წაიქცე.
ალბათ გუშინ მთელი ღამე სწავლობდი სიარულს.
მოკლე კაბაც მოგინახია
და ეს ჩვევაც გისწავლია, სიარულის დროს შიგადაშიგ ქვემოთ რომ ქაჩო.
თმას ხელის ერთი მოძრაობით უკან იგდებ და
ისე მიღიმი
გეგონება წაქცევას ვაპირებ.
არ გაგივა მეთქი!
ნუ მედიდები!
ნუ მემეორენახევრები!
ნუ მეთანაცხოვრები
და ნუ მკოცნი
ხელკავს ნუ მიყრი
თავს მხარზე ნუ მადებ
და ნუ მსიამოვნებ!
რა დროს შენი ეგეთებია
და რა დროს ჩემი ეგეთებია
ხელს თუ გადაგხვევ იმას არ ნიშნავს თითქოს შემაბი
თუ წამასწარი ფეხზე რომ დაგხედავ
და თუ შემრცხვება
იმას არ ნიშნავს რომ როგორც ქალს ისე გუყირებ
ან თუ შემთხვევით ჩაგეხუტები
და სახესთან სახეს მოგიტან და ცხვირზე გაკოცებ
არ ნიშნავს რომ სხვაგან კოცნა მინდოდა და ვერ გაგიბედე!
კარგი რა
ეს ყურისძირში კოცნა მაინც ვიღამ გასწავლა?
ან წელზე ხელის მოხვევა?
არ გეცოდები?
ნუ მე-თანაცხოვრები რა
ნუ მე-სხეულები
ნუ მემეორენახევრები ...
და ნუ მე
ნუ მემეები რა!
შენი ტოლი გოგოებივით
დაიმორცხვე ნაყინს რომ გიყიდი.
ნუ მეუბნები ერთიც გვეყოფა და რიგრიგობით
ვლოკოთო,
ხო ხედავ მაინც ორს ვყიდულობ
და ერთი ...
შემთხვევით მივარდება.
http://imageshack.us
რაღაც საყვარელი ლექსია
გამოაღე...
გამოაღე...
გამოაღე სარკმელი,
მინდა გითხრა კიდევ რაღაც,
კიდევ დამრჩა სათქმელი,
მოგიყვები, რაც კი რამე
მომადგება ენაზე...
არ დამიწო:,,-ქალი ხარო, გმართებს უფრო სინაზე"...
ისე გამოგეპრანჭები ამ ჭერმების ჯინაზე,
თვალს ვერ მომწყვეტ, გეფიცები, გადაგივლის სიბრაზეც...
ყოჩივარდებს შეშურდებათ, თუკი იებს მომართმევ,
როს გავიგებ ზარების ხმას, საკვირაო წირვაზე,
გიჩურჩულებ რომ მიყვარხარ, თორემ მერე ვინანებ...
(არ დამიწყო ქალი რომ ვარ, მმართებს უფრო სიმდაბლე)
გამოაღე...
გამოაღე...
გამოაღე სარკმელი,
მინდა გითხრა კიდევ რაღაც,
კიდევ დამრჩა სათქმელი....
http://imageshack.us
ჩაქრა სურვილი ძველებულრი დარდით მოგიხმო,
არა იმიტომ, უშენობა რომ გამოვცადო,
გაიგო ფასი უჩემობის,მხოლოდ იმოტომ,
და მაინც მინდა ჩემს ცარიელ სიმყუდროვეში,
ჩუმად მოგიხმო, შეგირიგო და გაპატიო,
არა იმიტომ, უშენობას რომ ვერ მოვითმენ,
სხვას ვერასოდეს შევიყვარებ, მხოლოდ იმიტომ
შენი თვალები სიგიჟეა უნდა დამათროს,
ცოტაც მაკლია და ცოფივით გადამედები...
როგორც მყინვარებს მოედება ცეცხლი არასდროს
შენც ფიროსმანის ვარდებივით არ დაბერდები.
და ლამის არის მიმიყვანოს თვითმკვლელობამდე,
შენმა თვალებმა მერამდენედ უნდა დამლახვროს?!
ბევრს როდი ვითხოვ? მხოლოდ ერთი ღამე მომანდე
მინდა ლექსები წაგიკითხო ბუხართან ახლოს.
ოღონდ იცოდე! სიგიჟეა ეს ყველაფერი,
როგორც სიცოცხლე და ლექსები ჩემი საერთოდ.
მე თანახმა ვარ, სანთელივით ჩუმად ვიწოდე,
რომ ჩვენი ბედი გამოვადნო და შევაერთო.
როგორც მყინვარებს მოედება ხავსი არასდროს
შენც ფიროსმანის ვარდებივით არ დაბერდები.
http://imageshack.us
რომ მოხვიდოდე-
აივსება მთელი სამყარო მწველი სინათლით,
სილამაზით და ლაჟვარდებით...
აფეთქდებიან სულში თეთრი იასამნები
და უფრო მეტად
უფრო ძლიერ შემიყვარდები!!!
ქარი დაბერავს,
გაზაფხულის ქარი თავნება,
და სიყვარულზე იმღერებენ უცხო ლანდები...
ოღონდ კი გნახო,
სწორედ ახლა,
ახლა, ამ წუთას...
და ცრემლებამდე,
ტკივილამდე შეგიყვარებდი!!!
გადაიარეს მოლოდინის მწველმა წუთებმა,
ჩამოიქუფრა ძველი ტაძრის თეთრი კალთები...
არსად არ ჩანხარ...
ნურც იდარდებ, ჩემო ძვირფასო,
ამაზე მეტად
მაინც ვეღარ შეგიყვარებდი...
http://imageshack.us
http://g.imageshack.us/g.php?h=113&i=i220127501813276bx2.jpg
გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.
სული საზღვარს გადასცდება ფრენით,
ახლაც მახსოვს მისამართი შენი.
ცამდე სწვდება ღამეების სიგრძე,
რაღაც დიდი სიხარული ვიგრძენ.
წინ მეშლება სხვა ოცნების არე,
მიწის ცქერით დაიღალა მთვარე.
გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.
T I K O
მაგარიააააა.
ვგიჟდები ამ ლექსზეეეე. მაგარი რიტმა აქვს.
დახუჭე, თვალები დახუჭე,
სინათლე ყველაფერს აფუჭებს,
სიბნელე მათბობს და მაყუჩებს.
არ გინდა? - სიცოცხლეს გაჩუქებ,
თვალებზე შეგახებ ცხელ ტუჩებს,
ეს კოცნა ტკივილებს აყუჩებს.
გთხოვ - შენი თვალები მაჩუქე,
შენი თითები მაჩუქე,
შენი სიზმრები მაჩუქე,
შენი ალერსი მაჩუქე,
უღონო ტუჩები მაჩუქე,
დილა და საღამო მაჩუქე
და ამ ყველაფრის სანაცვლოდ
დარჩენილ სიცოცხლეს გაჩუქებ..
http://www.radikal.ru
არ შეიძლება იყო ქართველი და ვაჟკაცობის არა იცოდე
არ შეიძლება ენთოს სანთელი და არავისთვის არსად იწვოდეს
არ შეიძლება გქონდეს სათქმელი და ერის ჭირზე თვალებს ხუჭავდე
არ შეიძლება ტაძრის სარკმელი სიყვარულისთვის რომ არ ბჟუტავდეს
არ შეიძლება მზე არ გათბობდეს და არსებობა მისი უარყო
არ შეიძლება მიწას ათოვდეს და ციცქნა ფიფქმა რამე მოაკლოს
არ შეიძLება იყო ნამდვილი და არ წამოგცდეს დიდება ღმერთო
სიკვდილი არის ყოვლად ადვილი მაგრამ ქართველი სულ უნდა ენთო
გვისმინე ღმერთო!
http://www.radikal.ru
მერე თუ სულში მოვარდება
შენი მონატრების ქარიშხლები,_
მაგ მწველი მზერით დაფერფლილი
შენს წინ
ფიანდაზად
გავიშლები!....
http://www.radikal.ru
basaso
კაი ლექსებია ძაან
T I K O
როგორ მიყვარს ეს სიმღერა, ახალი წელი მახსენდება
კიდევ ეს ფილმი და სიმღერა მიყვარს ძალიან
ВАШЕ БЛАГОРОДИЕ
(И.Шварц-Б.Окуджава из фильма"Белое солнце пустыни")
Ваше Благородие,
Госпожа Разлука,
Мы с тобой родня давно,
Вот такая штука.
Писмецо в конверте
Погоди не рви,
Невезет мне в смерти,
Повезет в любви.
Ваше Благородие,
Госпожа Чужбина.
Жарко обнимала ты,
Да вот только не любила.
В ласковые сети
Постой не лови.
Не везет мне в смерти,
Повезет в любви.
Ваше Благородие,
Госпожа Удача,
Для кого ты добрая,
А кому иначе.
Девять граммов в сердце,
Постой,не зови,
Не везет мне в сердце,
Повезет в любви.
Ваше Благородие,
Госпожа Победа,
Значит моя песенка
До конца не спета.
Перестаньте, черти,
Клясться на крови.
Не везет мне в смерти,
Повезет в любви.
სიგიჟეში შევეჯიბრეთ მე და მარტი,
მან მზე შეიყვარა- მე შენ შემიყვარდი,
იებში აყვავდა- სულში აგიყვავდი,
კვირტებში ჩასახლდა -გულში ჩაგისახლდი,
ფიფქებად დავარდა -თვალში ჩაგივარდი,
მზე ღრუბლით ადარდა -მეც ტირილით გკლავდი,
მერცხალს ჩაუსაფრდა - ფიქრში ჩაგისაფრდი,
ერთად შევიშალეთ მართლა ორი ქალი,
მარტი გაიპარა, მე კი შენში დავრჩი!
http://imageshack.us
http://g.imageshack.us/g.php?h=413&i=85954601tp5.jpg
http://imageshack.us
http://g.imageshack.us/g.php?h=354&i=sibnto0.png მიყვარს სიბნელე
რა პატარაა ეს ოთახი ჩემთვის. ვეკვრი კედელს, რომ წინ დიდი სივრცე შევიგრძნო. "წავიდეთ ტყეში სახეტიალოდ" - საოცრად მიმზიდველი მეჩვენა ეს ფრაზა, მწვანე წიგნში ამოკითხული. მიყვარს ტყე. წასვლაც აუცილებელია. უნდა წახვიდე, მოშორდე შენს თავდაპირველ სამყოფელს. უნდა ეძებო თავი შენი სხვაგან.
წამოდით, წამომყევით ტყეში. იქ ყოველი ხე შენი მეგობარია. შეგიძლია აეკრა, ჩაეხუტო მათ. შეგიძლია გაიქცე, დალეწო ხმელი ტოტები, გაქექო ფოთლები, აკოცო მიწას, მერე გულაღმა დაწვე მასზე, უყურო ცისკენ ამართულ ხეებს, მზერა ააყოლო მათ, აჰყვე ზევით და არავინ გეტყვის "გაჩერდი".
წევხარ ფანჯრის რაფაზე, უყურებ მთვარეს, ვარსკვლავებს შორის ჩაჭეჭყილს. უსმენ ქარს და ნატრობ, რა იქნება ეს ადგილი ცოტა უფრო ფართო იყოს, უკეთ მოვეწყობოდიო. აქა-იქ კი ღამისეული გამვლელები მიყვებიან ფეხებს...
უცებ კარს აღებენ და შემოდიან.
იძულებული ხდები ჩამოხვიდე.
სინათლეს გჩრიან თვალებში, რომელიც გაწვება სისხლივით, სიბნელეს ნაჩვევს.
რაღაცას გეუბნებიან. მგონი: დაიძინეო.
ფანჯარა ღიაა. შენ დგახარ მასთან.
ფანჯარა დახურეს. შენ დაწექი.
სული გეხუთება. შუქს გიქრობენ და მიდიან.
უნდა დაიძინო. რატომ დაღამდა?
ხმამაღლა ლაპარაკობ, ბოდავ.
ნეტავ, მალე მაინც ჩაგეძინოს...
ზარის ხმა გაისმა ბნელ სახლში. დაბრუნდა მთვრალი.
ვეწვიოთ სუფრას, სადაც გამოთვრა.
სადღეგრძელო პირველი: მშვიდობას გაუმარჯოს.
მომწონს თქვენი პაციფიზმი, მაგრამ რად გინდათ მშვიდობა, ისედაც მოწყენილობით კვდებით. გასიებულხართ და საკუთარი ცოლები აღარ გაძლევენ. მშვიდობა თორემ, თქვენც ეხლა გუშინ მოიგეთ ომი.� მშვიდობის უფლება აქვს იმას, ვინც რაიმეს აკეთებს მისთვის.
თქვენ არ აფასებთ მშვიდობას...
სადღეგრძელო მეშვიდე: ისინი უკვე გადიდნენ. ყველამ ჯიბეებიდან დაიწყო ამოლაგება კუბოების და მაგიდაზე დაწყობა. მერე დალიეს: წასულების. ვიღაცამ დაიყვირა, გაჩერება არ შეიძლებაო, დაუძახეს ბავშვებს, შემოსვეს კუბოებზე და მაგიდიდან ჩაასრიალეს. თან სვამდნენ: ბავშვებს გაუმარჯოსო.
სადღეგრძელო ორმოცდამეჩვიდმეტე: სიყვარულს გაუმარჯ...
მთვრალი შემოვიდა და დავარდა.
მე გადავაბიჯე მას და სახლიდან გავედი...
დროის დაკარგვა მომესურვა. აზრები გამეფლანგა თავში. ხმა ამოფოფხდა ყელში, დაჭრილი ჯარისკაცივით.
- წავედი!
გავედი ქუჩაში. შემხვდა პატარა ეშმაკი, საცოდავი თვალებით შემომხედა და გამიღიმა. დაბალი იყო და წითელი.
- მეცოდებიო. - მითხრა.
- მეც-თქო. - ვუპასუხე და გზა განვაგრძე.
ის გაიქცა, ქალს დაეჯახა და წააქცია.
ქალს მივუახლოვდი. უგონოდ ეგდო.
მანქანებმა გამინათეს ტვინი, წამოვხტი და გავვარდი.
ამედევნენ ლურჯ ტანსაცმლიანები.
ხმა გაიძულებს გაიქცე. გიყურებენ, მოგდევენ, გეძახიან, გესვრიან...
ტყვიებისგან წარმოქმნილი ნიავი თმას გიჩეჩეჩავს.
დევნა შეწყვიტეს. მივიხედე. ქალი ფეხზე იდგა და ჩემზე იცინოდა, რომ მე გავურბოდი კანონს...
უამრავი აზრი დავფქვი თავში...
ნუთუ ჩემი თავი წისქვილია?
არა. როდის იყო წისქვილს თმები ჰქონდა?!
თან ჩემი აზრებიც არაა მსგავსი ფქვილის.
ჩემი აზრები გახელებაა, სურვილი წასვლის, პროტესტი...
უამრავი კითხვა მაქვს.
საკუთარი პერსონა არ მომწონს.
ხანდახან კი ძალიან მიყვარს.
მე ყოველთვის ყველა მიყვარდა.
მარტოსული ვარ. ვეძებ ადამიანებს.
თუმცა მათ ჩემი არ ესმით.
მომწონს სიბნელე, მაგრამ ვისწრაფვი სინათლისაკენ...
საოცარია...
როცა შორიდან
საკუთარ თავსაც ისე დაჰყურებ,
როგორც სრულიად უცხო არსებას
და ვერ პოულობ
სულ მცირეოდენ,
სულ უმნიშვნელო რაღაც მსგავსებას...
საოცარია...
როცა შორიდან
საკუთარ სულთან ამყარებ კავშირს...
მოციქულივით, წმინდა წერილში
უფლის ნებას რომ
სიტყვებად დაშლი
და საკუთარ თავს შეიცნობ სხვაში!..
თუ გინდა სული მართლა დაიხსნა...
როგორ აგიხსნა და განგიმარტო?
რომ დაგანახვო და მიგახვედრო,
საკუთარ თავსაც ზოგჯერ შორიდან,
ზოგჯერ სხვა თვალით უნდა დახედო!
სიყვარულს ტაბუ აქვს დადებული,
დრო კი...
მკურნალი და მოამაგე
ბრმა ბედისწერის ნებას განაგებს,
ყველა სატკივარს შვებას მიაგებს,
ადრე თუ გვიან, ბოლოს და ბოლოს,
სხვაში საკუთარ თავს რომ მიაგნებ!..
http://www.radikal.ru
შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი!
მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კვდომა,
სანდომიან ცის ელვა და ფერი
მწუხარე იყო, ვით შემოდგომა!
აფეთქებული და მოცახცახე
იწვოდა ნათელ ალთა კრებული,
მაგრამ სანთლებზე უფრო ეგ სახე
იყო იდუმალ გაფითრებული.
იწვოდა ტაძრის გუმბათი, კალთა,
ვარდთა დიოდა ნელი სურნელი.
მაგრამ ლოდინით დაღალულ ქალთა
სხვა არის ლოცვა განუკურნელი.
მესმოდა შენი უგონო ფიცი...
მერი, ძვირფასო! დღესაც არ მჯერა...
ვიცი წამება, მაგრამ არ ვიცი,
ეს გლოვა იყო თუ ჯვარისწერა?
ლოდებთან ვიღაც მწარედ გოდებდა
და ბეჭდების თვლებს ქარში კარგავდა...
იყო ობლობა და შეცოდება,
დღესასწაულს კი ის დღე არ ჰგავდა.
ტაძრიდან გასულს ნაბიჯი ჩქარი
სად მატარებდა? ხედვა მიმძიმდა!
ქუჩაში მძაფრი დაჰქროდა ქარი
და განუწყვეტლად წვიმდა და წვიმდა.
ნაბადი ტანზე შემოვიხვიე,
თავი მივანდე ფიქრს შეუწყვეტელს...
ოჰ! შენი სახლი! მე სახლთან იქვე
ღონემიხდილი მივაწექ კედელს.
ასე მწუხარე ვიდექი დიდხანს
და ჩემს წინ შავი, სწორი ვერხვები
აშრიალებდნენ ფოთლებს ბნელხმიანს,
როგორც გაფრენილ არწივის ფრთები.
და შრიალებდა ტოტი ვერხვისა
რაზე - ვინ იცის! ვინ იცის, მერი!
ბედი, რომელიც მე არ მეღირსა, -
ქარს მიჰყვებოდა, როგორც ნამქერი.
ვთქვი: უეცარი გასხივოსნება
რად ჩაქრა ასე? ვის ვევედრები?
რად აშრიალდა ჩემი ოცნება,
როგორც გაფრენილ არწივის ფრთები?
ან ცას ღიმილით რად გავცქეროდი,
ან რად ვიჭერდი შუქს მოკამკამეს?
ან “მესაფლავეს” რისთვის ვმღეროდი,
ან ვინ ისმენდა ჩემს “მე და ღამეს”?
ქარი და წვიმის წვეთები ხშირი
წყდებოდნენ, როგორც მწყდებოდა გული,
და... მე ავტირდი, ვით მეფე ლირი,
ლირი, ყველასგან მიტოვებული.
http://www.radikal.ru
გული ამიმღერდა ცისფერ სავანეში,
ასეთ სილამაზეს მივესალმები
ო, რა სევდიანი ჩავალ სამარეში,
თუ არ ჩამატანეთ იასამნები!
მჯერა, ბევრი დამრჩა კიდევ სავალი,
გზებზე ყვავილებით სავსე კორდებია,
ქალივით ჩურჩულებს იასამანი,
თითქოს სიყვარულის ცეცხლი მოსდებია.
ნიავი, მაისი, ბაღში, სავანეში..
ასეთ მაისებში გზაა სავალი,
ო, რა სევდიანი ჩავალ სამარეში,
თუ არ ჩამატანეთ იასამანი!
უჩა
მაგარია მომეწონა ძალიან
.
როცა დავშორდი ჩემს საქართველოს
დავკარგე ძალა და მადლი მისი
მე მირჩევია ჩემი ღარიბი
ვიდრე მდიდარი ქვეყანა სხვისი
სჯობს ღარიბობა ჩემს სამშობლოში
სჯობს რომ მესმოდეს ენა ქართვული
ისეთი სწრაფად მიფრინავს წლები
თითქოს თამაშიდ ვიყო გართული
როდესაც გავხდი მე ემიგრანტი
შევიწროვება ვიგრძენი მაშინ
უცხო კანონებს ვემორჩილები
დავდივარ როგორც დასჯილი ბავშვი
სადაც ვიქნები სულ მეყვარება
ჩემი მთები და ჩემი ბუნება
რაც მთავარია მემახსოვრება
"ენა მამული სარწმუნოება"
როცა დავშორდი ჩემს საქართველოს
დავკარგე ძალა და მადლი მისი
მე მირჩევია ჩემი ღარიბი
ვიდრე მდიდარი ქვეყანა სხვისი
გოგა გოგილაშვილი.
http://www.radikal.ruდიმა ორკოდაშვილი
=საქართველო=
ჩენი ცოდვები ჩვენს შვილებზე გარდასულს დროში
ქართვულ დროშაზე სამარცხვინოდ ჩამოდღაბვნილა
ახლა შევცქერი:თამარ მეფე ფრესკის ფერია
და ჩუმად ვფიქრობ: ნუთუ კაცები გამოგვლევია?
ჩვენი განვლილი ისტორიები ტანჯული წლები
მე მივამსგავსე დაბრუნებულს უძღებ შვილიშვილს
ვეღარ გაუძლო დროში დაგროვილ მატლების გროვამ
და ყველაფერი გადააბრალეს საწყალ ჯუღაშვილს
საქართველო-
მოდით ერთად ვთქვად აღსარება ღმერთის წინაშე
თორემ შვილები ამოთხრიან ცოცხალ სატანებს
და თუ კი ძალა აღარ შესწევთ ამაყ ქართველებს
ღმერთო მე გეტყვი ყველას ცოდვას ჩემზე დაბერტყე
დიმა ორკოდაშვილი
როცა დავშორდი ჩემს საქართველოს
დავკარგე ძალა და მადლი მისი
მე მირჩევია ჩემი ღარიბი
ვიდრე მდიდარი ქვეყანა სხვისი
სჯობს ღარიბობა ჩემს სამშობლოში
სჯობს რომ მესმოდეს ენა ქართვული
ისეთი სწრაფად მიფრინავს წლები
თითქოს თამაშიდ ვიყო გართული
როდესაც გავხდი მე ემიგრანტი
შევიწროვება ვიგრძენი მაშინ
უცხო კანონებს ვემორჩილები
დავდივარ როგორც დასჯილი ბავშვი
სადაც ვიქნები სულ მეყვარება
ჩემი მთები და ჩემი ბუნება
რაც მთავარია მემახსოვრება
"ენა მამული სარწმუნოება"
როცა დავშორდი ჩემს საქართველოს
დავკარგე ძალა და მადლი მისი
მე მირჩევია ჩემი ღარიბი
ვიდრე მდიდარი ქვეყანა სხვისი
გოგა გოგილაშვილი.http://www.radikal.ru
დიმა ორკოდაშვილი
როგორ მწყუროდი როგორ მსურდა ალერსი შენი
და ეგ ბაგენი ია გუნდის ნათელის მჩენი
მეტი რა გითხრა დამიბრუნდი გთხოვ დამიბრუნდი
თორემ ლოდინმა მომისწრაფა სიცოცხლის დღენი
ირანული პოეზია
http://www.radikal.ru
დიმა
ჩემი ბრალია ყველა ცოდვა რაც ჩემში ცოცხლობს
უარი ვუთხრად ყველა ვნებას ხორციდან მოსულს
ადამიანი საზიზღარ ცხოველს დავმზგავსებულვარ
ეული სული შეუპყვრია საკუთარ სხეულს
ჩემივე ცოდვა ჩემს წინაშე აყუდებულა
და ყურებს მაჭრის ღმერთის დიდება არ გაიგონოს
მარტოობაში გადაღლილა ძლიერი სული
და ახლა ვდგავარ ხატთა წინაშე თავ ჩაქინდრული
....................................................................
თვალს გადავავლებ ხალხთა შორის დამცინავ ღიმილს
.....................................................................
მე სიბოროტე არ გამივლია ცოდვაში გაზრდილს
გთხოვ რომ შემინდო გულთა მხილველო შენ ეს ხომ ძალგიძს
დიმა
http://www.radikal.ru
დიმა
მინდა ჩემს ცხოვრებას ვეჩხუბო ხალხში
ხან მოვეფერო ხან ნატკენმა გავუყარო თვალები თვალში
და მაინც უნდა ვეცეკვო ჩემს ცხოვრებას ტანგოც და ვალსიც
პაპა
ქალი ვარ, განა ქარი ვარ,
თავქარიანი ველადა,
ქალი ვარ, განა ღვინო ვარ,
როგორ შეგივსო ხელადა,
ქალი ვარ, განა წყალი ვარ,
რომ ჩაიხედო ვერა და
ქალი ვარ, განა მზის სხივი,
ცრემლი რამ აგიფერადა?
ქალი ვარ, ვიცი აპრილში,
მარტი ინანებს მარტობას,
გემუდარები ნუ წახვალ,
ნუღარ დამტოვებ მარტოს რაა...
ქალი ვარ, განა ვარდები,
რომ წამოვანთო მაისი...
ერთი პატარა ქალი ვარ,
რავი, თუ შეგიყვარდები...
http://imageshack.us
http://g.imageshack.us/g.php?h=233&i=gentlesoultopyy6.jpg
ტანო ტატანო, გულწამტანო, უცხოდ მარებო!
ზილფო-კავებო, მომკლავებო, ვერ საკარებო!
წარბ-წამწამ-თვალნო, მისათვალნო, შემაზარებო!
ძოწ-ლალ-ბაგეო, დამდაგეო, სულთ-წამარებო!
პირო მთვარეო, მომიგონე, მზისა დარებო!
თვალთა ნარგისი, დამდაგისი, შეგშვენის მწველად,
ყელსა ბროლებსა, უტოლებსა, გველი გყვა მცველად,
გესხნეს ხალები, მაკრძალები, ამარტის ველად,
ნარინჯნი ორნი, ტოლნი, სწორნი, მიქმოდენ ხელად,
მიწვევდენ შენად შესამკობლად, დამამწარებო!
3 ალვაო, გესხნეს ორნი ნორჩნი მოსარხეველნი,
მკლავნი მომკლავნი, თითნი თლილნი მოსახვეველნი,
ზარიფსა წელსა დაეკვირვნეს ქვეყანად მვლელნი;
ოდეს გნახვიდი, შევიმატნი ათასნი წელნი.
აწ დამლევიან ყოვლნი დღენი, უცხოდ ვარებო!
ბაგე მდუმრიად გიალერსებ, ბაგეო ვარდო!
თვალთა ჰსურიან ხილვა შენი, კეკელა მარდო!
გულსა სწყურიან დამაშვრალსა; რას შეგაფარდო?
თუმცა შენ დაგთმო, ვინღა ვჰპოვო, სად გავიზარდო?
უშენოდ ხილვა არვისი მსურს, შევიზარებო!
შენმა გონებამ მიმამსგავსა მილეულს მთვარეს:
სიცოცხლის ნაცვლად მოვინატრი სიკვდილსა მწარეს!
მოდით, მიჯნურნო, შემიბრალეთ, მოვლეთ ჩემს არეს,
მკვდარი მიჯნური დამიტირეთ, დამფალთ სამარეს!
ვაჲ, სიცოცხლეო უკუღმართო, დანაცარებო!
ბესიკ გაბაშვილი
ai gogoo
უF რა კაბა აცვიააააააააა
ისე ლექსებს ავტორებიც რომ მიაწეროთ კაი იქნება.ზოგი არ ვიცი ვისებია
Позабуду я мрачные силы,
Что терзали меня, губя.
Облик ласковый! Облик милый!
Лишь одну не забуду тебя.
Пусть я буду любить другую,
Но и с нею, с любимой, с другой,
Расскажу про тебя, дорогую,
Что когда-то я звал дорогой.
http://www.radikal.ru
...когда-нибудь я расправлю крылья и прыгну с той самой скалы,где начинается детство и заканчиваются мечты...где не спорят о правде и нет бессмысленных размышлений о борьбе разума и чувств,правде и лжи,нет победителей и нет проигравших...туда где будем мы все..
http://www.radikal.ru
Весна, весна, пора любви,
Как тяжко мне твое явленье,
Какое томное волненье
В моей душе, в моей крови...
Как чуждо сердцу наслажденье...
Всё, что ликует и блестит,
Наводит скуку и томленье.
______
Отдайте мне метель и вьюгу
И зимний долгий мрак ночей.
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
ტირის სანთელი, ცხელი ცრემლი სწყდება წამწამებს,
კვნესის სანთელი, უთქმელობის სევდა აწამებს,
ბოლოს რომ ვეღარ აიტანა ტანჯვა ამდენი
ჩამოიღვენთა, ჩამოდნა და ჩაქრა სანთელი.
http://www.radikal.ru
ai gogoo
უჩა შენი "შემოქმედება" სულ სხვაა, შენი ლექსები მიყუჩებულ იარებს აახლებენ...
6+j.anu.j.j გული ამიტირა შენმა ლექსებმა, გრძნობებით სავსე ეს ლექსები გულის სიმს ნაზად ეხება და სულის ტკივილს გვახსენებს....
მალე მინდა მააააანდ
ეძღვნება ადამიანს, რომელის მონატრებაც ჩემს ცხოვრებას სანთლის კამკამა შუქივით გაანათებს:
"ათასი დღე რომ გაილიოს ათასი ცრემლით,
ათასი დღე რომ მომიწიოს უშენოდ ყოფნამ,
ათასჯერ მეტად მეყვარები ჩემი გრძნობებით,
ათასჯერ მეტად ვიოცნებებ შენს გვერდით ყოფნას."
როცა მთვარე ვარსკვლავებს ნახავს,
როცა ქარი მოყვება ზღაპარს,
როცა ღამე გვისურვებს ტკბილ ძილს,
მაშინ ვიწყებთ უმიზეზოოოდ...
იქ სადაც ლოდინს არ უჩანს ბოლო,
ცხოვრება გადის ფიქრებით მხოლოდ,
არ მინდა არ მინდა არაა,
მთვარემაც მიმატოვოოოს...
წამო მთვარე დავიაროთ, შემოვიაროოოთ...
მთელი ღამე და ქუჩები, გადავიაროთ...
გადა გადავიაროოოთ...
ესაა მგზავრების ულამაზესი სიმღერა.
აი ისიც - http://www.link.ge/file/64310/mgzavrebi---mtvare-Mus-Ge-.mp3.html
http://www.link.ge/file/64393/Gamoage--ninis.rar.html
ბევრი მაქვს ლექსებზე გაკეთებული სლაიდები, ეს ერთი და დანარჩენს სხვა დროს ავტვირთავ
There's a feeling I get
When I look to the west
And my spirit is crying for leaving
In my thoughts I have seen
Rings of smoke through the trees
And the voices of those who stand looking
It makes me wonder
http://www.radikal.ru
Sing a sad song
In a lonely place
You know there’s nothing I wouldn’t do
Don’t throw it all away.......
http://www.radikal.ru
Friends will be friends,
When you're in need of love they give you care
and attention,
Friends will be friends,
When you're through with life and all hope is
lost,
Hold out your hand cos friends will be friends
right till the end
Oh, how I wish it was true..
http://www.radikal.ru
კარგს თუ იპოვი ცხოვრებაში ნუ გაიხარებ
მოეფერე და შეეცადე რომ არ დაკარგო
თუ მაინც წავა და დაგტოვებს შენს ოცნებებთან
ამ ცხოვრებიდან მას უკვალოდ ვეღაც გააქრობ
გაირიყები და ცოტა ხნით დარჩები მარტო
ხომ შეიძლება სხვა შეგხვდეს ის შეიყვარო
მაგრამ ვერასდროს დაივიწყებ პირველ არსებას
ვინც შენი ცივი გული სიყვარულით გააქთბო
http://www.radikal.ru
სიცოცხლეს და სიკვდილს შუა
სიყვარული ტიხარია
სხვა სათქმელი აღარც მე მაქვს -
მიყვარხარ და მიხარია!
რაის სიყვარულიმეთქი -
წინათ მეც მიმიქარია!
მეასეჯერ გამიმართლა!
მიყვარხარ და მიხარია!
ყველა ქალი ლამაზია
ყველა კაცი - ჯიგარია
არვის ვერჩი, არვინ მერჩის
მიყვარხარ და მიხარია!
სიცოცხლეს და სიკვდილს შუა ,
სიყვარული - ტიხარია!
მომწონხარ და
მინდიხარ და
მიყვარხარ და
მიხარია!
http://imageshack.us
http://g.imageshack.us/g.php?h=519&i=87156228dk3.jpg
http://www.radikal.ru
მიყვარხარ ძლიერ... ძლიერ...
რაც გადის დრო და ხანი,
მე უფრო მეტად მიყვარს
შენი პატარა ტანი.
შენი შავი თმის ბუჩქი,
ეგ თეთრი შუბლის სერი,
თვალები გიშრისფერი,
ლოყები ვარდისფერი,
შენი თითები მიყვარს,
ორი პატარა თათი,
ო, იცი, როგორ მიყვარს
ოდნავ შეხება მათი,
ო, იცი, როგორ მიყვარს
გამოუთქმელი ენით?-
შენი გრძნობების სიღრმე,
სულის სიმაღლე შენი,
მე დარდიც მიყვარს შენი,
შენი ღიმილიც ფარტო,
მე ცრემლიც მიყვარს შენი,
შენი კისკისიც მართობს,
მე შუქი მიყვარს შენი,
რა არის მისი ფასი!
მე ჩრდილიც მიყვარს შენი,
მზის დაბნელების მსგავსი.
მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ...
მწვავს შენი ტრფობის ალი,
მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ...
მთელი გრძნობით და ძალით.
მტელი სამყარო ვრცელი
შენიტ არსებობს ჩემთვის,
რაზეც კი ვფიქრობ, ყველა
ფიქრს შენზე ფიქრი ერთვის.
ძილში ჩემთან ხარ სიზმრად,
ფიქრში ჩემთან ხარ დღისით,
გულის ძგერის ხმა მესმის-
შენი ხმა არის ისიც.
შენთვის მივწვდები მწვერვალს,
დიდების ყველა მნათობს,
დიდებას დავთმობ შენთვის,
შენთვის მწვერვალებს დავთმობ.
შენი ოცნებით ვხარობ,
შენს დარდს ვატარებ დარდად,
მე სხვა სურვილი არ მაქვს,
შენი სურვილის გარდა.
მსხვერპლი ყველაზე დიდი
მე მეჩვენება მცირედ,
რადგან შენ გსურდა იგი,
რადგან შენ შემოგწირე.
შენს მცირეოდენ წყენას,
სულ უმნიშვნელო წვრილმანს
სდევს ჩემი სევდა დიდი,
ჩემი ცრემლების წვიმა.
მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ...
მიყვარხარ ცხადად, მალვით,
როგორც აროდეს არვინ
არ ჰყვარებია არვის.
ეს სიკვდილს უდრის თითქმის,
ეს შეუძლოა თითქმის,
შენ ერთს გეკუტვნის ყველა,
რაც სიყვარულად ითქმის:
ძმაც ვარ, სატრფოც ვარ შენი,
მამაც, დაო და დედავ,
მე შეყვარებულს ყველას
შენს სახებაში ვხედავ,
სატრფოვ, შვილო და დედავ,
ჩემო ძვირფასო ცოლო,
ყველას მაგივრად, ერთად
მე შენ მიყვარხარ მხოლოდ.
რა მაბადია ქვეყნად
ამ სიყვარულზე კარგი,
ძლიერ მიყვარხარ,ძლიერ,
ვარ შენი ტრფობის შმაგი.
თუ ტრფობისათვის რამე
ჯილდო იქნება ბოლოს,
ის შენ გეკუტვნის მარტო,
ის შენ გეკუთვნის მხოლოდ.
ნაყოფი მისი არი,
ვინც ნორჩი ნერგი დარგო,
ეს სიყვარული დიდი
შენ შემასწავლე, კარგო.
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
წამოდი, ჩემთან არ არის ცუდი,
ლექსები გითხრა - რას დაგადარო!..
დაგიწნა თეთრი ზამბახის ქუდი,
ჩემო დიდგულა, პატარა ქალო.
შორს აგიშენო თეთრი კარავი,
სიყვარულივით ჩუმი, მდუმარი.
არ შეგაშფოთებს მეტი არავინ,
ისევ ჩვენ ვიყოთ ჩვენი სტუმარი.
ო, შენ არასდროს არ მოგწყინდება,
ჩემთან სიზმრებში ჩაგეძინება
და ცისკარივით გამიბრწყინდები,
ძილში რომ ჩუმად ჩაგეცინება.
ხან უზრუნველი მინდორთა შორის
თეთრ ყვავილებში დამემალები,
მინდორს აანთებს ვარსკვლავი ორი
და შემაჟრჟოლებს შენი თვალები...
წამოდი, ჩემთან არ არის ცუდი,
ლექსები გითხრა - რას დაგადარო!..
დაგხურო თეთრი ზამბახის ქუდი,
ჩემო დიდგულა, პატარა ქალო..
http://www.radikal.ru
იჯდა ქრისტე და, მდუმარე დიდხანს,
სილაზე თითით რაღაცას წერდა,
ჩაქოლვის დასტურს ელოდნენ მისგან.
და არ ცხრებოდა ყაყანი მტერთა.
შუაში იდგა ტურფა ასული,
შიშით ელოდა სასტიკ ბრძანებას,
წამით შეირხა ფიქრში წასული
ქრისტე და წერას თავი ანება.
_ ამ ქალს, საჯაროდ, მრუში უწოდეს _
თვალს ავლებს იქ მყოფთ, გულთამხილველი, _
ნება აქვს მხოლოდ ყოვლად უცოდველს,
ქვა რომ ესროლოს ცოდვილს პირველი.
და ყველამ ჰკითხა სინდისს ნებართვა _
თუ აქვს ნებართვა ტყორცნა ითავოს?
ქვის სროლად ხელი ვერვინ შემართა,
უხმოდ გაშორდნენ მსვერპლს სათითაოდ.
ეს განაჩენი დღეს რომ გვსმენოდა,
სულით მაღალის და გულით წმინდის _
ცოდვილს პირველი ცოტა ესროდა?
ბევრი ჰკითხავდა ნებათვას სინდისს?
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
სიყვარული
ბალახის ღეროს მზე შეუყვარდა...
რა თქმა უნდა, მისგან საპასუხო სიყვარულს არ მოელოდა; მზეს იმდენი საზრუნავი აქვს დედამიწაზე, სადა აქვს დრო, პატარა, შეუხედავი ბალახის ღეროს მიაქციოს ყურადღება? გარდა ამისა, სად მზე და სად ბალახის ღერო, რა მისი წყვილია?!
მაგრამ ბალახის ღეროს არ ესმოდა ეს, მთელი ძალით მიიწევდა მაღლა, მზისაკენ, ისე ჯიუტად მიიწევდა, რომ ტანაყრილ აკაციად გადაიქცა.
ლამაზია აკაცია, მშვენიერია აკაცია, ახლა ვინ შეიცნობს მასში ბალახის ღეროს?!
აი, რა შეუძლია, სიყვარულს, ცალმხრივსაც კი!
http://www.radikal.ru
არ დაბრუნდები
მშვიდობით....
არ მინდა მიგატოვო და მერე ისევ მოგიპოვო,არაფერი არ მინდა....
არაფერი....
დაჩოქილი ვარ,განადგურებული,მინდა მიწას ჩავეხვიო და ვიტირო.
რამდენიმე დღე შEნს სახელთან ვცხოვრობდი მარტო
ფიქრთან ცხოვრებას მივეჩვიე დიდი ხანია
სულს მოენატრე მაგრამ სხეულს,არ ვიცი რატომ,
შენი დანახვა ძველებურად არ უხარია....
ისევ შენს სახელს,შEნზე ფიქრებს სანთლად ავანთებ
სავალალოა ჩემი ხვედრი და სასცილო...
ნატვრა იყავი როცა შეგხვდი მოგანამდვილე და ახლა მინდა ისევ ნატვრად გადაგაგციო...
http://www.radikal.ru
პ.ს. ლელუკ
T.L.
leluka
ბოდიში
http://www.radikal.ru
უჩა
T.L.
ორივეს ძალიან კარგად გესმით ეს საქმე
http://www.radikal.ru
გადაღლილი დღის იარა მწარე,
ღამეს ცრემლებით წარსულს გამოსთხოვს,
იმედის ცეცხლი თეთრი ვით მთვარე,
ნაღვლიან გულში ფიფქებად მოთოვს...
უძალო ხელით შევისხსნი აბჯარს
და მენატრება ნაზი კაბები,
ხურდას ვუბრუნებ მოქანცვის ვაჭარს,
რომ მიიხუროს დროზე კარები...
მოუსვენრობის დესპანი მვლელი,
ალერსსაც ებრძვის გაბოროტებით,
ლამაზ წუთების ვერ გავხვდი მთვლელი,
დღე ღამეს მისდევს გამოტოვებით...
და ნაჭრილობებ მშობლიურ მკერდზე,
ვემშვიდობები გარდასულ დღეებს,
მინდა გადავდო ჭმუნვები გვერდზე,
ფიქრი ვაჩუქო შრიალა ხეებს...
ძაან კარგი ლექსებია.
თქვენი შემოქმედებაა?
ჩემი ლექსების გამოქვეყნება შეიძლება?
ცენზურა არის?
kmunebi
დღეს მე რომ მტკივა, ეს შენც გტკივა ჩემო ვაჟკაცო
გუშინ მე შენთან სიყვარულზე ფრთებისა შესხმით
გადავიფრენდი ცრა მთას, ცხრა ზღვას, დაგიბრუნებდი
და ხვალინდელ დღეს გაჩუქებდი, ჩემო ვაჟკაცო
შენი ქვეყანა შენს სახელს იტყვის, ჩემო ვაჟკაცო
შენი შვილები გმირს გარქმევენ, ჩემო ვაჟკაცო
დედის ცრემლი კი შენს შვილს გაზრდის ჩემო ვაჟკაცო
მე კი...მე კი სიყვარულს განგიმტკიცებ, ჩემო ვაჟკაცო
ამ ლექსით (შესაძლოა ნაკლებად მოსაწონი ლექსით) მე ჩემი ტკივილი გამოვხატე ყველა ვაჟკაცის მიმართ, რომლებიც გმირულად, დიახაც! გმირულად დაიღუპა - ეს არის ტკივილი, რომელიც მე პირადად არასოდეს გამინელდება
გვფარავდეთ უფალი დედებო
ჭალაში ბალანაშლილი
თეთრი სეტერი ქრის...
მწყერი ბალახში წრიალებს,
აფრინდება და...
ფრრი...
სანამდე არ აფრინდება,
არავინ ერჩის მწყერს.
ვაიმე, ჩემი სიცოცხლეც
იქნებ ასეა დღეს...
ვიდრე მიწაზე დავდივარ,
ყველა სიკეთეს მგვრის,
ავფრინდები და...
ვაიმე...
ავფრინდები და ფრრიიი...
http://imageshack.us
ტყვიაც იწივლებს შურისა,
მთლად მიმიმსხვრევენ ფრთებს,
სანამდე არ აფრინდება,
არავინ ერჩის მწყერს...
შავი საფანტი ირევა...
თეთრი სეტერი ქრის...
მე მაინც უნდა ავფრინდე,
ავფრინდები და...
ფრრიიი...
http://imageshack.us
მორის ფოცხიშვილი
http://imageshack.us
http://g.imageshack.us/g.php?h=147&i=iiiiiiiiiioooodj6.jpg
http://imageshack.us
http://g.imageshack.us/img66/oimz3.jpg/1/
მე არ ვიცი სად მიდის ჩემი გზა...
მე არ ვიცი სად მაქ სახლი...
ისიც კი არ ვიცი რამდენი კიბე მაქვს...
მაგრამ... ________________________ აუცილებლად დავთვლი...
ღამე არ მძინავს, სიზმარი თავს იკლავს,
დუმილი ოთახში ქარივით დაფრინავს,
აზრები დადიან კედლებზე ადიან
ფიქრები გარბიან ოცნება დილამდე
ნაორთქლი მინაზე ლექსი რომ დავწერე,
წვეთებმა წაშალეს არაფერს ვაშავებ
ავანთებ ასანთს დავარტყავ ნაფასს
ბოლებად გავუშვებ იმ ლამაზ ზღაპაარს
გავხედე გარედ, ბანაობს ქუჩა
ქოლგასაც არხმარობს
დასველდეს თუნდაც,
დასველდეს თუნდაც
მისთვის სულ ერთია... _________________ მისთვის სულ ერთია...
მე მაინც არ ვიცი სად მიდის ჩემი გზა...
მე ისიც არ ვიცი სად მაქ სახლი...
ისიც კი არ ვიცი რამდენი კიბე მაქვს...
მაგრამ... _________________________ აუცილებლად დავთვლი...
მგზავრების ერთ ერთი ულამაზესი სიმღერა რომელშიც ძალიან დიდი აზრია ჩადებული რო დააკვირდე...--
--http://www.link.ge/file/109667/mgzavrebi---devas-simgera.mp3.html
http://imageshack.us
http://g.imageshack.us/img300/33364226rn0.jpg/1/
ქუჩას შეაშფოთებს აჩრდილი,
წვიმის პერანგიან ქარის,
აღმართს მონატრებით ავივლი,
მხვდება მოწყენილი ქალი.
http://imageshack.us
http://g.imageshack.us/img152/46439884yh3.jpg/1/
ციდან მთვარის სხივი იღვრება,
ტაძარს ვერ მოვწყვიტე თვალი,
ყველა სევდა დამავიწყდება,
მიდის,სადღაც მიდის ქალი.
http://imageshack.us
http://g.imageshack.us/img300/iisferinx9.jpg/1/
ღამე იისფერად ჩამოდგა,
ფიქრი უჩვეულოდ წყნარი.
ნეტავ ამისთანა რა მოხდა,
როგორ ქვითინებდა ქალი.
http://imageshack.us
http://g.imageshack.us/img515/cremliisfuc4.png/1/
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience