გამარჯობათ, ალბათ ყველამ იცით რომ აბორტი უმძიმესი ციდვაა რომ აგარაფერი ვთქვათ მის მორალურად მძიმე მხარეზე... აბორტი (აბორტუს) ლათინური სიტყვაა და ნიშნავს ორსულობის ხელოვნურ შეწყვეტას. იგი მსოფლიოს 193 ქვეყნიდან 119 ქვეყანაშია ლეგალიზებული. მათ შორის აშშ-ი, კანადაში, შვეიცარიაში, ავსტრიაში, ჩინეთში, რუსეთსა და ასევე საქართველოშიც. აბორტის ლეგალიზაცია გულისხმობს, რომ იგი ნებადართულია კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. (საქართველოში ეს შემთხვევები დადგენილია ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონით).ამ შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია მხოლოდ ორსული ქალის სიცოცხლე და ჯანმრთელობა და სამართლებრივი დაცვის მიღმა რჩება ჩანასახის სიცოცხლე...
ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონის 136-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს უფლება დამოუკიდებლად განსაზღვროს შვილების რაოდენობა და დაბადების დრო. სახელმწიფოს პრიორიტეტული ამოცანაა ქალის ჯანმრთელობის დაცვა აბორტების შემცირების გზით (მ139.პ.1). ორსულობის ნებაყოფლობით შეწყვეტა ნებადართულია მხოლოდ ლიცენზირებული ექიმის მიერ, თუ ა) ორსულობის ხანგძლივობა არ აღემატება თორმეტ კვირას და ბ) ორსულს სამედიცინო დაწესებულებაში ჩაუტარდა წინასწარი გასაუბრება და გასაუბრებიდან გასულია 3 დღის მოსაფიქრებელი ვადა. ამასთან გასაუბრების დროს ექიმი ვალდებულია უპირატესობა მიანიჭოს ნაყოფის სიცოცხლის დაცვას და ყველანაირად შეეცადოს დაარწმუნოს ქალი ნაყოფის შენარჩუნების აუცილებლობაში. თუმცა ყველა შემთხვევაში “არჩევანი დედის პრეროგატივაა.”
ბიბლიაში სიტყვა „აბორტი“ ან მისი სინონიმი არ გვხვდება, მაგრამ ამ დამღუპველ მოვლენასთან დაკავშირებით ჩვენ სრულიად ნათელი დასკვნების გამოტანა შეგვიძლია,ქვემოთ მოცემული ბიბლიური ციტატებიდან.
ბიბლიაში სრულიად ცხადად და არაორაზროვნად განცხადებულია, რომ ადამიანის სიცოცხლე იწყება არა დაბადების წამიდან, არამედ მისი ჩასახვიდან: „ასე ამბობს უფალი, შენი შემქმნელი და დედის საშოში შენი გამომსახველი, რომელიც შეგეწევა შენ“ (ესაია 44, 2). „რამეთუ შენ დაჰბადენ თირკუმელნი ჩემნი და შემიწყნარე მე დედის მუცლით ჩემითგან. აღგიარო შენ, რამეთუ საშინელად საკვირველ იქმენ; საკვირველ არიან საქმენი შენნი, და სულმანცა ჩემმან უწყის ფრიად“ (ფსალმ. 138, 13-14). „ვიდრე მუცელში გამოგსახავდი, გამოგარჩიე; ვიდრე საშოდან გამოხვიდოდი წმიდა გყავი, ხალხების ქადაგად დაგადგინე“ (იერემია 1, 5).
„...უფალმა მუცლიდან მომიწოდა, დედის წიაღიდან ახსენა ჩემი სახელი... ახლა ამბობს უფალი, მუცლიდანვე ჩემი გამომსახველი თავის მორჩილად...“ (ისაია 49, 1-5).
მოციქული პავლე ამბობს: „...ღმერთმან, რომელმან გამომირჩია მე დედის მუცლით ჩემითგან და მიწოდა მე მადლითა მისითა“ (გალატ. 1, 15).
„განა ვინც მე შემქმნა მუცელში, მანვე არ შექმნა იგი? განა ერთმა არ გამოგვსახა საშოში?“ (იობი 31, 15).
მიუხედავად იმასა,რომ აბორტი დიდი ცოდვაა იგი არა არის დასჯადი კანონით გარკვეული გარემოებების არსებობისას. თქვენი აზრით, შეამცირებს თუ არა ამ დიდ ცოდვას კანონის გამკაცრება. რას დაუმატებდით ან რას შეცვლიდით დღეს მოქმედ კანონში.ან საერთოდ თუ მიიჩნევთ აბორტს ცოდვად?
მიმაგრებული სურათ(ებ)ი
kinoteli,
lutecia
ლუტეცია, მესმის რომე ს ძალიან მძიმე და ყველასთვის მტკივნეული თემაა, მაგრამ როგორც წესი თემებ ვხსნით მათი შინაარსის მიხედვით, შესაბამის განყოფილებასI.
არ მგონია აბორტი ღვთისმეტყველება იყოს. იმედია, მოვა მოდერი და დაგვახემარება, ანუ გადაიტას ამ თემას შესაბამის განყოფილებაში. შენ კი გთხოვ, სხვა დროს გაითვალისინე თემის გახსნის დროს, კარგი?
http://church.ge/index.php?s=&showtopic=590&view=findpost&p=30303
ესეც ნახეთ. მსგავსი თემები არსებობს ფორუმზე.
http://church.ge/index.php?s=&showtopic=5402&view=findpost&p=427362
ესეც ნახეთ, ტქვენც და მოდერმაც.
გეთანხმებით მაგრამ არის შემთხვევები,როდესაც ქალი არ არის ქორწინებაში და ისე ხდება ბავშვის ჩასახვა.ამ ამბის გახმაურებამ და მითუმატეს ბავშვის გაჩენამ შეიძლება დაანგრიოს მისი ცხოვრება.თქვენ კარგად იცით ქართველების მენტალიტეტი რომ საზოგადოება ცუდად იღებს ქორწინების გარეშე გაჩენილ ბავშვს,დასცინის მას...
ქალითვისაც მძიმეა ეს..მას ხომ ნაკლები შანსი რჩება ცხოვრებაში სასურველი მამკაცის პოვნის,არც მამაკაცებს უნდათ ასეთი ცოლი..
და ქალი რჩება მარტო,რადგან მშობლები ხშირად სახლიდან აგდებენ ასეთ შვილებს...მოკლედ ამ სიტუაციაში ქალი ყოველთვის მარტო რჩება და სხვა გამოსავალი აღარ აქვს.ის ამ დროს მხოლოდ იმაზე ფიქრობს როგორ გათავისუფლდეს ამ ნაყოფისგან.
მე ვთვლი რომ ამ მხრივ ჯერ საზოგადოების მიდგომაა შესაცვლელი და შემდეგ კანონმდებლობაც რა თქმა უნდა.
სახელმწიფო უნდა უქმნიდეს გარანტიებს ასეთ ქალებს რომ ისინი ღია ცის ქვეშ არ დარჩებიან თავის ბავშვთან ერთად.ქალი უნდა გრძნობდეს ამ დროს რომ მარტო არ არის და მისი შეცდომა გამოსწორებადია.
დღესდღეობით აბორტის უმტავრესი მიზეზი მატერიალური სადუხჭირეა.. ყველა მშობელს უნდა რომ მის შვილს არაფერი მოაკლდეს და 2-ზე მეტი ბავშვის რჩენა მათთვის ძნელია
აბორტი უნდა აიკრძალოს სახელმწიფო დონეზე კანონმდებლობით. რაც უფრო დაუახლოვდება სახელმწიფო კანონები მცნებებს, მით უკეთესი იქნება მისთვის.
.zakaria.
მკვლელობა რატომ იკრძალება მაგ ლოგიკით თუ მივყვებით? აბორტი იგივე მკვლელობაა.
ზოგს არც ტრანსპორტში გვერდით მჯდომის მობილურის ხელს გაყოლება არ მიაჩნია ცოდვად და არც ეგ იყოს აკრძალული? )
ზოგიერთების მორალური და ზნეობრივი ღირებულებების მიხედვით არ დგება ქვეყნის კანონმდებლობა.
.zakaria.
.zakaria.
აბორტი უნდა ისჯებოდეს კანონით... სანამ ლოგინში კოტრიალს დაიწყებენ მანამდე უნდა იფიქრონ...გამოსავალს კი ადვილად ნახულობენ ხოლმე... აბორტი რომ კანონით შეიზღუდოს მგონი კარგი იქნება და უფრო წინდახედულნი იქნებიან...
აბორტს ვერაფერი ამართლებს. უნდა აიკრძალოს.
მე მგონი რეიგანის სიტყვებია , აბორტის ყველა მომხრემ მოასწრო დაბადებაო
ამ თემას გავაერთიანებ ამ თემასთან
http://church.ge/index.php?s=&showtopic=5402&view=findpost&p=427362
ეცადეთ, არ გააოფოთ
ა ნ უ კ ა
ესეიგი რაც ცოდვაა არ უნდა აიკრძალოს კანონით? ეს ამხელს სახელმწიფოს, რომ ცოდვას აკანონებს.
ნუ ინტრიგობ და პროვოკატორობ მაშინ
და მისხალ-მისხალ დამითვალე კომენტარები
მოვითხოვ!
(მეც დავითვლი და მერე შევადაროთ)
პ.ს.
.zakaria.
ქევანა
ვაიმე რა ხდება აქ?
ქეეთ სუფთა ეგრე გამოგდის რაა "დამმორჩილდი ახალგაზრდა დამმორჩილდი ჩაგაბარებ კაცი გამოხვალ " (მხ.ფილმი "მხიარული რომანი")
izi-bartki
არაფერიც არ ხდება
აღელდა ცოტა ზაქარა... არადა იმ შეხვედრაზე არც ეტყობოდა ასეთი ფიცხი თუ იყო
ეხლა ეს კაცი მაიძულებს მე, ისევ გადავხედო მამათა გამონათქვამებს მრუშობის საკითხებზე.
ჰმ, ზოგჯერ ასეთი "წაკინკლავებასაც" მოაქვს კარგი
აჰა, აგერ, წმინდა წერილი მრუშობის შესახებ:
http://www.orthodoxy.ge/tsodva_satnoeba/mrushoba.htm
იმედია იცის მრუშობა რაცაა
.zakaria.
კიი გასაგებია და სადღაც მართალიცაა, აკრზალვა ზოგჯერ უარესია ხოლმე ,უბრალოდ ჩვენს გონებაშია შესაცვლელი და გადასაფასებელი რაღაცეები,როცა რამე გვტკივა და გვაწუხებს,ექიიმიდან ექომთან დავრბივართ,ოპერაციებს ვიკეთებთ,უბრალო განაკაწრზეც კი ხომ შეგვიძლია მთელი დღე გაუთავებლად ვიწუწუნოთ? ქვეყან შევყაროთ,გვტკივა ,გვაწუხებს,რა დააშავა იმ პატარამ ცოცხლად რომ ჩეხავენ?რა ქვია ამ საქციელს? იმას არ სტკივა?ვერარ ვიპოვნე თორემ დავდებდი იმ ვიდეოს,ოპერაციის დროს როგორ იკუმშება ნაყოფი და იბრძვის,სიცოცლისთვის რომ აიცილოს თავიდან ქირურგიული იარაღი.
ვფიქრობ მნიშვნელოვნად შეამცირებს აბორტის ფაქტებს კანონით დასჯადობა. თუმცა ეს გამოსავალი არ არის.
neo
.zakaria.
.zakaria.
.zakaria.
.zakaria.
ამ თემაში, მოდერი აოფებს
მოდერიც ადამიანის მეგობარია
mata
.zakaria.
სალამი ყველას,
ფორუმზე ახლა დავრეგისტრირდი და არც ვაპირებდი სანამ ეს კონკრეტული თემა არ ვნახე.
ყველასთვის გასაგებია, რომ აბორტი ცოდვაა, მაგრამ აკრძალვა არ აკრძალვას რაც შეეხება, აქ მხოლოდ ცოდვის ფაქტორით ვერ ვიხელმძღვანელებთ. საქმე ისაა, რომ ამ მნიშვნელობის გადაწყვეტილების მიღებისას ქვეყნის ინტერესებია გასათვალისწინებელი. ქართველი ერის დემოგრაფიულ მდგომარეობას აბორტი და საერთოდ თავისუფალი ურთიერთუბა უდიდეს დარტყმას აყენებს. ჩემი აზრით, იმ შემთხვევაშიაც კი თუ ორსულობა "შემთხვევითია" არ შეიძლება მომავალი ქართველისთვის ცხოვრების წართმევა..
იმედია არავინ ფიქრობს, რომ თუ ქართველს მამამ გვარი არ მისცა, ამით მას რამე აკლდება? რატომ აღარ აქვს მას საქართველოს მომავლის საქმეში მონაწილეობის მიღების უფლება?
შეუძლებელია ქართველ კაცს (ან ბავშვს) ვინმემ "უკანონო" უწოდოს. საქმე ერის მომავალს ეხება და არა ჩვენს სულებს და სხეულებს ამიტომ თუ მარტოხელა დედას შვილის გაზრდა არ შეუძლია იგი უნდა აღიზარდოს სპეციალურ დაწესებულებაში, რომელშიაც ბავშვობის გატარება მისთვის არც აუტანელი იქნება და არც სამარცხვინო.
Heinrich von Sinsheim
აუცილებელია აბორტი კანონით აიკრძალოს საქართველოში ... ამის მრავალი მიზეზ-ფაქტორი არსებობს, როგორც სულიერი ასევე ყოფიერი. უკანონო აბორტის გაკეთებისათვის მკაცრად უნდა დაისაჯოს ექიმი,როგორც სისხლის სამართლის დამნაშავე. ხოლო პაციენტს ფინანსური სასჯელი დაედოს. ეს უნდა ეხებოდეს საქართველოს ყველა მოქალაქეს განურჩევლად ეროვნებისა.
არსებობს გამონაკლისი შემთხვევა, როდესაც ფატალური გამოსავალი გარდაუვალია, ამ შემთხვევაშია მხოლოდ გამონაკლისი და უნდა მოხდეს ეს მანიპულაცია ექიმთა გაფართოებული კანსილიუმის დასკვნის საფუძველზე.
ეს ბევრ გაუგებრობას და კორუფციას ალაგმავს.
აბო.
კარგი იდეაა, მაგრამ არ აკრძალავენ აბორტს. ჩვენ ხომ ევროსტანდარტებს ვეჯიბრებით
abo
იმედია აკრძალავენ! ამ მხრივ უფრო უნდა გააქტიურდეს საპატრიარქოც და ჩვენც.
თანამშრომელმა დღეს ისე აუღელვებლად თქვა, 9 აბორტი გავიკეთეო
ესეთი სახე მქონდა
კიდევ რომ დავრჩე ორსულად, კიდევ გავიკეთებო
შევიშალე კინაღამ
მე ქალს ვიცნობ, რომელსაც 64 აბორტი აქვს გაკეთებული.
მოსიარულე ჰეკატომბაა რა.
უშველოს ღმერთმა.
terra
აბორტი ძლიან ცუდია და საერთოდ უნდა აიკრძალოს კანონით და ის უკანონო კლინიკები და ადამიანები ვინც და სადაც აკეთებენ დახურონ.. ციხეში ჩასვან..
სანამ დემოკრატიას ვაწვებით აბორტი არ აიკრძალება..სახელმწიფო წყობა უნდა შეიცვალოს ჯერ...რაც მეეჭვება რომ მოხდეს
lutecia
მონარქიას ვემხრობი მე, მომწონდა რაინდები და მთელი ამბები
ikanosi
მხევალი ნინო
მონარქიის დროს მეფე რასაც იტყვის კანონიც ეგ იქნება....არ დაჭირდება ამდენი ფორიაქი
ikanosi
ძალიან დაშინებული ხართ დემოკრატიით
lingvo
მხევალი ნინო
გამგები გაიგებს ნინო. მაგის მერე ბევრი რამ მეწერა კიდევ.
რა გამოსავალს ეძებთ? აბორტის ცოდვას ვერ აღმოფხვრი დედამიწაზე. მანამდეც იყო ეხლაც არის და სამწუხაროდ მომავალშიც იქნება. აქ საუბარია სახელმწიფოს დამოკიდებულებაზე ამ საშინელების მიმართ.
მხევალი ნინო
რატომ მონარქია არ მოგწონს?
ამ ფსევდო დემოკრატიულმა პრინციპებმა დაგვღუპა...უფრო სწორად სინდისის თავისუფლების ქადაგებამ როგორც დღეს დემოკრატია გვესმის
აკრძალვა რას უშველის თუ ჩვენ თვითონ შეგნებამდე ვერ მივალთ რომ არ შეიძლება აბორტის გაკეთება? მაგ შეგნებამდე რომ მივიდეთ,- სულიერების გაღვიძებაა საჭირო,სულიერება,უფალთან ერთობით,ღვთის სიყვარულით ტაძარში მაღლდება,ტაძარი კიდევ ნახევარზე მეტს სახლიდან 100-200 მეტრში აქვს და როცა ზარები რეკავენს არც გვაფიქრდება რომ ღმერთი გვეძახის,...
ადამიანების ცნობიერება და აზროვნებაა შესაცვლელი,რაც არ უნდა აკრძალო და იხტუნავო,აჯარიმო, :ნახევრად ხუმრობით სმაილი: სანამ თავად ვერ მივალთ იმ დასკვნამდე რამხელა ცოდვას ვიკიდებთ კისერზე მაინც არ ეშველება არაფერი...
ისე ამასთან დაკავშირებით ერთ წერილს დავდებ,
როდისღა დავაღწევთ თავს ამ დენოკრატიას? გავხდით უკვე 3 მილიონიანი ერი ამასობაში და შევმცირდებით კიდევ. ბერძნული დემოკრატია რომ იყო ის ბერძენს ეხებოდა მარტო ათენელს შეეძლო მონა ჰყოლოდა სახლში, ეხა კი ამერიკელები რომ იჩემებენ ებრაული რაღაც უპრინციპო და დუალიზმით სავსე იდეოლოგიაა და არა სიკეთის განსახიერება (როგორც ამას ჩვენი ამერიკელი ძმები გვასწავლიან).
ikanosi
ნინო, მითხარით ერთი რეალურად დემოკრატიული ქვეყანა და ხალხს არ "შეეშინდება" დემოკრატიის. ამ იდეოლოგიის ისე ზუსტად განხორციელება როგორც ეს უმეტესობას (ალბათ) გინდათ, ისეთივე არარეალურია, როგორიც მაგალითად აბსოლიტური სოციალიზმი (მსოფლიო სოციალიზმი). ასე რომ რამე უფრო პრაქტიკულზე და რეალურზე უნდა იფიქროს ხალხმა და განუხორციელებელ სამართალსა და კეთილდღეობას კი არა ერის რეალურ საჭიროებებს მიუსადაგოს მიზნები და გადაწყვეტილებები.
მოკლედ, მე გავედი. ჩემთვის მნიშვნელოვანია ის , რომ ადამიანებმა გაიგოს სხვისი სიცოხლის უფლების შესახებ და მიხვდნენ, რომ ეს მკვლელობაა. მორჩა, ეგაა ჩემი პოზიცია და არა ძალადობა. აკრძალვა უნდა იყოს, მაგრამ მას მერე, რაც ზემოთ ცამოთვლილს გაიგებს ქალი და კაცი. ცხადია, რაც შეიზლება სწრაფად.
მუცლად მყოფი ბავშვის დღიური
5 ოქტომბერი:
დღეს დაიწყო ჩემი ცხოვრება,თუმცა მშობლებმა ჯერ არაფერი იციან.მე გოგონა ვარ,მე ქერა თმები და ცისფერი თვალები მექნება,ყველაფერი უკვე დადგენილიაისიც კი რომ ყვავილები მეყვარება.
19 ოქტომბერი:
ზოგიერთები თვლიან რომ მე ჯერ ადამიანი არ ვარ,მაგრამ,მე ნამდვილი ადამიანი ვარ,
ისევე როგორც პურის ნამცეცი,ისიც ხომ ნამდვილი პურია.ჩემი დედიკო ცხოვრობს ესეიგი მეც ვცხოვრობ.
23 ოქტომბერი:
Mმე უკვე პირის გაღება შემიძლია,წარმოიდგინეთ უკვე ერთი წლის შემდეგ სიცილი მეცოდინება,შემდეგ ლაპარაკს ვისწავლი.მე უკვე ვიცი,რომ ჩემი პირველი სიტყვა იქნება “დედა”.
25 ოქტომბერი:
დღეს ჩემმა გულმა ძგერა დაიწყო!
2 ნოემბერი:
ყოველდღიურად ცოტათი ვიზრდები,ჩემი ხელები და ფეხები უკვე ფორას ღებულობენ.
12 ნოემბერი:
მე თითები გამეზარდა-სასაცილოა,რა პაწაწები არიან,შემიძლია თითებით დედას თმებს მოვეფერო.
20 ნოემბერი:
დღეს ექიმმა დედას უთხრა რომ მე აქ ვცხოვრობ, მისი გულის ქვეშ, ალბათ დედა ბედნიერია.
23 ნოემბერი:
ალბათ დედა და მამა ფიქრობენ თუ რა დამარქვან.
10 დეკემბერი:
მე თმები მეზრდება, ლამაზი და ბრწყინვალე.
13 დეკემბერი:
მე უკვე ცოტას ვხედავ, როდესაც დედა ქვეყნად მომავლენს, ის ნათელი, მზიანი და ყვავილებით სავსე იქნება.
24 დეკემბერი:
საინტერესოა, დედას თუ ესმის ჩემი გულისცემა? იგი ისე თანაბრად ძგერს.
დედა შენ ჯანმრთელი გოგონა გეყოლება!
28 დეკემბერი:
დღეს მე ჩემმა დედიკომ მომკლა.
izi-bartki
გეთანხმები იზი რომ უნდა შეიგნონ რომ არ გაიკეთონ აბორტი.. მაგრამ ჩვენი ისე შორს ვართ მაგ შეგნებისგან, ამიტომ დასაწყისისთვის დაორსულებისაგან დაცვის საშუალებები რომ ეხმარათ კარგი იქნებოდა ესე ნაბიჯ ნაბიჯ და ბოლოს აბორტის არ გაკეთებასაც შეიგნებენ..
aralass
izi-bartki
ხო არ ვიცი ბარბაროსაობაა
aralass
12 კვირის შემდეგ აბორტი არ კეთდება თუ დედის დაჟინებული სურვილი არ იქნა.თუმცა ამავე დროს აბორტის მიმართ მოსახლეობის ჯანსაღი აზრის ჩამოყალიბებაში ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი შეიძლება შეასრულოს აბორტის კრიმინალიზაციამ, ანუ სისხლის სამართლის დანაშაულად გამოცხადებამ, რადგან სასჯელის მიზნებს შორის არსებობს ე.წ. " ზოგადი პრევენცია", ანუ ის, რომ სასჯელი სამაგალითოა სხვათათვის, რომ მათ სასჯელის შიშით თავი შეიკავონ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებისაგან. ამავე დროს სახელმწიფო, სამართლის თეორიის თანახმად, სასჯელთან ერთად მიმართავს დარწმუნების მეთოდსაც, რაც გულისხმობს იმას, რომ მოქალაქეთა აზრის ჩამოყალიბება ხდება დანაშაულის საწინააღმდეგო მოწოდებებით, ანტიკრიმინალური იდეოლოგიის გატარებით.
აბორტის პრობლემის განხილვისას მეტად საინტერესოა და ამავე დროს აუცილებელიცაა შევეხოთ მის იურიდიულ მხარეს. უპირველეს ყოვლისა შევეხოთ ჩანასახის უფლებებთან დაკავშირებით არსებულ სამართლებრივ კანონწესს. კერძოდ იგი მდგომაერობს იმაში, რომ მთელი რიგი კანონები და საერთაშორისო შეთანხმებები იცავენ ჩანასახის, როგორც სამართლის სუბიექტის უფლებებს და უფლებათა შორის უპირველესს- სიცოცხლის უფლებას, ხოლო მეორეს მხრივ სისხლის სიმართლის კოდექსი სრულიად უშვებს ჩანასახის ხელოვნურ მოცილებას, ესე იგი ნაყოფის მკვლელობას ანუ აბორტს. დასჯადია მხოლოდ ე.წ. "უკანონო აბორტი" (სსკ.მუხ.133), რაც გულისხმობს აბორტის გაკეთებას არალიცენზირებული და არაუფლებამოსილი პირის მიერ. ამ შემთხვევაშიც კი, თავისთავად ცხადია, რომ სამართლებრივი დაცვის ობიექტი არაა ბავშვის ( ან ნაყოფის) სიცოცხლე. სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება აღნიშნული ქმედება, როგორც დანაშაული ქალის ჯანმრთელობის წინააღმდეგ და შესაბამისად 133- ე მუხლი შედის სისხლის სამართლის კოდექსის იმ თავში, სადაც მოცემულია დანაშაულები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.
ჩემი აზრით სრულ გაუგებრობას ქმნის სამოქალაქო კოდექსის 1307-ე მუხლის "ბ" პუნქტი, რომელიც შესაძლებლად აცხადებს რომ პირის მემკვიდრედ გამოცხადდეს ჩასახული, მაგრამ ჯერაც დაუბადებელი ბავშვი: მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ ანდერძით მემკვიდრეობისას: "პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სკვდილის მომენტისათვის, აგრეთვე ისინი, რომლებიც ჩაისახნენ მის სიცოცხლეში და დაიბადნენ მისი გარდაცვალების შემდეგ, მიუხედავად იმისა, მისი შვილები არიან ისინი თუ არა, ასევე იურიდიული პირები."ეს იმას ნიშნავს, რომ ჩასახულ ბავშვს, მართალია არასრულად ( ვინაიდან კანონით მემკვიდრეობა მასზე არ ვრცელდება), მაგრამ მაინც აქვს უფლება მემკვიდრეობაზე, იგი გვევლინება სამართლის სუბიექტად. აქედან გამომდინარე სრულიად გაუგაბარია, თუ რატომ, რა საფუძვლით არ ისჯება მისი მკვლელობა. ყურადღება უნდა მიექცეს გარემოებას, რომ სამოქალაქო სამართლის კოდექსი არ აკონკრეტებს, თუ რა ხნის უნდა იყოს ჩასახული ბავშვი, ეს უფლება რომ მოიპოვოს. ამიტომ ნაყოფი უფლებებს შეიძენს იმ მომენტიდან, როდესაც სამედიცინო გამოკვლევით სავსებით და უტყუარად დადასტურდება ქალის ორსულობა.
მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე მუხლით მკვლელობა გამოცხადებულია დანაშაულად. საკუთრივ ნორმის დისპოზიციაში არაა განმარტებული , თუ რა არის მკვლელობა,ან როდის იწყება, ან მთავრდება ადამიანის სიცოცხლე. თუმცა, როგორც კომენტატორები და სისხლის სამართლის სპეციალისტები მიუთითებენ, ადამიანის სიცოცხლე იწყება იმ მომენტიდან, როცა ბავშვი გამოყოფას იწყებს დედის სხეულიდან, ანუ მშობიარობის დაწყების მომენტი (იხ.ვ.მაყაშვილი, მ. მაჭავარიანი, თ. წერეთელი, თ. შავგულიძე "დანაშაული პიროვნების წინააღმდეგ" ( სამეცნიერო-პრაქტიკული კომენტარი), თბ.1980), ამგვარად ჩანასახის მოსპობა არანაირად არ არის დანაშაული (იხ. ზ. წულაია, " სისხლის სამართალი (კერძო ნაწილი), ტ.I,თბ.2000). იმისდა მიუხედავად, რომ აღნიშნული პიროვნებები საკმაოდ ავტორიტეტული არიან სისხლის სამართლის მეცნიერაბაში, სრულიად გაუგებარია, თუ რის საფუძველზე დაასკვნეს მათ რომ ადამიანის სიცოცხლე იწყება დაბადების მომენტიდან? ყველაფერი ეს შედეგია იმ ათისტური იდეოლოგიისა და პროპაგანდისა, რაც მიდიოდა საბჭოთა კავშირსა და სხვა ქვეყნებში, რომელიც მიზნად ისახავდა " პიროვნების თავისუფლების დროშით" ადამიანები ცოდვებისა და უზნეობის მორევში ჩაეთრია, სადაც სულერთი იქნებოდა ღვთის სიტყვა და მცნებები. ბუნებრივია, რომ რევულუციათა გარიჟრაჟზე ასეთ პროპაგანდას მართლაც უღვთო ადამიანები ეწეოდნენ, ხოლო დროთა განმავლობაში, რაც ძალიან სამწუხაროა, ასეთ იდეებამდე პიროვნულად კეთილი ადამიანებიც კი მივიდნენ, რომლებიც უკვე ვეღარ აცნობიერებდნენ მათ მცდარ ნაბიჯს, რადგანაც მოკლებულნი იყვნენ დედა ეკლესიის მადლს და ღვთის მაცხოვნებელ სიტყვას.
cetunia
პოლონეთში კანონით აკრძალულია აბორტის გაკეთება, მაგრამ შობადობა მაინც ძალიან დაბალია...
გამოსავალს მხოლოდ ეკლესიურ ცხოვრებაში და რწმენაში ვხედავ...
G_saxva
მკვლელობა, ქურდობა, ნარკომანობა და კიდევ უამრავი უბედურება აკრძალულია როგორც სახელმწიფო, ისე სასულიერო კანონმდებლობით (ამ მეორეზე ცოტა სხვანაირადაა, განსაკუთრებულადაა აქ უფრო რჩევა, კანონიც არის კი) მაგრაიმ მაინც იგივეს ვაკეთებთ.
ისევ ცნობიერება, სულის და გონების გახსნა-განათება. ღმერთს უნდა ვთხოვოთ, ჩვენიც უნდა გავაკეთოთ.
ჰო, მონანიე აბორტგაკეთებულმა დედებმა უნდა იშრომონ ("მოიქეც ბოროტისაგან და ჰქმენ კეთილი"), მათ რჩევას დიდი, უდიდესი ფასი აქვს და ისინი დიდ წვლილს შეიტანენ. ასე თვითონაც დამშვიდდებიან, გულს გაიხარებენ... აი აქაა გაგრძელებაც: "მოიძიე მშვიდობა და მისდევდი მას". დედებო, თქვენ ღმერთს კიდევ უფრო შეუყვარდით, ახლა მას უნდა, რომ სხვებს გააგებინოთ, სხვები აარიდოთ ბოროტებას. რაშიც თავად იგი შეგეწევათ. ამინ.
ძალიან კი გამიხარდება რომ აკრძალონ , მაგრამ მეშინია იმის რომ ეს უფრო სერიოზულ სააფრთხეს გამოიწვევს.
სჯულისკანონშიც კი ვხვდები , რომ ქალები სიმძიმეებს იჭერდნენ ხელში და კიბეებიდან ხტებოდნენ რომ ნაყოფი მოეცილებინათ. ამაზე ,,ეფექტურ'' გზას ვერ მოიგონებე ქართველი ქალებ დავიჯერო?
თნ გაიხსნება მერე ,,კუსტარული საბორტეები'' და უფრო მეტი საშინელება მოხდება .
ახლა მეორე კუთხიდან შევხედოთ .
აბორტის აკძალვის შემთხვევაში ალბად აუცილებელი გახდება კონტრაცეპტივების ფართო პროპაგანდა .
რა მნიშვნელობა აქვს დედისთვის ის თავის 1 თვის ჩვილს მოკლავს მუცელში, თუ 3 თვისას?
ჩასახვსთანავე ეძლევა ემბრიონს სული და აქედან ნებისმიერ ,,ვადაში'' მისი მოკვლა ,,ჩვილის მოწყვეტაა.''
ანუ ე.წ. ,,გარეგანი კონტრაცეპტივების'' პოპულარიზაცია დაგვრჩება მერე ,,იმედად'' და...
მოკლედ აღარ მინდა მსჯელობა . საშინელებაა .
გუშინ იყო აქცია აბორტის აკრძალვაზე
https://www.facebook.com/photo.php?fbid=359849034119468&set=a.359586537479051.1073741832.332601360177569&type=1&theater
A.V.M
ნუ მომკლავ, დედა
ნუ მომკლავ, დედა, მინდა ვიცოცხლო
და ქართველობის ვწიო ჭაპანი,
გპირდები, ჩემით იამაყებენ
ჩემთვის უცნობი მამა–პაპანი.
ნუ მომისწრაფებ სიცოცხლეს, დედა,
უტყვი ვედრებით მე ამას ვითხოვ,
მინდა, გიყვარდე, შევიგრძნო მინდა,
შენი ალერსი და შენი სითბო.
იებს დაგიკრეფ აპრილის თვეში,
სიფრიფანა და ლურჯთვალა იებს,
მინდა, ვიცოცხლო, შენ კი ილოცე,
ნუ მაქცევ მიწად, ნუ გამაციებ.
თუ ნანობ, მინდა, რომ გაგიქარვო,
სულის ტკივილი, გულის დარდები,
უფალს ვთხოვ, დედა, შეგინდოს ცოდვა
უმანკო ჩვილის არდაბადების.
მე გაზაფხულზე სიმღერად მოვალ,
შენი ცხოვრების ტკივილებს წავშლი,
იმ ქვეყნიდანაც დაგეხმარები,
ღვთით მოვლენილი, უმანკო ბავშვი.
ეს ლექსი ეძღვნება არდაბადებულ მუცლადმოწყვეტილ ჩვილებს. ლექსის ავტორი არის ჯვრის მამის მონასტრის დეკანოზი,თავმას ჩოხელი.
ძალიან ძლიერი ლექსია, ყველაფერია ნათქვამი თითქმის. ყველა დედას გულში ჩასწვდება ალბათ.
ყველა საავადმყოფოში უნდა გააკრან და აი ზუსტად ასეთი ხერეხებით უნდა მოხდეს ბრძოლა აბორტის წინააღმდეგ.
“საოცარი ამბავია - თუ ადამიანს დადებითი დამოკიდებულება აქვს მშვიდობის მიმართ, ეს ადამიანი აბორტის წინააღმდეგიც გამოდის თურმე, და თუ ომის მომხრეა, აბორტსაც ემხრობა. განწყობები ერთმანეთთან კავშირში არიან.”
/აკად. შოთა ნადირაშვილი/
აბორტი არ უნდა იყოს კანონით აკრძალული გარკვეულ დრომდე. ეხლა 9 თვის ფეხმძიმე რომ ბავშვს მოიშორებს, შეიძლება დახვრეტაც ალალი იყოს მაგაზე. მაგრამ როგორც ვიცი საზღვარგარეთ მაქსიმუმ 2 თვემდე აქვს ქალს დრო, სანამ ნაყოფი ჩამოყალიბებდა.
საერთოდ, ჯობია კონტრაცეპტივები იხმარონ, ბავშვის მოკვლა რომ არ მოუწიოთ.
პ.ს. კანონით თუ აბორტი იქნება აკრძალული, მაშინ პროსტიტუციაც უნდა იყოს აკრძალული. ამას კი სახელმწიფო არ გააკეთებს, ხალხში უკმაყოფილების შეეშინდება.
ამას ვუყუროთ ყველამ და კიდევ ერთხელ დავრწმუნდეთ , რომ რაღაცა შესაცვლელია . აუცილებელია რა...
რაღაც ახალი უნდა მოვიფიქროთ...
ძალიან გული მწყდება, რომ პატრიარქის ლოცვა-კურთხევას აბორტის აკრძალვის შესახებ არ ასრულებს ახალი მთავრობა და რაღაც მიზეზებს ეძებენ...
A.V.M
მაგ ვიდეოსთვის მე არ უნდა მეყურებინა (თუ ეს ისაა, რაც მე მგონია). ისეთ საშინელებას ყვება, ვერ ვივიწყებ მაგ კოშმარს. ნეტა არ მომესმინა-მეთქი ვფიქრობ.
მარიამი
XO EGAA ...
საშინელებებს რომ ყვეგა გასაგებია , მაგრამ უფრო ცუდი ისაა ეს ,,საშინელებები'' რომ თითქმის ყოველდღიურად სრულდება , ჩვენს ირგვლივ , ჩვენ გარშემო და მშვიდი სახეებით ვუყურებთ ამას ...
marine
natianatushki
აკრძალვის მოწინააღმდეგეებს ერთი ძლიერი არგუმენტი აქვთ, რომელსაც ვერ უარყოფ. თუ ქალების შეგნებაში არ შევიდა, რომ აბორტი არ უნდა გაიკეთონ, აკრძალვა მხოლოდ იმას მოიტანს, რომ დაიწყება არალეგალური აბორტები. შესაბამისად ის ჩატარდება ჩუმად, შესაძლოა, არასანიტარულ პირობებში და შესაბამისად, გაიზრდება სიკვდილიანობის რისკი.
მე პირადად ვფიქრობ, რომ აბორტი ასაკრძალია ადრე თუ გვიან, მაგრამ სანამ აიკრძალება, მანამდე რეკლამით იქნება, ჩიჩინით, ექიმების და ფსიქოლოგების ჩარევით თუ რითაც იქნება, ყველა მეთოდით უნდა შეიქმნას საზოგადოებრივი აზრი აბორტის წინააღმდეგ. ქალებმა უნდა შეიგნონ, რამხელა ცოდვაა და თუ ცოდვის სახით ვერ შეიგნებენ (მაგალითად, ურწმუნოები) ის მაინც უნდა შეიგნონ, რამხელა რისკია ჯანმრთელობისთვის.
ქალი რომ აბორტის გასაკეთებლად მივა, ეგრევე კი არ უნდა გაუკეთონ, ჯერ ექიმი და ფსიქოლოგი უნდა ესაუბროს, მერე მოსაფიქრებელი ვადა მისცენ, ლიტერატურა დაურიგდეს ყველას უფასოდ, დისკები, სადაც აბორტზე ფილმებია ჩაწერილი და ა.შ. თუნდაც ლექსების კრებული ამ თემაზე. ჩემზე პირადად ეგ ლექსები ძალიან მოქმედებს.
დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი ღონისძიებების მერე აბორტების რიცხვი თავისთავად იკლებს დიდი პროცენტით. და როცა ის მინიმუმამდე დავა, უკვე მომზადებული იქნება საზოგადოება აბორტის აკრძალვის დაკანონებისთვის. ამის მერე აიკრძალოს.
არა მგონია ამას დიდი დრო დასჭირდეს. ყველა ქალში არის დედობის და შვილის სიყვარულის ის უფაქიზესი გრძნობა, რომელიც თუ დღეს დათრგუნულია, ცოტა შენჯღრევის მერე აუცილებლად გაიღვიძებს და მიხვდება, რატომ არ უნდა მოკლას საკუთარი შვილი.
+ ამას სჭირდება სახელმწიფოსგან ხელშეწყობა, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის შეღავათები და ა.შ. იმის გარანტია მაინც უნდა ჰქონდეს ყველა ოჯახს, რომ რამდენ შვილსაც გააჩენს, იმდენის გამოკვების და ბაღში/სკოლაში ტარების საშუალება მაინც ექნება, როგორც მინიმუმი.
ასე რომ, მთლად მარტივად არ არის საქმე და ერთი ხელის მოსმით ვერ გაკეთდება ასეთი რამეები.
მარიამი
მესმის შენი ძალიან კარგად. მართალია, რომ ქალის ჯანმრთელობას ეხება საქმე, მაგრამ ბავშვიც ხომ განიცდის ტკივილს? ხომ შეიძლება, რომ მოხდეს ჩანასახის უფლებების აღიარება და ბავშვის სიცოცხლის დაცვა ჩასახვის მომენტიდან? ახალს კი არაფერს ვამბობ, ჩემამდე ბევრი წერდა და ამბობდა, მაგრამ გაიგო ვინმემ? გაიძახიან ქალების სიკვდილიანობის
რიცხვი გაიზრდებაო და ამდენი ბავშვი რომ იხოცება ის არაფერი???
მომწონს ძალიან შენი აზრი ღონისძიებებთან დაკავშირებით, ხოდა მოდი
ჩვენც გავაკეთოთ რამე.
natianatushki
გეთანხმები, ჩანასახი ჩემთვის ისეთივე ბავშვია, როგორც დაბადებული ბავშვი. ვერანაირ განსხვავებას ვერ ვხედავ აბორტსა და დაბადებული ბავშვის მკვლელობას შორის. მაგრამ ეს მე ვფიქრობ ასე და რამდენი არ ფიქრობს? მასეთები მაინც გაიკეთებენ არალეგალურად აბორტს და მარტო ბავშვს კი არ მოკლავენ, თავსაც მოკლავენ და ის დაბადებული ბავშვებიც ობლად დარჩებათ. გამოუვალი მდგომარეობაა ამ მხრივ. უნდა შეიგნონ! რაც შესაძლებელია, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ შეიგნონ! აკრძალვა უბრალოდ უარეს შედეგს მოიტანს ასეთი ქალების შემთხვევაში. თორემ ჩემთვის გინდა აკრძალე, გინდა არა. კი ვიცი, რომ მაინც არ გავიკეთებ აბორტს.
თუმცა არსებობს ალბათ რაღაც % ქალების, რომლებიც აკრძალვის შემთხვევაში არ გარისკავენ და გააჩენენ.
ჩემი აზრით აბორტის კანონით აკრძალვა აუცულებელია, ეს ძალიან ბევრი ბავშვის სიცოცლეს იხსნის. ტუმცა მე არ ვფიქრობ რომ ეს გამოსავალია, იმ თვალსაზრისით რომ ეს ყველა ქართველმა თუ არა ქართველმა უნდა იცოდეს რომ არის ისეთივე მკვლელობა როგორიცაა ბავშვის ან ზრდასრული ადამიანის მკვლელობა და არა მხოლოდ ეშინოდეს რომ კანონით არ დავისაჯოო. იმას რომ ეს ცოდვაა, ბავშვის მკვლელობაა და რომ არანაირად გამართლებული არაა ქადაგებს ჩვენი ეკლესია და ვთვლი რომ ეს უნდა იქნას გაჯგერებული ტელევიზიებითაც და სხვა ბევრმა დაჯგუფებამ და ორგანიზაციამაც უნდა გაიზიაროს ეს აზრი და სხვადასხვა ფორმებით მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაციები აბორტის არასწორობის შესახებ . ქვეყანაში არსებული კანონი აუცილებლად დიდ გავლენას იქონიებს ყოველივე ზემოტ აღნიშნულზე თუკი კანონი კანონობს ქვეყანაში და ქვეყნის მთავრობა მოუწოდებს ყველანაირ საგანმანათლებლო საშუალებას გაანათლოს საზოგადოება აბორტის შესახებ.
მე ვფიქრობ სკოლებშიც შეიძლება ამის სწავლება გარკვეული ასაკიდან (ეს დასადგენია) .
მე ვფიქრობ აბორტი კანონით უნდა იყოს აკრძალული და სისრულეში მოყვანილი.
მარიამი
მართალი ხარ, მარი, ასე მოწყვეტით ამ თემაზე საუბარი არ შეიძლება....
„საშინელი განსაცდელი მოელის ყველას, ვინც აბორტს იკეთებს, აკეთებს ან ამის ნებას იძლევა. სანამ დროა, უნდა შეინანონ ცოდვები და განუწყვეტლივ ილოცონ ღვთის წინაშე, რომ ჩვილთმკვლელობის ცოდვა მიეტევოთ.“
/ღირსი გაბრიელი/
ყვლა სკოლის დამამთავრებელ კლასში უნდა მოეწყოს შეხვედრები და ფულმიც უნდა გაკეთდეს თუ რამეხელა ცოდვასთან გვაქვს საქმე აბორტის შემთხვევაში.
MIRDAT
უნდა შესრულდეს პატრიარქის ლოცვა-კურთხევა და კანონით აიკრძალოს აბორტის შემზარავი ცოდვა...
მამის განცდილი აბორტი
გრძნობა როდესაც დაიბადა ჩვილი ბავშვივით,
ვგძნობდი რა იყო ღმერთის ძალა ადამის შექმნით.
ამ ამბის შემდეგ ვეღარაფრით ვეღარ დავმშვიდდი,
დღემდე დამჩემდა ტკივილები მაშინ რომ ვერ ვთქვი.-
ვერ მოგისწარი ჩემო შვილო ბედმა დამცა და
ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით ვატოლებთ ხელებს,
ნეტა თუ მგავდი, რომ მენახე არც კი დამცალდა,
ვიცი დღეს ღამეც შენი სისხლი ამომახველებს.
მამი თუ გრძნობდი შეციებულს ვინ გაორთქლებდა?!
(ნეტა ხის აკვანს, ჩემს გამოთლილს, ახლა ვინ ურწევს?!)
ალბათ მოჰგავდი შემოდგომით წითელ ფოთლებს და
ვაი რომ მართლა ფოთლებივით დაგანაკუწეს.
შიშზე მეტია ტკივილები ბასრი სინათლის,
ეხეთქებოდი ვიწრო კედლებს ხელების ქნევით,
რამდენ “შენბედას” გაუყევი შვილო ვინ დათვლის?!
სისხლი გდიოდა, წმინდა სისხლი ზევით და ქვევით.
ოთხი კედელი, უსინათლო როგორც საკანი.
ჩუმი კივილი აზანზარებს გაბერილ მუცელს.
სიკვდილმისჯილი ემბრიონი ისე ჩაკალი,
როგორც ნაღველი ჩავაკალი გაცრეცილ ფურცელს...
/ბ. ზაქაიძე/
მოკლედ მე და ჩემი მეგობარი ვაპირებთ მომავალი წლიდან (თუ სემინარიის მოძღვრებმა მოგვცეს კურთხევა) , რომ ჩავატაროთ ხოლმე შეხვედრები ახალგაზრდებტან სკოლებში , უნივერსიტეტებსი და.ა.შ , სადაც ვისაუბრებტ თუ რატომ არ შეიზლება ამ სისაზაგლის გაკეთება .
ვგეგმავ , რომ შეიქმნას ე.წ. ,,საინიციატივო ჯგუფი'' რომელსიც იქნებიან თეოლოგები , ფსიქოლოგები , ექიმები , იურისტები და ისინი , ყველა საკუთარი სფეროდან გამომდინარე აუხსნიან ახალგაზრდებს აბორტის მავნებლობის შესახებ .
მაინტერესებს თქვენი აზრი ამ იდეის შესახებ .
გავითვალისწინებ რჩევებს და სენიშვნებს .
რას მირჩევდით?
კარგი აზრია გურამჩიკ. თავიდანვე ამ აზროვნებით გაიზარდონ ბავშვები ჯობია, ვიდრე უბრალოდ აიკრძალოს და ვსიო.
საერთოდ ვფიქრობ 3 პროფესიის ადმიანი რომ შევიდეს ყველაზე კარგი იქნება. ფსიქოლოგი ექიმი და მოძღვარი. ან ამ საქმეანობის მიმდევრები და გაცნობიერებული ადამიანები.
ჩემთვის აკრძალვა კი არაა გამოსავალი , არამედ გამოსავალია რომ ახალგაზრდამ გაიგოს თუ რატომ არ შეიძლება ეს სისაძაგლე .
და თუ გაიგებს ამას , მაგრამ მაინც ჩაიდენს , აქ უკვე მე აღარაფერ შუაში ვარ...
ამ ხალხს საკუთარ მრევლში არ აინტერესებს ვინ სცოდავს და სხვებთან მოკლედ რამხელა გული აქვთ რა... "აი ის ათეისტი მრუშობს - დაიჭირეთ. აი ის აგნოსტიკოსი აბორტს იკეთებს - დაიჭირეთ. აი ის არაქრისტიანი მამათმავლობას ეწევა - დაიჭირეთ."
აბორტის აკრძალვა არ შეიძლება უბრალოდ. არაქრისტიანი რას აკეთებს თქვენი რა საქმეა ვერ გავიგე... თქვენ მრევლს აუკრძალეთ ცოდვების ჩადენა თუ ეგეთი მაგრები ხართ.
ქალი და კაცი თანასწორი ვერასოდეს იქნება თუ ქალს აბორტის(ალბათ მეოთხე თვემდე) უფლება არ ექნა. ქრისტიანებს კი ცოდვების კანონით აკრძალვა არ სჭირდებათ(და ვაი რომ სჭირდებათ ), საკუთარ თავს თვითონ მოუარონ.
Otherguy
ეს ზოგადად ყველას გალანძღვა როგორ გიყვარს...
დაკონკრეტდი ცოტა თუ შეიძლება...
Otherguy
როგორც ყოველთვის გიყვარს რაღაც აზრზს რომ უპირისპირდები და მორჩა...
რა შუაშია თქვენი მრევლი და სხვისი მრევლი . ეს არის მოწოდება : ,,არა კაც კლა !'' რა შუაშია ვისი მრევლია . ეს არ შეიზლება , დაუშვებელია .
ან კაცმა იგულაოს ქალმა არა ეს რაღა შუაშია მართლა . არცერთმა არ უნდა იგულაოს და აბორტში , ცოდვი დიდი წილი მამაკაცს მიუძღვის .
ნუ გიყვარს ეს ყველასა და ყველაფრის კრიტიკა . არა მგონია , რომ ამით უფრო ჭკვიანი გამოჩნდე .
ისეთი რაღაცეები დამიწერე ახლა , რაზეც საერთოდ არც მიფიქრია . უბრალოდ მათი დაწერა ,,კარგი საკრიტიკოა'' და მეტი არაფერი ...
http://www.radikal.ru
Otherguy
A.V.M
გოგოების ბრალიცაა ცხადია, მე გოგოებს არ ვამართლებ. ყოველთვის ვამბობ, რომ ჭკუით და პრაგმატიზმით კაცი ქალს ბევრად სჯობია. ქალი ბევრად სათნოა კაცთან(უმეტესობას ეხება) შედარებით. კაცს რადგან ჭკუა აქვს უფრო მეტი სათნოების პოტენციალი აქვს, მაგრამ ამას არ აკეთებს.
შენ რა გგონია? ქალი რომ ყველაფერს პატიობს კაცს ეს უდიდესი სათნოების გამოხატულება არაა? კი, უბრალოდ სულელობა და სათნოება შეიძლება ერთად იყოს... თან ქალებსაც რა ექნათ? რამდენსაც არ აპროტესტებდნენ, კაცი მაინც სჩადიოდა სიძვას, მაინც ღალატობდა. მასიურად ოჯახების დანგრევას ზოგმა პირში წყალი ჩაიგუბა, ზოგმა თავადაც მიჰყო ხელი ცოდვების ჩადენას. ვერ გაამტყუნებ. მე ეკლესიას ვადანაშაულებ რადგან ამ საკითხზე სულ ჩუმადაა. მეტი არაფერი. ზატო იცოცხლე, აჭრელებულია ინტერნეტი ქალიშვილობის ინსტიტუტზე ქადაგებებით. ასევე შარვლიან ქალზე...
Otherguy
რა შუაშია სათნოება?
როდესაც ხარ ახალგაზრდა გოგო , შენი საქმრო კი გეუბნევა თუ ქალიშვილი არ იქნები ცოლად არ მოგიყვანო .
ამ დროს კი შენ იცი სად , როდის , როგორ გულაობს ეს საქმრო და ჩუმად ხარ. ,,კაცია და რა ქნასო'' ამასა ზედ აყოლებ მერე...
ამაზე საშინელება რა უნდა იყოს ვერ ვხვდები .
თვითონ ახდენს ქალი საკუთარი თავის დისკრედიტაციას...
ეს სათნოება კი არა სიდებილეა .
(და ბოლოში მაინც ყველა-ყველაფერი გააკრიტიკე)
Otherguy
რა შემზარავია, როცა დედა და მამა ფულს იხდის საკუთარი შვილის მოკვლისთვის...
რა უცნაური და ანომალიურია, როცა დედას ადვილად შეუძლია შვილი მუცელში მოკლას, ხოლო რომელიც დაბადებული ყავს, მისთვის სიცოცხლესაც გასწირავს...
marine
ეს იმიტომ ხდება რომ დაუბადებელი ბავშვის პიროვნებად და სრულფასოვნად აღქმა საკმაოდ რთულია...
გასაკვირი ამაში არაფერია, სამწუხარო უფროა....
საერთოდ რომელიმე დაამტკიცებთ, რომ კონტრაცეპტივების გამოყენება და აბორტი ერთი და იგივე არაა?
ეგრე არც ჩასახული ბავშვი არაა ადამიანი და 1 წლის დაბადებული ჩვილი. ორივე პოტენციური ადამიანია. თორემ აბა მთელი ცხოვრება 1 წლის დარჩეს ჩვილი, ადამიანი იქნება მაინც? მის ცხოვრებას რა აზრი ექნება? ანუ პოტენციური ადამიანია ყველა, ვისაც ჯერ არ მიუღწევია გარკვეულ ასაკს, თუნდაც 6 წლის ასაკს დავუშვათ.
ჰოდა აშენებულ სახლს დაანგრევ თუ სახლის ასაშენებლად მოტანილ აგურებს გაანადგურებ დიდი განსხვავებაა? კონტრაცეპციაც თითქმის იგივე აბორტია. როგორც ჩასახულ ბავშვს უნდა ხელშეწყობა, რომ დაიბადოს, ასევე უნდა სექსის დროს კაცის თესლს ხელშეწყობა, რომ ბავშვი ჩაისახოს.
Otherguy
შენი არ ვიცი, მაგრამ სპერმატოზოიდსა და 1 წლის ჩვილ ბავშვს შორის მე ძალიან დიდ განსხვავებას ვხედავ მათ განადგურებას შორის ხო საერთოდ...
წარმოიდგინე სექსის დროს რამდენი სპერმატოზოიდი და რამდენი პოტენციური ბავშვი იღუპება... ვიგლოვოთ ყველა?
Otherguy
ბავშვს სული ჩასახვისთანავე ეძლევა და ის უკვე ადამიანია...
"აბორტი სატანისტური მსხვერპლშეწირვაა!"
G_saxva
ცოტა ხმამაღალია , მაგრამ ბევრი საერთო წერტილი აქვთ...
ბოროტისთვის კი ყველაზე სასურველი მსხვერპლშეწირვაა ეს...
(კერპებიც იყო სპეციალური რომელსაც გამოშვერილი ჰქონდათ ხელები , მასზე დებდნენ ჩვილ ბავშვებს , შემდეგ ცეცხლს უკიდებდნენ და წვავდნენ მათ...)
G_saxva
ეშმაკის ჩაგონებით დედა რომ შვილს მოკლავს სატანიზმია აბა რა არის?
G_saxva
ჯერ ეს ერთი სატანური მსვერპლშეწირვაა მეთქი არ მითქვამს და მეორე - მამათა შრომებს გადახედე ამ საკითხზე და ნათლად დაინახავ რომ ბოროტისათვის ყველაზე სასურველ ძღვნად , სწორედ ჩვილებს მიიჩნევენ
G_saxva
აქედან დავიწყებ:
G_saxva
G_saxva
კარგი მასინ ვიცნ ამ ორ რამეს გააიგივებს ჯერ ჩემს დასმულ კითხვებს უპასუხოს და მერე მიხვდება რა განხსვავებაა ამათ შორის.
"შვილი ხომ ოჯახის სიმდიდრეა და როცა მას კლავ, ეს ერის, სამშობლოსა და ქართველობის მტრობაა".
/მამა თავმას ჩოხელი/
"ცოდვა, რომელსაც თავს ვერ აპატიებ ღმერთმა რომც გაპატიოს"
/ეს სიტყვები ჩემს მეგობარს - ლორა მესტვირიშვილს ეკუთვნის/
"არ შეიძლება ამგვარი დიაგნოსტიკური პროცედურების ჩატარება, მაგალითად: ადრეული ამნიოცენტეზი, რომლის მიზანია ჯერ არდაბადებული, ავადმყოფ ბავშვთა მოკვლა!
არავინ გამხდარა ბედნიერი ადამიანის მოკვლით, მაგრამ შესაძლოა გახდე ბედნიერი ავადმყოფის სიცოცხლის მსახურებით!
ცოდვის ჩადენა არ შეიძლება არავითარ გარემოებებში".
/ილია მეორე/
ახალი კანონი მზადდება ამ თემასთან დაკვშირებით და ვნახოთ რა იქნება.
G_saxva
XOO ?
სერგიენკო ამზადებს ?
A.V.M
არ ვიცი ვინ და როგორ მაგრამ რამდენადაც მახსოვს მარტიდან იქნება კანონ პროექტზე მსჯელობა. მე მოხარული ვიქნები ბავშვის სქესის გაგებას თუ აკრძალავენ
შერჩევითი აბორტი ორმაგი ცოდვაა... მეც გამიხარდება თუ აიკრძალება...
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე: წელიწადში 40 000-მდე აბორტი კეთდება, 2012-ში სელექციური აბორტების შედეგად, 1151-ით ნაკლები გოგონა დაიბადა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე: წელიწადში 40 000-მდე აბორტი კეთდება, 2012-ში სელექციური აბორტების შედეგად, 1151-ით ნაკლები გოგონა დაიბადა
17:37 07.02.2014
[ნატალია კალანდაძე]
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მარიამ ჯაში სელექციური აბორტის სახიფათო ტენდენციაზე საუბრობს და აცხადებს, რომ 2012 წლისგანმავლობაში, სელექციური აბორტების შედეგად, 1151-ით ნაკლები გოგო დაიბადა.
„პრესა.ჯი“ დინტერესედა რაზე დაყრდნობით ასეხელებს ჯანდაცვის სამინისტრო კონკრეტულ ციფრებს და მინისტრის მოადგილეს ესაუბრა.
მარიამ ჯაშის ინფორმაციით, დასახელებული ციფრი ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლების, ე.წ.ირიბი ინდიკატორებით გათვლის შედეგად მიიღეს.
მარიამ ჯაში: ეს არის, რა თქმა უნდა, თეორიული გათვლები. ჩვენ ვიშველიებთ გლობალურ დონეზე არსებულ სტატისტიკურ ნორმებს, რომლის მიხედვით მაქსიმალური ზღვარი თანაფარდობაში დაბადებული მდედრობითი და მამარობითი ბავშვების შემთხვევაში, 100 ცოცხალშობილ გოგონაზე მოდის 105 ვაჟი. თუ ჩვენ ავიღებთ 2012 წლის სტატისტიკას, თუ რამდენი ბავში დაიბადა ამ წელს საქართველოში და უცვლელად დავტოვებთ დაბადებული ვაჟების თანაფარდობას, თუკი 1,05% არის ნორმალური სტატისტიკური თანაფარდობა, საქართველოში ფიქსირდება 1,09. შესაბამისად, თეორიულად თუკი დაბადებული ბიჭების რაოდენობას უცვლელად დავტოვებთ და ავიღებთ მაქსიმალურ სტატისტიკურ ნორმას რამდენი გოგო უნდა დაბადებულიყო, ჩვენ თეორიულად ვღებულობთ, რომ 1151 გოგონათი ნაკლები დაიბადა მხოლოდ 2012 წელს.
-ამ გათვლის მიხედვით, რისი თქმა შეგიძლიათ, სელექციური აბორტი გახშირებულია თუ არა?
-ეს გათვლები გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ვიფიქროთ სელექციური აბორტის საკმაოდ გახშირებულ პრაკტიკაზე. თუმცა ეს საჭიროებს უფრო მეტ და საფუძვლიან კვლევას. ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები და ჩატარდება დეტალური ანალიზი არსებული მონაცემების და ასევე იმ ფაქტორების, თუკი დადასტურდა სელექციური აბორტის პრობლემა, რა გარემოებები ახდენს ამ გადაწყვეტილებაზე გავლენას.
-რამდენად ახდენს გავლენას სელექციურ აბორტზე მშობლების სოციალური მდგომარეობა?
-ოფიციალური სტატისტიკით, წელიწადში 40 000-მდე აბორტი კეთდება. სოციალურ ფაქტორებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია არ მოგვეპოვება. თუმცა გაეროს ფონდის, რეპროდოლოგიური კვლევებით, სახეზეა პრაქტიკა რომ აბორტი კვლავ რჩება ოჯახის დაგეგმვის ერთ-ერთ მთავარ მეთოდად. ის მიზანი რომ აბორტი ჩანაცვლდეს თანამედროე კონტრაცეპტივებით, ჯერ კიდევ ძალიან შორს არის. მთელი აქცენტი უნდა გაკეთდეს არა აბორტის ამკრძალავ ღონისძიებაზე, არამედ ეტაპობრივ ჩანაცვლებაზე იმ თანამედროვე ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებით, რომელიც არის დამზოგავი დედის ჯანმრთელობისთვის.
-თუ აქვს სამინისტროს კონკრეტული გეგმა მსგავი აბოტრების შესამცირებლად?
-ჩატარებულია სამუშაოები. დედათა და ბავშვთა საბჭოს ფორმატში განიხილება ზოგადად აბორტის რეგულაციების საკითხი და მათ შორის გენდერული სელექციის საკითხიც. იგეგმება რეგულაციების გადახედვაც. მაგალითისთვის მოგახსენებთ, რომ აბორტის სამედიცინო ჩვენებებით დღემდე ქართველი ექიმები სარგებლობენ 2000წლის ბრძანებით, რაც მოძველებულია. მუშაობა პირველ რიგში რეგულაციაზე მიმდინარეობს, რომ მოვიყვანოთ ის დღეს არსებულ საერთასრისო პრაქტიკასთან და შემცირდეს ჩამონათვალი, რა დროს არ იკრძალება აბორტის გაკეთება. ასევე არის საუბარი დედის ინფორმირებაზე. როდესაც მშობლები ღებულობენ გადაწყვეტილებას ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის თაობაზე, მათ უნდა ეძლეოდეს სამდღიანი მოსაფიქრებელი ვადა .
http://presa.ge/new/?m=society&AID=24465
"განა ქალის უფლება, თავისი სხეული ნებისამებრ განკარგოს უფრო მაღლა დგას, ვიდრე უმწეო ბავშვის სიცოცხლე?
და ეს განსაკუთრებით მაშინ, თუკი მისი ჩასახვის მომენტში ქალს არავითარი პრეტენზია არ გამოუთქვამს?
ნუთუ აბორტის მომხრეებს იმის თქმა უნდათ, რომ საქართველოში მართლა ამდენი სქესობრივი ძალადობის შემთხვევაა?
და თუ ამის თქმა უნდათ, რატომ არ აღიმაღლებენ ამაზე ხმას და გააფრთებით არ დაიწყებენ საბრალო ქალების დაცვას ისე, როგორი შემართებითაც უსუსური ჩვილების სიცოცხლის მოსპობას იცავენ?"
გასულ წელს , საქართველოში ოფიციალურად გაკეთდა , 40 000 აბორტი .
იცით ეს რას ნიშნავს ?
A.V.M
ის ნიშნავს იმას, რომ ვიცით მიზეზი იმისა, თუ რატომ ვართ მხოლოდ 3.5 მილიონი ქართველი დედამიწაზე
ეს მხოლოდ ოფიციალური ცოფრია ხომ იცით .
ხო კიდევ , ყველაზე უხეშ გამოთვლებით , ეს რაოდენობა აბორტებისა , რომ არ კეთდებოდეს , 30 წელიწადში , 7 მილიონი ვიქნებოდით .
დღეს იყო ძალიან კარგი ლექცია , მამა ალექსი ქშუტაშვილის მიერ წაკითხული , აბორტების შესახებ . მე , ალექსა და თამუნა ვესწრებოდით .
ძალიან გვინდა რომ იქ გაგებული ინფორმაცია , თქვენც მოგაწოდოთ . მართალია , შესაძლებელია ეს დროში გაგვეწელოს , მაგრამ აუცილებლად ნახავთ ლექციის როგორც აუდიო , ისე ბეჭდურ ვერსიას .
A.V.M
მოუთმენლად ველოდებით.
გვტკივა შვილები, არ გაჩენილნი,
ვიღაცის, ანდა, რაღაცის გამო...
გვყავს სხვა შვილებიც, გადარჩენილნი
და მათ სახელებს ლოცვაში ვამბობთ.
უპატიჟებელ საჩუქარს უფლის,
დაუფიქრებლად დავემშვიდობეთ,
გულს ის წუხილი არ გადაუვლის,
რომ მათი ნახვაც არ მოვინდომეთ.
ო, რამდენი ხართ, არ გაჩენილნი...
შვილებო, დღემდე სახელიც არ გაქვთ...
ჩვენი მიზეზით ცად ავლენილნი,
ცრემლით ინამავთ, უმწეო წამწამს.
თქვენ არ გეგონოთ, რამე ბრალი გაქვთ,
ანდა, შვილებად არ ივარგებდით,
უვარგისები, ეს ჩვენ დავდივართ,
ცოდვაში, ნებით, თავის ჩამგდებნი...
kaxa dolidze.
"მინდა მივმართო ყველას თხოვნით და ლოცვა-კურთხევით - საქართველოში აბორტები უნდა შეწყდეს! უნდა გახსოვდეთ ყველას, რომ აბორტი არის შვილის კვლა და ეს არის უდიდესი ცოდვა წინაშე ღვთისა და წინაშე ერისა!
განსაკუთრებით მინდა მივმართო ექიმებს, რომლებიც აბორტებს აკეთებენ: იცოდეთ, რომ ეს არის კაცის კვლის უდიდესი და საშინელი ცოდვა, რასაც თქვენ ჩადიხართ! ამიტომ აბორტების კეთება ჩვენს კლინიკებში უნდა შეწყდეს და რამდენ შვილსაც მისცემს უფალი ოჯახს, იმდენი უნდა იყოლიონ. უნდა ვიცოდეთ, რომ ოჯახის სიმტკიცე არის საწყისი ადამიანის ბედნიერებისა".
/ილია II/
"ოჯახის დაგეგმარების ფედერაციის" თანამშრომლები აღიარებენ, რომ დედის მუცელში მხოლოდ იმის გამო მოწყვიტეს ჩვილი, რომელსაც კარგი გულისცემა ჰქონდა, რომ სასწრაფოდ ესაჭიროებოდათ მისი ტვინი".
"პროლაიფერი - ეს საერთაშორისო ტერმინია, რომლითაც აბორტის მოწინააღმდეგეებს აღნიშნავენ; ტერმინი მომდინარეობს ინგლისური სიტყვიდან pro-life - "სიცოცხლისთვის", და მუცლად მყოფ ჩვილთა სიცოცხლის დაცვისთვის ბრძოლას გულისხმობს".
"საზოგადოებაში არესებული აბორტების მომხრეთა მოძრაობის მონაწილენი კი იწოდებიან პროჩოისერებად. Pro-choice - ინგლისურიდან ითარგმნება, როგორც - "არჩევანისთვის", მათი მომხრეები მიიჩნევენ, რომ მუცლის მოშლა დედის უფლებაა".
"ადამიანს არ აქვს უფლება არეგულირებდეს შვილების რაოდენობას, უნდა ჰყავდეს იმდენი, რამდენსაც ღმერთი მისცემს".
/ილია მეორე/
"აბორტი ამდაბლეს ქალის ღირსებას. მოკლული ჩვილის სისხლი ყოველთვის იღაღადებს დედის სინდისის მიმართ".
"ღმერთით - საქართველოში შეწყდეს მუცლად სიკვდილი. დედებო, რაც არ უნდა გაგიჭიდეთ, ღმერთი დაგეხმარებათ. თქვენს ნაყოფს მიეცით თქვენსავით ადამიანად ჩამოყალიებების უფლება, ღვთის სულს კი სიცოცხლე, რათა გამრავლდეს ქართველი ერი".
/სქემმონაზონი ანა (ღაჟონია-საჯაია)/
"თანამედროვე დედა სიცოცხლეს, ანუ ევას აღარ ნიშნავს, ის სიკვდილის მანქანად გადაიქცა და აბორტის ცოდვით უამრავ სულს ღუპავს".
/დეკ. შიო პაიჭაძე/
"მუცლის ხელოვნურად მოშლა მსოფლიოს ყველა რელიგიის მიერ ბავშვის მკვლელობად არის მიჩნეული".
"მკვლელია არა მარტო ქალი, რომელიც ხელოვნურად მოიშლის მუცელს, არამედ ექიმიც, რომელიც მას ამგვარ ოპერაციას გაუკეთებს ან ამ მიზნით მისცემს მას რაიმე წამალს. მკვლელია ქმარიც, როდესაც იგი თანხმდება (ან ხელს არ უშლის) ცოლს მუცლის მოშლაზე. მკვლელები არიან ისინიც, ვინც ურჩევს ქალს მოიშალოს მუცელი, ვინც ავრცელებს აბორტის რეკლამას, ვინც იბრძვის აბორტის ლეგალიზაციისათვის, აწარმოებს და ყიდის მუცლის მოსაშლელ პრეპარატებს".
"გვგონია, ბავშვის გაჩენას იმდენი პრობლემა მოჰყვება, რომ ვეღარ ავუვალთ. ხომ შეიძლება, შვილი არ გავაჩინოთ, მაგრამ უფრო დიდი პრობლემის წინაშე დავდგეთ?"
"ზოგიერთი მეკითხება, განა პრობლემები გაკლიათ, მეოთხე შვილს რად აჩენთო? მე კი ვპასუხობ: - სწორედ პრობლემები რომ გადავწყვიტოთ, იმიტომაც გავაჩინეთ დათუნა. თითოეული ახალმოვლენილი ბავშვი ოჯახში ანგელოზია და ის გვაძლევს ძალას, ყოველგვარ სირთულეებს ადვილად გავუმკლავდეთ".
/ნინო ძნელაძე/
"მშობლების შიში ეკონომიკური შეჭირვების გამო ბავშვების არგაჩენისა, ვფიქრობ, მათი სულიერი ზრდის მიხედვით გაიფანტება: მათ ღვთის იმედი უძლიერდებათ მეორე, მესამე და შემდეგი ბავშვის გაჩენის მერე".
/დეკ. დიონისე ტაცისი/
"არც ერთ ომს იმდენი ადამიანი არ შეუწირავს, რამდენიც აბორტმახერებმა შეიწირეს".
"ნაყოფის მოცილების შემდეგ მისი სურვილი - ჩვეულებრივად გააგრძელოს ცხოვრება, ყოვლად მიუღწეველია, რადგან ამ შეცოდების შემდგომ მისი ცხოვრების გზას იმგვარი სულიერი ტკივილი სდევს თან, რომ ხშირად ვერ იაზრებს, რატომ არის ამ მდგომარეობში. ცოდვა ისეთი სახით უბრუნდება ერთ კონკრეტულ ადამიანსა თუ ქვეყანას, რომ ამ ტკივილს განაცდევინებს, რაც აბორტის საშუალებით მოწყვეტილი შვილის შემთხვევაში უნდა განეცადა".
/დეკ. ზურაბ მჭედლიშვილი/
"აბორტის გაკეთება არ შეიძლება. ვინც აბორტს იკეთებს, ის ყველაზე გულქვა ავაზაკზე მეტად სცოდავს! ავაზაკი უცხო ადამიანებს ხოცავს გაძარცვის სურვილით, დედა კი ღვიძლ შვილს კლავს, ჯერ კიდევ სულს, სხეული სრულად რომ არ შეუმოსავს! დაგვიფაროს ღმერთმა! ადრე ასეთ ადამიანს ოცდახუთი წლით განაყენებდნენ ზიარებისგან.
დედაკაცი, რომელმაც ერთი ან ორი აბორტი გაიკეთა, სამაგიეროს ავადმყოფობით იღებს. ადრე თუ გვიან შეაწუხებს დედაკაცური სნეულებანი, უძლურებები. ღმერთო ჩემო, რაოდენ უსიამოვნოა ეს ყველაფერი.
მაპატიეთ! ჩვენ, ბერებმა, ამ ყველაფერზე არც უნდა ვიფიქროთ და არც ვისაუბროთ, აუცილებელია, ცოდვისაგან განგაკრძალოთ ისე, როგორც ამას წმინდა ეკლესია გვასწავლის".
/სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო)/
"ამას წინათ მამა გაბრიელის შეგონებას ვკითხულობდი აბორტის შესახებ და ჩემი ცოდვაც გავაცნობიერე. შესანიშნავი ქალი და დედა რომ მეგონა თავი, მკვლელი გამოვდექი. ცოცხალ და დაბადებულ შვილებს გამუდმებით ვავედრებდი უფალს, ისინი კი ერთხელაც არ გამხსნებია... რამდენი ქალია, უშვილობით რომ იტანჯება, ჩვენ კი ღმერთი გვაძლევს და უწყალოდ ვუსპობთ სიცოცხლეს".
"თუ კაცს გინდა, ქრისტიანი და ქართველი გერქვას, მრავალშვილიანობით უნდა ემსახურო ერს".
ამბავი ცოდვილი დედაკაცის საშინელი სიკვდილისა
"ერთმა ვალეველმა გლეხმა გვიამბო, თუ როგორ გარდაიცვალა მისი მეზობელი.
"ჟივანიჩები მდიდარი ხალხი იყო, მაგრამ არც ერთი მათგანი არ ფიქრობდა ღმერთზე და სულის უკვდავებაზე. ეკლესიაში ისინი არ დადიოდნენ, მარხვებს არ იცავდნენ, მოწყალებას არ გასცემდნენ. ამ დღეებში გარდაიცვალა ა-ა, დედაკაცი მათი გვარისა. ახალგაზრდობაში ის მამაკაცებს დასდევდა: საკუთარ მაზლსაც კი აეკიდა, რომელმაც მის გამო თავი მოიკლა. ქმარს ოთხი წელი არ ელაპარაკებოდა. თვითონ ჰყვებოდა, როგორ კლავდა და წვავდა თავის შვილებს წიაღშივე, რომ არ დაბადებულიყვნენ. მისი ქმარი ამა წლის ვნების ორშაბათს მოკვდა. როცა ის ავად იყო, ცოლს მასთან მისვლაც არ უნდოდა, თუმცა ბევრი ურჩევდა, - მომაკვდავ ქმარს დაემშვიდობეო. მომაკვდავმა ის დაწყევლა: - ღმერთმა ქნას, წყლულებისგან გაიხრწნაო. მართლაც, ქმრის სიკვდილიდან მალევე დასნეულდა. სხეული წელიდან მუხლამდე დაუწყლულდა. ოთხი ქალი უვლიდა. საკუთარ თავს ვეღარ აკონტროლებდა, ხელებს ასავსავებდა და ყვიროდა: - განმეშორეთ, წადით და მომაშორეთ ეს ბავშვებიო. რომელი ბავშვები, - ვამშვიდებდით, - ჩვენ აქ ვერავის ვხედავთ, აქ არავინ არისო, მაგრამ ის ყვირილს განაგრძობდა: - გაყარეთ ეგენი! როგორ თუ ვერ ხედავთ? ჩემს გარშემო არიან და მაცოცდებიანო.
ეს ის ბავშვები იყვნენ, რომელთაც იგი მუცელში ხოცავდა. არაერთხელ მირჩევია, - დაუძახე, დაო, მღვდელს, აღსარება თქვი და ეზიარე-მეთქი, მაგრამ არ მიჯერებდა. როგორც იქნა, დავითანხმე, მაგრამ როცა მღვდელი მოვიდა, ენა წაერთვა და სიმყრალეში გახვეულმა, ძლივს აღმოუტევა თავისი უბედური სული".
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"ღმერთი გულშემატკივარია, მას ადვილად შეუძლია, შვილთა მიცემა შეუწყვიტოს ცოლ-ქმარს, როცა დაინახავს, რომ მათ მეტის გაზრდა აღარ შეუძლიათ".
/ღირსი პაისი ათონელი/
"საქართველოში ყოველწლიურად სტატისტიკურად 40 ათასამდე აბორტი ფიქსირდება".
/"რეზონანსი" N115/
მშობლების ცოდვა
"ჩვენმა ქვემოკრუშევიცელმა ძმამ, ველიმირ მარინკოვიჩმა მოგვითხრო ერთი საგულისხმო ამბავი: სოფელ ჟებტავში ჯ.ჩ.-ს და მის მეუღლეს შეეძინათ ვაჟი. ცოლ-ქმარმა მოითათბირა, მეტი შვილი აღარ ვიყოლიოთო. ამიტომაც ქალმა არაერთი ნაყოფი მუცელშივე მოკლა. პირველშობილ შვილზე კი მზე და მთვარე ამოსდიოდა. ბიჭი 16 წლისა შესრულდა. თამაშობისას თანატოლებმა იჩხუბეს და ერთმანეთს ქვები დაუშინეს. ერთი ქვა მასაც მოხვდა და მოკლა. ახლა მშობლები მწარედ ნანობენ, რომ მოწყვიტეს თავიანთი შთამომავლობა."
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"- შეიძლება თუ არა, აბორტს რომელიმე შემთხვევაში მცირე გამართლება მაინც მოეძებნოს? მაგალითად, როდესაც სამედიცინო ჩვენებით დასტურდება, რომ ბავშვი ფიზიკური ნაკლით დაიბადება.
- ეს იგივეა, რომ დედამ ინვალიდი შვილი მოკლას. არც ერთი მშობელი არ კლავს დაბადებულ შვილს თანდაყოლილი ან შემდეგ შეძენილი ფიზიკური ნაკლის გამო. ასევე არ უნდა გაიმეტონ სასიკვდილოდ მუცლადმყოფი ჩვილი იმის გამო, რომ მას რაიმე დეფექტი დაჰყვება თან, ასე რომ, არც ასეთი მიზეზი ამართლებს აბორტს, მით უმეტეს, როდესაც ვიცით, რომ ყოველივეს უფალი განაგებს. არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც სამედიცინო ჩვენებებზე დაყრდნობით ექიმები ფეხმძიმეს არწმუნებდნენ, რომ ბავშვი სნეული დაიბადებოდა და აბორტის გაკეთებას ურჩევდნენ, მიუხედავად ამისა, უფლის რწმენისა და შემწეობის იმედით ქალს მაინც გაუჩენია შვილი, რომელიც სრულიად ჯანმრთელი და უვნებელი დაბადებულა. თუნდაც ასე არ იყოს, კიდევ ვიმეორებ, არც ეს მიზეზი ამართლებს მუცლადმყოფი ნაყოფის მოშორებას. ესეც ღვთის მიერაა დაშვებული და იმაზე უნდა დავფიქრდეთ, რატომ დაუშვა ეს ღმერთმა.
ისეთი შემთხვევაც ყოფილა, რომ ქალი რომელიც ჯანმრთელობას უჩიოდა, სწორედ ბავშვის გაჩენის შემდეგ გამოჯანმრთელდა."
/დეკ. კონსტანტინე გიორგაძე/
"- მართალია, მუცლის მოწყვეტის შემთხვევაში დედა შეგნებულად არ იშლის მუცელს, მაგრამ ასეთ დროსაც ხომ მუცლადმყოფი ნაყოფის სიკვდილთან გვაქვს საქმე. როგორ უნდა მოიქცეს ქალი მსგავს ვითარებაში?
- ასეთ დროს ქალი უპირველესად იმაზე უნდა დაფიქრდეს, თუ რატომ დაუშვა უფალმა მასზე ესოდენ მძიმე განსაცდელი, ამის მიზეზი საკუთარ სულიერ ცხოვრებაში მოიძიოს და თავისივე ცოდვებს დააბრალოს, შემდეგ კი აუცილებლად მიმართოს ღვთისმსახურს, რომელიც წაუკითხავს განწმენდის ლოცვას და ყველა საჭირო რჩევა-მითითებას მისცემს."
/მამა კონსტანტინე გიორგაძე/
"ალბათ ბევრ ჩვენგანს სმენია ამერიკელი ექიმის ბერნარდ ნათანსონის ფილმი - "უხმო ყვირილი", სადაც ნაჩვენებია იმის ულტრაბგერითი გამოსახულება, რაც ხდება ქალის საშვილოსნოში აბორტის დროს, როდესაც მუცლადმყოფი ნაყოფი თორმეტი კვირისაა. ეკრანზე კარგად ჩანს, როგორ ცდილობს მუცლადმყოფი არსება ვაკუუმგამწოვისთვის თავის არიდებას. მისი მოძრაობები სწრაფი და მღელვარეა. გული აჩქარებულად უცემს. გვერდზე იწევს და საშვილოსნოს მარცხენა კედელს ეკვრის. ხოლო როდესაც აპარატში მომწყვდეული ბავშვის დანაწევრება იწყება, ის ფართოდ აღებს პირს, თითქოს ყვირისო. სწორედ აქედან მომდინარეობს ფილმის სახელწოდებაც - "უხმო ყვირილი". ამ ფილმის ნახვის შემდეგ ბევრმა განაცხადა უარი აბორტის გაკეთებაზე."
/მამა კონსტანტინე გიორგაძე/
"საკუთარი თვალით მინახავს არამყარ სულიერ მდგომარეობაში მყოფი ქალი, რომელიც თურმე წლების მანძილზე გინეკოლოგად მუშაობდა და ცხადია არაერთი აბორტი ექნებოდა გაკეთებული. როგორც მითხრეს, მისი სულიერი სნეულების მიზეზი იყო სიზმარი, რომელსაც ყოველ ღამით ნახულობდა - ბავშვებით სავსე ურიკას დაატარებდა. სწორედ ამ სიზმრისეული ჩვენებების გამო შერყევია ფსიქიკა. ალბათ ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ბავშვები, რომლებსაც ეს ქალი დაატარებდა, მის მიერ აბორტის დროს მოკლული მუცლადმყოფი ჩვილები იყვნენ. ამ შემთხვევიდან ნათლად ჩანს, რომ აბორტის უმძიმესი ცოდვის სანაცვლოდ მოწეული სასჯელი ამქვეყნადვე იწყება და ზოგჯერ ძალზე მძიმე და მტანჯველია."
/დეკ. კონსტანტინე გიორგაძე/
წერილი დედაკაცს მიცვალებულთა მიერ გადახდილ სამაგიეროზე
მწერ, საშინელი სიზმრები მაწუხებენ. თვალს დავხუჭავ თუ არა, მაშინვე მეცხადება სამი ყრმა, დამცინიან, მემუქრებიან და მაშინებენ... განკურნების ძიებაში ყველა ცნობილი ექიმი და მცოდნე ხალხი მოვიარე. მეუბნებოდნენ: ეგ არაფერიაო, მე კი შევჩიოდი, - თუ ასეა, მაშინ მომაცილეთ ეს ხილვები. განა "არაფერს" შეუძლია ექვსი თვე თვალი არ მოგახუჭინოს? ისინი კი: "კლიმატი შეიცვალეთ, ხშირად იყავით საზოგადოებაში, თვალყური ადევნეთ კვებას. ეს ჩვეულებრივი იპოქონდრიააო".
ვიცნობ, დაო, ასეთ ჭკვიანებს. რამდენიმე ჟღარუნა სიტყვა ისწავლეს: "იპოქონდრია", "ტელეპათია", "თვითშთაგონება" და ამით შეცვალეს სულიერი რეალობა, ყველაფერს განმარტავენ "დღის განრიგით", ყველაფერს კლიმატს, გართობას, მინერალურ წყლებს, ღვინოსა და ხორცს მიაწერენ.
აი, რას გეტყვი: სამი ყრმა, რომელიც გეცხადება, შენი სამი შვილია, შენს მიერვე მუცელში მოწყვეტილნი, ვიდრე მათ სახეს მზე თავისი ნაზი სხივებით შეეხებოდა. ახლა ისინი მოვიდნენ შენთან სამაგიეროს გადასახდელად.
მკვდრების სამაგიერო სახიფათოა და საშიში. ნაკითხი ქალი ხარ და ამიტომ ლიტერატურული სახეებით მოგითხრობ. გაიხსენე ლედი მაკბეტი ანდა ინგლისის მეფე, ისინი მათ მიერ მოკლული კაცის სულმა დახოცა. რა თქმა უნდა, წაგიკითხავს მეფე ვლადიმირის მკვლელზე, მეფე ვლადისლავზე, რომელიც მოკლა ვლადიმირის სულმა. მაგრამ, შესაძლოა, არ იცოდე ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტეს ამბავი. მას არ უყვარდა ძმა, თეოდოსი. მეტოქედ ესახებოდა და აიძულა, დიაკვნის ხარისხი მიეღო. მაგრამ შიშისგან თავი ვერ დაიხსნა. შეთქმულება მოუწყო ძმას, თეოდოსი მოწამებრივად მოკლეს. შვებით ამოისუნთქა კონსტანტემ - საბოლოოდ ჩამოვიშორე მეტოქეო. მაგრამ ამ უმეცარმა იმპერატორმა არ იცოდა, რომ მკვდრები ცოცხლებზე ძლიერნი არიან. ღამით მოკლული გამოეცხადა, გაუწოდა ორთქლადენილი ქაფქაფა სისხლით სავსე თასი და უბრძანა: "დალიე, ძმაო!" კონსტანტე შეშინებული წამოხტა, მოიწვია ვეზირები, მაგრამ მათ ვერაფერი უთხრეს. მეორე ღამეს ხილვა განმეორდა. იმპერატორმა ფეხზე წამოყარა მთელი კონსტანტინოპოლი, მაგრამ ქვეშევრდომნი გაოცებულნი მიშტერებოდნენ.
ძმა თავს არ ანებებდა იმპერატორს. ერთ დილით კი ეს ძლიერი და ჯანმრთელი ხელმწიფე თავის საწოლში მკვდარი ნახეს.
კითხულობ წმინდა წერილს? იგი აგიხსნის, თუ როგორ იძიებენ შურს მკვდრები ცოცხლებზე. კაენი ძმის მკვლელობის შემდეგ შვებას ვერსად პოვებდა. წაიკითხე, თუ როგორ მიაგო სამაგიერო საულს მისგან შეურაცხყოფილი სამუელის სულმა. გაიხსენე, რამდენ ხანს იტანჯებოდა საცოდავი დავითი ურია ქეტელის მკვლელობის მერე. წაიკითხე ყველაფერი კაენიდან შენამდე და მიხვდები, რა გტანჯავს და რატომ. მიხვდები, რომ მკვდრები თავიანთ ჯალათებზე ძლიერნი არიან და მათი შურის მისაგებელი საშინელია.
შეიცანი ყველაფერი. გააკეთე, რაც შენს ხელთაა. შენი მოკლული შვილებისთვის მოწყალება გაიღე და გაპატიებს უფალი. მისთვის ყველანი ცოცხლები ვართ და გვაძლევს მშვიდობას. წადი ეკლესიაში და იკითხე, რა უნდა გააკეთო. მღვდელმა იცის. შეგიწყალოს უფალმა.
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"გადაწყვეტილების მიღება - შეუნარჩუნო ბავშვს სიცოცხლე თუ მოკლა იგი - ჩვენი თანამედროვე ცხოვრების ყველაზე ტრაგიკული პრობლემაა. აქ წყდება საკითხი: ქრისტიანია ადამიანი თუ იუდა, რომელიც მზად არის ფულზე გაყიდოს ქრისტე".
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"თუ უფალი სიცოცხლეს აძლევს ბავშვს, მისი რჩენის საშუალებასაც მისცემს მის მშობლებს".
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"რამდენი კარგი სიცოცხლე დაიღუპა ამ სისასტიკის [აბორტის] გამო, რამდენი საქართველოსთვის საჭირო სიცოცხლე..."
"ორსულობის შეწყვეტა უფრო დიდი ცოდვაა, ვიდრე ჩვეულებრივი მკვლელობა, - დედის მუცელში მყოფი პატარა, უდანაშაულო ადამიანი ხომ სრულიად დაუცველია".
/გინეკოლოგი სტოიან ადაშევიჩი/
"ორსულობის ტესტები აჩვენებენ, რომ იმ ქალებში, რომლებიც ე.წ. "სპირალებს" იყენებენ, უფრო ხშირად ხდება ჩასახვა, მაგრამ "სპირალი" ემბრიონს არ უშვებს საშვილოსნოში და აქედან გამომდინარე, ის კვდება ჩასახვიდან დაახლოებით ერთ კვირაში. იგივე ხდება ჩასახვის საწინააღმდეგო აბებთან დაკავშირებითაც: ისინი ხელს უშლიან ემბრიონის ნორმალურ განვითარებას, ნელ-ნელა კლავენ მას.
ბევრი ქალი ჯერ კიდევ უმეცრებაშია, მათ ამ საკითხზე მხოლოდ საყოველთაოდ მიღებული შეხედულება იციან. როდესმე გინახავთ მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში, ე.წ. ქალთა ჟურნალებში, გადაცემებში მართალი ინფორმაცია აბორტებზე, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებზე და ხელოვნურ განაყოფიერებაზე?"
/სერბი გინეკოლოგი სტოიან ადაშევიჩი/
"აბორტის დროს თქვენ კლავთ პატარას სულს, რომელმაც თქვენს წიაღში შეაფარა თავი".
"აბორტის დროს პროცესს თან სდევს საშინელი ტკივილი - იგი აღემატება იმ ბუნებრივ ტკივილს, მშობიარობის დროს რო ახლავს. ზოგიერთი ქალი, რომელსაც მძიმე მშობიარობა აქვს გადატანილი, აღნიშნავს, რომ ერჩივნა მრავალი შვილი გაეჩინა, ვიდრე აბორტის დროს მიყენებული ტკივილი განეცადა.
"მრავალი ისეთი შემთხვევაც მქონდა, როცა მოსულან მშობლები მას შემდეგ, რაც მრავალი გადაულახავი წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც გააჩინეს "არასასურველი" პატარა და უთქვამთ: ექიმო, ამ პატარამ სიმდიდრე და ბარაქა შემოიტანა ჩვენ ოჯახშიო".
/მეუფე შიო/
"ისეც ხდება, რომ ზოგჯერ ქალი, აბორტის გაკეთებამდე მოძღვარს მიმართავს. მოძღვარი იბრძვის, რომ ცდომილ სულს ამგვარი განზრახვა გადააფიქრებინოს და როცა უფლის წყალობით ამას აღწევს, მაშინ მოდის ბედნიერებაც.
გადაივლის განსაცდელი და მადლიერ ქალს ასე გადარჩენილი შვილის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება უჩნდება, რადგან ხვდება, თუ რისთვის იმეტებდა მას და საკუთარ თავსაც როგორ სჯიდა."
"ღმერთმა იცის, რამდენი ბავშვი მოგცეს და რამდენსაც მოგცემს, თვითონ იზრუნებს მათზე"
"ადამიანის ჩანასახი დედის მუცელშივე იღებს სულს და მისი მოკვლა ზრდასრული ადამიანის სიკვდილის ტოლფასია".
"სამსჯავროს დღეს ყველა მოკლული ჩანასახი გამოეცხადება დედას და პასუხს მოთხოვს".
"ცოდვაა ისიც, როცა ვინმეს ურჩევთ მუცლის მოშლას".
"12 კვირამდე აბორტი დაშვებულია"
"ერთ დღეს უშვილობისთვის პარაკლისი გადავიხადე. უამრავი წყვილი შეიკრიბა. გული მეტკინა... ამ დროს გულისხმა მეწვია - ამ წყვილების უშვილობის მიზეზი მშობლების მოუნანიებელ აბორტის ცოდვაში უნდა ვეძიოთ..."
/დეკანოზი მიქაელი/
"თუ დედა კლავს შვილებს, მას ბედნიერება არ ეღირსება, მთელი ცხოვრება დაიტანჯება ამით"
/მამა ადამ ახალაძე/
"ბერისათვის ბევრი ცოდვა აღსარებამდეც გაცხადებული იყო. ერთხელ ახალგაზრდა მამაკაცი მასთან აღსარების ჩასაბარებლად მივიდა. მისი დანახვისთანავე მამა ანთიმოზმა თავი გააქნია და წარმოთქვა:
- "შენ ნება მიეცი ცოლს, რომ აბორტი გაეკეთებინა და ამგვარად მკვლელობის თანამონაწილე გახდი. შვილის მკვლელო, როგორ უნდა ჩახედო თვალებში საკუთარ შვილს, როდესაც ზეცაში შეხვდები და ის მამას დაგიძახებს?"
"კონტრაცეფცია ნიშნავს ორგანიზმის მოწამლვას ადამიანთა გამრავლების უნარის მოსაშლელად.
ჩვენმა დიდმა წინაპარმა წმიდა ეფთვიმე მთაწმინდელმა სახელმძღვანელო წიგნში, "მცირე სჯულისკანონში" კონტრაცეფციასთან დაკავშირებული საეკლესიო დადგენილებაც შეიტანა და აგვიხსნა, რომ საწამლავის მიღება როგორც მუცლადღებამდე, ანუ ჩასახვამდე, ისე მუცლადღების შემდეგ მკვლელობას ნიშნავსო"
"აბორტის გამკეთებელი დედა არა მარტო საკუთარ, არამედ იმავდროულად უფლის შვილსაც კლავს"
"თითოეული ოჯახი, რომელიც ღმრთის მცნებებს იცავს, აუღებელი ციხე-სიმაგრეა ქართული სახელმწიფოსი. ეს კარგად იციან ჩვენმა მტრებმა და ამიტომაც გვთავაზობენ ნაირნაირ უფასო აბებს, ოღონდ კი ცოდვით დავეცეთ და შთამომავლობა გავანადგუროთ"
"ერთი ფრანგი ლიტერატორი, რომელმაც სტატია 2015 წლის 13 ნოემბერს პარიზში მომხდარი ტერორისტული აქტების შემდეგ გამოაქვეყნა, წერს, რომ ფრანგი ერის ტრაგედია დაიწყო ოჯახების საფუძველთა მოშლით, კერძოდ, 1975 წელს მიღებული კანონით, რომლის ძალით აბორტი ნებადართულად გამოცხადდა"
"- დღეს დედები გეგმავენ, რამდენი შვილი იყოლიონ...
- უფალმა სიყვარულით შექმნა სამყარო და არა დაგეგმარებით. დღეს ფართო რეკლამას უწევენ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს. მშობლები ბჭობენ, არიან თუ არა მზად შვილების გასაზრდელად. ეს გახლავთ სრული უარყოფა ღვთაებრივი ნებისა, სულიერი მცნებებისა და კანონებისა. ერის სიცოცხლე მის სიმრავლეშია და თუ ასე ვიმსჯელებთ და ვიცხოვრებთ, ჩვენს ქვეყანას ვერ შევინარჩუნებთ ვერც გეოგრაფიულად, ვერც კულტურულად და ვერც ეკონომიკურად..."
/დეკ. დავით შენგელია/
"აბორტი, შვილთა კვლა, შვილებზე ფიზიკური ძალადობა გვღუპავს"
/დეკ. შიო პაიჭაძე/
"რამდენი მკვლელობა ხდება! როგორი უმძიმესი სასჯელი მოელით მათ, ვინც დედის მუცელშივე კლავს. და არა მარტო მათ, ექთნებსაც კი, რომლებიც ექიმს ეხმარებიან, ხელსაწყოების აწვდიან და მედდებს, რომლებც აბორტარიუმს ალაგებენ. ისნიცი ვერ ეღირსებიან ცათა სასუფეველს, თუ არ შეიგრძნობენ ჩვილების მკვლელობის ცოდვაში საკუთარ თანამონაწილეობას და არ მოინანიებენ".
/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/
"კონტრაცეპტივთა უმეტესობა ხელს არ უშლის ჩასახვას, არამედ იწვევს ნაყოფის სიკვდილს ფეხმძიმობის ადრეულ სტადიაზე, რაც კიდეც ხდება აბორტის მიზეზი. სიცრუეა აღნიშნულ საშუალებათა უსაფრთხოების მტკიცება. მაგ. სპირალს არ იყენებენ არც ამერიკასა და არც ევროპაში, რადგან იგი, როგორც აბორტული საშუალება, ქალის ორგანიზმში მრავალრიცხოვან გართულებებს იწვევს. ჰორმონალური კონტრაცეპცია საშიშია ნივთიერებათა ცვლის მოშლის თვალსაზრისით. მას შობადობის ფუნქციის დაკარგვა მოსდევს".
"ღვთისმშობელი ჩვილების მფარველია; ყოველი მოკლული ჩვილი ღვთისმშობლის თვალს მომწყდარი სისხლის ცრემლია".
"ღვთისა და ეკლესიისგან კურთხეული ოჯახური ცხოვრება ჩვენს დროში სტიქიურად შეცვალა ხანმოკლე პირუტყულმა თანაცხოვრებამ, ხოლო ოფიციალურად დაშვებულმა აბორტებმა, ხელი შეუწყო ბავშვებზე ზრუნვის აუცილებლობის იოლად თავიდან მოცილებას"
"ჩემო უფალო, კიდევ ერთ საკითხში დაგვეხმარე. ძალიან მტკივა გული იმის გამო, რომ ამდენ უდანაშაულო ჩვილს კლავენ აბორტების მეშვეობით! ათასობით ჩვენს ბავშვს ნაგავში ყრიან. პირუტყვებზე უარესები გავხდით, რადგან ისინი ასეთ რამეებს არ აკეთებენ".
/ბერი იოსებ ვატოპედელი/
"[ბერი იოსებ ვატოპედელი] სიცოცხლეში ერთ საღამოს სასწრაფოდ ერში გავიდა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ნაცნობი ქალისთვის აბორტის გაკეთება დაეშალა. მისი მოსიყვარულე სული გულრგილი არასდროს რჩებოდა ადამიანის ტკივილის მიმართ".
/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/
"შეინანეთ, ვისაც სინდისი საკუთარ შვილთა სისხლითა გაქვთ შეღებილი!"
/არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი)/
"მე მქვია ანა. მსურს მოგითხროთ ნეტარი ქსენიას [პეტერბურგელი] სასწაულებრივი შეწევნის შესახებ. მას მე ხშირად მივმართავ და მისდამი ლოცვა მრავალჯერ დამხმარებია სხვადასხვა სიტუაციაში. ის დამეხმარა სამსახურის შოვნაში, ოჯახის შექმნაში, პირველი ფეხმძიმობისას და მშობიარობისას.
როცა დავფეხმიმდი ჩემს ნაყოფს დაუნის სინდრომის დიაგნოზი დაუსვეს. ჩვენ გავემგზავრეთ წმ. ქსენიასთან, ვილოცეთ და გვეყოლა სრულებით ჯანრმთელი ბიჭუნა, რომელიც წელს მიდის სკოლაში.
ჩვენ ძალიან გვინდოდა მეორე შვილი, მაგრამ დიდი ხანი არ გვეძლეოდა. მაგრამ ბოლოს როგორც იქნა გავიგე, რომ კვლავ გავხდებოდი დედა. ჩემს ბედნიერებას არ ჰქონდა საზღვარი. როცა ექოსკოპიაზე მივედით, ექიმმა გვითხრა, რომ უნდა შემეწყვიტა ორსულობა, რადგან ბავშვის შინაგანი ორგანოები პათოლოგიურად ვითარდებოდა და ის ვერ იცოცხლებდა. ვინაიდან მე ყოვლად დაუშვებლად მიმაჩნია აბორტი, ერთადერთი გზა გვრჩებოდა - ლოცვა, ფეხმძიმობის ბოლომდე მიყვანა და ბავშვის გაჩენა. როგორ შემეძლო მომეკლა ჩემი შვილი - პაწაწინა ხელები, ფეხები, პაწაწინა გული ცემდა, უკვე მოძრაობდა ჩემს მუცელში - როგორ შემეძლო მისი მოკვლა?! მე დამატებით კვლევაზე მივედი და იქაც იგივე პასუხი!
მე და მეუღლე გავემგზავრეთ წმ. ქსენიასთან სმოლენსკის სასაფლაოზე. ოთხი დღის შემდეგ მე კვლავ გამიკეთეს ექოსკოპია და ექიმმა საკუთარ თვალებს არ დაუჯერა - პრობლემების კვალიც კი არსად ჩანდა, ყველაფერი, პრაქტიკულად, ნორმაში იყო, პატარას სიცოცხლეს არაფერი ემუქრებოდა.
მთელი ფეხმძიმობა ვიკეთებდი ექოსკოპიას და ყოველ ჯერზე ჩემი ექიმი გაოცებას ვერ მალავდა ამ სასწაულის გამო. ის ამდგვარ ფაქტს პირველად წააწყდა. მან მთხოვა, მშობიარობის მერე მისთვის დამერეკა.
მე საოცარი ბავში მეყოლა. ახლა ის 4,5 თვისაა - ჯანმრთელი და მხიარული. მე ექიმს დავურეკე, მან კი მითხრა, რომ ჩემი შემთხვევა ნათელი მაგალითია, რომ უნდა გწამდეს სასწაულის და რომ "ზეცაში ალბათ არიან კეთილი ძალები, რომლებიც გვეხმარებიან". იგი შემპირდა, რომ ჩემი სასწაულის შესახებ მოყვება ყველასთან, რათა ქალები დაიცვას უმძიმესი ცოდვისგან - აბორტისგან.
წმიდაო ნეტარო ქსენია, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის!"
/ანა დ./
"გულისცემის შესახებ" კანონი კრძალავს ნაყოფის მოცილებას მას შემდეგ, რაც მას გულისცემა დაუფიქსირდება. მთელ აშშ-ის მასშტაბით ეს არის ყველაზე მკაცრი კანონი აბორტის შესახებ, რომელიც ძალაში 2021 წლის 1 ნოემბერს შევიდა.
პროექტის "ტეხასის პოლიტიკის შეფასებები" მკვლევრებმა კანონის ამოქმედების შემდეგ შეისწავლეს სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებები და აღმოჩნდა, რომ აბორტების საერთო რაოდენობა 49,8%-ით შემცირდა.
კანონი საავადმყოფოებს ავალდებულებს, შეამოწმოს ნაყოფის გულისცემა. როგორც წესი, გულისცემა ისმის ორსულობის მე-6 კვირიდან, რის შემდეგაც აბორტი ოფიციალურად იკრძალება, გარდა გადაუდებელი სამედიცინო ჩარევისა"
"ერთხელ ბერთან რჩევის მისაღებად მისი სულიერი შვილები, მორწმუნე ცოლ-ქმარი მივიდა. ცოლი ფეხმძიმედ იყო, მათ აწუხებდათ პრობლემა – ცოლი ავადმყოფობის გამო ძლიერ პრეპარატებს იღებდა და ექიმმა აბორტის გაკეთება ურჩია, რადგან ბავშვი შეიძლებოდა, არასრულფასოვანი გაჩენილიყო. მამა ეპიფანემ ჰკითხა მათ:
– კი მაგრამ, რისთვის მოხვედით ჩემთან? მისი მოკვლის კურთხევა მოგცეთ?
– გყავთ შვილები?
– დიახ, ერთი ბიჭი გვყავს.
– ჯანმრთელია?
– დიახ.
– ღმერთმა დაიფაროს და თუ მას დამბლა დაეცემა ან ავტომანქანა გაიტანს და სიარულს ვეღარ შეძლებს, მიატოვებთ თუ მოკლავთ?
– არა, რა თქმა უნდა!
– მაშინ, რატომ გინდათ, მოკლათ ის, ვინც ჯერ კიდევ მუცელში იმყოფება?! იმიტომ, რომ ჯერ არ გინახავთ და არ შეგყვარებიათ?! რა განსხვავებაა მათ შორის, ისიც თქვენი შვილია! მომისმინეთ, ექიმები ხშირად ცდებიან. ყველა ექიმზე მაღლა დგას ღმერთი – შემოქმედი, მას მიენდეთ. მე არ მჯერა, რომ სნეული ბავშვი დაიბადება, როგორც ამას ექიმები წინასწარ ამბობენ, მაგრამ, თუ რაღაც მსგავსი მაინც მოხდება, განადიდეთ უფალი და ეს ყოველივე მიიღეთ, როგორც ჯვარი, რომლის ტარებაც მოგიწევთ მოთმინებით. ღმერთი არ მოგაკლებთ ჯილდოს ზეცაში. როდესაც საიქიოს მიხვალთ. თუ შეეცდებით, ამ ჯვარს აარიდოთ თავი, მოგელით სხვა, მასზე უფრო მძიმე. მხნედ იყავით! ილოცეთ უფლისადმი, მე ვილოცებ და მჯერა, რომ ჯანმრთელი შვილი გაგიჩნდებათ. მაშ, წადით და ღმერთმა დაგლოცოთ.
მართლაც, დაიბადა კარგი, ჯანმრთელი გოგონა. სიხარულით თვალცრემლიანმა მშობლებმა ის მიუყვანეს მამა ეპიფანეს და უთხრეს:
– მადლობას გიხდით თქვენი თანამონაწილეობისა და ლოცვებისათვის. ჭეშმარიტად, „ცხოველ არს უფალი“ (ფსალ. 17,46).
/ეპიფანე თეოდოროპულოსი/
"გინეკოლოგი, რომელიც აკეთებს აბორტს, არღვევს ღვთის განგებას"
"აბორტი ცოდვაა, ყველაზე უსაშინლესი ცოდვათა შორის, რომლის გამოც შურისძიების ღაღადისი აღწევს ზეცამდე, ხოლო მოუნანიებელი ადამიანი საზღაურს განიცდის როგორც მიწიერ, ისე შემდგომ ცხოვრებაშიც"
"თუ ქალი იკეთებს აბორტს 20 წლის ასაკში, 100-დან 25 ქალი უშვილო რჩება, ხოლო აბორტის შემდგომ შობილი ბავშვების 95% ავადმყოფები იბადებიან. აბორტის რიცხვის პროპორციულად, ასევე იზრდება ქალის სასქესო სისტემისა და სარძევე ჯირკვლების კიბოთი დაავადების ალბათობა. აღარაფერს ვამბობთ სხვა, უამრავ არაგინეკოლოგიურ გართულებებზე.
როგორც ხედავთ, აბორტი გვევლინება წყაროდ ბევრი გინეკოლოგიური, ფსიქიკური თუ ონკოლოგიური დაავადებისა, რაც შემაშფოთებელი უნდა იყოს სახელწმიფოს ჯანდაცვის სისტემისათვის, რომლის მეშვეობითაც უნდა ხორციელდებოდეს ასეთი საშინელი სტატისტიკის აღკვეთა და რეგულაცია"
"იტალიელი იურისტი რაფიელ ბალესტრინი ასი წლის წინ წერდა: "ყველაზე სარწმუნო მტკიცებულება იმისა, რომ ერი მიუახლოვდა თავისი დაცემულობის ბოლო ზღვარს, იქნება ის, რომ აბორტი ჩაითვლება ჩვეულებად და სავსებით მისაღებად საზოგადოებისთვის" - სწორედ ამ ზღვრამდეა მისული დღეს კაცობრიობა".
"ბავშვებს, ვითომდა, იმიტომაც კლავენ, რომ გაზრდილი მოსახლეობის გამოკვება უკვე შეუძლებელი ხდება, თუმცა ამერიკაში ზედმეტ მარცვლეულს წვავენ, საბერძნეთში ხილს მარხავენ, როცა სხვაგან საჭმელი უჭირთ.
როცა ბავშვებს დედის მუცელშივე კლავენ, ისინი უფლის წინაშე მოუნათლავები წარდგებიან, სახარებაში კი წერია: ვინც არ მოინათლოს წყლითა და სულიწმიდით, მან ვერ იხილოს ცათა სასუფეველი".
"თქვენ იტყვით: "მაგრამ მე მოვნანიე!" დიახ, თქვენ მოინანიეთ, მაგრამ მეორემ მიიღო ჭრილობა. თქვენ მოინანიეთ და ღმერთი იღებს თქვენს მონანიებას, მაგრამ იმისათვის, რომ თქვენი მონანიება აღსრულდეს, ჩვენ, სამწუხაროდ, (ვლოცულობთ, რომ ეს არ მოხდეს), უნდა გადავიხადოთ. ჩვეულებრივ, ეს ყველაფერი ბრუნდება, როგორც აბორტებში. დედა ან ის, ვინც შვილს კლავს, ამბობს: "კი, ერთი აბორტი გავიკეთე, მაგრამ მერე ვაღიარე!" ჰოდა, აღიარე, მონანიე, იტირე, მაგრამ ყოველთვის არის ერთი, მაგრამ - მეორე სამყაროში წასული ადამიანი. ვინ გადაიხდის ამას? ვის შეუძლია მისი ჩანაცვლება? ვინ გადაიხდის ამ ჭრილობას?"
/მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/
"აბორტებიც ვერცხლისმოყვარეობის სახელით აღსრულებული მკვლელობაა. ბევრი ამბობს: "სიღატაკე ვანაყოფიერო?" - ან: "ჯერ ჩემთვის უდნა ვიცხოვრო". მაგრამ ასეთი ადამიანები თავისთვის კი არა, ფულისთვის ცხოვრობენ"
/მღვდელი დანიელ სისოევი/
"...განწირული სულები შველას ითხოვდნენ. ლუბამ ჰკითხა, როგორ შეიძლება მათი დახმარებაო? - მათი დახმარება მხოლოდ დედამიწაზე დარჩენილ ნათესავებს შეუძლიათ - ვისთვისაც მოწყალებას გასცემენ, ლოცულობენ და პანაშვიდებს ახდევინებენ, მათ უფალი იწყალებს, გააჩნია ცოდვის სიმძიმეს - მიუგო მატრონამ [მოსკოველი] და აჩვენა ის ადგილები, სადაც აბორტის ცოდვისთვის ისჯებიან დედები და გინეკოლოგები. "არც ერთ ომში არ დაღუპულა იმდენი ადამიანი, რამდენიც აბორტით", - დაამატა და განუმარტა: "ეს ცოდვა ასე უბრალოდ არ ეხსნება მშობლებს, მიუხედავად იმისა, რომ აღსარებას ამბობენ და ეზიარებიან. უფალს პატიება სიცოცხლის ბოლომდე უნდა ევედრონ, ძლიერი ლოცვითა და მძიმე შრომით უნდა მოინანიონ. არის ამისთვის სპეციალური ლოცვები, რომელიც უნდა მოიძიონ და გულმხურვალედ ილოცონ. ვინმე ავადმყოფს უნდა მოუარონ - ავადმყოფის მოვლა ძალიან დიდი მადლია".
"1984 წლის 11 აპრილს, ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს, დაახლოებით ღამის თორმეტ საათზე, ბერს [ღირსი პაისი ათონელი] ხილვა ჰქონდა, რომელიც საშინელ დანაშაულს - აბორტს უკავშირდებოდა. ამ ხილვის შესახებ მან ბევრ ვინმეს მოუთხრო. ეს ამბავი სხვადასხვა წიგნშიც დაიბეჭდა, მაგრამ ჩვენ აქ ამ ამბავს მაინც ვაქვეყნებთ ამ თემის განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო, რამეთუ ის ზოგადად დიდ ინტერესს იწვევს და ბერის ამ ხილვამ შეიძლება ზოგიერთებს სულიერი სარგებელი მოუტანოს. ამგვარად, ბერი მოგვითხრობდა: "საღამოდან ორი სანთელი ავანთე, როგორც ჩვეულებრივ ვანთებ ხოლმე ლოცვით იმათთვის, ვინც იტანჯება სულიერად და ხორციელად. ტანჯულთა რიცხვში - მიცვალებულთა სულებიცაა. ეს სანთლები მაშინაც ანთებულია, როცა დასაძინებლად ვწვები. და აი, ერთხელ საშინელი ხილვა მქონდა. ჩემ წინაშე პურის ყანა გადაიშალა. თავთავი ჯერ დამწიფებული არ იყო, - ხორბალი ეს-ესაა ძალას იკრებდა. ეს ყანა შემოღობილი იყო. მე ღობის გამოღმა ვიდექი და სანთლებს ვანთებდი მიცვალებულთა სულების საოხად. მარცხნივ მოჩანდა უსწორმასწორო, ბორცვებიანი და მშრალი მიწის ნაკვეთი, რომელიც იძვროდა ძლიერი გუგუნისგან, ათასობით სულისმფლეთავი კივილისგან, ეს ხმა ყველაზე სასტიკ გულსაც კი შეძრავდა. მე პირადად ამ კივილმა გულიდან სისხლი მადინა, თუმცა ვერ გავიგე, რა ხდებოდა. მოულოდნელად ხმა გავიგონე: "მინდორი, რომელზეც დაუმწიფებელ ხორბალს ხედავ, ეს იმ მიცვალებულთა სულების განსასვენებელია, რომლებიც აღდგებიან. ხოლო იმ ადგილზე, რომელიც გმინავდა გულისმოკვლელი კივილისგან, იმ ჩვილთა სულები იმჰყოფებიან, ვინც აბორტის შედეგად მოკვდნენ".
ხილვა დასრულდა, მაგრამ მე ბავშვების სულების მდგომარეობა საშინელ ტკივილს მაყენებდა და ვერაფრით დავმშვიდდი. ვერც დაწოლა და დასვენება შევძელი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაღლილი ვიყავი, ვინაიდან ამ ხილვის წინ ბევრი სიარული და ფეხზე დგომა მომიწია"
"რამდენჯერ ჯერ დაუბადებელ ადამიანს კლავენ ყოველდღიურად! აბორტი - ეს საშინელი ცოდვაა! აბორტი მკლელობაა და თანაც - განსაკუთრებულად მძიმე მკვლელობა, რამდენადაც მოუნათლავ ბავშვებს ხოცავენ. მშობლებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ადამიანის ცხოვრება მისი ჩასახვის წუთიდან იწყება"
/ღირსი პაისი ათონელი/
"ერთხელ ბერთან ერთი ოჯახური წყვილი მივიდა. "მამაო, - უთხრა ცოლმა, - მე ბავშვს ველოდები, ჩვენ კი უკვე ოთხი ბავშვი გვყავს, მეხუთეც თუ დაიბადება, თავს ვეღარ გავიტანთ. მომეცით კურთხევა აბორტზე".
- ვხედავ, იოლი ცხოვრება არა გაქვთ, - უპასუხა ბერმა, - კარგი, გაძლევ კურთხევას, საკუთარი შვილის მკლელობაზე. მაგრამ უფროსი ქალიშვილი მოკალით, ის უკვე თხუთმეტი წლისაა და ცოტა ხანს მაინც იცხოვრა ამქვეყნად, რაღაც მაინც ნახა. ამ ნამცეცას კი ჯერ მზის სხივიც არ უხილავს, უსამართლობას იქნება, მისთვის ამ შესაძლებლობის წართმევა.
შეძრწუნებულმა ქალმა სახეზე ხელები აიფარა და აქვითინდა"
"თუნდაც ის ფაქტი რაზე მეტყველებს, რომ ადამიანი მილიონობით ბავშვს კლავს მუცელში ცინიზმით, ქალთა თავისუფლების, ჰუმანიზმის სახელით"
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"არსებობს აბორტის ამკრძალავი მთელი რიგი ეკლესიური კანონები: "წინასწარი განზრახვით მუცელში ჩვილის მომკვლელს კაცისკვლის სასჯელი... ვინც ამის წინასწარი განზრახვით გაკეთებას გაბედავს" - ნათქვამია ბასილი დიდის მე-2 კანონში"
"მძიმედ სცოდა მან, ვინც აბორტი გაიკეთა ან სხვას გაუკეთა, ანდა ვინმეს ურჩია ამ დიდი ცოდვის ჩადენა - შვილთა კვლა"
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience