გურიაო, აჭარაო, რაჭაო და ჩვენ რაღა დავაშავეთ? აბა კახელებო წავიდა სურათებიი
ეს გრემის სამრეკლოდან გადაღებული სურათი
კაი,ახლა კახეთის სურათები რა დასადებია,ნეტა ვიცოდე
კახეთოოო, ჩემო კახეთოოოო,,,
ბექუშკების გადმოსახედოოო
გრემი
http://imageshack.us
ვიცი ხვალე ჩემი საქციელი გაგოგნებს რომ ნახავ მაგრამ, აჰაა გაიხარე გენაცვალე
http://imageshack.us
მაეასი
ბექა როგორც ღვინო შეყვარებული კაცი (ყოველ შემხვევაში სურათებში სულ ეგრე ჩანს ) არ შეიძლება კახეთი არ უყვარდეს, სხვათა შორის მეც ძალიან მიყვარს, შეიძლება ბუნება ვერ უსწრებს სხვა კუთხებს მაგრამ სალოცავებით ძზალიან ბევრს.
ბექა.შუხოშვილი†
კახელი ხარ ბიჯო შენცა?! გაგახარა ღმერთმა ამ თემისთვინა.
მაიცა ეხლა ჩამოვაწიკწიკო ჩემი გალერეა:
ტაკ, პირველ რიგში ალავერდის სურათები:
ა? როგორი იყო? ახლა ანანურშიც გავიაროთ ცოტა:
ივრის ჭალა:
სამშობლოს ცასა ბნელად გაშლილი მწუხრის ზეწარი გადაეფარა, და მთვარის შუქზედ მთებისა ჩრდილი ალაზნის ველზედ წამოიხარა......
გრემი:
იყალთო:
დავითგარეჯი:
სიღნაღი:
თელავი:
ლაგოდეხი:
აბა სულელის გარდა ვინ იტყვის კახეთი არაა ულამაზესიო.....
სურათები აღებულია ბოკე.გე-დან... (საავტორო უფლებებს არ ვარღვევ რა...)
რა იქნებოდა ჩემო კახეთო,
გომბორის მთიდან კვლავ გადმოგხედო.......
ეს მაგარი ლექსია.
მაგარი კუთხეა(გრემი მომწონს) და მაგარი ხალხია მანდედან
komisia
გაიხარე აბა რა! კახელი ვარ კახელი და სადაური კახელი ხარ შენა?
კახეთი არი ნამბა უან!!!!!!!!
ყველა ვარიანტში.
(მე არა ვარ კახელი.)
ულამაზესია კახეთი ისე როგორც საქართველოს სხვა კუთხეები
გაიხარე ბექა
ბექა.შუხოშვილი†
komisia
,,ნამბა უან'' არაა თორე ისე კარგია,რას ვერჩი
მე კახეთის ბუნებაზე მეტად თავად კახელები მიყვარს,მაგარი ხალხია ძალიან..ნუ ერთი ორი ბექასნაირები შემარცხვენელი ყველას ყავს (იმედია არ გამლახავს)
პ.ს.ავატარიი სიცოცხლეა მინდა რომ თვალებს აფახურებდეს,ცქმუტავდეს და ყნოსავდეს ,მაგრამ სად არის
კახელებს მივესალმები (მიმითვალეთ თქვენს რიგებში კახელებო) და არა მარტო მათ
ესეც ერეკლეს სახლ-მუზეომი
ესეც ჩემი სკოლის კარი (თელავი I სკოლა). ეჰ რა დრო იყო...
ესეც მეორე შესასვლელი
ლეგენდარული ჭადარი
ეს ჭადარი მართლაც შეუდარებელია
ლამაზი სურათებია გაიხარეთ კახელებოო
შევრდომილი
აქედან მარტო მთასვლელები აკეთებდნენ შატალოს?
შევრდომილი
კომისია
როუ, ვინმე ბერიკელაშვილსა არ იცნობთ? ან თელავში, ან თბილისში, ან სადმე კახეთში, ჩემი ნათესავი იქნება უეჭველი ჯერ ბევრნი არ ვართ ბერიკელაშვილები
ალავერდობა.
1890 წელი.
ტყის ძმები (ხარება ჯიბუტი და გოგია კენკიშვილი):
ცხენზე - გიორგი ბერძენიშვილი (ჟორჟიკა).
პირველ რიგში მარჯვნიდან მეორე - ხარება ჯიბუტი, მესამე - გოგია კენკოშვილი.
ვასილ როინაშვილის ფოტო. 1910 წ.
მაეასი
გვირაბგაღმელი ხარ?ყველაფერი გასაგებია
გლახა
ლეონტი
მაგარი თემაა საღოოლ !!! გენაცვალეთ კახელებოო
როუ, კახეთზე ცუდი არავინა თქვას, რაც არ იცით ნუ იტყვით.
ბექა.შუხოშვილი†
აზრი აქა აქვს კამათს, მალე იმის მტკიცებასაც დაიწყებენ ჩვენი ღვინო კახურ ღვინოს ჯობიაო გამოცდილება ასე გვიჩვენებს
არ იციან კახეთის ფასი და რა ქნან
მოდით უბრალოდ სურათები დავყაროთ.
Didgoreli
ჰაი დედასა აიტ მოვედი ქიზიყელი და ვინც თქვა კახეთში ბუნება არ არის ლამაზიო ჯერ ერთი ჩემზე უწიგნურია გეოგრაფიაში მეორე კიდენა ჩემი აივნიდან არ გადაუხედავს კიდე ნაკრდზალი არ უნახავს არც ალაზნის ველი დაუნახავს არც სიგნაგი ცოდნია
ეს მარტო ბუნება და ხალხი იკიტხეტ თქვენა ხალხი
ჯერ ბატონი არა მყოლია ეგ ერთი მეორეც ყველაზე მეტი ომი ქიზიყს აქ გადატანილი და შესაბამისად კახეთს ანუ სხვანებივით არ ვართ რო ვერავინ ამოდიოდა ან იშვიათად ამოდიოდნენ მერე კიდე ის ნახეთ რამდენი ტაძარია და ვინ იყო ყველაზე მეტად მორწმუნე ხალხი კიდე ის ნახეთ რა ტყული არ იცის ხალხმა ნუ ახლა ყველამ ყველაპერი დაიწყო მარა ადრინდელ დროზე ვამბობ მე კიდე ისაც გაიხსენეთ ერთმანეთს პირში ვძრახავთ მოყვრები ვართ ურთიერთის და არა პირს უკან ამას ერთვის ისიც რო დაზარება არ ვიცით სხვის დახმარებაზე კიდე ისიც დაუმატეტ რა ღვინო გვაქ და გაიხსენეთ ჩვენი ვენახთან დამოკიდებულება თუ მიწის სიყვარული და მერე კიდე იტყვიტ ქიზიყზე და გინდაც კახეთზე ცუდს და მაშინ ჩემზე ხისთავიანები ყოფილხართ და ეგაა აბა დამიდექით ამ საქმეში რომელიც ბიჭი ხარ და ქუდი გხურავს
აუ ჩემ დას აქვს გამოცდები წელს და 20 მდე ვერ წავალ ალბათ არ მინდა მშობლებს ვეურჩო და ისე ბოდბისხეველი ვარ მე 7 კილომეტრია წმ ნინოს წყარომდე
თბილისში ვარ 2 თვეა სოფელში არ ვყოფილვარ თან და გაგიჯებას ვარ უკვე ისე აქ მაქ მარტო კომპიუტერი და ინტერნეტი იქ ეგენი არც მაქ და რომც მქონდეს ამისთვის არ მოვიცლიდი
stch
გაიხარე როუ.
კომისია კი მანდ აქვს სად აბარებ შენ ? და 6 ში აქ შემდეგი თან დილით მგონი
მეც ვიცნობ კახელები რომ მიაჩნიათ ისეთებად როგორიც შენ დაწერე და არ არიან კახელები ოღონდ როუ თუ ჯოუ ?
stch
komisia
shen gaixare!!!!!!!
როუ კი არა ლაპარაკში იოს ვამბობ ან ჯოს ხოლმე მე კიდე რას ამბობ იო აი მასე ვიცით ჩვენთან
ხო ეგ ზანგებმა გადაიღეს ჩვენგან საავტორო უფლებები ჩვენზეა
ნახეთ როუ რა ლამაზია:
და ბარემ ესეცა (უჯარმა):
ნახე რა სილამაზეა
ალავერდი ვენაცვალე
შუამთა
საგარეჯო, ნინოწმინდის მონასტერი:
ძალიან მაგარი სურათებია.მე სიღნაღს იქით არ ვყოფილვარ და მოლოდინს გადააჭარბა. ჩურჩხელებიც ერთობ მადისაღმძვრელად გამოიყურებააააააააააა
ეკა მიხარია რო სიღნაღში ნამყოფი ხარ ჩემი რაიონია ეგ ან რაც ქვია ახლა მაგრამ მარტო სიღნაღი არაა მთელი კახეთი მარტო ქიზიყი ბევრად დიდია და უკეთესი რამეებიც არის იქ
ანუ ბევრი რამე ჯერ კიდე წინ გაქ თუ შევძლებ დაგეხმარები კახეთის კარგად გაცნობაში
ბექა მა როგო იქნებოდა ჯო კახეთი მარტო სახელიც კი მოქმედებს
ო როგორ მენატრება სიფელი ჩავიდე ერთი სული მაქვს
მადლობ stch ვეცდები მთლიანად დავათვალიერო კახეთი,
სურათზე მართლა ძალიან ლამაზად გამოიყურება...
ბექ ხომ დამეხმარები შენც კახეთის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებაში
ზანზიბარი_ყვარელი, არის ასეთი მარშუტი?
არა სვანი
ძირკოკიდან თუ ხართ ვინმე????????????????? შესანიშნავი სოფელია......
mec kaxeli vaaaaaaaaar.magaria kaxetiiii.gansakutrebit telavi-axmetaaaa ra jobia maranshi keips.kvevridag gvinis smaaaaaas da kaxur simgeraaaaas
e k a
გაიხარე... ისე კახელებს და სვანებს კი ამსგავსებენ ერთმანეთს ხასიათით....და რავიცი
e k a
nataaa
დასა გაქვს სოფელი?
ხო აი ალბათ უფრო სიჯიუტით ვგავართ.
პირადად მე ბევრი კახელი მეგობარი მყავს და ადვილად ვუგებ საერთოდ კახელებს
ხალხიც ხშირად აღნიშანავს რომ Gვანან ერთმანეთს ....... და რა ვიცი
nataaa
აუ კახელები სვანების არ იყოს უბატონო ხალხია
მე სოფელი მაქვს ყვარლის რაიონში.
"სამშობლო მთებო..."
ვენაცვა კახეთსა ხვალ არტგენზე კახელები ჩამოდიან აბა ახლა ჩვენ ვიცით
დღეს არტგენში კახელების ზეიმი იყო
komisia
დედა მყავს წარმოშობით კარდენახიდან
იყალთო
გრემი
ყვარელი
kisish
komisia
ჩახვაშვილი..თავისი სახლი არ ქონიათ, უბრალოდ მანდედან არის წარმოშობით...და ისე მანდ საავადმყოფოსთან გვქონდა ადრე სახლი ნაყიდი, მაგრამ ვეღარ ჩავდიოდით და გაყიდეს
ლაგოდეხი
თელავშია გადაღებული, ოღონდ რა ადგილას არ ვიცი
kisish
მაგარი სურათია ბოლო, ჩაგეთვალა..
შოთა
ინტერნეტში ვნახე მე არ გადამიღია..მანდ ნამყოფიც არ ვარ
ბოდბე
alaverdi
აი თემა ამას ქვია...
კახეთი სულ სხვაა...
სურათების დადებას ვაპირებდი, მაგრამ...
ნეტა ვებ-კამერის ჩართვა არ შეიძლება? სურათები საჭირო აღარ იქნებოდა?
აუ კახეთი მართლა მაგარიააააააააააა.............
makuna7474
იმაზე ლამაზი რაღა უნდა იყოს?! ცხენი 2 ფეხზე ხომ არ დაყენა ახლა?
makuna7474
შოთა
ესეც კახური ღვინო
სიამოვნებით დავლევდი ეხლა
kisish
რა ღვინოებს გვანახებ ამ დილაუთენია ნერწყვები გინდა გვაყლაპინო?!
შოთა
თან სურათეიც რომ მოაყოლო კარგია, თორე ეგრე შემოგეოფება
რა უსირცხვილო ბავშვია
ესეც კახეთშია, კერძოდ სად არ ვიცი
makuna7474
ვახ...გარშემო ქვევრებია
ხოდა ეგეც მაგათია, იმას კი არ ვიძახი ცოტა ღვინო აქვთ-მეთქი..
[quote name='kisish' date='Jul 18 2007, 08:16 PM' post='134868']
შოთა
თან სურათეიც რომ მოაყოლო კარგია, თორე ეგრე შემოგეოფება
რა უსირცხვილო ბავშვია
ესეც კახეთშია, კერძოდ სად არ ვიცი
kisish
რა გინდა მართალი ყოფილა, აგერ შენ სურათზე ჩანს ბავშვი პირდაპირ ყურებში ცდლობს ჩაიწუროს ღვინო
შოთა
kisish
რაც მართალია მარტალია კახეთი მდიდარია არა მარტო ვაზით არამედ უძველესი სალოცავებით.
შოთა ნუ უოფებ თემას პატრონს, ვახ
ალავერდი
kisish
http://rg.foto.radikal.ru/0707/25/bbe33e0bf3cc.jpg
es surati gaketebuliaaaa eseti citeli ca telavshi ar aris xolmeeee. martla bevrad upro lamazia cocxlad es adgiliiiiii
kartulad ver vcer da mascavlet raaaaa
nataaa
გაიხარეთ კახელებოოოოო
nataaa
მოგიხერხებია უკვე
მარა მაინც დავდებ..
ექსპლორერის ვერსიაა ერთ-ერთი
http://www.link.ge/file/82917/Internet-Explorer-7-0-5730-11--BY--WWW-FILE-GE-.rar.html
პ.ს. კი გავაოფე, მაგრამ კახელებო მაპატიეთ
nataaa
nataaa
უი უცებ ჩვენი ფორუმელი აბო მეგონე (ნიკზე აღარ შემიხედავს) მევთქვი ესეც კახელი ხო არაა მეთქი
გავგიჟდი აი გურული, რა ლამაზი ყოფილა კახეთი,
კაი სურათებია.
თუ ფოტოშოპში არ არის დამუშავებული?!!
serafita
კახეთი
მ.მაჭავარიანი
ექნებოდა რა ლამაზი
მხარეს ამას ან რა ეშხი?!_
ეს ძალუმი ალაზანი
რომ არ ჩქეფდეს ამ მხარეში?!
მძარეს ამას ან რა ფერი
ექნებოდა, ან რა ეშხი?!
ეს თეთრუა ალავერდი
რომ არ ენთოს ამ მხარეში?!
ერთიც, ერთიც უნდა ითქვას:
მეტი მისცა კახეთს ეშხი,
აკვანი რომ გადაირწა
ილიასი ამ მხარეში.
ესეც სიმღერა ყვარელზე. ბარემ ამ თემაში იყოს
სიმღერა ყვარელზე
ყვარელო ვენახის ბუდევ ვარდად რგული ხარ
ჩემი ლამაზი კახეთის შუაგული ხარ
ბაღ-ვენახებით მორთულო ლამაზო მხარევ
ჩემო ლამაზო ყვარელო შენ გენაცვალე
თუ ცენტრიდან ქვემოთ ჩახვალ დაუკვირდები
მაღალ შენობას იხილავ მთლად გაკვირდები
ეზო მოპირკეთებული ხეივნიანი
მარჯანიშვილის სახლია სვეტებიანი
წინ განიერი ქუჩები იქვე სადგური
ჭავჭავაძის მოსაგონრად ძეგლად ჩადგმული
სკოლის ეზო გოგონებით პირმოელვარე
ჩემო ლამაზო ყვარელო შენ გენაცვალე
ყვარელში კარგი ღვინოა ქინძმარაული
მისგან დამთვრალი ბიჭების სიმღერა ისმის
ბაღ-ვენახებით მორთულო ლამაზო მხარევ
ჩემო ლამაზო ყვარელო შენ გენაცვალე
აგერ კახელებს
http://funkyimg.com
ოღონდ პოტოშოპის გაკეთებული არ გეგონოთ ნამდვილია
ისე მართლა მაგრა მიყვარს ალავერდი რაა..
კახეთში წასვლა თუნდაც მარტო მაგის გულიზე ღირს
http://funkyimg.com
გურჯაანის ყველაწმინდა
http://funkyimg.com
იყალთოა ხომ მგონი?
აუ ერთი მაგარი რაღაც გამახსენდა იყალთოზე, მაგრამ არ ღირს მოყოლა
http://funkyimg.com
ალავერდში მშენებლობებია... ბევრი რამაა შეცვლილი...
http://img105.imageshack.us/my.php?image=dscf3806fn0.jpg
http://img105.imageshack.us/my.php?image=dscf3799ow5.jpg
http://img411.imageshack.us/my.php?image=dscf3803nq7.jpg
შევრდომილი
di_onise
nataaa
_Matasi_
Telavi:
რა მაგარიააა... ხვალ თელავში მივდივარ დასასვენებლად. და ცოტა ხნით გემშვიდობებით. ბევრ სურათებს გადავიგებ და განახებთ კახეთის სილამაზეს.
nataaa
ალავერდში ჩახვალ? აუ გადაიღე რაა გთხოვ...
კახელებო ალავერდის გულეზე მაგრა მიყვარხართ რააა.....
მაგარია ალავერდიიიიი......
აბა კეთილი მგზავრობა
nataaa
კახელებო მაგარი ხალხი ხართ მაგრამ ერთი კითხვა მაქ სმა ესე მაგრად რატო გიყვართ ???:D:D ისე დაქალი მყავს კახელი და ლექსიკონი და შუტკა მაგარი გაქვთ მპუაააა თქვენაააა
აუ არ გადამიტანეს ამ კახელებმა და თელაველებმა
აი აქ ვარ დაპატიჟებული ურააააააა
მეც კახელი ვარ გენაცვალეთ ჯიგარშიიიი!!მაგარია ერთი სული მაქვს როდის ჩავალ წინანდალში და როდის შემეგებება ჩემი უბნის გლავნი ინფორმატორი და მეტყვის"მოხველიით ქალაქელებოო??"-ვგიჟდები ამ ფრაზაზე და ძალიან მიყვარს კახელები ისე რაც მართალია მართალია სმა იქ ყველას უყვარს1იმიტომ რომ კარგი ღვინო აქვთ იუმორი ხომ უკეთესიაუფფფ სოფელში მომინდაა.... ერთი ვიპოვო სურათები და დავყრი
ღმერთმა გაგახაროთ კახელებო! მეც თქვენებური ვარ,ოღონდ ცოტა განაპირა მახარიდან , ქიზიყიდან,ისე დედის მხრიდან კი ახმეტიდან ვარ.(ასე რომ ჩემში ქიზიყური და ხევსურული სისხლი ჩქეფს) ქიზიყში რომ ჩავალ ვეცდები კარგი სურათები გადავიღო და დავდებ აქ .აბა ღმერთს ებარებოდეთ ყველანი.გაგიმარჯოთ!
"ბევრს გაუვლია გზა სამშობლოსი,
ზოგს დანანებით და ზოგს წამებით.
ძნელია ზიდვა საქართველოსი,
ამ ტვირთს ზიდავდნენ ჩვენი მამები"
რა მაგარიაა!!!2 კვირაში მივდივარ კახეთშიიიიიილამისაა გავგიჟდე სიხარულისგან ეეჰ უფრო ადრეც წავიდოდი მარა შვებულების მეორე ნაკადში მოვყევი და>..არაფერია კახელებო მალე მოვალ და ჩეგეხუტებით ჯიგარში,თქვენ გენაცვალეთ,თან კარგი საფერავიც მელოდებააუფ დავფრინავ ჩემი პპელასავით
დავტკბი კახეთით კახელი კაცი ზოგიერთი ეს სურათები kakheti.net ის საიტზე რომ დაიდოს წინაამდეგი ხომ არ იქნება ვინმე? ...
mari-bior
მაგრიაააა როდის მოვა 15 აგვისტო რომ წავიდე და იგეთები გავაკეთოოომაგრა მინდა მა რა ვქნა,კახელი ბალღები მემენატრნენ.ალაზანიცაა
komisia
რა იყო ბალღო რა თავ-პირი ჩამოგტირის??ეგრე იმოქმდა ალაზანის ხსენებამ??გეზახის არაა ჯიგარიკომისიი ბიჯო კომისიია მოდი აქაომამენატრეოოო
კახური სიმღერა არის სიყვარულით, სიტკბოებით, ჯიგრით, მადლით ბოლომდე გავსებული! თან იმდენით რომ სიმღერა ვეღარ იტევს და გადმოდის ეს მადლი და სიტკბოება და ყველას ატკბობს!
კახელებოოოოოო.როგორ ხაააართ...სურათები მაქვს მაგრამ როგორ დავდო არ ვიცი. ვინმე თუ მასწავლით... დავდებ.
http://imageshack.us
http://imageshack.us
ესეც იყალთოს აკადემია
ძალიან დიდი სურათებია.ვერ დავაპატარავე
http://imageshack.us
http://imageshack.us
ეს თელავია.გვთისმშობლის ტაძარია
უუუჰჰჰ, კახეთი მაგარია.
მიყვარს.
გაიხარეთ კახელებო.
მიყვარს ჩემი კახეთი
(გამორჩეულად)
თოხლიაური და გიორგეთი
მეც კახელი ვარ და ძალიან მიყვარს ჩემი კუთხე,ულამაზესი და უსაყვარლესია,სურათები რომ ვნახე .მომენატრა და მომინდა წასვლა.განსაკუთრებით მიყვარს ეს პერიოდი კახეთში.
თეთრი გიორგი
კახეთო ,ჩემო კახეთო შენ გენაცველე შენაო.მე ქიზიყელი ვარ,ანუ მაინც კახელი.გაიხარეთ,ყველას მოგესალმებით სიყვარულით.
თელავი
http://imageshack.us
გრემი
http://imageshack.us
უჰ უჰ როგორ მომენატრე ცემო თელავოოო
მეც თელაველი ვარ აქედან გამომდინარე კახელი
მოკლედ გენაცვალეთ ჯიგარში კახელებს და მთელ საქართველოს
აქ შაილება კახური კილოთი ბაზარიიიი?
მართლა ნეტავ ხომ არ ვაოფებ თემას?
ჯერ ორი დღისაც არა ვარ ....
მოგესალმებით! კახელებო! მეც კახეთიდან ვარ!გურჯაანის რაიონიდან!ძალიან მიყვარხართ! გეფერებით და გულში გიხუტებთ ყველას!
თელავი_ამ გზით დავდიოდი სკოლაში გვირაბის ქუჩა
http://imageshack.us
http://www.radikal.ru
[/quote]
http://www.radikal.ru
ლაგოდეხი
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
არ მომწონს თითქოს კახეთი რომ სდუმს....თუმცა დუმილშია ამ ხალხის სიბრძნე,ესაა სიმდიდრე კახური ბუნების................კახეთი...ვინ არ ყოფილა ტყვე მისი სილამაზის,ვისაც შეუგრძვნია მისი სიდიადე?!...ხელის გულივით რომ მოჩანს
მთელი კახეთი კავკასიონიდან.ყელმოღერებული ალავერდი-წმიდა გიორგის სამკვიდრო,მუდამ რომ მფარველობს ამ კუთხეს...აქ კავკასიონსაც კახური ბუნება შეუთვისებია,მინდა ვთქვა უფრო სწორედ გა-კა-ხე- ლებულა....ალაზანი უგრილებს გულს დაუდგრომელ,მარადმბრძოლ კახეთს მაგრამ ისეთი ცივიც ვერაა ალაზანი სიყვარულით ავსებული გული რომ გაუგრილოს,ან შეძლებდა კი?...კახეთი-ვაზის სამშობლო,ღვინოც კი თავისებურია....ან კი რად არ იქნება კახური სისხლით და ოფლით გაჯერებულ მიწიდან აღმოშობილი ვაზის ნაჟური...ერთ დიდ ტაძარსა ჰგავს კახეთი,წინაპრების წმიდა საძვალეზე აგებულს,და ღმერთმა ნუ ქნას ამ ტაძარს ბზარი გაუჩნდეს....საქართველოს კარიბჭეა კახეთი,თვალმოუხუჭავად და დაუღლელად რომ დარაჯობს ღმრთისმსობლის წილხვედრ მიწას,ღმერთმა ნუ ქნას რომ ოდესმე დაიღალოს და მიერულოს.......
მდუმარეა კახეთი,მაგრამ ამ დუმილშია მისი სიბრძნეცა და სიმდიდრეც....
ღმერთო მიცოცხლე მრავალჟამიერ!
ნახეთ რა ლამაზია.........საქართველოს მოდელია კახეთი
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
როდესაც ასე ახლოა გრემი,
მეც მინდა ვიყო უფრო მაღალი,
რომ დაინახონ ჩემში ან ჩემით
რაღაც ახალი, სულმთლად ახალი.
და თუმცა გრემი არის დაღლილი,
არის ბებერი და დანგრეული,
მე მაინც მამღვრევს ეს სექტემბერი,
როგორც საყვერელ ქალის სხეული.
მე მაინც კეთილ ფიქრებით მავსებს
სახეგაპობილ ტაძრის ალმური,
და ვიცი ახლა რად მიყვარს ასე
ვაზიც, ჩუქურთმა და სალამურიც.
მე ყველაფერი მომწონს და მიყვარს,
და ყველაფერი მგონია ჩემი
როდესაც ასე ახლოა გრემი,
როდესაც ასე ახლოა გრემი.
თავს ევლება ვით ვაჟკაცი სატრფოს სურათს,
ალექსანდრე ჭავჭავაძის ბინდის დარი,
ზამთარშიაც ყვავილების ბაღში ცურავს,
საქართველოს მკერდის მძივი - წინანდალი !
ჩემი საყვარელი სოფელი
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
მააგარია ო
http://www.radikal.ru
kinoteli
როგორ არა.....როგო მომენატრა..კახელი ხარ?
კ ა ხ ე თ ი
ნეტავ რა ძალამ, რა განგებამ მოხატა აგრე
ღრმა ჭრილობებით დასერილი ძველი ტაძარი
კახეთი, ნამდვილ ქართველების ციხე-სიმაგრე
კახეთი, დიდი საქართველოს მკერდი მაგარი
ალაზნის ველში ჩამარხული ძვლების კედელი
და ზედ ნაშენი თეთრი მხრები გოლიათისა
ლექსის უდაბნო, ვარდის მხარე, ვაზის ედემი
და საწნახელში მოლივლივე ქარვის დასრესა
ალავერდის წინ ჩაჩოქილი ღრუბლების ღვარი
ბახტრიონიდან წამოსული დარდების ზვავი
ძველი ფრესკები ლეგენდები დარდის ღარები
ჩანგის ტირილი, ჩუმი სევდა და დედო ზარი
ივრის ჭალიდან აფრთხენილი ხოხბის ყივილი
გრემის კედელზე დარდის ნაზი აჩუქურთმება
ქალის თვალები, მაყვლისფერი მათი ღიმილი
ოცნება კოცნის კოცონით რომ დაითუთქება
მყვირალობისას ბეწვაშლილი ირმის ბღავილი
ყვარლის მთებიდან დაშვებული ღრუბლის ხავერდი
ჩუმად ლამაზად ამოსული მინდვრის ყვავილი
ქარის კედლებზე შელეწილი მუხის მკლავები
ნაფარეულში დაწურული ვაზის ცრემლები
კახური ღვინის გულში ლექსად შემოხეთქება
დარდმორეული დევკაცები ხელში ქვევრებით
და თეთრი ღამე სიმღერებში როგორ თენდება
აყმუვლებული მგლის ლეკვები ძველი აკვნიდან
სალი კლდეები ჯიხვის რქებზე შემომსხვრეული
შუამთის სიო, ქვის გარეჯი და ნინოწმინდა
და გოგლას ლექსით ანთებული პატარძეული
ალაზნის ტალღა მობუბუნე ილიას ხმაზე
და წინანდალში ხეტიალით დაღლილი ქარი
კახეთი, ნამდვილ ქართველების ციხე-სიმაგრე
კახეთი, დიდი საქართველოს მკერდი მაგარი!
რომელი რაიონი....მეც დედით ვარ კახელი და მეც მაგრა მძალამს
kinoteli
რა ლამაზია კახეთი
გურჯაანის სურათები დადეთ რა. მაინცდამაინც მანდ არ ვარ ნამყოფი
აქ რამ მოგიყვანა შე მადლიანო შენა ჰააა...
აი რა გარემოშია კახური ვაზი.........ეს გურჯაანულია
http://www.radikal.ru
......................................................................................................
მიყვარხარ ტკბილო კახეთო
დიდო ალაზნის ჭალაო,
http://www.radikal.ru
ქვეყანა შემოვიარე
ვერ ვნახე შენისთანაო
http://www.radikal.ru
ალაზნის ტალღამ გაკურთხა
http://www.radikal.ru
იორმა პირი გბანაო
http://www.radikal.ru
ერთიან საქართველოის
დაუშრეტელო ძალაო.
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
...................................................................................................
ურიცხვი ვარამის მნახველები,
სხედან,ბუბუნებენ დინჯი კახელები,
არაპირმოთნე და საქმენაღდები,
სხედან მკერდსა შინა პატარა ნაღმებით.
თითქოს აფასებენ ნაჯაფ-ნახელავებს,
დროდადრო კოჟრიან ხელებს დახედავენ,
დროდადრო თითქოსდა... ოცნებას აპურებენ,
ზეცას კრძალვითა და კდემით აჰყურებენ.
ალაზნის ველივით დაფიქრებულები...
დამუნჯებულები სათქმელით ულევით...
მაგრამ გახელებაც იციან კახელებმა,
აჰა, ალვერდი, სიდინჯე,გახევება.
თუმცა უწყიან,რომ სოფელი წამიერობს,
მაინცა მღერიან: "მრავალჟამიერო"...
ათასი ჭირისა და ვარამის მნახველებო,
ეს თქვენ გაგიმარჯოთ,ძმებო კახელებო!!!
დაიხე როგოთია
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
kinoteli
კახეთის "ზღვა"
რა კარგი ხარისხითაა
კახეთში
(ნიკო გომელაური)
ასე გვეძახის ალაზნის ველი
მოდით, სტუმრები ხართ სასურველი,
მოდით და ნახეთ ყვარელის ღვინო,
მოდით, კახურად რომ მოვილხინოთ.
ნეტა სხვა ხალხიც წამოგეყვანათ,
გელით პოეტებს სუფრა გაშლილი,
შილდაში მღერის დედას ლევანა
და ართანაში ყარალაშვილი.
სოფლიდან სოფლად მეხად გადადის,
მრავალჟამიერ ჩვენი თამადის,
თითქო წინანდალს სეტყვა ურტყამდეს,
რა გული იტევს სიმღერას ამდენს.
ბაიათებით სუფრა იღრჩობა,
გვაჩვენე, სიძევ, ახლაც ბიჭობა!
დალიე ყანწი და არ გეძნელოს,
ტკბილი კახეთის სვამ სადღეგრძელოს.
გუშინ შვიდნი გურჯანელნი
ვიცი, ესროლეთ შვიდთა... მაგრამა,
რომ დააცილეთ ვიცი ესეცა.
ერთხელ ესროლა ბერმა პაპამა
და ჯიხვი კლდეზე ჩამოეკეცა.
შვიდჯერ რომ გითხრათ ლექსები ყველამ,
ყველა შვიდივე აცდენილია.
თავს დაგვიარა ვაჟა-ფშაველამ,
თავზე გვაწვება ზვავად ილია.
ან ვინ დაითვლის კახელ ვაჟკაცებს,
ან შედავებას ვინ გაუბედავს,
ძმებო, ასწიეთ სავსე ყანწები,
და უდღეგრძელოთ მშობელი დედა.
ამაზე რომ ვთქვათ სიტყვა თამამად,
ამიტომ გვირჩევს სუფრა თამადად.
ემსაათში მოიცა აბა კახეთის თემა რა თემაა სიმღერის გარეშე?
ანსამბლი "წინანდალი"
"ალუბლები"
http://www.youtube.com/watch?v=41DOXA5-YGg
'ჩუმ ბაღნარში"
http://www.youtube.com/watch?v=fi0_sAriVfQ&NR=1
http://www.radikal.ru
.....................................................................................................
ეს რო არ დავდო არ შემიძლია.
ჩემი სოფელი ვაჩნაძიანი(გურჯაანის რაიონი)
წმ.სამების ეკლესია
http://www.radikal.ru
და ვაჩნაძიანის ყველაწმიდა
http://www.radikal.ru
P.s.
სამების ეკლესია კლდის კიდეზეა და თითქმის ნახევარი ჰაერშია
kinoteli
კიი ეს,ამ ანსამბლის ჩემი ყველაზე საყვარელი სიმღერაა,შენ ისე უნდა უსმინო,ცოცხლად,უუფ სულ მართლა ჟრუანტელი მივლის ხოლმე
აჰა ეს შენ ჩემო ალალო კახელო
ანსამბლი ლაშარი "ჩაკრულო"
http://www.youtube.com/watch?v=4iqlkiNaE9g&feature=related
ბასიანი "კახური მრავალჟამიერი"
http://bin.ge/file/1077/g-basiani---kaxuri-mravaljamieri.mp3.html
ტბა ვაჩნაძიანში_'დიდწრუბელი"
http://www.radikal.ru
ეს ლაგოდეხია
http://www.radikal.ru
ვაშლოვანის ნაკრძალი
........................................................................................................
http://www.radikal.ru
.........................................................................................................
http://www.radikal.ru
.........................................................................................................
http://www.radikal.ru
ყვარელი "ჩალის ტბა"
.............................
http://www.radikal.ru
ყვარლურია
http://www.radikal.ru
კახეთის მონატრება
მხრებით დამქონდა რაც ვერ გითხარი,
ეს ტვირთი დღემდე უნდა მეზიდა,
ასე რომ მეგრძნო შენი ცისკარი,
ამოსროლილი ალავერდიდან.
შენი მთებით ვარ ასე მდიდარი,
ნისლებში შენი ზვრების რხევითა
და მოვარდნილი ლექსის გრიგალი
გაცრეცილ ფურცლებს მტაცებს ხელიდან...
თამარის ციხე....
......................
http://www.radikal.ru
თუ არ გინახავს ალაზნის ველი
გარშემო მთებით შემოფარგლული,
ზედ ალაზანი რომ გაწოლილა
კავკასიონის მთების ნაჟური,
თუ არ გინახავს ვაზი კახური
რქებით ერთ-ერთზე გადახლართული
არ დაგილევავ ღვინო კახური
არ გიჭამია შოთი კახური,
არა გსმენია ,, მრავალჟამიერ”
ძველი სიმღერა მამა-პაპური
მაშინ კახეთიც არა გცნობია
ბაღ-ვენახების ზვრებში ჩაფლული.
ის შენს ჭირ-ვარამს როგორ გაიგებს,
ვინაც არ იცის შენი წარსული
ბევრმა არ იცის ჩემო კახეთო
რა ტანჯვასა ხარ გადანაყარი.
ბევრჯერ გაგტეხა მტერთა სიმრავლემ,
თავს რომ გესხმოდა როგორც აფთარი
ბევრჯერ გადაწვეს შენი სოფლები
ბევრჯერ დატოვეს ნავენახარი,
მაგრამ არ გატყდა კახელი კაცი,
რკინაზედაც და ქვაზეც მაგარი
ისე აშენდა შენი სოფლები
ისევ დაიდგა გლეხმა სახლ-კარი
ისევა ხარობს ვაზი, ხეხილი
იმ ძველ ფესვებზე ამონაყარი
და შენი მიწის ყოველი გოჯი
წინაპართ სისხლით არის გამთბარი,
ახალ თაობას შენი წარსული
გადაეცემა როგორც ზღაპარი,
რა ლამაზი ხარ ჩემო კახეთო
რა ლამაზია შენი მთა-ბარი.
გაზაფხულობით ჰყვავის კახეთი
ვით პატარძალი ჯარაზე მჯდარი
მაღლიდან მთები, რომ დაჰყურებენ,
მაყრიონივით ფეხზე დამდგარი
და ალაზანიც მიდის დუდუნით
როგორც მარტოკა, მთვრალი ამქარი.
მინამ ფორუმში ვარ ამ თემაი არ დავაძინებ
პაპაი ოქრო...გურჯაანი
http://www.radikal.ru
kinoteli
ამ თემაში შენ მარტო დაგტოვებ?
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
ნახე რა ჯიგრულად მოდის
ნაღდი ალალი კახელი
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
ელია თეზბიტელის ტაძარი
http://www.radikal.ru
..........................................................
ვაშლოვანი-მიჯნისყურის შესასვლელთან მდებარე ტბა
http://www.radikal.ru
...........................................................
იორის წყალსაცავი ტახტითეფას გზაზე
http://www.radikal.ru
...........................................................
ვულკანური ტალახი
http://s003.radikal.ru/i203/1006/06/4ef3993511ff.jpg[/url][/IMG][/URL]
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
......................................................
ალაზანი მიჯნისყურესთან
http://www.radikal.ru
......................................................
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
.......................................
.......................................
აი სამოთხე თვალით ხილული_
დამწიფებული მზეში თაველი
და გოლიათი ერთი მტკაველი
კავკასიონად გადაჭიმული...
კახეთი, ჩემი ოცნების მხარე!..
შეღამებამდე ვენახის კრეფა,
შეღამებისას ნამგალა მთვარე
და ორღობეში ძაღლების ყეფა.
მერე_ღამეთა გრძელი ზღაპარი
და გახვეული ნისლში ჭალები.
სუფრა, მასპინძლის ეშხით გამთბარი,
გასათხოვარის შავი თვალები...
მოძმესთან მუდამ ტკბილი დამხვედრი,
მტერთან_მარადის დაუნდობელი,
კახეთი, ჩემი დიდი კახეთი,
ჩემი ლექსის და ფიქრის მშობელი.
მიხეილ ქვლივიძე
..............................................
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
...........................................
http://www.radikal.ru
............................................
http://www.radikal.ru
..............................................
ნინოწმინდა… პალატები მეფეთა…
გალავანში - ჯამი აქაფებული;
შენი სახე რისთვის შემომეფეთა,
ხატი იყავ - ვეფხვი დაქალებული…
საზანდარმა ღამე ააცახცახა,
ავთანდილის მწვადი ცეცხლზე შხიოდა,
ცა - ატმებით მსხმოიარე, ჩახჩახა,
და გაზაფხულს რძის სუნი ასდიოდა.
ნინოწმინდა… ჩვენ, როგორც ხაზარები…
ო, იმ ღამეს როგორ აგვაბრიალა
საქართველოს ლექსის მეხანძარენი
ძმობამ, ცრემლმა, სიყვარულის იარამ!
როგორც ხმალი, ძმებო, ტამერლანისა,
სიყვარული ისე დამჯახებია!
მე მივტირი ღამეს ზამბახებიანს
და სიყვარულს ათაბაგის ქალისას;
ძუძუები ოქროს კალმახებია,
წამწამები აქვს თავთუხის ყანისა…
წინანდალის ვაზი აყვავებული,
ჩამოსხმული ოქროთი და თაფლითა,
აფრენილი ბაზიერის დაფითა,
დურაჯი ხარ, მაყვალს შეფარებული!
ნინოწმინდა… ჩვენ როგორ ხაზარები…
ოჰ, იმ ღამეს როგორ აგვაბრიალა
საქართველოს ლექსის მეხანძარენი
ძმობამ, ცრემლმა, იმ პატარა იარამ!
ურიცხვი ვარამის მნახველები
სხედან,ბუბუნებენ დინჯი კახელები,
არაპირმოთნე და საქმენაღდები,
სხედან მკერდსა შინა პატარა ნაღმებით.
თითქოს აფასებენ ნაჯაფ-ნახელავებს,
დროდადრო კოჟრიან ხელებს დახედავენ,
დროდადრო თითქოსდა... ოცნებას აპურებენ,
ზეცას კრძალვითა და კდემით აჰყურებენ.
ალაზნის ველივით დაფიქრებულები...
დამუნჯებულები სათქმელით ულევით...
მაგრამ გახელებაც იციან კახელებმა,
აჰა, ალვერდი, სიდინჯე,გახევება.
თუმცა უწყიან,რომ სოფელი წამიერობს,
მაინცა მღერიან: "მრავალჟამიერო"...
ათასი ჭირისა და ვარამის მნახველებო,
ეს თქვენ გაგიმარჯოთ,ძმებო კახელებო
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
ეს ყველა სურათი ყვარლის არის
არ ავინ დაიტრაბახოს სილამაზე....
აწყვეტილი ღილებივით დემეფანთნენ კახელები
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience