თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ გალერეა _ თანამედროვე თბილისი

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Mar 24 2010, 01:15 AM

პატ. ადმინისტრაციასთან შეთანხმებით თავს უფლება მივეცი და გავხსენი თემა (პირველად "გალერეის" განყოფილების ისტორიაში)

მინდა გაჩვენოთ ჩემი საცხოვრებელი ადგილი

http://www.radikal.ru

ხიდიდან პირველი ღია ლიმნისფერი კორპუსი
(ჩემი გადაღებული არ არის)

http://www.radikal.ru
ესეც ხედი ფანჯრიდან
(ჩემი გადაღებულია)
პ. ს. რამ მომიფრინა? biggrin.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Mar 24 2010, 10:38 AM

გმირთა მოედანზე (და არა მარტო) რომ დიდი მშენებლობებია, იმის მომავალი ხედის ფოტო ხომ არ გაქვთ ვინმეს? იქ კია გამოკრული, მაგრამ მაგ ადგილას რომ მანქანა გავაჩერო და თვალიერება დავიწყო, ვიღაცა ჩამქოლავს biggrin.gif

ციტატა
ხიდიდან პირველი ღია ლიმნისფერი კორპუსი

მისამართი უკვე ვიცით smile.gif ახლა გვითხარი, როდის გესტუმროთ rolleyes.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Mar 24 2010, 01:01 PM

მარიამი

ციტატა
გმირთა მოედანზე (და არა მარტო) რომ დიდი მშენებლობებია, იმის მომავალი ხედის ფოტო ხომ არ გაქვთ ვინმეს

ამ თემის გახსნისას, ზუსტად მაგას ვფიქრობდი, "ნეტავ მაგ ხიდის ფოტოები, როდის დაიდება-თქო" cool.gif
ციტატა
როდის გესტუმროთ

უფ, როცა გინდათ
უსაქმური ვარ და სულ სახლში ვგდივარ biggrin.gif

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Mar 24 2010, 01:44 PM

მარიამი

ციტატა
გმირთა მოედანზე (და არა მარტო) რომ დიდი მშენებლობებია, იმის მომავალი ხედის ფოტო ხომ არ გაქვთ ვინმეს? იქ კია გამოკრული, მაგრამ მაგ ადგილას რომ მანქანა გავაჩერო და თვალიერება დავიწყო, ვიღაცა ჩამქოლავს


ამფერ რაცხას აპირებენ ეს კაციჭამიები, გენოციდი რომ მოგვიწყვეს არ გვეყოფა? ახლა ავტობანები და ასფალტები უნდათ გვაჭამონ? ვერ გაძღნენ ხალხის დაცინვით? biggrin.gif biggrin.gif


http://www.radikal.ru



პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Mar 24 2010, 02:18 PM

უფ, ერთი თუ შეგეშალა ადამიანს, ან დროზე ვერ შეიცვალე სავალი ზოლი რა წრეებზე მოგიწევს სიარული biggrin.gif

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Mar 24 2010, 09:01 PM

ციტატა(tamuna m @ Mar 24 2010, 02:15 AM) *


მინდა გაჩვენოთ ჩემი საცხოვრებელი ადგილი

http://www.radikal.ru

ხიდიდან პირველი ღია ლიმნისფერი კორპუსი


[


ხოდა მაგის მოპირდაპირე მხარეს რომ დგას, ხიდს აქეთ პირველივე გრძელი კორპუსი, შინდისფერი სახურავით ეგ კიდო ჩემი სახლია biggrin.gif


პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Mar 24 2010, 09:49 PM

Ligia
ვა, მეზობელი ხარ? biggrin.gif kiss1.gif
მგონი "ეთნო კაფედან" კი არა, მაგ კორპუსის ფანჯრებიდან მეცნობოდი biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Mar 24 2010, 10:53 PM

ჰმ, როგორ არ მომწონს თბილისის ამ მხარის ხედი sad.gif

მაღალი, დაბალი, ყვითელი, თეთრი, მიმობნეული, მეჩხერი...
არანაირი ლანდშაფტი, არანაირი დიზიანი...
თბილისი XXI ს.ში თავიდან უნდა აშენდეს....

ეჰ, რა გვიყო კომუნისტებმა, მახსოვს, ბერლინში ალექსანდერპლაცზე მდგარ სატელივიზიო ანტენაზე რომ ავედი და გამოჩნდა დასავლეთ ბერლინი, ნამდვილი ევროპა, 6-7 სართულიანი ლამაზი და გადაბმული სასახლეები და აღმოსავლეთ ბერლინი 9-12 სართულია წამოყონწიალებული მეჩხრად მდგარი ან ერთამანეთზე მიდგუმული კორპუსები...

http://www.iwishicoulddescribeittoyoubetter.org/overseas/wp-content/uploads/2009/03/alexanderplatz.jpg

ნახეთ აქ... ნარუსალი ბერლინი...
და შეადარეთ ნარუსალ თბილისს..

ეჰ...

ესაა "იდეალური ქალაქი"

http://valentinagiannicchi.files.wordpress.com/2008/06/citta-ideale.jpg

დაუკვირდით არქიტექტურას, ფერებს, სიმშვიდეს და იდიალიას, ეს არაა რეალური სახლი, ესაა იდეა, ფილოსოფია....

Palmanova საოცრებაა დაუკვირდით.

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Mar 25 2010, 12:26 AM

KAIROS

ციტატა
რა გვიყო კომუნისტებმა

ეჰ, ყველაფერი წინ გვაქვს
აბა დაუკვირდი, ანძის ქვემოთ ჩამოყოლებაზე რა უაზრო ფორმის კორპუსია.
ახლა ეს ტენდენციაა :|
გვპირდებიან, წინ (მშენებლობის ადგილიც ჩანს) იმხელა კორპუსი უნდა აშენდეს, რომ ფუკინულიორს დაფარავსო biggrin.gif
მაგრამ მაინც ძალიან მიყვარს ჩემი ფანჯრიდან ეს ხედი: (დაკლაკნილი) მტკვარი ორად ჰყოფს ქალაქს, იქით მთაწმინდა... wub.gif

უბრალოდ ამ ბუნებას კარგი გამოყენება უნდა.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Mar 25 2010, 01:01 AM

ციტატა
აბა დაუკვირდი, ანძის ქვემოთ ჩამოყოლებაზე რა უაზრო ფორმის კორპუსია.
ახლა ეს ტენდენციაა :|

კრიმინალია ეგ!
არცერთი შენობაა არაა პარიზში რომ ეიფელი დაფაროს, მიუხედავად იმისა, რომ ვაკეზეა, და არცერთი შენობა არაა რომში, რომ წმიდა პეტრე დაფაროს, ისიც ვაკეზეა.
ორმაგი საზიზღრობაა, ეგ ნარუსალი და ნაქართველარი, თბილისი ულამაზეს ადგილზეა და მოფრთხილებას იმსახურებს!

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Mar 25 2010, 01:34 AM

ციტატა(tamuna m @ Mar 24 2010, 10:49 PM) *

Ligia
ვა, მეზობელი ხარ? biggrin.gif kiss1.gif
მგონი "ეთნო კაფედან" კი არა, მაგ კორპუსის ფანჯრებიდან მეცნობოდი biggrin.gif biggrin.gif


კი მასეა, მასე, რამდენჯერაც აივანზე გამოვიდოდი იმდენი მაგ კორპუსიდან გოგო მეჯღანებოდა, ახლა მივხვდი რომ შენ იყავი biggrin.gif

ეჰჰჰ "ეთნო" როგორ მომენატრა, რა კარგი იყო sad.gif

ციტატა(tamuna m @ Mar 25 2010, 01:26 AM) *


აბა დაუკვირდი, ანძის ქვემოთ ჩამოყოლებაზე რა უაზრო ფორმის კორპუსია.
ახლა ეს ტენდენციაა :|


დედაააა ცენტრ პოინტის სახლები, რომ ვერ გაიგებ რა უნდოდა ახლა მაგეების არქიტექტორს საერთოდ, და რამდენადაც სხვა არქიტექტორებისგან გამიგია, ხარისხითაც ვერ ქაჩავსო, ეგ არ ვიცი, მარა გარეგნულად კოშმაააარ, მთა დამიფარა წინ.

ძველ სახლებს ვინ ჩივის ახლები რას გავს, და ის მიშლის კდიევ ნერვებს გაჩერებული მშენებარე სახლებით რომაა სავსე საბურთალოს ტერიტორია, ვეღარ რომ ისნუთქებ ისე unsure.gif

ციტატა(tamuna m @ Mar 25 2010, 01:26 AM) *

KAIROS

გვპირდებიან, წინ (მშენებლობის ადგილიც ჩანს) იმხელა კორპუსი უნდა აშენდეს, რომ ფუკინულიორს დაფარავსო biggrin.gif


ჰაიატის სასტუმრო, რესტორანი არაგვის მაგივრად, მთლიანი კლდე ჩამოჭრეს, მთელმა მაგათ მშენებლობამ ჩემს ყურებში გაიარა, დილიდან თხრას და ბურღვას რომ იწყებდნენ , აღარ მაძინებდნენ


აი მაშინ ვიკითხო ეგ რომ აშენდება, წინ რომ ვეღარაფერს დავინახავ და მთელს ხედს რომ ჩამიკეტავს sad.gif არა და კაი ხედი მაქვს

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Mar 25 2010, 03:59 AM

არ შეიძლება ასე გაგრძელდეს!
შეხედთ წმ. პეტრეს ბაზილიკის გუმბათიდან, როგორ მოსუფთავებულია ხედი, არცერთი ყონწიალა კორპუსი ან ჯგრო უცნაური შენობებისა!
სიღნაღი, ქუთაისი და თელავი აჯობებს მალე თბილისს ასე თუ გააგრძელეს, მართლა ანჩისხატი, მთაწმიდა, სიონი და ნარიყალა ხომ არაა მარტო თბილისი?
აი მაგალითები, როგორ უნდა მოაწყო ქალაქი:

რომი:

ხედი სან პიეტროს ბაზილიკიდან, კარგად სჩანს, სახლების და "კორპუსების" უფრო კი პალაცოების, სასახლეების სიმაღლე, როგორაა ყველა ერთ დონეზე და რა სიმფონიაა

http://s50.photobucket.com/albums/f332/sosiko/QALAQEBI/?action=view¤t=piazza_san_pietro.jpg

ეს კი პარიზის ეიფელია, შეხედეთ მხოლოდ თითო-ოროლა ცათამბჯენი და ისიც კი უხდება ისეა

http://s50.photobucket.com/albums/f332/sosiko/QALAQEBI/?action=view¤t=dallatorreeiffel.jpg

აი ბოსტონი! იქით ცათამბჯენები აქეთ ერთნაირი სახლები!

http://s50.photobucket.com/albums/f332/sosiko/QALAQEBI/?action=view¤t=A10304_boston_veduta_aerea.jpg

ან ნიუ-იორკი ლოუერ მანჰეტენზე სულ ცათამბჯენებია, ხოლო ცენტრალ.-ში და ზევით კი მხოლოდ მაღალი სასახლეები

http://s50.photobucket.com/albums/f332/sosiko/QALAQEBI/?action=view¤t=3400508531_e62aae1352_o.jpg


ვინმე ზრუნავს ამაზე?

უშველეთ თბილისს!

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Mar 25 2010, 10:27 AM

ციტატა(Giorgi- @ Mar 24 2010, 01:44 PM) *

მარიამი
ამფერ რაცხას აპირებენ ეს კაციჭამიები, გენოციდი რომ მოგვიწყვეს არ გვეყოფა? ახლა ავტობანები და ასფალტები უნდათ გვაჭამონ? ვერ გაძღნენ ხალხის დაცინვით? biggrin.gif biggrin.gif
http://www.radikal.ru

ეს 1-იანით და 2-იანით მონიშნული რას მიგვანიშნებს?

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Mar 25 2010, 10:56 AM

თუ მართლა ასე აპირებენ გმირთა მოედანზე გზის გაკეთებას, მემგონი ძალიან სახიფათო იქნება. რთული სქემა ჩანს.

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Mar 25 2010, 12:23 PM

KAIROS
რა ლამაზიააა smile.gif smile.gif აი ნიუ იორკის დანახვაზე ცოტა ვითრგუნები რაღაც დაზომბირებული რობოტების პლეადას გავს მთელი ქალაქი sad.gif

...სიღნაღი და თელავი მართლა ძალიან ლამაზია,თელავში კიდეც გრძელდება მემგონი სამუსაოები,ხოდა წავიდეთ და ვიცხოვროთ კახელებში (მე მაინც ხშირად მიწევს იქ ყოფნა და tongue.gif )

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Mar 25 2010, 01:27 PM

ციტატა(Giorgi- @ Mar 24 2010, 01:44 PM) *

http://www.radikal.ru

რისთვის შენდება მაინც ვერ გავიგე.
გზა მოკლდება, თუ უბრალოდ მოედანი განიტვირთება? unsure.gif
KAIROS
ციტატა
უშველეთ თბილისს!

როგორ?

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Mar 25 2010, 02:09 PM

ციტატა
რისთვის შენდება მაინც ვერ გავიგე.
გზა მოკლდება, თუ უბრალოდ მოედანი განიტვირთება?

ჩემი მოკლე ჭკუითა smile.gif 1-იანით რომ არის მონიშნული, იმ გზას თუ დაადგები და მერე მარჯვნივ რომ გადასახვევი ჩანს, იქ თუ გადაუხვევ, პირდაპირ ამოყოფ თავს ვაკე-საბურთალოს გზაზე რომ გადაკეტეს ახლა, იქ. ეგ განტვირთავს ვაკეს, იმიტომ რომ ვაკით წავა მარტო ის, ვინც უშუალოდ ვაკეში მიდის. ვინც ვაკის გავლით მიდის ვაჟაზე (მაგ. მეsmile.gif), ქავთარაძეზე, პლატოზე ან სადმე ეგეთ ადგილას, ის მაგ გზით მოჭრის მოკლეზე.

აი, დანარჩენი გზები სად მიდის და როგორ მიდის და რატომ მიდის, ეგ ვერ გავიგე ჯერ unsure.gif

განსაკუთრებით ვერ გავიგე, კოსტავადან რომ ზემოთ ადის და მერე იქვე ქვემოთ ჩადის განტოტვილი, ეგ რა საჭიროა unsure.gif

პოსტის ავტორი: მატასი თარიღი: Mar 25 2010, 07:45 PM

რიყეზე რას აშენებენ, იცის ვინმემ?


როგორ არ უხდება შუშის შენობები თბილისს...

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Mar 25 2010, 10:11 PM

ციტატა(მატასი @ Mar 25 2010, 07:45 PM) *

რიყეზე რას აშენებენ, იცის ვინმემ?
როგორ არ უხდება შუშის შენობები თბილისს...

რას და ხიდს dry.gif

რა სიმახინჯეა რას გავს dry.gif

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Mar 25 2010, 10:53 PM

სადღაა ის თბილისი რომ იყო... როგორ ეტყობა თანდათან გლობალიზაციის ნიშნები.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Mar 26 2010, 03:54 AM

საქმე რაშია ახლა...

სიახლეები ისეთ ძველ და პეწიან ქალაქში, როგორიც თბილისია, ყოველთვის უნდა იქნეს გატარებული ძალიან დიდი სიფრთხილით... რათქმაუნდა ერთგვარი რევოლუციური გადაწყვეტილებები, მაგალითად იგივე პარიზის სურათზე, ნახეთ ბოლოში, შავი ცათამბჯენი და ლონდონის ხედზე ე.წ. "ლონდონის თვალი" იგივე "დიდი ბორბალი" (ვერ ვიტან ტერმინს "ეშმაკის ბორბალი" , ვფიქრობ შესაცვლელია)...

ასე რომ მე დღეს დავათვალიერე ფორუმ.გე -ზე ვნახე პროექტი რაც კეთდება გმირთა მოედანზე, და უფრო ვემხრობი და მომწონს, ვიდრე პირიქით... აუცილებელია ქალაქისათვის... რიყის ხიდის არაფერი ვიცი, ერთი ეგაა, რომ შემოდის თანამედროვეობა, იცვლება თბილისი, თავის დროზეც ასე იყო... ბერიამ რომ "ნაბერეჟნი" გააკეთა, ან უფრო ადრე ცარიზმის დროს შენობები აშენდა გოლოვინსკიზე და ა.შ. ცვლილებები უცილობლად იქნებდა და უნდა იყოს, საქმე იმაშია, რომ როგორები იქნება, აი ის საზიზღრობები, რაც ვაკეშია, როცა მეზობელი მეზობელთან ლამის ფანჯრიდან გადავიდეს ლუდის დასალევად biggrin.gif და ეს მხოლოდ იმიტომ რომ პრესტიჟია ვაკეში ცხოვრება... და ის რაც კორპუსების ხროვაში ჩანს ცირკის უკან... ეს სამარცხვინოა და ადრეთუგვიან, მაგათ მოდიფიცირება არ აცდებათ.

ასე რომ თბილისის შველა იწყება უბრალო საქციელიდან, რომ ქუჩაში ნაგავი არ დავყაროთ, რომ ავტობუსის გაჩერება არ დავამტვრიოთ, რომ ფხიზლად ვიყოთ და ქუდზე კაცი დადგეს ყოველთვის, როცა ისეთ სიმანხიჯეს აკეთებენ, რაც უკვე გააკეთეს...

მოკლედ გიყვარდეს თბილისი ნიშნავს, ფიქრობდე მასზე... მე მაგალითად თბილისის ირგვლივ ბაღებს გავაშენდებდი, ყველა მიმართულებით, მარტო მთაწმიდაზე კი არა, ან ვაკის პარკში, სადაც შემოჭრილები არიან, არამედ ყველგან, სადაც დღეს ხრიოკი მოჩანს... დიიდი პარკი უნდა თბილისს, რომ ისუნთქოს, ლამაზი ადგილები უნდა...

თბილისი თბილია, მაინც გადარჩება smile.gif

კაიროსი!

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Mar 26 2010, 11:42 AM

ციტატა
ასე რომ მე დღეს დავათვალიერე ფორუმ.გე -ზე ვნახე პროექტი რაც კეთდება გმირთა მოედანზე, და უფრო ვემხრობი და მომწონს, ვიდრე პირიქით... აუცილებელია ქალაქისათვის...

ციტატა
მარტო მთაწმიდაზე კი არა, ან ვაკის პარკში, სადაც შემოჭრილები არიან,

ზუსტად მაგ გზის პროექტი გმირთა მოედანზე, შემოიჭრა მიზურში. როგორც ვიცი მზიურში ყოველგვარი მშეენებლობა კანონით იყო აკრძალული, მაგრამ მაინც გაყავთ გზა. იქ მოსეირნე ბავშვები რომ ისუნთქებენ გზაზე მიმავალი ავტომობილების გამონაბოლქვს ეს არაფერი... მაგ შეგნებამდე მემგონი დიდი ხნის შემდეგ მივალთ რომ ქალაქს "ფილტვები" ჭირდება.

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Mar 26 2010, 02:25 PM

ციტატა(მატასი @ Mar 25 2010, 07:45 PM) *

რიყეზე რას აშენებენ, იცის ვინმემ?
როგორ არ უხდება შუშის შენობები თბილისს...

რას აშენებენ არ ვიცი, მაგრამ საშინელი სიმახინჯე რომაა და მთელი ხედი რომ გააფუჭა (თან რა ხედი user.gif) ფაქტია sad.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Mar 27 2010, 12:16 AM

ციტატა
მოსეირნე ბავშვები რომ ისუნთქებენ გზაზე მიმავალი ავტომობილების გამონაბოლქვს ეს არაფერი


ვიცი, ეგ მაგხელა პროექტის და ძალიან საჭირო და კარგი პროექტის ერთერთი ყველაზე დიდი მინუსია, მაგრამ ალბათ აუცილებელი იყო...
ისე ბაღებს გზები ყველგან კვეთავს, რომშიც, ნიუ.იორკშიც /აქ საერთოდ შუაში ავენიუ გადის/ და პარიზშიც, ვენაშიც, პრაღაშიც და ა.შ. ანუ მარტო ეს არაა მოტივი ყველაფერს ნეგატიურად უყურო.

აი ეს ახალი ხიდი მტკვარზე მეც მაინტერესებს რაა და როგორია, და რაც მთავარია რისთვისაა საერთოდ, რა დანიშნულება აქვს?

ხო, ეს ინფო თბილისის ხიდებზე

http://www.newalliance.info/ge/society/76-2009-09-06-18-20-25.html

აჰ, ვნახე შენდება ვირის ხიდი.. ეს ხიდი კომუნისტების დროს დაინგრა... მსგავსი ხიდი ქარვასლით, ყველაზე ცნობილი ევროპა-ამერიკაში რაც მე მინახავს და გამიგონია არის ფლორენციის "პონტე ვეკიო" ძველი ხიდი , თუმცა ეს სხვა სტილის ხიდია, ძველი ხიდის ანალოგია...

IPB-ს სურათი

მსგავსი ხიდები ბევრი მინახავს, საკითხი სხვა რამეშია, რამდენად მოუხდება იმ გარემოს...

IPB-ს სურათი

მოკლედ, სიახლეები ბევრია... ნგრევა არ იყოს biggrin.gif

უკეთესობის იმედით;

კაიროსი!

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Mar 27 2010, 12:19 AM

KAIROS

ციტატა
ისე ბაღებს გზები ყველგან კვეთავს,

ეს იმას ნიშნავს, რომ კარგია?
თუ უბრალოდ გარდაუვალია?
ციტატა
ეს ახალი ხიდი მტკვარზე მეც მაინტერესებს რაა და როგორია, და რაც მთავარია რისთვისაა საერთოდ, რა დანიშნულება აქვს?

ალბათ დეკორატიული დანიშნულების იქნება sleep.gif

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Mar 27 2010, 12:40 AM

ციტატა(KAIROS @ Mar 27 2010, 12:16 AM) *

აი ეს ახალი ხიდი მტკვარზე მეც მაინტერესებს რაა და როგორია, და რაც მთავარია რისთვისაა საერთოდ, რა დანიშნულება აქვს?

http://www.radikal.ru

ფეხით მოსიარულეთათვის. მარჯვენა სანაპიროდან - პარკში გადასასვლელად.

ციტატა(KAIROS @ Mar 27 2010, 12:16 AM) *

ვიცი, ეგ მაგხელა პროექტის და ძალიან საჭირო და კარგი პროექტის ერთერთი ყველაზე დიდი მინუსია, მაგრამ ალბათ აუცილებელი იყო...
ისე ბაღებს გზები ყველგან კვეთავს, რომშიც, ნიუ.იორკშიც /აქ საერთოდ შუაში ავენიუ გადის/ და პარიზშიც, ვენაშიც, პრაღაშიც და ა.შ. ანუ მარტო ეს არაა მოტივი ყველაფერს ნეგატიურად უყურო.

ზემოთ ჩამოთვლილი ქალაქებიდან, ზოგი მაღლობზე და ზოგი გაშლილ ადგილზე მდებარეობს.
ასე რომ, ვენტილაციის საკითხი, მეტნაკლებად, ბუნებრივად აქვთ მოწესრიგებული,
თბილისისგან განსხვავებით, რომელიც ფაქტობრივად ქვაბში მდებარეობს.
ვფიქრობ, რომ ძალიან ცუდია და ფაქტობრივად - დანაშაული, რამდენიმე ასეული ხის მოჭრა,
მით უმეტეს ჩვენი ეკოსტატუსის მდგომარეობაში. კატასტროფაა.
უბრალოდ, მარტივი პრინციპით მოქმედებენ : სანამ ჩვენ ვართ ხელისუფლებაში, ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩვენ გვინდა.
სანამ დერეხინა მანქანების უზომო შემოდინებას არ შეზღუდავენ სახელმწიფოში, ან რეალურ ტექდათვალიერებას არ დააწესებენ,
ვერანაირი მსგავსი ნაგებობები ვერ მოემსახურება ქალაქში გზების განტვირთვას.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Mar 27 2010, 03:27 AM

ციტატა
ფეხით მოსიარულეთათვის. მარჯვენა სანაპიროდან - პარკში გადასასვლელად


ეგ პროექტი იყო იაპონელი არქიტექტორისა, რომელიც აღარ იქნება, არამედ ის რაც ზემოთ არის, მგონი ასეა, მსგავსად გავიგე...

რაც შეეხება
ციტატა
მით უმეტეს ჩვენი ეკოსტატუსის მდგომარეობაში. კატასტროფაა
ეგ აშკარად პრობლემაა, მე ვერ ვამართლებ პარკის გაჩეხვას და გამოსავალის ძებნა სჯობდა ამას...

ციტატა
ეს იმას ნიშნავს, რომ კარგია?
თუ უბრალოდ გარდაუვალია?


არა, კარგი არაა... უბრალოდ იქ სადაც ხდებოდა, აუცილებელი იყო, ჩვენთან არ ვიცი... არ ვარ ამ საქმის სპეციალისტი, ვფიქრობ ის რაც გმირთა მოედანზე ხდება, აუცილებელი იყო და ზედმეტი ამრეზით ყურება ყველაფერზე არ შეიძლება, თუმცა პარკის პრობლემა არის ნამდვილად.

რაც შეეხება ხიდს, ესეც საჭირბოროტო რამეა...

მოკლედ ჩემთვის უფრო დიდი პრობლემა ამ თემის დასაწყისში დაყენებული პრობლემაა..

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Mar 27 2010, 10:19 AM

ციტატა
მოკლედ ჩემთვის უფრო დიდი პრობლემა ამ თემის დასაწყისში დაყენებული პრობლემაა..

ქალაქის არქიტექტურის ლანდშაფტთან შეხამების და მსგავსი პრობლემატიკა ძალიან მნიშვნელოვანია ესთეტიური თვალსაზრისით, მაგრამ მაინც მეორეხარისხოვანია. რა უფრო მნიშნველოვანია მოზარდი თაობის ჯანმრთელობა თუ ახალშენები? ამიტომ ამ ახალშენების დაგეგმარება უნდა ეფუძვნებოდეს პირველ რიგში ეკოლოგიის საკითხებს. ნიუ-იორკში ხომ არის ცენტრალური პარკი, რომელსაც როგორც ვიცი არანაირი გზა არ კვეთავს და რათქმაუნდა აკრძალულია ყოველგვარი ტრანსპორტი. კვლევებით დადასტურდა, რომ თბილისში ონკო დაავადებების სიხშირის მატება პირდაპირ კავშირშია გამონაბოლქვის მავნე პროდუქტების ძალიან მაღალ კონცენტრაციასთან. თუ მცენარეული საფარის ნაცვლად გზები იქნება, როგორ გაიზრდება ჯანსაღი თაობა? პატრიარქის კურთხევაც ხომ არის, რომ დავრგოთ ხეები.
მოკლედ ძალიან სერიოზული საკითხია, რომელიც გარეგნულად არ ჩანს, მაგრამ ადამიანების სიცოცხლეს უკავშირდება და ძალიან სამწუხაროა რომ ამ საკითხების გადაწყვეტა მარტივად და ზედაპიროლად ხდება... ეჰ sad.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Mar 27 2010, 06:57 PM

ციტატა
ნიუ-იორკში ხომ არის ცენტრალური პარკი, რომელსაც როგორც ვიცი არანაირი გზა არ კვეთავს და რათქმაუნდა აკრძალულია ყოველგვარი ტრანსპორტი

no.gif
არ კითხულობ ვახოს სიცოცხლე რასაც ვწერ? biggrin.gif
ციტატა
სე ბაღებს გზები ყველგან კვეთავს ...ნიუ.იორკშიც /აქ საერთოდ შუაში ავენიუ გადის/

თუმცა ვასწორებ,ავენიუ არა (იგი ვერტიკალურად გადის) არამედ დიდი 97-ე გადამკვეთი გზა...

http://maps.google.it/maps?hl=it&q=new+york+city&um=1&ie=UTF-8&hq=&hnear=New+York,+NY,+USA&gl=it&ei=jB6uS7rnIJnqmwOz3bizDw&sa=X&oi=geocode_result&ct=image&resnum=1&ved=0CA4Q8gEwAA

გადის და თან როგორი, თუმცა ცენტრალ პარკი არის 340 ჰექტარი ... თბილისის წინაშე ორი პრობლემაა აუცილებელი გზების გაკეთება და ბუნების შენარჩუნება, დღეს პირველი იგებს, მეორეს შიგნით თუ არა (ადგილი არცაა) გარეთ და ყველა მეჩხერ ადგილას უნდა ვაზეიმებინოთ.
აუცილებლად უნდა გაშენდეს თბილისის ირგვლივ დიდი ბაღები და პარკები.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Mar 27 2010, 07:53 PM

მოდი ბარემ შედარებას გავაკეთებ,
აი ეს ნიუ იორკის (ქვემო მანჰეტენი) ერთერთი აღმოსავლეთ ნაწილის კორპუსებია, ხედავთ რა ლამაზი არქიტექტურაა, რა სიმწვანეშია ჩაფლული ?

IPB-ს სურათი

და ახლა ნახეთ რა საშინელებაა დიდი დიღომის დასახლება, ხრიოკი, ხრიოკი , ხრიოკი...

IPB-ს სურათი

შემდეგ, საზოგადოებამ უნდა მოითხოვოს, რომ მსგავსი მშენებლობები მოხდეს ბუნების განაშენიანებასთან ერთად, როგორც ნიუ-იორკის სურათზეა ზემოთ; დიდი დიღომის ტერიტორიაზე გამწვანება მალევე უნდა მოგვარდეს.

რაც შეეხება დიდ პარკებს, რომლებიც თბილისს სამი მხრიდან უნდა ერყას არის მთაწმიდის და ნარიყალას პარკი (გადაბმული), და ქვემოთ მონიშნული ადგილები , რომლებიც დღეს ან ნაკლებად ხეტყიანია ან ხრიოკია საერთოდ, ერთი ტბასთან და მეორე ზღვასთან.

IPB-ს სურათი

აი ასეთი ფილტევები შეიძლება დაუყენონ თბილისს, ხოლო ყოველ ახალ მშენებლობაზე აუცილებლად ბუნებაში უნდა ჩაჯდეს, და ლანდშაფტი არ დააზიანოს.

გავამწვანოთ თბილისი-ით;

კაიროსი!

პ.ს.
რაღაც საარჩევნო გამოსვლასავით გამომივიდა biggrin.gif აფსუს, ვერ ვუსწერებ მერის არჩევნებსbiggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Mar 27 2010, 08:05 PM

KAIROS

ციტატა
არ კითხულობ ვახოს სიცოცხლე რასაც ვწერ?
როგორ ჩანს ზოგჯერ უყურადღებოდ და უნდა მაპატიო biggrin.gif
მოკლედ მოვაწყოთ აქციები თბილისის გასამწვანებლად კარგი იქნება... ნუთუ არ არსებობს თბილისის გამწვანების გეგმა... ან რამე ამდაგვარი...

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Mar 27 2010, 08:21 PM

ციტატა
თბილისის გამწვანების გეგმა

რაცხას კი ფათხურობენ biggrin.gif

ეს 2010 წლის ბიუჯეტში ქალაქის გამწვანების მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებებია:

• ქალაქგამწვანებითი ღონისძიებები
მიზანი:
- ქალაქის გამწვანება და ეკოსისტემის გაუმჯობესება.
განსახორციელებელი ღონისძიებები:
- ქალაქის ტერიტორიის მწვანე საფარის მოვლა-პატრონობა;
- ფერდობების, ბაღების, სკვერების მოვლა-პატრონობა;
- მაღალდეკორატიული მერქნიანი ხე-მცენარეების, ბუჩქების და ყვავილების შეძენა;
- ხე-მცენარეების მავნებელ-დაავადებათა კვლევა, მონიტორინგი და მათ წინააღმდეგ
ბრძოლა (გასხვლა, შეწამვლა);
- ქ. თბილისის ტერიტორიაზე, მწვანე თარგების მოწესრიგების მიზნით, მწვანე
გაზონების მოწყობა (რულონი);
- ქ. თბილისში სხვადასხვა ტერიტორიაზე მწვანე თარგებიდან
სტრუქტურადარღვეული ნიადაგის ფენის მოშორება, მისი ნოყიერი და ყამირი ფენით
შევსება;
- რეკულტივატორებით ზრდასრული ხეების გადარგვა და მორწყვა;
36
- გარეგანათების ბოძებზე ქოთნის ყვავილების მოწყობა, ცენტრალურ
მაგისტრალებზე სპეციალური საყვავილე კონსტრუქციების განთავსება და შემდგომი
მოვლა-პატრონობა;
- ეთნოგრაფიულ მუზეუმში “ქართული ბაღისა” და სარწყავი სისტემის საპროექტო
დოკუმენტაციის მომზადება და განხორციელება;
- ორთაჭალჰესიდან გულიას მოედნამდე სატრანსპორტო გზაზე შუა გამყოფ ზოლში
სარწყავი სისტემის მოწყობა;
- 300 არაგველების ბაღისა და მიმდებარე ფერდობების სარწყავი სისტემის მოწყობა;
- ხეთაგუროვის ქუჩის და მარცხენა სანაპიროს შორის არსებული სკვერის სარწყავი
სისტემის მოწყობა;
- მოსკოვის გამზირის რეაბილიტაცია;
- ყვავილების საათის მოწყობა ევროპის მოედანზე;- ქ. თბილისის სხვადასხვა ტერიტორიაზე ვერტიკალური გამწვანების მოწყობა;
- ხეების ფორმირება, მოჭრა;
- ლონდონის სკვერის რეაბილიტაცია;
- უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან ტყეპარკის განაშენიანება;
- სხვა ღონისძიებები.მოსალოდნელი შედეგი:
- დედაქალაქის გამწვანებისა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება;
შეფასების კრიტერიუმები:
- მოსახლეობაზე ორიენტირებული ეკოლოგიური გარემოს შექმნა.

ლოტი #1 - ქ. თბილისში, ჯ. წურწუმიას ქ. #4-ის მიმდებარედ არსებული სკვერის მოწყობა (მშენებლობა/რეკონსტრუქცია); შესრულების სავალდებულო ვადა _ ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2010 წლის 14 მაისამდე; შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება - 242.900.00 ლარი.

ლოტი #2 - ქ. თბილისში, ლესელიძის ქ. #16-ის მიმდებარედ არსებული სკვერის მოწყობა (მშენებლობა რეკონსტრუქცია); შესრულების სავალდებულო ვადა _ ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2010 წლის 05 მაისამდე; შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება - 69.800.00 ლარი.

ლოტი #3 - ქ. თბილისში, მაჩაბელის ქ. #5-ის მიმდებარედ არსებული სკვერის მოწყობა (მშენებლობა/რეკონსტრუქცია); შესრულების სავალდებულო ვადა - ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2010 წლის 05 მაისამდე; შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება - 62.900.00 ლარი.

ლოტი #4 - ქ. თბილისში, მუხიანის დასახლება IVბ მ/რ, #24 კორპუსის მიმდებარედ არსებული სკვერის მოწყობა (მშენებლობა/რეკონსტრუქცია); შესრულების სავალდებულო ვადა - ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2010 წლის 14 მაისამდე; შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება - 189.500.00 ლარი.

ლოტი #5 - ქ. თბილისში, გლდანის I მ/რ, 1 კორპუსის მიმდებარედ არსებული სკვერის მოწყობა (მშენებლობა/რეკონსტრუქცია); შესრულების სავალდებულო ვადა - ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2010 წლის 07 მაისამდე; შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება - 90.200.00 ლარი.

ლოტი #6 - ქ. თბილისში, გლდანი, “ა” მ/რ, #66 კორპუსის მიმდებარედ არსებული სკვერის მოწყობა (მშენებლობა/რეკონსტრუქცია); შესრულების სავალდებულო ვადა - ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2010 წლის 10 მაისამდე; შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება - 136.200.00 ლარი.

ლოტი #7 - ქ. თბილისში, ზესტაფონის ქ. #19ა კორპუსის მიმდებარედ არსებული სკვერის მოწყობა (მშენებლობა/რეკონსტრუქცია); შესრულების სავალდებულო ვადა - ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2010 წლის 05 მაისამდე; შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება - 57.600.00 ლარი.

ლოტი #8 - ქ. თბილისში, თემქის დასახლება III მ/რ, I კვ, #22 კორპუსის მიმდებარედ არსებული სკვერის მოწყობა (მშენებლობა/რეკონსტრუქცია); შესრულების სავალდებულო ვადა - ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2010 წლის 14 მაისამდე; შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება _ 206.200.00 ლარი.

ლოტი #9 - ქ. თბილისში, გურამიშვილის გამზირი #30/1 კორპუსის მიმდებარედ არსებული სკვერის მოწყობა (მშენებლობა/რეკონსტრუქცია); შესრულების სავალდებულო ვადა - ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2010 წლის 10 მაისამდე; შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება - 105.000.00 ლარი.

ლოტი #10 - ქ. თბილისში, დიღმის მასივი, “ტექსელის” სკვერის მოწყობა (მშენებლობა/რეკონსტრუქცია); შესრულების სავალდებულო ვადა _ ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2010 წლის 20 მაისამდე; შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება - 1.114.800.00 ლარი.

ლოტი #11 - ქ. თბილისში, მელიქიშვილის ქ. #12-ის მიმდებარედ არსებული დ.აბაშიძის სახელობის სკვერის მოწყობა (მშენებლობა/რეკონსტრუქცია); შესრულების სავალდებულო ვადა - ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2010 წლის 05 მაისამდე; შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება - 47.000.00 ლარი.

ლოტი #12 - ქ. თბილისში, ფალიაშვილის ქ. #38-40-ის მიმდებარედ არსებული კ. გამსახურდიას სახელობის სკვერის მოწყობა (მშენებლობა/რეკონსტრუქცია); შესრულების სავალდებულო ვადა _ ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2010 წლის 14 მაისამდე; შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება - 348.000.00 ლარი.

ლოტი #13 - ქ. თბილისში, წულუკიძის და ჯავახეთის ქუჩების მიმდებარედ არსებული სკვერის მოწყობა (მშენებლობა/რეკონსტრუქცია); შესრულების სავალდებულო ვადა - ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2010 წლის 10 მაისამდე; შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება - 91.400.00 ლარი.

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Mar 27 2010, 08:27 PM

თბილისის გამწვანების მასშტაბური მაკეტი რომ იყოს კარგი იქნებოდა თვალსაჩინოებისთვის... (ვერსად მოვიძიე, შეიძლება არც არსებობს). ნამდვილად ჩამორჩება გამწვანება მშენებლობებს smile.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Mar 27 2010, 08:58 PM

KAIROS

ციტატა
ზედმეტი ამრეზით ყურება ყველაფერზე არ შეიძლება

+
ეს მეც ძალიან მაღიზიანებს!
არ შეიძლება ყველაფრით უკმაყოფილო იყო.
ნეტავ სანაპირო როდის მოხვდება გამწვანებაში?
მდინარის ჰაერს კი ვსუნთქავ და... biggrin.gif

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Mar 27 2010, 09:01 PM

KAIROS
ფოთში არ არის მსგავსი სიკეთეები გათვალისწინებული? cool.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Mar 28 2010, 03:51 AM

ციტატა
ფოთში

biggrin.gif
მაგდენი არ ვიცი, ჯერ თბილისს ვსწავლობ biggrin.gif

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Mar 28 2010, 07:42 PM

აგვიყარეს ქუჩაზე ავტო ფარეხები უნდა გაგიმწვანოთო და გაგილამაზოთო სადარბაზოს წინო, ისე მაგათ რა ვუთხარი biggrin.gif
ხომ იყო პატრიარქის ლოცვა-კურთხევა ხეების დარგვაზე? 12 ხე უნდა დარგოსო,თვითოეულმა ადამიანმაო 12 მოციქულის სახელზეო smile.gif მემგონი ზამთრის გამო დროებით შეჩერებულია ეს აქცია.ახლა დაგვითბა და მახსოვს რომ იყო საუბარი ფორუმის სახელობის ხეივანი გავაშენოთო smile.gif აბაა სადაა ის ხალხი??ზემდგომ ორგანოებში რომ მუშაობს და შეგვპირდნენ გაგიგებთ სად შეიძლება გაშენებაო??? smile.gif დავრგოთ ხეები და გავამწვანოთ თბილისი a075.gif kiss1.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Mar 29 2010, 05:07 PM

თუ ყველაფერს ჭკუით გააკეთებენ, მაშინ მისასალმებელია ნებისმიერი ცვლილება smile.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Mar 29 2010, 05:36 PM

ნეტა ის ხიდი როდის აშენდება, მე რომ მცხეთისკენ გზას დამიმოკლებს? user.gif

პოსტის ავტორი: syd თარიღი: Mar 29 2010, 07:10 PM

"ქალაქი რომელსაც უყვარხარ" ეს ის ფრაზაა რომელიც ეხლა მოვისმინე კურიერის სიუჟეტში.

თბილისს ახლებურად "ფუთავენ" და მიდის მისი განახლება... თბილისს როგორ უნდა ვუყვარდე, როდესაც თბილისში და ჩემს ეგრედ წოდებულ ევროპულ ქალაქში ვერსად ვერ შევა ადამიანი რომელიც ეტლით გადაადგილდება, სადაც თითქმის არცერთ საჯარო დაწესებულებას და შენობას არ აქვს გათვალისწინებული ე ლ ე მ ე ნ ტ ა რ უ ლ ი - პანდუსი! სადაც გზებს აგებენ და იმაზე დიდ ბარძურს გიგებენ ვიდრე იყო. მომინდება ამ ქვეყნიდან წასვლა აბა რა იქნება!

თუ ვინმე მეტყის რომ გათვალისწინებულია პანდუსი დიდად მოხარული დავრჩები.

© forum.ge

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Mar 29 2010, 08:36 PM

ეგ დიდი პრობლემაა...
ევროპაში ავტობუსებსაც აქვს ინვალიდებისათვის საჭირო მოწყობილობა... მგონი უბრალოდ ჯერ ეგ კულტურა არაა განვითარებული უნდა მიიღონ კანონის სახით, მერე რაც გააკეთეს დაანგრევენ და ახალ ფულებს მოჭრიან biggrin.gif

პოსტის ავტორი: nikolozzi თარიღი: Jan 5 2011, 01:29 PM

რა კარგი თემაა და საინტერესოა smile.gif smile.gif smile.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)