თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ საეკლესიო სამართალი _ დედატა წესის დროს

პოსტის ავტორი: mendes masieli თარიღი: Mar 13 2007, 03:08 PM

ხოოოო,მაინტერესებს თქვენი აზრიიიი




ორონდ არ დახუროთ...აქ დავაგდებ ბოჟენოვის სტატიიდან ციტატებს.....

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Mar 13 2007, 03:22 PM

ვახ რა მაგრობაა biggrin.gif აბა კანონისტი სად იმალება? tongue.gif

დააგდე მიდი smile.gif

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Mar 13 2007, 04:21 PM

მნათე
jump.gif jump.gif შენ რაღა გიხარია? laugh.gif laugh.gif

ამ საკითხზე ერთი თემა ხო დაიხურა უკვე და მეორედ გახსნას რაღა აზრი აქვს?

რამე ახალი უნდა თქვათ?

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Mar 13 2007, 04:23 PM

რა დედათა წესი აგიტყდათ ამ ბიჭებს ვერ გამიგია.... unsure.gif laugh.gif

წმ. ტიმოთე ალექსანდრიელის კანონიკური მიგებანი

კითხვა 6
თუკი კათაკმეველი დედაკაცი გადაწყვეტს ნათლობას და ნათლისღების დღისთვის ექნება მას დედათა წესი, შეიძლება ასეთის მონათვლა იმავე დღეს, თუ დაყენება, და რა ხნით დაყენება?

პასუხი
უნდა მოიცადოს, სანამ არ განიწმინდება

კითხვა 7
თუ დედაკაცი მოემზადება, მაგრამ ექნება დედათა წესი, შეიძლება რომ იგი იმავე დღეს ეზიაროს წმინდა საიდუმლოს თუ არა?

პასუხი
არა, სანამ არ განიწმინდება

წმ. დიონისე ალექსანდრიელის მე-2 კანონი

დედაკაცთა შესახებ, რომლებსაც დედათა წესი აქვთ, დასაშვებია თუ არა მათი ასეთ მდგომარეობაში ღვთის სახლში შესვლა, უცილობლად ჩავთვალე რომ მეპასუხა. ვინაიდან მე არ ვფიქრობ, რომ ისინი, თუკი არიან მორწმუნენი და კეთილმსახურნი და იმყოფებიან ასეთ მდგომარეობაში, იკადრონ მიეახლონ წმიდა ტრაპეზს ან შეეხონ ქრისტეს ხორცსა და სისხლს. რამეთუ დედაკაცი, რომელსაც 12 წელი სისხლდენა სჭირდა განკურნებისათვის მას კი არ შეხებია, არამედ მისი ტანსაცმლის კიდეს. ვინც და რა მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს, ლოცვა, უფლის ხსოვნა და შემწეობის თხოვნა არ ეკრძალება. მაგრამ მიახლება მასთან, რომელიც წმიდათა წმიდაა, აეკრძალოს სულითა და ხორცითა სავსებით განუწმენდელს.


კითხვას იმიტომ ვუპასუხე, რომ არაერთხელ გაიხსნა. ამდენად ვხურავ

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)