თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ საეკლესიო სამართალი _ მმკს ახალი კომპანია.

პოსტის ავტორი: ლეონტი თარიღი: Jul 22 2010, 01:36 PM

ეს წერილი მამაჯემალის გამოქვეყნებულია ფორუმ.გე ზე,
მაგრამ იქ როგორც ვატყობ რელიგია საერთოდ არავის აინტერესებს, ამიტომ გაეცანით და თუ საჭიროა დააკომენტირეთ.

ციტატა
წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახ. მართლმადიდებელი მრევლის კავშირმა და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა (მმკ-მ) თავიანთ საიტზე გამოაქვეყნა მსოფლიო პატრიარქის "მამხილებელი" სტატია...

მმკ/მშკ მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს ბრალს სდებენ ეკუმენისტობაში და ამის გამო მკაცრად აკრიტიკებენ, როცა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორეც წლების წინ აქტიური ეკუმენისტი და მსოფლიო ეკლესიათა საბჭოს პრეზიდენტიც გახლდათ.

მმკ/მშკ მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს ბრალს სდებენ "ავაზაკთა კრების" მოწვევასა და ჩატარებაში, სინამდვილეში მერვე საეკლესიო კრება არც ერთ საეკლესიო კრებას არ უწინასწარმეტყველებია "ავაზაკთა კრებად", არც რაიმე საეკლესიო სწავლება არსებობს ამასთან დაკავშირებით.

მმკ/მშკ მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს ბრალს სდებენ ანტიმართლმადიდებლურ ქმედებებში, და მმკ მოუწოდებს მრევლს რომ მსოფლიო პატრიარქის მოხსენიება უნდა შეწყდეს. eek.gif

მოვიყვან სტატიიდან ციტატას:

მე-20 საუკუნის კონსტანტინოპოლის ეკუმენისტ და
ანტიმართლმადიდებელ პატრიარქთა მემკვიდრე და მათი საქმის
გამგრძელებელი, პატრიარქი ბართლომე, თავისი ანტიეკლესიური,
წმიდა მამათა სწავლების უარმყოფელი და შეურაცხმყოფელი
ქმედებებით სულ უფრო მზარდ უკმაყოფილებას იწვევს
მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულ შვილთა წრეში.
საყოველთაოდ დგება დღის წესრიგში საკითხი პატრიარქ
ბართლომეს მოხსენიების შეწყვეტის თაობაზე. ეკლესიის მრავალი
წევრი და ავტორიტეტული მამები მოუწოდებენ ათონის მთის
წმიდა კინოტს და ყველა მართლმადიდებელს, მკაცრად შეაფასონ
პატრიარქ ბართლომეს ეკუმენისტური, პროპაპისტური და
ანტიმართლმადიდებლური საქმიანობა და შეწყვიტონ მისი მოხსენიება.

--------------------------------

ციტატის დასაწყისშივე იწყება პატრიარქთა ლანძღვა, ხოლო ციტატის ბოლო მთავრდება სქიზმატური მოწოდებით, რაზეც, საქართველოს საპატრიარქომ აუცილებლად უნდა მოახდინოს რეაგირება ასეთი განცხადების მიმართ!

სრული ტექსტი წაიკითხეთ, და მიხვდებით რომ მმკ მიზანმიმართულად ებრძვის მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესიის პროგრესს, რეფორმებს, და ფსევდომართლმადიდებლური "წინასწარმეტყველებებით" თუ რიგითი ეკლესიის მამების ამოგლეჯილი ციტატებით ცდილობენ მსოფლიო პატრიარქის დადანაშაულებას...

"პაპისა და პატრიარქ ბართლომეს ანტიმართლმადიდებლური ქმედებანი" http://religia.ge/siaxleebi.html

პატრიარქის, მით უმეტეს მსოფლიო პატრიარქის მოხსენიების შეწყვეტას გადაწყვეტს უმაღლესი იერარქები, საეკლესიო სამართლის მცოდნეები და არა მმკ-ს წევრები და მათი სასულიერო პირები. უმაღლესი საეკლესიო პირის არმოხსენიება ხდება მაშინ, როცა მსოფლიო ეკლესია გამოაცხადებს მას ოფიციალურ მწვალებლად/ერეტიკოსად ან განდგომილად. არც ერთ ბრალდებაზე ოფიციალურად არ არის წარდგენილი მისი უწმინდესობა -ბართლომეოსი, თუმცა მმკ ხომ.....

ჯერ იყო და ქართული გალობა აღარ გვინდა, არაკანონიკურია და ბიზანტიური გალობაო, მერე მოუნათლავი ჩვილები ვერ ცხონდებიანო, მერე წმ. გრიგოლ ფერაძე წმინდანი არააო და სინოდი შეცდა რომ შერაცხეს წმინდანადო, აღარ მოვყვები კრიმინალურ ქმედებებს და ხალხის და ტელევიზიის დარბევებს, ეხლა კიდე მსოფლიო პატრიარქს დაუპირისპირდნენ და მისი მოხსენიების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ მრევლს და....


რა უნდა ამ ხალხს? ვისგან იმართებიან? როდემდე უნდა უთმინოს საპატრიარქომ და წმ. სინოდმა ასეთი გამოხტომები ამ კავშირს?


წყარო:

http://forum.ge/?showtopic=34141976&f=&st=0&#entry20781998

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jul 22 2010, 08:05 PM

ციტატა(ლეონტი @ Jul 22 2010, 01:36 PM) *

ეს წერილი მამაჯემალის გამოქვეყნებულია ფორუმ.გე ზე,
მაგრამ იქ როგორც ვატყობ რელიგია საერთოდ არავის აინტერესებს, ამიტომ გაეცანით და თუ საჭიროა დააკომენტირეთ.
წყარო:

http://forum.ge/?showtopic=34141976&f=&st=0&#entry20781998

ეს ხალხი საერთოდ ვერაა...

ავადმყოფთა კრებულია biggrin.gif

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Jul 22 2010, 08:28 PM

კანუდოსელი

ციტატა
ეს ხალხი საერთოდ ვერაა...

ავადმყოფთა კრებულია


თუ აგვიხსნი რატო დაგვავალებ.

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jul 22 2010, 09:40 PM

ციტატა(ბადრი @ Jul 22 2010, 08:28 PM) *

კანუდოსელი
თუ აგვიხსნი რატო დაგვავალებ.

მსოფლიო პატრიარქი მწვალებელია და იმიტომ biggrin.gif

პ.ს.
ისე, "კ-ო-მპანია" კი არა - "კ-ა-მპანია" biggrin.gif

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Jul 22 2010, 09:59 PM

კანუდოსელი

ციტატა
მსოფლიო პატრიარქი მწვალებელია და იმიტომ


თქვენი უგანათლებულესობაც მაგ აზრს იზიარებს? biggrin.gif ნე ვერიუ biggrin.gif

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jul 22 2010, 10:06 PM

[quote name='ბადრი' date='Jul 22 2010, 09:59 PM' post='629895'
თქვენი უგანათლებულესობაც მაგ აზრს იზიარებს? biggrin.gif ნე ვერიუ biggrin.gif
[/quote]
არა, როგორ გეკადრებათ, თქვენმა უსარკაზმულესობამ ვერ გადახარშა ჩემი უგანათლებულესობის მდაბიო იუმორი biggrin.gif

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Jul 23 2010, 12:46 AM

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jul 23 2010, 12:53 AM

ეგენი მალე სქიზმაში გავლენ დიდხანს ვერ მოითმენენ, ეგეთი სუნი უდით მაგათ.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Mar 15 2011, 11:50 AM

თემა იხურება.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)