საინტერესო თემად მეჩვენება, ალბათ ცნობილია რომ არაერთი წმიდა მამა საუბრობს, შემდეგზე -"შიში ღვთისა არს დასაბამი სიბრძნისა" ამავდროულად იგივე მამები საუბრობენ, რომ სიყვარული ეს არის სამყაროს შემამტკიცებელი ძალა და რომ მის გარეშე ყველაფერი 'არრარაა'...
მაინტერესებს რას ფიქრობთ თემასთან დაკავშირებით, მე ცოტა არ იყოს უცნაურად მეჩვენება სიყვარულისა და შიშის თანხვედრა.. თუ ღვთის შიში სიბრძნის დასაბამია, გამოდის რომ ის არ ყოფილა თავად სიბრძნე (?) მაშ რა არის მასში ფასეული? გმარკვიეთ, ცოტა არ იყოს დავიბენი, აი სახარების მაგალითი ავიღოთ, გაწითლებულ მონაკვეთზე გაამახვილეთ ყურადღება:
(1 იოანე 4, 7-21)
საყვარელნო, გვიყვარდეს ერთმანეთი, რადგან ღვთისგან არის სიყვარული. ხოლო ყოველი, ვისაც უყვარს, ღვთისგან არის შობილი და იცნობს ღმერთს. ვისაც არ უყვარს, ის არ იცნობს ღმერთს, რადგან ღმერთი სიყვარულია. ღვთის სიყვარული იმით გამოგვეცხადა, რომ ღმერთმა მოავლინა სოფელში თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ვიცოცხლოთ მისი მეშვეობით. ამაში გამოჩნდა სიყვარული, რომ ჩვენ კი არ შევიყვარეთ ღმერთი, არამედ მან შეგვიყვარა და მოავლინა თავისი ძე ჩვენი ცოდვების გამომსყიდველ მსხვერპლად. საყვარელნო, თუკი ასე შეგვიყვარა ღმერთმა, ჩვენც გვმარეთებს ერთმანეთის სიყვარული. ღმერთი არასოდეს არავის უხილავს, თუ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს, ღმერთი ჩვენში რჩება და მისი სიყვარული ჩვენში სრულყოფილია. ჩვენ რომ მასში ვრჩებით და ის ჩვენში, იმით ვგებულობთ, რომ მან თავისი სულისგან მოგვცა. ჩვენც ვიხილეთ დავამოწმებთ, რომ მამამ მოავლინა ძე სოფლის მაცხოვრად. ვინც აღიარებს, რომ იესო არის ძე ღვთისა, ღმერთი მასში რჩება, ის კი - ღმერთში. ჩვენ ვცანით და ვიწამეთ სიყვარული, რომლიც ჩვენდამი აქვს ღმერთს. ღმერთი არის სიყვარული და, ვინც სიყვარულში რჩება, ღმერთში რჩება, და მასში რჩება ღმერთი. ამიტომ გახდა სრულყოფილი ჩვენ შორის სიყვარული, რომ სითამამე გვქონდეს განკითხვის დღეს, რადგან როგორც ის არის, ჩვენც ისეთები ვართ ამ სოფელში. შიში არ არის სიყვარულში, არამედ სრულყოფილი სიყვარული გარეთ სდევნის შიშს, რადგან შიშს სასჯელთან აქვს საქმე, ხოლო შეშინებული არ არის სიყვარულში სრულყოფილი. ჩვენ იმიტომ გვიყვარს, რომ პირველად მან შეგვიყვარა ჩვენ. თუ ვინმე ამბობს, ღმერთი მიყვარსო თავისი ძმა კი სძულს, რომელსაც ხედავს, არ ეყვარება ღმერთი, რომელსაც ვერ ხედავს. და ასეთი მცნება გვაქვს მისგან, რომ ღვთის მოყვარულს თავისი ძმაც უნდა უყვარდეს.
ჩემი აზრით აქ
მნათე
ჩემ აზრს ვიტყვი....
შიშში ჩვენ არ უნდა მოვიაზროთ მიწიერი, სიმხდალით გამოწვეული შიში, რომელიც დაგვეუფლება ხოლმე სიბნელის, დიდი ხმის და სხვა ამქვეყნიური მიზეზების გამო
ღვთის შიში, ალბათ, უპირველესად არის უდიდესი კრძალვა, რომელიც შიშშია გადაზრდილი. ყველა ჩვენგანი მდგარა ძალიან დიდ ნაგებობასთან (მაგ. თბილისის ანძასთან), ან დიდ მთასთან და გვიგრძვნია რაღაც ქვეშეცნეული შიში, თუმცა შიშსაც ვერ დაარქმევ.... რაღაც უცნაური გრძნობა, სიდიადის გამო გამოწვეული. მე ასეთი მგონია ღვთის შიში....
გავიხსენოთ საღვთო მოციქული პეტრე. როდესაც მან უფალი ამოიცნო მწირში, წყალში გადახტა... რატომ? შეაშინა განა უფალმა? არა, მან თავისი საშინელი უღირსებისა და მაცხოვრის განუზომელი სიწმინდის განცდამ შეაშინა და შერცხვა
ასეთია ალბათ, შიში ღვთისა, განცდა და აღქმა უდიდესი კრძალულებისა, რომელმაც დავით მეფსალმუნეს ათქმევინა - "მატლ ვარ და არა კაც, საყვედრელ კაცთა და შეურაცხ ერისა....."
კანონისტი
ძალიან კარგად ახსენი. ასეთი შიში ნამდვილად "შეიქმს სიყვარულს"
კანონისტი
კარგი იყო
კიდევ, მაგალითად მშობლის სიყვარული და 'შიში'. მე ყოველთვის შევეცდები ისე მოვიქცე როგორც ჩემს მშობელს უნდა და მის ნებას არ გადავალ, ამას იმის გამო კი არ გავაკეთებ რომ მშობლის მეშინია. არც პატარა ვარ. უბრალოდ ვიცი, როგორ ვუყვარვარ მას და მეშინია მისი ამ სიყვარულის დაკარგვისა. მშობლის დაჯერება, განა შენ საკუთარი ნების არმქონე გადამიანად გაქცევს, არამედ შენს მორჩილებაზე და შიშზე მშობლიური სიყვარულის დაკარგვისა მეტყველებს. მშობლიური სიყვარულით ვუყვარვართ სწორედ უფალს ჩვენ და სანამ ამ სიყვარულს საფრთხეში ჩავაგდებთ, ჩვენი ურიცხვი შეცოდებებით, კარგად უნდა დავფიქრდეთ და 'გვეშინოდეს' ამ ცოდვების ჩადენისა, რადგან ისინი უფლისაგან გვაშორებს.
კანონისტი
ჩაიწერე
100%-ით გეთანხმები.
მნათე
გაიხარეთ.....
მხევალი ნინო
ეგ თუ გვაქ, ანუ შიში და სიყვარული ღვთისა,მაშინ ხარ ქრისტიანი!
მოდი წმ. იოანე ოქროპირის სიტყვებით დავამთავრებ
ზოგადად შიშზე
წმინდა იოანე დამასკელი
მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა
შიშის შესახებ
შიშიც, აგრეთვე, განიყოფა ექვსად. ესენია: ყოყმანი, კრძალვა, სირცხვილი, თავზარი, გაოგნება და აგონია. ყოყმანი არის შემდგომი მოქმედების შიში. კრძალვა არის გაკიცხვის მოლოდინის შიში (საუკეთესო განცდაა ეს). სირცხვილი არის შიში სამარცხვინო ნამოქმედარის გამო (არც ესაა ცხონებისათვის უიმედო რამ). თავზარი არის დიდი მოვლენისგან შიში. გაოგნება არის უჩვეულო მოვლენისგან შიში. აგონია არის წარუმატებლობის ანუ დამარცხების შიში, რადგან, გვეშინია რა საქმეში დამარცხებისა, აგონიაში ვვარდებით
მამა თეოდორე ნაწყვეტი კითხვებზე პასუხიდან.
არა იმიტომ, რომ ღმერთს სიამოვნებს დიდება. საქმე ის არის, რომ უფალთან ურთიერთობას სხვადასხვა გრადაცია აქვს. პირველი, დასაბამი სიბრძნისა, არის შიში ღვთისა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სულიერი ცხოვრება იწყება მაშინ, როცა ეს გრძნობა ჩნდება. მას თან ახლავს სულიერი თვალის ახელა, რაც კაცს საკუთარ თავს დაანახვებს. ადამიანს ეშინია ღმერთის დაკარგვის, ხედავს, რომ ღირსია ჯოჯოხეთის დამკვიდრებისა. ასე ხდება მისი მოქცევა. ეს შიში უდიდესი სათნოებაა და საკმაოდ სერიოზული ნაბიჯია ადამიანის ცხონებისათვის.
არსებობს საპირისპირო მდგომარეობაც, როდესაც ადამიანი პირდაპირ სასუფეველზე ფიქრობს. ამას მათ ურჩევენ, ვინც მიდრეკილია უიმედობისკენ. მაგრამ მამები გვასწავლიან, რომ არც ღვთის შიში და არს სასუფევლის ნეტარებაზე ფიქრი არ არის საკმარისი სრულყოფილი სულიერი ცხოვრებისთვის. ამისთვის აუცილებელია ღვთის სიყვარული. როცა ადამიანს აქვს ღვთის სიყვარული, იგი სრულ თავდავიწყებაში ვარდება. ღვთის მოშიში შეწყალებას, ცოდვათა მიტევებას, განსაცდელისგან ხსნას, ხელის მომართვას ან სასუფეველს ევედრება უფალს, ხოლო ის, ვისაც ღმერთი უყვარს, აღარაფერს ითხოვს. მას არც ჯოჯოხეთის ეშინია, არც სამოთხისკენ მიისწრაფვის, მხოლოდ ღმერთზე ფიქრობს. ეს კი სამოთხისეული მდგომარეობაა.
ღვთის შიში -- ბლაგოგავენიე როგორც რუსები იტყვიან.
ღვთის შიში, არის შიში ყოვლისმომცველი ძალისა რომელიც ჩვენს დაცემულ ეგოს ბევრად აღემატება...
"შიში ღვთისა არს დასაბამი სიბრძნისა"
მე ესე მგონია,რომ ღვთის შიშში,იგულისხმება უფლის მიმართ ჩვენი დიდი მოკრძალება,შიში ცოდვის ჩადენისა,შიში იმისა რომ უფალი არ დაკარგო და არ დაშორდე მას შენი ცხოვრების წესით. (ღვთის შიშში არ იგულისხმება,ის რომ,გეშინოდეს უფლის როგორც დამსჯელი ძალის.)
ადამინები უფრო ადვილად აწყენინებენ იმას ვისაც უყვართ ვიდრე იმათ ვისი შიშიც აქვთ.ნ.მაკიაველი..
კონტექსტიდან თუა ამოგდებული ბოდიშით
მგონი ძალიან მარტივია... შიში გაიძულებს რომ ნაბიჯები გადადგა, ანუ იძულების მეთოდით მიგერეკება სასუფევლისაკენ, სიყვარული კი შრომის, ცოდნისა და გამოცდილების შედეგად მიიღწევა... როცა სიყვარული მიიღწევა, ე.ი. როცა აბსოლიტურად გესმის ღმერთი მიერ გადადგმული ნაბიჯები რომ სყვარულს ემსახურება და რომ ეს უკეთესია შენთვის, რა ტქმა უნდა შიში ქრება...
პ.ს. თუმცა მებრი თვლის რომ აქ ,,ღმერთის დაკარგვის შიში" იგულისხმმება...
ჩემთვის პირადად ორივე აღქმა მისაღებია
რა საშინელებაა, ესე მგონია რომ ღვთის შიში არ განმიცდია მგონი არასოდეს. აი საერთოდ როგორ უნდა აღიქვა ასეთი რამეები, , ან სწორად მიდიხარ თუ არა, ან ბრკოლდები თუ გამოცდაა ეს თუ საერთოდ რახდება შენს თავს, თითქოს ჩვეულებად იქცა ეს ყველაფერი.
ესე უბრალოდ ხოო იტყვი მიყვარს უფალი ან მეშინია ღვთის მაგრამ სინამდვილეში...
ავგუსტინეს აქვს გენიალური ფრაზა : ,,გიყვარდეს ღმერთი და რაც გინდა ის აკეთე !''
დავწერო ჩემი სოფმხედველური ფილოსოფია თუ დაგინდოთ
G_saxva
Aრ დაგვინდო.
Mე მიყვარს ღმერთი,მთელი ჩემი არსებით,როგორ ჩემს არსებას შეუძლია))
Rაც შეეხება შიშს ...ეს სხვა შიშია...ისეთი რამე არ გავაკეთო რაც გულს ატკენს
Mე ასე ვთვლი,სხვამ შეიძლება სხანაირად თქვას,ინდივიდუალურია,ვერავის
დაუწყებ მტკიცებას მე სწორად მი
G_saxva
Aრ დაგვინდო.
Mე მიყვარს ღმერთი,მთელი ჩემი არსებით,როგორ ჩემს არსებას შეუძლია))
Rაც შეეხება შიშს ...ეს სხვა შიშია...ისეთი რამე არ გავაკეთო რაც გულს ატკენს
Mე ასე ვთვლი,სხვამ შეიძლება სხანაირად თქვას,ინდივიდუალურია,ვერავის
დაუწყებ მტკიცებას მე სწორად მიყვარ და შენ არაო
ღმერთი გვეუბნება თუ გიყვარვართ დაიცავით ჩემი მცნებებიო, ეს სახარებაში წერია, მაგრამ თუ კი ისეთ რამეს დავიჯერებთ და შევასრულებთ რაც არაა ღმერთის მცნება მაგალითად ზოგს გონია, რომ საკლავის დაკვლით ღმერთს ემსახურება საბოლოო ჯამში ასეთი ქმედებები (ეს უბრალოდ მაგალითად მოვიყვანე) გამართლებულ იქნება?
ან როცა ტყუილის გამართლებაზე მიდგა საქმე თუ კი მე ტყუილი ვთქვი, რომ გადამერჩინა ადამიანი ერთ ცოდვას ჩავიდენ და მეორე სიკეთეს თუ რა ხდება ამ დროს?
sanfol
G_saxva
sanfol
G_saxva
sanfol
G_saxva
sanfol
G_saxva
ცოტა გაუგებრად დავწერე, აი დაზუსტებით
მას შემდეგ, რაც უფალი იესო ქრისტე ჯვარს ეცვა, გამოგვიხსნა ცოდვისა და ეშმაკის მონებისაგან და ახალი აღთქმის ეკლესია დააფუძნა, ყოველგვარი სისხლიანი მსხვერპლი გაუქმებულია. ის, ვინც დღესაც ძველი აღთქმის ან წარმართულ წესებს ასრულებს, ნებსით თუ უნებლიეთ უარყოფს უფალ იესო ქრისტეს მიერ კაცობრიობის გამოხსნას, ახალი აღთქმის ეკლესიაში მაცხოვნებელი მადლის არსებობას. მართლმადიდებლურ ტაძრებში ყოველ კვირა დღეს, საეკლესიო დღესასწაულებზე და ზოგან ყოველ დილით აღესრულება წმიდა ლიტურგია (წირვა) ანუ უსისხლო მსხვერპლშეწირვა. წირვის დროს მორწმუნეთა მიერ შეწირული პური და ღვინო იესო ქრისტეს ხორცად და სისხლად გარდაიქცევა. წირვაში მონაწილე მორწმუნეები სინანულით, ლოცვითა და მარხვით ეზიარებიან წმიდა საიდუმლოს. როგორც წმიდა პავლე მოციქული ბრძანებს: "შევსწირავთ მსხვერპლსა ქებისასა მარადის ღმრთისა, ესე იგი არს ნაყოფთა ბაგეთა და აღსარებასა სახელისა მისისასა. ხოლო კეთილსა საქმესა და ზიარებასა ნუ დაივიწყებთ, რამეთუ ესევითარნი მსხვერპლნი სათნო არიან ღმრთისა" (ებრ. 13,15-16).
http://martlmadidebloba.ge/sacdurebi1.html
sanfol
ზემოთ რაც დაწერე მართლია. მაგრამ რამდენად მიხვდი არ ვიცი. მოდი ასეთ კითხვას დაგისვამ, ყოველ წირვაზე რას ვწირავთ უფლას, ანუ უსისხლო მსხვერპლი რა არის?
sanfol
როცა ჩვენ ვსაუბრობთ შიშსა და სიყვარულზე რათქმაუნდა ეს ორი ერთმანეთის საპირისპიროა , მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ზოგადად არის ადამიანთა ორი კატეგორია 1) ადამიანები რომელთაც შეგნებული აქვთ ღვთის სიდიადე და შესაბამისად თავიანთი მაღალზნეობრივი ცხოვრებით და ღვთისმოსაობით სრულყოფილად უყვართ ღმერთი და 2) ადამიანები რომლებიც არ იცნობენ ღმერთს და შესაბამისად არც იცავენ მის მცნებებს . 1) კატეგორიის ადამიანების შემთხვევაში შიში ქრება და მთლიანად იდევნება სიყვარულის მიერ , რადგან თუ შენ სრულყოფილად შეიყვარებ ღმერთს და გაიაზრებ რომ შენ ვალდებული ხარ , რომ მისი მცნებები დაიცვა , შენ უკვე ისეთ მდგომარეობაში ხარ რომ თითქოს გაბედულებაც კი გაქვს , როგორც იოანე მოციქული ბრძანებს ! სწორედ ასეთი მდგომარეობის ადამიანებს ეუბნება უფალი_ თუ გიყვარვართ დაიცავით მცნებანი ჩემნი! ანუ უფალს არ უთქვია თუ ჩემი გეშინიათ , მაშ დაიცავით კიდეც ჩემი მცნებები. უფალი ასეთი სიტყვებით ესაუბრება მოწაფეებს რომლებიც უკვე საკმაოდ კარგად იცნობენ უფალს , და ისინი ხვდებიან კიდეც რომ მათი ვალდებულებაა რომ მეგობრის თხოვნა შეასრულონ! გაიხსენე უფალი რას ეუბნება მათ_ მე აღარ გიწოდებთ მონებს , არამედ მეგობრებს გიწოდებთ თქვენ! ანუ როცა შენ კარგად შეიცნობ ღმერთს და ის გახდება შენი მეგობარი და შენ მისი, ამ შემთხვევაში შიში მთლიანად ქრება რადგან შენ უკვე ენდობი შენს მეგობარს. ახლა მეორე _ მეორე კატეგორიის ადამიანებს უნდა ეშინოდეთ ღვთისა , რადგან ისინი ურწმუნონი და უცხონი არიან ღვთის წინაშე და შესაბამისად არც ღმერთს იცნობენ და რანაირად ეყვარებათ ღმერთი?! ასეთი კატეგორიის ადამიანებზე სოლომონი ბრძანებს _ღვთისა გეშინოდეს და დაიცავი მცნებანი მისნი , რადგან ესაა კაცის თავი და თავი!. თუ შენ არ იცნობ ღმერთს და არ ხარ მასთან ახლოს , მაშინ მისი უნდა გეშინოდეს და რატომ უნდა გეშინოდეს ? იმიტომ რომ დაიწყო მისი ძიება , დაუახლოვდე და ცხონდე ! ხედავთ ღვთის კაცთმოყვარებას? მას სურს რომ ყველა ცხონდეს და მას დაუახლოვდეს ! დიდება მას ამენ!
