თემა დახურულია
აუ მეტი საქმე არა გაქვთ?
მე გეტყვით სიმართლეს:
უნდა ჩავისუნთქოთ ღრმად(ნუ პაკაძში რომ მგელი ნაპასს ურტყამს ისე)დავიბანოთ ხელები,გადავიწეროთ პირჯვარი,გავაკეთოთ 10 მცირე და 100 დიდი მეტანია,(იქამდე მძიმე მარხვა დავიცვათ) ტაში შემოვკრათ და ხელის გულებს შორის მოვაქციოთ სანთლის ალი,რომ ჩაქვრება მერე ამოვისუნთქოთ.
არა მეც მაინტერესებს ახლა,პირჯვარი უნდა გადაიწეროს ადამიანმა მარჯვენა ხელით ხოომ?? და თუ მარჯვენა ხელი არ მაქვს და პირჯვრის გადაწერა მინდა რა ვქნა?? სული შევიბერო??
...
A.V.M
კარგად მახსოვს, ეკლესიაში სანთელს სული შევუბერე და ისე ჩავაქრე, ხელით რატომ უნდა ჩავაქრო... ჰოდა წინ მედგა ქალი და ისე მიყურებდა, თითქოს ანტიქრისტეს ბეჭედი ავიღე. თან შევამნჩიე, რომ მივიტანე პირთან ახლოს სანთელი ჩასაქრობად, შეირხა, თითქოს გაჩერება გაიფიქრა ჩემი.
გამეღიმა.
ამ თემის კითხვაში გამახსენდა, გუშინ გულზე ხელებ დაკრეფილი ვიდექი წირვაზე და მოვიდა 5-6 წლის გოგო, ამომხედა გაბრაზებული თვალებით და მეუბნება: მასე დგომა არ შეიძლება, მე ვუთხარი შეიძლებათქო და ეს გამეორდა დაახლოებით 7-8 ჯერ. ერთმანეთს ვუმტკიცებდით შეიძლება-არშეიძლება-შეიძლება-არშეიძლება და ა.შ.... და მაგდენჯერ უფროსთან შეპასუხება შეიძლებათქო და მიბრუნდა ამრეზილი თვალებით... ზოგი ბავშვი თავიდანვე დიდი იბადება რაა....
მე რა მაინტერესებს:
რატომ არ შეიძლება ეგრე დგომა ვინმემ შეიძლება მითხრას?
A.V.M
რა ვიცი შევწუხდი უკვე, ძაან კარგადაც შეიძლება. ერთხელ ერთმა მოხუცმა ლამის გამომაგდო ეკლესიიდან მასე ნუ დგახარ ეშმაკს სცემ თაყვანსო... ახლა კიდევ ეს ბავშვი...
ანუ შეიძლება შებერვით ჩაქრობა??? (მაგაზე არც მიფიქრია რატო არ უნდა შეიძლებოდეს ხელის გარდა სხვა რამით ჩაქრობა)
და კიდე ის გამიგია გინდა თუ არა ასანთით უნდა აანთო სანთელიო და სიტყვაზე ე.წ. სანთებელათი არ შეიძლებაო და ეგაც ფარსია ხო?
vaxushti13
რითაც გინდა აანთე და რიტაც გინა ჩააქრე .
სანთებელათი ანთებული სანთელი ნამეტანი არაა ლამაზი .
მე ვიცი,რომ წირვაზე გასწორებული უნდა იდგე,ფეხები აუცილებლად უნდა გქონდეს მიტყუპული და ხელები ჩამოშვებული რომ სანთელს დაემსგავსო და შენც ისევე დაიღვენთო როგორც სანთლი...
vaxushti13
nick
მაგ მდგომარეობაში მრევლს უფალი არ უსმენს ხომ?
A.V.M
მაგ დროს კურამ კარგად არ "იჭერს"
nick
და მთელი წირვა-ლოცვა იმაზე თუ ვიფიქრეთ,ხ ელი, ფეხი, შუბლის ნაოჭო და სხეულის სხვა ნაწილები როგორ გვექება, დამიჯერე, მეორეჯერ წირვაზე არ მივა მრევლის 80%.
მე იმისთვის რომ ყურადღება მოვიკრიბო, ხან თავით მიყვარს კედელზე მიყრდნობა, რომ ასე ვტქვათ, გავერიდო გარემოს.ხან თვალს ვხუჭავ, ხან ზემოთ ვიყურები, ხან ქვემოთ და ხან წინ : ))) ანუ, როგორც უკეთესად გამომივა კონცენტრაცია. მე მგონი მთავარი კონცეტრაციაა, რომ ერთობა შედგეს ლოცვის დროს და არა ხელ-ფეხის სწორად დაჭერა.
ეხლა წარმოვიდგინე საშინელ სამსჯავროზე რომ გვეტყვის უფალი, შენ 2013 წლის 13 აგვისტოს წირვაზე ხელი გქონდა გულმკერდის ქვემოთ, სამაგიეროდ, აგერ მხევალს ჰქონდა გასწვრივ. მერე რა რომ ამ დროს ყავასა და შოკოლადზე ფიქრობდა, მთავარია ხელი მდებარეობა....
ან რომ გვიტხრას, მოციქული პეტრე რომ ლოცულობდა, ხელები გულმკერდზე ჰქონდა გადაჯვარედინებული, შენ რატომ არ გქნდა, განვედ ურჯულოვ
G_saxva
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience