თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ გალერეა _ დროებით დაკარგული მხარეები...

პოსტის ავტორი: aleqsandre თარიღი: Nov 14 2006, 11:47 PM

აფხაზეთი
http://images.caucasus.net

http://images.caucasus.net

პოსტის ავტორი: guri777 თარიღი: Nov 14 2006, 11:55 PM

მართლა ზალიან ლამაზი არის ჩვენი აფხაზეტი,ჩვენი მძიმე ცოდვებით

უფალმა დაგვსაჯა და წაგვართვა,და თუ გონს არ მოვალთ ვერაზდროს დავიბრუნებთ

შენი აზრი მაინტერესებს ალეკსანდრე,შენ რას იტკვი

პოსტის ავტორი: aleqsandre თარიღი: Nov 14 2006, 11:58 PM

გონსაც მოვალთ და დავიბრუნებთ კიდევაც.
მე ამის იმედი მაქვს, მითუმეტეს დედაჩემის მხრიდან, გაგრიდან ვარ და ჩემი ოცნებაა ოდესმე ჩემი სახლის კარი კიდევ შევაღო, რადგან ძალიან პატარა ვიყავი რომ დავკარგეთ აფხაზეთი, თითქმის არ მახსოვს, ომი რომ დაიწყო სულ რაღაც 5 თვის ვიყავი და ძლივს გამოვახწიეთ

პოსტის ავტორი: guri777 თარიღი: Nov 15 2006, 12:01 AM

ზალიან ცუდი. დაბრუნების იმედით ვცხოვრობ მე და იმედია მალე დავიბრუნებთ ჩვენი ნორმალური ცხოვრებით

პოსტის ავტორი: aleqsandre თარიღი: Nov 15 2006, 12:13 AM

აფხაზეთი
http://images.caucasus.net
http://images.caucasus.net
http://images.caucasus.net
http://images.caucasus.net
http://images.caucasus.net
http://images.caucasus.net
http://images.caucasus.net
http://images.caucasus.net


http://images.caucasus.net
http://images.caucasus.net
http://images.caucasus.net
http://images.caucasus.net

პოსტის ავტორი: guri777 თარიღი: Nov 15 2006, 12:13 AM

აბა ცარმოიდგინე ქარტველს არ შეუზლია თავის სახლში ჩავიდეს ეს ნამდვილად ღვთის რისხვაა ქარტველ ხალხზე და ჩვენ ვალდებულებივართ ზალიან ბევრი ვილოცოთ რო უფალმა გვაპატიოს ადრინდელი ცოდვები

პოსტის ავტორი: aleqsandre თარიღი: Nov 15 2006, 12:22 AM

ოსეთი
http://images.caucasus.net
http://images.caucasus.net

პოსტის ავტორი: aleqsandre თარიღი: Nov 15 2006, 12:24 AM

გაგრა
http://images.caucasus.net
http://images.caucasus.net

პოსტის ავტორი: guri777 თარიღი: Nov 15 2006, 12:26 AM

ალექსანდრე მე დგეს დავრეგისტრიდი და მაინტერესებს ახალი ტემა როგორ დავდო,თუ იცი მითხარი რა

პოსტის ავტორი: aleqsandre თარიღი: Nov 15 2006, 01:19 AM

ესეც ახალი ათონი.მისი ტაძარი და მღვიმე.დამერწმუნებით მართლაც იშვიათი პოტოებია
http://images.caucasus.net
http://images.caucasus.net
http://images.caucasus.net
http://images.caucasus.net
http://images.caucasus.net
http://images.caucasus.net
http://images.caucasus.net


http://images.caucasus.net
http://images.caucasus.net
http://images.caucasus.net
http://images.caucasus.net
http://images.caucasus.net

http://images.caucasus.net
http://images.caucasus.net
http://images.caucasus.net

პოსტის ავტორი: aleqsandre თარიღი: Nov 15 2006, 01:27 AM

http://images.caucasus.net

ამ ფოტოებში აქცენტი გაკეთებულია აფხაზეთის ბუნებაზე და მის სილამაზეზე rolleyes.gif rolleyes.gif
http://images.caucasus.net
http://images.caucasus.net
http://images.caucasus.net
http://images.caucasus.net
http://images.caucasus.net
http://images.caucasus.net
http://images.caucasus.net


http://images.caucasus.net
http://images.caucasus.net
http://images.caucasus.net
http://images.caucasus.net
http://images.caucasus.net

პოსტის ავტორი: ninore თარიღი: Nov 15 2006, 01:52 AM

აუუუუუუუუუუუუ!!!!!!!!!!!!
როგორ მინდა აფხაზეთის პლიაჟზე ერთი გამასეირნა კიდევ sad.gifsad.gifsad.gif
http://images.caucasus.net
http://images.caucasus.net
http://images.caucasus.net
http://images.caucasus.net
http://images.caucasus.net
http://images.caucasus.net
http://images.caucasus.net
http://images.caucasus.net
http://images.caucasus.net


http://images.caucasus.net
http://images.caucasus.net
http://images.caucasus.net
http://images.caucasus.net
http://images.caucasus.net

პოსტის ავტორი: Маиа თარიღი: Feb 10 2007, 06:36 PM

sad.gif sad.gif ნათქვამია "რაც მტრობას დაუნგრევია სიყვარულს უშენებია"-ო და ალბათ როდისმე დავიბრუნებთ სიყვარულს და ისევ ერთად მეგობრულად ვიცხოვრებთ ჩვენს საქართველოში... და ყველა დაუბრუნდება თავიანთ სახლ-კარს unsure.gif

პოსტის ავტორი: Karo თარიღი: Feb 10 2007, 07:03 PM

Маиа
ამასწინათ ქორწილში მოვხვდი აფხაზებთან... მინდა გითხრათ რომ ძალიან თბილი ხალხია... ქუთაისელი კაცი შინაურივით მიმირენ...
გაუმარჯოს ქართველი და აფხაზი ხალხის მეგობრობააას...

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Feb 10 2007, 07:11 PM

QUOTE
ამასწინათ ქორწილში მოვხვდი აფხაზებთან... მინდა გითხრათ რომ ძალიან თბილი ხალხია... ქუთაისელი კაცი შინაურივით მიმირენ...

სასიამოვნოდ გამიკვირდა smile.gif

პოსტის ავტორი: Karo თარიღი: Feb 11 2007, 04:49 PM

მარიამი
გასაკვირი რა არის?smile.gif
ჩემი გვარი წარმოშობით აბაშის რაიონ სოფელ სამიქაოდან არის biggrin.gif მიუხედავად იმისა რო მართალია ძე-ზე მთავრდება... smile.gif

პოსტის ავტორი: zepp თარიღი: Feb 21 2007, 10:41 AM

ამ ლინკზე დევს გერმანელი ტურისტების მიერ გადაღებული ვიდეო გაგრიდან და ბიჭვინთიდან, შუალედში გადაღებულია გაუბედურებული და საკონცერტო დარბაზად გადაქცეული ეკლესიები და ასევე ბიჭვინთის ეკლესიის კედლებზე ჩაქუჩით ჩამოყრილი ბათქაში მიახლოებით 3 მეტრზე იატაკიდან და ალბათ ქართული ფრესკების გამოსახულებებიც ამასთანვე , ფრესკების თემა ცალკედ უნდა მოვიძიო სხვა წყაროებიდან იმიტომ რომ დანამდვილებით არ ვიცი, თუ გექნებათ რამე ფოტომასალა ბიჭვინთის და სხვა ეკლესია-მონასტრების აფხაზეთში აუცილებლად დაპოსტეთ.

[size=5]ბიჭვინთის ეკლესიის გუმბათი შიგნიდან დამონტაჟებულია პროჟეკტორები,ყურადღება მიაქციეთ ჭერის იმ მონაკვეტს სადაც ზოლად აღარ არსებობს ბათქაში:
[color=#FF0000]

http://img49.imageshack.us/my.php?image=eklesiisshignitvr4.jpg


http://img116.imageshack.us/my.php?image=eklesiisshignit1yl0.jpg


http://img83.imageshack.us/my.php?image=bichvintiseklesiisgumbaqp3.jpg


http://img184.imageshack.us/my.php?image=bichwintiseklesiisgumbahf8.jpg

ამ ლინკზე დევს ვიდეო რომელიც გერმანელმა ტურისტმა ბიჭვინთის ეკლესიები გადაიღო 2006 სექტემბერს:
http://www.youtube.com/watch?v=kcYvcLjYFfs




ქვემოთ მოყვანილი სურათები გადაღებულია რუსი ტურისტების მიერ:

http://img293.imageshack.us/my.php?image=axaliathoniskomplexivb6.jpg

პოსტის ავტორი: zepp თარიღი: Feb 24 2007, 12:10 PM

ახალი ათონის სამონასტრო კომპლექსი
http://img92.imageshack.us/my.php?image=athonismonasterilo0.jpg


ახალი ათონის სადგური
http://img92.imageshack.us/my.php?image=axaliathonissadguriju6.jpg

სოხუმი სანაპირო
http://img86.imageshack.us/my.php?image=soxumiso7.jpg


სოხუმის ნავსადგურთან პლიაჟი
http://img90.imageshack.us/my.php?image=soxumisnavsadgurtanyl4.jpg

პოსტის ავტორი: zepp თარიღი: Feb 24 2007, 12:29 PM

სოხუმის რკინიგზის სადგური
http://img81.imageshack.us/my.php?image=soxumissadguripa4.jpg

http://img171.imageshack.us/my.php?image=rkinigzissadgurisoxumiio4.jpg


http://img340.imageshack.us/my.php?image=sadgurisgverditaxedihk8.jpg

მოსკოვი-სოხუმის რეისის მგზავრები სოხუმის სადგურში
http://img170.imageshack.us/my.php?image=matarebelimoskovisoxumiap0.jpg



სოხუმის ნავსადგური
http://img329.imageshack.us/my.php?image=soxumisnavsadgurizu0.jpg

უმაღლესი საბჭოს შენობა
http://img329.imageshack.us/my.php?image=umaglesisabchosshenobisag0.jpg

პოსტის ავტორი: zepp თარიღი: Feb 24 2007, 01:02 PM



სასტუმრო აფხაზეთი
http://img329.imageshack.us/my.php?image=sastumroaphxazetisoxumswk6.jpg

სოხუმის ბოტანიკური ბაღის შესასვლელი
http://img340.imageshack.us/my.php?image=botanikuribagchabt4.jpg

სოხუმის საკოლმეურნეო ბაზარიhttp://img170.imageshack.us/my.php?image=bazrissaertoxedigo9.jpg

შიდამოვაჭრენი
http://img340.imageshack.us/my.php?image=soxumisbazaripi2.jpg

პოსტის ავტორი: zepp თარიღი: Feb 24 2007, 01:41 PM

სეპარატისტების მეთაური და ბაღაფშ Jügent- ი
http://img92.imageshack.us/my.php?image=megrelebissizeuo7.jpg

http://img83.imageshack.us/my.php?image=promoskovurimitingiab2.jpg

http://img208.imageshack.us/my.php?image=promoskovuriaxalgazrdoblr5.jpg


ბრძოლაში დაცემული აპსუების მემორიალი
http://img208.imageshack.us/my.php?image=dacemuliapsuebismemoriacd3.jpg


რუსეთის არმიის სანატორიუმები და სასტუმროები სოხუმთან
http://img340.imageshack.us/my.php?image=rusetisarmiissanatoriumhj8.jpg

სოხუმის შესასვლელი
http://img340.imageshack.us/my.php?image=nearsokhumibw9.jpg


კაფე სოხუმის სანაპიროზე
http://img243.imageshack.us/my.php?image=kafeamrazz4.jpg

კაფე ნართა სოხუმთან
http://img340.imageshack.us/my.php?image=kafenartaasoxumtanxp2.jpg

ახალი აფსუას სახლი
http://img204.imageshack.us/my.php?image=axaliapsuassaxlivt2.jpg

დანაღმული ტერიტორიის გამწმენდი ორგანიზაციის სიმბოლო
http://img340.imageshack.us/my.php?image=danagmuliteritorialechkei3.jpg


პოსტის ავტორი: zepp თარიღი: Feb 24 2007, 01:58 PM

გუდაუთის სადგური
http://img340.imageshack.us/my.php?image=gudautassadguridg0.jpg

სტალინის აგარაკი ზემო ეშერასთან
http://img237.imageshack.us/my.php?image=stalinisdachazemoesheravz9.jpg


http://img120.imageshack.us/my.php?image=kelasurtanaxlos1pa4.jpg

სინოპის რ-ნი კელასურთან
http://img243.imageshack.us/my.php?image=sinopisraionikelasurtankv1.jpg

კუტუშხა-მდ.გუმისთის სარკინიგზო და საავტომობილო ხიდები
http://img120.imageshack.us/my.php?image=kutyshxamdgumistisxidira8.jpg

მოკვა
http://img120.imageshack.us/my.php?image=mokvacouncilmf2.jpg

ფსირცხის სარკინიგზო სადგური და რუსი ტურისტები
http://img341.imageshack.us/my.php?image=psyrcxassadguridarusitumq1.jpg

ფსირცხის რუსული ეკლესია
http://img220.imageshack.us/my.php?image=psyrcxidan1kmrusuliekleru2.jpg

ლიხნი
http://img220.imageshack.us/my.php?image=lyxniti9.jpg

პოსტის ავტორი: salome_tur თარიღი: Feb 27 2007, 04:11 PM

ძალიან ლამაზი ფოტოებია, ღვთის წყალობით მალე საქართველო-აფხაზეთის პრობლემა მოგვარდებაsmile.gif

პოსტის ავტორი: ადარნესე თარიღი: Mar 2 2007, 08:13 PM

რავი ვიწვალე და ეს ავაწყვე და როგორ გამომივიდა ნახეთ აბა
ხო კიდევ სურათები დასამატებილი მაქვს ვიცი smile.gif


აფხაზეთი

http://www.link.ge/file/83546/afxazeti.wmv.html

პოსტის ავტორი: natia83 თარიღი: Mar 13 2007, 01:05 AM

"ვერ ვპოვე სხვა ქვეყანა ისეთი მშვენიერი და საყვარელი, როგორიც საქართველოა!"
უფლის დახმარებით აუცილებლად დავიბრუნებთ ჩვენს აფხაზეთს!!!

პოსტის ავტორი: zepp თარიღი: Mar 21 2007, 07:18 AM

ახლახან ვიპოვე ჩვენი ეკლესიების ამსახველი ვიდეო მასალა:

დრანდის ღვთისმშობლის სახელობის ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესია:

დააკლიკეთ აქ: http://www.youtube.com/watch?v=vJ4r4mjrrdY

P.S. ვიდეოში აფსუა ფსევდო ისტორიკოსი ცდილობს რომ ტაძრის ისტორია შეცვალოს მაგრამ ფაქტები უკუზე მეტყველებენ..


ბიჭვინთის სამნავიანი ბაზილიკა რომელიც უპატრონოდაა მიტოვებული და გაძარცვული, ასევე ბიჭვინთის ღვთისმშობლის სახელობის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი რომელიც საკონცერტო დარბაზადაა გადაკეთებული.

დააკლიკეთ აქ: http://www.youtube.com/watch?v=jYuL2iQW_b0

XVIIს.ს.-მდე საეპარქიო კათედრა მანდ იყო განლაგებული სანამ აფსუა-აბაზგური ტომების და თურქების ხშირი შემოსევების გამო იქნა მიტოვებულ და ეპისკოპოსი გაბრიელი იერუსალიმში გადაიხვეწა ხოლო კათედრა კი გელათში გადაიტანეს..

მაქვს ასევე გაკეთებული სპეციალური youtube-ის გვერდი
აქ ნახავთ : http://youtube.com/profile_videos?user=daxure სხვა საინტერესო დოკუმენტურ მასალას საქართველოს უახლესი ისტორიის შესახებ..

პოსტის ავტორი: შოთა თარიღი: Mar 21 2007, 11:12 AM

zepp
გაიხარე კაი კაი კადრები, დასანანია ოღონდ როგორ ცვლიან ისტორიას...

პოსტის ავტორი: mampali თარიღი: Apr 5 2007, 03:23 PM

IPB-ს სურათი

ეს გალია

IPB-ს სურათი

ეს გალის ბაღია. ჩემი. unsure.gif

პოსტის ავტორი: salomea07 თარიღი: Apr 5 2007, 04:07 PM

ღმერთო, რა ლამაზი სურათებია! ძალიან მესიამოვნა ეს თემა- მეც სოხუმიდან ვარ. ეეეჰ, აბა რა ვთქვა- რა თქმა უნდა სასჯელია, რა თქმა უნდა გამოცდაა, ტყუილად ხომ არაფერი ხდება...მაგრამ ძნელია...sad.gif მაგრამ მაინც იმედი

პოსტის ავტორი: ninucia თარიღი: Apr 6 2007, 08:48 PM

რა ლამაზი სურათებია. ღმერთმა ქნას მალე დავიბრუნოთ ჩვენი მიწა-წყალი და გამთლიანებულ საქართველოში გვეცხოვროს. wub.gif

პოსტის ავტორი: zepp თარიღი: Apr 26 2007, 06:41 PM

კოზაკები და დნესტრისპირელები შეიჭრნენ 1993 - ში კამანის მონასტერში სადაც მამა ანდრიას ისინი შეეკითხნენ თუ ვის ეკუთვნოდა მიწა რომელზეც იდგა კამანის მონასტერი, კოზაკებს უნდოდათ რომ მამა ანდრიას ეთქვა რომ ეს მიწა აფსუებისაა მაგრამ ღვთისნიერმა მამამ უბრძანა ბრძნულად: მთელი დედამიწა ღვთისააო...
კოზაკებმა დახვრიტეს მამა ანდრია და წამებით მოკლეს იპოდეკანოზი იური ანუა რომელმაც 1075 წელს ტაძარი გაწმინდა და ხელახლა ააგო....
ღმერთმა აცხონოს მათი წამებული სულები ....


ამ სურათზე ხედავთ 2006 წლის ზაფხულში რუსი "მონაზონი" ქართული სალოცავის მეპატრონე გახდა, ეს ბოლო " ლოცულობს " თეატრალიზებულ პოზაში იოანე ოქროპირის წმინდა საფლავთან სადაც ასევე ეგებება კარგი მასპინძელივით თავის დანარჩენ თანატომელებს კამანში :
http://imageshack.us

http://imageshack.us

უფალო მოგვეცი მოთმინება თორემ მათი სინსილა მალე მანდ გაწზდება!


სიმონ ჰანაანელის ტაძარი-ახალი ათონი:

http://imageshack.us

http://imageshack.us

http://imageshack.us

პოსტის ავტორი: shakuna_ თარიღი: Apr 26 2007, 07:11 PM

sad.gif


პოსტის ავტორი: makuna7474 თარიღი: Apr 26 2007, 07:40 PM

sad.gif sad.gif
იმედია მალე დავიბრუნებთ.
ისე 2 დღის წინ სემინარზე ვიყავი ამ საკითხთან დაკავშირებით. საქართველოს შიდა კომფლიქტებზე იყო საუბარი. ხოდა რაღაც ახალი იდეები და გეგმები იყო წამოჭრილი. მათ შორის ევროკავშირის მნიშვნელოვანი როლის შესახებ იყო საუბარი შიდა კონფლიქტების მოგვარების პროცესში. რა ვიცი,ღმერთმა ქნას... რაღაც გეგმები არის და....

პოსტის ავტორი: Mr.Leon თარიღი: Apr 26 2007, 10:19 PM

მუსიკას ვწერ აბხაზეთზე smile.gif

ოღონდ ჯერ ჩანასახშია თან მოყვარული ვარ biggrin.gif

და იდეები მსტყორცნეთ მაგ. აღწერეთ ვინც მანდედან ხართ აი რო დაბრუნდეთ დაახლოებით რას მოიმოქმედებთ ან რას იგრძნობთ smile.gif

ყურადღება მკაცრად ნუ განმსჯით სამოყვარულო დონე ვარ user.gif

იდეა ათუ მოგეწონათ უფრო მაგარს გავხდი smile.gif

არანჟირება და ეგეთები ნუ ეს ჩონჩხია რა

აუუუ რამდენი ვილაპარაკეეეbiggrin.gif

Your Download-Link:abkhazian sea.mp3
http://www.link.ge/file/116671/abkhazian-sea.mp3.html

პოსტის ავტორი: piligrimi თარიღი: Apr 27 2007, 12:01 AM

ციტატა
ღვთისნიერმა მამამ უბრძანა ბრძნულად: მთელი დედამიწა ღვთისააო...
კოზაკებმა დახვრიტეს მამა ანდრია და 7 მონაზონი ....


შარშან წიგნი წავიკითხე მამა ანდრას მოღაწეობის შესახებ და რაღაც მაგარი განსხვავებული
გრძნობა დამეუფლა როცა ვკითხულობდი, მერე სხალთაშიც
მოვხვდი იმ ადგილებში სადაც მამა ანდრია თავდაპირველად მოგვაწეობდა, და რატომღაც
მომინდა კამანშიც მოვხვედრილიყავი, იმედია მალე შევძლებთ ამასაც
მართლაც დიდი ადამიანი იყო მისი საფლავი ჯერ კიდევ იქ არის მგონი

და მასთან ერთად თუ 7 მონაზონიც დახვრიტეს არ ვიცოდი
სამწუხაროა ასეთი ფაქტების გაგება
ღმერთმა შეუნდოს ყველას

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Apr 27 2007, 12:13 AM

მამა ანდრია უდიდესი ადამიანი იყო, მისი ლოცვით ღმერთმა დალოცოს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო.

ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ასევე აფხაზი ბიჭის, რომელიც მამა ანდრიას მკვლელობის შემდეგ მოინათლა დიოდოტეს სახელით და დიდ დახმარებას უწევდა კომანში დარჩენილებს. ღმერთმა აცხონოს მისი სული, ნაღმზე აფეთქდა და ასე გარდაიცვალა.

პოსტის ავტორი: piligrimi თარიღი: Apr 27 2007, 12:18 AM

ციტატა
ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ასევე აფხაზი ბიჭის, რომელიც მამა ანდრიას მკვლელობის შემდეგ მოინათლა დიოდოტეს სახელით და დიდ დახმარებას უწევდა კომანში დარჩენილებს. ღმერთმა აცხონოს მისი სული, ნაღმზე აფეთქდა და ასე გარდაიცვალა


ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მოწმობს იმას რომ აფხაზებშიც არიან კარგი ადამიანები და როცა იქნება და დავიბრუნებთ აფხაზეთს მშვიდობით თუ ომით (მაგრამ არა ეთნიკურ აფხაზებთან) ჩვენ და აფხაზები შევძლებთ ერთად ცხოვრებას


პოსტის ავტორი: ubralod ninka თარიღი: Apr 28 2007, 07:55 PM

ღმერთო ჩემო რა სილამაზეა ohmy.gif ohmy.gif
იმედია ოდეს მოვინახულებ ამ ადგილებს...
გვფარავდეს უფალი

პოსტის ავტორი: zepp თარიღი: May 5 2007, 06:40 AM

მოვიძიე ახალი ფოტომასალა აფხაზეთიდან მათშორის ავტვირთე ვიდეო რგოლი კამანის მონასტერზე 1992 წელს გადაღებული:

ნახეთ აქ :
http://youtube.com/watch?v=BlKMXaKr68w



გზა კამანის მონასტრისაკენ:
http://imageshack.us

კუსტარული საბაგირო გზა მიმავალი მონასტრისაკენ:
http://imageshack.us

კამანის მონასტრის საერთო ხედი:
http://imageshack.us

http://imageshack.us

კამანის მონასტრის კარიბჭეები:
http://imageshack.us

http://imageshack.us

მონასტრის ინტერიერი:
http://imageshack.us

ღვთისმშობლის ხატზე ჩაამატეს აფსუებმა თავის ენაზე დაწერილი ტექსტი:
http://imageshack.us







პოსტის ავტორი: zepp თარიღი: May 5 2007, 06:59 AM

მოკვის ტაძარი X-საუკუნე:
http://imageshack.us

ბიჭვინთის ტაძარი ჩამოშლილი გუმბათით:
http://imageshack.us

თამარის ანუ ბესლეთის ხიდი XII-ე საუკუნე:
http://imageshack.us

http://imageshack.us

პოსტის ავტორი: zepp თარიღი: May 5 2007, 07:39 AM

ანდრია პირველწოდებულთან ერთად I საუკუნეში აფხაზეთში იმოღვაწევა ასევე სიმონ ჰანაანელმა (ზილოტმა) იგი ამ ქვაბულში აღიკვეცა ბერად ანდრია პირველწოდებულთან განშორების შემდეგ რომელიც გაემგზავრა მეოტის ანუ აზოვის ზღვის მიმართულებით რათა გაევრცელებინა ქრისტიანობა ველურ სკვითებს და სარმათებშს შორის.
სიმონ ჰანაანელი ასრულებდა სასწაულებს და ადგილობრივ წარმართ მოსახლეობას სასწაულებრივად არჩენდა და კურნავდა, უმადურმა ველურებმა წარმართმა კერპმთაყვანისმცემელმა აფსუებმა (აბაზგებმა) ეს წმინდა კაცი ამ ქვაბულშივე ხერხით გადახერხეს და ჩამარხეს, მეორე ვერსიით მისი საფლავი ნიკოფსიაში (Новомихайловское) კრასნოდარის მხარეში იმყოფებოდა რაზეც საკმარისი მტკიცებულება არ არსებობს, ეს ქვაბული კი მიიჩნევა მის კელიად სადაც მლოცველს საბოლოოდ ეგულება მისი წმინდა ნაწილები დამარხული.

http://imageshack.us

შესასვლელი:
http://imageshack.us

http://imageshack.us

თხოვნა იქნება ვინც შეხვედრებზე რუსებს და აფსუებს ხვდება და არჩევს ამ თემებს ეგებ უთხრათ ნუ გვიბილწავენ ისტორიას თავისი სლავური ვითომ ძველდროინდელი გრაფიტით და სერაფიმ საროველის ხატის კულტის ჩანერგვით მაინც ვერ შეცვლიან ამ მხარის ისტორიას:
http://imageshack.us

http://imageshack.us

http://imageshack.us





პოსტის ავტორი: zepp თარიღი: May 5 2007, 08:07 AM

კიდევ ერთი ეკლესია სიმონ ჰანაანიტელის მოღვაწეობის ადგილებში:
http://imageshack.us

http://imageshack.us

http://imageshack.us

http://imageshack.us







ეკლესიის ინტერიერი მთლიანად გადაღებილია კირით რათა დაფაროს ხატები:
http://imageshack.us

აფსუების ენაზე გაკეტებული მინაწერები ფრესკაზე:
http://imageshack.us

ხატები დაფარულია ხის ფანერებით ზემოდან კი პატარა ხატები ჩამოკიდეს:
http://imageshack.us

http://imageshack.us

დალოცვილი მაინც გადაურჩა გადაღებვას:
http://imageshack.us

სიმონ ჰანაანელის ხატი:
http://imageshack.us

ხატი ΑΓΥΑ ΣΟΦΙΑ - Ελπιδα, Αγαπι, Πιστι (წმ.სოფია და დები იმედი,სიყვარული და რწმენა)
http://imageshack.us

პოსტის ავტორი: zepp თარიღი: May 10 2007, 01:17 AM

კამანის მონასტრის მოძღვარი წამებული მამა ანდრია და მისი მეგობარი იური ანუაა მოკლეს აფხაზებმა მასთან ერთად ...
1975 წელს იური ანუაამ პირადად მიიღო კამანის მონასტრის აღდგენაში მონაწილეობა:

1992 წელი კამანი
http://imageshack.us

რწმენისთვის და სამშობლოსთვის წამებული მამა ანდრია ლოცვისას კამანის მონასტერში:
http://imageshack.us

გამორჩეული აფხაზი ადამიანი იური ანუაა კამანის მონასტრის შესასვლელში:
http://imageshack.us

იური ანუაას ქალიშვილის მანანას მონათხრობი 1993 წელს მამა ანდრიას სიცოცხლის ბოლო წუთების შესახებ:
http://www.24saati.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=59&info_id=2247
მორჩილი მარიამი (მანანა ანუა)

ჩვენი სახლი რომ დაწვეს (გოგა ხაინდრავას, გენო ადამიას, ჯაბა იოსელიანის სტუმრობის შემდეგ), მამა ანდრიამ გამოიჩინა რაღაც საოცარი ვაჟკაცობა. გმირობის ტოლფასი იყო ის, რაც მან გააკეთა. პირდაპირ ცეცხლში შევარდა და გამოაბრძანა სიწმიდეები. ლოგიკურად წარმოუდგენელი იყო იქიდან უვნებლად გამოსვლა. ძირითადი უმრავლესობა ხატებისა და სიწმინდეების, რაც ჩვენს სახლში იმყოფებოდა, გადაარჩინა მამა ანდრიამ. ამ დღიდან ცოტა ხანი იყო გასული, როცა აფხაზები შემოვიდნენ კამანაში. წინა დღეს ჭურვმა მოკლა ჩემი გაზრდილი ნაგაზი და როცა ეს დავინახე, ცუდად მენიშნა. ამბობენ, რომ როცა ოჯახში ძაღლი კვდება, არის რაღაც უხილავი კავშირი – ვიღაცა მიდის იმ ოჯახიდან. მე მამას ვუთხარი, წავიდეთ-მეთქი, ალბათ, უფალმა ამით გვანიშნა. იმ დღეს რომ წამოვსულიყავით შინიდან, არ ვიცი რა მოგვივიდოდა შემდგომში. მივედით ტაძარში, იქ მამა ანდრია დაგვხვდა და გვითხრა: რა კარგია, რომ მოხვედით, მაგრამ ჩემთვის ცუდიაო ეს. თავის ბერულ ღვაწლზე და განმარტოებაზე ფიქრობდა, რომელშიც ჩვენ – მე, დედა (შემდგომში მონაზონი მარიამი) და მამა ხელს შევუშლიდით. იმ საღამოს დიდხანს თბილად მესაუბრა – მანანა, ხომ კარგიაო სიმდაბლე, რა კარგიაო არა? კი მამაო – მეც დავეთანხმე. აი, შენ თუ გიფიქრია ამ სიტყვებზე – ქვეყანასა ზედა. რას ნიშნავს ეს სიტყვები? აი, მათხოვარიც რომ ზის, ისიც ქვეყანასა ზედა ზისო, - თავისებურად ახსნა ეს. ისიც კი, მათხოვარი ქვეყანასა ზედა დასვა უფალმა, ანუ რაღაცით მაინც აამაღლა. ამ სიმდაბლეში რაღაც სიმაღლე დაინახა მამა ანდრიამ – არაფერი არ სჯობსო ამ სიმდაბლეს. აი, მე მინდა ვიჯდე ქვეყანასა ზედა, მათხოვარივით, გლახაკივით, ყველაზე მეტ ნეტარებას ასეთ ყოფაში გრძნობსო ადამიანი. დილის ხუთი საათი იქნებოდა, მოგვესმა ხმები, რუსული, აფხაზური ლაპარაკი და მივხვდით, რომ "ბოევიკებმა" ღამით გადმოლახეს მდინარე და კამანის ტერიტორიაზე შემოვიდნენ. ტაძარში ვიყავით: მე, დედა, მამა და მამა ანდრია. მაშინ გვითხრა მამა ანდრიამ, ახლა ყველაფრისთვის უნდა ვიყოთო მზად, ახლა ისეთი მომენტია, ყველაფერი მოსალოდნელია აბსოლუტურად და ჩვენც ამ წუთებს ღირსეულად უნდა შევხვდეთო.

ტაძრის გვერდით იყო ხეიბართა სახლი. მამა ანდრიას ხმები რომ მოესმა, უნდა წავიდე და იმ ხალხს ვუშველოო, გვითხრა. ირგვლივ სროლა მიმდინარეობდა, რაღაც წამებში გადმოიყვანა ისინი. იქ იყო ერთი ოჯახი, სამივე ხეიბარი, და ერთი რუსი ქალი. მერე ძალიან მოფიქრებულად, გადაწყვეტილად გვითხრა: ჩვენ უკვე სიკვდილის წინ ვდგავართ ყველანი და სიკვდილი ახლა ჩვენთვის სხვა რამეს ნიშნავს, მორწმუნეებისთვის, ეკლესიურებისთვის. ახლა ყველასგან მივიღებ აღსარებას, ყველას გაზიარებთ და ეცადეთ, რაც შეიძლება გულწრფელად თქვათ, რადგან თუ სინდისი გაწუხებთ, ყველაფრისგან გათავისუფლდეთო. ჩავაბარეთ აღსარება, ლექსომ (ხეიბარი) არ ისურვა მხოლოდ. ცოტა გონებასუსტი იყო და მამა ანდრიას მისთვის არ უთხოვია აღსარება, უბრალოდ ჰკითხა: შენ გინდა ზიარება? მანდ ხომ თავისუფალი ნება უნდა ყოფილიყო. არაფრით არ დათანხმდა – არა, არა და არაო. ზიარების შემდეგ გვითხრა, ახლა ყველანი გავჩუმდეთ და საკუთარ თავებს ჩავუღრმავდეთ ჩვენს სულში და ვიფიქროთ, რომ რამდენიმე წუთში ან საათში ჩვენ შეიძლება უფლის წინაშე წარვდგეთო. თვითონ ამბიონზე ავიდა და დაჯდა. ასე ჩაფიქრებული იჯდა, მუხლებში თავჩარგული. გარეთ გაჩაღებული სროლა მიდიოდა. ცოტა ხნის შემდეგ ეს ყველაფერი შეწყდა, ანუ უკვე დაეცა კამანი. ისმის ხმები რუსულად – გააღეთ ტაძარი. მამაჩემმა მამა ანდრიასაგან აიღო ლოცვა-კურთხევა, რომ გაეღო კარი. მამაჩემი იმწუთასვე გაიყვანეს კონდახების ცემით. ერთი მოვასწარი და ვუთხარი, კურთხევა აიღე მამა ანდრიასგან-თქო. აიღო კურთხევა და ისე წავიდა. წავიდა და წავიდა, მას შემდეგ მამაჩემი აღარ მინახავს. ტაძარში შემოდიან "გამარჯვებულები", გამარჯვების ეიფორიაში მყოფი აფხაზები და მამა ანდრიას ეუბნებიან ძალიან ცინიკურად – не благословишь ли нас,святой отец.. მამა ანდრიას ძალიან ღირსეულად ეჭირა თავი. არანაირი რეაგირება არ მოახდინა მათ სიტყვებზე, იმიტომ, რომ ხედავდა, ეს არ იყო კურთხევისთვის მოსული ადამიანი, ეს იყო გამარჯვებული მეომრის მიერ ფაქტის კონსტატაცია. – მე ვარ გამარჯვებული, რასაც მინდა იმას ვიზამ და მამაოსაც რასაც ვეტყვი, იმას გააკეთებს. მაგრამ ესე არ გამოუვიდათ. მამა ანდრია ძალიან ღირსეულად მოიქცა და პროვოკაციაზე არ წამოეგო. გარიდებული იყო მათგან. ამის შემდეგ მამა ანდრია გაიყვანეს. მეორე დღეს გვითხრეს, თქვენი მოძღვარი მოკლესო. შევედით იმ ოთახში, რეზიდენციის პირველ სართულზე. დავინახე მამა ანდრიას სახე. არ შეიძლება, არ გეგრძნო, რომ შენ ეხები ძალიან დიდს... და ეს იყო სულ სხვა მამა ანდრია, ეს არ იყო ჩვენი მამა ანდრია, თითქოს ასჯერ მეტი იყო ის, ვინც იქ იწვა. მის სახეზე ღიმილის ანარეკლი არასოდეს დამავიწყდება. დარწმუნებული ვარ, რომ ბოლო წუთებში რაღაც დიდ ნუგეშს აგრძნობინებდა უფალი ამ ერთგულებისთვის, ამ თავდადებისთვის, ეკლესიისთვის და ერისთვის იმ თავგანწირვისთვის, რაც მამა ანდრიამ გამოიჩინა.

მამა ანდრიას ჰქონდა კარედი უფლის, ღვთისმშობლისა და იოანე ნათლისმცემლის გამოსახულებით. უკვე კამანის აღების დღეს მაჩვენებს ამ კარედს და მეუბნება: აი, შეხედე. იოანე ნათლისმცემლის ხატს თითქოს თავში ტყვია ჰქონდა მოხვედრილი... ეს ხომ მისი დღეები იყო – ხუთი, ექვსი ივლისი. შევასვენეთ ტაძარში მამა ანდრიას სხეული და ამბიონზე დავასვენეთ. შვიდ ივლისს, იოანე ნათლისმცემლის შობის დღეს მივაბარეთ მიწას. თითქოს ეს ნიშანი იყო იმისა, თუ როგორ უნდა მომხდარიყო მამა ანდრიას მოწამებრივი აღსასრული, ანუ ტყვია მას მოხვდა თავში უკნიდან. ერთი ტყვიით არის მოკლული. ეს იყო ტყვია, რომელიც მთელ სხეულში დადის. ეს ხატიც ჩავაყოლეთ.

მამა ანდრიას გარშემო იხრწნებოდა მოკლულთა გვამები. საშინელი, აუტანელი სუნი იდგა ხრწნადი ხორცის. მამა ანდრიას სხეული იყო აბსოლუტურად უხრწნელი ის სამი დღე და მისი თავიდან ისევ მოჟონავდა სისხლი. ჩვენ მას გადავაფარეთ სუდარა, რომელსაც ვაფარებდით მაცხოვრის გარდამოხსნას. ის ცისფერი აბრეშუმის სუდარა შეიღება წითლად და იყო შემაძრწუნებელი. შემოდიოდნენ ეგრეთ წოდებული "გამარჯვებულები". სხვადასხვა კატეგორიის ადამიანები და სხვადასხვა რეაქციას იწვევდა ამ სურათის ხილვა მათში, მაგრამ გულგრილი არც ერთი არ წასულა იმ ტაძრიდან. ზოგს შეიძლება აგრესიაც კი ჰქონდა, მაგრამ შეძრწუნებულებიც იყვნენ, რომ უყურებდნენ ამ უხრწნელ სხეულს ასეთ სიცხეში – ეს წითლად შეღებილი ცისფერი აბრეშუმი, სისხლი ჟონავს... შიში ეუფლებოდათ და ყველაზე აგრესიულებიც კი ცდილობდნენ, ჩქარა გასულიყვნენ ტაძრიდან და მე ვფიქრობ, რომ იმ პერიოდში, რომელიც ყველაზე საშიში იყო ჩვენთვის, მამა ანდრიამ დაგვიცვა ჩვენ. ფიზიკურად თავისი სხეულით გვიცავდა. "ბოევიკები" ვერ ჩერდებოდნენ ტაძარში და ამით გადავრჩით ჩვენ იმ დღეებში.

