"თუ სახელმწიფო მართვის გარკვეული სახისათვის მომწიფდა, განმტკიცდა, გაფართოვდა და აყვავდა, ნუ შეეხებით ასეთ მმართველობას; როგორც ჩანს, იგი მისაღებია სახელმწიფოსათვის, ამიტომ მასში სხვა მმართველობის შემოღება დამღუპველი და საზიანო იქნებოდა"
"სამოქალაქო საზოგადოების საფუძველი უცვლელია: შეიძლება, ქვედა ზემოთ გადავიტანოთ, მაგრამ ყოველთვის იქნება ქვემოთა და ზემოთა, ნება და იძულება, სიმდიდრე და სიღარიბე, სიამოვნება და ტანჯვა".
"გულითადი მადლობა გადაუხადე უფალს და ილოცე იმისათვის, რომ იგი იფარავს შენს სიცოცხლეს, სახლს, შვილებს, მამულს და შენი წინაპრების ჭეშმარიტ სარწმუნოებას"
"შეიძლება და საჭიროა ჩვენი სურვილების შემცირება, მაგრამ მათი დაკმაყოფილება არცერთი სახელმწიფოს მბრძანებელს არ ხელეწიფება!"
"დამამცირებელი არაა იყო თანამდებობაზე მაღლა: დამამდაბლებელია, შენი საქმეებით მასზე დაბლა იდგე!"
"რა არის სახელმწიფო სამართლიანობის გარეშე (რომლის საფუძველიც რელიგიაში მდგომარეობს), თუ არ - ყაჩაღთა დიდი ბანდა?"
/ნეტარი ავგუსტინე/
"საქებარი როდია უფროსობის ძიება, მაშინ, როცა ჯერ საკუთარ თავზე ბატონობა ვერ გისწავლია"
"დედამიწაზევე ნეტარია სახელმწიფო, რომელიც თავის მოქალაქეებს ზეციური სამეუფოს მოპოვებაში დაეხმარება"
"ვისაც იმდენი მამაცობა არ აქვს, რომ გულზე აღბეჭდილი წმიდა კანონის დარღვევას სიკვდილი ამჯობინოს, ის სიცოცხლის ღირსი არც არის"
"აირჩიეთ არა ის, ვინც თანამდებობას ეძიებს, არამედ ის - ვისაც თანამდებობა ირჩევს"
"თვით ყველაზე უდიდესი გონებაც კი, თუ იგი ვნებითაა გატაცებული, ზოგჯერ უფრო მეტად ხალხთა მტერია, ვიდრე - კეთილისმყოფელი".
"ხალხმა კი არ უნდა გააკეთოს ყველაფერი ხელისუფლებისათვის, არამედ ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ყველაფერი ხალხისთვის".
"სახელმწიფოებს ჰყავთ შინაურ არაკეთილისმსურველებზე უფრო სახიფათო მტრები - გარყვნილება და ბიწიერება, რომლებიც ყრუ და ნელ, მაგრამ გაცხოველებულ და გამუდმებულ ომს აწარმოებენ კეთილზნეობის წინააღმდეგ; ეს ეს ომი უფრო საშიში და დამღუპველია, რადგან თითოეული მოქალაქის გაერთიანებული ძალისხმევის გარეშე მას ვერც თავიდან ავიცილებთ და მისი შეწყვეტაც შეუძლებელია"
"საზოგადოების გამოსწორების საუკეთესო საშუალება მისი თითოეული წევრის მიერ საკუთარი თავის გამოსწორებაა"
"მშვიდობა, სიყვარული, ერთიანობა - საზოგადოების ყველაზე უფრო მტკიცე საყრდენი და ყველაზე ძლიერი ჯაჭვია, რომელიც მის წევრებს ერთმანეთთან აკავშირებს"
"მუსიკოსები ერთმანეთისაგან გარკვეულ მანძილზე განლაგდებიან, და მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ინტრუმენტებზე უკრავენ, დამატყვევებელ კეთილხმოვანებას ეს ხელს მაინც არ უშლის. ეს არის იმ სიკეთის გამოხატულება, რაც საზოგადოების წევრთა ერთობას მოაქვს"
"ადამიანს, რომელსაც უჭირს ქვეშევრდომად ყოფნა, კიდევ უფრო მეტად გაუჭირდება ადამიანების ხელმძღვანელობა"
/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/
"უთანხმოების გამო საზოგადოება ირღვევა: ბოროტ სულთა სამეფოშიც კი გარკვეული დაქვემდებარება არსებობს"
"იმისათვის, რომ სახელმწიფოებრივ სარბიელზე მრავალრიცხოვანი მოვალეობების აღსრულებისათვის კარგი შემსრულებლები არსებობდნენ, საჭიროა, გონივრულად შეირჩეს თანამდებობის პირები და ასევე გონივრულად წახალისდეს მათი შრომა"
"თუ შლამი ფსკერზეა დალექილი, წყალი სუფთა რჩება, მაგრამ როგორც კი რაიმე არასწორი მოძრაობით შლამი ზემოთ ამოვა, აქამდე სუფთა წყალი სისუფთავეს კარგავს და იმღვრევა. ამის მსგავსად, ადამიანთა საზოგადოება, მიუხედავად იმისა, რომ მისი ნაწილი ბოროტია, მაინც სუფთაა, მშვიდობიანი, როდესაც მისი არაწმიდა სტიქია ფსკერზეა; როდესაც უკეთური ადამიანები, საყოველთაო აზრით, სამართლიანად დამცირებულნი, ვერ აღწევენ ხელისუფლებას, პატივსა და სხვებზე გავლენას, მაშინ ისინი ამღვრევენ სუფთა წყალსაც და კეთილ ადამიანებსაც, ანდა, თავიანთი გავლენით აცდუნებენ, ან თავიანთი ძალით შეჭირვებისა და მწუხარებისაკენ უბიძგებენ; თანაც, როდესაც ძლიერდებიან, მთელ საზოგადოებას აზიანებენ".
"სახელმწიფოს პატივი და დიდება ხელმწიფის პატივი და დიდებაა. ქვეშევრდომებზე ზრუნვით იგი საკუთარ თავზე ზრუნავს"
"როდესაც სიმდიდრე, დიდებას ან საერო ხელისუფლებას ხედავ, იფიქრე იმაზე, რაც მათში ხრწნადია და საცდურს თავს დააღწევ!"
/წმ. ნილოს სინელი/
"თქვენს ხელქვეითებს ისე მოექეცით, როგორც ისრუვებდით, რომ თქვენი უფროსი მოგექცეთ"
"თუ მეფისა და სამეფოს მსახურებაში აშკარად დგას პირადი პატივი და გამორჩენა, რისი მომტანია ასეთი სწრაფვა - თავის შეწირვისა მამულისათვის თუ მამულის შეწირვისა საკუთარი თავისათვის?"
"ყოველი სული დაემორჩილოს უმაღლეს ხელმწიფებას; ვინაიდან არ არსებობს ხელმწიფება, თუ არა ღვთისგან, ხოლო არსებულნი ღვთის მიერ არიან დადგენილნი.
ამიტომ ხელმწიფების მოწინააღმდეგე ეწინააღმდეგება ღვთის დადგენილებას, ხოლო მოწინააღმდეგენი მსჯავრს დაიტეხენ თავზე"
/ღირსი იუსტინე პოპოვიჩი/
"კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის ადგილობრივი ტრადიციის თანახმად, ეკლესიის მეთაურის არჩევის პროცედურა ორ ნაწილად ხდება. არჩევნებში ერის ადამიანები, მოსახლეობაც მონაწილეობს და ექვსი კანდიდატიდან სამს ირჩევს, ხოლო ამ სამიდან ერთს გამოირჩევს წმინდა სინოდი"
"ერთ ბრძენ მმართველს ჩვეულებად ჰქონდა - ყოველ დილით ორ სხვადასხვა მხარეს აკეთებდა მეტანიას. როცა ჰკითხეს, ვუს უდრეკდა ქედს, მიუგო: "თაყვანს ვცემ ღმერთსა და თაყვანს ვცემ ხალხს, რადგან რაც მაქვს ან ღვთის ნაბოძებია, ან - ხალხის"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"იესო ქრისტე ამქვყნიური ყველა მეფის მეუფე არ არის. ყველა ხელისუფლება კანონიერი როდია; არსებობს თვითნებობის ხელისუფლება. არსებობს ტირანია, ტირანიის სხვადასხვა ფორმები. ხელისუფლების ამ ფორმებს ღმერთი არ აკურთხებს. ნათქვამია: "ის დროც ვნახე, როცა კაცი კაცზე მძლავრობდა თავისდა საზიანოდ" (ეკლ. 8,9)".
/პროტოპრესვიტერი ოლეგ სტენიაევი/
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience