თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ საეკლესიო სამართალი _ მიტროპოლიტი იობი სინოდს უპირისპირდება

პოსტის ავტორი: benediqt თარიღი: Jul 15 2012, 03:15 AM

მიტროპოლიტი იობ აქიაშვილი: „სინოდზე განხილული იქნა, რომ სასულიერო პირებმა არ უნდა მიიღონ მონაწილეობა პოლიტიკურ აქციებზე. ესეც ცალმხრივია, ე.ი. ოპოზიციის პოლიტიკურ აქციებზე არ უნდა მივიდეს სასულიერო პირი, ხოლო ხელისუფლების, ნაცმოძრაობის პოლიტიკურ აქციებზე შესაძლებელია მისვლა და ამის მაგალითები ძალიან ბევრი გვაქვს. მღვდელმთავრები მიდიან, ხვდებიან პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, რომლებიც წინასაარჩევნო კამპანიას ეწევიან, მონაწილეობენ იქ და მე ერთხელ მივედი მცხეთაში ბიძინა ივანიშვილის აქციაზე და ეს თურმე არ შეიძლება. ნამდვილად მთავრობა ძალიან სერიოზულად ერევა ეკლესიაში და ეკლესიის მართვაში, და გავლენის ქვეშ ჰყავს ეკლესია. ამიტომ თქვენ ისე უნდა იცხოვროთ, როგორც მე და თქვენი მოძღვრები გაკურთხებთ, რათა სწორი გზით იაროთ და შეცდომები არ დაუშვათ."


ვიდეო: http://www.youtube.com/watch?v=yl0kmdXac7o&feature=player_embedded

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Jul 15 2012, 01:01 PM

სხვა არ ვიცი.. მაგრმ მე დავიღალე უკვე ასეთი თემებით

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Jul 15 2012, 02:31 PM

http://tribuna.ge/index.php?option=com_content&task=view&id=10518&Itemid=1

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Jul 15 2012, 02:49 PM


მართალს ამბობს მეუფე!

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Jul 15 2012, 03:20 PM

benediqt
არაა ეგრე მერე? კაისტრატე თუ სააკაშვილს დავითს ადარებს იობი რო მივიდეს რა მოხდა მერე? არაა ძმაო ეგრე.. მართალია მეუფე. და სინოდს კი არ ეწიააღმდეგება,მეუფემ ისიც ტქვა რომ დავემორჩილებიო,წინააღმდეგი არაა ამ გადაწყვეტილების,მაგრამ სხვებიც არ უნდა დადიოდნენო. მეუფემ თქვა აღარ წავალო...თემა დასახურად მიმაჩნია..

პოსტის ავტორი: benediqt თარიღი: Jul 15 2012, 04:07 PM

toka@

ციტატა
კაისტრატე თუ სააკაშვილს დავითს ადარებს იობი რო მივიდეს რა მოხდა მერე?


კალისტრატესაც მისცეს გაფრთხილება, თუმცა კალისტრატე არ დადის არც ერთ პოლიტიკურ აქციაზე და პოლიტიკურ განცხადებას არ აკეთებს. მან კომპლიმენტი უთხრა პრეზიდენტს, თუმცა ჩემთვის ესეც მიუღებელია, ანუ კალისტრატეს ქმედებას ვგმობ.

ციტატა
იობი რო მივიდეს რა მოხდა მერე?


ის მოხდა რომ ეკლესია არ უნდა იყოს მიკერძოებული, ეკლესია საყოველთაოა და შესაძლოა მსგავსმა ქმედებებმა დაპირისპირებები გამოიწვიოს...

ციტატა
სინოდს კი არ ეწიააღმდეგება


კი, სინოდის განჩინებას აკრიტიკებს და არ ეთანხმება, მაგრამ ემორჩილება რადგან დაუმორჩილებლობა მას ცუდ შედეგებს მოუტანს.

ციტატა
თემა დასახურად მიმაჩნია..


ფორუმიც დახურეთ, ან გააუქმედ ყველა განყოფილება, და დატოვეთ "გავუზიაროთ ერთმანეთს აზრები" smile.gif

სხვაგან მაინც არ პოსტავთ

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Jul 15 2012, 05:10 PM

Fორუმის დხურვა რატომ თქვი.. იქნებ თავად გახსნა სხვა შინაარსის თემები.. რისთვისაც ვართ თითოეული ჩვენგნი მართლმადიდებლები.. გახსენი საინტერეს თემა სულიერ საგნებს რაც შეეხება... სულ სეთი ხასიათის თემებს ხსნი.. მე არ ვიცი თქენ როგორ ზრუნავთ ამ საკითხებზე. Mაგრამ ერთი ვიცი აქ ხალხ რომ შემოდის სხვა რაღაცას ეძებს.. გასაგებია და იცის რომ აღაც პრობლრმრბი არის მაგრამ იიც იცის... რომ ამ საკითხების მგვარე მისი საქმე არაა... არ სიამოვნებს როდესაც რღაც დამაბრკლებელს მოხვდება მისი თვალი... ისიცკმარა.. რასაც ტელევიზიები აცადებენ... ასეთი დაძაბული.. ამ მხრივ კრიტიკული თ გადაიქცა ეს დორუმი.. ვერაფრით ვეღარ განირჩევა ნაგავი ფორუმ.ჯისაგან... "ანტი" ხასიათის თემები არაა საჭირო ასე ყოველ წამს ცალ-ცალკე იხსნებდეს... თ მაინც და მაინც.. მაშინ იოს ერთი საერთო ტოპიკი ასეთ საითხებზე სასაუბროთ...

Dა ასეთი თემები, რომლის მოცლებაც გვინდა, კი რ უნდა დაიხუროს, უნდა წაიშაოს, მე ვფიქრობ. Aნ იმ საერთო თემას შეუერთდეს, თუ გაიხსნება ეგეთი ტოპიკ.

პოსტის ავტორი: benediqt თარიღი: Jul 15 2012, 05:19 PM

აკაკი

არ მოგწონს თემა? სხვა თემაში შედი. ვინმემ დაგაძალა აქ დაპოსტვა? ვინმემ გაიძულა თემის ნახვა და კომენტარები?

ციტატა
ისიცკმარა.. რასაც ტელევიზიები აცადებენ...


TV-ში როცა გადის ისეთი გადაცემა რაც არ მოგწონს, რას მოიმოქმედებ ასეთ დროს? პროტესტს როგორ გამოხატავ?

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Jul 15 2012, 08:29 PM

benediqt
დამშვიდდი კაცო.. შენი აზრით იობზე ჭკვიანი ხარ? smile.gif ან ვინმე ამ ფორუმზე თვლის რომ იობზე მეტად გრძნობს მასზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას? მოდი დავფიქრდეთ.. smile.gif

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Jul 15 2012, 09:58 PM

.zakaria.

ციტატა
http://tribuna.ge/index.php?option=com_con...=10518&Itemid=1

კომენტარები წავიკითხე მანდ, ქართველებს არაფერი ეშველებათ, ეს ბინძური ნაცები
გინების მეტს არაფერს წერენ. თუ მათ წინააღმდეგ რამე თქვი, მაშინვე პუტინისტი
ხარ და იწყებენ ლანძღვა-გინებას. აღარ უნდა ჰქონდეს დასასრული მაგათ უწმინდურობას?

benediqt
გუჯა, შენი ჭირიმე რა, რა თქვა მეუფემ ისეთი, რომ არ ეთანხმები?
ის რომ ნაცებთან თანამშრომლობენ, ეგ შეიძლება და თუ არ მოგწონს ნაცები ეგ არა?
ადამიანს თავისუფალი ნება მისცა უფალმა, გასაგებია რომ მოძღვარია, მაგრამ რა, მოძღვარს არ აქვს უფლება გული შესტკიოდეს თავის ქვეყანაზე?
რახან მოძღვარია ეგ იმას არ ნიშნავს, რომ გონება დახშული უნდა ჰქონდეს და ვერ ხედავდეს რა ხდება ქვეყანაში სინამდვილეში, საპიაროდ გახსნილ საავადმყოფოებსა და ფანტანებს ამოფარებულები როგორ ძარცვავენ ქვეყანას და ანადგურებენ, ეგ თუ ვინმემ შენიშნა, მაშინვე პუტინის კაცია და გამყიდველია არა? ვერავის იტანენ ვინც ასე თუ ისე სწორად აზროვნებს, გაავსეს ციხეები პატიმრებით, ვის აიტერესებს დამნაშავეა თუ არა, მთავარია საპროცესოზე მოაწერინონ ხელი და უკანასკნელ კაპიკამდე გაძარცვონ მერე. ყვარყვარეს ციხეს დაამსგავსეს ციხეები საქართველოში, ,,კარები იკეტება? აბა დატეულაო'' თუ არადა ახალსაც ხომ აშენებენ, ჩვენ კი უნდა გვიხაროდეს, თანამედროვე სტილის ციხეები აგვიშენეს, რაღა გვიჭირს, თითქოს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს თანამედროვე ციხეში მოგვიკლავენ ცემით ახალგაზრდება თუ ძველ ჩამონგრეულ ციხეებში.

toka@
ციტატა
დამშვიდდი კაცო.. შენი აზრით იობზე ჭკვიანი ხარ?

ეგ ყველაზე ჭკვიანად თვლის თავს, მთავარია რაღაც ხელწამოსაკრავი
იპოვოს და მზადაა ყველა მოძღვარი გალანძღოს და მიწასთან გაასწოროს.
გადახედეთ მის გახსნილ თემებს, ან თუნდაც სხვის თემებს სადაც ეგ პოსტავს,
საით მიჰყავს საუბრები და რა კალაპოტში აგდებს შეხედეთ და მიხვდებით
რა მიზანი ამოძრავებს. არადა ასეთად არ ვიცნობდი ამ ადამიანს ადრე.

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Jul 15 2012, 10:20 PM

ნაინა
ნაინა დახურე რა თემა თორე ნერვები მეშლება.. sad.gif

A.V.M
ბიჭო არ იცნობენ ესენი მეუფეს და ვერც ვერასოდეს მიხვდებიან რა თქვა ამ ადამიანმა. რას იტყვის და რას გააკეთებს. არაა მიშისტი და ეს ნიშნავს რომ აზრზე არაა არაფერის? მოძღვარი როა არ უნდა მისულიყო იქ და არ უნდა ენახა თავისი თვალით? იქნება ტყულებს ამბობს ის კაცი და ხალხს ითრევს? მე ვიცი ამათ რაც უნდათ! smile.gif

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Jul 15 2012, 10:27 PM

A.V.M

ციტატა
ვერ გავიგე რაღაც.1-თუ რაღაცა ხდება და საპატრიარქო არ რეაგირებს ეგრევე მიწასთან ასწორებთ რატომ არ რეაგირებსო.2-გააკეთებს საპატრიარქო და აქადე რატომ არ გააკეთაო3-ცალკეული მღვდელთმთავარი თუ სასულიერო პირი გამოთქვამს აზრზს და პუტინისტია,და სინოდს უპირისპირდება.4-ცხარე სიტყვას იტყვის და არ შეიძლებაო.5-დიპლომატიურად მიუდგებიან რამეს და პირდაპირ რატო არ ამბობთო.ხალხნო!რა გინდათ?


მეც მაინტერესებს რა უნდათ smile.gif და საერთოს, რით ვერ იღლებიან ამაზე საუბრით...

toka@
ციტატა
ბიჭო არ იცნობენ ესენი მეუფეს და ვერც ვერასოდეს მიხვდებიან რა თქვა ამ ადამიანმა. რას იტყვის და რას გააკეთებს.


მართალი ხარ... მეუფე არაჩვეულებრივი ადამიანია... არ უნდა განვსაჯოთ და არ უნდა ვილაპარაკოთ ადამიანზე, თუ არ ვიცნობთ და არ ვიცით სინამდვილეში რა თქვა ან რა არა...





პ.ს. მე პირადად ვეთანხმები ჩემს მეუფეს - მეუფე ანდრიას..
"3 ივლისს გაიმართა სამთავისისა და გორის ეპარქიის საბჭოს სხდომა კულტურისა და სულიერი განათლების ცენტრში. სხდომა გახსნა სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ. საბჭოს სხდომაზე საუბარი იყო საღვთო ლიტურგიის და საეკლესიო წესების სრულყოფილად აღსრულების მნიშვნელობაზე. სასულიერო პირების მხრიდან პარტიების პოლიტიკურ აქციებში მონაწილეობის თავშეკავებაზე"
http://sg-sakdari.ge/saeklesio_moambe.php

დღეს მეუფე ანდრიამ გორის საკათედრო ტაძარში დაიბარა ყველა პატრიის წარმომადგენლები და გადაიხადა პარაკლისი მშვიდობისა და ურთიერთსიყვარულისთვის...

