თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ საეკლესიო სამართალი _ საეკლესიო სამართალი

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Oct 18 2006, 10:59 AM

უპირველეს ყოვლისა, მოგესალმებით! ძალიან მოხარული ვარ რომ ამ საიტზე დავრეგისტრირდი და საშუალება მექნება გამოვიყენო იგი მართლმადიდებლებთან ურთიერთობისათვის, უფლის სადიდებლად!

მე დავით ჩიკვაიძე ვარ, საეკლესიო სამართლის სპეციალისტი (ამჟამად თსუ კანონიკური სამართლის დოქტორანტი). შეიძლება ზოგიერთი თქვენგანი მიცნობს კიდევაც ჩემი პუბლიკაციებით.

სანამ შესაბამისი განყოფილება გაიხსნებოდეს, სურვილი მაქვს რომ ჩვენი მოსაზრებები კანონიკურ საკითხებთან დაკავშირებით აქ დავწეროთ

სიამოვნებით ვითანამშრომლებ თითოეულ თქვენგანთან

ჩვენთან არს ღმერთი!!!

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Oct 18 2006, 11:13 AM

კანონისტი

მშვიდობა smile.gif ცოტა ადრე მე მსურდა გამეხსნა ამავე შინაარსის თემა, მაგრამ მივხვდი რომ ფორუმს არ ყავდა ამ საკითხში კომპეტენტური პერსონა. ახლა კი თქვენ გამოჩნდით smile.gif

დიდი სიამოვნებით ვეცნობი თქვენს/შენს პუბლიკაციებს, განსაკუთრებით საეკლესიო დიფტიქტან დაკავშირებულ ადგილებს biggrin.gif

ახლა სკოლის კომპიუტერიდან გწერთ, დიდი სიამოვნებით გავეცნობი თქვენს მიერ განთავსებულ ნებისმიერ ინფორმაციას. ნომოკანონი ჩემი გატაცებაა biggrin.gif

ციტატა
ჩვენთან არს ღმერთი!!!


არს და იყოს !!!

ვინც არ იცის შევახსენებ რომ თემის ავტორს ეკუთვნის არაერთი პუბლიკაცია ხსენებულ საკითხზე, მათ შორის მე ამას გამოვარჩევდი.



http://orthodoxy.wanex.net/samartali/samartali/sarchevi.htm

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Oct 18 2006, 02:14 PM

mnate
გაიხარე, დიდი მადლობა!

ციტატა
დიდი სიამოვნებით ვეცნობი თქვენს/შენს პუბლიკაციებს, განსაკუთრებით საეკლესიო დიფტიქტან დაკავშირებულ ადგილებს

ჰოო, მაშინ ერთი კარგი ამბავი მექნება შენთან. საქმე ისაა, რომ ამჟამად ვმუშაობ წიგნზე სახელწოდებით "ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების ადმინიტრაციული მოწყობის საკითხები". როგორც ვაკვირდები, ძალიან საინტერესო წიგნი გამოდის. თუ ღმერთმა ინება მალე გამოვა

ასეთი დაინტერესების გამო ამ წიგნს მოგცემ პირადად შენ საჩუქრად smile.gif

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Oct 18 2006, 02:29 PM

ციტატა
ჰოო, მაშინ ერთი კარგი ამბავი მექნება შენთან. საქმე ისაა, რომ ამჟამად ვმუშაობ წიგნზე სახელწოდებით "ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების ადმინიტრაციული მოწყობის საკითხები". როგორც ვაკვირდები, ძალიან საინტერესო წიგნი გამოდის. თუ ღმერთმა ინება მალე გამოვა


მაგარია smile.gifძალიან საინტერესო რამაა. საოცარი იქნება, როგორც თქვენი წინა ნაშრომები, განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს რუსეთის არასამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალობის (თვითმწყემსობა და არა დამოუკიდებლობა როგორც თქვენ აღნიშნავდით biggrin.gif )საკითხი.

ციტატა
ასეთი დაინტერესების გამო ამ წიგნს მოგცემ პირადად შენ საჩუქრად


უდიდესი მადლობა, იხარე ქრისტეში smile.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Oct 18 2006, 05:14 PM

mnate

ციტატა
რუსეთის არასამოციქულო ეკლესიის

ასე რატომ მოიხსენიებ რუსეთის ეკლესიას?
არასამოციქულოდ მიიჩნევ??

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Oct 18 2006, 05:15 PM

ციტატა
ასე რატომ მოიხსენიებ რუსეთის ეკლესიას?
არასამოციქულოდ მიიჩნევ??


რუსეთის მიწაზე არ დაუდგავს ფეხი არც ერთ ათორმეტთაგანს smile.gif ამაში ეს ვიგულისხმე, თორემ მათი ეპისკოპოსები და სწავლება რა თქმა უნდა მოციქულების დანატოვარს ეყრდნობა smile.gif მომიტებეთ ორაზროვნებისთვის smile.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Oct 18 2006, 05:26 PM

mnate

ციტატა
რუსეთის მიწაზე არ დაუდგავს ფეხი არც ერთ ათორმეტთაგანს ამაში ეს ვიგულისხმე, თორემ მათი ეპისკოპოსები და სწავლება რა თქმა უნდა მოციქულების დანატოვარს ეყრდნობა მომიტებეთ ორაზროვნებისთვის

რუსეთის მიწად შენ თუ რუსეთის ფედერაციას მიიჩნევ, მეეჭვება მართალი იყო. რაღაც სახალინი, კამჩატკა, ჩუკოტკა, ციმბირი და იაკუტია (ან თუნდაც დაღესტანი) რაღაც არ მახსენდება რუსული რომ იყოს.

რუსული (აქ ვგულისხმობ რუს ერს, სადაც გაერთიანებულია მოსკოვის, კიევისა და თეთრი რუსეთი, ანუ русь და არა русский) მიწა კი ნამდვილად არის კიევი, რუსული კულტურის აკვანი, ღვთისმშობლის წილხვედრი ქალაქი (კიევო-პეჩორა) და უძველესი მართლმადიდებლური კათედრა

დღევანდელი რუსეთის ეკლესია (დაუკვირდი თვით პატრიარქის ტიტულსაც: Патриарх Руси და არა Патриарх России) არის უფლებამონაცვლე და მემკვიდრე კიევის სამიტროპოლიტოსი, რომელიც თავის მხრივ წმ. ანდრია პირველწოდებულის საყდარია

ასე რომ, ჩემო მეგობარო, შენი მსჯელობა მთლად მართებული არ მგონია

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Oct 18 2006, 05:36 PM

ციტატა
დღევანდელი რუსეთის ეკლესია (დაუკვირდი თვით პატრიარქის ტიტულსაც: Патриарх Руси და არა Патриарх России) არის უფლებამონაცვლე და მემკვიდრე კიევის სამიტროპოლიტოსი, რომელიც თავის მხრივ წმ. ანდრია პირველწოდებულის საყდარია


გასაგებია მაგრამ დღეს კიევის სამიტროპოლიტო რუსეთის ეკლესიის იურისდიქციაში შედის? რამდენადაც ჩემთვის ცნობილია იგი უკრაინის ავტონომიურ ეკლესიას ემორჩილება, მაშასადამე სამოციქულო ეკლესია ყოფილა არა რუსეთი არამედ უკრაინა. დღეს უკრაინული და რუსული ნაცია გარჩეულია და მათ "ერთ ქვაბში" არ ვხარშავთ.

მომიტევეთ თუ ვცდები smile.gif

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Oct 18 2006, 05:50 PM

ეს გახლავთ გაიოზ მამალაძის (საპატრიარქოს რადიოში ერთ-ერთი გადაცემა მიყავდა) ახლა მონარქისტულ კლუბს მეთაურობს, მიმოხილვა დიფტიქის შესახებ, რომელიც მეუფე ანანიამ წაიკითხა და მოიწონა, თუ არ ვდები უნეტარესმაც, მე სწორედ ამას ვეყრდნობოდი. . . . ეს წერილი (ივერიის ეკლესიის ადგილი მსოფლიო დიპტიხში ) გაზეთ ჯორჯიან თაიმსში გამოქვეყნდა არაერთხელ smile.gif



"1443 წელს იერუსალიმის კრებამ შეაჩვენა უნია. არ მომხდარა მისი რატიფიკაციაც საპატრიაქოებში და საეპისკოპოებში, მაგრამ კრებაზე კი მრავალმა თავი შეირცხვინა.
ამით ისარგებლა რუსეთის მთავარმა ვასილ II ბნელმა, შეკრიბა საეკლესიო კრება, გადააყენებინა ბერძენი მიტროპოლიტი ისიდორე და მიტროპოლიტად აარჩევინა რიაზანისა და მურომის ეპისკოპოსი იონა. ეს მოხდა კონსტანტინეპოლის ხელდასხმის გარეშე, რომლის იურისდიქციაში მაშინ შედიოდა რუსეთი, ასევე სხვა რომელიმე პატრიარქის ხელდასხმის გარეშეც, რაც აუცილებელი იყო, ვინაიდან ავტოკეფალია მაშინ რუსეთს არ ჰქონდა. სხვათა შორის, ამის გამო ადრე რუსი მთავრები მიესწრაფოდნენ რა ეკლესიურ დამოუკიდებლობას კონსტანტინეპოლისაგან, ცდილობდნენ დაკავშირებოდნენ სხვა საპატრიარქოებს. ამის მაგალითი: კიევის მთავარმა იზიასლავ მსტისლავის ძემ, ვლადიმირ მონომახის შვილიშვილმა, თავისი ქვეყნის სრული დამოუკიდებლობის მისაღწევად კიევის მიტროპოლიტად აარჩევინა ადგილობრივი, მაღალინტელექტუალური, ლიტერატორი და ა. შ. კლიმენტი სმოლიატიჩი (აქამდე მიტროპოლიტად კონსტანტინეპოლის პატრიარქი ბერძნებს აგზავნიდა). კლიმენტის მიტროპოლიტად დამტკიცებას სწირდებოდა პატრიარქის ხელდასხმა. ამიტომ იზიასლავმა მიმართა საქართველოს მეფეს დიმიტრის და ისურვა მისი სიძეობა, დის ქმრობა, რათა საქართველოს პატრიარქს ეკურთხებინა რუსი მიტროპოლიტი. მაგრამ მაშინ ეს ვერ მოხერხდა, იზიასლავი მოულოდნელად გარდაიცვალა 1154 წელს ისე, რომ საცოლე არ უნახავს.
1448 წელს თვითგამოცხადებული მიტროპოლია არ ცნო ლიტვის სამთავროს უკრაინა–ბელორუსიის ეკლესიებმა. მათ კონსტანტინეპოლის პატრიარქმა ახალი მიტროპოლიტი უკურთხა, რომელიც კვლავ დაჯდა ძველ დედაქალაქ კიევში, სადაც ოდითგანვე იყო კათედრა 1299 წლამდე, როცა იგი გადაიტანეს ვლადიმირში, მერე კი მოსკოვში. მის მერე კიევის სამიტროპოლიტო ემორჩილებოდა კონსტანტინეპოლს. მოსკოველებმა 1589 წელს, გამოაცხადეს საპატრიარქო, რომელიც ოთხ წელიწადში ცნეს მართლმადიდებლურმა საპატრიარქოებმა. თუმცა უნდა ითქვას, რომ მოსკოვი და კიევი სულ სხვადასხვა ქვეყნებია და სხვადასხვა ხალხი ცხოვრობს მოსკოვეთში (რუსეთში) და უკრაინაში.
მოსკოვის სახელმწიფომ კი ავტოკეფალია მიიღო მხოლოდ იმიტომ, რომ კიევში ნამყოფია მოციქული. კიევი და უკრაინა კი რუსეთს დაპყრობილი ჰყავდა.
მოსკოვის მიწაზე მოციქული არ არის ნამყოფი, ხოლო უკრაინელებს, რომლებმაც ახლა დამოუკიდებელ სახელმწიფოებრიობას მიაღწიეს, ადრეც სურდათ და ახლაც უნდათ ჰქონდეთ თავისი საკუთარი ავტოკეფალიური ეკლესია. უკრაინაში მართლაც არსებობს უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც როცა იქნება (ალბათ, მალე) მიიღებს ავტოკაფალიას, მას სცნობენ მსოფლიოს საპატრიაქოები, ვინაიდან უკრაინელები არიან დამოუკიდებელი სახელმწიფოს და ნაციის წარმომადგენლები, აქვთ მშობლიური უკრაინული ენა და მათთან ქრისტეს სჯული იქადაგა თავად ანდრია პირველწოდებულმა. უკრაინის ეკლესიის ცნობა უბრალოდ, დროის ამბავია. მისი არცნობა კი არ შეიძლება. ამის მერე მოსკოვის რუსეთის ეკლესიის ავტოკეფალია ჰაერში გამოკიდებული რჩება, მათ მიწაზე ხომ მოციქულს არ უქადაგია!
სხვათა შორის, საპატრიარქოს მიღების შემდეგ რუსეთის ეკლესიამ ერთი საუკუნეც ვერ გაძლო მყარად, სამწუხაროდ, და იგი შეარყია დიდმა საეკლესიო განხეთქილებამ. იმპერატორებისდროინდელ რუსულ ეკლესიაზე ამბობენ, რომ `ეს იყო არა მართლმადიდებლობა, არამედ მეფეთმადიდებლობა”.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Oct 18 2006, 06:03 PM

mnate
რა გითხრა აბა, ეგ პოლიტიკური საკითხი უფროა, ვიდრე საეკლესიო. თვით კიევის არარუსულობაც სუსტად არის დამტკიცებული. ის, რომ უკრაინელები თავს რუსებად არ მიიჩნევენ (ჯერ ერთიც რომ მიიჩნევენ, ოღონდ იმ ძველრუსული ერის შვილებად, რომელზეც ზემოთ გითხარი. გამოთქმაც აქვთ ასეთი: Ми русі (იგულისხმება უკრაინელები) а вони москали (მოსკოველი, დაცინვით). ანუ თვლიან რომ სწორედ ეგენი არიან რუსები

რაც შეეხება საეკლესიო ვითარებას, ცოტა რთულადაა საქმე. ჩემს "საეკლესიო საკითხებში" ცოტა მიწერია ამაზე. ისიც გასათვალისწინებელია, რომ მსოფლიო და მოსკოვის საპატრიარქოებს შორის სწორედ რომ იურისდიქციის საფუძველზე არაერთხელ დაიძაბა ვითარება. ერთი პერიოდი დიპტიქიდანაც კი ამოიღეს ერთმანეთი (ესტონეთის ეკლესიის გამო). ასე რომ, იოლად რომ არ გადაწყდება ეს საკითხი, ცხადია.

უკრაინის ავტონომიური ეკლესია, შენ რომ ახსენე, მოსკოვს ემორჩილება. ამას გარდა არსებობს:
ა) უკრაინის ავტოკეფალური ეკლესია
ბ) უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია - კიევის საპატრიარქო

ეს ორი ანათემიზირებულია. მას არ ცნობს არცერთი ეკლესია

ამასთან, ისიც გასათვალისწინებელია, რომ მსოფლიო საპატრიარქოს არ სურს შექმნას პრეცედენტი ეკლესიისათვის მისი რაიმე ნაწილის ჩამოჭრასთან დაკავშირებით. თუმცა, ისიც ცხადია, რომ უკრაინის ეკლესიაზე საკითხავიცაა საერთოდ ეს "ჩამოჭრა" იქნება თუ ისტორიული სამართლიანობის აღდგენა

ძნელი საქმეა ძალიან sad.gif

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Oct 18 2006, 06:17 PM

ციტატა
mnate
რა გითხრა აბა, ეგ პოლიტიკური საკითხი უფროა, ვიდრე საეკლესიო. თვით კიევის არარუსულობაც სუსტად არის დამტკიცებული. ის, რომ უკრაინელები თავს რუსებად არ მიიჩნევენ (ჯერ ერთიც რომ მიიჩნევენ, ოღონდ იმ ძველრუსული ერის შვილებად, რომელზეც ზემოთ გითხარი. გამოთქმაც აქვთ ასეთი: Ми русі (იგულისხმება უკრაინელები) а вони москали (მოსკოველი, დაცინვით). ანუ თვლიან რომ სწორედ ეგენი არიან რუსები

რაც შეეხება საეკლესიო ვითარებას, ცოტა რთულადაა საქმე. ჩემს "საეკლესიო საკითხებში" ცოტა მიწერია ამაზე. ისიც გასათვალისწინებელია, რომ მსოფლიო და მოსკოვის საპატრიარქოებს შორის სწორედ რომ იურისდიქციის საფუძველზე არაერთხელ დაიძაბა ვითარება. ერთი პერიოდი დიპტიქიდანაც კი ამოიღეს ერთმანეთი (ესტონეთის ეკლესიის გამო). ასე რომ, იოლად რომ არ გადაწყდება ეს საკითხი, ცხადია.

