თემის საბეჭდი ვერსია
მართლმადიდებლური ფორუმი _ საეკლესიო სამართალი _ მამაკაცი და საყურე
პოსტის ავტორი: gujaviolin თარიღი: Dec 30 2008, 03:45 AM
მაინტერესებს მოძღვრის, და თეოლოგების აზრი: ითვლება თუ არა მართლმადიდებლობაში ცოდვად და მიუღებლად მამაკაცმა ატაროს საყურე? როგორც სამკაული
პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Dec 30 2008, 04:16 AM
გუჯა
ციტატა
ცოდვად და მიუღებლად
ცოდვად არა,
მიუღებლად გააჩნია...
მიუღებელი შეიძლება იყოს ადგილობრივი ტრადიციისათვის, რაც შეეხება საყურეს, არსებობს გავრცელებული აზრი, რომ მას ადრე მონები იკეთებდნენ, მაგრამ ეს არანაირად არ ნიშნავს, რომ ახლა არ შეიძლება გაკეთება, რადგან წარსულში, რაღაც სხვა მნიშვნელობა ქონდა...
რაც შეეხება მამაკაცის საყურეს, ის არ ჯდება ჩვენს ტრადიციაში და მაქსიმუმ შეიძლება ითქვას, რომ ამისათვის არის "მიუღებელი", ცოდვა კი არ შეიძლება სამკაულის გაკეთება იყოს, არამედ სამკაულისადმი დამოკიდებულება...
პოსტის ავტორი: gujaviolin თარიღი: Dec 30 2008, 04:30 AM
KAIROS
ციტატა
ცოდვად არა
OK.
ციტატა
რაც შეეხება მამაკაცის საყურეს, ის არ ჯდება ჩვენს ტრადიციაში და მაქსიმუმ შეიძლება ითქვას, რომ ამისათვის არის "მიუღებელი"
ამასთან დაკავშირებით მე განსხვავებული აზრი მაქვს... "ჩვენს ტრადიციაში" მამაკაცები ან წვერით, ან ულვაშებით დადიოდნენ, და ჩოხით... ფაქტი სახეზეა რომ ქართველი ახალგაზრდა მამაკაცების 10 % არ დადის წვერით, (ერში მცხოვრებს ვგულისხმობ) და ულვაშებით მით უმეტეს... ნუ ჩოხაზე აღარაფერს ვამბობ...
აქედან გამომდინარე- მაქვს თუ არა უფლება ეკლესიაშიც წავიდე საყურეთი და აქვს თუ არა უფლება სასულიერო პირს ამიკრძალოს საყურე?
პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Dec 30 2008, 05:19 AM
ციტატა
აქედან გამომდინარე- მაქვს თუ არა უფლება ეკლესიაშიც წავიდე საყურეთი და აქვს თუ არა უფლება სასულიერო პირს ამიკრძალოს საყურე?
ნუ ახლა, საქმე რაშია, შენი საქციელი აშკარად გამომწვევი თუკი იქნება, სწორედ ამ მიზეზით შეიძლება გითხრან რომ მოერიდო, თორემ სხვა არანაირი მიზეზი არ არსებობს აკრძალვისა...
პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Dec 30 2008, 11:01 AM
KAIROS
ციტატა
აშკარად გამომწვევი თუკი იქნება,
იქნებ, სწორედ ეგ უნდა, რომ გამომწვევი იყოს
ოჰ, ეს სასულიერო პირები
პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Dec 30 2008, 11:12 AM
gujaviolin
მე რაც ადრე გიპასუხე, იმასვე დავწერ:
საყურის გაკეთება რაღაც გაგებით ქალისთვისაც ცოდვაა, რადგან სხეული არის სულიწმიდის ტაძარი და მას უნდა მოუფრთხილდე, ზედმეტი ყველაფერი მიუღებელია, საყურეც, საცხვირეც ( ) და ტატუირებაც. თუმცა საქართველოში ამას ემატება ისიც, რომ ჩვენი ტრადიცია ამას კაცის მხრიდან განსაკუთრებით მძიმედ აღიქვამს, ეკლესიას კი ამ მხრივ საწინააღმდეგო არაფერი უნდა ჰქონდეს, ამიტომ, ჩემი აზრით, ცოდვაა.
პოსტის ავტორი: ართი ვარდი თარიღი: Dec 30 2008, 11:32 AM
gujaviolin
თუ ლამაზ საყურეს გაიკეთებს , მაშინ მისაღები იქნება ჩემთვის
პოსტის ავტორი: მატასი თარიღი: Dec 30 2008, 11:33 AM
ართი ვარდი
ციტატა
თუ ლამაზ საყურეს გაიკეთებს , მაშინ მისაღები იქნება ჩემთვის
ზურა?
პოსტის ავტორი: ართი ვარდი თარიღი: Dec 30 2008, 11:34 AM
ციტატა(მატასი @ Dec 30 2008, 11:33 AM)
ართი ვარდიზურა?
არაა. გააჩნია თან ვინ გაიკეთებს, მაგალითად გუჯას ძაან მოუხდება
ტიპია ეგეთი
პოსტის ავტორი: gujaviolin თარიღი: Dec 30 2008, 11:50 AM
კანონისტი
ციტატა
საყურის გაკეთება რაღაც გაგებით ქალისთვისაც ცოდვაა
რას ნიშნავს რაღაც გაგებით?
ციტატა
რომ ჩვენი ტრადიცია ამას კაცის მხრიდან განსაკუთრებით მძიმედ აღიქვამს
ტრადიციაზე დავწერე ზემოთ...
ციტატა
ჩემი აზრით, ცოდვაა.
სერიოზული არგუმენტი ვერ მოვისმინე შენგან თუ რატომაა ცოდვა...
ართი ვარდიციტატა
მაგალითად გუჯას ძაან მოუხდება
ყველა მეუბნება გიხდებაო..
პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Dec 30 2008, 11:57 AM
gujaviolin
ციტატა
რას ნიშნავს რაღაც გაგებით?
რა არის ცოდვა, ამის გარკვევა ზოგ შემთხვევაში რთულია კანონიკურად. არსებობს შეცოდება, ანუ საეკლესიო დანაშაული, მაგრამ არსებობს აგრეთვე ცოდვა, რომელიც ხარისხით და მნიშვნელობით ბევრად მცირეა.
ამიტომ ვამბობ - რაღაც გაგებით.
ციტატა
სერიოზული არგუმენტი ვერ მოვისმინე შენგან თუ რატომაა ცოდვა...
იმიტომ, რომ საკუთარი სხეული არ უნდა შევამკოთ ზედმეტი ნივთებით. თუმცა, რადგან რთულია იმის თქმა და მტკიცება, რომელია
ზედმეტი, მე ვამბობ, რომ ჩემი აზრით არის ცოდვა.
პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Dec 30 2008, 12:11 PM
gujaviolin
ციტატა
ყველა მეუბნება გიხდებაო..
გაიკეთე გუჯა, ამისათვის რად იმძიმებ გულს, გინდა და გაიკეთე, ოღონდ მართლა გეუბნები.
მე პირადად საყურე და სხვა სამშვენისი უფრო ქალის ატრიბუტიკა მგონია, ამიტომ, არ მომწონს კაცზე, რაღაც სასაცილო ელფერს აძლევს, თიტქოს უფრო ქალურს ხდის, არ შვენის კაცებს, მაგრამ თუ გინდა შენ და თუ მოგწონს, გაიკეთე.
პოსტის ავტორი: ეკატერინე თარიღი: Dec 30 2008, 12:18 PM
gujaviolin
ცხოვრებაში რამეს აკეთებ პოზიორობისა და თამაშის გარეშე?
ციტატა
მაგალითად გუჯას ძაან მოუხდება ტიპია ეგეთი
ჩემი აზრით არ მოუხდება, სხვანაირ ტიპებს უხდებათ
პოსტის ავტორი: gujaviolin თარიღი: Dec 30 2008, 12:20 PM
კანონისტი
ციტატა
იმიტომ, რომ საკუთარი სხეული არ უნდა შევამკოთ ზედმეტი ნივთებით. თუმცა, რადგან რთულია იმის თქმა და მტკიცება, რომელია ზედმეტი, მე ვამბობ, რომ ჩემი აზრით არის ცოდვა.
გამოდის რომ არც მზის სათვალე უნდა გაიკეთოს ადამიანმა...
ძალიან ბევრი მზის სათვალეს, ან ორიგინალური ფერის ან სტილის სათვალეს იმიჯის გამო იკეთებს, რომ განსხვავებულად გამოიყურებოდეს... ესეც უნდა მოინანიონ?
პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Dec 30 2008, 12:52 PM
gujaviolin
ციტატა
გამოდის რომ არც მზის სათვალე უნდა გაიკეთოს ადამიანმა...
მე მზის სათვალეს მზე რომ აცხუნებს, მაშინ ვიკეთებ
ციტატა
ძალიან ბევრი მზის სათვალეს, ან ორიგინალური ფერის ან სტილის სათვალეს იმიჯის გამო იკეთებს, რომ განსხვავებულად გამოიყურებოდეს...
მზის სათვალეს თუ გინდა მოიხსნი და გახვრეტილ ყურს რას უზამ?
P.S. მაგაზე ანეკდოტი გამახსენდა.
1992-93 წწ. ომია. სოხუმის კომენდატი დაიჭერს ერთ კაცს შუაღამისას. მიიყვანენ პოლიციის უფროსთან.
- უფროსო, აფხაზი დავიჭირეთ.
- რა გვარია?
- არ ვიცით, დოკუმენტები არ აქვს.
- აბა, რა იცით, რომ აფხაზია?
- მზის სათვალით დადიოდა....
პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Dec 30 2008, 01:08 PM
კანონისტი
ციტატა
მზის სათვალეს თუ გინდა მოიხსნი და გახვრეტილ ყურს რას უზამ?
1 კვირაში ისე შეხორცდება კაციშვილმა ვერ შეგამჩნიოს ჩემო დევი
პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Dec 30 2008, 01:23 PM
Giorgi-
ციტატა
1 კვირაში ისე შეხორცდება კაციშვილმა ვერ შეგამჩნიოს ჩემო დევი
კაი გოგი. გაიხვრიტე აბა შენც !
პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Dec 30 2008, 01:28 PM
Giorgi-
ციტატა
კვირაში ისე შეხორცდება კაციშვილმა ვერ შეგამჩნიოს ჩემო დევი
შესახორცებლად რას იხვრიტავ შე კაცო
კანონისტიკანონისტო, დაანებე ამ კაცს ტავი, უნდა საყურე. განსაკუთრებულს არაფერს ამბობს, ხოდა გაჩერდი ეხლა, თორემ, მე ვუყიდი საახახლო საჩუქრად და გავიგზავნი გლახას ხელით.
მაგის მეტს ნურაფერს შეცოდავდეს ნეტავ, ან ეგ და ან ჩვენ
გაისად ეგებ კიკინაც მოუნდეს, გაიკეთოს მერე, რატომ დარდობ, რა არის თმის სიგრძეში ცოდვიანი ან ცუდი?
პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Dec 30 2008, 01:33 PM
მხევალი ნინო
ციტატა
ორ წელიწადში გავათხოვებთ და ეგეც დაისვენებს და ჩვენც
რატომ დასცინი?
არაა ეგ დასაცინი
აი, ზუსტად ეგ სტერეოტიპია აღმოსაფხვრელი რომ საყურეებიანი ადამიანი პირდაპირპროპორციულია ქალაჩუნა ადამიანის თუ ჰომოსექსუალის...
პოსტის ავტორი: gujaviolin თარიღი: Dec 30 2008, 01:33 PM
გიორგი
ციტატა
რამდენად კაცურად ჩათვლის საზოგადოება ამას დღევანდელი ტრადიციიდან გამომდინარე
დღევანდელი ტრადიციების თავზე გავიარე რაც დღეს "კაცობად" ითვლება :რწყევისსმაილიკი:
მხევალი ნინოდიდი ხანია უკვე საყურეთი დავდივარ და მსგავსი რამ არ მომდომებია! წაშალე რაც დაწერე ზემოთ და შეურაცხყოფებს, დამცირებას და ასეთ უაზრო ცინიზმს მოეშვი!
პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Dec 30 2008, 01:36 PM
მხევალი ნინო
შეურაცხყოფას მოერიდე
პოსტის ავტორი: gujaviolin თარიღი: Dec 30 2008, 01:41 PM
გიორგი
ციტატა
აი, ზუსტად ეგ სტერეოტიპია აღმოსაფხვრელი რომ საყურეებიანი ადამიანი პირდაპირპროპორციულია ქალაჩუნა ადამიანის თუ ჰომოსექსუალის...
რადგან საყურე მიკეთია პიჟონი ვარ და ჰომოსექსუალი...
პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Dec 30 2008, 01:42 PM
gujaviolin
ციტატა
დღევანდელი ტრადიციების თავზე გავიარე რაც დღეს "კაცობად" ითვლება :რწყევისსმაილიკი:
ეს მართალია. ბევრი ფსევდოქართული ტრადიცია ისეთი სამარცხვინოა, რომ ამაზრზენია პირდაპირ.
ასევე მოკლედ მინდა შევეხო ცოდვა/არ ცოდვის საკითხს.
თუ საყურეების ტარება ცოდვაა, მაშინ ის იქნება ძალიან მცირედი სიმძიმის, მხოლოდ იმ დონეზე, რომ უბრალოდ სამკაულია და სიმდიდრეა და არავითარი სხვაობა არ იქნება ამ სამკაულს გოგო ატარებს თუ ბიჭი....
პოსტის ავტორი: თემო თარიღი: Dec 30 2008, 01:46 PM
ციტატა(gujaviolin @ Dec 30 2008, 01:41 PM)
რადგან საყურე მიკეთია პიჟონი ვარ და ჰომოსექსუალი...
არა.
პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Dec 30 2008, 01:52 PM
გიორგი
ციტატა
აი, ზუსტად ეგ სტერეოტიპია აღმოსაფხვრელი რომ საყურეებიანი ადამიანი პირდაპირპროპორციულია ქალაჩუნა ადამიანის თუ ჰომოსექსუალის...
გიროგი, უკაცრავად, მაგრამ უბერავ ეხლა სენ.
ეგ სტერეოტიპი მე არსად მიხსენებია და არც არასოდეს ცამითვლია, მთელი ინდოეთი იკეთებს ყურზე და ცხვირზე საყურეს, მაგრამ მათ ჰომო დამოკიდებულება არასოდეს მიფიქრია.
ინდოელები დღემდე გრძელი თმით დადიან, (ნუ თუ დარცა მათგან ვინმე, ყოველ შემთხვევაში ტრადიცია ჰქონდათ ასეთი). ანუ საყურე იქნება ეს თუ გრძელი თმა, სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციაა და არანაირ კავშირი არა აქვს ორიენტაციებთან. მე მგონი ეს სადავო არ არის და არც მესწავლება.
მე მხოლოდ გუჯას უცანური აზრებიდან გამომდინარე გამოვთქვი ვარაუდი და ისიც ნახევრად ხუმრობით. გამიკვირდება.
პოსტის ავტორი: gujaviolin თარიღი: Dec 30 2008, 01:53 PM
გიორგი
ციტატა
თუ საყურეების ტარება ცოდვაა, მაშინ ის იქნება ძალიან მცირედი სიმძიმის, მხოლოდ იმ დონეზე, რომ უბრალოდ სამკაულია
და სამკაულის ტარება ცოდვაა?
ციტატა
და სიმდიდრეა და არავითარი სხვაობა არ იქნება ამ სამკაულს გოგო ატარებს თუ ბიჭი....
საყურე რა პონტშია სიმდიდრე? რადგან ოქროსია?
პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Dec 30 2008, 01:54 PM
gujaviolin
ციტატა
რადგან საყურე მიკეთია პიჟონი ვარ და ჰომოსექსუალი...
არა გუჯა, არა და შენც იცი რომ ეს ასე არ არის. ზემოთ დავწერე კიდეც, რომ არ მომონს მამაკაცზე საყურე ტქო, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ აუცილებლად მამაკცი საყურით პიჟონია ან სხვა ვინმე. თუმცა, ვინ როგორი დამოკიდებულებით იკეთებს საყურეს, აბათ იმის მიხედვით მსჯელობ.\
მადლობთ გიორგი !
პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Dec 30 2008, 02:04 PM
.
პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Dec 30 2008, 02:04 PM
მხევალი ნინო
რავი აბა მალე გაგათხოვებთო და კაცები არ თხოვდებიან.... შენ არ დაწერე გათხოვებაზე? ჰოდა, მეც ვეღარ მივხვდი... თუ ხუმრობით იყო არა უშავს.
პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Dec 30 2008, 02:22 PM
gujaviolin
ციტატა
საყურე რა პონტშია სიმდიდრე? რადგან ოქროსია?
ჰო...
და თან უმიზნო სიმდიდრე, რომელიც რეალურად
არ არის საჭირო. (მანქანისგან, სახლისგან და ა.შ. განსხვევბით)
მისი მდიდრულობა მხოლოდ იმაში გამოიხატება, რომ ძვირფასი ლითონია.
შეიძლება ეს ცოდვადაც ითვლებოდეს. ნუ, ცხადია
ძალიან მცირე მასშტაბების.საერთოდ სამკაულის ტარება და ზოგადად სიმდიდრე რამდენადაა ცოდვა, ძირითადად
მისდამი დამოკიდებულებაზე გადის და საკმაოდ რთული საკითხია.აქ საკითხის არსი სხვანაირად დგას თემაში:
"მამაკაცი და საყურე" ამის პასუხი კი ცალსახაა საყურე
თანაბრად უნდა შეფასდეს ქალშიც და მამაკაცშიც.
თუ ძვირფასმა სამკაულებმა ადამიანის ცნობიერება ისე დაიკავა, რომ მათ გარეშე ცხოვრება არ შეუძლია და დამოკიდებულება გაკერპებამდე მივიდა, მაშინ ის ცოდვაა ორივე სქესის წარმომადგენლებისათვის. თუ არა და არა.ესაა სულ მთელი ფილოსოფია.
მხევალი ნინოციტატა
მადლობთ გიორგი !
საწყენად არაფერი მითქვამს. უბრალოდ კაცის გათხოვებასთან პარალელი არ უნდა გაგევლო. ეს არის არასწორი დამოკიდებულების დასაწყისი.
პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Dec 30 2008, 02:25 PM
თემას ქვია "მამაკაცი და საყურე"
და მიდის ერთმანეთის ხოცვა ცოდვა არის თუ არა
ჰოდა გააჩნია საყურეს და გააჩნია მამაკაცს
როგორც ასეთი ცოდვა ალბათ არ არის
მთავარია საყურიანმა მამაკაცმა ერთი დოგმის დამსხვრევით მეორე დოგმა არ შემოიტანოს
აბა მოგწონთ ყველა მხატვარს წვერი რომ აქვს, ბიჭს ნანეტი, გლეხს ულვაში, მწერალს ბერეტი და შარფი, მძღოლს სიგარეტი და სათვალე, გრუზინს თეთრი კოსტუმი და შავი ლაკის ფეხსაცმელი, ბიძას ღიპი, პარიკმახეს ბაკები, იურისტს პორტფელი, ჰიპს კეტები, სიძეს დიდი ოქროს ბეჭედი (ე.წ. ქალაქში გამოსასვლელი), სტუმარს ბამბანერკა, ექიმს "პატივისცემა", ყველა ლოთს მეობა და გაგება?
ვისაც როგორ უნდა ისე უნდა მოიქცეს, მე ვფიქრობ არ არის აუცილებელი ყველა მართლმადიდებელს წვერი ქონდეს და ხევსურული ქუდი ეხუროს
პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Dec 30 2008, 02:25 PM
მხევალი ნინო
ციტატა
ეგ სტერეოტიპი მე არსად მიხსენებია
OK... OK
გავიაროთ ეს საკითხი.
კაცის გათხოვებაზე რომ დაწერე საყურეებთან დაკავშირებით, მეგონა რომ ეგ სტერეოტიპი იგულისხმე....
პოსტის ავტორი: milana თარიღი: Dec 30 2008, 03:15 PM
ციტატა(Giorgi- @ Dec 30 2008, 02:25 PM)
თემას ქვია "მამაკაცი და საყურე"
და მიდის ერთმანეთის ხოცვა ცოდვა არის თუ არა
ჰოდა გააჩნია საყურეს და გააჩნია მამაკაცს
როგორც ასეთი ცოდვა ალბათ არ არის
მთავარია საყურიანმა მამაკაცმა ერთი დოგმის დამსხვრევით მეორე დოგმა არ შემოიტანოს
აბა მოგწონთ ყველა მხატვარს წვერი რომ აქვს, ბიჭს ნანეტი, გლეხს ულვაში, მწერალს ბერეტი და შარფი, მძღოლს სიგარეტი და სათვალე, გრუზინს თეთრი კოსტუმი და შავი ლაკის ფეხსაცმელი, ბიძას ღიპი, პარიკმახეს ბაკები, იურისტს პორტფელი, ჰიპს კეტები, სიძეს დიდი ოქროს ბეჭედი (ე.წ. ქალაქში გამოსასვლელი), სტუმარს ბამბანერკა, ექიმს "პატივისცემა", ყველა ლოთს მეობა და გაგება?ვისაც როგორ უნდა ისე უნდა მოიქცეს, მე ვფიქრობ არ არის აუცილებელი ყველა მართლმადიდებელს წვერი ქონდეს და ხევსურული ქუდი ეხუროს
საიდან გაგხსენდათ ამდენი?
პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Dec 30 2008, 04:20 PM
milana
ციტატა
საიდან გაგხსენდათ ამდენი?
აქ ყოველთვის ასე ხდება
ვიღაც იტყვის სტერეოტიპების დედაცო და გაიკეთებს საყურეს ჯიბრზე, მერე ყველას გადაედება და ახალი სტერეოტიპი ჩამოყალიბდება, მერე ვინც არ გაიკეთებს იმას მოსდგებიან
არ ვიცი თუ გახსოვთ 15 წლის წინ ჯინსის შარვალი ვისაც არ ეცვა საწყალი იყო
პოსტის ავტორი: subterranean თარიღი: Dec 30 2008, 04:26 PM
პაწაწინა ტუნელიც თუ ექნება, ძალიან საყვარელია ერთ სურათს დავაგდებდი მაგრამ მეშინია რომ შემაჩვენებენ
პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Dec 30 2008, 04:36 PM
Giorgi-
ციტატა
ვიღაც იტყვის სტერეოტიპების დედაცო და გაიკეთებს საყურეს ჯიბრზე, მერე ყველას გადაედება და ახალი სტერეოტიპი ჩამოყალიბდება, მერე ვინც არ გაიკეთებს იმას მოსდგებიან
ქართველები ყველაფერში უკიდურესები ვართ რა.....
პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Dec 30 2008, 04:37 PM
რა ვიცი, ცოდვა რატომ უნდა იყოს, ესთეთიკის და გემოვნების საკითხია, ამდენადაც პირადად გადასაწყვეტი, მოგწონს თუ არა.
პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Dec 30 2008, 04:52 PM
გიორგი
ციტატა
ქართველები ყველაფერში უკიდურესები ვართ რა.....
უკიდურესები კი არა კომპლექსიანები ვართ. რაც გვაკლია ლაპარაკით და მიხვრა-მოხვრით ვანეიტრალებთ
ვაჟკაცობა გვაკლია - სულ ვაჟკაცობაზე ვლაპარაკობთ და ხელებს ვშლით
მამაკაცობა გვაკლია - ყველგან პედარასტები გველანდება და დავცინით
მკლავში ძალა არ გვაქვს - დიდ ძრავიან მანქანებს ვყიდულობთ
სიდედრი არ გვიყვარს - ... ისე ეგ მართალია, ეგ გვაქვს მარტო ლოგიკური და კარგი
პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Dec 30 2008, 04:53 PM
Giorgi-
ციტატა
სიდედრი არ გვიყვარს - ... ისე ეგ მართალია, ეგ გვაქვს მარტო ლოგიკური და კარგი
პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Dec 30 2008, 05:04 PM
კანონისტი
ციტატა
აფხაზი, რომელიც სახლს აიშენებს და ფანჯარას ქართველის ეზოსკენ არ გაჭრის, აფხაზი არ არის
გააჩნია ქვეტექსტს, შეიძლება ფანჯარაში სათოფე იგულისხმება
პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Dec 30 2008, 05:05 PM
Giorgi-
ციტატა
მკლავში ძალა არ გვაქვს - დიდ ძრავიან მანქანებს ვყიდულობთ
პირველ ორში გეთანხმები და დიდძრავიან მანქანებს რას ერჩი?
პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Dec 30 2008, 05:09 PM
Giorgi-
ციტატა
გააჩნია ქვეტექსტს, შეიძლება ფანჯარაში სათოფე იგულისხმება
მაპ, აფენჯշრ აჳշზარაზշ იითახუპ
პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Dec 30 2008, 05:14 PM
გიორგი
ციტატა
პირველ ორში გეთანხმები და დიდძრავიან მანქანებს რას ერჩი?
დიდძრავიან მანქანებს იმას ვერჩი, რომ აშშ-ში ფსიქოლოგებმა ახლახანს დაადგინეს, რომ უშველებელი ჯიპები უშველებელი ძრავებით ძირითადად მშიშარა და სუსტ ადამიანებს მოსწონთო და ამით ანეიტრალებენო - არადა ეგ რამდენი ხანია ვიცოდი
ცალსახად ვისაც დიდი მანქანა ყავს ასე ვერ იტყვი, მაგრამ გასათვალისწინებელია
საყურესი არ იყოს
[quote]მაპ, აფენჯշრ აჳշზარაზշ იითახუპ [quote], დევი გვაბოლებს
პოსტის ავტორი: milana თარიღი: Dec 30 2008, 06:29 PM
ციტატა(Giorgi- @ Dec 30 2008, 04:52 PM)
გიორგიუკიდურესები კი არა კომპლექსიანები ვართ. რაც გვაკლია ლაპარაკით და მიხვრა-მოხვრით ვანეიტრალებთ
ვაჟკაცობა გვაკლია - სულ ვაჟკაცობაზე ვლაპარაკობთ და ხელებს ვშლით
მამაკაცობა გვაკლია - ყველგან პედარასტები გველანდება და დავცინით
მკლავში ძალა არ გვაქვს - დიდ ძრავიან მანქანებს ვყიდულობთ
სიდედრი არ გვიყვარს - ... ისე ეგ მართალია, ეგ გვაქვს მარტო ლოგიკური და კარგი მაშინ დედამთილები რო არ უყვართ ე.ი ეგეც ლოგიკურია?
პოსტის ავტორი: milana თარიღი: Dec 30 2008, 06:44 PM
თუ ადამიანს მოსწონს,
კომფორტულად გრძნობს თავს ამ საყურეთი
და ამასთან უხედბა კიდეც
პრობლემას ვერ ვხედავ..
მე შეიძლება რაღაც არ მომწონდეს ,მაგრამ ეს იმას არ ნისნავს რომ ცუდია.
და პირიქით მე შეიძლება რაღაც მომწონდეს და ის სხვას არ მოსწონდეს .
უბრალოდ სხვის შეხედულებებს პატივი ვცეთ,რაც უნდა მიუღებელი იყოს ჩევნთვის იი ვსო.
მე ის არ მომწონს ამას გარშემომყოფთა ყურადღების მიქცვეის მიზნით როცა აკეთებენ:"შემომხედეთ მე რა მაგარი ვარ ,შევძელი და საყურე გავიკეთე "
პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Dec 30 2008, 07:08 PM
ე.ი საყურე ცოდვაა და 70 ათასიანი ბისონი სასუფევლის გასაღები ხომ
სამკაულების ყველაზე მაღალი მატერებელი საეკლესიო იერარქიაა, ხოდა ნუ სახელდეთ ცოდვილებად - მათი შემოსვისას დაჟე ლოცვებს კითხულობენ
პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Dec 30 2008, 07:23 PM
მნათე
ციტატა
ე.ი საყურე ცოდვაა და 70 ათასიანი ბისონი სასუფევლის გასაღები ხომ
პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Dec 30 2008, 09:16 PM
პატარა საყურე კი არა გალია ჩამოიკიდე თუ გინდა ყურზე
მთავარია ადამიანი, თორემ .......
პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Dec 30 2008, 11:05 PM
მე მგონი უფრო უპრიანი იქნება ასე გაგვეხსნა თემა, საყურე და მამაკაცუნა
პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Dec 30 2008, 11:07 PM
ციტატა
მე მგონი უფრო უპრიანი იქნება ასე გაგვეხსნა თემა, საყურე და მამაკაცუნა
და ბისონი და სანტა კლაუსი არ მოგწონთ? ან - ანაფორა და სევერიუს სნეიპი?
პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Dec 30 2008, 11:12 PM
გუჯა
რა უნდა გკითხო, ცალ ყურზე გაქვს გახვრეტილი თუ ორივეზე?
ისე ჩემი სუბიექტური შეხედულებით კაცზე საყურე მომწონს ოღონდ ცალ ყურზე და რგოლი (წერტილოვანი არა)
ისიც მომწონს ცოტა გრძელი თმები რომ აქვთ ბიჭებს, ოღონდ არა დალალები და მოვლილი გაუპარსავი წვერი,
შესაბაამისად არანაირად არ მიმაჩნია ასეთი ადამიანი ცისფერად, პიჟონად და მისთანებად
არ ჩამქოლოთ ოღონდ
პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Dec 30 2008, 11:13 PM
ციტატა
არ ჩამქოლოთ ოღონდ
ცოტა ხანი მოიცადე და ამათ აქეთ ჩავქოლავთ
რეფორმას ვერ შეაჩერებენ!
პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Dec 30 2008, 11:17 PM
ციტატა(Amuza @ Dec 30 2008, 11:05 PM)
მე მგონი უფრო უპრიანი იქნება ასე გაგვეხსნა თემა, საყურე და მამაკაცუნა
რას ერჩი საყურეებიან კაცებს ? ცალსაყურეებიანებს მაინც?
მაგრა თუ არ უხდებოდეთ რა და სულაც არ არიან მამაკაცუნები
პოსტის ავტორი: dariala თარიღი: Dec 30 2008, 11:20 PM
ჩემი აზრით გააჩნია რა სტილი აქვს მამაკაცს, რომელსაც უკეთია საყურე. ყველას არ მოუხდება. და თუ მოუხდება რატომაც არა. თუ ადამიანს მოსწონს უნდა საყურეს გაიკეთებს და უნდა მანქანის ბორბალს მთავარია სხვა არ შეაწუხოს
პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Dec 30 2008, 11:29 PM
ციტატა
ჩემი აზრით გააჩნია რა სტილი აქვს მამაკაცს, რომელსაც უკეთია საყურე. ყველას არ მოუხდება. და თუ მოუხდება რატომაც არა. თუ ადამიანს მოსწონს უნდა საყურეს გაიკეთებს და უნდა მანქანის ბორბალს მთავარია სხვა არ შეაწუხოს
და რქები რომ გავიკეთოთ?
http://www.radikal.ru
უხდებიან რა გინდა
http://www.radikal.ru
პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Dec 30 2008, 11:29 PM
რას გავს თემა?
პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Dec 30 2008, 11:29 PM
ციტატა(dariala @ Dec 30 2008, 11:20 PM)
ჩემი აზრით გააჩნია რა სტილი აქვს მამაკაცს, რომელსაც უკეთია საყურე. ყველას არ მოუხდება. და თუ მოუხდება რატომაც არა. თუ ადამიანს მოსწონს უნდა საყურეს გაიკეთებს და უნდა მანქანის ბორბალს
მთავარია სხვა არ შეაწუხოს
ნეტა რითი უდნა შემაწუხოს ყურგახვრეტილამ კაცმა, მე აგერ სამი ნახვრეტი მაქვს ყურზე )
და არავის უთქვამს მაწუხებო
პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Dec 30 2008, 11:29 PM
ციტატა
რას გავს თემა?
საზოგადოებას... სა ზო გა დო ებ ას!
პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Dec 30 2008, 11:31 PM
მნათე
ოღონდაც!
პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Dec 30 2008, 11:32 PM
ციტატა
ოღონდაც!
!!!!!!!
პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Dec 30 2008, 11:32 PM
ციტატა(Ligia @ Dec 30 2008, 11:17 PM)
რას ერჩი საყურეებიან კაცებს ? ცალსაყურეებიანებს მაინც?
მაგრა თუ არ უხდებოდეთ რა და სულაც არ არიან მამაკაცუნები
იქამც ყოფილან, ტოპიკი ჩაუცვამთ და ჭიპი და ძუძუს დვრილი გაუხვრეტიათ კიდევ. მაგრად მკიდია.
მათე მათე რა შუაში იყო?
მნათე (იმდენი ვიცინე,რომ შეუსწორებელი დავტოვე)
შენს თავში მეტად ხომ არ ხარ დარწმუნებული, რეფორმაზე რო ლაპარაკობ?
პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Dec 30 2008, 11:34 PM
ციტატა
შენს თავში მეტად ხომ არ ხარ დარწმუნებული, რეფორმაზე რო ლაპარაკობ?
შენ არ ხარ დარწმუნებული ქრისტიანობაში?
ციტატა
მათე მათე რა შუაში იყო? მნათე (იმდენი ვიცინე,რომ შეუსწორებელი დავტოვე)
მოციქულს გაგონებთ უკვე, ხომ ხედავთ
პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Dec 30 2008, 11:34 PM
ციტატა(Amuza @ Dec 30 2008, 11:32 PM)
იქამც ყოფილან, ტოპიკი ჩაუცვამთ და ჭიპი და ძუძუს დვრილი გაუხვრეტიათ კიდევ. მაგრად მკიდია.
რა მაინცდამაინც უკიდურესობამდე უნდა მიხვიდე, ტოპიკის ჩაცმა და სხვა დანარჩენები და ყურის გახვრეტა ერთიდა იგივე არ არის
პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Dec 30 2008, 11:35 PM
ციტატა
რა მაინცდამაინც უკიდურესობამდე უნდა მიხვიდე, ტოპიკის ჩაცმა და სხვა დანარჩენები და ყურის გახვრეტა ერთიდა იგივე არ არის
და საერთოდაც ჯინსის შარვალი არის პიდარასტი ამერიკელი მუშების სამოსი! ჩოხა ან ჯვალო ჩაიცვით... უფრო მამაკაცური იქნება... არმაზის მამათმავლურ კულტს მოეწონება
პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Dec 30 2008, 11:39 PM
ციტატა(Amuza @ Dec 30 2008, 11:32 PM)
იქამც ყოფილან, ტოპიკი ჩაუცვამთ და ჭიპი და ძუძუს დვრილი გაუხვრეტიათ კიდევ. მაგრად მკიდია.
მათე მათე რა შუაში იყო?
მნათე (იმდენი ვიცინე,რომ შეუსწორებელი დავტოვე)
შენს თავში მეტად ხომ არ ხარ დარწმუნებული, რეფორმაზე რო ლაპარაკობ?
აგვიშარდა ახლა ეს კაცი
ციტატა(მნათე @ Dec 30 2008, 11:35 PM)
და საერთოდაც ჯინსის შარვალი არის პიდარასტი ამერიკელი მუშების სამოსი! ჩოხა ან ჯვალო ჩაიცვით... უფრო მამაკაცური იქნება... არმაზის მამათმავლურ კულტს მოეწონება
ჯიბეებიანი შარვალიც და წარწერებიანი მაისურიც
პოსტის ავტორი: dariala თარიღი: Dec 30 2008, 11:39 PM
ციტატა(მნათე @ Dec 30 2008, 11:29 PM)
და რქები რომ გავიკეთოთ?
http://www.radikal.ru
უხდებიან რა გინდა
http://www.radikal.ru
საყურე შენ ნაღდად არ მოგიხდებოდა
ჩემს დანახვაზე მამა დავითი გახსენდება? თუ რა არის?
პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Dec 30 2008, 11:40 PM
გეყოფათ ეხლა!
ყველაფერს აქვს საზღვარი. ხუმრობასაც.
შეიკავეთ თავი.
თემას ვხურავ და ვის ჩამოურიგებს ვორნებს, მოდერატორი გადაწყვეტს ხვალ.
უხერხულია მართლა.
პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Dec 31 2008, 01:31 PM
მნათე
Amuza
Ligia
dariala
სიტყვიერი გაფრთხილება ამდენი უაზრობების გამო.
ვორნს ახალი წლის გამო არ გაძლევთ.
ღმერთმა მრავალს დაგასწროთ, უფრო მეტად სერიოზული მსჯელობების სურვილი მოგცეთ!!!
თემას ვხურავ დროებით. გავწმენდ და გავხსნი.
k@the
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)