პოსტის ავტორი: benediqt თარიღი: Jul 15 2012, 10:41 PM

ნაინა

ციტატა
შენი ჭირიმე რა, რა თქვა მეუფემ ისეთი, რომ არ ეთანხმები?


მე არსად დამიწერია მეუფეს არ ვეთანხმებითქო, მე დავწერე რომ მეუფე ამ ქადაგებით სინოდის გადაწყვეტილებას უპირისპირდება და არ ეთანხმებათქო, და არგუმენტად ვიდეო დავდე, ვიდეოში მეუფის პათოსიდან გამომდინარე ნათლად ჩანს რომ მეუფე იობი არ ეთანხმება სინოდის გადაწყვეტილებას.

თემაც ზუსტად ამას ეხება, და ნუ ურევთ ხალხნო კონკრეტულ თემაში სხვა საკითხებს. ვიცი რომ არ ხართ პატარა ბავშვები და ნუ მაფიქრებინებთ რომ შინაარსი ვერ გამოგაქვთ კონკრეტული საკითხიდან sad.gif

და რაც მთავარია - ფორუმი არის აზრთა გაცვლა-გამოცვლის ადგილი, აქ ყველა ერთი ჭკუის ვერ იქნება და განსხვავებულ აზრს პატივი უნდა სცეთ, ამის გამეორება და შეხსენება რატომაა საჭირო აქ ყოველთვის?


პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Jul 15 2012, 11:23 PM

benediqt

ციტატა
და რაც მთავარია - ფორუმი არის აზრთა გაცვლა-გამოცვლის ადგილი, აქ ყველა ერთი ჭკუის ვერ იქნება და განსხვავებულ აზრს პატივი უნდა სცეთ, ამის გამეორება და შეხსენება რატომაა საჭირო აქ ყოველთვის?

ნუთუ? თუ ამბობ, რომ ფორუმი აზრთა გაცვლა-გამოცვლის ადგილია, მაშინ ნუ გწყინს შენს აზრებს რომ არ ეთანხმებიან.
თუ არ დაგეთანხმნენ იწყებ შენებურ პროვოკაციებს, კაი რა, პირველი დღე ხომ არაა რაც ამ ფორუმზე ,,მოღვაწეობ''?
რამდენი სახელიც არ უნდა შეიცვალო, ,,მამა ჯემალი'' მაინც იგივე დარჩება.


ციტატა
მე არსად დამიწერია მეუფეს არ ვეთანხმებითქო, მე დავწერე რომ მეუფე ამ ქადაგებით სინოდის გადაწყვეტილებას უპირისპირდება და არ ეთანხმებათქო, და არგუმენტად ვიდეო დავდე, ვიდეოში მეუფის პათოსიდან გამომდინარე ნათლად ჩანს რომ მეუფე იობი არ ეთანხმება სინოდის გადაწყვეტილებას.

შენ ყველაფერი შენებურად უნდა გაიგო, ამბობ, არ დაგიწერია არ ვეთანხმებიო, თან ამბობ უპირისპირდება წმინდა სინოდსო.
ნუ, კარგი, ჩვენ ვერ გაგვაგებინე, მაგრამ შენ მაინც თუ იცი, რა გინდა საერთოდ?
მშვენივრად ამბობს მამა იობი ყველაფერს და ნუ მიაწერ შენს ,,გაუგებრობას'' მის პათოსს.
თუ სინოდმა გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ მოძღვარი არ უნდა ერეოდეს სახელმწიფო საქმეებში, ეს უნდა ეხებოდეს ყველას და არც ნაციონალებთან გარიგებებში არ უნდა ერეოდნენ.
ეგ გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ არც პოზიციასთან და არც ოპოზიციასთან არ უნდა თანამშრომლობდნენ მოძღვრები და შეზღუდვა მხოლოდ ოპოზიციას არ უნდა ეხებოდეს.
მაგრამ ამავე დროს, არც ხელისუფლებას აქვს უფლება, ისე უხეშად ერეოდეს საეკლესიო საკითხებში, როგორც ამას დღეს აკეთებენ ,,ძლიერნი ამა ქვეყნისანნი''.

პოსტის ავტორი: benediqt თარიღი: Jul 16 2012, 12:03 AM

სინოდის განჩინებიდან: წმინდა სინოდი აცხადებს - სადღეისოდ წარმოდგენილი „აიდი ბარათის“ ვერსია საღვთისმეტყველო და საეკლესიო სწავლების მიხედვით არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი და აქედან გამომდინარე, ამ ბარათით სარგებლობა შესაძლებელია, მაგრამ რადგან ეს საკითხი საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, ეთხოვოს საქართველოს მთავრობას, თუ არის შესაძლებელი დაშვებულ იქნას ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საშუალებები.


მიუხედავად განჩინებისა, მიტრ. იობი აგრძელებს ID ბარათების გმობას და მოუწოდებს მრევლს ბარათების არ გამოყენებისკენ.



სინოდის განჩინებიდან: წმინდა სინოდზე აღინიშნა, რომ ეკლესია ყოველთვის იყო ქვეყნის გამაერთიანებელი ძალა და მისი ეს ფუნქცია დღეს განსაკუთრებით ესაჭიროება საქართველოს. ამიტომ, კატეგორიულად მიუღებელია ღვთისმსახურთა მონაწილეობა რომელიმე პარტიის პოლიტიკურ აქციაში. ეკლესია არის საყოველთაო და მისი წევრია ნებისმიერი პოლიტიკური შეხედულების ადამიანი.



მიუხედავად განჩინებისა, დღეს გორში აქციაზე ბერები მივიდნენ, ვიდეო ნახეთ 08:35 წამიდან

http://www.youtube.com/watch?v=qDjFpojj-a4&feature=player_embedded#!



პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Jul 16 2012, 12:13 AM

benediqt

ციტატა
თემაც ზუსტად ამას ეხება, და ნუ ურევთ ხალხნო კონკრეტულ თემაში სხვა საკითხებს. ვიცი რომ არ ხართ პატარა ბავშვები და ნუ მაფიქრებინებთ რომ შინაარსი ვერ გამოგაქვთ კონკრეტული საკითხიდან

რა ვიცი, შენ თავად არ დაწერე, ნუ ურევთ და ნუ ამატებთ სხვა რამეებს, მე კონკრეტულ საკითხზე გავხსენი თემაო?
გადახვედი ისევ ID ბარათებზე და გორის აქციაზე.
გამოდის, შენთვის შეიძლება და სხვისთვის არა?
#1 პროვოკატორი რომ ხარ, ვერ ამჩნევ მაგას?

პოსტის ავტორი: benediqt თარიღი: Jul 16 2012, 12:21 AM

ჟურნალისტი: ემორჩილებით თუ არა წმ. სინოდის გადაწყვეტილებას?


სასულიერო პირი: მე ვემორჩილები უფალს, ჩემს გადაწყვეტილებებს მე თვითონ ვიღებ და „თუ საჭირო იქნება, კაბას გავიხდი და გვერდით დავუდგები“



ვიდეო: http://www.itv.ge/?m=16&CID=23629


მე მხოლოდ ფაქტებით ვსაუბრობ, ვდებ ფაქტებს, რომ არ დამაბრალოდ იტყუებიო, ფაქტები იხილეთ ვიდეოებში!


პოსტის ავტორი: benediqt თარიღი: Jul 16 2012, 12:21 AM

ჟურნალისტი: ემორჩილებით თუ არა წმ. სინოდის გადაწყვეტილებას?


სასულიერო პირი: მე ვემორჩილები უფალს, ჩემს გადაწყვეტილებებს მე თვითონ ვიღებ და „თუ საჭირო იქნება, კაბას გავიხდი და გვერდით დავუდგები“



ვიდეო: http://www.itv.ge/?m=16&CID=23629


მე მხოლოდ ფაქტებით ვსაუბრობ, ვდებ ფაქტებს, რომ არ დამაბრალოდ იტყუებიო, ფაქტები იხილეთ ვიდეოებში!


პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Jul 16 2012, 12:29 AM

რისთვის, რატომ

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Jul 16 2012, 12:39 AM

benediqt
და ცუდად რა თქვა ეგ მიტხარი მერე. თავისი ნებაა კაბას გაიხდის თუ არა,თავისი ნებაა დაუჯერებს თუ არა სინოდს.. ეს არ ნიშნავს რომ წახდა სამრვდელოება. ჩემი ნებაააო ამბობს,თავისუფალი ნება ღმერთს არ შეუზღუდავს და სინოდი ვერ შეზღუდავს.. არასწორია რასაც აკეტებ. ანუ სამღვდელოება არ უნდა ისმენდეს სახელწმიფო საკითხებს? smile.gif გეყოს ახლა.

პოსტის ავტორი: benediqt თარიღი: Jul 16 2012, 12:44 AM

toka@

ციტატა
და ცუდად რა თქვა ეგ მიტხარი მერე. თავისი ნებაა კაბას გაიხდის თუ არა,თავისი ნებაა დაუჯერებს თუ არა სინოდს.. ეს არ ნიშნავს რომ წახდა სამრვდელოება. ჩემი ნებაააო ამბობს,თავისუფალი ნება ღმერთს არ შეუზღუდავს და სინოდი ვერ შეზღუდავს.. არასწორია რასაც აკეტებ. ანუ სამღვდელოება არ უნდა ისმენდეს სახელწმიფო საკითხებს?



უკაცრავად, საეკლესიო სამართლის შესახებ გსმენიათ? სჯულის კანონის შესახებ გსმენიათ რაიმე?

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Jul 16 2012, 12:56 AM

benediqt
არა პირვლად მესმის smile.gif ნწ ნწ ნწ... შენ ფორუმის წესებზე გსმენია რამე? smile.gif

მუხლი.4. ფორუმის წესები და მოვალეობები.

2. ფორუმის წევრი მოვალეა:
ა) პატივი-სცეს მართლმადიდებლობას, მართლმადიდებელ ეკლესიას, მის პატრიარქებსა და სასულიერო იერარქიას.
ბ) იკრძალება მათ შესახებ ყოველგვარი დაუზუსტებელი, ცილისმწამებლური ინფორმაციის გამოქვეყნება, რომელმაც შეიძლება ჩრდილი მიაყენოს მათ სასულიერო მოღვაწეობას თუ პირად ღირსებას.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 16 2012, 01:06 AM

გაჩერდი თოკა!
ბენედიქტეს რომ უხსნი ფორუმის წესებს და გაფრთხილებებს.
მაგ საქმეში ზურგს კოლოსალური გამოცდილება უმაგრებს.
მოიცადე და გავცემ პასუხს.

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Jul 16 2012, 01:07 AM

A.V.M
კაი ჩუმად ვარ.. მე მაპატიეთ,თურმე არ უნდა შემეხსენებინა. smile.gif

პოსტის ავტორი: benediqt თარიღი: Jul 16 2012, 01:08 AM

toka@

ციტატა
მუხლი.4. ფორუმის წესები და მოვალეობები.

2. ფორუმის წევრი მოვალეა:
ა) პატივი-სცეს მართლმადიდებლობას, მართლმადიდებელ ეკლესიას, მის პატრიარქებსა და სასულიერო იერარქიას.
ბ) იკრძალება მათ შესახებ ყოველგვარი დაუზუსტებელი, ცილისმწამებლური ინფორმაციის გამოქვეყნება, რომელმაც შეიძლება ჩრდილი მიაყენოს მათ სასულიერო მოღვაწეობას თუ პირად ღირსებას.



აბა მითხარი, რომელი პუნქტი დაირღვა ამ თემით?

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Jul 16 2012, 01:11 AM

benediqt
ბ. smile.gif რატო? თუნდაც სათაურის გამო. smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 16 2012, 01:14 AM

ციტატა

მიუხედავად განჩინებისა, მიტრ. იობი აგრძელებს ID ბარათების გმობას და მოუწოდებს მრევლს ბარათების არ გამოყენებისკენ.

სენ თავად მეუფისგან გაქვს მოსმენილი აზრი ამის სესახებ?(თუ გაქვს მითხარი სად და როდის)
ერთხელ შევესწარი ქალი მივიდა და ამაზე ესაუბრებოდა,მეუფემ კი ასე უპასუხა:
,,ეს არაა ანტიქრისტეს ბეჭედი.ჩვენ არ გვაქვს უფლება ვისაც აიდი ბარათი აქვს არ ვაზიაროთ.მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა უარი თქვეს მის გამოყენებაზე.ამიტომ მოცდაა საჭირო.მე უბრალოდ გირჩევთ რომ არ აიღოთ,დანარჩენი თქვენი ნებაა.''
(საუბარი შედგა აღდგომის მარხვაში,ხაშურის წმ.იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში)
ციტატა
სინოდის განჩინებიდან: წმინდა სინოდზე აღინიშნა, რომ ეკლესია ყოველთვის იყო ქვეყნის გამაერთიანებელი ძალა და მისი ეს ფუნქცია დღეს განსაკუთრებით ესაჭიროება საქართველოს. ამიტომ, კატეგორიულად მიუღებელია ღვთისმსახურთა მონაწილეობა რომელიმე პარტიის პოლიტიკურ აქციაში. ეკლესია არის საყოველთაო და მისი წევრია ნებისმიერი პოლიტიკური შეხედულების ადამიანი.

დღეს მეუფე იობი,მიუხედავად მრავალი თხოვნისა არ წავიდა გორის აქციაზე.მით-უმეტეს რამდენიმე წუთის სავალზეა გორი ქარელიდან და მიზეზად დაასახელა წმ.სინოდის განჩინება და თქვა რომ ვერ დაარღვევდა.
გამახსენე აბა ამ თემას რა ქვია-,,მიტროპოლიტი იობი სინოდს უპირისპირდება.'' ხომ? ხოდა მეუფე არ უპირისპირდება. და თუ რომელიმე სასულიერო პირი რამეს ასავებს ამ თემაში არ უნდა დაიწეროს.ყველაფერს რომ თავი დავანებოთ გაოფება იქნება და ამაზე ფორუმი მოვალეა იუზერი გააფრთხილოს და ოფ-ტოპიკები წაშალოს.
ციტატა

სასულიერო პირი: მე ვემორჩილები უფალს, ჩემს გადაწყვეტილებებს მე თვითონ ვიღებ და „თუ საჭირო იქნება, კაბას გავიხდი და გვერდით დავუდგები“

კიდევ ერთი ოფ-ტოპიკი. მოდერს ვთხოვ რომ წაშალოს,იუზერი ბენედიქტე კი შეეცადოს რომ მომავალში თემები არ გაოფდეს მის მიერ.
ციტატა

მე მხოლოდ ფაქტებით ვსაუბრობ, ვდებ ფაქტებს, რომ არ დამაბრალოდ იტყუებიო, ფაქტები იხილეთ ვიდეოებში!

ერთია იხილე ვიდეოშიო და მეორეა იხილე თემაში სადაც მეუფე იობი სინოდს უპირისპირდებაო.
განსხვავება არის ხომ?
ხოდა აქ ეგეთი რამე აღარ დაწერო...

პოსტის ავტორი: benediqt თარიღი: Jul 16 2012, 01:57 AM

A.V.M

ციტატა
სენ თავად მეუფისგან გაქვს მოსმენილი აზრი ამის სესახებ?(თუ გაქვს მითხარი სად და როდის)


ქადაგებას მოუსმინე: http://www.youtube.com/watch?v=yl0kmdXac7o&feature=player_embedded

ციტატა
ერთხელ შევესწარი ქალი მივიდა და ამაზე ესაუბრებოდა,მეუფემ კი ასე უპასუხა:


შენ რას შეესწარი გკითხე მე? მე ვსაუბრობ კონკრეტული ფაქტებით, დავდე ვიდეოები! შენ?


ციტატა
დღეს მეუფე იობი,მიუხედავად მრავალი თხოვნისა არ წავიდა გორის აქციაზე.მით-უმეტეს რამდენიმე წუთის სავალზეა გორი ქარელიდან და მიზეზად დაასახელა წმ.სინოდის განჩინება და თქვა რომ ვერ დაარღვევდა.


ვინ თხოვა მრავალჯერ? იქნებ ისიც დაასახელო, ვინ იყო მრავალჯერ მთხოვნელი?

ციტატა
გამახსენე აბა ამ თემას რა ქვია-,,მიტროპოლიტი იობი სინოდს უპირისპირდება.'' ხომ? ხოდა მეუფე არ უპირისპირდება.


ვიდეო ნახე: http://www.youtube.com/watch?v=yl0kmdXac7o&feature=player_embedded

მეუფე იობის ქადაგების პათოსიდან მკაფიოდ ჩანს რომ მეუფე იობი არ ეთანხმება სინოდის განჩინებას! ამას ვერ ხვდები თუ არ გინდა მიხვდე?

ეს შენი პრობლემაა და არა სათაურის...

ციტატა
მიზეზად დაასახელა წმ.სინოდის განჩინება და თქვა რომ ვერ დაარღვევდა.


თუმცა გააკრიტიკა განჩინება.

ციტატა
თუ რომელიმე სასულიერო პირი რამეს ასავებს ამ თემაში არ უნდა დაიწეროს.ყველაფერს რომ თავი დავანებოთ გაოფება იქნება და ამაზე ფორუმი მოვალეა იუზერი გააფრთხილოს და ოფ-ტოპიკები წაშალოს.


ვიდეო ნახე 08:35 წამიდან: http://www.youtube.com/watch?v=qDjFpojj-a4&feature=player_embedded

ანუ მეუფე იობის ეპარქიის სამღვდელოებამ დაარღვია სინოდის განჩინება!

ეხლა, მეუფე იობმა ეს მღვდლები ურჩობისთვის უნდა დასაჯოს, ხომ მეთანხმები? თუ არა?


ციტატა
კიდევ ერთი ოფ-ტოპიკი.


რატომ ხარ ასეთი არაობიექტური? რამდენი ოფტოპიკია სხვებისგან ამ თემაში?

ციტატა
მოდერს ვთხოვ რომ წაშალოს


მოდერატორს ვთხოვ და მივმართავ, რომ თემას შეეცვალოს სახელი ასე - სამღვდელოება სინოდის განჩინებას არ ემორჩილება

(ეს უფრო ლოგიკურია)

პოსტის ავტორი: benediqt თარიღი: Jul 16 2012, 02:46 AM

ერთ რამეს მივხვდი, აქ არავისთან არა აქვს აზრი საუბარს გარდა ერთი ფორუმელისა, რომელიც არის - afxazi

მე და afxazi ბევრ რამეში არ ვეთანხმებით ერთმანეთს, მაგრამ მასთან საუბარს ყოველთვის აქვს აზრი, მიზანიც და შედეგიც.

ველოდები afxazi -ს, მასთან გავაგრძელებ საუბარს...

პ.ს. მოდერატორს ვთხოვ თემას შეეცვალოს სახელი ასე - სამღვდელოება სინოდის განჩინებას არ ემორჩილება

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Jul 16 2012, 03:35 AM

benediqt

ციტატა
პ.ს. მოდერატორს ვთხოვ თემას შეეცვალოს სახელი ასე - სამღვდელოება სინოდის განჩინებას არ ემორჩილება


ის რომ, შენ ეგრე თვლი და ეგრე გინდა, არ ნიშნავს რომ ნამდვილად ისე უნდა იყოს, როგორც გნებავს.
რომ ხსნიდი თემას, ჯობებდა მაშინ გაგეთვალისწინებინა საკუთარი სურვილები.
და კიდევ ერთი, შენ თემა გახსენი მეუფე იობზე, მეუფე იობი კი ერთი ადამიანია, ერთი პიროვნება.
სიტყვა სამღვდელოება კი მრავალს, ანუ ბევრს აღნიშნავს. ერთი მეუფე კი მთელი სამღვდელოება ვერანაირად ვერ იქნება,
შენი სურვილის მიუხედავად.
ერთ კონკრეტულ ნათქვამში ვეთანხმები AVM-ს. თუ სიმართლის გარკვევა გინდა დადე მეუფის საუბრის
მთლიანი ვიდეო და არა ამოჭრილ-გადაკერებული კადრები. რაც გაწყობთ, იმას რომ მიაწებებთ
ერთმანეთს და ხალხს ადებილებთ, უფრო სწორად, გგონიათ, რომ ადებილებთ.
ძაან გულშემატკივარი ადამიანის პოზიციიდან იწყებ თემის გახსნას, ვითომ გული შეგტკივა და ამ დროს
ჩასაფრებული მელასავით ხარ, აღარ იცი ვინ როგორ ამოსვარო ტალახში. ბევრნი არიან შენნაირები,
მარტო არ ხარ.
თემის არსებობისთვის კი ვერანაირ მიზეზს ვერ ვხედავ. პროვოკაციაა და მეტი არაფერი.
როგორც ზემოთ გითხარი, მოიტანე სრული ვიდეო, ყოველგვარი მიჭრა-მოჭრის და ჩაკერებების გარეშე
და მერე განვიხილოთ, ვინ რა თქვა და ვინ ვის ეწინააღმდეგება.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)