ეს საკითხი დიდი ხანია მაინტერესებს და ვერც თემა ვიპოვე ფორუმზე, ვერც ინტერნეტში მოსაძიებლად მოვიცალე.
თუ რაიმე უზუსტობაა სათაურში და საკითხის დასმაში, დავით შემისწორე.
მაინტერესებს, რა ერთიანი იერარქია არსებობს მსოფლიო მართლმადიდებლურ ეკლესიებში. ვთქვათ არის თუ არა, რომელიმე ეკლესია ანგარიშვალდებული რომელიმე სხვა ეკლესიის მიმართ ან მსოფლიო პატრიარქის არსებობის მნიშვნელობა. ან, რომელიმე ეკლესია თუ განსაკუთრებული პრიორიტეტით სარგებლობს სხვებთან შედარებით და რაში მდგომარეობს ეს პრიორიტეტი? ან საიდან იღებს სათავეს?
თუ სულაც არაა საჭირო ცალკე თემა?? უბრალოდ ამ კითხვების დასასმელი თემაც ვერ ვნახე
k@the
ერთადერთი რუსეთის, სმ ოსეთის და აფხაზეთის ეკლესიებია ანგარიშვალდებული რუსეთის მთავრობის წინაშე
ისე საინტერესოა... მსოფლიო პატრიარქი ალბათ იერარქიულად აღმატებულია სხვა პატრიარქებზე?
ზოგი რამ ამ თემაში წერია http://church.ge/index.php?showtopic=254
რაც მე ვიცი ამ თემაზე ზოგადად დავწერ.
15 ავტოკეფალური ეკლესიიდან 6მართლმადიდებელი ეკლესია არის საპატრიარქო ეკლესია რაც იმას გულისხმობს რომ ისინი ყველაფერში და ყველასგან დამოუკიდებლები არიან და თვითონ განაგებენ თავიანთ საქმეებს.ესენია საქართველოს,რუსეთის,იერუსალი
მის,ანტიოქიის,ალექსანდრიის და კონსტანტინოპოლისეკლესიები.
მსოფლიო პატრიარქი ერევა გარკვეულ წილად ბერძნული ეკლესიების საქმეებში მაგ ელადის სხვა ეკლესიებიც ასევე დამოუკიდებელია თვითონ განაგებენთავიანთ საქმეებს მაგრამ საპტრიარქო წოდება მაინც უფრო აღმატებულია.
ავტონომიური ეკლესიები როგორც დავითი(კანონისტი)წერს 4-ა მათ შორის ერთი ფინეთისაა და ერთი იაპონიის ისინი დიფტიხში არ მოიხსენიებიან და ექვემდებარებიან ამ 15 ეკლესიებიდან რომელიმეს.
ჩვენს ეკლესიას აქვს ასევე მოპვებული წოდება უწმინდესი და უნეტარესი რომელიც ზოგ სხვა ეკლესიებს არ აქვთ მაგ რუსეთის და აშ.
სულ არის 9 საპატრიარქო:
კონსტანტინოპოლის
ალექსანდრიის
ანტიოქიის
იერუსალიმის
რუსეთის
საქართველოს
სერბეთის
რუმინეთის
ბულგარეთის
და 6 ეკლესია
კვიპროსის
საბერძნეთის
ალბანეთის
პოლონეთის
ჩეხეთისა და სლოვაკეთის
ამერიკისა და კანადის
ამასთან:
* ბერძნული საპატრიარქოები საქართველოს ცნობენ მე-9 ადგილზე
* მსოფლიო საპატრიარქო არ ცნობს ამერიკის ეკლესიის ავტოკეფალიას
* სლავური საპატრიარქოები პოლონეთს ცნობენ ალბანეთზე წინ
- რაც შეეხება მსოფლიო საპატრიარქოს:
საეკლესიო კანონებით, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ის მართლმადიდებლური სამრევლო, რომელიც არ შედის არცერთი საპატრიარქოს კანონიკურ ტერიტორიაში, ექვემდებარება მსოფლიო პატრიარქს. თუმცა ეს წესი ევროპაში საკმაოდ ხშირად ირღვევა
მსოფლიო პატრიარქს არაოფიციალურად მინიჭებული აქვს ტიტული Primus inter pares - პირველი თანასწორთა შორის, რითიც ის მართლმადიდებელ პატრიარქთა შორის სარგებლობს უპირატესი პატივით.
- ბერძნული ეკლესიების მდგომარეობა
1821 წ. საბერძნეთის სახელმწიფომ აღიდგინა რა დამოუკიდებლობა, კონსტანტინოპოლმა მიზანშეწონილად მიიჩნია საბერძნეთის ადგილობრივი ეკლესიისათვის ავტოკეფალია მიენიჭებინა. ეს განხორციელდა იმ ტერიტორიის სამრევლოებისთვის, რომლებიც დამოუკიდებელი ბერძნული სახელმწიფოს შემადგენლობაში შედიოდნენ. საქმე ისაა, რომ საბერძნეთის მაშინდელი საზღვრები უფრო მცირე ტერიტორიას მოიცავდა, ვიდრე ეს დღეს აქვს საბერძნეთს, კერძოდ, ჩრდ. საბერძნეთი, პელოპონესის ნ/კ-ის ჩრდილოეთით, ქ. თესალონიკი და თრაკიის ნაწილი კვლავ თურქეთის შემადგენლობაში რჩებოდა. ამიტომ ეს ტერიტორიები მსოფლიო პატრიარქის იურისდიქციიდან არ გასულა.
მას შემდეგ რაც ბერძნებმა მოახერხეს საზღვრების გაფართოება, მსოფლიო საპატრიარქოს თავისი 1821 წ. ტომოსისათვის აღარ გადაუხედავს და ამგვარი გადანაწილება დღემდე ძალაშია: ჩრდ. საბერძნეთი (ათონის წმ. მთის ჩათვლით) შედის კონსტანტინოპოლის, ხოლო სამხრ. საბერძნეთი - ათენის სამთავარეპისკოპოსოს შემადგენლობაში.
- სხვა ბერძნული საპატრიარქოების ვითარება
ბერძნულს საპატრიარქოებად ითვლება პირველი 4 საპატრიარქო. იმის გათვალისწინებით, რომ გვიანდელი საუკუნეების განმავლობაში საპატრიარქო ცენტრები - ალექსანდრია, ანტიოქია და იერუსალიმი ხშირად ხდებოდა ურჯულოთა თავდასხმის ობიექტი, ამ კათედრათა პატრიარქები თავს აფარებდნენ კონსტანტინოპოლს, რის გამოც ისინი ერთგვარად დამოკიდებულნი გახდნენ მსოფლიო პატრიარქზე. გვერდით თემაში, სადაც ცნობილ კანონისტებზე ვსაუბრობთ, ითქვა, რომ თეოდორე ბალსამონი ანტიოქიელ პატრიარქად ითველბოდა, თუმცა კონსტანტინოპოლიდან არ გასულა და იქვე გარდაიცვალა. ამ ვითარების გამო დღემდე მირონს ეს საპატრიარქოები კონსტანტინოპოლიდან იღებენ. ამით კი, ისინი ერთგვარად მსოფლიო საპატრიარქოზე დაქვემდებარებულნი გახდნენ
- ვითარება ამ საპატრიარქოებში
ალექსანდრიის საპატრიარქო მდებარეობს ეგვიპტეში, იქვე არის ძველეგვიპტელთა შთამომავლებს - კოპტების საპატრიარქოც. მთლიანად სახელმწიფო მუსლიმურია და ქრისტიანები მხოლოდ 30%-ს შეადგენენ ქვეყნის მოსახლეობისა. ეგვიპტის ტერიტორიაზეა წმ. დიდმოწამე ეკატერინეს ცნობილი მონასტერი, რომელიც ავტონომიური ეკლესიაა იერუსალიმის საპატრიარქოს იურისდიქციაში სინაის მთის ეკლესიის სახელწოდებით.
ეგვიპტური კანონებით ალექსანდრიის ბერძენ პატრიარქს აღსაყდრებისთანავე ავტომატურად ენიჭება ეგვიპტის მოქალაქეობა სახელმწიფოს ტერიტორიაზე დაუბრკოლებლად გადაადგილების მიზნით.
ანტიოქიის საპატრიარქო ორი მნიშვნელოვანი რამით არის გამორჩეული, პირველი იმით, რომ ანტიოქიაში მოციქულთა საქმეების თანახმად, უფლის მიმდევრებს პირველად ეწოდათ ქრისტიანები, ხოლო მეორე იმით, რომ იგი რომის ეკლესიამდე დააარსა პეტრე მოციქულმა, რაც ერთ-ერთი დასტურია იმისა, რომ რომის ეკლესიას განსაკუთრებული პრივილეგია პეტრე მოციქულის გამო არ უნდა ჰქონდეს.
ქ. ანტიოქია ამჟამად მდებარეობს თურქეთის რესპუბლიკაში და მას ანთაქია ჰქვია. იქ ანტიოქიელ პატრიარქს ჩასვლა აკრძალული აქვს. ამიტომ, საპატრიარქო კათედრა ამჟამად სირიაში მდებარეობს, კერძოდ, ქ. დამასკოში. მრევლი ძირითადად არაბია, მოქმედი პატრიარქიც - უნეტარესი ეგნატე IV გვარად ჰაზიმი და ეროვნებით არაბია
რაც შეეხება იერუსალიმს, მას საპატრიარქო სტატუსი II მსოფლიო კრებამ მიანიჭა, როგორც დედაეკლესიას. იერუსალიმშიც მრევლი ძირითადად არაბულია, თუმცა მმართველობაში ბერძნები არიან. იმის გამო, რომ ამ საპატრიარქოს იურისდიქცია სამ სახელმწიფოზე - ისრაელზე, პალესტინასა და იორდანიაზე ვრცელდება, საჭიროა საპატრიარქო კანდიდატის სამივეს მიერ მოწონება, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ეს სახელმწიფოები ურთიერთდაპირისპირებული არიან, ამ თანხმობით მოპოვება ზოგჯერ თვეობით და წლობით ჭიანურდება
კანონისტი
გაიხარე დავით! საინტერესოდ დაგვიწერე, მარა რაღაც თავში ვერ დალაგდა კარგად
კიდევ ვცდი და საღამოს კიდევ წავიკითხავ აბა.
KAIROS
KAIROS
რად უნდა VIII კრება, ბართლომეს ერთი ლამაზი ხელმოწერა და ეგაა
P.S. ნეტარხსენებული დიმიტრიოსი აპირებდა VI ადგილის დაკანონებას 1990 წელს, მაგრამ ჩვენმა პატრიარქმა უთხრა უარი (რამდენადაც მე ვიცი), რადგან ჩვენ V ადგილი გვეკუთვნისო
და რა მნიშვნელობა აქვს მაგ ადგილს??
k@the
და ამქვეყნიურ პატივსა და ღირებას დიდი მნიშვნელობა აქვს?
k@the
სულ პირველად რომ მოვედი ამ ფორუმზე მაშინ გავხსენი რაღაც მსგავსი თემა :
http://church.ge/index.php?showtopic=2303&hl=
კი მაგრამ რატომ არ ცნობენ ბერძნები ჩვენს ეკლესიას მეექვსე ადგილზე. ოდიტგანვე ხომ მეხუთე ადგილზე იყო ჩვენი საპატრიარქო და შემდეგ რუსეთმა იყიდა ეს ადგილი კონსტანტინოპოლის პატრიარქისგან. და ახლა რა ხდება ბართლომეოსს რა აყოვნებს რომ ჩვენ გადმოგვცეს მეხუთე ადგილი? თუ სხვა ეკლესიების განაწყენება არ უნდა?
jijikoi
მპკლედ, დედამიწაზე არ არსებობს საკითხი, პოლიტიკის (პოლიტიკური გადაწყვეტილების)გარეშე.
მსოფლიო პატრიარქის ტიტული ეს სიმბოლურია! მას ადგილობრივ ეკლესიებსჰი ვიზიტის დროს არანაირი წესის სჰესრულება არ შეუძლია ადგილობრივის კურთხევის გარესე, თუმცა-ღა მას არავინ აკადრებს ასეთ რამეს. მსოფლიო პატრიარქის და საპატრიარქოს მთელი დანისნულება იმაში მდგომარეობს რომ ადგილობრივ ეკლესიებში წარმოშობილ დავას განიხილავს და აზრს გამოთქვამს მხოლოდ და მხოლოდ (გავიხსენოთ მაგალითისათვის ,,ჩვილთა ცხონების საკითხი)
გამარჯობათ,
აი ეს მაინტერესებს თუ შეიძლება განმიმარტეთ ცოტა არ იყოს დამაბნია
ღმრთაებრივი და უწმიდესი მამა და მწყემსმთავარი, პაპი და პატრიარქი დიდისა ქალაქისა ალექსანდრიისა, ლიბიისა, პენტაპოლისისა, ეთიოპიისა, სრულიად ეგვიპტისა და სრულიად აფრიკისა, მამაი მამათა, მწყემსი მწყემსთა, მღვდელმთავარი მღვდელმთავართა, მეცამეტე მოციქული და მსოფლიო მსაჯული.
სერგი
ეგ ყველა პატრიარქის პატივი ისედაცაა, რამეთუ ყოველი პატრიარქი მჯდომარეა სამოციქულო საყდარზე და მათ რიცხვში აღირაცხება (ამიტომ მიმართავენ მას ღმრთისმსახურების წინ იმ სიტყვებით, რაც მაცხოვარმა უთხრა მოციქულებს: "ესრეთ ბრწყინავდინ ნათელი თქვენი წინაშე კაცთა..."), ხოლო ყოველი მოციქული პატივით ღირსია "დაჯდეს განსჯად ათორმეტთა ტომთა ისრაელისათა..." ანუ მოგვევლინოს ახალი ისრაელის - ქრისტიანთა მსაჯულად.
Титул "Вселенский судия" (судия Вселенной - другой вариант перевода) Александрийский Патриарх носит уже почти тысячу лет (с 1018 года) за то, что он рассудил и примирил византийского императора с константинопольским патриархом. Кроме того, этот титул напоминает о том, что на Третьем Вселенском Соборе именно александрийский Патриарх председательствовавл в суде над патриархом Константинополя.
კანონისტი
KAIROS
.....
იმდღეს TV ზე აჩვენეს ვრცელი რეპორტაჟო მსოფლიო პატრიარქზე , როგორც გავიგე თურქები აპირებენ მომავალი პატრიარქის არჩევის უფლება არ მიცენ ქრისტიანებს ასევე ლაპარაკი იყო ქრისტიანების შეზხუდვაზე მოკლეთ რას ფიქრობთ როგორ შეიძლება განვითარდეს სიტოაცია მაგ შემთხვევაში თუ მართლა არ მიცემენ პატრიარქის არჩევის უფლებას?
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)