თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ გალერეა _ ფ ო ტ ო___კ ო ნ კ უ რ ს ი

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Nov 22 2007, 12:26 AM

ადამიანის უფლებათა ცენტრი აცხადებს კონკურსს ფოტო-რეპორტიორებისათვის ადამიანის უფლებებზე



კონკურსის მხარდამჭერები არიან შვეიცარიის საელჩო საქართველოში და ეუთოს მისია საქართველოში.

კონკურსის მიზანია, გამოავლინოს საუკეთესო ფოტო მასალები ადამიანის უფლებებზე

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2007 წლის 3 დეკემბერი.


ჯილდო დაწესებულია სამი ნომინაცისათვის:

1. საუკეთესო ფოტო-რეპორტაჟი;
2. პოსტერი ადამიანის უფლებებზე;
3. ერთი კადრი ადამიანის უფლებებზე.


კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში მცხოვრებ ფოტო-რეპორტიორებს. ადამიანის უფლებათა ცენტრი განსაკუთრებით მიესალმება აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან შემოსულ განაცხადებს.

კონკურსში მიიღება მხოლოდ ციფრული ფოტოები. ფოტოებს თან უნდა ახლდეს სიტყვიერი აღწერილობა არაუმეტეს 150 სიტყვისა, თუ სად და რა სიტუაციაშია ფოტო გადაღებული და რა კავშირშია ადამიანის უფლებებთან. ტექსტი შეიძლება იყოს ქართულ, რუსულ ან ინგლისურ ენებზე.

დეტალარი ინფორმაცია კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.

თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულს გადაეცემა 300 ევრო ფულადი ჯილდო და ეუთოს მიერ დაწესებული პრიზი, ასევე დიპლომები.

დაჯილდოების ცერემონია გაიმართება 2007 წლის 10 დეკემბერს - ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღეს.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ www.humanrights.ge ან დაგვიკავშირდით შემდეგ მისამართზე: ყაზბეგის გამზ. 3ა, II სადარბ.
ტელ.: 37 69 50; 45 45 33
ელ-ფოსტა: nino@hridc.org

ხო ეხლა რაც შეეხება ფოტოებს ამ თემაში შეგილიათ დადოთ ჩვენც გაგვიზიაროთ და განგვანათლოთ.smile.gif მე პირადად სიამოვნებით დავათვალიერებ და დარწმუნებული ვარ სხვებიც.

ოღონდ თუ მონაწილეობა გინდათ მიიღოთ კონკურსში უნდა მიიტანოთ ნამუშევრები მითითებულ მისამართზე.

ხოო ეხლა რაც შეეხება აქ დადებულ ფოტოებს. ამ თემაში დადებული ფოტოები არ უნდა იყოს ძალადობრივი, პოლიტიკური, რამე საშინელებათა ან ძალიან სასტიკი და რათქმაუნდა დადებული სურათები და კომენტარები უნდა ემორჩილებოდეს განყოფილების და ფორუმის წესებს. ნუ მაგნაირი სურათები თუ მოგეპოვებათ და ადგილზე მიიღებენ შეგიძლიათ იქ მიიტანოთ პირდაპირ..smile.gif smile.gif

აბა წარმატებებს გისურვებთ ყველას. თქვენი წარმატება ჩვენი ფორუმის წარმატებაც იქნება. აბა დაგლოცოთ და გაგინათოით უფალმა წარმატებისკენ გზები.

უჩა.

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Nov 22 2007, 08:24 AM

დეტალარი ინფორმაცია კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ ამ გვერძე თანდართულ დოკუმენტში: დანართი1 და დანართი2

http://www.humanrights.ge/index.php?a=announce&id=15&lang=ge

პოსტის ავტორი: mogzaura თარიღი: Nov 27 2007, 07:13 PM

გინდა, შენი ფოტო მოხვდეს "არაჩვეულებრივ გამოფენაზე"?
გამოგზავნე ბოლო 15 წლის განმავლობაში გადაღებული კურიოზული ფოტო აქციებზე, მიტინგებსა და სხვა პოლიტიკურ თემებზე. ხოლო 15 დეკემბერს, 15 საათზე აღმოაჩინე შენი ფოტო საუკეთესო ნამუშევრებს შორის "არაჩვეულებრივ გამოფენაზე", რომელიც გაიმართება სავაჭრო ცენტრ GTC-ში
ზომები : არანაკლებ 842 X 1191 ( A3; 72 pixels/inch)
არაუმეტეს 3508 X 4961 (A3; 300 pixels/inch)
ფორმატი: JPEG
გამოფენის ორგანიზატორია 15კაციანი PR მენეჯერთა საინიციატივო ჯგუფი. სურათები არ იქნება გამოყენებული პოლიტიკური სპეკულაციის ან აგიტირების მიზნით. ჩვენ არ მივეკუთნებით არცერთ პოლიტიკურ პარტიას ან მოძრაობას.
დამატებითი ინფორმაციისათვის და ფოტოების გამოსაგზავნათ დაგვიკავშირდით ელ-ფოსტაზე: gamopena@gmail.com

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Nov 29 2007, 11:53 PM

უჩა
უნდა გადავიღო რამე... ვინმეს არანორმალურად საყვარელი ბავშვი ხომ არ ყავს რო გადავუღოთ? იდეა მაქ smile.gif

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Nov 30 2007, 12:20 AM

ქავთარაძე

ციტატა
უნდა გადავიღო რამე... ვინმეს არანორმალურად საყვარელი ბავშვი ხომ არ ყავს რო გადავუღოთ? იდეა მაქ


კაი აზრია.smile.gif მარა ბავშვი სად მყავს ეხლა მე. laugh.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Nov 30 2007, 12:31 AM

უჩა
უჩიტო შენ რა კავშირში ხარ ამ ხალხთან?

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Nov 30 2007, 12:37 AM

ქავთარაძე

ციტატა
უჩიტო შენ რა კავშირში ხარ ამ ხალხთან?


მე არაფერში უბრალოდ შემატყობინეს ამ კონკურსის შესახებ. (ერთმა მაგარმა ძამიკომwink.gif )

ხოდა რავი ვიფიქრე რომ ჩვენც თუ მივიღებდით მონაწილეობას კაი იქნებოდა.smile.gif

იქნებ გაგვემარჯვა. tongue.gif

მიდი მიდი გადაიღე და სურათი დამიდე ეგერ თორე დაგვორნე ეხა. tongue.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Nov 30 2007, 12:44 AM

უჩა
აპარატს ვერ ვშოულობ ნორმალურს... sad.gif

პოსტის ავტორი: ნიანია თარიღი: Nov 30 2007, 11:11 AM

ციტატა
უჩიტო შენ რა კავშირში ხარ ამ ხალხთან?


ჩემო კარგო მე ვარ კავშირში ამ ხალხთან, ანუ ამ ორგანიზაციაში ვმუშაობ და ყოველ წელს ვაცხადებთ კონკურსს ადამიანის უფლებებზე მომზადებულ მასალებზე და მერე 10 დეკემბერს ეწყობა გამარჯვებულების დაჯილდოვების ცერემოლიანი რომელსაც საკმაოდ სერიოზული ხალხი ესწრება. ცნობისათვის 10 დეკემბერი ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღეა. თუმცა სურათების კონკურსი წელს პირველად გამოცხადდა მანამდე ჟურნალისტებისთვის იყო-ხოლმე მხოლოდ.

ისე შენს პოსტებს ცოტა ირონიულობა შევნიშნე და მინდა გითხრა გაცილებით უფრო სერიოზული კონკურსია ვიდრე შენ წარმოგიდგენია და ასევე საკმაოდ სერიოზულ მასშტაბებს მიიღებს. ხოდა თუ შეგიძლია სურათების გადაღება შეგიძლია ითხოვო კამერა და ერთი ორი სურათი გამოგზავნო:0

ჟიური საქართველოში ყველაზე წამყვანი ფოტოხელოვნებისაგან შედგება. ასე რომ საირონიო აქ არაფერი არაა.

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Dec 3 2007, 11:04 PM

ნიანია
არა ნია მე და გიო სერიოზულად ვლაპარაკობდით ამ ყველაფერზე ირონია არ ყოფილა. გეგმებიც გვქონდა სურათებთან დაკავშირებით, მარა დროში ვეღარ ჩავეტიეთ.sad.gif

აი შემდეგში მივიღებთ მონაწილეობას.wink.gif

ეს თემა იყოს არ დავხურავ და თუ ვინმე გავიგებთ რამე ფოტოკონკურსის შესახებ აქ დავწეროთ ხოლმე...

პოსტის ავტორი: ნიანია თარიღი: Dec 13 2007, 01:47 PM

ციტატა
დამთავრდა ეს კონკურსი?



კი ჩემო კარგო დამთავრდა და გამოფენაც მოეწყო უკვე ორშაბათს. გალერია ჰობიში შეგიძლიათ კვირამდე ნახოთ საკონკურსო ფოტო-მასალა. ყველას ფოტოები გამოვფინეთ გამარჯვებულისაც და სხვა ავტორებისაც. ძალიან კარგი ფოტოებია

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Jan 27 2008, 07:34 PM

რამე სიახლე ხო არაა? smile.gif

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Jan 31 2008, 12:44 AM

რავი ჯერჯერობით ვერაფერ კონკურს ვერ მივაგენი.

მარა ქავთო რავი იქნებ ჩვენ მოვაწყოთ ჩვენ ფორუმზე ჩვენ თვითონ რამე კონკურსი.

მე სერიოზულად ვფიქრობ უკვე ამაზე.

შენც თუ იდეებს მომაწვდი ძამი და დამეხმარები გამახარებ ძაან.smile.gif

იქნებ რამე მოვიფიქროთ ერთად აბა რას იტყვი? smile.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)

IPS Driver Error  

There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.

Error Returned

We apologise for any inconvenience