თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ საეკლესიო სამართალი _ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Mar 20 2007, 08:02 PM

ახლოვდება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე
მოდით თვალი გადავავლოთ იმ კანონებს, რომლის ძალითაც მოგვენიჭა თვითმწყემსობის უფლება

კონსტანტინოპოლის II მსოფლიო საეკლესიო კრების მე-2 კანონი

ეკლესიათა კეთილად განგებისა და მშვიდობისათვის არც ერთ ეპისკოპოსს არ აქვს უფლება გასცდეს თავისი ეკლესიის საზღვრებს და შეიჭრას სხვა ეკლესიის საზღვრებში, რათა არ მოახდინოს ეკლესიების აღრევა. კანონთა თანახმად ალექსანდრიის ეპისკოპოსი უნდა განაგებდეს მხოლოდ ეგვიპტის ეკლესიებს, აღმოსავლეთის ეპისკოპოსნი უნდა განაგებდნენ მხოლოდ აღმოსავლეთის ეკლესიებს. დაცული უნდა იყოს ნიკეის კანონებით დაწესებული პატივი ანტიოქიის ეკლესიისა. აზიის სოფლების ეპისკოპოსნი განაგებდნენ მხოლოდ აზიის ეკლესიებს, პონტოელი ეპისკოპოსნი უნდა მართავდნენ მხოლოდ პონტოს ეკლესიებს, ხოლო თრაკიის ეპისკოპოსნი - მხოლოდ თრაკიის ეკლესიებს.

ცნობილი ბერძენი კანონისტის ბალსამონის (XII ს.) კომენტარი ამ კანონზე:
"....ხოლო ივერიის მთავარეპისკოპოსის შესახებ განისაზღვრა ანტიოქიის კრებაზე. ამბობენ, რომ ღვთის დიდი ქალაქის ანტიოქიის უწმიდესი პატრიარქის უფალ პეტრეს დროს გამოცემულ იქნა სინოდალური ტომოსი, რომლის ძალითაც იმ დროისათვის ანტიოქიის პატრიარქს დაქვემდებარებული ივერიის ეკლესია, განთავისუფლდა და გახდა დამოუკიდებელი (ავტოკეფალური)...."

მათე ვლასტარის ანბანური სინტაგმა, ასო E, თავი 11
"... ივერიის ეკლესიის შესახებ, რომელსაც შეეხო ანტიოქიის კრება, რომელსაც იგი ადრე ექვემდებარებოდა, რომ ამ ეკლესიის მეთაურნი ხელდასხმულ უნდა იქნენ მათივე ეპისკოპოსთაგან..."

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)