იესოს ბოლო ჟამის ეკლესია
esre ars cheshmariteba
G_saxva
sanfol
G_saxva
sanfol
G_saxva
esre ars cheshmariteba
[quote name='G_saxva' date='Nov 21 2014, 09:58 AM' post='751180']
esre ars cheshmariteba
რასაც წერ
[/q
როგორც უფალი ბრძანებს მეც იგივეს გეტყვი- თუ ბოროტი ვთქვი დამიმოწმე , თუ არადა რადა მცემ?
esre ars cheshmariteba
"არ ეშინოდათ სიკვდილისა, ღვთის შიშის გამო"
"ღვთის შიშით გონებით დავარდი მაცხოვრის ფერხთა წინაშე"
"ღვთის მოშიში უძლიერესია, ვიდრე ყველა დემონი ერთად".
/წმ. ათანასე დიდი/
"ღვთის შიში - ღვთისმოსაობის მარილია, ის შემოუჭერს ბარძაყს, შემოსწერს მუცელს, აფხიზლებს გულს, მოთოკავს გონებას, გაშოლტავს თვითნებობას".
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"ყოველთვის უნდა გვქონდეს ღვთის შიში, - ბრძანებს სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო), - ამას გვახსენებს ღვთისმსახურებისას დიდი კვერექსი, როცა ტაძარში შიშით, კრძალვით და სარწმუნოებით შესულთათვის ლოცულობენ. ხედავთ? ვის შეუძლია ტაძარში დგომა? მხოლოდ იმას, ვისაც ღვთის შიში აქვს. წმინდა ბარძიმთანაც ასე ითქმის: "შიშითა ღვთისაითა და სარწმუნოებით მოვედით".
"როდესაც ადამიანებს ღვთის შიში აქვთ, მაშინ წყნარი და ტკბილია ცხოვრება დედამიწაზე".
/წმ. სილუან ათონელი/
"ხორციელი შიშის სათავე კი ის არის, რომ ადამიანს ღმერთის არ ეშინია. ხოლო როცა უფლის შიში არ გაქვს, მაშინ ყველაფრის გეშინია. თუკი ადამიანს ღვთის ჭეშმარიტი შიში აქვს, არაფრის ეშინია. თუ შემოქმედს ბოლომდე არ მიენდობი, ხორციელი შიში ყოველთვის შემოგეპარება. შიშის განცდა ყველა ადამიანს აქვს, ხოლო რამდენადაც ძლიერია უფლისადმი მინდობა, იმდენად ნაკლებია სხვაგვარი შიში".
/მეუფე სტეფანე (კალაიჯიშვილი)/
"როგორც ჯვარზე გაკრულ სხეულს ერთმევა მოძრაობის საშუალება, ასევე ღვთის შიშითა და მადლით ხდება ჩვენი ცოდვების ჯვარზე გაკვრა, მათი მოთოკვა და ალაგმვა".
/მამა ზაქარია მარგალიტაძე/
"წმინდა მამების განმარტებით, დიდი სიბრძნეა შიში უფლისა. ის არ შეედრება მრისხანე მმართველის ან სხვა ნებისმიერი ადამიანის შიშს; ეს არის უფალთან განოშორებისა და მისი პირისგან განგდების შიში. მის გარდა თითქმის ყველა სხვა შიში ცოდვაა. მაგრამ, ცხადია, ისიც ბუნებრივია, ადამიანს ტყეში ნადირის დანახვისას შეეშინდეს. კაცის ბუნებას თან ახლავს შიში. ადამიანური ბუნებით თვით მაცხოვარი გაიქცა ეგვიპტეში. უფისთვის არ იქნებოდა შეუძლებელი, ანგელოზთა დასს იქვე დაეცვა იგი და არ გაქცეულიყო, მაგრამ ღვთიურ ბუნებასთან ერთად მან თავისი ადამიანური სრულყოფილებაც გვიჩვენა".
/მამა კონსტანტინე გიორგაძე/
"თუკი ადამიანს ყველა სხვა მოსახვეჭელზე მეტად ღვთის სიყვარულის მოხვეჭა სურს, იგი პირველ ყოვლისა, შიშით უნდა აღივსოს ღვთის წინაშე. ღვთის შიში სატირლად აღძრავს მას და საკუთარი ცოდვების მოსანანიებლად განაწყობს, ხოლო ცრემლთა ღვრა და სინანული სიმხნევეს დაბადებენ მასში".
/წმ. ანტონი დიდი/
"ჭეშმარიტი სიბრძნე ღვთის შიშია" (იობ. 28,28) - ნათქვამია წმინდა წერილში. თუ სულში ღვთის შიში არ არის, მაშინ მასში, როგორც წესი, ნევროტული შიშები იბუდებს - ჭეშმარიტების ადგილს სუროგატი იკავებს".
"პარადოქსია, მაგრამ სწორედ შიშს მოაქვს სიმშვიდე".
/მამა ზაქარია მარგალიტაძე/
"თვინიერების და უფლის შიშის საზღაური სიმდიდრე, დიდება და სიცოცხლეა".
"ვისაც არასოდეს შეშინებია საკუთარი თავისა, მან არ იცის, რა არის ნამდვილი შიში".
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"პატარას [ღირსი პაისი ათონელს] სასაფლაოსი ეშინოდა. შიშის დასაძლევად შუაღამისას წავიდა სასაფლაოზე, ჩაჯდა ცარიელ სამარეში და ასე დათრგუნა შიში, რათა ღვთის გარდა არავისი შინებოდა."
"თუ გრძნობ, რომ ღმერთი გიყვარს, მაშინ ცხოვრებაში აღარაფრის გეშინია. მიწისძვრა ხდება თუ სახლი ინგრევა, წმინდანი ამბობს: "სახლი დაინგრა, არა უშავს. ამას რა მნიშვნელობა აქვს? ჩემი სული ხომ ღმერთს ეკუთვნის".
/არქიმანდრიტი ანდრია (კონანოსი)/
"როგორც ბერი ფილოთეოსი (ზერვაკოსი) ამბობდა: "რწმენა ადამიანში ბადებს შიშს - ცოდვის ჩადენისა და ღმერთის წყენინების შიშს. ღვთისმოშიში მორჩილია, ხოლო მორჩილთან - სულიწმინდაა".
"ვინც ღვთის მოშიშია, ის დიდი მეომარიცაა".
/მამა დავით გეგეშიძე/
"ღმერთი მარადის მფარველობს და ხელს აფარებს თავის მოშიშთ".
"ღვთისმოშიში ადამიანი სულიერად მღვიძარია, ფხიზლადაა და მუდმივ მზადყოფნაშია ხორცისა და სულის უწესრიგო შემოტევებთან საბრძოლველად."
/მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი/
"შენს სვლას საფუძვლად ღვთის შიში დაუდე და მალე აღმოჩნდები სასუფევლის კართან".
/წმ. ისააკ ასური/
"თუ ადამიანს ღვთის სიყვარულის მოხვეჭა სურს, ჯერ ღვთის შიში უნდა მოიპოვოს. შიში შობს გლოვას, გლოვა კი - სიმამაცეს".
/წმ. ანტონი დიდი/
"ადამიანი, რომელსაც ღვთისა ეშინია, არ ფიქრობს, როგორი თვალით უყურებენ მას, დაუჯერებენ თუ არა, შეაქებენ თუ არა - იგი თავისუფალია ასეთი აზრებისაგან".
/დეკანოზი ალექსი უმინსკი/
წმინდა პეტრე დამასკელი ბრძანებდა: "არა მხოლოდ ცოდვის ქმნის გამო უნდა ეშინოდეს კაცს ღმრთისა , არამედ იმიტომაც, რომ ღმერთს უყვარს იგი, მას კი არ უყვარს უფალი და უღირსად იღებს მისგან სიკეთეს".
"რა არის ღვთის შიში? გეშინოდეს, მცირედითაც არ ატკინო გული უფალს."
"ღვთის შიშის სული არის თავშეკავება ბოროტ საქმეთაგან"
/წმ. მაქსიმე აღმსარებელი/
"როდესაც ადამიანებს ღვთის შიში აქვთ, მაშინ წყნარი და ტბილია ცხოვრება დედამიწაზე".
/წმ. სილუან ათონელი/
"ვინც ღვთის შიშით თავის ნებას მოიკვეთეს, მას ღმერთი მისთვის შეუცნობლად თავის ნებას უბოძებს და მის გულში წარუშლელ მოქმედებას მოახდენს, რაც გულის თვალს აუხელს, რათა შეიცნოს ღვთის ნება და მისი აღსრულების ძალასაც მიანიჭებს. ამას კი სულიწმინდის მადლი აკეთებს, რის გარეშეც არაფერი ხდება".
/ღირსი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი/
ფსალმუნი მეოთხე
9. "შიში უფლისაი წმიდა არს და ჰგიეს იგი უკუნითი უკუნისამდე; განკითხვანი უფლისანი ჭეშმარიტებით არიან და განმართლებულ მის თანა"
- აქ იგულისხმება საღმრთო შიში, რომელიც წმინდაა, რადგან არ არის ცხოველური, არამედ შიშია იმისა, რომ არ დავკარგოთ ღვთის მოწყალება; უფლის სასჯელისა კი არა, არამედ იმისა, რომ ღვთისადმი ჩვენმა სიყვარულმა არ მოიკლოს. ადამიანს სწორედ ამის უნდა ეშინოდეს. ეს შიში წმინდაა, უკუნისამდე ჰგიებს, ხოლო დასჯის შიში ვნებიანია და პირუტყვს ახასიათებს.
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"ყველაზე დიდი ცოდვაა ღმერთზე მეტად გვეშინოდეს რაიმესი და ამ შიშის გამო ვღალატობდეთ ჭეშმარიტი სარწმუნოების სწავლებას".
/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/
"ღვთის შიშის შესუსტება ცოდვას შობს, ხოლო ურწმუნოებას, თავისთავად მძიმე ცოდვას, ნებისმიერი დანაშაულის გამოწვევა შეუძლია"
წმინდა იოანე კლემაქსი ბრძანებს: "ვინც მონა იყოს ღვთისა, მას მხოლოდ თავის უფლისა ეშინია. ხოლო ვისაც ღვთისა არ ეშინია, მას თავის ჩრდილისაც კი შეეშინდება".
წმინდა ბარსანოფი ოპტელი ბრძანებს: "როცა გაწუხებს შიშის გულისთქმები მოსალოდნელ განსაცდელებზე, მას ნუ გაესაუბრები, უბრალოდ თქვი: "იყოს ნება უფლისა!" ეს ძალზე ამშვიდებს ადამიანს".
"ვისაც არასოდეს შეშინებია საკუთარი თავისა, მან არ იცის, რა არის ნამდვილი შიში", - ბრძანებს წმინდა ნიკოლოზ სერბი. იგივე მამა ამბობს: "ღვთის შიში - ღვთისმოსაობის მარილია, ის შემოუჭერს ბარძაყს, შემოსწერს მუცელს, აფხიზლებს გულს, მოთოკავს გონებას, გაშოლტავს თვითნებობას.
თმაც დათვლილია თქვენს თავზე, ძმანო, და, მით უმეტეს, თქვენი დღენი ცხოვრებისანი. ასე რომ, ნუ გეშინიათ თქვენთვის დანიშნულ დღეზე ადრე სიკვდილისა, მაგრამ ნურც დაიმედდებით, ასე თუ ისე ერთი დღით მაინც გაიხანგრძლივოთ ცხოვრება მისი ნების საწინააღმდეგოდ, ვინც დათვლის და გაზომავს. შეიგრძენით ეს ყოველივე და ისწავლეთ სიმდაბლე და შიში ღვთისა".
"რა არის ღვთის შიში? გეშინოდეს, მცირედითაც არ ატკინო გული უფალს".
"ვინც მონა გახდა ღვთისა, მას მხოლოდ თავისი მეუფისა ეშინია; ვისაც არა აქვს ღვთისმოშიშება, მას ხშირად თავისი ჩრდილისაც კი ეშინია"
"ყველაზე დიდი ცოდვაა, ღმერთზე მეტად გეშინოდეს რამესი და ამ შიშის გამო ვღალატობდეთ ჭეშმარიტი სარწმუნოების სწავლებას"
/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/
"სრულყოფილი სიყვარული შიშს აძევებს"
"ყურადსაღებია, შიში ღვთისა მხოლოდ პირველი ნაბიჯია სიბრძნის მოსაპოვებლად, შემდგომ კი კიდევ მრავალი ღვაწლია საჭირო, რაც თანდათან შეგვძენს სიბრძნეს და სწორედ მაშინ "გაიოლდება" ცხონება"
"უფლის შიში სიბრძნის ძირია"
"არსებობს ორი სახის შიში: ერთი დამწყებთა და მეორე სრულყოფილთა, რომლებმაც სრული სიყვარულის საზომს მიაღწიეს. მაგალითად, ზოგიერთნი ღვთის ნებას აღასრულებენ სატანჯველის შიშის გამო. ასეთი ადამიანი კეთილ საქმეებს სიკეთისთვის კი არ აკეთებს, არამედ სატანჯველის შიშის გამო. მაშინ, როცა მეორე აღასრულებს ღვთის ნებას ღვთის სიყვარულისთვის, რათა სათნო-ეყოს მას".
"მოუკლებლად ითხოვე: "შიში შენი, უფალო, ჩამინერგე გულსა შინა". ო, რაოდენ ნეტარია, ვისაც მუდმივი ძრწოლა აქვს ღვთის წინაშე!"
"ღვთის შიში - ესაა მთავარი! როცა ის მოდის, მაშინ ის, როგორც კეთილი ბატონი, სულში ყველაფერს ალაგებს"
/წმ. თეოფანე დაყუდებული/
"მარადის გქონდეს შიში უფლისა, გახსოვდეს სიკვდილი"
"ადამიანს ღვთისადმი უნდა ჰქონდეს არა დამამცირებელი, სულისშემხუთველი მონური შიში, არამედ ისეთი შიში, როგორსაც გრძნობს კეთილგონიერი შვილი მშობლებისადმი - კრძალვა, მორიდება, სიყვარულით შეზავებული შიში"
"უფლის დაკარგვის შიშის გარდა, სხვა შიში გაგვიქროს უფალმა!..
სიკეთე და სიხარული დაგვათენდეს!.."
/მამა პეტრე/
"სიკვდილის ხსოვნა გადაჯაჭვულია ღვთის შიშთან"
/ბერი ანთიმოზი/
"გეშინოდეს ღმერთის, ოღონდ არა - როგორც მტანჯველის, არამედ - გეშინოდეს მისი სიყვარულით"
/წმ. ათანასე დიდი/
"ვისაც ყველაფერზე მეტად ღმერთის ეშინია, მას ამქვეყნად უკვე ვერაფერი შეაშინებს"
/ფსალმუნი 117, 6/
"შიშიდან სიყვარულისკენ მიემართება ადამიანი, რომელიც ღვთის მცნებათა აღსრულებას იწყებს"
"ღვთის შიში შეიძინება სიკვდილზე ფიქრით, აგრეთვე ღვთის მოშიშ ადამიანებთან სიახლოვით"
/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/
"შეიყვარეთ ქრისტე და არასდროს არაფრის შეგეშინდებათ"
/მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი (კვიპროსი)/
"მეშინია ღმერთის და, მეშინია იმ ადამიანისაც, რომელსაც ღმერთის არ ეშინია!"
/მონაზონი ვერონიკა/
"ყველა სათნოებისა და სიბრძნის დასაბამი ღვთის შიშია.
როდესაც სინათლე ბნელ სახლში შევა, განდევნის იქიდან სიბნელეს და სახლს გაანათებს. ასევე ღვთის შიში, ადამიანის გულში რომ შევა, განდევნის მის წყვდიადს, ხოლო მას ყველა სათნოებითა და სიბრძნით აავსებს.
შიში ღვთისა იმყოფება ადამიანში და იცავს მას იმ დრომდე, ვიდრე ის არ განეშორება მძიმე ტვირთს – სხეულს; მაშინ ღვთის შიში თავის აღზრდილს ჰყოფს წმინდანთა ნეტარების მემკვიდრედ, რომ მათთან ერთად გაიხაროს მარადიული სიხარულით, როგორც წმიდა წერილი გვაუწყებს: „შიშითა შენითა, უფალო, მიუდეგით, გუელმოდა და ვშევით სული მაცხოვარებისა შენისაჲ“ (ეს. 26,18)."
წმიდა ანტონი დიდი.
- "რაი მივაგო უფალსა ყოვლისავეთვის, რომელი ესე მომაგო მე?" (ფს. 113). უფალს ხომ არაფერს შესძენს ადამიანის მიერ აღვლენილი დიდება, რატომ არის ეს ლოცვა ყველაზე აღმატებული?
- არა იმიტომ, რომ ღმერთს სიამოვნებს დიდება. საქმე ის არის, რომ უფალთან ურთიერთობას სხვადასხვა გრადაცია აქვს. პირველი, დასაბამი სიბრძნისა, არის შიში ღვთისა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სულიერი ცხოვრება იწყება მაშინ, როცა ეს გრძნობა ჩნდება. მას თან ახლავს სულიერი თვალის ახელა, რაც კაცს საკუთარ თავს დაანახვებს. ადამიანს ეშინია ღმერთის დაკარგვის, ხედავს, რომ ღირსია ჯოჯოხეთის დამკვიდრებისა. ასე ხდება მისი მოქცევა. ეს შიში უდიდესი სათნოებაა და საკმაოდ სერიოზული ნაბიჯია ადამიანის ცხონებისათვის."
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"ღვთის მოშიში შეწყალებას, ცოდვათა მიტევებას, განსაცდელისგან ხსნას, ხელის მომართვას ან სასუფეველს ევედრება უფალს, ხოლო ის, ვისაც ღმერთი უყვარს, აღარაფერს ითხოვს. მას არც ჯოჯოხეთის ეშინია, არც სამოთხისკენ მიისწრაფვის, მხოლოდ ღმერთზე ფიქრობს. ეს კი სამოთხისეული მდგომარეობაა."
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"წმინდა მამები გვასწავლიან, რომ უნდა განვთავისუფლდეთ ფუჭი შიშისგან და უნდა შევიმოსოთ ნამდვილი, ჯანსაღი შიში. ეს არის შიში ცოდვისა. მხოლოდ ეს შიში უნდა გააჩნდეს ადამიანს. თუკი კაცი მართლად ცხოვრობს და არ ემონება ცოდვას, ღვთის განგება და მფარველობა ვლინდება მასზე. მაშინ რისაღა უნდა ეშინოდეს მას?! მთელი ჩვენი ცხოვრება აღსავსეა განსაცდელებით, ყოველ ნაბიჯზე ჩასაფრებულია შეჭირვება, მწუხარება. მთავარია ადამიანმა თავი არ დააძაბუნებინოს ამ შიშებს. რით უნდა სძლიოს კაცმა ყველა იმ საფრთხეს, რომელიც ეშმაკისგან მოდის, თუ არა რწმენით, ღმერთზე მინდობით, სულიერი ცხოვრებით, ცოდვებთან ბრძოლით?! "
/დეკ. თავმას ჩოხელი/
"უფლის მოშიშს არ შეემთხვევა უბედურება, არამედ კვლავ და კვლავ იხსნის განსაცდელისგან"
/სიბრძნე ზირაქისა/
"როცა უფლის მოშიშნი ლაპარაკობენ ერთმანეთში, ყურს უგდებს უფალი, ესმის და იწერება მის წინაშე სამახსოვრო წიგნი უფლის მოშიშთათვის და მისი სახელის მომხსენიებელთათვის" (მალ. 3,16)
"თუ ღვთის მცნებათა დაცვით ვიცხოვრებთ და ღვთის შიში და სიყვარული იქნება ჩვენი თანამდევი, ვერავითარი ძალა ვერ მოგვერევა"
/ილია მეორე/
"უფლის მოშიშება ახანგრძლივებს დღეებს, ხოლო ბოროტეულთა წლები შემოკლდება"
/იგავნი სოლომონისა/
"აბა დააკვირდი. პატარა ბავშვს თუ არ შეაშინებენ, ისე არ წყნარდება. ღვთისმოსაობით, ღმერთის იმედით იღვაწე და მაშინ აღარაფრისა შეგეშინდება"
/ღირსი პაისი ათონელი/
"შიში ღვთისა ყურადღების მამაა, ყურადღება კი დედაა შინაგანი მშვიდობისა, რომელიც შობს სინდისს".
/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/
"ჩვენ მხოლოდ ის გვაინტერესებს, რომ ღმერთის შიში და სიყვარული იზრდებოდეს ჩვენში; სხვა ყველაფერს არანაირი მნიშნელობა არ აქვს".
/ბერი იოსებ ვატოპედელი/
"წმინდა ნეოფიტე მარტოდმცხოვრები ამბობს, რომ ყველა სიკეთეზე აღმატებული სათნოება ღმერთის შიში და სიკვდილის ხსოვნაა".
"თუ ღმერთის განგებულების გწამს, მაშინ არც ცილისწამების გეშინია, არც განსაცდელების, არც ნივთების დაკარგვის, არც ავადმყოფობის, არც სხვა რამისა'.
"გქონდეს ღვთის შიში და იყავი თავშეკავებული"
/ნეოფიტე კარამანლისი/
"სული, რომელმაც შეიცნო ღმერთი, ყველაფერში ღვთის ნებას უნდა მიენდოს და მის წინაშე ცხოვრობდეს შიშით და სიყვარულით. სიყვარულით - იმიტომ რომ უფალი სიყვარულია; შიშით - იმიტომ რომ უნდა ეშინოდეს, რაიმე ბოროტი გულისსიტყვით არ შეურაცხყოს ღმერთი".
/ღირსი სილუანე ათონელი/
"როცა ადამიანებს ღვთის შიში აქვთ, მაშინ ცხოვრება მშვიდი და ტკბილია"
/ღირსი სილუანე ათონელი/
"გქონდეს ღვთის შიში, წმინდად შეინახე სინდისი და დაიცავი მცნებები. მაშინ დაინახავ, თუ როგორ უნდა მოიქცე მცირე მნიშვნელობის საქმეებშიც კი, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე"
/ღირსი ამბროსი ოპტინელი/
"თუ ადამიანი დამდაბლდება, განაგდებს სიხარებესა და განკითხვას, შიში ღვთისა ეწვევა მას"
/ამბა ევპრენიოსი/
"ნებისმიერი საქმისას გაიხსენე უფალი დ არა მხოლოდ გაიხსენე, არამედ შიშით იფიქრე, რომ უფლის წინაშე არასწორად არ მოიქცე და რამეთი არ შეურაცხყო"
/წმ. თეოფანე დაყუდებული/
"მამებს უთქვამთ, რომ ადამიანი იმ შემთხვევაში შეიძენს უფლის შიშს, თუ მას ექნება სიკვდილისა და სატანჯველის ხსოვნა, თუკი ყოველ საღამოს გამოცდის საკუთარ თავს: როგორ გაატარა დღე; და ყოველ დილით: როგორ გავიდა ღამე; და თუ არ იქნება ურთიერთობაში კადნიერი, დაბოლოს, თუ ახლო ურთიერთობა ექნება ღვთისმოშიშ ადამიანებთან".
/ღირსი დოროთე პალესტინელი/
"ღვთის შიში ყველაზე მხდალ ადამიანსაც გაბედულად აქცევს. რამდენადაც ადამიანი ღმერთს უერთდება, იმდენად უშიშარი ხდება ამასოფელში"
/ღირსი პაისი მთაწმინდელი/
"ვისაც უფლის ეშინია, ის ყოველგვარ შიშზე მაღლა დგას და თავისუფალია ამ საუკუნის ყველა საშინელებისგან. ადამიანს, რომელსაც ღმერთის ეშინია და მის მცნებებს იცავს, ვერაფერი შეაძრწუნებს"
/ღირსი ეფრემ ასური/
"ვიცხოვროთ ღვთის შიშით, რადგან ეს მცნებად გვაქვს მოცემული: შიშით და ძრწოლით აღასრულეთ თქვენი ხსნის საქმე (ფილიპ. 2,12). შიში უფლისა განდევნის სულიდან ყველა უკეთურებასა და ცოდვას; ხოლო ვისაც უფლის შიში არა აქვს, ის მრავალ ბოროტებაში აღმოჩნდება. შიში უფლის იცავს და იფარავს ადამიანს, ვიდრე არ განიძარცვავს ის ამ სხეულს"
/ღირსი ანტონი დიდი/
"ვისაც უფლის ეშინია, ის ყოველგვარ ცოდვაზე მაღლა დგას; შორსაა ყოველგვარი სნეულებისაგან და ვერანაირი ძრწოლა ვერ მიეახლება. სიკვდილსაც კი ეშინია მასთან მიახლოება და მხოლოდ მაშინ აკითხავს, როცა ნაბრძანები აქვს მისი სულის სხეულთან განშორება"
/ღირსი ეფრემ ასური/
"შენ მეტყვი: საზარელია გველი; გეშინოდეს ღვთისა და გველი ვერას გავნებს. შხამიანია მორიელი; გეშინოდეს უფლისა და მორიელი ვერ მოგწყლავს. სისხლისმსმელია ლომი; გეშინოდეს უფლისა და ის გაგიყუჩდება, გვერდით მოგიჯდება როგორც დანიელს"
/წმ. კირილე იერუსალიმელი/
"შეიარაღდი ცეცხლოვანი მახვილით - ღვთის შიშით, და როცა ცოდვილი ზრახვა მოგიახლოვდება, ღვთის შიშის ცეცხლში დაინთქმება ის, როგორც ხმელი ფიჩხი. ვნებები ვერ სძლევს მას, ვისაც ღვთის შიში აქვს"
/პატერიკიდან/
"სულიერი განვითარების გზაზე ადამიანის თანმხლები ყოველთვის ღვთის შიში უნდა იყოს"
"ღვთის შიში არ არის" - სიტყვა "შიში" განსაზღვრავს ადამიანის დამოკიდებულებას ღმერთისადმი; ღმერთი სრულიად ჭეშმარიტი, ყოვლისმხედველი და გამგებელია, ამიტომ მისი შიშის არარსებობა პრაქტიკულად უღმერთობის ტოლფასია"
"სადაც ღვთის შიშია, იქ სათნოებისაკენ აღსვლაა, ხოლო სადაც დაუდევრობა და უშიშობაა, იქ უსჯულოებისაკენ მიქცევაა"
"უწმინდურებს ეშინიათ იქ, სადაც შიში საერთოდ არ არსებობს; ხოლო სადაც შიშია საჭირო, იქ უშიშარნი არიან"
"ღვთის შიშში ჩადებულია ჭეშმარიტი ბედნიერების მარცვალი"
"როგორც ლამპარი, რომელიც ბნელ ოთახშია დადგმული, ანათებს მას, ასევე, ღვთის შიში, როცა ადამიანის გულში სახლდება, ანათებს მას და ასწავლის ყველა სათნოებასა და ღვთის მცნებას".
"წყალი თავისი ბუნებით რბილია, ქვა კი - მაგარი. მაგრამ თუ ქვის თავზე მილია მოთავსებული, საიდანაც წვეთობით ჩამოდის წყალი, ნელ-ნელა იგი ქვასაც კი გახვრეტს და მასში ჩავა, ასევე, - ღვთის სიტყვა რბილია, ჩვენი გული კი - უხეში. მაგრამ თუ ადამიანი ხშირად უსმენს (ან კითხულობს) ღვთის სიტყვას, ღვთის შიში მის გულშიც შედის".
/ამბა პიმენი/
"გაუფრთხილდი ღვთის შიშს და დაცემის ნუ გეშინია!"
"უდიდესი საქმეა ფული არ მოიხვეჭო, არამედ - მოიპოვო შიში და ღვთისმოსაობა"
"თუ ღვთის შიში არ გექნება და მხოლოდ ადამიანებისადმი შიშითა და ანგარიშის გაწევით იცხოვრებ, შეიძლება მხოლოდ სხვების თვალში იყო კეთილი, სინამდვილეში კი სულაც არ იქნები ასეთი".
"ზეციურ ფრინველებს შორის ყველაზე დიდი არწივია, მიწიერ მხეცთა შორის - ლომი, ადამიანთა შვილებს შორის - ღვთის მოშიშარი ადამიანი"
/წმ. ეფრემ ასური/
"თუ მხოლოდ ადამიანებისადმი შიშით იცხოვრებ, მაშინ ღმერთისგან დამდაბლებული იქნები, მაგრამ თუ ღვთისა შეგეშინდება, ადამიანებისგანაც პატივცემული იქნები"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"ღვთის შიში ადამიანს ამდაბლებს, მაგრამ, ამავე დროს, აღამაღლებს კიდეც"
"დაე, ღვთის შიში გვქონდეს, მაშინ ვერაფერი დაგვამწუხრებს, იქნება სიღატაკე, ავადმყოფობა თუ ტყვეობა, ან - სხვა სამწუხარო რამ".
"ლოცვას და ღვთის შიშს ერთი წუთითაც ნუ განეშორები"
"შიში და სარწმუნოება, - ეს გრძნობები, ეკლესიის სწავლებით, აუცილებლად უნდა აღავსებდეს "საღმრთო ბუნებასთან" მაზიარებელთა სულებს".
"ადამიანზე მტაცებელი ცხოველი არ არსებობს, თუ ის ღვთის შიშს და სიკეთია გზას განეშორა…
ამიტომ არ მისცე უფლებას მას, ვინც საკუთარ აგრესიას და ბოღმას შენი სულიერი განადგურებით კვებავს!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"ადამიანური შიში ღვთის შიშმა უნდა გადაწონოს"
"ყოველ დილით როდესაც გაიღვიძებ, იფიქრე, რომ ყოველი მოქმედებისთვის უფლის წინაშე პასუხისგება მოგიწევს და მის წინაშე აღარ შესცოდავ, არამედ ღვთის შიში დასახლდება შენში!"
/ამბა ისაია/
"გეშინოდეს მხოლოდ ღმერთის, და არა - ადამიანების, რაოდენ ბოროტიც არ უნდა იყვნენ ისინი. ღვთის შიში ყველაზე მხდალსაც კი ყოჩაღად აქცევს. ადამიანს, რამდენადაც უფალს უერთდება, იმდენად არაფრის ეშინია".
/ღირსი პაისი მთაწმინდელი/
"კრძალვა ეს ღვთის შიშია, შინაგანი მოკრძალებულობა, სულიერი სიფაქიზე, კრძალული ადამიანი, შესაძლოა, შევიწროებული იყოს, მაგრამ ეს იწროება მის გულში თაფლის წყაროს ადენს, ამას მის ცხოვრებაში სიხარული მოაქვს და არა - მწუხარება"
/ღირსი პაისი მთაწმინდელი/
"შიში აუცილებელი მუხრუჭიცაა, იმიტომ, რომ იგი ადამიანს ეხმარება, ღმერთთან მიირბინოს. შიშის დროს, როცა ადამიანი ხელჩასაჭიდს ეძებს, იგი იძულებული ხდება, უფალს მოეჭიდოს".
/ღირსი პაისი მთაწმინდელი/
"ვიღაც ამბობდა საკუთარი თავის შესახებ: "მე მეშინია ღვთის და კიდევ მეშინია ისეთი ადამიანის, რომელსაც ღვთისა არ ეშინია!"
"უფალო, იმაზე რომ არაფერი ვთქვათ, რომ სრულიად დაგვიკარგავს შიში შენს წინაშე, უბრალო ადამიანური განსჯის საზომითაც კი გონდაკარგულნი ვართ"
/არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი)/
"ვინც მეტად შეიცნობს უფალს, მით უფრო მდაბალი ხდება, ეშინია და უყვარს იგი"
/წმ. ტიხონ ზადონელი/
"ბაგეებს სიცილისათვი ნუ გახსნი; ეს უგულისყურობის და სულის დაუდევრობის ნიშანია, რომლისთვისაც უცხოა ღვთის შიში!"
/ამბა ისაია/
"ყველაზე მთავარი, ნუ შეაშინებთ ბავშვებს ღმერთის სახელით. ღვთის შიშის ნაცვლად ღვთის სიყვარული ასწავლეთ"
/ფსიქოლოგის რჩევა/
"ღვთის წინაშე შიში არის სათავე და ფესვი ადამიანური კეთილზნეობისა; არა ის შიში, რომელიც გულიდან შიშის საგნისადმი სიყვარულს დევნის, არამედ შიში იმისა, რომ არ შეურაცხყო სიყვარულით აღსავსე უფალი - მისი მცნებების დარღვევით"
"ვისაც ყველაფერზე მეტად ღმერთის ეშინია, მას ამქვეყნად უკვე ვერაფერი შეაშინებს"
"ვისაც ჭეშმარიტად ეშინია ღმერთის, მას არავისი ეშინია, თუნდაც სიკვდილის აჩრდილთა შორის ვიდოდეს"
"შიში უფლისა არის მაცხოვნებელი გზა. თუ ადამიანი ისწავლის და გაითავისებს ამ სიბრძნეს, იგი მიუახლოვდება უფალს და მისგან ჯილდოდ მიიღებს ბევრ სხვა ნიჭსაც, ხოლო თუკი ადამიანი ვერ შეიძენს ღვთის შიშს, მას არ ექნება წილი ღმერთთან. ოღონდ არ შეიძლება ყველა შიში გავაიგივოთ ღვთის შიშთან. ერთი მხრივ, არის შიში, რომელსაც შობს სულის უძლურება, ურწმუნოება და სასოწარკვეთილება. იგი თრგუნავს ადამიანს და მისთვის არ მოაქვს სიკეთე. და, მეორე მხრივ, არის ღვთის შიში, რომელიც ღვაწლის შედეგად იშვება. იგი მხსნელი და განმწმენდელია ადამიანის სულისა. ეს შიში არის ერთგვარი თერაპია, რომელიც ადამიანში იწვევს დაფიქრებას, გამოსწორებას. იგი შობს სიმშვიდეს. პარადოქსია, მაგრამ სწორედ შიშს მოაქვს სიმშვიდე. ამიტომ აუცილებლად უნდა განვასხვაოთ ერთმანეთისგან ეს ორი შიში. ერთი ღვთისგან არის მოვლენილი, მეორე კი - ეშმაკისგან. ეს უკანასკნელი თრგუნავს ადამიანს, გარემოებების, მოვლენების, ადამიანების მონად ხდის მას. ხოლო ღვთის შიშს კი, პირიქით, როგორც მამები ამბობენ, უამრავი სიკეთე მოაქვს. იგი განაპირობებს გონების სიმტკიცეს. როდესაც ჩვენ ღვთის შიშით, მისი ხსოვნით ვართ აღჭურვილნი, მაშინ ჩვენი აზრები იწმინდება, ღვთისკენ მიმართული, მასზე მიმსჭვალული ხდება და აღარ მიმოიფანტება. ეს შიში განწმენდს ადამიანის სხეულსაც, მის საქმეებსაც. წმინდა მამები ამას ასე განმარტავენ: როგორც ჯვარზე გაკრულ სხეულს ერთმევა მოძრაობის საშუალება, ასევე ღვთის შიშითა და მადლით ხდება ჩვენი ცოდვების ჯვარზე გაკვრა, მათი მოთოკვა და ალაგმვა".
/დეკ. ზაქარია მარგალიტაძე/
"ღვთის შიში ადამიანს აძლევს საშუალებას, რომ იგი თავის შიგნით შევიდეს"
/დეკ. ზაქარია მარგალიტაძე/
"ღვთის შიში ადამიანს უნარჩუნებს "ხატებასა და მსგავსებას", ყველა სხვა არსებაზე ამაღლებულ მდგომარეობას. ხოლო როდესაც ადამიანი კარგავს ამ შიშს, იგი უკვე ეშვება იმ სახიფათო ფსკერზე, რომელსაც პირუტყვებრივი მდგომარეობა ჰქვია. ამ დროს იგი მარტოოდენ ინსტიქტების ამარაღა რჩება. ("კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმაჰყო, ჰბაძვიდა იგი პირუტვთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ")".
/დეკ. ზაქარია მარგალიტაძე/
"ადამიანის ამქვეყნად მოღვაწეობის მთავარი საგანი ღვთის შიშის მოპოვებაა. თუკი ადამიანს არ ექნება ღვთის შიში, მაშინ, როგორც თ. დოსტოევსკი იტყოდა: "ყველაფერი ნებადართული" იქნება".
/დეკ. ზაქარია მარგალიტაძე/
"გეშინოდეს ღმერთის, ოღონდ არა - როგორც მტანჯველის, არამედ - გეშინოდეს მისი სიყვარულით!"
/წმ. ათანასე დიდი/
"ვისაც ღმერთის არ ეშინია, მას ყველაფრის უნდა ეშინოდეს"
"ქრისტეს სასუფეველი მიუწვდომელი რჩება მათთვის, ვისაც არა აქვს შიში და სიყვარული ღვთისა და, ასევე, სიყვარული მოყვასისა, რაც შედეგია ჩვენი რწმენისა და მოღვაწეობითი ძალისხმევისა."
/ილია მეორე/
"ღვთის შიში სხვა შიშებისაგანაც ათავისუფლებს ადამიანს და ცხოვრებისეული სირთულეების დაძლევას უადვილებს, რადგან იგი განსაცდელსა და მწუხარებას მისთვის საჭირო მწარე, თუმცა მაკურნებელ, წამლად მიიჩნევს და ეშინია მხოლოდ იმისა, რომ არ შეექმნას სულიერი სიკვდილის საფრთხე (შდრ. მთ. 10,18)."
/ილია მეორე/
"ყველაზე დიდი ცოდვაა ღმერთზე მეტად გვეშინოდეს რაიმესი და ამ შიშის გამო ვღალატობდეთ ჭეშმარიტი სარწმუნოების სწავლებას!"
/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/
"ლატანი იჭერს ნაყოფით დატვირთულ ტოტებს, ღვთის შიში კი - ღვთისმოსავ სულს"
/წმ. ნილოს სინელი/
"რაც არ უნდა დიდი იყოს ვნების ძალა, თუ ღვთის შიშით შეიზღუდავ თავს, მის დამარცხებას მაინც შეძლებ!"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"ცრემლი შეიძლება იყოს ორგვარი - შიშისა და სიყვარულისა. შიშისა და სიყვარულის ცრემლები ერთმანეთთან უნდა იყოს შეზავებული: ერთი მხრივ, უნდ გვეშინოდეს უფალთან მყოფობის დაკარგვისა, მეორე მხრივ კი - უფლის სიყვარული გვქონდეს"
"წმინდა იოანე [სინელი] ჩამოთვლის გულქვაობის მახასიათებლებს. ერთ-ერთი - ესაა ღვთის უშიშობის შვილობა, რაც ამას ნიშნავს: როდესაც ადამიანი ღვთის შიშს კარგავს, სწორედ მაშინ ჩნდება მასში გულქვაობა, რომელიც შემდეგ თვითონ ხდება შიშის მიზეზი"
"მორჩლს ღმერთის არ ეშინია. იმიტომ კი არა, რომ ღვთის შიში არა აქვს, არამედ იმიტომ, რომ "სრულმან სიყუარულმან გარე განდევნის შიში"
/ღირსი ეფრემ კატუნაკელი/
"თუ ადამიანს ღვთის სასოება აქვს, მას შიში არ იპყრობს. ღვთის მსასოებელი ადამიანი მიწიერი და მატერიალური მიზეზებით წარმოშობილი შიშებისგან თავისუფალია"
"38. როგორც ხვრელიდან შეჭრილი მზის შუქი ყველაფერს ანათებს სახლში და შესაძლებელია პატარა მტვრის დანახვაც კი, ისე დაინახავს კაცი ყოველგვარ დაფარულ თუ დაუფარავ ცოდვას, რაჟამს მის გულში ღვთის შიში დამკვიდრდება. (ღირსი იოანე სინელი)
როგორც პატარა ხვრელიდან გამოსულ მზის სხივი გაანათებს ოთახს და იქ დაბუდებულ მცირე მტვერსაც კი ხილულს გახდის, ასევე შეიმეცნებს საკუთარ არსებაში დაბუდებულ ცოდვებს ადამიანი, რომელიც უფალს გაუღებს გულის კარს და ღვთის მოშიშება დაივანებს მასში. რაც მეტად მიუახლოვდება უფალს, ამოიცნობს საკუთარ თავს და საკუთარ ცოდვებს, მეტად აქვს მათგან განშორების შანსიც"
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"ღვთის მცირე შიში დიდ სიმდიდრეს სჯობს"
"სადაც შიშია, იქ უფალია"
"უფლისადმი ერთგულება ბოროტების მიმართ პანიკური შიშის დაძლევასაც გულისხმობს"
/ბერი სვიმეონ ათონელი/
"ღვთის შიში არის შინაგანი სითბოს მცველი და აღმგზნები"
/სქემიღუმენი ხარიტონი (დუნაევი)/
"ის, ვინც გამუდმებით ლოცულობს, გამუდმებით მყოფობს უფალში, შეიცნობს უფალს, როგორც უფალს, მოიხვეჭს უფლის შიშს, მოშიშებით შედის სიწმინდეში, სიწმინდით კი საღვთო სიყვარულში. ღვთის სიყვარული აღავსებს მის ტაძარს სულიწმიდის ნიჭებით"
/სქემიღუმენი ხარიტონი (დუნაევი)/
"სულიერი თავდაჭერილობა ეს ღვთის შიშია - ამ სიტყვის კარგი გაგებით. ამ შიშს, ამ შებოჭილობას ადამიანისთვის ბედნიერება მოაქვთ, ისინი მის გულში თაფლს გადმოადინებენ: სულიერი თაფლი!"
/ღირსი პაისი ათონელი/
"სიცოცხლეშიც და სიკვდილის წინაც ვუმეოროთ და ვარწმუნებდეთ ჩვენს შვილებს, რომ დიდი სიმდიდრე, უცდომელი სამკვიდრებელი და უდარდელი საგანძური არის შიში ღვთისა"
"ერთადერთი შიში, რომელიც ღვთივსათნო და მაცხოვნებელია, უფლის შიშია, - ვინც უფალს არის მინდობილი, მას არ უნდა ეშინოდეს არანაირი დაავადებისა"
/დეკ. კონსტანტინე გიორგაძე/
"თუ ღვთისმოშიშება შიში ან მეცნიერულ ენაზე რომ ვთქვათ, ფობიაა, ასეთი შიში, მართლაც, ნუ მოგვიშალოს ღმერთმა. შეიძლება, ადამიანმა დაძლიოს სიმაღლის, კარჩაკეტილობის, ხალხმრავლობის, ძაღლის ან კატის შიში, მაგრამ ის შიში, რასაც ღვთისმოშიშება ეწოდება, საკილავი კი არა, შესაქებია.
რა სჯობს იმას, როდესაც გაქვს შიში ღვთისა, კრძალვა და რიდი - გეშინია, ცოდვამ არ გძლიოს; გეშინია, ღმერთი არ გაანაწყენო; გეშინია და სინდისი გქენჯნის, როდესაც აღსარებას ამბობ, რადგან არ იცი, რა სტატუსს მიანიჭებს უფალი შენ ცოდვას და რა ეპიტიმიას დაგადებს მოძღვარი, მაგრამ რაოდენ დიდია სიხარული, როდესაც ამ ტვირთს ზურგიდან ჩამოიხსნი.
ხომ გაიხარებთ, როდესაც მოერევით სიბნელის შიშს, ძაღლის შიშს, კარჩაკეტილობას, ფრენის, მანქანასთან პირველად დაჯდომის და სხვა შიშებს, და, რა სასიხარულოა, როდესაც სძლევ ცოდვის ჩადენის შიშს და ცდილობ, მხოლოდ სიკეთე აკეთო, ადიდო უფალი და გაახარო მოყვასი."
"ღვთის შიშის გარეშე ადამიანი სიყვარულს ვერ შეიძენს, მაგრამ საღვთო სიყვარულის შეძენის შემდეგ ღვთის შიში ქრება"
"თუ ვინმეს სურს მოიხვეჭოს ღვთის სიყვარული, მას უნდა ჰქონდეს ღვთის შიში. შიში გლოვას შობს, გლოვას კი მხნეობა მოაქვს. როცა ეს ყველაფერი სულში მომწიფდება, მაშინ ღმერთი მიიზიდავს მას თავისკენ"
/წმ. ანტონი დიდი/
"8. რამდენადაც სიყვარული იკლებს, იმდენად მრავლდება შიში. ვისაც შიში არ აქვს, ის ან სიყვარულითაა სავსე, ან სულიერადაა მკვდარი.
რაც მეტად იმატებს ადამიანში სიყვარული, მით მეტად ქრება შიშ; სადაც სიყვარული ისადგურებს, იქ საღვთო შიშიც ქრება. ადამიანები, რომლებმაც შიში დაკარგეს, საღვთო სიყვარულით არიან აღძრულნი, მაგრამ ადამიანი მაშინაც კარგავს ღვთის შიშს, როდესაც ცოდვებში ღრმად არის ჩაფლული და, ფაქტობრივად, სულიერად მკვდარია; მას ღვთის შიში არა აქვს არა იმის გამო, რომ შიშზე აღმატებულია, არამედ რადგან ყველანაირი სულიერი შეგრძნება დაკარგული აქვს"
"გქონდეთ ღმერთისა და სიკვდილის ხსოვნა. მათი მეშვეობით ღვთის შიშიც ძლიერი იქნება. შიშისაგან წარმოიშობა საკუთარი თავისა და ჩვენი საქმეების, აზრებისა და გრძნობებისადმი ყურადღება, აქედან კი - ფხიზელი კეთილკრძალული ცხოვრება. აქედან იშვება ვნებათა დათრგუნვა, ამ უკანასკნელიდან კი - სიწმინდე. სიწმინდისგან გამომდინარეობს ღმერთთან მყოფობა, არა მარტო აზრებით, არამედ გრძნობებითაც"
/წმ. თეოფანე დაყუდებული/
"ყოველთვის უნდა გქონდეთ ღვთის შიში. როგორც უახლოესი ადამიანებიც კი არ არიან მეფის წინაშე მაინცდამაინც თამამად: მით უმეტეს, ასე გვმართებს ჩვენ ცოდვილებს, უფლის წინაშე. თუ ღმერთთან ძმაბიჭურად იქცევიან, ეს ცუდია და ხელიდან წასული არიან. უნდა ილოცოთ შიშის თაობაზე და ღმერთი მოგცემთ".
/წმ. თეოფანე დაყუდებული/
"საღვთო ფიქრებისგან იშვება ღვთის შიში. რადგან ღვთის შიში თავისთავად ღვთის უსაზღვრო სრულყოფილებასა და ქმედებებში კეთილკრძალული აზრებით ჩაწვდომა და გრძნობით აღქმაა"
/წმ. თეოფანე დაყუდებული/
" - შესაძლებელია ადამიანმა ლოცვის დროს ღმერთის დიდებულების წინაშე შიში განიცადოს?
- თუკი ვინმე ღმერთის დიდებულების წინაშე შიშს განიცდის, ადამიანისთვის ეს სწორედ ყველაზე საჭირო რამ არის. თუკი ვინმეს მცირე დროში ნამდვილი ცხოველი ლოცვის მოპოვება სურს, მან სწორედ ამგვარი შიშით უნდა ილოცოს, ისე, რომ "ტანში ჟრუანტელი უვლიდეს". ანუ ღმერთის წინაშე იდგეს, როგორც მსაჯულის წინაშე, რომლის საბოლოო, მარადიულ განაჩენს სადაცაა გავიგონებთ (ზოგჯერ კეთილკრძალული შიშის შეგრძნება ღმერთის დიდებულების წინაშე საკუთარი არარაობის შეცნობითაც იშვება)"
/მღვდელმონაზონი კონსტანტინე (კოვალჩუკი)/
"დამწყები ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ არ არის სულიერებაში წარმატებული, შიშის გამო იკავებს თავს ბოროტებისგან. და შიში აუცილებელია მანამ, სანამ მატერიალისტები და მიწას მიჯაჭვული ადამიანები ვართ. მაგრამ ეს არის პირველი ეტაპი, ღმერთთან ურთიერთობის დაბალი დონე. ეს ვაჭრულ გარიგებას ჰგავს, რომ სამოთხე მოვიპოვოთ, ან თავი დავაღწიოთ სატანჯველს. თუ ამას კარგად გამოვიკვლევთ, მასში ანგარებას, პირად ინტერესს დავინახავთ. პირადად მე, არ მომწონს ეს გზა. როდესაც ადამიანი წარემატება და ღვთის სიყვარულში შედის, რაში სჭირდება მას შიში? რასაც აკეთებს, აკეთებს სიყვარულით და ამას გაცილებით დიდი ფასი აქვს. როდესაც მავანი შიშის და არა სიყვარულის გამო ცდილობს, გახდეს უკეთესი ღვთის წინაშე, ეს არ არის იმდენად ფასეული"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"ღვთივსათნო ცხოვრების ფესვი უფლის შიშია. როგორც კი ის შემოვა შენს არსებაში, მთელი შემოქმედებითი ძალა ყოველივეს გარდაქმნის შენში და შექმნის მშვენიერ წესრიგს. - სულიერ კოსმოსს. როგორ მოვიხვეჭოთ ღვთის შიში? ის არსებობს შენში, ოღონდაც ჩახშობილია. აღადგინე იგი! ამისათვის საჭიროა, რომ ხმა მისცე შენს გონებას და განაღო შენი გული შენთვის ბოძებული ჭეშმარიტების შესაწყნარებლად"
/წმ. თეოფანე დაყუდებული/
"როგორ მივიდეთ ღვთის შიშამდე, როგორ მივწვდეთ მას, როგორ მოვიპოვოთ ის? ეძიე და ჰპოვებ! აქ შეუძლებელია თქვა: ასე და ასე მოიქეცი! ღვთის შიში სულიერი გრძნობაა, რომელიც სანუკვარად არის დაცული გულში - ადამიანის ღვთისაკენ მოქცევის წუთებიდან"
/წმ. თეოფანე დაყუდებული/
"თანამედროვე ადამიანები დაავადებულები ვართ უსაშინლესი ავადმყოფობით. ამ ავადმყოფობას "ღვთის შიშის დაკარგვა ჰქვია", ე.ი. ჩვენ დაავადებულები ვართ უგუნურებით.
მოგეხსენებათ, ბიბლიური ღვთიური სწავლების თანახმად, "ღვთის შიში სიბრძნის დასაწყისია" და, აქედან გამომდინარე, ვისაც ეს მხსნელი, ეს მაცხოვნებელი შიში არ გააჩნია, ის უგუნურია, სულელია.
სწორედ ამას აცხადებს უფალი წმ. დავით წინასწარმეტყველის პირით ერთ-ერთი ფსალმუნიდან:
- და თქვა უგუნურმა გულში, - არ არის ღმერთი!
მაშასადამე, უღმერთობა, ღვთის დავიწყება, ღვთის შიშის უქონლობა დაავადებაა, რომელიც იწვევს მეორე უმძიმეს და უსაშინლეს დაავადებას, ცოდვათა გამრავლებასა და სინანულის გრძნობის გაფერმკრთალებას. ცოდვების ე.ი. ბოროტების გამრავლება და მოუნანიელობა ამ ცოდვებისა კი ხრწნის ადამიანებს, საზოგადოებას, ხალხს და ამგვარი ხალხებით დასახლებულ ქვეყნიერებას"
/აკაკი მინდიაშვილი/
"ცოდვის შიში არის სწორედ შიში ღვთისა"
/მამა კალისტრატე/
"ყველა საქმეში ღვთის მოშიშებით იხელმძღვანელე და საკუთარი სინდისის კარნახით იმოქმედე"
/ღირსი ამბროსი ოპტინელი/
"ღვთის მოშიშს არც დემონების შემოტევისა ეშინია, არც - მათი უძლური თავდასხმების, არც - ბოროტი ადამიანების მუქარის. როდესაც იგი, როგორც მოგიზგიზე ცეცხლი, ისეთ მიუვალ ადგილებში გაივლის, რომლებიც არც ღამით ნათდება და არც დღისით, დემონები მისგან ისე სწრაფად გარბიან, რომ მისი შეშინების მცდელობასაც ვერ ასწრებენ, რადგან ეშინიათ, არ დაიწვნენ მისგან გამომავალი საღვთო ცეცხლის ალმომდებელი სხივით"
/ღირსი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი/
"ვინც ღვთის შიშით დადის, მას არ ეშინია ბოროტ ადამიანებთან ურთიერთობაც, რამეთუ ატარებს რა შინაგან ღვთის შიშს, ამით სარწმუნოების დაუმარცხებელი იარაღი უპყრია, რომლის წყალობითაც ყოველივე ძალუძს - ისიც კი, რაც ბევრს შეუძლებლად მიაჩნია; იგი დადის როგორც გოლიათი პატარა მაიმუნებს შორის, ან მბრდღვინავი ლომი - ძაღლებსა და მელიებს შორის: სასოებს უფალს და გონების სიმტკიცითა და სიბრძნის სიტყვით ამარცხებს მათ, ვითარცა "კუერთხითა რკინისაითა"
/ღირსი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი/
"მოუკლებლად ითხოვე: "შიში შენი, უფალო, ჩამინერგე გულსა შინა". ო, რაოდენ ნეტარია, ვისაც მუდმივი ძრწოლვა აქვს ღვთის წინაშე!"
/ოპტინელი ბერ-მოძღვრები/
"კითხვაზე: "როგორ მოვიხვეჭო ღვთის შიში?", ბერი პასუხობდა: "ყოველთვის ღმერთი უნდა გედგას თვალწინ. "წინაისწარ ვხედევ უფალსა წინაშე ჩემსა მარადის..."
"სულელს მხოლოდ მაშინ ეშინია, როდესაც ელავს და ქუხს, ბრძენს კი ყოველდღე და ყოველწამს ღმერთის ეშინია. ელვისა და ჭექა-ქუხილის შემოქმედი ელვასა და ჭექა-ქუხილზე უფრო საშიშია, ის ელვასავით დროდადრო კი არ გეჩვენება, არამედ მუდამ შენ გვერდითაა, არასდროს გშორდება. ამიტომ დროდადრო ღვთის შიში არ არის საკმარისი. ღვთის შიშით უნდა ვსუნთქავდეთ. ღვთის შიში ოზონია ჩვენი სულის შეხუთულ ატმოსფეროში. ამ ოზონს მოაქვს სისუფთავე, სიმსუბუქე, კეთილსურნელება და ჯანმრთელობა"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"სადაც ადამიანებს ღვთის შიში არ აქვთ, ცოდვა იმარჯვებს, ეშმაკი ზეიმობს"
/წმ. გრიგოლ ნოსელი/
"მაშ მოდით, გვეშინოდეს მხოლოდ ღმერთის და არა ადამიანების, რაგინდ ბოროტებიც არ უნდა იყვნენ ისინი. ღმერთის შიშI ყველაზე დიდ მშიშარასაც კი მამაცად აქცევს. რამდენადაც ადამიანი უერთდება ღმერთს, იმდენად მას არაფრის ეშინია. ღმერთი განსაცდელში დაგეხმარება. მაგრამ იმისათვის, რომ ღმერთმა მოგვცეს ღვთაებრივი ძალა, ადამიანმაც უნდა გაიღოს ის მცირედი, რისი გაღებაც მას შეუძლია"
/ღირსი პაისი ათონელი/
"დაე, შიში ღმრთისა სძულდეს გულის სასწორზე დადებულ ყველა სხვა გრძნობას: მაშინ უფრო ადვილია საკუთარი თავის განხილვა - როგორც მყუდრო სენაკში, ისე იმ ხმაურშიც, ყოველი მხრიდან რომ გვაკრავს გარს"
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/
"მაგრამ საიდან იშვება შიში ღმრთისა? იქიდან, თუკი ვიფიქრებთ, რომ ღმერთი ყოველთვის არის და ყოველივეს ხედავს - არამარტო საქმეებს და სიტყვებს, არამედ ყველაფერს, რაც კი გულისა და სულის სიღრმეებში ხდება: "განმკითხველ გონებათა და ზრახვათა გულისათა". თუკი ასე წარვმართავთ საკუთარ თავს, ცუდს არც არაფერს ჩავიდენთ, არც ვიტყვით და არც გავიფიქრებთ. ამიტომ, რასაც არ უნდა აკეთებდე, გახსოვდეს, რომ ღმერთი ყოველგან არის - რამეთუ იგი მართლაც ყოველგან არის. და თუკი ეს აზრი მუდამ თან გახლავს, ყოველთვის შიშსა და ძრწოლას იგრძნობ, თითქოს თვით მეფის წინაშე იდგე"
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/
"სადაც შიშია, იქ შური არ არის, სადაც შიშია, იქ ვერცხლისმყოვარება ფეხს ვერ იკიდებს, სადაც შიშია, იქ მრისხანება დუმს, ბოროტი გულისთქმა ცხრება და ყოველგვარი უგუნური ვნება ითრგუნება. და როგორც ნიადაგ იარაღასხმული მეომრის სახლში ძნელად თუ გაბედავს გამოჩენას ქურდი ან ავაზაკი, ისევე, თუ ჩვენი სული შიშითაა მოცული, ვერც ერთი ბოროტი ვნება ვერ გაბედავს ჩვენთან მოახლოებას, და მხოლოდ ეს კი არა, შიშს სხვა, ბევრად უფრო მეტი სარგებლობა მოაქვს: იგი არა მარტო ბოროტ ვნებებს განაგდებს, არამედ თავისკენ იზიდავს სათნოებებს. სადაც ღმრთის შიშია, იქვეა მოწყალების გაცემაზე ზრუნვა, ლოცვაში გულმოდგინება, მხურვალე ცრემლი და გლოვა, რაც გულის შემუსრვილებას გამოხატავს. სხვა არაფერი სპობს ისე ადვილად ცოდვას და არაფერი უწყობს ხელს სათნოებების დანერგვას, როგორც შიში. ამიტომ, ვინც ამ შიშის გარეშე ცხოვრობს, იმისთვის შეუძლებელია ღმრთის წინაშე სათნო-ყოფა, ისევე როგორც ღმრთისმოშიშმა შეუძლებელია სცოდოს. შიში რომ სიკეთე არ იყოს, იესო ქრისტე არ იტყოდა ამდენს საუკუნო სასჯელსა და სატანჯველზე. შიში სხვა არაფერია, თუ არა კედელი, ზღუდე და აუღებელი ციხესიმაგრე, ჩვენ კი ძალიან გვჭირდება ეს გალავანი, რამეთუ მრავალ მახეთა შორის დავალთ"
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/
"რისი გაკეთება შეუძლია კეთილი საქმეებით დადასტურებულ ღვთის რწმენას, გააცნობიერე, რომ არც ახალგაზრდობა აყენებს ზიანს და არც სიბერეს მოაქვს სარგებელი, თუ კაცს ღვთის შიში არ აქვს. გააცნობიერე, რომ არც სამყარო და არც ყოველდღიური საქმეები არ ერევა ღვთის მცნებების შესრულებას, როცა არის გულმოდგინება და დიდი ყურადღება"
/ღირსი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი/
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)