"მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი" (მმკ) არ აღიარებს წმ. სინოდის მიერ შერაცხილ წმინდანს გრიგოლ ფერაძეს. რადგან წმ. გრიგოლში მხოლოდ ეკუმენისტი და ანტიმართლმადიდებელი დაინახეს...
სტატიიდან შავად მოვნიშნავ მათ "სქიზმატურ" გამონათქვამებს...
მმკ: .... საისტორიო ჟურნალ “არტანუჯის”, 2003 წ., #11 მთლიანად გრიგოლ ფერაძეს მიეძღვნა. მასში მოყვანილია როგორც ცნობები გრიგოლ ფერაძის შესახებ, ასევე თავად გრიგოლ ფერაძის წერილები. თავის მხრივ გრიგოლ ფერაძის წერილებიც შეიცავენ საინტერესო ცნობებს მათი ავტორის პიროვნების ცხოვრების, აზროვნების, მსოფლმხედველობისა და მრწამსის შესახებ. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ გრიგოლ ფერაძის სახით ჩვენ გვყავს უდავოდ საინტერესო, ნიჭიერი და შრომისმოყვარე მეცნიერი, საქართველოსა და მისი ეკლესიის ისტორიისა და პატრისტიკის მკვლევარი. საქმე რომ არ ეხებოდეს წმინდანად შერაცხილ პიროვნებას, ჩვენ არ ვიდებდით თავს ამ არც თუ სასიამოვნო შრომას – არ შევაწუხებდით გრიგოლ ფერაძის სულს და არ წარმოვაჩენდით მის პიროვნებას იმ რაკურსით, როგორც ეს წინამდებარე წერილშია. ასევე არ დავსვამდით საკმაოდ უსიამოვნო, მაგრამ, ჩვენი აზრით, აუცილებელ და საჭირბოროტო კითხვას – მართებული იყო თუ არა გრიგოლ ფერაძის წმინდანად შერაცხვა? საკითხის ასე დასმის მნიშვნელობა იქიდან გამომდინარეობს, რომ არამართებულად შერაცხილის სახით ეკლესიას წმინდანი კი არ ემატება, არამედ - პიროვნება, რომელიც იქცევა მორწმუნეთა მიბსაძვის საგნად და მაგალითის მიმცემად, და მაშაადამე – შეცდომაში შემყვანად და დამაბრკოლებლად მრავალთათვის. ასეთი “წმინდანების” მომრავლება ეკლესიაში საფრთხეს უქმნის ეკლესიის სწავლების უცვლელობასა და უცთომელობას, აძლიერებს ეკლესიისთვის მიუღებელ მოდერნისტულ სულისკვეთებას.
როგორც ვთქვით, გრიგოლ ფერაძის ცხორების, მისი პიროვნების – მეცნიერისა და თეოლოგის – ჩამოყალიბების შესახებ ცნობებს თავად გრიგოლ ფერაძე გვაწვდის თავის წერილებში. ამ წერილებიდან ჩანს, რომ გრიგოლ ფერაძე ევროპაში სწავლისა და სამეცნიერო მოღვაწეობის პერიოდში ყალიბდება ევროპული აზროვნებისა და დასავლური სულიერი ღირებულებების მატარებელ პიროვნებად, რაც, ძირითადად, განპირობებული იყო იმ გარემოთი და იმ წრით, რომელშიც მას უხდებოდა ცხოვრება, სწავლა თუ სამეცნიერო მოღვაწეობა. ასევე თვალნათლივ ჩანს, რომ გრიგოლ ფერაძის პიროვნებაში მეცნიერი სჭარბობს სასულიერო პირს. თავის მხრივ სასულიერო პირ ფერაძეში ეკუმენური აზროვნების ადეპტი ჭარბობს მართლმადიდებელ ქრისტიანს. იგი ოცნებობს იმ დღეზე, როდესაც დასავლეთის კათოლიკური “ეკლესია” და აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესია ურთიერთკომპრომისების გზით გაერთიანდებიან, მაგრამ შენარჩუნებული იქნება რომის “ეკლესიის” პრიმატი, როგორც ისტორიული აუცილებლობა. იგი ოცნებობს იმ “დიდებულ” დღეზე, როდესაც სარწმუნოებანი გაერთიანდებიან და მაცხოვრის ხეზე “სამი ტოტი” – მართლმადიდებლობა, კათოლიციზმი და პროტესტანტიზმი _ ერთმანეთს გადაეჭდობა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ გაერთიანებაში გრიგოლ ფერაძის მიერ არ იგულისხმება მწვალებელთა მოქცევა ჭეშმარიტებაზე, ანუ მათი ქრისტეს ეკლესიაში დაბრუნება.
პირველივე შეხედვით აშკარაა, რომ გრიგოლ ფერაძის აზროვნება არამართლმადიდებლურია და ეკლესიისთვის სრულიად მიუღებელი. მაშ რა შეიძლება იყოს არამართლმადიდებლური აზროვნების პიროვნების, მითუმეტეს სასულიერო პირის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანად შეაცხვის მოტივაცია? ერთადერთი მოტივაცია შეიძლება იყოს ამ პიროვნების მოწამეობრივი აღსასრული, ქრისტესთვის დათხეული სისხლი, რომელსაც წინ უსწრებს სინანული თავისი არაეკლესიური აზროვნებისა და გამონათქვამების გამო.
გრიგოლ ფერაძესთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, არა გვაქვს ცნობა მისი სინანულის შესახებ თავისი ეკუმენისტური აზროვნებისა გამო. მისი აღსასრულიც არ წარმოადგენს ქრისტეს სახელისთვის სისიხლის დათხევას. მეტიც, მის აღსასრულთან დაკავშირებით არ არის ცალსახობა და სრული გარკვეულობა, არამედ გვაქვს ორი განსხვავებული ვერსია. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი გრიგოლ ფერაძის აღსასრულის სახით სახეზეა მოყვასისათვის თავგანწირვა, ეს ჩაითვლება მოქალაქეობრივ გმირობად, რომლის მსგავსი ქმედება, რადგან საქმე მეორე მსოფლიო ომის პერიოდთან გვაქვს, თუნდაც ამ ომის დროს მრავალი იყო, როდესაც თავგანწირვისა და გმირობის შესაშურ მაგალითებს იძლეოდნენ კომუნისტი, ათეისტი მეომრები, მაგრამ არც ერთი მათგანი წმინდანად რუსეთის ეკლესიას არ შეურაცხავს.
არსებობს ასევე გადმოცემა იმის თაობაზე, რომ გრიგოლ ფერაძემ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გადაარჩინა მენშევიკების მიერ საზღვარგარეთ გატანილი საეკლესიო ფასეულობები. ესეც, უდავოდ, დიდ გმირობას წარმოადგენს და იმსახურებს უმაღლეს სამოქალაქო ჯილდოებსა და წოდებებს, მაგრამ ასეთი ღვაწლი სრულიად არასაკმარისია პიროვნების წმინდანად შერაცხვისათვის, მეტადრე, როდესაც მისი აზროვნება კლასიკური ეკუმენიზმის ნიმუშს წარმოადგენს.
იმისათვის, რათა სრულიად დავრწმუნდეთ გრიგოლ ფერაძის ეკუმენისტურ ცნობიერებასა და აზროვნებაში, გავეცნოთ მის შესახებ არსებულ მასალებს. გადმოცემას დავიწყებთ ჟურნალ “არტანუჯში” გრიგოლ ფერაძის ცხოვრების შესახებ მოყვანილი მასალით, ხოლო შემდეგ მოვიყვანთ თავად გრიგოლ ფერაძის წერილებიდან ამოკრებილი მასალას.
-------------------------------------------------------
მოვიყვან ციტატებს, თუ რატომ არ აღიარებენ მმკ წევრები წმ გრიგოლს წმინდანად:
წმ. გრიგოლი: ...ერთხელაც იქნება და გაერთიანდებიან სარწმუნოებანი დადგება დიდებული დღე, ჩვენი უფლის მწორედ მოსვლის წინ გაერთიანდებიან არა მარტო რომაული და ბერძნული ეკლესიები, არამედ ევანგელიკურიც შეუერთდება მათ, რომელიც ასევე წარმოადგენს ჩვენი უფლის ტაძარს.... როგორ გაერთიანდებიან ისინი, ეს ჩვენს ამოცანას არ წარმოადგენს, ეს სამეცნიერო კვლევის სფერო არ არის, არამედ იგი ყოველი ცოცხალი ქრისტიანის მოვალეობაა. ჩვენი უფლის რომელ მრევლსაც არ უნდა ეკუთვნოდეს იგი. ვინც ქრისტეს სასუფეველს სერიოზულად უყურებს, ის დაინახავს, რომ ქრისტიანობის არსი მტრობაში, შურში, ეჭვსა და ავაზაკობაში როდია, იგი უფლის მრევლის ძმურ სიყვარულში სულდგმულობს და ერთ მშვენიერ დღესაც ჩვენი მაცხოვრის ხეზე ეს სამი ტოტი ერთმანეთს გადაეჭდობა. (გამოყოფა ჩვენია ა.უ.).
17 ივნისი, 1927 წ.
----------------------
მმკ: ....მოყვანილი ამონარიდი სრულიად აშკარად გვიჩვენებს, რომ გრიგოლ ფერაძე თავისი მრწამსით ეკუმენისტია. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მას არ უღიარებია თავის ცდომილება და არ შეუნანია ეკუმენისტობა თავის სიცოცხლეში. ამიტომ, მიუხედავად სინოდიალური გადაწყვეტილებისა, იგი ვერ იქნება მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ისევე, როგორც არ შეიძლება გახდეს ქრისტეს ეკლესიის წმინდანი მწვალებელი ან არაქრისტიანი, როგორი გმირული აღსასრულით, მოყვასისა თუ სამშობლოსათვის თავგანწირვითაც არ უნდა აღესრულოს იგი. ამგვარ მამულისშვილთათვის არსებობს სხვადასხვა ერული, სახელმწიფოებრივი ჯილდოები.
...გრიგოლ ფერაძის კანონიზაციის შემდეგ ჩვენი ეკლესია, მისი წმიდა სინოდი გაემიჯნა ეკუმენიზმს და საერთო გადაწყვეტილებით გამოვიდა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოდან. ამიტომ, ვფიქრობთ, მართებული იქნება ამ ჭეშმარიტი გადასახედიდან მანვე შეაფასოს წინამორბედი აქტები და შეცვალოს მის მიერ ადრე მიღებული არამართებული გადაწყვეტილებები. ამის პრეცენდენტები არსებობს ეკლესიის ისტორიაში და ასეთი პრაქტიკა მიღებულია ეკლესიის ცხოვრებაში იმისათვის, რომ ეკლესია მაქსიმალურად იყოს დაცული შეცდომებისაგან.
ა. უნგიაძე
მიმაგრებული სურათ(ებ)ის ესკიზ(ებ)ი
ანუ აკრიტიკებენ სინოდს?
კაცო ეგ ყბადაღებული (მე პირადად აზრზე არ ვარ ვინები არიან,გასაგები მიზეზების გამო) ვიღაცები კი არა, აქ ფორუმზე მრავალჯერ მოღალატედ იწოდნენ საზღვარგარეთ მოღვაწე და აქ დარჩენილი ქართველები და მაგათგან რა გიკვირთ? ქართულ ენაზე არ ბაასობენო და ათასი სისულეები ითქვა , არადა თვით წმ. გრიგოლ ფერაძეს არცერთი ნაწარმოები ქართული არაა, რომ წმინდანია....
მაოცებს ბევრი, მაოცებს...
ketilmorcmune
რაღაც ძალიან მეცნობი
ისე კი ამ საკითხზე მე არაფერი მაქვს სათქმელი,
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირს უფრო მეტი ესმის ვიდრე სინოდს?
ეეჰჰ.
კაიროსის არ იყოს,
მართლა ეეჰჰჰ.
sandro40
ეკლესია არ ცდება, ეკლესია ქრისტეს სხეულია. შეცდება ყველა, შეიძლება პატრიარქიც, მაგრამ ეკლესია არა.
ცოტა არ იყოს დავიბენი,თუმცა ამ შემთხვევაში მემგონი ჯობია ჩვენი პირადი აზრებისგან თავი შევიკავოთ და წმინდა სინოდის გადაწყვეტილება მივიღოთ.მათ ნამდვილად ექნებაოდათ მისი წმინდანად შერაცხვის საბაბი.
sandro40
სანდრო სინოდის გარდა ეკლესიას ვის გულისხმობ სამღვდელოებას ხო პირველ რიგში?სამღვდელოებაც ხომ სინოდს უნდა დაემორჩილოს,თუ არა და აქედან მოდის ე.წ. პატარ-პატარა განხეთქილებები,არ არის სასურველი ყველაფერზე პასუხი მოვითხოვოთ.მთავარია გვქონდეს ნდობა ჩვენი ეკლესიის მესჭეებისა,თუნდაც იგივე პატრიარქის და დანარჩენზე შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ.
უფალი უშვებს იმ მადლს იმ ხალხზე, ვინც მაგას წვიტავს, რომ გადაწყვეტილება უშეცდომო იყოს, სხვანაირად ყველას შეუძლია აკრიტიკოს ნებისმიერი წმინდანი. იქნება სხვა წმინდანებიც არ იყვნენ "ღირსი" (ღმერთო მაპატიე), რომელთა სწავლებასაც ჩვენ მივყვებით ? ლამაზი იქნება ასე? რა ყველაფერზე ინტრიგნობა დაგჩემდათ ხალხო...
sandro40
აქ სანდრო საუბარი არაა სინოდის უცდომელობაზე. აქ საუბარია მმკ-ს არალოგიკურ შეთითხნულ ბრალდებაზე. კონკრეტულად კი შეთითხნილი ცილისწამება მდგომარეობს შემდეგში:
მმკ-ს "უწმინდესთაგანი" წერს:
დიდი ხანია არაფერი არ დამიპოსტავს იმის გამო რომ ,ზოგიერთები გაფრთხილებებს მაძლევენ.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში მაინც გადავეყვიტე მეთქვა,იმიტომ რომ საქმე ეხება ერთერთ განსაკუთრებულ ადამიანს წმინდანს რომელის ცხოვრებაც მე სტუდენტობის დროს კარგად შევისწავლე.მქონდა პატარა ნაშრომი მის ცხოვრებასთან დაკავშირებით.
ასევე საქმე შეეხო წმ,სინოდს,
მინდა ავღნიშნო რომ, არიან სხვადასხვა წმინდანები რომელთა ზოგიერთ აზრსაც ეკლესია ბოლომდე არ იზიარებდა.
სხვათაშორის საკმაოდ ცნობილნიც. მაგრამ ამან ხელი არ შეუშალა იმას რომ ისინი წმინდანად შერაცხულიყვნენ.მართლმადიდებელი ქრისტიანის ცხივრებაში მნიშვნელოვანი არის ქრისტიანული ცხოვრება და ქრისტიანული აღსასრული.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში ორივე შეინიშნება.
უმორჩილესად გთხოვთ მოიძიოთ და ბოლომდე შეისწავლოთ წმ,გრიგოლ ფერაძის ცხოვრება და მიდსი მოწამეობრივი აღსასრული.
რაც საფუძველი გახდა მისი წმინდანთა დასში შერაცხვისა.
სამწუხაროდ წყაროებს ვერ მიგითითებთ ,თავად მონახეთ.
არის წიგნი წმინდა გრიგოლ ფერაძეზე და შეგიძლიათ ნახოთ მე წავიკითხე ამ ზაფხულს.
გრიგოლ ფერაძის წმინდანად შერაცხვა , წმ. სინოდის საქმეა და ჩვენ არა მგონი ვინმე გვეკითხებოდეს მისი გადაწყვეტილების გარჩევას.
რაც შეეხება წმ. გრიგოლ ფერაძის აღნიშნულ ნაშრომს აქ ის შეიძლება ცდებოდეს, კერძოდ იმ საკითხებში სადაც კომპრომისს ახსენებს და დასავლეთის ეკლესიის დომინანტურობაზე საუბრობს. აღნიშნულის შესახებ მამა ირაკლიმ ნათლად ბრძანა, რომ არის პრეცენდენტი სადას ეკლესია ზოგ საკითხებში არ იზიარებს წმინდანის ზოგიერთ შეხედულებებს, მაგრამ არც კრიტიკის ქარცეცხლს არ ატეხავს. ასე რომ წმ. გრიგოლ ფერაძის ზოგ საკითხებში არასწორი შეხედულებების მიუხედავად იგი შეიძლებოდა წმინდანად შერაცხულიყო.
ასე რომ თუ გრ. ფერაძემ რამე არასწორად განმარტა სულ არ წარმოადგენს რაიმე კოზირს ეკუმენისტებისათვის და არც მართლმადიდებლებისთვისაა დიდი ტრაგედია.
აბო.
მნათე
მნათე
მნათე
წმინდანებს ზოგჯერ ეშლებოდათო, აქ გაჟღერდა.
სწორია. მაგრამ იმ მომენტში ისინი არ იყვნენ წმინდანები ანუ სულით აღვსილები.
რადგან სულიწმინდას არ ეშლება და ვისზეც სული განისვენებს ისიც არ სცდება.
თუ ვინმე სინათლით არის მოცული ის ყველაფერს ნატლად ჭვრეტს და არ შეიძლება შეეშალოს.
ხოლო კაცს განეშორება და მიეახლება სულიწმინდა,ისე როგორც ბასილი დიდი ამბობს :სავსე და დამცხრალი მთვარესავითო.
ამიტომ აბომ სწორედ ბრძანა, ეკლესიას სული არ აკლდება, ამიტომ ეკლესიის დადგენილი, ჭეშმარიტია.
მნათე
მოკლედ ახლა პაწა საქმე მაქვს, ამ თემაში გრიგოლ ფერაძის ნაშრომებით დავბრუნდები სულ მალე, თორე იქმნება შთაბეჭდილება რომ არაფერია სადავო და მეც რიგითი უსაქმური ვარ.
მნათე
მომისმინე....
დემაგოგია ეწოდება მართებული აზრებით მსჯელობას სხვა საკითხზე საუბრისას საიმისოდ, რომ თანამოსაუბრის თვალში გამოვჩნდეთ, რომ ჩვენი აზრია სწორი.
ახლა ვნახოთ ვინ ეწევა დემაგოგიას:
დასვი კითხვა:
კანონისტი
რატომ მეგონა რომ დაფასებულ იყო არა მხოლოდ აღსასრულის გამო არამედ მისი მოღვაწეობის გამოც? ნუთუ ვცდებოდი? არა არ ვცდებოდი!
Misha Songulashvili
კანონისტი
მნათე
ხო იცი მაშინდელი არქივები არეული იყო რაღა დაგემართა.წმ.გრიგორ ფერაძეს პარიზში როცა ის ქართველ მრევლს შეხვდა თქვა შემდეგი:"ჩვენ ვართ მართმადიდებელნი.მართმადიდებელი რუსეთის ბატონობამ ჩვენში და ეკლესიის პოლიტიკურ იარაღად ხმარებამ,თვით ჩვენმა გადაგვარებამ და რელიგიურმა მოუვლელობამ,თიტქმის ერტ საუკუნეზე მეტია ,ჩვენში შეგნება და სიყვარული მარტმადიდებლობისადმი დაასუსტა.ჩემი პირველი მოვალეობა არის და იქნება,გითხრათ:-მართმადიდებლობა იყო და არის უდიდესი განძი,რომელიც ჩვენ ერს ოდესმე ქონია,ამ განძისათვის მსხვერპლად იწირებოდნენ ჩვენი წინაპრები,არჩევდნენ ყოველგვარ შეურაცყოფას და თვით სიკვდილს-ფუფუნებას და თუ გნებავთ-პოლიტიკურ სარგებლობასაც.მართმადიდებლობა არის თვით ღირებულება,და-მხოლოდ მხოლოდ ამისათვის ღირს ცხოვრება და სიკვდილიც!!!"(მარიამობისთვე,პარიზი.1931წ.)აბა ახლა ხედავ ამ სიტყვებში მოწამის სულს.ხოდა მაშინ ეკუმენიზმი არ იყო როგორც ეს ესეტი რაღაც და ეს განცხადება შეიძლება გატვილი ქონდა ისეთ მასაზე იმ დროს რომ მათ ასე ჭირდებოდათ.ერეტიკული კიდე ნუ გამოსაძიებელია რაღა ვქნა არ ვიცი ჯერ ნუ გავიცინებთ.ისე კარგი იქნებოდა ეგეთი ჯიგრული მხილებით დღევანდელი ცოხლები გვემხილებინა განა მარტო რომ ქადაგებენ ერეს არამედ ხელსაც რომ აწერენ კაი გვარიანად.იხარე შემო გვერძე თემაში და ვამხილოთ დღევანდელი ვარამი.
sandro40
წმ. გრიგოლი: ...ერთხელაც იქნება და გაერთიანდებიან სარწმუნოებანი დადგება დიდებული დღე, ჩვენი უფლის მეორედ მოსვლის წინ გაერთიანდებიან არა მარტო რომაული და ბერძნული ეკლესიები, არამედ ევანგელიკურიც შეუერთდება მათ, რომელიც ასევე წარმოადგენს ჩვენი უფლის ტაძარს.... როგორ გაერთიანდებიან ისინი, ეს ჩვენს ამოცანას არ წარმოადგენს, ეს სამეცნიერო კვლევის სფერო არ არის, არამედ იგი ყოველი ცოცხალი ქრისტიანის მოვალეობაა. ჩვენი უფლის რომელ მრევლსაც არ უნდა ეკუთვნოდეს იგი. ვინც ქრისტეს სასუფეველს სერიოზულად უყურებს, ის დაინახავს, რომ ქრისტიანობის არსი მტრობაში, შურში, ეჭვსა და ავაზაკობაში როდია, იგი უფლის მრევლის ძმურ სიყვარულში სულდგმულობს და ერთ მშვენიერ დღესაც ჩვენი მაცხოვრის ხეზე ეს სამი ტოტი ერთმანეთს გადაეჭდობა.
17 ივნისი, 1927 წ.
მიუხედავდ იმისა რომ წმ.გრიგორის შრომებს არ ვიცნობ მინდა ეს შეკითხვა დავსვა ეს ნაწერი დადასტურებულია რომ წმ.გრ.ფერაძეს ეკუთვნის? და თუ ეკუთვნის იქნებ ის წითელი სიტყვა ჩაამატა? ურომლისოდაც ტექსტი საერთოდ აღარ არის ეკუმენისტური. ან რატომ იხვევთ ხელზე 27 წელს გამოხატულ აზრს როცა ეკუმენური აზროვნება არც იყო ჩამოყალიბებული?და რა იგულისხმა მოწამემ მაგ დროს? რა ის რომ ქრისტიანებს ერთობისკენ მოუწოდოს ეს ეკუმენიზმია? ამ ერთობაში თუ ყველას დედა სამოციქულო ეკლესიაში გაერთიანებისაკენ მოუწოდებდა? ამ ნაწერის სიტყვა-სიტყვით გარჩევაც შეიძლება და ვნახოთ.
აბო.
მნათე
აქ აე წერია
საკმაოდ ვრცელი სტატია ვნახე გრიგოლ ფერაძესთან დაკავშირებით, აი ეს ლინკიც: http://www.orthodoxy.ge/skhva/peradze.htm
აქ კი რამდენიმე საგულისხმო აბზაცს გადმოვიტან მხოლოდ:
1995 წლის 19 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე, სვეტიცხოველში, წმიდა მღვდელმოწამე თევდორესთან ერთად წმიდანებად შეირაცხნენ ახალი დროის ღვაწლმოსილი საეკლესიო მოძღვარნი: გაბრიელ ეპისკოპოსი (ქიქოძე), ალექსანდრე ეპისკოპოსი (ოქროპირიძე), ალექსი ბერი (შუშანია), საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი (ხელაია), მღვდელმოწამენი - მიტროპოლიტი ნაზარი სამღვდელო დასითურთ და არქიმანდრიტი გრიგოლი (ფერაძე).
წმიდანთა კანონიზირების შესახებ საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ უწყებაში ნათქვამია: „...ამ ღირსი მამების ღვაწლის, ეკლესიისა და სამშობლოს წინაშე მოხდილი ვალის მოხსენიება გვმართებს არა იმდენად მათთვის სათანადო პატივის მისაგებად (რასაც მათი ქრისტიანული თავმდაბლობა სრულად გამორიცხავდა), არამედ უფრო ჩვენი მშფოთვარე და გზააბნეული ახალგაზრდობის ასაღორძინებლად და აღსაზრდელად.
სამწუხაროდ ქართველმა ერმა ვერ გაიგო და ვერ გააცნობიერა მათი მოწამებრივი აღსასრულის მნიშვნელობა: ერთი, რომ ეს მხარე მისთვის დიდხანს, წლების მანძილზე დაფარული იყო და საიდუმლოებით მოცული, მეორეც ამ გზის მნიშვნელობის გათვითცნობიერებას დრო და მანძილი სჭირდებოდა... და ეს მაშინ, როდესაც სწორედ ამ მოწამეობრივი გზის მნიშვნელობის გაცნობიერებაა ერის სულიერი და ზნეობრივი გადარჩენის ერთადერთი ორიენტირი“.
დღეს, როდესაც საზოგადოების ერთ ნაწილს ეკლესიის სულიერი და ინტელექტუალური ძალების მიმართ უნდობლობა დაუფლებია, ხოლო მეორე მხრივ, რელიგიური ფანატიზმი ღვივდება და ყალბი, რიგორისტული პათეტიკით მრევლს კარდახშულობისა და სიბნელისკენ მოუწოდებენ, განსაკუთრებულად აქტუალური ხდება სწორედ იმ ღვთივმოვლენილ ადამიანთა მოღვაწეობისა და გამოცდილების გაცნობა და გააზრება, რომელნიც თითქმის ჩვენი თანამედროვენი იყვნენ და ისეთივე სეკულარიზებულ სამყაროში უხდებოდათ საღვთო უღლის ზიდვა, როგორშიაც ჩვენ გვიწევს ცხოვრება.
მამა გრიგოლი დაიბადა 1899 წლის 31 აგვისტოს სოფ. ბაკურციხეში (სიღნაღის მაზრა), მღვდლის რომანოზ ფერაძის ოჯახში, დედამისი მარიამ სამადალაშვილი აგრეთვე მოძღვრის ქალიშვილი გახლდათ, მისი მამა თბილისის პეტრე და პავლე მოციქულების სახელობის ეკლესიის მოძღვარი იყო - მამა ბესარიონი. რომანოზს გორის საოსტატო სასწავლებელი დაუმთავრებია ვაჟა-ფშაველასთან ერთად, ამის თაობაზე სოლომონ ყუბანეიშვილი გვაწვდის ცნობას.
მამა რომანოზი გარდაიცვალა 1905 წელს. ამ უწესიერესი და ქველმოქმედი ადამიანის ოჯახს ისე უჭირდა, რომ, როგორც მამა გრიგოლის დღიურებიდან ვიტყობთ, დასაკრძალი ფულიც კი არ ჰქონიათ, ამასთან დაკავშირებული ხარჯები, მამა გრიგოლის ბიძას, ყვარლის მღვდელს გიორგის გაუწევია. გრიგოლი ერთხანობას მასთანაც იზრდებოდა, მაგრამ შვილების აღზრდის მთელი სიმძიმე დედას აწვებოდა, მან შუათანა შვილი, მამა გიორგის რჩევით, მამის კვალზე დააყენა. 1913 წელს გრიგოლმა თბილისის სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა, 5 წლის შემდეგ კი - სასულიერო სემინარია. სემინარიას იმჟამად კორნელი კეკელიძე რექტორობდა. გრიგოლი საუკეთესო იყო სემინარიის კურსდამთავრებულთაგან და ამიტომაც საკათალიკოსო საბჭომ პროფესორ კეკელიძის შუამდგომლობით მიმართა გენერალ ფონ კრესს გრიგოლ ფერაძისთვის რომელიმე გერმანულ თეოლოგიურ ფაკულტეტზე სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე (მისი რუსეთში გაგზავნა ბოლშევიზმის გამო შეუძლებელი იყო). ფონ კრესი საკათალიკოსო საბჭოს ოფიციალურ მიმართვას შეჰპირდა, მაგრამ გერმანიაშიც იმჟამად რევოლუციური ქაოსი სუფევდა და ეს გეგმა ჩაიშალა.
გრიგოლმა თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების განყოფილებაზე (მაშინ ფაკულტეტები ჯერ არ იყო) გააგრძელა სწავლა, პარალელურად კი სოფელ ხანდაკის სკოლაში მასწავლებლობდა. როგორც მამა გრიგოლის ბიოგრაფი დეკანოზი ჰენრიკ პაპროცკი აღნიშნავს, კორნელი კეკელიძეს გრიგოლი შესაძლოა უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში დაუახლოვდა და სწორედ ამან გამოიწვია მისი განსაკუთრებული დაინტერესება საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების ისტორიით, ძველი ქართული ლიტერატურითა და ლიტურგიკული ტექსტებით. ამასობაში გრიგოლს „სამხედრო ბეგარის“ დრომაც მოუწია და იძულებული გახდა დროებით შეეწყვიტა სწავლა (1919-1921).
მგონი მაინც დიდი გამოდის, ასე რომ ევროპაში წასვლამდ ემისი განათლების შესახებ აღარ დავაკოპირებ...
1922 წლის 12 მაისს გრიგოლ ფერაძე ევროპული აკადემიური ცოდნის კარს აღებს, - ბერლინის უნივერსიტეტის თეოლოგიურ განყოფილებაზე ირიცხება.
ბერლინის უნივერსიტეტს თეოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხით ამთავრებს.
1925 წლის 29 აპრილიდან გრიგოლი ბონის უნივერსიტეტის სტუდენტია.
დისერტაციის სრული სათაურია „ქართველ ბერთა ისტორია 1065 წლამდე. დამატებითი ცნობები აღმოსავლური მონაზვნობის ისტორიისთვის“. 1927 წელს, 17 დეკემბერს, ხსენებული ტექსტის საფუძველზე, ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი დაიცვა. ნაშრომმა უმაღლესი შეფასება მიიღო - „ფრიად კარგი“. იმასაც აღვნიშნავ, რომ იგი დღემდე ერთადერთი გამოკვლევაა, სადაც თანმიმდევრულად არის გააზრებული ქართული სამონაზვნო ცხოვრება. როგორც ჩანს, სადისერტაციო თემის შინაარსმა სამეცნიერო საზოგადოება გააკვირვა - ქართველ ბერთა შესახებ თითქმის არავინ არაფერი იცოდა. რამ განაპირობა მამა გრიგოლის დაინტერესება ქართული მონაზვნობის ფენომენით? ამ კითხვაზე თავადვე პასუხობს ზემოხსენებულ საანგარიშო მიმოხილვაში: „კითხულობენ და ალბათ არც უსამართლოდ, რატომ მაინცდამაინც ბერობა ქართული ეკლესიისა, რომელიც ასე უცნობია? მართებულია პირველი ნაშრომი ბერობას რომ ეხება?
ამის შემდეგ უკავშირდება სწორედ კათოლიკე მეცნიერებს და მათთან ერთად მუშაობს რამდენიმე წელი.
ამის შემდეგ ბონის უნივერსტეტში მუსაობს ქართველოლოგიის კათედრაზე, კითხულობე ლექციებს და ა.შ. „ქართველოლოგიის განვითარებამ ახალი ბიძგი მიიღო მას შემდეგ, რაც ბონში ქართველმა გრიგოლ ფერაძემ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, გახდა უნივერსიტეტის ქართული ენის მასწავლებელი და დაიწყო თავისი შრომების გამოქვეყნება... გუსენის, ფერაძის, ბაუმშტარკის და დეეტერსის გარდაცვალების შემდგომ, აგრეთვე ი. მოლიტორისა და კ. შმიდტის სხვა უმაღლეს სკოლებში გადასვლის შემდეგ ბონის უნივერსიტეტში ქართული ენა აღარ ისწავლება“.
1929 წლის 21 ივლისს ქართული ეკლესიის ისტორიისთვის მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა; გრიგოლ ფერაძის თაოსნობით ჩატარდა პარიზის ქართული სამწყსოს კრება, სადაც, როგორც უკვე აღვნიშნე, დაარსდა ევროპაში პირველი და დღემდე ერთადერთი ქართული ეკლესია. 28 აგვისტოს კი რეგისტრაცია გაიარა „ჟურნალ ოფისიელ დე ლა რეპუბლიკ ფრანსეზში“.
რაც შეეხება მის სასულიერო მსახურებას: 1930 წლის შობის დღეებში მძიმედ დაავადებულა. სიკვდილის პირას მისულს ხილვაში გაცხადებია, რომ უფლისთვის ბოლომდე უნდა მიეძღვნა თავი და 1931 წლის 18 აპრილს, ჯერ სრულიად ახალგაზრდა, მაგრამ უკვე პატივდებული მეცნიერი ლონდონის წმიდა სოფიის ბერძნულ საკათედრო ტაძარში ბერად აღიკვეცა, 19 აპრილს იქვე ეკურთხა დიაკვნად, ხოლო 25 მაისს პარიზის წმიდა სტეფანეს ბერძნულ საკათედრო ტაძარში მღვდლად ხელდებენ და მის მიერვე დაარსებულ წმიდა ნინოს სახელობის ქართულ ეკლესიაში ამწესებენ წინამძღვრად. კვლავ მამა ჰენრიკს დავესესხები: „ამ დროიდან მოკიდებული მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე, იგი დაუღალავად იღვწოდა პარიზის ქართული ეკლესიისთვის და ეს საქმე თავისი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ამოცანად მიაჩნდა. როდესაც გრიგოლ ფერაძე ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი გახდა, საშობაო, სააღდგომო და საზაფხულო არდადეგებზე ყოველთვის პარიზში ჩადიოდა. მისი უკანასკნელი ხელმოწერა ქართული ეკლესიის სამეტრიკო წიგნში 1939 წლის 1 იანვარს გვხვდება“.
მამა გრიგოლის უძირითადესი საზრუნავი და გაუნელებელი ტკივილი, ბუნებრივია, საქართველო იყო. თითოეული მისი ნაბიჯი სამშობლოში დასაბრუნებელ გზას ეძიებდა. აი, რას წერს ერთ-ერთ წერილში კორნელი კეკელიძეს, რომელთანაც ხშირი და, ძირითადად, სამეცნიერო ხასიათის მიმოწერა ჰქონდა: „...საშინლად ვიტანჯები. არაფრის ხალისი არ მაქვს... თუმცა ნივთიერად სრულიად უზრუნველყოფილი ვარ... რისთვის ვიტანჯე ამდენი ხანი, რისთვის ვისწავლე, რისთვის მოვიარე თითქმის მთელი ევროპა? რატომ არ მიშვებენ სახლში?“
მის მიერ 1931 წელს დაარსებული ქართულენოვანი სამეცნიერო-რელიგიური წელიწადეული „ჯვარი ვაზისა“, რომელშიაც თითქმის ყველა პუბლიკაცია მამა გრიგოლის კალამს ეკუთვნის, ზემოთქმულის საილუსტრაციოდ გამოდგება. აქ დაბეჭდილი მასალის იდეური ბირთვი ქადაგებებია, მათგან განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია: „განმარტება მამაო ჩვენოსი - შინაარსი ჭეშმარიტი მოქალაქეობისა“, სხვათა შორის, ნაწილი ამ ქადაგებათა ციკლისა გამოქვეყნდა საპატრიარქოს ჟურნალ „ჯვარი ვაზისაში“. „როდესაც ეკლესია ლოცულობს ან ლაპარაკობს სამშობლოზედ, - ამბობს მამა გრიგოლი, - ის არ ჰგულისხმობს პირველ რიგში ტაძრებს, ან საქართველოს მზეს ან მთებსა და ველებს, არამედ ადამიანს და მის კეთილდღეობას, რომელიც ყველა ამათ ჰქმნის, სდარაჯობს, სულს უდგამს, ინახავს და იცავს, და რომელიც გრძნობს წინაპრების ანდერძს და ესმის ენა თავისი ქვეყნის, რომელმაც იცის პასუხისმგებლობა თვისი ამ ანდერძის წინაშე და სცდილობს შეძლებისდაგვარად ერთი ნაბიჯი მაინც წინ წადგას ამ გზაზე. და ეკლესია უდგას გვერდით ამ ადამიანს, - ეხმარება ამ ანდერძის აღსრულებაში, და ეს ანდერძია: ძიება ღვთისა და ძიება სასუფევლისა, ძიება ღვთის სიმართლის ამ ქვეყანაზე - ბრძოლა უფლებისათვის, თავისუფლებისათვის და განვითარებისათვის. ამ ანდერძით ჩვენ არ ვართ შეზღუდულნი ჩვენი სამშობლოთი. ეს ანდერძი დღეს პირველ რიგში სულიერ რელიგიურ-კულტურული ხასიათისაა და მას ჩვენ აქ ისევე შეგვიძლიან ვემსახუროთ და შეიძლება უკეთაც, ვიდრე ჩვენს სამშობლოში“. მაგრამ იქვე აღნიშნავს, რომ „ემიგრაციას არ აქვს პოტენცია შემოქმედებითი, - იგი არის ჯამი, სინთეზი ყველა იმ მუშაობისა, რაც კეთდებოდა მის ქვეყანაში, მის წინ.
ჯვარი ვაზისა“ 1934 წლამდე გამოიცემოდა. სულ ოთხი კრებულია. საინტერესო მასალაა შეკრებილი. წარმოდგენილია წმიდა ნინოს სამწყსოს წესდება, წმიდა იოანე ნათლისმცემლის მონასტრის ქრონიკა - შესავალი წერილითა და კომენტარებით, ძველებრაულიდან თარგმნილი „ქებათა ქება“, რომელსაც მამა გრიგოლი „შაირთა შაირს“ უწოდებს, წერილი ქართული წარმართობის შესახებ, სადაც დასაბუთებულია წმიდა გიორგისადმი თაყვანისცემის უნიკალურობა საქართველოში, ბესარიონ გაბაშვილის მანამდე უცნობი ლექსი და სხვა. დაბეჭდილია აგრეთვე მამა გრიგოლის სულიერი ძიებებისა და ინტერესების ამსახველი მეტად საყურადღებო პოემა: „რომელი ქერუბინთა“. პოემიდან მხოლოდ ერთ ამონარიდს შემოგთავაზებთ. ვფიქრობ, ამ პატარა ლექსში მოძღვრის მოწოდებაა გააზრებული:
„წირვა დაიწყო, სხივი ანათებს
დაძველებულ და დაფლეთილ სამოსს,
ჩემი ოცნება მათზედ უნართავს
მწყემსებს ბიბლიის მეხბორე ამოსს.
მერწმუნეთ! წირვა ბევრი მინახავს
აქამდისინ კი არ განმიცდია,
თუმცა ვებრძოდი დამკვიდრებულ ხავსს
და ჩემი გული ბევრჯერ მიცდია...
...აღარვინ შველას, ლხენას მომიტანს,
გასამგზავრებლად ვემზადებოდი
ამ დროს მომესმა ძახილი ციდამ:
საით მიილტვი საბრალო მონავ?
დარჩი შენს ერში, გადიქეც ხიდად,
სოფლის სიმძიმეს გოჯზედ ნუ სწონავ!
გიყვარდეს იგი, ევლე მის სახეს
და მასში სძებნე ღვთის ჩანასახი“.
მამა გრიგოლთან თანამშრომლობდნენ და მეგობრობდნენ ქართული ემიგრაციის რჩეული წარმომადგენლები: ექვთიმე თაყაიშვილი, მიხეილ თარხნიშვილი, მიხეილ წერეთელი, ზურაბ ავალიშვილი, გიორგი გვაზავა, კალისტრატე და ნინო სალიები, ვიქტორ ნოზაძე, გიორგი ნაკაშიძე და სხვანი. ბონში ხვდებოდა ნიკო მარს, რომელსაც შემდეგ წერილობით უკავშირდებოდა საბჭოეთში, როგორც ამერიკაში აკაკი პაპავასა და ინგლისში ანდრია გუგუშვილს, ჟურნალ „გეორგიკას“ გამომცემელს.
ბევრმა, ალბათ, არ იცის, რომ უცხოეთში გატანილი ეროვნული საგანძურის გადამრჩენელი, ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად, მამა გრიგოლიც გახლდათ; მოგეხსენებათ ფაშისტების მიერ ოკუპირებულ საფრანგეთში საქართველოს მენშევიკური მთავრობა გადახდისუუნარო აღმოჩნდა. ამ ფაქტმა საგანძურის აუქციონზე გატანის საკითხი წამოჭრა. გერმანელებმა უმალვე გამოთქვეს განძის შეძენის სურვილი და მისი მატერიალური ღირებულების თაობაზე კომპეტენტური დასკვნის წარმოდგენა გრიგოლ ფერაძეს დაავალეს. არჩევანში ნამდვილად „არ შემცდარან“. მამა გრიგოლმა ჩვენი სიწმინდეები გულმოდგინედ აღნუსხა, ხოლო საექსპერტო განაჩენი დაახლოებით ასე ჟღერდა: „ეს ნივთები მატერიალურად ნაკლებად ფასეულია, მათ მხოლოდ ქართველი ერისთვის აქვს ისტორიული მნიშვნელობა“. ეროვნული საუნჯე ხელუხლებელი დარჩა. ექსპერტი, გერმანელთათვის ეჭვშეუვალი, სამეცნიერო კომპეტენტურობის გარდა, ზნეობრივი ღირსებების გამოც უნდა ყოფილიყო. ვიქტორ ნოზაძე წერს, რომ „გრიგოლი იყო პიროვნულად უმწიკვლო, განუსაზღვრელად სპეტაკი და ღრმად მორწმუნე“ და იქვე იხსენებს: „მას ჰქონდა (არ მახსოვს რომელი საუკუნისა) ძვირფასი ქართული გარდამოხსნა, რომელშიც ათასობით ოქროს აძლევდნენ, მაგრამ არა ჰყიდდა - საქართველოს მუზეუმს უნდა მივართვაო“.
1931 წელს მამა გრიგოლი ბონის უნივერსიტეტს გამოეთხოვა. 1934 წლამდე პარიზში ცხოვრობდა, სამოძღვრო მსახურებასთან ერთად აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა ოქსფორდის, სორბონის, დუბლინისა და კრაკოვის უნივერსიტეტებში. ლექციებსა და მოხსენებებს კითხულობდა ძველი ქართული კულტურის, ადრეული ქრისტიანობისა და აღმოსავლეთის ეკლესიების შესახებ. ინგლისის, პარიზისა და ლაიპციგის ბიბლიოთეკებში ეძიებდა და იკვლევდა ქართულ ხელნაწერებს, რაც ზეადამიანურ ძალისხმევასთან იყო დაკავშირებული: რადგან „ასეთი მასალის შეკრება მთელი სამეცნიერო ინსტიტუტის ან საზოგადოების საქმე გახლავთ და არა ერთი კაცისა, ...სჭირდება მრავალი წინასწარი კვლევა, მოგზაურობა და გაუთავებელი ძიება ბიბლიოთეკებში“ („გრიგოლ ფერაძე“, 1995 წ. თბ. გვ.23).
1939 წელს სრულიად პოლონეთის მიტროპოლიტმა დიონისე ვალედინსკიმ მიიწვია ვარშავის უნივერსიტეტის თეოლოგიური ფაკულტეტის პროფესორის მოადგილედ. მამა გრიგოლი დათანხმდა და საცხოვრებლადაც ვარშავაში გადავიდა. თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებით გამოვიდა მოხსენებით: „პატროლოგიის როლი, ამოცანები და მეთოდები მართლმადიდებლურ თეოლოგიაში“. პარიზში, როგორც ჩანს, ხელმოკლედ ცხოვრობდა, თავად უხდებოდა ეკლესიის შენახვაც, პოლონეთში კი მატერიალურად უზრუნველყოფილი იქნებოდა. ამას გარდა, იქ ქართული დიასპორა იყო, რომელიც ძირითადად კონტრაქტის ოფიცრებისგან შედგებოდა და სულიერი მზრუნველობა მათაც ჭირდებოდათ. ვარშავაში გადასვლით წმ. ნინოს სამწყსოსთან ურთიერთობა არ შეუწყვეტია. 1938 წლამდე - პოლონეთის ოკუპაციამდე, არდადეგებს ძირითადად პარიზში ატარებდა და დიდ დღესასწაულებზეც იქ აღავლენდა წირვას.
1934 წელს, ლონდონში, წმ. სოფიას საკათედრო ტაძარში, არქიმანდრიტის წოდება მიიღო, დუბლინში კი, მიტროპოლიტ დიონისეს დავალებით, ეპისკოპოსმა საბამ მიტრით შეამკო.
მამა გრიგოლის მოგზაურობანი ცალკე თემაა. ქართველთა ნაკვალევს მიყვებოდა რუმინეთში, ბულგარეთში (სოფიის საჯარო ბიბლიოთეკაში პეტრიწონის ტიპიკონის ქართული ვერსია აღმოაჩინა), საბერძნეთში. ბალკანეთზე მოგზაურობას მიმოიხილავს ნარკვევში: „ქართული ელემენტის გავლენა ბალკანეთის ხალხების კულტურაზე“. ორიოდ ფრაგმენტს გავიხსენებ დასახელებული ნაშრომიდან: „ათონზე ორი მიზნით გავემგზავრე, როგორც მოგზაური და როგორც მკვლევარი, ვითარცა მოღვაწეს მაინტერესებდა შემეტყო, როგორ ცხოვრობდნენ იქაური ბერები და თვითონაც მეგემნა იქაური ცხოვრება. ამასთან, მსურდა ივერიის მონასტრის ქართული ხელნაწერები დამეთვალიერებინა. ზოგი მათგანი გადამეწერა: შემეკრიბა მასალები მეცხრამეტე საუკუნეში იქ მცხოვრები ქართველების შესახებ; და ბოლოს, მსურდა შემეძინა ქართული წიგნები და, თუ შევძლებდი, ქართული ხელნაწერებიც“. „ათონზე მცხოვრები ქართველები (ისინი სულ ხუთნი არიან) ძლიერ მოხუცდნენ და გაღარიბდნენ, მაგრამ სიღარიბეს ნაკლებად უჩივიან. მათი მთავარი საზრუნავი ის არის, რომ შესაძლოა უკანასკნელი ქართველები აღმოჩნდნენ ათონის მთაზე... იქნებ მოხერხდეს მათთან მოწაფეების გაგზავნა. განსაკუთრებით ერიდებიან იმაზე საუბარს, თუ როგორ დევნიან ბერძნები, ალბათ, ამას აკეთებენ ქრისტიანული კეთილშობილების გამო (რაშიც ღრმად ვარ დარწმუნებული). ყოველ შემთხვევაში, რელიგიური და ზნეობრივი ნორმების მიხედვით ქართველები დღესაც პირველნი არიან ათონზე, ასე დამარწმუნეს ბულგარელმა და მოლდაველმა ბერებმა“. ათონზე დიდმოწამეთა: ანტონის, იოანესა და ევსტათის ბერძნულ ვერსიას მიაკვლია და ილარიონ ქართველის (ახლის) ცხოვრება გადაწერა. შეიძინა 15 ქართული ხელნაწერი. ამბობდა, რომ „უწმიდეს მოვალეობად უნდა მივიჩნიოთ შემორჩენილი ფრაგმენტების მოძიება და შესწავლა, რაც დიდ დახმარებას გაუწევს საქართველოს ისტორიის შესწავლასა და ქართული ელემენტის პოპულარიზაციას საზღვარგარეთ, ამასთანავე მოგვანიჭებს ძალას დღევანდელობის უკეთ გააზრებაში“.
1936 წელს, 5 აგვისტოდან 28 სექტემბრამდე სირია-პალესტინაში იმყოფებოდა. წმიდა მიწაზე, მონასტრებსა და ბერძენთა საპატრიარქოში მოიძია 162 ქართული ხელნაწერი, შავ მთაზე და დამასკოში 24 ქართული ხელნაწერი ფურცელი შეიძინა. აგრეთვე შეისყიდა V-VI საუკუნეების ეტრატი. „ეტრატი წარმოადგენდა უძველეს ქართულ ისტორიულ საბუთს, რომელსაც იგი თავზე ევლებოდა და მოწიწებით ემთხვეოდა“ - წერს ვიქტორ ნოზაძე.
უბრალოდ მართლა ძალიან დიდია და აღარ ვაკოპირებ: მან აღმოაჩინა, აღნუსხა და გამოიკვლია ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ქართულ ხელნაწერი, მნიშვნელოვაი დოკუმენტები...
სამეცნიერო მემკვიდრეობა საკმაოდ ვრცელია. მისი ყველა შრომა ერთნაირად მაღალი დონისაა - წერს დეკანოზი ჰენრიკი - მრავალრიცხოვანი რეცენზიები არაჩვეულებრივად ფართო ერუდიციის დადასტურება გახლავთ. მამა გრიგოლ ფერაძემ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მართლმადიდებლობის ისტორიაში, მისი სახელი მსოფლიო მეცნიერების ისტორიაშიც სამუდამოდ ჩაიწერა. ამას მოწმობს სხვადასხვა მეცნიერთა მიერ მისი ნაშრომების ხშირი მითითება; ანდრე ტარბი, იულიუს ასფალგი, პაულ კლუგერი ციტირებას ახდენენ მისი შემოქმედებიდან, როგორც კლასიკური შრომებიდან“. მამა გრიგოლის ნაშრომები რეცენზირებულია ა. ბაუმშტარკის, მ. თარხნიშვილის, გ. დეეტერსის, რ. ჟანენის და სხვათა მიერ. ივ. ჯავახიშვილი და კ. კეკელიძე არაერთხელ იმოწმებენ ან ეკამათებიან მას. ვიტენბერგის უნივერსიტეტში გრიგოლ ფერაძის სახელობის კაბინეტი არსებობს, რომელსაც პროფესორი ჰოლცი ხელმძღვანელობს. პოლონურად ითარგმნება მისი გამოკვლევები
მოკლედ, ამის შემდეგ, ქართველებმა გასცეს და გესტაპოს ჩააბარეს და დაიწყო მისი წამება.... მგონი აზრი აღარ აქვს დაკოპირებას, ვისაც დაგაინტერესებთ სრული ტექსტი წაიკითხეთ...
.nino
ლინკი დაწერილია და ვისაც უნდა წაიკითხავს. თემა კი მის კანონიზაციას და მმკ-ს რეაქციაზეა. ან დაწყვიტე პოსტები, უფრო ადვილად იკითხება.
ქართველებმა გასცესო ჩვენ რა გვეთქმის,ასეთებს არ ინდობენ.
ნამდვილად დიდი დამსახურება ჰქონია,მას ისეთ ხალხის გვერდით გაუტარებია ცხოვრება , გასაკვირი არცაა მისი ასეთი ღვაწლი. არც ისაა გასაკვირი მას შრომებში დაეფიქსირებია ქრისტიანების კომპრომისი, რასაც ეკუმენიზმში უთვლიან. რაო მართლმადიდებლური ღირებულებების დათმობის ხარჯზე გავერთიანდეთო? სად აქვს ასეთი რამე ნათქვამი? მაჩვენონ და ვირწმუნებ მის ეკუმენისტობას.
აბო.
abo
.nino
აქ მხოლოდ ერთ აბაცს დავაკოპირებ, რამაც პირადა ჩემზე ყველაზე მტად იმოქმედა:
მან თავისი სიცოცხლის რისკის ფასად გადაარჩინა ექვთიმე თაყაიშვილის მიერ შეგროვილი საგანძური გაყიდვას:
ბევრმა, ალბათ, არ იცის, რომ უცხოეთში გატანილი ეროვნული საგანძურის გადამრჩენელი, ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად, მამა გრიგოლიც გახლდათ; მოგეხსენებათ ფაშისტების მიერ ოკუპირებულ საფრანგეთში საქართველოს მენშევიკური მთავრობა გადახდისუუნარო აღმოჩნდა. ამ ფაქტმა საგანძურის აუქციონზე გატანის საკითხი წამოჭრა. გერმანელებმა უმალვე გამოთქვეს განძის შეძენის სურვილი და მისი მატერიალური ღირებულების თაობაზე კომპეტენტური დასკვნის წარმოდგენა გრიგოლ ფერაძეს დაავალეს. არჩევანში ნამდვილად „არ შემცდარან“. მამა გრიგოლმა ჩვენი სიწმინდეები გულმოდგინედ აღნუსხა, ხოლო საექსპერტო განაჩენი დაახლოებით ასე ჟღერდა: „ეს ნივთები მატერიალურად ნაკლებად ფასეულია, მათ მხოლოდ ქართველი ერისთვის აქვს ისტორიული მნიშვნელობა“. ეროვნული საუნჯე ხელუხლებელი დარჩა. ექსპერტი, გერმანელთათვის ეჭვშეუვალი, სამეცნიერო კომპეტენტურობის გარდა, ზნეობრივი ღირსებების გამოც უნდა ყოფილიყო. ვიქტორ ნოზაძე წერს, რომ „გრიგოლი იყო პიროვნულად უმწიკვლო, განუსაზღვრელად სპეტაკი და ღრმად მორწმუნე“ და იქვე იხსენებს: „მას ჰქონდა (არ მახსოვს რომელი საუკუნისა) ძვირფასი ქართული გარდამოხსნა, რომელშიც ათასობით ოქროს აძლევდნენ, მაგრამ არა ჰყიდდა - საქართველოს მუზეუმს უნდა მივართვაო“.
tamara
ამას დემოკრატია და ლიბერალიზმი ქვია , რომელსაც შემოაქვს თანამედროვე გნოსტიკური აზროვნება, თავისი ოქროს კანონით
"ყველაფერი არაა მნიშვნელოვანი და საშიში, მთავარია თქვენ გქონდეს შინაგანი რწმენა".
ნახე რა შეფარებული ავანტიურაა? შენ რწმენა გქონდეს შინაგანი (რაც რას ნიშნავს ეშმაკმა იცის) და სხვას მნიშვნელობა არა აქვსო არც დოგმას, არც კანონს და არც სინდისს ( იხ. სინდისის თავისუფლება)
აბო.
abo
ექიმი კაცი ხარ და გაიგებ ახლა რასაც ვიტყვი -
სამყარო აგებულია მსგავსების პრინციპით...
ჯერ კიდევ 60- იან წლებში მსოფლიოში ცნობილი ფიზიოლოგი ჰანს სელიე წერდა -
რომ სამყაროში - უჯრედში და საზოგადოებაში მიმდინარე პროცესები ერთმანეთის ანალოგიურიაო -
ანუ ეს ნიშნავს, რომ ის რაც ხდება უჯრედში და ორგანიზმში -
იგივე პროცესები მიმდინარეობს საზოგადოებაშიც -
სამყარო აგებულია იერარქიის პრინციპით -
თავის ტვინს ემორჩილება ორგანოები -
მაგრამ არც ორგანიებია ნაკლებ მნიშვნელოვანი -
ანუ ორგანოებიდან გაგზავნილი იმპულსები
კარნახობს ტვინს რა იმოქმედოს-
და ეს ქმნის ჰარმონიას ორგანიზმში -
ენუ ასეთი ურთიერთდამოკიდებულება ცენტრსა და პერიფერიას შორის ქმნის ჰარმონიას - სიცოცხლეს.
მცირე მართავს დიდს- და დიდი კი მცირეს.
მაგრამ იერარქია ამავ დროს დაცულია.
როცა ირღვევა იერარქია -
და ტვინი ვეღარ აკონტროლებს ორგანოებს -
იწყება დაავადება.
ასეა საზოგადოებაშიც -
ანუ საზოგადოება, სადაც იერარქია დარღვეულია -
ავადაა...
ასეთი "დემოკრატიის" უკიდურესი ფორმა კი ორგანიზმში -
არის კიბო -
სიმსივნე ეს არის ხორცმეტი, რომელიც ქმნის თავის ავტონომიას ორგანიზმში და არსებობს
ტვინის კონტროლისგან დამოუკიდებლად -
იწყობს თავის ავტონომიას - აქვს თავისი სისხლმომარაგება,
მრავლდება ისე, რომ არ ემორჩილება ორგანიზმის იერარქიას და ცენტრალურ კონტროლს.
ბოლოს კიბო კლავს ორგანიზმს.
დემოკრატია არის საზოგადოების კიბო,
რომელიც საბოლოოდ მოსპობს მას.
ამერიკა დაპრობილი ქვეყანაა.
ვაოფებთ გაუზიარეში გადავიდეთ თუ გინდა.
თუ გაქვთ წმინდანის ხატი ვინმეს?
ვინც განაქიქებს წმ. გრიგოლ ფერაძეს, ეგებ თვითონ შეძლოს და მსგავსი მორალური გმირობა ჩაიდინოს, ჰა!!!
კანონისტს ვეკითხები - სულმ რამდენი თეოლოგი ეგულება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში და მათ შორის სინოდის წევრი რამდენია? მგონი, ფორუმი იმისთვისაა, ყველამ გამოთქვას საკუთარი აზრი . . . ისე, საინტერესოა, თქვენ სად შეისწავლეთ საეკლესიო სამართალი?
rarara
rarara
რახან შერაცხეს ესეიგი წმინდანია... მაგრამ წმინდანი იმიტო არ არის რო ეს სინოდმა თქვა და საერთოდ ბრმა მორჩილებაზე როცა საუბრბთ ხოლმე(სხვა თემებში) მაშინ მისაგები იყოს კველასათ/ვის კამათი სინოდის გადაწყვეტილებაზეც
თქვენ რა სინოდის გადაწყვეტილებას არ აღიარებთ ? ???? ხაართ საეროთოდ მართმადიდებლურ ეკლესიის წიაღში?
nikusha89
ჩასაფრებულია რა ეს ხალხი და ყველაფერს აკრიტიკებს საჭიროა თუ არაა საჭირო. ზოგი იმისთვისაა დაბადებული რომ იკამათოს და ვინმეს ოპონენტობა გაუწიოს რა... მეტი რა უნდა თქვას კაცმა ამ ყველაფერზე...
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience