თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ საეკლესიო სამართალი _ საპატრიარქო ემს-ში რომ დაბრუნდეს

პოსტის ავტორი: გუჯა თარიღი: Jan 9 2007, 05:37 AM

კითხვა მაქვს ყველასთან: საქართველოს ეკლესია რომ დაბრუნდეს ეკუმენიზმში რას იზამთ, თუ თქვენი მოძღვარი ამის გამო პატრიარქს განუდგება? ვის დაემორჩილებით, მოძღვარს თუ პატრიარქს?

ისე, ჩემის აზრით ეს თემა გადასატანია განყოფილებაში-საეკლესიო სამართალი

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jan 9 2007, 11:21 AM

გუჯა

ციტატა
თუ თქვენი მოძღვარი ამის გამო პატრიარქს განუდგება? ვის დაემორჩილებით, მოძღვარს თუ პატრიარქს?

ღმერთმა დაუფაროს ჩემ მოძღვარსაც და ყველა მოძღვარსაც, მაგრამ ასეთ დროს ყოველი მართლმადიდებელი უნდა დაემორჩილოს უმაღლეს იერარქიას, ანუ პატრიარქსა და წმიდა სინოდს.

"სადაც არის ქრისტესმიერი მღვდელმთავარი, იქ არის ეკლესია"

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 9 2007, 11:57 AM

ვაიმე რა მძიმე თემაა, მაგრამ გამოცდილებით გეტყვით, რომ აჯობებს პატრიარქის მორჩილება. ასეთი ერთხელ უკვე მოხდა, მაშინაც იყო დიდი დაპირისპირება, რამოდენიმე ბერი განკვეთეს. დღეს ისინი კვლვ ეკლესიას დაუბრუნდნენ და მიაჩნიათ, რომ პატრიარქის მორჩილება აუცილებელია. ისე მართლა ძალიან დიდი განსაცდელია. პირევლ რიგში საჭიროა მორჩილება. მე ასე მიმაჩნია, ჩვენი რელიგიის საწყისი ზუსტად მორჩილებაა. მე დავემორჩილები პატრიარქს . ისე ღმერთს ვევედრები გვაშოროს. ვინ იცის რამდენი დაბრკოლდება და გზა აერევა.

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Feb 5 2007, 09:01 PM

მსგავსი შემთხვევა მეც ვიცი, როცა ზარზმის ეკლესიის წინამძღოლი(მამა გიორგი) ღმერთმა აცხონოს მისი სული) განუდგა კათალიკოსს.
იმედია ასეთი ფაქტები ნელ-ნელა შემცირდება და ბოლოს საერთოდ გაქრება!
ისე საკითხი ძალიან რთულია.
გაყვე სულიერ მამას თუ...
მაგრამ უმაღლესი სულიერი მამა თავისი სამსყწოსი მაინც კათალიკოსია smile.gif

პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: Feb 5 2007, 09:12 PM

პატრიარქს....

პოსტის ავტორი: ლეონტი თარიღი: Feb 5 2007, 09:16 PM

არ გეწყინოს გუჯა აფსურდული დაყენებაა საკითხის.
ეგ ,ან მსგავსი რამ არსოდეს მოხდება.
ამიტომ ნუ იწვალებთ.
პატრიარქის და სინოდის მორჩილება აქსიომაა.
განხილვას არ ექვემდებარება.
rolleyes.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Feb 5 2007, 09:19 PM

გუჯა, ეკუმენიზმში დაბრუნებაში რას გულისხმობ? დაბრუნდეს საბჭოში სხვა ეკლესიის წარმომადგენლებთან დიალოგის დონეზე? თუ აღიაროს ეკუმენიზმი ჭეშმარიტ სწავლებად? ამ ორს შორის დიდი უფსკრულია...
და მეორე საქართველოს ეკლესიას არასდროს გაუკეთებია და იმედია, არც არასდროს გააკეთებს.

პოსტის ავტორი: თამარი თარიღი: Feb 5 2007, 11:01 PM

ციტატა(თათი87 @ Feb 5 2007, 09:01 PM) *

მსგავსი შემთხვევა მეც ვიცი, როცა ზარზმის ეკლესიის წინამძღოლი(მამა გიორგი) ღმერთმა აცხონოს მისი სული) განუდგა კათალიკოსს.
იმედია ასეთი ფაქტები ნელ-ნელა შემცირდება და ბოლოს საერთოდ გაქრება!
ისე საკითხი ძალიან რთულია.
გაყვე სულიერ მამას თუ...
მაგრამ უმაღლესი სულიერი მამა თავისი სამსყწოსი მაინც კათალიკოსია smile.gif

ეჰ, აბა, არადა არ იყო ცუდი კაცი, ცხონებული sad.gif

პოსტის ავტორი: დავით ივერიელი თარიღი: Feb 5 2007, 11:12 PM

გუჯა
მხოლოდ პატრიარქს.....

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Feb 6 2007, 12:37 AM

თამარი
მართალი ხარ...
ძალიან უყვარდა ხალხს!
სიმართლე რომ ვთქვა ზუსტად არ ვიცი რის გამო მოხდა განხეთქილება მათ შორის, მაგრამ ფაქტი ეგეთი იყო smile.gif

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Feb 6 2007, 01:18 AM

საერთოდ სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით მე დავუჯერებ პატრიარქს და წმინდა სინოდს. ეკუმენიზმთან მიმართებაში კი ვეთანხმები მარიამს.ისეკი მოძღვარმა არ უნდა მისცეს თავს უფლება გამოეყოს დედა ეკლესიას თავის დამჯერ მრევლთან ამა თუ იმ საკითხების გამო რაც არ უნდა ეგონოს რომ სწორია.ბოროტიც ხომ ამის მცდელობაშია გახლიჩოს და დაყოს ეკლესია ზოგი გალობის,ზოგი იეღოველების გამო ზოგი ეკუმეზმში რატომ არ შევდივართო ზოგი მოდერნისტულ რეფორმატორული შეხედულებების და აშ გამო.

პოსტის ავტორი: შოთა თარიღი: Feb 6 2007, 01:36 AM

უმაღლეს ერარქიას უნდა დაემორჩილო მაგ შემთხვევაში ჩემი აზრით.

პოსტის ავტორი: Маиа თარიღი: Feb 6 2007, 01:36 AM

პატრიარქს

პოსტის ავტორი: Springchild თარიღი: Feb 7 2007, 05:03 PM

ra tqma unda patriarqs.. da ramdenime clis cin ramodenime beris gankvetis sakitxvi mec maxsovs.. martla zalian rtuli sakitxi iko.. ise, im mgvdelma tavisi mrevlisgan rogor unda moitxovos morchileba, roca tviton ar emorchileba patriarqs???

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Feb 7 2007, 05:11 PM

პატრიარქს, მაგრამ ეს იგივეა რომ ჩემ მოძღვარს დავემორჩილო იმიტომ რომ ჩემი მოძღვარი არასდროს განუდგება იერარქიას ამაში ვარ დარწმუნებული

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 8 2007, 05:35 AM

ციტატა
ღმერთმა დაუფაროს ჩემ მოძღვარსაც და ყველა მოძღვარსაც, მაგრამ ასეთ დროს ყოველი მართლმადიდებელი უნდა დაემორჩილოს უმაღლეს იერარქიას, ანუ პატრიარქსა და წმიდა სინოდს.



შესანიშნავია კანონისტ!

საერთოდ ტერმინი :"
ციტატა
დაბრუნდეს ეკუმენიზმში
ხალხს აშინებს, გეგონება მწვალებლობაში იყოო და შეინანაო, ღმერთმა ნუ ქნას, იყო დიალოგში და აუცილებელია დაუბრუნდეს დიალოგს, ცრუ ეკუმენიზმი კი ისევე საშიშია როგორც ცრუ მართლმადიდებლობა, ისე მე თუ მკითხავთ ეს უკანასკნელი უფრო მაშინებს....

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Feb 8 2007, 02:03 PM

ციტატა
საქართველოს ეკლესია რომ დაბრუნდეს ეკუმენიზმში რას იზამთ


ეკუმენიზმი არა რია biggrin.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Feb 8 2007, 03:46 PM

მნათე

ციტატა
ეკუმენიზმი არა რია

გამოგვითარგმანე rolleyes.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Feb 8 2007, 04:24 PM

ციტატა
გამოგვითარგმანე


პლაგეატ tongue.gif

არ მომწონს ეგ ტერმინი biggrin.gif ეკუმენური მოძრაობა კი... 'იზმი' არა ტოლმა laugh.gif

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Feb 8 2007, 04:53 PM

ციტატა(მნათე @ Feb 8 2007, 04:24 PM) *

პლაგეატ tongue.gif

არ მომწონს ეგ ტერმინი biggrin.gif ეკუმენური მოძრაობა კი... 'იზმი' არა ტოლმა laugh.gif



ქრისტეან"იზმი" მნათუკა? შემოგავიწყდა როგორ გიყვარდა ეგ ტერმინი? tongue.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Feb 15 2007, 04:02 PM

KAIROS

ციტატა
იყო დიალოგში და აუცილებელია დაუბრუნდეს დიალოგს

მე მგონი რომ სწორედაც აღარ იყო დიალოგში და იმიტომაც გამოვიდა. ადრეც ვთქვი და ისევ გავიმეორებ, არ ჰგავს რაღაც ეკლესიათა მსოფლიო საბჭო იმ ორგანიზაციას, რაიმე მისხალის გადახედვას რომ აპირებდეს ვინმე თავის მოძღვრებაში

შეიძლება ვცდები.....

პოსტის ავტორი: Irine თარიღი: Feb 23 2007, 05:35 PM

ციტატა(გუჯა @ Jan 9 2007, 01:37 AM) *

კითხვა მაქვს ყველასთან: საქართველოს ეკლესია რომ დაბრუნდეს ეკუმენიზმში რას იზამთ, თუ თქვენი მოძღვარი ამის გამო პატრიარქს განუდგება? ვის დაემორჩილებით, მოძღვარს თუ პატრიარქს?

ძალიან უცნაურია, საერთოდ რატომ დასვი ასეთი შეკითხვა.
პარტიარქი გამოვიდა ეკუმენისტური საბჭოდან სწორედ რომ საქართველოსთვის ყველაზე უფრო რთულ დროს და ახლა არა მგონია იქ შესვლა უნდოდეს.
ეს შეკითხვა ასევე პროვოკაციულიცაა, რადგან უმრავლეს შემთხვევაში ამ კითხვას მრევლი ერთმნიშვნელოვნად უპასუხებს და არა საქმის არსიდან გამომდინარე.

პოსტის ავტორი: Irine თარიღი: Feb 24 2007, 12:27 PM

45-ე კანონი:
თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი მწვალებელთა ერთად ილოცებს, აეკრძალოს მღვდელობა. თუ ნებას მისცემს მათ (ერეტიკოსებს), რომ შეასრულონ რაიმე სამღვდელო წესი, როგორც მღვდლებმა, განიკვეთოს.
65-ე კანონი:
თუ ვინმე სასულიერო პირი ან ერისკაცი ურიათა ან მწვალებლების შესაკრებელში შევიდეს სალოცავად, სასულიერო პირი განიკვეთოს, და ერისკაცი უზიარებლობით დაისაჯოს.