სამი დღის შემდეგ მამა ანდრია მივაბარეთ კამანის წმიდა მიწას. ამაში ჩვენ დაგვეხმარნენ აფხაზი ბიჭი დაურ-დიოდოტი და იქ მყოფი რუსებიც. ისინიც ძალიან დაგვეხმარნენ. მაინც მართლმადიდებლები იყვნენ და რომ დაინახეს, მოძღვარი მოკლულია, ძალიან იმოქმედა მათზე. მამა ანდრია შევახვიეთ ორ სქელ "ადიალაში". ვფიქრობდით, ჭილოფით, ბერულად დაგვემარხა, მაგრამ იქ ძალიან ხრიოკი ადგილი იყო და არ გვინდოდა მისი სხეული დაზიანებულიყო, რადგან დარწმუნებული ვარ, როდესაც დაუშვებს უფალი იმ წუთებსა თუ წამს, როცა ჩვენ შევძლებთ მივუახლოვდეთ ამ სიწმიდეს, მამა ანდრია მოგვცემს ნიშანს, რომ მისი წმიდა ნაწილები უფრო გავაპატიოსნოთ და უფრო ღირსეულად დავასვენოთ ტაძარში.

მამა ანდრიას გარდაცვალებიდან ორმოცი დღის განმავლობაში იქ ვიყავით. თითქოს ასე უნდა ყოფილიყო. ორმოციდან მეორე თუ მესამე დღეს კამანიდან გაგვიყვანა რაფაელმა (მაჰმადიანი აფხაზი) – ადამიანმა, რომელიც გვიცავდა ჩვენ. მამა ანდრიას საფლავი მისი დახმარებით და უშუალო მონაწილეობით შემოვღობეთ.

და იყო აქ ერთი საინტერესო მომენტიც: იმათ, ვინც ამ ომში მონაწილეობდა მოწინააღმდეგე მხარეს (აფხაზებს ვგულისხმობ) და არ იცოდა რატომ ომობდა, ეუბნებოდნენ: შენ იცავ მიწას; იყო ისეთი კატეგორია, ძალიან სუფთად განწყობილი ადამიანებისა, რომელთაც ეგონათ ძალიან პატრიოტულ მისიას ასრულებდნენ. მამა ანდრიას სიკვდილმა იმდენად შეაძრწუნა ისინი, რომ მათ ბზარი გაუჩნდათ რწმენაში, ნამდვილად სწორ საქმეს აკეთებდნენ თუ არა... და აი, დაური-დიოდოტი, ის აფხაზი ბიჭი, ვინც მოგვეხმარა მამა ანდრიას დასაფლავებაში, მოვიდა და გვითხრა, მე არც ერთი ადამიანი არ მომიკლავს ამ ომში და მამა ანდრიას მკვლელი ჩემი ხელით უნდა მოვკლაო. სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე, დიდხანს, დიდხანს იჯდა მამა ანდრიას საფლავთან. მერე მოვიდა ჩემთან და მეუბნება, მისი ნაქონი რომელიმე ხატი გამატანეო. წმიდა ნიკოლოზის პატარა ხატი მივეცი და მითხრა: მანანა! მამა ანდრია ხომ მაპატიებსო, მე რომ გუდაუთაში ვიყავი, იქ ჩამოიყვანეს ქართველი ტყვე, რომელსაც ყველა ცუდად ექცეოდა და ცემდა. მითხრეს, შენ რატომ არ ცემო, მე ვუპასუხე, მაინც ტყვეა და მეცოდება-თქო. რას ჰქვია გეცოდება? შენ მოღალატე ხარო... და მეც გავარტყი იმ ტყვეს. ეს ისეთ სიმძიმედ დამრჩა გულში, რომ ჩემი სინდისის წინააღმდეგ წავედი და ახლა მამა ანდრიას რომ შევხედე, უფრო მეტკინა გული. თურმე ამიტომ იჯდა ასე დიდხანს მის საფლავთან. მისგან ითხოვდა შენდობას.

ანდრია კრიტელის ხსენების დღე იყო – 17 ივლისი. ეს საწყალი დაური-დიოდოტი, როცა უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ გამოვა ამ ომიდან და გამოგვიყვანს ჩვენც, ხიდის ქვეშ აფეთქებული ჭურვისგან, რომელიც პირდაპირ მოხვედრია მას, დაღუპულა. ძალიან დიდი ტრაგედია იყო მთელ აფხაზურ ჯარში. ასე ამბობდნენ თურმე, მამა ანდრიას მკვლელობის გამო უფალმა დაუშვა ჩვენს ჯარში ასეთი სუფთა ბავშვის სიკვდილიო. დაური კამანში შემოსვლის წინ გუდაუთაში მოინათლა. ასე მგონია, როგორც მაცხოვარმა ავაზაკი შეიყვანა სამოთხეში, ისე მამა ანდრიამ პირდაპირ მოკიდა ხელი დაურს და წაიყვანა სამოთხეში თავისთან.


ვიდეო ნახეთ აქ 1992 კამანი:
http://www.youtube.com/watch?v=BlKMXaKr68w

პოსტის ავტორი: zepp თარიღი: Jul 5 2007, 09:54 PM

ღმერთმა აცხონოს მამა ანდრიას და იპოდეკანოზ იური-გიორგი ანუას სულები ასევე 1500-იანი დნესტრისპირელების ჯარის წინააღმდეგ მდგარი მამაცი 35 ქართველი მეომრების მათ შორის:ბატალიონის მეთაურის მაიორ ზაზა პაკელიანის და მისი მებრძოლების გიუნტერ გულედანის, ანზორ სუბელიანის, ეგნატე კვიციანის, თამაზ ჩხეტიანის, ადამ გვიჩიანის, ვალოდია და მალხაზ კახიანების, გოგი და ზურა გვიჩიანების, ქალბატონი მერი პაკელიანის, ალექსანდრე გამსახურდიას, ელგუჯა გვიჩიანის და სხვათა გმირთა ნათელი ხსოვნა იყვეს და საიქიოს უფალმა მათი სულები აცხონოს.


14 წელი შესრულდა კამანის ტრაგედიის შემდეგ...

პოსტის ავტორი: zepp თარიღი: Jul 5 2007, 10:02 PM

[b]გთხოვთ გავიხსენოთ მამა ანდრია, იპოდეკანოზი იური-გიორგი ანუა და 35 ქართველი გმირი რომელიც დაეცა იმ დღეს 1500-იანი დნესტრისპირელ მტრულ ლაშქართან ბრძოლაში.


პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jul 5 2007, 10:14 PM

გაიხარე, ნამდვილად არ მახსოვდა თარიღი sad.gif

ერთი რამის თქმა შემიძლია მხოლოდ რომ მამა ანდრია იყო უდიდესი ადამიანი ასევე გიორგი ანუაც, სულ პირველად ამათი ისტორია რომ მოვისმინე საპატრიარქოს რადიოთი, სადაც ტავად გიორგი ანუას მეუღლე ამჯამად მონაზონი ყვებოდა ამ საშინელებებს, პირადად ჩემში რაღაც ცვლილება მოახდინა არ ვიცი რა მაგრამ ერთი ეს ვიცი რომ მამა ანდრიას სახით კიდევ ერთი მეოხი ჰყავს საქართველოს ღვთის წინაშე, მეც ვტხოვ ხოლმე მამა ანდრიას სულს რომ ჩემთვის ილოცოს და ტავის ლოცვებში მომიხსენოს

პოსტის ავტორი: Tamro თარიღი: Jul 5 2007, 10:55 PM

გაიხარე ეს თარიღი რომ შეგვახსენე, მეც არ მახსოვდა სამწუხაროდ ამ დიდი ადამიანების გარდაცვალების დღე. როცა მამა ანდრიას ბიოგრაფიული ცხოვრება წავიკითხე ძალიან ბევრი რამ სხვანაირად დავინახე, ბევრი შეიცვალა და ამისთვის მადლობა უფალს და მასთნ მყოფ მამა ანდრიას. ცრემლები მახრჩობდა და ისე ვკითხულობდი რამხელა მადლის მატარებელი ადამიანი ყოფილა ჩვენს გვერდით, ჩვენი თანამედროვე და სამწუხაროა შეიძლება ბევრმა ჯერ კიდევ არ იცის რომ ჩვენ კიდევ ერთი, ასეთი დიდი ადამიანი გვყავდა.

პოსტის ავტორი: ლეონტი თარიღი: Jul 5 2007, 11:39 PM

ციტატა(ალექსანდრე @ Jul 5 2007, 10:14 PM) *

გაიხარე, ნამდვილად არ მახსოვდა თარიღი sad.gif

ერთი რამის თქმა შემიძლია მხოლოდ რომ მამა ანდრია იყო უდიდესი ადამიანი ასევე გიორგი ანუაც

ეგრეა.

ციტატა(Tamro @ Jul 5 2007, 10:55 PM) *

ცრემლები მახრჩობდა და ისე ვკითხულობდი რამხელა მადლის მატარებელი ადამიანი ყოფილა ჩვენს გვერდით, ჩვენი თანამედროვე და სამწუხაროა შეიძლება ბევრმა ჯერ კიდევ არ იცის რომ ჩვენ კიდევ ერთი, ასეთი დიდი ადამიანი გვყავდა.

კიდევ ბევრია ჩვენში ეგეთი.
smile.gif

პოსტის ავტორი: _Matasi_ თარიღი: Jul 6 2007, 01:26 AM

მამა ანდრია მართლა უდიდესი ადამიანი ყოფილა...

წაკითხული გაქვთ მასზე წიგნი?

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jul 6 2007, 01:36 AM

მიუხედავად იმისა, რომ მამა ანდრიასა და იური ანუას ოჯახის წევრებს პირადად ვიცნობ, მაინც ლეგენდარული და არაამქვეყნიური ადამიანები მგონია ისინი, თითქოს პირველქრისტიანებზე ვლაპარაკობდე, ყოველთვის ასეთი განცდა მაქვს... რამდენი სპეტაკი და სულით მტკიცე ადამიანი ჩვენ გარშემო, მათ ვერ აღვიქვამთ და მხოლოდ იმქვეყნად წასვლის შემდეგ ვაფასებთ...

პოსტის ავტორი: nin100 თარიღი: Dec 2 2007, 06:16 PM

http://pic5.piczo.com/nin100/?g=44230520

პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Dec 2 2007, 06:31 PM

zepp
გაიხარე შეხსენებისთვის ეს ადამიანები დავიწყებას არ უნდა მიეცნენ მართლაც საამაყონი და გმირები...

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Oct 27 2008, 05:52 PM

ღრმად მწამს რომ ეს მხარეები ჩვენ მხოლოდ დროებით გვაქვს დაკარგული და ამიტომაც გადავაკეთე სათაური და დროებით დაკარგული მხარეები დავარქვი. იმედი მაქვს არ მიწყენთ. smile.gif

პოსტის ავტორი: qartveli_nini თარიღი: Oct 28 2008, 02:27 AM

ციტატა(zepp @ Apr 26 2007, 06:41 PM) *

კოზაკები და დნესტრისპირელები შეიჭრნენ 1993 - ში კამანის მონასტერში სადაც მამა ანდრიას ისინი შეეკითხნენ თუ ვის ეკუთვნოდა მიწა რომელზეც იდგა კამანის მონასტერი, კოზაკებს უნდოდათ რომ მამა ანდრიას ეთქვა რომ ეს მიწა აფსუებისაა მაგრამ ღვთისნიერმა მამამ უბრძანა ბრძნულად: მთელი დედამიწა ღვთისააო...
კოზაკებმა დახვრიტეს მამა ანდრია და წამებით მოკლეს იპოდეკანოზი იური ანუა რომელმაც 1075 წელს ტაძარი გაწმინდა და ხელახლა ააგო....
ღმერთმა აცხონოს მათი წამებული სულები ....
ამ სურათზე ხედავთ 2006 წლის ზაფხულში რუსი "მონაზონი" ქართული სალოცავის მეპატრონე გახდა, ეს ბოლო " ლოცულობს " თეატრალიზებულ პოზაში იოანე ოქროპირის წმინდა საფლავთან სადაც ასევე ეგებება კარგი მასპინძელივით თავის დანარჩენ თანატომელებს კამანში :
http://imageshack.us

http://imageshack.us

უფალო მოგვეცი მოთმინება თორემ მათი სინსილა მალე მანდ გაწზდება!



ნეტა არ ცხვენიათ მღვდლის წინ მოკლე შორტებში და ტოპიკებში ყოფნა?sad.gif

პოსტის ავტორი: .SaLoMe. თარიღი: Mar 21 2010, 12:00 AM

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: A.v.B თარიღი: May 3 2010, 11:44 PM

ციტატა(უჩა @ Oct 27 2008, 05:52 PM) *

ღრმად მწამს რომ ეს მხარეები ჩვენ მხოლოდ დროებით გვაქვს დაკარგული და ამიტომაც გადავაკეთე სათაური და დროებით დაკარგული მხარეები დავარქვი. იმედი მაქვს არ მიწყენთ. smile.gif

იმედია გონს მოვეგებით .. დასაწყისისათვის...


პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: May 4 2010, 12:16 AM

A.v.B

ციტატა
იმედია გონს მოვეგებით .. დასაწყისისათვის...

ამინ. a075.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)