უკრაინის ავტონომიური ეკლესია, შენ რომ ახსენე, მოსკოვს ემორჩილება. ამას გარდა არსებობს:
ა) უკრაინის ავტოკეფალური ეკლესია
ბ) უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია - კიევის საპატრიარქო

ეს ორი ანათემიზირებულია. მას არ ცნობს არცერთი ეკლესია

ამასთან, ისიც გასათვალისწინებელია, რომ მსოფლიო საპატრიარქოს არ სურს შექმნას პრეცედენტი ეკლესიისათვის მისი რაიმე ნაწილის ჩამოჭრასთან დაკავშირებით. თუმცა, ისიც ცხადია, რომ უკრაინის ეკლესიაზე საკითხავიცაა საერთოდ ეს "ჩამოჭრა" იქნება თუ ისტორიული სამართლიანობის აღდგენა

ძნელი საქმეა ძალიან



ახლა სულ დავიბენი laugh.gif


როგორც ბატონი გაიოზი, მეუფის მოწონებული სტატიით, ამბობს უკრაინის ეკლესია (კიევის სამიტროპოლიტო) აღმატებულია რუსეთის ეკლესიაზე და მისი ავტოკეფალობის საკიტხი მალე გადაწყდებაო, და თქვენც ერთ ერთ ნაშრომში შემდეგნაირად საუბრობთ ცოტა არ იყოს
ვიბნევი biggrin.gif

"მეოთხე ავტონომიური ეკლესია არის უკრაინის ეკლესია. იგი დაარსებულია წმ. მოციქულ ანდრია პირველწოდებულის მიერ, რომელმაც, გადმოცემით, დღევანდელი კიევის ადგილზე აღმართა ჯვარი და იწინასწარმეტყველა ქალაქის აშენება. უკრაინას დამოუკიდებელი ეკლესია არასდროს ჰქონია. არსებობდა ერთადერთი რუსეთის ეკლესია (Русская Церковь, ანუ Церковь Руси და არა Российская Церковь), რომლის იურისდიქციაც ვრცელდებოდა როგორც რუსეთის, ისე უკრაინის და ბელორუსიის ტერიტორიაზე. რუსეთის ეკლესიის სასულიერო-ადმინისტრაციული ცენტრი იყო ჯერ კიევი, შემდეგ კი მოსკოვი. XXს. დასაწყისში, როცა დაიშალა რუსეთის იმპერია უკრაინელ მღვდელმთავართა ერთმა ნაწილმა გამოაცხადა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია და მისი გამოყოფა რუსეთის ეკლესიისგან. ეს იყო ყოვლადდაუშვებელი რამ კანონიკური სამართლის მიხედვით. ერთადერთი, რისი მოთხოვნის უფლებაც ჰქონდათ უკრაინელ მღვდელმთავრებს, იყო საპატრიარქო კათედრის კიევში გადატანა. საბჭოთა მთავრობამ ძალის გამოყენებით ჩაახშო ავტოკეფალისტთა გამოსვლა. 80-იანი წლების ბოლოს, ეროვნული მოძრაობის აღზევებისას კვლავ გამოჩნდნენ ავტოკეფალისტები. მათ კვლავ გამოყვეს უკრაინის ეკლესია რუსეთის ეკლესიისაგან და ხელთ ჩაიგდეს არაერთი ტაძარი. სიტუაცია უკიდურესად იძაბებოდა. ამიტომ მოსკოვის საპატრიარქომ მოზანშეწონილად ჩათვალა უკრაინის ეკლესიისთვის ავტონომიის მინიჭება. ავტონომია მიენიჭა, ცხადია, არა ე.წ. „ავტოკეფალურ“, არამედ იმ ეკლესიას, რომელიც დარჩა მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციაში. დღემდე აგრძელებს არსებობას უკრაინის „ავტოკეფალური“ ეკლესია ე.წ „კიევისა და სრულიად უკრაინის პატრიარქის“ ფილარეტ დენისენკოს მეთაურობით. უკრაინაში არსებობს კიდევ ერთი, უნიატური ეკლესია - ე.წ. „ბერძნულ-კათოლიკური ეკლესია“, რომელიც მსახურებებს აღასრულებს მართლმადიდებლური განწესით, ხოლო ექვემდებარება რომის პაპს.

უკრაინის ავტონომიური ეკლესიის იურისდიქცია ვრცელ-დება უკრაინაზე. ეკლესიის ერთ-ერთი წმიდანია უღმრთოთაგან დახვრეტილი კიევის მიტროპოლიტი ვლადიმერ ბოგოიავლინსკი, რომელიც 1892-1898 წწ. იყო საქართველოს ეგზარქოსი. უკრაინის ეკლესიის მრევლის ოდენობა დაახლოებით 30 მლნ-ია. წმ. სინოდში შედის 37 მღვდელმთავარი."


თუ უკრაინის ავტონომიური ეკლესია ანათემიზირებულია, მაშინ რატომ ვიხილავთ მას ავტონომიურ ეკლესიათა რიცხვში და მაშასადამე დიფტიქში?


პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Oct 18 2006, 06:26 PM

mnate

ციტატა
თუ უკრაინის ავტონომიური ეკლესია ანათემიზირებულია, მაშინ რატომ ვიხილავთ მას ავტონომიურ ეკლესიათა რიცხვში და მაშასადამე დიფტიქში?

ეჰ მაგაშია ლევან უკრაინის უბედურება, რომ უკრაინაში ამჟამად 3 (!!) მართლმადიდბლური ეკლესია მოქმედებს

მე ხომ ვამბობ იქ, რომ ავტონომია მიენიჭა იმ ნაწილს უკრაინის ეკლესიისა, რომელიც დარჩა მოსკოვის საპატრიარქოს ერთგული. მეორე ნაწილი კი, ავტოკეფალურად გამოცხადებული, ანათემიზირებულ იქნა. სხვათაშორის, ამ ავტოკეფალურმა ეკლესიამ ღვთიმსახურებაში მონაწილეობის უფლება მისცა დეკანოზ ბასილ კობახიძეს.

1) უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია (მოსკოვის საპატრიარქოს ავტონომია; მათთან გვაქვს ჩვენ ევქარისტიული კავშირი):
http://www.orthodox.org.ua

2) უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია - კიევის საპატრიარქო (რომელზეც მე მიწერია):
http://www.kievpatr.org.ua

3) უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია:
http://en.wikipedia.org/wiki/Ukrainian_Autocephalous_Orthodox_Church

შენ წარმოიდგინე, კიდევ არის მეოთხე, უნიატური, ე.წ. უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესია, აღმოსავლური წირვის განწესით, რომის პაპის იურისდიქციის ქვეშ

აი, ასე მძიმე დღეში არიან ჩვენი ერთმორწმუნე ძმები

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Oct 18 2006, 06:38 PM

ციტატა
აი, ასე მძიმე დღეში არიან ჩვენი ერთმორწმუნე ძმები


გასაგებია smile.gif მე ორი მეგონა, თურმა ორჯერ მეტი ყოფილა biggrin.gif

მაგრამ რას ვუშვებით ბატონი გაიოზის ამ სიტყვებს? რომელშიც მეუფე ანანიამ კორექტივები არ შეიტანა? ეს რომ იყოს დამოუკიდებელი მკვლევარი არასარწმუნოდ შეიძლება მიგვეჩნია ჩემო დავით, მაგრამ იგი საკმაოდ პატივდებული პიროვნებაა, და შესანიშნავი მისიის (მონარქიზმი) კლუბსაც მეთაურობს. . . . პაპის მანტიას არ ვასხავ მაგრამ ნდობის ფაქტორი დიდია. . . . მაინტერესებს ეთანხმები თუ არა ქვემოთა სიტყვებს?

ციტატა
მოსკოვის სახელმწიფომ კი ავტოკეფალია მიიღო მხოლოდ იმიტომ, რომ კიევში ნამყოფია მოციქული. კიევი და უკრაინა კი რუსეთს დაპყრობილი ჰყავდა.
მოსკოვის მიწაზე მოციქული არ არის ნამყოფი, ხოლო უკრაინელებს, რომლებმაც ახლა დამოუკიდებელ სახელმწიფოებრიობას მიაღწიეს, ადრეც სურდათ და ახლაც უნდათ ჰქონდეთ თავისი საკუთარი ავტოკეფალიური ეკლესია



ღმერთს ებარებოდე, შენი გამოჩენა ძალია გამიხარდა მე პირადად, დიდ პატივს გცემ და გაფასებ smile.gif

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Oct 18 2006, 07:07 PM

ხო ახლა სულ დიფტიქზე რომ არ ვცენტრალიზდეთ biggrin.gif

ეს გახლავთ მეშვიდე საეკლესიო კრების ხატი smile.gif ამ კრებაზე ეკლესიამ უარყო ხატმებრძოლური ერესი smile.gif


http://image.700up.com

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Oct 19 2006, 01:42 AM

დავით კითხვა მაქვს შენთან smile.gif თუ არ შეწუხდები, და მომაბეზრებლად არ მიათვლი ამდენ კიტხვას smile.gif

ნიკეის I მსოფლიო საეკლესიო კრების ქვემომდებარე კანონში ვკითხულობთ:

[კანონი 20. კვირა დღეს მეტანიის დაუშვებლობის შესახებ]
ზოგიერთნი კვირასაც და სულიწმიდის მოფენის დღეებშიც მოიდრეკენ მუხლს. დაცულ იქნეს ყველა ეკლესიაში, როგორც წმინდა კრების დადგენილება, რომ ამ დღეებში ფეხზე მდგომელნი უნდა მისცემდნენ თავის ლოცვას ღმერთს.

მაგრამ, ვინც საპატრიარქო მსახურებას დასწრებია, ნახავს რომ არქიდიაკონი და უწმინდესიც კი იჩოქებენ გარკვეულ მომენტებში. . .

იქნებ გვითხრა რა გამონაკლისს აქვს ადგილი?

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Oct 19 2006, 11:21 AM

mnate

ციტატა
მოსკოვის სახელმწიფომ კი ავტოკეფალია მიიღო მხოლოდ იმიტომ, რომ კიევში ნამყოფია მოციქული. კიევი და უკრაინა კი რუსეთს დაპყრობილი ჰყავდა.
მოსკოვის მიწაზე მოციქული არ არის ნამყოფი, ხოლო უკრაინელებს, რომლებმაც ახლა დამოუკიდებელ სახელმწიფოებრიობას მიაღწიეს, ადრეც სურდათ და ახლაც უნდათ ჰქონდეთ თავისი საკუთარი ავტოკეფალიური ეკლესია

გაუმართავი მსჯელობაა ჩემი აზრით, ისე ბევრი რამ მართალია.

სჯობდა ბატონ გაიოზს დაეწერა, რომ არა ავტოკეფალია, არამედ პატრიარქის ინსტიტუტი აქვს რუსეთს კიევის დამსახურებით. რამდენადაც, ავტოკეფალია, განსაკუთრებით XX ს-ში ბევრ ისეთ ეკლესიას მიეცა, სადაც მოციქული არ ყოფილა.

რაც შეეხება კიევის დაპყრობას. მე ძალიან პატივს ვცემ უკრაინელ ხალხს, პირადად ბევრ მათგანსაც ვიცნობ, მაგრამ დაპყორბისა რა მოგახსენო! ეს იგივეა, აფხაზები რომ ამბობენ საქართველომ დაგვიპყროო. მე უკრაინა რუსულ მიწად მიმაჩნია. თუ სახელმწიფოებრივად ცალკე ცხოვრება სურთ, იცხოვრონ, მაგრამ ეს ეკლესიაზე, ჩემი აზრით, არ უნდა აისახოს...

მე ჩემ ნაშრომშიც აღვნიშნე, რომ სრულიად სამართლიანი იქნება უკრაინელთა მოთხოვნა, რომ საპატრიარქო კათედრა კიევში იქნეს გადატანილი, რათა რუსეთის ეკლესია არ გაიყოს.

სხვათაშორის, განკვეთილ ფილარეტ დენისენკოს როგორი ტიტული აქვს იცი?
"უწმიდესი პატრიარქი კიევისა და სრულიად რუსეთისა" (და არა უკრაინის!!)
უკრ. Святішій Патріарх Київський і всьоя Русі
რუს. Святейший Патриарх Киевский и всея Руси

ანუ, როგორც ხედავ, русь აქაც ფიგურირებს.

ისე უკრაინაში უფრო შეინიშნება ძველრუსული ფესვები. მე პირადად უკრაინული ვიცი, და მინდა გითხრა, რომ რუსულისა და უკრაინულის შედარება არ შეიძლება. საეკლესიო-სლავურ ენასთან მიმართებაში რუსული სოფლური დიალექტია...


ციტატა
მაგრამ, ვინც საპატრიარქო მსახურებას დასწრებია, ნახავს რომ არქიდიაკონი და უწმინდესიც კი იჩოქებენ გარკვეულ მომენტებში. . .
იქნებ გვითხრა რა გამონაკლისს აქვს ადგილი?


სხვათაშორის, იგივეს განსაზღვრავს პეტრე ალექსანდრიელის XV კანონიც

საქმე ისაა, რომ ისეთი განსაკუთრებული მომენტი, როგორიცაა წმინდა ძღვენის გადაქცევის ლოცვები, მუხლდრეკით უნდა შესრულდეს, არამარტო კვირას, არამედ თვით ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულზეც. წირვის განწესის შესაბამისად.

აქ ზოგადად კვირას მუხლმოდრეკის დაუშვებლობაზეა საუბარი. რამდენადაც ეს დღე აღდგომის თანასწორია. დააკვირდი: "ფეხზე მდგომელნი მისცემდნენ ლოცვას", ანუ ფეხზე უნდა იდგე ლოცვითი კანონის განმავლობაში, და არა კონკრეტულ მომენტში.

სხვათაშორის, ტიპიკონურად, განსხვავდება მუხლდრეკა და მეტანია. მუხლდრეკა არის ლოცვის კითხვა დაჩოქილ მდგომარეობაში, ხოლო მეტანია არის სინანულის (გეცოდინება ალბათ, რომ მეტანია ბერძნულად "სინანულს" ნიშნავს), თავმდაბლობისა და გულშემუსვრის გამოხატვა, რომელიც იწყება ფეხზე ყოფნის მდგომარეობიდან და ამ დროს ხდება თაყვანის-ცემის (სხვათაშორის საეკლესიო-სლავურზე მეტანიას ეწოდება "პოკლონ", ანუ თაყვანის-ცემა) აღსრულება.

ეს კანონი უნდა დავიცვათ იმდენად, რამდენადაც კვირას სიხარულის დღეა და სინანული აღარ გვიხმს (გაიხსენე იოანე ოქროპირის სააღდგომო საკითხავი), რამეთუ "სულნი ჩვენნი ქრისტემან მოიყიდა დღესა ამას".


პოსტის ავტორი: Georg თარიღი: Oct 19 2006, 11:40 AM

ციტატა
რაც შეეხება კიევის დაპყრობას. მე ძალიან პატივს ვცემ უკრაინელ ხალხს, პირადად ბევრ მათგანსაც ვიცნობ, მაგრამ დაპყორბისა რა მოგახსენო! ეს იგივეა, აფხაზები რომ ამბობენ საქართველომ დაგვიპყროო. მე უკრაინა რუსულ მიწად მიმაჩნია. თუ სახელმწიფოებრივად ცალკე ცხოვრება სურთ, იცხოვრონ, მაგრამ ეს ეკლესიაზე, ჩემი აზრით, არ უნდა აისახოს...


ვფიქრობ, ცდებით - უკრაინა კი არაა რუსული მიწა, რუსული მიწაა უკრაინა! rolleyes.gif
უკრაინელი ხალხი(მრავალ უკრაინელს ვიცნობ) "დაპყრობაზე" იმდენად არ აპელირებს, რამდენადაც რუსებისათვის დამახასიათებელ საუკუნეობრივ უმადურობაზე, ეს დაუნი(რუსეთის) შვილის უმადურებაა მამის(უკრაინის) მიმართ, აქ ძევს მთავარი პრობლემა უკრაინა-რუსეთისა და სრულად აისახება მათ სულიერ სფეროთა კონსტრუირებაზე, მინდა გთხოვოთ, აღნიშნული ტიპის პრობლემატიკის განხილვისას გაეცნოთ უდიდესი მართლმადიდებელი რუსი ფილოსოფოსის, ნიკოლაი ბერდიაევის ფუნდამენტურ კვლევებს "რუსი ხალხის ფსიქოლოგიის შესახებ" საიდანაც ცხადი გახდება რა უნდათ მათ(რუსებს) უკრაინისაგან და საქართველოსაგან!

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Oct 19 2006, 11:56 AM

Georg
მგონი ერთიდაიგივე აზრი გვაქვს smile.gif
Хай живе православна Україна!

პოსტის ავტორი: Georg თარიღი: Oct 19 2006, 11:58 AM

ციტატა
Georg
მგონი ერთიდაიგივე აზრი გვაქვს
Хай живе православна Україна!


ისევ ცდებით! არა მგონია ერთიდაიგივე აზრი გვქონდეს! rolleyes.gif

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Oct 19 2006, 12:33 PM

ციტატა

აქ ზოგადად კვირას მუხლმოდრეკის დაუშვებლობაზეა საუბარი. რამდენადაც ეს დღე აღდგომის თანასწორია. დააკვირდი: "ფეხზე მდგომელნი მისცემდნენ ლოცვას", ანუ ფეხზე უნდა იდგე ლოცვითი კანონის განმავლობაში, და არა კონკრეტულ მომენტში.


თავად არაერთხელ აღმისრულებია მუხლთდრეკა ევქარისტიული კანონისას ტრაპეზის წინ და ეს გასაგებია, მაგრამ საქმე ეხება მამაო ჩვენოს როდესაც არქიდიაკონი ხალხს სთხოვს "ერთად ვათქვათ მამაო ჩვენო" და პირით დასავლეთისკენ იჩოქებს ასევე სახარებისას, "დიდება მაღალიაისას" (მწუხრის ეს მომენტი უკვე კვირაა) . . ცოტა არ იყოს ჩემში გაურკვევლობას ბადებს რადგან დიდუბეში სადაც მე ვმსახურებ, ეს ყველაფერი მკაცრად განსაზღვრულია. . . .

ზევით კანონში გარკვევით წერია რომ დაჩოქილი ლოცვა არ შეიძლება. ალბათ არსებობს გამონაკლისი. . .

ციტატა
სჯობდა ბატონ გაიოზს დაეწერა, რომ არა ავტოკეფალია, არამედ პატრიარქის ინსტიტუტი აქვს რუსეთს კიევის დამსახურებით. რამდენადაც, ავტოკეფალია, განსაკუთრებით XX ს-ში ბევრ ისეთ ეკლესიას მიეცა, სადაც მოციქული არ ყოფილა.

რაც შეეხება კიევის დაპყრობას. მე ძალიან პატივს ვცემ უკრაინელ ხალხს, პირადად ბევრ მათგანსაც ვიცნობ, მაგრამ დაპყორბისა რა მოგახსენო! ეს იგივეა, აფხაზები რომ ამბობენ საქართველომ დაგვიპყროო. მე უკრაინა რუსულ მიწად მიმაჩნია. თუ სახელმწიფოებრივად ცალკე ცხოვრება სურთ, იცხოვრონ, მაგრამ ეს ეკლესიაზე, ჩემი აზრით, არ უნდა აისახოს...

მე ჩემ ნაშრომშიც აღვნიშნე, რომ სრულიად სამართლიანი იქნება უკრაინელთა მოთხოვნა, რომ საპატრიარქო კათედრა კიევში იქნეს გადატანილი, რათა რუსეთის ეკლესია არ გაიყოს.



თავის დროზე, ჩვენ იმანაც კი ვერ გვიშვე.ლა რომ უფლის მოციქულთაგან პირველთაგანი, ანდრია იყო ნამყოფი ქართულ მიწაზე (დასავლეთ საქართველოში აღმოსავლეთში არ გადმოსულა). . . . მცხეთაში ხომ არ ყოფილაო. . . და რომ არა ბართლომე მოციქულის მქადაგებლობა "სომხითის" მიწაზე (არავითარ შემთხვევაში ეს ტერმინი არ შემოფარგლავს დღევანდელ სომხურ სახელმწიფოს ეს ქვემო ქართლია) ჩვენ შეიძლება ავტოკეფალია ჩამოგვრთმეოდა.

ამ პირობებში ჩემთვის გასაოცარი და გასაღიმიც კია მოსკოვის კათედრის მღვდელმთავრის "პატრიარქობა", უკრაინელები ამბობენ რომ ისინი არ არიან რუსები.


გაიხარე ბოდიში რომ კითხვები მოგაყარე smile.gif უფალმა გაგაძლიეროს smile.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Oct 19 2006, 02:52 PM

mnate
ჰო, რაც შეეხება "მამაო ჩვენო"-ს ან სხვა ლოცვების დროს, ალაბთ მართებულია, რომ მუხლდრეკა არ გავაკეთოთ. პირადად მე ასე ვიქცევი

თუმცა ერთი კია, რომ ასეთ შემთხვევაში პატრიარქის კურთხევა მოქმედებს, რომელსაც თავის მხრივაც აქვს კანონის ძალა

ამასთან, კვირას მუხლდრეკის საკითხი უფრო საღვთისმსახუროა, ვიდრე დოგმატური. ამდენად, გამონაკლისი დასაშვებია

ციტატა
დიდუბეში სადაც მე ვმსახურებ

ანუ "მნათე" მართლა ხარ?? smile.gif
ძალიან კარგი, კოლეგები ვყოფილვართ... wink.gif
აუცილებლად გინახულებ, თუ მაქეთ მოვხვდი

ციტატა
უკრაინელები ამბობენ რომ ისინი არ არიან რუსები.

ისე პირიქითაა. უკრაინელები რუსებს (რუსეთის ფედერაციის ძირითად ერს) რუსებად არც კი თვლიან, ხომ გითხარი, გამოთქმაც აქვთ: ми русі а вони москали - რუსები ჩვენ ვართ და ეგენი მოსკალებიო.

ძალიან ძლიერი ფესვები აქვს უკრაინულს საეკლესიო-სლავურთან. რამდენიმე მაგალითს მოგიყვან:

ქართ. სლავ. უკრ. რუს.
ეს се це это
რამეთუ яко яко потому что
როდის коль коли когда
გაკეთება творить творити делать

ამათ გარდა,

გამოთქმისას, უკრაინელები უმახვილო "ო"-ს "ო"-დვე კითხულობენ, რუსებისგან განსხვავებით და სლავურის მსგავსად
მაგ. Господь - უფალი
სლავ. ღოსპოდ
უკრ. ჰოსპოდ
რუს. გასპოდ

და ასე....


პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Oct 19 2006, 06:57 PM

ციტატა
mnate
ჰო, რაც შეეხება "მამაო ჩვენო"-ს ან სხვა ლოცვების დროს, ალაბთ მართებულია, რომ მუხლდრეკა არ გავაკეთოთ. პირადად მე ასე ვიქცევი

თუმცა ერთი კია, რომ ასეთ შემთხვევაში პატრიარქის კურთხევა მოქმედებს, რომელსაც თავის მხრივაც აქვს კანონის ძალა

ამასთან, კვირას მუხლდრეკის საკითხი უფრო საღვთისმსახუროა, ვიდრე დოგმატური. ამდენად, გამონაკლისი დასაშვებია


ინტრიგანი არ გეგონო მაგრამ გამიგია კანონს გამონაკლისები არა აქვსო გამიგია laugh.gif


ციტატა
ანუ "მნათე" მართლა ხარ??
ძალიან კარგი, კოლეგები ვყოფილვართ...
აუცილებლად გინახულებ, თუ მაქეთ მოვხვდი


მოკლედ სტიქრების ფრიალია ამ ფორუმზე biggrin.gif მიხარია, ძალიან მიხარია იმედია მოხვდები smile.gif ისე სად მსახურებ?


ციტატა
ისე პირიქითაა. უკრაინელები რუსებს (რუსეთის ფედერაციის ძირითად ერს) რუსებად არც კი თვლიან, ხომ გითხარი, გამოთქმაც აქვთ: ми русі а вони москали - რუსები ჩვენ ვართ და ეგენი მოსკალებიო.

ძალიან ძლიერი ფესვები აქვს უკრაინულს საეკლესიო-სლავურთან. რამდენიმე მაგალითს მოგიყვან:

ქართ. სლავ. უკრ. რუს.
ეს се це это
რამეთუ яко яко потому что
როდის коль коли когда
გაკეთება творить творити делать

ამათ გარდა,

გამოთქმისას, უკრაინელები უმახვილო "ო"-ს "ო"-დვე კითხულობენ, რუსებისგან განსხვავებით და სლავურის მსგავსად
მაგ. Господь - უფალი
სლავ. ღოსპოდ
უკრ. ჰოსპოდ
რუს. გასპოდ

და ასე....


ჰო, პირველი ანბანი თუ მეხსიერება არ მღალატობს "სლავასტალიანსკი", არ ეკუთვნის დღეს რუსებად წოდებულ ერს, იგი იმ ტერიტორიულ ერთეულზე შეიქმნა რომელიც დღეს უკრაინადაა სახელდებული. . . .


ღმერთს ებარებოდე, ძმაო ქრისტეში smile.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Oct 20 2006, 10:45 AM

mnate

ციტატა
ინტრიგანი არ გეგონო მაგრამ გამიგია კანონს გამონაკლისები არა აქვსო გამიგია


რა ინტრიგანი, არა გრცხვენია? smile.gif

ისე, ლევან, ეგეც პირიქითაა: ლათინური გამოთქმაა - nulla lege sine exceptione - არ არსებობს კანონი გამონაკლისის გარეშე. კანონიკურ სამართალზე რამდენად ვრცელდება ვერ გეტყვი, მაგრამ ისე იურისტებს ასე გვასწავლიდნენ...

ციტატა
მოკლედ სტიქრების ფრიალია ამ ფორუმზე მიხარია, ძალიან მიხარია იმედია მოხვდები ისე სად მსახურებ?

ვაკის წმ. სამების ტაძარში. მედავითნე ვარ ოღონდ

"კარიბჭის" ბოლო ნომერშია (#20 (55) ნომრის თემა: შური) ჩემთან ინტერვიუ და თუ გინდა ნახე... wink.gif

ციტატა
ჰო, პირველი ანბანი თუ მეხსიერება არ მღალატობს "სლავასტალიანსკი", არ ეკუთვნის დღეს რუსებად წოდებულ ერს, იგი იმ ტერიტორიულ ერთეულზე შეიქმნა რომელიც დღეს უკრაინადაა სახელდებული. . . .


ე.წ. "კირილიცა" და "გლაგოლიცა" ბულგარეთის ტერიტორიაზეა შექმნილი. წმ. მოციქულთა სწორ კირილესა და მეთოდებს, სლავთა განმანათლებლებს, ბულგარელები თავის თანამემამულეებად მიიჩნევენ

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Oct 20 2006, 01:31 PM

ციტატა
არ არსებობს კანონი გამონაკლისის გარეშე


ციტატა
კანონს გამონაკლისები არა აქვსო გამიგია


დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ მაგრამ კარგი. . . . biggrin.gif

ციტატა
ვაკის წმ. სამების ტაძარში. მედავითნე ვარ ოღონდ

"კარიბჭის" ბოლო ნომერშია (#20 (55) ნომრის თემა: შური) ჩემთან ინტერვიუ და თუ გინდა ნახე...


აუცილებლად ვნახავ, საეკლესიო პუბლიკაციებს სკოლის დაწყებამ მომწყვიტა თორემ აქამდე არ გამომმრჩებოდი biggrin.gif თუ არ ვცდები ახლახან თქვენი დიაკონი მღვდლად აკურთხეს. (არქიდიაკონთან და თმებთან დაკავშირებული ამბავი გაგვიზიარა დიდუბეში ერთხელ biggrin.gif )


რაიმე სახის ექსკლუზივი ხომ არ გაქვს ჩვენთვის? rolleyes.gif


ახლა რახან, "დაბალი ჩინის" კლირიკოსებს შევეხეთ ჩვენი სახით, იქნებ უფრო კარგად გავცნობოდით (ჩვენს) "უფლება-მოვალეობებს" ან თუნდაც შეზღუდვებს. მაინტერესებს თუ არსებობს საეკლესიო კანონმდებლობაში მუხლი/ები რომლებიც ამ საკიტხს არეგულირებენ.

მე მამაომ პირველივე დღესვე მითხრა რომ არ მქონდა თბილსისხლიანი ცხოველის/ფრინველის სისხლის დაღვრის უფლება. ასევე სტიქრით შემოსვა მიუხედავად იმისა რომ საკრალური მნიშვნელობით პატარა მოვლენაა, მაინც დიდი პასუხისმგებლობაა ამიტომ რაც სხვას შედარებით ადვილად მიეტევება შენ ცოტა რთულადო.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Oct 20 2006, 02:10 PM

mnate

ციტატა
დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ მაგრამ კარგი

სხვადასხვა რამეა ლევან

დაუკვირდი:
ციტატა
არ არსებობს კანონი გამონაკლისის გარეშე

ნიშნავს, რომ არცერთ კანონი არ არსებობს ისეთი, გამონაკლისი რომ არ ჰქონდეს, ანუ ყველა კანონს აქვს გამონაკლისი

ციტატა
კანონს გამონაკლისები არა აქვსო გამიგია

ეს კი საპირისპირო აზრს ავითარებს.

მიმიხვდი??

ციტატა
თქვენი დიაკონი მღვდლად აკურთხეს

????
ვაკის სამებაში დიაკონი არ გვყავს

ციტატა
რაიმე სახის ექსკლუზივი ხომ არ გაქვს ჩვენთვის?

თუ ღმერთმა ინება მალე მინდა, რომ ჩემს მიერ დაარსებული არასამთავრობო, მართლმადიდებლური სამეცნიერო ორგანიზაცია "საეკლესიო სამართლის კვლევითი ცენტრი" ოფიციალურად დავარეგისტრირო იუსტიციის სამინისტროში

აღნიშნულის შემდეგ გამოვაცხადებ წევრების მიღებას

კიიიდევ, smile.gif როგორც გითხარი ახალ წიგნს ვწერ. მასალები თითქმის ყველა ხელთ მაქვს. სამსახურის საქმეებიც ბევრია, ასე რომ დროს გამოვნახავ თუ არა შევეცდები დავასრულო.

რაც სტატიები მქონდა, მარიამის დამსახურებით ყველა უკვე განთავსებულია www.orthodoxy.ge-ზე

ციტატა
ახლა რახან, "დაბალი ჩინის" კლირიკოსებს შევეხეთ ჩვენი სახით, იქნებ უფრო კარგად გავცნობოდით (ჩვენს) "უფლება-მოვალეობებს" ან თუნდაც შეზღუდვებს. მაინტერესებს თუ არსებობს საეკლესიო კანონმდებლობაში მუხლი/ები რომლებიც ამ საკიტხს არეგულირებენ.

მე მამაომ პირველივე დღესვე მითხრა რომ არ მქონდა თბილსისხლიანი ცხოველის/ფრინველის სისხლის დაღვრის უფლება.

ძალიან კარგი კითხვაა. მოკლედ, მართალი რომ გითხრა, შენი ერუდიციით აღფრთოვანებული ვარ... smile.gif
მეტს არ გეტყვი, რადგან ქრისტიანული წესი არ არის, სურვილი კი მაქვს ცოტა მეტის და კარგის თქმისა....

რაც შეეხება მნათეებს

უპირველესად უნდა ითქვას, რომ კანონიკური სამართალი იცნობს ე.წ. "მცირე ხელდასხმას", ანუ "ხელდებას" (ბერძნ. ქიროტესია - χηροτεσία). ხელდება აღესრულება იპოდიაკონზე, მნათეზე (კანდელაკზე), წიგნისმკითხველსა და მგალობელზე.

ალბათ წაკითხული გაქვს ჩემს წიგნში smile.gif და იმისათვის, რომ პირის უფლებამოსილება დაიწყოს, მან შესაბამისი კურთხევა უნდა მიიღოს, რაც მნათის შემთხვევაში ხელდებით გამოიხატება.

საქართველოს ეკლესიაში მიღებული ტრადიციის მიხედვით, არა მგონია შენ ხელდებული იყო მნათედ. სავარაუდოდ, სტიქარს გიკურთხევდნენ და მსახურების აღსასრულებლად დაგლოცავდნენ (კურთხევას მოგცემდნენ).

ამ ტრადიციის ჩამოყალიბების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად იქცა ის, რომ ხელდებულ მნათეს უფლება არ აქვს იქორწინოს tongue.gif . ამდენად არა მგონია შენ ხელდებული იყო მნათედ.

რაც შეეხება ვალდებულებებს, თუკი ხელდებულია:
ა) უნდა ატაროს წვერი
ბ) არ უნდა შევიდეს საზოგადოებრივი კვების ობიექტებში (ტექსტშია: კაპილიონი)
გ) არ უნდა დაღვაროს სისხლი (რაც თქვი)
დ) არ იქორწინოს
ე) დაემორჩილოს წმ. წერილს და იერარქიას

კიდევ რამდენიმეა, რომელიც სამწუხაროდ არ მახსენდება....



პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Oct 20 2006, 02:44 PM

ციტატა
უპირველესად უნდა ითქვას, რომ კანონიკური სამართალი იცნობს ე.წ. "მცირე ხელდასხმას", ანუ "ხელდებას" (ბერძნ. ქიროტესია - χηροτεσία). ხელდება აღესრულება იპოდიაკონზე, მნათეზე (კანდელაკზე), წიგნისმკითხველსა და მგალობელზე.


ხო ეს გვერდზე თემებში ვახსენე, (ქიროტონიასა და ქიროტესიაზე), შენ ნათელი მოჰფინე ყველაფერს ამ შემთხვევაში. smile.gif

მაგრამ საინტერესო დეტალად წარმომიდგა, არქიდიაკონისა და პატრიარქის შეხედულება, ისინი მნათეებს ყოველგვარი ქიროტესიის გარეშე იპოდიაკვნებს უწოდებენ. ჩვენი ფორუმელი დათიკო რომელიც სასულიერო აკადემიის სტუდენტია ჩემზე უკეთ იცნობს ამ შეხედულებას. საეკლესიო სამოსზე ვმსჯელობდით გვერდზე ფორუმზე, იქ სტიქარსაც შევეხეთ და ამან წამოჭრა ეს მეტად საინტერესო საკითხი (ჩემთვის ყოველ შემთხვევაში)

ციტატა
საქართველოს ეკლესიაში მიღებული ტრადიციის მიხედვით, არა მგონია შენ ხელდებული იყო მნათედ. სავარაუდოდ, სტიქარს გიკურთხევდნენ და მსახურების აღსასრულებლად დაგლოცავდნენ (კურთხევას მოგცემდნენ).


ზუსტად ასეა. biggrin.gif


ციტატა
ა) უნდა ატაროს წვერი
ბ) არ უნდა შევიდეს საზოგადოებრივი კვების ობიექტებში (ტექსტშია: კაპილიონი)
გ) არ უნდა დაღვაროს სისხლი (რაც თქვი)
დ) არ იქორწინოს
ე) დაემორჩილოს წმ. წერილს და იერარქიას


ბ)-ს არ ვიცნობდი blink.gif


ციტატა
????
ვაკის სამებაში დიაკონი არ გვყავს


ხო მაშინ შემეშალა მაგრამ სამება მომხვდა ყურში sad.gif რატომღაც ვაკის მეგონა ალბათ ლავრას გულისხმობდა.


ციტატა
თუ ღმერთმა ინება მალე მინდა, რომ ჩემს მიერ დაარსებული არასამთავრობო, მართლმადიდებლური სამეცნიერო ორგანიზაცია "საეკლესიო სამართლის კვლევითი ცენტრი" ოფიციალურად დავარეგისტრირო იუსტიციის სამინისტროში

აღნიშნულის შემდეგ გამოვაცხადებ წევრების მიღებას

კიიიდევ, როგორც გითხარი ახალ წიგნს ვწერ. მასალები თითქმის ყველა ხელთ მაქვს. სამსახურის საქმეებიც ბევრია, ასე რომ დროს გამოვნახავ თუ არა შევეცდები დავასრულო.

რაც სტატიები მქონდა, მარიამის დამსახურებით ყველა უკვე განთავსებულია www.orthodoxy.ge-ზე


ასაკობრივი ცენზი თუ იქნება? biggrin.gif

ჩემთვის შენი ნაშრომები თარჯიმნის (და არა მარტო თარჯიმნის) როლს ასრულებს საეკლესიო კანონმდებლობაში biggrin.gif


კანონსა და გამონაკლისს რაც შეეხება, მომიტევე კარგად ვერ ამოვიკითხე biggrin.gif tongue.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Oct 20 2006, 03:35 PM

mnate

ციტატა
არქიდიაკონისა და პატრიარქის შეხედულება, ისინი მნათეებს ყოველგვარი ქიროტესიის გარეშე იპოდიაკვნებს უწოდებენ.

ჰო.
საქმე ისაა, რომ მღვდელმთავრის მნათეს იპოდიაკონი ჰქვია (უხეში განმარტებით). ამიტომ, რამდენადაც შენ ხარ მნათე (ხელდაუდებელი) ისე ისინი არიან იპოდიაკვნები [ანუ კერძო-დიაკვნები]


ციტატა
ასაკობრივი ცენზი თუ იქნება?

ჩემთვის შენი ნაშრომები თარჯიმნის (და არა მარტო თარჯიმნის) როლს ასრულებს საეკლესიო კანონმდებლობაში


ასაკობრივი ცენზი ალბათ არ იქნება. თუმცა რომც იყოს გამონაკლისს დავუშვებთ შენზე,
რამდენადაც "არ არსებობს კანონი გამონაკლისის გარეშე" smile.gif

ჰაა, რა ხდება? კითხვები ხომ არ შემოგელია?? smile.gif



პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Oct 20 2006, 03:43 PM

ციტატა
ასაკობრივი ცენზი ალბათ არ იქნება. თუმცა რომც იყოს გამონაკლისს დავუშვებთ შენზე,
რამდენადაც "არ არსებობს კანონი გამონაკლისის გარეშე"


იუმორიზებული გადასვლაა, მადლობის ღირსი biggrin.gif იმედია დაუშვებთ biggrin.gif


ციტატა
ჰაა, რა ხდება? კითხვები ხომ არ შემოგელია??


კითხვები თქვენს კანონარქობასთან შემომელია, გაეცით რა მათ ყოვლისმომცველი პასუხები biggrin.gif ჩემს კითხვებს აკმაყოფილებთ, როგორც აქ ფორუმზე, ისე შენს ნაშრომებშიbiggrin.gif


სადაა ეს ხალხი? biggrin.gif ბატონო გიორგი თქვენ მაინც გვითხარით ორი სიტყვა biggrin.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Oct 20 2006, 04:24 PM

mnate
გაიხარე!
დიდი მადლობა...

პოსტის ავტორი: guja თარიღი: Oct 20 2006, 05:20 PM

კანონისტი
მოქმედებს საქართველოს ეკლესიაში საეკლესიო სამართალი?

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Oct 20 2006, 05:29 PM

guja
ცხადია მოქმედებს

ეგ კი არა, კონსტიტუციური შეთანხმების პირველი მუხლის მე-3 პუნქტში წერია:
"ეკლესია წარმოადგენს ისტორიულად ჩამოყალიბებულ საჯარო სამართლის სუბიექტს, - სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სრულუფლებიან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საეკლესიო (კანონიკური) სამართლის ნორმებით, საქართევლოს კონსტიტუციის, ამ შეთანხმებისა და საქართევლოს კანონმდებლობის შესაბამისად."

ანუ სახელმწიფომაც ცნო საეკლესიო სამართლის მოქმედება ეკლესიაში

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Oct 20 2006, 08:00 PM

ციტატა
ანუ სახელმწიფომაც ცნო საეკლესიო სამართლის მოქმედება ეკლესიაში


ვინც არ იცის, ალბათ უნდა განემარტოს რომ საეკლესიო კანონი იყოფა შვიდ იერარქიად. დავითს ეს ყველაფერი კარგათ აქვს განსაზღვრული. დაინტერესების შემთხვევაში ალბათ უკეთ იმსჯელებს.

როგორც თვითინ აღნიშნავს, საინტერესოა ერთი ფაქტი, თუ ქვედა "ერარქი" კანონებისა არ ემორჩილება ზედა "იერარქს" იგი ბათილია.




პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Oct 20 2006, 11:48 PM

რაც შეეხება მუხლდრეკას წირვის დროს ყოფილა მომენტები რომ პატრიარქს მოუდრეკია მუხლი კვირა დღეს და ამიტომ ვფიქრობ რომ 100 პროცენტით აკრძალული არა არის

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Oct 20 2006, 11:57 PM

ციტატა
რაც შეეხება მუხლდრეკას წირვის დროს ყოფილა მომენტები რომ პატრიარქს მოუდრეკია მუხლი კვირა დღეს და ამიტომ ვფიქრობ რომ 100 პროცენტით აკრძალული არა არის


ყოფილა მომენტები და არის. ამიტომ დამებადა ეს კითხვა. თუმცაღა რა მეთქმის საჭეთმპყრობელთან.

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Oct 21 2006, 12:28 AM

მამა გიორგი გამრეკელმა თქვა ქადაგებაში ერთხელ ამ საკითხზე... ახლა რამდენად ზუსტად გავიხსენებ და გადმოვცემ არ ვიცი, მაგრამ შევეცდები: მეტანია და მუხლთადრეკა სინანულის და გლოვის ნიშანიაო. კვირა კი სადღესასწაულო დღეა, აღდგომის დღე, ამიტომ მეტანიას არ ვასრულებთო. მაგრამ არსებობს გამონაკლისები, მაგალითად, როცა წმ. ძღვენის გარდასახვა ხდება უფლის სისხლად და ხორცად, მაშინ მეტანია სინანულის გამო კი არა, უფლის განსაკუთრებული თაყვანისცემის გამო სრულდება და ამიტომ დასაშვებიაო... უფალმა მომიტევოს, თუ ზუსტად არ მახსოვდა და რამე შეცდომით ვთქვი, მაგრამ ძირითადი აზრი ასეთი იყო. მცოდნეებმა შემისწორეთ...

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Oct 21 2006, 12:38 AM

ციტატა
უფლის განსაკუთრებული თაყვანისცემის გამო

მეც ამ მიზეზით ვგულისმბ მუხლდრეკას

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Oct 21 2006, 12:41 AM

ციტატა

მეც ამ მიზეზით ვგულისმბ მუხლდრეკას


რა ვიცი, რა ვიცი, იმ კანონში ხო უნდა ეწეროს "უფლის განსაკუთრებული თაყვანისცემის გამო" . . . . .

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Oct 23 2006, 12:06 PM

აღვნიშნე და ისევ გავიმეორებ: ცხადია სჯობს კვირა დღეს მუხლდრეკა არ შევასრულოთ

მე არ მსურს ვინმეს დამცირება, მაგრამ ქრისტიანობა ისლამი არ არის, რომ კანონიკურად დადგენილისაგან მცირედი განსხვავებითაც აღვლენილი ლოცვა "არ ჩაგეთვალოს". არსებობს ღვთისმსახურებაშიც დოგმატური და უცვლელი საკითხები, რომელთა შეცვლის მცდელობაც კი მწვალებლობას უტოლდება.
აღნიშნულის ერთ-ერთი მაგალითია კვეთისას ღვინისა და წყლის განზავება ბარძიმში...

ასეთი კი კვირას მუხლდრეკა არ გახლავთ

პოსტის ავტორი: IOANA თარიღი: Oct 23 2006, 03:38 PM

რამდენიმე წლის წინ მე ვკითხე მამაოს მუხლდრეკასთან დაკავშირებით და მითხრა, რომ კანონები რომლებიც კრძალავენ შაბათ საღამოს და კვირა დილას მეტანიებს, იმ ბერებისთვის იქნა მიღებული, რომლებიც დღეში 400-500 მეტანიებს აღასრულებდნენ და ეს კანონი ამ შემთხვევაში შენ არ გეხებაო. მამაომ ამ კანონის დაქვემდებარება მხოლოდ მაშინ მომთხოვა, როდესაც ორი კვირით კანონად დამადო მეტანიების კეთება. აქედან გამომდინარე ჩემთვის გასაგებია, რა შემთხვევაში ეხება საერო პირს ზემოთ აღნიშნული კანონები და რა შემთხვევაში არა.


პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Oct 23 2006, 05:47 PM

IOANA
მეც ეგრე მგონია. მე ვნახე ნიკეის I კრების კანონების კომენტარები (ნიკოდიმოს მილაშის), თუმცა სამწუხაროდ ზუსტ მოსაზრებას აღნიშნულზე ვერ მივაკვლიე

ციტატა
გარდამოიხილე ზეცით და იხილე და მოხედე ვენახსა ამას;

შენდობის თხოვნით ერთი პატარა შენიშვნა (ხომ შეიძლება? smile.gif )
აქ ემატება ერთი სიტყვა. უნდა იყოს:
"გარდამოიხილე ზეცით, ღმერთო..." (განსხვავებით ფს.: 79; 14)

ბერძნები ამ ლოცვებს წინ უმატებენ სიტყვებს: "უფალო, უფალო..."
Κύριε, Κύριε επιβλέψον εξ ουράνων...

პოსტის ავტორი: IOANA თარიღი: Oct 23 2006, 05:57 PM

ციტატა(კანონისტი @ Oct 23 2006, 06:47 PM) *

IOANA
მეც ეგრე მგონია. მე ვნახე ნიკეის I კრების კანონების კომენტარები (ნიკოდიმოს მილაშის), თუმცა სამწუხაროდ ზუსტ მოსაზრებას აღნიშნულზე ვერ მივაკვლიე
შენდობის თხოვნით ერთი პატარა შენიშვნა (ხომ შეიძლება? smile.gif )
აქ ემატება ერთი სიტყვა. უნდა იყოს:
"გარდამოიხილე ზეცით, ღმერთო..." (განსხვავებით ფს.: 79; 14)

ბერძნები ამ ლოცვებს წინ უმატებენ სიტყვებს: "უფალო, უფალო..."
Κύριε, Κύριε επιβλέψον εξ ουράνων...


შენიშვნა რა თქმა უნდა შეიძლება.
გამოდის ფსალმუნში არასწორად წერია, არა? ერთი სტატია მაქვს ასეთ საკითხებთან დაკავშირებით წაკითხული, სადაც ეწერა, რომ ამ მხრივ ჩვენს ლოცვანებში სახარბიელო მდგომარეობა არ არის.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Oct 23 2006, 06:11 PM

IOANA

ციტატა
გამოდის ფსალმუნში არასწორად წერია, არა?

არა.
ეს წარმოადგენს სამღვდელმთავრო ლოცვას, რომელსაც იგი წარმოთქვამს "წმიდაო ღმერთო"-ს გალობის შუაში. ამ შემთხვევაში აკლია სიტყვა "ღმერთო", ხოლო თუ ფსალმუნს გულისხმობ, მაშინ არა!

საქმე ისაა, რომ ახალი აღთქმის არაერთი ლოცვის საფუძვლად გამოყენებულია ფსალმუნები, თუმცა ისინი შემდგომ დამოუკიდებელ ლოცვებადაა ჩამოყალიბებული. ამ შემთხვევაში როდესაც დავით მეფსალმუნე ზეცით გარდამოხილვას ავედრებს უფალს, მას უკვე გამოყენებული აქვს მიმართვის ფორმა. ამდენად, ამ წინადადებაში აღარ იმეორებს. ჩანს, ლოცვის ავტორმა მიზანშეწონილად ჩათვალა მითითება, რომ ლოცვითი მოხმობა ღმრთისადმია.

სწორედ ამიტომ მივუთითე, რომ ბერძნები, მაგალითად, უფლისადმი მოხმობას წინ უმატებენ.

პოსტის ავტორი: IOANA თარიღი: Oct 23 2006, 06:13 PM

ციტატა(კანონისტი @ Oct 23 2006, 07:11 PM) *

IOANA

არა.
ეს წარმოადგენს სამღვდელმთავრო ლოცვას, რომელსაც იგი წარმოთქვამს "წმიდაო ღმერთო"-ს გალობის შუაში. ამ შემთხვევაში აკლია სიტყვა "ღმერთო", ხოლო თუ ფსალმუნს გულისხმობ, მაშინ არა!

საქმე ისაა, რომ ახალი აღთქმის არაერთი ლოცვის საფუძვლად გამოყენებულია ფსალმუნები, თუმცა ისინი შემდგომ დამოუკიდებელ ლოცვებადაა ჩამოყალიბებული. ამ შემთხვევაში როდესაც დავით მეფსალმუნე ზეცით გარდამოხილვას ავედრებს უფალს, მას უკვე გამოყენებული აქვს მიმართვის ფორმა. ამდენად, ამ წინადადებაში აღარ იმეორებს. ჩანს, ლოცვის ავტორმა მიზანშეწონილად ჩათვალა მითითება, რომ ლოცვითი მოხმობა ღმრთისადმია.

სწორედ ამიტომ მივუთითე, რომ ბერძნები, მაგალითად, უფლისადმი მოხმობას წინ უმატებენ.


გაიხარე! smile.gif

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Nov 12 2006, 02:38 AM

უკრაინის საკითხებთან დაკავშირებით ფილმი მაქვს დივიდიზე და თჲ დაგაინტერსსებთ მოგაწვდით.
ფილმის სახელწოდებაა - Анатомия раскола
კიევის პეჩორის ლავრის საგამომცემლო სტუდიაშია გაკეთებული.

მასეთ საკითხებში ძალიან კარგი სპეციალისტია მამა გიორგი საბიაშვილი, ალექსანდრე ნეველის ტაძრიდან.

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Nov 17 2006, 04:30 PM

ციტატა(დათიკო @ Nov 12 2006, 03:38 AM) *

უკრაინის საკითხებთან დაკავშირებით ფილმი მაქვს დივიდიზე და თჲ დაგაინტერსსებთ მოგაწვდით.
ფილმის სახელწოდებაა - Анатомия раскола
კიევის პეჩორის ლავრის საგამომცემლო სტუდიაშია გაკეთებული.

მასეთ საკითხებში ძალიან კარგი სპეციალისტია მამა გიორგი საბიაშვილი, ალექსანდრე ნეველის ტაძრიდან.



ვგონებ სანამ ემოციები არ ჩაცხრება უკრაინაში მაგ თემის გარშემო,ობიექტურ ინფოს ვერ მივიღებთ, რადგან უკრაინაში ურა-პატრიოტიზმი ჭარბობს ეკლესიაში, ხოლო მოსკოვის საპატრიარქოში: ურა-იმპერიზმი...

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Nov 21 2006, 12:32 AM

კანუდოსელი

ციტატა
ვგონებ სანამ ემოციები არ ჩაცხრება უკრაინაში მაგ თემის გარშემო,ობიექტურ ინფოს ვერ მივიღებთ, რადგან უკრაინაში ურა-პატრიოტიზმი ჭარბობს ეკლესიაში, ხოლო მოსკოვის საპატრიარქოში: ურა-იმპერიზმი...

გეთანხმები.
მაგის გამო უწმინდესიც კი ვერ ჩადის ვიზიტით.

პოსტის ავტორი: შოთა თარიღი: Nov 21 2006, 12:44 AM

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის პრობლემების შესახებ ზოგადად ამ გვერდიდან შეიტყობთ.
http://religion.ge/news_one.php?cat=2&lan=1&news=123

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Nov 21 2006, 12:45 AM

შოთა

რა საინტერესო საიტებს ეცნობი blink.gif

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Nov 21 2006, 12:51 AM

შოთა

ციტატა
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის პრობლემების შესახებ ზოგადად ამ გვერდიდან შეიტყობთ.http://religion.ge/news_one.php?cat=2&lan=1&news=123

მართლაც საინტერესო საიტია
და რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, გული მიგრძნობს, ბევრ ისეთ რამეს წავაწყდები იქ, რაც გულს დამწყვეტს.

პოსტის ავტორი: შოთა თარიღი: Nov 21 2006, 12:53 AM

mnate
რა შუაში მაგი, ეგ სტატია სრულიად ობიაქტურად ასახვს უკრაინის ეკლესიაში პრობლემებს,
მე არ მითხოვია თვოთონ ეგ საითი შეაფასე ან მისი მხარ დამჩერივარო.

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Nov 21 2006, 12:54 AM

ციტატა
mnate
რა შუაში მაგი, ეგ სტატია სრულიად ობიაქტურად ასახვს უკრაინის ეკლესიაში პრობლემებს,
მე არ მითხოვია თვოთონ ეგ საითი შეაფასე ან მისი მხარ დამჩერივარო.


კი და ეკლესიის კურთხევის გარეშეა ჩატარებული blink.gif

უკანასკნელი არც მე მიგულისხმია smile.gif

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Nov 21 2006, 12:57 AM

შოთა
mnate
ბასილ კობახიძის საიტიყოფილა.

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Nov 21 2006, 12:58 AM

ციტატა
ბასილ კობახიძის საიტიყოფილა.


და ნაგიჟარი ნოდარ ლადარიას blink.gif

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Nov 21 2006, 01:04 AM

შოთა

ციტატა
რა შუაში მაგი, ეგ სტატია სრულიად ობიაქტურად ასახვს უკრაინის ეკლესიაში პრობლემებს,მე არ მითხოვია თვოთონ ეგ საითი შეაფასე ან მისი მხარ დამჩერივარო.

როგორ იქნება ობიექტური შეფასება, რომ მიტროპოლიტ ფილარეტის მიერ ხელდასხმული ბასილ კობახიძე განკვეთილი ეკლესიიდან. არა მგონია რომ მას მიუკერძოებელი აზრი გამოეთქვა არსებულ სიტუახციაზე.

კიევისა და სრულიად რუსი _ უკრაინის პატრიარქი უწმიდესი ფილარეტი (დენისენკო)
რა გასაკვირია ფილარეტის უკრაინის პატრიარქად ხსენება.
ვინც არ იცის ვიტყვი, რომ უკრაინის სამიტროპოლიტო ექვემდებარება რუსეთის საპატრიარქოს. მიტოპოლიტი ვლადიმირი არის დღეს მღვდელმთავარი უკრაინაში. ხოლო ფილარეტს დღეს მართლმადიდებლური ეკლესია არ ცნობს. ის სქიზამაშია.

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Nov 21 2006, 01:06 AM

ციტატა
კიევისა და სრულიად რუსი _ უკრაინის პატრიარქი უწმიდესი ფილარეტი (დენისენკო)
რა გასაკვირია ფილარეტის უკრაინის პატრიარქად ხსენება.
ვინც არ იცის ვიტყვი, რომ უკრაინის სამიტროპოლიტო ექვემდებარება რუსეთის საპატრიარქოს. მიტოპოლიტი ვლადიმირი არის დღეს მღვდელმთავარი უკრაინაში. ხოლო ფილარეტს დღეს მართლმადიდებლური ეკლესია არ ცნობს. ის სქიზამაშია.


საქმე ისაა რომ ყველა ანათემიზირებულია blink.gif მხოლოდ რუსეთს დაქვემდებარებულ ნაწილს ვცნობთ blink.gif ისე მალე მოხდება მაგათი რეაბილიტაცია, კონსტანტინეპოლი არ დაკარგავს . . .

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Nov 21 2006, 01:06 AM

ვაიმეეეე
ეს რეები ვიპოვე sad.gif
”ეკლესიაში არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზების ძიებაში”
გელა ჟვანია
თბილისის სასულიერო აკადემიის
მეოთხე კურსელი
19.11.06.წ.
ვისაც სუსტი გული აქვს ეს არ უნდა წაიკითხოს sad.gif

პოსტის ავტორი: შოთა თარიღი: Nov 21 2006, 01:11 AM

mnate

ციტატა
საქმე ისაა რომ ყველა ანათემიზირებულია მხოლოდ რუსეთს დაქვემდებარებულ ნაწილს ვცნობთ ისე მალე მოხდება მაგათი რეაბილიტაცია, კონსტანტინეპოლი არ დაკარგავს . . .
.

არც მოსკოვი აპირებს მისი ხელიდან გაშვებას, გასნსაკუთრებით თუ რუსეთის მომავალი პატრიარქი მიტროპოლიტ კირილე იქნება

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Nov 21 2006, 01:27 AM

ციტატა

არც მოსკოვი აპირებს მისი ხელიდან გაშვებას, გასნსაკუთრებით თუ რუსეთის მომავალი პატრიარქი მიტროპოლიტ კირილე იქნება


ეგ ეგრე იქნება. . .


ციტატა
ვისაც სუსტი გული აქვს ეს არ უნდა წაიკითხოს


წავიკითხე sad.gif დალანძღული ყავს სასულიერო პირები! თუმცაღა ზოგიერთი პრობლემა რეალურია. . .

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Nov 21 2006, 01:36 AM

დათიკო

ციტატა
ვაიმეეეე
ეს რეები ვიპოვე
”ეკლესიაში არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზების ძიებაში”
გელა ჟვანია
თბილისის სასულიერო აკადემიის
მეოთხე კურსელი
19.11.06.წ.
ვისაც სუსტი გული აქვს ეს არ უნდა წაიკითხოს

ეჰ, მეც ეგრე მომივიდა sad.gif

პოსტის ავტორი: Eliko თარიღი: Dec 5 2007, 05:00 PM

შესავალი: როგორ თანამშრომლობენ მართლმადიდებლური ავტოკეფალური ეკლესიები პროტესტანტულ ქვეყანაში ან კათოლიკურში? ითვლება იქ ვინმე მასპინძლად ან სტუმრად, თუ ყველას თანაბარი უფლებები აქვს?

ძირითადი კითხვა:ის მართლმადიდებლური ავტოკეფალური ეკლესია, რომელიც პირველი შევიდა ამ პროტესტანტულ ქვეყანაში, სარგებლობს თუ არა რაიმე პრივილეგიით?

კონკრეტული კითხვა: უნდა სთხოვონ თუ არა პროტესტანტულ (ან საერთოდ არაქრისტიანულ) ქვეყანაში შესვლის ნებართვა დანარჩენმა ავტოკეფალურმა ეკლესიებმა იმ ავტოკეფალურ ეკლესიას, ვინ პირველი შევიდა მისიონერული თვალსაზრისით ამ ქვეყანაში როდესაც აპირებენ ამ პროტესტანტულ (ან სხვა არამართლმადიდებლურ) ქვეყანაში თავიანთი სასულიერო პირი მიავლინონ?

მაგალითი: დავუშვათ ავსტრალიაში პირველი შევიდა რუსული მართლმადიდებლური ეკლესია და დაარსა თავისი ეპარქია. ამას მოჰყვა ავსტრალიაში საბერძნეთის, სერბეთის, ბულგარეთის, ჩეხეთის.... ავტოკეფალური ეკლესიების ჩასვლა და სამრევლოების დაარსება. გავიდა დრო და ავსტრალიაში ემიგრაციაში მცხოვრებ ქართველთა რიცხვი გაიზარდა და მრევლი ითხოვს ქართველ მოძღვარს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აპირებს მიავლინოს იქ მღვდელმსახური. უნდა სთხოვოს თუ არა ნებართვა საქართველოს ეკლესიამ რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიას იმ მოტივით, რომ პირველად იქ რუსული შევიდა?

თუ შეძლებთ, რომ კონკრეტული კანონები (წყაროს მითითებით) მოიყვანოთ დასაბუთებისას?

პოსტის ავტორი: ortodox_iveria თარიღი: Jan 1 2008, 11:30 PM

ციტატა(შოთა @ Nov 21 2006, 12:44 AM) *

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის პრობლემების შესახებ ზოგადად ამ გვერდიდან შეიტყობთ.
http://religion.ge/news_one.php?cat=2&lan=1&news=123



რაც კობახიდძეა, ის მისი საიტია... ხი-ხი-ხიიიიი

უკრაინის საკითხი სუფთა პოლიტიკური ამბავია, რწმენა მანდ საერთოდ არ ფიგურირებს...

ახლა ეს იგივეა, სამეგრელოს ეპარქიას ვინმემ ავტოკეფალია რომ მიანიჭოს ...

საერთოდ ვინც ამ თემით სპეკულირებს მსოფლიოში, უბრალოდ მართლმადიდებლობის მტერია და უვიცი ერეტიკოსი...

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Dec 24 2008, 03:36 PM

თემატურად რამდენად შეესაბამება ჩემი კითხვა თემას კი არადა, საერთოდ განყოფილებას, არ ვიცი, მაგრამ უკეთესი ადგილი ვერ ვნახე.

მოკლედ, რა მაინტერესებს:
ახლა ვათვალიერებ 2009 წლის საეკლესიო კალენდარს და ზოგ წმინდანს უწერია წინ "წმიდათა შორის მამისა ჩვენისა", ზოგს არა. მე აქამდე მეგონა, რომ ასეთი რამ ქართველ წმინდანებზე ითქმოდა, მაგრამ შევნიშნე, რომ ასეთებად მოხსენიებულნი არიან:

და ა.შ.

ჰოდა დავიბენი. რას ნიშნავს ეს წოდება და ზოგ წმინდანს რატომ უწერია და ზოგს - არა?

პოსტის ავტორი: სარდიონ თარიღი: Dec 24 2008, 07:44 PM

მარიამი
ეს წოდება არ გახლავთ არამედ ტერმინია, რომელიც არნიშნავს კომპლექსს მამებისა (წმინდანებისა) რომლებიც უშუალოდ კავშირსი არიან არნისნულ წმინდანთან მაგრამ გარემოებათა გამო არ მოიხსენებიან სახელობითად.
და საერტოდ როგორც იერემიას უწერია ან ფსალმუნსია , მატი რიცხვი მოწმენდილ ცაზე ვარსკვლავებს აღემატება, და გასაგებია ადამიანური შეზღუდულობის გამო მათი მოხსენიება სახელობით არ და ვერ ხერხდება და საერთოში ვიხსენიებთ.
მათი ლოცვა არ მოგვკლებოდეს ზეციდან.

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Dec 24 2008, 07:54 PM

სარდიონ

ციტატა
კომპლექსს მამებისა (წმინდანებისა)

წმინდა მამების კომპლექსი რას ნიშნავს? rolleyes.gif

პოსტის ავტორი: სარდიონ თარიღი: Dec 24 2008, 08:18 PM

გიორგი
აი მაგალითად საბა განწმედილის ლავრა, იქიდან დამაარსებელი საბა და რამდენიმე სემდგომი თაობის მამაა მოხსენიებული დანარჩენი 10 000 სობით ბერი რომლებიც იქ მოღვაწეობდნენ სახელობით უცნობია.
ეს წმინდანტა სამჭედლო იყო ანუ ურთიერთდაკავსირებული ტერიტორიულ, დროიტ და საერტო მამა-მოზღვრით.

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Dec 25 2008, 09:54 AM

სარდიონ
ანუ "წმიდათა შორის მამისა ჩვენისა ევსტათი ანტიოქიელი მთავარეპისკოპოსისა" რას ნიშნავს? ანტიოქიელ მთავარეპისკოპოსთა კრებულიდან დასახელებუელია წმ. ევსტათი და დანარჩენებიც იგულისხმება? მაინც ვერ გავიგე კარგად user.gif მაშინ სხვა წმინდანებს რატომ არ უწერიათ იგივე? ისინი არც ერთ წმინდანთა კრებულს არ მიეკუთვნებიან?

მგონი რაღაც შეუსაბამო ტერმინებით ვლაპარაკობ unsure.gif

პოსტის ავტორი: სარდიონ თარიღი: Dec 25 2008, 09:34 PM

მარიამი
მამა ანდრიამ აღნიშნა რომ ეს ტერმინი მღვდელმთავრების მიმართ იხმარება.
მართლაც ზერელე თვალის გადავლებით ვნახე რომ იხმარება მთავარეპისკოპოსების, პატრიარქების და თვით უფლის, იესუ ქრისტეს მიმართაც:

წმიდათა შორის საკვირველო, მგალობელნი შენნი, ალილუია!

წმიდათა შორის მამისა ჩვენისა სილიბისტრო რომის პაპისა ...

წმ. შორის მამისა ჩვენისა არსენი დიდისა, კათოლიკოსისა, საფარელისა.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Dec 25 2008, 10:22 PM

ციტატა
# წმიდათა შორის მამისა ჩვენისა

სწორედ ითქვა, ძირითადად გამოიყენება "მამებზე" ანუ "მღვდელთმთავრებზე", რომლებიც არიან წმიდანები ანუ არიან"წმიდათა შორის (წოდებით) მამები"...
19.30 იანვარს-ხსენება წმიდათა შორის მამათა ჩვენთა და დიდთა მღვდელმთავართა ბასილი დიდისა, გრიგოლ ღვთისმეტყველისა და იოანე ოქროპირისა და ა.შ. რაც მიანიშნეს.
ანუ ეს არის ზედწოდება, შესაბამისად ღმერთს ეწოდება "პირველ ყოველთა წმიდა წმიდებს შორის:
"აქა ყოველთა მხედველო ღმერთო და პირველ ყოველთა წმიდაო წმიდათა შორის, ისმინე ვედრებაჲ" (III მაკ. 2:16)


ციტატა
იესუ ქრისტეს მიმართაც:

წმიდათა შორის საკვირველო, მგალობელნი შენნი, ალილუია!

მაგრამ არც ისე უნდა გავიგოთ, რომ საკვირველი წმიდათა შორის მხოლოდ უფალს ეწოდოს:"წმიდათა შორის საკვირველო, იბერიის მნათობო, კეთილმორწმუნეო მეფეო თამარ", და საერთოდ "საკვირველი" თითქმის ყველა წმიდანის მიმართ გამოიყენება:"საკვირველო ნიკოლოზ, რათა ცეცხლისაგან ..." ასევე მთავარანგელოსის მიმართ"ყოველთა წმიდათა ზესთამბრძოლო. ჰოი, საკვირველო ..."ქეთევან დედოფალზე:"საკვირველო და ჭეშმარიტად ახოვანო მოწამეო, ..."
ანუ ეს ტერმინი საზოგადოა, ხოლო "
ციტატა
პირველ ყოველთა წმიდაო წმიდათა შორის
არის მხოლოდ ღმერთის წოდება,

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Feb 28 2009, 01:35 PM

კანონისტი

ციტატა
საქმე ისაა, რომ მღვდელმთავრის მნათეს იპოდიაკონი ჰქვია (უხეში განმარტებით).



რას ნიშნავს უხეში განმარტებით?

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Oct 3 2009, 08:48 PM

იპოდიაკონი, ანუ იგივე მნათე, ოღონდ ჩვენთან ეს უბრალოდ სახელია, მაქსიმუმ შეიძლება იყოს ხელდადებული, მეტი არაფერი, მაგრამ რუსეთში იგი სასულიერო პირია და ისეთი უფლებები აქვს, რაც ჩვენთან არ აქვს მაგ. აღსავლის კარების გაღება და სხვა

Иподьякон
- церковнослужитель, прислуживающий архиерею во время богослужения: готовит облачение, подает дикирий и трикирий, открывает царские врата и пр. Облачение иподьякона стихарь и крестовидно одеваемый орарь. Поставление в иподьякона см. посвящение.


ამაზე ლიტურგიკის თემაში გავაგრძელოთ.

ახლა სანამ ახალ თემას გავხსნიდე (ვნახავ, მოითხოვს თუ არა საჭიროება), დავსვათ ჯერ რამოდენიმე კითხვა:

რამდენი წლის ასაკში შეიძლება აღიკვეცოს ადამიანი ბერად?

რამდენი წლის მონასტრული გამოცდილება უნდა ქონდეს?
...

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Oct 3 2009, 09:18 PM

KAIROS

ციტატა
Иподьякон- церковнослужитель, прислуживающий архиерею во время богослужения: готовит облачение, подает дикирий и трикирий, открывает царские врата и пр. Облачение иподьякона стихарь и крестовидно одеваемый орарь. Поставление в иподьякона см. посвящение.

რითი განსხვავდება აბა ჩვეულებრივი დიაკვანი და იპოდიაკონი? unsure.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Oct 3 2009, 09:22 PM

ჩვენთან ყველაფრით, ანუ უკვე სასულიერო ხარისხია დიაკვნობა, ხოლო იპოდიაკვნობა კი მნათეობა, სტიქაროსნობაა უბრალოდ , ოღონდ სახელი ქვია ასეთი, რახან მღვდელმთავრის წირვაზეა, სადაც ოდნავ ჩამოყალიბებულია იპოდიაკონი ) წინარე ადგილიაა დიაკვნობამდე, მაგრამ ერთის ხელდადება ხდება (ასევე მგალობლის და წიგნისმკითხველის) და მეორეს კი უკვე ხელდასხმა... ერთი მორჩილებაა და მეორე საეკლესიო ხარისხი (სამიდან პირველი, დიაკვანი, მღვდელი, ეპისკოპოსი)

მე კი ისევ ვუბრუნდები ჩემს მიერ დასმულ კითხვებს, გაგონილა ხალხო 19 -20 წლის პატარა ბიჭების ბერად აღკვეცა???

ეს ხომ ნელი მოქმედების ბომბია ეკლესიაში!

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Oct 3 2009, 10:03 PM

KAIROS

ციტატა
ხალხო 19 -20 წლის პატარა ბიჭების ბერად აღკვეცა???



იქნებ, გამონაკლისის სახით.

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Oct 3 2009, 10:08 PM

KAIROS

ციტატა
მე კი ისევ ვუბრუნდები ჩემს მიერ დასმულ კითხვებს, გაგონილა ხალხო 19 -20 წლის პატარა ბიჭების ბერად აღკვეცა???

არსებობს ამ შემთხვევაში ასაკობრივი ზღვარი?

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Oct 3 2009, 10:56 PM

ციტატა
არსებობს ამ შემთხვევაში ასაკობრივი ზღვარი?

ნუ რათქმაუნდა!

როგორც დიაკვნად(25), მღვდლად(30) ან ეპისკოპოსად (45) გახდომისას, 25 წლამდე მორჩილად უნდა იყოს, ისიც თუ მისი მონასტრული ცხოვრების გამოცდილება აღემატება 5-7 წელს!

ეს დიდი პრობლემაა და ვხედავ ტენდენციას, რაოდენობა ხარიხსის მაგივრად...

ციტატა
იქნებ, გამონაკლისის სახით.

სამწუხაროდ გამონაკლისად სწორედ წესია ქცეული, და გამონაკლისი წესად იქცა, ნახეთ ვიდეო, რომელიც "გავუზიაროთ"-ში დავდე...

პოსტის ავტორი: vaxmax თარიღი: Jan 7 2011, 04:27 PM

სამი შეკითხვა კანონისტს და ფორუმის წევრებს

1. შეიძლება თუ არა, დაისაჯოს ხატმწერი იმისთვის, რომ ის კანონიკურ
ხატებს წერს?

2. შეიძლება თუ არა, რომ დაისაჯოს ხუროთმოძღვარი, თუ ის კანონიკურ
ტაძრებს აშენებს?

3. შეიძლება თუ არა, დაისაჯოს მგალობელი, თუ ის გალობს კანონიკურ გალობას - რვახმის ერთხმიან მელოდიებს, რასაც ბიზანტიური გალობა ჰქვია?

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 7 2011, 04:37 PM

vaxmax

ციტატა
1. შეიძლება თუ არა, დაისაჯოს ხატმწერი იმისთვის, რომ ის კანონიკურხატებს წერს? 2. შეიძლება თუ არა, რომ დაისაჯოს ხუროთმოძღვარი, თუ ის კანონიკურტაძრებს აშენებს? 3. შეიძლება თუ არა, დაისაჯოს მგალობელი, თუ ის გალობს კანონიკურ გალობას - რვახმის ერთხმიან მელოდიებს, რასაც ბიზანტიური გალობა ჰქვია?



ინტრიგა smile.gif

პოსტის ავტორი: nenano თარიღი: Jan 10 2011, 08:46 PM

'vaxmax'
სამი შეკითხვა კანონისტს და ფორუმის წევრებს-

ამ შეკითხვის დასმა უმჯობესი იქნებოდა ბოლოს მიღებულ ''სინოდის სხდომის'' განყოფილებაში

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Jan 10 2011, 09:14 PM

vaxmax
სამივე შემთხვევაში შეიძლება დაისაჯოს, თუ მისი საქმიანობა კურთხევის გარეშეა. კურთხევის გარეშე არც ტაძრის აშენება შეიძლება, არც ხატის შექმნა და არც ე.წ. ბიზანტიური გალობა. თუნდაც ზეკანონიკური იყოს.

უკვე 1000-ჯერ მაქვს ამ ფორუმზე ნათქვამი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ წმ. იოანე დამასკელი დასჯილი იყო და ეპიტიმიას იხდიდა დიდი ხნის განმავლობაში ერთი საგალობლის დაწერის გამო (საგალობელი კანონიკური იყო, რა თქმა უნდა. როგორც ვიცი, დღესაც იგალობება ეკლესიაში) იმიტომ, რომ კურთხევა დაარღვია და ისე დაწერა. სხვათაშორის აჟიოტაჟის და პროტესტის გარეშე, მორჩილებით მიიღო ეს სასჯელი.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Mar 15 2011, 12:36 PM

vaxmax

ციტატა
1. შეიძლება თუ არა, დაისაჯოს ხატმწერი იმისთვის, რომ ის კანონიკურ ხატებს წერს?


არა, არ დაისჯება. უბრალოდ, მას ხატმწერი არ ჰქვია. ასეთ ადამიანს ჰქვია მხატვარი, რომელიც ხატავს რელიგიური თემატიკის ნახატებს.

ციტატა
2. შეიძლება თუ არა, რომ დაისაჯოს ხუროთმოძღვარი, თუ ის კანონიკურ ტაძრებს აშენებს?

არა, არ დაისჯება. უბრალოდ, მის მიერ აგებულ შენობას ტაძრად არ აკურთხებენ.

ციტატა
3. შეიძლება თუ არა, დაისაჯოს მგალობელი, თუ ის გალობს კანონიკურ გალობას - რვახმის ერთხმიან მელოდიებს, რასაც ბიზანტიური გალობა ჰქვია?

1. კანონიკურ გალობას - არა. ერთ-ერთ კანონიკურ გალობას.
2. არა, არ დაისჯებოდა, რომ არ იყოს წმ. სინოდის სათანადო განჩინება.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 17 2013, 02:53 AM

ეპისკოპოს ქრისტეფორე წამალაიძის შესახებ
16/08/2012
ავტორი: სერგო ფარულავა

ავტორი: არჩილ მეტრეველი

„როცა რაიმე ბრალისათვის დასჯილი განუდგება სამღვდელო დასს, თავს არ მოუხრის კანონს, თავის თავს თვითონ ასამართლებს და ძალით მიიკუთვნებს პატივსა და მღვდლობას – ეს არის თვითნებური შეკრება, კიდეშესაკრებლობა.“ წმ. ბასილი დიდი, I კანონი.

ბოლნისისა და დმანისის ყოფილი ეპისკოპოსის, ქრისტეფორე წამალაიძის კანონიკური სტატუსის შესახებ საკითხი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მიერ 1995-2009 წლებში რამდენჯერმე იქნა განხილული.


1995 წლის 31 ივლისს მრევლისა და სამღდველოების საჩივრის საფუძველზე, წმინდა სინოდმა ეპისკოპოსი ქრისტეფორე რუის-ურბნისის ეპარქიის მმართველობიდან გაათავისუფლა და ბოლნისისა და დმანისის ეპარქიის მმართველად დაადგინა, იმავე წლის 17 სექტემბერს კი, რამდენიმე მიზეზით დროებით განაყენა მღვდელმოქმედებიდან (შეუჩერა მღვდელმოქმედება). ამის შემდეგ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა კიდევ ექვსჯერ იმსჯელა მღვდელმოქმედება შეჩერებული ეპისკოპოსის კანონიკური სტატუსის შესახებ და დღეისათვის, საბოლოო გადაწყვეტილებით (2009 წ.), ის კვლავ განყენებულია მღვდელმოქმედებიდან. ქვემოთ, ქრონოლოგიური თანმიმდევრობით წარმოვადგენთ ეპისკოპოს ქრისტეფორე წამალაიძესთან დაკავშირებულ სინოდალურ განჩინებებს (ამონარიდებს):

1. 1995 წლის 31 ივლისი.

წმინდა სინოდის ამ სხდომაზე განხილულ იქნა რუისისა და ურბნისის ეპარქიის სამღვდელოებისა და მრევლის საჩივარი მმართველი მღვდელმთავრის დარღვევათა შესახებ.
წმინდა სინოდის ოქმი (ამონარიდი): „IV. წმ. სინოდმა განიხილა ურბნისისა და რუისის სამღვდელოებისა და მრევლის საჩივარი მმართველი ეპისკოპოსის, ქრისტეფორეს (წამალაიძე) დარღვევათა შესახებ.

წმ. სინოდმა განაჩინა:

1. ეპისკოპოს ქრისტეფორეს (წამალაიძე) მიეცეს უკანასკნელი გაფრთხილება, რათა მისი მოქმედებანი არ იყოს დამაბრკოლებელი მართლმადიდებელი მრევლისთვის.

2. ეპისკოპოსი ქრისტეფორე განთავისუფლდეს ურბნისისა და რუისის ეპარქიიდან და გადაყვანილ იქნას ბოლნისისა და დმანისის ეპარქიის მმართველად.“ (ჟურნალი: „მადლი“. #8. 1995 წ.)

მოცემული ოქმის ტექსტში ვერ ვხვდებით ამ დარღვევათა ჩამონათვალს, ან სხვა რაიმე სახის კონკრეტიზაციას, თუმცა, გაკეთებული დათქმიდან – „მიეცეს უკანასკნელი გაფრთხილება“, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ წმინდა სინოდმა ამ გადაწყვეტილებამდე რამდენჯერმე უკვე განიხილა ეპისკოპოს ქრისტეფორეს საკითხი და შენიშვნაც რამდენჯერმე (სულ მცირე ერთჯერ მაინც) მისცა. კანონიკური სამართალი ამ შენიშვნებს, ანუ მხილებას უკვე სასჯელებად განიხილავს (შდრ: IV მსოფლიო კრების მე-19 კანონი). შესაბამისად, ეპისკოპოს ქრისტეფორეს მიმართ წმინდა სინოდის მიერ მიღებული ეს დადგენილება უკვე წარმოადგენს მის მიმართ განსაზღვრულ საეკლესიო სასჯელს, რაც აუცილებლად გულისხმობს კანონიკურ დარღვევას, ან ცოდვას. ამასთან, მხილება, როგორც საეკლესიო სასჯელი, ყველაზე მსუბუქი ხასიათისაა და წინუსწრებს ყველა სხვა სასჯელს.

ამ დადგენილების მიღებიდან რამდენიმე თვეში წმინდა სინოდმა კიდევ ერთხელ განიხილა ეპისკოპოს ქრისტეფორეს საკითხი.

2. 1995 წლის 17 სექტემბერი.

ამჯერად მიღებული გადაწყვეტილებით ეპისკოპოს ქრისტეფორეს შეეფარდა უფრო მკაცრი სასჯელი – მღვდელმოქმედებიდან განყენება.

წმინდა სინოდის ოქმი (ამონარიდი): „2. წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის კანონების სისტემატური დარღვევისა, წმინდა სინოდის მიერ გამოცხადებული უკანასკნელი გაფრთხილების უგულვებელყოფისათვის, ეპარქიის უნებართვოდ მიტოვებისა და საქართველოდან უცხოეთში თვითნებურად გამგზავრებისათვის ბოლნისისა და დმანისის ეპისკოპოსი ქრისტეფორე (წამალაიძე) გამოყვანილ იქნას წმინდა სინოდის შემადგენლობიდან, განთავისუფლდეს ეპარქიის მმართველობიდან და აეკრძალოს მღვდელმოქმედება. თუ ეპისკოპოსი ქრისტეფორე არ მოინანიებს საეკლესიო კანონების დარღვევებს, მის მიმართ მიღებული იქნება მკაცრი კანონიკური ზომები და იგი სრულიად განიკვეთება სამღვდელო ხარისხიდან.“ (ჟურნალი „მადლი“. #9. 1995 წ.)

მოცემული სინოდალური განჩინების თანახმად, ეპისკოპოს ქრისტეფორეს აეკრძალა მღვდელმოქმედება, რაც გულისხმობს არა მხოლოდ მის უფლებრივ შეზღუდვას აღასრულოს მღვდელმოქმედება, არამედ იმასაც, რომ მის მიერ შესრულებული მღვდელმოქმედება მოკლებულია მადლმოსილებას და კანონიკურად შესრულებულად არ ითვლება. მართლმადიდებლური ეკლესიოლოგიის მიხედვით სასულიერო პირი (იქნება ის ეპისკოპოსი, ხუცესი თუ დიაკონი) საეკლესიო საიდუმლოებებისა და წესების აღსრულების მადლმოსილებას ფლობს არა საკუთრივ, დამოუკიდებლად, არამედ მთელს ეკლესიასთან ერთობაში, კავშირში. შესაბამისად, ეკლესიასთან მისი კავშირის შეწყვეტა (ამ შემთხვევაში მღვდელმოქმედების აკრძალვა) ამ სამღვდელო მადლმოსილების განხორციელებისთვის (შდრ: Bishop Gregory Grabbe. მოციქულთა მე-5 კანონის კომენტარი). უფრო მეტი სიცხადისთვის შეიძლება ითქვას, რომ მღვდელმოქმედების აღსრულებისათვის საჭირო მადლმოსილება, მღვდლობის მადლი, სასულიერო პირს ეკლესიის მიერ ქიროტონიით (ხელთდასხმით) მიეცემა და ასევე ეკლესიის მიერ შეიძლება შეუჩერდეს, ან სრულიად ჩამოერთვას (მღვდლობიდან სრული განკვეთის შემთხვევაში). სწორედ აქედან გამომდინარე, მსგავსი სასჯელით დასჯილი პირის მიერ შესრულებული საეკლესიო საიდუმლოები კარგავს მადლმოსილებას. გარდა აღნიშნულისა, დასჯილ სასულიერო პირს ერთმევა იერარქიული უფლებები, საეკლესიო მმართველობაში მონაწილეობის უფლება („გამოყვანილ იქნას წმინდა სინოდის შემადგენლობიდან, განთავისუფლდეს ეპარქიის მმართველობიდან“) და ქადაგება-დამოძღვრის უფლებაც კი.

რაც შეეხება თავად ეპისკოპოს ქრისტეფორეს დასჯის საფუძვლებს, წმინდა სინოდის განჩინებაში ყურადღებას იპყრობს შემდეგი: „ეპარქიის უნებართვოდ მიტოვება და საქართველოდან უცხოეთში თვითნებურად გამგზავრება“. მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური სამართალი უმძიმეს ცოდვად მიიჩნევს სასულიერო პირის მიერ მისთვის მინდობილი მრევლის მიმართ უზრუნველობას. ეპისკოპოსის შემთხვევაში კი ეს ცოდვა უფრო მძიმდება, რადგან ამ დროს ზრუნვას მოკლებულია არა მხოლოდ მრევლი, არამედ სასულიერო პირებიც, ანუ მთლიანად ეკლესია (ეპარქია). „დიდი სჯულის კანონში“ შემავალი მრავალი კანონი სწორედ მღვდელმოქმედების აკრძალვით (პირველ ეტაპზე) და მღვდლობიდან განკვეთით (შეუნანებლობისა და გამოუსწორებლობის შემთხვევაში) სჯის მსგავსი ბრალდებით გასამართლებულ სასულიერო პირებს (შდრ: მოციქულთა მე-15, 58-ე კანონები; ანტიოქიის ადგილობრივი კრების მე-3, მე-17 კანონები და სხვ.).

საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის ზემოთ მოყვანილი განჩინების ბოლოს გაკეთებული დათქმა, რომ, თუ ეპისკოპოსი ქრისტეფორე არ შეინანებს, იგი სრულიად განიკვეთება სამღვდელო ხარისხიდან; ასევე ის ფაქტი, რომ წმინდა სინოდის მიერ მოგვიანებით რამდენჯერმე იქნა განხილული მისთვის მღვდელმოქმედების უფლების დაბრუნების საკითხი, მიუთითებს იმაზე, რომ საქმე გვაქვს მღვდელმოქმედებიდან დროებით განყენებასთან. ეს წარმოადგენს ერთგვარ გარდამავალ მდგომარეობას, რომელიც დაუსრულებლად ვერ გაგრძელდება (განსხვავებით, მაგალითად, სამუდამო განყენების ან განკვეთისაგან, რომელიც შესაძლოა აღარც კი შეიცვალოს რაიმე სხვა სასჯელით) და რომელიც ან დასჯილი პირის კანონიკურ (მღვდელმოქმედების) უფლებებში აღდგენით უნდა სარულდეს, ან მას უფრო მკაცრი სასჯელი უნდა დაეკისროს, მაგალითად: სამღვდელო ხარისხიდან სრულიად განკვეთა, რაც ჩვენს შემთხვევაში წინასწარვეა განსაზღვრული, როგორც მომდევნო სასჯელი.

რამდენიმე წლის შემდეგ წმინდა სინოდმა განიხილა ეპისკოპოს ქრისტეფორეს წერილობითი მიმართვა.

3. 1998 წლის 8 ოქტომბერი.

წმინდა სინოდის ოქმი (ამონარიდი): „5. წმინდა სინოდმა მოისმინა მღვდელმოქმედებიდან დაყენებული და წმინდა სინოდის წევრობიდან განთავისუფლებული ეპისკოპოსის, ქრისტეფორე წამალაიძის წერილი.

წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის კანონების სისტემატური დარღვევის, წმინდა სინოდის მიერ გამოცხადებული უკანასკნელი გაფრთხილების უგულვებელყოფის, ეპარქიის უნებართვოდ მიტოვებისა და საქართველოდან უცხოეთში თვითნებურად გამგზავრებისათვის ბოლნისისა და დმანისის ეპისკოპოსი ქრისტეფორე (წამალაიძე), 1995 წლის 17 სექტემბრის წმინდა სინოდის სხდომის გადაწყვეტილებით, გამოყვანილ იქნა წმინდა სინოდის შემადგენლობიდან, განთავისუფლდა ეპარქიის მმართველობიდან, აეკლრძალა მღვდელმოქმედება და მიეცა გაფრთხილება, რომ თუ არ მოინანიებდა ჩადენილ დარღვევებს, მის მიმართ მიღებული იქნებოდა მკაცრი კანონიკური ზომები და სრულიად განიკვეთებოდა სამღვდელო ხარისხიდან.

მიუხედავად ზემოთქმულისა, ეპისკოპოსმა ქრისტეფორემ, ნაცვლად სინანულისა, მიატოვა საქართველო და უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში იმყოფებოდა საზღვარგარეთ.

წმინდა სინოდმა განაჩინა:

შეიქმნას სინოდალური კომისია, რომელიც შეისწავლის ეპისკოპოს ქრისტეფორე წამალაიძის საქმიანობას უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში და თავის დასკვნას წარუდგენს წმინდა სინოდს.“ (ჟურნალი „მადლი“. #14-15. 1998 წ.)

როგორც მოცემული ტექსტიდან ირკვევა, ეპისკოპოსმა ქრისტეფორემ არ გაითვალისწინა წმინდა სინოდის წინა დადგენილება და მის მიმართ განსაზღვრული სასჯელი, გააგრძელა საეკლესიო კანონების დარღვევა, რითაც კიდევ უფრო დაამძიმა საკუთარი ბრალი. ორი თვის შემდეგ წმინდა სინოდმა ახალი დადგენილებით შექმნა სინოდალური კომისია ხუთი მღვდელმთავრის შემადგენლობით.

4. 1998 წლის 24 დეკემბერი.

წმინდა სინოდის ოქმი (ამონარიდი): „4. წმინდა სინოდმა განიხილა მღვდელმოქმედება აკრძალული ეპისკოპოსის ქრისტეფორეს (წამალაიძე) ბოლო წერილი, რომელშიც იგი კვლავ ითხოვს ხარისხში აღდგენას.

ამასთან დაკავშირებით სინოდმა განაჩინა:

შეიქმნას ქრისტეფორე წამალაიძის საქმის შემსწავლელი კომისია შემდეგი შემადგენლობით: მარგვეთის მიტროპოლიტი კონსტანტინე (მელიქიძე) – თავმჯდომარე, ურბნისისა და რუისის მთავარეპისკოპოსი – იობი (აქიაშვილი), ალავერდის მთავარეპისკოპოსი – დავითი (მახარაძე), ჭიათურის მთავარეპისკოპოსი – აბრაამი (გარმელია), ხონის ეპისკოპოსი – საბა (გიგიბერია).“ (ჟურნალი „მადლი“. #1-2. 1999 წ.)

ამ კომისიამ შექმნისთანავე დაიწყო ეპისკოპოს ქრისტეფორე წამალაიძის საქმის შესწავლა. მოამზადა შესაბამისი კითხვები, რომელზე პასუხის გაცემაც მოსთხოვა ეპისკოპოს ქრისტეფორეს. სამწუხაროდ, გაცემული პასუხები არ აღმოჩნდა კომისიისთვის დამაკმაყოფილებელი, რათა ჩადენილი დარღვევებიდან გამორიცხულიყო მისი ბრალი ან წარმოჩენილიყო სინანული, რაც საფუძველი გახდებოდა იმისთვის, რომ მღვდელმოქმედებიდან დროებით განყენებულ ეპისკოპოსს კვლავ აღდგენოდა მღვდელმოქმედების უფლება. წმინდა სინოდმა მოისმინა კომისიის მოხსენება აღნიშნულთან დაკავშირებით და ეპისკოპოს ქრისტეფორეს მიმართ დადგენილი სასჯელი ძალაში დატოვა.

5. 2000 წლის 14 დეკემბერი.

წმინდა სინოდის ოქმი (ამონარიდი):

„IV. წმინდა სინოდმა განიხილა მღვდელმოქმედება აკრძალული ეპისკოპოს ქრისტეფორეს (წამალაიძე) წერილი კათოლიკოს-პატრიარქისა და წმ. სინოდისადმი და მისი პასუხები სინოდის მიერ დანიშნული კომისიის თავმჯდომარის, აწ გარდაცვლილი მიტროპოლიტ კონსტანტინესაგან (მელიქიძე) მისთვის დასმულ კითხვებზე.
ვინაიდან პასუხები სრულიად შეუსაბამოდ და არადამაკმაყოფილებლად იქნა მიჩნეული, წმ. სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება, ეპისკოპოსი ქრისტეფორე (წამალაიძე) დარჩეს მღვდელმოქმედების აკრძალვაში და, თანახმად დიდი სჯულის კანონისა, მიეცეს საბოლოო გაფრთხილება, რომ თუ იგი არ შეწყვეტს მღვდელმოქმედებას, სრულიად განიკვეთება სამღვდელო ხარისხიდან.“ (ჟურნალი „მადლი“. #1-2. 2000 წ.)

საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის მოცემული დადგენილება ცხადყოფს, რომ წმინდა სინოდმა ამომწურავად განიხილა ეპისკოპოს ქრისტეფორეს საკითხი, იგი საბოლოოდ ცნო დამნაშავედ ჩადენილ უკანონობაში და ერთადერთ გზად სინანული განუსაზღვრა.

სინოდალური დადგენილების ტექსტიდან ირკვევა ახალი გარემოება, როგორც ჩანს ეპისკოპოსი ქრისტეფორე არ დაემორჩილა საქართველოს ეკლესიას და მისგან დამოუკიდებლად დაიწყო მღვდელმსახურება, რისი უფლებაც არ ქონია – „თანახმად დიდი სჯულის კანონისა, მიეცეს საბოლოო გაფრთხილება, რომ თუ იგი არ შეწყვეტს მღვდელმოქმედებას, სრულიად განიკვეთება სამღვდელო ხარისხიდან.“

მსგავსი ხასიათის კანონიკურ დარღვევაზე საუბრობს წმინდა ბასილი დიდი თავის პირველ კანონიკურ ეპისტოლეში იკონიის ეპისკოპოს ამფილოქეს მიმართ, სხვაგვარად ამ ტექსტს წმ. ბასილი დიდის პირველ კანონად ვიცნობთ. ტექსტში ვკითხულობთ:

„(…) კიდეშესაკრებელობა (თვითნებური თავშეყრა) კი არის, როცა დაუმორჩილებელ ეპისკოპოსს ამ მღვდელს აყოლილი ერი კრებას იწვევს, როცა რაიმე ბრალისათვის დასჯილი განუდგება სამღვდელო დასს, თავს არ მოუხრის კანონს, თავის თავს თვითონ ასამართლებს და ძალით მიიკუთვნებს პატივსა და მღვდლობას. ასევე თუ გამოიყოფა ვინმე, დატოვებს კათოლიკე ეკლესიას და მოაწყობს თვითნებურ შეკრებას – ეს არის თვითნებური შეკრება, კიდეშესაკრებლობა.“

ცხადია, კიდეშესაკრებელობა არ არის არც ერესი და არც სქიზმა, რაც ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს წყვეტას ეკლესიასთან, თუმცა თავისი არსით თვითნებური შეკრება სწორედ სქიზმის წინასახეა და ამდენად, მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს. ამის გათვალისწინებით, მონანული, რომელიც დატოვებს მსგავს კრებულს და დაბრუნდება მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში, მხოლოდ სინანულის საფუძველზე მიიღება, მათ შორის, სასულიერო პირებს შეუნარჩუნდებათ სამღვდელო ხარისხი, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, რამდენიმე გზის მხილებისა და შეგონების შემდეგ ისინი სრულიად განიკვეთებიან ეკლესიიდან.

როგორც აღვნიშნეთ, წმინდა სინოდის უკანასკნელი დადგენილებით ხაზგასმული იქნა ახალი გარემოება, რომელიც არა მხოლოდ ეპისკოპოს ქრისტეფორეს ეხება, არამედ ცალსახად მიუთითებს ეკლესიის მხრიდან დასჯილი ეპისკოპოსის მიერ შეცდომაში შეყვანილ მრევლისთვის ზრუნვაზე. გარდა ამისა, დასჯილი სასულიერო პირის მიერ აკრძალული საქმიანობის განხორციელება (ამ შემთხვევაში, მღვდელმოქმედება) პირდაპირ წარმოადგენს მისთვის უფრო მძიმე სასჯელის შეფარდების საფუძველს (ამ შემთხვევაში, მღვდლობიდან განკვეთა).

საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმაც სწორედ ამ მიზნებით მიიღო მომდევნო დადგენილება.

6. 2003 წლის 18 აგვისტო.

წმინდა სინოდის ოქმი (ამონარიდი):

„წმინდა სინოდმა განიხილა მღვდელმოქმედება აკრძალული ეპისკოპოს ქრისტეფორეს (წამალაიძე) მიმართვა სინოდისადმი.

მღვდელმოქმედება აკრძალული ეპისკოპოსი ქრისტეფორე ასრულებს ცრუ მღვდელმსახურებას და შეცდომაში შეყავს მორწმუნე მრევლი; მისი მღვდელმოქმედება არაკანონიკურია.

წმინდა სინოდმა განაჩინა: მღვდელმოქმედება აკრძალული ეპისკოპოსი ქრისტეფორე გაიგზავნოს შიომღვიმის მონასტერში მოსანანიებლად. მონანიების შემთხვევაში, მის შესახებ იმსჯელებს წმინდა სინოდი შემდეგ სხდომაზე.“ (ჟურნალი „საპატრიარქოს უწყებანი“. #33. 2003 წ.)

ამ დადგენილებით, წმინდა სინოდმა კიდევ ერთხელ და ახლა უკვე პირდაპირ განაცხადა, რომ მღვდელმოქმედება აკრძალული ეპისკოპოსის ქრისტეფორეს მიერ შესრულებული ნებისმიერი საეკლესიო საიდუმლოება, ან წესი არის ცრუ და არაკანონიკური, რითაც ის არა მარტო თავად არღვევს საეკლესიო კანონებს, არამედ მასზე მინდობილი მორწმუნე მრევლიც შეცდომაში შეყავს. ეს უკანასკნელი დარღვევა კი თავისი არსით გაცილებით აღემატება პირველს, რადგან თუკი პირველ შემთხვევაში სასულიერო პირი საკუთარი არაკანონიკური მოქმედებით მხოლოდ საკუთარ თავს აზიანებს, მეორე შემთხვევაში მას პასუხისმგებლობა იმ მრევლის დაბრკოლებისა და მოტყუებისთვისაც ეკისრება, რომელიც მასზე გულწრფელი რწმენით არის მინდობილი. შესაბამისად, მივდივართ დასკვნამდე, რომ მღვდელმოქმედება აკრძალული ეპისკოპოსი არათუ სინანულისკენ და ეკლესიასთან შერიგებისკენ ისწრაფვის, არამედ თავის ყველა ნაბიჯში ის უფრო და უფრო შორდება ეკლესიის წიაღს. ჩვენ, რა თქმა უნდა, უფლება არ გვაქვს მას კიდევ უფრო მძიმე ბრალდება წავუყენოთ (ერესის ან სქიზმის), მაგრამ არც იმაში შევცდებით, თუკი ვიტყვით, რომ საკუთარი ანტიეკლესიური მოღვაწეობით და ეკლესიის მიერ მისთვის განსაზღვრული სასჯელის შეუსრულებლობით ეპისკოპოსი ქრისტეფორე სწორედ უფრო დიდი განყოფისკენ მიილტვის.
სწორედ ამიტომ წმინდა სინოდი არ დასჯერდა მისთვის განსაზღვრული სინანულის მის მიერ დამოუკიდებლად შესრულების მოთხოვნას და ახალი დადგენილებით ის შიომღვიმის მონასტერში განაწესა, სადაც ის მეთვალყურეობის ქვეშ იქნებოდა. ეს გულისხმობს, რომ ეპისკოპოსი ქრისტეფორე ვალდებული იყო გამგზავრებულიყო შიომღვიმის მონასტერში და მონასტრის ზედამხედველობით ეცხოვრა გარკვეული პერიოდი, რაც, თავისთავად, გამორიცხავდა მის მიერ მონასტრის გარეთ რაიმე სახის მოღვაწეობას. სამწუხაროდ, წმინდა სინოდის ეს მოთხოვნაც უგულვებელყოფილი იქნა და საჭირო გახდა ეკლესიას კიდევ ერთხელ მოეწოდებინა მისთვის სინანულისკენ და კვლავ შიომღვიმის მონასტერში გაეგზავნა.

7. 2006 წლის 21 დეკემბერი.

წმინდა სინოდის ოქმი (ამონარიდი):

„წმინდა სინოდმა მოისმინა მღვდელმოქმედება აკრძალული ქრისტეფორე წამალაიძის წერილი და ამჟამად შეუძლებლად მიიჩნია მისი სამღვდელმთავრო ხარისხში აღდგენა. წმინდა სინოდი განაწესებს მას შიომღვიმის მონასტერში და მოუწოდებს სინანულისკენ.“
(ჟურნალი „მადლი“. #1-2. 2007 წ.)

სინოდის ამ დადგენილებაში ყურადღებას იქცევს ერთი დათქმა, კარძოდ: სამღვდელმთავრო ხარისხში აღდგენა, რაც კანონიკური სამართლის თანახმად აუცილებლად გულისხმობს სამღვდელმთავრო ხარისხის, ამ შემთხვევაში ეპისკოპოსობის, ჩამორთმევას, დამცრობას (დაქვეითებას). მხოლოდ ამ ტექსტის წაკითხვის შემთხვევაში მართებული იქნებოდა გვეფიქრა, რომ ქრისტეფორე წამალაიძე ჩამომცრობილია ეპისკოპოსობიდან, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილება საქართველოს ეკლესიას არ მიუღია, გარდა ამისა მომდევნო წმინდა სინოდის ოქმი მას ისევ ეპისკოპოსად მოიხსენიებს. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს დათქმა ან შეცდომაა, ან არასწორი მნიშვნელობითაა გამოყენებული.

ბოლო პერიოდში მდგომარეობა, ერთი შეხედვით, შეიცვალა. წმინდა სინოდმა უკანასკნელად ეპისკოპოს ქრისტეფორეს შესახებ 2009 წელს იმსჯელა და როგორც განჩინების ტექსტიდან ირკვევა, ამჯერად ეპისკოპოს ქრისტეფორეს წმინდა სინოდისთვის საკუთარი დარღვევების აღიარებით და შენდობის თხოვნით მიუმართავს.

8. 2009 წლის 22 დეკემბერი.

წმინდა სინოდის ოქმი (ამონარიდი):

„წმინდა სინოდმა მოისმინა წინადადება ეპისკოპოს ქრისტეფორესთვის (წამალაიძე) მღვდელმოქმედების აღდგენის შესახებ. თავის მხრივ, მეუფე ქრისტეფორემ შენდობა ითხოვა საეკლესიო დარღვევებისა და შეცდომების გამო.

წმინდა სინოდმა განაჩინა: ეპისკოპოსი ქრისტეფორე გაიგზავნოს გამოსაცდელი ვადით ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიაში და შემდეგ მოხდეს მისი საკითხის განხილვა.“
(ჟურნალი „საპატრიარქოს უწყებანი“. #48. 2009 წ.)

სინოდალური განჩინების ტექსტი ეპისკოპოს ქრისტეფორეს მხრიდან ცოდვების აღიარებისა და სინანულის შესახებ იუწყება, თუმცა რეალური მდგომარეობა აბსოლუტურად განსხვავებულია. საქართველოს ეკლესიის არაერთგზისი მოწოდების მიუხედავად, ეპისკოპოს ქრისტეფორეს არ შეესრულებინა მღვდელმოქმედება, ის დღემდე არ წყვეტს საეკლესიო საიდუმლოებების (ნათლობა, ევქარისტია, ხელთდასხმა და ა.შ.) შესრულებას, რითაც საქმით წინაღუდგება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.
საყურადღებოა კიდევ ერთი ფაქტი, კერძოდ: 1999 წელს საქართველო მართლმადიდებელმა ეკლესიამ გამოაქვეყნა მასთან განხეთქილებაში, სქიზმაში მყოფი ეკლესიებისა და დაჯგუფებების სია („საპატრიარქოს უწყებანი“, 612.XI, № 44), რომელსაც 2000 წლიდან დაემატა ე.წ. „სხვენის მართლმადიდებელი ეკლესია“. ეს სახელწოდება ეპისკოპოს ქრისტეფორე წამალაიძის თვითნებურ კრებულს იმის გამო ეწოდა, რომ პირველად 2000 წელს ეპისკოპოსმა ქრისტეფორემ ღვთისმსახურება (საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ აკრძალვის მიუხედავად) საკუთარი სახლის სხვენში მოწყობილ სამლოცველოში აღასრულა. შესაბამისად, საპატრიარქოს მიერ განისაჯა და დაიგმო არა მხოლოდ თვითონ ეპისკოპოსი ქრისტეფორე, არამედ ის კრებულიც, რომელიც მის გარშემოა თავმოყრილი. თუმცა, „სხვენის“ კრებულის მდგომარეობა არ არის სქიზმის კლასიკური გამოხატულება, რადგან ამ კრებულს არ აქვს რაიმე დამოუკიდებელი და განსხვავებული სწავლება-მოძღვრებები, ის მხოლოდ ერთი დასჯილი ეპისკოპოსის ერთგვარი „პროტესტის“ და დაუმორჩილებლობის ნაყოფია. თავის მხრივ ანგარიშგასაწევია ის ფაქტიც, რომ ეპისკოპოსი ქრისტეფორე არა მარტო თავად აღასრულებს მღვდელმოქმედებას, რისი უფლებაც არ აქვს, არამედ მის მიერ „ხელთდასხმული სასულიერო პირებიც“, რომელბიც „ხელთდამსხმელის“ მსგავსად, ასევე ცრუ მღვდელმსახურები არიან და მათ მიერ შესრულებული საეკლესიო საიდუმლოებებიც არაკანონიკურია.

სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ აღნიშნული პრობლემა მიდრეკილია განვითარებისა და გაღრმავებისკენ, რაც დაღუპვას უქადის არა მხოლოდ ეპისკოპოს ქრისტეფორე წამალაიძეს და მის „ხელთდასხმულ სასულიერო პირებს“, არამედ მათდამი გულწრფელი რწმენით მინდობილ ადამიანებსაც.

http://www.orthodoxtheology.ge/%E1%83%94%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%94-%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%9B/

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Feb 17 2013, 11:43 AM

კარგია რომ დაგიდია

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 2 2014, 03:03 PM

,, დღეს ეპისკოპოსად ქიროტონიისთვის წინაპირობად მიჩნეულია ათენის , თესალონიკის ან სხვა მართლმადიდებლური სასწავლებლის საღვთისმეტყველო ფაკულტეტის დიპლომი . მღვდლად ან დიაკვნად ქიროტონიისათვის დამაკმაყოფილებელია უმაღლესი სასწავლებლის ანდა უმაღლესი , საშუალო ან დაწყებითი საეკლესიო სასწავლებლის დიპლომი . ''

(პანაიოტის ი. ბუმისი – ,, კანონიკური სამართალი '' ; გვ.133 ;ათენი, თბილისი 2013 )

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 28 2014, 01:49 PM

"უნივერსალური მხოლოდ ღვთისგან დადგენილი სამართალი ანუ ბუნებითი სჯულია, რომელიც უფლისგან მოგვეცა"

/მღვდელი ლონგინოზ სუარიშვილი/

პოსტის ავტორი: წახწახა თარიღი: Mar 21 2015, 04:19 AM

https://www.youtube.com/watch?v=pEKFZSKz_6Q
ამ არქიმანდრიტს რა სასჯელი უნდა შეეფარდოს?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 22 2015, 07:55 PM

ციტატა(წახწახა @ Mar 21 2015, 05:19 AM) *

https://www.youtube.com/watch?v=pEKFZSKz_6Q
ამ არქიმანდრიტს რა სასჯელი უნდა შეეფარდოს?


არაფერი და არავინ არ ჩანს სიბნელეში, მხოლოდ გინება ისმის. რა იცი რომ არქიმანდრიტია????????????

პოსტის ავტორი: წახწახა თარიღი: Mar 22 2015, 09:57 PM

marine
თვითონ აღიარა თავის facebookზე. ანუ ამის დამტკიცების საჭიროება არ არსებობს.
ახლა კითხვასაც შეგიძლია უპასუხო?
IPB-ს სურათი
ეს ნამდვილი ექაუნთია.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 22 2015, 10:31 PM

ციტატა(წახწახა @ Mar 22 2015, 10:57 PM) *

marine
თვითონ აღიარა თავის facebookზე. ანუ ამის დამტკიცების საჭიროება არ არსებობს.
ახლა კითხვასაც შეგიძლია უპასუხო?
IPB-ს სურათი
ეს ნამდვილი ექაუნთია.


ცუდია რომ ასეთი მიზანმიმართული ბოროტება და ცილისწამება მართალი გგონია და მართალი გგონია რომ ეს გვერდი ნამდვილად მამაოს ეკუთვნის. (ეს ანკესი მავანთაგან შენნაირების წამოსაგებად არის გადმოგდებული, რომ ეკლესიას ჩირქი მოსცხონ და სამწუხაროდ შენს მაგალითზე ამას ახერხებენ). ყველა ვინც სამღვდელოებას განიკითხავს, უფალსაც არ დააკლებს სალანძღავ სიტყვებს.

წმინდა იოანე ოქროპირი გვაფრთხილებს: "ვინც შეურაცხყოფს მღვდელს, ის ღვთის შეურაცხყოფამდეც მივა"

ჯერ საკუთარი დედის მაგინებელმა ქართველმა მამაკაცებმა გამოისწორეთ თავები და გადაეჩვიეთ გინებას და მერე მიხვდებით როგორ არ უნდა განიკითხოთ უფლის მსახურნი...

პოსტის ავტორი: წახწახა თარიღი: Mar 22 2015, 10:57 PM

marine
ნამდვილად მას ეკუთვნის ეგ facebook, 100% ცნობილია, ვინმეს კითხეთ თუ გინდათ.

და კიდევ ერთხელ, კითხვას უპასუხეთ თუ შეიძლება, თუ პასუხი იცით...


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 22 2015, 10:58 PM

ციტატა(წახწახა @ Mar 22 2015, 11:56 PM) *

marine
ნამდვილად მას ეკუთვნის ეგ facebook, 100% ცნობილია, ვინმეს კითხეთ თუ გინდათ.

და კიდევ ერთხელ, კითხვას უპასუხეთ, თუ შეიძლება თუ პასუხი იცით...


ნამდვილად 100%-ით მჯერა რომ მას არ ეკუთვნის ეს გვერდი...

რაც შეეხება შეკითხვას,

მე უფრო იმ ადამიანების სულიერი სასჯელი მაფიქრებს, მღვდლებს რომ განიკითხავს და საკუთარი ცოდვები ავიწყდებათ...

პოსტის ავტორი: წახწახა თარიღი: Mar 22 2015, 11:02 PM

marine
შეგიძლიათ მაგალითად გიორგი დარასელიას კითხოთ. აი სტატუსიც კი მისწერა გადაცემის შესახებ, რომელშიც სტუმრად ყავდა ობიექტივში.
IPB-ს სურათი

ციტატა
მე უფრო იმ ადამიანების სულიერი სასჯელი მაფიქრებს, მღვდლებს რომ განიკითხავს და საკუთარი ცოდვები ავიწყდება...

მე უბრალოდ დავინტერესდი, მსგავს საქციელზე სასჯელს დაახლოებით რა სახე ექნებოდა, თუ აქვს რათქმაუნდა.


ციტატა
ნამდვილად 100%-ით მჯერა რომ მას არ ეკუთვნის ეს გვერდი...

სამწუხაროდ ცდებით smile.gif 100 %ით.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 22 2015, 11:17 PM

ციტატა(წახწახა @ Mar 23 2015, 12:02 AM) *

marine
შეგიძლიათ მაგალითად გიორგი დარასელიას კითხოთ. აი სტატუსიც კი მისწერა გადაცემის შესახებ, რომელშიც სტუმრად ყავდა ობიექტივში.
IPB-ს სურათი
მე უბრალოდ დავინტერესდი, მსგავს საქციელზე სასჯელს დაახლოებით რა სახე ექნებოდა, თუ აქვს რათქმაუნდა.
სამწუხაროდ ცდებით smile.gif 100 %ით.


არავისთან არ მაინტერესებს კითხვებით დავკავდე. მე მხოლოდ ჩემი სული მაინტერესებს და შენც გირჩევ, რომ შენი სულით დაკავდე და როცა შენი ყველაზე მძიმე ცოდვები გაგახსენდება, ასეთ კითხვებს, ზემოთ რომ დასვი, აღარ დასვამ smile.gif

ძალიან ადვილია ტალახის სროლა სხვაზე, მაშინ როცა შენში იმდენი ტალახია, რომ სული გადავსებულია და დაბრმავებული ვეღარ ამჩნევ...

რაც შეეხება სასჯელს, მთელმა საქართველომ რომ შენი ყველაზე სამარცხვინო ცოდვა გაიგოს, რა სასჯელის ღირსი იქნებოდი?? ამაზე თუ დაფიქრებულხარ? მე ეს უფრო მაინტერესებს smile.gif

პოსტის ავტორი: წახწახა თარიღი: Mar 22 2015, 11:48 PM

marine
ჩათვალეთ რომ კაზუსია და მაინტერესებს მისი ამოხსნა, მართლა მაინტერესებს.
ანუ თეორიაში როგორ უნდა იყოს, თქვენი აზრით როგორ იქნება და სინამდვილეში როგორ იქნება.

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Mar 23 2015, 09:31 AM

ციტატა(წახწახა @ Mar 21 2015, 04:19 AM) *

https://www.youtube.com/watch?v=pEKFZSKz_6Q
ამ არქიმანდრიტს რა სასჯელი უნდა შეეფარდოს?

შენთვის რაიმე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს? შენი სულისთვის რა სასარგებლოა ამისი ცოდნა?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 28 2015, 09:48 PM

წახწახა
მამა ანთიმოზი რომ იგინება მაგას გულისხმობ?

ზოგადად, გინებისთვის განკვეთა არაა დაწესებული . სხვა მხრივ კი ,როგორც თავადაც ადასტურებს , დროებით ჩამოშორებულია ღვთისმსახურებასთან . ასე რომ რაღაც სერიოზული ,,კანონიკური დარღვევა'' არ გვაქვს კონკრეტულ ვითარებაში...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 21 2015, 01:42 PM

"ადამიანური სამართალი ადამიანურია, სამართალი ღვთისა კი მადლითაა სავსე, მაგრამ მაინც ადამიანური სამართლისაკენ ვიხრებით"
/დეკ. დავით შაქარაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 6 2015, 02:14 PM

"კანონი უნდა იყოს სამართლიანობის დადგენის ინსტრუმენტი"

/დეკ. დავით შაქარაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 9 2015, 01:56 PM

"მამა პაისის [ათონელი] მტკიცედ სწამდა, რომ კაცი, რომელიც შეგნებულად დაითმენ უსამართლობას, ღმერთი მიაგებს ამ ცხოვრებაში არა მარტო სულიერად, არამედ შესაძლოა მატერიალურადაც კი, ნიჭების სახით, ადამიანის მდგომარეობის შესაბამისად".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 27 2016, 09:49 PM

"ცნობილი კანონისტი ნიკოდიმოს მილაში ამბობს, ქრისტიანობა თანმდებობაა. ძველ ქართულად თანამდები მოვალეს ნიშნავს, შესაბამისად, ვისაც სურს ქრისტიანის სახელი ატაროს, იგი მოვალეა, აღასრულოს სჯული და მცნებები არა მექანიკურად, არამედ სრული შეგნებითა და სიყვარულით".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 7 2017, 09:24 PM

"რა წოდებისაც არ უნდა იყო შენ, ჰოი, ქრისტიანო, ნურასოდეს შეგეშინდება სიმართლის თქმისა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 10 2017, 01:41 PM

"ცუდშიც და კარგშიც სამართლიანი უნდა იყო".

/დეკ. დავით შაქარაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 22 2018, 03:46 PM

"ებრაულ კანონმდებლობაში ტალიონის პრინციპი (სარკისებრი პრინციპი, რაც იმას ნიშნავს, რომ სასჯელი დანაშაულის საფასური იყო) იმ ხალხის სულიერ-ზნეობრივი სიმწიფის უკმარისობის გამო არსებობდა, რომელიც 400 წელიწადზე მეტი წარმართი ქვეყნის - ეგვიპტის ტყვეობაში ცხოვრობდა".

/მღვდელმონაზონი იობი (გუმეროვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 7 2018, 08:06 PM

"ღვთაებრივი სამართლიანობა უდიდესი ღვთაებრივი სიყვარულითაა აღსავსე"

/არქიმანდრიტი არსენი (პაპაჩოკი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 4 2018, 06:42 PM

"სიმართლის თქმა" თითქოს ყველამ ისწავლა დღეს, ცხოვრებაშიც და ჟურნალისტიკაშიც, მაგრამ სიკეთით ნათქვამი სიმართლის დეფიციტია ძალზე თვალსაჩინო."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 4 2018, 07:36 PM

"თუ ადამიანი სამართლიანია, ღმერთი მის მხარესაა"

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)