წმიდა მოციქულთა კანონებიდან




როგორ შეიძლება ქრისტიანობის, მუსლიმანობის, ბუდიზმის გათანაბრება? ეს ხომ რელიგიის უცოდინრობის მაჩვენებელია და ნიშნავს იმას, რომ გაცნობიერებული არა გვაქვს ცხოვრების უმთავრესი მიზანი, არ ვზრუნავთ ჩვენს უკვდავ სულზე და არ გვაწუხებს, რომ არასწორი პოზიციის გამო იგი შეიძლება სამუდამოდ წარვიწყმიდოთ... მართლმადიდებელი სარწმუნოება ხერხემალია ჩვენი ეროვნული სულისა...

ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

პოსტის ავტორი: matebichi თარიღი: Mar 26 2007, 05:54 PM

ჩემი აზრით არც მოძღვრის გამოუძიებელი მინდობაა კარგი და არც პატრიარქის. შენი სარწმუნოება უნდა იცოდე კარგად, უნდა იცოდე რა არის ჭეშმარიტება და შენ უნდა ხვდებოდა ვინ არის ჭეშმარიტებაში და ვინ არა. ასე რომ ყველა შეიძლება ცდებოდეს. მთავარია ჭეშმარიტება და არა პიროვნება

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Mar 26 2007, 05:57 PM

ციტატა
მთავარია ჭეშმარიტება და არა პიროვნება


ისე ქრისტეანებში, ჭეშმარიტება სწორედ ერთ პირვონებას - ქრისტეს უკავშირდება biggrin.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Mar 26 2007, 06:54 PM

მნათე

ციტატა
ისე ქრისტეანებში, ჭეშმარიტება სწორედ ერთ პირვონებას - ქრისტეს უკავშირდება




მართალია ქრისტეს და არა მოძღვარს ან თუნდაც პატრიარქს.

პოსტის ავტორი: matebichi თარიღი: Mar 26 2007, 07:19 PM

ციტატა(მნათე @ Mar 26 2007, 05:57 PM) *

ისე ქრისტეანებში, ჭეშმარიტება სწორედ ერთ პირვონებას - ქრისტეს უკავშირდება biggrin.gif

მნათეს სიცოცხლე და თავად ქრისტეა ჭეშმარიტება. ისე მე მგონი საუბარი იკო მოძღვარზე და პატრიარქზე და არა ქრისტეზე.

პოსტის ავტორი: takusha თარიღი: Mar 28 2007, 05:18 PM

ეს საკითხი ჭეშმარიტი ქრისტიანებისთვის მიუღებელია ,ვინც გაიგო ჭეშმარიტი ქრისტიანობა რას ნიშნავს ის არავის მიუტოვებია.

პოსტის ავტორი: matebichi თარიღი: Mar 28 2007, 06:17 PM

QUOTE(takusha @ Mar 28 2007, 05:18 PM) *

ეს საკითხი ჭეშმარიტი ქრისტიანებისთვის მიუღებელია ,ვინც გაიგო ჭეშმარიტი ქრისტიანობა რას ნიშნავს ის არავის მიუტოვებია.

ეს რომელ კითხვას სცემ პასუხს, ვერ გავიგე! ან მაგი რა შუაშია

პოსტის ავტორი: takusha თარიღი: Mar 30 2007, 12:08 AM

პირველ გვერძე ნახე თავში ეკუმენიზმთან დაკავშირებით არის კითხვა, ხოდა აი მეც მაგ კითხვას გავეცი პასუხი. მათებიჩი.

პოსტის ავტორი: kiki თარიღი: May 22 2007, 08:31 PM

პატრიარქს რათქმა უნდა

პოსტის ავტორი: inkvizitor თარიღი: May 23 2007, 12:54 AM

ციტატა
ვის დაემორჩილებით, მოძღვარს თუ პატრიარქს?

ვა, რა მაგარია!
უმრავლესობა პატრიარქს ასახელებს.
უკაცრავად და, პატრიარქები არ ცდებიან? dry.gif
ლეონტი
ციტატა
პატრიარქის და სინოდის მორჩილება აქსიომაა.
განხილვას არ ექვემდებარება.

ვითომ რათაო????
რომის პაპის მორჩილება რომ აქსიომაა პაპისტებში გაგონილი მაქვს, მაგრამ მართლმადიდებლებშიც კაცო!!!! biggrin.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 23 2007, 10:14 AM

inkvizitor

ციტატა
უკაცრავად და, პატრიარქები არ ცდებიან?

ცდებიან, მაგრამ ცნობილი გამოთქმისამებრ, ქრისტეს ეკლესია არის იქ, სადაც არის ქრისტესმიერი მღვდელმთავარი და არა მღვდელი

უცდომელი არის მხოლოდ მსოფლიო კრება

პოსტის ავტორი: inkvizitor თარიღი: May 23 2007, 11:04 PM

კანონისტი

ციტატა
უცდომელი არის მხოლოდ მსოფლიო კრება

მსოფლიო კრების უცდომელობაში ეჭვი კი არ მეპარება.
კითხვა არის შემდეგნაირად დასმული;-თუ ეკლესია ეკუმენისტურ საბჭოში შევიდა, როგორ მოიქცევითო.
ხალხის უმრავლესობამ უპასუხა რომ პატრიარქთან დარჩებიან, და არც კი უკითხიათ თუ რა არის ეს ეკუმენიზმი.
ეკუმენიზმს, მისი თანამედროვე მდგომარეობიდან გამომდინარე ზოგი მწვალებლობათა მწვალებლობასაც კი ეძახის და სად მიყვება პატრიარქს ეს ხალხი ხვდებიან ნეტა?
როდესაც ასეთ სერიოზულ საკითხზეა მსჯელობა, პირადი სიმპატიებიდან არ უნდა იღებდე გადაწყვეტილებას.
ერთმანეთს ნუ შევეჯიბრებით ჩვენი თანამედროვე პატრიარქის ერთგულებასა და სიყვარულში.
კითხვაში იგულისხმება ზოგადათ პატრიარქი და არა ილია II
ასევე კითხვიდან გამომდინარე, არავინ არ დაინტერესებულა, სინოდიც შევიდა ეკუმენიზმში თუ არა.
პირადათ მე მაინტერესებს, თვითონ ზებედე რას იზავდა ამ შემთხვევაში!? happy.gif rolleyes.gif

პოსტის ავტორი: ეკუმენისტი თარიღი: May 23 2007, 11:41 PM

ციტატა(inkvizitor @ May 23 2007, 10:04 PM) *

კანონისტი
კითხვა არის შემდეგნაირად დასმული;-თუ ეკლესია ეკუმენისტურ საბჭოში შევიდა, როგორ მოიქცევითო.
ხალხის უმრავლესობამ უპასუხა რომ პატრიარქთან დარჩებიან, და არც კი უკითხიათ თუ რა არის ეს ეკუმენიზმი.


ეკუმენიზმი არ არის ერესთა ერესი. ის არის საბჭო, სადაც მართლმადიდებლებიც ქადაგებენ ჭეშმარიტებას, ანუ მართლმადიდებელთა სურვილია მოიმოწაფონ და მოაქციონ სხვა რელიგიის აღმსარებლები ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე.

ციტატა(inkvizitor @ May 23 2007, 10:04 PM) *

პირადათ მე მაინტერესებს, თვითონ ზებედე რას იზავდა ამ შემთხვევაში!? happy.gif rolleyes.gif


ღმერთმა დამიფაროს წმ. სინოდს და პატრიარქს არ დავემორჩილო!

პოსტის ავტორი: inkvizitor თარიღი: May 24 2007, 12:51 AM

ეკუმენისტი

ციტატა
ეკუმენიზმი არ არის ერესთა ერესი. ის არის საბჭო, სადაც მართლმადიდებლებიც ქადაგებენ ჭეშმარიტებას, ანუ მართლმადიდებელთა სურვილია მოიმოწაფონ და მოაქციონ სხვა რელიგიის აღმსარებლები ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე.

უმორჩილესად გთხოვთ, ერთი ადამიანი მაინც დამისახელეთ ისეთი, რომელმაც ემს-ში ნაქადაგები მართლმადიდებლობის გამო, თავისი სარწმუნოება დატოვა და მოინათლა.
ეს მხოლოდ თეორიებია, პრაქტიკაში კი არავინაც არ მონათლულა.
უფალმა ბრძანა;"წარვედით და მოიმოწაფეთ"
დამოძღვრისა და მოქცევის, ოც საუკუნოვანი გამოცდილების მქონე ეკლესიას, არანაირი აუცილებლობა არა აქვს მწვალებელთა საკრებულოებში ირბინოს.
არც ქრისტე, არც მოციქულები და არც მათი მოწაფეები ასეთ რამეს არ აკეთებდნენ.


მითხარით ვინმემ, დღემდის რატომ არ იღებენ მაგ საქმეში მონაწილეობას ვატიკანის დელეგაცია, და რომის პაპი რატომ არის კატეგორიულად წინააღმდეგი საბჭოში გაწევრიანებისა?

პოსტის ავტორი: ortodox_iveria თარიღი: Dec 21 2007, 03:46 AM

მე არამგონია პატრიარქმა გადადგას ამგვარი ნაბიჯი, იმიტომ რომ უკვე მოხდა საქართველოს ეკლესიაში სამწუხარო განხეთქილება, და ამის განმეორება განხეთქილებას უფრო გააღრმავებს.
ეკუმენიზმი კი თავისი შინაარსით არიანელობის, ნესტორიანელობის, ხატმებრძოლობის და ე.წ. "კათოლიკობის" მსგავსი მწვალებლური წარმონაქმნია (რომელიც მალე გაქრება) , რომელზეც ქართულმა ეკლესიამ არ უნდა გაისვაროს თავისი ისტორიული ავტორიტეტი.
სიყვარულით და პატივისცემით, თქვენი ძმა

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Dec 21 2007, 03:14 PM

ეეეჰ smile.gif

ისე სახელი ჩაუსწორეთ მაინც ამ კაცს, სხვა რამეს მაინც არ ასწორებს და smile.gif

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Dec 21 2007, 03:30 PM

ზებედე

ციტატა
კითხვა მაქვს ყველასთან: საქართველოს ეკლესია რომ დაბრუნდეს ეკუმენიზმში რას იზამთ, თუ თქვენი მოძღვარი ამის გამო პატრიარქს განუდგება? ვის დაემორჩილებით, მოძღვარს თუ პატრიარქს?

პატრიარქს

P.S. ეეეჰ, გუჯა, გუჯა... sad.gif

პოსტის ავტორი: ortodox_iveria თარიღი: Dec 21 2007, 04:34 PM

ციტატა(KAIROS @ Dec 21 2007, 03:14 PM) *

ეეეჰ smile.gif

ისე სახელი ჩაუსწორეთ მაინც ამ კაცს, სხვა რამეს მაინც არ ასწორებს და smile.gif

მართალი ხარ, როგორც არასდროს 'კაიროს', პროფილის მონაცემებში orthodox- იაა,
ადმინისტრაციას მოწიწებით ვთხოვ 'kairos'-ის თხოვნა დააკმაყოფილოთ.
'kairos' - ს კი ვურჩევ სხვის თვალში ბეწვის ძებნას თავი დაანებოს, და ეკლესიის წინაარმდეგ არაკეთილსინდისიერ ქმედებებს თავი დაანებოს, ანუ თავის თვალში უზარმაზარი დირე დაინახოს!

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Dec 21 2007, 04:38 PM

ortodox_iveria

ციტატა
kairos კი ბეწვის ძებნას თავი დაანებოს, და ეკლესიის წინაარმდეგ არაკეთილსინდისიერ ქმედებებს თავი დაანებოს

საკმაოდ მძიმე ბრალდებაა. yes.gif

კონკრეტულად რას გულისხმობთ?

P.S. ნაკლებად სავარაუდოა, რომ KAIROS ან რომელიმე ფორუმელი ეკლესიის წინააღმრდეგ მიმართული არაკეთილსინდისიერი საქმეებით იყოს დაკავებული. მეტი პატივისცემით და სიყვარულით მოვეპყრათ ერთმანეთს.

პოსტის ავტორი: ortodox_iveria თარიღი: Dec 27 2007, 08:05 PM

ციტატა( გიორგი @ Dec 21 2007, 04:38 PM) *

ortodox_iveria

საკმაოდ მძიმე ბრალდებაა. yes.gif

კონკრეტულად რას გულისხმობთ?

P.S. ნაკლებად სავარაუდოა, რომ KAIROS ან რომელიმე ფორუმელი ეკლესიის წინააღმრდეგ მიმართული არაკეთილსინდისიერი საქმეებით იყოს დაკავებული. მეტი პატივისცემით და სიყვარულით მოვეპყრათ ერთმანეთს.



"რომის" კათოლაკე-იეღოვა პაპს გაფიცებ... wink.gif



პოსტის ავტორი: შოთაძე თარიღი: Dec 27 2007, 08:16 PM

ციტატა(ortodox_iveria @ Dec 27 2007, 07:05 PM) *

"რომის" კათოლაკე-იეღოვა პაპს გაფიცებ... wink.gif

უკაცრავად და იქნებ დაასაბუთოთ თქვენი ეგეთი მოხსენიება რომის პაპის მიმართ რას ნიშნავს
მემგონი ამით თქვენ არღვევთ მართლმადიდებლური სწავლებას იმის შესახებ რომ სხვა სარწმუნოების მიმდევრებს შეურაცმყოფა რო არ უნდა მიაყენო მითუმეტეს ქრისტიან კათოლიკეს
იმისთვის ისევე წმინდაა კათოლიკური სწავლება როგორც ჩვენთვის მართლმადიდებლური და კარგი იქნება თუ შეწყვეთ ეგეთ გამოთქმებს და სხვებიც თუ გაითვალისწინებენ კარგი იქნება

და იქნებ დამეხმაროთ ვინმე და მითხრათ შეიძლება თუ არა ასე მოხსენიება კათოლიკე ადამიანის
ჩემის აზრით არამარტო კათოლიკის არამედ სხვა სარწმუნოების მიმდევრების ეგეთი მოხსენიებაც არ შეიძლება

პოსტის ავტორი: ortodox_iveria თარიღი: Dec 27 2007, 08:49 PM

ციტატა(შოთაძე @ Dec 27 2007, 08:16 PM) *

უკაცრავად და იქნებ დაასაბუთოთ თქვენი ეგეთი მოხსენიება რომის პაპის მიმართ რას ნიშნავს
მემგონი ამით თქვენ არღვევთ მართლმადიდებლური სწავლებას იმის შესახებ რომ სხვა სარწმუნოების მიმდევრებს შეურაცმყოფა რო არ უნდა მიაყენო მითუმეტეს ქრისტიან კათოლიკეს
იმისთვის ისევე წმინდაა კათოლიკური სწავლება როგორც ჩვენთვის მართლმადიდებლური და კარგი იქნება თუ შეწყვეთ ეგეთ გამოთქმებს და სხვებიც თუ გაითვალისწინებენ კარგი იქნება

და იქნებ დამეხმაროთ ვინმე და მითხრათ შეიძლება თუ არა ასე მოხსენიება კათოლიკე ადამიანის
ჩემის აზრით არამარტო კათოლიკის არამედ სხვა სარწმუნოების მიმდევრების ეგეთი მოხსენიებაც არ შეიძლება



ეგ უკვე ეკლესიის მიერ ახსნილია საუკუნეების განმავლობაში, ჩემის მხრივ ამის კიდევ უფრო ახსნა ამპარტავნობა იქნება....
ე.წ. "რომის" კათოლაკე-იეღოვა პაპი არის ჩვეულებრივი ერეტიკოსი-სქიზმატი, მეტი არაფერი!... biggrin.gif

თორემ, როგორც პიროვნებასთან არაფერი პრეტენზია არ გამაჩნია, უბრალოდ თავი უნდა დაანებონ ქრისტიანობით სპეკულირება და მანიპულირება...

ჩემთვის როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის ე.წ. "პაპი"- არის უბრალოდ თვითმარქვია, რაც ყველაზე სამწუხაროა და ამძიმებს მის მდგომარეობას...

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Dec 28 2007, 07:51 AM

ortodox_iveria,

ციტატა
ჩემთვის როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის ე.წ. "პაპი"- არის უბრალოდ თვითმარქვია, რაც ყველაზე სამწუხაროა და ამძიმებს მის მდგომარეობას...


და კაიროსი ან გიორგი რა შუაშია პაპის "ასეთობის" გამო? blink.gif

ისე, საინტერესო იქნება (პაპზეც რომ არ დაიფიცონ იმ შემთხვევაშიც), ამხელა ბრალდებას რომ უყენებ თანამემამულეებს და თანამოძმეებს, იქნება დასაბუთებულად ამოაკოპირო ამ ბიჭების ის გამონათქვამები, რომლითაც ჩვენს ეკლესიას და მართლმადიდებლობას "ექიშპებიან"... მორწმუნე კაცი ასე არ საუბრობს, ცილისწამება ისიც ამ მასშტაბით , აქ სასულირო პირებიც შემოდიან და იმათმა ვერ შენიშნეს ამათი "ვერაგობა" და თქვენმა ბრატვამ ამოიცანით? mad.gif კაიროსს და იგივე გიოს ჩემი დაცვა არ ჭირდებათ, მაგრამ ახლობლები არიან და თავს უფლებას ვაძლევ პასუხი გაგცე, მშიშარა და მხდალი არავინაა აქ და მზვერაობას შეეშვით!

პ.ს. კადუნოსელის დადებულ ლინკზე მწერალი "საძმოს" სიაში თუ ხარ, სირცხვილია პატრიარქის ნაკურთხ ფორუმზე მონაწილეობას იღებდეთ.

მაპატიე ძმა, არ მინდა შენნაირად მოვიქცე ცილის წამების ამბავში, და თუ მხოლოდ რაიმეს გავლენით ან ცდომილებით მოგდის ამხელა შეცდომები, დასაბუთებული მსჯელობა ყველაზე კაი გამოსავალია ამ შემთხვევაში, და თუ გამიზნულად ხდება ყოველივე ეს, მაშინაც კი გისურვებ სწორი მიმართულების არჩევას. აქ სიყვარულით ღებულობენ ხალხს და ნუ შექმნი იმის ასოციაციას თუნდაც საკუთარ თავში, რომ ვინმეს სძულხარ.

კარგად ყოფნას გისურვებთ.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Dec 28 2007, 01:35 PM

ბოლობოლო არ ბლოკავენ ამ ადამიანს? ხომ უნდა ქონდეს ყველაფერს საზღვარი??? ადმინისტრაცია ალბათ მძიმე ვირტუალურ მარხვაზეა!

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Dec 28 2007, 02:15 PM

ohmy.gif
გეუბნებით მე თქვენ, კვიპრიანე კართაგენელის ლოცვები უნდა წავუკითხოთ, ნაღდად მოჯადოებულია wink.gif


რა უბედურებაა ეს!

პოსტის ავტორი: inkvizitor თარიღი: Dec 31 2007, 02:45 AM

ციტატა(ortodox_iveria @ Dec 21 2007, 04:46 AM) *

(რომელიც მალე გაქრება)

არაფერიც არ გაქრება მეორედ მოსვლამდე.
პირიქით, ისე გაძლიერდება რო, ბევრი მართლმადიდებელი ინატრებს იქ შესვლას.(ზოგი უკვე ნატრულობს კიდეც.)

პოსტის ავტორი: ortodox_iveria თარიღი: Dec 31 2007, 02:57 AM

ციტატა(staywhite @ Dec 28 2007, 07:51 AM) *

ortodox_iveria,
და კაიროსი ან გიორგი რა შუაშია პაპის "ასეთობის" გამო? blink.gif

ისე, საინტერესო იქნება (პაპზეც რომ არ დაიფიცონ იმ შემთხვევაშიც), ამხელა ბრალდებას რომ უყენებ თანამემამულეებს და თანამოძმეებს, იქნება დასაბუთებულად ამოაკოპირო ამ ბიჭების ის გამონათქვამები, რომლითაც ჩვენს ეკლესიას და მართლმადიდებლობას "ექიშპებიან"... მორწმუნე კაცი ასე არ საუბრობს, ცილისწამება ისიც ამ მასშტაბით , აქ სასულირო პირებიც შემოდიან და იმათმა ვერ შენიშნეს ამათი "ვერაგობა" და თქვენმა ბრატვამ ამოიცანით? mad.gif კაიროსს და იგივე გიოს ჩემი დაცვა არ ჭირდებათ, მაგრამ ახლობლები არიან და თავს უფლებას ვაძლევ პასუხი გაგცე, მშიშარა და მხდალი არავინაა აქ და მზვერაობას შეეშვით!

პ.ს. კადუნოსელის დადებულ ლინკზე მწერალი "საძმოს" სიაში თუ ხარ, სირცხვილია პატრიარქის ნაკურთხ ფორუმზე მონაწილეობას იღებდეთ.

მაპატიე ძმა, არ მინდა შენნაირად მოვიქცე ცილის წამების ამბავში, და თუ მხოლოდ რაიმეს გავლენით ან ცდომილებით მოგდის ამხელა შეცდომები, დასაბუთებული მსჯელობა ყველაზე კაი გამოსავალია ამ შემთხვევაში, და თუ გამიზნულად ხდება ყოველივე ეს, მაშინაც კი გისურვებ სწორი მიმართულების არჩევას. აქ სიყვარულით ღებულობენ ხალხს და ნუ შექმნი იმის ასოციაციას თუნდაც საკუთარ თავში, რომ ვინმეს სძულხარ.

კარგად ყოფნას გისურვებთ.


საინტერესო იქნებოდა საპატრიარქოში ამ საკითხის წამოჭრა?... kanonisti.gif

თორემ ამდენი შეკითხვები?... თან ელემენტარულ საკითხებზე...

ან თქვენ ლაპარაკობთ ეკლესიის სახელით ვინმეს თვითნებური ლოცვა-კურთხევით, ან საერთოდ ყველაფერს ტყუილად იბრალებთ..?[color=#000099] g.gif

იმიტომ რომ საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია ამ საკითხებთან დაკავშირებით ცალსახაა, ჩვენ არ ვლიცულობთ ერეტიკოსებთან, მათ შორის ე.წ. იეჰოვა-პაპთან! madlioba.gif


ციტატა(inkvizitor @ Dec 31 2007, 02:45 AM) *

არაფერიც არ გაქრება მეორედ მოსვლამდე.
პირიქით, ისე გაძლიერდება რო, ბევრი მართლმადიდებელი ინატრებს იქ შესვლას.(ზოგი უკვე ნატრულობს კიდეც.)



ოჰ-ოჰ-ოჰ...

სად შეიყარეთ ამდენი ეკუმენისტი-იეღორელი... opaa.gif

ალბათ ანტიქრისტეს კანდიდატურა უკვე შერჩეული გეყოლებათ?..

პოსტის ავტორი: inkvizitor თარიღი: Dec 31 2007, 02:59 AM

ციტატა
ბოლობოლო არ ბლოკავენ ამ ადამიანს? ხომ უნდა ქონდეს ყველაფერს საზღვარი??? ადმინისტრაცია ალბათ მძიმე ვირტუალურ მარხვაზეა!

ციტატა
გეუბნებით მე თქვენ, კვიპრიანე კართაგენელის ლოცვები უნდა წავუკითხოთ, ნაღდად მოჯადოებულია რა უბედურებაა ეს!

ჩემი აზრით კი გაცილებით მარტივადაა საქმე;-რაც უფრო მეტს გამოეხმაურებით, მით უფრო მეტ ნერვების შლას მიიღებთ.
არსებობს სულიერი ავადმყოფობის ასეთი ფორმაც.
ზოგიერთები ამით საზრდოობენ.
მის პოსტებზე სრული იგნორი, აიძულებს ამ ადამიანს და სხვებსაც იყვნენ კორექტულები.

პოსტის ავტორი: ortodox_iveria თარიღი: Dec 31 2007, 03:02 AM

ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Dec 28 2007, 02:15 PM) *

ohmy.gif
გეუბნებით მე თქვენ, კვიპრიანე კართაგენელის ლოცვები უნდა წავუკითხოთ, ნაღდად მოჯადოებულია wink.gif
რა უბედურებაა ეს!



კათოლაკე იეღოა-პაპს შენთვის სპეციალურად ინტერნეტით შეუკვეთე ეგ ლოცვა (ბევრი გამომართვა!) ინდულგენცია!

სუფთა ყაჩაღია! yvavilebi.gif

პოსტის ავტორი: inkvizitor თარიღი: Dec 31 2007, 03:03 AM

ციტატა
ოჰ-ოჰ-ოჰ...

სად შეიყარეთ ამდენი ეკუმენისტი-იეღორელი...

მაგარი ჩამოსხმა ტიპი ხარ!!!!!
უკვე ვხალისობ

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Dec 31 2007, 03:06 AM

ortodox_iveria
თქვენ რატომ ხართ ასე გაღიზიანებული? მეგობრულად ვილაპარაკოთ... შევეცადოთ თბილად ვისაუბროთ და გამაღიზიანებელი პოსტები არ მივწეროთ ერთმანეთს შეგნებულად.

პოსტის ავტორი: ortodox_iveria თარიღი: Dec 31 2007, 03:09 AM

ციტატა(inkvizitor @ Dec 31 2007, 02:59 AM) *

ჩემი აზრით კი გაცილებით მარტივადაა საქმე;-რაც უფრო მეტს გამოეხმაურებით, მით უფრო მეტ ნერვების შლას მიიღებთ.
არსებობს სულიერი ავადმყოფობის ასეთი ფორმაც.
ზოგიერთები ამით საზრდოობენ.
მის პოსტებზე სრული იგნორი, აიძულებს ამ ადამიანს და სხვებსაც იყვნენ კორექტულები.



შენ ნამდვილი ინკვიზიტორი ხარ? მერე დამიპყარი... isrebi.gif

ციტატა( გიორგი @ Dec 31 2007, 03:06 AM) *

ortodox_iveria
თქვენ რატომ ხართ ასე გაღიზიანებული? მეგობრულად ვილაპარაკოთ... შევეცადოთ თბილად ვისაუბროთ და გამაღიზიანებელი პოსტები არ მივწეროთ ერთმანეთს შეგნებულად.



აი მესმის გიორგი, მგონი ყინული დაიძრა...



friends.gif



პოსტის ავტორი: inkvizitor თარიღი: Dec 31 2007, 03:22 AM

ციტატა
შენ ნამდვილი ინკვიზიტორი ხარ? მერე დამიპყარი... isrebi.gif

biggrin.gif 58.gif

პოსტის ავტორი: ortodox_iveria თარიღი: Dec 31 2007, 03:27 AM

ციტატა(inkvizitor @ Dec 31 2007, 03:22 AM) *

biggrin.gif 58.gif



კიდევ კარგი დედიკოებში იწერები, თორემ ბებიებში, თან შინაბერა... ჰო-ჰო-ჰო! zafxuli.gif

პოსტის ავტორი: შოთაძე თარიღი: Dec 31 2007, 03:39 AM

ციტატა(ortodox_iveria @ Dec 27 2007, 07:49 PM) *

ეგ უკვე ეკლესიის მიერ ახსნილია საუკუნეების განმავლობაში, ჩემის მხრივ ამის კიდევ უფრო ახსნა ამპარტავნობა იქნება....
ე.წ. "რომის" კათოლაკე-იეღოვა პაპი არის ჩვეულებრივი ერეტიკოსი-სქიზმატი, მეტი არაფერი!... biggrin.gif

თორემ, როგორც პიროვნებასთან არაფერი პრეტენზია არ გამაჩნია, უბრალოდ თავი უნდა დაანებონ ქრისტიანობით სპეკულირება და მანიპულირება...

ჩემთვის როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის ე.წ. "პაპი"- არის უბრალოდ თვითმარქვია, რაც ყველაზე სამწუხაროა და ამძიმებს მის მდგომარეობას...


არ გეგონოს რომ მე ვარ კათოლიკე ან სხვა სარწმუნოების მიმდევარი ვარ მართლმადიდებელი და შეძლებისდაგვარად ვცხოვრობ ეკლესიურად
კიდევ მინდა შეგახსენოთ რომ თქვენი დამოკიდებულება არის სხვა სარწმუნოების მიმდევრისთვის არამართლმადიდებლური და ეს იმიტომ რო თქვენ ჯერ კათოლიკეეებს მიაყენე შეურაცმყოფა და შეურაცმყოფა იმიტომ რო ისინი ეგრე თვლიან რო თვითონ არიან ჭეშმარიტი სარწმუნოების მიმდევრები და შემდეგ ჩვენ მოგვაყენე შეურაწმყოფა და გვიწოდე არამართლმადიდებლები და კიდევ შენ თუ მართლმადიდებელი ხარ და ეცნობი წმინდა მამების და ეკლესიის სწავლებას შენ კატეგორიულად გეკრძალება სხვისი განსჯა
შეიძლება შენთან შედარებით ბავშვი ვარ მაგრამ ის მესმის რომ მართლმაადიდებელ ადამიანს არ აქვს უფლება სხვისი განსჯის და შენც თუ ეგრე მოიქცევი უკეთესი იქნება smile.gif


პოსტის ავტორი: ortodox_iveria თარიღი: Dec 31 2007, 03:50 AM

ციტატა(შოთაძე @ Dec 31 2007, 03:39 AM) *

არ გეგონოს რომ მე ვარ კათოლიკე ან სხვა სარწმუნოების მიმდევარი ვარ მართლმადიდებელი და შეძლებისდაგვარად ვცხოვრობ ეკლესიურად
კიდევ მინდა შეგახსენოთ რომ თქვენი დამოკიდებულება არის სხვა სარწმუნოების მიმდევრისთვის არამართლმადიდებლური და ეს იმიტომ რო თქვენ ჯერ კათოლიკეეებს მიაყენე შეურაცმყოფა და შეურაცმყოფა იმიტომ რო ისინი ეგრე თვლიან რო თვითონ არიან ჭეშმარიტი სარწმუნოების მიმდევრები და შემდეგ ჩვენ მოგვაყენე შეურაწმყოფა და გვიწოდე არამართლმადიდებლები და კიდევ შენ თუ მართლმადიდებელი ხარ და ეცნობი წმინდა მამების და ეკლესიის სწავლებას შენ კატეგორიულად გეკრძალება სხვისი განსჯა
შეიძლება შენთან შედარებით ბავშვი ვარ მაგრამ ის მესმის რომ მართლმაადიდებელ ადამიანს არ აქვს უფლება სხვისი განსჯის და შენც თუ ეგრე მოიქცევი უკეთესი იქნება smile.gif




კაი ბიჭი ხარ, ემაგრე მოიქეცი...

ოღონდ ე.წ. "კათოლიკე" მწვალებლების, ემაგრე დაცვა არ არის აუცილებელი, მათ კისერზე უამრავი ათონელი წმ. მამის სისხლია...

სხვა მხრივ, მინდა რომ კაი მართლმადიდებლები გაიზარდოთ.., კაი ქართველები, მართალი ადამიანები.., ეგ არის მთავარი...

პოსტის ავტორი: inkvizitor თარიღი: Dec 31 2007, 03:50 AM

ციტატა
კიდევ კარგი დედიკოებში იწერები, თორემ ბებიებში, თან შინაბერა... ჰო-ჰო-ჰო! zafxuli.gif

კაცოოოო!!!!!!! იუმორის გრძნობა შენც კი გქონია და ზევით იმ პოსტებს რო წერდი რამ გაგაბრაზა ასე?

ისე ბოლო ჟამის ქრისტიანები ცოტა ფეთქებადი ხასიათებისანი ვართ და ერთმანეთს კი არ უნდა ვჭამდეთ, ერთად უნდა ვჭამდეთ ჩვენს მტერს.(ახლა კანიბალობა არ დამაბრალოთ) biggrin.gif wink.gif

ისე ცნობისათვის;-ეს ფორუმია და არა სამლოცველო სახლი, და აქ ყველას შეუძლია დაპოსტოს, მიუხედავად იმისა პატრიარქის ნაკურთხია ეს ფორუმი თუ რაც არ უნდა იყოს, და ყველა ვალდებულია (ვალდებული) თავშეკავებული იყოს სხვა რელიგიის აღმსარებლებთან მიმართებაში.
я так думаю. thumbs.gif hi.gif

პოსტის ავტორი: შოთაძე თარიღი: Dec 31 2007, 04:14 AM

ციტატა(ortodox_iveria @ Dec 31 2007, 02:50 AM) *

კაი ბიჭი ხარ, ემაგრე მოიქეცი...

ოღონდ ე.წ. "კათოლიკე" მწვალებლების, ემაგრე დაცვა არ არის აუცილებელი, მათ კისერზე უამრავი ათონელი წმ. მამის სისხლია...

სხვა მხრივ, მინდა რომ კაი მართლმადიდებლები გაიზარდოთ.., კაი ქართველები, მართალი ადამიანები.., ეგ არის მთავარი...


შენ გგონია რო მე რო მოგიცოდებ სხვა აღმსარებლობის შეურაწმყოფის შეწყვეტას ეგ მართლმადიდებლობის უარყოფა არის? მაშინ ავიღოთ იარაღი და 5 მილიარდზე მეტი არამართლმადიდებელია და დანარჩენი მართლმადიდებელი ვინც არის ვიომოთ? სიმართლე თუ გინდა ძაან ცუდად ფიქრობ ბოროტებას ბოროტებით ვერ დაამარცხებ და თუ ეგრე გული გტკივა იმათზე ვინც არ არიან მართლმადიდებლები შენი სარწმუნოება დაანახე ისე რომ ის ადამიანიც გახდეს მართლმადიდებელი შეურაწმყოფით საკუთარ თავს ავნებ სხვას კი არაფერს

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Dec 31 2007, 05:10 AM

შოთაძე, კათოლიკების პატივისცემას იმას როგორ ასწავლი, ვინც მართლმადიდებლებსაც არ ინდობს? არის სადმე რაიმე ზღვარი?!

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Dec 31 2007, 07:58 AM

ციტატა(ortodox_iveria @ Dec 30 2007, 11:57 PM) *

საინტერესო იქნებოდა საპატრიარქოში ამ საკითხის წამოჭრა?... kanonisti.gif

თორემ ამდენი შეკითხვები?... თან ელემენტარულ საკითხებზე...

ან თქვენ ლაპარაკობთ ეკლესიის სახელით ვინმეს თვითნებური ლოცვა-კურთხევით, ან საერთოდ ყველაფერს ტყუილად იბრალებთ..? g.gif

იმიტომ რომ საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია ამ საკითხებთან დაკავშირებით ცალსახაა, ჩვენ არ ვლიცულობთ ერეტიკოსებთან, მათ შორის ე.წ. იეჰოვა-პაპთან! madlioba.gif
ოჰ-ოჰ-ოჰ...

სად შეიყარეთ ამდენი ეკუმენისტი-იეღორელი... opaa.gif

[color=#660000]ალბათ ანტიქრისტეს კანდიდატურა უკვე შერჩეული გეყოლებათ?..




და ისა, შენ ე.წ. ლევი ბოკი-ს გამოთქმის შესახებ გსმენია რამე? ნებისმიერ შემთხვევაში კარგად იმუშავებს შენზე, თუ მასეთ "ხალისს" კიდევ გააგრძელებ. და აქ გოგონებს მასხრად აგდებას თუნდაც იდეაში თუ დაუპირებ კიდევ ( აქ ხალხის რწმენას და თვით მოძღვარს კაი ხანია შეურაცხყოფას აყენებ და კიდევ დათმენით გელაპარაკება ხალხი ), მაშინ სწორედ ეგ იქნება სპრავედლივი იტოგ -> ლევი ბოკ.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Dec 31 2007, 01:37 PM

ortodox_iveria

ციტატა
ჩემთვის როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის ე.წ. "პაპი"- არის უბრალოდ თვითმარქვია, რაც ყველაზე სამწუხაროა და ამძიმებს მის მდგომარეობას...

პატივცემულო,

სხვა სარწმუნოების შეურაცხყოფის გამო ვორნი! ეს ერთი...

ახლა მეორე - რომის პაპი თუ ეგრეთ წოდებულია, მაშინ ასეთი კითხვა მექნება შენთან: ვინ არის რომის მართლმადიდებელი მღვდელმთავარი, ანუ ვის თვლი შენ პეტრე მოციქულის საყდრის კანონიერ მპყრობელად? wink.gif


პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Dec 31 2007, 04:17 PM

ციტატა(ortodox_iveria @ Dec 31 2007, 12:09 AM) *

შენ ნამდვილი ინკვიზიტორი ხარ? მერე დამიპყარი... isrebi.gif
აი მესმის გიორგი, მგონი ყინული დაიძრა...
friends.gif


მდა-სს smile.gif

ეს "დამიპყარი"-ც რა ბედენაა smile.gif ( მეც ეგ გამახსენდა რაც თქვენ rolleyes.gif )

პ.ს მე მგონი ინკვიზიტორი მართალია იგნორის ამბავში.



პოსტის ავტორი: ortodox_iveria თარიღი: Jan 1 2008, 03:24 AM

ციტატა(კანონისტი @ Dec 31 2007, 01:37 PM) *

ortodox_iveria

პატივცემულო,

სხვა სარწმუნოების შეურაცხყოფის გამო ვორნი! ეს ერთი...

ახლა მეორე - რომის პაპი თუ ეგრეთ წოდებულია, მაშინ ასეთი კითხვა მექნება შენთან: ვინ არის რომის მართლმადიდებელი მღვდელმთავარი, ანუ ვის თვლი შენ პეტრე მოციქულის საყდრის კანონიერ მპყრობელად? wink.gif



დიდი მადლობა გაფრთხილებისთვის, madlioba.gif ისე მაგარი არასპრავედლივი ხალხი ხართ... fiqri.gif

პასუხად შემოგთავაზებთ ეკლესიის პოზიციას:

ჟურნალი "გუმბათი" #14, 24 - 30 დეკემბერი, 2007 წელი

ინტერვიუ სამების ტაძრის დიაკონ მირიან სხირტლაძესთან " რა განსხვავებაა მართლმადიდებლობასა და კათოლიციზმს შორის?"

ამონარიდი:
"ვიმედოვნებ, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია, ისევ და ისევ დედა ეკლესიის სიმშვიდისა და დაურღვევლობის მიზნით, არასოდეს გახდება გრიგორიანული კალენდრის მიმდევარი." "თუკი საქართველოში მოხდება ახალი სტილის შემოღება, მას ბევრი არ დაეთანხმება, მათ შორის, მეც."
"დავიწყოთ იქიდან, რომ პაპისტების აზრით, რომის პაპი შეუცდომელია. ისინი იყენებენ უფუარ (საფუარის გარეშე) პურს, რომელზეც ხდება წირვის (მისტალოღიის) შესრულება." "ჩვენსა და მათს შორის დიდი უფსკრულია დოგმატურ საკითხებსიც."
"როგორც დასაწყისში აღვნიშნე, ჩვენი შერიგება არასდროს მოხდება,.. "


გაგრძელება იქნება... umnik3.gif

p.s. და საერთოდ მოეშვით ამ უმიზეზო გაფრთხილებებს, თუ არ გაქვთ პასუხი, უბრალოდ გაჩუმდით, ან დაეთანხმეთ ოპპონენტს... ხოლო რაც შეეხება შეურაცხყოფებს, ამაზე დიდი შეურაცხყოფა რა გინდა, თქვენი უსამართლო მოქმედება?...

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Jan 1 2008, 03:33 AM

ortodox_iveria ჩვენთან კალენდრის შეცვლას არავინ აპირებს და რაზე კამათობთ
biggrin.gif

პოსტის ავტორი: ილია თარიღი: Jan 1 2008, 03:35 AM

ortodox_iveria
გილოცავ ახალწელს biggrin.gif

პოსტის ავტორი: ortodox_iveria თარიღი: Jan 1 2008, 03:46 AM

ციტატა(ილია @ Jan 1 2008, 03:35 AM) *

ortodox_iveria
გილოცავ ახალწელს biggrin.gif



დღეს 19 დეკემბერია, რის ახალი წელი, რა ახალი წელი, კომუნისტი ხომ არ გგონივარ?... wacko.gif

ერთ კვირაში ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულია!..

ახლა არ მითხრათ თქვენს უფლებებს ვარღვევ...

ქრისტეშობიდან 2008 წელს დამთავრდება კომუნისტების ეს ვაკხანალია!
როცა ადამიანებმა არ იციან რას ზეიმობენ...




პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jan 1 2008, 03:56 AM

ციტატა
დღეს 19 დეკემბერია, რის ახალი წელი, რა ახალი წელი, კომუნისტი ხომ არ გგონივარ?...



მთელი ფორუმი კომუნისტია biggrin.gif პატრიარქიც კომუნისტია biggrin.gif შენ ხარ წმინდა biggrin.gif
ბოდიშს რატომ არ იხდი შეურაცხყოფებისათვის? არ მოგასვენებ სქიზმაში თუ ხარ თქვი, თუ არა ხარ მაშინ სისულელეებს შეეშვი...
ამდენ ხანს თუ გაგაჩერებდნენ ნამდვილად არ მეგონა, თუმცა ახალი წელია და ნამდვილად არ მცალია შენთვის biggrin.gif

მრავალს დაესწარითო პატრიარქმააა smile.gif

პოსტის ავტორი: ortodox_iveria თარიღი: Jan 1 2008, 04:13 AM

ციტატა(KAIROS @ Jan 1 2008, 03:56 AM) *

მთელი ფორუმი კომუნისტია biggrin.gif პატრიარქიც კომუნისტია biggrin.gif შენ ხარ წმინდა biggrin.gif
ბოდიშს რატომ არ იხდი შეურაცხყოფებისათვის? არ მოგასვენებ სქიზმაში თუ ხარ თქვი, თუ არა ხარ მაშინ სისულელეებს შეეშვი...
ამდენ ხანს თუ გაგაჩერებდნენ ნამდვილად არ მეგონა, თუმცა ახალი წელია და ნამდვილად არ მცალია შენთვის biggrin.gif

მრავალს დაესწარითო პატრიარქმააა smile.gif



პატრიარქმა ურწმუნო ხალხს მიულოცა, ის რაც მათ სწამთ, თუმცა ეს დროებითი მოვლენაა!...

დღეს 19 დეკემბერია, რის ახალი წელი, რა ახალი წელი, კომუნისტი ხომ არ გგონივარ?... wacko.gif

ერთ კვირაში ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულია!..

ახლა არ მითხრათ თქვენს უფლებებს ვარღვევ...

ქრისტეშობიდან 2008 წელს დამთავრდება კომუნისტების ეს ვაკხანალია!

როცა ადამიანებმა არ იციან რას ზეიმობენ...


სქიზმაში თავად ბრძანდები, რადგან არ აღიარებ მართლმადიდებელი ეკლესიის პრიორიტეტებს!

და სხვების მაგივრად ლაპარაკს შეეშვი, შენს თავზე ილაპარაკე

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jan 1 2008, 04:37 AM

მეც ვულოცავ ყველას , ვინც ზეიმობს,მრავალს დაესწარით!

ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს ახალ წელს, დილას მოვედი დაღლილი და ცოტა საქმეები, მერე დავიძინე , ახლა ღრიანცელმა გამომაღვიძა, 15 ახალგაზრდაა მინიმუმ ჩემს სახლში და უსმენენ ტრანსს და ისვრიან "რაკეტებს", მხიარულობენ, ბიჭების მეგობრები, მე კი მარტოდ და საძინებელში აგერ თქვენთან ვარ smile.gif ... და ვუსმენ ლუბეს "სოლდატ" biggrin.gif

პ.ს. 2-3 კი დამპატიჟა მათთან, მაგრამ თავაზიანი უარი ვუთხარი, სუვენირივით ხომ ვერ ვიჯდები სუფრასთან და ვუყურებ პიანკას biggrin.gif

გილოცავთ თქვენ და ყველას!

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jan 1 2008, 04:45 AM

ციტატა
პატრიარქმა ურწმუნო ხალხს მიულოცა

ნუ ლოგიკის მეფე ხარ biggrin.gif რაო თქვე საზიზღარო ურწმუნოებო გილოცავთო biggrin.gif როდის მერე პატრიარქი მიულოცავს ულოცავდა? biggrin.gif რეებს წერ, რეებს ფიქრობ, სადა ხარ ???

ისე დაათვალიერე ისე ფორუმი, და მიხვდები, რომ ახალ წელს აქ დღევანდელ დღეს ყველა აღნიშნავს და ურწმუნოებს ნუ გვიძახი ერთი და სქიზმას შეეშვი, 2008-ში არცერთ შენს ალოგიზმს და შეურაცხყოფას არ გავატარებთ უკომენტაროდ... შეეშვი ამ აბსურდებს!

რწმენა და ახალი წელიო biggrin.gif აბა თუ მეტყვი ვინ დააწესა 1 იანვარი? biggrin.gif

ეეეჰ, მაინც გილოცავ, ოდესმე მაინც მიხვდები სადა ხარ...

მრავალს დაესწარით "ურწმუნოებოო!" biggrin.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jan 1 2008, 05:00 AM


პ.ს.

აბა ერთი შეიჭყიტე აქა და ნახავ პატრიარქი როგორ ულოცავ "ურწმუნოებს" ახალ წელს, სულ ეპისტოლეები წერა

http://www.orthodoxy.ge/patriarqi/sarchevi.htm


საახალწლო ეპისტოლე (1978, 1979, 1980, 1981, 1982, 1983, 1984, 1985, 1986, 1987, 1988, 1989, 1990)


აბა იკითხე, იკითხე, აქ ალოგიზმების და შეურაცხყოფებების წერას იმ ეპისტოლეების კითხვა გიჯობს, აბა მაინც გილოცავ ახალ წელს!

(სხვადასხვა თოფიქებში ერთიდაიგივეს ვუმეორებ ამ ჩვენს დაბნეულ იუზერს, მერე მიასუფთავებს იმედია მოდერი და ამას ცოტა ხანი დაბანვაც არ აწყენდა ისე wink.gif )

ციტატა
გილოცავთ თქვენ და ყველას!



უხ, შე ურწმუნო biggrin.gif მეც გილოცავ!!!

იხარე!

კაიროსი!

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jan 1 2008, 02:51 PM

ortodox_iveria
შვილო (სხვანაირ მიმართვას ვერ ვიღებ) პროფილში რომ გიწერია დაბადების თარიღად 1975 წლის 3 იანვარი, როგორ გაბედე გრიგოლის წაბილწული კალენდრით მითითება? tongue.gif მანდ უნდა გეწეროს 1974 წლის 21 დეკემბერი, "ჭეშმარიტი კალენდრის" მიხედვით

laugh.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif

ასე რომ, ჯერ თავს მიხედე და მერე გადადი სხვაზე. პატრიარქის შეურაცხყოფას თუ კვლავ გააგრძელებ, შენი ვორნები უკვე ბანად (ქართული ტაძარი ტაოში არ გეგონოს, ცუდი რამეა ეს ბანი tongue.gif ) გადაიქცევა

გეიგე??

ციტატა
სქიზმაში თავად ბრძანდები, რადგან არ აღიარებ მართლმადიდებელი ეკლესიის პრიორიტეტებს!

მომხედე აგერ! შენ "მეძველსტილეების" სქიზმა თუ გაგიგია? აბა ჩამომიწერე (თუკი მოძებნი) 3 განსხვავება შენსა და მას შორის? mad.gif

პოსტის ავტორი: ortodox_iveria თარიღი: Jan 1 2008, 11:04 PM

ციტატა(კანონისტი @ Jan 1 2008, 02:51 PM) *

ortodox_iveria
შვილო (სხვანაირ მიმართვას ვერ ვიღებ) პროფილში რომ გიწერია დაბადების თარიღად 1975 წლის 3 იანვარი, როგორ გაბედე გრიგოლის წაბილწული კალენდრით მითითება? tongue.gif მანდ უნდა გეწეროს 1974 წლის 21 დეკემბერი, "ჭეშმარიტი კალენდრის" მიხედვით

laugh.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif

ასე რომ, ჯერ თავს მიხედე და მერე გადადი სხვაზე. პატრიარქის შეურაცხყოფას თუ კვლავ გააგრძელებ, შენი ვორნები უკვე ბანად (ქართული ტაძარი ტაოში არ გეგონოს, ცუდი რამეა ეს ბანი tongue.gif ) გადაიქცევა

გეიგე??
მომხედე აგერ! შენ "მეძველსტილეების" სქიზმა თუ გაგიგია? აბა ჩამომიწერე (თუკი მოძებნი) 3 განსხვავება შენსა და მას შორის? mad.gif



ნუ ვარდებით, და დაბანვით ნუ იქადნით, ეს ურწმუნოთა სისუსტეა, იდეოლოგიური ოპპონენტის გაჩუმება, უსინდისო მეთოდებით...

თუმცა რას გედავებით, კომუნისტურ-სქიზმატპაპისზმუსის კალენდარულ წესს ისე ჩამოეკიდეთ, ტომი და ჯერის მაგნიტიც ვერ გაგაშველებთ...ხი-ხი-ხი!

კაიროსო, რო ამბობ, 1 იანვარი ვინ დააწესაო, მე მიგიხვდი რომ შენ თავად არ იცი ვინ დააწესა...

ხი-ხი-ხი... არ თქვა ლენინმა დააწესა 19 დეკემბერს ახალი წელი... ხი-ზი-ლა-ხიიიიიიიიიი.....

თუ ვერ მიპასუხებ სწორად, ვიტოვებ უფლებას პატარათი გაგინაწილო ჩემი ცოდნა....


სე რა კარგად დაგიხვეწიათ ტემა, მე მგონი სავლე მალე პავლედ იქცევა და სარწმუნოების დასცავად ჩვენც გაგვისწრებთ... (ვგულისხმობ 1974 წლის 21 იანვარს) საღოლ თქვენ!



პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jan 2 2008, 01:13 AM

ციტატა
კაიროსო, რო ამბობ, 1 იანვარი ვინ დააწესაო, მე მიგიხვდი რომ შენ თავად არ იცი ვინ დააწესა...


ნუ წერ ჰაერზე და კანონისტსაც ნუ ეთამაშები biggrin.gif მაგაზე კაიროსმა და ბევრმა უკვე წერა,დაათვალიერე "კალენდრის " თემა და შეეშვი სქიზმატებს!


ციტატა
თუმცა რას გედავებით, კომუნისტურ-სქიზმატპაპისზმუსის კალენდარულ წესს ისე ჩამოეკიდეთ, ტომი და ჯერის მაგნიტიც ვერ გაგაშველებთ...ხი-ხი-ხი!


ამა სკი ჩვენი ეკლესიის შეურაცხყოფად ვღებულობთ, რადგან იგი ევქარისტიულ კავშირშია ვინც ამ ახალ ან შერეულ სტილზეა!
ოხოხო, რას გიშველიდა ერთი 2 კვირიანი ბანიიიი biggrin.gif

პოსტის ავტორი: ortodox_iveria თარიღი: Jan 2 2008, 01:58 AM

ციტატა(KAIROS @ Jan 2 2008, 01:13 AM) *

ნუ წერ ჰაერზე და კანონისტსაც ნუ ეთამაშები biggrin.gif მაგაზე კაიროსმა და ბევრმა უკვე წერა,დაათვალიერე "კალენდრის " თემა და შეეშვი სქიზმატებს!
ამა სკი ჩვენი ეკლესიის შეურაცხყოფად ვღებულობთ, რადგან იგი ევქარისტიულ კავშირშია ვინც ამ ახალ ან შერეულ სტილზეა!
biggrin.gif



ქართულიმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ცალსახად განაცხადა, რომ იგი ემიჯნება ყოველგვარ ცთომილებას, და გთხოვ, ნუ ინტრიგანობ უაზროდ, ჩვენი ეკლესია არასოდეს გახდება ლენინ I- ვალოდია II პაპუსას ნახელავი, მახინჯი კალენდრის მიმდევარი!

ციტატა(KAIROS @ Jan 2 2008, 01:13 AM) *

ნუ წერ ჰაერზე და კანონისტსაც ნუ ეთამაშები biggrin.gif მაგაზე კაიროსმა და ბევრმა უკვე წერა,დაათვალიერე "კალენდრის " თემა და შეეშვი სქიზმატებს!
biggrin.gif



ბარემ ლენინის მავზოლეუმთან ღამისთევებიც ხომ არ დავაწესოთ?

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jan 2 2008, 05:27 AM

ციტატა
ნუ ინტრიგანობ უაზროდ



ოოოჰოოჰ, როგორ უახლოვდები ამ უზრდელობებით დაბანვას...

ციტატა
ჩვენი ეკლესია არასოდეს გახდება ლენინ I- ვალოდია II პაპუსას ნახელავი, მახინჯი კალენდრის მიმდევარი!


ეს გამოძინებულზე დაწერე, თუ ახალგაღვიძებულზე? biggrin.gif იცი თუ არა შენ სქიზმატების მიმდევარო იუზერო, რომ საქართველოს ეკლესია გადასული იყო სრულიად ახალ სტილზე? აბა, უზრდელობების გარეშე თუ შეძლებ ისე დამიწერე, შეცდა მაშინ ეკლესია? smile.gif

და კიდევ, იუზერ-სქიუზერო ( ახალი ტერმინია ისე biggrin.gif) იცი თუ არა შენ რომ ჩვენს ეკლესიას აქვს ევქარისტიული კავშირი კონსტანტინეპოლის ( და სხვა ეკლესიებთან) რომლებიც შობას 25 დეკემბერს დღესასწაულობენ და ფინეთის ეკლესიასთან , რომელიც აღდგომასაც გრეგორიანული ( და არა ლენინური, როგორც იგონებ) კალენდრით ხვდება? აბა თუ შეძლებ ისე დამიწერე ცდება ჩვენი ეკლესია და წვალებაშია რომელიმე ეკლესია შერეული ან ახალი სტილის კალენდრის გამო?

ჰა, იუზერო, მალე დაბანვას გამოკრავ ხელს, ასე რომ ან ტერმინოლოგია შეცვალე ან არრივედერჩი biggrin.gif

გამოფხიზლიდი-თი;

კაიროსი!

პოსტის ავტორი: ortodox_iveria თარიღი: Jan 2 2008, 06:27 PM

ციტატა(KAIROS @ Jan 2 2008, 05:27 AM) *

იცი თუ არა შენ სქიზმატების მიმდევარო იუზერო, რომ საქართველოს ეკლესია გადასული იყო სრულიად ახალ სტილზე? და კიდევ, იუზერ-სქიუზერო



ზღაპრების წერა ვინ გასწავლა ლენინიუს-პაპიუსის-შვილობილო!

საქართველოს ეკლესია არასოდეს არ გადასულა ახალ სტილზე, ეს ლენინიუს-პაპიუსების ზღაპარია! ან ბოროტი სურვილი...







პოსტის ავტორი: მამა ირაკლი თარიღი: Jan 2 2008, 06:50 PM

ციტატა(ortodox_iveria @ Jan 2 2008, 06:27 PM) *

ზღაპრების წერა ვინ გასწავლა ლენინიუს-პაპიუსის-შვილობილო!

საქართველოს ეკლესია არასოდეს არ გადასულა ახალ სტილზე, ეს ლენინიუს-პაპიუსების ზღაპარია! ან ბოროტი სურვილი...


რამდენჯერმე რაღაცა გკითხე და არ გამეცი პასუხი! უბრალოდ მაინტერესებს ვინ არის შენი მოძღვარი და მასაც ასე უყურადგებოდ ტოვებ ხოლმე რამეს რომ გიკითხება?ასე რომ მართლმადიდებლობაზე საუბრის არანაირი უფლება არ გაქვს საერთოდ თუ ასე იქცევი!

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jan 2 2008, 07:28 PM

ortodox_iveria
გინდა ურწმუნოთა შიშად ჩათვალე, გინდა პაპისტების დავალებად და გინდა ლენინის სულის გამოძახილად, ქვემოთ მოყვანილ 4 სავსებით სამართლიან კითხვას არ უპასუხებ, მიიღებ ბანს მართლმადიდებლური სარწმუნოების შეურაცხყოფისათვის

1. ვინ არის შენი მოძღვარი და სად მსახურობს?
2. გაქვს თუ არა რამე საეკლესიო განათლება, თუ ყოველივე ზემოთქმულს თვითშემოქმედების საფუძველზე ამტკიცებ?
3. დოგმატურად და კანონიკურად უცდომელი არის მსოფლიო კრება. შენ ბრალს დებ კაიროსს და სხვებს სხვა კალენდრის მოწონების გამო სქიზმასა და მწვალებლობაში. მსოფლიო კრების რომელი კანონი ადასტურებს ამას?
4. გრიგორიანულ და ე.წ. "შესწორებულ იულიანურ" კალენდარზე არის ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების უმრავლესობა, რომლებთანაც ევქარისტიული კავშირი აქვს ჩვენს ეკლესიას. თუკი იულიანურის გარდა, სხვა კალენდრით სარგებლობა არის მძიმე დანაშაული, რით აიხსნება ჩვენი საპატრიარქოს ხსენებული ურთიერთობა და რისკენ მოგვიწოდებ?

ველი დაუყოვნებლივ პასუხებს, 2 დღის ვადაში....

პოსტის ავტორი: ortodox_iveria თარიღი: Jan 2 2008, 11:05 PM

ციტატა(კანონისტი @ Jan 2 2008, 07:28 PM) *

ortodox_iveria
გინდა ურწმუნოთა შიშად ჩათვალე, გინდა პაპისტების დავალებად და გინდა ლენინის სულის გამოძახილად, ქვემოთ მოყვანილ 4 სავსებით სამართლიან კითხვას არ უპასუხებ, მიიღებ ბანს მართლმადიდებლური სარწმუნოების შეურაცხყოფისათვის

1. ვინ არის შენი მოძღვარი და სად მსახურობს?
2. გაქვს თუ არა რამე საეკლესიო განათლება, თუ ყოველივე ზემოთქმულს თვითშემოქმედების საფუძველზე ამტკიცებ?
3. დოგმატურად და კანონიკურად უცდომელი არის მსოფლიო კრება. შენ ბრალს დებ კაიროსს და სხვებს სხვა კალენდრის მოწონების გამო სქიზმასა და მწვალებლობაში. მსოფლიო კრების რომელი კანონი ადასტურებს ამას?
4. გრიგორიანულ და ე.წ. "შესწორებულ იულიანურ" კალენდარზე არის ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების უმრავლესობა, რომლებთანაც ევქარისტიული კავშირი აქვს ჩვენს ეკლესიას. თუკი იულიანურის გარდა, სხვა კალენდრით სარგებლობა არის მძიმე დანაშაული, რით აიხსნება ჩვენი საპატრიარქოს ხსენებული ურთიერთობა და რისკენ მოგვიწოდებ?

ველი დაუყოვნებლივ პასუხებს, 2 დღის ვადაში....





უსამართლო მითხოვნაა, მაგრამ შევეცდები გაგცეთ პასუხი, ისე კარცერში მგონია თავი, ლენინიუსის თუ არა, გიტლერის რა ხართ, ადამიანს არჩევანს რომ არ უტოვებთ!...

პილატეს სამსჯავროა, თუ სინედრიონი?!

ისე ეს ლენინიუს I პაპიუსის შვილობილები, ძაან აგრესიულები ხართ...

რატომ არ გინდათ მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ დაწესებული დღესასწაულთა ჟამთაღნუსვის მიღება, და მაინც და მაინც ერეტიკულისკენ მიგიწევთ გული...

ისე იუდასაც თქვენნაირი მიდრეკილებები გააჩნდა.., ხა-ხა-ხა..................

მიუხედავად ამგვარი პირდაპირობისა, მაინც არ მსურს თქვენნთან დამშვიდობება...

ხომ გაგიგიათ, მოყვარეს პირში უძრახე...........

პაზოტო და სონღულაშვილი მომიკითხეთ, საწადელს ვერ მიაღწევენ!

აბა დამდეგ შობა-ახალ წელს გილოცავთ ლენინიუსპაპიუსებო! biggrin.gif

არ გეწყინოთ, მაგრამ თქვენ პათოსს ვპასუხობ...


დღეს, 2007 წლის, ქრისტეშობის 20, ოთხშაბათი


პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jan 2 2008, 11:13 PM

რახან მოყვარეს პირში უნდა ვუძრახოთ, აბა, მაშინ:


ვაი, შენს პატრონს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ნეტა 5 წუთი აქაურობის მოდერატორი გამხადა biggrin.gif

პოსტის ავტორი: მამა ირაკლი თარიღი: Jan 2 2008, 11:21 PM

სამწუხარად ორტოდოX მაგის პასუხი არასოდეს ექნება!

პოსტის ავტორი: ortodox_iveria თარიღი: Jan 2 2008, 11:25 PM

ციტატა(მამა ირაკლი @ Jan 2 2008, 11:21 PM) *

სამწუხარად ორტოდოX მაგის პასუხი არასოდეს ექნება! რა გჭრს ადამიანო!ასე რამ შეგაძულა ხალხი!
რაგაცამ გაგაბოროტა ალბათ და ამიტომ ფსევდო მართმადიდებლობას ხარ ამოფარებული!
სინამდვილეში კი ფარისეველი და კაცთმოძულე ხარ ალბათ!
ღმერთმა გიშველოს!



მე არავინ არ მძულს, უბრალოდ ვცდილობ დავიცვა ქართული ეკლესიი პოზიცია, მოვახსენო ახალგაზრდებს რომ ნუ აყვებით ერეტიკოსებს!


მე გთხოვთ სხვა მოძღვრებს შეურაცხოფას ნუ მიაყენმებთ, თუ მართლმადიდებელი ხართ!

აბა დამდეგ შობა-ახალ წელს გილოცავთ !
biggrin.gif

პოსტის ავტორი: მამა ირაკლი თარიღი: Jan 2 2008, 11:28 PM

შენი დასაცავი არაფერი ჭირს!
შენზე მეტი მიკეტებია მაინც!
და მ ინდა გითხრა რომ უარეს სამსახურს ეწევი!
ან განგებ ან უცოდინარობით!

ისე კი იმის მეტს კველაფერს აკეთებ რასაც მარათლმადიდებელი უნდა აკეთებდეს!
ზლივს გამხადე პასუხის გირსი!

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jan 2 2008, 11:28 PM

ortodox_iveria
ერთ ინდივიდს მაგონებ laugh.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jan 2 2008, 11:30 PM

ციტატა(ნათია @ Jan 3 2008, 12:28 AM) *

ortodox_iveria
ერთ ინდივიდს მაგონებ laugh.gif

ჰო, თუმცა მეეჭვება

პოსტის ავტორი: მამა ირაკლი თარიღი: Jan 2 2008, 11:30 PM

შენ თითქმის ყველას მიაყენე ამ ფორუმზე შეურაცხყოფა და კიდევ ამას ამბობ?
და ამპარტავნება მომწონს შენი!
ჩემს მართმადიდებლობასაც ეჭვქვეშ აყენებ არა!
საინტერესოა!
არ ვიცი სად გასწავლეს ეგ, მაგრამ ცდები,
მაგას არ ქვია მართლმადიდებლობა!

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jan 2 2008, 11:31 PM

ციტატა(ortodox_iveria @ Jan 3 2008, 12:25 AM) *


მე გთხოვთ სხვა მოძღვრებს შეურაცხოფას ნუ მიაყენმებთ, თუ მართლმადიდებელი ხართ!


აბა დამდეგ შობა-ახალ წელს გილოცავთ ლენინიუსპაპიუსებო!
biggrin.gif

აი, მესმის სიშლეგე და სირეგვენე! blink.gif blink.gif blink.gif

პოსტის ავტორი: ortodox_iveria თარიღი: Jan 2 2008, 11:33 PM

ციტატა(მამა ირაკლი @ Jan 2 2008, 11:30 PM) *

შენ თითქმის ყველას მიაყენე ამ ფორუმზე შეურაცხყოფა და კიდევ ამას ამბობ?
და ამპარტავნება მომწონს შენი!
ჩემს მართმადიდებლობასაც ეჭვქვეშ აყენებ არა!
საინტერესოა!
არ ვიცი სად გასწავლეს ეგ, მაგრამ ცდები,
მაგას არ ქვია მართლმადიდებლობა!



პატრიარქის ლოცვა-კურთხევა ტუ გაქვთ, მართლმადიდებლობის სახელით რომ ლაპარაკობთ!



პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jan 2 2008, 11:35 PM

ortodox_iveria
ფრთხილად!

და იცოდეთ ვის როგორ ესაუბროთ blink.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jan 2 2008, 11:37 PM

ortodox_iveria
თავხედობისთვის, სქიზმატური იდეების გავრცელებისთვის, მსოფლიო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანობის ეჭვქვეშ დაყენებისა და მართლმადიდებელი მოძღვრის შეურაცხყოფისათვის მიიღეთ ბანი, შობამდე!

ეს პირველ ეტაპზე

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jan 2 2008, 11:37 PM

ციტატა(ortodox_iveria @ Jan 3 2008, 12:33 AM) *

პატრიარქის ლოცვა-კურთხევა ტუ გაქვთ, მართლმადიდებლობის სახელით რომ ლაპარაკობთ!

blink.gif blink.gif blink.gif mad.gif mad.gif mad.gif

''ღმერთი ძილსა შინა ნუ გგონია'', რას ამბობ, დაუკვირდი მაინც!

პოსტის ავტორი: დავით ივერიელი თარიღი: Jan 2 2008, 11:37 PM

ციტატა
პატრიარქის ლოცვა-კურთხევა ტუ გაქვთ, მართლმადიდებლობის სახელით რომ ლაპარაკობთ!


მე ვხვდები... შენ ან მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრი ხარ ან ქვლივიძის მრევლი tongue.gifbiggrin.gif


პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jan 2 2008, 11:38 PM

კანონისტი
IP ბანს იმსახურებს

პოსტის ავტორი: ქეთი. თარიღი: Jan 2 2008, 11:38 PM

ციტატა(ნათია @ Jan 2 2008, 02:28 PM) *

ortodox_iveria
ერთ ინდივიდს მაგონებ laugh.gif

არა არა ის ამ დონეზე დაშვებული ცინიკოსი და თავხედი არასოდეს ყოფილა...

მიხედეთ ამ ინდივიდს, ნაკლებად საინტერესოა მსგავსი ანომალიების კითხვა, დათო მიხედე თემებს.

პოსტის ავტორი: admin თარიღი: Jan 2 2008, 11:38 PM

ციტატა
პატრიარქის ლოცვა-კურთხევა ტუ გაქვთ, მართლმადიდებლობის სახელით რომ ლაპარაკობთ!


მიუხედავად სიტყვიერი და ტექნიკური გაფრთხილებებისა, მაინც აგრძელებ შენსას, ამოვიდა უკვე ყელში, 1 კვირიანი IP და 1 თვიანი იუზერ ბანი. ბანის გასვლის შემდეგ თუ იგივეს გაიმეორებ დაივიწყე ეს ფორუმი!

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jan 2 2008, 11:39 PM

ციტატა(დავით ივერიელი @ Jan 3 2008, 12:37 AM) *

მე ვხვდები... შენ ან მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრი ხარ ან ქვლივიძის მრევლი tongue.gifbiggrin.gif

სხვებიც არიან მანდ... wink.gif

აი, ჭეშმარიტი ქრისტიანული ცნობიერება, ავადმყოფობამდე დასული!
ღმერთო, შენ გვიშველე!

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Jan 2 2008, 11:40 PM

ციტატა
უბრალოდ ვცდილობ დავიცვა ქართული ეკლესიი პოზიცია

ერთი საიტი ვიცი სადაც თქვენნაირი ადამიანები ბუდობენ . მინდა გკითხოთ ორთოდოქს ივერია ეხლა კალენდარს შეიცვლით თუ როგორ იზამთ მაი ამბავს თქვენ კალენდრებს აწარმოებთ უკვე? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
გილოცავ ჩემო კარგო ახალ წელს biggrin.gif
მალხაზ სონღულაშვილი და შენ ხართ შემჩნეული საცივის ქვაბში ტიტყნაობაში biggrin.gif
ხეპი ხეპი biggrin.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jan 2 2008, 11:42 PM

ყელში ამოვიდა უკვე ამ ადამიანის თავხედობა! mad.gif mad.gif ყველაფერს ხომ აქვს არა, საზღვარი?
mad.gif

მამა ირაკლი
მამაო, შემინდეთ რა განრისხება, მაგრამ ასეთი იდეები ნერვებს მიშლის... sad.gif



admin
ამდენი რა იყო შე კაცო? smile.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jan 2 2008, 11:43 PM

ციტატა(კანონისტი @ Jan 3 2008, 12:42 AM) *

ამდენი რა იყო შე კაცო? smile.gif

ეგეც ცოტაა! mad.gif

მერწმუნე, ალალია, ღმერთმანი! mad.gif


პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Jan 2 2008, 11:52 PM

admin
დატუქსე ხო ეგრე უნდა გიო biggrin.gif

კანონისტი
ხო აბა აბა biggrin.gif იდეები აქ ნუ იტყვი biggrin.gif კაცს გაფიქრებინებს ცოტა ხომ დავბრმავდიო biggrin.gif
უი იცი რამდენი ვიცი ესეთი "იდეენი"? ბლოომად biggrin.gif ერთი საიტი ვიცი სულ ესეთი ხალხია biggrin.gif თავისი "ზავაცკოი" "სასულიერო პირებით" biggrin.gif
ერთმა საერთოდ გელა ერქვა და სი მიუმატა მღვდელი ვარო იძახის biggrin.gif
სატანისტებო 1 იანვარს როგორ აღნიშნავთ ახალ წეეეელს biggrin.gif
გილოცავთ ხალხო დამდეგ შობას და დამდგარ ახალ წელსა smile.gif

პოსტის ავტორი: მამა ირაკლი თარიღი: Jan 3 2008, 12:02 AM

ესეთ ადამიანები ნამდვილად არცხვენენ მართმადიდებლებს!
ეს ძაან სამწუხაროა!
ასეთი უსიყვარულობა ღმერთთან ნამდვილად ვერ მიიყვანს!
თუ ასე გააგრზელებს ძაან მეცოდება!
ღმერთმა უშველოს!

ისე კი დგეს დაბადების დგე ქონია!

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Jan 3 2008, 12:03 AM

ძალიან სამწუხაროა... user.gif

არ შეიძლება ასეთი და ამდენი ცინიზმი + გაუთავებელი და გაუაზრებელი კამათი ყველასთან ყველანაირი ფორმით, მათ შორის სასულიერო პირებთან. yes.gif

ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ ურთიერთსიყვარულს და პატივისცემას ჩაენაცვლა კალენდრები, თვეების სახელწოდებები და რაღაც გაურკვეულ ლოგიკაზე აგებული იდეოლოგია. yes.gif

fiqri.gif
იმისათვის, რომ ყველაფერი კარგად იყოს საჭიროა სულ ელემენტარული ურთიერთგაგება. არაა კორექტული ცინიკურად კომუნისტურ პარტიასთან და ლენინთან პარალელების გავლება და ლენინის მავზოლეუმთან ღამის თევაზე საუბარი... no.gif

პოსტის ავტორი: მამა ირაკლი თარიღი: Jan 3 2008, 12:03 AM

საჩუქარის გარეშე არ დარჩა!
wink.gif

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Jan 3 2008, 12:04 AM

ციტატა(მამა ირაკლი @ Jan 3 2008, 12:02 AM) *

ესეთ ადამიანები ნამდვილად არცხვენენ მართმადიდებლებს!
ეს ძაან სამწუხაროა!
ასეთი უსიყვარულობა ღმერთთან ნამდვილად ვერ მიიყვანს!
თუ ასე გააგრზელებს ძაან მეცოდება!
ღმერთმა უშველოს!

ისე კი დგეს დაბადების დგე ქონია!


იმედია ბანი "უწამლებს" და მოექცევს ჭეშმარიტებისკენ wink.gif

პოსტის ავტორი: მამა ირაკლი თარიღი: Jan 3 2008, 12:09 AM

თხოვნა დავანებოთ თავი ამ თემას რაიმე კარგზე ვისაუბროთ!
შობა გვიახლოვდება!
უწმინდესის კურთხევა შეაისრულეთ?

პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: Jan 3 2008, 12:11 AM

მართალია მამაო smile.gif
გავჩერდეთ ვითომ პირველად ხდებოდეს მსგავსიი რამ ფორუმზე biggrin.gif იმუნიტეტი ვერა და ვერ გამოგიმუშავდათ რა : ) რაც მთავარია მოქმედი პირები არ იცვლებიან !

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jan 3 2008, 12:22 AM

ციტატა(მამა ირაკლი @ Jan 3 2008, 01:09 AM) *

თხოვნა დავანებოთ თავი ამ თემას რაიმე კარგზე ვისაუბროთ!
შობა გვიახლოვდება!
უწმინდესის კურთხევა შეაისრულეთ?

არ დამითვლია, ზუსტად ორმოცი იყო, მეტი თუ ნაკლები, ისე მაქსიმალურად ვეცადე და მგონი იქით, მე მივიღე ამ პროცესით უფრო დიდი სიამოვნება smile.gif

პოსტის ავტორი: inkvizitor თარიღი: Jan 3 2008, 01:19 AM

ნეილონის ნაძვის ხე გამახსენდა. biggrin.gif
"ახლა ჩვენ დავბრუნდებით და იმ კაცს მოვძებნით, მგლების შესაჭმელად რომ ჩავაგდეთ ავტობუსიდან."

პოსტის ავტორი: დავით ივერიელი თარიღი: Jan 3 2008, 02:05 AM

ერთი კითხვა მაქვს სასერთოდ ეს თემა რატომ არ სებობს? რაც მართლა საინტერესოა ისინი იშლება და ესეთები კიდევ აქ არის....

ჯერ დავბრუნდეთ და მერე ვისაუბროთ ამაზე biggrin.gif

და კიდევ ერთი საპატრიარქოს დაბრუნება არ მესიმი რას ნიშნავს? ელკლესია ხომ არ უნდა ეწეროს იქა სათაურში?

პოსტის ავტორი: Molen თარიღი: Jan 8 2008, 11:04 AM

ციტატა(გუჯა @ Jan 9 2007, 05:37 AM) *

საქართველოს ეკლესია რომ დაბრუნდეს ეკუმენიზმში რას იზამთ, თუ თქვენი მოძღვარი ამის გამო პატრიარქს განუდგება? ვის დაემორჩილებით, მოძღვარს თუ პატრიარქს?

რაღათქმაუნდა პატრიარქს!

ამაზე ორი აზრი არსებობს?!

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 8 2008, 02:15 PM

ასეთ სტრაშნი შეკითხვებს რატომ სვავთ? რომ შევიდეს რას ნიშნავს, მასე ბევრი რამე შეიძლება მოხდეს...
დავით ივერიელი

ციტატა
ერთი კითხვა მაქვს სასერთოდ ეს თემა რატომ არ სებობს? რაც მართლა საინტერესოა ისინი იშლება და ესეთები კიდევ აქ არის....

ჯერ დავბრუნდეთ და მერე ვისაუბროთ ამაზე

და კიდევ ერთი საპატრიარქოს დაბრუნება არ მესიმი რას ნიშნავს? ელკლესია ხომ არ უნდა ეწეროს იქა სათაურში?



მშვენიეირ და ამომწურავი პასუხი გაუცია დათოს.

პოსტის ავტორი: axaluxi თარიღი: Feb 3 2008, 09:53 PM

გამარჯობათ!
კარგა ხანია დარეგისტრირებული ვარ ამ ფორუმზე, მაგრამ იშვიათად შემოვდივარ. ახლა გადავავლე თვალი ამ თემაში გამართულ დისკუსიას და ძალიან არ მომეწონა ის, რომ იუზერ "ორთოდოქს ივერიას" ბანი დაადეთ. გეთანხმებით, რომ არც მისი პასუხები იყო კორექტულობის ნიმუში, მაგრამ თქვენი სიმკაცრეც გადაჭარბებული მეჩვენა.
ნება მიბოძეთ, მეც ჩავერთო კამათში.

KAIROS

ციტატა
იცი თუ არა შენ სქიზმატების მიმდევარო იუზერო, რომ საქართველოს ეკლესია გადასული იყო სრულიად ახალ სტილზე? აბა, უზრდელობების გარეშე თუ შეძლებ ისე დამიწერე, შეცდა მაშინ ეკლესია?

მე ვიცი, რომ იყო გადასული. ზუსტად არ მახსოვს, 1920-იან თუ 30-იან წლებში, მაგრამ ის კი დანამდვილებით ვიცი, რომ მრევლმა არ მიიღო ახალი კალენდარი და ეკლესიაც მალევე დაუბრუნდა ძველს, ნორმალურს, გამართულს, ქრისტიანულს, სოზიგენის შექმნილს, იმას, რომლის მიხედვითაც თავად მაცხოვარი ცხოვრობდა ამ ცოდვილ მიწაზე 2000 წლის წინ.
არქიმანდრიტ რაფაელის (კარელინის) ხსენება დაშვებულია ამ ფორუმზე თუ ეგეც ბანით ისჯება? ზუსტად მისი სამნაწილიანი წერილი მაქვს წაკითხული ძველ და ახალ კალენდართა ურთიერთმიმართებაზე, სადაც მკაფიოდ, მწყობრად, არგუმენტირებულად არის დასაბუთებული ძველი კალენდრის უპირატესობანი.
ახალი სტილის მომხრეთაგან კი ფაქტიურად არცერთი არგუმენტი არ მომისმენია, არც წამიკითხივს, გარდა ერთისა (მომიტევეთ და, თავისი არსით დემაგოგიურისა): მაშ სხვა მართლმადიდებლური ეკლესიები თუ იმ კალენდრით ცხოვრობენ, იმათ რა, ჭეშმარიტი ეკლესია აღარ უნდა ეწოდოსო? და თან ამ რიხიან არგუმენტს ერთსაც უმატებენ - აგერ, ბატონო, ჩვენი ეკლესია არ სწყვეტს მათთან ევქარისტიულ კავშირს, ე.ი. ისინი მართლები არიანო.
ავხსნა რატომაა კოჭლი ასეთი არგუმენტი, თუ თავადაც ხვდებით?

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 3 2008, 10:12 PM

ციტატა
მკაფიოდ, მწყობრად, არგუმენტირებულად არის დასაბუთებული ძველი კალენდრის უპირატესობანი.

ახალუხს გაუმარჯოს, გადმოდი მეგობარო ერთი "კალენდულ საკითხში" და იქ გავარჩიოთ ერთი ეს დაწყოლი თუ აწყობილი არგუმენტები smile.gif
რაც შეეხება მე ის არ მითქვას მერე რა მოხდა, არამედ ფაქტი დავუზუზტე,რომ ეკლესია იყო გადასული, ეს ფაქტია, შეცდა ეკლესია? და მრევლმა ჭეშმარიტებაში დააბრუნა? smile.gif რაც შეეხება შენ მიერ ერთერთი ( მრავალთაგან!) არგუმენტის კოჭლობის შესახებ, მაგაზე "კალენდრულ საკითხში" აგიხსნით, რაც შეეხება იმას რომ დაინბანა ის იუზერი, ეს დროებითი სასჯელი იყო და დაისაჯა ფორუმის წესების დარღვევის გამო ...

გელით კალენედრულ საკითხში!

იხარე და იახალუხე smile.gif

კაიროსი!

ესაა ლინკი კალენდრული საკითხისა

http://church.ge/index.php?showtopic=3488&st=200

ამ დღეებში ცოტა უადგილოდ აქ ირჩევა ასევე ეს საკითხი, ნახე:



http://church.ge/index.php?showtopic=385&st=120

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)